Georgian (Georgia)English (United Kingdom)

(შემოკლებით)

"შეგაგონებთ იღვწიდეთ რწმენისათვის, რომელიც ერთხელ წმიდანებს გადაეცა" (იუდა 1:3).

"თუ მოვა სხვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგნია, ანდა, რომ მიიღოთ სხვა, სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან სხვა სახარება, რომელიც არ მიგიღიათ, მაშინ თქვენ მეტისმეტად შემწყნარებელნი იქნებოდით" (II კორ. 11:4).

"სიტყუა იგი ქრისტესი დამკვიდრებულ-იყავნ თქუენ თანა, მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა" (კოლ. 3:16).

"გამზადებულ-იყუენით მარადის სიტყუვის მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა, თქუენ შორის სასოებისა მისთვის, სიმშვიდითა და შიშით" (I პეტ. 3:15).

"ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათ, ვინაიდან მაშინ მოგეცემეთ როგორ ვთქვათ" (მათ. 10:19,20||ლუკ. 21:14,15).
"ხოლო სიცოფისათა მათ უსწავლელთა ძიებათაგან იჯმენ, უწყი, რამეთუ შვიან ლალვანი; ხოლო მონისა უფლისა არა ჯერ-არს ლალვა, არამედ რაითა იყოს მყუდრო და სახიერ ყოველთა მიმართ, მასწავლელ, უმანკო, მშვიდობით მასწავლელ წინააღმდგომთა მათ, მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა" (IIტიმ. 2:23-25).

"მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლებისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დასჯილ" (ტიტ. 3:10,11).

"ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუვე დათრგუნონ იგი ფერხითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქენ თქვენ" (მათ. 7:6).

"რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და "გიხაროდენ" ნუ ეტყჳთ მას. რამეთუ რომელმან ჰრქუას მას "გიხაროდენ", ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა". (II იოან. 1:10,11).

 

ბიბლიური მოძღვრების უარმყოფელია ის ცრუ მოძღვრება, რომელიც არ აღიარებეს, არ ინახავს და არ იცავს მოციქულთაგან (და არათუ კაცთაგან) გადმოცემულ წმიდა გადმოცემებს, რომელთა აღიარებაც როგორც ბიბლია გვასწავლის სავალდებულოა ყველა მართლმორწმუნისათვის:

 

II თესალონიკელთა 2:15: "ძმებო იდექით და გეპყრათ გადმოცემები  რომლებიც გისწავლიათ ჩვენი სიტყვით თუ წერილით".

II თესალონიკელთა 3:6: "ჩვენ კი გამცნობთ ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, ჩამოშორდით ყოველ ძმას რომელიც უწესოდ იქცევა და არა გადმოცემებისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ".

I კორინთელთა 11:2: "ამისათვის გაქებთ თქვენ, ძმანო, რომ ყველაფერში გახსოვართ და ინახავთ მოძღვრებებს, როგორც გადმოგეცით".

II ტიმოთე 2:2: "რაც მოისმინე ჩენმგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს, რომელთაც უნარი ექნებათ სხვების სწავლებისა".

II ტიმოთე 1:13: "ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს რაც ჩემგან მოისმინე".

I იოანე 2:24: "ამრიგად, რჩებოდეს თქვენში, რაც მოისმინეთ დასაბამიდან; და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში".

გამოცხადება 3:3: "გაიხსენე, როგორ მიიღე და მოისმინე. დაიცავი და მოინანიე".

კოლასელთა 2:6,7: "როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, ასევე იარეთ მასში... განმტკიცებულებმა რწმენით, როგორც გისწავლიათ".

რომაელთა 16:17: "მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ნასწავლი გაქვთ, და შეაქციეთ მათ ზურგი".


მოციქულთა ზეპირი გადმოცეცმა თანაბრ მნიშვნელოვანია წმ. წერილისა და წმიდა წერილის მსგავსად იწოდება ღვთის სიტყვად:

I თესალონიკელთა 2:13: "განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა მიიღეთ იგი არა როგორც, კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა, როგორც სინამდვილეშია".

საქმე მოციქულთა 20:31: "იფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს".

II იოანე 1:12: "ბევრი რამ მაქვს თქვენთან მოსაწერი, მაგრამ არა მსურს ქაღალდითა და მელნით, რადგან ვიმედოვნებ თქვენთან მოსვლას და პირისპირ ლაპარაკს, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული".

III იოანე 1:13,14: "ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არა მსურს მელნითა და კალმით მოგწერო, ვიმედოვნებ, რომ მალე გნახავ, და პირისპირ ვილაპარაკებთ".

 

მოციქულთა ზეპირი გადმოცემა ეწოდება წმ. წერილში ჩაუწერელ  მაგრამ  წმ. წერილთან (ე.ი ბიბლიასთან) ერთად ეკლესიაში დაცულ მოციქულთა  მიერ ზეპირად გადმოცემულ მოძღვრებას (ესაა: საღმრთო წერილის ახსნა-განმარტება, სარწმუნოებრივი სიმბოლო, საღმრთო ლიტურგია, საერთოდ ღმრთისმსახურების წესი და საეკლესიო ისტორია):

ფილიპელთა 4:9: "რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემგან, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან".

საქმე მოციქულთა 20:31: "იფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს".

II პეტრე 1:20,21: "ესეც იცოდეთ უპირველესად, რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდენ მას".

I კორინთელთა 11:23: "მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით, რომ უფალმა იესომ... აიღო პური მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: მიიღეთ, ჭამეთ..."

I კორინთელთა 11:34: "თუ ვინმეს შიოდეს, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრდასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ".

საქმე მოციქუთა 1:2,3: "იმ დღემდე, ვიდრე ამაღლდებოდა, სულიწმიდით მოძღვრავდა მოციქულებს, რომლებიც მან ამოირჩია, რომელთაც წარუდგა ცოცხლად თავისი ტანჯვის შემდეგ... ორმოც დღეს ეჩვენებოდა მათ და მოუთხრობდა ღვთის სასუფეველზე".

ლუკა 1:1-2: "ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენს შორის აღსრულებულ ამბავთა თანმიმდევრულ აღწერას, როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტვის მსახურება".

