Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წიგ­ნი VI

 

სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ის მე­ექ­ვსე წიგ­ნი შე­ი­ცავს შემ­დეგს:

 

I.      სე­ვე­რუ­სის დრო­ინ­დე­ლი დევ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

II.     ორი­გე­ნეს სიყ­რმის ასა­კი­დან წვრთნის შე­სა­ხებ.

III.     რო­გორ სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა შუ­ა­მავ­ლობ­და იგი ქრის­ტეს სიტ­ყვას.

IV.     რამ­დე­ნი მის მი­ერ გან­სწავ­ლუ­ლი გახ­და მო­წა­მე.

V.      პო­ტა­მი­ა­ნეს შე­სა­ხებ.

VI.     კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ე­ლის შე­სა­ხებ.

VII.    მწე­რალ იუ­დას შე­სა­ხებ.

VIII.   ორი­გე­ნეს გა­ბე­დუ­ლი საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ.

IX.     ნარ­კი­სო­სის სას­წა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

X.      იე­რუ­სა­ლიმ­ში მყო­ფი ეპის­კო­პო­სე­ბის შე­სა­ხებ.

XI.     ალექ­სან­დრეს შე­სა­ხებ.

XII.    სე­რა­პი­ო­ნი­სა და მი­სი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნაშ­რო­მე­ბის შე­სა­ხებ.

XIII.   კლი­მენ­ტის თხზუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

XIV.    რო­მელ წმინ­და წე­რი­ლებს მო­იხ­სე­ნი­ებს იგი.

XV.     ჰე­რაკ­ლა­სის შე­სა­ხებ.

XVI.    რო­გორ იღ­ვწო­და ორი­გე­ნე საღ­ვთო წე­რილ­ზე.

XVII.   მთარგმნე­ლი სვი­მა­ქო­სის შე­სა­ხებ.

XVIII.  ამ­ბრო­სის შე­სა­ხებ.

XIX.    რა მო­იხ­სე­ნი­ე­ბა ორი­გე­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

XX.     იმ დრო­ის [მწერ­ლე­ბის] რა თხზუ­ლე­ბე­ბია მოღ­წე­ული.

XXI.     მათ დროს რო­მე­ლი ეპის­კო­პო­სე­ბი იყ­ვნენ ცნო­ბი­ლი.

XXII.    ჰი­პო­ლი­ტეს რა თხზუ­ლე­ბებ­მა მო­აღ­წია ჩვე­ნამ­დე.

XXIII.   ორი­გე­ნეს მო­შურ­ნე­ო­ბის შე­სა­ხებ და იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ გახ­და იგი ეკ­ლე­სი­ის ხუ­ცე­სო­ბის ღირ­სი.

XXIV.   რა გან­მარ­ტე­ბე­ბი და­წე­რა მან ალექ­სან­დრი­აში.

XXV.    რო­გორ მო­იხ­სე­ნი­ებს იგი კა­ნო­ნი­კურ წმინ­და წე­რილს.

XXVI.   რო­გორ უყუ­რებ­დნენ მას ეპის­კო­პო­სე­ბი.

XXVII.  რო­გორ შეც­ვა­ლა ჰე­რაკ­ლას­მა ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი.

XXVIII. მაქ­სი­მი­ნის დრო­ინ­დე­ლი დევ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

XXIX.    ფა­ბი­ა­ნეს შე­სა­ხებ, თუ რო­გორ წარ­მოჩნდა იგი ღვთის­გან სას­წა­უ­ლებ­რი­ვად რო­მა­ელ­თა ეპის­კო­პო­სად.

XXX.     ვინ იყ­ვნენ ორი­გე­ნეს მო­წა­ფე­ები.

XXXI.    აფ­რი­კა­ნუ­სის შე­სა­ხებ.

XXXII.    რა გან­მარ­ტე­ბე­ბი და­წე­რა ორი­გე­ნემ პა­ლეს­ტი­ნის კე­სა­რი­აში.

XXXIII.   ბე­რი­ლი­უ­სის ცთო­მი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

XXXIV.   ფი­ლი­პეს დროს მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბი.

XXXV.    რო­გორ შეც­ვა­ლა დი­ო­ნი­სემ ეპის­კო­პო­სი ჰე­რაკ­ლა­სი.

XXXVI.   ორი­გე­ნეს სხვა ნაშ­რო­მე­ბი.

XXXVII.  არაბ­თა უთან­ხმო­ე­ბის შე­სა­ხებ.

XXXVIII. ჰელ­კე­სა­იტ­თა მწვა­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

XXXIX.   დე­კი­უ­სის დრო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

XL.        დი­ო­ნი­სე­ზე შემთხვე­უ­ლი ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ.

XLI.       თვით ალექ­სან­დრი­ა­ში წა­მე­ბულ­თა შე­სა­ხებ.

XLII.      სხვა მო­წა­მე­თა შე­სა­ხებ, რა­საც მოგ­ვით­ხრობს დი­ო­ნი­სე.

XLIII.     ნო­ვა­ტუ­სის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რი ცხოვ­რე­ბის წე­სი ჰქონ­და, და მი­სი მწვა­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

XLIV. დი­ო­ნი­სეს ის­ტო­რია სე­რა­პი­ო­ნის შე­სა­ხებ.

XLV. დი­ო­ნი­სეს ეპის­ტო­ლე ნო­ვა­ტუ­სის მი­მართ.

XLVI.     დი­ო­ნი­სეს სხვა ეპის­ტო­ლე­თა შე­სა­ხებ.

ევ­სე­ბის სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რია

I

რო­დე­საც სე­ვე­რუს­მა ეკ­ლე­სი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრა დევ­ნუ­ლე­ბა[1], ღვთის­მო­სა­ო­ბის გა­მო მებ­რძო­ლებ­მა ყველ­გან აღას­რუ­ლეს ბრწყინ­ვა­ლე მო­წა­მე­ობა, გან­სა­კუთ­რე­ბით მრა­ვალ­რიც­ხო­ვა­ნი ისი­ნი იყ­ვნენ ალექ­სან­დრი­აში. ეგ­ვიპ­ტი­დან და მთე­ლი თე­ბა­ი­და­დან აქ, რო­გორც უდი­დეს არე­ნა­ზე ღვთის­გან წარ­გზავ­ნილ­მა მებ­რძო­ლებ­მა მრა­ვალ­ნა­ი­რი სა­ტან­ჯვე­ლე­ბი­სა და სიკ­ვდი­ლის სა­ხე­ო­ბა­თა ახოვ­ნად დათ­მე­ნის გზით ღმერ­თთან გვირ­გვი­ნე­ბი და­იდ­გეს. მათ შო­რის იყო ლე­ო­ნი­დეც, "ორი­გე­ნეს მა­მად" წო­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც თა­ვი მოკ­ვე­თეს, მან და­ტო­ვა სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა ვა­ჟიშ­ვი­ლი; და თუ რო­გო­რი სწრაფ­ვა ჰქონ­და მას (ორი­გე­ნეს - მთარგ.) ამ ასა­კი­დან ღვთის სიტ­ყვის მი­მართ, უჯე­რო არ იქ­ნე­ბა, თუ მოკ­ლედ გად­მოვ­ცემთ ამ­ბავს მის შე­სა­ხებ, რაც ბევ­რთან გან­სა­კუთ­რე­ბით არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

 

II

მრა­ვა­ლი რამ ექ­ნე­ბო­და სათ­ქმე­ლი მას, ვინც მო­ცა­ლე­ო­ბის ჟამს სცდი­და ამ კა­ცის ცხოვ­რე­ბის წე­რი­ლო­ბით გად­მო­ცე­მას, მის შე­სა­ხებ შედ­გე­ნილ თხზუ­ლე­ბას დას­ჭირ­დე­ბო­და ცალ­კე წიგ­ნი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აქ წარ­მოდ­გე­ნილ თხზუ­ლე­ბა­ში ჩვენ ბევრს გა­მოვ­ტო­ვებთ და მის შე­სა­ხებ მოკ­ლედ გი­ამ­ბობთ, ცნო­ბებს მო­ვიყ­ვანთ ეპის­ტო­ლე­ე­ბი­დან და ჩვენს დროს ჯერ კი­დევ ცოც­ხა­ლი მი­სი ნაც­ნო­ბე­ბის გად­მო­ცე­მი­და­ნაც.

ვფიქ­რობ, ორი­გე­ნეს ცხოვ­რე­ბა ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ვია თვით, რო­გორც იტ­ყვი­ან, აკ­ვნის სახ­ვე­ვე­ბი­დან დაწ­ყე­ბუ­ლი. სე­ვე­რუ­სის ზე­ო­ბის მე­ა­თე წე­ლი იყო, ალექ­სან­დრი­ას და და­ნარჩენ ეგ­ვიპ­ტეს კი მარ­თავ­და ლე­ტუ­სი, ხო­ლო ად­გი­ლობ­რი­ვი დი­ო­ცე­ზე­ბის ეპის­კო­პო­სო­ბა იუ­ლი­ა­ნეს[2] შემ­დეგ იმ დროს ახა­ლი მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და დე­მეტ­რი­ოსს, რო­დე­საც დევ­ნუ­ლე­ბის ცეც­ხლი დი­დად აღეგ­ზნო და ათა­სო­ბით [ქრის­ტი­ან­მა] მო­წა­მე­ო­ბის გვირ­გვი­ნი და­იდ­გა. მა­შინ ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ყრმა ორი­გე­ნეს სუ­ლი მო­იც­ვა მო­წა­მე­ო­ბი­სად­მი ისეთ­მა ტრფი­ალ­მა, რომ სწრაფ­ვა გაუჩნდა, მი­ახ­ლო­ე­ბო­და საფრთხეს, წინ გა­ვარ­დნი­ლი­ყო და ბრძო­ლა­ში შეჭ­რი­ლი­ყო. უკ­ვე ცო­ტა აკ­ლდა და სი­ცოც­ხლის და­კარ­გვა შორს აღარ იყო, საღ­ვთო და ცი­ურ წი­ნა­გან­გე­ბას მრა­ვალ­თა სა­სარ­გებ­ლოდ რომ არ გა­და­ე­ღო­ბა მი­სი გუ­ლის­წა­დი­ლის გზა მი­სი დე­დის მეშ­ვე­ო­ბით. იგი ჯერ სიტ­ყვე­ბით ევედ­რე­ბო­და, სთხოვ­და დე­დობ­რი­ვი გრძნო­ბის მოფრთხი­ლე­ბას, მაგ­რამ და­ი­ნა­ხა, რომ წა­დი­ლი უფ­რო გა­უძ­ლი­ერ­და და მო­წა­მე­ო­ბი­სად­მი მი­სი სწრაფ­ვა სრულ იქ­მნა, რო­დე­საც გა­იგო, რომ მა­მა შე­იპ­ყრეს და საპ­ყრო­ბი­ლე­ში იყო ჩამწყვდე­ული; მან მთე­ლი მის ტა­ნი­სა­მო­სი გა­და­მა­ლა და იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და, სახ­ლში დარჩე­ნი­ლი­ყო. მან კი, ვი­ნა­ი­დან სხვა არა­ფე­რი შე­ეძ­ლო, და ასაკ­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი ძა­ლის მქო­ნე წა­დი­ლიც არ ას­ვე­ნებ­და, მა­მას გა­უგ­ზავ­ნა მო­წა­მე­ო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ შე­მა­გო­ნე­ბე­ლი ეპის­ტო­ლე, რო­მელ­შიც სიტ­ყვა­სიტ­ყვით ამას ურჩევ­და: "მტკი­ცედ დექ, ჩვენს გა­მო სხვა რამ არ იფიქ­რო". ეს იყოს ორი­გე­ნეს ყმაწ­ვილ­კა­ცუ­რი საზ­რი­ა­ნო­ბი­სა და ღვთის­მო­სა­ო­ბის მი­მართ ნამ­დვი­ლი გან­წყო­ბის პირ­ვე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. რად­გან სარ­წმუ­ნო­ე­ბის შეს­წავ­ლი­სათ­ვის კარ­გი სა­ძირ­კვე­ლი ჰქონ­და ჩაყ­რი­ლი, ჯერ კი­დევ სიყ­რმის ასა­კი­დან იწვრთნე­ბო­და საღ­ვთო წე­რილ­ში. მას­ში იგი ზო­მა­ზე მე­ტად ბე­ჯი­თობ­და, რო­დე­საც მა­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის გარ­და ამის მი­მარ­თაც არ­ცთუ უმ­ნიშ­ვნე­ლო ზრუნ­ვას იჩენ­და. ყო­ველ­თვის ელი­ნურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვის უწი­ნა­რეს იგი შე­ყავ­და წმინ­და გა­ნათ­ლე­ბა­ში, მო­ით­ხოვ­და მის­გან ყო­ველ­დღე ემე­ცა­დი­ნა და ნას­წავ­ლი გად­მო­ეცა. ეს ბავ­შვი­სათ­ვის არ იყო არა­სა­სურ­ვე­ლი, არა­მედ უფ­რო წა­დი­ე­რად ირ­ჯე­ბო­და ამი­სათ­ვის, ისე რომ არ ყოფ­ნი­და მას წმინ­და სიტ­ყვე­ბის მარ­ტი­ვი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წა­კით­ხვა, არა­მედ უკ­ვე ამ ასა­კი­დან­ვე იკ­ვლევ­და ფარ­თო და უფ­რო ღრმა ხედ­ვებს; და საზ­რუ­ნავს უჩენ­და მა­მას შე­კით­ხვე­ბით, თუ რა აზ­რი სურ­და გა­ეც­ხა­დე­ბია ღვთივ­შთა­გო­ნე­ბულ წე­რილს. მა­მა კი მის საჩვე­ნებ­ლად კიც­ხავ­და მას, შე­ა­გო­ნებ­და, რომ მი­სი ასა­კი­სათ­ვის შე­უ­ფე­რებ­ლად, არც ცხა­დი აზ­რის მიღ­მა არ ეკ­ვლია; მაგ­რამ ფა­რუ­ლად გულ­ში დი­დად ხა­რობ­და, და ყო­ვე­ლი სი­კე­თის მი­ზეზს, ღმერთს უდი­დეს მად­ლო­ბას სწი­რავ­და, რომ იგი ასე­თი შვი­ლის მა­მად გახ­დო­მის ღირ­სი გა­ხა­და. ამ­ბო­ბენ, ხში­რად იდ­გა მძი­ნა­რე ვა­ჟიშ­ვილ­თან, გა­უ­შიშ­ვლებ­და მკერდს, რო­გორც მას­ში შიგ­ნით საღ­ვთო სუ­ლის მკვიდ­რო­ბით გან­წმენ­დილს, კრძალ­ვით ეამ­ბო­რე­ბო­და და სა­კუ­თარ თავს ნე­ტა­რად მიიჩნევ­და ასე­თი კარ­გი შვი­ლის გა­მო. იხ­სე­ნე­ბენ ამას და სხვა ამის მსგავ­სსაც, ორი­გე­ნეს ყმაწ­ვილ­კა­ცო­ბი­სას მომ­ხდარს.

