Georgian (Georgia)English (United Kingdom)

მინდოდა რაც შეიძლება მალე გამომეგზავნა წერილი შენი სიწმინდისათვის, მაგრამ მკაცრი პატიმრობის ქვეშა ვარ და აქამდე ვერაფრით მოვახერხე. ახლა კი, როდესაც სახიერმა ღმერთმა ინება და მომივლინა კაციცა და შემთხვევაც, ვისრულებ საწადელს, მოგესალმები და გეხვევი შენ, ჩემს სულიერ მამას, რომელიც ჭეშმარიტად ძალიან მიყვარს. ამა სოფლის მპყრობელთ ხორციელად კი გაგვყარეს, მაგრამ ამით ჩვენი ღმრთისმიერი ერთობა და სიყვარული ვერ დაარღვიეს, პირიქით, უფრო მეტადაც შეგვაკავშირეს. მჯერა, რომ შენს ღირსებასაც ვუყვარვარ მე უღირსი და ურყევად ადგას მართლმადიდებელი და ღმრთის სათნო აღმსარებლობის გზას. ყოველთვის ასეთდ ჩანდი ღმრთისა და კაცთა წინაშე, და არჩიე ჩვენთან ერთდ გაგეყო დევნულება ღმრთისმოშიშების წილ, თუმცა ეს არ სურდათ ძლიერთა ამა სოფლისა, ეშინოდათ მრავლის განდევნა და დატუსაღება, იმედი ჰქონდათ, რომ ამით ქვეყანას დაარწმუნებდნენ, თითქოს მხოლოდ მე ვუპირისპირდები, სხვა კი ყველა მათ მხარესაა. სინამდვილეში ასეთი ბევრია მათ სახელმწიფოში, თუმცა ისინი იმალებიან ან შიშის, ან შემგუებლბის გამო, ასე რომ, შეგვიძლია გავიმეოროთ ღმრთაებრივი დავითის სიტყვები: ”აღვრაცხნე იგინი, და უფროის ქვშისა განმრავლდენ” (ფს. 138,18).

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:22)

დაწვრილებით...

 

ასეულო ჩემო, მოძღვარი შენი გრიგოლ მოგიძღუანებ ამა სათნოსა საუნჯეს; ხოლო ყოველთა ძღვენთაგან უმჯობესია სულიერ მამის შეგონებანი.

უწყოდე, ოლიმპიადა - ძვირფას ქვათაგან შეჭედილ ოქროთი არ განშვენდებიან დედანი; ხოლო ხატებას ღვთისას ნუ დაიფარავ ფერ-უმარილით - ამ სამარცხვინო საკეკლუცოთი და პირ-სახეს შენსას ნუ წარხოც სხვა რამ მომაკვდინებელ ხატებით. მეწამული და ოქროქსოვილი, ელვარე და ჭრელა-ჭრულა სამოსი მათ დაუტევე, რომელთ ნათელი ცხოვრების არა ჰმოსიათ; ხოლო შენ იღვაწე უბიწოებისათვის, შინაგან თვალის განსაცვიფრებელ, ღირსახეს სილამაზისთვის. დედაკაცში ყოველთა ფერთა მშვენიერია კეთილზნეობა, რომელ მყარია და არა სადა დაუტევებს მას მშვენება ესე.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:23)

დაწვრილებით...

 

ჰიმნი ღმრთისადმი[1]

რაჲ ვიუბნო შენს წინაშე, ყოვლის მიღმურო, რაღა გითხრა შენი საშვენი?
ვითარ გამოთქვას სიტყვამ გალობა, რამეთუ შენ ხარ სიტყვისგან გამოუთქმელი,
ვითარ შეგბედოს გონმა მოხილვა, რამეთუ შენ ხარ გონისგან მოუხილველი.
ოდენ შენ ჰგიე იდუმალქმნილი, გარნა შენგან არს ყოველივე განცხადებული,
ოდენ შენ ჰგიე უცნაურქმნილი, გარნა შენგან არს ყოველივე შემეცნებული.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:23)

დაწვრილებით...

 

ეპისტოლე პირველი


მშვიდობა თქვენდა ჩემ მიერ, შვილნო ჩემნო საყვარელნო, მოგიკითხავთ თქვენ, სასურველნო და საყვარელნო სულისა ჩემისანო.

შვილნო ჩემნო, დიდ არს წმინდანთა დიდება და ჩვენც გვმართებს მათ საქმეთა გამოძიება და შრომათა მათთა გამოკვლევა, რათა ვიცოდეთ, თუ როგორ მიაღწიეს ქრისტეს სასუფეველს, რა შრომის ფასად მოიპოვეს იგი, რამეთუ სიღარიბესა და უცხოებაში იყვნენ, ვითარცა შეცდომილნი, უდაბნოებში ცხოვრობდნენ და ჭეშმარიტად უცხონი, მშიერნი, მწყურვალნი და შეჭირვებულნი იმყოფებოდნენ. ამათ მიიღეს დიდება, როგორც პავლე მოციქული ამბობს: "ჩინებითა მით, რომლითა ვიჩინენით ჩუენ (ვითარმედ არა მრავალნი აზნაურნი არიან ხორციელად?), არამედ გლახაკნი იგი რაჲმე ამის სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან” (1 კორ. 1, 26-28). და როგორც მე ვხედავ, მათ მხოლოდ  თავიანთი გულმოდგინება და არა სხვა რამ მიუძღვნეს ღმერთსა და ამისთვის დაიდგეს სასუფევლის გვირგვინნი. რა ჰქონდათ მათ ისეთი, რაც ჩვენ არა გვაქვს? თუ გამოვეძიებთ იმ ძალას, რომელიც ზეგარდმო მადლით შეეწეოდა, ვიპოვით მათ გულმოდგინებას, რომელიც ღმერთს აჩვენეს, რამეთუ დაუტევეს მთელი თავიანთი ნება უფლისთვის, აიღეს თავიანთი ჯვარი უფლისათვის და შეუდგნენ მას.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:23)

დაწვრილებით...

