საღვთისმეტყველო სწავლება ადამიანის სულთან მიმართებით მრავალ საკითხს მოიცავს. ამჯერად ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ მართლმადიდებელ მოძღვართა განსაზღვრებანი საკუთრივ კაცობრივ სულთა აღმოცენება-წარმოშობის ანუ მათი დაბადების შესახებ.

ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადღეისოდ, როდესაც (ადრეც აღგვინიშნავს) ვრცელდება და ლამის "ურყევ მართლმადიდებლურ დოგმატად დგინდება" აზრი მშობელთა სულებისგან შვილთა სულების გენეტიკური მომდინარეობის შესახებ. ეს აზრი შემდეგი ფორმითაა ჩამოყალიბებული მიტროპოლიტ მაკარის მიერ:

"როგორღა გავიგოთ ეს სულთა შექმნა? თავად ეკლესია ზუსტად არ განსაზღვრავს,1 თუმცა, მეხუთე მსოფლიო კრების, ნეტარი თეოდორიტესა და, განსაკუთრებით, წმინდა ლეონის მიერ წარმოდგენილ მოწმობათა საფუძველზე და ეკლესიის სხვა დოგმატებთან შესაბამისობაში, უნდა ვიფიქროთ, რომ აქ იგულისხმება არა უშუალო შესაქმე ღვთისა, არამედ შუალობითი - რომ ღმერთი ქმნის ადამიანთა სულებს, ისევე როგორც სხეულებს, სწორედ იმავე კურთხევის ძალით - "ინაყოფიერეთ და გამრავლდით", რაც მან მიჰმადლა ჩვენს პირველმშმობლებს ჯერ კიდევ დასაბამში, - ქმნის არა არაფრისგან, არამედ მშობელთა სულებისგან. მაშ, ეკლესიის სწავლებით, თუმცა კი ადამიანთა სულები არსებობას იღებენ შესაქმის შედეგად, მაგრამ ისე, რომ მათზე მშობლებისგან გადადის პირველმშობელთა ცოდვის სენი, - ხოლო ეს არ შეიძლება მომხდარიყო, ღმერთს რომ არაფრისგან შეექმნა ისინი. იტყვიან კი, რომ ამგვარი შექმნა სულებისა მშობელთა სულებისგან ჩვენთვის სრულიად აუხსნელია, იმ დროს, როცა ადამიანთა სულები ესაა მარტივი არსება? მართალია, მაგრამ ჩვენთვის სრულიად აუხსნელია, აგრეთვე ისიც, რომ ღმერთს, ყოვლითურთ სულს, შეეძლო თავისი არსებისგან შობა ძისა და გამოვლენა სულიწმინდისა ყოველგვარი დაყოფისადმი დაქვემდებარების გარეშე. ...2 სწორედ ამიტომ იმეორებდნენ ჯერ კიდევ ძველი საეკლესიო მასწავლებლები, რომ ჩვენი სულების შექმნის საიდუმლო გასაგებია მხოლოდ ღვთისთვის. ვიღებთ რა მოსაზრებას ადამიანთა სულების მშობელთა სულებისგან შექმნის შესახებ, ჩვენ ამასთან, ბუნებრივია, უარვყოფთ: ა) შეხედულებას, თითქოს სულები მომდინარეობენ მშობელთა თესლისგან, საიდანაც მომდინარეობენ აგრეთვე სხეულები, რადგან ეს შეხედულება უშვებს ადამიანური სულის მატერიალურობას და მოკვდავობას მისას სხეულთან ერთად; ბ) შეხედულებას, თითქოს სულები თავისთავად მომდინარეობენ მშობელთა სულებისგან, ისევე როგორც სხეულები სხეულებისგან, რადგან ეს შეხედულება გარდაუვალად უშვებს სულთა დაყოფადობას და, შესაბამისად, კვლავაც მის მატერიალურობასა და მოკვდავობას, ვინაიდან სრულიად არამატერიალურ არსებას არასოდეს ძალუძს, განსაკუთრებული შემოქმედებითი ყოვლისშემძლეობის გარეშე, წარმოშვას თავისი თავისგან სხვა რამ არსება; გ) და ბოლოს, შეხედულებას, თითქოს ადამიანთა სულები ღვთისგან იქმნებიან არაფრისგან და იგზავნებიან ღვთისგან სხეულებში, რადგან იგი შეუსაბამოა მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატთან იმის შესახებ, რომ პირველქმნილი ცოდვა მშობლებისგან განივრცობა შვილებზე ბუნებრივი შობის გზით" (შდრ.Как же понимать это творение душ? Сама Церковь с точностью не определяет; но, на основании представленных свидетельств пятого вселенского Собора, блаж. Феодорита и особенно святого Льва, и в соответствии с другими догматами Церкви, надобно полагать, что здесь имеется ввиду не непосредственное творение Божие, а опосредованное, — что Бог творит человеческие души, как и тела, силой того самого благословения — плодитесь и размножайтесь, которое Он даровал нашим праотцам еще в начале, — творит не из ничего, и от душ родителей. Ибо, по учению Церкви, хотя души человеческие получают бытие через творение, но так, что на них переходит от родителей зараза прародительского греха, — а этого не могло бы быть, если бы Бог творил их из ничего. Скажут ли, что такое творение душ от душ родителей для нас совершенно неизъяснимо, когда человеческая душа есть существо простое? Правда. Но для нас совершенно неизъяснимо и то, чтобы Бог, Дух чистейший, мог рождать из существа своего Сына и изводить Святого Духа, не подвергаясь никакому делению... Потому-то еще древние учители Церкви повторяли, что тайна творения наших душ понятна одному Богу. Принимая мнение о творении человеческих душ от душ родителей, мы естественно тем самым отвергаем: а) мнение, будто души происходят от семени родителей, от которого происходят и тела, — мнение очевидно, допускающее вещественность человеческой души и ее смертность вместе с телом; б) мнение, будто души происходят сами собой от душ родителей, как тела от тел, допускающие неизменно делимость души, и следовательно, так же вещественность ее и смертность, потому что существо, совершенно невещественное, никогда не может, без особенного творческого всемогущества, произвести из себя какое либо другое существо; в) наконец, мнение, будто души человеческие творятся Богом из ничего и посылаются Богом в тела, неудобно примиряемое с догматом православной Церкви о распространении первородного греха от родителей на детей путем естественного рождения3).

აქ წარმოდგენილ თვალსაზრისთან დაკავშირებით აღიძვრის რამდენიმე პრინციპული კითხვა:

(I) თუ სულთა წარმოშობის რაობას "თავად ეკლესია ზუსტად არ განსაზღვრავს", გვაქვს კი უფლება და ეკლესიაზე მეტი ღვთივგანბრძნობილობა, რომ "ჩვენ განვსაზღვროთ უფრო ზუსტად"?

(II)
თუ შვილთა სულები მომდინარეობენ მშობელთა სულებიდან, როგორღა უნდა უარვყოთ სულების სპერმატული ანუ თესლობითი გადაცემადობა? მართალია, მაკარი მიუთითებს, რომ მშობელთა სულებიდან შვილების სულთა მომდინარეობის აღიარება არ ნიშნავს სულების სპერმატულ ანუ თესლობით გადაცემადობას (კვლავ დავაკვირდეთ: "ვიღებთ რა მოსაზრებას ადამიანთა სულების მშობელთა სულებისგან შექმნის შესახებ, ჩვენ ამასთან, ბუნებრივია, უარვყოფთ... შეხედულებას, თითქოს სულები მომდინარეობენ მშობელთა თესლისგან, საიდანაც მომდინარეობენ აგრეთვე სხეულები, რადგან ეს შეხედულება უშვებს ადამიანური სულის მატერიალურობას და მოკვდავობას მისას სხეულთან ერთად"), მაგრამ ასეთ შემთხვევაში ის უნდა დავასკვნათ, რომ შვილებს მშობლებთან, გარდა სპერმატული ანუ თესლობითი კავშირისა, კიდევ სხვა გენეტიკური კავშირი ჰქონიათ, რაც ალბათ "სულის გენეტიკად" უნდა იყოს განსაზღვრული და რაც, რა თქმა უნდა, სრული ნონსენსია.

მართლმადიდებლურ ტრადიციაში არასოდეს გამოთქმულა აზრი იმის შესახებ, რომ მშობლები შვილებს ორი ურთიერთისგან დამოუკიდებელი გენეტიკური ხაზით წარმოშობენ ანუ შვილები მშობლებისგან მომდინარეობენ ცალკე ხორციელად, ცალკე სულიერად.

ეს აზრი თავისთავადაც სრულიად დაუშვებელია, რადგან თუ, ერთი მხრივ, შვილის სხეული ცალკე იშვება მშობლებისგან სპერმატულად და თუ, მეორე მხრივ, იმავე შვილის სული სპერმის გარეშე რაღაც სხვა გენეტიკური ხაზით მომდიანრეობს მშობელთაგანვე, სრულიად უეჭვოდ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ შვილი როგორც ადამიანი ცალკე იშვება ხორციელად და ცალკე იშვება სულიერად ანუ სახეზეა ორმაგი შობა, მაგრამ თუ ეს ასეა, როდისღა ან რა ძალით ხდება ამ ორი შობის და ორი ნაშობის (სულიერისა და ხორციელის) გამთლიანება? მეტიც, როგორც "ბუნებისა" და "ჰიპოსტასის" (პიროვნების) შესახებ ურყევი საეკლესიო სწავლება განაჩინებს, ბუნება როგორც განზოგადებული რეალობა, როგორც აბსტრაქცია, ცალკე, პიროვნულობის ანუ ჰიპოსტასურობის (გვამოვნების) გარეშე, არ არსებობს და, შესაბამისად,  მშობლებისგანაც, როგორც ადამიანური ბუნების მქონე პიროვნებებისგან (და არა ადამიანური ბუნებებისგან) იშვებიან შვილები როგორც იმავე ადამიანური ბუნების მქონე პიროვნებები (და არა როგორც ადამიანური ბუნებები), რადგან ბუნება, ცალკე აღებული, არც შობს, არც იშვება, არცთუ სხვა რამ მოქმედებას აღასრულებს (მოქმედებს მხოლოდ ბუნების მქონე პიროვნება). ეს ნიშნავს: ბუნების მქონე პიროვნება იშვება ბუნების მქონე პიროვნებისგან და არა თავად ბუნება - ბუნებისგან. ამიტომ, თუკი მშობლები შვილებს ცალკე ხორციელად (სპერმატულად) შობენ და ცალკე სულიერად, მაშ, შვილები ორპიროვნულად დაბადებულან, ცალკე - ხორციელი პიროვნულობით, ცალკე - სულიერით (რადგან, კვლავ აღვნიშნავთ, შობა ხდება პიროვნებისა - პიროვნებისგან და არა ბუნებისა - ბუნებისგან) და შემდეგ მომხდარა ამ ორპიროვნულობის გამთლიანება ერთპიროვნულობად, რაც ასევე აბსოლუტურად დაუშვებელია, რადგან, იმავე უცვალებელი საეკლესიო სწავლებით, ორი სხვადასხვა პიროვნება არასოდეს შეირწყმის ერთ პიროვნებად.

კიდევ: თუ, ერთი მხრივ, მშობელთა სხეულებიდან შვილთა სხეულები იშვება, და თუ, მეორე მხრივ, ღვთის ძალით, იმავე მშობელთა სულებიდან - შვილთა სულები, ამასთან თუ სხეულებრივი შობის წესი ორი სხეულის (დედისა და მამის) სქესობრივ თანაშეკავშირებას გულისხმობს, მაშ, შვილის სულიც ორი სულის (დედისა და მამის) თანაშერწყმის შედეგი უნდა იყოს, მაგრამ ამ მხრივ დაუძლეველი დაბრკოლება ის არის, რომ სული როგორც მარტივი არსება არ ექვემდებარება მეორე სულთან გენეტიკურ შერწყმას, რადგან ამგვარი რამ მხოლოდ სხეულის ანუ მატერიის თვისებაა.

ამიტომაა ყოვლად შეუძლებელი შვილის სხეულისა და შვილის სულის მშობელთა სხეულებიდან და მშობელთა სულებიდან ცალ-ცალკე მომდინარეობის დაშვება.

შესაბამისად, ვინც მიიჩნევს, რომ შვილთა სულები მშობელთა სულებიდან იშვებიან, გარდაუვალად, ტერტულიანესებრ, სულების სპერმატულ გადაცემადობასაც უნდა აღიარებდეს, რადგან სპერმატულის გარდა სხვა რამ გენეტიკური ანუ წარმომშობლობითი კავშირი მშობლებსა და შვილებს შორის არ არსებობს, სპერმატული გადაცემადობა კი მხოლოდ მატერიის თვისებაა და შესაბამისად, ამ აზრის კვალობაზე, სული უთუოდ მატერიალურ და კვდობად არსებად უნდა იქნეს შერაცხილი.

ამ კუთხით უფრო თანამიმდევრული ჩანს არქიეპისკოპოსი ფილარეტი, რომელიც თუმცა, მაკარისებრ, ერთმნიშვნელოვნად აყალიბებს შეხედულებას ღვთის მიერ მშობელთა სულებიდან შვილთა სულების შობა-შექმნის შესახებ, მაგრამ არანაირად არ ფარავს თავისი ამ სწავლების კონკრეტულ წყაროს და ხაზგასმით მიუთითებს სწორედ ტერტულიანეზე, რადგან ასახელებს რა სამ თვალსაზრისს სულთა წარმოშობასთან დაკავშირებით (კერძოდ, ესენია: I - ორიგენისტული ანუ ერეტიკული, რაც გულისხმობს სულთა წინასწარარსებობას ანუ პრეეგზისტეციას, II - კრეაციანისტული4 იგივე კრეაციონისტული ანუ "შემქმნელობითი", რაც აღიარებს ყოველი ინდივიდუალური სულის უშუალოდ ღვთისგან შექმნას არაფრობიდან, III - ტერტულიანესეული, რაც განაჩინებს მშობელთა სულებიდან შვილთა სულების მომდინარეობას), გარკვევით უარყოფს პირველსა და მეორეს და ბუნუბრივად რჩება სწორედ მესამის ანუ ტერტულიანესეულის ადვოკატად. მეტიც, ფილარეტი სწორედ ტერტულიანესეული მოძღვრების მიმდევრებად წარმოაჩენს მოგვიანო ეპოქის დიდ მამებს, როდესაც მკაფიოდ მიუთითებს:

"ჩვენ ვამტკიცებთ, წერდა ტერტულიანე, რომ ორივე სუბსტანცია, სულიც და სხეულიც, ერთად ჩაისახება და სრულ-იქმნება". სულის წარმოშობის შესახებ ამგვარ შეხედულებას ტერტულიანესთან ერთად იზიარებდნენ გრიგოლ ნოსელი, მაკარი დიდი, ანასტასი ხუცესი და ბევრი სხვა" (შდრ. "Мы утверждаемъ, писалъ Тертулианъ что обе субстанции, и душа и тело, вместе и зачинаются и совершенствуются". Такое мнение о происхождении души разделяли съ Тертуллиавомъ Григорий Нисский, Макарий Великий, Анастасий Пресвитерь и многие другие"5).

შემდეგ, ხსენებული არქიეპისკოპოსი სულთაგან სულთა შობის შესახებ მოძღვრების კონტრარგუმენტად მოუხმობს მოწინააღმდეგეთა მხრიდან გამოთქმული მტკიცებულებებიდან რატომღაც მხოლოდ ერთს (რომ ეს მოძღვრება სულის ღირსებას ამცრობს)6 და მიიჩნევს რა ხსენებულ კონტრარგუმენტსაც სრულიად უნიადაგოდ და უსაფუძვლოდ,7 მთელი დარწმუნებულობით აღიარებს მყარ საეკლესიო სწავლებად მშობლების სულებიდან შობადობას შვილთა სულებისას ("ამრიგად, ადამიანის შობასთან ერთად იშვება სულიც" - следователь но, съ рожденнемъ человека рождается п душа, стр. 320).

სინამდვილეში, სულთაგან სულთა შობის ანდა (რაც კიდევ უფრო მეტი ნონსენსია) სულთაგან სულთა შექმნის საწინააღმდეგოდ (უკეთ ამგვარი აზრის ძირითურთ აღმოსაფხვრელად) უწმინდეს საეკლესიო სწავლებას მრავალი გადამწყვეტი მნიშვნელობის არგუმენტი აქვს წარმოდგენილი, რომელთაგან ნაწილი ზემოთ მოვიხმეთ, ნაწილს კი ქვემოთაც შევეხებით, თუმცა ამჯერად, საკითხის სისრულისათვის და იმის ნათელსაყოფად, თუ რაოდენ ფართო გავრცელება ჰპოვა ტერტულიანიზმმა რუსულ ღვთისმეტყველებაში, დავიმოწმებთ კიდევ ერთი რუსი დოგმატიკოსის, ნ. მალინოვსკის აზრსაც, რომელიც შეხედულებას სულთაგან სულთა შობადობის შესახებ პირველ რიგში ზოგად კვალიფიკაციას აძლევს,8 შემდეგ კი, ამ შეხედულების ღირსებაზე არაერთგზისი ხაზგასმით, ჭეშმარიტებასთან ყველაზე უფრო ახლოს მდგომად მიიჩნევს მას, თუმცა სულთა წარმოშობის საკითხს "გადასაჭრელად" აღიარებს მითითებული აზრის "შევსების" აუცილებლობას "სულთა შესაქმის შესახებ შეხედულებით" ანუ იმის დაშვებით, რომ მშობელთა სულებიდან შვილთა სულები იშვებიან არა თავისთავად, არამედ ღვთის შემოქმედებითი ძალით. მკვლევარი ასკვნის:

"სწორედ ამ შევსებული სახით შეიძლება ვცნოთ ეს აზრი (სულთაგან სულთა შობა, ე.ჭ.) ჭეშმარიტებასთან ყველაზე უფრო ახლოს მდგომად და გადავჭრათ საკითხი სულთა წარმოშობის შესახებ ამ სახით. სულები წარმოიშობიან არა არაფრისგან, არამედ - მშობელთა სულებისგან და მშობელთა სულების მონაწილეობით. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ მშობელობითი ძალა, ღვთის კურთხევით მიცემული ადამიანებისადმი, - "იზარდეთ და გამრავლდით", ბოძებულია მათდამი თავიანთ მსგავსთა წარმოსაქმნელად არა მხოლოდ სხეულის მიხედვით, არამედ სულის მიხედვითაც. თუმცა ყოველი შობადი სული არ არის მხოლოდ უბრალო განმეორება მოდგმისა და გვარისა (როგორც ეს გვაქვს გონებას მოკლებულ ბუნებაში), ანდა წინამორბედი პიროვნებებისა, არამედ ესაა ახალი, თვითმდგომი პიროვნება, ახალი ფორმა ღვთის ხატისა. მაგრამ ახალი ქმნილების წარმოქმნა მარტოოდენ ბუნებისეულ ძალებს არ ძალუძთ. აქ აუცილებელია უმაღლესი შემოქმედებითი ძალის მონაწილეობა. ამრიგად, აუცილებელია დავუშვათ, რომ ყოველი სული არსებობას იძენს არა მხოლოდ შობის გზით, არამედ საღვთო შემოქმედების განსაკუთრებული მოქმედების შედეგადაც" (შდრ. В этом восполненном виде н можно признать это мнение наиболее близким к истине н разрешать вопрос о происхождении душ таким образом. Души происходят не из ничего, а от душ родителей н при участии душ родителей. Можно думать, что родотворящая сила, данная людям благословением Божиим, - раститеся и множитеся, дарована им для произведения подобных себе не по телу только, но н по душе. Однако каждая рождающаяся душа не есть только простое повторение рода и вида (как в неразумной природе), или предшествующих личностей, - это новая, самостоятельная личность, новая форма образа Божия. Но произвести новое творение одни естественные силы не могуг; тут необходимо участие высшей творческой силы. Таким образом, необходимо допустить, что каждая душа получает бытие не чрез рождение только, но и чрез особое действие творчества Божия9).

ზემორე ციტატებთან დაკავშირებით (მათი ბევრად მეტი გავრცობაა შესაძლებელი), უპირველესად, აქვე გავამახვილებთ ყურადღებას უმთავრესზე (ქვემოთ კი წყაროდმცოდნეობითად დავასაბუთებთ), რომ არამართებულია მიტროპოლიტ მაკარის ზემოდამოწმებული ზოგადი შეფასება, თითქოს "ეკლესია ზუსტად არ განსაზღვრავდეს" სულთა წარმოშობის საკითხს. რა თქმა უნდა, საღვთო შესაქმე, ყველა გამოვლინებით, უზენაესი საიდუმლოა და ადამიანს (ქმნილებას) არანაირად არ ძალუძს ამ საიდუმლოს წვდომა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავად შემოქმედი უგულებელგვყოფდეს და არ გვიცხადებდეს ჩვენთვის აუცილებელს, უმთავრესს, მიმართულების მიმცემს. სწორედ ამ უმთავრესთა შესახებ ბიბლიური უწყების დოგმატური და განმარტებითი გადმოცემაა საეკლესიო სწავლება. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ამ სწავლებაში დაკლებული იყოს სწორედ ის, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, კერძოდ - საკუთარი წარმომავლობა. მართლაც, თუ ჩვენი სულის წარმოშობის შესახებ უმეცრებაში დაგვტოვა უფალმა ანუ თუ იმის ცოდნას მოგვაკლო, საიდან მოვდივართ, განა იმის შეცნობასღა შევძლებთ, საითკენ უნდა წარვემართოთ? ანკი თუ საკუთარი თავის შესახებ უმეცრებაში ვართ, სხვა ქმნილებათა რაობას როგორღა ჩავწვდებით ანდა თავად შემოქმედის შესახებ უმთავრეს სწავლებათა დატევნას რაგვარად შევძლებთ?

ამრიგად, მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ ეკლესია ზუსტად განსაზღვრავს ადამიანთა სულების წარმომავლობის საკითხს. შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხზე ეკლესიაში თითქოსდა არსებობდა სამი მოსაზრება ან სამი თეორია ანდა სამი ჰიპოთეზა. ამგვარი და მათი მსგავსი გამონათქვამები XIX სს-იდან, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და თითქმის ყველა ანთროპოლოგიურ პუბლიკაციაში ავლენს თავს. მაგალითად, გრიგოლ დიაჩენკო მიუთითებს:

"თითოეულ ადამიანში სულის წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობდა სამი მოსაზრება: ერთნი (პლატონი, ორიგენე, სინეზიოსი და რამდენიმე სხვა) უშვებდნენ სულთა წინასწარარსებობას, ესე იგი ამბობდნენ, რომ ყველა ადამიანის სული არსებობდა უწინარეს ჯერ კიდევ ამ ქვეყნიერებამდე და ისინი, უკვე გამზადებულნი, იგზავნებიან სხეულებში, საკუთარ ცოდვათა მოსანანიებლად. მეორენი (არისტოტელე, ჰილარიუსი, თეოდორიტე, წმ. კირილე ალექსანდრიელი, წმ. იერონიმე) ფიქრობდნენ, რომ სულები ხელახლა იქმნება ღვთისგან თანაშეზომილად ადამიანთა დაბადებისა. მესამენი (ტერტულიანე, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. მაკარი დიდი და სხვა) ამტკიცებდნენ, რომ ორივე სუბსტანცია - სულიც და სხეულიც - ერთად ჩაისახება და სრულ-იქმნება";10

ასევე, არქიმანდრიტები ავლიპი და ესაია აღნიშნავენ:

"არსებობს სამი თეორია სულთა წარმოშობის საკითხზე: დროით პირველია თეორია სულთა წინასწარარსებობის შესახებ, რაც ცნობილი იყო ჯერ კიდევ წარმართობაში. მას ავითარებდა პლატონი და ქრისტიანობაში ორიგენე...; მეორე თეორია ესაა სულთა შექმნა ღვთისგან. ამ თეორიის მიხედვით სული იქმნება ღვთის მიერ არაფრისგან სწორედ იმ დროს, როდესაც ყალიბდება სხეული. ამ მოსაზრების დამცველები იყვნენ ეკლესიის ისეთი მამები, როგორებიცაა ირინეოსი, ოქროპირი, კირილე ალექსანდრიელი, ნეტარი თეოდორიტე, ნეტარი იერონიმე და სხვები...; მესამე მოსაზრება გულისხმობს სულთა შობას. ამ მოსაზრების მიხედვით სულები გადადიან მემკვიდრეობითად მშობლებიდან შვილებზე, როდესაც ყალიბდება ამა თუ იმ სულისადმი განკუთვნილი სხეული. ისევე როგორც მშობლების სხეულებიდან გამოიყოფა თესლი ჩვილის სხეულის ჩამოსაყალიბებლად, ამგვარადვე გამოიყოფა მშობლების სულებიდანაც სულისმიერი რამ თესლი ახალი სულის ჩამოსაყალიბებლად. ასე რომ, ადამიანთა სულების პირველი წყარო ანუ პირველი ნივთიერება იყო პირველი ადამიანის - ადამის სული. ეს შეხედულება, პირველად გამოთქმული ტერტულიანეს მიერ, ბევრმა მიიღო როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს მოსაზრება სხვებზე მეტად თანხვდება წმინდა წერილს და ცხოვრებისეულ გამოცდილებას."11

მღვდელი ანდრეი ლორგუსიც ანალოგიურად გვამცნებს:

"ჩვენ იძულებულნი ვართ თვალი გავადევნოთ სულთა წარმოშობის შესახებ სამ ჰიპოთეზას: პირველი - სულთა "წინასწარარსებობის" შესახებ, მეორე - ღვთისგან მათი შექმნის შესახებ, მესამე - მშობელთა სულებიდან მათი შობის შესახებ".12

ე. ტიხომიროვიც ანალოგიურად მსჯელობს:

"საიდან ჩნდება იგი (სული, ე.ჭ.)? ძველთაგან არსებობს სამი განსხვავებული პასუხი ამ კითხვაზე, სამი ჰიპოთეზა ადამიანური სულის წარმომავლობის ასახსნელად: წინასწარარსებობის ჰიპოთეზა, შექმნის ჰიპოთეზა და სულის გადაცემის ჰიპოთეზა".13

გენადი ბერდიშევის თქმითაც:

"ქრისტიანობაში არსებობს სამი მთავარი თვალსაზრისი სულების წარმოშობასთან დაკავშირებით".14

სხვათა აზრითაც:

"საკითხი ადამიანური სულის წარმომავლობის შესახებ დოგმატურ ღვთისმეტყველებაში ზუსტად გადაწყვეტილი არ არის, განეკუთვნება საღვთისმეტყველო მოსაზრებათა სფეროს. ქრისტიანული ღვთისმეტყველების ისტორიაში გვხვდება სამი ჰიპოთეზა ადამიანთა სულების წარმოშობასთან დაკავშირებით."15

და ა.შ. და ა.შ.

პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ საეკლესიო მართლმკვეთელობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ზემომოტანილ ციტატებში გამოხატულ პოზიციას, რადგან ეკლესიური მოძღვრების მიხედვით, სრულიად აშკარად, ადამიანთა სულების წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს არა სამი (ან მეტი16) აზრი, თვალსაზრისი, თეორია თუ ჰიპოთეზა, არამედ - მხოლოდ ერთი საეკლესიო სწავლება და, ამ სწავლების გვერდით, სხვადასხვა მწვალებლური თუ ძიებითი კერძო აზრები და შეხედულებები.

სულთა წარმოშობის შესახებ ჩვენს წინაშე იკვეთება ზედმიწევნით იგივე ვითარება, რაც, საზოგადოდ, თავს იჩენს საეკლესიო მოძღვრების შემადგენელი სხვა საკითხების მიმართ. თითქმის ყველა მათგანთან დაკავშირებით სახეზეა, ერთი მხრივ, უცვალებელი საეკლესიო სწავლება, მეორე მხრივ კი, აღნიშნული სწავლების გვერდით თავჩენილია ესა თუ ის კერძო აზრი თუ ცრუსწავლება.

აღნიშნულის გამო, პრინციპულად მცდარია უკვე დადგენილი საეკლესიო სწავლების ერთ-ერთ თვალსაზრისად გამოცხადება და კერძო აზრებთან მისი გათანაბრება, კერძო აზრების რიგში მისი ჩაყენება.

კიდევ უფრო მიუღებელია რომელიმე კერძო აზრისადმი განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება და საეკლესიო სწავლებაზე მაღლა მისი დაყენება ანუ, ერთი მხრივ, საეკლესიო სწავლების კერძო აზრის დონემდე დადაბლება, მეორე მხრივ კი, ამა თუ იმ ავტორის მიერ გამოთქმული პირადი შეხედულების შემოსვა უცთომელი საეკლესიო სწავლების პატივით.

საკუთრივ ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ამჯერად, რადგან სავსებით თვალსაჩინოა მცდელობა იმისა, რომ განხორციელდეს სულთა წარმოშობის საკითხზე მსოფლიო კრებათა ეპოქაში ჩამოყალიბებული საეკლესიო სწავლების სრული დაჩრდილვა-მიჩქმალვა, სანაცვლოდ კი ნაირგვარად შელამაზდეს თუ "შესწორდეს" ტერტულიანეს კერძო ანთროპოლოგიური შეხედულება და სწორედ ეს უკანასკნელი გაფორმდეს "საეკლესიო სწავლებად".

ტერტულიანემ თავის დროზე (II-III სს-ის მიჯნაზე) ჩამოაყალიბა მოძღვრება სულთა განშტოებადობის ანუ სულთა სპერმატული გადაცემადობის შესახებ. ეს მოძღვრება ცნობილია ტრადუციანიზმის სახელით (ლათ. Tradux - "შტო", "განშტოება", "ტოტი", "განტოტება").17 ხსენებულმა ავტორმა ცალკე შრომა მიუძღვნა სულთა რაობის საკითხს (იხ. მისი De Anima - "სულთა შესახებ") და შემოიტანა აზრი მატერიალური სპერმის გზით გადაცემადი "სულისმიერი თესლის", როგორც მშობელთა სულებიდან შვილთა სულების შობის და მშობელთა სულების ცოდვილიანობის (პირველცოდვის სნეულების) შვილთა სულებზე თესლობითი გადასვლის18 განმაპირობებელი მიზეზის შესახებ.

ტერტულიანე უპირველესად სვამს კითხვას: "მაშ, როგორ ჩაისახება ცოცხალი არსება?" (Quomodo igitur animal conceptum?19).

დასმულ კითხვას მოსდევს კიდევ ორი კითხვა, რომლებზეც კონკრეტული პასუხია გაცემული:

"ორივე მათგანის, - სულისა და სხეულის, - არსება ერთდროულად თანაშეიდნობა?20 ანთუ, წინმსწრებია ერთერთი მათგანი? არა, ერთდროულად ვამბობთ ჩასახვასაც და შემზადებასაც, [ესე იგი] სრულყოფას, ისევე როგორც - გამოჩინებას (=შობას), არ განესაზღვრება რა ჩასახვისას ადგილი წამის შუალედის შემოსვლასაც კი.21 შესაცნობია, მაშ, უგვიანესთაგან22 თავდაპირველნი: თუკი სიკვდილი სხვად არარად განისაზღვრება, თუ არა სხეულისა და სულის გაყრად, სიკვდილის საპირისპირო სიცოცხლეც სხვად არად განეჩინება, თუ არა სხეულისა და სულის შეყრად; თუკი გაყრა, სიკვდილის შედეგად, ერთობლივად შეემთხვევა ორივე არსებას, ეგევე უნდა გვემცნოს იმის შესახებაც, რომ შეყრის სახე, სიცოცხლის გზით, ერთობლივად მოიწევა ორივე არსებაზე. მაშ, სიცოცხლეს ჩასახვიდან შევიცნობთ, რადგან იმას ვამტკიცებთ, რომ ჩასახვიდანაა სული; ამრიგად, რა დროიდანაც არის სიცოცხლე, იმ დროიდან არის სულიც. ასე რომ, ერთად შეკავშირდებიან სიცოცხლეში ისინი, რომლებიც ერთად განიყრებიან სიკვდილში" (შდრ. Simulne conflata utriusque substantia corporis animaeque an altera earum praecedente? Immo simul ambas et concipi et confici, perfici dicimus, sicut et promi, nec ullum interuenire momentum in  conceptu quo locus ordinetur. [2] Recogita enim de nouissimis prima: si mors non aliud determinatur quam disiunctio corporis animaeque, contrarium morti uita non aliud definietur quam coniunctio corporis animaeque; si disiunctio simul utrique substantiae accidit per mortem, hoc debet coniunctionis forma mandasse pariter obuenientis per uitam utrique substantiae. [3] Porro uitam a conceptu agnoscimus, quia animam a conceptu uindicamus; exinde enim uita, quo anima. Pariter ergo in uitam compinguntur quae pariter in mortem separantur. Tunc si alteri primatum damus, alteri secundatum, seminis quoque discernenda sunt tempora pro statu ordinis. Et quando collocabitur corporis semen, quando animae? შდრ. ინგლ. Is the substance of both body and soul formed together at one and the same time? Or does one of them precede the other in natural formation? We indeed maintain that both are conceived, and formed, and perfectly simultaneously, as well as born together; and that not a moment's interval occurs in their conception, so that, a prior place can be assigned to either. Judge, in fact, of the incidents of man's earliest existence by those which occur to him at the very last. As death is defined to be nothing else than the separation of body and soul, life, which is the opposite of death, is susceptible of no other definition than the conjunction of body and soul. If the severance happens at one and the same time to both substances by means of death, so the law of their combination ought to assure us that it occurs simultaneously to the two substances by means of life. Now we allow that life begins with conception, because we contend that the soul also begins from conception; life taking its commencement at the same moment and place that the soul does. Thus, then, the processes which act together to produce separation by death, also combine in a simultaneous action to produce life23).

აქამდე ტერტულიანეს მსჯელობა უაღრესად საღია, რადგან მართლმადიდებლური სწავლებითაც, ადამიანის როგორც ერთი პიროვნების არსებობა თანადროულად იწყება ორივე ბუნებით (სულით და ხორცით), მაგრამ მომდევნო ნაწილში ტერტულიანე უკვე ყურადღებას ამახვილებს ცალკე ხორცის თესლზე და ცალკე სულის თესლზე, რომლებიც, მიუხედავად სახეობრივი სხვადასხვაობისა, მისი მტკიცებით ერთობლივ და თანადროულ სპერმატულ ანუ თესლობით გადაცემადობას ექვემდებარებიან, რაჟამს ერთობლივად და ერთწამიერად შეამზადებენ შვილს მშობლებისგან.

ტერტულიან, კერძოდ, გვაუწყებს:

"ამრიგად, თუკი ერთ-ერთ მათგანს (ან ხორცს ან სულს, ე.ჭ.) პირველობას განვუკუთვნებდით, მეორეს კი შემდგომობას, განრჩევადი იქნებოდა თესლის ჟამნიც, შესაბამისად წესისამებრი მდგომარეობისა;24 და როდის ექნებოდა ადგილი სხეულის თესლს და როდის - სულისას? ამასთან, თუკი თესლთა ჟამნი განიყოფოდა, ჟამთა გამიჯნულობის შედეგად სხვადასხვა შენაქმნი25 იქნებოდა. მაშ, თუმცა კი თესლის ორ სახეობას ვაღიარებთ, - სხეულებრივსა და სულისმიერს,26 ამასთან ვამტკიცებთ, რომ განუცალკევებელნი არიან [ეს სახეობანი] და, ამ წესით, თანადროულნი და ერთი და იმავე წამისა" (შდრ. Tunc si alteri primatum damus, alteri secundatum, seminis quoque discernenda sunt tempora pro statu ordinis. Et quando collocabitur corporis semen, quando animae? [4] Immo si tempora seminum diuidentur, et materiae diuersae habebuntur ex distantia temporam. Nam etsi duas species confitebimur seminis, corporalem et animalem, indiscretas tamen uindicamus et hoc modo contemporales eiusdemque momenti).27

და ბოლოს, სრულიად მკაფიო უწყება სულისა და სხეულის თესლთა თანადროული მშობელობითი მოქმედების შესახებ:

"არავის შერცხვეს აუცილებელთა28 განმარტებისა. ბუნება საპატივცემულოა და არა სასირცხვილო. თანაცხოვრება ვნებათმოყვარეობამ (libido) შეურაცხყო და არა [ბუნებრივმა] მდგომარეობამ.29 ურცხვია ზღვარგადასულობა და არა დადგენილი წესი,30 თუკი ეს დადგენილი წესი კურთხეულია ღვთისგან: "იზარდეთ და სიმრავლეში წარემატეთ" (შესაქ. 1.28). სწორედ ზღვარგადასულობაა დაწყევლილი: მრუშობა, სიძვა და მეროსკიპეობა. ვიცით, რომ სქესთა ამ, მაშასადამე, ჩვეულ მსახურებაში, რაც შეარწყამს მამრსა და მდედრს (ვამბობ ზიარ თანაცხოვრებას), სულიც და ხორციც თანადროულად მოქმედებს: სული - გულისთქმით, ხორცი - გარჯილობით, სული - მაწვეველობით,31 ხორცი - საქმით. ამრიგად, რაჟამს, ორივე მათგანის ერთიანი ძალისხმევით, მთლიანი ადამიანი აღიძვრის, გადმოქაფება ხდება32 მთლიანი ადამიანის თესლისა, რასაც სხეულებრივი არსებისგან სითხე აქვს, სულისმიერისგან კი - სითბო. ამასთან, თუ "სიცივე" ბერძნულში "სულის" სახელია,33 როგორ ხდება, რომ მისი გასვლისას სხეული ცივდება? თან (კვლავაც მორიდებას რომ ვავნო და არა მტკიცებულებას34), გულისთქმის თვით იმ უკიდურეს მხურვალებაში, რითაც მშობელობითი ლორწო (genitale virus35) გამოიყოფა, განა არ ვგრძნობთ, რომ რაღაც რამ სულისა გავიდა, რაჟამს ესოდენ ვსუსტდებით და უძალო ვხდებით, გვებინდება რა თვალისჩინი? ეს იქნება სულისმიერი თესლი, მყისვე სულისგან გამონაჟონი, ისევე როგორც თესლია ის სხეულებრივი ლორწოც, ხორცისგან რომ გამოიწრიტა"36 (შდრ. Ne itaque pudeat necessariae interpretationis. Natura ueneranda est, non erubescenda. Concubitum libido, non condicio foedauit. Excessus, non status est impudicus, siquidem benedictus status apud deum: crescite et in multitudinem proficite, excessus uero maledictus, adulteria et stupra et lupanaria. [5] In hoc itaque sollemni sexuum officio quod marem ac feminam miscet, in concubitu dico communi, scimus et animam et carnem simul fungi, animam concupiscentia, carnem opera, animam instinctu, carnem actu. Unico igitur impetu utriusque toto homine concusso despumatur semen totius hominis habens ex corporali substantia humorem, ex animali calorem. Et si frigidum nomen est anima Graecorum, quare corpus exempta ea friget? [6] Denique ut adhuc uerecundia magis pericliter quam probatione, in illo ipso uoluptatis ultimae aestu quo genitale virus expellitur, nonne aliquid de anima quoque sentimus exire atque adeo marcescimus et deuigescimus cum lucis detrimento? Hoc erit semen animale, protinus ex animae destillatione, sicut et uirus illud corporale semen ex carnis defaecatione. De Anima, XXVII; შდრ. ინგლ. თარგმ.: Now let no one take offense or feel ashamed at an interpretation of the processes of nature which is rendered necessary (by the defence of the truth). Nature should be to us an object of reverence, not of blushes. It is lust, not natural usage, which has brought shame on the intercourse of the sexes. It is the excess, not the normal state, which is immodest and unchaste: the normal condition has received a blessing from God, and is blest by Him: "Be fruitful, and multiply, (and replenish the earth.)" Excess, however, has He cursed, in adulteries, and wantonness, and chambering. Well, now, in this usual function of the sexes which brings together the male and the female in their common intercourse, we know that both the soul and the flesh discharge a duty together: the soul supplies desire, the flesh contributes the gratification of it; the soul furnishes the instigation, the flesh affords the realization. The entire man being excited by the one effort of both natures, his seminal substance is discharged, deriving its fluidity from the body, and its warmth from the soul. Now if the soul in Greek is a word which is synonymous with cold, how does it come to pass that the body grows cold after the soul has quitted it? Indeed (if I run the risk of offending modesty even, in my desire to prove the truth), I cannot help asking, whether we do not, in that very heat of extreme gratification when the generative fluid is ejected, feel that somewhat of our soul has gone from us? And do we not experience a faintness and prostration along with a dimness of sight? This, then, must be the soul-producing seed, which arises at once from the out-drip of the soul, just as that fluid is the body-producing seed which proceeds from the drainage of the flesh37).

მოტანილი ციტატა უეჭვოდ ცხადყოფს, რომ ტერტულიანეს აზრით, ის მშობელობითი სითხე, რაც ჰბადებს შვილს, თავის თავში შეიცავს როგორც სულის თესლს, ასევე სხეულისას.

