Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ძველი და ახალი აღთქმის რომელი წიგნები უნდა ვიკითხოთ

თქვენი გონება რომ არ მიიზიდოს უცხო წიგნებმა, გაუწყებ რიცხვს ჩვენთა წიგნთა, მეგობარი, რომ ებრაელთა უძველესი სიბრძნის ისტორიული წიგნი სულ თორმეტია: პირველი - შესაქმე, გამოსვლათა, ლევიტელთა, შემდეგ - რიცხვთა, მერმე - მეორე სჯული. ამათი მომდევნო ისო, მსაჯულთა, მერვეა რუთი, მეცხრე და მეათე მეფეთა საქმენი, შემდეგ ნეშტთა, და ბოლოს - ეზრა. ლექსად გაწყობილი წიგნები ხუთია. ამათგან პირველი - იობ, შემდეგ დავითნი და სამი წიგნი სოლომონისა: ეკლესიასტე, ქებანი და იგავნი. ხუთი წიგნია წინასწარმეტყველთა: ერთ წიგნადაა შეერთებული თორმეტი: ოსია, ამოს, მიქეა მესამედ, მერმე იოელ, იონა და აბდია, ნაუმ, ამბაკუმ და მათთან ერთად სოფონია, ანგია, ზაქარია და მალაქია. ესენი ერთ წიგნად, მეორე წიგნად - ესაია, შემდეგ სიყრმიდან წოდებული იერემია, ეზეკიელი და დანიელ მადლიერი.

 

ძველი აღთქმისა ჩამოვთვალე ოცდაორი წიგნი ებრაული ანბანის რიცხვის თანამხვედრად.

ახლა ჩამოვთვლი ახალი აღთქმისას: მათემ აღწერა ებრაელთათვის ქრისტეს სასწაულნი, მარკოზმა - ალექსანდრიელთათვის[1], ხოლო საღმრთო ლუკამ - იტალიელთათვის[2] და დიდმა იოვანემ - ზოგადად ყველასათვის. შემდეგ გვაქვს ბრძენ მოციქულთა საქმენი. შემდეგ თოთხმეტი ეპისტოლე პავლესი და შვიდი კათოლიკე ეპისტოლე: ერთი - ღმრთის ძმისა [იაკობის], ორი - პეტრესი, სამი იოანესი, და იუდას ეპისტოლე მეშვიდე ბეჭდად გვაქვს. ამათ გარდა სხვა არ არის მისაღები.

----------------------------------------------------------

[1] - ბერძნულშია: ”მარკოზმა - იტალიელთათვის”.

[2] - ბერძნულშია: ”ლუკამ - აქაიდელთათვის”.

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:04)