თანამედროვე მეცნიერებაში მიღებული აზრია, რომ ქვეყნიერების დასაბამიდან დღემდე მილიონობით წელია გასული, მაშინ როდესაც, საეკლესიო სწავლების თანახმად, სამყაროს შექმნასა და ქრისტეშობას შორის დაახლ. 5500 წლიანი შუალედია (დაკონკრეტებულად: "ალექსანდრიულით" - 5492, "ბიზანტიურით" - 5508, "ქართული დასაბამით" კი - 5604 წწ.). შეუძლებელია, ორივე თვალსაზრისი მივიჩნიოთ ჭეშმარიტებად (ე. ი., ერთი მხრივ, მითითება მილიონობით წლის შესახებ და, მეორე მხრივ, არასრული ექვსი ათასწლეულის ხსენება), რადგან მათი შეთავსება ვერაფრით მოხდება. ვფიქრობთ, ჰექსემერონული კომენტარების საფუძვლიანი გაცნობისას დაინტერესებული მკითხველი ლოგიკურ და ამომწურავ პასუხს მიიღებს კითხვაზე: დროის რა ხანგრძლივობას მოიცავდა შესაქმის თითოეული დღე? როგორ შეიძლება აიხსნას სამყაროს წარმოშობის მრავალი მილიონი წლით დათარიღების საკითხი საეკლესიო თვალსაზრისის თანახმად? უპირველესად, შევნიშნავთ, რომ ზემოხსენებული ორი ურთიერთსაწინააღმდეგო სწავლების დასაახლოვებლად ბიბლეისტთა ნაწილმა გამოსავალი შესაქმის დღეების თავისებურ განმარტებაში მოძებნა. მათი თქმით, როდესაც საუბარია სამყაროს დასაბამიდან ქრისტეშობამდელ პერიოდზე და 5492, 5508 ან 5604 წელია მითითებული, ათვლის წერტილად ადამისა და ევას შეცოდებისა და ედემის ბაღიდან მათი განდევნის შემდგომი პერიოდი მიიჩნევა, რადგან პირველმშობელთა დაცემის შედეგად სამყარო ახლებურ წესრიგს დაექვემდებარა; ცვალებადობამ კი (ხრწნადობამ, მოწყვლადობამ, მოკვდავობამ) არა მხოლოდ ადამიანური ბუნება მოიცვა, არამედ - მთელი კოსმოსი. ზემოხსენებულ მკვლევართა აზრით, შესაბამისად, სწორედ ცოდვით დაცემამ დაუდო დასაბამი დღე-ღამის ოცდაოთხსაათიან ხანგრძლივობას. რაც შეეხება შესაქმის ექვს დღეს, აღნიშნული დრო მათ მიერ ასტრონომიულ დღეებზე შეუდარებლად აღმატებულ - "ზეჟამეულ დროდ" არის გააზრებული. ისინი მსჯელობას ლოგიკურად აგრძელებენ და ამბობენ, რომ ვინაიდან ბიბლიური პირველი დღეების ხანგრძლივობა "ზეჟამიერი (ე. ი. განუსაზღვრელი) დროა", სამყაროს წარმოშობის რამდენიმე მილიონი წლით დათარიღებას წინ არაფერი უდგას, რადგან "ზეჟამეულობა" (ე. ი. დასაბამიერი პირველი ექვსი დღე), შესაძლოა, მრავალი ათასწლეული (მილიონობით წელი) გაგრძელებულიყო1.

ამგვარი მოსაზრების შესაძლებლობას, ერთი შეხედვით, თითქოს წმინდა წერილი იძლევა, რადგან ებრაულენოვან ტექსტში შესაქმის დღეებზე საუბრისას გამოყენებულია ტერმინი יוֹם (yom), რასაც ორი მნიშვნელობა აქვს: დღე, როგორც ოცდაოთხსაათიანი ხანგრძლივობა, და დრო, როგორც განუსაზღვრელი ოდენობა2. სეპტუაგინტაში ხსენებული ებრაული ტერმინის შესატყვისად დამოწმებულია ἡμέρα3, რომელიც ზედმიწევნით ანალოგიურად განიმარტება: დღე და დრო (რაც, ასევე, არ იძლევა დროის კონკრეტული, ზუსტი განსაზღვრების შესაძლებლობას)4.

ზემოხსენებულ კითხვებში გასარკვევად, ბუნებრივია, ეკლესიის მოძღვართა შესაბამისი განმარტებები უნდა მოვიძიოთ, რომ საეკლესიო სწავლების სისავსე წარმოჩნდეს. ამჯერად კესარიელი მღვდელთმთავრის, წმ. ბასილი დიდის, ჰექსემერონულ კომენტარებს დავიმოწმებთ, რომელშიც ჩვენთვის საყურადღებო საკითხია მიმოხილული5. აი, რას ბრძანებს იგი:

"და რაჲსათჳს არა თქუა «პირველი», არამედ - «ერთი»? რამეთუ უფროჲსცა შეჰგვანდა ესე, ვინაჲთგან ეგულებოდა შეძინებაჲ მეორისა და მესამისაჲ და მეოთხისა დღისაჲ, რაჲთა დასაბამისა მისდა შემდგომთაჲსა პირველად ეწოდა. არამედ ერთად სახელ-სდვა ესე ამისთჳს, რაჲთა საზომი დღისა და ღამისაჲ შემოსაზღვროს და შეაერთოს სიგრძე იგი მათი და რაჲთა ოც-და-ოთხთა ჟამთა მიერ სრულ-იქმნებოდის ერთბამად სივრცე დღისა და ღამისაჲ, ვიდრე-ღა დაღაცათუ მოქცევითა მზისაჲთა წარემატებოდინ იგი ურთიერთარს, არამედ განწესებულსა მას შინა ჟამსა გარე-შემოიწერებოდის სიგრძე იგი ორთაჲვე მათ თჳნიერ ყოვლისა ცილობისა"6.

კაპადოკიელი წმინდანის წარმოდგენილ სწავლებაში ორი უაღრესად საყურადღებო საკითხი იკვეთება: პირველი ის, თუ როგორია შესაქმის დღეთა საათობრივი ხანგრძლივობა (დროის რა ოდენობას მოიცავდა სამყაროს შექმნისას აღწერილი შვიდი დღიდან თითოეული) და, მეორე, თუ რატომ არ უწოდა მოსემ დღეთა დასაბამს «დღე პირველი», მაშინ როდესაც შესაქმის სხვა დღეებზე საუბრისას რიგობითი რიცხვითი სახელები გამოიყენა მან (შდრ. «დღე მეორე», «დღე მესამე», «დღე მეოთხე», «დღე მეხუთე», «დღე მეექვსე» და «დღე მეშვიდე»). ბუნებრივია, ამგვარი წყობა, ერთი შეხედვით, თითქოსდა თავისთავად მოითხოვდა, რომ დასაბამში მომხდარ მოვლენებზე საუბრის შემდგომ (იგულისხმება დაბ. 1. 1-2), ჰექსემერონულ თანმიმდევრობაში გამოყენებული ყოფილიყო გამოთქმა - «დღე პირველი», მაგრამ ნაცვლად ამისა, ღვთისგამომეტყველმა წინასწარმეტყველმა არა რიგობითი, არამედ რაოდენობითი რიცხვითი სახელი - «დღე ერთი» - შემოგვთავაზა (შდრ. "და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღჱ იგი ერთი")7. ბასილი დიდის დამოწმებული განმარტების თანახმად, მოსეს მიერ გამოყენებული გამოთქმა - «დღე ერთი» ბიბლიური პირველი შვიდი დღის ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ საიდუმლოს გაგვიმხელს. კერძოდ, წმინდა წერილში მოხმობილი ტერმინი «ერთი» პირველი დღისა და ღამის ერთ მთლიანობას, მათ განუყოფლობას გვიმოწმებს, ამასთან, არსებითად იმას გვიცხადებს, რომ ყოველი მომდევნო დღე საკუთარ თავში პირველი დღის ხატებას ატარებს, რადგანაც დროისა თუ დღე-ღამის მონაცვლეობის მნიშვნელობით, «დღჱ იგი ერთი» - ესაა არქეტიპი, პირველნიმუში შემდგომი დღეებისა და განსაზღვრავს კიდეც მათ ხანგრძლივობას. წმ. ბასილი ორაზროვნების გარეშე მიუთითებს პირველი დღე-ღამის ოცდაოთხსაათიან მიმოქცევაზე: "არამედ «ერთად» სახელ-სდვა ესე ამისთჳს (ე. ი. პირველ დღესთან მიმართებით მოსემ ტერმინი «ერთი» იმ მიზეზით გამოიყენა; ი. ო.), რაჲთა საზომი დღისა და ღამისაჲ შემოსაზღვროს და შეაერთოს სიგრძე იგი მათი და რაჲთა ოც-და-ოთხთა ჟამთა8 მიერ სრულ იქმნებოდის ერთბამად სივრცჱ დღისა და ღამისაჲ"9. შესაბამისად, ვინაიდან სამყაროს ისტორიის დასაბამიერი «დღე ერთი» ოცდაოთხსაათიანი ხანგრძლივობის იყო, მისი ყოველი მომდევნო დღე დროის იმავე ოდენობას (ე. ი. ოცდაოთხ საათს) მოიცავს.

კესარია-კაპადოკიელი მღვდელმთავარი საკუთარ ჰომილიაში ერთგან ბრძანებს: "საქმენი იგი დღისა მის პირველისნი და უფროჲს-ღა ერთისანი" (შდრ. Gr. Τὰ τῆς πρώτης ἡμέρας ἔργα, μᾶλλον δὲ τὰ τῆς μιᾶς)10. აღნიშნული უწყებით, ღირსი მოძღვარი, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ღრმა თეოლოგიური შინაარსით დატვირთული რიცხვითი სახელების მკაცრ ტერმინოლოგიურ გამიჯნულობაზე მიგვითითებს და შენიშნავს, რომ ნათლის შექმნის დღეს შესაძლებელია, პირობითად ვუწოდოთ "პირველი" (Gr. πρώτη), მაგრამ მასში გააზრებული საღვთისმეტყველო მოძღვრების სრული სისავსით შესამეცნებლად ზედმიწევნითი შესატყვისი - "ერთი" (Gr. μία) უნდა გამოვიყენოთ.

წმინდა ეფრემ ასური იმავე საკითხზე მსჯელობისას რჯულდებითად განაჩინებს, რომ შესაქმის დღეები ოცდაოთხსაათიანი იყო. მოვიყვანთ შესაბამის სწავლებას:

"პირველი ღამის დასაწყისში, ცის, მიწის, ბნელის, უფსკრულისა და წყლების თაობაზე თხრობის შემდეგ, მოსემ დაიწყო საუბარი პირველი დღის დილას ნათლის შექმნის შესახებ. მაშ ასე, ღამის თორმეტი საათის გასვლისას ღრუბლებსა და წყლებს შორის ნათელი შეიქმნა და მან ღრუბლების ჩრდილი გაფანტა, რომელიც წყლებს ზემოთ იქცეოდა და სიბნელეს წარმოქმნიდა. მაშინ დაიწყო ნისანის პირველი თვე და მისი დღეები თუ ღამეები საათების თანაბარ რიცხვს შეადგენდა11. ნათელი თორმეტი საათის განმავლობაში უნდა ყოფილიყო, რომ დღეს იმდენივე დრო მოეცვა საკუთარ თავში, რა დროცა და ხანგრძლივობაც ღამემ განვლო. მართალია, ნათელი და ღრუბლები მყისიერად შეიქმნა, მაგრამ პირველი დღის დღეცა და ღამეც თორმეტი საათის განმავლობაში გრძელდებოდა"12.

ამჯერად ნეტარი ავგუსტინეს შესაბამის სწავლებას წარმოვადგენთ. იპონიელი მოძღვარი ისეთ ფუნდამენტურ და ყოვლისმომცველ ეგზეგეტიკურ შრომაში, როგორიცაა "ღვთის ქალაქისათვის", მეთორმეტე წიგნის მეათე თავს ასე ასათაურებს: "იმ ისტორიის სიყალბის შესახებ, გარდასულ დროს მრავალ ათას წელს რომ მიაწერს"13 და ხსენებულ ნაშრომში სამყაროს დათარიღების საკითხს ორგზის მიმოიხილავს. აღნიშნულ თავში ღირსი მღვდელთმთავარი თავისი დროისთვის გავრცელებულ ცრუ სწავლებას განაქიქებს, რომლის მიმდევარნიც მარადიულ არსებობას განუკუთვნებდნენ სამყაროს და იმავე მარადიულობას ადამიანსაც მიაწერდნენ. ხსენებულ პიროვნებებზე საუბრისას ნეტარი მამა ერთგან შენიშნავს: "ისინი ზოგიერთი ფრიად ყალბი თხზულებითაც ტყუვდებიან, რომლებშიც გადმოცემულია, თითქოს ისტორია საკუთარ თავში მრავალ ათას წელს მოიცავს, მაშინ როდესაც წმინდა წერილის თანახმად, ჩვენ ადამიანის შექმნიდან სრულ ექვსი ათას წელსაც არ აღვრიცხავთ"14.

წინადადების ხაზგასმულ ნაწილში ნეტარი ავგუსტინე დროის ათვლის წერტილად პირველმშობელთა შექმნას ასახელებს, ხოლო დასასრულზე მინიშნებას არ გვთავაზობს, რაც მოხმობილი დათარიღების ორნაირად გააზრების შესაძლებლობას იძლევა. პირველი მნიშვნელობის თანახმად, სავარაუდოა, იპონიელი მღვდელთმთავარი დროის თვლას ქრსიტეშობით აბოლოვებდეს. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ადამიანის შექმნიდან ძე ღმერთის განკაცებამდე გასული ვადაა არასრული ექვსი ათასი წელი.

მეორე, რადგანაც ღირსი მღვდელთმთავარი არაფერზე მიგვითითებს, შესაძლოა, იმავე ჟამთააღრიცხვაში ბოლო მიჯნად არა პირველ საუკუნეს, არამედ საკუთარი მოღვაწეობის პერიოდს მოიაზრებს, ნეტარი ავგუსტინე კი IV-V საუკუნეებში ცხოვრობდა (354 – 430 წწ.). საქმე ისაა, რომ ადამიანის შექმნიდან ახალი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნემდე განვლილი დროის შეკრებისას სურათი არსებითად არ იცვლება. კვლავ გავიხსენებთ, რომ სამყაროს დასაბამიდან ქრისტეშობამდელი ჟამთააღნუსხვის ზემოდამოწმებული სამი მონაცემი ასეა წარმოდგენილი: "ალექსანდრიულით" - 5492 წ., "ბიზანტიურით" - 5508 წ., "ქართული დასაბამით" - 5604 წ. ამდენად, "ალექსანდრიულ" მონაცემს მიმატებული ოთხი საუკუნე კვლავაც არასრული ექვსი ათასი წელია (შდრ. 5492+400=5892); იგივე ვითარებაა "ბიზანტიურის" შემთხვევაშიც (შდრ. 5508+400=5908). სათქმელს შევაჯამებთ და აღვნიშნავთ, რომ იპონიელი მოძღვრის თანახმად, ჩვენი პირველმშობლების შექმნიდან ქრისტეშობამდე ან თავად ღირსი მამის სამოღვაწეო ეპოქამდე არასრულმა ექვსმა ათასმა წელმა განვლო.

ამჯერად ნეტარი ავგუსიტინეს ზემოხსენებული შრომიდან ("ღვთის ქალაქისათვის") ჩვენთვის საყურადღებო მეორე ცნობას დავიმოწმებთ. კერძოდ, ესაა მეთორმეტე წიგნის მეთორმეტე თავი, რომლის სათაურია: "თუ რა უნდა ვუპასუხოთ მათ, ვინც მიგვითითებს, რომ ადამიანის პირველი შექმნა გვიან აღსრულდა". დავიმოწმებთ შესაბამის თარგმანს: "რასაც სამყაროს წარმომავლობაზე საუბრისას ვპასუხობდით მათ, ვინც მარადიულად, თუმცა მყოფობის საწყისის მიმღებად მიიჩნევდა ქვეყნიერებას15, როგორც ცხადად მიუთითებს ამას პლატონი, - თუმცა ზოგის ვარაუდით, იგი ერთს ამბობდა, ხოლო სულ სხვას ფიქრობდა, - იმავეს მივუგებდით ადამიანის პირველი შექმნის შესახებ პასუხად იმას, ვისაც გაურკვევლობა აბრკოლებს, თუ რატომ არ შეიქმნა ადამიანი ამ დაუსრულებლად განგრძობადი წარსულის აღურიცხავ დროებაში, არამედ ისე გვიან შეიძინა მყოფობა, რომ, წერილის თანახმად, ექვსი ათას წელზე ნაკლებმა განვლო, რაც არსებობა მიიღო მან (შდრ. ლათ. ut minus quam sex millia sint annorum, ex que esse caepisse in sacris Litteris invenitur16); თუკი დროის სიმცირე აშფოთებთ და თვლიან, რომ ძალზე მცირე წლებია გასული მას შემდეგ, რაც ჩვენი წერილის თანახმად შეგვამოვნდა ადამიანი, ყურადიღონ, რომ არაფერია მუდმივი, რასაც უკანასკნელი რამ ზღვარი გააჩნია. ამიტომაც განსაზღვრული საუკუნეების ოდენობა, ზღვარდაუდებელ მარადისობასთან შედარებით, არათუ მცირედად მივიჩნიოთ, არამედ ნულს გავუტოლოთ. ასე რომ, თუკი ვიტყოდით, რომ ღვთის მიერ ადამიანის შექმნის შემდეგ არა ხუთი ან ექვსი, არამედ სამოცი თუ ექვსასი ათასი, ანთუ ექვსი ან სამოცი მილიონი წელი გავიდა (შდრ. ლათ. Ac per hoc, si non quinque vel sex, verum etiam sexaginta millia, sive sexcenta, aut sexagies, aut sexcenties, aut sexcenties millles dicerentur annorum ... ex quo Deus hominem fecit17), თანაც ამასთან, ამ რიცხვის რაოდენობას იმდენგზის გავზრდიდით, რომ ღმერთის მიერ ადამიანის შექმნიდან შეკრებილი წლების ჯამს სახელს ვეღარ მოვუძებნიდით, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო გვედავა [კითხვაზე]: რატომ არ შეიქმნა ადამიანი უფრო ადრე?"18

დამოწმებულ განმარტებაში ნეტარი ავგუსტინე მეთორმეტე წიგნის მეათე თავში გაჟღერებულ სწავლებას კვლავ იმეორებს და საეკლესიო რჯულდებისადმი სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებთან პაექრობისას დიალექტიკურ ხერხს მიმართავს. იპონიელი მოღვაწე, ერთი მხრივ, წმინდა წერილზე დაფუძნებულ მოძღვრებას წარმოგვიდგენს, რომლის თანახმადაც ადამიანის შექმნიდან ქრისტეშობამდე (ან თავად ნეტარ ავგუსტინემდე) განვლილი დრო ექვსი ათას წელს არ აღემატება; მეორე მხრივ კი, აღნიშნულ რჯულდებას ხსენებულ სკეპტიკოსთა თვალსაზრისს უპირისპირებს და მათი არგუმენტების საფუძველზე ცდილობს, დაანახოს თავიანთი შეხედულების სიმცდარე.

ნეტარი ავგუსტინეს წარმოდგენილი სწავლება ასე ჯამდება: საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მიიჩნევდა რა, რომ სამყარო თანამარადიულია ღვთისა და, ამასთან, წმინდა წერილში გადმოცემული წელთაღრიცხვის თანახმად, ადამიდან ქრისტეშობამდე განვლილი დრო ჯამში არასრული ექვსი ათასი წელია, ცდილობდა გაერკვია, თუ რა მიზეზით არ შეაგვამოვნა ღმერთმა ადამიანი გაცილებით უფრო ადრე. იპონიელი მოძღვრის თანახმად, წმინდა წერილის ცნობა ქრისტეშობამდე სულ რაღაც ხუთი ათასწლეულით უწინარეს ადამიანის გაჩენის შესახებ, თუნდაც უსასრულოდ განგვევრცო და ნაცვლად ხუთი თუ ექვსი ათასისა, სამოცი ან ექვსასი ათასი, მეტიც, ექვსი ანაც სამოცი მილიონი წელი დაგვესახელებინა, ამასთან, კიდევ უფრო შორს წავსულიყავით და დროის ხსენებული ჩამონათვალი ისე გაგვეზარდა, რომ მიღებული ჯამი შესაბამისი რიცხვის არარსებობის მიზეზით ვერ გამოგვეთქვა, ადამიანის შექმნის ჟამი მაინც სადავო საკითხად დარჩებოდა, რადგან უდროობაში განფენილი მარადისობა მუდმივად მოგვცემდა შესაძლებლობას, შესაბამისი მიჯნა უფრო ღრმად გადაგვეწია და ასე უსასრულოდ.