 

* * *

ჩვენ ვღებულობთ როგორც ახალ ისევე ძველ აღთქმისეულ სწავლა-მოძღვრებას, რადგან ღმერთი უცვალებელია და თავის ბრძანებებს არც გადათქვამს და არც ცვლის, არამედ მისი მცნებები მარადიულია:

იაკობი 1:17: "ყოველი კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან მოდის, ნათელთა მამისგან, რომელთანაც არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა".

რიცხვთა 23:19: "ღმერთი კაცი არ არის, რომ  ცრუობდეს და არც ადამიანია, რომ გადათქვამდეს".

ესაია 40:8: "ჩვენი ღვთის სიტყვა დგას საუკუნოდ".

მალაქია 3:6: "მე უფალი არ ვიცვლები".

მათე 24:35: "ცა და მიწა გადავლენ ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ".

ფსალმუნი 110:7-9: "სარწმუნოა ყველა მისი (ღვთის) მცნება, იმედეულნი არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე... მცნებად დაუდო საუკუნოდ აღთქმა თავისი".

ფსალმუნი 118:86-89: "ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა".

II მეფეთა 7:28: "ღმერთი ხარ შენ და შენი სიტყვები ჭეშმარიტია, და შენი მორჩილისათვის ეს სიკეთე გაქვს გამოცხადებული".

ლუკა 16:29: "ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი; მათ უსმინონ".

ებრაელთა 10:16: "აჰა აღთქმა, რომელსაც ვუანდერძებ მათ იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი, მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებს და ჩავწერ მათ გონებაში".

რომაელთა 3:31: "მაშ ჩვენ რწმენით ვაქარწლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ რჯულს".

 

ძველი აღთქმის წიგნებში მოცემული სწავლება, გარდა მოსეს დროინდელი სამოქალაქეო კანონისა და წინასახეობრიობის მქონე რიტუალური წესჩვეულებებისა, ისევე აუცილებელია, როგორც ახალ აღთქმაში მოცემული სწავლება, ამიტომ ღვთის შესახებ და ღვთისადმი ჩვენი მოვალეობების შესახებ სწავლა-მოძღვრებას და სხვადასხვა მცნებებს ჩვენ უნდა ვღებულობდეთ მთლიანად ბიბლიიდან - ძველი და ახალი აღთქმიდან:

მათე 5:17: "არ იფიქროთ თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრემდე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ართი წერთილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება".

საქმე მოციქულთა 15:14: "იმ მოძღვრებით რომელსაც ისინი მწვალებლობას უწოდებენ, ვმსახურებ მამების ღმერთს და მწამს ყველაფერი, რაც დაწერილია რჯულში და წინასწარმეტყველთა მიერ (ამბობს მოც. პავლე)".

რომაელთა 3:31: "მაშ ჩვენ რწმენით ვაქარწლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ რჯულს."

რომაელთა 15:4: "ყველაფერი რაც უწინ დაიწერა ჩვენდა სამოძღვრელად დაიწერა".

II ტიმოთე 3:16: "მთელი წერილი ღმრთივსულიერია და სარგო სამოძღვრებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის სასწავლად".

ლუკა 24:25: "(იესომ) უთხრა: ჰოი უგუნურნო და  გულით მძიმენო, ყველაფრის იმის სარწმუნებლად, რაც წინასწარმეტყველებმა თქვეს".

ეფესელთა 2:20: "(მორწმუნენი რწმენით არიან) დაშენებულნი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საფუძველზე".

იოანე 5:46: "თქვენ რომ მოსესი გწამდეთ, მეც მიწამებდით..."

მათე 13:52: "ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი".

 

* * *

უფალი და მოციქულები ცხადლივ მოწმობენ, რომ ქრისტეს ეკლესია მისი დაარსების (სულთმოფენობის) დღიდანვე მარადიული, უძლევველი და დაურღვევველია, რომ იგი იარსებებს აღსასრულამდე სოფლისა:

I ტიმ 3:15: "იცოდე როგორ მოიქცე ღვთის სახლში რომელიც არის ცოცხალი ღვთის ეკლესია, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი".

მათე 16:18: "კლდეზე (ჭეშმარიტ რწმენაზე) ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი".

ეფესელთა 3:21: "მას (ღმერთს) დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოში, ყველა თაობაში უკუნითი უკუნისამდე. ამინ".

I კორინთელთა 11:26: "ყობრლთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, აუწყეთ უფლის სიკვლდილი, ვიდრე მოვიდოდეს".

მათე 28:20: "მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე. ამინ".

მათე 24:21,22,24: "იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა სოფლის დასაბამიდან დღემდე და არც არასოდეს იქნება, ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლედება ის დღეები. აღდგებიან ცრუქრისტენიდა ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულებიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ".

კოლ. 1:18: "ის არის ეკლესიის სხეულის თავი".           


ქრისტეს ეკლესიას არ შეადგენს 2-3 მორწმუნე ადამიანის შეკრება

მთ. 18:16-17: "ხოლო თუ არ შეისმინა, მიიყვანე ერთი ან ორი კაცი, რათა ორი თუ სამი მოწმის პირით დადასტურდეს ყოველი სიტყვა. და თუ არც მათსას შეისმენს, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი".

 

ეკლესიას შეადგენს სავსება ქრისტეს მორწმუნეთა, ასონი ბევრნი ვართ, სხეული ქრისტესი - ეკლესია კი ერთია:

I კორ. 12:20,27. || I კორ. 11:18: "როცა ეკლესიად იკრიბებით" ; 14:23: "თუ მთელი ეკლესია ერთად შეიკრიბება"; კოლ. 1:24: "მისი სხეულისათვის, რომელიც ეკლესიაა"; სქ. 15:22: "მთელი ეკლესიის თანხმობით".

ქრისტეს ეკლესია ერთია, იმიტომ რომ ერთია ქრისტეს ეკლესიის რწმენა -_ სარწმუნოებრივი სწავლა-მოძღვრება

(ეფ. 1:22,23: "ეკლესია, რომელიც არის მისი სხეული"; 4:4,5: "ერთია უფალი ერთია რწმენა ერთია ნათლისღება").