 

ეპისტოლე არიანელთა წინააღმდეგ, ეგვიპტისა და ლიბიის მხარის ეპისკოპოსთა მიმართ

1. ყოველივე, რასაც ქმნიდა და რასაც გვასწავლიდა უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, როგორც ლუკამ თქვა, შექმნა მან თავადმა, ხსნად ჩვენდა მოვლენილმა; რამეთუ, როგორც იოანე იტყოდა, “არა რაითა დასაჯოს სოფელი, არამედ რაითა აცხოვნოს სოფელი მის მიერ” (იოანე 3,17). მისი წყალობა ყველაფერთან ერთად იმითაც გვაცვიფრებს, რომ იგი არც ჩვენს მოპაექრეთა შესახებ დადუმებულა. არამედ პირიქით, ნათლად გვიწინასწარმეტყველა, რათა ამის ახდენის ჟამს ჩვენი გონება მისი სწავლებით ყოფილიყო შემოზღუდული, სადაც ნათქვამია: “რამეთუ აღდგენ ქრისტესმტყუვარნი და ცრუწინასწარმეტყველნი, და ჰყოფდნენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშნებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს რჩეულთა მათცა. აჰა ესენი წინასწარ გარქუ თქუენ” (მათე 24, 24-25). თუმცა კი მრავალნია და ადამიანზე აღმატებულნი მისგან ბოძებული სწავლანი და ნიჭნი, როგორიცაა: ზეციური მოქალაქეობის სახე, უფლება ეშმაკთა ზედა, შვილება, და ბოლოს, სრულიად განსაკუთრებული და დიდებული ნიჭი – მოძღვრება მამისა და სიტყვის შესახებ და აგრეთვე მადლი სულიწმინდისა. მაგრამ მაინც, “შეყოფილ არს მომგონებლობაი კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა” (დაბ. 8,21), თანაც “წინამოსაჯულსა ჩუენსა ეშმაკსა” შურს, რომ ესოდენი მადლი მოგვნიჭებია და “მიმოვალს და ეძიებს”, წარგვტაცოს თესლი სიტყვისა (I პეტრე 5,8). ამიტომაც უფალმა ეს მოძღვრება წინასწარმეტყველებით დანერგა ჩვენში, ვითარცა განძი თვისი, და თქვა: “იხილეთ, ნუუკუე სცთეთ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ მე ვარ; და ჟამი მოწევნულ არს, არამედ ნუ მიხუალთ შედგომად მათა” (მათე 24, 4-5; ლუკა 21,8). რაღაც უდიდესი მადლი მიგვიღია სიტყვისაგან – არა ცდუნებად ხილულითა, არამედ სულიწმინდის მადლით ცნობად დაფარულისაც. რაკი ყოვლადსაძაგელ არს ცოდვის მომგონი, და საშინელი დემონია ეშმაკი, მისი ოდნავი გამოჩენაც და, ყველა მას დევნის, ვითარცა გველს, ვითარცა ვეშაპს, ვითარცა ლომს, რომ ეძიებს, ვინ მოიტაცოს და ჩანთქას.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:24)

დაწვრილებით...

 

ა^ ეპისტოლე ნეტარისა ანტონისი.


1. ყოვლის პირველად გკითხავ თქუენ უფლისა მიერ, ვჰგონებ სულთა მათ რომელთა ზედა მიიწია მადლი ღმრთისაჲ წოდებად მისისა მას ქადაგებასა თჳსითა მით სიტყჳთა, 2. ვითარმედ ჰქონან სამნი სახენი, გინათუ მამათა, გინათუ დედათა, რამეთუ რომელნიმე აღთქუმულსა მისგან რჩულისა და მათ თანა ყოვლისაგან კეთილისა. 3. პირველითგანვე დაბადებისა მათისაჲთ, სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ მათა მიიწია და არა დაყოვნეს, არამედ წარვიდეს განმზადებულნი მის თანა, 4. ვითარცა იგი პირველი მამაჲ ჩუენი აბრაამ, რაჟამს იხილა ღმერთმან გამოძიებაჲ იგი მისი დადებულისა მისგან რჩულისა, გამოეცხადა მას და რქუა: გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა, და სახლისა მამისა შენისა და მოვედ ქუეყანასა მას რომელი მე გიჩუენო შენ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:25)

დაწვრილებით...

 

ამ წიგნს ეწოდება ჟამთაღწერა, თქმული მეორედ მოსვლისათვის


1. როცა მოახლოვდება ბოლო ჟამი და იმ უკანასკნელი დღეების აღსასრული, გამოჩნდებიან ბარბაროსები, ანუ თურქი მთავრები და ისმაილ-აგარიანთა მოდგმა დაიპყრობს მთელ სამყაროს.

2. პირველად ააოხრებენ სპარსეთს და წაართმევენ მათ დიდებას და მეფობას და იქიდან დაიპყრობენ ისმაილ-აგარიანები მთელ სამყაროს, ის დანიელის წიგნმა ჩრდილოეთად მოიხსენია (დან. 11,7), და შეებრძოლებიან ბერძენთა ქვეყანას შვიდი შვიდეულის წლის რიცხვში იმიტომ, რომ მოახლოებული იქნება ჟამთა აღსასრული და უკანასკნელი ათასეული და ამიტომ სრულიად აღმოიფხრება სპარსეთის მეფობა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:25)

დაწვრილებით...

 
More Articles...