Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წინამდებარე პუბლიკაციაში, მამათა შრომების საფუძველზე, განვიხილავთ საკითხს, თუ ვის განუკუთვნებს საეკლესიო ტრადიცია «არეოპაგეტული კორპუსის» სახელით ცნობილი კრებულის ავტორობას. ბუნებრივია, ყველა წყაროს გამოწვლილვით გაანალიზება და დამოწმება, მათი სიმრავლის მიზეზით, ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. ამიტომაც მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პატრისტიკული ძეგლით შემოვიფარგლებით, რომლებშიც მკაფიოდაა გამოთქმული განსახილავ თემასთან დაკავშირებული აზრი.

უპირველესად ხსენებული კრებულის შემადგენლობას წარმოვადგენთ (ვიხელმძღვანელებთ წმინდა ეფრემ მცირის მიერ შესრულებული თარგმანის თანმიმდევრობით): I. „საღმრთოთა სახელთათჳს“;  II. «ზეცათა მღდელთმთავრობისათჳს“ (Ibid. გვ. 101-151); III. „საეკლესიოჲსა მღდელთმთავრობისათჳს“ (Ibid. გვ. 155-220); IV. „საიდუმლოდ ღმრთისმეტყუელებისათჳს“ (Ibid. გვ. 223-229); V. არეოპაგეტული კორპუსის ბოლო ნაწილი 10 ეპისტოლეს აერთიანებს: 1. „ებისტოლე ა: «გაიოჲს მიმართ მოწესისა»» (Ibid. გვ. 233); 2. „ებისტოლე ბ: «მისსა მიმართვე»» (Ibid. გვ. 233-234); 3. „ებისტოლე გ: «მისსა მიმართვე»» (Ibid. გვ. 234); 4. „ებისტოლე დ: «მისსა მიმართვე»» (Ibid. გვ. 234-235); 5. „ებისტოლე ე: «დოროთეს მიმართ მსახურისა»“ (Ibid. გვ. 235); 6. „ებისტოლე ვ: «სოპატროჲს მიმართ მღდელისა»“ (Ibid. გვ. 236); 7. „ებისტოლე ზ: «პოლჳკარპოჲს მიმართ მღდელთმთავრისა»“ (Ibid. გვ. 236-239); 8. „ებისტოლე ჱ: «დიმოფილოჲს მიმართ მოწესისა თჳსსა წესსა მოქმედებისთჳს და სიტკბოებისა»“ (Ibid. გვ. 239-249); 9. „ებისტოლე თ: «ტიტეს მიმართ მღდელთმთავრისა, რომელსა ებისტოლითა ეკითხა, ვითარმედ რაჲ არს სახლი სიბრძნისაჲ, რაჲ არს ტაკუკი და რაჲ არიან საჭმელნი მისნი და სასუმელნი»“ (Ibid. გვ. 250-257); 10. „ებისტოლე ი: «იოვანეს მიმართ ღმრთისმეტყუელისა და მახარებელისა ექსორია ქმნულისა ჭალაკსა პატმოჲსსა»“ (Ibid. გვ. 257-258) .

 

იხილეთ სრულად: არეოპაგეტული კორპუსის ავტორის საკითხი პატრისტიკულ მემკვიდრეობაში

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 20 MARCH 2023 17:04)