საქველმოქმედო შემოწირულობების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ ხსენებული ფონდის შემდეგ ანგარიშებზე:
[1] „გულანი“ ანუ „რჩეული საეკლესიო წიგნები ერთ წიგნში“ (კურთხევანი, ლოცვანი, კალენდარი, ტიპიკონი, სჯულისკანონი, დოგმატიკონი ...). B 5 ფორმატი. 1500-2000 გვ (მოცულობა სხვაობს იმის მიხედვით, თუ რა წიგნს დავუმატებთ ან გამოვაკლებთ დაფინანსებისდა შესაბამისად)
[2] კომენტირებული ახალი აღთქმა და ფსალმუნნი
800 გვ. B 5 ფორმატი
[3] „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“
ვრცელი საღვთისმეტყველო კომენტარებით. 850 გვ. B 5 ფორმატი
[4] საეკლესიო დოგმატიკა და ერესები (IV-XIV საუკუნეები) იგივე „საეკლესიო
მართლ-მკვეთელობა“
ყველაენოვანი დოგმატური წყაროს თავმოყრა და ანალიზი (აღნიშნული წიგნი უკვე გამოქვეყნდა)
1100 გვ. B 5 ფორმატი
[1] ძველი ქართული ბიბლია ვრცელი საღვთისმეტყველო, ლიტურგიკული და ფილოლოგიური კომენტარებით (ძველი აღთქმა)
მოსამზადებელი დრო: ერთი წელიწადი (12 თვე)
[2] დოგმატურ-საღვთისმეტყველო კრებული.
შეიცავს ცალკეული დოგმატების საღვთისმეტყველო-წყაროთმცოდნეობით განხილვებს დღეს გავრცელებული ცრუსწავლებების აღმოსაფხვრელად (წიგნში, მაგალითად, გამოვლენილია უძველესი წყაროები საეკლესიო სტილით 25 დეკემბერს მაცხოვრის კაცობრივი შობის უეჭველობის დასასაბუთებლად, აგრეთვე საეკლესიო სწავლებანი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხორციელი ზეცად-ამაღლების შესახებ, დოგმატური განჩინებანი მამაღმერთის ან ყოვლადწმინდა სამების გამოსახვის შეუძლებლობასთან დაკავშირებით, ეკლესიის მამათა განმარტებანი გარდაცვლილის სულის იმქვეყნიური მდგომარეობისა და მისი ხსენების კონკრეტული დღეების სხვადასხვა ტრადიციების თაობაზე, ჭეშმარიტება და სიცრუე მირონის კურთხევის ქართლში განწესების შესახებ და ა. შ.).
ფონდის გამგეობა
Last Updated (Friday, 17 March 2017 20:34)