library
პასუხი არქიმანდრიტ იერომიელს
რამდენიმე დამატებითი კითხვა თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორ ედიშერ ჭელიძესთან
ბ-ნო ედიშერ, თქვენს ბოლო პუბლიკაციაში სახელწოდებით "ეშმაკეული ქვემძრომიელი" იმდენად მკაფიოდ და მასალობრივად განმარტეთ მძიმე ცთომილება ძე ღმერთის "არსებით ანუ ღმრთეებით განკაცებულობისა", რომ აღარ გვეგონა, ამ საკითხზე ისევ თუ მოგმართავდით, მაგრამ, როგორც ირკვევა, მამა იერომიელი კვლავაც მთელი მონდომებით და თქვენდამი რისხით განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ ძე ღმერთი არის სწორედ "არსებით ანუ ღმრთეებით განკაცებული". რას იტყოდით ამის შესახებ?
პასუხი:
რა შეიძლებოდა გვეთქვა? გარწმუნებთ, რომ ხსენებული პიროვნება კიდევ მეტად გაავდება, კიდევ მეტად გათავხედდება, კიდევ მეტად აულაგმავი გახდება, ვინაიდან იგი სრულად იქნა ჩვენ მიერ სააშკარაოზე გამოყვანილი მთელი თავისი სამოძღვრო გაუკუღმართებით, რასაც აქამდე გულდაგულ ფარავდა.
როდესაც ბოროტების უკეთურება მზის შუქზე გამოიტანება, ამ უკეთურების მთელი სიბილწე და, ძველი ქართული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, "სულმყრალობა" სწორედ მაშინ აშკარავდება, ბოროტი კი ასეთ დროს ყველანაირი საშუალებით ცდილობს კვლავ სიბნელეში გაექცეს ამგვარ გამოაშკარავებას, რომ ასე მკვეთრად დასანახი არ იყოს მისი უღვთოება.
More Articles...
- წმიდა მარკოზ ეფესელი - განსაწმენდელი ცეცხლის შესახებ მეორე საუბრიდან
- ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა საბაჲსი
- თეოდორიტე კვირელი - საეკლესიო ისტორია
- არტემ ერქომაიშვილი - შემოქმედის სკოლის საგალობლების გადარმრჩენი
- ფარაონის გულის გასასტიკების შესახებ
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე (1861-1921 წწ.)
- ედიშერ ჭელიძე - იოანე პეტრიწის სწავლება პიროვნების განსწავლითი სრულყოფის შესახებ
- ამონარიდები ეკლესიის მოძღვართა შრომებიდან