 

ახალ აღთქმაში ყველგან სადაც ნახსენებენია მრავლობითში ეკლესიები მიანიშნებებულია მიზეზეზიც ამისა - განხვავებულობა ტერიტორიულ ადგილმდებარეობის და არათუ  სარწმუნოებრივი სწავლა-მოძღვრვების მიხედვით

I კორ. 1:2: "ღვთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია", 16:1; სქ. 8:1: "მოხდა იერუსალიმის ეკლესიის დევნა"; "წმიდათა შესაწირავი რომელიც გალატიის ეკლესიას დავუწესე",

19: "მოგიკითხავენ აზიის ეკლესიები. აკილა და პრისკილა და მათი საშინაო ეკლესია";

გალ: 1:2: "გალატიის ეკლესიებს".

სულიწმიდა ქრისტეს მორწმუნეთა საზოგადოებას უწოდებს ეკლესიას და არათუ ორგანიზაციას

(სქ. 20:28; ეფ. 5:23,24,27,29).

 

ყველა ადამიანს არ აქვს მიცემული უფლება და მადლი ასწავლოს ქრისტიანული მოძღვრება და განმარტოს წმ. წერილი:

რომაელთა 10:14,15: "როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს, როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე? და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან?"

I კორინთელთა 12:28-30: "ზოგიერთნი დააყენა ღმერთმა ეკლესიაში, პირველ რიგში: მოციქულებად, მეორე რიგში: მქადაგებლებად და მესამედ: მოძღვრებად; ... ყველა მოციქულია? ყველა წინასწარმეტყველია? ყველა მოძღვარია? ... ყველანი გამნმარტავენ?".

სარწმუნოების მასწავლებლებად - ბიბლიის განმარტებლებად გამორჩეულნი, გონებაგახსნილნი და დადგენილნი არიან მოციქულები, ეპისკოპოსები - მწყემსები და მოძღვრები ეკლესიისა, რომელთაც მიცემული აქვთ მადლი ცათა სასუფევლის საიდუმლოებების ცოდნისა და უფლება მორწმუნეთა დამოძღვრისა

იოანე 15:16: "თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ".

მათე 13:11: "თქვენ (მოციქულებს) მოცემული გაქვთ იცოდეთ ცათა სასუფევლის საიდუმლოებანი, მათ კი არა აქვთ მიცემული".

ლუკა 24:45: "მაშინ გაუხსნა მათ (მოციქულებს) გონება წერილის გასაგებად".

II ტიმოთე 1:11,13: "მაცნედ, მოციქულად და მასწავლებლად ვარ დადგენილი. (აბობს მოც. პავლე). ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენით და სიყვარულით".

II ტიმოთე 2:15: "ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად".

ტიტე 1:9: "(ეპისკოპოსი უნდა იყოს) სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, მოძღვრების მიხედვით, რომ შესძლოს საღი მოძღვრებით შეაგონოს და დაარწმუნოს მოკამათენი".

ტიტე 2:1: "შენ კი (ტიტე კრიტის ეპისკოპოსო იხ. 1:5) ილაპარაკე ის, რაც შეჰფერის საღ მოძღვრებას".

II ტიმოთე 1:6: "შეგახსენებ გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში."

II ტიმოთე 2:2: "რაც მოისმინე ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს (ხუცესებს) რომელთაც უნარი ექნებათ სხვების სწავლებისა".

საქმე 20:28: "გაუფრთხილდით თქვენ თავსაც (ეუბნება მოციქილი უხუცესებს ე. ი. ეპისკოპოსებს) და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ, რათა მწყემსიდეთ ღვთის ეკლესიას".

ებრაელთა 5:6: "არავინ თავისით არ ღებულობს ამ პატივს".


ადამიანებმა არ უნდა მოიგონონ ბიბლის განმარტებები, ის ვინც არ არის დადგენილი, ე.ი. ხელდასხმულნი ქადაგებასა და ღვთისმსახურებაზე, არ უნდა მოჰკიდოს ხელი წმ. წერილის განმარტებას. რადგან თვითნებურად განმარტებლები ბიბლიისა ამახინჯებენ მის სწავლებას, რაც დამღუპველია, როგორც მათვის ისე მათი მოწაფეებისათვის

რომაელთა 10:15: "როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან?"

I კორინ. 7:10: "ყველა დარჩეს იმად, რადაც იქნა ხმობილი".

I კორინ. 12:29: "ყველა მოციქულია? ყველა წინასწარმეტყველია? ყველა მოძღვარია?"

იაკობი 3:1: "ჩემო ძმებო ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები. იცოდეთ, რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ".

II პეტრეს 3:16,17: "(პავლე მოც. წერილებში) ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი, სხვა წერილების მსგავსად, ამახინჯებენ საკუთარი თავის დასაღუპავად. თქვენ კი, საყვარელნო, რაკი წინდაწინ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცთომილებებს".

მათე 5:19: "ამრიგად ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში".

მათე 15:14: "ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიყავს, ორივე ორმოში ჩაცვივიან".

გამოცხადება 22:18,19: "ვამოწმებ ყველასათვის, ვისაც ესმის ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს. თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხიდან".

II კორინთელთა 2:17: "ჩვენ (დადგენილი მქადაგებელნი ბრძანებს პავლე მოც.) არ ვაჭრობთ, როგორც მრავალნი (თვითმარქვიები) ღვთის სიტყვას, არამედ წრფელად, როგორც ღვთისაგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეს".

 

მღვდლობა ახალ აღთქმაში არ გაუქმებულა არამედ შეიცვალა (ახალაღთქმისეულმა სამღვდელოებამ - ყველა ერების წევრთაგან შემდგარმა სამღვდელოებამ - ეს. 66:18,19,21 - შეცვალა ლევიანური სამღვდელოება:):

ებრაელთა 7:12: "რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად საჭიროა რჯულის  შეცვლაც".

 

წმ. პავლე მოციქული თავის თავს უწოდებს მღდელმსახურს:

რომაელთა 15:15,16: "მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ, რათა ვიყო მე მსახურ იესო ქრისტესა წარმართთა მიმართ, მღვდლობის მოღუაწე ... რათა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთა შეწირულ და განწმედილ სულითა წმიდითა".

 

წინასწარმეტყველება ახალი აღთქმის მღვდელმთავრის იესო ქრისტეს (ებრაელ. 5:10) მღვდლებზე:

ფსალმუნი 131:16: "მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ".

ძველი აღთქმის (გამოს. 19:5,6) და ახალი აღთქმის მორწმუნეებს (Iპეტ. 2:9) პირობითად, გადატანითი მნიშვნელობით ეწოდებათ “სამეუფო სამღვდელოება” (მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ კრებულებს არა ჰყავთ სამღვდელო იერარქია), ასე ეწოდებათ ერთის მხრივ იმიტომ რომ მორწმუნენი ემსგავსებიან მღვდლებს იმით, რომ უფალს სწირავდნენ თავიანთ წმიდა ცხოვრებას და ქება დიდებას (Iპეტ. 2:5; ებ. 13:15; რომ. 12:1), მეორეს მხრივ იმიტომ, რომ ისინი ემსგავსებიან მეუფეებს (მეფეებს) როდესაც იმორჩილებენ და ბატონობენ თავიან ხორციელ ბუნებაზე ვნებებსა და მოთხოვნილებებზე

ახალი აღთქმის ეკლესიას ჰყავს მღვდელმსახურნი: ეპისკოპოსნი (Iტიმ. 3:1-7; ტიტ.1:7-9), და დიაკონნი (Iტომ. 3:8-13); მოციქული ცხადლივ მიანიშნებს იმაზედ რომ ეკლესიაში მღვდელმსახურება ყველას ხვედრი არაა, როდესაც ამბობს: "ვისაც ეპისკოპოსობა სურს კაი საქმე სურს" (Iტიმ. 3:1).

ხუცესებად და ეპისკოპოსებად დადგენა ხდება მოციქულთა და მათ მოწაფეთა (მოციქულთა მიერ ხელდასხმულ უხუცესთა და ეპისკოპოსთა) ხელდასხმით:

(Iტიმ. 4:14; 5:22; IIტიმ. 1:6; საქ. 14:23)

 

ღირსეული მღვდლების ორმაგი პატივს შესახებ:

(მალ. 2:7): "მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი"

(Iტიმ. 5:17,18): "ხუცესნი, რომელნიც წესიერად ასრულებენ საქმეს ორმაგი პატივის ღირსნი უნდა იყვნენ, უფრორე კი ისინი, რომელნიც იღვწიან ქადაგებითა და დამოძღვრით. ვინაიდან წერილი ამბობს "პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს."და კიდევ: "მშრომელი ღირსია თავისი საზღაურისა".

(Iთეს. 5:12,13): "გთხოვთ, ძმანო, სცანთ თქვენს შორის მშრომელნი და თქვენი წინამძღოლნი უფალში და თქვენი დამრიგებელნი. უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი, მათი საქმის გამო"


მღვდელმსახურთა მიერ თავიანთი შრომისათვის (მორწმუნეთადმი მომსახურებისათვის) საზღაურის აღება კანონიერია:

(მთ. 10:9,10) მშრომელი (სახარების ქადაგასა და კურნებას უფალი შრომად უთვლის მოციქულებს) თავისი საზრდოს ღირსია"; (ლკ. 10:7)"მუშაკი ღირსია თავისი საზღაურისა" (შეად. I კორ. 9:4-11; IIკორ. 2:8); (გალ. 6:6) "სიტყვაში დამოძღვრილი ყოველივე სიკეთეს უზიარებს დამმოძღვრელს".

 

ეკლესიაში არიან სულიერი მოძღვრები:

საქმე მოც 13:1: "ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი";

(ახალი აღთქმის 1991-92 წლების გამოცემებში წერია:

რომაელთა 12:7: "თუ დამოძღვრაა დამოძღვრაში";

ეფესელთა 4:11: "მან (ქრისტემ) დააყენა ზოგნი მწყემსებად ზოგნი მოძღვრებად").
ეკლესიაში არიან სულიერი წინამძღვრები:

ებრაელთა 13:7: "მოიხსენეთ წინამძღოლები რომლებიც გიქადაგებენ ღვთის სიტყვას";

ებრაელთა 13:17: "წინამძღოლებს დაემორჩილეთ ვინაიდან ისინი ზრუნავენ თქვენს სულზე".

 

სულიერი მამა ეწოდება სულიერ მოძღვარს:

I კორინთელთა 4:14-17: "მამები ბევრი არა გყავთ ვინაიდან მე გშობეთ თქვენ ქისტე იესოში სახარებით";

გალატელთა 4:19: "ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს";

II ტიმოთე 2:1: "შენ ჩემო შვილო";

ეფესლთა 3:14,15: - ღმერთი ანიჭებს და მის მიერ იწოდება როგორც სულიერი ისე ხორციელი მამობა;

 

მოციქულები გავიდნენ რა საქადაგებლად მთელს მსოფლიოში, ღვთის ნებით შეიქმნენ თავიანთი მოწაფეებისთვის მოძღვრები (რომ.12:7; საქ. 13:1), მამები (Iკორ. 4:14-17; გალ. 4:19; IIტიმ. 2:1; ფილიმ. 1:10)და წინამძღვრები (ებ. 13:7,17)

მღვდელმსახურებს არ უნდა განვიკითხავდეთ მათი ცოდვებისა გამო

იმიტომ რომ ყველა ადამიანი ცოდვილია - I ინ.1:8; რომ.7:15,24,25.

მოძღვრვებიც ბუნებით ადამიანები არიან - II კორ.4:7

ერის ხალხს არააქვს მათი საეკლესიო გასამართლების უფლება  - რომ.14:4; I კორ.4:4,5; ეკლეს.5:7

ბრალდებას მასზე ღებულობს ეპისკოპოსი ორმაგი მოწმობით  - I ტიმ. 5:19

ცოდვილ მღვდლებსაც უნდა ვემორჩილებოდეთ უფალში  - მათე 23:3; II კორ.13:7; ფილიპ. 1:18

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი შეურაცხყოფა  - საქ. 23:4,5; II პეტ.2:10,11.

 

* * *

ჯვარი:

დამზადებული იყო ძელისგან (ე.ი. ხისგან) - გალატელთა 3:13; ესაია 60:13,15.

