Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წმიდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელს, IX ს-ის მოღვაწეს, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლის გამო მართლმადიდებელმა ეკლესიამ “აღმსარებელი” უწოდა (წმ. მაქსიმეს მსგავსად), შედგენილი აქვს “საეკლესიო კანონები”, რაც მთელ სჯულისკანონთან ერთად გამოაქვეყნა საბერძნეთის ეკლესიამ 1894 წ. ეს გამოცემა სახელგანთქმული “ათენის სინტაგმა” ანუ “ათენის კრებული”, მართლმადიდებლური რჯულდებითი ტექსტების ყველაზე უფრო სრულყოფილი ექვსტომიანი პუბლიკაციაა (1852-1855 წ.).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 21:55)

დაწვრილებით...

 

(1105 წ.)

შეიკრიბა აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა მეფის დავით აღმაშენებლის ბრძანებით, იმ მიზეზთა გამო, რომელთა შესახებ ქვემოთ არის მსჯელობა.

მთელი ხილული და უხილავი სოფლის და ყველა ცნობილი და გრძნობადი ბუნების არაარსისგან არსებად მომყვანმა ღმერთმა უხილავთა და ზესთა სოფლის ძალთა ბუნება უკვდავებითა და უხრწნელობით შეამკო, ხოლო ქვენა სოფლის ყველა მკვიდრი შექმნასა და ხრწნილებას შორის განაწესა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 21:55)

დაწვრილებით...

 
რომელთაც დავა ჰქონდათ ბოსტრის საეპისკოპოსოს თაობაზე (394 წ.)

კეთილმსახური და ღმრთისმოყვარე მეფეების, ავგუსტოსების ფლავიოს არკადის მესამე და ჰონორის მეორე იპატოსობის დროს ოქტომბრის რვა კალანდის წინ, კონსტანტინეპოლის წმინდა კათოლიკე ეკლესიის სანათლოში დასხდნენ წმინდა ეპისკოპოსები: ნექტარი კონსტანტინეპოლელი, თეოფილე ალექსანდრიელი, ფლაბიანე ანტიოქიელი, ელადი კესარია-კაბადუკიელი, გელასი კესარია-პალესტინელი, გრიგოლ ნოსელი, ამფილოქე იკონიელი, პავლე ირაკლიელი, არაბიანე ანკვირიელი, ამონოს ანდრიანაპოლელი, ფალერი ტარსუნელი, ლუკიოს იერაპოლელი, ელპიდი დაოდიკიელი, პავლე ქსეოელი, დიოსკორე ერმოპოლელი, პროვატი ვერონიკელი, თეოდორე მომფსუესტელი, ვიზუ სელევკიელი, იპაღათუ მარკიანაპოლელი, გერონტი კლავდიოპოლელი და სხვა ეპისკოპოსები და მთელი სამღვდელო დასი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 21:56)

დაწვრილებით...

 

ზესთასახიერი და ჭეშმარიტი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს საღვთო, ყოვლადკეთილი და სანატრელი სიტკბოება ყოვლითურთ, ყოველმხრივ და ყოველგვარად ავლენს ქველმოქმედებას ჩვენზე საკუთარი სიკეთის შესაბამისად და აღასრულებს ჩვენს ყველა ნებას. ამიტომ, ჩვენც გვმართებს, მცირედით მაინც შევიცნოთ საკუთარი თავი და თუმცა სხვა რამ სარგებლობის მოტანა არ ძალგვიძს, ის მაინც განვიზრახოთ და, უფრო კი, ვამჯობინოთ, რომ ჩვენს ლოცვაში აღმოვიქადაგებდეთ მისი სიდიადის დიდებულებას და გავაცხადებდეთ მისსავე უდიდეს ქველმოქმედებას, რაც კი ურჩეულესად ქმნილა ჩვენდამი, ხოლო ყველაფერზე წინ, ყველაფრითურთ და ყველაფერთან ერთად - ჩვენი მრავალი და შეუთანასწორებელი შეცოდებების ნაირსახეობისა და ნაირფერობის მრავალგვარ განზრახულობათა ენითუთქმელ დათმენას მისგან, ანუ მის სულგრძელებასა და ზეაღმატებულ კაცთმოყვარეობას კაცთმოყვარეობაში [3], აგრეთვე სიყვარულსა და გულმოწყალებას, რადგან რაც უფრო უკეთურნი ვხდებოდით ჩვენ თაობიდან თაობამდე და რაც მეტად გვებრძოდა ბოროტების მანქანება და გემოთმოყვარეობა, იმდენად მეტად უგულმოწყალესი, ულმობიერესი და ძვირუხსენებელი ჩნდებოდა ჩვენს წინაშე (და იყო კიდეც ამგვარი) ის, ვინც არის ყოველთა მიმართ კეთილი ღმერთი ჩვენი, რომელიც ბუნებითვე ჭეშმარიტად კეთილია დასაბამიდან.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 21:56)

დაწვრილებით...

 

ნაწილი I

ღვთისმეტყველებისა, მართლმადიდებლური სარწმუნოებისა, კანონებისა და ხელთდასხმის შესახებ



თავი I. ღვთისმეტყველებისა და მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ:

მოციქულთა კანონი 49
კონსტანტინეპოლის II მსოფლიო კრების კანონები 1, 5
ეფესოს III მსოფლიო კრების კანონი 2
VI მსოფლიო კრების კანონები 1, 73, 81

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 08 მაისი 2016 16:07)

დაწვრილებით...

 
მწვალებელთა შეწყნარების შესახებ

ყოვლად ღმრთისმოყვარე მღდელი ანტონი მესაუბრა მათ შესახებ, რომლებიც მწვალებლობიდან დაუბრუნდებიან და შეემატებიან მართლმადიდებლობას და ცხონებულებს, თუ როგორ უნდა შევიწყნაროთ ისინი. პირდაპირ მოვუთხარ ყველა აქ აღწერილი წესი და ჩვეულება. მე საჭიროდ შევრაცხე ამისი უწყება თქვენი სიწმინდისთვის. თქვენ ხართ მამათა მამა და შვილიშვილი ჩვენი მთავარეპისკოპოსის იოვანე ღმრთისმეტყველისა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 21:57)

დაწვრილებით...

 

კონსტანტინეპოლის წმინდა ეპისკოპოსის გენადისა და მასთან ერთად წმინდა კრებისა - ღირსი მიტროპილიტებისა და რომის პაპის მიმართ

 

ყოვლად ღმრთისმოყვარე და ჩვენს ღირსეულ თანამწირველს... მიმართავს გენადი და მასთან ერთად ქრისტესმოყვარე სატახტო ქალაქ კონსტანტინოპოლში, ახალ რომში, შეკრებილი კრება.

ჩვენმა მეუფემ, ღმერთმა და მაცხოვარმა იესუმ, მიანიჭა რა თავის წმინდა მოწაფეებს სახარების ქადაგების უფლება და მსოფლიოს ყველა ადამიანის მოძღვრად წარავლინა ისინი, ცხადად უბრძანა მათ, რომ, რაც უსასყიდლოდ მიიღეს მისგან, მათაც უსასყიდლოდ უნდა მისცენ იგი ადამიანებს და ამ გზით ნუ მოიხვეჭენ მათგან ნურც სპილენძს, ნურც ვერცხლს, ნურც ოქროს და ნურც სხვა ნივთიერ და ამქვეყნიურ ქონებას, რადგან ზეციური და სულიერი მადლის სანაცვლო არ არის მიწიერი და გახრწნილი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 21:57)

დაწვრილებით...

 
More Articles...