რო­დე­საც მი­სი მა­მა მო­წა­მე­ობ­რი­ვად აღეს­რუ­ლა, იგი დე­და­სა და ექვს მცი­რეწ­ლო­ვან ძმას­თან ერ­თად მარ­ტო დარჩა, მა­შინ ჯერ კი­დევ ჩვიდ­მე­ტი წლი­საც არ იყო. მა­მის ქო­ნე­ბა სა­იმ­პე­რიო ხა­ზი­ნი­სათ­ვის ჩა­მო­არ­თვეს და ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად საა­არ­სე­ბო სახ­სრე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა­ში აღ­მოჩნდა. მაგ­რამ ღვთის შე­წევ­ნის ღირ­სი შე­იქ­ნა და წი­ლად ხვდა გუ­ლი­თა­დი მი­ღე­ბა და გან­სვე­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მდი­და­რი და სხვა რა­მი­თაც გა­მოჩე­ნი­ლი ქა­ლის მხრი­დან, რო­მე­ლიც პა­ტივს სცემ­და იმ დროს ალექ­სან­დრი­ა­ში [მცხოვ­რებ] ერთ-ერთ სა­ხელ­განთქმულ მწვა­ლე­ბელს. იგი წარ­მო­შო­ბით ან­ტი­ო­ქი­ე­ლი იყო, და რო­გორც ნაშ­ვი­ლე­ბი თა­ვის­თან ჰყავ­და და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეპ­ყრო­ბო­და მას. მაგ­რამ ორი­გე­ნე იძუ­ლე­ბუ­ლი იყო მას­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო, და ამ ასაკ­ში რწმე­ნა­ში მართლმა­დი­დებ­ლო­ბის ნა­თელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს იძ­ლე­ოდა. რად­გან ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი არამ­ხო­ლოდ მწვა­ლე­ბელ­თა­გან, არა­მედ ჩვე­ნი­ან­თა­გა­ნაც პავ­ლეს­თან (ეს იყო ამ კა­ცის სა­ხე­ლი) შე­მოკ­რე­ბილ­ნი, რომ­ლე­ბიც მას სიტ­ყვა­ში ძლი­ე­რად მიიჩნევ­დნენ, ვე­რა­სო­დეს ვერ არ­წმუ­ნებ­დნენ ორი­გე­ნეს, მას­თან ერ­თად ლოც­ვა­ზე დამ­დგა­რი­ყო; იგი სიყ­მაწ­ვი­ლი­დან­ვე იცავ­და ეკ­ლე­სი­ის კა­ნო­ნებს და რო­გორც თვი­თონ ერ­თგან ამ­ბობს ამ სიტ­ყვას, "სძაგ­და" მწვა­ლე­ბელ­თა მოძღვრე­ბა. მა­მა მი­უძ­ღო­და მას ელინ­თა სწავ­ლე­ბებ­ში, მი­სი აღ­სას­რუ­ლის შემ­დეგ კი მწერ­ლო­ბა­ში წვრთნას კი­დევ უფ­რო გულ­მოდ­გი­ნედ სრუ­ლად მი­უძღვნა თა­ვი, ისე რომ გრა­მა­ტი­კა­ში საკ­მა­ოდ იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი; მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან არ­ცთუ დი­დი ხნის შემ­დეგ ამას მი­უძღვნა თა­ვი და რო­გორც მის ასაკ­ში მყო­ფი პი­როვ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბით უხ­ვად იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

 

III

რო­გორც თვი­თონ წე­რი­ლო­ბით მოგ­ვით­ხრობს ერ­თგან, რო­დე­საც მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და არა­ვინ იყო ალექ­სან­დრი­ა­ში და­სა­მოძღვრა­ვი (ყვე­ლა გაქ­ცე­უ­ლი იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი დევ­ნუ­ლე­ბის ში­შით), მას­თან ღვთის სიტ­ყვის მო­სას­მე­ნად მო­ვი­და ზო­გი­ერ­თი წარ­მარ­თი. აღ­ნიშ­ნავს, რომ პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი იყო პლუ­ტარ­ქე, რო­მე­ლიც სათ­ნო­ე­ბე­ბით ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ საღ­ვთო მო­წა­მე­ო­ბი­თაც გამ­შვენ­და, მე­ო­რე ჰე­რაკ­ლა­სი, პლუ­ტარ­ქეს ძმა, რო­მელ­მაც თვი­თო­ნაც ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და ას­კე­ზის უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი აჩვე­ნა, და დე­მეტ­რი­ო­სის შემ­დეგ ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სო­ბის ღირ­სი გახ­და. თვრა­მე­ტი წლის იყო ორი­გე­ნე, რო­დე­საც კა­ტე­ხი­ზი­სის სას­წავ­ლებ­ლის[3] წი­ნამძღვა­რი გახ­და და აკ­ვი­ლას მმარ­თვე­ლო­ბის დრო­ინ­დე­ლი დევ­ნუ­ლე­ბი­სას წარ­მა­ტე­ბით იღ­ვწო­და ალექ­სან­დრი­აში, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხელ­განთქმუ­ლი გახ­და ყვე­ლა რწმე­ნით აღ­ძრულ­თან იმის გა­მო, რომ თბი­ლადღე­ბუ­ლობ­და ყვე­ლა წმინ­დანს, უც­ნობ­სა თუ ცნო­ბილ მო­წა­მეს და მათ­და­მი გუ­ლი­თა­დო­ბას იჩენ­და. რად­გან არა მხო­ლოდ საპ­ყრო­ბი­ლე­ში მყო­ფებ­თან, არც უკა­ნას­კნე­ლი გა­ნაჩე­ნის გა­მო­ტა­ნამ­დე და­კით­ხუ­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, არა­მედ შემ­დე­გაც სა­სიკ­ვდი­ლოდ მი­მა­ვალ წმინ­და მო­წა­მე­ებ­თა­ნაც დიდ კად­ნი­ე­რე­ბას იჩენ­და და საფრთხეს არ ეპუ­ე­ბო­და, ისე რომ მო­წა­მე­ებს ვაჟ­კა­ცუ­რად უახ­ლოვ­დე­ბო­და და დი­დი კად­ნი­ე­რე­ბით ამ­ბო­რით ესალ­მე­ბო­და, ხში­რად გაშ­მა­გე­ბულ წარ­მარ­თთა ბრბო წრედ შე­მო­ერტყმო­და, ცო­ტა აკ­ლდა და ქვე­ბით ჩა­ქო­ლავ­დნენ, ღვთის მარ­ჯვე­ნის შემ­წე­ო­ბას მა­შინ­ვე სას­წა­უ­ლებ­რი­ვად რომ არ და­ეხ­სნა. იგი­ვე საღ­ვთო და ცი­უ­რი მად­ლი სხვა დროს, რო­დე­საც შეთ­ქმუ­ლე­ბას აწ­ყობ­დნენ კვლა­ვაც და კვლა­ვაც, _ შე­უძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა შემთხვე­ვა აღი­ნიშ­ნოს, - ქრის­ტეს მოძღვრე­ბის მი­მართ მე­ტი წა­დი­ე­რე­ბი­სა და კად­ნი­ე­რე­ბის გუ­ლის­თვის იცავ­და. ურ­წმუ­ნო­ებს ომი ჰქონ­დათ გაჩა­ღე­ბუ­ლი მის მი­მართ და ჯა­რის­კა­ცე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლი მი­სი სახ­ლის გარ­შე­მო, სა­დაც რჩე­ბო­და, რად­გან მრა­ვა­ლი ღე­ბუ­ლობ­და მას­თან და­მოძღვრას წმინ­და სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ში. ასე ყო­ველ­დღე აღეგ­ზნე­ბო­და მის წი­ნა­აღ­მდეგ დევ­ნუ­ლე­ბა, რომ მთელ ქა­ლაქ­ში აღარ­სად და­ედ­გო­მე­ბო­და, სახ­ლი­დან სახ­ლში გა­და­დი­ოდა, ყვე­ლა ად­გი­ლი­დან დევ­ნი­ლი იყო მი­სი მეშ­ვე­ო­ბით საღ­ვთო მოძღვრე­ბის მიმ­ღებ­თა სიმ­რავ­ლის გა­მო. რად­გან მის მი­ერ ნა­მოქ­მე­და­რი ყვე­ლა­ზე ნამ­დვი­ლი ფი­ლო­სო­ფი­ის მარ­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი მე­ტად საკ­ვირ­ვე­ლი იყო (რო­გორც ნათ­ქვა­მია, "რო­გო­რიც იყო მი­სი სიტ­ყვა, ისე­თი იყო მი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სი"* და "რო­გო­რიც იყო მი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სი, ისე­თი იყო მი­სი სიტ­ყვა"), გან­სა­კუთ­რე­ბით ამი­ტო­მაც, ღვთის ძა­ლის შე­წევ­ნით, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­ყავ­და თა­ვის მო­შურ­ნე­ო­ბა­ში.

რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, რომ მრა­ვა­ლი მო­წა­ფე მო­დი­ო­და მას­თან, მა­შინ რო­ცა ეკ­ლე­სი­ის წი­ნამძღვრის დე­მეტ­რი­ო­სის­გან მხო­ლოდ მას ება­რა და­მოძღვრა, ჩათ­ვა­ლა, რომ გრა­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბა არ ეთან­ხმე­ბო­და საღ­ვთო გა­ნათ­ლე­ბა­ში წვრთნას. უყოყ­მა­ნოდ ჩა­მო­შორ­და უსარ­გებ­ლო და წმინ­და საგ­ნე­ბის სა­პი­რის­პი­რო მწერ­ლო­ბის სწავ­ლე­ბას. შემ­დეგ გო­ნივ­რუ­ლად მო­ი­ფიქ­რა, სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა რომ არ დას­ჭირ­ვე­ბო­და, რაც აქამ­დე ძვე­ლი მწერ­ლო­ბის თხზუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და სიყ­ვა­რუ­ლით მოვ­ლი­ლი, გას­ცა და მის­თვის საკ­მა­რი­სი იყო, მყიდ­ველს დღე­ში ოთ­ხი ობო­ლი მი­ეცა. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფი­ლო­სო­ფოს­თა ცხოვ­რე­ბის ასეთ წესს მის­დევ­და: ყმაწ­ვი­ლუ­რი გუ­ლისთქმე­ბის მთე­ლი ნივ­თი სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან გა­ნი­შო­რა, მთე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­კე­ტიზ­მის არა მცი­რე­დი ღვაწ­ლი ეტ­ვირ­თა, ღა­მით კი დი­დი ხნით საღ­ვთო წე­რილ­ზე ზრუნ­ვას უძღვნი­და თავს; ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ფი­ლო­სო­ფი­ურ წესს, რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლო იყო, იცავ­და, ზოგ­ჯერ მარ­ხვა­ში წვრთნით, ზოგ­ჯერ ძი­ლის ხანგრძლი­ვო­ბის გა­მო­ზომ­ვით, რა­საც მო­შურ­ნე­ო­ბის გა­მო სა­ერ­თოდ არ ატა­რებ­და სა­წოლ­ზე, არა­მედ ია­ტაკ­ზე. ყვე­ლა­ზე მე­ტად ფიქ­რობ­და იმა­ზე, რომ უნ­და და­ეც­ვა მაც­ხოვ­რის სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი სიტ­ყვე­ბი, რო­მე­ლიც შე­ა­გო­ნებ­და იმის შე­სა­ხებ, რომ არც ორი მო­სას­ხა­მით, არც ფეხ­საც­მე­ლით ესარ­გებ­ლათ, არც მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რით და­ტან­ჯუ­ლიყ­ვნენ. მის ასაკ­ზე უფ­რო დი­დი გულ­მოდ­გი­ნე­ბის გა­მოჩე­ნით, სი­ცი­ვეს ტან­შიშ­ვე­ლი უძ­ლებ­და და უპო­ვა­რე­ბის ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლი მწვერ­ვა­ლის­კენ ის­წრა­ფო­და. მის გარ­შე­მო მყოფთ ძლი­ერ ან­ცვიფ­რებ­და, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ევედ­რე­ბო­და მას, გა­ე­ზი­ა­რე­ბია მა­თი ქო­ნე­ბა, რო­დე­საც ხე­დავ­დნენ საღ­ვთო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბი­სას მის მი­ერ ნა­კისრ ღვაწლს. თვი­თონ კი არ თმობ­და ამ­ტა­ნო­ბას. ამ­ბო­ბენ, რომ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­წა­ზე და­დი­ო­და ფეხ­საც­მლის გა­რე­შე, უფ­რო მე­ტიც, ღვი­ნის სმი­სა და აუ­ცი­ლე­ბე­ლი საკ­ვე­ბის გარ­და სხვა რა­მის­გა­ნაც თავს იკა­ვებ­და მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისე რომ მუც­ლის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და და­ზი­ა­ნე­ბის საფრთხე­ში ჩა­ვარ­და.

ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ასეთ მა­გა­ლი­თებს იძ­ლე­ო­და მა­ყუ­რე­ბელ­თათ­ვის, ბუ­ნებ­რი­ვია, მსგავ­სი მო­შურ­ნე­ო­ბის მი­მართ აღ­ძრავ­და მრა­ვალ მო­წა­ფეს, ისე რომ უკ­ვე ურ­წმუ­ნო წარ­მარ­თე­ბის­გან, და გა­ნათ­ლე­ბა­სა და ფი­ლო­სო­ფი­ა­ში გან­სწავ­ლულ­თა­გან თა­ვი­სი და­მოძღვრით არა მცი­რედს წა­რი­ტა­ცებ­და. თვით ისი­ნი კი მი­სი მეშ­ვე­ო­ბით სუ­ლის სიღ­რმე­ში ღვთის სიტ­ყვი­სად­მი რწმე­ნის ნამ­დვი­ლად მიმ­ღებ­ნი სა­ხელს იხ­ვეჭ­დნენ მო­წევ­ნუ­ლი დევ­ნუ­ლე­ბის დროს, ისე რომ ზო­გი მათ­გა­ნი შეპ­ყრო­ბილ იქ­ნა და მო­წა­მე­ობ­რი­ვა­დაც აღეს­რუ­ლა.

---------------------------------------------------------------------------

* შდრ. პლატონი, სახელმწიფო, 400 d - მთარგ.

 

IV

მათ­გან პირ­ვე­ლი იყო ახ­ლა­ხან ნახ­სე­ნე­ბი პლუ­ტარ­ქე, რო­მე­ლიც რო­დე­საც სა­სიკ­ვდი­ლოდ მი­ყავ­დათ, მას­თან ერ­თად სი­ცოც­ხლის უკა­ნას­კნელ წუ­თამ­დე იმ­ყო­ფე­ბო­და ის (ე. ი. ორი­გე­ნე - მთარგ.), ვის შე­სა­ხე­ბაც ვსა­უბ­რობთ; და მის­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა კი­ნა­ღამ მოკ­ლეს [ორი­გე­ნე], რო­გორც მი­სი სიკ­ვდი­ლის ცხა­დი მი­ზე­ზი; მა­ში­ნაც ღვთის გან­ზრახ­ვამ და­იც­ვა იგი. პლუ­ტარ­ქეს შემ­დეგ ორი­გე­ნეს მო­წა­ფე­თა­გან მე­ო­რე მო­წა­მედ წარ­მოჩნდა სე­რე­ნი­უსი, მან ცეც­ხლის მეშ­ვე­ო­ბით ჩა­ა­ბა­რა იმ რწმე­ნის გა­მოც­და, რაც მი­იღო. იმა­ვე სკო­ლი­დან მე­სა­მე მო­წა­მე გახ­და ჰე­რაკ­ლი­დე, მის შემ­დეგ მე­ოთ­ხე - ჰე­რო­ნი, პირ­ვე­ლი ჯერ კი­დევ კა­თაკ­მე­ვე­ლი იყო, მე­ო­რე კი - ახ­ლად მო­ნათ­ლუ­ლი, რო­მელ­თაც თა­ვი მოკ­ვე­თეს. მათ გარ­და ნა­ქა­და­გე­ბი იქ­ნა ამა­ვე სკო­ლის მე­ხუ­თე მებ­რძო­ლი ღვთის­მო­სა­ვო­ბი­სა, სე­რე­ნი­უსი, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი­სა­გან განსხვა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გად­მო­ცე­მით მრა­ვა­ლი წა­მე­ბის დათ­მე­ნის შემ­დეგ თა­ვის მოკ­ვე­თით და­ი­სა­ჯა. ქალ­თა­გან კი იყო ჰე­რა­ისი, ჯერ კი­დევ კა­თაკ­მე­ვე­ლი, რო­გორც თვი­თონ [ორი­გე­ნე] ამ­ბობს ერ­თგან, "ცეც­ხლის მეშ­ვე­ო­ბით ნათ­ლო­ბის მიმ­ღე­ბი" წა­ვი­და ამ­ქვეყ­ნი­დან.

V

მათ შო­რის მეშ­ვი­დე ად­გილ­ზე უნ­და აღი­რიც­ხოს ბა­სი­ლი­დე, ვი­საც თან ახ­ლდა სა­ხელ­განთქმუ­ლი პო­ტა­მი­ანე, რომ­ლის შე­სა­ხებ გად­მო­ცე­მას დღემ­დე გა­ლო­ბენ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ები, მი­სი სხე­უ­ლის სიწ­მინ­დი­სა და სი­ქალ­წუ­ლის გა­მო, რი­თაც გა­მო­ირჩე­ოდა, და ებ­რძო­და მას­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს (რად­გან იგი ყვა­ო­და სუ­ლი­თაც და სხე­უ­ლის გა­რეგ­ნო­ბი­თაც), და მრა­ვა­ლი რამ და­ით­მი­ნა. და­სას­რულ, სათ­ქმე­ლად სა­ში­ნე­ლი და შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი წა­მე­ბის შემ­დეგ ცეც­ხლით აღეს­რუ­ლა დე­დას­თან მარ­კე­ლეს­თან ერ­თად. ამ­ბო­ბენ, რომ მას შემ­დეგ, რაც მსა­ჯულ­მა (მი­სი სა­ხე­ლი იყო აკ­ვი­ლა) მთე­ლი მი­სი სხე­უ­ლი მძი­მედ ტან­ჯა, ბო­ლოს, თავ­ხე­დუ­რად და­ე­მუქ­რა, რომ მის სხე­ულს გლა­დი­ა­ტო­რებს გა­დას­ცემ­და. თა­ვის თავ­ში მცი­რე ხნით ჩა­ფიქ­რე­ბის შემ­დეგ ჰკით­ხეს, თუ რა გა­დაწ­ყვი­ტა; მან ისე­თი პა­სუ­ხი გას­ცა, რაც მა­თი აზ­რით რა­ღაც უწ­მინ­დურს გუ­ლის­ხმობ­და. სიტ­ყვის წარ­მოთ­ქმას­თან ერ­თად მი­ი­ღო სა­სა­მარ­თლოს გა­ნაჩენი, და ბა­სი­ლი­დემ, ერთ-ერ­თმა ჯარ­ში მსა­ხურ­თა­გან, წა­იყ­ვა­ნა იგი მო­საკ­ლა­ვად. რო­დე­საც ბრბო შეკ­რე­ბი­ლი იყო მის გარ­შე­მო და ცდი­ლობ­და ბილ­წი სიტ­ყვე­ბით მის შე­უ­რაც­ხყო­ფას, იგი აკა­ვებ­და მათ და დევ­ნი­და შე­უ­რაცხმყო­ფელთ, დიდ წყა­ლო­ბა­სა და კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბას იჩენ­და მის­და­მი. ის კი მის მი­მართ გა­მოვ­ლე­ნილ თა­ნაგრძნო­ბას ღე­ბუ­ლობ­და და ჭა­ბუკს სიმ­ტკი­ცი­სა­კენ მო­უ­წო­დებ­და, რის­თვი­საც, აქე­დან რომ წა­ვი­დო­და, მის თავს თა­ვი­სი უფ­ლის­გან გა­მო­ით­ხოვ­და და მცი­რე ხან­ში მის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლის გა­მო სა­მა­გი­ე­როს მი­უზ­ღავ­და. ეს უთ­ხრა და კე­თილ­შო­ბი­ლუ­რად და­ით­მი­ნა აღ­სას­რუ­ლი, რო­დე­საც ადუ­ღე­ბულ ფისს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ასო­ზე ფე­ხის წვე­რე­ბი­დან თა­ვის მწვერ­ვა­ლამ­დე ნე­ლა და წვეთ-წვე­თად ას­ხამ­დნენ მას. ასე­თი იყო ამ ქა­ლიშ­ვი­ლის ბრძო­ლა, რა­საც უმ­ღე­როდ­ნენ. მცი­რე დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ რა­ღაც მი­ზე­ზის გა­მო ბა­სი­ლი­დეს მას­თან ერ­თად მყოფ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა მოს­თხო­ვეს და­ფი­ცე­ბა, მან და­ი­ჟი­ნა, რომ მას სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და და­ფი­ცე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი, რად­გან ქრის­ტი­ა­ნი იყო და ამას ცხა­დად აღი­ა­რებ­და. პირ­ვე­ლად ფიქ­რობ­დნენ, რომ ხუმ­რობ­და, ხო­ლო რო­დე­საც მტკი­ცედ გა­ნაც­ხა­და, წა­იყ­ვა­ნეს მსა­ჯულ­თან, ვის წი­ნა­შე წარ­დგო­მილ­მაც აღი­არა, და გა­დას­ცეს საპ­ყრო­ბი­ლე­ში. რო­დე­საც ღვთის­მი­ერ მი­სი ძმე­ბი მას­თან მი­ვიდ­ნენ და მი­სი მეყ­სე­უ­ლი და სას­წა­უ­ლებ­რი­ვი აღძვრის მი­ზე­ზი გა­მო­ი­კით­ხეს, ამ­ბო­ბენ, მან თქვა, რომ მო­წა­მე­ო­ბის შემ­დეგ მე­სა­მე დღეს ღა­მით გა­მო­ეც­ხა­და პო­ტა­მი­ანა, მას თავ­ზე გვირ­გვი­ნი ედ­გა და ამ­ბობ­და, რომ უფალს სთხო­ვა მად­ლი მის­თვის, თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მი­ი­ღო და არ­ცთუ მრა­ვა­ლი ხნის შემ­დეგ მას წა­იყ­ვან­და. ამის შემ­დეგ ძმებ­მა მას უფ­ლის ბე­ჭე­დი გა­დას­ცეს*, მომ­დევ­ნო დღეს უფ­ლი­სათ­ვის მო­წა­მე­ო­ბით გა­მორჩე­ულს თა­ვი მოკ­ვე­თეს. მოგ­ვით­ხრო­ბენ, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის დროს ალექ­სან­დრი­ა­ში სხვა მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი ერ­თბა­შად მი­ვი­და ქრის­ტეს სიტ­ყვას­თან, რო­დე­საც სიზ­მარ­ში ეც­ხა­დე­ბო­დათ პო­ტა­მი­ა­ნე და მო­უ­წო­დებ­და მათ. მაგ­რამ ვიკ­მა­როთ ეს ამ­ბე­ბი[4].

------------------------------------------------------

* იგულისხმება ნათლისღება - მთარგ.

VI

პან­ტე­ნო­სი შეც­ვა­ლა კლი­მენ­ტიმ, რო­მე­ლიც ალექ­სან­დრი­ა­ში იმ­ჟა­მად წი­ნამძღვრობ­და კა­თაკ­მე­ველ­თა და­მოძღვრას, მი­სი მოს­წავ­ლე იყო ორი­გე­ნე. რო­დე­საც კლი­მენ­ტი "სტრო­მა­ტე­ბის" ნაშ­რომს ქმნის, პირ­ველ წიგ­ნში გად­მო­ცემს ქრო­ნო­ლო­გი­ას, კო­მო­დუ­სის[5] აღ­სას­რუ­ლით შე­მო­საზღვრავს თა­რი­ღებს; ასე რომ, ცხა­დია, სე­ვე­რუ­სის დროს შე­ად­გი­ნა ნაშ­რო­მი, რომ­ლის ზე­ო­ბის ხა­ნა­ზე მოგ­ვით­ხრობს აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი თხზუ­ლე­ბა.

 

VII

ამა­ვე დროს აგ­რეთ­ვე იუ­დამ[6], სხვა მწე­რალ­მა, და­ნი­ელ­თან [ნახ­სე­ნებ] შვიდ შვი­დე­ულ­ზე წე­რი­ლო­ბით ისა­უბ­რა; ჟამ­თა აღ­წე­რას იგი წყვეტს სე­ვე­რუ­სის მე­ფო­ბის მე­ა­თე წელ­თან. იგი ფიქ­რობ­და, რომ უკ­ვე იმ დროს მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო ან­ტიქ­რის­ტეს მოს­ვლა, რა­ზეც შეუჩე­რებ­ლად ლა­პა­რა­კობ­დნენ. ასე ძლი­ერ აშ­ფო­თებ­და მრა­ვალ­თა გო­ნე­ბას ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი დევ­ნუ­ლე­ბა.

 

VIII

ამ დროს, რო­დე­საც ორი­გე­ნე კა­თაკ­მე­ველ­თა და­მოძღვრის საქ­მეს აღას­რუ­ლებ­და ალექ­სან­დრი­აში, მან ჩა­ი­დი­ნა მო­უმ­წი­ფე­ბე­ლი და ყმაწ­ვი­ლუ­რი გო­ნე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი საქ­ცი­ელი, თუმ­ცა, რწმე­ნი­სა და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბის უდი­დე­სი მა­გა­ლი­თის შემ­ცვე­ლი. რად­გან გა­მო­ნათ­ქვა­მი: "არი­ან სა­ჭუ­რი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ცა­თა სა­სუ­ფევ­ლის გა­მო და­ი­სა­ჭუ­რი­სე­ბენ თავს~ (მათ. 19,21), - მან მარ­ტი­ვად და ყმაწ­ვი­ლუ­რად მი­იღო, ფიქ­რობ­და, რომ მაც­ხოვ­რის სიტ­ყვას ას­რუ­ლებ­და, და ასე­ვე, რა­თა ურ­წმუ­ნო­ებ­თან სა­მარცხვი­ნო ცი­ლის­წა­მე­ბი­სათ­ვის ყო­ველ­გვა­რი ეჭ­ვი გა­მო­ე­რიც­ხა (რად­გან ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში არა მხო­ლოდ მა­მა­კა­ცებს, არა­მედ ქა­ლებ­საც ესა­უბ­რე­ბო­და საღ­ვთო სა­კით­ხებ­ზე), იჩქა­რა, მაც­ხოვ­ნე­ბე­ლი სიტ­ყვა საქ­მით აღეს­რუ­ლე­ბია; ფიქ­რობ­და, რომ ეს მრა­ვა­ლი მი­სი მო­წა­ფის­თვის და­ფა­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ არ შე­ეძ­ლო მი­უ­ხე­და­ვად სურ­ვი­ლი­სა ასე­თი საქ­მის და­ფარ­ვა. რო­დე­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით დე­მეტ­რი­ოს­მა შე­იტ­ყო, ად­გი­ლობ­რი­ვი დი­ო­ცე­ზის წა­ნამძღვარ­მა, ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და მი­სი გამ­ბე­და­ობა, მო­ი­წო­ნა მი­სი რწმე­ნის გულ­მოდ­გი­ნე­ბა და სიწ­რფე­ლე, ამ­ხნე­ვებ­და, მო­უ­წო­დებ­და ახ­ლა უფ­რო მე­ტი მგზნე­ბა­რე­ბით შეს­დგო­მო­და და­მოძღვრის საქ­მეს.

