Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ახალი, შესწორებული გამოცემის მიხედვით

იბაკონი წმიდისა ღმრთისმშობლისანი1

ზეშთამბრძოლისა ჩემისათჳს და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ჴსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვსწერთ2, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ ქალაქი3 შენი, არამედ  ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლე მე, რაჲთა გიგალობდე4 შენ: "კურთხეულო, გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:53)

დაწვრილებით...

 

და საკითხავი პეტრეს პირველი კათოლიკე ეპისტოლიდან: “იფხიზლეთ, იღვიძეთ...” (I პეტ. 5,8), ვიდრე დასასრულამდე ეპისტოლისა. მისივე კირილესი და იოანე ეპისკოპოსისა[3] (τοῦ αὐτοῦ Κυρίλλου καὶ Ιωάννου ἐπισκόπου)

1. უწინაც მსურდა მომეთხრო თქვენთვის, ჰოი, ერთგულნო და სასურველნო შვილნო ეკლესიისა, ამ სულიერ და ზეციურ საიდუმლოთა შესახებ. მაგრამ რადგანაც კარგად ვიცოდი, რომ ხედვა სმენაზე გაცილებით სარწმუნოა, ველოდე აწინდელ ჟამს, რომ ამ მწუხრის[4] შემდეგ სათქმელისთვის უფრო მომზადებულნი გპოვოთ და ნათლიერი და კეთილსურნელოვანი ბაღის მდელოსკენ გიწინამძღვროთ. ამასთანავე, საღვთო და ცხოველმყოფელი ნათლისღების ღირსქმნილნი, დადგინებულნი ხართ შეწყნარებად უსაღვთოეს საიდუმლოთა. ამიტომაც, დაგვრჩენია რა მხოლოდ ის, რომ უსრულეს სწავლებათა ტაბლა წინადაგიგოთ, აჰა, დაწვრილებით გასწავლით თქვენ ამათ, რომ იცოდეთ განმარტება[5] იმისა, რაც ნათლისღების ამ მწუხრის განმავლობაში აღსრულდა თქვენზე.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:53)

დაწვრილებით...

 
და საკითხავი რომაელთა მიმართ ეპისტოლიდან: ”ნუთუ არ იცით, რომ რომელთაც ნათელვიღეთ ქრისტე იესოს მიმართ, მისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ?” სიტყვებამდე: ”არა რჯულის ქვეშ ხართ, არამედ მადლის” (რომ. 6, 3-14)

1. სასარგებლოა ყოველდღიური მესაიდუმლეობანი და უახლესი სწავლებანი, უახლეს საქმეთა მაუწყებელნი, მეტადრე კი თქვენთვის, რომელნიც შეიცვალეთ ძველისგან ახლად. ამიტომ, აუცილებელია წარმოგიდგინოთ თქვენ განგრძობა გუშინდელი მესაიდუმლეობისა, რომ იცოდეთ იმ ყოველივეს სახისმეტყველება, რაც ტაძრის შიგნით[1] აღსრულდა თქვენზე.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:54)

დაწვრილებით...

 
და საკითხავი პეტრეს კათოლიკე ეპისტოლისა: ”მაშ, განიშორეთ ყოველგვარი უკეთურება და სიცრუე და ბოროტმეტყველება” (I პეტ. 2,1) და შემდგომი.

1. ღვთის კაცთმოყვარეობით, წინარე შეკრებებზე საკმარისად ისმინეთ ნათლისღების, მირონცხებისა და ქრისტეს ხორცთან და სისხლთან ზიარების თაობაზე. აწ კი, გვმართებს რა შემდგომზე გადასვლა, გვირგვინით შევამკობთ დღეს თქვენი სარგებლობისთვის აგებულ სულიერ შენობას.

2. იხილეთ მაშინ დიაკონი, რომელმაც წყალი მოართვა მღვდელს (τῷ ἱερεῖ) და ღვთის საკურთხეველს გარემოდგომილ ხუცესებს. მოართვა არა სხეულებრივი ბიწის გამო, არ არის ასე, რადგან სხეულებრივი ბიწის მქონენი იმთავითვე არ შევიდოდით ეკლესიაში. არამედ განბანა ნიშანია იმისა, რომ გვმართებს განწმენდა ყოველგვარი ცოდვისა და ურჯულოებისგან. რამდენადაც ხელები სახეა საქმეებისა, მათი დაბანით, ცხადია, საქმეთა სისუფთავესა და უმწიკვლოებაზე მივანიშნებთ. არ გსმენია ნეტარი დავითისა, რომელიც სწორედ აქეთკენ გამესაიდუმლებს შენ და ამბობს: ”დავიბან უბრალოებით ჩემს ხელებს და გარემოვადგები შენს საკურთხეველს უფალო” (ფს. 25,6). ამრიგად, ხელების დაბანა ცოდვებისგან თავისუფლებას ნიშნავს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:54)

დაწვრილებით...