მკითხველს კვლავ შევახსენებთ, რომ მკვლევართა გარკვეული ნაწილი ოცდაოთხსაათიანი დღე-ღამის არსებობას პირველმშობელთა ცოდვით დაცემის შემდგომ პერიოდს განუკუთვნებს, ხოლო შესაქმის დღეების უწინარეს ჟამს იდუმალებით მოცულ დროდ აღიქვამს, რითაც, მათივე თქმით, შესაძლებელია, თანამედროვე მეცნიერებაში მრავალი მილიონი თუ მილიარდი წლით სამყაროს დათარიღების საკითხი წმინდა წერილის სწავლებას შეუჯერდეს. აღნიშნულის ფონზე ნეტარი ავგუსტინეს ზემოგანხილული მოძღვრება ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა. საქმე ისაა, რომ იპონიელი მღვდელთმთავარი საკუთარ შრომაში წელთა აღრიცხვას რამდენჯერმე გვთავაზობს. კვლავ დავიმოწმებთ ზემოხსენებული შრომის - "ღვთის ქალაქისათვის" მეთორმეტე წიგნის მეათე თავის სათაურს: "იმ ისტორიის სიყალბის შესახებ, გარდასულ დროს მრავალ ათას წელს რომ მიაწერს". ზედმეტი განხილვისგან თავს შევიკავებთ, რადგან ყველაფერი თავისთავად ცხადია და, უბრალოდ, აღვნიშნავთ, რომ წარმოდეგნილ დასათაურებაში არათუ მრავალი მილიონი თუ მილიარდი წლის მანძილზე სამყაროს არსებობის შესახებ სწავლებაა განქიქებული, არამედ საზღვრები უფრო შემჭიდროვებულია და ძველი აღთქმის ეპოქისათვის ექვსი ათას წელზე აღმატებული ჟამთააღრიცხვის მიმკუთვნებელთა შეხედულება სიცრუედ არის გამოცხადებული. იმავე თავში ვკითხულობთ: "ჩვენ ადამიანის შექმნიდან სრულ ექვსი ათას წელსაც არ აღვრიცხავთ". მეთორმეტე წიგნის მეთორმეტე თავი: "წერილის თანახმად, ექვსი ათას წელზე ნაკლებმა განვლო, რაც არსებობა მიიღო მან (ადამიანმა; ი. ო.)". იქვე: "თუკი ვიტყოდით, რომ ღვთის მიერ ადამიანის შექმნის შემდეგ არა ხუთი ან ექვსი, არამედ სამოცი თუ ექვსასი ათასი, ანთუ ექვსი ან სამოცი მილიონი წელი გავიდა...".

ნეტარი ავგუსტინე ყველა მოყვანილ უწყებაში დროის ათვლისას დასაბამად არათუ პირველმშობელთა შეცოდების შემდეგ პერიოდზე მიგვითითებს, არამედ უგამონაკლისოდ ერთსა და იმავე მოვლენაზე ამახვილებს ყურადღებას: ადამისა და ევას საკუთრივ შექმნიდან, ე. ი. ჰექსემერონის მეექვსე დღეს იწყება მის მიერ წარმოდგენილი ჟამთა აღრიცხვა და, როგორც ზემოთ მივუთითებდით, ქრისტეშობამდე (ან ახ. წ. აღ-ის V ს-მდე) განვლილი წლების ჯამი არასრული ექვსი ათასით შემოიკრიბება. მოხმობილ მსჯელობაში არსებითი ისაა, რომ თუკი მხოლოდ ცოდვით დაცემას მოსდევს დღე-ღამის ოცდაოთხსაათიანი აღნუსხვა, ხოლო შეცოდებამდელი პერიოდი საკუთარ თავში მრავალ მილიონსა თუ მილიარდ წელს მოიცავს, ბუნებრივია, ხსენებული რაოდენობის ექვსზე გადანაწილებისას, ჰექსემერონის თითოეულ დღეს ასევე მილიონობით წელი უნდა განვუკუთვნოთ (რომ ჯამში მრავალი მილიონი თუ რამდენიმე მილიარდი მივიღოთ). შესაბამისად, ამგვარი ლოგიკა იქითკენ მიგვმართავს, რომ აღმოსავლეთით დანერგილ ედემის ბაღში ღვთის სიტყვის დარღვევამდე ადამისა და ევას მიერ გატარებულ დროში ასევე მილიონობით წელი ვიგულისხმოთ. და მართლაც, თუკი ამგვარი განსჯა საეკლესიო თვალთახედვაა, ნეტარი ავგუსტინე (ზემოხსენებულ ბასილი დიდთან და წმინდა ეფრემ ასურთან ერთად) განა ვალდებული არ იყო, ჟამთა ხსენებულ ცვალებადობაზე ესაუბრა და საკუთარ ნაშრომში დაკონკრეტებულად ეუწყებინა ჩვენთვის, რომ არასრული ექვსი ათასი წელი არა პირველმშობელთა შექმნიდან დაწყებული დროის აღნუსხვაა, არამედ შეცოდების მერმინდელ ვითარებას გვაუწყებს? დარწმუნებით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მსგავსი მოსაზრების არსებობის შემთხვევაში იპონიელი მოძღვარი უპირობოდ ისაუბრებდა აღნიშნულის თაობაზე, რადგან საკმარისია მკითხველმა უბრალოდ თვალი გადაავლოს მრავალგზის ხსენებული შრომის - „ღვთის ქალაქისათვის“ სარჩევს, რომელიც ოცდაორ წიგნსა და ექვსას ორმოცდათერთმეტ თავს აერთიანებს და, ფაქტობრივად, არ დარჩენილა ისეთი საკითხი, ღირს მღვდელთმთავარს განხილვის გარეშე რომ დაეტოვებინა და, მიუხედავად ამისა, ზემოთქმულისებრ, ნეტარი ავგუსტინეს დამოწმებული საყურადღებო განხილვა უგამონაკლისოდ ყველა შემთხვევაში იდენტურია და ათვლის წერტილად ადამიანის შექმნაა ნახსენები, მაშინ როდესაც არც ერთი განსხვავებული, საპირისპირო უწყება არ გვხვდება.

იმავე საკითხთან მიმართებით ვრცელ მსჯელობას ვხვდებით თეოფილე ანტიოქიელის შრომაში, სახელწოდებით "ავტოლიკესადმი". ღირსი მღვდელთმთავარი წმინდა წერილსა თუ ისტორიაში ნახსენები ადამიანების ცხოვრების წლებს დეტალურად აღნუსხავს და შეაჯამებს, რის საფუძველზეც ღვთისაგან შექმნილი სამყაროს ასაკს განსაზღვრავს. დავიმოწმებთ ხსენებული შრომის დასკვნით ნაწილს:

"სამყაროს შექმნიდან წარღვნამდე 2242 წელმა განვლო, წარღვნიდან ჩვენი წინაპრის, აბრაამის შვილის შეძენამდე - 1036 წელმა, აბრაამის შვილიდან, ისააკიდან, ვიდრე მოსესთან ერთად ხალხის უდაბნოში მოგზაურობამდე - 660 წელმა. მოსეს აღსასრულისა და ისუ ნავეს მიერ წინამძღოლობის მიღების დროიდან მამამთავარ დავითის გარდაცვალებამდე - 498 წელმა. დავითის სიკვდილისა და სოლომონის მეფობიდან ბაბილონის მიწაზე ხალხის მწირობის დრომდე (μέχρι τῆς παροικίας) – 518 წელმა, 6 თვემ და 10 დღემ. კიროსის მეფობიდან თვითმპყრობელ (αὐτοκράτορος) ავრელიუს ვერას გარდაცვალების ჟამამდე - 741 წელმა. სამყაროს შექმნიდან შეიკრიბება ყველა წელი, ჯამში - 5695, რამდენიმე თვისა და დღის შემატებით"19.

თეოფილე ანტიოქიელი წარმოდგენილ ეგზეგეზისში ქვეყნიერების ისტორიას ექვს ნაწილად განყოფს და ჩამოთვლილ მოვლენათა შორის არსებულ დროის ხანგრძლივობაზე მიუთითებს: 1. სამყაროს შექმნიდან წარღვნამდე (2242 წელი); 2. წარღვნიდან აბრაამის ძის შობამდე (1036 წელი); 3. ისააკიდან მოსემდე (660 წელი); 4. მოსეს აღსასრულიდან დავითის გარდაცვალებამდე (498 წელი); 5. სოლომონის გამეფებიდან ბაბილონური ტყვეობის დასასრულამდე (518 წელი, 6 თვე და 10 დღე); 6. კიროსიდან მარკუს ავრელიუსის სიკვდილამდე (741 წელი). ჯამში - 5695 წელი.

ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში მოღვაწე ანტიოქიელი მღვდელთმთავარი ათვლის წერტილად სამყაროს შექმნას ასახელებს, ხოლო დასასრულს მარკუს ავრელიუსის გარდაცვალებით განსაზღვრავს. ხსენებული იმპერატორი ახ. წ. აღ-ის 180 წელს აღესრულა. შესაბამისად, თეოფილეს მიერ ჟამთა აღრიცხვისას შეჯამებული წლები (5695 წელი) ქვეყნიერების დასაბამიდან ახ. წ. აღ-ის 180 წლამდე განვლილი თარიღია.

მოცემულ ვითარებაში ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი პერიოდი (სამყაროს შექმნიდან წარღვნამდე), რადგან შესაქმის ექვსი დღე სწორედ ამ ნაწილში ექცევა. როგორც ვნახეთ, ანტიოქიელი მღვდელთმთავრის სწავლებაში თვალნათლივ არის გამოთქმული მოძღვრება, რომ სამყაროს შექმნიდან საყოველთაო წარღვნამდე არათუ დროის განუსაზღვრელი რაოდენობა, არამედ 2242 წლიანი შუალედია (შდრ. "სამყაროს შექმნიდან წარღვნამდე 2242 წელმა განვლო". Gr. ἀπὸ κτίσεως κόσμου ἕως κατακλυσμοῦ ἐγένοντο ἔτη βσμβ´. რუს. "от сотворения мира до потопа прошло 2242 года"; ინგლ. "From the creation of the world to the deluge were 2242 years").

წარმოდგენილი სწავლება ზედმიწევნით თანხვდება ეკლესიის მამათა ზემოდამოწმებულ მოძღვრებას, რადგან, მართალია, ერთი მხრივ, თეოფილე ანტიოქიელის შრომაში შესაქმის დღეებზე საუბრისას ოცდაოთხსაათიანი ხანგრძლივობის თაობაზე პირდაპირი მითითებები არსად გვხვდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დამოწმებული ჟამთააღრიცხვა უეჭველად ცხადყოფს, რომ დიდი მღვდელთმთავარი პირველ შვიდ დღეში არათუ დროის განუსაზღვრელ ხანგრძლივობას (რამდენიმე მილიონ წელს) მოიაზრებდა, არამედ, ჩვეულებრივ, მკაცრად განსაზღვრულ ასტრონომიულ დღეებად აღიქვამდა მათ20.

მსჯელობას განვაგრძობთ და ამჯერად ეკლესიის დიდი მოძღვრის, წმინდა იოანე დამასკელის, შესაბამის სწავლებას დავიმოწმებთ. აი, რას ბრძანებს იგი:

"პირველად სახელი დაერქვა არა ღამეს, არამედ დღეს. ასე რომ, პირველი არის დღე და ბოლო არის ღამე. ამიტომ, ღამე მოსდევს დღეს და დღის დაწყებიდან მეორე დღემდე ერთი დღე-ღამეა, რადგან წერილმა თქვა: «და იყო საღამო, და იყო განთიადი - ერთი დღე» (დაბ. 1.5)"21.


მართალია, ღირსი მოძღვარი შესაქმის დღეთა დროის საათობრივ განსაზღვრებას არ გვთავაზობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოცემულ ვითარებაში ერთი ფრიად საყურადღებო გარემოება იკვეთება. საქმე ისაა, რომ დამასკელ წმინდანს ზედმიწევნითი გამოწლვილვით ჰქონდა შესწავლილი უწინარეს მოღვაწე ეკლესიის მამათა ეგზეგეტიკური შრომები (მათ შორის ჩვენ მიერ ზემომოხმობილი წყაროები, განსაკუთრებით, ბასილი დიდის "ექუსთა დღეთაჲ"), რასაც თავად მის მიერ შედგენილი "გარდამოცემა" ცხადყოფს22. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულების არსებობის შემთხვევაში, თუკი ღირსი იოანე არ იზიარებდა შესაქმის დღეთა ოცდაოთხსაათიანი ხანგრძლივობის თაობაზე სწავლებას და არ მიიჩნევდა მას საეკლესიო მოძღვრებად, გარდაუვალი, უპირობო ვალდებულება ჰქონდა, მართლმადიდებლური დოგმატების შემომკრებ სახელმძღვანელოში საპირისპირო მოსაზრება დაემოწმებინა. ის კი, ეთანხმება რა მამათა ეგზეგეზისში ნაუწყებ სწავლებას და აღარ მიიჩნევს საჭიროდ, ზემოჩამოთვლილ მოძღვართა საყოველთაოდ აღიარებული და თავისთავად ცხადი რჯულდება განსხვავებული სახით განმარტოს, ბიბლიურ პირველ დღე-ღამეზე საუბრისას კომენტირების გარეშე ტოვებს აღნიშნულ ადგილს და, უბრალოდ, შენიშნავს:

"ღამე მოსდევს დღეს და დღის დაწყებიდან მეორე დღემდე ერთი დღე-ღამეა, რადგან წერილმა თქვა: «და იყო საღამო, და იყო განთიადი - ერთი დღე".

წარმოდგენილი მოსაზრების ჭეშმარიტებას "გარდამოცემის" ბერძნული ტექსტი განამტკიცებს:

Οὐκ ἐκλήθη δὲ πρώτη ἡ νύξ, ἀλλ᾿ ἡ ἡμέρα· ὥστε πρώτη ἐστὶν ἡ ἡμέρα καὶ ἐσχάτη ἡ νύξ. ᾿Ακολουθεῖ οὖν ἡ νὺξ τῇ ἡμέρᾳ, καὶ ἀπ᾿ ἀρχῆς τῆς ἡμέρας ἕως τῆς ἄλλης ἡμέρας ἓν νυχθήμερόν ἐστιν· ἔφη γὰρ ἡ Γραφή· «Καὶ ἐγένετο ἑσπέρα καὶ ἐγένετο πρωί, ἡμέρα μία» (PG. t. 94, 1989: 888).

მოცემულშემთხვევაში განსაკუთრებით საყურადღებოა ხაზგასმული ტერმინი νυχθήμερόν. როგორც ცნობილია, წმინდა იოანეს შედგენილი დოგმატური სახელმძღვანელო XI-XII საუკუნეებში ქართულ ენაზე ორგზის ითარგმნა. პირველი თარგმანი წმინდა ეფრემ მცირის სახელს უკავშირდება, ხოლო მეორე - წმინდა არსენ იყალთოელს. დავიმოწმებთ ორივე ტექსტის შესაბამის ადგილს:

(წმ. ეფრემ მცირე): "ხოლო არა სახელ-ედვა პირველად ღამესა, არამედ დღესა, ვინაჲცა პირველი არს დღე და უკანაჲსკნელი არს ღამე. და დაწყებითგან დღისაჲთ ვიდრე სხუად დღედმდე, ერთად დღედ და ღამედ აღირაცხუვიან, რამეთუ ესრეთ იტყჳს წერილი: «და იყო მწუხრი და იყო განთიად დღე იგი ერთი»" (წმინდა იოანე დამასკელი 2000: 86-87); (წმ. არსენ იყალთოელი): "ხოლო არა იწოდა პირველი ღამე, არამედ დღე, რომლისათჳსცა პირველი არს დღე და შემდგომი - ღამე. შეუდგს უკუე ღამე დღესა და დაწყებითგან დღისაჲთ ვიდრე სხუად დღედმდე ერთი ღამე-დღე არს. რამეთუ იტყჳს წერილი: «და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი» (წმინდა იოანე დამასკელი 2000: 86-87). აქვე დავიმოწმებთ ე. ჭელიძის თანამედროვე ქართულ თარგმანს: "პირველად სახელი დაერქვა არა ღამეს, არამედ დღეს. ასე რომ, პირველი არის დღე და ბოლო არის ღამე. ამიტომ, ღამე მოსდევს დღეს და დღის დაწყებიდან მეორე დღემდე ერთი დღე-ღამეა, რადგან წერილმა თქვა: «და იყო საღამო, და იყო განთიადი - ერთი დღე» (დაბ. 1.5)" (წმინდა იოანე დამასკელი 2000: 349).

წარმოდგენილი წყაროების შეჯამების შედეგად ზემოხსენებული ბერძნული ტერმინის (νυχθήμερόν) შემდეგი შესატყვისები გამოიკვეთა: დღე და ღამე (ეფრემი), ღამე-დღე (არსენი), დღე- ღამე (თანამედ. თარგმანი). მოცემულ ვითარებაში არსებითი ისაა, რომ, ერთი მხრივ, კონტექსტის გათვალისწინებით, აშკარაა, საუბარია საეკლესიო სწავლებად აღიარებულ დროის ოცდაოთხსაათიან მონაკვეთზე, რადგან შესაქმის დღეების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნავდით, შრომის ავტორი (წმინდა იოანე) ვალდებული იყო, განემარტა მის მიერ მოხმობილი ბერძნული კომპოზიტის შინაარსი, თუ დროის რა ხანგრძლივობას მოიაზრებდა პირველ დღე-ღამეში (კერძოდ, ტერმინში νυχθήμερόν), რომ დაინტერესებულ მკითხველს მცდარი დასკვნები არ გამოეტანა (მაგრამ ვინაიდან ეკლესიის მამათა ზემოდამოწმებული ერთსულოვანი სწავლებანი უცილობელ ჭეშმარიტებად იყო აღიარებული, ფუჭადდამაშვრალობის საჭიროებაც აღარ არსებობდა); მეორე მხრივ, თავად დამასკელი მოძღვრის მიერ დედანში დამოწმებული კომპოზიტი აარიდებდა ბერძნული ენის მცოდნე ადამიანს ცდომილებას, რადგან νυχθήμερόν ისეთი დღე-ღამის აღმნიშვნელი ტერმინია, რომლის ხანგრძლივობა ოცდაოთხი საათი გრძელდება, რასაც თვალნათლივ ამოწმებს შესაბამისი ლექსიკონური მონაცემები23.

ამჯერად ანდრია კესარია-კაპადოკიელის შრომას დავიმოწმებთ. ხსენებული მღვდელთმთავარი "აპოკალიპსის" წიგნში საყვირებთან დაკავშირებით გადმოცემულ იდუმალ სწავლებას განმარტავს24 და ერთგან შენიშნავს: "ამათ სიტყუათა მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ,ვითარმედ მეშჳდათასესა წელსა დასაბამითგან სოფლისაჲთ, რომელსა მოასწავებს მეშჳდჱ იგი საყჳრი, მაშინ აღესრულნენ ყოველნი სიტყუანი წინაწარმეტყველთანი, რომელნი თქუნეს აღსასრულისათჳს"25.

წარმოდგენილ მოძღვრებაში საუბარია იმის შესახებ, რომ "გამოცხადების" წიგნში ნაუწყები მეშვიდე საყვირის ხმოვანება სამყაროს აღსასრულის თაობაზე წინასწარმეტყველთა მიერ მრავალგზის გაცხადებულს გვამცნობს, ე. ი. ესქატოლოგიური ხასიათის სწავლებას გადმოგვცემს. კესარია-კაპადოკიელი მღვდელთმთავრის თანახმად, შვიდი საყვირი თითო ათასწლეულის მომასწავლებელია და სწორედ მეშვიდე საყვირის ხმოვანებისას, ე.ი. მეშვიდე ათასწლეულს მოხდება მაცხოვრის მეორედ მოსვლა.

ვინაიდან დამოწმებული ადგილი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, შესაბამის ბერძნულ ტექსტს წარმოვადგენთ: Εκτούτων γὰρ σημαίνειν οἶμαι, μετὰ τήν ἐξ αἰώνων παραδρομὴν, ἐν ταῖς ἡμέραις του ἑβδόμου αἰῶνος, του διὰ της ἑβδόμης σημαινομένου σαλπιγος, τὰ ἐκ των ἀγίων προφητων εἰρημένα, προς τῃ συντελείᾳ συμβήσεσθαι. Εὐαγγελισμὸς δε, ἡ τούτων ἐκπλήρωσις. δια τὴν ἡτοιμασμένην τοις ἁγίος ἀνάπαυσιν. თარგმანი: "ამ მითითებებით, ვფიქრობ, რომ ექვსი ათასი წლის გასვლის შემდეგ, მეშვიდე ათასწლეულის დღეებში, შესრულდება წმინდა წინასწარმეტყველთაგან ნაუწყები აღსასრულის დადგომა, მეშვიდე საყვირის მიერ ნიშანჩენილი. ამის აღსრულება კი "სასიხარულოდ" იწოდება წმინდანთათვის განმზადებული შვების მიზეზით".

როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადება" ქართულ ენაზე წმინდა ექვთიმე ათონელმა თარგმნა ღირსი ანდრიას განმარტებებითურთ. საქმე ისაა, რომ მეორედ მოსვლის შესახებ დროის განსაზღვრებისას კესარია- კაპადოკიელი მოღვაწე მეშვიდე ათასწლეულზე მიუთითებს, თუმცა საიდან იწყებს ათვლას, ამის შესახებ ბერძნულ ტექსტში არაფერია ნათქვამი (შდრ. Gr. μετὰ τήν ἐξ αἰώνων παραδρομὴν, ἐν ταῖς ἡμέραις του ἑβδόμου αἰῶνος. შდრ. "ექვსი ათასი წლის გასვლის შემდეგ, მეშვიდე ათასწლეულის დღეებში"). მოცემულ ვითარებაში ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ წინამდებარე თარგმანის შესრულებისას ათონელმა მოძღვარმა მისთვის დამახასიათებელ თავისუფალ თარგმანს, მატებას, მიმართა და, ღირსი მღვდელთმთავრისგან განსხვავებით, კონკრეტული განსაზღვრება შემოგვთავაზა, თუ რა უნდა მივიჩნიოთ ჟამთა აღნუსხვის დასაწყისად ხსენებულ მეშვიდე ათასწლეულზე საუბრისას. კვლავ დავიმოწმებთ ძველ ქართულ თარგმანს: "ამათ სიტყუათა მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ მეშჳდათასესა წელსა დასაბამითგან სოფლისაჲთ, რომელსა მოასწავებს მეშჳდჱ იგი საყჳრი, მაშინ აღესრულნენ ყოველნი სიტყუანი წინაწარმეტყუელთანი, რომელნი თქუნეს აღსასრულისათჳს"26.

დამოწმებული უწყება მთაწმინდელი მამის პოზიციას წარმოაჩენს, თუ როგორია მისი აღქმა სამყაროს დათარიღების საკითხთან მიმართებით: ღირსი ექვთიმე ათონელი, მსგავსად ზემოდასახელებული ეკლესიის მამებისა, შესაქმის დღეებს ოცდაოთხსაათიან ჟამთააღრიცხვას განუკუთვნებს და სწორედ ამ მიზეზით კესარია-კაპადოკიელი მღვდელთმთავრის ცნობას უმნიშვნელოვანეს განმარტებას დაურთავს, რომლის თანახმადაც ღვთისაგან შექმნილი ქვეყნიერების ასაკის განსაზღვრა არა პირველმშობელთა შექმნას ან მათი ცოდვით დაცემის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, არამედ დროის თვლა "დასაბამითგან სოფლისაჲთ" (ე. ი. «დღე ერთის» პირველწამიდან) იწყება. წმინდა ექვთიმეს ჰექსემერონი (შესაქმის ექვსი დღე) განუსაზღვრელ ჟამად რომ აღექვა, ღირსი ანდრიას მიერ მოხმობილ ცნობას ზემოთ წარმოდგენილ სიტყვებს, ბუნებრივია, აღარ შეჰმატებდა. დაკონკრეტებული მითითებით კი დიდმა ათონელმა მოძღვარმა ეკლესიის წიაღში საუკუნეების მანძილზე დამარხული მოძღვრება წარმოაჩინა27.

ამჯერად მკითხველის ყურადღებას წმინდა გრიგოლ ნოსელის შრომას - "პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს" მივაპყრობთ. საქმე ისაა, რომ კაპადოკიელმა მოძღვარმა ხსენებულ ძეგლში შესაქმის დღეების დეტალური მიმოხილვა წარმოადგინა, მაგრამ ჰექსემერონის საათობრივი ხანგრძლივობა განმარტების გარეშე დაუტევა. შესაბამისად, ისმის კითხვა: რატომ არაფერი თქვა ღირსმა მღვდელთმთავარმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც სხვა მოვლენებზე ზედმიწევნითი გამოწვლილვით ისაუბრა და ეკლესიის მამათა მიერ კომენტირებული ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ნაშრომი დაუტოვა შემდგომ თაობებს? ჩვენი თვალსაზრისით, ნისის ეპისკოპოსის დუმილი ერთმა მარტივმა მიზეზმა განაპირობა: რადგანაც ბასილი დიდის ჰომილიები გარკვეული დროით უსწრებდა ღირსი გრიგოლ ნოსელის ზემოხსენებულ ეგზეგეზისს (მეტიც, წმინდა პეტრე სებასტიელის თხოვნით, წმინდა გრიგოლი დიდი კესარიელი მღვდელთმთავრის ქადაგებებში დაუზუსტებელი საკითხების კომენტირების მიზნით წერს საკუთარ შრომას); ამდენად, ბასილი დიდის მიერ ორაზროვნების გარეშე, მკაფიოდ და გარკვევით გამოთქმული მოძღვრების კვლავ გამეორების აუცილებლობაც აღარ არსებობდა. ამგვარი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობას საკვლევ თემატიკასთან მიმართებით ნისელი იერარქის საკუთარ ეგზეგეზისში წარმოჩენილი მიდგომა განაპირობებს. საქმე ისაა, რომ თუკი წმინდა გრიგოლი ჰექსემერონის ოცდაოთხსაათიანი ხანგრძლივობის თაობაზე სწავლებას არ ეთანხმებოდა, გარდაუვალი უეჭველობით საპირისპირო მოსაზრებას შესთავაზებდა მკითხველს. აღნიშნულის დასტურად მეორე დღეს შექმნილ მყარზე ბასილი დიდის ქადაგებებში გამოთქმული ეგზეგზისი გვესახება, რომელიც ნისის ეკლესიის წინამძღოლმა არ გაიზიარა და იგივე ბიბლიური მოვლენა განსხვავებულად განმარტა. შესაბამისად, ვინაიდან ხორციელი ძმისადმი უდიდესი კრძალვის მიუხედავად ღირსი გრიგოლი ერთ შემთხვევაში, ზემოთქმულისებრ მოიქცა, შესაქმის დღეების საათობრივი ხანგრძლივობის თაობაზე კესარიელი მოღვაწის სწავლებისგან განსხვავებული შეხედულება რომ ჰქონოდა, არც ამ ვითარებაში დადუმდებოდა და მკითხველს შესაბამის განმარტებას შესთავაზებდა28. ვფიქრობთ, წმინდა გრიგოლ ნოსელის მიერ ხსენებული უმნიშვნელოვანესი საკითხის უკომენტაროდ დატოვება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ცხადყოფს: ღირსი მოძღვარი სრულად ეთანხმება ბასილი დიდს და მის ჰომილიებში საფუძვლიანად, ამომწურავად გადმოცემულ სწავლებას დუმილით უვლის გვერდს.

ზემოწარმოდგენილი ვრცელი მსჯელობის შემდგომ ამჯერად მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების მე-19 კანონს დავიმოწმებთ, თუ როგორ რჯულმდებლობს უცთომელი საეკლესიო კრებული, რათა საღვთისმეტყველო საკითხებზე მსჯელობისას ცდომილებაში არ აღმოჩნდეს საკუთარ შეხედულებებს მინდობილი ადამიანი:

"ვითარმედ უჴმს წინამძღუართა ეკლესიისათა ეპისკოპოსთა ყოველსა შინა დღესა, ხოლო უფროჲსღა კჳრიაკეთა, ყოვლისავე სამღვდელოჲსა მწყობრისა და ყოვლისა ერისა სწავლად სიტყუათა კეთილად მსახურებისათა საღმრთოჲსა წერილისაგან გამოხუმითა ჭეშმარიტებისა გულისჴმის-ყოფითა და სამართალთაჲთა და არა გარდასლვითა ეგერა დასხმულთა საზღვართაჲთა, ანუ ღმერთშემოსილთა მამათა მოცემისაჲთა; არამედ უკუეთუ წერილებრივიცა აღიძრა სიტყუაჲ, ნუმცა სხუებრ თარგმნიან მას, თჳნიერ ვითარ-იგი მნათობთა ეკლესიისათა და მოძღუართა აღწერილთა თჳსთა მიერ გარდამოსცეს, და უფროჲსღა ამათ შინა აჩუენებდინ კეთილად გამოცდილებასა თჳსსა, ვიდრეღა თჳსთა სიტყუათა შეწყობასა ზედა. ხოლო ოდეს ამათდა მიმართ უღონო იყვნენ, განვარდებიან ჯეროვნისაგან, რამეთუ პირველთქუმულთა ამათ მამათა მოძღვრებისა მიერ მეცნიერებად სასწრაფოთა და აღსარჩეველთა და უდარესთა და განსაგდებელთა საქმეთა მოსრულნი ერნი უმჯობესისა მიმართ გარდასცვალებენ ცხორებასა და უმეცრებისა ვნებათა მიერ არა განიხრწნებიან, არამედ შედგომითა მათ მოძღურებათაჲთა განამჴნობენ თავთა თჳსთა, რაჲთა არარაჲ შეემთხჳოს მათ ვნებაჲ, და შიშითა განმზადებულთა სატანჯუელთაჲთა ცხორებასა თჳსსა მოქმედებენ"29.

ზემოდამოწმებული წყაროები სრულიად გარკვევით განგვიმარტავენ შესაქმის დღეთა საათობრივ ხანგრძლივობას, რაც საფუძველშივე გამორიცხავს მილიონობით წელზე საუბარს, რადგან ხსენებული დღეები ჩვეულებრივ ასტრონომიულ დღეს უტოლდებოდა და არაფრით სხვაობდა მისგან. ბუნებრივია, შესაქმის დღეებისა და პირველმშობელთა შეცოდების შემდგომ არსებითი განსხვავება იხილვება, თუმცა ხსენებული განსხვავებულობა არა დროის ხანგრძლივობას, არამედ სამყაროში არსებულ მდგომარეობას, წესრიგს, ჰარმონიას უკავშირდება, რადგან ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ შექმნილი გონიერი არსებების შეცოდების მიზეზით ქვეყნიერებამ ონტოლოგიური ცვალებადობა განიცადა და დაცემულობით განპირობებულ მეტამორფოზას ადამიანთან ერთად მთელი ხილული (მატერიალური) სამყარო დაექვემდებარა, თუმცა მიუხედავად ამისა, შემდგომი დღე-ღამეების ხანგრძლივობა კვლავაც შესაქმის დღეთა შესაბამისად წარიმართა. ვფიქრობთ, წარმოდგენილ მოსაზრებას ჟამთა აღრიცხვასთან დაკავშირებით გამოყენებული ტერმინოლოგიაც განამტკიცებს, ვინაიდან საუბარია რა ქვეყნიერების შექმნის პერიოდზე "დასაბამიდან ქრისტეშობამდე", გაუგებარია, თუ რატომ უნდა ნიშნავდეს "დასაბამი" (ე. ი. წელთაღრიცხვის დასაწყისი, სათავე) მხოლოდ პირველმშობელთა შეცოდების შემდგომ დროს, მაშინ როდესაც ეკლესიის უდიდეს მოძღვართა სწავლების თანახმად, შესაქმის ექვსივე დღე ოცდაოთხსაათიანი ხანგრძლივობისაა. შესაბამისად, წელთაღრიცხვასთან დაკავშირებით გამოყენებული ტერმინი "დასაბამი" სწორედ დასაბამიერი პირველი დღის ("დღე ერთის") საწყისზე მიგვითითებს, როდესაც ღვთის ყოვლადძლიერი განაზრახის შედეგად მანამდე არარსებულ, წარმავალ დროს დაედო სათავე, ხსენებული წარმავალობა კი პირველმშობელთა შეცოდებამდეც არსებობდა, რასაც თვალნათლივ გვიდასტურებს წმინდა წერილი, ვინაიდან კოსმოსის მატერიალური ფორმირება ექვსი დღის განმავლობაში, ჟამთა ურთიერთმონაცვლეობის შედეგად, თანმიმდევრობით აღესრულებოდა30.

რაც შეეხება სამყაროს წარმომავლობაზე საუბრისას მრავალი მილიონი წლის ხსენებას, ვფიქრობთ, ეკლესიის მოძღვართა ბიბლიური ეგზეგეტიკა აღნიშნულ მოვლენასაც ჰფენს ნათელს. დავიმოწმებთ წმინდა ეფრემ ასურის უაღრესად საყურადღებო განმარტებას. აი, რას ბრძანებს „სირიელ წინასწარმეტყველად“ წოდებული მოღვაწე:

"ნათელი თორმეტი საათის განმავლობაში უნდა ყოფილიყო, რომ დღეს იმდენივე დრო მოეცვა საკუთარ თავში, რა დროცა და ხანგრძლივობაც ღამემ განვლო. მართალია, ნათელი და ღრუბლები მყისიერად შეიქმნა, მაგრამ პირველი დღის დღეცა და ღამეც თორმეტი საათის განმავლობაში გრძელდებოდა"31.

ღირსი მოძღვარი მსჯელობას განაგრძობს და შენიშნავს:

"მცენარეები ერთ წამში შემოვიდნენ არარსებობიდან არსებობაში, თუმცა შესახედაობით თვეებისა და წლების წარმომავლობას განუკუთვნებდი მათ. ასევე, ხეებიც ერთი დღის დაბადებული იყვნენ, მაგრამ სრულყოფილებითა და ნაყოფთაგან დახუნძლული ტოტებით წლების ასაკის მქონედ წარმოჩნდებოდნენ" (Святой Ефрем Сирин 1995: 222-223).

ასურელი მოძღვარი იმავე შრომაში ამბობს:

"საღვთო განჩინებით მიწამ მეყსეულად წარმოქმნა ცხოველები, ველის მხეცები, გარეული მხეცები და პირუტყვი, რამდენიც დასჭირდებოდა იმას, ვინც იმავე დღეს გარდავიდა საკუთარი შემოქმედის მცნებას" (Святой Ефрем Сирин 1995: 225-226).

კიდევ:

"როგორც ხეები, მცენარეები, ცხოველები, ფრინველები და ადამიანი ერთდროულად ასაკოვანნიც იყვნენ და ახალგაზრდებიც: ასაკოვანნი სხეულთა და ნაწევართა ხილვადობის მიზეზით, ხოლო ახალგაზრდები შესაქმის დროიდან გამომდინარე, ასევე ხანდაზმული იყო მთვარე და, ამასთან, ნორჩი. ნორჩი - ვინაიდან სულ ახლახან შეიქმნა, ხანდაზმული კი - რადგან სავსე იყო, როგორც მეთხუთმეტე დღეს" (Святой Ефрем Сирин 1995: 224).

წარმოდგენილ სწავლებებში წმინდა ეფრემ ასური საღვთო ყოვლისშემძლეობაზე ამახვილებს ყურადღებას და მიგვითითებს, რომ შესაქმის ექვს დღეზე საუბრისას წმინდა წერილში ჩამოთვლილი არსებები, შესაბამისი დღეების მიხედვით, მეყსეულად შემოდიან არარსებობიდან არსებობაში, თუმცა თითოეულის გარეგნობა (ვიზუალური მხარე), წმინდანის სიტყვების თანახმად, მყისიერი ქმნადობის მიზეზით, შეუსაბამო იყო მათ ასაკთან (შდრ. "მცენარეები ერთ წამში შემოვიდნენ არარსებობიდან არსებობაში, თუმცა შესახედაობით თვეებისა და წლების წარმომავლობას განუკუთვნებდი მათ. ასევე, ხეებიც ერთი დღის დაბადებული იყვნენ, მაგრამ სრულყოფილებითა და ნაყოფთაგან დახუნძლული ტოტებით წლების ასაკის მქონედ წარმოჩნდებოდნენ"...).

ანალოგიურ განმარტებას ვხვდებით, აგრეთვე, წმინდა ბასილი დიდის ზემოხსენებულ ჰექსემერონულ ჰომილიებშიც:

"ხოლო შენ გულისჴმა-ყავ, თუ ვითარ მცირისა მის ჴმისა და ბრძანებისა ესრეთ მოკლისა, მყისსა შინა განჴმელი იგი და ბერწი ქუეყანაჲ ნაყოფის გამომღებელად და შობად აღიძრა! და ვითარცა საგლოველი რაჲმე და მჭუნვარე სამოსელი, ესრეთ განაგდო უნაყოფოებაჲ და შეიმოსა ბრწყინვალებაჲ" (წმინდა ბასილი დიდი 1947: 51).

კიდევ:

"აღმოაცენენ ქუეყანამან - მცირე ესე ბრძანებაჲ მეყსეულად იქმნა დიდ, და აღმატებულ ბუნება და სიტყუა აღსავსე ჴელოვნებითა, და უმაღლეს ჩუენისა მოგონებისა ბევრეულნი მცენარეთა თჳთებანი აღმოაცენნა და სრულ-ყვნა" (წმინდა ბასილი დიდი 1947: 62).

კიდევ:

"მოვიდა ბრძანებაჲ და მეყსეულად მდინარენი იქმნნეს მოქმედ, და ტბანი მშობელ თჳთოეული მათი თესლთა მათ, რომელ არიან მათ შორის" (წმინდა ბასილი დიდი 1947: 80).

ანალოგიურ მოძღვრებას წარმოგვიდგენს წმინდა გრიგოლ ნოსელი:

"და ესრეთ შეიმკო ქუეყანაჲ შუენიერებითა, და ყუავილთა თანა გამოიხუნა ნაყოფნი და სავსე იყვნეს სამოთხენი მცენარეთა მათ მიერ, რომელნი შუენიან სამოთხეთა, და ყოველნი მთანი და ბორცუნი და თხემნი მთათანი და მზუარენი და ვაკენი და ველნი და რავოდენიცა იყო ღელეთა და ჴევნებთა შინა ახლად აღყუავებული მწუანვილი, და პირად-პირადთა ხეთა სამკაულითა გჳრგჳნოსან იქმნეს ყოველნივე მერენი და მაღნარნი, რომელნი-იგი მაშინ ოდენ ქუეყანისაგან აღმოჴდეს და მყისსა შინა სრულებითა შუენიერებისაჲთა სისრულედ აღიწინეს და ყოველნივე იხარებდეს და მხიარულ იყვნეს და განსცხრებოდეს ბრძანებითა ღმრთისაჲთა" (წმინდა გრიგოლ ნოსელი 2009: 98).

ზემოდამოწმებულ განმარტებებს შეესაბამება წმინდა იოანე ოქროპირის ეგზეგეზისი:

"მეყსეულად შექმნა მან ყველა მხეცი და ცხოველი - ლომი, დათვი, ხარი, ცხენი და მრავალი სხვა, ადამიანის მსახურებისთვის საჭირონი და სასარგებლონი. ასეთია შემოქმედის სიბრძნე!"32

კიდევ:

"როგორც კი მიწას უბრძანა მან: «აღმოაცენოს», - და ყვავილთა, ბალახთა თუ თესლთა უდიდესი მრავალფეროვნება წარმოჩნდა და ყოველივე ერთი სიტყვით განხორციელდა, აქაც, თქვა რა: "გამოიღონ წყლებმა ცოცხალი არსებები და მიწაზე მფრინავი ფრინველები - ცის მყარზე" (დაბ. 1.20), მყისვე იმდენი სახეობის ქვეწარმავალი და მრავალფეროვანი ფრინველი წარმოიქმნა, რომ შეუძლებელია, სიტყვით გამოთქმა"33.

იდენტურია წმინდა ისააკ ასურის სწავლება:

"ეს ქმნილებაც (ანგელოზები) ჩვენთან ერთად განისვენებს სიმძიმისაგან ჩვენი სხეულისა, როგორც მოციქული ამბობს: "ვინაიდან ქმნილება სასოებით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით, რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში" (რომ. 8. 19-21). ეს მოხდება მას შემდეგ, როდესაც დაირღვევა ეს საუკუნო ცხოვრება მთელი მისი მწყობრით და პირველსაწყის მდგომარეობაში აღდგება ჩვენი ბუნება. აქედან კი ამაღლდება გონება კაცისა იმისაკენ, რაც ქვეყნიერების შექმნას უძღოდა წინ, როცა არავითარი ქმნილება, არც ზეცა, არც მიწა, არც ანგელოზები და არც არაფერი არსებობდა იქიდან, რაც ამჟამად არსებობაში არის მოყვანილი, და როგორ უეცრად მოიყვანა ღმერთმა ყველაფერი არარსებობიდან მყოფობაში და ყოველი საგანი მის წინაშე სრულქმნილად წარდგა"34.

იმავეს გვაუწყებს წმინდა ამბროსი მედიოლანელი:

"მან მომავალ წლებს ფორმა მიანიჭა (იგულისხმება წელიწადის დროთა თანმიმდევრობა; ი. ო.) და შექმნის დასაბამიდანვე განუწესა გზა სამყაროს, რომ იმავე კანონით წარმართულიყო წელთა ურთიერთმონაცვლეობა, ასევე, ყოველი წლის დასაწყისში მიწამ რომ აღმოსაცენებელთა ყლორტები გამოიღოს, მსგავსად პირველისა (იგულისხმება პირველ დღეს შექმნილ ნათელთან დაკავშირებული განჩინება; ი. ო.), ბრძანა უფალმა: "აღმოაცენოს მიწამ... ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი, ნაყოფის მომტანი" (დაბ. 1.11) და მაშინვე აღმოაცენა მიწამ ველის ბალახი და ხე ნაყოფმსხმოიარე" (Амвросий Медиоланский, ინტერ. საიტი http://azbyka.ru/otechnik/Amvrosij_Mediolanskij/shestodnev).