იმ დროს იგი ასე­თი იყო. მცი­რე ხნის შემ­დეგ კი, რო­დე­საც მან და­ი­ნა­ხა, რომ იგი წა­რე­მა­ტე­ბო­და და ყველ­გან იყო სა­ხელ­განთქმუ­ლი რო­გორც დი­დი და ბრწყინ­ვა­ლე ადა­მი­ანი, მან ადა­მი­ა­ნუ­რი სი­სუს­ტით ძლე­ულ­მა სცა­და მსოფ­ლი­ოს ეპის­კო­პო­სე­ბი­სათ­ვის ეს საქ­ცი­ელი, რო­გორც ყვე­ლა­ზე უმ­სგავ­სო, ისე აღე­წე­რა; რო­დე­საც პა­ლეს­ტი­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოც­დილ­მა და გა­მოჩე­ნილ­მა ეპის­კო­პო­სებ­მა კე­სა­რი­ი­სა და იე­რუ­სა­ლი­მი­სა* გა­დაწ­ყვი­ტეს, რომ ორი­გე­ნე უმაღ­ლე­სი პა­ტი­ვის ღირ­სი იყო, და პრეს­ვი­ტე­რად და­ას­ხეს ხე­ლი[7]. ამ­გვა­რად, რო­დე­საც ესო­დენ გა­ი­ზარ­და მი­სი დი­დე­ბა და ყველ­გან ყვე­ლას­თან არა მცი­რე სიბრძნი­სა და სათ­ნო­ე­ბის სა­ხე­ლი მო­იხ­ვე­ჭა, დე­მეტ­რი­ოსს სხვა არა­ნა­ი­რი ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბა რომ არ შე­ეძ­ლო, ძვე­ლად ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მის მი­ერ ჩა­დე­ნილ საქ­მე­ზე სა­ში­ნე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბა შეთ­ხზა, და გა­ბე­და ბრალ­დე­ბებ­ში ჩა­ეთ­რია მი­სი ხუ­ცე­სის ხა­რის­ხში ამ­ყვან­ნი.

ეს ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და. მა­შინ ორი­გე­ნე ალექ­სან­დრი­ა­ში საღ­ვთო საგ­ნებ­ში და­მოძღვრის საქ­მეს ყვე­ლა­სათ­ვის, ვინც მას­თან მო­დი­ოდა, თავ­და­უ­ზო­გა­ვად აღას­რუ­ლებ­და დღი­სი­თაც და ღა­მი­თაც, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო საღ­ვთო საგ­ნე­ბი­სა და მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის და­უ­ღა­ლა­ვად ჰქონ­და მიძღვნი­ლი.

თვრა­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­ვე­რუ­სის მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ იგი შეც­ვა­ლა ვა­ჟიშ­ვილ­მა ან­ტო­ნი­ნუს­მა[8]. მის დროს გაჩა­ღე­ბუ­ლი დევ­ნუ­ლე­ბი­სას გა­მოწ­რთო­ბილ­თა­გან და აღ­სა­რე­ბებ­ში ბრძო­ლე­ბის შემ­დეგ ღვთის წი­ნა­გან­გე­ბით გა­დარჩე­ნილ­თა­გან ერ­თი ვინ­მე ალექ­სან­დრე, ვინც ახ­ლა­ხანს იე­რუ­სა­ლი­მის ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სად მო­ვიხ­სე­ნი­ეთ, ვინც თა­ვი გა­მოიჩი­ნა ქრის­ტეს გა­მო აღ­სა­რე­ბე­ბით, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ეპის­კო­პო­სო­ბის ღირ­სი გახ­და, რო­დე­საც მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი, ნარ­კი­სო­სი, ჯერ კი­დევ ცოც­ხა­ლი იყო.

--------------------------------------------------------------

* თეოკტისტემ და ალექსანდრემ - მთარგ.

IX

სამ­რევ­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ნარ­კი­სო­სის მრა­ვალ სხვა სას­წა­ულს იხ­სე­ნე­ბენ მო­ნაც­ვლე­ო­ბის მი­ხედ­ვით ძმე­ბის გად­მო­ცე­მით. მათ შო­რის მოგ­ვით­ხრო­ბენ მი­სი მეშ­ვე­ო­ბით მომ­ხდარ ასეთ საკ­ვირ­ვე­ლე­ბას. ამ­ბო­ბენ, რომ ერ­თხელ აღ­დგო­მის დი­დი ღა­მის­თე­ვი­სას, დი­აკ­ვნებს და­აკ­ლდათ ზე­თი, რის გა­მოც მთე­ლი ხალ­ხი სა­ში­ნელ სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში ჩა­ვარ­და, ნარ­კო­სოს­მა უბ­რძა­ნა მათ, რომ­ლებ­საც მზად­ყოფ­ნა­ში მო­ყავ­დათ გა­ნა­თე­ბა, ჩა­მო­ეს­ხათ წყა­ლი და მო­ე­ტა­ნათ. რო­გორც კი ეს თქვა და მა­თაც გა­ა­კე­თეს, მან ილო­ცა წყალ­ზე და უფ­ლი­სად­მი ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნით ბრძა­ნა ჩა­ეს­ხათ კან­დე­ლებ­ში. რო­დე­საც ესეც გა­ა­კე­თეს, ყო­ველ­გვა­რი სა­ღი აზ­რის სა­პი­რის­პი­როდ ღვთის სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ძა­ლით წყლის ბუ­ნე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი შე­იც­ვა­ლა ზე­თად, და აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჩვენს დრომ­დე ბევრ იქა­ურ ძმას­თან შე­მო­ნა­ხუ­ლია მა­შინ­დე­ლი საკ­ვირ­ვე­ლე­ბის მცი­რე რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

მაგ­რამ ამ კა­ცის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მრა­ვალ რა­მეს მოხ­სე­ნი­ე­ბის ღირსს აღ­ნუს­ხა­ვენ, რო­მელ­თა შო­რის არის შემ­დე­გი. მის ძა­ლა­სა და ცხოვ­რე­ბის სიმ­ტკი­ცეს ვერ იტან­დნენ ზო­გი­ერ­თი უკე­თუ­რი კა­ცუ­ნე­ბი, ეში­ნო­დათ, არ შე­ეპ­ყრათ და წა­ეყ­ვა­ნათ სამ­სჯავ­რო­ზე (აც­ნო­ბი­ე­რებ­დნენ, რომ მრა­ვა­ლი ბო­რო­ტი საქ­მე ჰქონ­დათ ჩა­დე­ნი­ლი), მოვ­ლე­ნებს და­ას­წრეს და მის წი­ნა­აღ­მდეგ მო­აწ­ყვეს შეთ­ქმუ­ლე­ბა და სა­ში­ნე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბა გა­ავ­რცე­ლეს. შემ­დეგ მსმე­ნე­ლე­ბის და­სარ­წმუ­ნებ­ლად ფი­ცით გა­ნამ­ტკი­ცეს ბრალ­დე­ბე­ბი. ერ­თმა და­ი­ფი­ცა, რომ "[თუ ეს სიც­რუეა], ცეც­ხლით და­ვიწ­ვა", მე­ო­რემ კი, - "სა­ში­ნე­ლი სნე­უ­ლე­ბით და­ი­ტან­ჯოს სხე­ული", მე­სა­მემ კი, - "თვა­ლე­ბი და­მიბ­რმავ­დეს". მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იფი­ცე­ბოდ­ნენ, მორ­წმუ­ნე­ებ­მა არ მი­აქ­ცი­ეს მათ ყუ­რად­ღე­ბა, რად­გან ყვე­ლას წი­ნა­შე ბრწყი­ნავ­და ნარ­კი­სო­სის ბრძნუ­ლი და ზნე­ობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის წე­სი. მან კი ვერ აი­ტა­ნა ის უზ­ნე­ობა, რა­საც ამ­ბობ­დნენ, და თუმ­ცა დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­დევ­და ფი­ლო­სო­ფი­ურ ცხოვ­რე­ბის წესს, გა­ექ­ცა ეკ­ლე­სი­ის მთელ კრე­ბულს, უდაბ­ნო­ებ­სა და უც­ნობ ად­გი­ლებ­ში იმა­ლე­ბო­და და იქ მრა­ვა­ლი წე­ლი გა­ა­ტა­რა. მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის დი­დი თვა­ლი მშვი­დად არ უყუ­რებ­და ამ საქ­მე­ებს, მა­ლე მო­ევ­ლი­ნა უღ­მერ­თო­ებს იმ უბე­დუ­რე­ბე­ბით, რი­თაც თა­ვი­ან­თი თა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ფი­ცით შეკ­რულ იქ­ნენ. პირ­ვე­ლის შემთხვე­ვა­ში, ყო­ველ მი­ზეზ გა­რე­შე პირ­და­პირ ასე, პა­ტა­რა ნა­პერ­წკა­ლი და­ვარ­და სახ­ლში, რო­მელ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და, ღა­მე მთლი­ა­ნად წა­ე­კი­და მას ცეც­ხლი და ყვე­ლა ნა­თე­სავ­თან ერ­თად და­იწ­ვა. მე­ო­რე კი მთე­ლი სხე­უ­ლით ფე­ხის წვე­რე­ბი­დან თა­ვამ­დე და­ი­ფა­რა იმ სნე­უ­ლე­ბით, რაც თვი­თონ მი­უ­სა­ჯა თა­ვის თავს. მე­სა­მემ, რო­დე­საც მიხ­ვდა, რა შე­ემთხვათ პირ­ველ ორს, ყოვ­ლის­მხედ­ვე­ლი ღმერ­თის გარ­და­უ­ვა­ლი სა­მარ­თლი­სა­გან შე­ში­ნე­ბულ­მა აღი­ა­რა მათ მი­ერ ერ­თობ­ლი­ვად მოწ­ყო­ბი­ლი მზაკ­ვრო­ბა. ესო­დენ იტან­ჯე­ბო­და მო­ნა­ნუ­ლი და მოთ­ქმა-გო­დე­ბით ცრემ­ლე­ბის ღვრას არ წყვეტ­და, ვიდ­რე ორი­ვე თვა­ლი არ და­უ­ზი­ან­და.

და მათ ასე­თი სას­ჯე­ლი მი­ეზ­ღოთ სიც­რუ­ი­სათ­ვის.

X

რო­დე­საც ნარ­კი­სო­სი წა­ვი­და და არა­ვინ იცო­და, სად შე­იძ­ლე­ბო­და, ყო­ფი­ლი­ყო, მო­საზღვრე ეკ­ლე­სი­ე­ბის წი­ნამძღვრებ­მა სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლეს სხვა ეპის­კო­პო­სის ხელ­დას­ხმა. მი­სი სა­ხე­ლი იყო დი­ოსი, რო­მე­ლიც არა მრა­ვა­ლი ხნის შემ­დეგ შეც­ვა­ლა გერ­მა­ნი­ონ­მა, ხო­ლო იგი - გორ­დი­ოს­მა[9], რომ­ლის დრო­საც რო­გორც გა­ცოც­ხლე­ბუ­ლი სა­ი­დან­ღაც გა­მოჩნდა ნარ­კი­სო­სი და კვლავ მო­უხ­მეს მას ძმებ­მა წი­ნამ­დგო­მე­ლო­ბი­სათ­ვის. ყვე­ლა უფ­რო მე­ტად იყო აღფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მი­სი წას­ვლი­სა და ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის გა­მო და, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, იმით, რომ ღვთის­გან სა­მა­გი­ე­როს მიზ­ღვის ღირ­სი გახ­და.

