library
ირაკლი ორჟონია - საეკლესიო ეგზეგეზისი წმ. წერილის სიტყვებისა: "არა იხილოს კაცმან პირი ჩემი და ცხონდეს (გამოს. 33.20)
წინამდებარე პუბლიკაცია ღვთის ბუნებითი უხილავობის შესახებ მსჯელობას ორი მიმართულებით წარმართავს. კერძოდ, ხუთწიგნეულში აღწერილია, თუ როგორ განიზრახა სინას მთაზე განმარტოებულმა წინასწარმეტყველმა მოსემ საღთო დიდების ხილვა1, რაზეც ღმერთი ამგვარად უპასუხებს მას: "არა იხილოს კაცმან პირი ჩემი და ცხონდეს" (გამოს. 33.20). საეკლესიო ლიტერატურაში აღნიშნული ბიბლიური მუხლი ორნაირად განიმარტება. განხილვას პირველი მნიშნელობით დავიწყებთ. წმინდა გრიგოლ ნოსელის თანახმად, მთაზე ამაღლებული დიდი მოღვაწე საღვთო ბუნების განჭვრეტას დაეშურა. დავიმოწმებთ შესაბამის ადგილს: "... ევედრების [მოსე], რაჲთამცა გამოუჩნდა მას ღმერთი, არათუ ვითარ მას ძალ-ედვა ხილვად, არამედ ვითარცა იგი თავადი არს"2.
პირველი მნიშვნელობის თანახმად, ღვთის პირის უხილავობა გულისხმობს, რომ ქმნილება ვერასოდეს შეიმეცნებს საღვთო ბუნებას, რადგან შეუძლებელია, დროითა და სივრცით გარეშემოწერილი გონიერი არსება (ანგელოზი თუ ადამიანი) მარადიულ, ყველგანმყოფ ღმერთს არსობრივად ჭვრეტდეს; ხოლო თუკი ვინმე დაუსაბამო ბუნების მხილველობას მიაწერს საკუთარ თავს, ჭეშმარიტებისაგან გარემიქცეული, სიცრუის მქადაგებელი აღმოჩნდება. აი, რას ბრძანებს აღნიშნულის შესახებ ღირსი გრიგოლ ნოსელი:
ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 DECEMBER 2017 21:58)
- წმიდა იოანე ოქროპირი - ჭეშმარიტად აღდგა
- პეტრე იბერის შესახებ
- ედიშერ ჭელიძე - როგორი კაცობრივი სხეული მიიღო მაცხოვარმა - ადამის დაცემამდელი (ცოდვამდელი) თუ დაცემის (ცოდვის) შემდგომი?
- წმიდა დიონისე არეოპაგელი - "ანგელოზთა იერარქიის შესახებ"
- ედიშერ ჭელიძე - ლუკას სახარების სიტყვების გაგებისათვის: "ხოლო იესო წარემატებოდა ასაკით, სიბრძნითა და მადლით" (ლუკა 2.52)
- წმიდა დიონისე არეოპაგელის შრომა “საღმრთოთა სახელთათვის”
- ედიშერ ჭელიძე - მაცხოვრის კაცობრივი ბუნების მიერ ღმრთეების სისავსის მიღების შესახებ
- წმიდა დიონისე არეოპაგელი - “დადებითი” და “უარყოფითი” ღვთისმეტყველება