ჯვარი არის წამების იარაღი -  ლუკა 23:26: "შეიპყრეს სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, და დასდევს [მათე 27:32 "აღიღოს"] მას ზედა ჯუარი იგი".  19:16-19,25,31: "ეკიდა თჳთ ჯუარი თჳსი... ჯუარს-აცუეს იგი და დაწერა პილატე ფიცარი და დასდვა ჯუარსა მას ზედა, ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი...რაჲთა არა დაადგრეს გუამი მისი ჯუარსა ზედა შაბათადმდე". მათე 27:40: "უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით".

ჯვარი არის ხილული ფორმა წამების იარაღისა - ესაია 28:17: "დავდებ სამართალს ლარად და სიმართლეს - შვეულდ". იოანე 12:32-33: "და მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა. ხოლო ამას რაჲ იტყოდა, აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა სიკუდილად"; მათე 27:3: "დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი".

ჯვარი თაყვანისაცემია როგორც ღვთის ძალა - I კორინთ 1:18.

მით უნდა ვიკვეხნიდეთ - გალატელთა 6:12,14,17.

მისი მტრების ბოლო დაღუპვაა - ფილიპელთა 3:18,19.

მით შევრიგდით ღმერთთან - ეფესელთა 2:16: "დააგნეს ორნივე იგი ერთითა მით ჴორცითა ღმერთსა ჯუარისა მიერ, მოკლა მტერობაჲ იგი მას შინა"; კოლასელთა 1:20: "მშჳდობა-ყო სისხლითა მით ჯუარისა მისისაჲთა მის მიერ, გინა თუ ქუეყანასა ზედა, გინა თუ ცათა შინა".

ჯვარი დიდი სიწმიდეა ქრისტეს სისხლის ზედ დაღვრის გამო - ებრ. 9:13-23; 10:29; გამოს. 30:29: "აღსავლენის სამსხვერპლოს და მთელს მის ჭურჭელს, საბანელს და მის კვარცხლბეკს. განწმიდე ისინი და წმიდათა წმიდა გახდება ყველაფერი; წმიდა გახდება ყველა, ვინც კი მათ შეეხება".

ჯვრით წაიშალა ჩვენი ცოდვები - კოლასელთა 2:14: "აჴოცა ჩუენთჳს ჴელით წერილი ბრძანებით, რომელი იყო ანტაკრად ჩუენდა, და იგი აღიღო შორის და შეჰმსჭუალა ჯუარსა".

ჯვარი თაყვანის იცემება როგორც უფლის ფერხთასადგამი - ფსალმუნი 131:7.

წინასწარმეტყველება პირჯვრის წერაზე (რომ მით ჩვენ ვებრძვით ბოროტს): ფსალმუნი 143:1

პირჯვარი ქრისტიანული რწმენის გარეგნული გამოხატულობა და სიმბოლოა - იგავნი 7:3; I კორ. 2:2.

ხატები და წმიდა გამოსახულებები ტაძარში უძველესი დროიდან დადგენილია ღმრთის ბრძანებით. ძველ აღთქმაში ადამიანები ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოსხნილნი, ამიტომ არ კეთდებოდა მათი გამოსახულებები, მაგრამ წმიდა ანგელოზებისა კეთდებოდა:

გამოსვლათა 25:18-22; 26:31.

ასე მოახატვინა ტაძარი სოლომონმა - III მეფეთა 6:23,27,29,32; 7:21,22,24,29,36.

ღმერთმა ეს ტაძარი, მოიწონა ხატებიანად - III მეფეთა 9:1-3.

ახალ აღთქმაში არაა აკრძალული იესო ქრისტეს გამოხატვა - გალატელთა 3:1.

 

ძველ აღთქმაში ნაწინასწარმეტყველებია ეკლესიაში ადამიანების სახეების დახატვაზე:

ეზეკიელი 41:1-19.

 

ქრისტე ღმერთის, მოქმედებების და სასწაულების, ხატების მეშვეობით შეცნობა: ნახვა, განხილვა, ყურება და დიდების აღვლენა წმიდა ხატების ხილვითაც ხდება:

რომაელთა 1:20

თაყვანის იცემება არა მარტო ტაძრის ხატები, არამედ მთლიანად წმიდა ტაძარი:

იოანე 4:22 ფსალმუნი 5:8; 137:2 (ფსალმუნიც რჯულია იოანე. 10:34 ||ფს.81:6) 27:2;

იესო ქრისტე აღიარებს გამოსახულების იდენტურობას გამოსახულთან - მარკოზის 12:16.

იესო ქრისტემ მოხატულ ტაძარს ყველა ერების სახლ სამლო-ცველო უწოდა - მარკოზი 11:17.

ახალ აღთქმაშიც ღმრთისმსახურება სრულდება ცალკე შენობაში: სალოცავში, ტაძარში, ეკლესიაში:

საქმე მოც 16:13,16; 22:17;  I ტიმოტე 3:15.

უფალი მოხატულ ტაძარშიც არის:

ფს. 10:4

 

მორწმუნეთათვის დამკვიდრება უფლის ტაძარში სანატრელია:

ფს. 26:4

კანდელი სანთელი, ღმრთის წინაშე ჩვენი სულის სარწმუნოებრივ წვას აღნიშნავს:

ლუკა 12:35; იოანე 5:35.

ამავე სიმბოლური მნიშვნელობით ანთია კანდელები სულიერ სასუფეველში, იქ არაა საჭირო განათება, ამიტომ ისინი არც ეკლესიაში ინთება გასანათლებლად, არამედ ინთება როგორც სიმბოლო სულის სარწმუნოებრივი წვისა; ხილული ნიშანი უხილავი ლოცვისა - გამოცხადება 4:5; 11:4.

 

* * *

წმიდანები - I კორ. 6:2; ფილიპ. 4:21; ეფ. 2:19.

წმინდანებისადმი მსახურება - რომ. 15:25,31

წმ. მოციქულები - ეფ. 3:5

წმ. წინასწარმეტყველნი - II პეტ.3:2

წმ. ქალები  - I პეტ.3:5

წმ. მთა  - II პეტ.1:18

წმიდათა შუამავლობა  - II კორ. 1:11

მიცვალებულთათვის წყალობის გაღება - რუთ. 2:20

ქრისტიანები ადიდებენ წმინდანებს არა როგორც ღმერთს, არამედ როგორც წმინდანებს

ებრაელთა 3:3 "ის (იესო ქრისტე მუხ.1) მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსია".

