Georgian (Georgia)English (United Kingdom)
რომელიც მიიღეს სვეტიცხოვლის კრებაზე 1917 წლის 12(25) მარტს

+ჩშიზ წელსა, მარტის იბ დღესა, მცხეთის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოის საკათალიკოსო ტაძარსა შინა, დღესა კვირიკესა, შემოვკრბით ჩვენ, სრულიად საქართველოის ეკლესიის მწყემსთმთავარნი, სამღვდელონი კრებულნი და ერისაგან წარმომადგენელნი და, შემდგო­მად ლი­ტურ­ღიი­სა და კეთილდღეო­ბი­სათ­ვის ახ­ლი­სა მთავ­რო­ბი­სა სავედ­რე­ბე­ლის პარაკ­ლი­სის შეს­რუ­ლე­ბი­სა, გუ­ლისხ­მა ვყავთ სა­ხელმ­წი­ფო­სა ში­ნა რუ­სე­თი­სა­სა მომხდარ­ნი ძირი­თად­ნი ცვლი­ლე­ბა­ნი და ახ­ლი­სა მთავ­რო­ბი­სა და­ფუძ­ნე­ბაი, ეგ­რეთ­ვე სახელმძღ­ვა­ნე­ლო­ნი დე­ბუ­ლე­ბა­ნი ამა მთავ­რო­ბი­სა­ნი, საკუთ­რივ მის მიერ სი­ნი­დი­სი­სა და სარწმუ­ნოე­ბის თავისუფ­ლე­ბის აღ­სა­რე­ბაი (მუხ. 3). ამას­თა­ნა­ვე განვბჭეთ, ვითარ­მედ: ა) ეკ­ლე­სია­სა ქართველ­თა­სა აქუნ­და, თანახ­მად მსოფ­ლიო კრე­ბა­თა კა­ნო­ნე­ბი­სა, ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი არ­სე­ბო­ბაი, რომ­ლი­სა მოს­პო­ბაი ანუ გაუქ­მე­ბაი არა­ვის ძა­ლედ­ვა, თვინიერ მსოფ­ლიო კრე­ბი­სა, გარ­ნა მას ში­ნა სრულიად არა­კა­ნო­ნიე­რად შეწყვე­ტილ იქმ­ნა ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მართ­ვა-გამ­გეო­ბაი; ბ) რუ­სეთ­სა ში­ნა დამყარ­და ახა­ლი სა­ხე სახელმ­წი­ფოის მართ­ვა-გამ­გეო­ბი­საი და მას აღარ შეე­სა­ბა­მე­ბის ქართველ­თა ეკ­ლე­სიი­სა უფლე­ბა­შე­ჩე­რე­ბუ­ლად ყოფ­ნაი; ამისათ­ვის უცი­ლო­ბე­ლად ვსცანით და ერთხმად და ერთსუ­ლად განვა­ჩი­ნეთ:

 

ა) ამიე­რით­გან აღდგე­ნი­ლად ჩაით­ვა­ლოს სა­ქართ­ვე­ლო­სა ში­ნა ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი საეკ­ლე­სიო მართ­ვე­ლო­ბაი; ხო­ლო, ვიდ­რე კანო­ნიუ­რად აღირ­ჩეო­დეს კა­თა­ლი­კო­სი საქართ­ვე­ლოის ეკ­ლე­სიი­საი, მოსაყდ­რედ მი­სა დაინიშ­ნოს ყოვლადსამღვ­დე­ლო ლეო­ნი­დე, გურია-სამეგ­რე­ლოს ეპის­კო­პო­სი, და მასთან, განსა­გე­ბე­ლად ეკ­ლე­სიი­სა, დაწეს­დეს დროე­ბი­თი მმართ­ვე­ლო­ბაი საქართ­ვე­ლოის ეკ­ლე­სიი­საი, სა­სუ­ლიე­რო­თა და საე­რო­თა პირთა­გან შემდ­გა­რი.

ბ) ვინაით­დან სა­ქართ­ვე­ლო ქვაკუთ­ხე­დად თვი­სი­სა არ­სე­ბო­ბი­სა აღია­რებს სრულ­სა სო­ლი­და­რო­ბა­სა რუ­სე­თი­სა ახალ­სა მთავ­რო­ბა­სა თა­ნა, გან­ჩი­ნე­ბაი ესე ეცნო­ბოს მთავრო­ბის თავმჯდო­მა­რეს უფალს როძიან­კოს, მინისტრ­თა საბჭოს თავმჯდო­მა­რეს თა­ვადს ლვოვს, სინო­დის ობერპ­რო­კუ­რორს უფალს ლვოვს და კავკა­სიის კომისარიატს - ტფილის­ში.