 

XI

და რო­დე­საც მე­ტად აღარ შე­ეძ­ლო მსა­ხუ­რე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა ღრმა მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბის გა­მო, ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ალექ­სან­დრეს[10], სხვა დი­ო­ცე­ზის ეპის­კო­პოსს, ღვთის გან­გე­ბუ­ლე­ბამ მო­უხ­მო ნარ­კი­სოს­თან ერ­თად მსა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის და მას ღა­მით ხილ­ვა­ში გა­მო­ეც­ხა­და. ამ­გვა­რად, იგი ღვთის ნე­ბით კა­ბა­დო­კი­ელ­თა ქვეყ­ნი­დან, სა­დაც პირ­ველ ეპის­კო­პო­სად იყო ღირსქმნი­ლი, იე­რუ­სა­ლი­მის­კენ მო­ლოც­ვი­სა და [წმინ­და] ად­გილ­თა გაც­ნო­ბის მიზ­ნით აღას­რუ­ლა მოგ­ზა­უ­რო­ბა. იქა­უ­რებ­მა ყვე­ლა­ზე გუ­ლი­თა­დად მი­ი­ღეს და არ­წმუ­ნებ­დნენ, შინ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო სხვა გა­მოც­ხა­დე­ბის თა­ნახ­მად, რაც მა­თაც ეჩვე­ნა ღა­მით და ერ­თი­და­ი­გი­ვე ხმა ყვე­ლა­ზე ცხა­დად მათ­გან გან­სა­კუთ­რე­ბით მო­შურ­ნე­ებს ეუწ­ყა. მან გა­ნუც­ხა­და, რომ უნ­და გა­სუ­ლიყ­ვნენ კა­რიბ­ჭის გა­რეთ და მათ­თვის ღვთის­გან წი­ნა­გან­საზღვრულ ეპის­კო­პოსს უჩვე­ნებ­და. რო­დე­საც ეს გა­ა­კე­თეს, ეპის­კო­პოს­თა სა­ერ­თო აზ­რთან ერ­თად, რომ­ლე­ბიც მარ­თავ­დნენ მახ­ლობ­ლად მყოფ ეკ­ლე­სი­ებს, აუ­ცი­ლებ­ლო­ბით აი­ძუ­ლეს იგი, რომ დარჩე­ნი­ლი­ყო. თვი­თონ ალექ­სან­დრეც იხ­სე­ნებს მას­თან ერ­თად ნარ­კი­სო­სის თავმჯდო­მა­რე­ო­ბას სა­კუ­თარ ეპის­ტო­ლე­ებ­ში ან­ტი­ნო­ი­ტე­ლე­ბის მი­მართ, რაც ახ­ლაც არის ჩვენ­თან შე­მო­ნა­ხუ­ლი, ამას სიტ­ყვა­სიტ­ყვით ეპის­ტო­ლეს ბო­ლო­ში წერს: "მო­გე­სალ­მე­ბათ თქვენ ნარ­კი­სო­სი, ჩემს უწი­ნა­რეს აქ ეპის­კო­პო­სო­ბის ხა­რის­ხის მქო­ნე და ახ­ლაც ჩემ­თან ერ­თად მყო­ფი ლოც­ვებ­ში, ას­თექვსმეტ წელს მი­წევ­ნუ­ლი, მო­გი­წო­დებს თქვენ, მსგავ­სად­ვე მეც, რომ ვი­ყოთ ერ­თსუ­ლო­ვა­ნი"[11].

ასე­თი ამ­ბე­ბი იყო. რო­დე­საც ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ნის­ვე­ნა სე­რა­პი­ონ­მა, ეპის­კო­პო­სო­ბა მი­ი­ღო ას­კლე­პი­ა­დემ[12], მა­ნაც დევ­ნუ­ლე­ბი­სას აღ­სა­რე­ბე­ბით გა­მოიჩი­ნა თა­ვი. ალექ­სან­დრე ასე­ვე იხ­სე­ნებს მის დად­გი­ნე­ბას და ასე წერს ან­ტი­ო­ქი­ე­ლებს: "ალექ­სან­დრე, მო­ნა და ტყვე იე­სო ქრის­ტე­სი, ან­ტი­ო­ქი­ელ­თა ნე­ტარ ეკ­ლე­სი­ას გი­ხა­რო­დეთ უფალ­ში. ჩემ­თვის მსუ­ბუ­ქი და ად­ვი­ლი გა­ხა­და ბორ­კი­ლე­ბი უფალ­მა, რო­დე­სად საპ­ყრო­ბი­ლე­ში თა­ვის დრო­ზე გა­ვი­გე, რომ თქვე­ნი, ან­ტი­ო­ქი­ელ­თა წმინ­და ეკ­ლე­სი­ა­ში საღ­ვთო წი­ნა­გან­გე­ბით ეპის­კო­პო­სო­ბა გა­და­ე­ცა ას­კლე­პი­ა­დეს, რწმე­ნის ღირ­სე­ბით ყვე­ლა­ზე გა­მო­სა­დეგ კაცს".

აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ეპის­ტო­ლე კლი­მენ­ტის ხე­ლით გაგ­ზავ­ნა, ბო­ლო­ში კი ამას წერს: "ჩემო, ძმე­ბო, ეს წე­რი­ლი გა­მოვ­გზავ­ნე ნე­ტა­რი პრეს­ვი­ტე­რის კლი­მენ­ტის, სათ­ნო და გა­მოც­დი­ლი კა­ცის, მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­ზეც გსმე­ნი­ათ და მას გა­იც­ნობთ კი­დე­ვაც. მან აქ მყოფ­მა მე­უ­ფის წი­ნა­გან­გე­ბი­თა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით გა­ნამ­ტკი­ცა და გა­ნამ­რავ­ლა უფ­ლის ეკ­ლე­სია".

 

XII

სე­რა­პი­ო­ნის მწერ­ლო­ბა­ში წვრთნის სხვა ჩა­ნა­წე­რე­ბიც ნამ­დვი­ლად არის შე­მორჩე­ნი­ლი სხვებ­თან, ჩვე­ნამ­დე კი მხო­ლოდ "დომ­ნო­სის მი­მართ" თხზუ­ლე­ბებ­მა მო­აღ­წია, ეს დომ­ნო­სი დევ­ნუ­ლე­ბის ჟამს ქრის­ტე­სად­მი რწმე­ნი­დან გა­და­ვარ­და იუ­და­ურ ცრუ მსა­ხუ­რე­ბა­ში; და აგ­რეთ­ვე "პონ­ტი­უ­სი­სა და კა­რი­კუ­სის მი­მართ", რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ ეკ­ლე­სი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი; და სხვა­თა მი­მართ მი­წე­რი­ლი სხვა ეპის­ტო­ლე­ე­ბიც. მან შე­ად­გი­ნა სხვა თხზუ­ლე­ბა "პეტ­რეს სა­ხა­რე­ბად წო­დე­ბუ­ლის შე­სა­ხებ", რო­მელ­შიც ამ­ხი­ლა მას­ში გა­მოთ­ქმუ­ლი სიც­რუე იმ პი­როვ­ნე­ბე­ბის გა­მო, ვინც რო­სო­ნის დი­ო­ცეზ­ში ხსე­ნე­ბუ­ლი თხზუ­ლე­ბის მი­ზე­ზით სხვაგ­ვა­რად­მა­დი­დე­ბე­ლი მოძღვრე­ბი­სა­კენ გა­და­ი­ხა­რა[13]. გო­ნივ­რუ­ლი იქ­ნე­ბა აქე­დან მო­ვიყ­ვა­ნოთ მცი­რე ამო­ნა­რი­დი, მი­სი მეშ­ვე­ო­ბით წარ­მო­ვაჩენთ იმ აზრს, რაც მას აქვს ამ წიგ­ნის შე­სა­ხებ, და წერს შემ­დეგს: "რად­გან ჩვენ, ძმე­ბო, ვღე­ბუ­ლობთ პეტ­რე­საც და სხვა მო­ცი­ქუ­ლებ­საც რო­გორც ქრის­ტეს, მაგ­რამ მა­თი სა­ხე­ლით გა­ყალ­ბე­ბულ თხზუ­ლე­ბებს, რო­გორც გა­მოც­დილ­ნი, უარ­ვყოფთ; ვი­ცით, რომ ასე­თე­ბი არ მიგ­ვი­ღია. რად­გან მე, რო­დე­საც თქვენ­თან ვი­ყა­ვი, ვფიქ­რობ­დი, რომ ყვე­ლა მარ­თალ სარ­წმუ­ნო­ე­ბას ატა­რებ­დით და არ გა­ვე­ცა­ნი მათ მი­ერ პეტ­რეს სა­ხე­ლით მო­ტა­ნილ სა­ხა­რე­ბას; ვთქვი: თუ გგო­ნი­ათ, რომ მხო­ლოდ ეს იწ­ვევს თქვენ­ში სულ­მოკ­ლე­ო­ბას, მა­შინ იკით­ხეთ. მაგ­რამ ახ­ლა, რო­დე­საც ჩემს მი­მართ ნათ­ქვა­მი­დან შე­ვიტ­ყვე, რომ მა­თი გო­ნე­ბა რა­ღაც მწვა­ლებ­ლო­ბა­ში ჩაძ­ვრა, ვიჩქა­რებ, კვლავ თქვენ­თან გავჩნდე. ასე რომ, ძმე­ბო, ცო­ტა ხან­ში მე­ლო­დეთ. ჩვენ კი, ძმე­ბო, რომ­ლებ­მაც გა­ვი­გეთ, თუ რო­გო­რი იყო მარ­კი­ა­ნუ­სის მწვა­ლებ­ლო­ბა (რო­მე­ლიც თა­ვის­თავს უპი­რის­პირ­დე­ბა, და არ იცის რა თქვას, რა­საც შე­ის­წავ­ლით იქი­დან, რაც თქვენ მოგ­წე­რეთ), ეს შევ­ძე­ლით სხვე­ბის, თვით ამ სა­ხა­რე­ბის შემ­სწავ­ლელ­თა მეშ­ვე­ო­ბით, ანუ ამ [მწვა­ლებ­ლო­ბის] წა­მომ­წყებ­თა მო­ნაც­ვლე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რომ­ლებ­საც ვუ­წო­დებთ დო­კე­ტებს[14] (რად­გან მა­თი მოძღვრე­ბი­დან მო­დის მრა­ვა­ლი აზ­რი); და მა­თი დახ­მა­რე­ბით გა­და­ვი­კით­ხეთ და აღ­მო­ვაჩი­ნეთ მრა­ვა­ლი რამ მაც­ხოვ­რის მარ­თა­ლი სწავ­ლე­ბი­დან, ზო­გი რამ კი და­მა­ტე­ბუ­ლი ჰქონ­და, რაც ქვე­მოთ გად­მო­ვე­ცით თქვენ­თვის".

 

XIII

ეს არის სე­რა­პი­ო­ნის ნა­წე­რე­ბი.

კლი­მენ­ტის "სტრო­მა­ტე­ბი" კი, ყვე­ლა რვა­ვე, შე­მო­ნა­ხუ­ლია ჩვენ­თან, რო­მელ­საც ასე­თი სა­თა­უ­რი გა­ნუ­კუთ­ვნა: "ტი­ტუს ფლა­ვი­უს კლი­მენ­ტის ჭეშ­მა­რი­ტი ფი­ლო­სო­ფი­ის მი­ხედ­ვით გნოს­ტი­კო­სე­ბის მო­სახ­სნებ­ლე­ბის სტრო­მა­ტე­ბი", ამა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის წიგ­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა მი­სი თხზუ­ლე­ბა სა­თა­უ­რით "ჰი­პო­ტი­პო­სე­ბი", რო­მელ­შიც სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებს მის მას­წავ­ლე­ბელს, პან­ტე­ნოსს და გად­მო­ცემს წმინ­და წე­რი­ლი­სა და გად­მო­ცე­მის მი­სე­ულ გან­მარ­ტე­ბებს. მას ეკუთ­ვნის ასე­ვე "ელი­ნე­ბის მი­მართ სიტ­ყვა მო­მაქ­ცე­ვე­ლი", სა­მი წიგ­ნი სა­თა­უ­რით "პე­და­გო­გი" და "ვინ არის მდი­და­რი, რო­მე­ლიც ცხონ­დე­ბა?" (ასე­თი არის მი­სი მე­ო­რე თხზუ­ლე­ბის სა­თა­ური), ასე­ვე თხზუ­ლე­ბა "პა­სე­ქის შე­სა­ხებ", სა­უბ­რე­ბი "მარ­ხვის შე­სა­ხებ" და "ცი­ლის­წა­მე­ბის შე­სა­ხებ", აგ­რეთ­ვე "შე­გო­ნე­ბა დათ­მე­ნი­სათ­ვის", ანუ "ახ­ლად მო­ნათ­ლულ­თა მი­მართ", და წიგ­ნი სა­თა­უ­რით "სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნი", ანუ "იუ­და­უ­რად მო­აზ­როვ­ნე­თა წი­ნა­აღ­მდეგ"*, რო­მელ­საც ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ეპის­კო­პოს ალექ­სან­დრეს უძღვნის.

"სტრო­მა­ტებ­ში" იგი არამ­ხო­ლოდ საღ­ვთო წე­რი­ლის ნა­ირ­გვა­რო­ბას წარ­მოაჩენს, არა­მედ აგ­რეთ­ვე ბერ­ძენ­თა თხზუ­ლე­ბე­ბი­სა­საც; რა­საც კი მიიჩნევ­და, რომ მა­თაც თქვეს რა­ი­მე სა­სარ­გებ­ლო; და მო­იხ­სე­ნი­ებს მრა­ვალ­თა რო­გორც ელი­ნე­ბის, ასე­ვე ბარ­ბა­რო­სე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბებს, გან­მარ­ტავს მათ, და მე­ტიც, მწვა­ლე­ბელ­თა მე­თა­უ­რე­ბის ცრუ მო­საზ­რე­ბებს გა­მარ­თავს, მოგ­ვით­ხრობს მრა­ვალ ამ­ბავს და ჩვენ გვაძ­ლევს მრა­ვალმხრი­ვი გა­ნათ­ლე­ბის შემ­ცველ შრო­მას. ამ ყო­ვე­ლი­ვეს­თან შე­ა­ზა­ვებს ფი­ლო­სო­ფოს­თა შე­ხე­დუ­ლე­ბებს. ამ­გვა­რად, შრო­მის შე­სატ­ყვისს ხდის "სტრო­მა­ტე­ბის" სა­თა­ურს. მათ­ში იგი იყე­ნებს მოწ­მო­ბებს სა­ეჭ­ვო წე­რი­ლე­ბი­დან, რო­გო­რე­ბი­ცაა: ე. წ. "სიბრძნე სო­ლო­მო­ნი­სა" და "სიბრძნე იე­სო ზი­რა­ქის ძი­სა", "ებ­რა­ელ­თა მი­მართ ეპის­ტო­ლე", ასე­ვე ბარ­ნა­ბას, კლი­მენ­ტი­სა და იუ­დას ეპის­ტო­ლე­ებს; იხ­სე­ნი­ებს ტა­ტი­ა­ნეს თხზუ­ლე­ბას "ელი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" და კა­სი­ა­ნეს - მა­ნაც შე­ად­გი­ნა ჟამ­თა­აღ­წე­რა; გარ­და ამი­სა ფი­ლო­ნის, არის­ტო­ბუ­ლეს, იო­სე­ბის, დე­მეტ­რი­ო­სი­სა და ევ­პო­ლე­მო­სის, - იუ­დე­ვე­ლი მწერ­ლე­ბის, რომ­ლებ­მაც, ყვე­ლა მათ­გან­მა წე­რი­ლო­ბით და­ამ­ტკი­ცეს, რომ ელინ­თა მოდ­გმის წარ­მო­შო­ბა­ზე უფ­რო უხუ­ცე­სია მო­სე და იუ­დე­ველ­თა მოდ­გმა[15]. და სხვა მრა­ვა­ლი გან­სწავ­ლუ­ლო­ბით არის სავ­სე ამ კა­ცის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი. მათ­გან პირ­ველ­ში თა­ვი­სი თა­ვის შე­სა­ხებ აჩვე­ნებს, რომ მო­ცი­ქულ­თა მო­ნაც­ვლე­ებ­თან ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ­ში გვპირ­დე­ბა, რომ "შე­საქ­მის­თვი­საც" და­წერ­და გან­მარ­ტე­ბებს.
მის თხზუ­ლე­ბა­ში "პა­სე­ქის შე­სა­ხებ" აღი­ა­რებს, რომ მე­გობ­რებ­მა აი­ძუ­ლეს ძვე­ლი პრეს­ვი­ტე­რე­ბი­სა­გან მოს­მე­ნი­ლი გად­მო­ცე­მა წე­რი­ლობ­თი გა­და­ე­ცა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი­სათ­ვის; მას­ში კი იხ­სე­ნი­ებს მე­ლი­ტონს და ირი­ნე­ოსს და ზო­გი­ერთ სხვა­საც, რო­მელ­თა ამ­ბებს მოგ­ვით­ხრობს.

