Georgian (Georgia)English (United Kingdom)

1. მკითხავდი, უგანსწავლულესო ძმაო, თუ ჩვენს ფილოსოფოსთა შორის1 ვინ და რამდენმა2 დაამუშავა თავისი სიტყვები ხელოვანების წესების მიხედვით (πρὸς τὴν τέχνην) და არიან თუ არა ისინი ყურადღების ღირსნი, რითაც ლისიას ან დემოსთენეს3 შეედრებიან – შინაარსობრივი წყობით თუ ზნეობრივი დამაჯერებლობით, სიტყვათა შერჩევითა და შერწყმით და ხელოვნური მორთულობითა და მაღალფარდოვანი ფიგურებით4.

2. შესაბამისად ვპასუხობ მას, ვინც მკითხავდა, რომ მრავალრიცხოვანია ჩვენი წრე5, რომელთა წარმომადგენლებიც მჭერმეტყველების (სიტყვასიტყვით – ენაკეთილობის εὐγλωττία) ბაძვას ესწრაფვოდნენ (ἐζήλωσαν). ოთხ კორიფეს წარმოვადგენ მთელი ქოროდან: ღვთისმეტყველების საყვირს – გრიგოლს, მის მეგობარ ბასილი დიდს, მათი ძირიდან აღმოცენებულ გრიგოლს და სულიწმიდის ოქროს ქნარს (იგულისხმება წმ. იოანე ოქროპირი).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 26 FEBRUARY 2019 11:24)

დაწვრილებით...