 

წმიდანები თაყვანის იცემებიან როგორც ჭეშმარიტად ღვთის წმიდა ტაძარნი

I კორინთ 3:16,17: "ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თვენში, თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი".

I კორინთ 6:19: "თაქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა".

II კორინთ 6:16,17: "რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ხართ ცოცხალი ღვთის ტაძარი, როგორც ღმერთმა თქვა: დავიმკვიდრო მათ შორის".

ეფეს. 2:20-22: "ეკლესია, რომელიც არის მისი სხეული".

 

* * *

იესო ქრისტე, განკაცებული მხოლოდშობილი ძე (სიტყვა) მამისა მოციქულთათვის (ე.ი. ჩვენთვისაც) ჭეშმარიტი ღმერთია:

იოანე 20: 28: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი";

იოანე 1:1(14): "სიტყვა იყო ღმერთი";

Iტიმოთე 3:16: "ღმერთი გამოჩნდა ხორცში";

ებრაელთა 1:8: "ხოლო ძისათვის იტყვის: ტახტი შენი ღმერთო";

ტიტე 2:13: "ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების განცხადებას";

რომაელთა 9:5: "იესო ქრისტე ღმერთი ყოველთა ზედა კურთხეული უკუნისამდე ამინ";

Iიოანე 5:20: "ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი";

ესაია 9:6: "ღმერთი ძლიერი მარადისობის მამა";

საქმე მოც 20:28: "მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა".

კოლასელთა 2:9: "მასში დამკვიდრებულ არს სავსება ღვთაებისა ხორციელად";

 

წმ. წერილის მოწმობა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების შესახებ:

ლუკა 10:22: "არავინ იცის ვინ არის მამა, გარდა ძისა. და არავინ იცის ვინ არის ძე, გარდა მამისა, და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ განუცხადოს";

მათე 11:27: "არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა და იმისა , ვისაც ძეს სურს, რომ გამოუცხადოს".

იოანე 1:3: "ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა" || გამოც. 4:11 "ღირს ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო წმიდაო, მიღებად დიდებისა და პატივისა და ძლიერებისა, რამეთუ შენ დაჰბადენ ყოველნივე, და ნებითა შენითა იყვნეს და დაიბადნეს"  ეს. 44:2 "ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის საშოში: მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა; მარტომ გადაჭიმა ცა და თავად გადაფინა მიწა".

კოლასელთა 1:16,17: "მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და მიწაზეა, ხილული და უხილავი... ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი. იგი არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას" || ეს.45:18 “რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა: მე ვარ უფალი და მეტი არავინაა"

ფილიპელთა 2:6-9: "რომელიც (იესო ქრისტე მუხ. 5) ღვთის ხატება იყო და, მიტაცებად არ თვლიდა ღვთის თანასწორად ყოფნას, არამედ წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე";

ებრაელთა 1:2,3: "ვის მეშვეობითაც (ძის) შექმნა საუკუნენი. იგია დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანაბეჭდი, რომელსაც ყოველივე უპყრია თავისი ძალის სიტყვით";

ებრაელთა 3:3: "ის (იესო ქრისტე მუხ.1) მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსია, ისევე, როგორც სახლზე მეტი პატივი აქვს სახლის აღმშენებელს. ვინაიდან ყოველ სახლს ვინმე აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია";

იოანე 5:18: "ღმერთს საკუთარ მამად იხსენიებდა და თავს ღმერთს უტოლებდა";

იოანე 5:23: "რათა ყველამ სცეს პატივი ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს" || მთ. 28:17 "თაყვანისცეს მას";

იოანე 10:30: "მე და მამა ერთი ვართ";

იოანე 10:33: "კაცი ხარ და ღმერთად ხდი შენს თავს" || ლკ. 8:39: “მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა და ქადაგებდა, რაჲ-იგი ყო მისთჳს იესუ"  || მრ. 5:19,20: "უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმან იწყო ქადაგებად რაოდენი უყო მას იესუ"

იოანე 14:7,9: "მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცოდინებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და ნანახი გყავთ იგი... ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა";

იოანე 17:10: "ყველაფერი ჩემი შენია, და შენი კი – ჩემი" || ინ. 1:5: “მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ";

მარკოზი 9:25: "შერისხა უწმიდური სული და უთხრა:.. გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ შეხვიდე მასში!"

მარკოზი 1:41: "მსურს, განიწმიდე!";

იოანე 1:9: "იყო ნათელი ჭეშმარიტი". || I ინ. 1:5: "ღმერთი ნათელი არს";

იოანე 1:14: "სიტყვა ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე";

რომ 1:25 || მათე 4:11. მარკოზი 1:13; 15:41


სული წმიდა არის პიროვნება:

საქმე მოც 13:2: "ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიეთ ... ";

15:28: "მართებულად მიიჩნია სული წმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ";

საქმე მოც 21:11: "ამას იტყვის სული წმიდა";

საქმე მოც 1:6: "წინაისწარ თქუა სულმან წმიდამან";

ებრაელთა 3:7: "ვითარცა იტყვის სული წმიდა, დღეს თუ ხმისა მისისა ისმინოთ";

ესაია 48:16: "უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა მომავლინა";

63:10: "შეაწუხეს მისი წმიდა სული, ამიტომაც მტრად გაუხდა და ბრძოლა გამოუცხადა მათ";

Iკორინთ. 2:10,11: "სული ყოველსავე გამოეძიებს, სიღრმეებსაც ღმრთისასა ... ღმერთი არავინ იცის გარნა სულმანვე ღმრთისამან";

12:11: "ყოველივე ამას აკეთებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, როგორც ნებავს" || 18: "აჰა, ღმერთამა განალაგა ასოები სხეულში თითოეული მათგანი, როგორც ნებავდა";

ეზეკიელის 11:5: "დამეცა უფლის სული და მითხრა ... ".

 

მორწმუნე ადამიანში ივანებს ღმერთი:

იოანე 14:17: "სული იგი ჭეშმარიტებისაი ... თქუენ იცით იგი რამეთუ თქუენ თანა არს და თქუენთან იყოს";

იოანე 14:23: "უკეთუ ვისმე უყვარდე მე ... მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ";

 

სახელი ძალა, წმიდა წერილში, ეწოდება ღმერთს - მამას ძეს და სული წმიდას:

მათე 26:64: "იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომს";

I კორინთელთა 1:24: "ქრისტე ღმრთისა ძალ არს";

ფსალმუნი 45:2: "ღმერთია ჩვენი მფარველი ძალა";

ფსალმუნი 117:14: "ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი".