ზემოდამოწმებული სწავლებანი სხვადასხვა დღეს აღსრულებულ მოვლენას აღგვიწერს. ყველა მათგანისთვის საერთო დამახასიათებელი ნიშანი კი დროის სისწრაფე, მყისიერება, მეყსეულობაა, თუ როგორ შემოდიან ქმნილებანი არარსებობიდან მყოფობაში, რაც, ბუნებრივია, არ შემოიფარგლება მხოლოდ ცალკე აღებული თითოეული დღით, არამედ მთელ საღვთო შესაქმეზე განივრცობა. შესაბამისად, თუკი სამყაროს ქმნადობას ოდენ ბუნებრივ პროცესად მივიჩნევდით (როგორადაც აღიქვამს და იკვლევს მას თანამედროვე მეცნიერება), კოსმოსის ფორმირებას, შესაძლოა, მრავალი მილიონი წელიც არ ჰყოფნოდა, თუმცა წმინდა წერილის თანახმად, სამყაროს ქმნადობა არათუ დამოუკიდებელი, თავისთავადი მოვლენაა, არამედ ყოვლადბრძენი, ყოვლადძლიერი ღმერთის სათნო ნებელობით აღსრულებული მყისიერი მოქმედება და სწორედ საღვთო ყოვლისშემძლეობამ განაპირობა იმ პროცესების დროში შემოკლება, შემჭიდროება, მეყსეულობა.

სამყაროს მყისიერი ქმნადობის შესახებ თუკი ვინმე ყოვლითურთ ამომწურავი სწავლების დაუფლებას მოიწადინებს, ასეთს წმინდა გრიგოლ ნოსელის შესაბამისი სიტყვებით ვუპასუხებთ:

"დაღაცათუ ყოველთავე ხილულთა და უხილავთა დაბადებაჲ დაუბადებელისა მის საღმრთოჲსა მის ბუნებისაგან გურწამს, არამედ თუ ვითარ ანუ რაბამად დაიბადნეს, არა გამოვიწულილავთ; დაბადებასა უკუე ყოველთა არსთასა ღმრთისა მიერ აღვიარებთ უცილობელად და გამოუკულეველედ, ხოლო სახესა არსად მოყვანებისა მათისასა, ვითარცა გამოუთარგმანელსა და უაღრესსა მიწდომისა ჩუენისასა, დუმილით თანა-წარვჰჴდებით"35. შესაბამისად, ზედმიწევნითი გამოწვლილვით გაგება იმისა, თუ როგორ იმოქმედა ღმერთმა უწინარეს არარსებულთათვის მყოფობის მინიჭებისას, ქმნილებისთვის შეუმეცნებელი იდუმალებაა, რასაც მდუმარებით გვერდის ავლა სჭირდება.

ამჯერად მორიგი საკითხის განხილვაზე გადავალთ, რათა ჰექსემერონის საათობრივ ხანგრძლივობასთან დაკავშირებული მსჯელობა ბოლომდე მივიყვანოთ. წმინდა წერილის თანახმად, ღმერთმა მეექვსე დღეს შექმნა ადამიანი და ედემის ბაღში დაამკვიდრა იგი. ისმის კითხვა: როდის შესცოდეს ჩვენმა პირველმშობლებმა?

პასუხის გასაცემად ეკლესიის მოძღვართა შესაბამის განმარტებებს დავიმოწმებთ:

წმინდა ეფრემ ასური: "საღვთო განჩინებით მიწამ მეყსეულად წარმოქმნა ცხოველები, ველის მხეცები, გარეული მხეცები და პირუტყვი, რამდენიც დასჭირდებოდა იმას, ვინც იმავე დღეს გარდავიდა საკუთარი შემოქმედის მცნებას" (Святой Ефрем Сирин 1995: 225-226). ასურელი მოღვაწე ჩვენი პირველმშობლის შეცოდებას ადამიანის შექმნის დღესვე (ე. ი. მეექვსე დღეს) მომხდარ მოვლენად მიიჩნევს.

წმინდა ეპიფანე კვიპრელი: დიდი მღვდელთმთავარი ჯვარცმის დღეს მაცხოვრის კაცობრივი სულის ჯოჯოხეთში შთასვლის შესახებ მსჯელობს და ცხოველმყოფელ სურათს აღგვიწერს, წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ როგორ შეიმუსრა სიცოცხლის კლდეზე სიკვდილის ნესტარი36. კვიპრელი მოძღვარი თხრობას ისე წარმართავს, რომ განხორციელებული უფლის ქვესკნელში აღმოჩენილ ადამიანურ სულს პირველ პირში ამეტყველებს. ხსენებული სწავლების თანახმად, იესო ქრისტე ადამს მიმართავს და გამოხსნის საიდუმლოს აღსრულებას ახარებს მას:

"იხილენ დამშჭუალულნი ჴელნი ჩემნი, რომელნი განვიპყრენ ძელსა ზედა შენთჳს კეთილად, რომელმან მიჰყვენ ჴელნი შენნი ძელსა ბოროტად; იხილენ ძელსა შემშჭუალულნი ფერჴნი ჩემნი და განჴურეტილნი ფერჴთა შენთათჳს, რომელთა მიერ ბოროტად ჰრბიოდე ხისა მიმართ. დღესა მეექუსესა იქმნა განჩინებაჲ შენი და დღესავე მეექუსესა ვქმენ განახლებაჲ შენი და სამოთხისა განღებაჲ"37.

წარმოდგენილ მსჯელობაში ჩვენთვის წინადადების ხაზგასმული ნაწილია საყურადღებო, რომელშიც მეექვსე დღეს ადამის განჩინების შესახებაა საუბარი. ბერძნულ ტექსტში იმავე ადგილზე გვხვდება ტერმინი απόφασης38, რაც მსჯავრის დადებას, განსჯას, გასამართლებას ნიშნავს და, ცხადია, მოცემულ შემთხვევაში სამოთხიდან გამოძევებას გულისხმობს. შესაბამისად, ვინაიდან ადამის მიმართ მეექვსე დღეს იქნა გამოტანილი განაჩენი, რაც, ბუნებრივია, ჩადენილი დანაშაულის თანმდევი მოვლენაა, პირველმშობლებს იმავე მეექვსე დღეს შეუცოდავთ, რისთვისაც სასჯელად ედემის ბაღიდან ექსორია განეკუთვნათ.

წმინდა იოანე ოქროპირი: "და გნებავს თუ, პირველი კაცი გულისჴმა-ყავთ, ვითარ მცირედი ჟამი დაყო სამოთხესა შინა საშუებლისასა, და ესოდენსა უწესოებასა მიიწია, ვიდრეღა სწორ- ყოფად ღმრთისა ეუცნებოდა ზრახვასა შინა თჳსისასა, და ერთი მცნებაჲ ვერ დაიცვა. უკუეთუმცა უმრავლესირე ჟამი დაეყო შუებასა შინა, რაჲმცა არა ექმნა?"39

კონსტანტინოპოლელი მღვდელთმთავარი ედემის ბაღში პირველმშობლის მიერ გატარებული დროის შესახებ საუბრისას, მართალია, კონკრეტულ დროს არ ასახელებს, მაგრამ საყურადღებო მითითებას გვთავაზობს: ადამმა "მცირედი ჟამი დაყო სამოთხესა შინა".

იმისთვის, რომ სრულად გავერკვეთ, თუ რას გულისხმობდა ხსენებული წმინდანი მცირე ჟამში, ოქროპირის სხვა განმარტებას წარმოვადგენთ. აი, რას ბრძანებს იგი: "გჳრგჳნი ეკლისაჲ დაიდგა, რაჲთა დაჰჴსნეს წყევაჲ იგი ჩუენდამოჲ; ძელსა ზედა ჯუარს ეცუა, რაჲთა დაჰჴსნეს ადამისმიერი ქნული იგი ცოდვაჲ. ძელისა მიერ განაგდო სატანა სამოთხით ადამ და ძელისა მიერ უფალმან შეიყვანა სამოთხედ ავაზაკი. და უსაკჳრველესიღა, საყუარელნო, რამეთუ მეექუსესა დღესა დაჰბადა უფალმან ადამ და მეექუსესავე დღესა განიდევნა ადამ სამოთხით. ამისთჳს უფალმან მეექუსესა დღესა სათნო-იჩინა ვნებად, რაჲთა რომელსა დღესა დაეჴშა სამოთხე ადამს, მასვე დღესა განეღოს ავაზაკსა. მიმწუხრი განიდევნა ადამ სამოთხით, ურჩ-ექმნა რაჲ მცნებასა ღმრთისასა, და მიმწუხრი შევიდა ავაზაკი სამოთხედ, მსმენელ იქმნა რაჲ ჴმასა მეუფისასა" (ხელნ. A 129, 256 r).

მოხმობილი ეგზეგეზისი ნათელს ჰფენს, თუ რას მოიაზრებდა კონსტანტინოპოლის ეკლესიის წინამძღოლი მათეს სახარების განმარტებისას დაუკონკრეტებლად მითითებულ მცირე ჟამში: მეექვსე დღეს შექმნილი ადამი იმავე მეექვსე დღეს განიდევნა სამოთხიდან, რასაც საღვთო მცნების დარღვევა უძღოდა წინ.

წარმოდგენილ წყაროებში გადმოცემული მოძღვრების კვალდაკვალ, თუკი ზემომოხმობილ სწავლებას გავიხსენებთ, რომ ჰექსემერონის ყოველი დღე ოცდაოთხი საათი გრძლდებოდა, ბუნებრივად იბადება ახალი კითხვა: განა შესაძლებელია, მეექვსე დღეს, დროის ხსენებული რაოდენობის გათვალისწინებით, მოვლენათა ესოდენი სიმრავლე აღსრულებულიყო (ადამის მიწისაგან გამოსახვა და სულის შთაბერვა, სამოთხეში მისი დამკვიდრება, ცხოველებისთვის სახელების წოდება, ადამის ნეკნისაგან ევას შექმნა, აკრძალული ნაყოფის დაგემოვნება, სამსჯავრო, ედემის ბაღიდან გამოძევება. აღნიშნულთან ერთად ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეექვსე დღეს ჯერ ხმელეთზე მობინადრე ცხოველური სამყარო იქმნება და მხოლოდ ამის შემდეგ შემოდის მყოფობაში ადამიანი, რაც ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი არსების სამოთხეში გატარებულ ჟამს კიდევ მეტად ამოკლებს)? ხომ არ გვიბიძგებს ერთ დღეში მომხდარი ქმედებების სიმრავლე და, მეორე მხრივ, დროის სიმცირე, იმისკენ, რომ ჰექსემერონის თითოეულ დღეში ასტრონომიული ოცდაოთხსაათიანი დღე-ღამის წილ დროის გაცილებით დიდი ხანგრძლივობა მოვიაზროთ, რაც გასაგებს გახდიდა ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენების ერთ დღეში თავმოყრას?

ამჯერად ეკლესიის დიდი მასწავლებლის, წმინდა ათანასე ალექსანდრიელის, სწავლებას მოვიხმობთ. ღირს მოძღვარს ადამის სამოთხეში გატარებული დროის შესახებ დაუსვეს შეკითხვა, რასაც წმინდანი ასე უპასუხებს: "ხოლო კითხვასა ამას შენსა ზედა არა ერთჟამ იქმნნეს მამანი ჩუენნი, არამედ რომელთამე თქუეს ექუსი თუე დაყოფად, და რომელთამე თქუეს უფროჲს ამისსა; ხოლო სხუათა თქუეს, ვითარმედ, მსგავსად ჟამისა მის, რომელ დაყო უფალმან ჯუარსა ზედა, იყო ადამ სამოთხესა შინა, რომელთა სიტყუაჲ უჭეშმარიტეს მგონიეს" (ხელნ. A 116, 94 r).

დამოწმებულ პასუხში რამდენიმე მოვლენა იქცევს ყურადღებას. ალექსანდრიელი მღვდელთმთავრის თანახმად, პირველმშობელთა მიერ სამოთხეში გატარებული დროის შესახებ ეკლესიის მოძღვართა შორის რამდენიმე მოსაზრება არსებობდა. ერთნი ხსენებულ ჟამს ექვს თვესთან აიგივებდნენ, მეორენი უფრო დიდ ხანგრძლივობაზე მიუთითებდნენ, მაგრამ ყველაზე საყურადღებო მესამეთა თვალსაზრისია, რომელსაც თავად ღირსი ათანასეც იზიარებს, რომ ადამმა ედემის ბაღში იმდენივე დრო დაჰყო, რამდენიც მაცხოვარმა - ჯვარზე.

საკითხის ნათელსაყოფად, თუ დროის რა ხანგრძლივობაზეა საუბარი, სახარებისეულ თხრობას წარმოვადგენთ: "ხოლო იყო ჟამი მესამე, და ჯუარს-აცუეს იგი" (მარკ. 15.25); "და იყო პარასკევი პასქაჲსაჲ, და ჟამი იყო მეექუსე... და მუნ ჯუარს-აცუეს იგი, და მის თანა სხუანი ორნი ამიერ და იმიერ და შორის იესუ" (იოან. 19. 14, 18). მარკოზისა და იოანეს სახარებების თანახმად, ჯვარცმის დროსთან დაკავშირებით განსხვავებული ცნობებია მითითებული: მარკოზი მესამე ჟამის შესახებ საუბრობს, იოანე კი მეექვსე ჟამზე მიუთითებს. ნეტარი იერონიმე აღნიშნული შეუსაბამობის განმარტებისას ბრძანებს, რომ მარკოზის სახარების გადამწერმა შეცდომა დაუშვა, რადგან მახარებლის მიერ აღწერილ ხელნაწერში გამოყენებული იყო ბერძნული ასო-ნიშანი ς' (= 6), რაც არასწორად იქნა ამოკითხული როგორც γ' (=3) და სწორედ ეს უკანასკნელი მონაცემი აისახა მარკოზის სახარების შემდგომი პერიოდის ნუსხებში40.

სათქმელს შევაჯამებთ და აღვნიშნავთ, რომ მაცხოვარი მეექვსე ჟამს, დღის თორმეტ საათზე, აცვეს ჯვარს; ხოლო მისი კაცობრივი სულის განტევება მეცხრე ჟამს, შუადღის სამ საათზე, აღესრულა (შდრ. მათ. 27. 46, 50): "და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ... და განუტევა სული"; (მარკ. 15. 34, 37): "და მეცხრესა ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი? ... და განუტევა სული"; (ლუკ. 23. 44, 46): "და იყო ჟამი მეექუსე, და ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. და ესე რაჲ თქუა, განუტევა სული"). შესაბამისად, ჯვარზე მაცხოვრის მიერ გატარებული დრო (მეექვსიდან მეცხრე ჟამამდე) სამი საათია41.

ამჯერად კვლავ გავიხსენებთ წმინდა ათანასე ალექსანდრიელის ზემომოხმობილ სწავლებას: "ხოლო კითხვასა ამას შენსა ზედა არა ერთჟამ იქმნნეს მამანი ჩუენნი, არამედ რომელთამე თქუეს ექუსი თუე დაყოფად, და რომელთამე თქუეს უფროჲს ამისსა; ხოლო სხუათა თქუეს, ვითარმედ, მსგავსად ჟამისა მის, რომელ დაყო უფალმან ჯუარსა ზედა, იყო ადამ სამოთხესა შინა, რომელთა სიტყუაჲ უჭეშმარიტეს მგონიეს"42.

წარმოდგენილი სწავლება ზემოდასმულ შეკითხვას მეტად ამძაფრებს: განა შესაძლებელია, მეექვსე დღეს, დროის მცირე მონაკვეთში (სამი საათის მანძილზე), მოვლენათა ესოდენი სიმრავლე აღსრულებულიყო (ადამის მიწისაგან გამოსახვა და სულის შთაბერვა, სამოთხეში მისი დამკვიდრება, ცხოველებისთვის სახელების წოდება, ადამის ნეკნისაგან ევას შექმნა, აკრძალული ნაყოფის დაგემოვნება, სამსჯავრო, ედემის ბაღიდან გამოძევება)?

უპირველესად, შევნიშნავთ, რომ ალექსანდრიელი მღვდელთმთავრის მიერ გამოთქმული მოძღვრება შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ, თუ როგორი თვალსაზრისები არსებობდა ეკლესიის წიაღში შესაქმის დღეების საათობრივ ხანგრძლივობასთან დაკავშირებით პირველი ოთხი საუკუნის მანძილზე, რადგან შემკითხველის პასუხად წმინდა ათანასე უწინარეს თუ მისი დროისთვის არსებულ შეხედულებებს შეაჯამებს. კვლავაც გავიმეორებთ, რომ ხსენებული მამის თანახმად, ზოგიერთის თქმით, ადამმა აღმოსავლეთით დანერგილ ედემის ბაღში ექვსი თვე დაჰყო, სხვების ვარაუდით - ცოტა მეტი (შდრ. "უფროჲს ამისსა"), ღირსი ათანასე კი სამი საათის შესახებ სწავლებას იზიარებს. საქმე ისაა, რომ ჰექსემერონის საათობრივ ხანგრძლივობაზე საუბრისას ვერც ერთი მოხმობილი აზრი მილიონობით წელს ვერ გვავარაუდებინებს, ვინაიდან თუკი ადამის შექმნის დღე, წინმსწრებ ხუთ დღესთან ერთად, წმინდა წერილის ზოგიერთი მკვლევარის თქმისაებრ, შეჯამებულად მრავალი მილიონი თუ მილიარდი წელია (რაც ხსენებულ თითოეულ დღეში ლოგიკურად ასევე მილიონობით წელს გვაგულვებინებს), მაშ, როგორღა განვლო პირველმშობლის შექმნიდან შეცოდებამდე მხოლოდ ნახევარმა წელმა ან მცირედით მეტმა დრომ (აღარაფერს ვამბობთ სამ საათზე), რადგან საკითხის ამგავარად დაყენება (ე. ი. წმინდა ათანასეს გაჟღერებული პასუხი) ხომ თავისთავად დღე-ღამის ოცდაოთხ საათიან მიმოქცევას ცხადყოფს?! ალექსანდრიელი მღვდელთმთავრის დამოწმებული სწავლება ერთადერთი დასკვნის შესაძლებლობას იძლევა: ეკლესიის დაფუძნებიდან მეოთხე საუკუნემდე (წმინდა ათანასეს სამოღვაწეო ეპოქის ჩათვლით) სამყაროს ასაკის დათარიღებაზე საუბრისას საკუთრივ ეკლესიის წიაღში მილიონობით წელი არც კი განიხილებოდა, რადგან ყველასთვის ნათელი იყო შეცოდებამდელი თუ შეცოდების შემდგომი დღეების ოცდაოთხსაათიანი ხანგრძლივობის შესახებ სწავლება.

