Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ამჯერად, კონკრეტულად და ფაქტობრივად უნდა გადავიდეთ იმ საკითხების განხილვაზე, რომელთა მიხედვითაც ბ-მა მ. ჩახავამ და მის კვალობაზე საქართველოს ძველმართლმადიდებელთა კავშირმა (მათ შორის, ცხადია, ბ-მა ზ. ნარმანიამ) ქართული სამოციქულო ეკლესია, როგორც ასეთი, ერეტიკულად გამოაცხადა. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ე.წ. ”ერეტიკულობის” ნიშნები, როგორც ეს ცხადად ჩანს მ. ჩახავას წიგნიდან, - იგივეა დღესაც, რაც ადრე იყო. ჩვენ დამოწმებული გვაქვს ციტატა დასახ. წიგნიდან, სადაც VI-VII სს-ის ეკლესიის შესახებ თქმული იყო ასეთი რამ: ”VIII ს-ის 50-იან წლებამდე საქართველოს ეკლესია მხარს უსწორებს ერეტიკულ ეკლესიებს, კერძოდ - სომხურს და სირიულს. თუ რა სულიერი საზრდო მიიღეს ამგვარი კულტურული ურთიერთობის ერეტიკოსებისაგან, ეს ნათლად ატყვია ფრესკებს, ხატებს, პირჯვრის წერას, ნათლობას, ზიარებას და სხვა (გვ. 24).

ზემოთ ვნახეთ, რომ ჭეშმარიტი ძეგლი, რუის-ურბნისის ძეგლისწერა, აგრეთვე, წმ. გიორგი მთაწმინდელი და ეფრემ მცირე მთლიანად უარყოფენ ქართული ეკლესიის, ქართველთა სარწმუნოების ოდესმე წვალებისაკენ მიდრეკას. ასე რომ, მ. ჩახავას ბრალდება ქართული ეკლესიისადმი VIII ს-ის 50-იან წლებამდე და თვით დავითის დრომდე მისი ერეტიკულობის შესახებ რუის-ურბნისის ძეგლისწერის მიხედვით სრულიად ყალბია (ზემორე მსჯელობის შემდეგ, ვფიქრობთ, ამაში დაგვეთანხმება თავად ბ-ნი მ. ჩახავაც). აღნიშნულის გამო, წინდაწინვე შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ იგივე ბრალდება, მიმართული ქართული სამოციქულო ეკლესიისადმი დღეს, ვფიქრობთ, არის მხოლოდ გაუგებრობა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 09 FEBRUARY 2019 11:34)

დაწვრილებით...