Georgian (Georgia)English (United Kingdom)
მწვალებელთა შეწყნარების შესახებ

ყოვლად ღმრთისმოყვარე მღდელი ანტონი მესაუბრა მათ შესახებ, რომლებიც მწვალებლობიდან დაუბრუნდებიან და შეემატებიან მართლმადიდებლობას და ცხონებულებს, თუ როგორ უნდა შევიწყნაროთ ისინი. პირდაპირ მოვუთხარ ყველა აქ აღწერილი წესი და ჩვეულება. მე საჭიროდ შევრაცხე ამისი უწყება თქვენი სიწმინდისთვის. თქვენ ხართ მამათა მამა და შვილიშვილი ჩვენი მთავარეპისკოპოსის იოვანე ღმრთისმეტყველისა.

არიანელებს, მაკედონიანოსებს და ნავატიანებს, რომლებიც წმინდას, უფრო სწორად განწმენდილს უწოდებენ თავიანთ თავს, მეთოთხმეტეებს, მეოთხეებს და აპოლინარელებს შევიწყნარებთ ხელწერილის ჩამორთმევისა და მას შემდეგ, რაც შეაჩვენებენ ყველა მწვალებლობას, რომელიც არ აღიარებს სარწმუნოებას ისე, როგორც აღიარებს წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომლის წინამძღვარი და თავი ხარ შენ, ყოვლად ნეტარო. ამის შემდეგ მათ ვცხებთ წმინდა მირონს პირველად შუბლზე, ცხვირზე და ყურებზე, მკერდზე და ყველა საგრძnობელ ადგილას. მირონცხების შემდეგ ვიტყვით: ”სულიწმიდის ნიჭის ბეჭედი”. ამის შემდეგ ისინი, როგორც მოწადინებული ერისკაცები, მიიღებენ ხელთდასხმას იმავე ხარისხზე, რომელზედაც პირველად იყვნენ ხელთდასხმულნი, იქნება ეს მღვდლობა, დიაკვნობა, კერძოდიაკვნობა თუ მგალობელ-მკითხველობა.

რაც შეეხება ევნომიანოსებს, რომლებიც წყალში ერთი ჩაყოფით ნათელ-სცემენ, რომლებსაც აქ ფრიგიელებს უწოდებენ, საბელიანოზებს, რომლებიც ძე-მამობას ასწავლიან და სხვა უშვერებას სჩადიან, და ყველა სხვა მწვალებლობას, რომელიც ბევრია აქ, წარმოშობით მეტწილად გალატიიდან, ყველა მათგანს, ვისაც სურს ჭეშმარიტების მიღება, შევიწყნარებთ, როგორც წარმართებს. პირველ დღეს მათ გავაქრისტიანებთ, მეორე დღეს კათაკმევლად ჩავრიცხავთ. ამის შემდეგ დავაფიცებთ მათ პირსა და ყურში სამჯერ ჩაბერვით. ასე ვასწავლით და მოვიყვანთ ეკლესიაში, მოვასმენინებთ საღმრთო წერილს და შემდეგ მოვნათლავთ.

ყოველივე ამის უწყება ვისწრაფე თქვენთვის, როგორც სრულიად თქვენმა

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 21:57)