library
ირაკლი ორჟონია - საერო მწერლობისადმი ეკლესიის მამათა დამოკიდებულების შესახებ
საერო მწერლობისადმი ეკლესიის მამათა დამოკიდებულების შესახებ1
ვინაიდან წინამდებარე პუბლიკაციაზე მუშაობისას მიზნად დავისახეთ, შეძლებისამებრ წარმოგვეჩინა, თუ როგორია ღმერთშემოსილ მოძღვართა მიმართება საერო მწერლობასთან, დასაწყისში ერთ მნიშვნელოვან მოვლენას შევეხებით, რომლითაც წმინდა წერილსა და ეგზეგეტიკურ2 წყაროებში დაცული ცნობების საფუძველზე, საეკლესიო და საერო ლიტერატურას შორის არსებული მნიშვნელოვანი ზღვარი წარმოჩნდება.
უპირველესად შევნიშნავთ, რომ ბიბლიური მოძღვრების წერილობითი სახით ჩამოყალიბება არ არის ადამიანის ნება-სურვილზე დამოკიდებული მოვლენა, არამედ კონკრეტულ მოქმედებას ყოველთვის შესაბამისი საღვთო მოწოდება უძღვის წინ. აღნიშნულის საუკეთესო მაგალითია იერემიას საწინასწარმეტყველო წიგნი, რომელიც ხსენებული მოღვაწის ასპარეზზე გამოსვლიდან ოცდაორი წლის შემდეგ დაიწერა. კერძოდ, იოსიას მეფობისას, ძვ. წ. აღ-ის 627 წელს იუდეველთა შორის წინასწარმეტყველად დადგენილი იერემია წერილობით მხოლოდ იოაკიმეს მეფობის მეოთხე წელს (ძვ. წ. აღ-ის 605 წ.) წერს უწინარეს ზეპირსიტყვიერად ნაქადაგებს (შდრ. „და იყო წელსა მეოთხესა იოაკიმისა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და მრქუა: მოიღე შენდად ქარტაჲ წიგნისაჲ და დაწერენ მას ზედა ყოველნი სიტყუანი, რომელ გიბრძანენ შენ ისრაჱლსა ზედა და იერუსალჱმსა და იუდასა ზედა და ყოველთა ზედა წარმართთა, რომლით დღითგანცა მე გეტყოდე შენ დღეთაგან იოსია მეფისა იუდაჲსსა და ვიდრე აქა-დღედმდე“; იერემ. 36. 1-2).
ბოლოს განახლდა (FRIDAY, 23 JUNE 2017 13:26)
- ირაკლი ორჟონია - აპოკალიპტური მხეცის ნიშანი 666 და მისი საეკლესიო განმარტება
- იუსტინე მარტვილის ნაშრომთა მიმოხილვა
- განცხადება
- იუსტინე მარტვილი ანტიკური ფილოსოფიის შესახებ
- ედიშერ ჭელიძე - კომენტარი სახარების მუხლზე: "უადვილეს არს აქლემი განსვლად ჴურელსა ნემსისასა" (მთ. 19.24)
- იუსტინე მარტვილის ღვთისმეტყველება
- ირაკლი ორჟონია - ეკლესიის მამათა სწავლება შესაქმის დღეების საათობრივი ხანგრძლივობის შესახებ
- იუსტინე მარტვილის ლიტურგიკული ღვთისმეტყველება