ზემორე კონცეფციის ილუსტრირება სრული ვერ იქნება, თუ არ გავეცნობით ტერტულიანეს შემდგომ მსჯელობას პირველი ადამიანის დაბადების შესახებ. მართალია, ამ საკითხს არაიშვიათად უბრუნდება ხსენებული ავტორი, მაგრამ სხვადასხვა შემთხვევაში საკმაო ტექსტობრივი ბუნდოვანება თუ (არ გამოვრიცხავთ) შეხედულების ჯერ კიდევ მკაფიო ჩამოუყალიბებლობა იჩენს თავს, რის გამოც ადამისგან (პირველ-ადამიანისგან და პირველმამისგან) მთელი კაცობრიობის გენეტიკური, სპერმატული ანუ შობადობითი ხორციელ-სულიერი მომდინარეობა ყოველთვის მთლად ნათელი არ არის. აღნიშნულის ფონზე, ცხადია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმგვარ ტექსტობრივ მონაკვეთებს, სადაც ავტორისეული მსოფლმხდველობა სავსებით გამჭვირვალეა და არაორაზროვანი. ამ მხრივ გამორჩეულია ქვემორე ციტატა. სრულიად მოვუსმინოთ:

"როდესაც ღმერთმა დაჰქროლა (flasset) ადამიანის პირისახეში სიცოცხლის ქროლვა (flatum)38 და შეიქმნა ადამიანი ცოცხალი სულით, - ყოვლითურთ მთლიანი (შესაქ. 2.7), - ის ქროლვა (flatum), პირისახის მიერ მყისვე შინაგანთა მიმართ გადაცემული და სხეულის მთელ მოცუქლობაში განვრცობილი, ამასთან საღვთო მობერილობით (aspiratione) შემკვრივებული,39 ყველა შინაგან ნაკვეთში40 აღიბეჭდა, რომლებიც მან, შემკვრივებულმა, აღავსო, და თითქოსდა დასახულობაში გაიყინა. აქედან, მაშ, შემკვრივების შედეგად სულის სეულებრიობაც შემყარდა და ანაბეჭდისგან ტვიფარიც დაისახა.41 ეს უნდა იყოს შინაგანი ადამიანი; სხვაა გარეგანი; ერთი - მრჩობლად. აქვს ამასაც თავისი თვალები და ყურები, რომლებითაც მართებდა პავლეს42 ესმინა და ეჭვრიტა უფლისთვის, ჰქონდა რა [შინაგან ადამიანს] სხვა ნაწილებიც, რომლებითაც სარგებლობდა იგი განსჯებში და მოქმედებდა სიზმრებში. ასე არის მდიდრის ენა (ჯოჯოხეთში), ღარიბის თითი და აბრაამის წიაღი.43 ამ ნაკვეთთა მიერ შეიცნობიან "წმინანთა სულები საკურთხევლის ქვეშ".44 ამრიგად, დასაბამიდან ადამის სხეულში შთამყარებული  და თანაშესახული სული როგორც მთელი არსების, ისე მისი მდგომარეობის თესლი გახდა" (იხ. De Anima, cap. 9; შდრ. cum deus flasset in faciem homini flatum uitae, et factus esset homo in animam uiuam, totus utique, per faciem statim flatum illum in interiora  transmissum et per uniuersa corporis spatia diffusum simulque diuina aspiratione densatum omni intus linea expressum esse, quam densatus impleuerat, et uelut in forma gelasse. Inde igitur et  corpulentia animae ex densatione solidata est et effigies ex impressione formata. Hic erit homo interior, alius exterior, dupliciter unus, habens et ille oculos et aures suas, quibus populus dominum audire et uidere debuerat, habens et ceteros artus, per quos et in cogitationibus utitur et in somniis fungitur. Sic et diuiti apud inferos lingua est, et pauperi digitus, et sinus Abrahae. Per has lineas et animae martyrum sub altari intelleguntur. A primordio enim in Adam concreta et configurata45 corpori anima, ut totius substantiae, ita et condicionis istius semen effecit;46 შდრ. ფრანგ. თარგმ. "Dieu ayant soufflé un souffle de vie sur la face de l'homme, et l'homme ayant reçu une âme vivante!" ce souffle fut aussitôt transmis de la face dans l'intérieur, puis répandu dans toutes les parties du corps, et en même temps il se condensa sous la divine aspiration, et se comprima dans les limites corporelles qu'il avait remplies, comme s'il eût été jeté dans un moule. De là vient donc que le corps de l'âme prit une forme solide par la condensation et une figure par le moule qui le reçut. Celui-ci sera l'homme intérieur, l'autre l'homme exté- rieur, un, quoique double, ayant aussi ses yeux et ses oreilles, par lesquels le peuple aurait dû voir et entendre le Seigneur; ayant aussi tous les autres membres dont il se sert dans la réflexion et par lesquels il agit pendant le sommeil. Ainsi le riche a une langue dans les enfers, le pauvre un doigt, et Abraham un sein. C'est par ces traits que les âmes des martyrs se laissent apercevoir sous l'autel. En effet, l'âme placée dans Adam, dès la création, et prenant la configuration du corps, devint la semence de la substance et de la condition de toutes les âmes; ინგლ. თარგ. after God hath breathed upon the face of man the breath of life, and man had consequently become a living soul, surely that breath must have passed through the face at once into the interior structure, and have spread itself throughout all the spaces of the body; and as soon as by the divine inspiration it had become condensed, it must have impressed itself on each internal feature, which the condensation had filled in, and so have been, as it were, congealed in shape, (or stereotyped). Hence, by this densifying process, there arose a fixing of the soul's corporeity; and by the impression its figure was formed and moulded. This is the inner man, different from the outer, but yet one in the twofold condition. It, too, has eyes and ears of its own, by means of which Paul must have heard and seen the Lord; it has, moreover all the other members of the body by the help of which it effects all processes of thinking and all activity in dreams. Thus it happens that the rich man in hell has a tongue and poor (Lazarus) a finger and Abraham a bosom. By these features also the souls of the martyrs under the altar are distinguished and known. The soul indeed which in the beginning was associated with Adam's body, which grew with its growth and was moulded after its form proved to be the germ both of the entire substance (of the human soul) and of that (part of) creation47].48

ტერტულიანეს ტრადუციანისტული ანთროპოლოგიის შესასწავლად დიდად მნიშვნელოვანია, აგრეთვე, De Anima-ს შემდეგი ადგილი:

"უსარწმუნოესია თავდაპირველი მაგალითები: მიწამტვერისგან49 იყო ხორცი ადამში. სხვა რა არის მიწამტვერი, თუ არა პოხიერი50 თხევადობა? აქედანაა მშობელობითი ლორწო (genitale virus); ღვთის მობერვისგანაა სული. სხვა რა არის მობერვა ღვთისა, თუ არა სულის ორთქლი (vapor spiritus)? აქდანაა ის, რასაც ზემორე ლორწოს მიერ აღმოვისუნთქავთ (quod per virus illud efflamus51). მაშ, ვინაიდან თავდაპირველად ამ ორმა, - მიწამტვერმა და მობერვამ, - განსხვავებულმა და განყოფილმა, ერთი ადამიანი შეადგინა (unum hominem coegissent), ამის შემდეგ ამ თანაშეზავებულმა არსებებმა ერთობლივად ერთში შეაზავეს აგრეთვე თავიანთი თესლები და აქედან გადასცეს სახე52 გასამრავლებელ მოდგმას,53 რადგან ისინი, ახლაც ორნი, - თუმც განსხვავებულნი, მაგრამ შეერთებულნი, თანადროულად გამოიღვრებიან (pariter effluant) და, თანადროულადვე შემოყვანილნი, თავ-თავიანთი არხითა და ხნულით თანადროულად აღმოაცენებენ ორივე არსებისგან ადამიანს, რომელშიც კვლავ შთანერგილია მისივე თესლი შესაბამისად მოდგმისა, როგორც ეს დადგენილია ყველა მშობელობითი გვარეობისადმი. ამრიგად, ერთი ადამიანისგანაა მთელი ეს სიჭარბე სულებისა, გამომდინარე იქიდან, რომ ემსახურება ბუნება ღვთის განჩინებას: "იზარდეთ და სიმრავლეში წარემატეთ" (შესაქ. 1.28). დიახ, ამის (ადამიანის, ე.ჭ.) შექმნის თვით სათავეშივე [სიტყვებით]: "შევქმნათ ადამიანი" (შესაქ. 1.26) მრავლობითად უწყებულ იქნა მთელი შთამომავლობა: "და მთავრობდნენ ზღვის თევზებს" (შესაქ. 1.28).54 არაფერია გასაკვირი, რადგან თესლშია წინდი მოსავლისა" (შდრ. ლათ. Fidelissima primordii exempla. De limo caro in Adam. Quid aliud limus quam liquor opimus? Inde erit genitale uirus. Ex afflatu dei anima. Quid aliud afflatus dei quam uapor spiritus? Inde erit quod per uirus illud efflamus. Cum igitur in primordio duo diuersa atque diuisa, limus et flatus, unum hominem coegissent, confusae substantiae ambae iam in uno semina quoque sua miscuerunt atque exinde generi propagando formam tradiderunt, ut et nunc duo, licet diuersa, etiam unita pariter effluant pariterque insinuata sulco et aruo suo pariter hominem ex utraque substantia effruticent, in quo rursus semen suum insit secundum genus, sicut omni condicioni genitali praestitutum est. Igitur ex uno homine tota haec animarum redundantia, obseruante scilicet natura dei edictum: crescite et in multitudinem proficite. Nam et in ipsa praefatione operis unius, faciamus hominem, uniuersa posteritas pluraliter praedicata est: et praesint piscibus maris. Nihil mirum repromissio segetis in semine).55

ზემომოტანილი ციტატები ეჭვმიუტანლად ცხადყოფს, რომ თეორია მამათაგან შვილთა სულების დაბადების შესახებ, რაც ქრისტიან ავტორთაგან პირველმა ტერტულიანემ ჩამოაყალიბა, გულისხმობს სულისა და ხორცის ურთიერთგანსხვავებულ თესლთა ერთ გენეტიკურ ნაზავად განუყოფელ შეკავშირებას პირველ ადამიანშივე და შემდეგაც ამ ნაზავის მთლიანობითად გადაცემასა და უცვლელად შენარჩუნებას კაცობრიობის ერთ მშობელობით ანუ გენიტალურ ხაზში, რაც გარდაუვალად ნიშნავს სულის მატერიალურობასა და დაყოფადობას.

სწორედ ამას ეწოდება გენერაციონიზმის უხეში ფორმა ტრადუციანიზმი, რაც არის, კვლავ აღვნიშნავთ, მოძღვრება შთამომავლობაში პირველი ადამიანის სულის სპერმატული განშტობადობის ანუ მამათაგან შვილთა მიმართ ადამისეული სულის სპერმატული გადაცემადობა-დაყოფადობის შესახებ.

ხსენებულ მოძღვრებასთან დაკავშირებით Joseph Pohle აღნიშნავს:

"გენერაციონიზმი თავისი უხეში ფორმით იწოდება ტრადუციანიზმად (სიტყვისაგან tradux - "განყოფა", "განშტოება"). ტრადუციანიზმი ასწავლის, რომ სული წარმოიშობა უშუალოდ მამრის სპერმისგან (semen corporale - "სხეულებრივი თესლი") და რომ ბავშვები არიან, ასე ვთქვათ, "განაყოფები" ანუ "განშტოებანი", გამოცალკევებულნი მათი მშობლების სულებისგან. ამ შეხედულებას აღმოსაველთში იცავდა აპოლინარი,56 დასავლეთში კი, როგორც ჩანს ტერტულიანე (შდრ. Generationism in its crude form is called Traducianism [from tradux - cutting, slip]. Traducianism holds that the soul is produced immediately from the male sperm (semen corporale), and that children are as it were "cuttings" or "slips" detached from the souls of their parents. This opinion was defended in the East by Apollinaris, and in the West, apparently, by Tertullian, Joseph Phole, God: the Author of Nature and the Supernatural, A Dogmatic Treatise, third, revised edition Adapted and Edited by Arthur Preuss, London, 1919, p. 166).

მართლაც, როგორც ვნახეთ, ტერტულიანე სრულიად აშკარად ამტკიცებს ადამიანთა გონითი სულების მცენარეულ რტოთა მსგავსად აღმოცენებასა და გამოშტოებას ადამისეული სულისგან. მეტიც, როდესაც იგი, ერთ შემთხვევაში, მსჯელობას წარმართავს საკუთრივ ხეების შესახებ და ხაზს უსვამს მათი ზრდადობითი მოქმედების გონივრულობას, იქვე კონკრეტულ პარალელს ავლებს სწორედ ადამიანთა სულებთან და აღნიშნავს:

"როგორ არ ვამტკიცო მე ხეთა ეს სიბრძნენი და მცოდნეობანი? იქნებ ჰქონდეთ მათ სიცოცხლე, ვით მთნებელობენ57 ფილოსოფოსნი, იქნებ ჰქონდეთ ცოდნა (sapiant), თუმცა კი უარყოფენ ფილოსოფოსნი. მოაზროვნეა (intellegat) ხის ჩვილობაც კი და რაოდენ უფრო - ადამიანისა, რომლის სულიც, როგორც რამ შტო, ადამის წიაღიდან შთამომავლობაში გამოყვანილი და მდედრის მშობელობით საშოთა მიმართ გადაცემული,58 მთელი თავისი შემზადებულობით გაიფურჩქნა როგორც გონებითად (intellectu), ისე გრძნობითად (sensu)" (შდრ. ლათ. Has ego sapientias et scientias arborum cur non contendam? Viuant ut philosophi uolunt, sapiant ut philosophi nolunt, intellegat et infantia ligni, quo magis hominis, cuius anima uelut surculus quidam ex matrice Adam in propaginem deducta et genitalibus feminae foueis commendata cum omni sua paratura pullulauit tam lntellectu quam et sensu).59

ზედმიწევნით მართებულია ზემოხსენებული მკვლევრის დასკვნა:

"ტერტულიანე, ჩანს,ასწავლის, რომ ახალი სულის ჩანასახი გამოიყოფა დამბადებელი მშობლების სულებისგან, ისევე როგორც "შტო ადამის ღეროდან"; მაგრამ ვინაიდან უსხეულო სული, საფიქრებელია, ვერ შეძლებს ხორციელი მიზეზიდან გამომდინარეობას, ეს თეორია ადამიანს აქვეითებს მხეცის მდგომარეობამდე. პირუტყვული სული, მთლიანად შერეული ნივთიერებას, შეიძლება წარმოიშვეს მშობელობითად ნივთის შემძლეობიდან გამომდინარე, მაგრამ ადამიანის სული, რაც არის მარტივი სულიერი არსება, არ წარმოქმნის ნივთიერ ჩანასახებს, საიდანაც ახალი სულიერი სული60 შეძლებდა გამოყლორტვას. ტერტულიანე ცდილობს შეალამაზოს თავისი პოზიცია იმით, რომ განსხვავება შემოაქვს "ორთქლსა" და "თესლის მხურვალებას" შორის, გამოჰყავს რა სული პირველისგან, სხეული კი - მეორისგან, თუმცა თავად ის დაშვება, რომ ხორცმა საფიქრებელია შეძლოს სულის დაბადება, არსობრივად მატერიალისტურია".61

ასევე, Man Kei Ho ხაზგასმით აღნიშნავს:

"ტერტულიანეს თეორიას უნდა შევხედოთ უფრო ახლოდან. იგი აცხადებს, რომ სულის თესლი წარმოიშობა თესლობით სითხეში და გადაეცემა სქესოობრივი კავშირის დროს"62 (შდრ. One has to look at Tertullian theory closely. He claims that the seed of soul is generated in the seminal fluid, and is transmitted during the sexual intercourse).63

ქრისტიანული მოძღვრების ისტორიაში ტერტულიანეს ტრადუციანული მოძღვრების უმთავრესი ელემენტები ასე ჯამდება:

"ტერტულიანემ, სახელდობრ, მისცა ძალდატანებითი (ხელოვნური, ე.ჭ.) გამოთქმა ამ მოძღვრებას (ტრადუციანიზმს, ე.ჭ.): პირველი ადამიანი ატარებდა თავის თავში მთელი კაცობრიობის ჩანასახს; მისი სული იყო სათავანი64 ყველა ადამიანის სულისა. პიროვნული ადამიანური ბუნების ყველა ნაირსახეობა წარმოადგენდა მხოლოდ განსხვავებულ სახესხვაობას იმ ერთი თავდაპირველი სულიერი [სპირიტუალური] არსებისას. შესაქმე საბოლოოდ და მთლიანად დასრულდა მეექვსე დღეს. ისევე როგორც სხეული წარმოიქმნება მშობელთა სხეულებიდან, ასევე სულიც წარმოიქმნება მშობელთა სულებიდან - ერთად ფორმირდება რა სხეულიც და სულიც ბუნებითი მშობელობის გზით. ეს თეორია სრულად განგვიმარტავს კაცობრიობის ერთიანობას და ცოდვის გადაცემადობას მშობლების გავლით ("tradux animae tradux peccati" - "შტო სულისა არის შტო ცოდვისა"). მთელი ადამიანური ბუნება გაირყვნა მოდგმის დასაბამიერ მამაში და მისგან მემკვიდრეობით იღებს ბოროტებისკენ მიდრეკილებას. ეს არის vitium origins - "დასაბამიერი ცთომილება", ზადი ან ლაქა ხის ტანში, რაც აუცილებლად ზემოქმედებს ნაყარზე, ისე რომ ყველანი იბადებიან მისგან დაღდასმულნი. მაგრამ ამ თეორიის წინააღმდეგ გამოთქვა საპასუხო არგუმენტები, ვინაიდან იგი (ეს თეორია, ე.ჭ.) ადამიანს ხდის წინარე მოვლენების პროდუქტად და არ უტოვებს ადგილს პიროვნულ თავისუფალ არჩევანს".65

ტერტულიანეს მოძღვრება სულთა სპერმატული გადაცემადობისა66 და, შესაბამისად, სულის სხეულებრიობისა და მატერიალურობის შესახებ, მისივე აშკარა მითითებით, თანხვდომაშია ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსთა, განსაკუთრებით კი სტოიკოსთა შეხედულებებთან. ზემომითითებული ძეგლის ("სულის შესახებ") მეხუთე თავში ვკითხულობთ:

"არა მხოლოდ იმათ ვამბობ, რომლებიც მას (სულს, ე.ჭ.) აშკარად სხეულებრივთაგან შეამზადებენ, როგორც, მაგალითად, ჰიპარქე და ჰერაკლიტე - ცეცხლისგან, როგორც ჰიპონი და თალესი - წყლისგან, როგორც ემპიდოკლე და კრიტია - სისხლისგან, როგორც ეპიკურე - ატომებისგან (თუ ატომებიც, თავიანთი თანაშერთვით, სხეულებრიობას აყალიბებენ), როგორც კრიტოლაოსი და მისი პერიპატეტიკოსები - მეხუთე რამ (არ ვიცი) სუბსტანციისგან (თუკი სხეულია ისიც, რაც მოიცავს სხეულებს), არამედ, ამასთან, ვუთითებ სტოიკოსებსაც, რომლებიც, აცხადებენ რა, თითქმის ჩვენებრ (paene nobiscum), სულს "სპირიტუსად",67 რადგან ერთიმეორესთან ახლოსაა "ბერვა" (flatus) და "სუნთქვა" (spiritus),68 ადვილადვე გვარწმუნებენ, რომ სხეულია სული. მართლაც, ზენონი, რომელიც სულს "თანადათესილ სპირიტუსად"69 განსაზღვრავს, ამგვარად განგვსწავლის: ის, რომლის გასვლისას, - ამბობს, - ცოცხალი არსება კვდება, სხეულია, ხოლო "თანადათესილი სპირიტუსის" გასვლისას ცოცხალი არსება კვდება. შესაბამისად, "თანადათესილი სპირიტუსი" არის სხეული. ასე რომ, სული არის სხეული. ამასთან, კლეანთეც საზრობს იმას, რომ მშობლებიდან შვილებში აისახება არა მხოლოდ სხეულის თვისებათა, არამედ სულის ნიშანდებათა მსგავსება, იჭერს რა სულიც, მაშ, ჩვევათა, უნართა და მიდრეკილებათა სარკიდან სხეულის მსგავსებასა და არამსგავსებას. ამიტომ, სული არის სხეული, დაქვემდებარებული მსგავსებასა და არამსგავსებას. ამასთან, ერთიმეორესთან დაუკავშირებელია სხეულებრივი და უსხეულო განცდები, სული კი, პირიქით, თანამგრძნობია სხეულისა, თავადაც განიცდის რა მისდამი მიყენებულ დარტყმებს, ჭრილობებსა და წყლულებს, ისევე როგორც სხეული - სულისას, რადგან სხეულიც იტანჯება სულისადმი მიყენებული წუხილის, ტკივილისა და სიყვარულის გამო, აკლდება რა მასაც მეგობრის (სულის, ე.ჭ.) ძალა, რომლის სირცხვილსა და შიშს სიწითლითა და სიფერმკრთალით ადასტურებს. ამრიგად, სული, სხეულებრივ განცდებთან ზიარების გამო, არის სხეული. მაგრამ ქრიზიპეც ხელს უწვდის (ე.ი. ეთანხმება, ე.ჭ.) კლენათეც, განაწესებს რა, რომ სრულიად შეუძლებელია უსხეულოთაგან სხეულებრივთა განშორება, რადგან არ არიან ერთიმეორესთან შეხებაში. აქედან, ლუკრეციუსიც [ამბობს]: "რომ შეეხოს, მაშ, და შეხებული რომ იყოს, არარას ძალუძს, თუ არა სხეულს", სულისგან განშორებულ სხეულს კი სიკვდილი შეემთხვევა. ამრიგად, სხეულია სული, რომელიც ვერ დატოვებდა სხეულს, სხეულებრივი რომ არ ყოფილიყო"70 (De Anima, cap. 5; შდრ. ლათ. Nec illos dico solos qui eam de manifestis corporalibus effingunt, ut Hipparchus et Heraclitus ex igni, ut Hippon et Thales ex aqua, ut Empedocles et Critias ex sanguine, ut Epicurus ex atomis (si et atomi corpulentias de coitu suo cogunt), ut Critolaus et Peripatetici eius ex quinta nescio qua substantia (si et illa corpus, quia corpora includit), sed etiam Stoicos allego, qui spiritum praedicantes animam paene nobiscum, qua proxima inter se flatus et spiritus, tamen corpus animam facile persuadebunt. Denique Zeno consitum spiritum definiens animam hoc modo instruit. Quo, inquit, digresso animal emoritur, corpus est; consito autem spiritu digresso animal emoritur, ergo consitus spiritus corpus est; ergo corpus est anima. Vult et Cleanthes non solum corporis lineamentis, sed et animae notis similitudinem parentibus in filiis respondere, de speculo scilicet morum et ingeniorum et adfectuum, corporis autem similitudinem et dissimilitudinem capere et animam, itaque corpus similitudini uel dissimilitudini obnoxium. Item corporalium et incorporalium passiones inter se non communicare; porro et animam compati corpori, cui laeso ictibus uulneribus ulceribus condolescit, et corpos animae, cui afflictae cura angore amore coaegrescit per detrimentum socii uigoris, cuius pudorem et pauorem rubore atque pallore testetur. Igitur anima corpus ex corporalium passionum communione. Sed et Chrysippus manum ei porrigit constituens corporalia ab incorporalibus derelinqui omnino non posse, quia nec contingantur ab eis (unde et Lucretius: tangere enim et tangi nisi corpus nulla potest res), derelicto autem corpore ab anima affici morte. Igitur corpus anima, quae nisi corporalis corpus non derelinquet.71

ტერტულიანეს ეს დებულება, რომ "სხეულია სული, რომელიც ვერ დატოვებდა სხეულს, სხეულებრივი რომ არ ყოფილიყო" (corpus anima, quae nisi corporalis corpus non derelinquet), ერთერთი უმკაფიოესი მოწმობაა ტრადუციანული მოძღვრებისა და საკუთრივ ტერტულიანიზმის მატერიალისტური სულთმეტყველებისა. K.R. Hagenbach-ის მითითებით, "ტერტულიანე ამტკიცებდა სულის გამრავლებას per traducem ["განშტოებითად"], რაც კავშირში იყო სულის სხეულებრიობის შესახებ მისსავე რეალისტურ და გამანივთიერებელ (materializing) მოსაზრებებთან" (შდრ. Tertullian maintained the propagation of the soul per traducem in connection with his realistic and materializing conceptions of its corporeity [Traducianism], K. R. Hagenbach, Text-Book on the History of Doctrines, vol I, New York, Ths Edinburgh Translation of C. W. Buch, Revised with large additions from the Fourth German Edition, And Other Sources, By Henry B. Smith, D. D. vol. I, §55: Origin of the Soul, New York, 1867, p. 151).72 მკვლევარი უთითებს ტერტულიანეს ცნობილ სიტყვებს De Anima-ს 36-ე თავისგან. დავიმოწმებთ ამ სიტყვებსაც:

"დავადგინეთ, რომ სული დათესილი იყო თვით ადამიანში და თვით ადამიანისგან, და რომ ერთია დასაბამიდან მისი თესლი, ისევე როგორც - ხორცისა, მოდგმის მთელ სიმრავლეში, თანახმად, მაშ, ფილოსოფოსთა და ერეტიკოსთა ურთიერთდაპირისპირებული შეხედულებებისა და თვით პლატონის ჟამგადასული73 გამონათქვამისა.74 ახლა, აქედან წარმომდგარი შედეგების75 სიმწყობრეს დავლექსავთ.76 სული, საშოში ჩათესილი თანადროულად ხორცისა, მასთანვე თანადროულად იწილხვედრებს სქესსაც, - იმგვარად თანადროულად, რომ არცერთი არსება არ წარმოჩნდება სქესის მიზეზად. თუკი, მაშ, ამ ორი სუბსტანციის თესლთა შორის, მათი ჩასახვისას, რამ შუალედს დავუშვებდით, ისე თითქოს ან ხორცი ყოფილიყო უფრო ადრე დათესილი, ან სული, მაშინ, თესლთა დროითი შუალედის შედეგად, სქესის ნიშანთვისებაც ერთერთი არსებისადმი უნდა მიგვეკუთვნებინა, იმგვარად, რომ ან ხროცს სულში ან სულს ხორცში ემოქმედა სქესის შთატვიფრვა" (შდრ. Constitueramus animam in ipso et ex ipso seri homine et unum esse a primordio  semen, sicut et carnis, in totum generis examen, propter aemulas scilicet opiniones philosophorum et haereticorum et illum sermonem Platonis ueternosum. Nunc ordinem sequentium exinde tractatuum teximus. Anima in utero seminata pariter cum carne pariter cum ipsa sortitur et sexum, ita pariter, ut in causa sexus neutra substantia teneatur. Si enim in seminibus utriusque substantiae aliquam intercapedinem eorum conceptus admitteret, ut aut caro aut anima prior seminaretur, esset etiam sexus proprietatem alteri substantiae adscribere per temporalem intercapedinem seminum, ut aut caro animae aut anima carni insculperet sexum; ინგლ. We had established the position that the soul is seminally placed in man, and by human agency, and that its seed from the very beginning is uniform, as is that of the soul also, to the race of man; (and this we settled) owing to the rival opinions of the philosophers and the heretics, and that ancient saying mentioned by Plato (to which we referred above). We now pursue in their order the points which follow from them. The soul, being sown in the womb at the same time as the body, receives likewise along with it its sex; and this indeed so simultaneously, that neither of the two substances can be alone regarded as the cause of the sex. Now, if in the semination of these substances any interval were admissible in their conception, in such wise that either the flesh or the soul should be the first to be conceived, one might then ascribe an especial sex to one of the substances, owing to the difference in the time of the impregnations, so that either the flesh would impress its sex upon the soul, or the soul upon the sex;77

შვილთა სულების მშობელთა სულებიდან გენეტიკური მომდინარეობის ანუ გენერაციონიზმის ("მშობელობითობის") მოძღვრება ვლინდება უფრო დახვეწილი სახითაც, რასაც მკვლევართა ნაწილი "რაფინირებულ გენერაციონიზმს" (refined Generationism78) უწოდებს. აღნიშნული სახესხვაობის მთავარ მახასიათებლად მიიჩნევა სულის სპირიტუალობის ანუ სულის სულიერების79 მკაფიო აღიარება ნაცვლად "სულის სხეულებრიობისა". საყურადღებოა, რომ რიგი მკვლევარებისა სწორედ ამ ნიშნით განასხვავებს წინამდებარე მოძღვრების ორ ზემოაღნიშნულ სახესხვაობას. ეს ნიშნავს, რომ ნაცვლად განმაზოგადებელი ტერმინისა "გენერაციონიზმი" (თავისი ორი განშტოებით, კერძოდ "უხეში გენერაციონიზმით" ანუ ტრადუციანიზმით და "რაფინირებული გენერაციონიზმით") ზოგნი ამგვარივე ზოგადი აზრით მოუხმობენ საკუთრივ ტერმინ "ტრადუციანიზმს" და, შესაბამისად, თავად ტრადუციანიზმში შეაქვთ ორნაწილედობა. ამგვარი დეფინიციის მომხრენი სწორედ ტრადუციანიზმს თვლიან ზოგად, ორნაწილედ ტერმინად, რომლის მეორე ნაწილს, კერძოდ, "სულიერ [სპირიტუალურ] ტრადუციანიზმს" უწოდებენ "გენერაციონიზმს". მაგალითად John Augustine Zahm აღნიშნავს:

"არსებობს, ამასთან, ტრადუციანიზმის ორი სახეობა, რომლებიც უნდა განირჩეს ერთი-მეორისგან. ესენია: "სხეულებრივი ტრადუციანიზმი" და "სულიერო [სპირიტუალური] ტრადუციანიზმი". როგორც გვეუბნება წმ. ავგუსტინე, "სხეულებრივ ტრადუციანიზმს" ასწავლიდა ტერტულიანე, რომლის აზრითად ადამიანის სული სხვა არაფერია, თუ არა ფაქიზი, ნივთიერი არსება და რომ შვილის სული, სხეულის მსგავსად, პირდაპირ გამომდიანრეობს მამისგან ჩვეულებრივი მშობელობის გზით. ამგვარი სწავლება აშკარად ამცრობს ადამიანთა სულებს პირუტყვთა სულების თანაბარ დონემდე და ტოლფასია მათი სულიერებისა და უკვდავების უარყოფისა. ეს ცთომილება მიღებული იყო აპოლინარისტებისა და ლუციფერიანელების მიერ და არსებითად უიგივდება იმას, რაც საზოგადოდ სულების წარმოშობასთან დაკავშირებით ჰქონდათ მატერიალისტებს. "სულიერი [სპირიტუალური] ტრადუციანიზმი" ანუ "გენერაციონიზმი", მსგავსად "სხეულებრივი ტრადუციანიზმისა", ასწავლის, რომ შვილის სული გამომდინარეობს მამის სულისგან, თუმცა არა რაიმე სხეულებრივი მოქმედების საშუალებით, არამედ განსაკუთრებული რამ ზენა და სულიერი [სპირიტუალური] მშობელობითი სახეობით. ... წმ. ავგუსტინე თავის შრომებში: "თავისუფალი არჩევანის შესახებ" და "სულისა და მისი წარმოშობის შესახებ", აგრეთვე თავის ეპისტოლეში წმ. იერონიმესადმი საუბრობს არანაკლებ ოთხი თეორიის შესახებ სულთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ თავად მას არ ძალუძს თქვას, თუ რომელია ამათგან მისაღები" (შდრ. There are, however, two kinds of Traducianism, which must be distinguished one from the other. These are corporeal Traducianism and spiritual Traducianism. Corporeal Traducianism, St. Augustine tells us, was taught by Tertullian. According to his view, the human soul is but a subtile, material substance, and the soul of the son, like the body, proceeds directly from the father by ordinary generation. Such teaching manifestly reduces the souls of men to the same level as the souls of brutes, and is tantamount to a denial of their spirituality and immortality. This error was adopted by the Apollinarists and Luciferians, and is essentially the same as that which is held by materialists generally regarding the origin of the human soul. Spiritual Traducianism, or Generationism, like corporeal Traducianism, teaches that the soul of the son proceeds from the soul of the father, not indeed through the agency of any corporeal action, but through a special superior and spiritual kind of procreation... In his " De Libero Arbitrio," in his "De Anima et ejus Origine," and in a letter to St. Jerome, he (St. Augustine, ე.ჭ.) speaks of no fewer than four theories regarding the soul, and declares himself unable to say which one should be accepted80).

ტრადუციანიზმის მეორე სახეობის ანუ "სულიერი ტრადუციანიზმის" (იგივე "რაფინირებული გენერაციონიზმის") განხილვა, როგორც ეს ზემორე ციტატიდანაც გამოჩნდა, სახეზეა ავგუსტინეს შრომთა მნიშვნელოვან ნაწილში, თუმცა აქ ხაზგასასმელი და გადამწყვეტი სწორედ ისაა, რომ ავგუსტინე ამგვარ თეორიას (სულისაგან სულის შობას სხეულებრივი სპერმის გარეშე) განიხილავს, მაგრამ არ აღიარებს მას, არ იღებს, არ განიკუთვნებს საკუთარ მოძღვრებად. მეტიც, თავისი მოღვაწეობის ბოლო მეოთხედში იგი უკვე ვეღარ ხედავს ე.წ. სულისმიერი შობადობის ანუ "სულიერი [სპირიტუალური] გენეტიკის"81 დაშვების რაიმე შესაძლებლობას, რის გამოც აზრს სულთაგან სულთა შობისა და ადამისეული სულიდან სხვა სულების გამომდინარეობის შესახებ სრულად აიგივებს სულთა სპერმატული ანუ თესლობითი გადაცემადობის ტერტულიანესეულ მოძღვრებასთან და უკიდურესად გმობს მას. ოპტატუსისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში, რაც 418 წ-ს ეკუთვნის ავგუსტინე უაღრესი სიმკვეთრით აღნიშნავს:

"რომლებიც ამტკიცებენ, რომ სულები იმ ერთისგან არიან გამრავლებულნი, ღმერთმა რაც პირველ ადამიანს მისცა, და რომლებიც ამ სახით ამბობენ მშობლებისგან მათ გადაცემას, თუკი მიჰყვებიან ტერტულიანეს მოსაზრებას, აშკარად იმას განაჩინებენ, რომ არა სულები, არამედ სხეულები არიან ისინი (სულები, ე.ჭ.) და რომ სხეულებრივ თესლთაგან გამომდიანრეობენ. ამაზე გაუკუღმართებული რაღა უნდა ითქვას? გასაკვირი როდია ტერტულიანეს ეს ზმანება, რადგან იგი იმასაც ფიქრობს, რომ თავად შემოქმედი ღმერთიც სხვა არაფერია, თუ არა სხეული" (შდრ. illi qui animas ex una propageri asserunt, quam Deus primo homini dedit, atque ita eas ex parentibus trahi dicunt, si Tertulliani opinionem sequuntur, profecto eas non spiritus, sed corpora esse contendunt, et corpulentis seminibus exoriri. Quo perversius quid dici potest? Neque hoe Tertullianum somniasse mirandum est, qui etiam ipsum creatorem Deum non esse nisi corpus opinat).82

მართალია, ავგუსტინე თავის შრომებში არაერთგზის განიხილავს ტერტულიანესეული ხორციელი ტრადუციანიზმისგან განსხვავებული სულიერი ტრადუციანიზმის ანუ, როგორც ზოგიერთი მკვლევარი უწოდებს, "რაფინირებული გენერაციონიზმის" მართებულობა-არამართებულობის საკითხს და მსჯელობს "უსხეულო თესლისგან" სულის შობის ალბათობაზე, მაგრამ ეს ყოველივე კითხვის დასმაზე შორს არ მიდის. ამ მხრივ განსაკუთრებით სიმპტომატურია მისი შემდეგი სიტყვები:

"მაგრამ როდესაც კაცობრივი რამ აზრი განხილვასა და განსჯას დაიწყებს იმისა, რაც შეიძლება თქმულიყო [ამ საკითხზე], საკვირველი იქნებოდა შეეცნო მას, თუ რა სახით შეიქმნებოდა მამისგან სული შთამომავლობაში ანთუ [რაგვარად] განშტოვდებოდა იგი შთამომავლობისადმი, მსგავსად იმისა, როგორც ჩირაღდანი აინთება ჩირაღდნიდან, წარმოიქმნება რა ამ გზით, პირველის ყოველგვარი დაკლების გარეშე, მეორე ცეცხლი. განა მსრბოლობს კი სულის უსხეულო თესლი განცალკევებულად, თავისი ფარული რამ და უხილავი გზით, მამისგან დედაში, როდესაც მუცლადღებული ხდება იგი მდედრში? ანთუ, რაც კიდევ უფრო დაუჯერებელია, იფარება კი იგი სხეულის თესლში? ხოლო როდესაც ფუჭად იღვრებიან თესლნი, ყოველგვარი მუცლადღების გარეშე, სულის თესლი თანადროულად არ გამოდის? ანდა ნუთუ უდიდესი სისწრაფითა და დროის შუალედის გარეშე იქითკენ უკუ-მსრბოლობს, საიდანაც გამოვიდა? ანთუ იღუპება? და თუ იღუპება, როგორღაა თავად ის, - სული, - უკვდავი, რომლის თესლიც მოკვდავი ყოფილა? ან იძენს კი იგი უკვდავებას მაშინ, როდესაც მისი ფორმირება ხდება, რომ იცოცხლოს, ისევე როგორც [იძენს] იგი სამართლიანობას მაშინ, როდესაც მისი ფორმირება ხდება აზროვნებისადმი? და როგორღა შესახავს (fingit) მას ღმერთი ადამიანში, თუკი სული თესლობითად გამოიზიდება83 სულისგან, ისევე როგორც, ვთქვათ, შესახავს ღმერთი ადამიანში სხეულის ნაწილებს, თუმცა კი სხეული თესლობითად გამოიზიდება სხეულისგან?" (190-ე ეპისტოლე, 4.15; შდრ. ლათ. sed cum considerari et pertractari coeperit quid dicatur, mirum si ullus sensus comprehendit humanus quonam modo tamquam lucerna de lucerna accendatur et sine detrimento alterius alter inde ignis existat, sic anima de anima parentis fiat in prole, vel traducatur in prolem; utrum incorporeum semen animae, sua quadam occulta et invisibili via seorsum ex patre currat in matrem eum fit conceptus in femina; an, quod est incredibilius, in semine corporis lateat. Cum autem fluunt irrita sine ullis conceptibus semina, utrum semen animae non simul exeat, an summa celeritate atque atomo temporis unde exierat recurrat, an pereat: et si perit, quomodo ipsa cuius mortale semen est, immortalis est anima; an immortalitatem tunc accipit, quando formatur ut vivat, sicut iustitiam quando formatur ut sapiat. Et quo pacto eam Deus fingat in homine, etiamsi anima seminaliter trahatur ex anima, sicut fingit in homine corporis membra, quamvis corpus seminaliter trahatur ex corpore; შდრ. ფრანგ. Mais l'esprit humain, sitôt qu'il essaye d'aller au fond de cette opinion, ne comprend pas comment une âme est formée par celle du père, ainsi qu'un flambeau s'allume à un autre flambeau sans que celui qui communique la lumière perde rien de la sienne. Au moment de l'acte de la génération, y a-i-il une voie secrète et invisible par où le germe incorporel d'une âme passe du père dans la mère? et, ce qui est plus incroyable, ce germe incorporel de l'âme est-il caché dans le germe du corps? Quand la matière séminale coule inutilement, que de-vient le germe de Tâme? ne sort-il pas en même temps que le reste? rentre-t-il aussitôt dans ce qui est son principe? ou bien périt-il? et s'il périt, comment d'un germe mortel peut-il sortir une âme immortelle? L'âme ne recevrait-elle l'immortalité que lorsqu'elle est formée pour vivre, comme elle ne reçoit la justice que lorsqu'elle est formée pour comprendre? et de quelle manière Dieu crée-t-il l'âme dans l'homme, si une âme tire son origine d'une autre? En serait-il de l'âme comme du corps qui est l'œuvre de Dieu, quoique le corps soit produit par un autre corps par voie de propagation?, Op. cit. p.97;).84

დამოწმებული ციტატიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მეორე შეკითხვასთან დაკავშირებით გამოხატულ დაურწმუნებლობას:

"ანთუ, რაც კიდევ უფრო დაუჯერებელია (ლათ. ...quod est incredibilius...; ფრანგ. ... qui est plus incroyable...; ორი ინგლ. [I] ...what is more incredible...; [II] ... even more incredible...85), იფარება კი იგი სხეულის თესლში?"

გამოთქმა: "რაც კიდევ უფრო დაუჯერებელია" ეჭვმიუტანელს ხდის, რომ ავგუსტინესთვის პირველი დაშვებაც ("განა მსრბოლობს კი სულის უსხეულო თესლი განცალკევებულად, თავისი ფარული რამ და უხილავი გზით, მამისგან დედაში, როდესაც მუცლადღებული ხდება იგი მდედრში?") ასევე არასარწმუნოა, განსხვავება ამ ორ დაშვებას შორის, დამაჯერებლობითი ასპექტით, მხოლოდ ისაა, რომ მეორე მათგანი ავგუსტინეს კიდევ უფრო დაუჯერებლად ეჩვენება, რაც ააშკარავებს, რომ მისთვის პირველიც არადამაჯერებელია.

ამრიგად, ნათელია, რომ ავგუსტინე თავისი ცხოვრების მიწურულს უარყოფდა ტრადუციანიზმის არა მხოლოდ მატერიალურ , არამედ სულიერ ფორმასაც კი. ამას, კვლავ აღვნიშნავთ, უეჭველად ადასტურებს ზემორე ციტატა, რაც მიეკუთვნება იმავე 190-ე ეპისტოლეს (შესაბამისად, ზემორე პოზიცია ავგუსტინეს მიერ ჩამოყალიბებულია 418 წ-ის ზაფხულ-შემოდგომაზე).

სავსებით ლოგიკურია, რომ ავგუსტინემ უარყო ტრადუციანიზმის ორივე სახეობა, რადგან ისინი არსობრივად განუსხვავებელია ერთიმეორისგან. ეს მხარე საგანგებოდაა ხაზგასმული Joseph Pohle-ის მიერ:

"ეს ორი სისტემა არსებითში არ ჩანს ერთიმეორისგან დიდად განსხვავებული. მთავარი განსხვავება ისაა, რომ "რაფინირებული გენერაციონიზმი" ცნობს სულის სპირიტუალობას "სპირიტუალური თესლის" დაშვებით [semen spirituale],  რაც, ამასთან, წმინდა ფისლოფოსიური თვალთახედვით, შეუძლებელი ქიმერაა" (შდრ. the two systems do not seem to differ much in principle. The chief distinction is that refined Generation ism recognizes the spir ituality of the soul by postulating a kind of spiritual semen (semen spirituale ), which, however, from the purely philosophical point of view, is an impossible chimera, Joseph Pohle, God..., p. 168).

სწორედ ამ მიზეზით, ავგუსტინე, რომელიც კატეგორიულად უარყოფდა ტერტულიანესეულ ტრადუციანიზმს, ვერ შეძლებდა მიეღო ხსენებული ტრადუციანიზმის თუნდაც უფრო დახვეწილი ფორმა, რადგან ძირითადი საკითხი, რომ სულმა შეიძლება შვას სული, მისთვის სიცოცხლის ბოლომდე არასარწმუნო მოძღვრებად დარჩა.86

ამიტომ აღნიშნავდა Albert Stöckl:

"ინდივიდუალური სული არსებობაში შემოდის ინდივიდუალურ სხეულთან ერთად, რომელსაც ის ეკუთვნის. მაგრამ ავგუსტინეს არ ძალუძს მივიდეს განსაზღვრულ შეხედულებამდე იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახით შემოდიან ეს სულები არსებობაში. შობადობითი პროცესის გზით მათი წარმოშობა მას საშუალებას მისცემდა ყველაზე უფრო კარგი განმარტება მოეძებნა თავდაპირველი ცოდვის გადაცემისთვის; მაგრამ, მეორე მხრივ, მისთვის გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება, რომ ერთი სული იშვას მეორისგან, თუ სული უნდა იყოს არამატერიალური და მარტივი არსება. შობადობის თეორია ადვილად დეგენერირდება ტრადუციანიზმამდე, იმ მოძღვრებამდე, რომელიც ყოვლითურთ უკუგდებული უნდა იქნეს, რადგან მას აზრი აქვს მხოლოდ იმის დაშვებით, რომ სულს აქვს სხეულებრივი ბუნება" (შდრ. The individual soul comes into existence with the individual body to which it belongs. But Augustine is unable to arrive at a definite   opinion as to the manner in whicn these souls come into being. Their origin by a generative process would seem to him to afford the best explanation of the transmission of original sin ; but, on the other hand, it is inconceivable to him how one soul can be generated by another, if the soul be an immaterial and simple essence. The theory of generation de- generates easily into Traducianism, a doctrine which must be totally rejected, for it has meaning only in the hypothesis that the soul is of a corporeal nature, Albert Stöckl, Handbook of the history of philosophy, Part I, Pre-scholastic Philosophy, Dublin, 1887., 1914 vol. I, p. 276).

კარგად არის ცნობილი, რომ ავგუსტინეს, სულის წარმოშობის საკითხში არჩევანის გაკეთებისას, განსაკუთრებულ პრობლემას უქმნიდა პელაგიანიზმის ერესი. საქმე ისაა, რომ პელაგიუსი ბოროტად სარგებლობდა სულთა შესაქმის შესახებ საეკლესიო სწავლებით, სათავისოდ იგებდა მას და, განმარტავდა რა აბსოლუტურად არასწორად, აყალიბებდა ცრუსწავლებას იმის შესახებ, თითქოს ღვთივშექმნილ სულებში აღხოცილი იყო პირველცოდვის სნეულების კვალი. უაღრესად მართებულია შემდეგი შენიშვნა:

"ავგუსტინესთვის... ერთადერთი მიზეზი მერყეობისა, რომ გადაჭრით დამდგარიყო კრეაციონიზმის მხარეს, იყო ამ სწავლების პომპეზური აღიარება პელაგიელთაგან, რომლებიც ებრძოდნენ მოძღვრებას თავდაპირველი ცოდვის შესახებ" (შდრ. ...of St. Augustine... sole reason for hesitating to place himself squarely on Creationist ground was that this system had been ostentatiously espoused by the Pelagians in attacking the doctrine of original sin, Joseph Pohle, God..., p. 169).