-----------------------------------------------

* ან "მიმართ" - მთარგ.

 

XIV

"ჰი­პო­ტი­პო­სებ­ში", მოკ­ლედ რომ ვთქვათ, მთე­ლი კა­ნო­ნი­კუ­რი წმინ­და წე­რი­ლის შე­მოკ­ლე­ბულ თხრო­ბას გად­მო­ცემს, არც სა­ეჭ­ვო წიგ­ნებს უვ­ლის გვერდს, ვგუ­ლის­ხმობ იუ­დას და და­ნარჩენ კა­თო­ლი­კე ეპის­ტო­ლე­ებს, ბარ­ნა­ბას ეპის­ტო­ლე­სა და პეტ­რეს ე. წ. "გა­მოც­ხა­დე­ბას". ებ­რა­ელ­თა მი­მართ ეპის­ტო­ლე­ზე ამ­ბობს, რომ ეკუთ­ვნის პავ­ლეს და ებ­რა­ე­ლე­ბი­სათ­ვის ებ­რა­ულ ენა­ზეა და­წე­რი­ლი, ხო­ლო ლუ­კამ გულ­მოდ­გი­ნედ გა­და­თარგმნა იგი და გა­დას­ცა ბერ­ძნებს, რის გა­მოც ერ­თსა და იმა­ვე სტილს აღ­მო­ვაჩენთ თარ­გმა­ნის მი­ხედ­ვით ამ ეპის­ტო­ლე­შიც და "საქ­მე­ებ­შიც"; ბუ­ნებ­რი­ვია ის, რომ და­საწ­ყის­ში არ წე­რია "პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი". იგი ამ­ბობს: "რად­გან რო­დე­საც მი­წე­რა ებ­რა­ე­ლებს, რომ­ლებ­საც მის წი­ნა­აღ­მდეგ ჰქონ­დათ წი­ნას­წარ აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი აზ­რი და ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­დნენ მას, სავ­სე­ბით გო­ნივ­რუ­ლად მო­იქ­ცა, რომ თა­ვი­დან­ვე არ გა­ნი­შო­რა ისი­ნი თა­ვი­სი სა­ხე­ლის წარ­წე­რით".

შემ­დეგ ქვე­მოთ დას­ძენს: "ახ­ლა კი, რო­გორც ნე­ტა­რი პრეს­ვი­ტე­რი ამ­ბობ­და, მას შემ­დეგ, რაც უფა­ლი, ყოვ­ლისმპყრო­ბე­ლის მო­ცი­ქუ­ლად მყო­ფი, ებ­რა­ე­ლებ­თან წა­რიგ­ზავ­ნა, პავ­ლე თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბის გა­მო, რო­გორც წარ­მარ­თებ­თან წარ­გზავ­ნი­ლი, არ წერ­და თა­ვის თავ­ზე რო­გორც ებ­რა­ელ­თა მო­ცი­ქუ­ლი, უფ­ლი­სად­მი პა­ტი­ვის მი­გე­ბის გა­მო და იმის გა­მოც, რომ ებ­რა­ე­ლებს მი­წე­რა მი­სი სი­სავ­სის­გან, მა­შინ რო­ცა თვი­თონ წარ­მარ­თე­ბის მქა­და­გე­ბე­ლი და მო­ცი­ქუ­ლი იყო" (შდრ. ებრ. 3,1; საქ­მე 22, 21; 1 ტიმ. 2,7; 2 ტიმ. 1,11; რომ. 11, 13).

კვლავ იმა­ვე წიგ­ნში კლი­მენ­ტი სა­ხა­რე­ბე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბის შე­სა­ხებ გვა­უწ­ყებს პირ­ვე­ლი ხუ­ცე­სე­ბის გად­მო­ცე­მას შემ­დე­გი სა­ხით. ამ­ბობს, რომ სა­ხა­რე­ბე­ბი­დან პირ­ვე­ლად და­ი­წე­რა ისი­ნი, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცავს გვარ­ტო­მო­ბას; მარ­კო­ზის სა­ხა­რე­ბას კი ასე­თი გან­გე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და: რო­დე­საც პეტ­რე რომ­ში სა­ხალ­ხოდ ქა­და­გებ­და სიტ­ყვას და სუ­ლიწ­მინ­დით სა­ხა­რე­ბას წარ­მოთ­ქვამ­და, იქ მყო­ფი მრა­ვა­ლი მო­უ­წო­დებ­და მარ­კოზს, რო­გორც დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მის მიმ­დე­ვარ­სა და მი­სი ნათ­ქვა­მის მეხ­სი­ე­რე­ბით შემ­ნახ­ველს, აღე­წე­რა წარ­მოთ­ქმუ­ლი [სიტ­ყვა]. მან შექ­მნა სა­ხა­რე­ბა მი­სი მთხოვ­ნელ­თათ­ვის გა­და­სა­ცე­მად. რო­დე­საც ეს პეტ­რემ გა­იგო, არც ბრძა­ნე­ბით აუკ­რძა­ლა, არც წა­ა­ქე­ზა. ბო­ლოს კი იო­ა­ნემ, რო­დე­საც გა­აც­ნო­ბი­ერა, რომ სა­ხა­რე­ბებ­ში გად­მო­ცე­მუ­ლია სხე­უ­ლებ­რი­ვი* ამ­ბე­ბი, მო­წა­ფე­ე­ბის დარ­წმუ­ნე­ბით სუ­ლიწ­მინ­დით ღმერ­თშე­მო­სილ­მა შექ­მნა სუ­ლი­ე­რი სა­ხა­რე­ბა. ამას გვა­უწ­ყებს კლი­მენ­ტი.

კვლავ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე ორი­გე­ნეს მი­მართ რო­მე­ლი­ღაც ეპის­ტო­ლე­ში იხ­სე­ნი­ებს კლი­მენ­ტის და მას­თან პან­ტე­ნოს­საც, რო­გორც მის­თვის ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბებს, და წერს ამ­გვა­რად: "რო­გორც იცი, ესეც ღვთის ნე­ბა იყო, რა­თა წი­ნა­პარ­თა­გან მო­მა­ვა­ლი ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი შე­უბ­ღა­ლა­ვი დარჩე­ნი­ლი­ყო, უფ­რო მე­ტად თბი­ლი ყო­ფი­ლი­ყო და მტკი­ცე, რად­გან ვიც­ნობთ, რო­გორც ნე­ტარ მა­მებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს უწი­ნა­რეს გა­ემ­გზავ­რნენ, და რომ­ლებ­თა­ნაც ცო­ტა ხნის შემ­დეგ ჩვენც ვიქ­ნე­ბით: პან­ტე­ნოსს, ჭეშ­მა­რი­ტად ნე­ტარ­სა და ჩემს უფალს, და წმინ­და კლი­მენტს, ვინც იყო ჩე­მი უფა­ლი და შემ­წე, და სხვა მსგავსთ, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით შენ გა­გი­ცა­ნი, ყვე­ლა­ფერ­ში სა­უ­კე­თე­სოვ, ჩე­მო უფა­ლო და ძმაო". ასეთ არის ეს ამ­ბე­ბი.

ადა­მან­ტი­ო­სი (რად­გან ესეც იყო ორი­გე­ნეს სა­ხე­ლი), რო­დე­საც ზე­ფი­რი­ნუ­სი იმ დროს წი­ნამძღვრობ­და რო­მა­ელ­თა ეკ­ლე­სი­ას, მის რომ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე ერ­თგან თვი­თონ­ვე წერს, და ამ­ბობს: "მსურ­და მე­ნა­ხა რო­მა­ელ­თა უძ­ვე­ლე­სი ეკ­ლე­სია". იქ დიდ­ხანს არ დარჩე­ნი­ლა და წა­ვი­და ალექ­სან­დრი­აში, და იქა­უ­რო­ბა და­მოძღვრის ჩვე­უ­ლი საქ­მის მთე­ლი მო­შურ­ნე­ო­ბით აღავ­სო, რო­დე­საც დე­მეტ­რი­ოსი, ად­გი­ლობ­რი­ვი ეპის­კო­პო­სი, ჯერ კი­დევ აღ­ძრავ­და მას და თით­ქმის ევედ­რე­ბო­და, და­უ­ღა­ლა­ვად ეღ­ვა­წა ძმე­ბის შე­წევ­ნი­სათ­ვის.

-----------------------------------------------------------

* გარეშე საქმეთა ამსახველი, ე.ი. ისტორიული - მთარგ.

XV

მან კი, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, რომ მას აღარ შე­ეძ­ლო საღ­ვთო საგ­ნე­ბის უფ­რო ღრმად შეს­წავ­ლა, წმინ­და წე­რი­ლის გა­მოკ­ვლე­ვა და გან­მარ­ტე­ბა, გარ­და ამი­სა მას­თან მო­მა­ვალ­თა და­მოძღვრა არ აძ­ლევ­და სუ­ლის მოთ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბას (მო­წა­ფე­ე­ბი ერ­თი მე­ო­რის მო­ნაც­ვლე­ო­ბით დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სას­წავ­ლე­ბელ­ში), მან ჯგუ­ფე­ბად და­ყო მა­თი სიმ­რავ­ლე. მო­წა­ფე­თა­გან გა­მო­არჩია ჰე­რაკ­ლა­სი, რო­მე­ლიც საღ­ვთო საგ­ნებ­ში მო­შურ­ნე იყო, გარ­და ამი­სა - ყვე­ლა­ზე გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლი კა­ცი და არც ფი­ლო­სო­ფი­ის უმე­ცა­რი, და მას გა­უ­ნა­წი­ლა და­მოძღვრის საქ­მე: მას გა­ნუ­კუთ­ვნა მოძღვრე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბის შემ­სწავ­ლელ­თა პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რის შე­სა­ვა­ლი, თა­ვის­თვის კი შე­მო­ი­ნა­ხა და­მოძღვრის მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე მყო­ფი მსმე­ნე­ლე­ბი.

 

XVI

საღ­ვთო სიტ­ყვე­ბის ი­სე­თი ზედ­მი­წევ­ნით კვლე­ვა შე­მო­ი­ტა­ნა ო­რი­გე­ნემ, რომ ებ­რა­უ­ლი ე­ნა შე­ის­წავ­ლა და იუ­დევ­ლებ­თან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წმინ­და წე­რი­ლის თვით ებ­რა­უ­ლი ა­სო­ე­ბით და­წე­რი­ლი დედ­ნე­ბი შე­ი­ძი­ნა. მი­აგ­ნო "სა­მოც­და­ათ­თა" გარ­და წმინ­და წე­რი­ლის სხვა მთარგმნელ­თა გა­მო­ცე­მე­ბის კვალს, და აკ­ვი­ლას, სვი­მა­ქო­სის და თე­ო­დო­ტი­ო­ნის[16] ცნო­ბი­ლი თარ­გმა­ნე­ბის გარ­და სხვე­ბიც აღ­მოაჩი­ნა, რო­მელ­თა, ძველ დრო­ში და­მა­ლულ­თა, კვალს მი­აგ­ნო და, არ ვი­ცი რა სიღ­რმე­ე­ბი­დან, დღის სი­ნათ­ლე­ზე გა­მო­ი­ტა­ნა. მათ შე­სა­ხებ მა­თი და­ფა­რუ­ლო­ბის გა­მო (არც ი­ცო­და, ვი­სი ი­ყო) მხო­ლოდ ეს აღ­ნიშ­ნა, რომ აღ­მოაჩი­ნა აქ­ტი­უ­მის მახ­ლობ­ლად, ნი­კო­პოლ­ში, სხვა კი სხვა ა­სეთ­სა­ვე ად­გი­ლას. ფსალ­მუ­ნე­ბის ჰეგ­ზაპ­ლებს შო­რის ოთ­ხი ცნო­ბი­ლი გა­მო­ცე­მის შემ­დეგ ა­რა მხო­ლოდ მე­ხუ­თე, ა­რა­მედ მე­ექ­ვსე და მეშ­ვი­დე თარ­გმა­ნიც გა­მოს­ცა; ერ­თი მათ­გა­ნის შე­სა­ხებ კვლავ აღ­ნიშ­ნა, რომ იე­რი­ქონ­ში ქვევ­რში ი­პო­ვა სე­ვე­რუ­სის ძმის ან­ტო­ნი­ნუ­სის დროს. მათ ყვე­ლას ერ­თად მო­უ­ყა­რა თა­ვი, და­ყო სვე­ტე­ბად და ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით მო­ა­თავ­სა თვით ებ­რა­ულ ტექსტთან ერ­თად და ჩვენ ე. წ. "ჰეგ­ზაპ­ლე­ბის" ას­ლე­ბი დაგ­ვი­ტო­ვა, ცალ­კე მო­ამ­ზა­და აკ­ვი­ლას, სვი­მა­ქო­სი­სა და თე­ო­დო­ტი­ო­ნის გა­მო­ცე­მე­ბი "სა­მოც­და­ათ­თან" ერ­თად "ტეტ­რაპ­ლა­ში"[17].