 

[15]დიდ ხარ, უფალო, და საკჳრველ არიან საქმენი შენნი, და ვერ შემძლებელ ვართ მადლისა მიცემად, რამეთუ ნებითა შენითა არაარსისაგან ყოველივე არსად მოიყვანე, შენითა ძლიერებითა დაამტკიცე სოფელი და მოღუაწებითა შენითა განაგებ სოფელსა. შენ ოთხთაგან წესთა შეამკვე სოფელი და ოთხთაგან ჟამთა წელიწადისა გარეშექცევაჲ გჳრგჳნოსან-ჰყავ; შენგან ძწიან ყოველნი ძალნი ნათლისანი, შენ გიგალობს მზჱ, შენ გადიდებს მთვარჱ, შენ გაქებენ ვარსკულავნი, შენ გერჩის ნათელი, შენგან ძწიან უფსკრულნი, შენ გმონებს წყაროები, შენ გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავანი, შენ დააფუძნე ქუეყანაჲ წყალთა ზედა, შენ ჰაერნი განსასუენებელად განჰფინენ, ანგელოზთა ძალნი გმსახურებენ, კრებული მთავარანგელოზთაჲ თაყუანის-გცემსა, მრავალთუალნი ქერობინნი და ექუს-ექუს ფრთენი სერაბინნი გარემოჲს დგანან და იფარვენ შიშით მიუახლოებელისა დიდებისა შენისათჳს, რამეთუ შენ ხარ ღმერთი გამოუთქუმელი და მიუწდომელი და დაუსაბამოჲ; მოხუედ ქუეყანად და ხატი მონისაჲ შეიმოსე და მსგავს კაცთა იქმენ, რამეთუ ვერ იტჳრთე წყალობითა მოწყალებისა შენისაჲთა ხილვად ეშმაკისაგან მიმძლავრებული ნათესავი კაცთაჲ, არამედ მოხუედ უფალი და მიჴსენ ჩუენ. აღვიარებთ მადლსა შენსა და ვქადაგებთ წყალობასა შენსა, არა დავჰფარავთ ქველისსაქმესა შენსა, რომელ ჰყავ ნათესავისა ჩუენისა განთავისუფლებაჲ; საშოჲ ქალწულისა განსწმიდე შობითა შენითა, ყოველი დაბადებული გიგალობს შენ. შენ, უფალო ჩუენო, ქუეყანასა ზედა გამოშჩნდი და კაცთა შორის იქცეოდი, იორდანისა წყალნი განსწმიდენ და ზეცით გარდამოავლინე მათზედა სული წმიდაჲ შენი, და თავები ვეშაპისაჲ მის, რომელ დამალულ იყო მას შინა, შეჰმუსრე.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 23 MARCH 2013 13:07)

დაწვრილებით...

 
და საკითხავი იოანეს პირველი ეპისტოლიდან: და თქვენ ცხებულება გაქვთ ღვთისაგან და იცით ყოველივე”. სიტყვებამდე: და არ შევრცხვეთ მის წინაშე მისი მოსვლისას (1 ინ. 2.20-28).

1. ქრისტეს მიმართ ნათელღებულნი და ქრისტეშემოსილნი (გალ. 3.27), გახდით თანახატნი ღვთის ძისა (რომ. 8.29). რამეთუ ღმერთმა ჩვენთვის ძეობილობა წინასწარ განსაზღვრა (ეფეს. 1.5) და შეგვქმნა თანახატად ქრისტეს დიდების სხეულისა (ფილიპ. 3.21). ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გახდით (ებრ. 3.14), მართებულად იწოდებით ცხებულებად[1] და თქვენ შესახებ თქვა ღმერთმა: ნუ შეეხებით ჩემს ცხებულებს (ფს. 104.15). ცხებულნი კი გახდით სულიწმინდის ნაცვალსახის[2] მიღებით და ყოველივე ხატოვნებითად აღესრულა თქვენზე, რადგანაც ხატნი ხართ ქრისტესი. იგი განიბანა მდინარე იორდანეში და სხეულის მიერ ღმრთეებას შეაზიარა წყალი. ამოვიდა იქიდან და იქმნა მასზე არსობრივი გარდამოსვლა სულიწმინდისა მსგავსზე განისვენა მსგავსმა. თქვენც, ასევე, ამოხვედით რა სამღვდელო ნაკადულთა საბანელიდან, მოგეცათ ცხება, ნაცვალსახე იმისა, რითაც იცხო ქრისტემ. ეს კი არის სულიწმინდა, რომლის შესახებ ნეტარი ესაიაც, მასზე წინასწარმეტყველებისას, უფლის პირისგან ამბობს: უფლის სულია ჩემზე, რომლის გამოც მცხო მე, გლახაკთა მახარებლად წარმავლინა მე” (ეს. 61.1).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:55)

დაწვრილებით...

 

ქრისტეს ხორცისა და სისხლის შესახებ და საკითხავი კორინთელთა მიმართ ეპისტოლიდან: "რამეთუ მე უფლისაგან მივიღე, რაც თქვენ გადმოგეცით" (I კორ. 11,23) და შემდგომი.



1.ნეტარი პავლეს ეს სწავლებაც საკმარისია თქვენი გულსავსებისთვის საღმრთო საიდუმლოთა თაობაზე, რომელთა ღირსნიც იქმენით და ქრისტეს თანამესხეულენი და თანამესისხლენი გახდით. იგი ეს-ესაა ხმობდა: "რამეთუ ღამით, რომელსაც გაიცემოდა, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აიღო პური და მადლობდა, გატეხა და მისცა თავის მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი. და აიღო სასმისი, მადლობდა და თქვა: მიიღეთ, სვით, ეს არის ჩემი სისხლი" (I კორ. 11, 23–25). ამრიგად, თავად უფალმა ცხადყო და თქვა პურის შესახებ: – "ეს არის ჩემი ხორცი". ვინღა გაბედავს შეორგულებას შემდგომში? თვით მან დაადასტურა და თქვა: – "ეს არის ჩემი სისხლი". ვინღა შეეჭვდება ოდესმე და იტყვის: არ არისო მისი სისხლი?

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:56)

დაწვრილებით...

 
More Articles...