Georgian (Georgia)English (United Kingdom)

[8]ღვთის ეკლესია, რომელიც მკვიდრობს1 რომში, ღვთის ეკლესიას კორინთოში2 მკვიდრს, მოწოდებულთ, განწმენდილთ3 ღვთის ნებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ! მადლი თქვენ და მშვიდობა ყოვლისმპყრობელი ღვთისა. იესო ქრისტეს მიერ გამრავლდეს4!

 

თავი I

მოულოდნელი და ერთიმეორის მიდევნებით ჩვენთან მომხდარი უბედურებებისა და შემთხვევების გამო5, ვფიქრობთ, დაგვიანებით მივაქციეთ ყურადღება, საყვარელნო, თქვენ შორის გამოსაძიებელ საქმეებს და იმ ბილწსა და უწმინდურ ამბოხს, უცხოსა და შეუფერებელს ღვთის რჩეულთათვის, რაც რამდენიმე უგულისყურო და [9]თავხედმა პირმა ჩამოაგდო და იმგვარ სიშლეგეში გადაიზარდა, რომ ღირსეული, სახელგანთქმული და ყოველი ადამიანისათვის სანუკვარი თქვენი სახელი დიდად შეურაცხყო.

რადგან ვის უცხოვრია თქვენთან თუნდაც მცირე ხნით ისე, რომ არ გამოეცადოს თქვენი ყოვლადსათნო და მტკიცე რწმენა? ვინ არ განცვიფრებულა ქრისტეში თქვენი გონიერი და კრძალული კეთილმორწმუნეობით? არ უღიარებია თქვენი სტუმართმოყვარეობის სულგრძელი ჩვეულება? ვის არ ნეტარუყვია სრული და მყარი ცოდნა?

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 15:14)

დაწვრილებით...

 

თავი I

[40]ძმანო! უფალ იესო ქრისტეზე უნდა იფიქროთ ისე, როგორც ცოცხალთა და მკვდართა ღმერთსა და მსაჯულზე. არც საკუთარი სულის ცხონებაზე უნდა იფიქროთ ცოტა, რამეთუ მცირედის ფიქრი ამის თაობაზე არც ისე დიდი მისაგებლის საწინდარია. თუკი უფლის შესახებ ვისმენთ, ისე როგორც რაღაც უმნიშვნელოზე, ვცოდავთ. არც ის ვუწყით, თუ საიდან მოვედით, ვინ ვართ, რა ღირსებაში აღგვდაგინა უფალმა და რამდენი რამ დაითმინა ჩვენი გულისთვის. რა საზღაური უნდა მივაგოთ ან რა უნდა იყოს იმის საფასური, რაც უფალმა გვიბოძა. რაა ის უპირატესი სიწმინდე, რითაც ასე ვართ დავალებული უფლისაგან? მან ხომ თვალნი აგვიხილა, ნათელი დაგვანახა, როგორც მამამ შვილები ისე ჩაგვიკრა გულში, სიკვდილის პირას მყოფნი გადაგვარჩინა. [41]ვითარ აღვავლენთ უფლის დიდებას, ან რა საფასურს გავიღებთ იმის წილ, რაიც გვიბოძა ჩვენ, გონებადაბნელებულთ, ხის, ქვის, ოქროს, ვერცხლისა თუ სპილენძის ბომონთა თაყვანისმცემელთ. ჩვენ, რომელთა განვლილი ცხოვრება სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა სიკვდილი. წყვდიადით გარემოცულთ და მზერა დალიბრულთ, უფლის ნებით აგვეხილა თვალნი და გარემომცველი ბურუსიც გაიფანტა. უფალი წუხდა ჩვენთვის, სათნო-გვეყო და გვაცხოვნა, რამეთუ ხედავდა, რომ გზააბნეულთა და დასაღუპად განწირულთათვის გზა ხსნისა არსაით ჩანდა, თავად უფალი მოგვევლინა გზად ხსნისა, მოგვეახლა არაარსთა და აღმოგვიყვანა ცხოველი ცხოვრებიდან ცხოვრებაში.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 23:41)

დაწვრილებით...

 

..............

AddThis Social Bookmark Button