library
ედიშერ ჭელიძე – წმინდა და დიდი კრებისწინა დოკუმენტის განხილვა
"მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი"
განსახილველი დოკუმენტი შეიცავს უმძიმეს დოგმატურ-ტერმინლოგიურ ცთომილებებს, რომლებთან დაკავშირებითაც აღვნიშნავთ შემდეგს:
1. თვით სათაურშივე, ისევე როგორც ძირითად ტექსტში, ტერმინი "ქრისტიანი" თანაბრად გამოიყენება არა მხოლოდ "ქრისტეს ჭეშმარიტი აღმსარებლის" ანუ მართლმადიდებლის, არამედ - ნებისმიერი არამართლმადიდებლის მიმართ, მაშინ როცა მართლმადიდებელი ეკლესიის აბსოლუტურად ყველა საეკლესიო დოკუმენტი (პირველ რიგში კი, შვიდი მსოფლიო კრების განჩინებანი და საქმენი) ქრისტიანად უწოდებს (უგამონაკლისოდ) მხოლოდ მართლმადიდებელს, არამართლმადიდებელთა მიმართ კი იყენებს ტერმინებს: "ცრუქრისტენი", იგივე "ქრისტემტყუვარნი" (ψευδόχριστοι), "ცრუქრისტიანები" (ψευδοχριστιανοί ფსევდოქრისტიანები), "ერეტიკოსები" (αἱρετικοί). აღნიშნული ცთომილებიდან გამომდინარე, რაც, როგორც აღვნიშნეთ, მსჭვალავს მთელ დოკუმენტს, ისეთი სურათი იხატება, თითქოს არსებობს ერთი ქრისტიანული სამყარო, რომლის მხოლოდ გარკვეული ნაწილია მართლმადიდებელი ეკლესია (შდრ. სათაური: "დანარჩენი ქრისტიანული სამყარო", ან პუნქტი 4: "ქრისტესადმი მორწმუნენი", ანდა პუნქტი 8: "დანარჩენი ქრისტიანები", აგრეთვე თითქმის ყველა მომდევნო პუნქტი), მაშინ როცა დოგმატური სწავლებით, ქრისტიანული სამყარო მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა, დანარჩენი მსოფლიო კი ესაა ცთომილებაში მყოფი კაცობრიობა, რომლის გადასარჩენად და ცხონების წიაღში შემოსაყვანად მარადჟამს იღვწის მართლმადიდებელი ეკლესია.
ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 08 JUNE 2016 18:30)
- გიორგი გვასალია - მიცვალებულთა ხსენების შაბათ დღეს აღნიშვნის შესახებ
- კლიმენტი ალექსანდრიელი (II-III სს.)
- წმ. კირილე ალექსანდრიელი - სააღდგომო ჰომილია
- გიორგი გვასალია – "ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე"
- ედიშერ ჭელიძე - ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილობის შესახებ
- ედიშერ ჭელიძე - მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს ეკლესიაში
- ედიშერ ჭელიძე - მართლმადიდებელი ეკლესია და ეროვნულობა
- ედიშერ ჭელიძე - საუფლო კვართის შესახებ