 

XVII

თვი­თონ ამ მთარგმნელ­თა­გან ცნო­ბი­ლია, რომ სვი­მა­ქო­სი ები­ო­ნე­ლი იყო. ეგ­რეთ წო­დე­ბულ ები­ო­ნელ­თა სა­ხე­ლის მქო­ნე მწვა­ლებ­ლო­ბის მიმ­დევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქრის­ტე იშ­ვა იო­სე­ბის­გან და მა­რი­ა­მის­გან და მას ლი­ტონ ადა­მი­ა­ნად ღე­ბუ­ლობ­დნენ, და ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ რჯუ­ლის დაც­ვა სა­ჭი­რო იყო მკაც­რი იუ­და­უ­რი წე­სით, რო­გორც ეს ვნა­ხეთ წი­ნა­რე ის­ტო­რი­ი­დან, რო­მე­ლი­ღაც ად­გი­ლას. სვი­მა­ქო­სის ჩა­ნა­წე­რე­ბი კი ახ­ლან­დელ დრომ­დე არის მოღ­წე­ული, რო­მელ­შიც, რო­გორც ვფიქ­რობ, მა­თეს სა­ხა­რე­ბას და­პი­რის­პი­რე­ბულ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ მწვა­ლებ­ლო­ბას უჭერს მხარს. ამას ორი­გე­ნე სვი­მა­ქო­სის მი­ერ წმინ­და წე­რი­ლის სხვა გან­მარ­ტე­ბებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნავს, რომ ვინ­მე იუ­ლი­ა­ნეს­გან მი­იღო, და ამ­ბობს, რომ მან თვით სვი­მა­ქო­სის­გან[18] იმემ­კვიდ­რა ეს წიგ­ნე­ბი.

 

XVIII

ამა­ვე დროს ამ­ბრო­სიც ვა­ლენ­ტი­ნეს მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი, ორი­გე­ნეს მი­ერ წარ­მოჩე­ნი­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა­გან მხი­ლე­ბუ­ლი და რო­გორც სი­ნათ­ლით გო­ნე­ბა­გაბრწყი­ნე­ბუ­ლი შეუ­ერ­თდა სა­ეკ­ლე­სიო მართლმა­დი­დებ­ლო­ბის მოძღვრე­ბას. რო­დე­საც ორი­გე­ნეს სა­ხე­ლი ყველ­გან გა­ნით­ქვა, მრა­ვა­ლი სხვა გა­ნათ­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბაც მი­ვი­და მას­თან და გა­მოს­ცა­და ამ კა­ცის სიძ­ლი­ე­რე წმინ­და წიგ­ნებ­ში. ათა­სო­ბით მწვა­ლე­ბე­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოჩე­ნილ ფი­ლო­სო­ფოს­თა­გან არა მცი­რე­დი მო­შურ­ნედ მი­აპ­ყრობ­დნენ მას ყუ­რად­ღე­ბას და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ საღ­ვთო საგ­ნებ­შიც და გა­რე­შე ფი­ლო­სო­ფი­ა­შიც მის­გან ღე­ბუ­ლობ­დნენ გა­ნათ­ლე­ბას. რადგან ხედავდა, რომ მრავალი იყო ბუნებით ნიჭიერი, ფილოსოფიის სწავლაში შეჰქონდა გეომეტ­რია და ა­რით­მე­ტი­კა და სხვა დაწ­ყე­ბი­თი საგ­ნე­ბი, წინ მი­უძ­ღო­და ფი­ლო­სო­ფო­სებ­თან არ­სე­ბულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბებ­ში და გად­მოს­ცემ­და მათ ნაშ­რო­მებს, თი­თოე­ულ მათ­განს შე­ნიშ­ვნებს უ­კე­თებ­და და გა­ნი­ხი­ლავ­და. ა­სე რომ, თვით ე­ლი­ნებ­თა­ნაც დიდ ფი­ლო­სო­ფო­სად იყო სა­ხელ­განთქმუ­ლი. მრა­ვა­ლი უფ­რო გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლიც შე­ყავ­და ჩვე­უ­ლებ­რივ დაწ­ყე­ბით საგ­ნებ­ში, ამ­ბობ­და, რომ ა­მათ­გან ა­რა­ნაკ­ლე­ბი სარ­გე­ბე­ლი ექ­ნე­ბო­დათ მა­თაც საღ­ვთო წე­რი­ლის გან­ხილ­ვი­სა და შეს­წავ­ლი­სათ­ვის. ა­მი­ტომ თა­ვის­თვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბით ა­უ­ცი­ლებ­ლად მიიჩნევ­და სა­ე­რო ფი­ლო­სო­ფი­ურ სწავ­ლე­ბებ­ში წვრთნას.

 

XIX

ამ საქ­მე­ში მის წარ­მა­ტე­ბას და­ა­მოწ­მე­ბენ თვით ელინ­თა­გან მის დროს აღ­ზე­ვე­ბუ­ლი ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი, რო­მელ­თა ტრაქ­ტა­ტებ­ში ამ კა­ცის შე­სა­ხებ მრა­ვალ მო­სახ­სე­ნე­ბელს აღ­მო­ვაჩენთ. ზოგ­ჯერ მას უძღვნიდ­ნენ თა­ვი­ანთ წიგ­ნებს, ზოგ­ჯერ კი, რო­გორც მოძ­ღვარ­თან, სა­კუ­თა­რი შრო­მე­ბი მი­ქონ­დათ გან­სას­ჯე­ლად. მაგ­რამ რა უნ­და ით­ქვას, რო­დე­საც ჩვენს დრო­ში სი­ცი­ლი­ა­ში მცხოვ­რებ­მა პორ­ფი­რიმ ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ შე­ად­გი­ნა წიგ­ნე­ბი[19] და მა­თი მეშ­ვე­ო­ბით სცა­და საღ­ვთო წე­რილ­ზე ცი­ლის­წა­მე­ბა და მო­იხ­სე­ნია მი­სი გან­მმარ­ტებ­ლე­ბი? ვერ შეძ­ლო რა ვე­რა­ნა­ი­რი უკე­თუ­რი ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბა მოძღვრე­ბებ­ზე, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბით შე­უდ­გა მათ გმო­ბა­სა და გან­მმარ­ტე­ბელ­თა, - მათ­გან კი გან­სა­კუთ­რე­ბით ორი­გე­ნეს,- ცი­ლის­წა­მე­ბას. ამ­ბობს, რომ მას იც­ნობ­და სიყ­მაწ­ვი­ლე­ში, ცდი­ლობს ცი­ლი დას­წა­მოს, მაგ­რამ ვერ ამჩნევს, რომ აქებს, ზოგ­ჯერ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ამ­ბობს, რო­დე­საც სხვაგ­ვა­რად არ ძა­ლუძს თქმა. ზოგ­ჯერ ცრუ­ობს, რო­დე­საც ფიქ­რობს, რომ შე­უმჩნე­ვე­ლი დარჩება; ერ­თხელ ბრალს დებს რო­გორც ქრის­ტი­ანს, სხვა დროს კი აღ­წერს ფი­ლო­სო­ფი­ურ სწავ­ლე­ბებ­ში მის წარ­მა­ტე­ბებს.

ის­მი­ნე სიტ­ყვა­სიტ­ყვით, რას ამ­ბობს: "ზო­გი ადა­მი­ა­ნი იუ­და­ურ წე­რილ­თა მან­კი­ე­რე­ბას არა­თუ გა­ნაგ­დებს, არა­მედ გულ­მოდ­გი­ნედ პო­უ­ლობს მის ახ­სნას, და გან­სა­მარ­ტა­ვად იყე­ნებს ნა­წერ­თან შე­უ­თავ­სე­ბელ და შე­უ­სა­ბა­მო ად­გი­ლებს, მო­ყავთ უფ­რო არა გა­მარ­თლე­ბა იმის, რაც უც­ხო­უ­რია, არა­მედ მო­წო­ნე­ბა და ქე­ბა თა­ვი­ან­თი შრო­მე­ბის. იქა­დი­ან, რომ მო­სეს­თან ცხა­დად ნათ­ქვა­მი გა­მო­ცა­ნე­ბია და იფი­ცე­ბენ, რომ ისი­ნი და­ფა­რუ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით აღ­სავ­სე წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბე­ბია და ბუნ­დო­ვა­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხიბ­ლა­ვენ სუ­ლი­ერ გან­სჯას; და ასე შე­მო­აქვთ გან­მარ­ტე­ბე­ბი".

შემ­დეგ სხვა­გან ამ­ბობს: "მაგ­რამ ამ უმ­სგავ­სო­ბის სა­ხე სა­თა­ვეს იღებს იმ კა­ცის­გან, ვი­საც ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ყმაწ­ვი­ლი შევხვდი, რო­დე­საც ძა­ლი­ან სა­ხელ­განთქმუ­ლი იყო და ახ­ლაც არის იმ შრო­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რაც და­ტო­ვა, ვგუ­ლის­ხმობ ორი­გე­ნეს, ვი­სი დი­დე­ბაც ამ­გვარ სწავ­ლე­ბა­თა მოძღვრე­ბა­ში ძა­ლი­ან განთქმუ­ლი იყო. იგი იყო ამო­ნი­ო­სის[20] მსმე­ნე­ლი. ამო­ნი­ოს­მა ჩვენს დრო­ში დი­დად მი­უძღვნა თა­ვი ფი­ლო­სო­ფი­ას. ორი­გე­ნემ სიტ­ყვებ­ში გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად მრა­ვა­ლი შემ­წე­ო­ბა მო­ი­პო­ვა მას­წავ­ლებ­ლი­სა­გან, ცხოვ­რე­ბის სწო­რი არჩე­ვა­ნის­თვის კი მი­სი სა­პი­რის­პი­რო გზა გან­ვლო. რად­გან ამო­ნი­ო­სი ქრის­ტი­ა­ნი იყო, ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში მშობ­ლე­ბის მი­ერ მოქ­ცე­ული; და რო­დე­საც ფი­ლო­სო­ფი­ურ აზ­როვ­ნე­ბას შე­უდ­გა, კვლავ კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით მო­ქა­ლა­ქო­ბა­ზე გა­და­ვი­და. ორი­გე­ნე კი ელი­ნი და ელი­ნუ­რი სწავ­ლე­ბე­ბით აღზრდი­ლი, ბარ­ბა­რო­სულ უგუ­ნუ­რე­ბა­ში გა­და­ვარ­და. ამა­ზე გაც­ვა­ლა თა­ვი­სი თა­ვი­ცა და სამ­წერ­ლო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბაც, ცხოვ­რობ­და ქრის­ტი­ა­ნუ­ლად და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ღმერ­თი­სა და საგ­ნე­ბის შე­სა­ხებ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით ელი­ნობ­და და ელინ­თა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი შეჰ­ქონ­და უც­ხო­ურ მი­თებ­ში. რად­გან მუ­დამ იმ­ყო­ფე­ბო­და პლა­ტონ­თან ერ­თად, და ესა­უბ­რე­ბო­და ნუ­მე­ნი­უ­სის და კრო­ნი­უ­სის, აპო­ლი­ფა­ნის და ლონ­გი­ნო­ზის, მო­დე­რა­ტო­სის და ნი­კო­მა­ქეს, და პი­თა­გო­რელ­თა შო­რის სა­ხე­ლო­ვან კაც­თა თხზუ­ლე­ბებს, სარ­გებ­ლობ­და სტო­ი­კოს ხე­რე­მო­ნო­სი­სა და კორ­ნუ­ტუ­სის[21] წიგ­ნე­ბით, მა­თი მეშ­ვე­ო­ბით ეც­ნო­ბო­და ელინ­თა მის­ტე­რი­ე­ბის სა­ხის­მეტ­ყვე­ლე­ბას და [მათ] იუ­დურ წიგ­ნებს უსა­და­გებ­და".

ეს თქვა პორ­ფი­რიმ ქრის­ტი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­რილ თა­ვის მე­სა­მე თხზუ­ლე­ბა­ში. მან ჭეშ­მა­რი­ტე­ბა თქვა ამ კა­ცის წვრთნი­სა და მრა­ვალ­სწავ­ლე­ლო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ აშ­კა­რად ცრუ­ობს (რას უნ­და მო­ე­ლო­დე ქრის­ტი­ა­ნო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გი­სა­გან?) მას­ში, რო­დე­საც ამ­ბობს, რომ იგი ელინ­თა­გან გად­მო­ვი­და, ხო­ლო ამო­ნი­ო­სი ღვთის­მო­სა­ვუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან წარ­მარ­თულ­ში გა­და­ვარ­და. რად­გან ორი­გე­ნემ ქრის­ტეს მოძღვრე­ბა მშობ­ლე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი შე­ი­ნარჩუნა, რაც ცხა­დი გახ­და ზე­მოთ გად­მო­ცე­მუ­ლი ის­ტო­რი­ი­დან, ამო­ნი­ო­სი კი ღვთი­ურ ფი­ლო­სო­ფი­ას წმინ­დად და უშეც­დო­მოდ ინარჩუ­ნებ­და ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე*, რო­გორც ერ­თგან მოწ­მობს ახ­ლან­დელ დრომ­დე შე­მო­ნა­ხუ­ლი ამ კა­ცის შრო­მე­ბი, და დი­დად არის სა­ხელ­განთქმუ­ლი იმ ნაშ­რო­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რომ­ლე­ბიც დაგ­ვი­ტო­ვა; მა­გა­ლი­თად, თხზუ­ლე­ბა სა­ხელ­წო­დე­ბით "მო­სე­სა და იე­სოს თან­ხმო­ბის შე­სა­ხებ" და მრა­ვა­ლი სხვაც მო­ი­პო­ვე­ბა.