ამასვე აღნიშნავს Justo L. Gonzalez:

"ავგუსტინე გადახრილი იყო იქითკენ, რომ უარეყო "ტრადუციანიზმი" - მოძღვრება იმის შესახებ, რომ სული გადაეცემა მშობლებიდან შვილებს - და მხარი დაეჭირა "კრეაციონიზმისთვის" - იმ მოძღვრებისთვის, რომელიც აღიარებდა, რომ ღმერთი უშუალოდ ქმნის თითოეული ინდივიდის სულს" (შდრ. Augustine was inclined to reject "traducianism" - the doctrine that the soul is transmitted from parents to children - and to uphold "creationism" - the doctrine that God directly creates a soul for each individual, Justo L. Gonzalez, A History of Christian Thought, Vol. II, A History of Christian Thought: From Augustine to the eve of the Reformation, Abingdon Press, 1988, p. 45).

Eugene F. Bales-ის დასკვნითაც:

"ავგუსტინემ უკუაგდო თავისი საკუთარი თეორია, რასაც ეწოდება ტრადუციანიზმი, რადგან ნახა, რომ იგი არ დასტურდება წერილის მიერ" (შდრ. Augustine rejected his own theory, which is called traducianism, because he found it to be scripturally unjustified, Eugene F. Bales, Philosophy in the West, Xlibris Corporation, 2008, p. 115).87

იგივე დასკვნა გამოაქვს J. B. Heard-საც:

"ავგუსტინეს, ამასთან, კრეაციონიზმის მხარე ეჭირა" (შდრ. Augustine, however, took the side of creationism, The Tripartite Nature of Man: Spirit, Soul and Body, Applied to Illustrate and Explain the Doctrines of Original Sin, The New Birth, The Disembodied State, And The Spiritual Body By Rev. J. B. Heard, M. A. Third Edition. Revised and Enlarged. Edinburgh, 1870, p. 189).

მკაფიო დასკვნაა მოცემული აგრეთვე Matthew Drever-ის მიერ:

"კრეაციონიზმი არის ავგუსტინეს უპირატესი პოზიცია სულთა წარმოშობასთან დაკავშირებით" (შდრ. creationism is Augustine's preferred position on the origin of the soul, Matthew Drever, Created in the image of God: The formation of the Augustinian self, Chicago, 2008, p. 98).

ამრიგად, ნათელია, რომ ავგუსტინეს მიერ ტრადუციანიზმის სრული დაგმობისგან თავშეკავებას განაპირობებდა მცდელობა იმისა, რომ როგორმე თავიდან აცილებულიყო პელაგიანიზმის ერესეისადმი ყოველგვარი, თუნდაც სრულიად უნებლიე და მექანიკური, ხელშეწყობა. იგივე ითქმის მოგვიანო ეპოქის ისეთ ლათინ მოღვაწეებზე, როგორებიცაა: კასიოდორე, წმ. გრიგოლ დიდი, ისიდორე სევილიელი და სხვები. სავსებით მართებულია მათი პოზიციის შემდეგი შეფასება:

"კასიოდორე, გრიგოლ დიდი, ისიდორე სევილიელი, პრუდენციუსი, რაბანუს მაურუსი, აგობარდ ლიონელი და სხვები საზოგადოდ ამჯობინებდნენ კრეაციონისტულ გადაწყვეტას, მაგრამ ხშირად ყოყმანობდნენ მთლიანად დაეგმოთ ტრადუციანიზმი" (შდრ. Cassiodorus, Gregory the Great, Isidore of Seville, Prudentius, Rabanus Maurus, Agobard of Lyon, and others, generally preferred the creationist solution, but often hesitated to condemn traducianism altogether).88

განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ტრადუციანიზმმა თავის "რაფინირებულ" თუ "სულიერ" გამოხატულებაშიც, ცხადია, სრულად შეინარჩუნა ამ თეორიისთვის ბუნებითად ნიშანდობლივი საფრთხე სულის გამატერიალურებისა. ამ მხრივ მეტად საგულისხმოა ტრადუციანიზმის მომხრე მკვლევრის H. Wheeler Robinson-ის89 აზრი ავგუსტინეზე:

"ავგუსტინე დაბრკოლებული იყო იმ მატერიალიზმით, რაც ამ თეორიის (ტრადუციანიზმის, ე.ჭ.) საფუძვლად ჩანდა და იგი იხრებოდა მესამე თეორიისკენ, რაც არის კრეაციონიზმი, რომლის მიხედვითაც ყოველი სული უშუალოდ ღვთისგან არის შექმნილი" (შდრ. Augustine was repelled by what seemed the underlying materialism of the theory, and attracted towards the third theory, that of Creationism, according to which each soul is directly created by God, H. Wheeler Robinson, The Christian Doctrine of Man, Edinburgh, 1911, p. 163).

მართლაც, დამოუკიდებლად იმისა, სულის თესლს ხორციელ მოვლენად ვაღიარებდით, თუ სპირიტუალურად, ტრადუციანიზმის გადამწყვეტი დებულება, რომ არსებობს სულთა ურთიერთშობადობანი ანუ ის, რომ სულები იშვებიან სულებისგან, ამ თეორიის (ტრადუციანიზმის) ნებისმიერ (თუნდაც ყველაზე უფრო სულიერ) სახესხვაობაში ინარჩუნებდა და აღმოუფხვრელად ინარჩუნებს უცვლელობას, რაც უპირობოდ არის აღიარება (აშკარა თუ შეფარული) სულის მატერიალურობისა, ვინაიდან შობადობანი მხოლოდ და მხოლოდ მატერიის თვისებაა და თუ სადმე ერთისგან მეორის, მეორისგან მესამის, მესამისგან შემდგომთა და შემდგომთა ანუ მრავალთა და მრავალთა გენეტიკურ შობასთან გვაქვს საქმე, უეჭვოდ და გარდაუვალად, სახეზეა ხორციელი, ნივთიერი, მატერიალური მოქმედება.

ამ დებულების მიჩქმალვა იმის დაშვებით, რომ სულები სულებს თავისთავად კი არ შობენ, არამედ თითქოს ყოველისშემძლე ღმერთი ანიჭებს მათ ამის უნარს (რასაც თანამედროვე ტრადუციანისტები, როგორც ვნახეთ, უწოდებენ ტრადუციანიზმის "შევსებას" კრეაციონისტული დებულებით სულთა დაბადებაში ღვთის მონაწილეობის შესახებ), მხოლოდ გარეგნულად ახდენს ამოუძირკვავი ცთომილი აზრის შელამაზებას, მაშინ როცა შინაგანი ხარვეზი და გადაულახავი დაბრკოლება კვლავ უცვლელი რჩება. საქმე ისაა, რომ თუ ღმერთს განვუკუთვნებდით ადამიანთა სულებისთვის შობადობის თვისების მინიჭებას, ეს იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ შემოქმედი ღმერთისადმი მიკუთვნება პასუხისმგებლობისა სულის გამატერიალურებაზე. მართლაც, გადამწყვეტი მნიშვნელობა მოცემულ შემთხვევაში ენიჭება არა იმას, თუ საიდან ან ვისგან აქვს სულს უნარი შობადობისა, არამედ მხოლოდ იმას, რომ როდესაც კი უკვე აქვს ეს ნიშნეულობა (შობადობა) სულს, იგი ყოველმიზეზგარეშე მატერიალურია, გამომდიანრე იქიდან, რომ კვლავ დებულებითად აღვნიშნავთ, თავად გენეტიკური წარმომშობლობა ანუ კვლავწარმომშობლობის უნარი, ანუ ახალთა და ახალთა შობადობის თვისება უკვე მატერიალურობას, ნივთიერებად ყოფნას გულისხმობს. ასე რომ, თუ სულებს თავად აქვთ ბუნებაში სხვა სულთა შობის შესაძლებლობა, ისინი ბუნებითად ყოფილან მატერიალურნი და ასეთად შექმნილან ღვთისგან, ხოლო თუ ვაღიარებდით, რომ სულთათვის ბუნებითად უცხოა სხვა სულთა შობადობანი და რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში თავად შემოქმედი ღმერთი ანიჭებს მათ ამ თვისებას, მაშინ ის უეჭველი აზრი გამოდის, რომ ბუნებითად არამატერიალურ და შობადობის ვერშემძლე სულებს ღმერთი ხდის მატერიალურს, ღმერთი ხდის ხორციელს ანუ საკუთრივ შემოქმედი ამატერიალურებს და ანივთიერებს მათ, რაჟამს თავისი ყოვლისშემძლეობით ერთბაშად მსჭვალავს თავისგანვე ოდენ სულიერად დაბადებულ ქმნილებებს საკუთრივ და მხოლოდ მატერიისთვის ნიშანდობლივი თვისებით, რაც არის შემდგომთა შობადობა.

ამრიგად, შთამომავალთა შობადობის თვისება მხოლოდ და მხოლოდ მატერიისთვის არის ნიშანდობლივი (ისევე როგორც წონადობა, დაყოფადობა და მისთ.) და ამას აღიარებს უკლებლივ ყველა ღვთისმეტყველი, მათ შორის ყველა ტრადუციანისტი (კვლავ მოვიტანთ Albert Stöckl-ის დასკვნას ავგუსტინეს ანთროპოლოგიის შესახებ: "მისთვის [ავგუსტინესთვის] გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება, რომ ერთი სული იშვას მეორისგან, თუ სული უნდა იყოს არამატერიალური და მარტივი არსება"; მოვუხმობთ, აგრეთვე, ზემოდამოწმებული ტრადუციანისტი მკვლევრის H. Wheeler Robinson-ის უაღრესად მართებულ მითითებას იმავე ავგუსტინესთან დაკავშირებით: "ავგუსტინე დაბრკოლებული იყო იმ მატერიალიზმით, რაც ამ თეორიის [ტრადიციანიზმის, ე.ჭ.] საფუძვლად ჩანდა"90). ამიტომ, კვლავ აღვნიშნავთ, თუ სულებს ბუნებითად აქვთ ეს თვისება, გამოდის, რომ ისინი ბუნებითად ნივთიერნი და ხორციელნი ყოფილან, რაც სრული ნონსენსია, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ამა თუ იმ ადამიანის შობისას თავად შემოქმედი აღჭურვავს მშობლების სულებს მატერიისთვის ნიშანდობლივი შობადობის თვისებით, უეჭველად იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ბუნებითად არამატერიალური სული სხვა სულის შობისას თავად შემოქმედის ყოვლისშემძლეობით ხდება მატერიალური ანუ თავად შემოქმედი ღმერთი უხდება მიზეზად სულთა გამატერიალურებას, რაც იგივეობრივია სულთა დაცემისა, მათი მატერიის დონემდე დაკნინებისა.

ამ გაგებით, ე.წ. სულიერი ტრადუციანიზმი უფრო მძიმე ცთომილებაა, ვიდრე - სხეულებრივი. ცხადია, ამას გრძნობს სულიერი ტრადუციანიზმის მომხრე ყველა ღვთისმეტყველი. შესაბამისად, მათ შემოაქვთ ამგვარი თეზა, რომ, მართალია, შემოქმედისგან სულები საიდუმლოებითად იძენენ სხვა სულთა შობის მატერიალურ თვისებას, მაგრამ მაინც არამატერიალურნი რჩებიან.

ეს დაშვებაც ასევე შეუძლებელია, რადგან ქმნილება ყოველთვის იმ ბუნებისაა, რა წარმომშობლობითი თვისებაც აქვს, ხოლო ხორციელი თვისების მქონე უთუოდ ხორციელია და არა სულიერი. ზემორე დაშვება ტოლფასი იქნებოდა იმის მტკიცებისა, რომ, ვთქვათ, სული ღვთისგან იღებს წონადობის თვისებას, მაგრამ მაინც არამატერიალური რჩება.

აქვე შევეხებით სულთა შობადობის შედარებას ყოვლადწმინდა სამებასთან, რაც თითქოსდა ამართლებს ტრადუციანისტული მოძღვრების არსობრივ დებულებას სულების ურთიერთშობადობათა შესახებ. კვლავ დავიმოწმებთ მიტროპოლიტ მაკარის სიტყვებს: "იტყვიან კი, რომ ამგვარი შექმნა სულებისა მშობელთა სულებისგან ჩვენთვის სრულიად აუხსნელია, იმ დროს, როცა ადამიანთა სულები ესაა მარტივი არსება. მართალია, მაგრამ ჩვენთვის სრულიად აუხსნელია, აგრეთვე ისიც, რომ ღმერთს, ყოვლითურთ სულს, შეეძლო თავისი არსებისგან შობა ძისა და გამოვლენა სულიწმინდისა ყოველგვარი დაყოფისადმი დაქვემდებარების გარეშე" (შდრ. Скажут ли, что такое творение душ от душ родителей для нас совершенно неизъяснимо, когда человеческая душа есть существо простое? Правда. Но для нас совершенно неизъяснимо и то, чтобы Бог, Дух чистейший, мог рождать из существа своего Сына и изводить Святого Духа, не подвергаясь никакому делению).

ჯერ ის უნდა აღინიშნოს, რომ გამოთქმა "ღმერთს, ყოვლითურთ სულს, შეეძლო თავისი არსებისგან შობა ძისა და გამოვლენა სულიწმინდისა" (Дух чистейший, мог рождать из существа своего Сына и изводить Святого Духа), საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის არამართებული გამოყენების მკაფიო ნიმუშია, რადგან მართლმადიდებლური დოგმატით, ღმერთი, განზოგადებულად, კი არ შობს თავის არსებიდან ძეს, ისე თითქოს თავად ძეც იგივე ღმერთი არ იყოს, არამედ ჰიპოსტასი - მამაღმერთი შობს თავისი არსებიდან ჰიპოსტასს - ძეღმერთს, და გამოავლენს ჰიპოსტასს - სულიწმინდა-ღმერთს. მეორეც, თავად მაკარის მითითებითაც, ეს ხდება "ყოველგვარი დაყოფისადმი დაქვემდებარების გარეშე" (не подвергаясь никакому делению), მაგრამ განა სულებთან დაკავშირებით ამგვარ მოვლენას ვხედავთ? პირიქით, თუ მივიღებდით აზრს სულთაგან სულთა შობის მართებულობის შესახებ, უნდა გვესაუბრა, სხეულთა დაყოფადობის მსგავსად, სულთა უეჭველი დაყოფადობის შესახებაც, რადგან სულებთან დაკავშირებით სახეზეა მრავლობითობა და თუ ისინი ერთი სულისგან (ადამის სულისგან) მომდინარეობენ შობითად და ცალკე სულები არიან, ცხადია, აშკარაა, რომ ადამის სული დაყოფილია სხვა სულებად, მაშინ როცა ამავე პარალელის მოტანა ყოვლადწმინდა სამების გონებამიუწვდომელ საიდუმლოსთან დაკავშირებით, რაც საკუთრივ მაკარისეული სიახლეა, სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა ხსენებული მოღვაწისგან გარკვეუწილად აღიარებას იმისას, რომ, მისი რწმენით, მამაღმერთისგან როგორც სულისგან იშვება ძეღმერთი როგორც სული (მეორე სული) და გამოდის სულიწმინდა როგორც სული (მესამე სული), მსგავსად იმისა, როგორც, ტრადუციანისტთა მიხედვით, ადამისგან იშვება ევას სული (მეორე სული), შემდეგ კი - აბელის სული (მესამე სული), კაენის სული (მეოთხე სული) და ა.შ., თუმცა ამგვარი აზრი ყოვლადწმინდა სამების დოგმატის უმძიმესი დარღვევაა, რადგან ეკლესია არ საუბრობს მამისგან როგორც სულისგან ძის როგორც მეორე სულის შობაზე და სულიწმინდის როგორც მესამე სულის გამომავლობაზე, ვინაიდან ყოვლდაწმინდა სამება მხოლოდ და მხოლოდ (დოგმატურად და უცვალებლად) ერთი სულია (და არაგვარად, არანაირად სამი), ისევე როგორც ერთი ღმრთეებაა იგი, ერთი არსებაა, ერთი ბუნებაა, ერთი ღმერთმთავრობაა. თუ ადამის სულისგან იშვება, ვთქვათ, კაენის სული, ეს უკანასკნელი უკვე, ცხადია, სხვა, მეორე სულია და არა იმავე ადამისა, ისევე როგორც სხვა სული აქვს აბელს, სეითს, ნებისმიერ სხვა ადამიანს ანუ რამდენი ადამიანიცაა, რამდენი ადამიანური ჰიპოსტასიცაა, იმდენი სულია, მაშინ როცა ყოვლადწმინდა სამება, მიუხედავად იმისა, რომ სამი ჰიპოსტასია იგი, ამავე დროს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სულია და არა სამი (ნუ იყოფინ!). ერთარსება სამების სამ სულად გაგება ესაა ტრითეიზმის მწვალებლობის უკიდურესი ფორმა და ყოვლითურთ დაგმობილი და შეჩვენებული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, მაგრამ უთუოდ ამ აზრამდე მივიდოდით, თუ სულთაგან სულთა შობის დასამტკიცებლად სწორედ ყოვლადწმინდა სამების მაგალითს მოვუხმობდით, ანუ თუ მამისაგან ძის შობას და სულიწმინდის გამოსვლას კაცობრივ სულთა ურთიერთშობადობის მსგავს მოვლენად შევრაცხავდით (სხვაგვარად ამგვარი პარალელის მოტანას არავითარი აზრი არ აქვს). ამიტომაა, რომ ხსენებულ პარალელს (კაცობრივ სულთა ურთიერთშობადობის შედარებას ყოვლადწმინდა სამებასთან) მინიშნებითაც კი ვერ ვპოულობთ თვით ტრადიციულ ტრადუციანიზმშიც კი (რომ არაფერი ვთქვათ ჭეშმარიტ საეკლესიო სწავლებაზე) და მხოლოდ გვიანდელ ღვთისმეტყველთა პირადი დაშვებაა.

მეტიც, თუ სულთაგან სულთა შობა იმით ემსგავსება მამაღმერთისგან ძის შობასა და სულიწმინდის გამომავლინებლობას, რომ როგორც ყოვლადწმინდა სამების წიაღში დაუსაბამოდ და მარადიულად აღსრულებადი მშობელობა და გამომავლინებლობა აღემატება ყოველგვარ სხეულებრიობასა და დაყოფადობას, სწორედ ასევე ყოფილა სულთაგან სულთა შობის შემთხვევაშიც, მაშინ ერთადერთი დასკვნა ის იქნება, რომ ყოვლადწმინდა სამების ეს უზენაესი, მხოლოობითი და ყოვლითურთ შეუმეცნებელი საიდუმლო (მამისგან დაუსაბამოდ და მარადიულად ძის შობა და სულიწმინდის გამომავლობა) სინამდვილეში არანაირი განსაკუთრებული და მარტოოდენ ღვთისთვის ნიშანდობლივი მოვლენა არ ყოფილა, რადგან თურმე ყოველწამიერად აღესრულება მსგავსი რამ კაცთა შორის, ასევე არამატერიალურად და დაუყოფლად იშვებიან რა სულები.

დავუბრუნდეთ საკითხის ისტორიას.

ამრიგად, ტრადუციანიზმი არ იქნა გაზიარებული მართლმადიდებლობაში, უპირატესად, იმ მიზეზის გამო, რომ სულთათვის (ბუნებითად თუ ღვთივმიმადლებულად) მიკუთვნება შობადობის თვისებას, რაც ოდენ ხორცის ნიშნეულობაა, სულის გამატერიალურების უპირობო დაშვება იყო. ცხადია, დამაბრკოლებელი და გადაულახავი მიზეზები სხვაც მრავალი იჩენს თავს, მათ შორის განსაკუთრებით იმის დადგენის შეუძლებლობა, ორივე მშობლის სულისგან იშვება შვილის სული, თუ მხოლოდ მამისგან, მშობლების მთელი სული გადადის შვილებში, თუ მხოლოდ ნაწილი, და თუ მხოლოდ ნაწილი, განა შესაძლებელია კი სულის დანაწილება.91 ასევე, ადამის სულისგან თუ ევას სული იშვა, ევაში ადამის სულის ყველა თვისება გადავიდა თუ არა, და თუ ყველა თვისება არ გადავიდა, რითღა განსხვავდებოდა ევას სული ადამის სულისგან, ისევე როგორც შემდგომთა შორის შვილთა სულები - მშობელთა სულებისგან ანუ რაღა განასხვავებდა ტრადუციანიზმს რეინკარნაციის ანუ მეტემფსიქოზისის (μετεμψύχωσις - "კვლავგანსულიერება" ანუ "გარდასულება") იგივე მეტენსომატოსის (μετενσωμάτωσις - "გარდასხეულება") სიბილწისგან და ა.შ.

ტრადუციანიზმისთვის უდიდესი პრობლემაა მაცხოვრის კაცობრივი სულის წარმომავლობის საკითხიც, გამომდინარე იქიდან, რომ მაცხოვრის კაცობრივი სულიც ისევეა ქმნილი, როგორც მისი სხეული. ამასთან, თუ მაცხოვრის კაცობრივი სული, ტრადუციანული მოძღვრების კვალობაზე, მშობლებისგან იშვა, მისი სულიც, მშობლისებრ, პირველცოდვით სნეული უნდა ყოფილიყო, მაშინ როცა, საეკლესიო დოგმატით, მაცხოვრის კაცობრივი სული ყოვლად თავისუფალი იყო როგორც დასაბამიერი, ასევე ნებისმიერი სახის პიროვნული ცოდვისგან (შდრ. წმ. ავგუსტინეს განწესება: "ქრისტეს სულს... არანაირად არ ჰქონდა არარა ცოდვა, არც თავდაპირველი, არც პირადი" (შდრ. anima Christi, quoniam nullum habuit omnino peccatum, vel originale, vel proprium, Ep. 164; შდრ. ინგლ. თარგ. the soul of Christ... hab no sin of any kind, either original or personal, p. 395).

რაც შეეხება საკუთრივ პირველცოდვის გადაცემადობისა და ადამიანთა სულების შექმნის ურთიერთმიმართებას, დღესაც ტრადუციანისტთა მხრიდან სწორედ იმას ესმის მკაფიოდ ხაზი, რომ სულთა უშუალოდ ღვთისგან შექმნის აღიარება თითქოსდა საფუძველს უქმნიდეს ცრუმოძღვრებას ადამიანთა სულების პირველცოდვისგან თავისუფლების შესახებ.92

ტრადუციანისტთა ეს მტკიცებულება, მათივე არაერთგზისი მითითებით, თითქოს საფუძველს პოულობს წმ. ავგუსტინეს შრომებში, რაც სრულიად დაუშვებელია რამდენიმე მიზეზის გამო:

(I) მართალია, როგორც აღვნიშნავდით, ხსენებულ თეზას (რომ კრეაციანიზმი თითქოს გამორიცხავს პირველცოდვის გენეტიკურ გადაცემადობას) თავის დროზე არაერთგზის განიხილავდა ავგუსტინე, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე არსებითად სწორედ ამ საკითხის საბოლოო გადაუჭრელობის გამო იკავებდა თავს კრეაციანიზმის სრული აღიარებისგან,93 მაგრამ ზემოთ ნათლად ვაჩვენეთ, რომ თავად ავგუსტინესთვისაც ეს პრობლემა არ აღმოჩნდა გადაულახავი, რადგან ბოლო წლებში, როგორც აღვნიშნავდით, იგი აშკარად გადაიხარა კრეაციანიზმისკენ და, ამასთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სრულიად მკაფიოდ დაუშვა შესაძლებლობა პირველცოდვის სნეულების გენეტიკური გადაცემადობისა სულთა ახლად შექმნის შემთხვევაშიც. ზემოთ, B. J. Otten-ის მოსაზრების კრიტიკული შეფასებისას, უკვე აღვნიშნეთ, რომ ავგუსტინე "კრეაციანისტული თეორიის ანუ სულთა ღვთისგან შექმნის აღიარების შემთხვევაშიც ხედავდა გზას პირველცოდვის გადაცემადობის ასახსნელად". ჩვენ, ცხადია, ამჯერად არ ვეხებით საკუთრივ ამ საკითხს, თუ რა სისრულით ან რა ზედმიწევნითობით მსჯელობდა ავგუსტინე პირველცოდვის გადაცემის შესახებ კრეაციანისტული მოძღვრების შუქზე, მხოლოდ გავხაზავთ იმას, რომ ამ მოძღვრების ფარგლებშიც იგი განუხრელად განასაზღვრებდა პირველცოდვის უეჭველი გადაცემადობის ჭეშმარიტებას. აი, მისი საბოლოო განჩინება ამ საკითხზე, გამოთქმული სიცოცხლის მიწურულს, ეკლანუმის ეპისკოპოსის  ივლიანეს წინააღმდეგ მიმართულ თავის ცნობილ ანტიერეტიკულ შრომაში94:

"ის შეცოდება95 სრულყო მთელმა ადამიანმა. მაშინ გახდა ხორცი "[ხორცი] ცოდვისა", რომლის უკეთურებანი განიკურნებოდა მხოლოდ "ცოდვის ხორცის მსგავსებით"96. ამიტომ, ვინაიდან სულიც და ხორციც, ორივე, თანაბრად დაისჯება, - თუკი ის, რაც იშვა, არ განიწმინდება ახალშობით,97 - უთუოდ ან ორივე მათგანი გაუკუღმართებული წარმოიშობა98 ადამიანისგან ანდა ერთი მათგანი (სული, ე.ჭ.) მეორეში (ხორცში, ე.ჭ.), როგორც გაუკუღმართებულ ჭურჭელში, უკეთურდება, სადაც საღვთო კანონის დაფარული სამართლით ექცევა იგი. ამასთან, თუ რომელია ამათგან მართებული, წადიერად ვისწავლი, ვიდრე ვიტყვი, ვერ გავბედავ რა ვასწავლო, რაც არ ვიცი" (Contra Julianum, Liber V, 4.17; შდრ. ლათ. ორიგინალი: peccatum illud homo totus implevit. Tunc est caro facta peccati, cuius vitia sanantur sola similitudine carnis peccati. Ut ergo et anima et caro pariter utrumque puniatur, nisi quod nascitur, renascendo emundetur; profecto aut utrumque vitiatum ex homine trahitur, aut alterum in altero tamquam in vitiato vase corrumpitur, ubi occulta iustitia divinae legis includitur. Quid autem horum sit verum, libentius disco quam dico, ne audeam docere quod nescio; შდრ. ინგლ. თარგ. But the whole man committed the sin, and it was then that the flesh was made sinful flesh, whose faults can be healed only by the likeness of sinful flesh. In order, then, that, unless what is born be cleansed by rebirth, soul and body shall be equally punished, both are faulty when derived from man, or the one is corrupted in the other as in a faulty vessel, and this contains the hidden justice of the divine law. I should be more pleased to learn which of the two is true than to give my own opinion, lest I dare say what I do not know;99 შდრ. ფრანგ. თარგ. mais c'est l'homme tout entier, qui a commis ce péché. Alors notre chair est devenue une chair de péché, dont le mal ne peut être guéri, que par une chair semblable à la chair du péché. Pour que âme et la chair soient envelopées dans le même châtiment, à moins que ce qui nait ne soit purifié par l'eau de la régénération, il faut nécessairement ou que l'une et l'autre firent leur souillure du premier homme, ou que l'âme étant mise dans un corps comme dans un vase infecté, elle se trouvé infectée par l'union avec ce corps, où elle a été enfermée par un secret jugement de la justice divine. Quelle est la plus vraie de ces deux opinions? J'aime mieux l'apprendre que de le dire, de peur d'enseigner aux autres une chose que je ne sais pas100; მეორე ფრანგ. თარგ. mais c'est l'homme tout entier qui a commis ce péché. Pour lors notre chair est devenue une chair de péché; & sa corruption ne peut être guérie, que par une chair semblable à la chair du péché. Mais comment est-ce que les âmes se trouvent envelopées dans la même condamnation que la chair, si tout ce qui naît n'est purifié par l'eau de la renaissànce? On ne peut gueres dire autre chose, sinon que les âmes se trouvent infectée, aussi-bien que les corps, parce qu'elles viennent d'Adam, aussi-bien que la chair; ou que les ames étant mises dans un corps qui est comme un vaisseau infecté, elles se trouvent infectées par l'union avec ce corps, où elles sont enfermées par un secret jugement de la Justice divine. Que si quelqu'un me demandoit, laquelle de ces deux opinions est la véritable, je lui déclarerois, que, je l'ignore & que j'aime beaucoup mieux l'aprendre d'un autre, que de me mettre en danger d'enseigner aux autres une chose que je ne sai pas101).

როგორც ვხედავთ, ავგუსტინე პირველცოდვის გენეტიკურობისა და გარდაუვალობის დოგმატს თანაბრად განუკუთვნებს ორივე დაშვებას და უმკაფიოესად განასაზღვრებს, რომ მეორე დაშვების (სულთა ახლდაშექმნის) კონტექსტშიც ეს დოგმატი სრულად ინარჩუნებს თავს.

(II) უაღრესად საგულისხმოა, რომ პირველცოდვის ყოვლითურთი გენეტიკურობისა და გარდაუვალობის დოგმატის ჩამოყალიბებისას ავგუსტინე ეყრდნობა და იმოწმებს უდიდეს ავტორიტეტს, სულთა კრეაციანიზმის შეუძრავ ბურჯთაგანს, წმ. ამბროსი მედიოლანელს, ანუ იმ მოღვაწეს რომელიც, ერთი მხრივ, ხაზგასმულად და დებულებითად, სწორედ პირველცოდვის საყოველთაოობისა და უკლებლივ ყველა ადამიანზე მისი სრული განვრცობის, მეორე მხრივ კი, ასევე ხაზგასმულად და დებულებითად, ადამიანთა სულების ღვთის მიერ არაფრიდან ახლად შექმნის რჯულმდებელია, რაც მხოლოდ იმის ურყევი დასტური გახლავთ, რომ ამ ორ სწავლებას შორის არანაირი წინააღმდეგობა არ შეიძლება იყოს.

წმ. ავგუსტინე წმ. ამბროსის ვრცელ განმარტებას პირველცოდვის შესახებ მოუხმობს თავის ცნობილ შრომაში "ქრისტეს მადლისა და დასაბამიერი ცოდვის თაობაზე" (De Gratia Christi et de Peccato Originali), რომლის მეორე წიგნში (სათაურით: "დასაბამიერი ცოდვის თაობაზე" - de Peccato Originali) ვკითხულობთ:

"თავის შრომაში, რაც დაწერა "აღდგომის შესახებ", წმინდა ამბროსი ამბობს: "ცთომილი ვარ ადამში, სამოთხიდან გამოვარდნილი ვარ ადამში, მკვდარი ვარ ადამში, რომელსაც არ აღმომიწოდებდა [უფალი], რომ არ ვეპოვე ადამში; ვითარცა მასში - თანამდები102 დანაშაულისა, სიკვდილს დაქვემდებარებული, ამგვარადვე ქრისტეში - გამართლებული". შემდეგ ნოვატიანელთა103 წინააღმდეგ ამბობს: "ყველა ადამიანი ცოდვის ქვეშ ვიშვებით, რომელთა თვით აღმოცენებაც უკეთურებაშია, როგორც გექნება წაკითხული, ამბობს რა დავითი: "უსამართლოებებში ჩავისახე და ცთომილებებში მშვა მე ჩემმა დედამ" (ფს. 50.7).104 ამის გამო იყო პავლეს ხორცი "სიკვდილის სხეული", როგორც თავად ამბობს: "ვინ განმათავისუფლებდა მე ამ სიკვდილის სხეულისგან?" ქრისტეს ხორცმა დასაჯა ცოდვა, რაც არ განუცდია მას, იშვა რა; რაც ჯვარს აცვა, მოკვდა რა, რომ ჩვენს ხორცში ყოფილიყო განმართლება მადლით, სადაც ადრე იყო ბიწი დანაშაულისგან (რომ. 7.24)"105 (შდრ. In eo opere quod scripsit De resurrectione sanctus Ambrosius: "Lapsus sum", inquit, "in Adam, de paradiso eiectus sum in Adam, mortuus in Adam: quem non revocat nisi me in Adam invenerit, ut in illo culpae obnoxium, morti debitum, ita in Christo iustificatum". Item scribens contra Novatianos ait: "Omnes homines sub peccato nascimur, quorum ipse ortus in vitio est, sicut habes lectum, dicente David: Ecce in iniquitatibus conceptus sum, et in delictis peperit me mater mea. Ideo Pauli caro corpus mortis erat, sicut ipse ait: Quis me liberabit de corpore mortis huius? Christi autem caro damnavit peccatum, quod nascendo non sensit, quod moriendo crucifixit; ut in carne nostra esset iustificatio per gratiam, ubi erat ante colluvio per culpam"106).

იქვე ავგუსტინეს დამოწმებული აქვს ანალოგიური სწავლებანი წმ. ამბროსის შრომებიდან: "ესაიას წინასწარმეტყველების განმარტება"107 და "ლუკას სახარების განმარტება":

"შემდეგ, კვლავაც იგი (წმ. ამბროსი, ე.ჭ.), როდესაც განმარტავს ესაია წინასწარმეტყველს, ქრისტეზე საუბრისას ამბობს: "ამრიგად, ის, როგორც ადამიანი, ყოველივესგან გამოიცადა და ადამიანთა მსგავსებაში ყოველივე დაითმინა, მაგრამ როგორც სულიწმინდისგან შობილი, განიზღუდა ცოდვისგან. დიახ, ყოველი ადამიანი ცრუა და არავინაა ცოდვის გარეშე გარდა მხოლოდ ღვთისა. შესაბამისად, განჭვრეტილია, რომ მამაკაცისა და ქალისგან, ესე იგი სხეულთა იმ108 თანაშეზავებისგან ვინც არის, არავინ ჩანს თავისუფალი უკეთურებისგან. ამასთან, ვინც კი უკეთურებისგან თავისუფალია, თავისუფალია, აგრეთვე, ამგვარი მუცლადღებისგან". შემდეგ, ლუკას სახარების განმარტებისას, ამბობს: "არათუ მამაკაცის კავშირმა გახსნა ქალწულებრივი საშოს დაფარულებანი, არამედ სულიწმინდამ ჩაღვარა უმწიკვლო თესლი შეუბღალავ საშოში. ამიტომ, ერთადერთი წმინდა ესაა უფალი იესო ყველა იმათში, ვინც ქალისგან იშვა, რომელსაც არ განუცდია მიწიერი ხრწნილების დასნებოვნებანი უმწიკვლო შობის სიახლით და რომელმაც უკუაგდო ისინი ზეციური აღმატებულებით" (შდრ. Item idem ipse cum exponeret Isaiam prophetam loquens de Christo: "Ideo", inquit, "et quasi homo per universa tentatus est, et in similitudine hominum cuncta sustinuit: sed quasi de Spiritu natus abstinuit a peccato . Omnis enim homo mendax ; et nemo sine peccato, nisi unus Deus. Servatum est igitur, ut ex viro et muliere, id est, per illam corporum commixtionem, nemo videatur expers esse delicti. Qui autem expers delicti, expers est etiam huiusmodi conceptionis". Item cum exponeret Evangelium secundum Lucam: "Non enim virilis coitus", inquit, "vulvae virginalis secreta reseravit, sed immaculatum semen inviolabili utero Spiritus sanctus infudit. Solus enim per omnia ex natis de femina sanctus Dominus Iesus, qui terrenae contagia corruptelae immaculati partus novitate non senserit, et coelesti maiestate depulerit"109).

უაღრესად ზედმიწევნითია F. R. Tennant-ის მითითება წმ. ამბროსისთან დაკავშირებით:

"ამბროსი ციტირებულია ავგუსტინეს მიერ როგორც დამცველი მემკვიდრეობითი ხრწნილებისა. და, მართლაც, ეს მოძღვრება ხშირად დასტურდება მის (ამბროსის) ნაწერებში. მეტიც, ამბროსი, ალბათ ყველა სხვა მის წინამორბედ მამაზე უფრო, ხაზს უსვამს კაცობრიობის ცოდვილ მდგომარეობას" (შდრ. Ambrose was cited by Augustine as an upholder of hereditary corruption. And indeed this doctrine is frequently asserted in his writings. More, perhaps than any Father before him, Ambrose emphasises the sinful condition of mankind, Frederick Robert Tennant, The Sources of the Doctrines of the Fall and Original Sin, Cambridge, 1903, repr. 2011, p. 340).

კრეაციანიზმისა და პირველცოდვის გენეტიკური გადაცემადობის სრული შეთავსებადობის დასტურია, წმ. ამბროსი მედიოლანელთან ერთად, უკლებლივ ყველა სხვა მართლმადიდებელი კრეაციონისტი წმინდანის საღვთისმეტყველო მოღვაწეობა. ამ მხრივ ყველაზე სიმპტომატურია ნეტარი იერონიმე, რომლის კრეაციონისტულ რჯულდებას, როგორც საყოველთაო საეკლესიო სწავლებას (თვით იერონიმესგანვე სწორედ ამ სახით მოწოდებულს), ქვემოთ წარმოვადგენთ, ამჯერად კი დავიმოწმებთ მის მიერ საკუთრივ პირველცოდვასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ დებულებას, ამბიონიდან წარმოთქმულს სააღდგომო ქადაგებაში:

"არანაირი აუცილებლობის გამო, არამედ საკუთარი სურვილით ინება [უფალმა] რომ ძელზე განსხირპულიყო,110 სამსჭვალთაგან თავისი სხეულის დალურსმვა არ აირიდა, სულის დადებით სიკვდილი დაითმინა, ხორცი საფლავში განასვენა და სულის თავისთან თანხლებით (comitante secum) ჯოჯოხეთში ჩავიდა, წყვდიადთა და სიკვდილის მთავარი შეკრა, მისი ლეგიონები მიმოფანტა, ჯოჯოხეთის კარიბჭეთა რკინის ლიტანები დაამსხვრია, ყველა მართალი, ვინც დასაბამიერი ცოდვით იყო ბორკილდებული, გამოიხსნა, ტყვეებს თავდაპირველი თავისუფლებისკენ აღმოუწოდა, ცოდვათა წყვდიადით დაბრმავებულნი მბრწყინავი სინათლით განმსჭვალა" (შდრ. Nulla necessitate, sed propria voluntate in ligno se suspendi permisit: clavis corpus suum perforari non rennuit: animam ponendo mortem sustinuit: carnem in sepulchro re-posuit, et comitante secum anima ad inferna descendit: tenebrarum et mortis principem conligavit, legiones illius perturbavit: portarum inferni vectes ferreos effregit, omnes iustos qui originali peccato obetricti tenebantur absolvit; captivos in libertatem pristinam revocavit, peccatorum tenebris excaecatos splendida luce perfudit, Fragmentum Tractatus In Psalmum XCLLI - Tractatus Sancti Hieronymi In Die Paschae111; შდრ. ინგლ. თარგ. Without any necessity, freely, of His own choice, He permitted Himself to hang from a tree; He did not refuse to have His body pierced with nails; He gave up His spirit and endured death; He laid His body in a tomb, and with His soul He descended into hell; He made captive the prince of death and confounded all his legions; He shattered the iron bars of the gates of hell and released all the just who were being held captive by original sin; He recalled the prisoners to their first treedom; He bathed in brilliant light all those blinded by the darkness of sin112).

(III) ყველაზე არსებითი ისაა, რომ ნებისმიერი სახის ტრადუციანიზმი პირდაპირ უხსნის გზას სწორედ იმ უმძიმეს გაუკუღმართებას, რაზეც ზემოთ იყო აღნიშნული და რასაც ამ მოძღვრების მიმდევარნი, საკუთარი ცთომილების შესანიღბად, სწორედ კრეაციანისტებს მიაწერენ.

აღვნიშნავდით, რომ ტრადუციანისტთა ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ბრალდება კრეაციანიზმის მიმართ იყო და არის ის, რომ სულთა ახლად შექმნის აღიარებით თითქოს საფრთხე ექმნება პირველცოდვის გენეტიკური გადაცემადობის დოგმატს. ზემოთ ვაჩვენეთ, რომ ეს ასე არაა და, წესით, თუნდაც წმ. ავგუსტინეს საღვთისმეტყველო მოღვაწეობის შემდეგ, ხსენებული ბრალდება აღმოფხვრილი უნდა ყოფილიყო, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტრადუციანისტები, ზემორე ბრალდების არგუმენტირებისას, ავტორიტეტად იმოწმებდნენ და იმოწმებენ ავგუსტინეს, ზემორე ციტატებიდანაც სავსებით მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ვითარება დიამეტრულად საწინააღმდეგოა და რომ სწორედ ავგუსტინე გვევლინება იმ თეოლოგად, რომელმაც, განიხილა რა მთელი სიგრძე-სიგანით აღნიშნული საკითხი, თავისი ცხოვრების ბოლო წლებში სრულიად უარყო რაიმე დაპირისპირება კრეაციანიზმსა და პირველცოდვის გენეტიკურ გადაცემადობას შორის.

ამრიგად, ავგუსტინესთან დაკავშირებით ვითარება სავსებით ნათელია და სიყალბე ცხადყოფილია, თუმცა კითხვა კითხვად რჩება:

რომელია ის მოძღვრება, რომელიც აუქმებს პირველცოდვის გენეტიკურ გადაცემადობას?

ეს მოძღვრება გახლავთ სწორედ და მხოლოდ ტრადუციანიზმი.

საქმე ისაა, რომ, როგორც არაერთგზის ხაზი გაესვა უკვე, ტრადუციანიზმი არის მოძღვრება სულთაგან სულთა შობის შესახებ. ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, საღვთო პირველკურთხევით113 ეძლევათ, ტრადუციანისტთა მიხედვით, ეს უცხო თვისება სულებს, თუ ყოველი ადამიანის შობისას იმსჭვალებიან მშობელთა სულები, საღვთო ყოვლადძლიერების უშუალო ჩარევის შედეგად, შვილთა სულების შობის უნარით, მთავარია, რომ ტრადუციანისტული "რჯულდებით", სულები შობენ სულებს, რაც ხსენებული თეორიის ძველ თუ თანამედროვე მიმდევართაგან დაიშვება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მშობელთა სულების ადამისეული სნეულება შვილებზეც გადავიდეს ანუ მშობელთა სულების მდგომარეობა არსობრივად აღიბეჭდოს შვილთა სულებზე.

თითქოს ყველაფერი ლოგიკურია, თითქოს ტრადუციანიზმი პირველცოდვის გენეტიკური გადაცემადობის დამამტკიცებელი შეუმუსრავი ბასტიონია, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგანი ხიბლია და აღნიშნული მოძღვრება ულმობლად იმუსრება სწორედ იმით, რითაც, ერთი შეხედვით, იგი დამაჯერებელი და მიმზიდველი ჩანს. ვგულისხმობთ იმას, რომ მშობელთა და შვილთა სულებს შორის არსობრივი გენეტიკური კავშირის დაშვება, რაც შვილებზე მშობელთა სულიერი მდგომარეობის ურყევი და უცილობელი გადაცემადობის საწინდარია, უმძიმეს, ჭეშმარიტად მომაკვდინებელ სამოძღვრო სნეულებას შეიცავს თავის თავში და ამ სნეულებისგან ხსენებული მოძღვრების განკურნება შეუძლებელია, რადგან იგი ბუნებითია მისთვის.

მართლაც, თუ ტრადუციანიზმი ანუ სულთაგან სულთა შობის თეორია შემოტანილია მხოლოდ იმ ერთადერთი მიზანდასახულობით, რომ ამ გზით აიხსნას შვილთა სულებში დასაბამიერი პირველცოდვის არსებობა და აიხსნას სწორედ იმგვარად, რომ პირველცოდვით შვილთა სულების დასნეულება ამავე პირველცოდვით სნეული მშობლების სულთა მდგომარეობის გენეტიკური გადაცემადობის არსობრივი შედეგია და სხვა არაფერი, ეს ყველაფერი ხომ გასაგები და ეგზომ ცხადია, მაგრამ იმ შემთხვევაში რა ვქნათ, იმ რეალობაში რაგვარ მოვიქცეთ, რა ბრძნული და "ტრადუციანული" ახსნა-განმარტება მოვიშველიოთ, როდესაც მშობელთა სულები თავისუფალნი არიან პირველცოდვისგან?

დიახ, სწორედ ესაა ძირი და ძირი, გადაულახავი დაბრკოლება და ტრადუციანიზმის არსის სრული გამოაშკარავება!

