Georgian (Georgia)English (United Kingdom)

"უხუცესთა გადმოცემები" წარმოადგენს დამოწმებებს, რომლებიც დაცულია ირინეოსის თხზულებაში "მწვალებლობათა წინააღთმდეგ" ანუ "პანარიონში". დამოწმებათა ავტორებად დასახელებულია "უხუცესი" (ფრაგ. 4, 13, 16, 17), ან "ერთი უხუცესი" (9), რომელიც არის "საღმრთო" და "ღვთისმოყვარე" (3), "ჩვენზე (ბევრად) უკეთესი კაცი" (1, 2, 7), და სხვა. ირინეოსის განმარტებით უხუცესები ის ადამიანები არიან, ვინც მაცხოვრის მოციქულთა მოწაფეები ან მოწაფეთა თვითმხილველნი ყოფილან: "ყველა უხუცესი, რომლებიც აზიაში, იოანესთან, უფლის მოწაფესთან იყვნენ შეკრებილნი" (4), ან "უხუცესები, მოციქულთა მოწაფეები" (13, 17), ან "ერთი უხუცესისაგან, რომელსაც ეს მათგან მოუსმენია, ვისაც მოციქულები უხილავს და ვინც მათგან განისწავლა" (9). მკვლევარები ამ ფრაგმენტების ავტორობას მიაკუთვნებენ უფრო მეტად ირინეოსს, ვიდრე სამოციქულო მამებს. აღსანიშნავია ისიც, რომ უხუცესთა გადმოცემებს შორის (16) მოცემულია პაპიას ჰიერაპოლელის XIV ფრაგმენტიც (ვ. ჯუღელი)

 

I1

როგორც ჩვენზე უკეთესი კაცის მიერ ითქვა ასეთ ადამიანებთან დაკავშირებით:

"ძვირფას ქვას,

ზურმუხტს, მავანთაგან ძვირად შეფასებულს

ამცირებს მინა, მას ხელოვნებით

მიმსგავსებული, როდესაც ახლოს არავინ არის, ვინც შესძლებდა მის გამოცდას და

გამოვლენას ხელოვნებით, მზაკვრულად ქმნილის.

ან კი როდესაც

შერეულია

სპილენძი ვერცხლთან, იოლად ვინმე

უზაკველს განა ხელეწიფება, ის ამოიცნოს?"

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 28 DECEMBER 2018 22:02)

დაწვრილებით...

 
More Articles...