library
ზოგადი საუბრები, ამპარტავნების, ფანატიზმის და ადამიანის დაცემის მიზეზებზე
141–143
საღვთო ნების გამოვლინების შესახებ. ადამიანის დაცემის მიზეზები
წმ. იუსტინე მარტვილის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ საღვთისმეტყველო სწავლებებს და არა იშვიათად ცრუ სწავლებებს, მისი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი მოწაფის - ტატიანე სირიელისას.
ტატიანე სირიელის პიროვნება და შრომები კარგა ხანია დაინტერესებას იწვევს, რამდენადაც ამ შრომებში ღირსეული აპოლოგეტურ-საღვთისმეტყველო მარცვალიც და ნაპერწკალიც გაკრთება და ამავე დროს გაუკუღმართებული სწავლებანიც სახეზეა. თითქოს იუსტინე მარტვილის მოწაფეს უფრო მეტი მართებულობა უნდა ჰქონოდა სწავლებითი თვალსაზრისით, საღვთისმეტყველო კუთხით, მაგრამ ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს წინა საუბრებშიც და ამჯერადაც გავიმეორებთ, რომ მოძღვარ-მოწაფეობა, რაზეც საზოგადოდ დაფუძნებულია საეკლესიო სწავლებითი პროცესი, ისტორია, გადმოცემითი ტრადიცია, ყოველთვის არ გულისხმობს მოძღვრისა და მოწაფის ერთ სულიერებას, ერთსულობას.
ბოლოს განახლდა (MONDAY, 21 NOVEMBER 2016 13:15)
- ედიშერ ჭელიძე - ხატთაყვანისცემის შესახებ
- გნოსტიციზმი
- განცხადება
- ტატიანე სირიელი (II ს.)
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შექმნილი საღვთისმეტყველო კომისიის 2005 წლის დასკვნა
- თეოფილე ანტიოქიელი (II ს.)
- ედიშერ ჭელიძე - მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს ეკლესიაში
- წმინდა ირინეოს ლიონელი (II ს.)





