Georgian (Georgia)English (United Kingdom)

როდესაც ამბობენ, რომ დ ი დ ე ბ ი ს მ ე ტ ყ ვ ე ლ ე ბ ი ს* დროს თქმა ”სულიწმიდითურთ” არ არის დამოწმებული და წერილობით დადასტურებულიო, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ: თუ დაუწერელს სხვას არაფერს შეიწყნარებენ, ნუ შეიწყნარებენ ამასაც, ხოლო თუ საიდუმლოთაგან უმეტესი დაუწერლად არსებობს ჩვენს შორის, სხვა მრავალთან ერთად ესეც უნდა შევიწყნაროთ. მგონია, რომ მოციქულთაგან მოდის ყოველივე უწერელის მტკიცედ დაცვა, რადგან ის ამბობს: ”გაქებ თქვენ, რადგან ყოველივე ჩემი გახსოვთ და როგორც გადმოგეცათ გადმოცემით, ისე გიპყრიათ” (I კორინთ. 11,2) და კიდევ: ”იპყრენით გადმოცემანი, რომელნიც მიიღეთ, გინდა სიტყვიერად, გინდა წერილობით” ( 2 თესალ. 2,15), რომელთაგან ერთ-ერთი ესეც არის უეჭველად, რაც გადმოგვცეს პირველმა განმწესებლებმა და შემდგომ დროში მარადიული თანაარსებობით და ჩვეულების ხანგრძლივობით დაამტკიცეს ეკლესიაში. თუ ჩვენ სასამართლოში არ წარვადგენთ წერილობით მტკიცებებს და წარვადგენთ მრავალ მოწმეს, განა ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას განთავისუფლებაზე? მე მგონია, რომ ”ორი და სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყველა სიტყვა” (მეორე სჯ. 19,16).

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:07)

დაწვრილებით...

 
რომელიც მოცემულია მის სიტყვაში სინანულის შესახებ

კანონი 1

უკვე მეოთხე აღდგომა მოდის დევნულების შემდეგ, საკმარისი დროა გასული იმათთვის, ვინც მოითმინა გაჭირვება, საპყრობილეში ჩაგდება, საშინელი ტანჯვა, სასტიკი ცემა და სხვა მრავალი ნაირ-ნაირი გასაჭირი, ხოლო ბოლოს მათ უაღალატა ხორცის უძლურებამ. მართალია, ისინი თავიდანვე არ ყოფილან შეწყნარებულნი მათი დიდი დაცემის სიმძიმის გამო, მაგრამ რადგან აღასრულეს დიდი ღვაწლი და გასწიეს წინააღმდეგობა, და თავისი არჩევით კი არ გადახრილან უღმრთოებისკენ, არამედ უძლურმა ხორცმა უღალატა მათ, იესუს წყლულები ჰქონდათ მათ სხეულის ასოებზე, და აი, უკვე მესამე წელია, რაც ზოგიერთი მათგანი გლოვობს, ამის გამო დაემატოს მათი სინანულის დღეებს კიდევ ორმოცი დღე, იმ დღის გასახსენებლად, როდესაც პირველად მოიქცნენ. სწორედ ორმოცი დღე იმარხულა ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა იესუ ქრისტემ და ნათლისღების შემდეგ გამოცდილ იქნა ეშმაკის მიერ. ამათაც მართებთ ორმოცი დღე დიდი მოღვაწეობა და ფხიზლად ყოფნა ლოცვით. უნდა დაისწავლონ უფლის მიერ გამომცდელისთვის (ეშმაკისთვის) ნათქვამი სიტყვა, როდესაც იგი ითხოვდა მისგან თაყვანისცემას: ”განვედ, სატანა, რადგანაც დაწერილია: ”შენს უფალ ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე” (მათე. 4,10).

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:07)

დაწვრილებით...

 

უფლის ძესა და სასურველ თანამწირველს რუფინიანეს ათანასე უფლისა მიერ გახარებ!

შენ გვწერ, რაც საყვარელმა შვილმა უნდა მისწეროს მამას. ამ წერილით ჩემთვის ახლობელქმნილს გეამბორები, ჩემთვის ყველაზე უფრო სასურველო რუფინიანე. მე, როგორც ძეს, ისეთი გაბედულებით გწერ და შენდამი წერილის მოწერით ვხარობ. ო, გწამდეს, გლოცავ და გევედრები, რომ მუდამ მომწერო ასეთი წერილი, რადგან მცირედ კი არა, დიდად გვახარებ, ამას რომ აკეთებ, რადგან კეთილმოყვარე და საეკლესიო არის ასეთი შეკითხვა და შენს კეთილ მოკრძალებულობას შეშვენის. შენ გვეკითხები იმათ შესახებ, ვინც ჭირისაგან იძულებულია,* მაგრამ ბოროტი მორწმუნეობით არ გახრწნილა და გსურს, რომ მოგწერო, რა ითქვა კრებაზე მათ შესახებ და ყველაფერი, რაც ვიცი.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:07)

დაწვრილებით...