ეს გად­მო­ი­ცა ცი­ლის­წა­მე­ბის, სიც­რუ­ი­სა და ელი­ნურ სწავ­ლე­ბებ­ში ორი­გე­ნეს იმ დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბის საჩვე­ნებ­ლად, რის შე­სა­ხე­ბაც ამის მი­მართ მო­შურ­ნე­ო­ბის გა­მო მო­კიც­ხარ­თა­გან თავს იცავს და რო­მე­ლი­ღაც ეპის­ტო­ლე­ში ასე წერს: "მას შემ­დეგ, რაც ჩე­მი თა­ვი სიტ­ყვას მი­ვუძ­ღვე­ნი, და ჩვე­ნი უნა­რის შე­სა­ხებ ხმა გავ­რცელ­და, ჩემ­თან მო­დი­ოდ­ნენ მწვა­ლებ­ლე­ბი, ზოგ­ჯერ კი ელი­ნუ­რი გან­სწავ­ლუ­ლო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით ფი­ლო­სო­ფი­ის მიმ­დევ­რე­ბი. მე ვფიქ­რობ­დი, გა­მო­მეკ­ვლია მწვა­ლე­ბელ­თა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც და ის გან­ცხა­დე­ბაც, რომ ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი სა­უბ­რო­ბენ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის შე­სა­ხებ. ეს გა­ვა­კე­თეთ ჩვენს უწი­ნა­რეს მრა­ვალ­თა შემ­წე პან­ტე­ნო­სის მი­ბაძ­ვით, ვინც ამ სა­კით­ხებ­ში არა ნაკ­ლებ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, და ახ­ლაც ალექ­სან­დრი­ელ­თა პრეს­ვი­ტე­რებს შო­რის მჯდო­მი იმ ჰე­რაკ­ლა­სის მი­ბაძ­ვი­თაც, რო­მე­ლიც ვი­პო­ვე ფი­ლო­სო­ფოს­თა სწავ­ლე­ბა­თა მოძ­ღვარ­თან, მას­თან უკ­ვე ხუ­თი წე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და გა­ნუყ­რე­ლად, ვიდ­რე მე და­ვიწ­ყებ­დი ამ სწავ­ლე­ბე­ბის მოს­მე­ნას. ამი­ტომ მა­შინ, რო­ცა ად­რე ჩვე­უ­ლებ­რივ ტა­ნი­სა­მოსს ატა­რებ­და, ახ­ლა გა­ი­ხა­და და ფი­ლო­სო­ფო­სის ტა­ნი­სა­მო­სი[22] მო­სავს, რა­საც დღემ­დე ატა­რებს, და ელინ­თა წიგ­ნე­ბის შეს­წავ­ლას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად არ წყვეტს".

და ამას ამ­ბობს ელი­ნუ­რი წვრთნის გა­მო თა­ვის დაც­ვი­სას. ამა­ვე დროს, რო­ცა იგი ცხოვ­რობ­და ალექ­სან­დრი­აში, გა­მოჩნდა ერ­თი ჯა­რის­კა­ცი და გა­დას­ცა დი­ო­ცე­ზის ეპის­კო­პოს დე­მეტ­რი­ოსს და ეგ­ვიპ­ტის მა­შინ­დელ პრე­ფექტს წე­რი­ლე­ბი არა­ბე­თის მმარ­თვე­ლი­სა­გან, რა­თა სწრა­ფად გა­მო­ეგ­ზავ­ნა ორი­გე­ნე მას­თან სა­სა­უბ­როდ. და წა­ვი­და არა­ბეთ­ში, მოგ­ზა­უ­რო­ბის მი­ზანს მცი­რე ხან­ში მი­აღ­წია და კვლავ ალექ­სან­დრი­ა­ში დაბ­რუნ­და[23]. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ქა­ლაქ­ში არა მცი­რე ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა[24], მან მა­ლუ­ლად და­ტო­ვა ალექ­სან­დრია და გა­ე­მარ­თა პა­ლეს­ტი­ნის­კენ, და და­სახ­ლდა კე­სა­რი­აში. იქ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრეს­ვი­ტე­რად ჯერ არ იყო ხელ­დას­ხმუ­ლი, ად­გი­ლობ­რივ­მა ეპის­კო­პო­სებ­მა სთხო­ვეს ეკ­ლე­სი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ესა­უბ­რა და საღ­ვთო წე­რი­ლი გა­ნე­მარ­ტა. ეს რომ ასე იყო, ცხა­დია იქი­დან, რომ რო­დე­საც იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სი ალექ­სან­დრე და კე­სა­რი­ის ეპ­სი­კო­პო­სი თე­ოკ­ტის­ტე დე­მეტ­რი­ო­სის შე­სა­ხებ წე­რენ, ასე იცა­ვენ თავს: "წე­რილს და­ურ­თო, რომ ეს არც არა­სო­დეს გა­გო­ნი­ლა, არც ახ­ლა ხდე­ბა, რომ ეპის­კო­პო­სე­ბის თან­დას­წრე­ბით ერის­კა­ცებ­მა იქა­და­გონ. არ ვი­ცი, რო­გორ ამ­ბობს იმას, რაც აშ­კა­რად არ არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. სა­დაც კი მო­ი­ძებ­ნე­ბო­და ძმე­ბის შე­წევ­ნი­სათ­ვის სა­თა­ნა­დო პი­როვ­ნე­ბე­ბი, წმინ­და ეპის­კო­პო­სე­ბი მათ მო­უხ­მობ­დნენ ერ­თან სა­სა­უბ­როდ. მა­გა­ლი­თად, ლა­რან­დო­ში ეველ­პისს მო­უხ­მო ნე­ონ­მა, იკო­ნი­ა­ში პავ­ლი­ნუსს - კელ­სუს­მა, და სი­ნა­და­ში თე­ო­დო­რეს - ატი­კუს­მა, ჩვენ­მა ნე­ტარ­მა ძმებ­მა. მსგავ­სად­ვე ხდე­ბო­და ეს სხვა ად­გი­ლებ­შიც, თუმ­ცა, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი არ არის"[25].

ამ სა­ხით მი­ა­გებ­დნენ პა­ტივს ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პირს, რო­დე­საც ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდა იყო, არა მხო­ლოდ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნი, არა­მედ უც­ხო­ე­ლე­ბიც. მაგ­რამ რად­გან დე­მეტ­რი­უს­მა კვლავ მო­უხ­მო წე­რი­ლით და კა­ცებ­მა, ეკ­ლე­სი­ის დი­აკ­ვნებ­მა, და­არ­წმუ­ნეს, დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო ალექ­სან­დრი­აში, იგი დაბ­რუნ­და და შე­უდ­გა საქ­მეს ჩვე­უ­ლი მო­შურ­ნე­ო­ბით.

 

XX

ამ დროს აღ­ზე­ვე­ბუ­ლი იყო მრა­ვა­ლი გან­სწავ­ლუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო კა­ცი. მა­თი ეპის­ტო­ლე­ები, რომ­ლებ­საც ერ­თმა­ნეთს სწერ­დნენ, ჯერ კი­დევ არის შე­მორჩე­ნი­ლი და იო­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი არის. ისი­ნი ჩვენს დრომ­დე ინა­ხე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სის ალექ­სან­დრეს მი­ერ მოწ­ყო­ბი­ლი აე­ლი­ას (იე­რუ­სა­ლი­მის - მთარგ.) ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში; სა­ი­და­ნაც ჩვენც შეგ­ვეძ­ლო ამ თე­მი­სათ­ვის მა­სა­ლის შეგ­რო­ვე­ბა.

მათ­გან ბე­რი­ლოს­მა[26] ეპის­ტო­ლე­ებ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა მშვე­ნი­ე­რი თხზუ­ლე­ბე­ბიც დაგ­ვი­ტო­ვა. იგი იყო არაბ­თა ეპის­კო­პო­სი ბოს­ტრა­ში. ასე­ვე ჰი­პო­ლი­ტე­მაც, იგიც სად­ღაც სხვა ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­დგო­მე­ლი იყო.

ჩვე­ნამ­დე აგ­რეთ­ვე მო­აღ­წია გაი­ო­ზის, ყვე­ლა­ზე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კა­ცის, დი­ა­ლოგ­მა, რო­მე­ლიც გა­ი­მარ­თა რომ­ში ზე­ფი­რი­ნუ­სის დროს ფრი­გი­ელ­თა მწვა­ლებ­ლო­ბის გა­მო მო­კა­მა­თე პროკ­ლეს­თან. მას­ში იგი ლა­გამს ამო­დებს მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სწრაფ­ვას და კად­ნი­ე­რე­ბას, შექ­მნას ახა­ლი წმინ­და წე­რი­ლი და წმინ­და მო­ცი­ქუ­ლის (ე. ი. პავ­ლეს _ მთარგ.) მხო­ლოდ ცა­მეტ ეპის­ტო­ლეს ახ­სე­ნებს, ებ­რა­ელ­თა მი­მართ ეპის­ტო­ლეს არ აღ­რიც­ხავს და­ნარჩე­ნებ­თან ერ­თად, მას შემ­დეგ, რაც რო­მა­ელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი ახ­ლან­დელ დრომ­დე არ მი­ა­კუთ­ვნებს მას მო­ცი­ქულს.

 

XXI

მაგ­რამ ან­ტო­ნი­ნუ­სი შვი­დი წლი­სა და ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ფო­ბის შემ­დეგ შეც­ვა­ლა მაკ­რი­ნუს­მა. რო­დე­საც მან ერ­თი წე­ლი იმე­ფა, კვლავ სხვა ან­ტო­ნი­ნუს­მა[27] მი­ი­ღო რო­მა­ელ­თა მმარ­თვე­ლო­ბა. მის პირ­ველ წელს გარ­და­იც­ვა­ლა რო­მა­ელ­თა ეპის­კო­პო­სი ზე­ფი­რი­ნუ­სი, რო­მელ­საც მთე­ლი თვრა­მე­ტი წე­ლი ეპ­ყრა მსა­ხუ­რე­ბა. მის შემ­დეგ ეპის­კო­პო­სო­ბა ჩა­ა­ბა­რეს კა­ლის­ტუს, რო­მელ­მაც იც­ხოვ­რა ხუ­თი წე­ლი და ურ­ბა­ნუსს[28] და­უ­ტო­ვა მსა­ხუ­რე­ბა.

ამ დროს იმ­პე­რა­ტორ­მა ალექ­სან­დრემ[29] იმემ­კვიდ­რა რო­მა­ელ­თა ძა­ლა­უფ­ლე­ბა, მას შემ­დეგ, რაც ან­ტო­ნი­ნუს­მა მხო­ლოდ ოთ­ხი წე­ლი იმე­ფა. ამ დროს ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ა­ში ას­კლე­პი­ა­დე შეც­ვა­ლა ფი­ლე­ტოს­მა[30].

ორი­გე­ნეს სა­ყო­ველ­თა­ოდ განთქმულ­მა სა­ხელ­მა მი­აღ­წია იმ­პე­რა­ტო­რის დე­დის, სა­ხე­ლად მა­მე­ას (ნე­ტავ, თუ იყო ვინ­მე სხვა ასე­თი ღვთის­მო­სა­ვი ქა­ლი) ყუ­რამ­დეც. მან მრა­ვა­ლი რამ მო­ი­მოქ­მე­და, რომ ამ კა­ცის ხილ­ვის ღირ­სი გამ­ხდა­რი­ყო და ყვე­ლა­სათ­ვის საკ­ვირ­ვე­ლი საღ­ვთო საგ­ნე­ბის შე­მეც­ნე­ბის სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ეღო. იმ დროს იგი ან­ტი­ო­ქი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, და შუ­ბო­სა­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის თან­ხლე­ბით მი­იყ­ვა­ნა თა­ვის­თან, სა­დაც გარ­კვე­უ­ლი დრო დაჰ­ყო და მრა­ვა­ლი რამ უფ­ლი­სა და საღ­ვთო მოძღვრე­ბის სათ­ნო­ე­ბის სა­დი­დებ­ლად აჩვე­ნა. შემ­დეგ კი და­ე­შუ­რა ჩვე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას.

 

XXII

ამა­ვე დროს ჰი­პო­ლი­ტემ სხვა მრა­ვალ თხზუ­ლე­ბას­თან ერ­თად შე­ად­გი­ნა ტრაქ­ტა­ტი "პა­სე­ქის შე­სა­ხებ", რო­მელ­შიც იძ­ლე­ვა თა­რი­ღე­ბის აღ­წე­რას და ასე­ვე გად­მო­ცემს პა­სე­ქის შე­სა­ხებ თექვსმეტ­წლი­ა­ნი ციკ­ლის კა­ნონს, თა­რი­ღებს იმ­პე­რა­ტორ ალექ­სან­დრეს პირ­ვე­ლი წლით გარ­შე­მო­წერს. მის და­ნარჩენ თხზუ­ლე­ბა­თა­გან ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია შემ­დეგ­მა: "ექვსთა დღე­თათ­ვის", "იმის­თვის, რაც იყო ექ­ვსი დღის შემ­დეგ", "მარ­კი­ო­ნის მი­მართ", "ქე­ბი­სათ­ვის"*, "ეზი­კი­ე­ლის ნა­წი­ლე­ბი­სათ­ვის", "პა­სე­ქის შე­სა­ხებ", "ყვე­ლა მწვა­ლებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ", და მრა­ვა­ლი სხვაც შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩნდეს მრა­ვალ ადა­მი­ან­თან შე­მორჩე­ნი­ლი.

----------------------------------------------------------

* ძვ. ქართ. თარგმანი იხ. "შატბერდის კრებული" - მთარგ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 12 JANUARY 2022 10:18)