მართლაც, თუ მშობლების სულიერი მდგომარეობა გენეტიკურად გადაცემადია, გამომდინარე იქიდან, რომ (ტრადუციანიზმის კვალობაზე) სწორედ მშობლების სულებიდან იშვებიან, არსობრივად და ბუნებითად, შვილთა სულები, გასაგებია (კვლავაც ტრადუციანიზმის კვალობაზე), რომ პირველცოდვის სნეულება მშობელთა სულებისა გენეტიკურად გადადის შვილთა სულებზე და ისინიც ამიტომვე ხდებიან იმავე პირველცოდვით სნეულნი, მაგრამ რაჟამს მშობლებში პირველცოდვა აღხოცილია, რაჟამს ახსნილია და "აღტეხილია" ბორკილი დასაბამიერი გადასვლისა ნათლისღების უწმინდესი მღვდელმოქმედების მადლით, მათ შვილთა სულებს კვლავაც იგივე ცოდვის ბორკილი ვითღა ამძიმებს?

დიახ, უმყარესი და შეუძრავი საეკლესიო სწავლებით, უწმინდესი მართლმადიდებლური ნათლისღების საიდუმლო, ქრისტეს ეკლესიის კარიბჭე, ახალშობის ანუ აღმოშობის ემბაზი, კვლავდაბადების ანუ აღმოდაბადების114 მღვდელმოქმედება ყოველ სჯულიერ ნათელღებულში უჩინოჰყოფს და უკუშეუქცევლად განაქარვებს პირველცოდვას. თვით ავგუსტინეც, სხვა წმინდანებთან სრულ თანხმობაში, დოგმატურად განაჩინებს შემდეგს:

"ყველანი იშვებიან ცოდვის ქვეშ და წარიწყმიდებიან, თუ არ იშვებიან ხელმეორედ"115 ("ქორწინებისა და გულისთქმის შესახებ" - De Nuptiis et Concupiscentia, Liber II, 33.55. შდრ. omnes sub peccato nascantur et pereant, nisi renascantur, შდრ. ინგლ. თარგ. all are born in sin, and must perish unless born again, A Select Library of the Nicene and Post-Nicene Fathers... V... p. 305).

კიდევ:

"შეიძლება გათავისუფლება დასაბამიერი დასჯილობისგან მხოლოდ ახალშობის ემბაზის მიერ" (შდრ. ab originali noxa solo possent lavacro regenerationis absolvi, De Correprione Et Gratia Liber Unus Ad Eumdem Valentinum Et Cum Illo Monachos, 7.12 შდრ. ინგლ. თარგ. might be absolved from original sin by the sole laver of regeneration, p. 476).

კიდევ:

"ადამიანი იშვება პირველი ადამიანის ცოდვას დაქვემდებარებული და იგი შებორკილია დაწყევლილობის ჯაჭვით, თუკი დამნაშავეობა, რაც შობით შეიკვრება (contrahitur), არ განიხსნება ახალშობით" (შდრ. obnoxium nusci hominem peccato primi hominis, et vinculo damnationis obstrictum, nisi reatus, qui generatione contrahitur, regeneratione solvatur, De Dono Perseverantiae Liber Unus Liber ad Prosperum et Hilarium Secundus; ინგლ. თარგ. man is born obnoxious to the first man's sin, and bound by the chain of condemnation, unless the guilt which is contracted by generation be loosed by regeneration, A Treatise on the Gift of Perseverance, Being the Second Book of the Treatise "On The Predestination of the Saints." Addressed to Prosper and Hilary (A.D. 428 Or 429), p. 427).

დოგმატური განჩინება წმინდა ნათლისღების შესახებ ("ვაღიარებ ერთსა ნათლისღებასა მისატევებელად ცოდვათა") ეკლესიის სხვა მამათა მიერაც ამგვარადვეა გამოთქმული. კერძოდ წმ. ათანასე ალექსანდრიელის ავტორობით ცნობილი კითხვა-მიგება განაწესებს:

"წმინდა ნათლისღება განგვწმენდს ჩვენ მთელი წინამამისეული ცოდვისგან" (წმ. ათანასე ალექსანდრიელი, კითხვა-მიგებანი ანტიოქოს დუქსისადმი; შდრ. τὸ ἅγιον βάπτισμα καθαρίζει ἡμᾶς ἀπὸ πάσης προπατορικῆς ἁμαρτίας, Quaestiones ad Antiochum ducem, PG. 28, col. 636).

წმ. იოანე ოქროპირი განაწესებს:

"ცოდვებით მკვდარი სულის გათავისუფლება იმ (ადამისგან მომდინარე, ე.ჭ.) წარწყმედილობისგან... ნათლისღების მიერ ხდება" (შდრ. ψυχὴν νεκρωθεῖσαν ὑπὸ τῶν ἁμαρτημάτων ἀπαλλάζαι τῆς ἀπωλείας ἐκείνης... διὰ τοῦ βαπτίσματος γίνεται, De resurrectione mortourum, PG. 50, col. 432.12-14).

კიდევ:

"რაც კი ემბაზის უწინარეს ჩაწერილი იყო116, ყველა მათგანი აღიხოცა ნათლისღების წყლითა და ქრისტეს ჯვრით" (შდრ. λουτροῦ ἐγνέγραπτο ἐξηλείφθη πάντα ἐκεῖνα τῷ τοῦ βαπτίσματος ὕδατι καὶ τῷ αταυρῷ τοῦ Χριστοῦ, De sancta pentecoste, homiliae 1-2, PG. 50, col. 462.53-55).

წმ. კირილე ალექსანდრიელი გვასწავლის:

"[უფალი] მასთან მიახლებულს ყველას წმინდა ნათლისღების მიერ დასაბამიერ დანაშაულთაგან განწმენდილად გამოაჩინებს და დაჰბეჭდავს სულიწმინდით სიწმინდისთვის და ღვთის შვილთა შორის აღრიცხავს" (შდრ. ἕκαστον τῶν προσιόντων αὐτῷ καθαρὸν ἀποφαίνει τῶν ἀρχαίων αἰτιαμάτων διὰ τοῦ ἁγίου βαπτίσματος, καὶ κατασφραγίζει τῷ Πνεύματι πρὸς ἁγιασμὸν, καὶ ἐν τέκνοις καταγράφει Θεοῦ, Sancti patris nostri Cyrilli archiepiscopi Alexandrini in XII prophetas, I, I.727.18-21).

კვლავ იგივე მოძღვარი:

"ამრიგად, [მაცხოვარი ქრისტე] განგვასპეტაკებს წმინდა ნათლისღების მიერ, დახშავს რა ცოდვის პირს და განაქარვებს ყველა ჩვენეულ ბიწს, გონისეულად, ცხადია და სულიერად" (შდრ. [Σωτῆρ Χριστος] Καταλευκαίνει τοίνυν διὰ τοῦ ἁγίου βαπτίσματος, τὸ τῆς ἁμαρτίας ἐμφράττουσα στόμα, καὶ πάντα ῥύπον τὸν ἐν ἡμῖν ἐκτήκουσα, νοητῶς δηλονότι καὶ πνευματικῶς, Epistulae paschales sive Homiliae paschales, PG. 77, col. 972. 40-43).

კიდევ:

"მიანიჭა [უფალმა] ყველას, ვისაც კი სურს სწამდეს მისი, წმინდა ნათლისღების მიერ განთავისუფლება იმ სასჯელთაგან, შეცოდებათა გამო რომ მოიწია" (შდრ. δωρησαμένου πᾶσι τοῖς θέλουσι πιστεύειν εἰς αὐτὸν διὰ τοῦ ἁγίου βαπτίσματος ἐλευθερίαν τῶν ἐπὶ τοῖς πεπλημμελημένοις κολάσεων, Collectio dictorum veteris testamenti, PG. 77, col. 1244.56-1245.2).

კიდევ:

"ჩვენ... სრულგვყოფს ყოველთა მაცხოვარი სიწმინდისთვის და ყველა ბიწის განსაგდებად წმინდა და სათაყვანო ნათლისღების მიერ" (შდრ. ἡμᾶς τελειοῖ πρὸς ἁγιασμὸν, καὶ εἰς ἀπόθεσιν ῥύπου παντὸς ὁ τῶν ὅλων Σωτὴρ, διὰ τοῦ ἁγίου καὶ σεπτοῦ βαπτίσματος, Commentarii in Lucam, PG. 72, col. 712.41).

წმ. ლეონ დიდი:

"რჩება ცოდვისა და მოკვდავობის ის დასნებოვნება, რაც პირველი მშობლისგან შთამომავლობაში გადადის (სიტყვ. "გადამსრბოლობს"), ვიდრე არ მოიწევა მასზე ახალშობის მღვდელმოქმედება, რითაც სულიწმინდის მიერ იშვებიან "ძენი აღთქმისანი",117 არათუ ხორცის საშოში, არამედ ნათლისღების მადლში" (შდრ. manente ... illo peccatl mortalitatisque contagio, quod in prolem e primo perente transcurrit; sed regenerationis sacramento subveniente, quo per Spiritum sanctum promissionis flilii renascuntur, non in utero carnis, sed in virtute baptismatis, PL. 54, col. 684 B; შდრ. ინგლ. თარგმ. that taint of sin and liability to die remains which passed from the first parent into his descendants; until the sacrament of Regeneration comes to succour him, whereby through the Holy Spirit we are re-born the sons of promise, not in the fleshly womb, but in the power of baptism, A Select Library of Nicene and Post-Nicene Fathers of the Christian Church, ed. by Philip Schaff, Second Series, vol 12, Leo the Great. Gregory the Great, New York, 1895, p. 23

იგივე მოძღვარი:

"რადგან პირველი ადამიანის გარდასვლის გამო კაცთა მოდგმის მთელი შთამომავლობა გაუკეთურდა, არავის ძალუძს ძველი ადამიანის მდგომარეობიდან გათავისუფლება, თუ არა ქრისტესეული ნათლისღების მღვდელმოქმედების გზით" (შდრ. quia per primi hominis praevaricationem tota humani geners propago vitiata sit, neminem posse a conditione veteris hominis liberari, nisi per sacramentum beptismatis Christi, PL. 54, col. 685 AB; შდრ. ინგლ. თარგმ. because through the transgression of the first man the whole stock of the human race was tainted no one can be set free from the state of the old Adam save through Christ's sacrament of baptism, A Select Library of Nicene and Post-Nicene Fathers of the Christian Church, ed. by Philip Schaff, Second Series, vol 12, Leo the Great. Gregory the Great, New York, 1895, p. 23).

წმ. მაქსიმე აღმსარებელი:

"რამეთუ პირველქმნილი ცოდვისგან ვთავისუფლდებით წმინდა ნათლისღების მიერ" (შდრ. ბერძნული ორიგინალი: Τῆς μὲν γὰρ προγονικῆς ἁμαρτίας διὰ τοῦ ἁγίου βοπτίσματος ἐλευθερώθημεν, Liber Asceticus, 112.44.12-14).

"ცხოვრება ბარლაამისა და იოდასაფისა":


"რამეთუ რაჟამს ჩაიძირები შენ საღვთო ნათლისღების ემბაზში, ძველი ადამიანის მთელი სირცხვილი და ფრიადთა ცოდვათა მთელი ტვირთი დაიფლვება წყალში და არარსებობაში მიდის, ხოლო შენ აღმოდიხარ იქიდან ახალი და ყველა ბიწისგან განწმენდილი, აღარ ატარებ რა არარა მწიკვლსა და ზადს ცოდვისას" (შდრ. ἅμα γὰρ τῷ καταδῦναί σε τῇ κολυμβήθρᾳ τοῦ θείου βαπτίσματος, ὅλον τὸ αἶσχος τοῦ παλαιοῦ ἀνθρώπου καὶ ὅλος ὁ φόρτος τῶν πολλῶν ἁμαρτημάτων ἐνθάπτεται τῷ ὕδατι καὶ εἰς τὸ μὴ ὂν χωρεῖ, νέος δὲ σὺ ἐκεῖθεν καὶ παντὸς ῥύπου καθαρὸς ἀνέρχῃ, μηδένα σπίλον ἢ ῥυτίδα ἁμαρτίας ἐπιφερόμενος, [St. John of Damascus], Vita Barlaam et Joasaph, Cambridge, 1914, ed. by Woodward, G. R. Mattingly, H., p. 502.25-31).

კიდევ:

"ქრისტიანთა ამ წმინდა და უბიწო სარწმუნოების ძირად და უცთომელ საძირკვლად ჰგიეს საღვთო ნათლისღების მადლი, შესაქმიდან მომდინარე ყველა ცოდვის განწმენდისა და ბოროტებისგან მოწევნულ მწიკვლთა სრული განბანვის მქონე, ვინაიდან ამგვარად ბრძანა მაცხოვარმა ახალშობა წყლისა და სულისგან და დასაბამიერ ღირსებაში კვლავ აღყვანება, ცხადია, ვედრებისა და მაცხოვნებელი გარდამოწვევის მიერ,118 რაჟამს წყალზე მოიწევა სულიწმინდა. ამრიგად, ვინათლებით, უფლის სიტყვისამებრ, სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმინდისა, და ამ სახით შთამკვიდრდება სულიწმინდის მადლი ნათელღებულის სულში, განაბრწყინებს მას და ღვთისსახოვანს ხდის, და განუახლებს მას ხატისებრობასა და მსგავსებისებრობას; და შემდეგ, როდესაც უკვე განვიყარეთ ბოროტების ყველა ძველი საქმე, აღთქმას ვდებთ ღვთისადმი მეორე ცხოვრებისა და უმეტესად განწმენდილი მოქალაქეობის დაწყების შესახებ, რომ უხრწნელებაში აღმოშობილი და საუკუნო მაცხოვარების მომპოვნებელთა თანამემკვიდრენი გავხდეთ, ხოლო ნათლისღების გარეშე შეუძლებელია იმ კეთილი სასოებისადმი მიახლება, თუნდაც რომ ყველა კეთილმოღვაწეზე უკეთილმოღვაწესი გახდეს ვინმე, რადგან ჩვენი მოდგმის ცხონებისთვის განკაცებულმა ღმერთმა-სიტყვამ ამგვარად თქვა: "ამინ გეუბნები თქვენ: თუკი არ იშვებით წყლისა და სულისგან, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში" (შდრ.: Τῆς ἁγίας ταύτης καὶ ἀμωμήτου τῶν Χριστιανῶν πίστεως ῥίζα ὥσπερ καὶ ἀσφαλὴς ὑποβάθρα ἡ τοῦ θείου βαπτίσματος ὑπάρχει χάρις, πάντων τῶν ἀπὸ γενέσεως ἁμαρτημάτων κάθαρσιν ἔχουσα, καὶ παντελῆ ῥύψιν τῶν ἀπὸ κακίας ἐπεισελθόντων μολυσμάτων. οὕτω γὰρ ὁ Σωτὴρ ἐνετείλατο δι' ὕδατος ἀναγεννᾶσθαι καὶ Πνεύματος, καὶ εἰς τὸ ἀρχαῖον ἐπανάγεσθαι ἀξίωμα, δι' ἐντεύξεως δηλαδὴ καὶ τῆς σωτηρίου ἐπικλήσεως, ἐπιφοιτῶντος τῷ ὕδατι τοῦ ἁγίου Πνεύματος. βαπτιζόμεθα τοίνυν, κατὰ τὸν λόγον τοῦ Κυρίου, εἰς τὸ ὄνομα τοῦ Πατρός, καὶ τοῦ Υἱοῦ, καὶ τοῦ ἁγίου Πνεύματος· καὶ οὕτως ἐνοικεῖ τοῦ ἁγίου Πνεύματος ἡ χάρις τῇ τοῦ βαπτισθέντος ψυχῇ, λαμπρύνουσα αὐτὴν καὶ θεοειδῆ ἀπεργαζομένη, καὶ τὸ κατ' εἰκόνα καὶ καθ' ὁμοίωσιν αὐτῇ ἀνακαινίζουσα· καὶ λοιπὸν πάντα τὰ παλαιὰ τῆς κακίας ἔργα ἀπορρίψαντες, συνθήκην πρὸς Θεὸν δευτέρου βίου καὶ ἀρχὴν καθαρωτέρας πολιτείας ποιούμεθα, ὡς ἂν καὶ συγκληρονόμοι ἐσόμεθα τῶν πρὸς ἀφθαρσίαν ἀναγεννηθέντων καὶ τῆς αἰωνίου σωτηρίας ἐπιλαβομένων. χωρὶς δὲ βαπτίσματος οὐκ ἔστι τῆς ἀγαθῆς ἐλπίδος ἐκείνης ἐπιτυχεῖν, κἂν πάντων τῶν εὐσεβῶν εὐσεβέστερός τις γένηται. οὕτω γὰρ ὁ ἐπὶ σωτηρίᾳ τοῦ γένους ἡμῶν ἐνανθρωπήσας Θεὸς Λόγος εἶπεν· Ἀμὴν λέγω ὑμῖν, ἐὰν μὴ ἀναγεννηθῆτε δι' ὕδατος καὶ Πνεύματος, οὐ μὴ εἰσέλθητε εἰς τὴν βασιλείαν τῶν οὐρανῶν, იქვე, 100.1-29).

ზემორე ციტატები ურყევ რჯულდებად გვიდგენს იმას, რომ ნათლისღების საიდუმლოს მადლით ადამიანს ერთხელ და სამუდამოდ აეხსნება პირველცოდვის ბორკილი და იგი ემბაზიდან ამოდის "ყველა ბიწისგან განწმენდილი", "პირველქმნილი ცოდვისგან თავისუფალი", "დასაბამიერ დანაშაულთაგან და ცოდვის სასჯელთაგან გამოხსნილი", "დასაბამიერ ღირსებაში კვლავ აღყვანებული", "შესაქმიდან მომდინარე ყველა ცოდვისგან წმინდაქმნილი", "ცოდვის არარა ბიწისა და ზადის მქონე".119

ამრიგად, ტრადუციანიზმის კვალობაზე, ნათლისღების მადლით პირველცოდვისგან სამუდამოდ თავდახსნილი მშობლების შვილთა სულებს შობითად და გენეტიკურად უთუოდ და გარდაუვალად ისევე უნდა გადაცემოდათ ამგვარი (პირველცოდვისგან თავისუფალი) მდგომარეობა, როგორც, ხსენებული თეორიის მიხედვით, პირველცოდვით სნეული (უნათლავი) მშობლების სულისმიერი წახდენილობა და ცოდვილიანობა გადადის მათზე. შესაბამისად, სამიდან ერთი უნდა მივიღოთ უეჭველ ჭეშმარიტებად:

(I) ან სულთაგან სულთა შობა ანუ მშობელთა სულიერი მდგომარეობის შვილთა სულებზე გენეტიკური გადაცემადობა ვირწმუნოთ და, შესაბამისად, ის უღვთოება ვაღიაროთ, რომ ნათელღებული ანუ პირველცოდვისგან განთავისუფლებული მშობლების შვილთა სულები შობითვე პიურველცოდვისგან თავდახსნილები და ნათლისღების არმსაჭიროებლები არიან მშობელთა სულიერი მდგომარეობის მათზე გენეტიკური გადასვლის გამო;

(II) ან მთელი საეკლესიო მოძღვრება და თავად უფლის სიტყვათა ჭეშმარიტება უარვყოთ კადნიერად და პირველცოდვის შემმუსვრელი მადლი განვაშოროთ უწმინდესი ნათლისღების საიდუმლოსგან, ისე თითქოს ვინათლებით, მაგრამ პირველცოდვა პირველცოდვად რჩებოდეს ჩვენში (მაშინ როგორღა აღასრულებს ნათლისღება ჩვენს გამოხსნას?);

(III) ანდა ყოვლითურთ უკუვაგდოთ სულთაგან სულთა გენეტიკური შობის თეორია და უკლებლივ ყველა ჩასახულისა და შობილის (აბსოლუტურად განურჩევლად იმისა, მშობლები ნათელღებულნი არიან თუ არანათლეღებულნი) ადამისეული სნეულებით სრულად განმსჭვალულობა და უკლებლივ ყველა მათგანისთვის ნათლისღების გარდაუვალი აუცილებლობა მივიღოთ ერთადერთ რჯულად.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ საყოველთაო სწავლებად განიკუთვნა, ცხადია, მესამე პუნქტი, რაც სავსებით ნათლად იქნა განმარტებული სწორედ V ს-ში და რამაც აღნიშნულ და მომდევნო საუკუნეებში ტრადუციანიზმი, ნებისმიერი მისი სახეობით (ტერტულიანეს მიერ "რჯულდებული" მატერიალიზებით, ავგუსტინეს მიერ განხილული და არმიღებული რაფინირებულობითა და სპირიტუალობით, ანთუ კრეაციონიზმისგან მისი "შევსებულობით") ფაქტობრივად აღმოფხვრა როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ (ლათინურენოვან) მართლმადიდებლობაში.

ტრადუცნიამიზმის გაცოცხლება იწყება გაცილებით გვიან, XVI ს-იდან, ლუთერის (1483-1546) და ლუთერანების მიერ, რომლებიც მგზნებარე ტრადუციანისტები იყვნენ.

K. Hagenbach
-ის მითითებით, "ლუთერი ასწავლიდა ტრადუციანიზმს, რასაც მიჰყვებოდა ლუთერან ღვთისმეტყველთა უმეტესობა, კალიქსტის გამოკლებით" (შდრ. Luther taught traducianism, followed by most of the Lutheran divines with the exception of Calaxt).120

მათგან მაგალითად ცნობილმა ლუთერანმა ღვთისმეტყველმა David Hollatz-მა (1648-1713) შეიმუშავა ასეთი ტრადუციანისტული თეზა:

"ადამიანური სული დღეს იქნმება არა უშუალოდ, არამედ შუალობითად"121 (შდრ. Anima humana hodie non immediate creatur, sed mediante, იხ. Methodist Quarterly review, Volume XLIX, Fourth Series, vol. XIX, ed. D.D. Whedon, New York, 1867, p. 370).122

ლუთერანებთან ჩამოყალიბდა და 1655 წ-ს გამოქვეყნდა ლუთერანი Abraham Calovius-ის, იგივე Abraham Calov-ის (1612-1686) მიერ შედგენილი სულთა კრეაციონიზმის წინააღმდეგ მიმართული ე.წ. "ლუთერანული ჭეშმარიტი რწმენის" აღსარებითი ძეგლი სახელწოდებით Consensus Repetitus Fidei Verac Lutheranae, რომლის 22-ე პუნქტში ვკითხულობთ:

"ვაღიარებთ და ვასწავლით: რომ ადამიანი შობს ადამიანს, ამასთან არა მხოლოდ სხეულს, არამედ აგრეთვე სულს, თანახმად იმ საღვთო კურთხევისა: "იზარდეთ და ინაყოფიერეთ და გამრავლდით" (შესაქ. 1.28);123 რომ ამ სახით, ხორციელი მუცლადღებისა და შობის შედეგად, დასაბამიერი ცოდვა მამისა და დედისგან (ცოდვით შერყვნილი თესლის გზით) განშტოვდება; და რომ ჩვენი ჩასახულობის პირველსავე მომენტში თვით თესლი, რომლისგანაც ადამიანი ფორმირდება უკვე დასნებოვნებულია და შერყვნილია ცოდვით" (შდრ. Profitemur et docemus, hominem generate hominem, idque non tantum quoed corpus, sed etiam animam, iuxta divinam illam benedictioncm: "Crescite, sive fruetum ferte, et multiplicamini", Genes. 1, 28. Ut ita peccatum originale per carnalem conceptionem et nativitatem e patre et matre (ex semine per peccatum corrupto) propagetur, ac in primo conceptionis nostrae momento ipsum semen, ex quo homo formatur, peccato iam contaminatum et corruptum sit, იხ. Consensus Repetitus Fidei vere Lutheranae 1655: Librorum Ecclesiae Evangelicae Symbolicorum Supplementum, Edidit Ernestus Lud. Theod. Henke, Marburgi, 1847, p. 18).

ამ პუნქტის მეორე ნაწილში ლუთერანები გმობენ კრეაციონიზმს:

"უკუვაგდებთ იმათ, რომლებიც ასწავლიან, რომ ცალკეულ ადამიანში ცალკეული სული არათუ განშტოებითად აღმოცენდება, არამედ არაფრისგან იქმნება და შთაიღვრება [სხეულში] იმ ჟამს, როდესაც დედის საშოში ჩანასახები ჩაისახებიან და განსულიერებისთვის შემზადდებიან" (შდრ. Reiicimus eos, qui docent, in hominibus singulis animas singulas non ex propagine oriri, sed ex nihilo tunc primum creari atque infundi, cum in uteris matrum foetus concepti atque ad animationem praeparati sunt, იქვე).

სწორედ ლუთრანებისგან იწყება ტრადუციანიზმის ახალი ისტორია, რამაც XIX ს-ში, სამწუხაროდ, ზოგიერთი მართლმადიდებელი მოღვაწის შრომებშიც ჰპოვა გამოვლინება.

ამრიგად, V ს-დან XVI ს-მდე ტრადუციანიზმი ფაქტობრივად ვეღარ უქმნიდა დაბრკოლებას მართლმადიდებლურ საეკლესიო სწავლებას და რომ არა ლუთერანები, დღეს ეს თეორია მხოლოდ ისტორიის კუთვნილება იქნებოდა.

საგულისხმოა J.B. heard-ის შენიშვნა:

"ავგუსტინეს გადაწყვეტილებამ კრეაციონიზმის სასარგებლოდ საუკუნეების მანძილზე დააცხრო ამ საკითხზე პაექრობა. შედეგად, ტრადუციანისტული თეორია დაიჩრდილა და თითქმის ერესად იქნა შერაცხილი შუა საუკუნეებში... ლუთერანულ ეკლესიაში, მეორე მხრივ, ტრადუციანიზმი მიღებულ იქნა როგორც ბოროტების გადაცემადობის ერთადერთი ახსნა და... მეჩვიდმეტე საუკუნეში თითქმის აღარ იყო ლუთერანი ღვთისმეტყველი, რომელიც არ უპირისპირდებოდა კრეაციონიზმს, როგორც ნახევრად-პელაგიანურ ანდა რომაულ ცთომილებას" (შდრ. Augustine's decision in favour of creationism set the question at rest for centuries. The traducianist theory fell in consequence under a cloud, and was almost reputed a heresy in the middle ages...  In the Lutheran Church, on the other hand, traducianism was adopted as the only account of the transmission of evil, and... in the seventeenth century, there was scarcely a Lutheran divine who did not oppose creationism as either semi-Pelagian, or as a Romish error).124

ანალოგიურს მიუთითებს J. Miller-იც:

"უფრო თანამედროვე დროში, დასაბამიერი ცოდვის ინტერესებიდან გამომდინარე, ტრადუციანულ შეხედულებებს დაუჭირეს მხარი გერჰარდმა, კალოვმა და სხვა ცნობილმა ლუთერანებმა" (შდრ. In more modern times traducian opinions have in the interests of the doctrine of original sin been espoused by Gerhard, Calov, and other eminent Lutherans, Thirty-Nine Articles of The Church of England. An Historical and Speculative Exposition, By the Rev. Joseph Miller, B.D., London, p. 1885, p. 179).

ამასვე აღნიშნავენ  James Hastings, Ann Wilson Hastings და Ann Wilson Hastings:

"პატრისტიკულ ეპოქაში,125 აღმოსავლეთში და შემდეგ დასავლეთშიც, ბატონობდა კრეაციონიზმი და იგი მოღვაწეთა (სიტყვ. პიროვნებათა) მიერ გამოცხადებული იყო როგორც ეკლესიის სწავლება" (შდრ. In patristic times, Creationism prevailed in the East and afterwards in the West also and it was declared by individuals to be THE DOCTRINE OF THE CHURCH, James Hastings, Ann Wilson Hastings, Edvard Hastings, The Expository times, vol. 2, 1891, p. 157).

Henry Smith Warleigh-ის შეფასებითაც:

"კრეაციონიზმი ბატონობდა აღმსოავლურ ეკლესიაში და მან ჰპოვა მძლავრი დამცველები დასავლეთის ეკლესიაში" (შდრ. Creationism prevailed in the Eastern Church, and found powerfyl advocates in the Western Church, Henry Smith Warleigh, Twelve discussions proving the extinction of evil persons and things, London, 1873, p. 99).

ამგვარია ქვემორე შეფასებაც:

"ამ დოქტრინებიდან, ვიდრე რეფორმაციის დრომდე (ე.ი. XVI ს-მდე, ე.ჭ.), ბატონობდა კრეაციონიზმი" (შდრ. Of these doctrines creationism prevailed until the time of the Reformation).

საყურადღებოა ტრადუციანიზმის მომხრე126 მკვლევრის, Edwin Grant Conklin-ის კვალიფიკაციაც:

ეს მოძღვრება (მეტემფსიქოზი, ე.ჭ.) საზოგადოდ იყო უარყოფილი ქრისტიანული ეკლესიის მამათა მიერ. იერონიმემ და სხვებმა მიიღეს აზრი, რომ ღმერთი ქმნის ახალ სულს თითოეული სხეულისთვის, რომელიც კი იშვება, და რომ ყოველი სული არის ამ სახით საგანგებო ღვთიური ქმნილება. ეს გახდა ქრისტიანული ეკლესიის გაბატონებული შეხედულება და ცნობილია კრეაციონიზმის სახელით. მეორე მხრივ, ტერტულიანე ასწავლიდა, რომ ბავშვთა სულები იშვებიან მშობელთა სულებისგან, ისევე როგორც სხეულები - სხეულებისგან. ეს მოძღვრება, რაც ცნობილია როგორც ტრადუციანიზმი, მხარდაჭერილია (იგულისხმება: ტერტულიანეს შემდეგ, ე.ჭ.) ზოგიერთი თანამედროვე ღვთისმეტყველის მიერ" (შდრ. This doctrine was generally repudiated by the Fathers of the Christian Church. Jerome  and others adopted the view that God creates a new soul for each  body that is generated, and that every soul is thus a special divine  creation. This has become the prevailing view of the Christian  Church and is known as creationism. On the other hand Tertullian taught that souls of children are generated from the souls of parents as bodies are from bodies. This doctrine, which is known as traducianism, has been defended by certain modern theologians, Edwin Grant Conklin, Heredity and Environment in the Development of Men, Fifth Edition Revised, Princeton, 1922, p. 33).

ამრიგად, ტრადუციანიზმი, როგორც კერძო აზრი, არც V ს-მდე იყო მიღებული ეკლესიაში და არც ამ დროიდან შეუძენია მას ეკლესიის სწავლების ან თუნდაც ეკლესიისგან გარკვეულწილად შეწყნარებული თეორიის პატივი.

ამას, ცხადია, არ უარყოფენ თანამედროვე ტრადუციანისტები, თუმცა, ამავე დროს, გვარწმუნებენ, რომ ასეთივე კერძო აზრი იყო კრეაციონიზმი (სათანადო ციტატები იხ. ზემოთ).

რა გვაძლევს საფუძველს იმისას, რომ კატეგორიულად არ დავეთანხმოთ კრეაციონიზმის ამგვარ შეფასებას და დებულებითად ვთქვათ, რომ, ტრადუციანიზმისგან განსხვავებით, რაც ეკლესიას არასდროს, არცერთ ეპოქაში, არცერთ საუკუნეში ოდნავადაც არ შეუმოსავს წმინდა მოძღვრების პატივით, სულთა ახლად შექმნის შესახებ აზრი ანუ სულთა კრეაციონიზმი (იგივე კრეაციანიზმი) სწორედ საეკლესიო სწავლებად იქნა შერაცხილი?

ამის საფუძველს გვაძლევს, საღვთისმეტყველო მიზეზებთან ერთად, თვით გამოთქმის ფორმაც. საქმე ისაა, რომ ყველა ტრადუციანისტი, მათ შორის, ამ თეორიის მესაფუძვლე ტერტულიანე, ისევე როგორც მისი მიმდევარი ერეტიკოსები: აპოლინარი, ევნომიუსი, ლუციფერიანელები და სხვები, გადმოსცემდნენ ოდენ პირად მოსაზრებებს, რასაც ადასტურებს, ვთქვათ ტერტულიანესთან, არაერთგზისი ხაზგასმა სწორედ იმაზე, რომ რა აზრებსაც ის გამოთქვამს, ამ ყოველივეს საკუთრივ თვითონ "ამტკიცებს", თვითონ "ფიქრობს", თვითონ "უშვებს" და ასე შემდეგ, არ ხდება რა, არსად არცერთხელ, ხსენებულ "მტკიცებულებათა", "ნაფიქრთა", "დაშვებათა" კვალიფიცირება ეკლესიის აზრად, ეკლესიის სწავლებად. მეორე მხრივ, უკლებლივ ყველა ცნობილი და უაღრესად ავტორიტეტული კრეაციონისტი მოძღვარი, სრულიად მკაფიოდ და მკვეთრად, აღნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მისგან მოწოდებული განმარტება მას კი არ ეკუთვნის, მას კი არ ჩამოუყალიბებია, მას კი არ განუჭვრეტია, არამედ ეკუთვნის თავად ეკლესიას ანუ წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის საყოველთაო, კათოლიკე სწავლებას.127

ამ მხრივ, პირველ რიგში, უნდა დავიმოწმოთ ღირსი (ბერძნ. ὅσιος) იერონიმე სტრიდონელი, რომელიც აღნიშნავს:

"გეტყვი იმ საეკლესიოს: ყოველდღე ღმერთი ქმნის სულებს და შობადთა სხეულებში გზავნის" (შდრ. dixero illud eoclesiasticum. Quotidie Deus operatur animas, et in corpore eas mittit nascentium, Sancti Eusebii Hieronymi stridonensis presbyteri, Contra Rufinum III, 28; PL, XXIII, col. 500 B).

დავუკვირდეთ გამოთქმას: "იმ საეკლესიოს" (illud ecclesiasticum), რაც ლათინურენოვან მართლმადიდებლურ ტექსტებში მხოლოდ და მხოლოდ საყოველთაო საეკლესიო სწავლებას, უცვალებელ მართლმადიდებლურ რჯულდებას აღნიშნავს და არა ამა თუ იმ მოძღვრის პირად მოსაზრებას (შდრ. ინგლ. თარგმ. "მე დავამოწმებ ეკლესიის აზრს, რომ ღმერთი ქმნის სულებს ყოველდღიურად და შთაავლენს მათ იმ პირთა სხეულებში, რომლებიც იშვებიან" - I quote the view of the Church, that God creates souls daily and infuses them in bodies of individuals as they are born, Saint Jerome, Dogmatic and polemical works, Translated by John Nicholas Hritzu, Fathers of the church, vol. 53, New York, 1965, p. 199).

ტერმინი ecclesiasticum ასეა განმარტებული Nomrman H. Thompson-ის მიერ:

"საღვთისმეტყველო განწესებათა გამოყენება (=განსაზღვრა) "ecclesiasticum"-ით (ე.ი. რომელიმე საღვთისმეტყველო დებულების დამოწმება როგორც "ეკლესიასტიკუმისა", ე.ჭ.) ნიშნავს, რომ ეს განწესებანი საღვთისმეტყველო განწესებათაგან გარდაიქმნა (have been transformed) საეკლესიო განწესებებად. ის, რაც აქამდე იყო საღვთისმეტყველო განწესება, უკვე არის არა საღვთისმეტყველო, არამედ საეკლესიო განწესება" (შდრ. the use of theological norms by the ecclesiasticum means that the norms have been transformed fron: theological norms to ecclesiastical norms. What once were theological norms are no longer theological norms but are ecclesiastical norms, Norma H. Thompson, Religious pluralism and religions education, 1988, p. 91;)

კიდევ:

"იმ შემთხვევებში, სადაც ჩანს, რომ "ეკლესიასტიკუმი" უდგენს თეოლოგიურ განწესებებს მორწმუნეს, ავტორიტეტი, რაც ამ განწესებებს უდევს საფუძვლად, არის "ეკლესიასტიკუმისა" (ე.ი. საეკლესიო სისავსისა, ე.ჭ.) და არა ღვთისმეტყველებისა" (შდრ. in those instances where the ecclesiasticnm seemingly imposes theological norms on the faithful, the authority underlying these norms is that of the ecclesiasticnm, not that of theologyიქვე, p. 91).

ნეტარი იერონიმე ზემორე სწავლებას, კვლავ საეკლესიოზე ანუ "ეკლესიასტიკუმზე" უმკაფიოესი მითითებით, შემდეგნაირად გამოთქვამს:

"კაენს და აბელს, პირველებს პირველ ადამიანთაგან, საიდან აქვთ სულები? ანდა შემდგომში, მთელი ადამიანური მოდგმის სულთა რა საწყისები უნდა იქნეს მოაზრებული? განა განშტოებითად (=გადაცემითად) [აღმოცენდებიან ისინი] როგორც ველური ცხოველები, რომ როგორც სხეულია სხეულისგან, ასევე სულიც იშვებოდეს სულისგან? განა მოაზროვნე ქმნილებები, სხეულთა სურვილით თანდათანობით მიწამდე ქვადაცურებულნი, საბოლოოდ ადამიანურ სხეულებსაც მიებმიან? თუ ჭეშმარიტებით, რაც საეკლესიოა (თანახმად მაცხოვრის ნათქვამისა: "ჩემი მამა აქამდე იქმს და მეც ვიქმ" (იოანე 5.17) და [ზაქარიას]128 იმ [სიტყვებისა]: "ვინც შესახავს129 ადამიანის სულს მასში და ფსალმუნისა: "ვინც შესახა სათითაოდ მათი გულები" (ფს. 32.15), რომ ყოველდღე ღმერთი ქმნის სულებს, რომლის ნება საქმეა და რომელიც არ წყვეტს შემოქმედად ყოფნას?" (შდრ.  Cain et Abel, primis cx primis hominibus, unde habuere animas? Omne deinceps humanum genus, quibus animarum censetur exordiis ? Utrum ex traduce, juxta bruta animalia, ut quomodo corpus cx corpore, sic animam generetur ex anima? an rationabiles creaturae desiderio corporum paulatim ad terram delapsae, novissime etiam humanis illigatae corporibus sint? An certe, quod ecclesiasticum est (secundum eloquia Salvatoris: "Pater meus nsque modo operatur, et ego operor [Ioan. 5, 17) et illud [Zachariae]130: "Qui format spiritum hominis in ipso" et in psalmis: "Qui fingit per singulos corda eorum" [Psal. XXXII,15]), quotidie Deus fabricatur animas, cujus velle fccisse est, et conditor csse non cessat? Sancti Eusebii Hieronymi Stridonensis Presbyteri Contra Joannem Hierosolymitanum Ad Pammachium, PL. XXIII, col. 389 A-B; შდრ. ინგლ. თარგ. I ask whence Cain and Abel, who were the first-born of our first parents, had their souls? And the whole human race downwards, what, are we to think, was the origin of their souls? Did they come by propagation, like brute beasts? So that, as body springs from body, so soul from soul. Or is it the case that rational creatures, longing for bodily existence, sink by degrees to earth, and at last are tied even to human bodies? Surely (as the Church teaches in accordance with the Savior's words, "My Father worketh hitherto and I work"; and the passage in Isaiah, "Who maketh the spirit of man in him"; and in the Psalms, "Who fashioneth one by one the hearts of them"), God in daily making souls - He, with whom to will is to do, and who never ceases to be a Creator, A Select Library of the Nicene and Post-Nicene Fathers of the Christian Church, Second Series, Translated into English with Prolegomena and Explanatory Notes, under the editorial supervision of Philip Schaff and Henry Wace, col. VI, St. Jerome, Letters and Selected Works, New York, 1893, p. 434).

როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაშიც იერონიმე, მისივე მკვეთრი განსაზღვრებით, "ჭეშმარიტად საეკლესიო სწავლებას" (certe ecclesisticum) გადმოგვცემს და არა თავის პირად აზრს. ამასთან, მოცმეულ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა იმას აქვს, რომ იერონიმეს ამგვარი აშკარა მითითებანი ეკლესიაზე (რომ ღვთისგან სულთა ახლად შექმნა და შობადთა სხეულებში შთავლენა "ჭეშმარიტად საეკლესიო სწავლებაა") თავად უწმინდესმა საეკლესიო მართლმკვეთელობამ ყოველგვარი შენიშვნისა და კომენტარის გარეშე მიიღო, რადგან უცთომელ ეკლესიას რომ ოდნავ მაინც ეჭვი შეეტანა იერონიმესეულ მითითებათა მართებულობაში, ანუ იმაში, რომ რაც იერონიმემ არა თავის, არამედ, სრულიად აშკარად, ოდენ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებად გადმოსცა, არ შეესაბამებოდა სიმართლეს, მყისვე უმკაცრესად განაკანონებდა მას და პირწავარდნილ მწვალებლად შერაცხდა როგორც თავისი პირადი აზრის საყოველთაო მოძღვრების სახელით გამსაღებელს (მწვალებლები სწორედ ამას მოქმედებდნენ, ავრცელებდნენ რა ეკლესიის სახელით საკუთარ უღვთო მოძღვრებებს). თუმცა ვხედავთ სრულიად საწინააღმდეგოს: ეკლესია ცხონებულთა დიდებით მოსავს მას.

ამრიგად, იერონიმე მკვეთრად გმობს ტრადუციანიზმს როგორც ველურ ცხოველთა დონემდე კაცობრივი სულის დამამცირებელს, ამასთან იგი ერთადერთ ჭეშმარიტ საეკლესიო სწავლებად განგვიწესებს დებულებას იმის შესახებ, რომ ღმერთი ყოველდღიურად ქმნის ადამიანთა სულებს და გზავნის მათ დაბადებადთა (შობადთა) სხეულებში, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია კი არათუ არ კიცხავს მას აღნიშნული დებულების სწორედ და საკუთრივ საეკლესიო წავლებად გამოცხადებისთვის, არამედ ცათა შინა სუფევის ღირსად გამოაჩინებს ხსენებულ მოძღვარს.

მხოლოდ ზემორე ციტატებიც კი საკმარისი იქნებოდა იმის ნათელსაყოფად, თუ რომელია სულთა შექმნასთან დაკავშირებით ჭეშმარიტი საეკლესიო განწესება და რომელია პირადი აზრი, პირადი კაცობრივი განსჯა-განბჭობა.

განა დასაშვებია, ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ერთ სიბრტყეზე დავაყენოთ, ერთი მხრივ, ზოგადი საეკლესიო სწავლება, რაც ესოდენი ცხადლივობითაა რამდენიმეგზის ნაუწყები წმ. იერონიმეს მიერ, და, მეორე მხრივ, ტერტულიანეს თუ სხვა ტრადუციანისტთა პირადი მსჯელობა-განხილვები?

მეტიც, რა გამართლება უნდა ჰქონდეს საეკლესიო მოძღვრებად დადგინებული დებულების უკიდურეს დაკნინებას და, საბოლოოდ, მთლიან უარყოფას, ხოლო ტერტულიანესგან მომდინარე, რა გინდ რა სახის, ტრადუციანისტული კერძო შეხედულებების თვითნებურად საეკლესიო სწავლებად აღიარებას?

საყურადღებოა, რომ მიტროპოლიტი მაკარიც კი ხსენებულ ecclesiasticum-ს სწორედ "საეკლესიო სწავლებად" იგებს, როდესაც იერონიმეს ზემორე სიტყვებს ასე თარგმნის რუსულად:

блаж. Иероннм спрашивает: "откуда все люди имеют души? Ужели от родителей (ex traduce) подобно неразумным животным, так что, как тело рождается от тела, так душа от души? Или разумные твари, ниспавши на землю по пристрастию к телам, соединяются с человеческими телами? Или действительно, как учит Церковь на основании слов Спасителя: Отец Мой доныне делает, и Я делаю (Ин. 5:17); и слов Захарии: Господь, образовавший дух человека внутри его (Зах. 12:1); и Псалмопевца: Он созидает сердца всех их, (Пс. 32:15), ежедневно творит души Бог, коего хотение есть уже дело, и которыи не перестает быть Творцом?"

