Georgian (Georgia)English (United Kingdom)

"უადვილეს არს აქლემი განსლვად ჴურელსა ნემსისასა" - მაცხოვრის ეს სიტყვები, როგორც ცნობილია, სახეზეა აგრეთვე მარკოზისა და ლუკას სახარებებეში. მარკოზის თავის გიორგისეულ თარგმანში კვლავ მეორდება სიტყვა "აქლემი" ("უადვილეს არს აქლემი ჴურელსა ნემსისასა განსლვად", მრ. 10.25). რაც შეეხება ლუკას თავს, გიორგისეული რედაქციის ძირითად ტექსტში დასტურდება "მანქანისა საბელი" (შდრ. "უადვილეს არს მანქანისა საბელი ჴურელსა ნემსისასა განსლვად", ლკ. 18.25), თუმცა ამ რედაქციის შემცველ ყველაზე მნიშვნელოვან ნუსხაში, ვანის ოთხთავში (რომელიც საკუთრივ გიორგისეული ავტოგრაფიდან გადანაწერი ტექსტის პირს წარმოადგენს) და ეჩმიაძინის ოთხთავში (რომელიც, როგორც ცნობილია, ვანის ოთხთავიდან არის გადაწერილი) აშიაზე მიწერილია "აქლემი", რაც გიორგისეული ჩანს (სწორედ მან შემოიტანა ამ მუხლში პირველმა ეს შესატყვისი).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 23 მაისი 2017 12:33)

დაწვრილებით...