 

ერეტიკოსები მოვიხსენიეთ, როგორც მკვდრები და ჩვენ შესახებ ვთქვით, რომ გვაქვს საღმრთო წერილი ცხოვნების სულად, როგორც პავლე სწერს კორინთელებს (II კორ. 11,3). მეშინია, რომ ზოგიერთ გულუბრყვილოს თავისი სიმარტივისა და უმეცრების გამო აცთუნებენ ვერაგი და მზაკვარი ადამიანები და ისინი სხვა წიგნებთან ერთდ კითხულობენ აპოკრიფულ წიგნებს, მოტყუებულნი იმით, რომ მათაც იგივე სახელი ჰქვიათ, რაც ჭეშმარიტ წიგნებს, თითქოს შეესატყვისებიან მათ. გთხოვთ, მიჰყვეთ იმ წიგნებს, რომელთა შესახებ იცით, რომ ჭეშმარიტნი არიან. მათ შესახებ მეც გავიხსენებ და დავწერ ეკლესიის საჭიროებისათვის და  გამოსაყენებლად. მსურს მათი მოხსენიება და ჩემი გამბედაობის განსამტკიცებლად გამოვიყენებ ლუკა მახარებლის სიტყვათა მაგალითს და მეც ვიტყვი, რომ ზოგიერთებმა ხელი მიჰყვეს აპოკრიფულად სახელდებული წიგნების წერას და მათ აღრევას ღმრთივსულიერ წიგნებში. ეს უკანასკნელნი, დარწმუნებული ვართ ჩვენ, ასე გადმოგვეცა ჩვენი მამებისაგან, რომლებიც დასაწყისიდან თვითმხილველნი იყვნენ და ემსახურებოდნენ სიტყვას. საჭიროდ მიმაჩნია მეც, საკუთარი ძმების ბრძანებით დასაწყისიდანვე ვიცოდე და შემდეგ თანამიმდევრობით აღვწერო, თუ რომელია კანონით მიღებული და საღმრთოდ სარწმუნო წიგნები, რათა თითოეულმა შემცდარმა უარყოს თავისი შემცდენელნი, ხოლო შეუცთომელთ უხაროდეს და უფრო განმტკიცდნენ მათი გახსენებით.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:08)

დაწვრილებით...

 

ღმრთის შექმნილი ყველა და ყველაფერი კეთილია და წმინდა, რადგან ღმრთის სიტყვას არაფერი არასაჭირო და არაწმინდა არ შეუქმნია, ”რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ცოცხალთა შორის” (II კორინთ. 2,15), პავლე მოციქულის სიტყვისამებრ.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:08)

დაწვრილებით...

 

მათ შესახებ, რომლებსაც ბარბაროსთა დამარბეველი შემოსევების დროს კერპთა შენაწირევი უჭამიათ, ან სხვა რაიმეთი ცდუნებულან

 

საჭმელი არ შეგვაგინებს ჩვენ, სამღვდელოო პაპა, თუმცა კი ტყვეებმა ჭამეს ის, რაც მისცეს მათ დამტყვევებლებმა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყველა ერთხმად ამბობს და იმეორებს, კერპებისათვის არ შეუწირავთ შესაწირავი ბარბაროსებსო, როცა ისინი ჩვენს მხარეში შემოვიდნენ. ხოლო მოციქული ამბობს: "საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, ხოლო უფალი იმასაც და ამასაც განაქარვებს" (I კორ. 6,13). მაცხოვარიც, რომელმაც წმინდა ყო ყველა საჭმელი, ამბობს: "არა შემავალი შეაგინებსო კაცს, არამედ გამომავალი" (მათე 15,11).

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:08)

დაწვრილებით...

 
დიონისიოს ვასილიდი ეპისკოპოსს

 

ჩემ საყვარელ ძეს და ღმრთივმშვენიერ თანამწირველ ძმას უფლისა მიერ გიხაროდეს!

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:09)

დაწვრილებით...

 
More Articles...