ამრიგად, მიტროპოლიტ მაკარის მითითებითაც, იერონიმე სწორედ საეკლესიო სწავლებას გადმოგვცემს (учит Церковь) და არა პირად აზრს, თუმცა ამ უეჭველს ფაქტს მიტროპოლიტი იმ ახსნას უძებნის, რომ ზემორე ციტატაში იერონიმე თითქოს საეკლესიო მოძღვრებად სახელდებს ზოგად აზრს ღვთისგან ადამიანთა სულების შექმნის შესახებ, რასაც, ერთი შეხედვით, თვით მიტროპოლიტიც იზიარებს, ანუ მაკარიც არ უარყოფს, რომ სულები ღვთისგან იქმნებიან, და თითქოს სწორედ ამ ზოგადი განცხადებით იფარგლება იერონიმე, რაც ნიშნავს, რომ ხსენებული იერონიმე სულების შექმნას კი განსაზღვრავს საეკლესიო სწავლებად, მაგრამ მეტს თითქოს აღარ აკონკრეტებს (მკითხველს ასეთნაირად წარმოუსახავს ვითარებას მაკარი) ანუ თითქოს იგი აღარ განგვიმარტავს, თუ, სახელდობრ, როგორ იქმნებიან სულები ღვთისგან (შობითად ან შექმნითად - მშობელთა სულებიდან, მსგავსად პირუტყვებისა, თუ, მშობელთა სულების გამორიცხვით, შობად სხეულებში ღვთისმიერი შთავლინებით). თავად მაკარი, როგორც აღვნიშნეთ, პირველ აზრს მიიჩნევს მართებულად (შდრ. "ვიღებთ... მოსაზრებას ადამიანთა სულების მშობელთა სულებისგან შექმნის შესახებ" - Принимая мнение о тнорении человеческих душ от душ родителей),131 მეორეს კი, რომ სულები ღვთის მიერ შთაივლინებიან შობად სხეულებში, იგი კატეგორიულად უარყოფს (შდრ. "ჩვენ ამასთან, ბუნებრივია, უარვყოფთ... შეხედულებას, თითქოს ადამიანთა სულები ღვთისგან იქმნებიან არაფრისგან და იგზავნებიან ღვთისგან სხეულებში" - мы естественно тем самым отвергаем... мнение, будто души человеческие творятся Богом из ничего и посылаются Богом в тела).132

სწორედ ამიტომაა, რომ მაკარი იფარგლება იერონიმეს მხოლოდ ზემორე სიტყვებით, მაშინ როცა ჩვენს მიერ დამოწმებული პირველი ციტატა იმავე მაკარისგან სრული დუმილით არის გვერდავლილი, თუმცა კი სწორედ ამ ციტატას აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან მასში უკვე დაკონკრეტებაც სახეზეა და ეს დაკონკრეტებაც, კვლავ და კვლავ, მხოლოდ და მხოლოდ "საეკლესიო სწავლებად" ანუ ecclesiasticum-ად (და არა პირად აზრად) არის წარმოდგენილი, - იმ ecclesiasticum-ად, რასაც, როგორც ვნახეთ, თავად მაკარი, მეორე ციტატის კვალობაზე, ოდენ "საეკლესიო სწავლებად" (учит Церковь) იგებს.

ხელმეორედ დავიმოწმებთ აღნიშნულ უმნიშვნელოვანეს ციტატას:

"გეტყვი იმ საეკლესიოს: ყოველდღე ღმერთი ქმნის სულებს და შობადთა სხეულებში გზავნის" (შდრ. dixero illud eoclesiasticum. Quotidie Deus operatur animas, et in corpore eas mittit nascentium, Sancti Eusebii Hieronymi stridonensis presbyteri, Contra Rufinum III, 28; PL, XXIII, col. 500 B).

ამრიგად, რასაც მაკარი უარყოფს (კერძოდ იმას, რომ სულები ღვთისგან იქმნებიან და იგზავნებიან133 შობად სხეულებში, და რაც აბსოლუტურად გამორიცხავს მშობელთა სულებიდან მათ შექმნას), დიახ სწორედ ეს აზრი იერონიმეს მიერ საყოველთაო საეკლესიო სწავლებად არის შერაცხილი და, რა თქმა უნდა, ამავე გააზრებისაა მისი ის სიტყვებიც, რაც მაკარისგან ოდენ ზოგად სწავლებად არის გაგებული.

განვაგრძოთ უწმინდესი წყაროების დამოწმება, თუმცა კონკრეტული ავტორის ციტირებამდე ჯერ ისევ მაკარის მოვუსმინოთ და ვნახოთ, თუ რომელი ავტორიტეტების მოშველიებით ასაბუთებს იგი თავის აზრს ღვთის მიერ სულთა მშობელთა სულებისგან შვილთა სულების შექმნის შესახებ. კვლავ მოგვაქვს შესაბამისი ციტატა:

"როგორღა გავიგოთ ეს სულთა შექმნა? თავად ეკლესია ზუსტად არ განსაზღვრავს,134 თუმცა, მეხუთე მსოფლიო კრების, ნეტარი თეოდორიტესა და, განსაკუთრებით, წმინდა ლეონის მიერ წარმოდგენილ მოწმობათა საფუძველზე და ეკლესიის სხვა დოგმატებთან შესაბამისობაში, უნდა ვიფიქროთ, რომ აქ იგულისხმება არა უშუალო შესაქმე ღვთისა, არამედ შუალობითი - რომ ღმერთი ქმნის ადამიანთა სულებს... ქმნის არა არაფრისგან, არამედ მშობელთა სულებისგან (же понимать это творение душ? Сама Церковь с точностью не определяет; но, на основании представленных свидетельств пятого вселенского Собора, блаж. Феодорита и особенно святого Льва, и в соответствии с другими догматами Церкви, надобно полагать, что здесь имеется ввиду не непосредственное творение Божие, а опосредованное, — что Бог творит человеческие души... творит не из ничего, и от душ родителей).

მეხუთე მსოფლიო კრების ანტიორიგენისტული გადაწყვეტილება135 ეკლესიის ისტორიაში, მიტროპოლიტ მაკარის მოსაზრებისგან განსხვავებით, ერთხმად აღიარებულია მხოლოდ და მხოლოდ როგორც კრეაციონიზმის დამასაბუთებელი ფუძემდებლური განწესება. სწორედ ეს გადაწყვეტილებაა უმნიშვნელოვანესი მოვლენა სულთა წარმოშობის შესახებ ჭეშმარიტი საეკლესიო სწავლების დადგენის საკითხში, თუმცა აღნიშნული საკრებო გადაწყვეტილება აუცილებლად განხილული უნდა იყოს მიტროპოლიტ მაკარის მიერ მესამე ავტორიტეტად მითითებული დიდი მოძღვრის თევდორიტე კვირელის სწავლებასთან ერთად, რადგან ხსენებული კრების დადგენილება წარმოადგენს სულთა შესახებ თევდორიტესეული სწავლების სიტყვა-სიტყვით ციტირებას და, შესაბამისად, თევდორიტესეული სწავლებისთვის მსოფლიო კრების ავტორიტეტის მინიჭებას.

ჯერ დავიმოწმებთ თავად საკრებო განჩინებას:

"ხოლო წმინდა ეკლესია, საღვთო სიტყვებს მიდევნებული, სულს ამბობს თანაშექმნილად სხეულთან და არა ერთს [სულს, ე.ჭ.] პირველად, მეორეს კი [სხეულს, ე.ჭ.] შემდგომად, ორიგენესეული ცნობავნებულობის კვალობაზე" (შდრ. 'Η δὲ ἀγία 'Εκκλησία τοῖς θείοις ἑπομένη λόγοις φάσκει τὴν ψυχὴν συνδημιουργηθῆναι τῷ σώματι° καὶ οὐ τὸ μὲν πρότερον, τὸ δὲ ὕστερον κατά τἡν' Ωριγένους φρενοβλάβειαν, PG. 110. col. 784.19-22; Georgii Monachi Chronicon, Edidit Carolus De Boor, vol. II, Textum Genuinum Inde A Vespasiani Imperio Continens, Lipsiae, 1904, p. 633.7-9;136 შდრ. ინგლ. თარგმ. The church, following God's word, affirms that the soul is created along with the body, and not the one before and the other some time after, according to the unsound imagination of Origen, George Washington Dean, Lectures on the Evidences of Revealed Religion, New York, 2003, p. 79).

ახლა თევდორიტეს მითითება ვნახოთ:

"ხოლო ეკლესია, რწმუნებული საღვთო სიტყვებს, ერთი მხრივ, უკიდურესად მოიძაგებს ამათ (ორიგენისტთა, ე.ჭ.) სწავლებას, მეორე მხრივ კი უკუმიაქცევს სხვათა (ტრადუციანისტთა, ე.ჭ.) ზღაპრებს, ხოლო საღვთო წერილს რწმუნებული, სულს ამბობს თანაშექმნილად სხეულთან, არა როგორც თესლის ნივთისგან შესაქმის მიზეზთა მქონეს, არამედ შემოქმედის განზრახვით სხეულის შესახვისადმი თანაშემტკიცებულს" (შდრ. 'Η δὶ Ἑκκλησία, τοῖς θείοις πειθομένη λόγοις τὸν μὲν τού των διαφερόντως μυσάττεται λόγον, ἀποστρέφεται δὲ καὶ τῶν ἄλλων τοὺς μύθους• τῇ δὲ θείᾳ πειθομένη Γραφῇ λέγει, τὴν ψυχὴν σανδημιουργεῖσθαι τῷ σώματι, οὐκ ἐκ τῆς ὕλης τοῦ σπέρματος ἔχουσαν τῆς δημιουργίας τὰς ἀφορμὰς, ἀλλὰ τῇ βουλήσει τοῦ ποιητοῦ μετὰ137 τὴν τοῦ σώματος συνισταμένην διάπλασιν, PG 83, col 481).

ამრიგად, როგორც ვხედავთ, მეხუთე მსოფლიო კრება პირდაპირ იმეორებს თევდორიტეს ძირითად განსაზღვრებას (შდრ. თევდორიტე: "ხოლო ეკლესია, რწმუნებული საღვთო სიტყვებს,... სულს ამბობს თანაშექმნილად სხეულთან"; შდრ. საკრებო განჩინება: "ხოლო წმინდა ეკლესია, საღვთო სიტყვებს მიდევნებული, სულს ამბობს თანაშექმნილად სხეულთან").

სხვათა შორის, ეს იდენტობა ჩანს მიტროპოლიტ მაკარის ციტატაშიც:

Об этом непререкаемо засвидетельствовал 5-й вселенский Собор, когда, осуждая мнение Оригеново о предсуществовании человеческих душ выразился: „Церковь, последуя Божественным словам, утверждает, что душа творится вместе с телом...“ Засвидетельствовал, по крайней мере, относительно Церкви восточной блаж. Феодорит: „святая Церковь, веруя божественному Ппсанию, учит, что душа творится вместе с телом...“.

რატომ გაიმეორე მსოფლიო კრებამ თევდორიტეს სიტყვები?

ორი მიზეზის გამო:

(I) ამ გზით ეჭვმიუტანლად დაადასტურა, რომ თევდორიტეს დებულება ადამიანთა სულების შექმნის შესახებ ჭეშმარიტი სწავლება იყო.

(II)
ხაზი გაესვა იმას, რომ აღნიშნული სწავლება, თევდოროტესგან გამოთქმული, არ გახლდათ ხსენებული მამის პირადი აზრი. დავუკვირდეთ, რომ თევდორტე სულთა შესახებ მოძღვრებას გადმოსცემს არა თავისი, არამედ, სრულიად აშკარად, დედაეკლესიის სახელით ("ხოლო ეკლესია, რწმუნებული საღვთო სიტყვებს, ... სულს ამბობს თანაშექმნილად სხეულთან"). ეს ნიშნავს, რომ თევდორიტე მხოლოდ ერთგულად იმეორებს იმას, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის საყოველთაო სწავლებაა. ამავე სწავლების საეკლესიო ჭეშმარიტებას ადასტურებს მეხუთე  მსოფლიო კრებაც.

რატომ ვაქცევთ ამ ფაქტს განსაკუთრებულ ყურადღებას, მით უმეტეს, რომ თევდორიტეს ზემორე სიტყვებს, როგორც ვნახეთ, იმოწმებს და უაღრესად ავტორიტეტულ მოწმობად მიიჩნევს მიტროპოლიტი მაკარიც. საქმე ისაა, რომ მაკარი ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც იერონიმესთან დაკავშირებით, მხოლოდ ნაწილის ციტირებას ახდენს თევდორიტეს სწავლებიდან, კერძოდ იმ ნაწილისა, რაც, ასე თუ ისე, მას უტოვებს შესაძლებლობას, თევდორიტე წარმოგვიდგინოს ვითომცდა მხოლოდ ზოგადი დებულების (ღვთის მიერ ზოგადად სულთა შექმნის) მაუწყებლად დაკონკრეტების გარეშე (დაკონკრეტების გარეშე, სახელდობრ, იმ მხრივ, თუ საიდან, როგორ ქმნის ღმერთი სულებს, მშობელთა სულებისგან ანუ შუალობითად თუ არაფრისგან ანუ უშუალოდ). სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიტროპოლიტს გამოტოვებული აქვს სულთა შესახებ თევდორიტესეული სწავლების ბირთვი, სადაც მთელი ზედმიწევნითობითა და სისრულითაა გადმოცემული საყოველთაო მართლმადიდებელი სწავლება (და არა პირადი აზრი) სულთა შექმნის შესახებ. ქვემოთ წარმოვადგენთ ამ უმნიშვნელოვანესი სწავლების სიტყვა-სიტყვით თარგმანს:

"რამეთუ ადვილია მისთვის (ღვთისთვის, ე.ჭ.) შექმნა არაარსთაგანაც და არსთაგანაც, ვინაიდან, ცხადია, ძველადაც შექმნა და, როგორც ითქმის, ყოველდღიურადაც ქმნის, რადგან ქვემდებარე სხეულთაგან შესახავს ცოცხალ არსთა სხეულებს და არაარსთაგან ქმნის სულებს, არათუ ყველა ცოცხალი არსისას, არამედ მხოლოდ ადამიანებისას" (შდრ. 'Ρᾳδιον γὰρ αὐτῷ καὶ ἐκ μή ὄντων καὶ ἐξ ὄντων δημιουργεῖν• τοῦτο γὰρ δὴ καὶ πάλαι πεποίηκε καὶ καθ' ἑκάστην, ὡς ἔπος εἰπεῖν, ἡμέραν ποιεῖ. Καὶ γὰρ ἐξ ὁποκειμένων σωμάτων διαπλάττει τῶν ζῴων τὰ σώματα καὶ ἐκ μὴ ὄντων δημιουργεῖ τὰς ψυχάς, οὐχ ἅπασι τοῖς ζῴοις ἀλλὰ μόνοις ἀνθρώποις, ΘΕΟΔΩΡΗΤΟΥ ΕΠΙΣΚΟΠΟΥ ΚΥΡΟΥ ΕΛΛΗΝΙΚΩΝ ΠΑΘΗΜΑΤΩΝ ΘΕΡΑΠΕΥΤΙΚΗ - Theodoreti episcopi Cyrensis Graecarum Affectionum Curatio, Ad Codices Manuscriptos Recensuit Thomas gaisford, S.T.P., Oxonii, 1839, p. 186; შდრ. ლათ. Facile est enim Deo et ex iis quae nondum sint, et ex iis quae nondum sint, et ex iis quae sunt, excudere aliquid ac proferre. Hoc enim et ab initio olim fecit, et singulis, ut ita dicam, diebus facere cernitur. Nam et ex praestitutis comparatisque jam corporibus animalium corpora effingit, et ex iis quae non sunt ipsas animas creat, non cunctarum quidem animas animantium, sed humanas dumtaxat, op. Cit. p. 186; შდრ. ინგლ. თარგმ. It is easy for God to be an Artisan both with what does not exist and with what does exist. Indeed, He did this both in the past and, quite literally, He does it every day. For He shapes the bodies of living things from existing bodies and from what does not exist He creates souls, not for all living creatures, but only for man, The Faith of the Early Fathers, A aouce-book of theological and historical passages from the writings of Saint Augustine to the end of the Patristic Age, selected and translated by William A. Jurgens, vol. 3, Collegeville Minnesota, 1970, p. 241).

ამრიგად, თეოდორიტეს ურყევი დაბულებით ღმერთი "არარასთაგან ქმნის სულებს, არათუ ყველა ცოცხალი არსისას, არამედ მხოლოდ ადამიანებისას".

ეს განჩინება ხსენებულ მოძღვარს გამოთქმული აქვს აგრეთვე გნოსტიკოსთა წინააღმდეგ მიმართულ ნაშრომში "ერეტიკულ ზღაპრობათა კომპენდიუმი", სადაც მწვალებელი მარკიონის წინააღმდეგ მკვეთრად მიუთითებს:

"რამეთუ არათუ, უღვთო მარკიონის სიტყვისებრ, თანაარსია სული შემოქმედი ღვთისა, არამედ არაარსთაგან შეიქმნა, რადგან [ღმერთი] ადვილად ქმნის ყოველივეს, რასაც ინებებს, ვინაიდან არა მხოლოდ უკვე შექმნილებს უნდა შეეზომოს დამბადებლის ძალა, ადვილია რა მისთვის მათზე ბევრად მეტის შემოყვანა [არსებობაში]" (შდრ. Οὐ γὰρ κατὰ τὸν δυσσεβῆ Μαρκίωνος λόγον ὁμοούσιός ἐστιν ἡ ψυχὴ τοῦ πεποιηκότος Θεοῦ, ἀλλ' ἐκ μὴ ὄντων ἐκτίσθη• ῥᾷστα γὰρ ὅσα ἂν θέλη δημιουργεῖ. Οὐ γὰρ τοῖς ἤδη γεγενημένοις τοῦ Ποιητοῦ τὴν δύναμιν προσήκει μετρεῖν. Πολλαπλάσια γὰρ τούτων παραγαγεῖν αὐτῷ ῥᾳδιον, PG. 83, col. 465.21-31; შდრ. Joseph Priestley-ის მითითება: "თევდორიტე ამბობს: "სული არ არის თანაარსი ღვთისა, როგორც ამას უღვთო მარკიონიტები ფიქრობენ, არამედ შექმნილია არაფრისგან", - Theodoret says: "The soul is not consubstatian with God, as the wicked Marcionites hold, but was created out of nothing", The theological and miscellaneus works of Joseph Priestly, with notes by the Editor, vol. 6, Containong an History of Early Opinions concerning Jesus Christ, Birmingham, 1832, p. 85).

ამრიგად, როგორც ვხედავთ, თევდორიტე კვირელი თავის დებულებაში ("ხოლო ეკლესია, რწმუნებული საღვთო სიტყვებს, ... სულს ამბობს თანაშექმნილად სხეულთან") გამოკვეთილად კრეაციონისტულ შინაარსს დებს (ღმერთი "არაარსთაგან ქმნის სულებს, არათუ ყველა ცოცხალი არსისას, არამედ მხოლოდ ადამიანებისას") და რადგან მეხუთე მსოფლიო კრებამ მოახდინა სწორედ მისი სიტყვების ციტირება და არა ვინმე სხვისი, ეჭვი არაა, რომ ამ კრებამ გაიზიარა ზემორე სწავლება "ღვთის მიერ სულთა არაარსთაგან შექმნის შესახებ" (რომ არ გაეზიარებინა, დაგმობდა) და გაიზიარა არა როგორც საკუთრივ თევდორიტესეული, არამედ როგორც ერთადერთი საყოველთაო საეკლესიო სწავლება.

აღნიშნულის შემდეგ ნამდვილად არ ვიცით, თუ რა შეფასება უნდა მიეცეს იმას, რომ მიტროპოლიტი მაკარი თევდორიტეს იმოწმებს ავტორიტეტად სულთაგან სულთა შექმნის ტრადუციანული თეორიის დადასტურების მიზენით. როგორც ვნახეთ, თევდოროტე, აბსოლუტურად პირიქით, ძირითურთ აღმოფხვრის ამგვარ აზრს და ერთადერთ საეკლესიო სწავლებად გვიდგენს დებულებას "ღვთის მიერ სულთა არაარსთაგან შექმნის შესახებ". რა თქმა უნდა, მიტროპოლიტ მაკარის ამგვარი მცდელობა გათვლილია მოუმზადებელ მკითხველზე, რადგან საკუთრივ პატროლოგიაში თევდოროტეს შეუვალი პოზიცია სულთა უშუალოდ ღვთისგან შექმნის საკითხითან დაკავშირებით ზედმიწევნითაა ცნობილი.

მაგალითად, Mr. John Flavel აღნიშნავს:

"ჩვენი სულები არათუ ხორციელი შობის ანუ შთამომავლობითი მატერიალური არხით მოედინებიან ჩვენამდე, მსგავსად ჩვენი სხეულებისა, არამედ - უშუალოდ ღვთისგან, მათი საკუთრივი მამისგან, შესაქმის გზით ... არაფრისგან, როგორც ეს იყო ადრე (სულის პირველშექმნისას, ე.ჭ.), როგორც შესანიშნავად გამოთქვა ეს თევდორიტემ" (შდრ. our souls flow not to us in the material channel of fleshly generation or descent, as our bodies do, but immediately from God, their proper Father, in the way of creation... ἐκ μὴ ὄντων out of nothing that had been before, as Theodoret well expresseth it, The whole Works of the rev. Mr. John FlaveI, To Which is added an alphabetical table of the principal matters contained in the whole, In six volumes, Vol. II, London, 1820, p. 516).

კიდევ, E. Reynolds-ის მითითებით:

"არაფერი იმგვარი არ აიღება მშობელთაგან, რითაც შეიძლება მოხდეს სულის ფორმირება... წმ. იერონიმე გვეუბნება, რომ სულის წარმოშობა კაცობრიობაში არ ხდება ისე, როგორც სხვა ცოცხალ ქმნილებებში... და ამ სახითვე თევდორიტეც ამბობს, რომ "ღმერთი შესახავს ცოცხალი არსებების სხეულებს ადრე არსებული სხეულებისგან, მაგრამ სულს, არა ყველა ქმნილებისას, არამედ მხოლოდ ადამიანისას, იგი მოიმუშაკებს ἐκ μὴ ὄντων - "არაფრისგან" (შდრ. there is nothing taken from the parents, by which the soul is formed ... St. Jerome telleth us that the Original of the soul in mankind is not as in other living creatures... And in like manner Theodoret: "God" (saith he) "frameth the bodies of living creatures out of the bodies subsisting before; but the soul, not of all creatures, but of men only, he worketh ix ἐκ μὴ ὄντων - out of nothing", The whole works of the Right Rev. Edward Reynolds, in six volumes, vol. VI, London, 1826, p. 246-247).

მოვისმინოთ თევდორიტეს შრომების კიდევ ერთი მკვლევრის აზრი:

"თევდორიტემ... მკვეთრი გამოხატულება შესძინა კრეაციონიზმის თეორიას" (შდრ. Theodoret... gave distinct utterance to the theory of creationism [Grsec. Affect. Curat., V.; Hter. Fab., V. 9.], History of Christian Doctrine, By Henry C. Sheldon, In two volumes, vol. I, from A.D. 90-to 1517, Boston, 1885, p. 225).

და ა.შ.

ამრიგად, მიტროპოლიტ მაკარის მიერ განსაკუთრებულ ავტორიტეტებად დამოწმებული ნეტარი იერონიმეც და თევდორიოტეც (ხოლო ამ უკანასკნელის ძირითადი დებულების სიტყვა-სიტყვითი ციტირების საფუძველზე V მსოფლიო კრება), მართლმადიდებელი ეკლესიის საყოველთაო სწავლებაზე უაღრესად მკაფიო მითითებით (და არა პირადი მსჯელობებიდან გამომდინარე), ამასთან, მშობელთა სულების მონაწილეობის სრული გამორიცხვით, განგვისაზღვრავენ, რომ სულები იქმნებიან მხოლოდ ღვთისგან, იქმნებიან კი არაარსთაგან და შთაივლინებიან შობად სხეულებში.

ამჯერად შევეხოთ მაკარის მიერ დამოწმებული მომდევნო მოღვაწის, უდიდესი წმინდანის, ქალკედონის კრებისადმი გაგზავნილი სახელგანთქმული დოგმატური ტომოსის ავტორის, ლეონ დიდის უწყებას სულთა შექმნის შესახებ. სამწუხაროდ, ამჯერადაც მიტროპოლიტი მაკარი მხოლოდ სანახევროდ, ე.ი. მხოლოდ ზოგად ნაწილში (რომ სულები იქმნებიან ღვთისგან) იმოწმებს წმ. ლეონის სწავლებას და, ისევე როგორც იერინიმესა და თევდორიტეს შემთხვევაში, ამჯერადაც სრული დუმილით უვლის გვერდს წმ. ლეონის მიერ იქვე სრულიად მკაფიო ხაზგასმას იმაზე, თუ როგორ ქმნის ღმერთი ადამიანთა სულებს. აქვე უაღრესად მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ხსენებული წმინდანიც, იერონიმეს და თევდორიტეს მსგავსად, სულთა შესახებ დებულებას გადმოსცემს როგორც "საყოველთაო სწავლებას" და არა როგორც თავის პირად აზრს.

ჯერ წარმოვადგენთ წმ. ლეონის გამონათქვამს იმ სახით, რა სახითაც იგი დამოწმებულია მაკარის მიერ (ესაა, კერძოდ, ციტატა ლეონის XV ეპისტოლიდან,138 რომელსაც განსაკუთრებული სულიერი და საღვთისმეტყველო ღირსების გამო "დოგმატური ეპისტოლე" ეწოდა139):

"კათოლიკე (=საყოველთაო, ე.ჭ.) სარწმუნოება აღიარებს, რომ ყოველი ადამიანი თავისი სხეულითა და სულით შეისახება და განსულიერდება დედისეულ საშოში ყოველთა შემოქმედისგან, თუმცა იმგვარად, რომ რჩება ცოდვისა და სიკვდილის, დასნებოვნება, პირველმშობელთაგან შთამომავლობაზე გადმომავალი" (შდრ. „Кафолическая вера псповедует, что каждый человек по своему телу и душе, образуется п одушевляется в утробе матерней Творцом всяческих, так впрочем, что остается зараза греха и смерти, переходящая от прародителя на потомство“, стр. 440140).

დამოწმებულ ციტატაში, როგორც ვხედავთ, მინიშნებაც კი არაა იმაზე, რომ შვილთა სულები მშობელთა სულებიდან იბადებიან, თუმცა რადგან თითქოს არც ისაა უწყებული, რომ, პირველშთაბერვის კვალობაზე, უშუალოდ ღვთისგან შთაიბერებიან ისინი, მიტროპოლიტი მაკარი კვლავაც სათავისო მოწმობად იგებს მას (უკეთ, მკითხველს წარმოუჩენს ასე), თუმცა საკმარისი იყო მიტროპოლიტს სრულად მოეტანა წმ. ლეონის სწავლება, კერძოდ დაემოწმებინა ზემორე სიტყვებს წამძღვარებული ზედმიწევნითი დებულება იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რა სახით ხდება ადამიანის "განსულიერება" ანუ одушевление (შდრ. ლათ. animari), რომ ყველაფერი უნათლესად ცხადი გახდებოდა.

მართლაც, მაკარისგანვე მოხმობილ ციტატას იმავე "დოგმატურ ეპისტოლეში" წინ უძღვის წმ. ლეონის მიერ ზედმიწევნით ნათლად ჩამოყალიბებული დებულება სულთა შექმნის ანუ ადამიანთა "განსულიერების" რაგვარობის შესახებ, რაც ამჯერადაც, სრულიად მკაფიოდ, "კათოლიკე ანუ საყოველთაო სწავლებად" არის წოდებული მისგან.

ასე რომ, ვიმოწმებთ ლეონ დიდის ანთროპოლოგიური სწავლების იმ უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რაც სრულიად გამოტოვა მიტროპოლიტმა მაკარიმ, თუმცა სწორედ ამ ნაწილში გვაქვს მკაფიო უწყება სულთა წარმოშობის რაგვარობაზე:

"ეს უღვთოების ზღაპარი141 მრავალთა ცთომილებებისგან მოუქსოვეს მათ (ორიგენისტებმა, ე.ჭ.) თავის თავს, მაგრამ ყველა მათგანს კათოლიკე სარწმუნოება თავისი სხეულისგან მოიკვეთს, აცხადებს რა გამუდმებით და ჭეშმარიტებით, რომ ადამიანთა სულები, სანამ ისინი თავიანთ სხეულებში შთაიბერებოდნენ, არ არსებობენ, არცთუ ვინმე სხვისგან შთასხეულდებიან, თუ არა შემოქმედი ღვთისგან" (შდრ. Quam impietatis fabulam ex multorum sibi erroribus texuerunt, sed omnes eos catholica fides a corpore suae unitatis abscidit, constanter praedlcans atque veraciter, quod animae hominum, priusquam auis inspirarentur corporibus, non fuere, nec ab alio incorporentur, nisi ab opifice Deo, PL. 54, col. 685 AB; შდრ. ინგლ. თარგმ. This blasphemous fable they have woven for themselves out of many persons‘ errors. all of them the catholic Faith cuts off from union with its body, persistently and truthfully proclaiming that men's souls did not exist until they were breathed into their bodies, and that they were not there implanted by any other than GOD, A Select library of Nicene and Post-Nicene Fathers of the Christian Church, ed. by Philip Schaff, Second Series, vol 12, Leo the Great. Gregory the Great, New York, 1895, p. 23142).

სულთა შესახებ აქ წარმოდგენილი უდიადესი სწავლება თავად წმ. ლეონ დიდის მიერ, როგორც აღვნიშნეთ, სრულიად გარკვევით, სახელდებულია კათოლიკე სარწმუნოებად ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთადერთ დოგმატურ სწავლებად, რასაც ეკლესია "აცხადებს გამუდმებით და ჭეშმარიტებით".

და რას აცხადებს იგი "აცხადებს გამუდმებით და ჭეშმარიტებით"?

ერთადერთ რამეს:

ადამიანთა სულები არსებობას მაშინ იწყებენ, როდესაც ხდება ღვთისგან მათი შთაბერვა მათსავე სხეულებში ანუ როცა მათ ღმერთი "შთაასხეულებს", ე.ი. "სხეულებში შთაავლენს".

უაღრესად საგულისხმოა, რომ სულთა "შთაბერვის" აღსანიშნად წმ. ლეონი მოუხმობს ზუსტად იმავე ტერმინს (inspirarentur), რაც ლათინურ ვულგატაში გამოყენებულია ადამის სულის შთაბერვასთან დაკავშირებით:

"და შთაჰბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა" - et INSPIRAVIT in faciem eius spiraculum vitae.

ამრიგად, სავსებით ნათლად და დოგმატურად, ლეონ დიდი ყველა ჩვენგანის სულის წარმოშობას ზედმიწევნით აიგივებს ადამის სულის წარმოშობასთან.

შესაბამისად, როგორც ადამში ღვთის მიერ შთაიბერა არაფრისგან შექმნილი სული, ზედმიწევნით ამ სახითვე აღსრულდება ყველა ჩვენგანის სულის შთაბერვაც ჩვენსავე სხეულებში, რაც ნიშნავს, რომ ერთი და იგივე საღვთო შთაბერვა ისევე ქმნის ჩვენს სულებს, როგორც მან შექმნა ადამის სული, რადგან შეუძლებელია და აბსოლუტურად წარმოუდგენელია განსხვავება არსებობდეს სულთა საღვთო შთაბერვის რაგვარობაში და ვთქვათ, სხვაგვარი იყოს ღვთისმიერი შთაბერვა ადამში და იგივე შთაბერვა სხვაგვარად შედეგობდეს ჩვენზე.

პირიქით, ცხადია, წმ. ლეონის მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ სწავლებად ნაუწყები ზემორე დებულების მიხედვით, სახეზეა აბსოლუტური იგივეობა ადამის სულის შექმნასა და ჩვენი სულის შექმნას შორის, ანუ ჩვენი სულებიც ღვთის სწორედ იმ შთაბერვით იქმნებიან საიდუმლოებითად, რითაც დასაბამში შეიქმნა ადამის სული, მით უმეტეს, მინიშნებაც კი არაა იმაზე, რომ ჩვენი სულების შექმნას რაიმეთი უკავშირდებოდეს მშობელთა სულები.
მართლაც, რა უნდა ყოფილიყო ხელისშემშლელი ხსენებული მოძღვრისთვის ან თუნდაც იერონიმესა და თევდორიტესთვის, რომ სულ ორი სიტყვის დამატებით ნათლად ეთქვათ, სულები იქმნებიანო ღვთის მიერ მშობელთა სულებისგან? რა თქმა უნდა, ამგვარი აზრის გამოთქმას ვერაფერი დააბრკოლებდა, ოდნავ მაინც რომ დასაშვებად მიეჩნია რომელიმე მათგანს (ან კიდევ მრავალ სხვა წმინდანს) ამგვარი რამ.

საგულისხმოა, რომ წმ. ლეონი ზემოაღნიშნულ დებულებას, როგორც არაერთგზის მივანიშნეთ, განგვიწესებს ეკლესიის მიერ "გამუდმებით და ჭეშმარიტებით განცხადებულ" სწავლებად ანუ დოგმატად, რომლის უარმყოფლებსაც, მისივე სიტყვებით, "კათოლიკე სარწმუნოება თავისი სხეულისგან მოიკვეთს."

წმ. ლეონის დოგმატური განჩინება ჩვენი სულების, ადამისებრ, საღვთო შთაბერვით ანუ არაფრისგან შექმნის შესახებ არაერთგზის განმარტებულა ხსენებული მოძღვრის მკვლევართა მიერ. დავიმოწმებთ ერთ-ერთი ცნობილი მკვლევრის შემფასებლობით დასკვნას:

"თავის დოგმატურ ეპისტოლეში პაპი ლეონ დიდი (+461) საუბრობს სულთა შთაბერვაზე სხეულებში: "ადამიანთა სულები, სანამ ისინი თავიანთ სხეულებში შთაიბერებოდნენ, არ არსებობენ". მხედველობაში ვიღებთ რა იმას, რომ მოსეს უწყება მსგავსადვე აღწერს ადამის სულის შთავლინებას მის სხეულში ["შთაჰბერა სული სიცოცხლისა"], ჩვენ ვერ გავექცევით იმ დასკვნას, რომ ლეონ დიდმა გამოიყენა "მობერვა"... არაფრისგან შექმნის აზრით" (შდრ. In his dogmatic Epistle Pope Leo the Great (+461) speaks of the breathing of souls into their bodies: "Animae humanae, priusquam suis inspirarentur corporibus, non fuerunt." Considering that the Mosaic narrative likewise describes the infusion of Adam's soul into his body ["inspirare spiraculnm vitae"], we cannot escape the conclusion that Leo the Great employed spirare... in the sense of a CREATIO EX NIHILO, Pohle, Joseph, God: the Author of Nature and the Supernatural, A Dogmatic Treatise, third, revised edition Adapted and Edited by Arthur Preuss, London, 1919, p. 174).

ამრიგად, მიტროპოლიტ მაკარის მიერ დასახელებული სამი დოგმატიკოსი მოძღვრის, - იერონიმეს, თევდორიტეს და, როგორც თვითვე ამბობს, "განსაკუთრებით" (особенно) ლეონ დიდის ის დებულებები და ის განჩინებები, რაც ხსენებულმა მიტროპოლიტმა საერთოდ გამოტოვა და უთარგმნელი დატოვა, ადამიანთა სულების შექმნის შესახებ მკვეთრად კრეაციონისტულია, სრულიად გამომრიცხველია შვილთა სულების შესაქმეში მშობელთა სულების მონაწილეობისა (მინიშნებითაც კი არ არის დაშვებული ამგვარი რამ) და დოგმატურად განმაწესებელია მართლმადიდებელი ეკლესიის ურყევი სწავლებისა ადამიანთა სულების უშუალოდ ღვთისგან შექმნის, სხეულებში მათი "შთავლინების", "არაარსთაგან შექმნის", "შთაბერვის", "შთასხეულების" შესახებ.

ზემოთ ჩვენ დავიმოწმეთ უდიდესი მოძღვრის, წმ. ამბროსი მედიოლანელის სწავლება ადამისეული ცოდვის საყოველთაოობის შესახებ. აღვნიშნავდით, რომ პირველცოდვის ყოვლითურთ გენეტიკურობისა და გარდაუვალობის დოგმატის ჩამოყალიბებისას ავგუსტინე ეყრდნობოდა და იმოწმებდა უდიდეს ავტორიტეტს, სულთა კრეაციონიზმის შეუძრავ ბურჯთაგანს, წმ. ამბროსი მედიოლანელს, ანუ იმ მოღვაწეს, რომელიც, ერთი მხრივ, ხაზგასმულად და დებულებითად, სწორედ პირველცოდვის საყოველთაოობისა და უკლებლივ ყველა ადამიანზე მისი სრული განვრცობის, მეორე მხრივ კი, ასევე ხაზგასმულად და დებულებითად, ადამიანთა სულების ღვთის მიერ ახლად შექმნის რჯულმდებელი იყო, რაც, კვლავ აღვნიშნავთ, მხოლოდ იმის ურყევი დასტური გახლავთ, რომ ამ ორ სწავლებას შორის არანაირი წინააღმდეგობა არ შეიძლება იყოს.

ეგევე ითქმის, სრულიად მკაფიოდ, წმ. ლეონდ დიდთან დაკავშირებითაც, რომლის ზემოგანხილული უმკაფიოესი კრეაციონისტული დებულებების გვერდით კვლავ დავიმოწმებთ მისსავე დოგმატურ განჩინებას ადამისეული ცოდვის საყოველთაოობისა და მხოლოდ ნათლისღების მიერ მისი აღმოფხვრის შესახებ, რომ თუნდაც ამ ჭეშმარიტად შეუძრავი ავტორიტეტის დამოწმებით ძირითურთ იმხილოს და ერთხელ და სამუდადმოდ განქარდეს ტრადუციანისტთა ცრუარგუმენტი, თითქოს კრეაციონიზმი უპირისპირდებოდეს პირველცოდვის დოგმატს. მოვუსმინოთ:

"რჩება ცოდვისა და მოკვდავობის ის დასნებოვნება, რაც პირველი მშობლისგან შთამომავლობაში გადადის (სიტყვ. "გადამსრბოლობს"), ვიდრე არ მოიწევა მასზე ახალშობის მღვდელმოქმედება, რითაც სულიწმინდის მიერ იშვებიან "ძენი აღთქმისანი",143 არათუ ხორცის საშოში, არამედ ნათლისღების მადლში" (შდრ. manente... illo peccati mortalitatisque contagio, quod in prolem a primo o parente transcurrit; sed regenerationis sacramento subveniente, quo per Spiritum sanctum promissionis filii renascuntur, non in utero carnis, sed in virtute baptismatis, PL. 54, col. 684 B; შდრ. ინგლ. თარგმ. that taint of sin and liability to die remains which passed from the first parent into his descendants; until the sacrament of Regeneration comes to succour him, whereby through the Holy Spirit we are re-born the sons of promise, not in the fleshly womb, but in the power of baptism, A Select Library of Nicene and Post-Nicene Fathers of the Christian Church, ed. by Philip Schaff, Second Series, vol 12, Leo the Great. Gregory the Great, New York, 1895, p. 23).

კიდევ:

"რადგან პირველი ადამიანის გარდასვლის გამო კაცთა მოდგმის მთელი შთამომავლობა გაუკეთურდა, არავის ძალუძს ძველი ადამიანის მდგომარეობიდან გათავისუფლება, თუ არა ქრისტიანული ნათლისღების მღვდელმოქმედების გზით" (შდრ. quia per primi hominis praevaricationem tota humani generis prorago vitiata sit, neminem posse a conditione veteris hominis liberari, nisi per sacramentum baptismatis Christi, PL. 54, col. 685 AB; შდრ. ინგლ. თარგმ. because through the transgression of the first man the whole stock of the human race was tainted no one can be set free from the state of the old Adam save through Christ's sacrament of baptism, A Select Library of Nicene and Post-Nicene Fathers of the Christian Church, ed. by Philip Schaff, Second Series, vol 12, Leo the Great. Gregory the Great, New York, 1895, p. 23).

დავუბრუნდეთ წმ. ამბროსი მედიოლანელს.

როგორც აღვნიშნეთ, მართლმადიდებელი ეკლესიის ეს მარადცისკროვანი მნათობი პირველცოდვის დოგმატთან ერთად უმკვეთრესად რჯულმდებლობს ადამიანთა სულების უშუალოდ ღვთისგან შექმნას, რითაც ერთიანად შემუსრავს ტრადუციანისტთა აზრს სულთა ე.წ. შუალობითი (ანუ ღვთის მიერ მშობელთა სულების მონაწილეობით აღსრულებული) შესაქმის შესახებ.

თავის ცნობილ ეგეზეგეტურ შრომაში "ნოესა და კიდობნის თაობაზე" დიდი მოძღვარი ასე რჯულმდებლობს:

"რამეთუ არცერთი ადამიანისგან არ იშვებიან სულები" (შდრ. quia ex nullo homine generantur animae, De Noe et Arca, IX144).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წმ. ამბროსის სწავლება ევას ხორციელი და სულიერი წარმოშობის შესახებ. სწორედ ამ საკითხის განმარტებისას განუწონის მოძღვარი შემმუსვრელ ლახვარს ტრადუციანულ დაშვებას იმის შესახებ, თითქოს შესაძლებელი იყოს ერთი ადამიანის სულის ნაწილის მეორე ადამიანში გადასვლა.

წმ. ამბროსი ბრძანებს:

"დაუკვირდი იმას, რომ მან (ევამ, ე.ჭ.) მიიღო ნეკნი სხეულისგან და არა სულისგან ნაწილი (non ex portionem); ესე იგი, არათუ სულია სულისგან, არამედ "ძვალად ძვალთა ჩემთაგანად და ხორცად ხორცთა ჩემთაგანად" იქნება წოდებული ეს ქალი"145 (შდრ. Considera quia ex corpore costam sumpsit, non ex anima portionem; hoc est, non anjma ex animae, sed os de ossibus meis ct caro de carne mea haec vocabitur mulier, შდრ. ინგლ. თარგმ. Reflect on the fact that He did not take a part from Adam's soul, but a rib from his body, that is to say, not soul from a soul, but "bone of my bone and flesh of my flesh" will this woman be called, The fathers of the Church, st. Ambrose, Hexameron, Paradise and Cain and Abel, Transl. by John J. Savage, 1961, repr. 2003, p. 329).

ამრიგად, თუკი ევას არ მიუღია ადამის სულის ნაწილიც კი, როგორღა შეუქმნია ღმერთს ევას სული ადამის სულის მონაწილეობით? ანკი თუ ჩვენც, ჩვენი შობისას, არარა ნაწილს ანუ არარა portio-ს მშობელთა სულებისგან არ განვიკუთვნებთ (ცხადია, ასე განზოგადდება ევას შესახებ წმ. ამბროსისგან განჩინებული რჯულდება), როგორღა ქმნის, მაშ, ღმერთი ჩვენს სულებს ჩვენი მშობლების სულებისგან?

მაგრამ, მეორე მხრივ, არაფრისგან სულთა შექმნა აღძრავს საკითხს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, ასეთ შემთხვევაში, უფლის დასვენება შესაქმის მეშვიდე დღეს.

თანამედროვე ტრადუციანისტები ისე წარმოაჩენენ ვითარებას, თითქოს ეს საკითხი (ისევე როგორც ზემოგანხილული საკითხი სულთა კრეაციისა და პირველცოდვის გენეტიკურობის ვითომცდა დაპირისპირების შესახებ) მათგან წარმოიჭრა პირველად. ამიტომაა, რომ როდესაც ხსენებული პირები სულთა კრეაციონიზმზე მსჯელობენ, არაიშვიათად მოუხმობენ, მკითხველზე ზემოქმედების მოსახდენად, ლექსიკურ ერთეულს: непонятно.