რაც შეეხება ზემოდასმულ შეკითხვას: იყო კი შესაძლებელი დროის ესოდენ მცირე მონაკვეთში მოვლენათა ჩამოთვლილი სიმრავლის აღსრულება? საკითხში გასარკვევად, უპირველეს ყოვლისა, ღვთისაგან შექმნილი სამყაროს თავდაპირველი და ცოდვით დაცემის თანმდევი შედეგები უნდა შეუდარდეს ერთმანეთს, რის საფუძველზეც, თვისობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებლობებს შორის არსებული განსხვავება წარმოჩნდება. საქმე ისაა, რომ ყოველივე, რაც ღმერთმა არარსებობიდან მყოფობაში მოიყვანა, წმინდა წერილის თანახმად, "კეთილია ფრიად", რის შინაარსსაც ყველაზე მკაფიოდ ადამიანთან დაკავშირებული მოძღვრება განგვიმარტავს. კერძოდ, სამოთხეში დამკვიდრებული პირველმშობლები სამი თვისებით ხასიათდებიან: უკვდავება, უხრწნელება და მოუწყვლელობა, ხსენებული მდგომარეობა კი მთელ სამყაროზე განივრცობოდა. მაგრამ საღვთო მცნების დარღვევისთანავე კაცობრივი ბუნება თვისობრივ ცვალებადობას დაექვემდებარა: უკვდავება მოკვდავობით შეიცვალა, უხრწნელება - ხრწნადობით, ხოლო მოუწყვლელობა - მოწყვლადობით. ჩამოთვლილმა თვისებებმა არა მხოლოდ ადამიანი მოიცვა, არამედ - მთელი მატერიალური სამყარო. აღნიშნულის ფონზე შესაძლოა, ვინმემ იკითხოს: თუკი ცოდვით დაცემის შედეგები მთელ ნივთიერ შესაქმეზე განივრცო, იქნებ იმავე ცვალებადობას დროც დაექვემდებარა და ამიტომაც სხვაა ჰექსემერონის დღეთა ხანგრძლივობა და სხვა - მისი შემდგომი დღეებისა? საქმე ისაა, რომ ამგვარი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობას არც ერთი ზემოდამოწმებული წყარო არ იძლევა, რადგან წმ. თეოფილე ანტიოქიელი, წმ. ბასილი დიდი, წმ. ეფრემ ასური, წმ. ათანასე ალექსანდრიელი, ნეტარი ავგუსტინე, წმ. ანდრია კესარია-კაპადოკიელი, წმ. იოანე დამასკელი, წმ. ექვთიმე ათონელი, საუბრობენ რა შესაქმის დღეებზე, არაფერს ამბობენ ცოდვით დაცემამდელი და შემდგომი დროის ხანგრძლივობის მეტამორფოზაზე, მაშინ როდესაც პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ ოცდაოთხსაათიანი დღე-ღამის არსებობას განაჩინებენ. თუკი ჟამთა ცვალებადობის შესახებ სწავლება საეკლესიო რჯულდებაა, ზემოხსენებულ მოძღვართ, საკუთრივ ჰექსემერონის დროის თაობაზე მსჯელობისას, გარდაუვალი, უპირობო ვალდებულება ჰქონდათ აღნიშნულის შესახებ ეუწყებინათ მსმენელისა თუ მკითხველისთვის, მაგრამ როგორც ზემოდამოწმებული წყაროები ცხადყოფენ, მსგავსი სახის მითითებას არსად ვხვდებით. შესაბამისად, რაჟამს ედემის ბაღში მყოფი ცოდვით დაუცემელი ადამიანის თაობაზე ვისაუბრებთ და მათი შესაძლებლობების შეფასებას დღევანდელი გადმოსახედიდან მოვახდენთ, ბუნებრივია, დიდ გაურკვევლობაში აღმოვჩნდებით და ეკლესიის მამათა დროსთან დაკავშირებულ ზემომოხმობილ სწავლებას შეუძლებლად აღვიქვამთ. ამიტომაც ხსენებულ საკითხზე მსჯელობისას ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ შექმნილი, სათნოებებით შემოსილი და უზენაესის მჭვრეტელი პირველმშობლების მდგომარეობის შესაბამისი მოქმედება უნდა განვუკუთვნოთ მათ, რაც ერთადერთი და გამონაკლისი, ოდენ სამოთხისეული ყოფისთვის დამახასიათებელი მოვლენაა, რომელსაც სრულად ვერასოდეს შეიმეცნებს პირველსამშობლოდან გარეგანდევნილი და შესაბამისი გამოცდილების არმქონე ადამიანი, მხოლოდ შორიდან, გონისმიერად რომ უმზერს უძველეს ისტორიას.

დამოწმებული წყაროები მორიგი ახალი საკითხის განხილვისკენ გვიწინაძღვრებენ. საქმე ისაა, რომ მოხმობილი სწავლებების თანახმად, რომელ დღესაც შესცოდა ადამმა, იმავე დღეს ეცვა ჯვარს განკაცებული ღმერთი და საკუთარი სიკვდილით გამოიხსნა კაცობრიობა.

განსხვავებული ხაზგასმებით კვლავ დავიმოწმებთ ზემომოხმობილ შესაბამის ციტატებს.

წმინდა ეპიფანე კვიპრელი: "იხილენ დამშჭუალულნი ჴელნი ჩემნი, რომელნი განვიპყრენ ძელსა ზედა შენთჳს კეთილად, რომელმან მიჰყვენ ჴელნი შენნი ძელსა ბოროტად; იხილენ ძელსა შემშჭუალულნი ფერჴნი ჩემ[ნი] და განჴურეტილნი ფერჴთა შენთათჳს, რომელთა მიერ ბოროტად ჰრბიოდე ხისა მიმართ. დღესა მეექუსესა იქმნა განჩინებაჲ შენიდა დღესავე მეექუსესა ვქმენ განახლებაჲ შენი და სამოთხისა განღებაჲ" (საღვთისმეტყველო- სამეცნიერო შრომები 2014: 210).

წმინდა იოანე ოქროპირი: "გჳრგჳნი ეკლისაჲ დაიდგა, რაჲთა დაჰჴსნეს წყევაჲ იგი ჩუენდამოჲ; ძელსა ზედა ჯუარს ეცუა, რაჲთა დაჰჴსნეს ადამისმიერი ქნული იგი ცოდვაჲ. ძელისა მიერ განაგდო სატანა სამოთხით ადამ და ძელისა მიერ უფალმან შეიყვანა სამოთხედ ავაზაკი. და უსაკჳრველესიღა, საყუარელნო, რამეთუ მეექუსესა დღესა დაჰბადა უფალმა ადამ და მეექუსესავე დღესა განიდევნა ადამ სამოთხით. ამისთჳს უფალმან მეექუსესა დღესა სათნო-იჩინა ვნებად, რაჲთა რომელსა დღესა დაეჴშა სამოთხე ადამს, მასვე დღესა განეღოს ავაზაკსა" (ხელნ. A 129, 256 r).

დამოწმებული წყაროების თანახმად, რომელ დღესაც შესცოდეს ჩვენმა პირველმშობლებმა, იმავე დღეს იტვირთა განკაცებულმა ღმერთმა ცხოველმყოფელი ვნებები. წარმოდგენილ სწავლებას დავაკონკრეტებთ: ადამმა და ევამ შექმნის დღესვე დაარღვიეს საღვთო მცნება და სწორედ შესაბამის ჟამს განუტევა უფალმა კაცობრივი სული. გასარკვევად იმისა, თუ რომელ დღეზეა საუბარი, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ზემომოხმობილ სწავლებას გავიხსენებთ (წმ. ექვთიმე ათონელის თარგმანი): "რამეთუ ვითარცა პირველისა მის დაბადებისა დაწყებაჲ კჳრიაკე იქმნა (ვითარცა საცნაურ არს, რამეთუ მას ეწოდა პირველი დღჱ და მისგან იქმნების შაბათი მეშჳდედ, რომელ-იგი არს განსუენებაჲ საქმეთაჲ), ეგრეთვე მეორისა მის დაწყებაჲ კჳრიაკითვე იყოს, რომელი-ესე პირველი არს შემდგომთა მისთაჲ და მერვე - უწინარესთა მისთაჲ, მაღლისა უმაღლესი და საკჳრველისა უსაკჳრველესი, რომელი ზეცისა წესად მიმიძღჳს" (Sancti Gregorii Nazianzeni 1998: 178); (ეფრემ მცირის თარგმანი): "ვითარცა პირველმან აგებულებამან კჳრიაკით მიიღო დასაბამი (ცხად არს ამიერ მეშჳდე ქმნითა შაბათისა საქმეთაგან განსუენებისაჲთა), ეგრეთვე კუალად მეორეცა ამიერ დაიწყებვოდის პირველ ყოფად მისს შემდგომთა და მერვედ მისს პირველთა, მაღლისა უმაღლეს და საკჳრველისა უსაკჳრველეს, რამეთუ ზენაჲს მიმართ მიმიყვანებს დაწყნარებისა" (Sancti Gregorii Nazianzeni 1998: 179).

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი დამოწმებულ ეგზეგეზისში შესაქმის პირველ დღეს კვირად მოიხსენიებს (შდრ. (ექვთიმე): "პირველისა მის დაბადებისა დაწყებაჲ კჳრიაკე იქმნა"; (ეფრემი): "პირველმან აგებულებამან კჳრიაკით მიიღო დასაბამი"); ე. ი. სამყაროს ისტორიაში პირველ დღეს, რომელსაც კვირა ეწოდა, ნათელი შეიქმნა. შესაბამისად, ორშაბათს - წყლების ორად გამყოფი მყარი; სამშაბათს წყლების შეერთების შედეგად ხმელეთი წარმოჩნდა და მცენარეები აღმოცენდა; ოთხშაბათს მზე, მთვარე და ციური სხეულები შემოდიან არარსებობიდან მყოფობაში; ხუთშაბათს - წყლის ბინადარნი და ფრინველები; პარასკევს ჯერ ცხოველები იქმნებიან, ბოლოს კი - ადამიანი. კაპადოკიელი მოძღვარი მსჯელობას ლოგიკურად განაგრძობს და კვირით დაწყებულ ჟამთაღრიცხვას, კერძოდ, მეშვიდე დღეს, წმინდა წერილის შესაბამისად, შაბათს უწოდებს (შდრ. "მას (კვირას; ი. ო.) ეწოდა პირველი დღჱ და მისგან იქმნების შაბათი მეშჳდედ, რომელ-იგი არს განსუენებაჲ საქმეთაჲ"). სწორედ ზემოთ წარმოდგენილი თანმიმდევრობით შედგა დასაბამიერი პირველი კვირა.

დამოწმებული სწავლების თანახმად, რიგით მეექვსე დღეს, პარასკევს, შეიქმნა ადამიანი და იმავე დღეს, ე. ი. პარასკევს, შესცოდა მან (ეფრემ ასური: "საღვთო განჩინებით მიწამ მეყსეულად წარმოქმნა ცხოველები, ველის მხეცები, გარეული მხეცები და პირუტყვი, რამდენიც დასჭირდებოდა იმას, ვინც იმავე დღეს გარდავიდა საკუთარი შემოქმედის მცნებას"; ეპიფანე კვიპრელი: "დღესა მეექუსესა იქმნა განჩინებაჲ შენი და დღესავე მეექუსესა ვქმენ განახლებაჲ შენი და სამოთხისა განღებაჲ"; ოქროპირი: "მეექუსესა დღესა დაჰბადა უფალმან ადამ და მეექუსესავე დღესა განიდევნა ადამ სამოთხით"). სწორედ ამიტომაც კაცობრიობის გამოსყიდვის საიდუმლო კვირის მეექვსე დღეს, ლიტურგიკული ტერმინოლოგიის თანახმად, დიდ (წითელ) პარასკევს აღესრულა.

ამჯერად ჰექსემერონის საათობრივ ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ განხილვას კვლავ მივუბრუნდებით და შევნიშნავთ, რომ ზოგიერთი მკვლევარი შესაქმის ექვსი დღის დროის ხანგრძლივობაზე საუბრისას წმინდა წერილის ორ ადგილზე მიუთითებს. ესენია: (1) "ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე" (ფსალ. 89.4); (2) "ერთი დღე უფლისა მიერ, ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი, ვითარცა ერთი დღე" (2 პეტრ. 3.8). ისინი მიიჩნევენ, რომ სიტყვათმგალობელი მეფე დავითისა და პეტრე მოციქულის მიერ გამოთქმული უწყებანი საიდუმლო მოძღვრებას გაგვიმხელს, კერძოდ, სამყაროს შექმნისას ნახსენები ექვსი დღის დროში განგრძობადობას გვაუწყებს და თითოეული მათგანი სიმბოლურად ათას წელს უტოლდება, თუმცა არა პირდაპირი მნიშვნელობით ათასი წელი, არამედ ჩვენთვის იდუმალებით აღსავსე დროის ხანგრძლივობა მოიაზრება.

აღნიშნული მოსაზრების გაზიარებამდე ვნახოთ, თუ როგორ ესმით ხსენებული ბიბლიური მუხლი ეკლესიის მამებს. წმინდა ათანასე ალექსანდრიელი ფსალმუნის სიტყვებს ასე განმარტავს: "[მეფე დავითი] რჯულის მიხედვით მსახურების დროზე საუბრობს, განსაკუთრებით საღვთო ტაძრის განსრულებისას რომ დამშვენდა; რადგან ტაძრის ამგები სოლომონიდან პატიოსანი ჯვრის (ჯვარცმის; ი. ო.) შემდგომ ალყამდე ათასი წელი გავიდა და ეს ათასი წელი, - ამბობს, - შენ წინაშე ერთ დღედ მიიჩნევა" (PG. t. 27, 1999: 396, D). ალექსანდრიელი მღვდელთმთავრის თანახმად, მეფე დავითმა საწინასწარმეტყველო სულით აღმოთქვა ფსალმუნში ნახსენები ათასი წელი და ის ჟამი თანაშემოკრიბა, რომლის განმავლობაშიც ძველი აღთქმის რჩეულ ერს სინას მთაზე გაცხადებული რჯულის მიხედვით აგებული ტაძარი გააჩნდა და მსახურებას აღასრულებდა.

ნეტარი თეოდორიტეს თანახმად, არ შეიძლება ებრაელი მეფის სიტყვები წინარე მუხლში გაჟღერებულ შინაარსს დავაშოროთ და ცალკე განვმარტოთ. კვირელი მოძღვრის მიხედვით, საერთო კონტექსტი ასეთია: "ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით, ძენო კაცთანო; რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე" (ფსალ. 89. 3-4). ნეტარი თეოდორიტე: "ამბობს, რომ ხანმოკლე რამ არის და ძლიერ მწუხარე ცხოვრება ადამიანისა; ხოლო შენთვის კი, მარადიულო და საუკუნოვ, ათასი წლის ხანგრძლივობა ერთ დღეს უტოლდება" (PG. t. 80, 1992: 1601, B). წარმოდგენილი განმარტების მიხედვით, ფსალმუნში საუბარია, ერთი მხრივ, ცოდვით დაცემული ადამიანის ხანმოკლე, მსწრაფლწარმავალ ყოფაზე, რაც საკუთარ შემოქმედთან დაპირისპირების შედეგია, მეორე მხრივ კი, იმავე სიტყვებში ღვთის დაუსაბამობა, უსასრულობა, მარადიულობა ცხადდება.

ექვთიმე ზიგაბენის შესაბამის განმარტებაში ვკითხულობთ: "ეს (იგულისხმება ფსალმუნის ზემოაღნიშნული სიტყვები; ი. ო.) ღვთის მარადიულობის წარმოსაჩენად მოიხმო. ამბობს, რომ ათასი წელი შენ წინაშე ძალზედ უმოკლეს (ἄγαν βραχύτατος) ჟამად მიიჩნევა, როგოც ჩვენთვის - ერთი დღე, ისიც გარდასული" (PG. t. 128, 2000: 929, B).

ამჯერად წარმოდგენილი განმარტებებით შემოვიფარგლებით. დამოწმებული ეგზეგეზისი, ვფიქრობთ, თვალნათლივ ცხადყოფს, თუ როგორ ესმოდათ ეკლესიის მამებს 89-ე ფსალმუნში გადმოცემული სწავლება, რომელსაც ჰექსემერონის დღეთა საათობრივ ხანგრძლივობასთან არაფერი აკავშირებს. რაც შეეხება პეტრე მოციქულის ზემოხსენებულ უწყებას, საკითხში გარკვევის მიზნით, ნეტარი ავგუსტინეს ცნობილი შრომიდან - "აღსარებანი" მეთერმეტე წიგნის შესაბამის ადგილს დავიმოწმებთ, რომელიც წმინდა წერილიდან მოხმობილი ორივე ციტატის გააზრებაში დაგვეხმარება. იპონიელი მღვდელთმთავარი ერთგან ბრძანებს: "არა, დროში როდი იყავი დროთა უადრეს, თორემ მაშინ ვერ იქნებოდი ყველა დროზე უწინარესი. შენ წინ უსწრებდი მთელ წარსულს, მარადისობის წარუვალი აწმყოს თხემზე დავანებული და მთელ მომავალზე უზენაესი, რადგანაც მომავლი მოვა და წავა, "შენ კი მარად იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევიან" (ფსალ. 101.28). შენი წლები არც მოდიან და არც მიდიან. შენი წლები უძრავნი არიან და ერთდროულნი: ისინი დგანან. მომავალნი როდი განდევნიან მიმავალთ, რადგან ისინი საერთოდ არ გადიან. ჩვენი წლები კი მაშინ გასრულდებიან, როცა ყველანი წარსულად იქცევიან. შენი წლები როგორც ერთი დღე [შდრ. ფსალ. 89.4; 2 პეტრ. 3.8], ხოლო ეს დღე ყოველდღიურად როდი ახლდება, არამედ ყოველდღე ერთი და იგივეა, რადგანაც შენი დღევანდელი დღე ადგილს არ უთმობს ხვალინდელს და არც ცვლის გუშინდელს. შენი დღევანდელი დღე მარადისობაა, ამიტომაც შენი თანამარადისია შენი ძე, რომელსაც უთხარი: "დღეს გშობე შენ" (ფსალ. 2.7). ყველა დრო შენ შეჰქმენი და ყველა დროზე უწინარესი ხარ, რადგანაც არ არსებულა ისეთი დრო, როცა დრო სულ არ იყო"43.

ნეტარი ავგუსტინეს თანახმად, მეფე დავითისა თუ მოციქულის მიერ ნახსენები წლებისა და ერთი დღის ურთიერთმიმართება ყოვლადძლიერი ღმერთის საუკუნო მყოფობის წარმომჩენია. იპონიელი მოღვაწე ფსალმუნში გადმოცემულ სწავლებას მიაპყრობს ყურადღებას, სადაც მამისაგან ძე ღმერთის შობის საიდუმლოა გაცხადებული და ნათქვამია, რომ ხსენებული შობა თითქოსდა რომელიღაც კონკრეტულ დღეს აღსრულდა (შდრ. ფსალ. 2.7): "უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, და დღეს მიშობიე შენ"). ბუნებრივია, აღნიშნული უწყება არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საკუთრივი ჟამით და მიუხედავად დღეზე მითითებისა, ძის მარადიული შობის იდუმალებას გვიცხადებს. შესაბამისად, ძის შობის დღე იგივე მარადისობაა, რაც ოდენ სიმბოლურად, სახისმეტყველებითად უტოლდება ათას წელს და აბსოლუტურ ზედროულობას გულისხმობს. წმინდა წერილის ავტორები დაფარული მოძღვრების გადმოცემისას მსგავს ხერხს ხშირად მიმართავენ და, ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით, სწორედ ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე მოცემულ შემთხვევაშიც.

ვფიქრობთ, ზემოდამოწმებული ეკლესიის მოძღვარნი და მათ მიერ დაწერილი თუ წარმოთქმული განმარტებანი, რომლებიც ერთსულოვან რჯულდებას გადმოგვცემენ ჰექსემერონის დღეების საათობრივი ხანგრძლივობის შესახებ (და, ზოგადად, სამყაროს ასაკთან მიმართებით) ამომწურავად უპასუხებენ დაინტერესებულ პირთა შეკითხვებს და სრულიად გარკვევით გადმოგვცემენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკლესიის წიაღში საუკუნეების მანძილზე დაცულ სწავლებას.

-----------------------------------------------------------------------

მკითხველის საყურადღებოდ შევნიშნავთ, რომ საღვთისმეტყველო-სამეცნიერო კრებულის VI ტომში გამოვაქვეყნეთ პუბლიკაცია სახელწოდებით: "ეკლესიის მამათა ჰექსემერონული კომენტარების თეოლოგიური ანალიზი" (იხ. თბილისის სასულიერო აკადემია, საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომები, VI, თბილისი, 2015, გვ. 32-106), რომელშიც ერთ-ერთ საკითხად ჩვენი სტატიის სათაურად გაჟღერებული თემა მიმოვიხილეთ (დასახ. შრომა.: 87-106) და ეკლესიის მამათა ეგზეგეტიკურ შრომებზე დაფუძნებული მსჯელობა წარმოვადგინეთ. წინამდებარე პუბლიკაცია ზემოხსენებული შრომის შესაბამისი ადგილის შევსებული გამოცემაა. ვფიქრობთ, დამოწმებული წყაროები ამომწურავად უპასუხებს დაინტერესებულ პირთა შეკითხვებს შესაქმის დღეების საათობრივ ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.


შენიშვნები

1 - სამყაროს დათარიღებასთან დაკავშირებით არსებულ განსხვავებულ მოსაზრებებზე მითითებას ვხვდებით თეოფილე ანტიოქიელთან. აი, რას გვაუწყებს დიდი მღვდელთმთავარი: "ერთნი, მიიჩნევდნენ რა, რომ ქვეყნიერება შეუქმნელია, მარადისობას გადასწვდებოდნენ; სხვანი მას ქმნილებად აღიარებდნენ და ამბობდნენ, რომ უკვე ორმოცდაათი მილიონ სამი ათას სამოცდათხუთმეტმა წელმა განვლო" (Sources Chrétiennes, Théophile d’Antioche; Trois livres à Autolycus, t. 20, Paris, 1948, p. 236). აქვე შევნიშნავთ, რომ დღევანდელი ნორმებით სწორ ფორნად მიჩნეული "მღვდელმთავარი" არ გამორიცხავს "მთავარი მღვდლის" (პროტოპრესვიტერის) გაგებას. ჩვენს სტატიაში გამოყენებული ტერმინი "მღვდელთმთავარი" კი ყველა შემთხვევაში ეპისკოპოსს მიემართება. ამდენად, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, გვსურს რა ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ სამღვდელო და საეპისკოპოსო ხარისხი, ვიყენებთ ფორმას "მღვდელთმთავარი".

