თეოდორიტე კვირელი - საეკლესიო ისტორიაწიგნი მეხუთეთ ა ვ ი I [238]თუ როგორ დიდ ხანს ითმენს მეუფე მის წინააღმდეგ გაშლეგებულთ, და როგორ სჯის მათ, რომლებიც მის სულგრძელებას სათანადოდ არ იყენებენ, ეს ზედმიწევნით გვასწავლა ვალენტმა ასეთი საქმეებითა და ვნებებით. კაცთმოყვარე როგორც რამ სასწორის საპირწონეს და უღელს ისე იყენებდა წყალობას და სამართალს, რათა უწმინდურობის სიდიდით ზეაღმატებულს სცოდნოდა მისი კაცთმოყვარეობის ზომა და სამართლიანი სასჯელით აბრკოლებდა წინსვლას.
ბოლოს განახლდა (FRIDAY, 31 მაისი 2013 13:02) |
||
|