Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წინამდებარე პუბლიკაციაში წარმოდგენილია წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქციის
პარაკლიტონის „მომიჴსენენი“, რომელსაც ახლავს სანოტო დანართი წმ. ექვთიმე აღმსარებლის
(კერესელიძე) ხელნაწერების მიხედვით.

 

გამოცემა ორი ნაწილისგან შედგება:

პირველი ნაწილი წარმოადგენს „მომიჴსენენის“ კრიტიკულად დადგენილ სამეცნიერო ტექსტს, რომელსაც ახლავს სხვადასხვა ხელნაწერში ასახული სახეცვლილებების ჩვენება სქოლიოების სახით; მეორე ნაწილში განთავსებულია სანოტო დანართი, რომელიც მგალობლებს საშუალებას მისცემს საღმრთო ლიტურგიაზე „მომიჴსენენი“ გალობით აღავლინონ.

ასევე პირველად ქვეყნდება სრული სახით წმ. გიორგი მთაწმინდელის ანდერძი, რომელიც დართულია მის მიერ შედგენილ პარაკლიტონზე და ანონიმი ავტორის მიერ წმ. გიორგი მთაწმინდელისადმი მიძღვნილი შესხმა.

ნაშრომი განკუთვნილია როგორც ფილოლოგებისთვის, ისე მგალობლების, მედავითნეების, და საეკლესიო ჰიმნოგრაფიით დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

 

ძეგლი სანოტო დანართითურთ გამოსაცემად მოამზადეს და გამოკვლევა დაურთეს მონაზონმა გიორგი ასკურავამ და მონაზონმა ექვთიმე კრუპიცკიმ

 

გამომცემლობა
„სულიერი ვენახი“
თბილისი
2020

 

იხილეთ წიგნის PDF ფაილი: ჰიმნოგრაფიული კრებული

 

გამომცემლობა „სულიერი ვენახი“-ს ფონდის რეკვიზიტები

თიბისი ბანკი: GE59TB7217136080100011

tel: 555257541; 551924212

ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 20 MARCH 2023 16:51)