2 - იხ. Еврейский и Халдейский этимологический словарь к книгам Ветхаго Завета, составил О. Н. Штенберг, том I, Еврейско-Русский, Вильна, 1878, ст. 179-180.

3 - Gr. καὶ ἐγένετο ἑσπέρα καὶ ἐγένετο πρωί, ἡμέρα μία. შდრ. "და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღჱ ( םוֹי ) იგი ერთი" (დაბ. 1.5); Gr. καὶ ἐγένετο ἑσπέρα καὶ ἐγένετο πρωί, ἡμέρα δευτέρα. შდრ. "და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღჱ ( םוֹי ) იგი მეორჱ" (დაბ. 1.8). Gr. καὶ ἐγένετο ἑσπέρα καὶ ἐγένετο πρωί, ἡμέρα τρίτη. შდრ. "და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღჱ ( םוֹי ) იგი მესამჱ" (დაბ. 1.13).

4 - იხ. Греческо-Руский словарь составленный А. Д. Вейсманом, С,-Петербург, 1899, ст. 587. ასევე: A Patristic Greek Lexicon; Edited by G. W. H. Lampe, Oxford, 1961, p. 606.

5 - ღირსი მოძღვარი შემდეგ ბიბლიურ ციტატას განმარტავს: "და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღჱ იგი ერთი" (დაბ. 1.5).

6 - ბასილი დიდი, ექუსთა დღეთაჲ, ტექსტი გამოსცა მ. კახაძემ, თბ. 1947, გვ. 25.

7 - შდრ. "და რაჲსათჳს არა თქუა «პირველი», არამედ - «ერთი»? რამეთუ უფროჲსცა შეჰგვანდა ესე, ვინაჲთგან ეგულებოდა შეძინებაჲ მეორისა და მესამისაჲ და მეოთხისა დღისაჲ, რაჲთა დასაბამისა მისდა შემდგომთაჲსა პირველად ეწოდა" (წმინდა ბასილი დიდი 1947: 25). ბუნებრივია, იგივე ვითარება არის ებრაულ და ბერძნულენოვან წმინდა წერილში. ორივეგან შესაბამის ადგილზე არა რიგობითი, არამედ რაოდენობითი რიცხვითი სახელი გვხვდება. მაგალითად, ებრაულ ბიბლიაში გამოყენებულია ტერმინი ekh-awd’ - "ერთი" (იხ. Штенберг 1878: 14-15). სეპტუაგინტაში - μία - "ერთი" (შდრ. დაბ. 1.5): καὶ ἐγένετο ἑσπέρα καὶ ἐγένετο πρωί, ἡμέρα μία), მაშინ როდესაც ბერძნულ ენაში რიგობითი რიცხვითი სახელი სხვა სიტყვით გადმოიცემა (იგულისხმება ტერმინი πρώτος, πρώτη, πρώτον - "პირველი" (იხ. Вейсман 1991: 1099).


8 - კაპადოკიელი მღვდელთმთავარი მოცემულ შემთხვევაში იყენებს ტერმინს ὥρα  (შდრ. τῶν εἴκοσιτεσσάρων ὡρῶν), რასაც წმ. გიორგი მთაწმინდელი თარგმნის როგორც "ჟამი".

9 - Gr. Ἀλλὰ μίαν εἶπεν, ἤτοι τὸ μέτρον ἡμέρας καὶ νυκτὸς περιορίζων, καὶ συνάπτων τοῦ ἡμερονυκτίου τὸν χρόνον, ὡς τῶν εἴκοσιτεσσάρων ὡρῶν μιᾶς ἡμέρας διάστημα, συνυπακουομένης δηλονότι τῇ ἡμέρᾳ καὶ τῆς νυκτὸς... შდრ. "არამედ ერთად სახელ-სდვა ესე ამისთჳს, რაჲთა საზომი დღისა და ღამისაჲ შემოსაზღვროს და შეაერთოს სიგრძჱ იგი მათი და რაჲთა ოც-და-ოთხთა ჟამთა მიერ სრულ- იქმნებოდის ერთბამად სივრცჱ დღისა და ღამისაჲ…" (წმინდა ბასილი დიდი 1947: 25).

10 - ბასილი დიდი 1947: 27; შდრ. PG. t. 29, 2009: 52, C.

11 - ღირსი ეფრემ ასურის თანახმად, ბიბლიური პირველი დღე შეესაბამება გაზაფხულის პირველი თვის - ნისანის პირველ დღეს.

12 - ღირსი ეფრემ ასური, შესაქმისგანმარტება, თბილისი, 2014, გვ. 14. შდრ. "Сказав о сотворении неба, земли, тьмы, бездны и вод в начале первой ночи, Моисей обращается к повествованию о сотворении света в утро первого дня. Итак, по истечении двенадцати часов ночи сотворен свет среди облаков и вод,и он рассеял тень облаков, носившихся над водами и производивших тьму. Тогда начался первый месяцнисан, в который дни и ночи имеют равное число часов. Свету надлежало пребывать двенадцать часов, чтобы день заключал в себе такое же число часов, какую меру и продолжительность времени пребывала тьма. Ибо хотя и свет, и облака сотворены во мгновенье ока, но как день, так и ночь первого дня продолжалисьпо двенадцать часов" (Святой Ефрем Сирин1995: 214). შდრ. "After [Moses] spoke of heaven and earth, of the darkness, the abyss and the wind that came to be at the beginning of the first night, he then turned to speak about the light that came to be at dawn of the first day. At the end of the twelve hours of that night, the light was created between the clouds and the waters and it chased away the shadow of the clouds that were overshadowing the waters and making them dark. For Nisan was the firs month; in the number of the hours of day and night were equal. The light remained a lenght of twelve hours so that each day might also obtain its [own] hours just as the darkness had obtainet a measured length of time. Although the light and the clouds were created in the twinkling of an eye, the day and the night of the first day were each completed in twelve hours" (St. Eprem the Syrian 1994: 80).

13 - შდრ. ლათ. De falsitate ejus historiae, quae multa millia annorum praeteritis temporibus adscribat (PL. 1845: 357); შდრ. რუს. О ложности той истории, которая приписывает прошедшим временам многитысячи лет (Блаженный Августин; იხ. ინტერ. საიტი http://azbyka.ru/otechnik/Avrelij_Avgustin/o gradebozhem/ 12_10). შევნიშნავთ, რომ ინგლისური თარგმანი გარკვეულ ნიუანსურ სხვაობას ავლენს და საყურადღებო მონაცემს გვთავაზობს: „ყალბი ისტორიის შესახებ, სამყაროს წარსულს მრავალ ათას წელს რომ აკუთვნებს“ (ლათინურისა და რუსულისგან განსხვავებით, ათვლის წერტილად აღებულია არა ზოგადად გარდასული დრო, არამედ საკუთრივ ქვეყნიერების შექმნა). შდრ. ინგლ. Of the Falseness of the History Which Allots Many Thousand Years to the World’s Past (St. Augustin’s City of God and Christian Doctrine, by Philip Schaff; New York, 1890, p. 334; ასევე, იხ. ინტერ. საიტი http://www. documentacatholicaomnia.eu/03d/18191893,_Schaff._Philip,_2_Vol_02_The_City_Of_God._Christian_ Doctrine,_EN.pdf).

14 - შდრ. ლათ. „Fallunt eos etiam quaedam mendacissimae literae, quas perhibent in historia temporum multa annorum millia continera: cum ex Litteris sacris ab institutione hominis nondum completa annorum sex millia computemus“ (PL. 1845: 358); შდრ. ინგლ. „They are deceived, too, by those highly mendacious documents which profess to give the history of many thousand years, though, reckoning by the sacred writings, we find that not 6000 years have yet passed“ (St. Augustin 1890: 335); შდრ. რუს. „Обманывают их инекоторые крайне лживые сочинения, представляющие, будто история обнимает собой многие тысячилет между тем как согласно Священным писаниям от сотворения человека мы еще не насчитываем иполных шести тысяч лет“ (Блаженный Августин. О граде Божьем, დასახ. ინტერ. საიტი).

15 - მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება პლატონის იდეების თეორია, რომლის თანახმადაც მატერიალური კოსმოსის უწინარესი მარადიული, უცვლელი იდეების სამყაროა.

16 - PL. 1845: 359.

17 - PL. 1845: 360.

18 - შდრ. „Что мы ответили, когда речь шла о происхождении мира, тем, которые хотят представлятьмир вечным, но получившим начало своего бытия, как это яснейшим образом признает и Платон (хотянекоторые полагают, что он говорил одно, а думал совсем другое), то же самое я мог бы сказать в ответ иотносительно первого создания человека тем, которые останавливаются в недоумении перед вопросом:почему человек не сотворен ранее в неисчислимые и бесконечные времена, а создан так поздно, чтопо свидетельству Священных писаний прошло менее шести тысяч лет с того времени, как он началсуществовать. Если их озадачивает краткость времени, если им кажется, что прошло слишком малолет с того момента, когда по свидетельству наших писаний был сотворен человек, то пусть примутво внимание, что ничто не долговременно, что имеет какой-нибудь последний предел, и что всеопределенные пространства веков, если сравнить их с беспредельной вечностью, должны считаться не малыми, а равными нулю. Поэтому если бы мы сказали, что с того времени, как Бог создал человека,прошло не пять или шесть, а шестьдесят или шестьсот тысяч, шесть или шестьдесят миллионов лет;или стали бы увеличивать эту сумму во столько раз, что не нашли бы и названия для обозначенияколичества лет со времени создания Богом человека то и тогда можно было бы спросить: почему Бог несоздал его раньше?“ (Блаженный Августин; ინტერ. საიტი http://azbyka.ru/otechnik/Avrelij_Avgustin/ograde-bozhem/12_10); შდრ. ინგლ. „As to those who are always asking why man was not created during these countless ages of the infinitely extended past, and came into being so lately that, according to Scripture, less than 6000 years have elapsed since He began to be, I would reply to them regarding the creation of man, just as I replied regarding the origin of the world to those who will not believe that it is not eternal, but had a beginning, which even Plato himself most plainly declares, though some think his statement was not consistent with his real opinion. If it offends them that the time that has elapsed since the creation of man is so short, and his years so few according to our authorities, let them take this into consideration, that nothing that has a limit is long, and that all the ages of time being finite, are very little, or indeed nothing at all, when compared to the interminable eternity. Consequently, if there had elapsed since the creation of man, I do not say five or six, but even sixty or six hundred thousand years, or sixty times as many, or six hundred or six hundred thousand times as many, or this sum multiplied until it could no longer be expressed in numbers, the same question could still be put, Why was he not made before?“ (St. Augustin 1890: 336). მკითხველის საყურადღებოდ შევნიშნავთ, რომ რუსული და ინგლისური თარგმანები ერთურთთან მიმართებით გარკვეულ განსხვავებას ავლენს, თუმცა ჩვენთვის საყურადღებო ადგილები იდენტურ აზრს გადმოგვცემს.

19 - შდრ. ἀπὸ κτίσεως κόσμου ἕως κατακλυσμοῦ ἐγένοντο ἔτη βσμβ´. ἀπὸ δὲ τοῦ κατακλυσμοῦ ἕωςτεκνογονίας Ἀβραὰμ τοῦ προπάτορος ἡμῶν ἔτη αλϚ´. ἀπὸ δὲ Ἰσαὰκ τοῦ παιδὸς Ἀβραὰμ ἕως οὗ ὁ λαὸς σὺν Μωσῇ ἐν τῇ ἐρήμῳ διέτριβεν ἔτη χξ´. ἀπὸ δὲ τῆς Μωσέως τελευτῆς, ἀρχῆς Ἰησοῦ υἱοῦ Ναυῆ, μέχρι τελευτῆς Δαυὶδ τοῦ πατριάρχου ἔτη υϞη´. ἀπὸ δὲ τῆς τελευτῆς Δαυίδ, βασιλείας δὲ Σολομῶνος, μέχρι τῆς παροικίας τοῦλαοῦ ἐν γῇ Βαβυλῶνος ἔτη φιη´ μῆνες Ϛ´ ἡμέραι ι´. ἀπὸ δὲ τῆς Κύρου ἀρχῆς μέχρι αὐτοκράτορος Αὐρηλίου Οὐήρου τελευτῆς ἔτη ψμα´. Ὁμοῦ ἀπὸ κτίσεως κόσμου συνάγονται τὰ πάντα ἔτη εχϞε´ καὶ οἱ ἐπιτρέχοντες μῆνες καὶ ἡμέραι (Théophile d’Antioche 1948: 264). რუს. „от сотворения мира до потопа прошло 2242 года, от потопа до рождения сына у Авраама, праотца нашего, 1036 лет, от Исаака, сына Авраама, достранствования народа, с Моисеем в пустыне - 660 лет. От смерти Моисея, от принятия начальства საყუИисусомНавином, до смерти Давида патриарха - 498 лет. От смерти Давида и царствования Соломонадо переселения народа в землю вавилонскую - 518 лет, 6 месяцев и 10 дней. От царствования Аира досмерти императора Аврелия Вера 741 год. Всех же в совокупности лет от сотворения мира 5695, снесколькими месяцами и днями“ (Святитель Феофил, епископ Антиохийский; Послание к Автолику;книга третья, 28; ინტერ. საიტი http://lib.pravmir.ru/library/readbook/541). ინგლ. „From the creation of the world to the deluge were 2242 years. And from the deluge to the time when Abraham our forefather begot a son, 1036 years. And from Isaac, Abraham’s son, to the time when the people dwelt with Moses in the desert, 660 years. And from the death of Moses and the rule of Joshua the son of Nun, to the death of the patriarch David, 498 years. And from the death of David and the reign of Solomon to the sojourning of the people in the land of Babylon, 518 years 6 months 10 days. And from the government of Cyrus to the death of the Emperor Aurelius Verus, 744 years. All the years from the creation of the world amount to a total of 5698 years, and the odd months and days“ (To Autolycus, Book III; Chapter 28. Leading Chronological Epochs; ინტერ. საიტი http://www.newadvent.org/fathers/02043.htm). შევნიშნავთ, რომ ინგლისური თარგმანის ბოლო ნაწილი განსხვავდება ბერძნული ძირითადი ტექსტის მონაცემისგან, რადგან ჩამოთვლილი წლების შემაჯამებელი რაოდენობა, ინგლისურის მიხედვით, 5698-ით განისაზღვრება, მაშინ როდესაც Sources Chrétiennes-ში 5695 გვხვდება ( შდრ. „All the years from the creation of the world amount to a total of 5698 years...“; ბერძ. Ὁμοῦ ἀπὸ κτίσεως κόσμου συνάγονται τὰ πάντα ἔτη εχϞε´. ძველ ბერძნულ ენაში, ისევე როგორც ძველ ქართულში, რიცხვითი სახელები ასოებით გამოისახებოდა. მოცემულ შემთხვევაში ,ε = 5000, χ / = 600, Ϟ / = 90, ε / = 5). წარმოდგენილი შეუსაბამობის მიზეზი ხელნაწერებში არსებული განსხვავებაა, კერძოდ, კიროსიდან მარკუს ავრელიუსის გარდაცვალებამდე მითითებული წლების რაოდენობა: ინგლისურ თარგმანში ვკითხულობთ 744 (შდრ. „And from the government of Cyrus to the death of the Emperor Aurelius Verus, 744 years“), ხოლო Sources Chrétiennes-ის ძირითად ტექსტში - 741 (შდრ. ἀπὸ δὲ τῆς Κύρου ἀρχῆς μέχρι αὐτοκράτορος Αὐρηλίου Οὐήρου τελευτῆς ἔτη ψμα´. ბერძნული აღნიშვნა ასე განიმარტება: ψ / = 700, μ / = 40, α /= 1. იდენტურია რუსული: От царствования Аира до смерти императора Аврелия Вера 741 год); ზემოდამოწმებული ფრანგული სამეცნიერო პუბლიკაციის სქოლიოში ( იხ. Théophile d’Antioche 1948: 264, სქოლ. N 1) განსხვავებული ხელნაწერული მონაცემი ასეა წარმოდგენილი: ψμδ ( ψ / = 700, μ / = 40, δ = 4).

20 - შევნიშნავთ, რომ თეოფილე ანტიოქიელი, როგორც მეორე საუკუნის მოღვაწე, ეპოქალურად წინ უსწრებს ეკლესიის ზემოხსენებულ მოძღვრებს (წმინდა ბასილი დიდს, წმინდა ეფრემ ასურს, ნეტარ ავგუსტინეს), მაგრამ ვინაიდან შესაქმის დღეებზე საუბრისას ანტიოქიელი იერარქი, მსგავსად მითითებული ავტორებისა, საათობრივ განხილვას არ გვთავაზობს, სწორედ ამ მიზეზით რიგითობა წარმოდგენილისამებრ განვსაზღვრეთ.

21 - წმინდა იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. ძველი ბერძნულიდან თანამედროვე ქართულზე თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ. თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 2000, გვ. 349.

22 - მკითხველს კვლავ შევახსენებთ, თუ რაოდენ მაღალ შეფასებას განუკუთვნებს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი საკუთარი მეგობრის, ბასილი დიდის, ჰომილიებს: „რაჟამს „ექუსთა დღეთაჲ“ მისი ჴელად მივიღო და აღმოვიკითხვიდე, დამბადებელსა თანა მივალ და გულისჴმა- ვჰყოფ სიტყუათა მათ დაბადებისათა და განვკჳრდები სიბრძნესა მას ზედა შემოქმედისასა უფროჲს, ვიდრეღა პირველ, რაჟამს თუალითა ოდენ ჩემითა ვხედევდი საქმეთა მისთა“ (Sancti Gregorii Nazianzeni Opera, Versio Iberica IV, Oratio XLIII, 2004, გვ. 288-290). იმავე 43-ე სიტყვაში ერთგან ვკითხულობთ: „...არარაჲ სხუაჲ აღმოთქუა (ბასილი დიდმა; ი. ო.), გარნა მარადის სიტყუაჲ ოდენ ღმრთისმსახურებისაჲ და განმაცხოველებელი სოფლისაჲ. რამეთუ ჴორციელისა არარაჲს მეტყუელ იყო კაცი იგი და უზეშთაეს ჴორცთაჲსა ქმნილი უწინარეს ამიერ მიცვალებისაცა, რომელმან-იგი არა უტევა, რაჲთამცა ერთიცა კეთილთაგანი სულისათაჲ საკრველისა მისგან ჴორცთაჲსა ვნებულ იყო“ (Sancti Gregorii Nazianzeni 2004: 20). წმინდა გრიგოლის ამგვარი შეფასება ცხადყოფს, რომ „ექუსთა დღეთაჲ“ საყოველთაოდ გავრცელებული შრომა იყო და მასში გადმოცემული სწავლებანი (მათ შორის შესაქმის დღეთა საათობრივი ხანგრძლივობა) საეკლესიო მოძღვრებად აღიქმებოდა როგორც სასულიერო, ასევე საერო დასში. ბუნებრივია, ბასილი დიდის ჰომილიები შემდგომი სამი საუკუნის მანძილზე (წმინდა იოანე დამასკელამდე) კვლავაც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა და ერთ-ერთი უმთავრესი ეგზეგეტიკური შრომა იყო, როგორც ჰგიეს იგი დღემდე.

23 - იხ. (1) ბერძნულ-ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონი, ტომი III, სიმონ ყაუხჩიშვილის საერთო რედაქციით, თბილისი, 2005, გვ. 653; (2) Греческо-Русский словарь составленный А. Д.Вейсманом, Москва, 1991, кол. 855; (3) Древнереческо-Русский словарь, составил И. Х. Дворецкий,том II, M-W, Москва, 1958, ст. 1143. (4) Δ. Δημητράκου Μέγα λεξικόν της Ελληνικής γλώσσης, τομος Ι,Αθηναι, σ. 4950; (5) A Patristic Greek Lexicon, edited by G. W. H. Lampe, D. D. Oxford, 1961, p. 930; (6) A Greek-English lexicon / compiled by Henry George Liddell and Robert Scott, 1996, Oxford, p. 1186; (7) Greek and English lexicon, To which is Prefixed an Epitome of Modern Greek Grammar Isaak Lowndes; London, 1837, p. 435; (8) Greek lexicon of the Roman and Byzantine periods, by Sophocles, E. A. New York, 1900, p. 788. ზემოჩამოთვლილი ლექსიკონების ჩვენთვის საყურადღებო ყველა მონაცემი არსებითად ასე ჯამდება: νυχθήμερόν, ου, το – (νυξ and ημερα); a night and a day, the space of twenty-four hours (A Greek- English lexicon of the New Testament, being Grimm’s Wilke’s Clavis Novi Testamenti, tr., rev. and enl. By Joseph Henry Thayer, 1889, p. 431). აღნიშნული ტერმინი დღე-ღამის განმსაზღვრელად გვხვდება პავლე მოციქულის ეპისტოლეში: „სამ-გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამგზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ“ (2 კორ. 11.25); შდრ. τρὶς ἐρραβδίσθην, ἅπαξ ἐλιθάσθην, τρὶς ἐναυάγησα, νυχθήμερον ἐν τῷ βυθῷ πεποίηκα.