სინამდვილეში ყველაფერი საუკუნეთა წინ არის ახსნილ-განმარტებული, რასაც ელემენტარული წაკითხვა და გათვალისწინება სჭირდება, თუმცა უპირველესად სხვა რამის შესახებ გვმართებს ხაზგასმით აღვნიშნოთ:

საეკლესიო მართლმკვეთელობის მიერ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების შიგნით ერთმანეთისგან მკაფიოდ იმიჯნება, ერთი მხრივ, დოგმატური იგივე რჯულდებითი ანუ ეკლესიის საყოველთაო ("კათოლიკე") სწავლებად შერაცხილი ნაწილი, მეორე მხრივ კი - ძიებითი ანუ სამსჯელო ნაწილი. "ძიებითია" ანუ, ძველი ქართულით, "მეძიებლობითია" ის საკითხები, რომლებიც არ გულისხმობს დოგმატს და, შესაბამისად, მათზე პირადი მოსაზრებების გამოთქმა დაშვებულია, ხოლო "საყოველთაო სწავლება" წარმოადგენს სწორედ დოგმატურ, რჯულდებით ნაწილს ღვთისმეტყველებისას, რაც გამოცხადებითია და ღვთისგან არის კაცთათვის ნაუწყები (ამ ნაწილთან დაკავშირებით ეკლესიის მამათა მოღვაწეობა გულისხმობს მხოლოდ ზედმიწევნითი გამოთქმითი სახის შემუშავებას, რომ ღვთივგანცხადებული დოგმატები ადამიანურ, მატერიალურ ენაზე მაქსიმალურად შესაძლებელი ადეკვატური ტერმინოლოგიური ფორმით გადმოიცეს).

ამრიგად, რადგან საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, დოგმატურ ღვთისმეტყველებასთან, მეორე მხრივ კი არადოგმატურთან ანუ "მეძიებლობითთან" (ზოგჯერ მას "დოქსასტური" ანუ "ვარაუდისეული" ეწოდება), შესაბამისად, მკვეთრად განსხვავებულია მათ შესახებ მსჯელობის წესიც.

კერძოდ, როდესაც რაიმე ძიებითი (არადოგმატური) საკითხი განიხილება, მსჯელობა ყოველთვის წინ უძღვის დასკვნას, რადგან საძიებელი ჯერ დადგენილი არ არის და მისი რაობის განსაზღვრა ხდება სწორედ მსჯელობის პროცესში. ამასთან, ამგვარ საკითხზე მიღებული დასკვნა შეიძლება გადაისინჯოს, შეიძლება სხვა მოღვაწისგან მოიძებნოს განსხვავებული ახსნა, უფრო დამარწმუნებელი განმარტება და ეს ბუნებრივია.

რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც განიხილება დოგმატი ანუ ეკლესიის საყოველთაო სწავლება, ასეთ დროს დასკვნა ანუ დებულება ყოველთვის წინ უძღვის მსჯელობას, რადგან ხსენებული სწავლება ღვთისგამოცხადებულია, ღვთივდადგენილია, და, შესაბამისად, თუ ჩვენი კაცობრივი ძალისხმევით მის შესახებ მსჯელობას შევუდგებით, ანუ თუ მსჯელობას განვაწესებთ დასკვნის წინ, რომ, ასე ვთქვათ, ლოგიკური მსჯელობის კვალობაზე მივიდეთ შესაბამის (მსჯელობით ნაკარნახევ) დასკვნამდე, გამოდის, რომ ეჭვი შეგვაქვს ხსენებული დოგმატური დებულების მართებულობაში და მსჯელობის გზით ვცდილობთ მის დადგენას.

დოგმატთან დაკავშირებით რაც უპირველესად და უპირობოდ მოეთხოვება ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს, ესაა, მსჯელობის უწინარეს, ხსენებული დოგმატის ჭეშმარიტების მთელი გულით რწმენა-შეთვისება მის მიერ,146 დამოუკიდებლად იმისა, რამდენად ღრმად წვდება იგი ღვთივგამოცხადებული სიბრძნის სიღრმეებს, ხოლო რაც შეეხება მსჯელობას, დოგმატის მიმართ იგი გამოიყენება მხოლოდ იმ ერთადერთი მიზანდასახულობით, რომ უკვე მთელი გულით რწმუნებული საეკლესიო სწავლების უფრო და უფრო სიღრმისეული შემეცნება განხორციელდეს, უფრო და უფრო გასაგებად (თავისთვისაც და სხვებისთვისაც) განიმარტოს იგი, მაგრამ თუ რამ მიუწვდომელი და საიდუმლოებითი აღმოჩნდება ღვთივდადგენილ რჯულში (და ამგვარია უკლებლივ ყველა დოგმატი თავისი არსით), ეს მხარე დამაბრკოლებელი არ უნდა აღმოჩნდეს ჩვენთვის და უარყოფითი გაგების შემცველი (უკეთ, დაურწმუნებლობისა და დაეჭვებულობის გამომხატველი) непоятный-ით არ უნდა განვსაზღვრავდეთ მას.

ზემოთ ჩვენ უნათლესად ვნახეთ, რომ უდიდესი მოძღვარნი სულის შესახებ მათ მიერ გადმოცემულ დებულებებს ერთსულოვნად რაცხენ მართლმადიდებელი ეკლესიის საყოველთაო სწავლებად.147 შესაბამისად, ამ სწავლების ავკარგიანობაზე კი არ უნდა ვმსჯელობდეთ (თუ რა გვაჯერებს ან რა გვიქმნის დაბრკოლებას, რა არის ჩვენთვის понятный და непоятный), რამაც საბოლოოდ ხსენებული სწავლების უარყოფამდე შეიძლება მიგვიყვანოს (როგორც მივიდნენ კიდეც ამგვარ უარყოფამდე თანამედროვე ტრადუციანისტები და მათდამი მინდობილი მკითხველები), არამედ, უპირველესად, მთელი გულით უნდა მივიღოთ იგი და მხოლოდ შემდეგ ვეცადოთ, ძალისამებრ, განმარტებას იმისას, რაც ჩვენთვის ბოლომდე ნათელი არ არის, ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ სულთა შესახებ ღვთივგანცხადებული საეკლესიო სწავლების რაიმე ნაწილს სრულად ვერ ვიცნობიერებთ, სრულად ვერ ვწვდებით, ეჭვებში კი არ უნდა ჩავვარდეთ, ღმერთს განვუკუთვნოთ მისი ყოვლითურთი ცოდნა.

ზემოთქმულის საფუძველზე, როდესაც მავანი კადნიერდება და ეჭვი შეაქვს ღვთის მიერ სულთა ახლად შექმნის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის ზემორე სწავლების მართებულობაში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სწავლება თითქოს ეწინააღმდეგება, მისი მოსაზრებით, ღვთის დასვენების შესახებ ბიბლიურ უწყებას, ამგვარი დაეჭვება და აქედან გამომდინარე უმძიმესი ცთომილება (საეკლესიო სწავლების საერთოდ უარყოფა) რომ თავიდან იქნეს აცილებული, ან ღმერთს უნდა განვუკუთვნოთ, როგორც ვთქვით, ჩვენთვის აუხსნელი რომელიმე კონკრეტული საკითხის ზედმიწევნითი ცოდნა, ანდა ეკლესიის მამათა განმარტებას დავჯერდეთ და ის ვირწმუნოთ.

სინამდვილეში, სულთა ახლად შექმნის შესახებ საეკლესიო სწავლებასა და ღვთის დასვენების შესახებ ბიბლიურ უწყებას შორის აბსოლუტურად არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს, რადგან ხსენებული წინააღმდეგობა მართლაც რეალური რომ ყოფილიყო, ამას თანამედროვე ტრადუციანისტებზე ბევრად ადრე და ბევრად ზედმიწევნით გააცნობიერებდნენ ზემორე უდიდესი მამები, რომლებმაც წმინდა წერილიც უღრმესად განგვიმარტეს (გავიხსენოთ თუნდაც თევდორიტეს მიერ განმარტებული პირველი რვა წიგნი ძველი აღთქმისა) და სულთა ახლად შექმნის შესახებ მოძღვრებაც ურყევ საეკლესიო სწავლებად ანუ დოგმატად გადმოგვცეს. მართლაც, ნუთუ ხსენებულ მამათა მოძღვრების მიმართ ამგვარი განმჩხრეკელობითი პოზიცია არ არის ტოლფასი იმისა, რომ ეჭვი შევიტანოთ ხსენებულ ღვთივმიმადლებულ მოძღვართა განსწავლულობასა და, მეტიც, დოგმატურ უცთომელობაში, რადგან თუ მათ ბიბლიური უწყების ჭეშმარიტება დაარღვიეს, უპირობოდ ერეტიკოსები ყოფილან და არა მართლმადიდებელნი. გვახსენდება ამგვარი ნიშანდობლივი ფაქტი:

როდესაც წმ. გიორგი მთაწმინდელმა, უდიდესი ძალისხმევისა და შრომის ფასად, ფსალმუნთა ახალი "თარგმანი"148 მოგვცა, მას დაურთო განსაკუთრებული სულიერი ღირსების შემცველი ანდერძი. ხსენებულ ანდერძში გიორგი სთხოვს ყველას, ვისაც კი პრეტენზია აქვს ბერძნულის ცოდნაზე, რომ მისი თარგმანის შესწორება არ დაიწყოს და არ ამოიღოს ტექსტიდან ანდა არ ჩაუმატოს მასში თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო "და" კავშირი ან კიდევ "რამეთუ" ან სხვა რამ ამგვარი. გიორგი შემდეგნაირად ასაბუთებს თავის მოთხოვნას:

გონიერმა კაცმა ასე უნდა იფიქროსო, ამბობს იგი, რომ თუნდაც ეს "და" კავშირი ხომ ჩვენც ვიცოდით და თუ იგი ან რომელიმე სხვა სიტყვა რაიმეს დააზიანებდა, განა ჩვენ თვითონვე არ ამოვიღებდითო? ("ვინ სწერდეთ, ვითა აქა ჰპოოთ, ეგრეთვე შეუცვლელად დასწერდით, ნუცა ჩაურთავთ, ნუცა დააკლებთ. ჩუენ რომელი ჯერ-იყო, ჩაგჳრთავს და რომელი ჯერ-იყო, დაგვჳკლია, ვითა ჩუენსა ენასა მოჰვიდოდა და წესი საქმისაჲ ეძიებდა. ნუცა "დონ-ანსა" [="და"] დააკლებთ და ნუცა "რამეთუსა". და ესრეთ ეგების გონიერისაგან გულისჴმისყოფად, რომელ იგი "დონ-ანი" ჩუენცა ვიცოდით, და თუმცა რას ავნებდა, გინა იგი, გინა სხუაჲ რომელიცა სიტყუაჲ, არა დაუტეობდით, არამედ აღმოვჰჴოცდით"149).

ამ შემთხვევაშიც, გონიერმა მორწმუნემ უთუოდ ასე უნდა იფიქროს, რომ თუ სულთა ახლად შექმნის შესახებ დოგმატი ბიბლიური სწავლების დამარღვეველი იყო, განა ზემორე უდიდესი მამები, სწორედ წმინდა წერილის აბსოლუტური უცთომელობის დამცველნი, ამგვარ უღვთოებას იმოქმედებდნენ, ასეთ უმძიმეს მწვალებლობას ჩაიდენდნენ? ანდა განა ეკლესია ესოდენი მწვალებლობის ჩამდენთ უდიდეს მოძღვრებად შერაცხავდა? ამგვარი განსჯით ხომ თვით ყოვლადუცთომელი ეკლესიაც მათი მწვალებლობის მოზიარე და მონაწილე აღმოჩნდებოდა?

ყურადღებამისაქცევია ისიც, რომ, როგორც აღვნიშნავდით, ტრადუციანისტები, მათივე არაერთგზისი მითითებით, მხოლოდ პირად შეხედულებებს გამოთქვამდნენ, რომელთა არგაზიარება პრობლემას არ ქმნის, რადგან მავანის პირადი აზრი შეგვიძლია მივიღოთ და შეგვიძლია არ მივიღოთ, მაგრამ როდესაც სრულიად აშკარად ვხედავთ, რომ ზემორე კრეაციონისტი მამები სულთა ახლად შექმნის შესახებ მოძღვრებას არა საკუთარ პირად აზრად, არამედ, სავსებით მკაფიოდ, ოდენ მართლმადიდებელი ეკლესიის საყოველთაო სწავლებად ანუ დოგმატად წარმოგვიდგენენ, ასეთ შემთხვევაში მავანთა მხრიდან, რომლებიც უარყოფენ ხსენებული სწავლების ჭეშმარიტებას და უპირისპირდებიან მას (ამა თუ იმ არგუმენტის მოშველიებით), ან ის უნდა იქნეს ცალსახად და მკვეთრად განცხდებული, რომ ეს მამები მზაკვრობდნენ, შეგნებულად ტყუოდნენ და საკუთარ აზრებს, მათი გავრცელების მიზანდასახულობით, განზრახ ასაღებდნენ "მსოფლიო ეკლესიის სწავლებად" (ე.ი. უმძიმესად მწვალებლობდნენ), ანდა, მეორე მხრივ, სრულიად ერთმნიშვნელოვნად, ის უნდა იქნეს მათგან წრფელად აღიარებული, რომ ზემორე მამები კი არა, თავად ცდებოდნენ (ტრადუციანიზმით მოხიბლულნი), უპირისპირდებოდნენ რა ხსენებულ მამებს და ამ მამათა სახით დედა-ეკლესიას, რადგან უარმყოფელნი იყვნენ არა რომელიმე პირადი აზრისა, არამედ ეკლესიის კათოლიკე ანუ საყოველათაო სწავლებისა.

ამ ორი არჩევანის გარდა სხვა რამ ალტერნატივა არ არსებობს.

რაც შეეხება კონკრეტულად იმას, თუ როგორ მიემართება სულთა ახლად შექმნის შესახებ სწავლება ბიბლიურ უწყებას, რომ მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა ყველა თავისი საქმისგან, უნდა ითქვას, რომ ამ საკითხის განხილვისას გვიანდელი ტრადუციანისტები ყოველ ნაბიჯზე იმოწმებენ ავგუსტინეს, რომელსაც მათ სულიერ წინამძღვრად თვლიან და ამ გზით კვლავ შეცდომაში შეჰყავთ მკითხველი. ზემოთ ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რაოდენ მცდარია ავგუსტინეს წარმოჩენა ტრადუციანისტად. ამჯერად კი, თანამედროვე ტრადუციანიზმის უარსაყოფად დავიმოწმებთ სწორედ ავგუსტინეს, რომელმაც, როგორც აღვნიშნავდით, სიცოცხლის ბოლო წლებში მნიშვნელოვლად შეიცვალა თავისი პოზიცია კრეაციონიზმის სასარგებლოდ, ბევრი რამ გადააფასა ადრინდელი შეხედულებებიდან და კონკრეტულად ზემორე საკითხთან დაკავშირებითაც იერონიმესადმი მიწერილ თავის სახელგანთქმულ (166-ე) წერილში შესაშური ამომწურაობის განმარტება მოგვცა, რასაც სრულად დავიმოწმებთ ქვემოთ:

"სხვა ყველაფერი, რაც, მაშ, ხსენებული აზრის (სულთა ახლად შექმნის, ე.ჭ.) წინააღმდეგ ითქმის, ვფიქრობ, ადვილად შემიძლია უარვყო. მაგალითად, ისმის150 ის [კითხვა], რითაც მავანნი ამ აზრის დამმარცხებლად151 წარმოაჩენენ თავს: როგორღა აღასრულაო ღმერთმა ყველა თავისი საქმე მეექვსე დღეს და როგორ დაისვენაო მეშვიდეზე, უკეთუ იგი აქამდე ახალ სულებს ქმნის? თუ ამათ ვეტყვით სახარების [სიტყვებს], რაც ზემოხსენებულ ეპისტოლეში152 გაქვს მოტანილი, რომ "მამა ჩემი ვიდრე აქამდე იქმს" (იოანე 5.17), გვიპასუხებენ: "იქმსო" - ნათქვამია უკვე დაფუძნებულთა წარმმართველობის და არა ახალ ბუნებათა დაფუძნების გაგებით, თორემ წინააღმდეგობაში იქნებოდა იგი "შესაქმის" წიგნთან, სადაც უცხადესად არის ნათქვამი, რომ დაისვენა ღმერთმა თავისი ყველა საქმისგან. ამასთან, ის, რომ მან დაისვენა, უთუოდ გაიაზრება დასვენებად ახალ ქმნილებათა ქმნადობისგან და არა - [უკვე შექმნილთა] განმგებლობისგან, ვინაიდან იმ ჟამს მან შექმნა არარსებულნი, რომელთა [შემდგომი] ქმნადობისგანაც მან დაისვენა, რადგან სრულიქმნა ყოველივე ის, რაც კი, მანამ სანამ იარსებებდა, განჭვრიტა მან, რომ შექმნადი იყო, რათა შემდეგში არა ისინი, რომლებიც არ არსებობდნენ, არამედ იმათგან, რომლებიც უკვე არსებობდნენ, დაებადებინა და შეექმნა, რასაც კი შექმნიდა. ასე რომ, ორივე მათგანი ჭეშმარიტი ჩანს, ის ნათქვამიც, რომ "დაისვენა თავის საქმეთაგან" და ისიც, რაც ითქვა, რომ "აქამდე იქმს". მართლაც, არ შეიძლება, რომ "შესაქმის" საწინააღმდეგო იყოს "სახარება".153 მაშ ესენი,154 რომლებიც ერწმუნებიან არა იმას, რომ ღმერთი ქმნის, იმ ერთის155 მსგავსად, ახალ სულებს, რომლებიც არ არსებობდნენ, არამედ - ან იმას, რომ იმ ერთისგან, უკვე არსებულისგან, ქმნის [ღმერთი] მათ (ახალ სულებს, ე.ჭ.),156 ანდა იმას, რომ რაღაც წყაროდან ანუ რამ საცავიდან, რაც მაშინ შექმნა,157 გზავნის მათ. ადვილად შეიძლება პასუხი გაეცეს მათ, რომ იმ ექვს დღეშიც ღმერთმა ბევრი რამ შექმნა უკვე შექმნილი ბუნებებისგან, როგორც მაგალითად, წყლისგან ფრინველები და თევზები, მიწისგან კიდევ ხეები, ბალახი და ცხოველები, მაგრამ ის, რომ მაშინ შექმნა მან არარსებულნი, თვალნათლივია. მართლაც, არ არსებობდა არარა ფრინველი, არარა თევზი, არარა ხე, არარა ცხოველი; ამიტომ, სავსებით გასაგებია, რომ მან დაისვენა იმ ქმნილებათაგან, რომლებიც არ არსებობდნენ და შეიქმნენ. ეს ნიშნავს შეწყვეტას [იმ აზრით], რომ შემდეგში აღარ მომხდარიყო იმათი შექმნა, რომლებიც არ არსებობდნენ. მაგრამ რასაც ახლა ვამბობთ, რომ [ღმერთი] სულებს არათუ, როგორც უკვე არსებულთ, რაღაც (არც კი ვიცი რა) წყაროდან გზავნის, არათუ თავისი თავისგან ცვარავს158 მათ როგორც თავის ნაწილაკებს,159 არათუ იმ ერთისგან გამოიზიდავს (trahere), დასაბამში რომ [შექმნა],160 არათუ ხორცის ბორკილებში შეამწყვდევს იმ ცოდვათა გამო, ხორცის უწინარეს რომ ჩაიდინეს, არამედ - რომ სათითაოდ ახლებს ქმნის იგი, საკუთარს თითოეული იმისთვის, ვინც იშვება, ამით რაღაც ისეთის შექმნას როდი ვამბობთ, რაც ადრე არ შეუქმნია. დიახ, უკვე შექმნა მან მეექვსე დღეს ადამიანი თავის ხატად, რაც უთუოდ გონითი სულის შექმნად გაიგება. ამასვე ქმნის ამჟამადაც და არათუ იმას აფუძნებს, რაც არ არსებობდა, არამედ რაც იყო, იმას ამრავლებს (multiplicando). აქედან ისიც ჭეშმარიტია, რომ იმ არსთა დაფუძნებისგან დაისვენა მან, რომლებიც ადრე არ არსებობდნენ, და ისიც ჭეშმარიტია, რომ არა მხოლოდ მართავს მათ, რომლებიც შექმნა, არამედ ვიდრე აქამდე მოქმედებს მრავალრიცხოვან ქმნადობას იმისას, რაც უკვე შეუქმნია მას და არა, ცხადია, იმისას, რაც არასოდეს ყოფილა. ასე იქნება თუ რა გინდ რა სხვა სახით, მათგან მოტანილ არგუმენტს, რომ ღმერთმა დაისვენაო თავის საქმეთაგან, თავიდან რათა არ გვწამდეს, რომ ვიდრე აქამდე ქმნის იგი ახალ სულებს, არა იმ ერთისგან,161 არამედ - როგორც იმ ერთს"162 (შდრ. Ea vero quae dicuntur alia contra hanc opinionem, facile puto me posse refellere; sicuti est illud, quo eam sibi quidam videntur urgere, quomodo consummaverit Deus omnia opera sua sexto die, et septimo requieverit, si novas adhuc animas creat? Quibus si dixerimus quod ex Evangelio in supradicta epistola posuisti: Pater meus usque nunc operatur; respondent, operatur dictum est, institutas administrando, non novas instituendo naturas, ne Scripturae Geneseos contradicatur, ubi apertissime legitur consummasse Deum omnia opera sua. Nam et quod eum scriptum est requievisse, utique a creandis novis creaturis intellegendum est, non a gubernandis; quia tunc ea quae non erant fecit, a quibus faciendis requievit: quia consummaverat omnia quae antequam essent, vidit esse facienda, ut deinceps non ea quae non erant, sed ex his quae iam erant, crearet et faceret quidquid faceret. Ita utrumque verum esse monstratur, et quod dictum est, requievit ab operibus suis; et quod dictum est, usque nunc operatur: quoniam Genesi non potest Evangelium esse contrarium. Potestne Deus novas creare animas post omnia opera consummata? Verum his qui haec ideo dicunt ne credatur modo Deus, sicut illam unam novas animas quae non erant, facere; sed ex illa una quae iam erat, eas creare, vel ex fonte aliquo sive thesauro quodam quem tunc fecit, eas mittere, facile respondetur etiam illis sex diebus multa Deum creasse ex his naturis quas iam creaverat, sicut ex aquis alites et pisces; ex terra autem arbores, fenum, animalia: sed quod ea quae non erant, tunc fecerit, manifestum est. Nulla enim erat avis, nullus piscis, nulla arbor, nullum animal: et bene intellegitur ab his creatis requievisse, quae non erant, et creata sunt, id est cessasse, ne ultra quae non erant, crearentur. Sed nunc quod dicitur animas non in nescio quo fonte iam existentes mittere, nec de seipso tamquam suas particulas irrorare, nec de illa una originaliter trahere, nec pro delictis ante carnem commissis carneis vinculis compedire, sed novas creare singulas singulis suam cuique nascenti, non aliquid facere dicitur, quod ante non fecerat. Iam enim sexto die fecerat hominem ad imaginem suam; quod utique secundum animam rationalem fecisse intellegitur. Hoc et nunc facit, non instituendo quod non erat, sed multiplicando quod erat. Unde et illud verum est, quod a rebus, quae non erant, instituendis requievit: et hoc verum est, quod non solum gubernando quae fecit, verum etiam aliquid non quod nondum, sed quod iam creaverat, numerosius creando usque nunc operatur. Vel sic ergo, vel alio modo quolibet eximus ab eo quod nobis obicitur de requie Dei ab operibus suis, ne propterea non credamus nunc usque fieri animas novas, non ex illa una, sed sicut illam unam.163

როგორც ვხედავთ, ავგუსტინეს აზრით, ღმერთი ექვსი დღის შემდეგ ახალ სახეობებს არ ქმნის, მაგრამ ქმნის უკვე არსებულ, უკვე დაფუძნებულ სახეობათა ახალ ნიმუშებს. ამიტომ, კაცობრივი სულიც როგორც ერთ-ერთი ქმნილებითი სახეობა, დაფუძნებულია მეექვსე დღეს, თუმცა პიროვნულად ყველა ადამიანისთვის ცალკე სულები იქმნება ამ ადამიანთა შობისას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნულ ახალ-ახალ სულებს ღმერთი, ტრადუციანული მოძღვრებისგან მკვეთრი განსხვავებით, ქმნის არა პირველი ადამიანის სულისგან, არამედ პირველი ადამიანის სულისებრ ანუ ისე როგორც შექმნა მან პირველი ადამიანის, ადამის სული, და რადგან ადამის სული, როგორც ეს უცხადესია, შთაბერვითად შექმნა ღმერთმა, ამ სულისებრ დაბადებული სხვა სულებიც ავგუსტინესთვის, ეჭვი არ არის, იქმნებიან ასევე შთაბერვითად ანუ სწორედ იმავე შთაბერვის მოქმედებით, რითაც შეიქმნა ადამის სული.164

ზემორე მოძღვართა სწავლებების თანმხვედრია მართლმადიდებელ მამათა მთელი მწყობრის კრეაციონისტული დებულებები, რაც კი IV-V სს-მდე თუ IV-V სს-ის შემდეგ გამოთქმულა მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში. რა უშლიდათ მათ ხელს, რომ სულ ორიოდე სიტყვა დაემატებინათ და ეთქვათ არა მხოლოდ ის, რომ ღმერთი ქმნის სულებს, არამედ აგრეთვე ის, რომ ღმერთი მშობლების სულებიდან ქმნის სულებს. თუ ისინი ამას გულისხმობდნენ და არკი თქვეს, გამოდის, რომ სანახევროდ მოუწოდებიათ დოგმატი, რაც მწვალებლობის ტოლფასია, რადგან სანახევროდ გამოთქმულ დოგმატს დიდი საფრთხე ახლავს მცდარი გაგებისა. როდესაც მოძღვარი მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ ღმერთი უშუალოდ ქმნის ადამიანთა სულებს (მშობელთა სულების ყოველგვარი გამოყენების გარეშე), ამბობს კიდეც ამას მარტივად, რომ ღმერთი ქმნის სულებს, რასაც არავითარი დამატება არ სჭირდება, რადგან მკითხველისგანაც ზედმიწევნით ამგვარივე სიმარტივით გაიგება, მაგრამ თუ იგივე მოძღვარი იმას გულისხმობს, რომ ღმერთი სწორედ მშობელთა სულებისგან ქმნის შვილთა სულებს ანუ ქმნის სულებს სულებისგან, გარდაუვალად ვალდებულია, ხაზგასმით აღნიშნოს ეს თუნდაც, როგორც მივუთითებდით, სულ ორი სიტყვის ("მშობელთა სულების") დამატებით, რადგან ამ დამატების გარეშე მკითხველი უთუოდ შეცდომაში შევა და მხოლოდ იმას იფიქრებს, ადამიანთა სულები ღვთის უშუალო შესაქმეა.

დავიმოწმებთ კიდევ ერთი მოძღვრის დებულებებს სულთა უშუალოდ ღვთისგან შექმნის შესახებ. ეს მოძღვარია IV ს-ის ცნობილი ღვთისმეტყველი ჰილარი პიქტავიელი (დაახლ. 300-368 წწ.), რომელიც გვასწავლის:

"უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენში სულთა წარმოშობა საღვთოა" (შდრ. divinam inesse nobis animarum originem opinari, Tractatus in LXII Psalmun, PL. 9, col. 402).

კიდევ:

"ყველა სული საქმეა ღვთისა, ხორცის შობა კი ყოველთვის ხორცისგან ხდება" (შდრ. Omnis anima opus dei est, carnis generatio semper ex carne fit,165 De Trinitate, Lib. X, 20, PL., col. 321, n.a.).

ასევე დამოწმების ღირსია VI-VII ს-ის დიდი მოღვაწე და ცნობილი ღვთისმეტყველი, სევილიის მღვდელთმთავარი ისიდორე (დაახლ. 560-636 წწ.),166 რომელიც თავის შრომაში Differentiae ("განსხვავებანი") ხაზგასმით მიუთითებს:

"ამრიგად, ყველაფერი არაფრობისგან არ დაუფუძნებია ღმერთს, არამედ რაღაც - რაიმესგან, რაღაც კი - არაფრობისგან. არაფრობისგანაა სამყარო, ანგელოზები და სულები" (შდრ. Itaque non omnia ex nihilo condidit Deus, sed quaedam ex aliquo, quaedam autem ex nihilo. De nihilo mundum, augelum et animas, PL. t. 83, 75 A; შდრ. ინგლ. თარგმ. Now God did not create all things from nothing, but some things from something, and some things from nothing. He created the world, the angels and the souls from nothing, Marina Smyth, Uuderstanding the universe in seventh-century Ireland, Studies in Celtic History, Boydell & Brewer, 1996, p. 42).167

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და განუზომლად ფასეულია ეფესოს მესამე მსოფლიო კრების სინოდალურ აქტებში შესული განჩინება ადამიანის დაბადების შესახებ, რაც წმ. კირილე ალექსანდრიელს განეკუთვნება. ხაზგასასმელია, რომ ამ განჩინებას იმოწმებს მიტროპოლიტი მაკარიც, მაგრამ როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ამჯერადაც მისგან მოტანილია საკრებო სწავლების მხოლოდ ნაწილი და გამოტოვებულია მისი უმთავრესი ნაწილი, სადაც ხაზგასმით და დებულებითად არის განმარტებული, თუ რა კავშირი აქვს შვილის სულთან მშობელს.

ჯერ დავიმოწმებთ იმ ტექსტს, რაც მოხმობილია მაკარის მიერაც. აღვნიშნავთ, რომ მაკარი თავისი ნაშრომის ძირითად ტექსტში მხოლოდ ზოგად შეფასებას გვაძლევს ("ჯერ კიდევ ეკლესიის ძველი მასწავლებლები იმეორებდნენ, რომ ჩვენი სულების შექმნის საიდუმლო გასაგებია მხოლოდ ღვთისთვის" - еще древние учители Церкви повторяли, что тайна творения наших душ понятна одному Богу, str. 442), სქოლიოში კი, ბერძნულად, დამოწმებულია საკრებო სწავლების შემდეგი ნაწილი (მაკარი მხოლოდ წმ. კირილეზე უთითებს, არ ახსენებს რა, რომ აღნიშნული სწავლება მესამე მსოფლიო კრების სინოდალურ აქტებშია ჩართული):

Τίκτεται μὲν γὰρ ἀπὸ σαρκὸς ἡ σὰρξ ὁμολογουμένως, ὁ δέ γε των ὅλων δημιουργὸς καθ' ὄν οἶδε τρόπον τε καὶ λόγον, ποιεῖται τὴν ψύχωσιν - "რამეთუ იშვება, ერთი მხრივ, როგორც აღიარებულია, ხორცისგან ხორცი, ხოლო, მეორე მხრივ, ყოველთა შემოქმედი, რა სახითაც და წესითაც თვით უწყის, იქმს განსულიერებას" (Acta conciliorum oecumenicorum, vol. 1.1.1.6.24.11-12).

ახლა მოვიტანთ მიტროპოლიტ მაკარისგან გამოტოვებულ ნაწილს.

"მაგრამ მშობელი ქალი, მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ ხორცის წყაროა, მიიჩნევა როგორც მშობელი მთელი ადამიანისა, რომელიც (ადამიანი, ე.ჭ.), ვამბობ, არის, რა თქმა უნდა, სულისა და სხეულისგან, თუმცა კი სულის არსებობაში იგი (მშობელი, ე.ჭ.)  არავითარ მონაწილეობას არ იღებს,168 ხოლო მაშ, ვინც "ადამიანი" თქვა, უთუოდ სხეულთან შეერთებული სულიც აღნიშნა მან ამით. ამრიგად, ისევე როგორც ქალი, თუმცაღა მხოლოდ სხეულის მშობელი, იმის (ადამიანის, ე.ჭ.) მშობელად ითქმის, ვინც სულისა და სხეულისგანაა, ... ამგვარადვეა ნეტარ ქალწულთან დაკავშირებითაც, რადგან თუმცა კი იგი დედაა წმინდა ხორცისა, მაგრამ, რა თქმა უნდა, შვა მასთან ჭეშმარიტად შეერთებული ღვთისაგანი ღმერთი-სიტყვა" (შდრ. ἀλλ' ἡ τεκοῦσα γυνή, καίτοι μόνης οὖσα πηγὴ τῆς σαρκός, ἄνθρωπον ὅλον ἀποτεκεῖν πιστεύεται, τὸν ἐκ ψυχῆς δὴ λέγω καὶ σώματος, καίτοι πρὸς τὴν τῆς ψυχῆς ὕπαρξιν τῶν παρ' ἑαυτῆς συνεισενεγκοῦσα μηδέν, ὁ δέ γε ἄνθρωπον εἰπὼν συνεσήμηνέ που πάντως τῶι σώματι τὴν ἑνωθεῖσαν αὐτῶι ψυχήν. ὥσπερ οὖν ἡ γυνή, καίτοι τὸ σῶμα τεκοῦσα μόνον, τὸν ἐκ ψυχῆς καὶ σώματος ἀποτίκτειν λέγεται,...  οὕτω καὶ ἐπι τῆς μακαρίας παρθένου. εἰ γὰρ καὶ μήτηρ ἐστὶ τῆς ἁγίας σαρκός, ἀλλ' οὖν ἐκτέτοκεν ἑνωθέντα αὐτῆι κατὰ ἀλήθειαν τὸν ἐκ θεοῦ θεὸν λόγον, Acta conciliorum oecumenicorum, vol. 1.1.1.6.24.12-20).

როგორც ვხედავთ, მშობელი არავითარ მონაწილეობას არ იღებს (συνεισενεγκοῦσα μηδέν) შვილის სულის არსებობაში, არანაირი კავშირი არ აქვს შვილის სულის წარმოშობასთან, თუმცა კი შობს სულის მქონე ანუ სულით განმსჭვალულ ხორციელ ადამიანს, ე.ი. ადამიანს, რომლის ხორცსაც მშობლის საშოში შეუერთდა თავად მშობელთან არანაირი წარმომავლობითი კავშირის მქონე სული, ისევე როგორც ყოვლადწმინდა ქალწული შობს ხორცშესხმულ ღმერთ-სიტყვას, მაგრამ თავად ღმერთი-სიტყვის არსებობასთან მას არავითარი კავშირი არ აქვს, რადგან მამისაგანი სიტყვა ბუნებითი ღმერთია და დაუსაბამო არსებობა აქვს.

ამრიგად, თუ სწორედ მშობელთა სულებიდან ქმნის უფალი შვილის სულს, როგორ შეიძლებოდა თქმულიყო მესამე მსოფლიო კრების სინოდალურ დადგენილებაში, რომ მშობელი არავითარ მონაწილეობას არ იღებს შვილის სულის არსებობაში? ანკი როგორღა იქნებოდა შესაძლებელი იმ უზენაესი პარალელის გავლება, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც, როგორც ქმნილება, ასევე სრულიად გამიჯნულია ბუნებითი ღმერთის, მამისაგანი ღმერთი-სიტყვის არსებობისგან (ანუ, პირობითად რომ ვთქვათ, მამისაგანი ღმერთი-სიტყვის "წარმოშობისგან"), რადგან ბუნებითი ღმერთი ქმნილებისგან ვერ დაიწყებდა თავის არსებობას, თუმცა კი რადგან თავად ღმერთმა ინება ხორცთან შეერთება ანუ ხორცშესხმა ყოვლადწმინდა მარიამის წიაღში, მარიამიც ისევე ითქმის ხორცშესხმული ღმერთის მშობელად, როგორც მშობელი ქალი ითქმის ხორცისა სულის მქონე ადამიანის მშობელად, ვინაიდან იშვება არა ბუნება, არამედ პიროვნება.

განა თუნდაც ამ დადგენილების გაცნობის შემდეგ ნარჩუნდება კიდევ ნიშანწყალი იმ მტკიცებულებისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია თითქოს ასწავლიდეს ღვთის მიერ მშობელთა სულებიდან შვილთა სულების შექმნას?

ზემორე ციტატაში ყურადღებამისაქცევია ისიც, რომ მშობელი ზოგადად ადამიანის დამბადებლად ითქმის, თუმცა ამავე ადამიანის სულთან წარმომშობლობითად მას არაფერი აკავშირებს. ეს აზრი საყურადღებოა, რადგან არაიშვიათად ტრადუციანისტები, დაწყებული ლუთერის დროიდან, საკუთარი თეორიის გასამყარებლად არაიშვიათად იმოწმებდნენ ამა თუ იმ საეკლესიო ავტორს, რომელიც თითქოსდა ტრადუციანული მოძღვრების მიმდევარი იყო. თითქმის ყველა ამგვარი დამოწმება მცდარია, რადგან უდიდესწილად ციტატა მოიტანება კონტექსტისგან ამოგლეჯილად, რაც სრულიად სხვა გააზრებას აძლევს წინადადებას, ანდა არ ხდება გათვალისწინება იმისა, თუ რა სახის ნაშრომიდან არის დამოწმებული ტექსტი (რადგან ზოგჯერ მქადაგებლურ, ასკეტურ, ეპისტოლარულ ძეგლში რაიმე აზრი შეიძლება გადმოცემული იყოს არადოგმატური, არატერმინოლოგიური ფორმით, მაშინ როცა დოგმატურ საკითხზე, პირველ რიგში, ეკლესიის მამათა საკუთრივ დოგმატურ და ეგზეგეტიკურ შრომებს უნდა ვიმოწმებდეთ), ან კიდევ, რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, ზემორე სინოდალური სწავლებისებრ, ხშირად ესა თუ ის მამა ეკლესიისა საუბრობს მშობლისგან პიროვნების, ადამიანის შობაზე, ხოლო რადგან ადამიანი ორბუნებოვანია, მავანი ტრადუციანისტი საკუთარი სურვილისამებრ მშობლებისგან შობადობას განუკუთვნებს არა მხოლოდ შვილის სხეულს, არამედ სულსაც. ასე იქნა ტრადუციანულად გადააზრებული წმ. გრიგოლ ნოსელის ანთროპოლოგიური შეხედულებები, კერძოდ მისი მოძღვრება ადამიანის როგორც სულისა და ხორცის განუყოფელი მთლიანობის შესახებ,169 მიუხედავად იმისა, რომ წმ. გრიგოლი არსად არცერთხელ თავის შრომებში მინიშნებითაც კი არ ახსენებს მშობელთა სულებს არც საზოგადოდ და არც საკუთრივ შვილთა სულების შობის კონტექსტში. ასევე ჩაითვალა ტრადუციანისტულად მაკარი ეგვიპტელის ფრაგმენტული უწყება აღზრდადი და მშობლებისგან განსწავლადი შვილების მშობლებისგან სულიერ-ხორციელი შობის შესახებ (თუმცა ეს იმდენად არამყარი მტკიცებულებაა, რომ ტრადუციანისტთა აბსოლუტური უმრავლესობა ხსენებული წყაროს დამოწმებისგან თავს იკავებ)170 და სხვა.

თუნდაც რომ წმ. გრიგოლ ნოსელთან ვინმესთვის შესაძლებელი იყოს ტრადუციანიზმისკენ გადახრის დანახვა, ეს იფარგლება მხოლოდ მისთვის უაღრესად ნიშანდობლივი მეტყველების სახეობრიობით, სამეტყველო ფრაზეოლოგიით (წმ. გრიგოლი სახეობრივად, სახისმეტყველებითად მეტად ხშირად იშველიებს ყოფით მაგალითებს სულიერ მოვლენებზე საუბრისას, თუმცა ამგვარი სახისმეტყველებანი პირდაპირი მნიშვნელობით არანაირად არ გაიგება), რაც თავისთავადაც გამონაკლისი შემთხვევაა, როგორც ამაზე ხაზგასმით არის აღნიშნული Anthony C. Thiselton-ის მიერ:

"გრიგოლ ნოსელი, ერთადერთია ბერძენ მამათა შორის, იხრება ტრადუციანული მეტყველებისკენ" (შდრ. Gregory of Nyssa alone among the Greek Fathers veers in the direction of traducian language, Anthony C. Thiselton, The hermeneneutics of doctrine, Wm. B. Eerdmans Publishing, 2007, p. 292).

უნდა შევეხოთ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სწავლებასაც, რომელიც, ზემორე მამებთან ერთად, მკაფიოდ მიუთითებს, რომ საღვთო შთაბერვა, რითაც დასაბამში ადამის სული შეიქმნა, საიდუმლოებითად განივრცობა ყველა ჩვენგანზე და ქმნის ჩვენს სულებს.

ეს სწავლება ხსენებული მამისა გამოთქმულია XL ქადაგებაში "წმინდა ნათლისღების შესახებ", რომელშიც ვკითხულობთ:

"სამმაგი შობა უწყის ჩვენთვის სიტყვამ171: სხეულთაგანი, ნათლისღებისაგანი და აღდგომისაგანი"... რა თქმა უნდა, ჩანს, რომ ყველა ამ შობას თავისი თავის მიერ პატივი მიაგო ჩემმა ქრისტემ, კერძოდ, ერთს (სხეულთაგანს, ე.ჭ.) - პირველი და ცხოველმყოფელი შთაბერვით, მეორეს (ნათლისღებისაგანს, ე.ჭ.) - ხორცშესხმითა და ნათლისღებით, რითაც თავად მოინათლა, მესამეს კი (აღდგომისაგანს, ე.ჭ.) - აღდგომით, რაც თავად დაიწყო, ვინაიდან როგორც გახდა იგი "პირმშო მრავალ ძმას შორის" (რომ. 8.29), ასევე ღირს-იჩინა გამხდარიყო "პირმშო მკვდართაგან" (კოლას. 1.18)" (შდრ. Τρισσὴν γέννησιν ἡμῖν οἶδεν ὁ Λόγος· τὴν ἐκ σωμάτων, τὴν ἐκ βαπτίσματος, καὶ τὴν ἐξ ἀναστάσεως. ... Ταύτας δὴ τὰς γεννήσεις ἁπάσας παρ' ἑαυτοῦ τιμήσας ὁ ἐμὸς Χριστὸς φαίνεται· τὴν μὲν, τῷ ἐμφυσήματι τῷ πρώτῳ καὶ ζωτικῷ· τὴν δὲ, τῇ σαρκώσει, καὶ τῷ βαπτίσματι, ὅπερ αὐτὸς ἐβαπτίσατο· τὴν δὲ, τῇ ἀναστάσει, ἧς αὐτὸς ἀπήρξατο· ὡς ἐγένετο πρωτότοκος ἐν πολλοῖς ἀδελφοῖς, οὕτω καὶ πρωτότοκος ἐκ νεκρῶν γενέσθαι καταξιώσας., PG. 36, col. 360-361; ლათ. თარგმ. Triplex nativitatis genus agnoscit Scriptura, primam ex corporibus, alteram ex baptismo, tertiam ex resurrectione. ...  Has porro cunctas nativitates honore a Christo meo affectas fuisse constat, primam quidem per primam illam et vitalem insufflationem, secundam vero per incarnationem et baptismum, tertiam denique per resurrectionem quam ipse auspicatus est; nimirum sicut primogenitus in multis fratribus extitit, ita primogenitus quoque ex mortuis fieri non dedignatus, PG. 36 col. 359-362).

მართალია, შემდეგ მოძღვარი აცხადებს, რომ იგი არ შეეხება პირველ და მესამე სახეს შობისას და განიხილავს მხოლოდ მეორეს (ნათლისღებისაგანს), მაგრამ მისმა მოკლედ ნათქვამმა ფრაზამ შობის პირველ სახეობასთან დაკავშირებით, რომ მაცხოვარმა პატივდებულ-ყო ჩვენი "სხეულთაგანი" შობა "პირველი და ცხოველმყოფელი შთაბერვით", რაც უეჭველი ხაზგასმა იყო იმაზე, რომ "სხეულთაგანი შობის" განსულიერება სწორედ ადამისებრი შთაბერვის მიერ აღსრულდებოდა, დიდი დაინტერესება გამოიწვია შემდგომ თაობებში, რამაც ის შედეგი მოგვცა, რომ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის აღნიშნული გამონათქვამის ვრეცელი განმარტება ივალდებულა ამ საუკუნის (და ყველა დროის) უდიდესმა ღვთისმეტყველმა, წმ. მაქსიმე აღმსარებელმა. მოვიტანთ იმ ამონარიდებს წმ. მაქსიმეს განმარტებებიდან, რაც უშუალოდ უკავშირდება სულთა წარმოშობის საკითხს:

"ზემოთქმულთა მიერ მოძღვარმა (წმ. გრიგოლ ნაზიანზელმა, ე.ჭ.) ის გადმოსცა, რომ ორმაგია ადამიანური ბუნების წარმოშობასთან დაკავშირებული წესი და გვარი, ერთი - სულისა, მეორე კი - სხეულისა, რის გამოც მოაზრებითად172 ორად გაყო მან "სხეულთაგანი შობა", გამოაჩინა რა, რომ სული საიდუმლოებითად შემტკიცდება საღვთო და ცხოველმყოფელი შთაბერვისგან (τήν μέν ψυχήν ἐμφαίνων ἀῤῥήτως ἐκ τοῦ θείου καί ζωτικοῦ ἐμφυσήματος συνισταμένην),173 ხოლო სხეული იქმნება მუცლადღებითად იმ სხეულის ქვემდებარე ნივთისგან, რომლისგანაც არის" (შდრ. სრულად: Τυχόν δέ διά τῶν εἰρημένων ὁ διδάσκαλος διττόν εἶναι τόν κατά τήν γένεσιν τῆς ἀνθρωπίνης φύσεως λόγον τε καί τρόπον εἰσηγούμενος, τόν μέν ψυχῆς, τόν δέ σώματος, τήν ἐκ σωμάτων γέννησιν εἰς δύο κατ᾿ ἐπίνοιαν διεῖλε γεννήσεις, τήν μέν ψυχήν ἐμφαίνων ἀῤῥήτως ἐκ τοῦ θείου καί ζωτικοῦ ἐμφυσήματος συνισταμένην, τό δέ σῶμα ἐκ τῆς ὑποκειμένης ὕλης τοῦ ἐξ οὗπέρ ἐστιν ἅμα τῇ ψυχῇ κατά τήν σύλληψιν γινόμενον σώματος, ლათ. Fortasse vero istis verbis magister duplicem esse humanae secundum conditionem naturae rationem ac modum statuens, alterum animae, alterum corporis, corporalem generationem in duas cogitatione divisit generationes, animam quidem occulte significaiis ex divino atque vitali insufflatione constar, corpus veto ex subiecta materia eius unde sit corporis simul cum anima conceptionis via fieri, ბერძნულ-ლათინური ტექსტებისთვის იხ. Anecdota Graeca. Tomus I, Continens S. Maximi Confessoris De Variis Difficilibus Locis Ss. Pp. Dionysii et Gregorii Librum, Edidit Franc Oehler. Halis, 1857, p. 304-305).

"ამრიგად, ერთი მხრივ, სულის წარმოშობა (Ψυχῆς μέν οὖν γένεσις), როგორც თქვა მოძღვარმა გამომსახველად, ქვემდებარე ნივთისგან არ ხდება, როგორც სხეულებისა, არამედ - ღვთის განზრახვით ცხოველმყოფელი შთაბერვის მიერ საიდუმლოებითად და შეუცნობლად, როგორც ეს უწყის მარტოოდენ მისმა შემოქმედმა. სული, რომელიც არსებობას იწყებს მუცლადღებისას, სხეულთან ერთად ერთი ადამიანის სრულმყოფელად მოიყვანება, ხოლო სხეული, რომელიც სხვა სხეულის, მაშ, ქვემდებარე ნივთისგან იქმნება მუცლადღებისას, სულთან ერთად იღებს შედგენილობას, რომ ერთი სახე იყოს მასთან ერთად" (შდრ. Ψυχῆς μέν οὖν γένεσις, ὥς φησιν ἐμφαντικῶς ὁ διδάσκαλος, ἐξ ὑποκειμένης ὕλης οὐ γίνεται, καθάπερ τά σώματα, ἀλλά τῷ βουλήματι τοῦ Θεοῦ διά τῆς ζωτικῆς ἐμπνεύσεως ἀῤῥήτως τε καί ἀγνώστως, ὡς οἶδε μόνος ὁ ταύτης δημιουργός. Ἡ ψυχή τό εἶναι λαμβάνουσα κατά τήν σύλληψιν ἅμα τῷ σώματι πρός ἑνός ἀνθρώπου συμπλήρωσιν ἄγγεται, τό δέ σῶμα ἐκ τῆς ὑποκειμένης ὕλης τοῦ ἑτέρου δηλαδή γίνεται σώματος κατά τήν σύλληψιν, ἅμα τῇ ψυχῇ τήν τοῦ ἕν εἶδος εἶναι σύν αὐτῇ δεχόμενον σύνθεσιν, ლათ. Animae igitut generatio, ut ait scite magister, ex subiecta materia non fit, quemadmodum corpora, sed voluntate dei per inspirationem vitalem ineffabiliter et modo quem scire non possumus, ut novit solus eius conditor. Anima existentiam suam accipiens in conceptione una cum corpore ad unius hominis complementum agitur, corpus ex subiecta materia, altero nempe corpore, fit per conceptionem, simul cum anima compositionem, qua una cum illa species ptodeat, accipiens, Op. cit, p. 306-309).

"უხრწნელი ქალწულისგან, როგორც შეურყვნელი მიწისგან სხეულის მიმღებმა, თავისი თავისგან კი მასში სიცოცხლის ჩამდებმა, რაც, ცხადია, გონისმიერ სულად და ღვთის ხატად უწყის სიტყვამ,174 თავისი კაცება შექმნა" (შდრ. ἐξ ἀχράντου Παρθένου οἱονεί γῆς ἀμιάντου τό σῶμα λαβών, παρ᾿ ἑαυτοῦ δέ ζωήν ἐνθείς, ὅ δή ψυχήν νοεράν καί εἰκόνα Θεοῦ οἶδεν ὁ λόγος, τό ἑαυτοῦ ἀνθρώπινον ἐδημιούργησεν, ლათ. ex intaminata virgine tanquam intemerata terra corpus assumens, ex se autem vitam indens, quod nimirum animam intellectualem et dei imaginem scriptura novit, humanitatem suam operatus est, Op. cit. p. 308-309).

საგულისხმოა, რომ წმ. გრიგოლ ნაზიანზელის ამავე ქადაგებას კომენტარები დაურთო XI ს-ის ცნობილმა ბერძენმა ღვთისმეტყველმა ნიკიტა სერონიუსმა. მოვიტანთ მის უაღრესად მნიშვნელოვან განმარტებას:

"ამრიგად, სული გამოუთქმელი სახით საღვთო შთაბერვისგან წარმოიშობა, სხეული კი ქვემდებარე ნივთისგან შეისახება" (შდრ. Anima etenim ineffabili modo ex inspiratione divina producitur; corpus autem ex subjacente materia formatur, PG. 127, col. 1246 B).

და ბოლოს, ზემოდამოწმებულ უწმინდეს სწავლებათა გვერდით წარმოვადგენთ XVIII ს-ის სახელგანთქმული მოძღვრის, წმ. ნიკოდიმე მთაწმინდელის დებულებას მისი ცნობილი "პედალიონიდან", რაც ავტორის მიერ, ზემორე მამათა მსგავსად, წოდებულია "ეკლესიის აზრად":

"იმ აზრის თანახმად, რაც აქვს ეკლესიას, აბელის სული შეიქმნა და შემყარდა ღვთის მიერ. ამასთან, არა მხოლოდ აბელის სული შეიქმნა და შემყარდა ღვთისგან, არამედ ადამიანთა ყველა სული შეისახა ღვთის მიერ, ... ანუ უფრო ცხადად რომ ვთქვათ, - იმ პირველი და ცხოველმყოფელი შთაბერვის შედეგად, თანახმად წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველისა (ქადაგება ნათლისღების შესახებ175), რომელიც მას შემდეგ, რაც ერთგზის შთაიბერა ადამში, მოქმედებს ყველა მის შთამომავალზე, თანახმად ნიკიტა სქოლიასტისა,176 წესად გაუხდა რა ბუნებას.177 ზედმიწევნით იმავეს ამბობს ღმერთშემოსილი მაქსიმე, რომლის სიტყვები შემდეგია: "ამრიგად, ერთი მხრივ, სულის წარმოშობა (Ψυχῆς μέν οὖν γένεσις), როგორც თქვა მოძღვარმა გამომსახველად, ქვემდებარე ნივთისგან არ ხდება, როგორც სხეულებისა, არამედ - ღვთის განზრახვით ცხოველმყოფელი შთაბერვის მიერ საიდუმლოებითად და შეუცნობლად, როგორც ეს უწყის მარტოოდენ მისმა შემოქმედმა. სული, რომელიც არსებობას იწყებს მუცლადღებისას, სხეულთან ერთად ერთი ადამიანის სრულმყოფელად მოიყვანება" (შდრ. ინგლ. თარგმ. according to the view held by the Church, Abel's soul was made and built by God; yet not only was Abel's soul made and built by God, but all souls of human beings arc formed bv God, ...  or, in a more explicit way of speaking - through that first and vital inbreathing, according to St. Gregory the Theologian (discourse on Baptism), which after once being inspired into Adam, acts upon all those who have descended from him, according to the scholiast Nicctas, having become a law in nature. This very thing is said also by God-bearing Maximus. whose words arc as follows: "The genesis of the soul, then, is not effected out of prc-existent matter, like that of the body but by the will of God through vital inspiration, ineffably and incognoscibly, in a manner known only to the Creator of it, the soul, receiving its beinghood together with the body at the time of conception, is brought forth for the completion of a single human being, The Rudder, 689).

ამრიგად, თუ შევაჯამებთ, სრულიად გარკვევით შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიის ისტორიაში, დასაბამიდან ვიდრე XIX ს-მდე, არ არის ცნობილი არცერთი მართლმადიდბელი მოძღვარი,178 რომელიც ღვთის მიერ მშობელთა სულებიდან შვილთა სულების შობას ან შექმნას აღიარებდა.179

-------------------------------------------------------------------

შენიშვნები

1 - ხაზი აქაც და ქვემოთაც ყველგან ჩვენია.

2 - სამი წერტილი ავტორისაა.

3 - Макарий, Митрополит Московский и Коломенский, Православно-догматическое Богословие, Том 1, 1992 стр. 441-442.

4 - ტერმინი "კრეაციანიზმი" (Creatianism) ნაცვლად "კრეაციონიზმისა" (Creationism) შემოტანილია ზოგი მკვლევრის მიერ იმ მიზანდასახულობით, რომ ამ უკანასკნელ ცნებას ("კრეაციონიზმს") შეუნარჩუნდეს "ღვთის მიერ არაფრისგან ყოვლიერების შექმნის" ანუ "სრული ღვთისმიერი შესაქმის" გაგება, პირველი მათგანით კი ("კრეაციანიზმით") აღინიშნოს "არაფრისგან ღვთის მიერ საკუთრივ ადამიანურ სულთა დამბადებლობა".

5 - Православное Догматическое Богословие сочинение Филарета, Архиепископа Черниговскаго, втор изд., часть первая Черниговь, 1865 стр. 317.

6 - შდ. "სხეულებრივი ორგანიზმის ფორმირებასთან ერთად სულთა შობის შესახებ შეხედულების საწინააღმდეგოდ წარმოადგენენ იმ გარემოებას, რომ ამით თითქოსდა ილახება სულის სულობა" (Мнению о рождении душъ вместе съ образованиемъ телеснаго организма поставляют в невыгоду то обстоятельство, что им по видимому оскорбляется духовность души, Ор. cit. стр. 320).

7 - იხ. იქვე.

8 - შდრ. "მოსაზრება სულთა შობის შესახებ (generatismus ანდა გადაყვანა - traducianismus): ამ მოსაზრებით მიიჩნევა, რომ სულები გადადიან (ანდა გადაიყვანებიან) მიმდევრობითად მშობლებიდან შვილებში, როდესაც ყალიბდება ამა თუ იმ სულისთვის განკუთვნილი სხეული, ანდა - ისევე როგორც მშობელი სხეულისგან გამოიყოფა თესლი, რომ მისგან სხვა სხეული ჩამოყალიბდეს, ამგვარადვე სულისგანაც გამოიყოფა განსაკუთრებული სულისმიერი თესლი, რომ მისგანაც მსგავსივე სული ჩამოყალიბდეს. ამიტომ, ადამიანთა სულების პირველი წყარო ანდა პირველი ნივთიერება იყო პირველი ადამიანის - ადამის სული. მოსაზრება სულთა ამგვარი წარმომავლობის შესახებ პირველად გამოთქვა ტერტულიანემ და იგი მიღებული იყო "ბევრი მიერ როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავალეთში (იერონიმე, 78-ე წერილი)" (შდრ. Мнение о рождении (generatismus, или переведении — traducianismus) душ. Этим мнением предполагается, что души переходят (или переводятся) преемственно от родителей к детям, когда образуется принадлежащее той или другой душе тело, или, - как от рождающего тела отделяется семя для образования из себя другого тела, так и от души отделяется особенное душевное семя, для образования из себя подобной же души. Первым поэтому источником или первой материей душ человеческих была душа первого человека - Адама. Мнение о таком происхождении душ первый высказал Тертуллиан, и оно было приннмаемо "многими как на востоке, так и на западе" (Иерон. Пис. 78, к Мк.).

9 - Н. Малиновский, Очерк православного догматического богословия. Ч. И.

10 - შდრ. касательно происхождения души в каждом человеке существовало три мнения. Одни (Платон, Ориген, Синезий и немногие другие) допускали предсуществование душ, т. е. говорили, что души человеческие все существовали еще прежде сего мира и уже готовые посылаются в тела, для покаяния в грехах своих. Другие (Аристотель, Иларий, Феодорит, св. Кирилл Александрийский, св. Иероним) думали, что души вновь творятся Богом, по мере появления на свет людей. Третии (Тертулиан, св. Григорий Нисский, св. Макарий Великий и др.) утверждали, что обе субстанции - и душа и тело - вместе и зачинаются и совершенствуются, Григория Дьяченко, Из области таинственного ч. 1, гл. 6, п. 5, http://www.ioann.org/razmyishleniya-o-bessmertnoy-dushe/o-proishozhdenii-dush-chelovecheskih.html.

11 - შდრ. Существует три теории по вопросу о происхождении душ. Первой по времени является теория предсушествования душ, известная еще в язычестве, развитая Платоном и в христианстве усвоенная Оригеном. Вторая теория — творение душ Богом. По этой теории душа творится Богом из ничего в то самое время, когда образуется тело. Защитниками этого мнения были такие отцы Церкви, как Ириней, Златоуст, Кирилл Александрийский, Блаженньй Феодорит, Блаженный Иероним и другие...; Третье мнение — о рождении душ. Согласно этому мнению, души переходят преемственно от родителей к детям, когда образуется принадлежащее той или другой душе тело. Как от рождающих тел отделяется семя для образования тела младенца, так и от душ родителей отделяется некое душевное семя для образования новой души. Первым источником, или материей, человеческих душ была, таким образом, душа первого человека — Адама. Высказанное впервые Тертуллианом это мнение приняли многие как на Востоке, так и на Западе. Можно думать, что это мнение более других согласуется со Священным Писанием и жизненным опытом, их. Догматическое богословие, архимандрит Алипий (Кастальский-Бороздин);архимандрит Исайя Белов, гл. 18. Происхождение душ,  http://azbuka.ru/hristianstvo/dogmaty/castalsky-dogmaticheskoe_bogoslovie_3018-all.html.

12 - შდრ. мы вынуждены проследить три гипотезы о происхождении душ: Первая - о „предсуществовании“ душ, вторая - об их творении Богом, третья - об их рождении от душ родителей, Андрей Лоргус, Курс лекций в Православном Богословском, http://www.pravlib.narod.ru/dogmatika20.html

13 - შდრ. откуда она появляется? Существует издавна три разных ответа на этот вопрос, три гипотезы для объяснения происхождения души человеческой: гипотеза предсуществования, гипотеза творения и гипотеза передачи души, Е. А. Тихомиров, Мы — бессмертны, http://www.novm.ru/10/glavi.html

14 - შდრ. В христианстве существуют три основные точки зрения по вопросу о происхождении души, Генадий Бердышев, Реальность долголетия, Христианские верования, http://www.kultmertveca.ru/dolgoletie/07-vera-hristian.html.

15
- შდრ.  Вопрос о происхождении человеческой души в догматическом богословии точно не решен, относится к области богословских мненй. В истории христианского богословия встречаются три гипотезы о происхождении г человеческих душ, http://kazan.eparhia.ru/talks/ask?id=15228&print=1.

16 - ხაზს გავუსვამთ, რომ მხოლოდ ზემომითითებული სამი თეორიით არ იფარგლება სულთა წარმოშობის შესახებ არსებული თვალსაზრისები. მათ გარდა გავრცელებული იყო, აგრეთვე, ე.წ. ქრისტიან გნოსტიკოსთა ცრუსწავლება იმის შესახებ, რომ საკუთრივ გნოსტიკოსის სული, კერძოდ მისი პნევმა, საერთოდ არ ექვემდებარებოდა შექმნილობას და წარმოადგენდა მარადიული უზენაესი ღმერთის არსობრივ ნაწილს.

17 - შდრ.: "ტრადუციანიზმი ეწოდება მოძღვრებას, რომლის თანახმადაც შვილთა სული (როგორც რამ "განშტოება" - tradux) წარმოიშობა შეწყვილების გზით მშობელთა სულებიდან... ტრადუციანიზმმა ანუ გენერაციონიზმმა თავი იჩინა აპოლინარისებთან (ნემესიოს ემესელი, "ადამიანის ბუნების შესახებ", თავი 2) და ყველაზე ადრე ტერტულიანესთან ("სულის შესახებ", 19...27), რომლის თანახმადაც [ჩვენი] სული ესაა შტო ("surculus") ადამის სულისა (1.c.9)" (შდრ. Traducianismus heißt die Lehre, nach welcher die Seele des Kindes aus des Seele des Vaters (wie ein Sprößling, "tradux") bei der Zeugung hervorgeht. Diese Lehre tritt schon auf bei den Stoikern, bei Epikur (Plac. philos. V, 3, 26. Themist., De an. II, 5. vgl. Galen IV, 699. XIX, 168, 170). Der[508] Traducianismus (oder Generatianismus) erscheint dann bei den Apollinaristen (Nemes., De nat. hom. 2) und vor allem bei TERTULLIAN (De an 19 f., 27). Nach ihm ist die Seele ein Zweig ("surculus") aus der Seele Adams (1. c. 9), Rudolf Eisler: Wörterbuch der philosophiscben Begriffe, Band 2. Berlin 1904, s. 507-508].

18 - შდრ. ტერტულიანეს მოძღვრების მოგვიანო შეჯამება ცნობილი გამოთქმის სახით: "განშტოება სულისა - განშტოება ცოდვისა" (შდრ. Tradux animae, tradux peccati). იხ. მაგ. F. R. Tennant-ის მითითება: "იმდენად, რამდენადაც ბავშვის სული ტერტულიანეს მიერ მიიჩნეოდა მისი მამის სულიდან წარმოშობილად, მსგავსად ტოტისა (tradux) ხის ტანისგან როგორც მშობლისგან, აქედან ის გამომდინარეობს, რომ ჯამში მას უნდა შეეხედა ყოველი ადამიანური სულისთვის როგორც ადამის სულის შტოსთვის (surculus). და რადგან სული მემკვიდრეობით იღებს თავისი მშობლებისგან მათ სულიერ მახასიათებლებსა და ნიშან-თვისებებს, ადამის [სულის ნიშანდებანი] უნდა გადასულიყო ყველა მის შთამომავალზე. ფაქტობრივად, "შტო სულისა შტოა ცოდვისა" (შდრ. Inasmuch as the soul of the child was regarded by Tertullian as derived from the soul of its father, like a shoot (tradux) from the parent stock of a tree, it followed that he must look upon every human soul as ultimately a branch (surculus) of Adam s soul. And inasmuch as the soul inherits from its parents their spiritual characteristics and qualities, those of Adam must have been transmitted to all his descendants. In fact, tradux animae tradux peccati, The sources of the doctrines of the fall and original sin, by F. R. Tennant, M.A., Cambridge, At The University Press, 1903. p. 332).

19 - De anima, C. XXVII.

20 - "თანაშეიდნობა" - შდრ. ლათ. conflata. ეს მიმღეობა მომდინარეობს ზმნიდან con-flo, რაც უზმნისწინო flo-ს კვალობაზე, ძირეულად ორი მნიშვნელობისაა: "თანა-ბერვა" და "თანა-დნობა". ამ უკანასკნელი მნიშვნელობის შესაბამისად, ხსენებული ზმნა აღნიშნავს "თანაშერთვას", "შეკავშირებას", "შეერთებას". ტერტულიანეს აღნიშნული შრომის Holmse-ისეულ ინგლისურ თარგმანში შესატყვისად გვაქვს ორსიტყვედი formed together ("ერთად ფორმირებული"). თითქმის იგივე შესატყვისობაა ფრანგულში (მთარგმნელი A de Genoude): formée ("ფორმირებული"). ტერმინოლოგიურად გაცილებით ზედმიწევნითია Heinrich Kellner-ის გერმანული ეკვივალენტი: [wurde] zusammengeschweisst ("თანაშედუღებული", "თანაშედნობილი").

21 - "არ განესაზღვრება რა ჩასახვისას ადგილი წამის შუალედის შემოსვლასაც კი" - ე.ი. ჩასახვის მომენტში სულსა და ხორცს წამის შუალედიც კი არ აშორებს ურთიერთს (უმცირესი დროითი შუალედიც რომ ყოფილიყო მათ შორის, მაშინ ერთი მათგანი თავისი ჩასახვით უწინარესი იქნებოდა მეორეზე). მითითებულ ინგლისურ-ფრანგულ თარგმანებში სახეზეა გავრცობილი ტექსტი (შდრ. ინგლ. "და რომ წამის დაშორებაც არ ხდება მათ ჩასახვაში, ისე რომ შესაძლებელი ყოფილიყო რომელიმე მათგანისადმი უწინარესი ადგილის განკუთვნა" - and that not a moment's interval occurs in their conception, so that, a prior place can be assigned to either; ფრანგ. "არა ისე, რომ ჩასახვისას ადგილი ჰქონდეს წამიერ შუალედსაც კი, რაც შესაძლებელს გახდიდა ორიდან ერთ-ერთისადმი უწინარესობის განკუთვნას" - sans qu'il survienne dans la conception un seul intervalle qui puisse assurer à l'une des deux l'antériorité). კვლავაც უფრო ზედმიწევნითია გერმანული თარგმანი: "და რომ ჩასახვისას არ იჩენს თავს არანაირი მომენტი, რასაც ადგილი ექნებოდა განსაზღვრული" (შდრ. und in der Empfängnis findet sich kein Moment, wodurch die Stelle bestimmt würde).

22 - ე.ი. უკანასკნელ მოვლენათა.

23 - შდრ. აგრეთვე ფრანგ. თარგმ. La substance de l'âme et du corps est-elle formée simultanément, ou bien l'une précède-t-elle l'autre? Nous soutenons que toutes les deux sont conçues, formées, perfectionnées et aussi manifestées en même temps, sans qu'il survienne dans la conception un seul intervalle qui puisse assurer à l'une des deux l'antériorité. Juge, en effet, de l'origine de l'homme par sa fin. Si la mort n'est pas autre chose que la séparation de l'âme et du corps, la vie, qui est l'opposé de la mort, ne sera pas autre chose que l'union du corps avec l'âme. Si la séparation des deux substances arrive simultanément par la mort, elle doit nous enseigner que l'union a lieu également par la vie dans l'une et l'autre substance. Nous faisons commencer la vie à la conception, parce que nous soutenons que l'âme commence à la conception. La vie en effet a le même principe que l'âme: les substances qui sont séparées par la mort sont donc également confondues dans une même vie; შდრ. გერმ. თარგმ. Wurde die Substanz beider, des Körpers und der Seele, auf einmal zusammengeschweisst oder war eins von beiden früher da? Nein, wir lehren, beide sind zugleich sowohl empfangen als auch bereitet und vollendet, so gut wie sie auch zugleich hervorgezogen werden, und in der Empfängnis findet sich kein Moment, wodurch die Stelle bestimmt würde. Deinen Begriff vom Anfange bilde dir aus dem Ende. Wenn sich der Tod nicht anders bestimmen lässt denn als Trennung des Leibes von der Seele, so wird das Gegenteil vom Tode, das Leben, nicht anders zu definieren sein als: Verbindung des Leibes mit der Seele. Wenn die Trennung beim Tode zu gleicher Zeit beide Substanzen betrifft, so muss sich gerade dies als das Gesetz der Verbindung darstellen, indem letztere beim Leben auf gleiche Weise für beide Substanzen stattfindet. Daher lassen wir das Leben mit der Empfängnis beginnen, weil wir den Anfang der Seele von der Empfängnis an datieren; denn das Leben beginnt in demselben Augenblick wie die Seele. Es wird also auf gleiche Weise zum Leben zusammengefügt, was auf gleiche Weise zum Zwecke des Sterbens getrennt wird.

24 - "შესაბამისად წესისამებრი მდგომარეობისა" - ე.ი. შესაბამისად, ერთი მხრივ, ხორცის წესისა და, მეორე მხრივ, სულის წესისა.

25 - "სხვადასხვა შენაქმნი" - სიტყვ. "სხვადასხვა ნივთი" (შდრ. materiae diversae). იგულისხმება, რომ, ტერტულიანეს აზრით, სულის თესლისა და ხორცის თესლის დროში გამიჯვნის შედეგად მშობლებისგან დაიბადება ორი სხვადასხვა არსება: ცალკე შვილი-სული, ცალკე შვილი სხეული.

26 - "სულისმიერს" - შდრ. animalem (ჩვენ ფორმა "სულისმიერი" შემოგვაქვს იმ მიზნით, რომ ხსენებული სიტყვა გავმიჯნოთ სიტყვისგან "სულიერი", რადგან "სულიერი", ჩვეულებრივ, "საღვთოს", "პნევმურს", "სპირიტუალურს", духовный-ს აღნიშნავს, მაშინ როცა მოცემულ ადგილას საუბარია ყოფიერებითად სიცოცხლის განმაპირობებელ სულზე, ფსიქეზე, душа-ზე).

27
- შდრ. ინგლ. If we assign priority to (the formation of) one of the natures, and a subsequent time to the other, we shall have further to determine the precise times of the semination, according to the condition and rank of each. And that being so, what time shall we give to the seed of the body, and what to the seed of the soul? Besides, if different periods are to be assigned to the seminations then arising out of this difference in time, we shall also have different substances. For although we shall allow that there are two kinds of seed—that of the body and that of the soul—we still declare that they are inseparable, and therefore contemporaneous and simultaneous in origin; ფრანგ. Ensuite, si nous assignons à l'une la priorité, à l'autre la postériorité, il faudra distinguer aussi les temps de la semence, selon la nature de leurs degrés; et alors quand sera placée la semence du corps? quand viendra celle de l'âme? Il y a plus. Si les temps de la semence demandent à être distingués, les substances deviendront aussi différentes par la différence des temps. Car, quoique nous confessions qu'il y a deux espèces de semence, l'une pour le corps, l'autre pour l'âme, nous les déclarons inséparables néanmoins, et de cette manière contemporaines et simultanées; გერმ. Im Falle wir aber dem einen die erste Stelle geben, dem andem die zweite, so müssen im Verhältnis zur Aufeinanderfolge auch die Zeitpunkte der Besamung auseinander gehalten werden. Wann wird denn nun der Same des Körpers gelegt und wann der der Seele? Wenn die Zeit der Besamung unterschieden ist, so wird man verschiedene Stoffe bekommen infolge der Trennung der Zeiten. Denn wenn wir auch zwei Arten von Samen unterscheiden, den seelischen und den animalischen, so behaupten wir doch, sie seien ungetrennt und damit also noch gleichzeitig und aus demselben Augenblicke.

28 - ე.ი. ბუნებრივთა, ბიოლოგიურად საჭიროთა.

29 - "[ბუნებრივმა] მდგომარეობამ" - ე.ი. არსობრივმა თვისებამ (სახელდობრ, სქესობრივი კავშირის თანდაყოლილმა მოთხოვნილებამ). მოცემულ ადგილას ორსიტყვედად ვთარგმნით შესაბამის ლათინურ condicio-ს (შდრ. ინგლ. natural usage;  ფრანგ. l'usage; გერმ. die Sache).

30 - "დადგენილი წესი" - ამგვარად ვთარგმნეთ ორიგინალის status-ს (შდრ. ინგლ. normal state; ფრანგ. la nature de l'acte; გერმ. die Sache).

31 - "მაწვევლობით" - ე.ი. წამქეზებლობით, წინ მასწრაფებლობით (ლათ. instinctu; ინგლ. the instigation; ფრანგ. les instincts; გერმ. durch den Trieb).

32 - "გადმოქაფება ხდება" - ე.ი. "გადმოდინება, გადმოღვრა ხდება" (თესლისა მშობლებისგან). ჩვენ ამ შემთხვევაში კალკირებულად ვთარგმნით ლათინურ despumatur-ს (spuma - "ქაფი"); ინგლ. is dischargard; ფრანგ. bouillonne; ტერმინოლოგიურად უფრო ზედმწიევნითია გერმ. überläuft).

33 - იგულისხმება "სულის" აღმნიშვნელი ბერძნული ψυχή-ს ეტიმოლოგიური კავშირი ზმნასთან ψύχω, რაც "გაცივებას", "გაგრილებას" ნიშნავს.

34 - "მორიდებას რომ ვავნო და არა მტკიცებულებას" - ე.ი. არ მოხდეს ისე, რომ მოსარიდებელ თემაზე (სქესობრივ კავშირზე) საუბრისას სირცხვილმა გვძლიოს და, ამ მიზეზით, თავი ავარიდოთ მტკიცებულებათა მოტანას.

35
- შდრ. ინგლ. the generative fluid; ფრანგ. la semence génitale; გერმ. die Zeugungsflüssigkeit.

36 - "ეს იქნება სულისმიერი თესლი, მყისვე სულისგან გამონაჟონი, ისევე როგორც თესლია ის სხეულებრივი ლორწოც, ხორცისგან რომ გამოიწრიტა" - სიტყვ. "ეს იქნება სულისმიერი თესლი, მყისვე სულის გამოჟონვისგან, ისევე როგორც ის სხეულებრივი ლორწოც თესლია ხორცის გამოწრეტვისგან" (შდრ. ლათ. Hoc erit semen animale, protinus ex animae destillatione, sicut et uirus illud corporale semen ex carnis defaecatione. ინგლ. "ეს, მაშ, უნდა იყოს სულის წარმომშობი თესლი, რაც წარმოიქმნება დაუყოვნებლივ სულის გამოჟონვისგან, ისევე როგორც ის სითხე არის სხეულის-წარმომშობი თესლი, რაც გამომდინარეობს ხორცის დრენაჟისგან" - This, then, must be the soul-producing seed, which arises at once from the out-drip of the soul, just as that fluid is the body-producing seed which proceeds from the drainage of the flesh. ფრანგ. "ამგვარი იქნება ის თესლი, რომელიც წარმოშობს სულს სულის, ასე ვთქვათ, გამონაჟონისგან, ისევე როგორც გენიტალური თესლი წარმოშობს სხეულს ხორცის დუღილის შედეგად" - Telle sera la semence qui produit l'âme dans une sorte de distillation de l'âme, de même que la semence génitale produira le corps par le bouillonnement de la chair. გერმ. "საფიქრებელია ეს იყოს სულისმიერი თესლი, სულის რამ გამოჟონვის შედეგად, ისევე როგორც ზემოხსენებული სითხე თესლია სხეულისა ხორცის რამ ზეგადმოდინებისგან" - Das wird wohl der seelische Samen sein aus einer Austräuflung der Seele, so wie die eben erwähnte Flüssigkeit der Same des Körpers ist, aus einem Ueberschäumen des Fleisches).

37
- შდრ. აგრეთვე ფრანგ. თარგმ.: Ne rougissons pas d'une interprétation nécessaire. Les vénérables fonctions de la nature n'ont rien dont il faille rougir. C'est la volupté, mais non l'usage, qui a souillé l'union charnelle; l'impudicité est dans l'excès; elle n'est pas dans la nature de l'acte. Dieu ne l'a-t-il pas béni en ces termes: "Croissez et multipliez?" Au contraire, il a maudit ce qui en est l'abus, l'adultère, la fornication, le lupanar. Ainsi, dans cette solennelle fonction des deux sexes qui unit l'homme avec la femme, je veux dire dans ce commerce des sens, nous savons que l'âme et la chair ont chacune leur rôle; l'âme le désir, la chair les œuvres; l'âme les instincts, la chair les actes. Par l'effort simultané | 56 de l'une et de l'autre, et dans le mouvement de l'homme tout entier, la semence qui doit créer l'homme tout entier bouillonne, empruntant à la substance corporelle sa fluidité, à la substance plus subtile sa chaleur. Si l'âme chez les Grecs est synonyme de froid, pourquoi le corps se refroidit-il lorsqu'elle s'en sépare? Enfin, quand même je devrais blesser la pudeur plutôt que de renoncer à convaincre, dans ce dernier effort de la volupté qui produit la semence génitale, ne sentons-nous pas s'échapper quelque chose de notre âme, tant nous éprouvons de marasme et de prostration, joint à un affaiblissement de la vue. Telle sera la semence qui produit l'âme dans une sorte de distillation de l'âme, de même que la semence génitale produira le corps par le bouillonnement de la chair. დავურთავთ შესაბამის გერმანულ თარგმანსაც: Man schäme sich nicht ob dieser notgedrungenen Erklärung. Die Natur muss in Ehren gehalten werden und ist kein Gegenstand des Errötens. Der Beischlaf ist schimpflich infolge der Wollust, nicht an sich; die Ausschreitung, nicht die Sache selbst ist wider die Scham; denn die Sache selbst ist gesegnet bei Gott: "Wachset und mehret euch!” Die Ausschreitung aber ist verflucht; die Ehebrüche, Hurereien und schlechten Häuser. Also bei dieser gewöhnlichen geschlechtlichen Verrichtung, worin sich Mann und Weib verbinden, ich meine den gewöhnlichen Beischlaf, ist, wie wir wissen, Leib und Seele zugleich thätig, die Seele durch die Begierde, das Fleisch in der Vollziehung, die Seele durch den Trieb, der Leib im Werke. Indem also mit einem einzigen Anstoss beider der ganze Mensch in Erregung gesetzt wird, läuft der Same zu einem vollständigen Menschen über, der aus der Körpersubstanz die Feuchtigkeit, aus der geistigen aber die Wärme bekommen hat. Und wenn die Seele den Griechen zufolge etwas Frostiges ist, warum wird dann der Körper kalt und starr, wenn sie aus demselben herausgegangen ist? Und endlich, um eher an der Schamhaftigkeit als an der Kraft des Beweises etwas fehlen zu lassen, gerade bei der Glut der aufs höchste gestiegenen Wollust, wo die Zeugungsflüssigkeit ausgestossen wird, fühlen wir da nicht auch etwas von der Seele mit hinausgehen? Deshalb werden wir dabei matt und kraftlos mit Abnahme des Lichts. Das wird wohl der seelische Samen sein aus einer Austräuflung der Seele, so wie die eben erwähnte Flüssigkeit der Same des Körpers ist, aus einem Ueberschäumen des Fleisches.

38 - ტერმინები "ქროლვა", "სული", "მობერილობა" და მისთ., ღრმა სულიერი დატვირთვის მატარებელი თეოლოგიური ტერმინებია, რომელთა აღქმა უნდა მოხდეს შესაბამისი სხვაენოვანი ეკვივალენტების შინაარსობრივი წვდომის საფუძველზე. ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ "ქროლვის" ლათინურ ეკვივალენტს flatus, რაც ყოფითად სწორედ "ქარის ქროლვას" ნიშნავს (ზმნიდან flo) და რაც ტერტულიანეს მიერ მოხმობილია უმნიშვნელოვანესი ბიბლიური მუხლის, შესაქ, 2.7-ის კონტექსტში. შდრ. cum deus flasset in faciem homini flatum uitae; ეს მუხლი, სრული სახით, ლათინურ ვულგატაში ასეთი სახისაა: formavit igitur Dominus Deus hominem de limo terrae et inspiravit in faciem eius spiraculum vitae et factus est homo in animam viventem. შდრ. ბერძნ. καὶ ἔπλασεν ὁ θεὸς τὸν ἄνθρωπον χοῦν ἀπὸ τῆς γῆς καὶ ἐνεφύσησεν εἰς τὸ πρόσωπον αὐτοῦ πνοὴν ζωῆς καὶ ἐγένετο ὁ ἄνθρωπος εἰς ψυχὴν ζῶσαν. როგორც ვხედავთ, ტერტულიანე, ნაცვლად ვულგატისეული ტერმინებისა: inspiravit და spiraculum-ისა იყენებს ტერმინებს: flasset და flatum, რაც ნაწილობრივ თანხვდება წინავულგატურ ანუ ძველ ლათინურ თარგმანს: et finixit Deus hominem pulverem dc terrae, & insufflavit in faciem ejus flatum vitae, & factus est homo in animam viventem (იხ. Bibliorum Sacrorum Latinae Versiones Antiquae: seu, Vetus Italica, et caeterae quaecunque in codicibus mss. & aniquoum libris reperiri potuerunt Quae cum Vulgata Latina, & cum Textu Graeco comparantur. Accedunt Praefationes, Observationes, ac Notae, Indexque novus ad Vulgatum espt regione editam, idemque locupletissimus. Opera & studio D. Petri Sabatier, Tomus Primus, Remis, 1743, p. 13; იხ. იქვე აღნიშნული მუხლის ლათინური ვერსიების დეტალური ანალიზი). აღნიშნული flatus სხვა შემთხვევებში ვულგატაშიც დასტურდება. ამ მხრივ საყურადღებოა ეს. 42.5, სადაც ვულგატაში გვერდიგვერდ გვხვდება flatus და spiritus: haec dicit Dominus Deus creans caelos et extendens eos firmans terram et quae germinant ex ea dans flatum populo qui est super eam et spiritum calcantibus eam. ბერძნულში flatus-ის შესატყვისია πνοή, ხოლო spiritus-ისა - πνεῦμα (შდრ. οὕτως λέγει κύριος ὁ θεὸς ὁ ποιήσας τὸν οὐρανὸν καὶ πήξας αὐτόν ὁ στερεώσας τὴν γῆν καὶ τὰ ἐν αὐτῇ καὶ διδοὺς πνοὴν τῷ λαῷ τῷ ἐπ' αὐτῆς καὶ πνεῦμα τοῖς πατοῦσιν αὐτήν). წინაათონური ქართული რედაქცია flatus-πνοή-ს უსადაგებს "საშუმინველს", ხოლო spiritus-πνεῦμα-ს - "სულს" (შდრ. "საშუმინველი ერსა თჳსსა, რომელ არს მას ზედა და სულნი, რომელნი ვლენან მას ზედა"; შდრ. გელათური: "ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ და დაამტკიცა იგი და დაამყარა იგი და მისშორისნი და მისცა ერსა მისსა სამშჳნველი, რომელი არს მას ზედა, და სული ყოველთა მთრგუნველთა მისთა"). იხ. აგრეთვე დან. 5.23, წინაათონური: "რომელსა სულნი [πνοή; flatum] შენნი და ყოველნი გზანი შენნი ჴელთა შინა მისთა არიან" (შდრ. გელათური: "ხოლო ღმერთი, რომლისა მშჳნვაჲ შენი ჴელსა შინა მისსა და ყოველნი გზანი შენნი, იგი არა ადიდე"); ესაია 57.16, გელათური: "რამეთუ სული [πνεῦμα; spiritus] ჩემგან გამოვიდეს და მშჳნვაჲ [πνοή; flatum] ყოველი მე შევქმენ" (შდრ. წინაათონური: "რამეთუ სული ჩემ მიერ გამოვიდეს, და ცხორებაჲ ყოველი მე შევქმენ"); იობ. 34.14: "უკუეთუ უნდეს შეპყრობად. და სულისა [πνεῦμα; spiritus] მის თანა დაყენებად". საყურადღებოა ავგუსტინეს შემდეგი ტერმინოლოგიური შენიშვნა: "არ ამბობს ბერძნული [წერილი] πνεῦμα-ს, რაც უნდა ითქვას "სულიწმინდად", არამედ - πνοή-ს, რა სიტყვაც უფრო ხშირად ითქმის ქმნილებისადმი, ვიდრე შემოქმედისადმი. ამიტომ, განსხვავებიდან გამომდინარე, ზოგიერთმა ლათინმა ამჯობინა, მაშ, რომ ეს სიტყვა არა "სულად" [spiritus], არამედ "ქროლვად [flatum] გადმოეცა. სწორედ ესაა ბერძნულში იმ ადგილას ესაიასთან, სადაც ღმერთი ამბობს: "ყველა ქროლვა მე შევქმენი" [შდრ. გელათური თარგმანი: "მშჳნვაჲ ყოველი მე შევქმენ", ე.ჭ.], რითაც უეჭველად "ყველა სული" აღნიშნა. ასე რომ, რაც ბერძნულში ითქმის როგორც πνοή, როდესაც კი იგი, მაშ, ღვთისადმი ითქმის, ჩვენებმა ზოგან "ქროლვად" (flatus), ზოგან "სულად" (spiritus), ზოგან "შთაბერვად" (inspiratio) ანდა "სუნთქვად" (aspiratio) თარგმნეს" (შდრ.non ait Graecus πνεῦμα, quod solet dici Spiritus Sanctus, sed πνοή, quod nomen in creatura quam in Creatore frequentius legitur; unde nonnulli etiam Latini propter differentiam hoc vocabulum non spiritum, sed flatum appellare maluerunt. Hoc enim est in Graeco etiam illo loco apud Isaiam, ubi Deus dicit: Omnem flatum ego feci, omnem animam sine dubitatione significans. Quod itaque Graece πνοή dicitur, nostri aliquando flatum, aliquando spiritum, aliquando inspirationem vel aspirationem, quando etiam Dei dicitur, interpretati sunt; De Civitate Dei, XIII. 24.3).

39 - "შემკვრივებული" - შდრ. densatum ("შესქელებული", "შემაგრებული", "შეხშირებული", "შემჭიდროებული"), ინგლ. condensed; ფრანგ. il se condensa; გერმ. verdichtete sich).

40 - "ყველა შინაგან ნაკვთში" - omni intus linea (ინგლ. on each internal feature; ფრ. se comprima dans les limites corporelles; გერმ. drückte jede der Grenzlinien aus)...

41 - ტერმინ "დასახვას" ვიყენებთ ლათინური formo-ს შესატყვისად, რაც უიგივდება "ფორმირებას" ანუ "ჩამოყალიბებას" (შესაბამისად, forma-ს ვთარგმნით "დასახულობად", რაც "ფორმის", "ყალიბის" სინონიმია).

