Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ძველი და ახალი აღთქმის რომელი წიგნები უნდა ვიკითხოთ

თქვენი გონება რომ არ მიიზიდოს უცხო წიგნებმა, გაუწყებ რიცხვს ჩვენთა წიგნთა, მეგობარი, რომ ებრაელთა უძველესი სიბრძნის ისტორიული წიგნი სულ თორმეტია: პირველი - შესაქმე, გამოსვლათა, ლევიტელთა, შემდეგ - რიცხვთა, მერმე - მეორე სჯული. ამათი მომდევნო ისო, მსაჯულთა, მერვეა რუთი, მეცხრე და მეათე მეფეთა საქმენი, შემდეგ ნეშტთა, და ბოლოს - ეზრა. ლექსად გაწყობილი წიგნები ხუთია. ამათგან პირველი - იობ, შემდეგ დავითნი და სამი წიგნი სოლომონისა: ეკლესიასტე, ქებანი და იგავნი. ხუთი წიგნია წინასწარმეტყველთა: ერთ წიგნადაა შეერთებული თორმეტი: ოსია, ამოს, მიქეა მესამედ, მერმე იოელ, იონა და აბდია, ნაუმ, ამბაკუმ და მათთან ერთად სოფონია, ანგია, ზაქარია და მალაქია. ესენი ერთ წიგნად, მეორე წიგნად - ესაია, შემდეგ სიყრმიდან წოდებული იერემია, ეზეკიელი და დანიელ მადლიერი.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:04)

დაწვრილებით...

 

 

წმინდა ბასილი კესარია-კაპადუკიის ეპისკოპოსის პირველი ეპისტოლე კანონთა შესახებ ამფილოქე იკონიის ეპისკოპოსის მიმართ

"უგუნურსა კითხვაჲ სიბრძნისაჲ სიბრძნედ შეერაცხებისო" (იგავ. 17,18), ნათქვამია, ხოლო ბრძენის მიერ დასმული კითხვა, როგორც ჰგავს, უგუნურსაც ბრძნად აქცევს. ასე შეგვემთხვა ჩვენც ღმრთის მადლით, რამდენჯერაც შევიწყნარეთ შენი ტკივილთმოყვარე სულის წერილი. მასში დასმულმა კითხვებმა ბევრი რამ გვასწავლეს, რაც არ ვიცოდით და უფრო გულისხმიერი და გონიერი გაგვხადეს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემისთვის გაწეული ზრუნვა კეთილის მასწავლებელი გახდა ჩვენთვის. ამაზე არასოდეს მიზრუნია და შენმა კითხვებმა იძულებული გამხადეს გამომეკვლია, განმეხილა ყოველივე, და რაც მოხუცებულთაგან მსმენია, ის გავიხსენე და იმისი მსგავსი ჩემითაც დავამატე, რაც მათგან მისწავლია.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:05)

დაწვრილებით...

 

იმათ შესახებ, ვინც ორი და შეირთო, ან ვინც ორ ძმას გაჰყვა ცოდლად

 

ჩვენ მოგვივიდა წერილი, რომელსაც დიოდორეს სახელი ჰქონდა წარწერილი, მაგრამ მომდევნო სიტყვები სხვა ვინმეს უფრო შეეფერება, ვიდრე დიოდორეს. მე მგონია, ვიღაცას ეშმაკობით დაუჩემებია შენი სახელი, რათა რწმუნების ღირსად წარედგინა თავი მსმენელთათვის. მისთვის თითქოსდა შეკითხვა მიუცია ვისმე, წესად თვლის თუ არა იგი გარდაცვლილი ცოლის დის მოყვანას მეუღლედ. ის კი არ განცვიფრებულა ამ შეკითხვის გამო, არამედ მშვიდად მოისმინა და ბილწ გულისთქმას საკმაოდ გაბედულად და გულმოდგინედ აუბა მხარი. აქ რომ მქონოდა ის ნაწერი, გამოგიგზავნიდი შენ და შენ თვითონ შენივე თავისა და ჭეშმარიტების დამცველად იკმარებდი. მაგრამ ვინც მიჩვენა, მანვე უკან წაიღო ის წერილი, და, როგორც ჩვენზე გამარჯვების ნიშანს, ისე დაატარებდა ჩვენს დასამხობად. მე ხომ ადრიდანვე მქონდა დაწერილი ამგვარი ქორწინების აკრძალვის შესახებ, რაც იმას მოწმობს, რომ მაქვს ამგვარი საქმის გარჩევის უფლება. ახლა გწერ შენ, რათა ორივე ხელით ჩემი თანამოღვაწე გახდე ყალბი წერილის წინააღმდეგ. ნუ დავუტოვებთ მას ნურავითარ ძალას, რათა ადვილად ვერ ავნოს იმათ, ვინც წაიკითხავს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:05)

დაწვრილებით...