24 - მეშვიდე საყვირის თაობაზე უწყება ასეა წარმოდგენილი: „და ანგელოზმან მან, რომელი- იგი ვიხილე ქუეყანასა ზედა და ზღუასა ზედა მდგომარე, აღიღო ჴელი თჳსი მარჯუენე ზეცად და ფუცა მისა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი-უკუნისამდე, რომელმან დაჰბადა ცაჲ და რაჲ არს მას შინა, და ქუეყანაჲ და რაჲ არს მას შინა, და ზღუაჲ და რაჲ არს მას შინა, ვითარმედ: «ჟამი არღა იყოს, არამედ დღეთა მათ ჴმისა მეშჳდისა ანგელოზისა, რომელსა ეგულების დაცემად საყჳრისა, და აღესრულა საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, ვითარცა ახარა მონათა თჳსთა წინაჲსწარმეტყუელთა»“ (აპოკ. 10. 5-7).

25 - ქართული ენის კათედრის შრომები, ანდრია კესარია-კაპადოკიელი, იოვანეს გამოცხადება და მისი თარგმანება, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკველევა და ლექსიკონი დაურთო ი. იმნაიშვილმა, 1961, გვ. 70.

26 - მეშვიდე ათასწლეულისას ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ წმინდა ანდრიას სწავლებასთან დაკავშირებით იხ. ედიშერ ჭელიძე, „ეკლესია - სძალი უფლისა“, თბილისი, 1990, გვ. 38-39. აქვე შევნიშნავთ, რომ წმინდა ექვთიმე ათონელის საყოველთაოდ ცნობილი მთარგმნელობითი საქმიანობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში სწორედ „აპოკალიპსის“ განმარტებაა. კერძოდ, თუკი კესარია-კაპადოკიელი მღვდელთმთავრის შრომის ქართულ ენაზე გადმოღებისას ათონელმა მოძღვარმა ზემოდამოწმებულ ნაწილში მატებას მიმართა, იმავე შრომაში მრავალი ისეთი ადგილია, სადაც მთაწმინდელი მოღვაწე ღირსი ანდრიას მსჯელობას შემოკლებული სახით წარმოგვიდგენს. მაგალითად, „გამოცხადების“ მეცამეტე თავში ერთგან მხეცის ნიშანზეა საუბარი: „აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოცდაექუს“ (გამოცხ. 13.18). აღნიშნული მუხლის ანდრიასეული ეგზეგეზისი ექვთიმე ათონელის ქართულ თარგმანში ასეა ასახული: „ჭეშმარიტებაჲ სახელისა მისისაჲ ჟამმან გამოაცხადოს, რამეთუ უკუეთუმცა ჯერ-იყო განცხადებულად ცნობაჲ სახელისა მისისაჲ, მხილველსა მას გამო-მცა-ეცხადა, არამედ არა ინება ღმერთმან საღმრთოთა წიგნთა შინა ბოროტისა მის სახელისა დაწერაჲ“ (ანდრია კესარია-კაპადოკიელი 1961: 81). დამოწმებული სწავლების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ანტიქრისტეს შესახებ მოძღვრება წმინდა წერილში მრავალგზის იქნა გაცხადებული, მის სახელს საღვთო განგებულებით იმავე წერილმა დუმილით აუარა გვერდი, რასაც შესაბამისი ჟამი გამოაჩენს. ბერძნულ ტექსტში ღირსი ადრია მსჯელობას განაგრძობს და საეკლესიო ეგზეგეტიკურ წყაროებში ანტიქრისტეს სავარაუდო სახელებთან დაკავშირებით დაცულ საყურადღებო ცნობებს აღგვიწერს. ჩამონათვალი ასეა წარმოდგენილი (იხ. PG. t. 106, 2001: 681, B): Λαμπέτις, Τειτᾶν, Λατεῖνος, κακὸς, ὁδηγὸς, ἀληθὴς, βλαβερὸς, πάλαι, βάσκανος, ἀμνὸς, ὤδικος (მოხმობილი სახელები ორ ნაწილად ჯგუფდება: პირველი, Λαμπέτις, Τειτᾶν, Λατεῖνος - თითოეული სიტყვის შემადგენელ ასოებში ნაგულისხმევი რიცხვების ჯამი 666 უდრის (მაგალითად, Λαμπέτις: Λ=30, α=1, μ=40, π=80, ε=5, τ=300, ι=10, ς=200, ჯამი: 666; Τειτᾶν: Τ=300, ε=5, ι=10, τ=300, α=1, ν=50, ჯამი: 666; Λατεῖνος:  Λ=30, α=1, τ=300, ε=5, ι =10, ν=50, ο=70, ς=200, ჯამი: 666. უნდა აღინიშნოს, რომ წმ. იპოლიტე რომაელი, ვისი შრომიდანაც ღირსმა ანდრიამ ანტიქრისტეს სავარაუდო ორი სახელი მოიხმო, მესამე ვარიანტსაც მიუთითებს (იხ. PG. t. 10, 2002: 769, C): Εὐάνθας - Ε=5, υ=400, α =1, ν=50, θ=9, α=1, ς=200, ჯამი: 666 (შრომაში - „უწყება ქრისტესა და ანტიქრისტეს შესახებ“ - წმინდა იპოლიტე მხოლოდ სამ სახელზე საუბრობს: Τειτᾶν, Εὐάνθας, Λατεῖνος. ტერმინი Λαμπέτις მასთან არ გვხვდება. შევნიშნავთ, რომ იპოლიტე რომაელის დასახელებული შრომის ძვ. ქართული თარგმანი, რომელიც შატბერდის კრებულშია დაცული და, მკვლევართა აზრით, სომხური ენიდან არის შესრულებული, ბერძნული ტექსტისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთ სახელს გვთავაზობს: „აწ ერთისა კაცისა სახელი მიიცვალოს მისა ლატინოს“ (იხ. ძველი ქართული მწერლობის ძეგლები, შატბერდის კრებული, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბილისი, 1979, გვ. 67-127). სხვათა შორის, საყურადღებოა, რომ წმ. იპოლიტე რომაელი აპოკალიპტური მხეცის ნიშანთან დაკავშირებით ორგზის მოიხმობს „გამოცხადების“ წიგნის შესაბამის მუხლებს, სადაც საუბარია რიცხვზე 666, თუმცა ქართულ თარგმანში ორივეჯერ განსხვავებულ მონაცემს ვხვდებით: „არამედ რამეთუ თანა-გუაც სრულიად გამოძიებად მისთჳს და თხრობად, და ვითარცა სული იგი წმიდაჲ რიცხჳთ რაჲთმე სახელსა მასცა გამოაცხადებს, განცხადებულად მისთჳს გითხრათ. რამეთუ იტყჳს იოვანე ესრეთ: «...და ყვნეს თჳსა მცირენი და დიდ-დიდნი, შეურაცხნი და დავრდომილნი, აზნაურნი და მონანი, რაჲთა დაიდვან ნიში ზედა მარჯუენესა ჴელსა თჳსსა და შუბლსა თჳსსა, რაჲთა არავის ეუფლოს არცა მოსყიდად, არცა მისყიდად, რომელსა არა აქუნდეს სასწაულად სახელი მჴეცისაი მის და გინა თუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ. ესე არს გულისჴმისყოფაჲ; რომელსა აქუნდეს გონებაჲ, ცანნ რიცხჳთ სახელი მჴეცისაჲ მის, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს და რიცხჳ მისი არს ქართველთა ენად ექუსას სამეოცდაერთ»“ (გიგინეიშვილი... 1979: 283-284). იმავე ძეგლში ვკითხულობთ: „ხოლო აწ რაჲ ესე წინა გჳც, ამასვე ვიტყოდით, რამეთუ იგიცა ეგრე სახედვე აჭირებდეს წმიდათა მათ, რამეთუ იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი და მოციქული ესრეთ: «რომელსა აქუნდეს გულისხმისყოფაჲ, აღრაცხენ რიცხჳთ სახელი მჴეცისაჲ მის, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს და რიცხჳ მისი არს ექუსას სამეოცდაერთ» (გამოცხ. 13. 16-18)“ (გიგინეიშვილი... 1979: 284-285). ქართველმა მთარგმნელმა, პირველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, მატებას მიმართა და, ბუნებრივია, „გამოცხადების“ ბერძნულ ტექსტში არარსებული სიტყვები - „ქართველთა ენად“ - შეამატა საკუთარ თარგმანს, რაც მეორედ მოხმობილ ციტატაში აღარ იკითხება; ხოლო მეორე მხრივ, რიცხვითი სახელის განსხვავებული განმარტება შემოგვთავაზა (შდრ. „და რიცხჳ მისი არს ქართველთა ენად ექუსას სამეოცდაერთ“). წარმოდგენილი აღნუსხვა შატბერდის კრებულში დაცულ ანტიქრისტეს სავარაუდო ერთადერთ სახელს - „ლატინოს“ ეფუძნება. საქმე ისაა, რომ ბერძნული დიფთონგი ει (ε - ეფსილონ; ι - იოტა) იკითხება როგორც „ი“. შესაბამისად, Λατεῖνος (ლატეინოს) გადმოიცემა ტერმინით „ლატინოს“ (დიფთონგის შემადგენელი ε - ეფსილონი აღარ ამოიკითხება), რაც წმ. იპოლიტე რომაელის სომხურენოვან თარგმანშიც მსგავსადვე იქნა ასახული, ხოლო მისგან მომდინარე ქართული ტექსტი იმავე მონაცემს („ლატინოს“ და არა „ლატეინოს“) გვთავაზობს; აღნიშნულ ტერმინში შემოკრებილი ასოების რიცხვითი ჯამი კი (ε- ეფსილონის (=5) გამოკლებით) არის არა 666, არამედ - 661: ლ=30, ა=1, ტ=300, ი=10, ნ=50, ო=70, ს=200, ჯამი: 661). წმინდა ანდრია კესარია-კაპადოკიელის შრომაში დაცული სახელების მეორე რიგი ანტიქრისტეს პიროვნულ მახასიათებლებს წარმოაჩენს: κακὸς, ὁδηγὸς  – „უკეთური წინამძღოლი“, ἀληθὴς, βλαβερὸς  – „ჭეშმარიტი მაწყინებელი (მავნებელი)“,πάλαι, βάσκανος  – „ძველი მოშურნე“ (ე. ი. ყოველივე კეთილის დაუღალავი მოწინააღმდეგე), ἀμνὸς, ὤδικος  – „უსამართლო კრავი“. ღირსი ანდრიას შრომის თარგმანის შესრულებისას წმინდა ექვთიმე ათონელმა არ მიიჩნია საჭიროდ, რომ ქართველ მკითხველს ანტიქრისტეს სავარაუდო სახელთა ჩამონათვალი უნდა სცოდნოდა, რადგან აღნიშნულის შესახებ თავად წერილი ინარჩუნებს დუმილს და, კესარია-კაპადოკიელი მღვდელთმთავრის თანახმად, ეს მოვლენა მხოლოდ შესაბამის დროს გახდება საცნაური (შდრ. „ჭეშმარიტებაჲ სახელისა მისისაჲ ჟამმან გამოაცხადოს“). ამიტომაც მთაწმინდელმა მოღვაწემ კლებას მიმართა, ზემოდამოწმებულ სახელთა ესოდენ ვრცელ ჩამონათვალს გვერდი აუარა და ოდენ მოკლე განმარტებით შემოიფარგლა.

27 - თავად ღირსი ანდრიაც, მიუხევად იმისა, რომ, ზემოთქმულისებრ, დროის საწყისზე კონკრეტულ მითითებას არ გვთავაზობს, კონტექსტიდან ცხადია, სამყაროს ასაკზე საუბრისას ქვეყნიერების დასაბამს მოიაზრებს. კვლავ დავიმოწმებთ შესაბამის ადგილს: „ამ მითითებებით ვიგებთ, რომ ექვსი ათასი წლის გასვლის შემდეგ, მეშვიდე ათასწლეულის დღეებში, შესრულდება წმინდა წინასწარმეტყველთაგან ნაუწყები აღსასრულის დადგომა...“. ბერძნული საეკლესიო ეგზეგეტიკური წყაროების უბადლოდ მცოდნე ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ანდრია კესარია-კაბადოკიელის შრომაში შემატებული განსაზღვრება მეათე საუკუნის ჩათვლით ეკლესიის წიაღში დაცულსა და საყოველთაოდ აღიარებულ მოძღვრებას ასახავს.

28 - მკითხველს შევახსენებთ, რომ ჰექსემერონის მეორე დღეს შექმნილი მყარის თაობაზე მსჯელობისას კესარიისა და ნისის მღვდელმთავარები განსხვავებულ განმარტებას გვთავაზობენ. კერძოდ, ბასილი დიდის თანახმად, ხსენებული მყარი ზენა სივრცეში წყლის სტიქიონის შენარჩუნებას განაპირობებს, რადგან ქვეჩამოდინების შესაძლებლობას არ აძლევს მას და ამგვარად ნოტიო სტიქიონის მარაგებს ქმნის. შესაბამისად, მყარს ზემოთ არსებული სივრცე ნივთიერია, ვინაიდან შეუძლებელია მატერიალური წყალი ნივთიერი საზღვრის მიღმა მდებარეობდეს. წმინდა გრიგოლ ნოსელი იმავე საკითხს განსხვავებულად განმარტავს. მისი თქმით, მყარი ხილული სოფლის გარემომცველი საზღვარია, რომელიც პირველ დღეს ქმნილმა ნათელმა საკუთარი სიმსუბუქისა და მარადმოძრავი თვისების მიზეზით გარეშემოწერა კოსმოსს. მყარს მიღმა აღმოჩენილი წყალი, შეუძლებელია, ნოტიო ელემენტი იყოს, რადგან ნივთიერი სტიქიონი ვერასოდეს განთავსდება უნივთო სივრცეში. შესაბამისად, მყარს ზედა წყლებზე საუბრისას, ნისელი მოღვაწის მიხედვით, წმინდა წერილი სიმბოლურ ენას მიმართავს და მათში ანგელოზთა დასები მოიაზრებიან (აღნიშნულის შესახებ იხ. რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალი „გული გონიერი“ N 6, თბილისი, 2013 წ., გვ. 97–101; უფრო ვრცლად - საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომები 2015: 50-65).

29 - დიდი სჯულისკანონი, გამოსაცემად მოამზადეს ე. გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშვილმა, მ. დოლაქიძემ, გ. ნინუამ; თბილისი, 1975, გვ. 380-381. აქვე დავიმოწმებთ თანამედროვე ქართულ თარგმანს: „ეკლესიების წინამძღვრმა ეპისკოპოსებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეს, მთელ სამღვდელო მწყობრსა და მორწმუნე ერს უნდა უქადაგონ და ასწავლონ საღმრთო წერილის ჭეშმარიტი სიტყვა, ან ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება. ნუ შეცვლიან და გადაასხვაფერებენ მას, არამედ გადმოსცენ ისე, როგორც ეკლესიის მნათობთა და მოძღვართა მიერ არის აღწერილი. ამით უფრო აჩვენებენ მორწმუნეთ თავის კეთილ გამოცდილებას, ვიდრე საკუთარი სიტყვის წარმოთქმით. ხოლო თუ ვერ შეძლებენ ამას, გადაიხრებიან ჯეროვანისაგან. მამათა მოძღვრების საშუალებით კი ერი იძენს ცოდნას, თუ რა უნდა მიიღოს, რას შეაქციოს ზურგი, როგორ უნდა შეცვალოს და წარმართოს თავისი ცხოვრება სიკეთისა და უმჯობესისაკენ, არ გაიხრწნას უმეცრების ვნებით, არამედ იმ ძველი მოძღვრების დახმარებით გაიმხნეოს თავი, რათა არ შეემთხვეს მას ვნება, ცოდვა და ჯეროვნად მოიქცეს მომავალი ტანჯვის შიშით“ (დიდი სჯულისკანონი, ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ, თბილისი, 2009, გვ. 245).

30 - იმავე საკითხთან დაკავშირებით დავიმოწმებთ მიტროპოლიტ მაკარის მიერ შედგენილ დოგმატურ სახელმძღვანელოს: „შესაქმის ექვს დღეში მოსე ჩვეულებრივ დღეებს მოიაზრებს, რადგან თითოეული მათგანი მწუხრითა და დილით განისაზღვრება: „იყო საღამო და იყო დილა - ერთი დღე... იყო საღამო და იყო დილა - მეორე დღე“, და ა. შ.“ (Митрополит Макарий (Булгаков); Православно-догматическое Богословие, том 1; Санкт-Петербург, 1883, ст. 420). შევნიშნავთ, რომ ჩვენ მიერ დამუშავებულ წყაროებში (მამათა ეგზეგეტიკაში) შესაქმის დღეების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება ვერსად მოვიძიეთ. ასევე დავძენთ, რომ წმინდა წერილის პირველ თავში წარმოდგენილი დღეები (ე. ი. დასაბამიერი ერთი კვირა) - ესაა წინასახე იმისა, თუ როგორ მოხდებოდა საღვთო განგებულებით დროის განაწილება მომავალში. შესაბამისად, ყოველი მომდევნო კვირა საკუთარ თავში ხსენებული პირველი კვირისა და მისი შემადგენელი თითოეული დღის ხატებას ატარებს, რადგანაც ბიბლიური პირველი შვიდეული არქეტიპია, პირველნიმუშია, სახეა მომდევნო შვიდეულებისა, რაც კვლავ იმ აზრისკენ მიგვმართავს, რომ სამყაროს შექმნისას ნახსენები დღეები ოცდაოთხსაათიანი იყო. ვფიქრობთ, უდიდეს მოძღვართა ზემოდამოწმებული ერთსულოვანი განმარტებები საეკლესიო სწავლებას გადმოგვცემს და ამომწურავად უპასუხებს ჰექსემერონის დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს. აქვე წარმოვადგენთ შესაქმის დღეებთან დაკავშირებით წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ 44-ე სიტყვაში გამოთქმულ სწავლებას (ექვთიმე ათონელის თარგმანი): „რამეთუ ვითარცა პირველისა მის დაბადებისა დაწყებაჲ კჳრიაკე იქმნა (ვითარცა საცნაურ არს, რამეთუ მას ეწოდა პირველი დღჱ და მისგან იქმნების შაბათი მეშჳდედ, რომელ-იგი არს განსუენებაჲ საქმეთაჲ), ეგრეთვე მეორისა მის დაწყებაჲ კჳრიაკითვე იყოს, რომელი-ესე პირველი არს შემდგომთა მისთაჲ და მერვე - უწინარესთა მისთაჲ, მაღლისა უმაღლესი და საკჳრველისა უსაკჳრველესი, რომელი ზეცისა წესად მიმიძღჳს“ (Sancti Gregorii Nazianzeni 1998: 178). დავიმოწმებთ იმავე ადგილის ეფრემ მცირისეულ თარგმანსაც: „ვითარცა პირველმან აგებულებამან კჳრიაკით მიიღო დასაბამი (ცხად არს ამიერ მეშჳდე ქმნითა შაბათისა საქმეთაგან განსუენებისაჲთა), ეგრეთვე კუალად მეორეცა ამიერ დაიწყებვოდის პირველ ყოფად მისს შემდგომთა და მერვედ მისს პირველთა, მაღლისა უმაღლეს და საკჳრველისა უსაკჳრველეს, რამეთუ ზენაჲს მიმართ მიმიყვანებს დაწყნარებისა“ (Sancti Gregorii Nazianzeni 1998: 179). წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი დამოწმებულ ეგზეგეზისში შესაქმის პირველ დღეს კვირად მოიხსენიებს (შდრ. (ექვთიმე): „პირველისა მის დაბადებისა დაწყებაჲ კჳრიაკე იქმნა“; (ეფრემი): „პირველმან აგებულებამან კჳრიაკით მიიღო დასაბამი“); ე. ი. სამყაროს ისტორიაში პირველ დღეს, რომელსაც კვირა ეწოდა, ნათელი იქმნება. იმავე ლოგიკის თანახმად, ორშაბათს - მყარი, რომელმაც წყლები ორად განყო; სამშაბათს დედამიწის დამფარავი წყლების შეერთების შედეგად ხმელეთი წარმოჩნდა და მიწამ მცენარეები აღმოაცენა; ოთხშაბათს მზე, მთვარე და ციური სხეულები შეგვამოვნდა; ხუთშაბათს წყლის ბინადარნი და ფრინველები წარმოიშვნენ; პარასკევს ჯერ ცხოველები, შემდეგ კი ადამიანი შემოვიდა არარსებობიდან მყოფობაში. კაპადოკიელი მოძღვარი მსჯელობას ლოგიკურად განაგრძობს და კვირით დაწყებული ჰექსემერონის თანმდევ, მეშვიდე დღეს, წმინდა წერილის შესაბამისად, შაბათს უწოდებს (შდრ. „მას (კვირას; ი. ო.) ეწოდა პირველი დღჱ და მისგან იქმნების შაბათი მეშჳდედ, რომელ-იგი არს განსუენებაჲ საქმეთაჲ“). სწორედ ზემოთ წარმოდგენილი თანმიმდევრობით შედგა დასაბამიერი პირველი კვირა. რაც შეეხება წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის უწყებას მერვე დღის შესახებ (შდრ. „რამეთუ ვითარცა პირველისა მის დაბადებისა დაწყებაჲ კჳრიაკე იქმნა, ... ეგრეთვე მეორისა მის დაწყებაჲ კჳრიაკითვე იყოს, რომელი-ესე პირველი არს შემდგომთა მისთაჲ და მერვე - უწინარესთა მისთაჲ, მაღლისა უმაღლესი და საკჳრველისა უსაკჳრველესი, რომელი ზეცისა წესად მიმიძღჳს“), მოცემულ შემთხვევაში შესაქმის შვიდდღიანი ჟამი იმ წარმავალი საუკუნეების სიმბოლოა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ხოლო დღე მერვე მარადისობას განასახიერებს და დიდი მღვდელთმთავრისგან ამგვარად შეფასდება: „მაღლისა უმაღლესი და საკჳრველისა უსაკჳრველესი“.