 

სული წმიდა არის უფალი ღმერთი:

საქმე მოც 5:3,4: "რაისათვის აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა? არა ეცრუე შენ კაცთა არამედ ღმერთსა";

II კორინთელთა 3:17: "უფალი სულ არს (Дух есть Господь)";

იოანე 4:24: "სულ არს ღმერთი (дух есть Бог)";

I პეტრე 1:15, 16: "წმიდა იყვენით რამეთუ მე წმიდა ვარ";

გამოცხადება 15:4: "მხოლოდ შენა ხარ წმიდა";

ესაია 51:2: "მე ვარ მე, თქუენი ნუგეშინისმცემელი" || იოანე 14:26 "ნუგეშინისმცემელი სული წმიდა".

 

* * *

ღმერთი არსებით (ე.ი. ბუნებით) ერთია, მაგრამ არა ერთი პიროვნება, ბიბლია მოწმობს, რომ მასში შეიმეცნება სამი პირი:

დაბადება 1:26,27: "თქვა ღმერთმა: "შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად..." და შექმნა ღმერთმან ადამიანი თავის ხატად ღვთის ხატად შექმნა იგი";

დაბადება 3:22: "თქვა უფალმა ღმერთმა: "აჰა ადამი გახდა, როგორც ერთი ჩუენთაგანი, სიკეთისა დაბოროტის შეცნობაში";

დაბადება 11:6,7: "თქვა უფალმა ღმერთმა: "ჩავიდეთ და ავურივნოთ მათ ენა";

დაბადება 18:1-3,5: "გამოეცხადა მას (აბრაამს) უფალი (ყოვლისშემძლე ღმერთი მუხ. 14) მამრეს მუხასთან... და აღაპყრო მან თვალი და დაინახა, რომ სამი კაცი დგას მის ახლოს. და როცა დაინახა ისინი, გაიქცა კარვის შესასვლელთან და თაყვანი სცა მათ წინაშე. და თქვა ბატონო, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს... რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს. და უთხრეს: ასე გააკეთე, როგორც თქვი".

დაბადება 19:24: "აწვიმა უფალმან ციდან გოგირდი და ცეცხლი სოდომსა და გომორს, უფლისაგან";

ამოსი 4:11: "დაგაქცევთ, როგორც ღმერთმა სოდომი და გომორი დააქცია ... ამბობს უფალი"

ესაია 6:1-3,8: "... ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა! ცაბაოთ უფალი"...

მათე 28:19: "ნათელ-ჰსცემდით მათ სახელითა (მხოლობითშია), მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა";

I იოანეს 5:8: "სამნი არიან, რომელნი ჰწამებენ (ძე ღმერთზე) ცათა შინა: მამა, სიტყვა და სული წმიდა; ესე სამნი ერთ არიან" || რომ. 11:33-36: "ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი! რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას? ანუ ვინ წინაწარ მი-რაჲმე-სცა მას და კუალად მიეგოს მას? რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი. მისა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე".

I კორ. 8:5,6: "რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი გინა თუ ცათა შინა, გინა თუ ქუეყანასა ზედა, ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ, არამედ ჩუენდა ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი, და ჩუენ - მისა მიმართ. და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი და ჩუენ - მის მიერ" || IIინ. 1:9: "ყოველივე რომელი გარდაჰჴდებოდის და არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ძეცა და მამაჲცა არს".

 

* * *


იესო ქრისტემ მორწმუნეებს არა თუ შეახსენა უწინ დავიწყებული სახელი ღვთისა, არამედ გამოუცხადა და აუწყა ის სახელი , რომელიც ღვთის ჭეშმარიტი პიროვნული სახელია და მანამდე იგი არავინ უწყოდა. ეს სახელი მარადიული და წარუშლელია - (მათე 28:19 - მამა ძე და სული წმიდა):

ესაია 62:2: "გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც უფლის ბაგეები გამოკვეთენ";

ესაია 65:15: "დაუტოვებთ თქვენს სახელს დასაწყევლად ჩემს რჩეულებს, მოგაკვდინებთ უფალი ღმერთი (იუდაისტ ერს) და თავის მორჩილთ სხვა სახელს დაარქმევს";

ესაია 56:5: "მივცემ ჩემს სახლში და ჩემს ვაჟებზე და ასულებზე უკეთესს, საუკუნო სახელს მივცემ (მამა ძე და სული წმიდა), რომელიც არ წაიშლება".

 

ქრისტიანები მოუხმობენ იესო ქრისტეს სახელს:

I კორინთ. 1:2: "მოწოდებულ წმიდანებს ყველასთან ერთად ვინც მოუხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს, ყველა ადგილას";

საქმე 4:10,12: "და არცაღა არს სახელი სხვა ცასა ქვეშე მოცემული კაცთა, რომლითაცა ჯერ იყო ცხონება ჩვენდა".

ქრისტიანებში უნდა იდიდოს იესო ქრისტეს სახელმა IIთეს1:12

იესო ქრისტეს სახელი ყველაზე უზენაესია და მის წინაშე უნდა მოიდრიკოს ყველამ მუხლი ფილიპ. 2:9-10 (შეად. რომ. 14:11)

ყველაფერი სიტყვით და საქმით უნდა ვთქვათ და გავაკეთოთ იესო ქრისტეს სადიდებელად კოლ. 3:17.