 

წავიკითხე შენი წერილი სულგრძელებით და გამიკვირდა, რა ადვილად და მალე შეგეძლო პასუხი მოგეცა ჩვენთვის საქმით, შენ კი ბრალმდებელთა მხილებას შეუდექი და მრავალსიტყვაობით მიჰყავი ხელი უკურნებელის მკურნალობას. არც პირველებს და არც მხოლოდ ჩვენ დაგვიწესებია კანონად, ჰოი, გრიგოლ, რომ ქალებმა არ იცხოვრონ მამაკაცებთან ერთად. წაიკითხე ნიკეის კრების წმინდა მამების მიერ დადგენილი კანონი. იგი ცხადად ქადაგებს, რომ არავინ სამღვდელოთაგანმა არ უნდა იყოლიოს თანამკვიდრად დედაკაცი.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:05)

დაწვრილებით...

 
რათა მის გარეშე და კანონთა საწინააღმდეგოდ არ დაადგინონ მღვდელმსახურნი

ძალიან ვწუხვარ, რომ მამათა კანონები უგულებელყოფილია და ეკლესიის შეუცდომლობა დავიწყებული. მეშინია, ამ უწესობის თანდათანობითი წარმატებით ეკლესიის საქმეები სრულ არეულობამდე არ მივიდეს. ღმრთის ეკლესიებში ძველთაგანვე დამკვიდრებული ჩვეულება ეკლესიის მსახურად შეიწყნარებდა მხოლოდ დიდი სიმკაცრით გამოცდილებს და გამოიკვლევდა მათ საქციელს: ხომ არ არიან ისინი ავისმთქმელნი მოყვასზე, ან ლოთები, ადვილად ხომ არ იწყებენ ჩხუბსა და შფოთს, თუ კრძალვით ატარებენ სიჭაბუკეს, რათა შეძლონ, აღასრულონ ”სიწმინდე, რომლის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს” (ებრ. 12,14).

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:06)

დაწვრილებით...

 

იმ საქმის უწესობა, რომლის შესახებაც ახლა გწერთ თქვენ, რად გახდა საეჭვო და, რად ითქვა ის, რამაც ტკივილით აავსო ჩემი სული და რაც ვერ დამიჯერებია. ასე რომ, ეს წერილი სამკურნალოდ უნდა მიიღოს იმან, ვისაც შეგნებული აქვს თავის მხრივ ამგვარი შეცდომა. ვისაც არა აქვს შეგნებული, უნდა მიიღოს როგორც წინასწარი გაფრთხილება. ხოლო ვინც ვნებულია ბოროტებისა და სიკეთისადმი გულგრილობის ვნებით, რომლის თქვენში არაღმოჩენაზე ვლოცულობ, იმან ეს წერილი უნდა მიიღოს როგორც მოწმობა მის წინააღმდეგ.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:06)

დაწვრილებით...

 

ეკლესიაში დაცული სჯული და ქადაგებები ზოგი წერილობით მოცემული მოძღვრების სახით გვაქვს, ხოლო ზოგი მიღებული გვაქვს მოციქულთაგან, საიუდმლოდ გადმოცემული. ამათგან ორივეს ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისათვის და ამას არავინ თვლის საკამათოდ, ვისაც საეკლესიო განწესებათა ცოტაოდენი ცოდნა მაინც აქვს. თუ დაუწერელი წესების დარღვევას მივყოფთ ხელს, ვითომცდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, ამით თავს ვავნებთ თვით სახარების არაჯეროვანი გაგებით, ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდებაღა შეგვრჩება. თავდაპირველად ვახსენებ პირველსა და საერთოს: მორწმუნეების მიერ ჯვრის სასწაულის გამოსახვა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელის მიმართ ვინ გვასწავლა წერილობით? ლოცვის დროს აღმოსავლეთის მხარეს თაყვანისცემა რომელმა წიგნმა გვაუწყა ჩვენ? მადლობის (ევქარისტიის) პურის ან სასმელის კურთხევის დროს სათქმელად რომელმა წმინდანმა დაგვიტოვა ჩვენ წერილობით რაიმე?

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 08 JUNE 2017 08:28)

დაწვრილებით...

 
More Articles...