31 - Святой Ефрем Сирин. Творения, том 6, издательство „Отчий дом“, 1995, ст. 214.

32 - Иоанн Златоуст, О творении мiра. Творения. Т. 6, кн. 2. М, 1995, ст. 856.

33 - Иоанн Златоуст, Беседы на книгу Бытия. М, 1993, ст. 52.

34 - Исаак Сирин, прп. Слова подвижнические. М.; Правило веры, 1998, ст. 101.


35 - წმინდა გრიგოლ ნოსელი, „სიტყუაჲ სწალისა და მოძღურებისაჲ“; ქრისტიანულ- არქეოლოგიური ძიებანი, 1/2008, გვ. 99.

36 - შდრ. „ვითარცა ბზიკმან, სცის რაჲ კლდესა, კლდესა მას ვერაჲ ავნის, არამედ თჳსი იგი საწერტელი შემუსრის, ეგრეთვე სიკუდილი შეიმუსრა, მოუჴდა რაჲ კლდესა მას ცხორებისასა, რომელ არს ქრისტჱ, და საწერტელი თჳსი შემუსრა“ (წმინდა იოანე ოქროპირი, მათეს სახარების განმარტება, წიგნი II, თბილისი, 2014, გვ. 497).

37 - თბილისის სასულიერო აკადემია, საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომები V, თბილისი, 2014, გვ. 210.

38 - იხ. PG. t. 43, 1990: 461, D.

39 - წმინდა იოანე ოქროპირი, წიგნი II, 2014: 203.

40 - იხ. Толковая Библия или комментарий на все книги Св.Писания Ветхого и Нового Заветов. А. П. Лопухина. Второе издание, Петербург. Институт перевода библии. Том III. Стокгольм, 1987, ст. 90. შევნიშნავთ, რომ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული განმარტებებიც არსებობს.

41 - მაცხოვრის მიერ ჯვარზე გატარებულ დროსთან დაკავშირებით ალექსანდრიელი წმინდანის დამოწმებული მოძღვრება (შდრ. „მსგავსად ჟამისა მის, რომელ დაყო უფალმან ჯუარსა ზედა, იყო ადამ სამოთხესა შინა“), გარდა ზემოთქმულისა, შესაძლოა, სხვა შინაარსითაც აღვიქვათ. საქმე ისაა, რომ წმინდა ათანასე არ აკონკრეტებს, თუ რომელ ჟამზეა საუბარი: ჯვარცმიდან გარდაცვალებამდე თუ ჯვარცმიდან გარდამოხსნამდე, აღნიშნულ ორ მოვლენას შორის კი რამდენიმე საათიანი განსხვავებაა. როგორც ზემოთ შევნიშნავდით, სახარებისეული უწყების თანახმად, მაცხოვარი მეექვსე ჟამს, ე. ი. დღის თორმეტ საათზე მიამსჭვალეს ჯვარს, ხოლო მისი კაცება სიკვდილს მეცხრე ჟამს - სამ საათზე ტვირთულობს. მახარებელთა მიხედვით, ამის შემდეგ იოსებ არიმათიელი მაცხოვრის გარდამოხსნის თხოვნით მიმართვას პილატეს, რაზეც რომაელი იერარქი ნებართავს გასცემს. შესაბამისად, ღირსი ათანასეს წარმოდგენილი პასუხი, შესაძლებელია, ჯვარცმიდან გარდამოხსნამდე გასულ დროსაც შემოიკრებდეს და ამ შემთხვევაში სამ საათს კიდევ რამდენიმე საათი შეემატება; თუმცა ვსაუბრობთ რა ადამის მიერ სამოთხეში გატარებული დროის შესახებ, აღნიშნული განსხვავებით სურათი არსებითად არ იცვლება.

42 - მკითხველის საყურადღებოდ შევნიშნავთ, რომ წმინდა სვიმეონ თესალონიკელი ადამის სამოთხეში დამკვიდრებასთან დაკავშირებით განსხვავებულ მოძღვრებას გვთავაზობს: „ღმერთმა, სანამ სამოთხეს დანერგავდა და პირველქმნილებს (ადამსა და ევას; ი. ო.) მიჰმადლებდა მას, თავდაპირველად დედამიწა, ცა და ყველაფერი, რაც მათშია, ხუთ დღეში შექმნა, მეექვსე დღეს კი ადამი გამოსახა და ყოველივე ხილულის მთავრად და მეუფედ დაადგინა იგი... მაგრამ რატომ არ მოაწყო მან სამოთხე მეშვიდე დღეს და მხოლოდ შესაქმის დასასრულს, ყველაფრის შემდეგ აღმოსავლეთით დანერგა ის? იმიტომ, რომ როგორც ყოვლისმცოდნემ, მთელი ქმნილება სათნო წესითა და თანმიმდევრობით განსაზღვრა: შვიდი დღე განაჩინა, რომ ყოფილიყვნენ ისინი ხატად იმ საუკუნეთა, რომლებიც შემდგომში დროთა მდინარებაში გაივლიდნენ; სამოთხე კი ხსენებული შვიდი დღის მერე დანერგა, რომ მომავალი საუკუნის ხატება ეტარებინა მას“ (Новый Богослов  Симеон. Творения и Гимны. Слово сорок пятое; ინტერ. საიტი http://www.paraklit.org/sv.otcy/ Simeon_Novij_Bogoslov/Simeon_Novij_Bogoslov.Slova-1.htm#word116). წარმოდგენილ სწავლებაში რამდენიმე საგულისხმო საკითხი იკვეთება. თესალონიკელი მღვდელთმთავრის თანახმად, მართალია, ღმერთმა მეექვსე დღეს გამოსახა ადამიანი, მაგრამ ედემის ბაღი, რომელშიც უნდა დამკვიდრებულიყო იგი, მხოლოდ მეშვიდე, შაბათის დღის შემდგომ დაინერგა აღმოსავლეთით. შესაბამისად, წმინდა სვიმეონის სწავლების მიხედვით, მეექვსე დღეს ადამის დაცემა ვერაფრით მოხდებოდა, რადგან ხსენებულ ჟამს ჩვენი პირველმშობელი სამოთხის გარეთ იმყოფებოდა და მისთვის განკუთვნილი საცხოვრისის აღმოსავლეთით დანერგვას მოელოდა. ამასთან, ღვთისმეტყველად წოდებული დიდი მოძღვარი მოხმობილი განმარტების სახისმეტყველებით მნიშვნელობაზე მიუთითებს, კერძოდ, შესაქმის დღეები მეშვიდე, შაბათის დღითურთ, იმ წარმავალი ჟამის სიმბოლოა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ხოლო ედემის ბაღის მოგვიანებითი ქმნადობა და მასში ადამიანის დამკვიდრება საღვთო მოწოდებას წარმოაჩენს, რომ მარადიული, უვნებო, ნეტარი ცხოვრებისთვის შექმნა ღმერთმა იგი და ღვთის მცნებათა ერთგულად აღმსრულებელნი მაცხოვრის მეორედ მოსვლისას საუკუნო მისაგებელს ეზიარებიან.

43 - ნეტარი ავგუსტინე, აღსარებანი, ლათინურიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ, თბილისის დამოუკიდებელი გამომცემლობა „ნეკერი“, 1995, გვ. 232.

 

გამოყენებული ლიტერატურა

1. ნეტარი ავგუსტინე 1995 - ნეტარი ავგუსტინე, აღსარებანი, ლათინურიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ, თბილისის დამოუკიდებელი გამომცემლობა „ნეკერი“, 1995.

2. ანდრია კესარია-კაპადოკიელი 1961 - ქართული ენის კათედრის შრომები, ანდრია კესარია-კაპადოკიელი, იოვანეს გამოცხადება და მისი თარგმანება, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკველევა და ლექსიკონი დაურთო ი. იმნაიშვილმა, 1961.

3. წმინდა ბასილი დიდი 1947 - ბასილი დიდი, ექუსთა დღეთაჲ, ტექსტი გამოსცა მ. კახაძემ, თბ. 1947.

4. ბასილი მინიმუსი 2009 - თამარ ოთხმეზური, გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა კომენტარები ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, თბილისი, 2/2009.

5. გაბიძაშვილი, გიუნაშვილი, დოლაქიძე, ნინუა 1975 - დიდი სჯულისკანონი, გამოსაცემად მოამზადეს ე. გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშვილმა, მ. დოლაქიძემ, გ. ნინუამ; თბილისი, 1975.

6. გიგინეიშვილი, გიუნაშვილი 1979 - ძველი ქართული მწერლობის ძეგლები, შატბერდის კრებული, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბილისი, 1979.

7. წმინდა გრიგოლ ნოსელი 1989 – „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“, საქართველოს ეკლესიის 1989 წლის კალედარი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, სქოლიოები და ლექსიკონი დაურთო ედიშერ ჭელიძემ.

8. გული გონიერი N 6 2013 - რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალი „გული გონიერი“ N 6, თბილისი, 2013 წ.

9. გუნია 2012 - თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, დეკანოზი ბიძინა გუნია, ლიტურგიკული შტუდიები III, ჟამთაღრიცხვა და საეკლესიო კალენდარი, თბილისი 2012.

10. გრაგნილი 2015 - თბილისის სასულიერო აკადემია, გრაგნილი

11. დოლაქიძე, ნინუა 2009 - დიდი სჯულისკანონი, ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ, თბილისი, 2009.

12. ღირსი ეფრემ ასური 2014 - ღირსი ეფრემ ასური, შესაქმის განმარტება; თბილისი, 2014.

13. წმინდა იოანე დამასკელი 2000 - წმინდა იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. ძველი ბერძნულიდან თანამედროვე ქართულზე თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ. თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 2000.

14. წმინდა იოანე ოქროპირი, წიგნი I, 2014 - წმინდა იოანე ოქროპირი, თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ, წიგნი I, თბილისი, 2014.

15. წმინდა იოანე ოქროპირი, წიგნი II, 2014 - წმინდა იოანე ოქროპირი, მათეს სახარების განმარტება, წიგნი II, თბილისი, 2014.

16. ღირსი ისააკ ასური 2013 - ღირსი ისააკ ასური, სამოღვაწეო სწავლანი, წიგნი I, გურჯაანის ყოვლადწმინდის მონასტერი, 2013 წელი.

17. საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომები 2015 - თბილისის სასულიერო აკადემია, საღვთისმეტყველო სამეცნიერო შრომები VI, თბილისი, 2015.

18. ჭელიძე 1989 - „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“, საქართველოს ეკლესიის 1989 წლის კალედარი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, სქოლიოები და ლექსიკონი დაურთო ედიშერ ჭელიძემ.

19. ჭელიძე 1990 - ედიშერ ჭელიძე, „ეკლესია - სძალი უფლისა“, თბილისი, 1990.

20. Блаженный Августин 2004 - Блаженный Августин. О книге Бытия, против манихеев. Альманах „Альфа и Омега“, № 39/2004; № 45/2006.

21. Вейсман 1899 - Геческо-Руский словарь составленный А. Д. Вейсманом, С,-Петербург, 1899.

22. Дворецкий 1958 - Древнереческо-Русский словарь, составил И. Х.

23. Дворецкий 1958 - Древнереческо-Русский словарь, составил И. Х. Дворецкий, том II, M-W, Москва, 1958.

24. Святой Ефрем Сирин 1995 - Святой Ефрем Сирин. Творения, том 6, издательство „Отчий дом“, 1995.

25. Иоанн Златоуст 1900 - Творения Святого Отца нашего Иоанна Златоуста, Архиепископа Константинопольского, в русском переводе; C.-Петербург, 1900, том 6.

26. Иоанн Златоуст 1993 - Иоанн Златоуст, Беседы на книгу Бытия. М. 1993.

27. Исаак Сирин 1998 - Исаак Сирин, прп. Слова подвижнические. М.; Правило веры, 1998.

28. Лопухин 1987 - Толковая Библия или комментарий на все книги Св.Писания Ветхого и Нового Заветов. А. П. Лопухина. Второе издание, Петербург. Институт перевода библии. Том III. Стокгольм, 1987.

29. Митрополит Макарий (Булгаков) 1883 - Митрополит Макарий (Булгаков); Православно-догматическое Богословие, том 1; Санкт-Петербург, 1883.

30. Штенберг 1878 - Еврейский и Халдейский этимологический словарь к книгам Ветхаго Завета, составил О. Н. Штенберг, том I, Еврейско-Русский, Вильна, 1878.

31. Basile de Césarée 1968 - Sources Chrétiennes, Basile de Césarée; Homélies sur l’hexaéméron, t. 26, Paris, 1968.

32. Lampe 1961 - A Patristic Greek Lexicon; Edited by G. W. H. Lampe, Oxford, 1961.

33. Lowndes 1837 - Greek and English lexicon, To which is Prefixed an Epitome of Modern Greek Grammar Isaak Lowndes; London, 1837.

34. Henry George Liddell and Robert Scott 1996 - A Greek-English lexicon / compiled by Henry George Liddell and Robert Scott, 1996.

35. Théophile d’Antioche 1948 - Sources Chrétiennes, Théophile d’Antioche; Trois livres à Autolycus, t. 20, Paris, 1948.

36. Thayer 1889 - A Greek-English lexicon of the New Testament, being Grimm’s Wilke’s Clavis Novi Testamenti, tr., rev. and enl. by Joseph Henry Thayer, 1889.

37. Sancti Gregorii Nazianzeni 1998 - Sancti Gregorii Nazianzeni Opera; Versio iberika I, Orationes I, XLV, XLIV, XLI, ed. a H. Metreveli et K. Bezarachvili, Ts. Kourtsikidze, N. Melikichvili, Th. Othkhmezouri, M. Raphava, M. Chanidze (Corpus Christianorum, Series Graeca, 36, Corpus Nazianzenum, 5, Turnhout – Leuven) 1998.

38. Sancti Gregorii Nazianzeni 2004 - Sancti Gregorii Nazianzeni Opera, Versio iberica IV, Oratio XLIII, ed. a H. Metreveli † et K. Bezarachvili, Ts. Kourtsikidze, N. Melikichvili, Th. Othkhmezouri, M. Raphava (Corpus Christianorum, Series Graeca, 52, Corpus Nazianzenum, 17, Turnhout – Leuven), 2004.

39. Sophocles 1900 - Greek lexicon of the Roman and Byzantine periods, by Sophocles, E. A. New York, 1900.

40. St. Augustin 1890 - St. Augustin’s City of God and Christian Doctrine, by Philip Schaff; New York, 1890.

41. St. Eprem the Syrian 1994 - The Fathers of the Church, St. Eprem the Syrian, selected prose works, 1994.

42. Théophile d’Antioche 1948 - Sources Chrétiennes, Théophile d’Antioche; Trois livres à Autolycus, t. 20, Paris, 1948.

43. PG. t. 6, 2000 - ΕΛΛΗΝΙΚΗ ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ (ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ ΓΡΑΕCΑ); ΑΘΗΝΑΙ, 2000, t. 6.

44. PG. t. 10, 2002 - ΕΛΛΗΝΙΚΗ ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ (ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ ΓΡΑΕCΑ); ΑΘΗΝΑΙ, 2002, t. 10.

45. PG. t. 27, 1999 - ΕΛΛΗΝΙΚΗ ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ (ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ ΓΡΑΕCΑ); ΑΘΗΝΑΙ, 1999, t. 27.

46. PG. t. 29, 2009 - ΕΛΛΗΝΙΚΗ ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ (ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ ΓΡΑΕCΑ); ΑΘΗΝΑΙ, 2009, t. 29.

47. PG. t. 43, 1990 - ΕΛΛΗΝΙΚΗ ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ (ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ ΓΡΑΕCΑ); ΑΘΗΝΑΙ, 1990, t. 43.

48. PG. t. 56, 1996 - ΕΛΛΗΝΙΚΗ ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ (ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ ΓΡΑΕCΑ); ΑΘΗΝΑΙ, 1996, t. 56.

49. PG. t. 80, 1992 - ΕΛΛΗΝΙΚΗ ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ (ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ ΓΡΑΕCΑ); ΑΘΗΝΑΙ, 1992, t. 80.

50. PG. t. 81, 1992 - ΕΛΛΗΝΙΚΗ ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ (ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ ΓΡΑΕCΑ); ΑΘΗΝΑΙ, 1992, t. 81.

51. PG. t. 94, 1989 - ΕΛΛΗΝΙΚΗ ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ (ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ ΓΡΑΕCΑ); ΑΘΗΝΑΙ, 1989, t. 94.

52. PG. t. 106, 2001 - ΕΛΛΗΝΙΚΗ ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ (ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ ΓΡΑΕCΑ); ΑΘΗΝΑΙ, 2001, t. 106.

53. PG. t. 128, 2000 - ΕΛΛΗΝΙΚΗ ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ (ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ ΓΡΑΕCΑ); ΑΘΗΝΑΙ, 2000, t. 128.

54. PL. t. 41, 1845 - PATROLOGIA LATINA; 1845, t. 41.

55. Δ. Δημητράκος 1953 - Δ. Δημητράκου Μέγα λεξικόν της Ελληνικής γλώσσης, τομος Ι, Αθηναι, 1953.

ინტერნეტ საიტები და ხელნაწერები

1. St. Augustin - St. Augustin’s City of God and Christian Doctrine, by Philip Schaff ინტერ. საიტი http://www.documentacatholicaomnia. eu/03d/1819-1893,_Schaff._Philip,_2_Vol_02_The_City_Of_God._ Christian_Doctrine,_EN.pdf

2. Theophilus of Antioch - Theophilus of Antioch. To Autolycus; ინტერ. საიტი http://www.newadvent.org/fathers/02043.htm

3. Блаженный Августин - О граде Божьем. ინტერ. საიტი http:// azbyka.ru/otechnik/Avrelij_Avgustin/o-grade-bozhem/12_10

4. Блаженный Августин - О книге Бытия, против манихеев. ინტერ. საიტ. http://www.pravmir.ru/o-knige-byitiya-protiv-maniheev

5. Блаженный Августин - О книге Бытия буквально. ინტერ. საიტი http://azbyka.ru/otechnik/Avrelij_Avgustin/o-knige-bytija/

6. Блаженный Августин - О книге Бытия буквально. Книга неоконченная. ინტერ. საიტი https://www.ccel.org/contrib/ru/ Augustine/part0-16.htm#n5

7. Святитель Амвросий Медиоланский - Амвросий Медиоланский; Шестоднев. ინტერ. საიტი http://azbyka.ru/otechnik/Amvrosij_Mediolanskij/shestodnev

8. Святитель Иоанн Златоуст - Святитель Иоанн Златоуст; Беседы на книгу Бытия; http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolk_01

9. Святитель Феофил - Святитель Феофил, епископ Антиохийский. Послание к Автолику; ინტერ. საიტი http://lib.pravmir.ru/library/ readbook/541

10. Иосиф Флавий. Иудейская война. ინტერ. საიტი: www.vehi.net/ istoriya/israil/flavii/voina

11. წმინდა იოანე ოქროპირი, ხელნაწ. A 129 - ხელნაწ. A 129; წმინდათა შორის მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინოპოლელ მთავარეპისკოპოსისაჲ, სიტყუაჲ ვნებისათჳს მაცხოვრისა ჩუენისა, იესო ქრისტესა...

12. წმ. ათანასე ალექსანდრიელი, ხელნაწ. A 116 - ხელნაწ. A 116; წმ. ათანასე ალექსანდრიელი, ათანასე ალექსანდრიელისაგან თქუმულით გამოკრებილი.

 

ტექსტი გამოქვეყნებულია თბილისის სასულიერო აკადემიის საეკლესიო-სამეცნიერო კრებულ "გრაგნილი"-ს IV ნომერში

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 24 მაისი 2017 20:05)