library
ედიშერ ჭელიძე - ლუკას სახარების სიტყვების გაგებისათვის: "ხოლო იესო წარემატებოდა ასაკით, სიბრძნითა და მადლით" (ლუკა 2.52)
მონაკვეთი წიგნიდან "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"
ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი (ორიგინალის და პარალელური თარგმანების დართვით, წყაროზე მითითებით და დამატებითი სქოლიოებით) მოთავსებულია ხსენებული წიგნის 830-868 გვერდებზე
მოვუსმინოთ წმ. იოანე დამასკელის საუკუნოვან განჩინებას
"წარმატების შესახებ
ამასთან, ითქმის, რომ იგი "წარემატებოდა სიბრძნით, ასაკითა და მადლით" (ლუკა 2,52), რადგან, ერთი მხრივ, იზრდებოდა ასაკით, და ასაკის ზრდის შედეგად სააშკარაოზე გამოჰქონდა თავის თავში არსებული სიბრძნე, მეორე მხრივ კი - ყოვლითურთ განიკუთვნებდა რა ჩვენეულს, საკუთარ წარმატებად აქცევდა იგი ადამიანთა წარმატებას სიბრძნეში და მადლში, აგრეთვე მამისეული სათნოჩენის სრულყოფას, რაც არის ადამიანთა ღვთისმცოდნეობა და ხსნა. მაგრამ ვინც ამბობს, რომ წარემატებოდა იგი სიბრძნით და მადლით როგორც მიმღები ამათი შემატებისა, ამგვარი ვინმე არც იმას ამბობს, რომ ხორცის პირველწარმოქმნიდანვე1 მოხდა შეერთება2, არცთუ ჰიპოსტასურ შეერთებას თვლის იგი რადმე, არამედ ერწმუნება ამაოდ-მბრძნობ ნესტორს და შეფარდებითი შეერთებისა3 და ლიტონი შთამკვიდრებულობის4 მეზღაპრე ხდება, "არ უწყის რა არც ის, რას ამბობს, და არც ის, რის შესახებ ამტკიცებს" (1 ტიმ. 1,7). მართლაც, თუ ჭეშმარიტად შეუერთდა ღმერთ-სიტყვას ხორცი5 თავისი პირველწარმოქმნიდანვე ანდა, უკეთ, თუ ღმერთ-სიტყვაში მყოფობდა იგი და ჰიპოსტასისეული იგივეობა ჰქონდა მასთან, როგორღა არ გამდიდრდებოდა იგი სრულყოფილად ყველა სიბრძნითა და მადლით, თუმცა არა როგორც წილმიმღები მადლისა, არცთუ მომადლებით წილმქონე სიტყვისეულთა, არამედ, უმალ შედეგად ჰიპოსტასური ერთობისა და, აგრეთვე, ადამიანურთა და საღმრთოთა ერთი ქრისტესად მყოფობის გამო, რადგან თვითვე იყო ერთდროულად ღმერთიც და ადამიანიც, ქვეყნიერებისათვის მადლის, სიბრძნისა და ყოველგვარ სიკეთეთა სისავსის აღმომაცნებელი" (გარდამოცემა, თ. 66; დასახ. გამოც. გვ. 415-416).
ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 JULY 2017 09:51)
- წმიდა დიონისე არეოპაგელის შრომა “საღმრთოთა სახელთათვის”
- ედიშერ ჭელიძე - მაცხოვრის კაცობრივი ბუნების მიერ ღმრთეების სისავსის მიღების შესახებ
- წმიდა დიონისე არეოპაგელი - “დადებითი” და “უარყოფითი” ღვთისმეტყველება
- ირაკლი ორჟონია - წინასწარმეტყველება ბეთლემში მაცხოვრის შობის შესახებ
- ერმის თხზულება "მწყემსი"
- ირაკლი ორჟონია - რიცხვი ექვსის სრულყოფილებისა და მეშვიდე, შაბათის დღეს საუფლო განსვენების შესახებ
- ირაკლი ორჟონია - ძველ აღთქმაში განჭვრეტილი ძე ღმერთის საიდუმლო
- ირაკლი ორჟონია - ძველ აღთქმაში განჭვრეტილი ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო





