library
მრავალენოვანი ბიბლია
მცირე ხნის წინ გამოქვეყნდა ფილოლოგიის და თეოლოგიის დოქტორის ედიშერ ჭელიძის მიერ მომზადებული "მრავალენოვანი ბიბლია" (I ნაწილი, "შესაქმე"). გთავაზობთ ამ წიგნის შესავალ ნაწილს
წინათქმა
„მრავალენოვანი ბიბლია“ ანუ “Biblia Polyglotta” ბიბლეისტური კვლევის უმნიშვნელოვანესი შენაძენია, ვინაიდან მასში პარალელურ სვეტებად არის წარმოდგენილი მთელი ბიბლიის სხვადასხვაენოვანი ტექსტი. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი არსებითად ორიგენემ გადადგა, როდესაც მან შეადგინა თავისი სახელგანთქმული „ჰექსაპლები“, თუმცა აღნიშნული ნაშრომი მხოლოდ ებრაულ-ბერძნულ ტექსტებს შეიცავდა (პირველი სვეტი - ებრაული ტექსტი, მეორე - ებრაული ტექსტის ბერძნული ტრანსლიტერაციაა, მესამე - აკვილას თარგმანი, მეოთხე - სვიმაქოსის თარგმანი, მეხუთე - სეპტუაგინტა, მეექვსე - თეოდოტიონის თარგმანი).
პირველი „მრავალენოვანი ბიბლია,“ ამ ტერმინის თანამედროვე გაგებით, ესაა კომპლუტუმის ცნობილი პოლიგლოტას ექვსტომეული, გამოცემული Diego López de Zúñiga -ს ხელმძღვანელობით 1514-1520 წწ-ში1. მასში „ძველი აღთქმა“ წარმოდგენილია სამ სვეტად (ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად), რასაც ემატება ონკელოსის თარგუმის არამეული ტექსტი, (ლათინური თარგმანითურთ) და ახალი აღთქმა ბერძნულ-ლათინურად. წიგნში აღნიშნული ტექსტების განლაგება კარგად ჩანს ქვემოთ წარმოდგენილ სქემაზე:
ბოლოს განახლდა (TUESDAY, 04 DECEMBER 2018 11:29)
- მწირის გულახდილი საუბრები სულიერ მოძღვართან
- დეკანოზი ალექსანდრე გოლუბოვი - პირველქმნილი ცოდვა და ადამიანური ბუნება
- ირაკლი ორჟონია - ეკლესიის მამათა ჰექსემერონული კომენტარების თეოლოგიური ანალიზი
- გიორგი ფლოროვსკი – ბერძნული და ლათინური აზრი ეკლესიის ადრეულ ხანაში*
- ედიშერ ჭელიძე - VI მს. საეკლესიო კრების სინოდალური განჩინება და მეცნიერთა შეფასებანი პეტრე იბერის შესახებ
- პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი – ევქარისტია
- პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი – საიდუმლო შეკრებისა*
- გაზეთ "საპატრიარქოს უწყებანის" 2008 წლის 28 აგვისტოს სპეციალური გამოშვება