 

* * *

განსხვავება სულსა და სხეულს შორის:

I კორ. 2:11; 5:3; 6:20; ზაქ. 12:1; I თეს. 5:23; II თეს 1:13,14; ებრ. 4:12;

ადამიანის გარდაცვალებისას მისი სულის ამოსვლის შესახებ:

დაბ. 35: 18,29; ეკლ. 12:7

ადამიანის სიკვდილი არ ნიშნავს მისი სულის გაქრობას არამედ მისი სხეულისაგან მისი სულის განშორებას

მთ. 8:22: "მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ" || ლკ. 9:60 "დაანებე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა"

15:24,32: "ეს ჩემი ვაჟი (უძღები ძე მუხ. 11) მკვდარი იყო და გაცოცხლდა, შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა";

ინ. 5:24: "ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწამს, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე... არამედ უკვე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა";

8:51: "ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე";

11:25,26: "ვინც მე მიწამებს კიდეც რომ მოკვდეს იცოცხლებს, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე";

კოლ. 2:13: "თქვენ მკვდრები შეცოდებებში და თქვენს ხორციქლ წინადაუცვეთელო-ბაში, გაგაცოცხლათ, და მოგიტევათ ყველა შეცოდება";

რომ. 6:13: "წარუდგინეთ ღმერთს თავნი თქვენნი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებულნი";

8:6: "ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერო ფიქრები, სიცოცხლე";

იუდ. 1:12: "ისინი უშიშრად ნადიმობენ თქვენთან და მასპინძლობენ თავიანთ თავს ... ორგზის მომკვდარნი";

ეფ. 2:1,5: "მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულით და ცოდვებით; ჩვენ დანაშაულთა გამო მკვდრები გაგვაცოცხლა";

5:14: "გაიღვიძე მძინარე და აღდექ მკვდრეთით".

I ტიმ. 5:6: "ავხორცი კი ცოცხლივ მკვდარია";

გამოც. 3:1: "გაქვს სახელი თითქოს ცოცხალი იყო, შენ კი მკვდარი ხარ".

ადამიანის სიკვდილის შემდეგ, არსებობს, არ ქრება მისი სული:

ლუკა  20:38: "არა არს ღმერთი მკუდართა, არამედ ცოცხალთა რამეთუ ყოველნი ცოცხალნი არიან მის წინაშე. (მის წინაშე და არა თუ მეხსიერებაში)";

ლუკა 9:31: "აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია";

ლუკა 24:43: "იესო რქუა მას: ამინ გეტყვი შენ, დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა";

II კორინთელთა 12:3,4: "ვიცი ერთი კაცი, გინათუ ხორცითა გინა თუ გარეშე ხორცთა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, რამეთუ მიიტაცა სამოთხესა";

ებრაელთა 12:22,23: " ... სულებისა მართალთა მათ აღსრულებულთასა";

გამოცხადება 6:9,10: "დავინახე სულები დახოცილთა ღვთის სიტყვისათვის";

მათე 10:28: "ნუ გეშინინ მათგან რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკულად";

ეკლესიასტე 12:7: "მიიქცევის მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდების ღმერთს, რომელმაც შთაბერა";

I პეტრე 3:18,19: "ქრისტე მოკვდა ხორცითა და ცხოველ იქმნა სულითა, რომლითაცა საპყრობილესა მას სულთა (ჯოჯოხეთს) მივიდა და ქადაგა";

4:6: "ამისთვის ეხარა მკვდართა რაითა ... ცხონდნენ ღმრთისა მიერ სულითა";

ლუკა 16:22: "იყო სიკვდილი გლახაკისა მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაამისთა";

II კორინთელთა 5:1,8: "ჯერ გვიჩნს უფროისღა განსვლა ხორცთა ამათგან და მისვლად უფლისა".

ფილიპ. 1:21-24; II პეტ. 1:13; Iპეტ.1:4.

ადამიანის სულის სიკვდილი არის სულის ღვთისაგან განშორება

მთ. 8:22: "მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ".

ლკ. 9:60: "დაანებე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა".

15:24,32: "ეს ჩემი ვაჟი (უძღები ძე მუხ. 11) მკვდარი იყო და გაცოცხლდა, შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა".

ინ. 5:24: "ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწამს, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე... არამედ უკვე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა".

8:51: "ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე".

11:25,26: "ვინც მე მიწამებს კიდეც რომ მოკვდეს იცოცხლებს, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე".

იუდ. 1:12: "ისინი უსიშრად ნადიმობენ თქვენთან და მასპინძლობენ თავიანთ თავს – ორგზის მომკვდარნი".

რომ. 6:13: "წარუდგინეთ ღმერთს თავნი თქვენნი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებულნი".

8:6 "ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერო ფიქრები, სიცოცხლე".

ეფ. 2:1,5: "მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულით და ცოდვებით; ჩვენ დანაშაულთა გამო მკვდრები გაგვაცოცხლა".

5:14: "გაიღვიძე მძინარე და აღდექ მკვდრეთით".

კოლ. 2:13: "თქვენ მკვდრები შეცოდებებში და თქვენს ხორციქლ წინადაუცვეთელობაში, გაგაცოცხლათ, და მოგიტევათ ყველა შეცოდება".

I ტიმ. 5:6: "ავხორცი კი ცოცხლივ მკვდარია".

გამოც. 3:1: "გაქვს სახელი თითქოს ცოცხალი იყო, შენ კი მკვდარი ხარ".


ამაქვეყნიური ხელისუფლება (მთავრობა და მხედრობა) პატივსაცემია და მას მორწმუნეები მორჩილებენ (რწმენით) როგორც ღმრთის მიერ დადგენილს:

რომაელთა 13:1-7: "დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.  ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.  ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ. ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც.  სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი. ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, საშიშარს - შიში, პატივსაცემს - პატივისცემა."

I პეტრე 2:13,14: "ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს, გინდაც მთავრებს, როგორც მის მიერ წარმოგზავნილთ ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებად".
I ტიმოთე 2:1,2: "უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებ აღასრულო ყოველგვარი ლოცვა, თხოვნა, ვედრება და მადლიერება ყველა კაცისთვის, მეფეთა და მთავართათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად ვიცხოვროთ მთელი ღვთისმოსაობით და სიწმიდით".


საბოლოო სამსჯავრო იქნება საყოველთაო

მთ. 16:27: "მოვა ძე კაცისა მამის თვისის დიდებითა და თავის ანგელოზთა თანხლებით, და მისი საქმისამებრ მიაგებს თვითეულს".

ინ. 5:28-28: „მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა".

საქ. 24:15: "ღვთის იმედი მაქვს, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თვითონვე მოელიან".

გამოც. 20:12-13: "ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები. ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თვითეული".



შემდგენელი მღვდელი იაკობ ჩიჩილაძე

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 16 NOVEMBER 2012 14:32)