ხელს აწერენ:

1. იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი;
2. გორის ეპისკოპოსი ანტონი;
3. პიროს ალავერდელი;
4. იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი, ნაზარი არქიმანდრიტი;
5. დეკანოზი მარკოზ ტყემალაძე;
6. დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე;
7. დეკანოზი კორნელი კეკელიძე;
8. იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა;
9. ანტონი ივანეს ძე ნატროშვილი;
10. სოლომონ იასონის ძე ახვლედიანი;
11. პეტრე სვიმონის ძე ბარათაშვილი;
12. დეკანოზი ნიკიტა მალაქიაშ ძე თალაკვაძე;
13. ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი;
14. დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი;
15. დ. სახოკია;
16. მღვდელი ვასილ კარბელაშვილი;
17. დიაკონი ტიმოთე ბაკურაძე;
18. დავით ალექსის ძე დავითაშვილი;
19. სერგი რომანის ძე გორგაძე;
20. მღვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი;
21. მღვდელი ლაზარე ნათიძე;
22. იოსებ გიორგის ძე ივანიძე;
23. ვასილ ალექსანდრეს ძე აბაშიძე;
24. ევდოკია ზაქარიას ასული ხარებაშვილი;
25. პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილი;
26. სოსიკო მერკვილაძე;
27. ექიმი მარიამ იოსელიანი;
28. მიხაილ ალექსანდრეს ძე მოლოდონი;
29. პეტრე ტარიელის ძე ჩიკვაიძე;
30. იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი;
31. ანტონ გრიგოლის ძე ღლონტი;
32. სტეფანე მიქელაძე;
33. ნიკოლოზ ესტატეს ძე მონასელიძე;
34. ალექსანდრე გიორგის ძე ...
35. ალექსანდრე მიხეილის ძე ნასყიდაშვილი;
36. მთავარდიაკონი გიორგი ტაბლიაშვილი;
37. მღვდელი ონისიმე მელითაური;
38. ნიკოლოზ ანტონის ძე ხახუტაშვილი;
39. ბაბალე ბუწი;
40. ... ალექსანდრეს ძე სიმონიშვილი;
41. მღვდელი გიორგი რომახაშვილი?
42. ანნა თულაშვილი;
43. გიორგი მუსხელიძე;
44. არმზაზის მღვდელმონაზონი მირიანი;
45. მღვდელი ნიკოლოზ ხევცურიანი;
46. ალექსანდრე მიხეილის ძე გველაშვილი;
47. ალექსანდრე გიორგის ძე ერისთავი;
48. ვასილ ესტატეს ძე ყარსელიშვილი;
49. იოსებ... ძე გველესიანი;
50. მიხეილ ვასილის ძე სეფაშვილი;
51. მიხეილ გიორგის ძე იანვარიშვილი;
52. თამარ კონსტანტინეს ასული გორგაძე;
53. ლუბა კონსტანტინეს ასული ეგაძე;
54. ნინო ეგაძისა;
55. დავით ალექსნადრეს ძე ყიფშიძე;
56. ეკატერინე ყიფშიძე;
57. ნინო კორინთლისა;
58. დავით ელიზბარის ძე კორინთელი;
59. ლუბა ალექსანდრეს ასული კლიმიაშვილისა;
60. ლეონტი სვიმონის ძე კასრაძე;
61. მღვდელი სამსონ ანტონის ძე ლეჟავა;
62. დეკანოზი ალექსანდრე სიმონიშვილი;
63. თავადი დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილი;
64. ანნა გიორგის ასული ახალშენიშვილი;

(საქმე 6454; ფრ. 39,88)

სულ 600-ზე მეტი ხელმოწერა. ზოგიერთი ხელმოწერა არ არის მკაფიო, ამიტომ ნაწილობრივ ან სრულად გაუშიფრავია.

დამოუკიდებლობის აქტი ინახება საქართველოს საპატრიარქო არქივში.


გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", №9(409), 2007 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:13)