42 - "პავლეს" - შდრ. Paulus (ასეა, ნუსხათა ერთი ნაწილის კვალობაზე, გამოცემათა მნიშვნელოვან ნაწილში. იხ. მაგ. quibus Paulus dominum audire et uidere debuerat, Qvinti Seprimi Florentis Tertulliani Opera, Volume 1, F. Tempsky, 1890, p. 312; ინგლ. by means of which Paul must have heard and seen the Lord. ამ წაკითხვას ტერტულიანეს ტექსტად იმოწმებენ ა. ჰარნაკი და კ. ალანდი (თუმცა იქვე იმოწმებენ ამონარიდს ავგუსტინესგან, სადაც სახეზეა მეორე წაკითხვა populis). იხ. Adolf von Harnack, Kurt Aland, Geschichte der altchristlichen Literatur bis Eusebius: Die Uberlieferung und der Bestand, J.C. Hinrichs, 1958, s. 684; იხ. აგრეთვე: Joseph Stoffels, Die mystische Theologie Makarius des Aegypters und die ältesten Anzätze chrislicher Mystik, P. Hanstein, 1908, p. 65; შდრ, აგრეთვე: Etinne Gilson, Philotheus Boehner, Chrisliche Philosophie von ihren Anfängen bis Nikolaus von Cues, F. Schöningh, 1954, p. 155: So ist die Seele in allem dem Leibe ähnlich gebaut: habens et ille (homo interior) oculos et aures suas, quibus Paulus dominum audire et videre debuerat). ნუსხათა მეორე ნაწილში სახეზეა არა Paulus, არამედ populus ("ხალხი"), რაც ბოლო პუბლიკაციებში უფრო მიღებულია. იხ. მაგ. quibus populus dominum audire et videre debuerat, Quinti Septimi Florentis Tertulliani De anima By Tertullian, ed. Jan Hendrick Waszink, Brill, 1947, p. 12 (შდრ. ფრანგ. par lesquels le peuple aurait dû voir et entendre le Seigneur; გერმ. womit das Volk den Herrn hätte sehen und hören sollen; ეს წაკითხვა გაზიარებულია, მაგალითად, Ernest L. Forin-ის მიერ. იხ. Ernest L. Forin, Christianisme et culture philosophique au cinquième siècle: la querelle de l'âme humaine en Occident, 1959, p. 62; შდრ. Zeitschrift für frabzösische Sprache und Litteratur, Volume 77, p. 27: Und durchaus folgerichtig kommt er dabei zu dem Schluß: Hic erit homo interior ...‚ quibus populus dominum audire et videre debuerat, habens et ceteros artus).

43
- ტერტულიანე, როგორც ვხედავთ, პირდაპირი მნიშვნელობით ანუ მატერიალურად იგებს უფლის იგავს მდიდრისა და ლაზარეს იმქვეყნიური მყოფობის შესახებ.

44
- აქ, ცხადია, მინიშნებაა გამოცხ. 6.9 მუხლზე: "და რაჟამს აღაღო მეხუთე ბეჭედი, ვიხილენ საკურთხეველსა ქუეშე სულნი იგი მკუდართანი სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს კრავისა მის, რომელ აქუნდა". ტერტულიანე რომ მოცემულ ადგილას სწორედ "აპოკალიფსის" ზემორე მუხლს გულისხმობს, ამას ადასტურებს მისი ცნობილი შრომა "ხორცის აღდგომის შესახებ" (De Ressurrectione Carnis), სადაც ზემორე სიტყვები დამოწმებულია უშუალოდ იოანე მახარებელსა და "აპოკალიფსზე" მითითებით: "ასევე, იოანეს "აპოკალიფსში" ჟამთა წესი განივრცობა, რომლის დასათმენად განისწავლებიან, აგრეთვე, "მარტვილთა სულები საკურთხევლის ქვეშ", შურისგებისა და მსჯავრის მთხოვნელნი" (შდრ. Etiam in Apocalypsi Ioannis ordo temporum sternitur, quem martyrum quoque animae sub altari ultionem et iudicium flagitantes sustinere didicerunt, cap. 25; იხ. Q. Septimi Florentis Tertulliani Opera, Recensuit Ioh. Salomo Semler, volumen Tertium, Halae Magdeburgicae, 1770, repr. 1829, p. 202; შდრ, ინგლ. თარგმ. In the Revelation of John, again, the order of these times is spread out to view, which "the souls of the martyrs” are taught to wait for beneath the altar, whilst they earnestly pray to be avenged and judged, იხ. Tertullian, On the Resurrection of the Flesh, Kessinger Publishing, 2004, p. 43; შდრ. აგრეთვე ფრანგ. თარგმ. Cette suite et cette disposition des temps dont les âmes des martyrs attendent le succès, en l'état où elles sont sous l'autel mystique, demandant à Jésus-Christ le jugement et la vengeance, est même marquée par saint Jean dans l'Apocalypse, Oeuvres de Tertullien, traduites en français, Paris, 1844, p. 375; "აპოკალიფსის" აღნიშნული მუხლის ტერტულიანესეული ზემორე და სხვა დამოწმებანი და პერიფრაზირებანი მითითებულია Hermann Roensch-ის საყურადღებო შრომაში: Das Neue Testament Tertullian's; aus den Schriften des Letzteren möglichst vollständig reconstruirt, mit Einleitungen und Anmerkungen textkritischen und sprachlichen Inhaltes, Leipzig, 1871, p. 537. მკვლევარის მიერ მითითებული პარალელებიდან, ზემორეთა გარდა, ხაზგასასმელია ტერტულიანეს შემდეგი სიტყვები: "ვინც, მაშ, აქამდეც საჭვრეტად გამოგვიჩინა მხოლოდ სულები მარტვილებისა, საკურთხევლის ქვეშ განსვენებულთა, ყოველგვარად შემძლეა იმისა, რომ აღდგომილნიც თვალთა წინაშე წარმოგვიდგინოს ხორცის გარეშე" (De Resurr., cap. 38. შდრ. Qui enim animas adhuc solas martyrum sub altari quiescentes conspectui subdidit, posset utique et resurgentes oculis exhibere sine carne, Q. Septimi Florentis Tertulliani... Op. cit. p. 223; შდრ. ინგლ. თარგმ. For unquestionably he, who has exhibited to our sight the martyrs‘ hitherto disembodied souls resting under the altar, was quite able to display them before our eyes rising without a body of flesh, Tertullian, On the Resurrection of the Flesh, Op. cit. p. 62;  ფრანგ. თარგმ. Et certes, celui qui a fait voir les âmes des martyrs encore seules et sans leurs corps, jouissant sous l'autel des délices du repos, pourrait aussi les représenter à la vue dans l'état de la résurrection, sans le ministère de la chair, Oeuvres de Tertullien, Op. cit. p. 400). შდრ. "მაგრამ ამ დროს "საკურთხევლის ქვეშ მარტვილთა სულები" წყნარად განისვენებენ" (Contra Gnosticos, შდრ. Sed et interim sub altari martyrum animae placidum quiescunt, Q. Septimi Florentis Tertulliani... Op. cit. vol. II, 1828, p. 299; იგივე სიტყვები იჩენს თავს ტერტულიანეს შრომაში "მორიელის შესახებ" - scorpiace; იხ. Quinti Septimii Florentis Tertulliani quae supersunt omnia, edidit Franciscus Oehler, t. I, Lipsiae, 1853, p. 529; შდრ. ინგლ. თარგმ. But the souls of the martyrs both peacefully rest in the meantime under the altar, The Ante-Nicene Fathers: The Writings of the Fathers Down to A.D. 325, volume III, Latin Christianity: Its Founder, Tertullian-Three Parts: 1. A, by Alexander Roberts, Cosimo, Inc., 2007, p. 646). პარალელად იხ. "საბას ცხოვრების" ძვ. ქართ. თარგმ.: "ღმრთით-შჱნებულსა მას ეკლესიასა საკურთხეველი დადგა და კონქსა მას შინა მრავალთა მარტჳრთა ნაწილი დაჰკრძალნა ღუაწლისა-მძლეთაჲ საკურთხეველსა ქუეშე" ("ცხორებაჲ საბაჲსი", იხ. მამათა ცხოვრებანი, გამოსცა ვ. იმნაიშვილმა, თბ. 1976, გვ. 153).

45 - ლათინურ configurata-ს ვთარგმნით ტერმინით "თანაშესახული" - ე.ი. "კონფიგურირებული", "თანაფორმირებული" (შდრ. ინგლ. moulded after its form; ფრანგ. prenant la configuration;  გერმ. geformate). აღვნიშნავთ, რომ configuratus სამგზის გვხვდება ვულგატაში და ბერძნულ შესატყვისებად განიკუთვნებს ერთგან συσχηματιζόμενος-ს [I პეტრ. 1.14], მეორეგან - συμμορφιζόμενος-ს [ფილიპ. 3.10], მესამეგან კი - σύμμορφος-ს; ქართულ რედაქციებში ყველგან შესატყვისია "თანახატქმნა".

46
- გერმ. თარგმ. Als Gott den Hauch des Lebens in das Angesicht des Menschen blies und der Mensch zur lebendigen Seele geworden war, wurde sofort jener Hauch vollständig durch das Gesicht in sein Inneres hinübergeleitet, ergoss sich durch alle Räume des Körpers, verdichtete sich zugleich durch göttliche Nachhilfe, drückte jede der Grenzlinien aus, die er, drinnen verdichtet, ausgefüllt hatte und erstarrte gleichsam wie in einer Form. Damit also wurde die Körperlichkeit der Seele kraft der Verdichtung befestigt und ihr Bild durch das Abdrücken geformt. Das wäre der innere Mensch; ein anderer ist der äussere, in beidem einer. Auch jener hat seine Augen und Ohren, womit das Volk den Herrn hätte sehen und hören sollen, sowie die übrigen Glieder, deren er sich in Gedanken bedient und die er bei Träumen gebraucht. So hat denn auch der reiche Prasser in der Unterwelt eine Zunge, der Arme Finger und Abraham einen Schooss. An diesen Umrissen werden auch die Seelen der Märtyrer unter dem Altare erkannt. Denn die von Anfang an in Adam mit dem Körper verwachsene und mit ihm geformte Seele war der Same wie der ganzen Gesamtsubstanz so auch der in Rede stehenden Seinsweise;

47 - შდრ. სხვა ინგლისური თარგმანი: became the germ of the whole of substance (i.e, of the soul), იხ. Anthony C. Thiselton, The hermeneutics of doctrine, 2007, p. 274).

48 - დავძენთ, რომ ღვთის "მონაქროლით" ანუ flatus-ით (რაც უიგივდება inspiratio-ს ანუ "შთაბერვას" და spiraculum-ს ანუ "მობერვას") ადამიანის სულის შექმნას ტერტულიანე მკაფიოდ ასწავლის De Anima-ს მესამე თავშიც, როდესაც აღნიშნავს: "ვამტკიცებთ, რომ სული არის ღვთის ქროლვისგან და არა მატერიისგან, დაცულნი ვართ რა ამ მხრივაც საღვთო განჩინების არაორაზროვანი დებულებით: "და დაჰქროლა, - ამბობს, - ღმერთმა ცხოვრების ქროლვა ადამიანის პირისახეში და შეიქმნა ადამიანი ცოცხალი სულით", - რა თქმა უნდა, ღვთის ქროლვისგან" (შდრ. animam ex dei flatu, non ex materia uindicamus, muniti et illic diuinae determinationis inobscurabili regula: et flauit, inquit, deus flatum uitae in faciem hominis, et factus est homo in animam vivam, utique ex dei flatu; ინგლ. თარგმ. we claimed the soul to be formed by the breathing of God, and not out of matter. We relied even there on the clear direction of the inspired statement which informs us how that "the Lord God breathed on man's face the breath of life, so that man became a living soul" —by that inspiration of God, of course; ფრანგ. თარგმ. Nous soutenons que l'âme a été formée du souffle de Dieu et non de la matière, ayant pour nous dans cette circonstance la règle inviolable de la parole divine: "Il répandit sur son visage un souffle de vie, et l'homme eut une âme vivante." Par le souffle de Dieu conséquemment; გერმ. თარგმ.  wir die Entstehung der Seele aus dem Hauche Gottes, nicht aus Materie behaupten und hierin durch die nicht verdunkelbare Regel einer Entscheidung Gottes geschützt sind, nämlich die: "Gott hauchte den Hauch des Lebens in das Antlitz des Menschen und es wurde der Mensch zu einer lebendigen Seele”, \ natürlich durch den Hauch Gottes).

49 - "მიწამტვერისგან" - ამ ტერმინით ვთარგმნით ლათინურ limus-ს (=ბერძნული χοῦς), რაც ფიქსირებულია შესაქ. II.7 მუხლში (შდრ. ლათ.  formavit igitur Dominus Deus hominem de limo terrae et inspiravit in faciem eius spiraculum vitae et factus est homo in animam viventem; ბერძნ. καὶ ἔπλασεν ὁ θεὸς τὸν ἄνθρωπον χοῦν ἀπὸ τῆς γῆς καὶ ἐνεφύσησεν εἰς τὸ πρόσωπον αὐτοῦ πνοὴν ζωῆς καὶ ἐγένετο ὁ ἄνθρωπος εἰς ψυχὴν ζῶσαν. სლავ. ...; რუს.  И создал Господь Бог человека из праха земного, и вдунул в лице его дыхание жизни, и стал человек душею живою.; სომხ. ... ბერდოსიანის New Armenian-English Dictionary-ის მიხედვით ... - "მიწა, თიხა, მტვერი; გრუნტი, ნიადაგი" - earth, clay, dust; ground, land, soil, p. 413)...; ძვ. ქართ. ABCD: "და შექმნა ღმერთმან (უფალმან C; უფალმან ღმერთმან AB) კაცი, მტუერისა მიმღებელმან ქუეყანისაგან, და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა და იქმნა კაცი სულად ცხოველად (ცხოვლად ABC)"; ძვ. ქართ. ლექციონარი: "და დაჰბადა ღმერთმან კაცი, - მიწაჲ ქუეყანისაგან (ქუეყანისაჲ L), შთაჰბერა პირსა მისსა სული ცხოვრებისაჲ (Sn ცხოელი KL) და იყო კაცი იგი სულად ცხოველად" [შდრ. აკვილას, თეოდოტიონისა და სვიმაქოსის თარგმან-განმარტებანი: ΑΚΥΛΑΣ: "καὶ ἔπλασεν κύριος ὁ θεὸς σὺν τὸν ἄνθρωπον χοῦν ἀπὸ τῆς χθονὸς καὶ ἐνεφύσησεν ἐν μυκτῆρσιν αὐτοῦ ἀναπνοὴν ζωῆς, κα ἐγένετο ὁ ἄνθρωπος εἰς ψυχὴν ζῶσαν". ΘΕΟΔΟΤΙΩΝ καὶ ΣΥΜΜΑΧΟΣ• "καὶ ἔπλασεν κύριος ὁ θεὸς τὸν' Αδὰμ χοῦν ἀπὸ τῆς γῆς ἄδαμα, καὶ ἔπνευσεν εἰς τοὺς μυκτῆρας αὐτοῦ ἀναπνοὴν ζωῆς, καὶ ἐγένετο ὁ Ἀδὰμ ἄνθρωπος εἰς ψυχὴν ζῶσαν", იხ. Origenis Hexaplorum quae supersunt; sive, Veterum interpretum Graecorum in totum Vetus Testamentum fragmenta. Post Flaminium Nogilium, Drusium, et Montefalconium, adhibita etiam versione syro-hexaplari, concinnavit, emendavit, et multis partibus auxit Fridericus Field, Volume I, Prolegomena. Genesis-Esther, Oxonii, 1875, p. 13]; ტერტულიანეს შრომის მითითებულ თარგმანებში სახეზეა შემდეგი შესატყვისები: ინგლ. clay ("თიხა"); ფრანგ. limon ("შლამი", "ლამი", "დანალექი მიწა"); გერმ. Lehm ("თიხა").

50 - "პოხიერი" - შდრ. ლათ. opimus, რაც ნიშნავს "უხვს", "მდიდრულს", "ნოყიერს", "კარგად გამოკვებილს", "მსუქანს", "ცხიმიანს", "ბრწყინვალეს", "შესანიშნავს" (მითითებულ თარგმანთა შესატყვისები ნაკლებად მიზანშეწონილია. შდრ. ინგლ. excellent; ფრანგ. plus généreux; გერმ. zähe).

51 - შდრ. ინგლ. that which we breathe out through the generative fluid; ფრანგ. ce que nous transmettons à la manière d'un souffle par le venin génital; გერმ. das herrühren, was wir mit jener Flüssigkeit aushauchen.

52
- ე.ი. ნიმუში, გვარი, წესი.

53
- "სახე გადასცეს გასამრავლებელ მოდგმას" - ე.ი. კაცობრიობას, რომელიც ღვთის კურთხევის შესაბამისად, უნდა გამრავლებულიყო, ტრადიციულ წესად დაუმკვიდრეს (tradiderunt) გამრავლების ის თანაშეზავებული სახე, რაც გულისხმობდა სულის შემქმნელი საღვთო მობერილობისა და ხორცის შემქმნელი მიწამტვერისეული ლორწოს გაერთიანებას, მათ განუყოფელ გამთლიანებას ერთ, ერთადერთ, მხოლო (unicus, როგორც წერს ტერტულიანე) მშობელობით გენად, მამისაგან ძეზე სპერმატულად გადაცემულს.

54 - ტერტულიანე ყურადღებას აქცევს ციტატის მრავლობითობას ("მთავრობდნენ") იმის დასამტკიცებულად, რომ უფლის სიტყვები "შევქმნათ ადამიანი" არა მხოლოდ ადამს, არამედ მასში მთელი შთამომავლობის სამომავლო სიმრავლესაც დაბადების საერთო კანონს უდგენს.

55 - შდრ. ინგლ. Most true are the examples of the first creation. Adam's flesh was formed of clay. Now what is clay but an excellent moisture, whence should spring the generating fluid? From the breath of God first came the soul. But what else is the breath of God than the vapour of the spirit, whence should spring that which we breathe out through the generative fluid? Forasmuch, therefore, as these two different and separate substances, the clay and the breath, combined at the first creation in forming the individual man, they then both amalgamated and mixed their proper seminal rudiments in one, and ever afterwards communicated to the human race the normal mode of its propagation, so that even now the two substances, although diverse from each other, flow forth simultaneously in a united channel; and finding their way together into their appointed seed-plot, they fertilize with their combined vigour the human fruit out of their respective natures. And inherent in this human product is his own seed, according to the process which has been ordained for every creature endowed with the functions of generation. Accordingly from the one (primeval) man comes the entire outflow and redundance of men's souls—nature proving herself true to the commandment of God, "Be fruitful, and multiply." For in the very preamble of this one production, "Let us make man," man's whole posterity was declared and described in a plural phrase, "Let them have dominion over the fish of the sea," etc. And no wonder: in the seed lies the promise and earnest of the crop. ფრანგ. Les exemples de la créai ion ne sont pas trompeurs. La chair d'Adam fut formée du limon: qu'est-ce que le limon, sinon un liquide plus généreux? De là viendra le venin génital. Son âme fut créée par le souffle de Dieu: qu'est-ce que le souffle de Dieu, sinon la vapeur de l'esprit? De là viendra ce que nous transmettons à la manière d'un souffle par le venin génital. Ces deux substances, le limon et le souffle, distincts et séparés à leur origine, après avoir formé un seul et même homme, se confondirent depuis, mêlèrent leurs semences, et communiquèrent à la propagation de l'espèce humaine sa forme, de sorte que ces deux substances, quoique différentes, s'échappant simultanément et introduites à la fois dans le sillon et le champ destiné à les recevoir, contribuent également à la germination d'un homme dans lequel sera déposée aussi la semence appropriée à son espèce, comme il a été réglé d'avance pour tout être appelé à se reproduire. Ainsi toute cette multitude d'ames dérive d'un seul homme, la nature se montrant fidèle à ce décret de Dieu: "Croissez et multipliez;" car dans ce préambule qui précède la création d'un seul: "Faisons l'homme," l'emploi du pluriel annonçait toute la postérité: "Et qu'ils commandent aux poissons de la mer:" faut-il s'en |57 étonner? La promesse de la moisson est renfermée dans sa semence; გერმ. Der Uranfang ist eine sehr getreue Analogie dazu. Aus dem Lehm stammte Adams Fleisch. Was ist Lehm anders als eine zähe Flüssigkeit? Von da werden die zeugenden Säfte stammen. Aus dem Anhauch Gottes kam die Seele. Was anders ist der Anhauch Gottes als ein Wehen des Geistes? Von ihm wird. mas. Da also beim Uranfang zwei verschiedene und getrennte Dinge, der Lehm und der Anhauch‚ zusammen den einen Menschen herstellten, so haben damals schon die beiden zusammengeflossenen Substanzen auch ihre Samen in eins zusammengethan und damit die Regel für die Fortpflanzung des Geschlechtes in der Folgezeit gegeben, so dass auch jetzt noch beide, obwohl verschieden, doch vereint zusammen aus-fliessen. Zu derselben Zeit der Furche und ihrem Ackerboden anvertraut, bringen sie zu gleicher Zeit einen Menschen von beiden Substanzen hervor, in welchem wieder sein Same enthalten ist nach seiner Art, so wie es jedem zeugungstüchtigen Geschöpfe vorherbestimmt ist.

56 - ცნობილ ერეტიკოსს, აპოლინარი ლაოდიკიელს (+დაახლ. 390 წ.) განუკუთვნებს აღნიშნულ მოძღვრებას მისი თანამედროვე ნემესიოს ემესელი (+ დაახლ. 390 წ.), რომელიც გვაუწყებს: "ხოლო აპოლინარს მიაჩნია, რომ სულები იშვებიან სულებიდან, ისევე როგორც სხეულებიდან სხეულები, ვინაიდან გამოდისო [ამბობს] სული, გადაცემისამებრ, პირველი კაციდან ყველა იმაზე, ვინც მისგანაა" (შდრ. 498 'Απσλιναρίῳ δὲ δοκεῖ τὰς ψυχὰς ἀπὸ τῶν ψυχῶν τίκτεσθαι, ὥσπερ ἀπὸ τῶν σωμάτων τὰ σώματα. προϊέναι γὰρ τὴν ψυχὴν κατὰ διαδοχὴν τοῦ πρώτου ἀνθρώπου εἰς τοὺς ἐξ ἐκείνου πάντας, καθάπερ τὴν σωματικὴν διαδοχήν, De natura hominis, ed. B. Einarson, Nemesius of Emesa, De natura hominis (tyrescript) Corpus medicorum Graecorum (in press), TLG, cap. 2.495; შდრ. ლათ. თარგმ.: Videtur autem Apolinario animas ab animabus gigni, ut a corporibus corpora; propagari namque animam per generationem ait a primo homine in omnes, qui sunt ab ipso, velut et corpus, იხ. Nemesii Episcopi Premnon Physicon sive ΠΕΡΙ ΦΥΣΕΩΣ ΑΝΘΡΩΠΟΥ, Liber A N. Alfano, Archiepiscopo Salerni, In Latinum Translatus Recognovit Carolus Burkhard, Lipsiae, 1917, p. 43-44; სხვა ლათ. თარგმ. Apolinario vero videtur animas ab animabus generari, sicut a corporibus corpora. Provenire enim animam secundum successionem primi hominis in eos qui ex illo sunt omnes, sicut corporalem successionem, Némésius D'Émèse De Nature Hominis, Traduction De Burgundio De Pise, Édition Critique avec une introduction sur I'anthropologie de Némésiu par G. Verbeke et J. R. Moncho, Leiden E. J. Brill 1975, p. 42; შდრ. პეტრიწისეული ძველი ქართული თარგმანი: "ხოლო აპოლინარის უკუჱ ეთნების სულთაჲ სულთა-მიერ შობაჲ, ვითარ-რაჲ სხეულთაგან სხეულნი, თანაგანზოგვად და წარმოჩინებად სულისა მონაცვლეობითა პირველისა კაცისაჲთა მის-მიერითა ყოველთად, ვითარ სხეულებრივი მონაცვლეობაჲ", ნემესიოს ემესელი, ბუნებისათჳს კაცისა, ბერძნულითგან გადმოღებული იოვანე პეტრიწის მიერ. ქართული ტექსტი შეისწავლა, გამოსაცემად დაამზადა და ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ს.რ. გორგაძემ, ტფილისი 1914 (გამოცემა საეკლესიო მუზეუმისა, 17), გვ. 44.8-11 (შდრ. ფრანგ. Apollinaire pense que les âmes naissent des âmes, comme les corps des corps; que l'âme du premier homme a été la source de toutes les autres âmes, comme son corps a été la source de tous les autres corps, par succession de générations; que les âmes n'ont pas été mises en réserve, et qu'elles ne sont pas non plus créées maintenant, Nemesius, De La Nature De L'homme, Traduit Pour La Première Fois Du Grec En Français, Par M. J. B. Thibault; Paris; 1844, p. 53).

57 - ე.ი. "სათნო-იჩენენ", "მოსურნენი არიან", "ფიქრობენ".

58 - სიტყვ. "მიბარებული", "მინდობილი", "ჩაბარებული" (შდრ. commendata; ინგლ. entrusted; ფრანგ. confiée).

59 - ინგლ. On my side, then, why should I not contend for these wise and sagacious natures of trees? Let them have vitality, as the philosophers permit it; but let them have knowledge too, although the philosophers disavow it. Even the infancy of a log, then, may have an intellect (suitable to it): how much more may that of a human being, whose soul (which may be compared with the nascent sprout of a tree) has been derived from. Adam as its root, and has been propagated amongst his posterity by means of woman, to whom it has been entrusted for transmission, and thus has sprouted into life with all its natural apparatus, both of intellect and of sense! ფრანგ. Pourquoi n'aurais-je pas la sagesse et la science des arbres? Qu'ils vivent comme le veulent les philosophes; qu'ils connaissent comme ne le veulent pas les philosophes; toujours est-il que l'arbuste, à son origine, est intelligent, à plus forte raison, l'homme, dont l'âme, tirée de la matrice d'Adam, comme le sarment qui se propage par le provin, et confiée à l'utérus de la femme avec toutes ses facultés, développera en elle l'intellect non moins que le sentiment? გერმ. Warum sollte ich diese Erscheinungen nicht als den Verstand und das Wissen der Bäume geltend machen? Mögen sie leben, wie die Philosophen wollen, und denken, wie die Philosophen nicht wollen. Besitzt der Baum in seiner Kindheit sein Denkvermögen schon, dann aber noch viel mehr der Mensch, dessen Seele gleich einem jungen Schössling aus Adam als der Mutterpflanze als Setzling heruntergeleitet und, den Gebärhöhlungen des Weibes anvertraut, mit ihrer gesamten Ausrüstung, sowohl mit Intellekt als sinnlichem Wahrnehmungsvermögen versehen, heranwächst.

60 - "სულიერი სული" - შდრ. spiritual soul (ტერმინ "სულიერს", როგორც ზემოთაც აღვნიშნავდით, მოვუხმობთ პნევმურის, სპირიტუალურის ანუ духовный-ის აღსანიშნად, განსხვავებით "სულისმიერისგან", რასაც ვიყენებთ ფსიქიკურის, მშვინვიერის, ანიმალურის ანუ душевный-ის შესატყვისად).

61 - შდრ. Tertullian appears to teach that the germ of a new soul disengages itself from the souls of the begetting parents, as a "slip from the stem of Adam." But as an incorporeal soul cannot possibly proceed from in matter, can be produced by generation out of the potency of matter; but the soul of man, which is a simple spiritual substance, does not produce material germs from which a new spiritual soul could sprout. Tertulian tries to improve his case by distinguishing between "humor" and "color seminis", deriving the soul from the former and the body from the latter. But the very suggestion that flesh might possibly beget spirit is essentially materialistic". დასახ. შრომა, გვ. 166-167.

62 - ხაზგასმები აქაც და ყველგან ჩვენია.

63 - Man Kei Ho, Suffering, Obedience and the Origin of Sin, Xulon Press, 2010, p. 165.

64 - ლექსიკური ერთეული "სათავანი", იგივე "წყაროსთავი", რაც აღნიშნავს საკუთრივ მდინარის სათავეს, მდინარის მშობელ სათავე-წყაროს ანუ მიწიდან ამოჩქეფილ იმ პირველ ნაკადს წყლისას, რაც შემდეგ მდინარედ იქცევა, მოცემულ შემთხვევაში შინაარსობრივად ზედმწიევნით ესადაგება ინგლისურ fountain-head-ს.

65 - შდრ. Tertullian, in particular, gave forcible expression to the theory. The first man bore within him the germ of all mankind; his soul was the fountain-head of all human souls ; all varieties of individual human nature were only different modifications of that one original spiritual substance. Creation was finally and completely accomplished on the sixth day. As the body is derived from the bodies of the parents, so the soul is derived from the souls of the parents - body and soul together being formed by natural generation. This theory entirely accounts for the unity of mankind and the transmission of sin through the parents (tradux animae tradux peccati). All human nature became corrupt in the original father of the race and inherits a bias to evil. This is the vitium originis, the blemish or taint in the stock which necessarily affects the offspring, so that all are born with its stain upon them. But against this theory objections are urged, that it makes man the product of previous circumstances, allows no room for individual free will, and seems to materialize the soul, J.F. Bethune-Baker, An Introduction To The Early History of Christian Doctrine to the Time of The Council of Chalcedon, Second Edition, London, 1920, p. 303-304.

66 - ტერმინი "გადაცემადობა" ზედმწიევნით ესადაგება ტერტულიანეს მოძღვრებას და სინონიმია ტერმინისა "განშტოებადობა" (=ტრადუციანიზმი). ამიტომ, მისი ათროპოლოგიის განხილვისას ეს ტერმინიც არაიშვიათად გამოიყენება. მაგალითად W.R. Alger მიუთითებს: "მეოთხე პასუხი შეკითხვაზე (თუ საიდან წარმოიშობიან სულები, ე.ჭ.) ჩამოყალიბებულია ტერტულიანეს ცნობილ მოძღვრებაში ტრადუქციის შესახებ, რომლის არსებითი აზრი ისაა, რომ ყველა ადამიანური სული გადმოცემულია (have been transmitted) ანუ გადმოტანილია ადამის სულიდან" (შდრ. A fourt reply to the inquiry before us is furnished in Tertullian's famous doctrine of Traduction, the essential import of which is that all human souls have been transmitted, or brought over, from the soul of Adam., W.R. Alger, A critical history of the doctrine of a future life: With a complete Bibliography of the Subject, New York, 1867, p. 10). ასევე Eric Osborn შენიშნავს: "[ტერტულიანეს მოძღვრებით] სული ფიზიკურად გადაეცემა (is transmitted) სპერმის გზით... ["სულის შესახებ", თ. 25.9]. ევამ მიიღო სულიც და ხორციც ადამის მიერ, თორემ ღმერთი მოჰბერავდა მასზეც, რომ მიეცა მისთვის სული ["სულის შესახებ", თ. 36.4]" (შდრ. The soul is physically transmitted by sperm... [an 25.9]. Eva received both soul and flesh through Adam, else God would have breathed on her to give her soul [an. 36.4], Eric Osborn, Tertullian - First Theologian of the West, Oxford, 1997, p. 167). კიდევ, Ian A. McFarland-ის აღნიშვნით, "ტერტულიანე სულის ბიოლოგიური გადაცემადობის (transmission) შესახებ თავისი ტრადუციანული თეორიის ყველაზე უფრო სრულ განმარტებას გვაძლევს 27-ე თავში თავისი შრომისა: "სულის შესახებ" (შდრ. Tertullian gives his most fulsome explanation of his traducian theory of the soul's biological transmission in chapter 27 of his Treatise on the Soul, Ian A. McFarland, In Adam's Fall: A Meditation on the Christian Doctrine of Original Sin, 2010, p. 51).

67 - ე.ი. "სულს" ანუ, აქ, anima-ს (იგივე ψυχή-ს ანუ душа-ს) აცხადებენ spiritus-ად ანუ იგივე პნევმად (πνεῦμα), дух-ად, "სულიერ არსებად" (შდრ. ინგლ. spiritual substance).

68 - ლათინური "სპირიტუს" ეტიმოლოგიურად ისევე უკავშირდება "სუნთქვას", "ქროლვას" (spiro - "სუნთქვა", "ფშვინვა", "ქროლვა"), როგორც ქართული "სული" (შდრ. "სულ-თქუმა", "სუნთქვა") და ბერძნული πνεῦμα (πνέω - "ბერვა", "ქროლვა", "სუნთქვა", "ამოსუნთქვა").

69 - "თანადათესილ სპირიტუსად" - ე.ი. სხეულთან ერთად სპერმატულად თანაჩასახულ "სპირიტუსად" ანუ "სულიერ არსებად".

70
- იხ. აგრეთვე ზემომითითებული ინგლ. თარგმანი: Now I am not referring merely to those who mould the soul out of manifest bodily substances, as Hipparchus and Heraclitus (do) out of fire; as Hippon and Thales (do) out of water; as Empedocles and Critias (do) out of blood; as Epicurus (does) out of atoms, since even atoms by their coherence form corporeal masses; as Critolaus and his Peripatetics (do) out of a certain indescribable quintessence, if that may be called a body which rather includes and embraces bodily substances;—but I call on the Stoics also to help me, who, while declaring almost in our own terms that the soul is a spiritual essence (inasmuch as breath and spirit are in their nature very near akin to each other), will yet have no difficulty in persuading (us) that the soul is a corporeal substance. Indeed, Zeno, defining the soul to be a spirit generated with (the body,) constructs his argument in this way: That substance which by its departure causes the living being to die is a corporeal one. Now it is by the departure of the spirit, which is generated with (the body,) that the living being dies; therefore the spirit which is generated with (the body) is a corporeal substance. But this spirit which is generated with (the body) is the soul: it follows, then, that the soul is a corporeal substance. Cleanthes, too, will have it that family likeness passes from parents to their children not merely in bodily features, but in characteristics of the soul; as if it were out of a mirror of (a man's) manners, and faculties, and affections, that bodily likeness and unlikeness are caught and reflected by the soul also. It is therefore as being corporeal that it is susceptible of likeness and unlikeness. Again, there is nothing in common between things corporeal and things incorporeal as to their susceptibility. But the soul certainly sympathizes with the body, and shares in its pain, whenever it is injured by bruises, and wounds, and sores: the body, too, suffers with the soul, and is united with it (whenever it is afflicted with anxiety, distress, or love) in the loss of vigour which its companion sustains, whose shame and fear it testifies by its own blushes and paleness. The soul, therefore, is (proved to be) corporeal from this inter-communion of susceptibility. Chrysippus also joins hands in fellowship with Cleanthes when he lays it down that it is not at all possible for things which are endued with body to be separated from things which have not body; because they have no such relation as mutual contact or coherence. Accordingly Lucretius says: "Tangere enim et tangi nisi corpus nulla potest res." "For nothing but body is capable of touching or of being touched." (Such severance, however, is quite natural between the soul and the body); for when the body is deserted by the soul, it is overcome by death. The soul, therefore, is endued with a body; for if it were not corporeal, it could not desert the body.

71 - შდრ. აგრეთვე ფრანგ. თარგმანი: Je ne parle pas seulement de ceux qui la font sortir de corps visibles, tels que Hipparque et Heraclite du feu; Hippon et Thalès de l'eau; Empédocle et Critias du sang; Critolaus et ses péripatéticiens, de je ne sais quelle cinquième substance, supposé qu'elle soit un corps, puisqu'elle renferme des corps; j'invoque encore le témoignage des stoîciens, qui en déclarant presque avec nous que l'âme est un esprit, puisque le souffle et l'esprit sont rapprochés l'un de l'autre, persuaderont aisément que l'âme est un corps. Enfin Zenon, en définissant l'âme un esprit qui a été semé avec l'homme, raisonne de cette manière: Ce qui, en se retirant, cause la mort de l'animal, est un corps; or l'animal meurt aussitôt que l'esprit semé avec lui se retire; donc l'esprit semé avec lui est un corps; or l'esprit semé avec lui n'est rien moins que l'âme; donc l'âme est un corps. Cléanthe veut même que la ressemblance passe des pères aux enfants, non-seulement par les linéaments du corps, mais par les marques de l'âme, espèce de miroir qui reflète les mœurs, les facultés et les affections des pères! Il ajoute que l'âme est susceptible de la ressemblance et de la dissemblance du corps; par conséquent, qu'elle est un corps soumis à la ressemblance et à la dissemblance. Les affections des êtres corporels et incorporels, dit-il encore, ne communiquent pas entre elles. Or, l'âme sympathise avec le corps. A-t-il reçu quelques coups ou quelques blessures? elle souffre de ses plaies. Le corps de son côté sympathisé avec l'âme. Est-elle troublée parle chagrin, par l'inquiétude, par l'amour? il est malade avec elle; il perd de sa vigueur; il atteste sapudeur ou sa crainte par la rougeur et la pâleur. L'âme est donc un corps, puisqu'elle participe aux affections corporelles. Mais voilà que Chrysippe tend la main à Cléanthe, en établissant qu'il est absolument impossible que les êtres corporels soient abandonnés par les êtres incorporels, parce qu'ils ne sont pas en contact avec eux. De là vient l'adage de Lucrèce: "Rien ne peut toucher ni être touché, à moins que ce ne soit un corps." Or, aussitôt que |9 l'âme abandonne le corps, il meurt. Donc l'âme est un corps, puisqu'elle ne pourrait abandonner le corps si elle n'était pas corporelle; შდრ. გერმ. თარგმანი: Und ich meine nicht bloss die, welche sie aus handgreiflich körperlichen Elementen bestehen lassen, wie Hipparchus und Heraklit aus Feuer, wie Hippon und Thales aus Wasser, wie Empedokles und Kritias aus Blut, wie Epikur aus den Atomen, insofem ja auch die Atome durch ihr Zusammentreffen sich zur Körperlichkeit verdichten ---- wie Kritolaus und seine Peripatetiker aus einer sonst unbekannten fünften Substanz, wenn nämlich auch sie ein Körper ist, da sie Körper einschliesst ----, ja sogar auch die Stoiker ziehe ich herbei, die, obwohl sie, fast wie wir, die Seele einen Geist nennen, insofern sich ja Hauch und Geist ganz nahe stehen, doch gern für die Körperlichkeit der Seele sprechen werden. Zeno endlich, der die Seele als verdichteten Atem definiert, legt sich die Sache so zurecht: dasjenige, nach dessen Austritt ein lebendes Wesen stirbt, ist ein Körper; wenn aber der verdichtete Atem austritt, so stirbt das lebende Wesen, folglich ist der verdichtete Atem ein Körper; der verdichtete Atem ist aber die Seele, also ist die Seele ein Körper. Kleanthes behauptet, dass bei den Kindern eine Ähnlichkeit mit den Eltern vorhanden sei, nicht bloss in den körperlichen Umrissen, sondern auch in den Eigenschaften der Seele, im Spiegelbilde des Charakters, in den Anlagen und Neigungen, dass die Seele aber auch mit dem Körper Ähnlichkeit oder Unähnlichkeit eingehe. So sei der Körper der Ähnlichkeit und Unähnlichkeit unterworfen. Ebenso seien die körperlichen und die nicht körperlichen Leiden keineswegs identisch. Nun aber leide die Seele mit dem Körper mit; wenn er durch Schlage, Wunden, Beulen verletzt sei, so empfinde sie den Schmerz mit und ebenso auch der Leib mit der Seele, mit deren Leiden er bei Sorge, Angst und Liebe seinen Zusammenhang verrät durch den Verlust der entsprechenden Munterkeit, und von deren Scham und Furcht er durch sein Erröten und Erbleichen Zeugnis gibt. Folglich ist die Seele ein Körper, weil sie die körperlichen Leiden teilt. Chrysippus reicht ihm die Hand, indem er konstatiert, dass das Körperliche vom Unkörperlichen durchaus nicht getrennt werden könne, weil‚ es sonst auch nicht davon würde berührt werden. Deshalb sagt auch Lukretius: "Berühren und berührt werden kann kein Ding, als nur ein Körper"; wenn die Seele aber den Körper verlässt, so verfalle dieser dem Tode. Mithin sei die Seele ein Körper, weil sie, wenn nicht körperlich, den Körper nicht verlassen würde.

72 - Ezra Hall Gillett-იც თითქმის ზედმიწევნით იმავეს აღნიშნავს: "ტერტულიანეს უფრო გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა ტრადუციანიზმის სასარგებლოდ. ის ამტკიცებდა სულის გამრავლებას per traducem ["განშტოებითად"], რაც კავშირში იყო სულის სხეულებრივი ბუნების შესახებ მისსავე რეალისტურ და გამანივთიერებელ (materializing) მოსაზრებებთან" (შდრ. Tertullian was more decided in favor of Traducianism. He maintained the propagation of the soul per traducem, in connection with his realistic and materializing conceptions of its corporeal nature. Although accepted by Nemesius and, Ezra Hall Gillett, God in human thought; or, Natural theology traced in literature, ancient and modern, to the time of Bishop Butler, Volume 2, Scribner, Armstrong, 1874, p. 587). საყურადღებოა (თუმცა უთუოდ საკამათო) Johannes Jacobus van Oosterzee-ის დასკვნაც: "თითოეული ადამიანური სულის წარმოშობასთან და სხეულისადმი მისი შეერთების სახესთან დაკავშირებით წმინდა წერილი მდუმარე დარჩა და თეორიები ყველა დროში იყო ნაირგვარი. ... ქრისტიანულ ეკლესიაში თანდათანობით ჩამოყალიბდა სამი თეორია: (I) პრეეგზისტეციისა (წინასწარარსებობისა, ე.ჭ.), ... (II) კრეაციისა, (III) ტრადუციანიზმისა, ე.ი. იმ თეორიისა, რომლის მიხედვითაც სხეულებთან ერთად მამათა სულებიც გადაეცემათ ბავშვებს "განშტოებითად ანუ გამრავლებითად". ტერტულიანემ წამოაყენა ეს თეორია თავის შრომაში "სულის შესახებ", თ. 19" (შდრ. Concerning the origin of each human spirit, and the manner in which it unites itself to the body, Holy Scripture has remained silent, and the theories have at all times been very various. ... In the Christian Church three theories have gradually been formed: (1) That of Preexistence, ... (2) That of Creation, (3) That of Traduction, i.e, the theory that along with the bodies the souls of the fathers were transferred to the children "per traducem, vel per propaginem". Tertullian propounded this theory in his treatise de Anima, c. 19, Christian dogmatics: A Text-Book For Academical Instruction And Private Study, J.J. Van Oosterzee, D.D., Translated from the Dutch By J. W. Watson, B.A., and M.J. Evans, B.A., vol. I. New York, 1886, p. 366).

73
- "ჟამგადასული" - შდრ. veternosus, რაც, მართალია, განიმარტება, როგორც "ლეთარგიული", "მთვლემარე", "დუნე", "უმოძრაო" (შდრ. veternus არის საკუთრივ უზომო მიდრეკილება ძილისკენ, საიდანაც მეტაფორულად ნიშნავს "გონების გაბეჩებულობას და სიჩლუნგეს". veternosus-იც, აგრეთვე, განეკუთვნება, წყალმანკიან პიროვნებას", veternus is properly an inordinate propensity to sleep; whence metaphorically, torpour and dullness of mind. Veternosus is also applied to a dropsical person, ix. Publii Terentii Carthaginiensis Afri Comoediae sex, The comedies of Terence, Dublin, 1846, p. 160, n. 21), მაგრამ ამავე დროს უკავშირდება მხცოვანებას, ასაკოვნებას (შდრ. veternosus არის "ასაკისგან მოდუნებული და დაჩლუნგებული", შდრ. veternosus] ie slow and stupid from age, იქვე; აგრეთვე: veternosus არის იშვიათი სიტყვა, ციტირებული "ძველის" მნიშვნელობა", შდრ. veternosus is a rare word, cited in the sense of "old", იხ. Paul of Mérida, deacon of Mérida, Paulus Diaconus Emeritensis, The Vitas sanctorum patrum emeretensium, Volumes 19-20, The Catholic University of America Press, 1946, p. 433). ზემორე კონტექსტშიც ხსენებული სიტყვა "ძველს", "ჟამგადასულს" ნიშნავს (შდრ. ინგლ. ancient; ფრანგ. surannée; გერმ. alten). საგულისხმოა ტერტულიანეს ზემორე სიტყვაზე გამომცემლის, Oehler-ის კომენტარი: Veternosum] ესე იგი "ძველი" (შდრ. veternosum] hoc est veterem, Quinti Septimii Florentis Tertulliani quae supersunt omnia, edidit Franciscus Oehler, tomus 2, Continens Libros Polemicos et Dogmaticos, Lipsiae, 1854, p. 616, n. cap. XXXVI a). მკვლევარი უთითებს საგულისხმო ტექსტობრივ პარალელს იმავე De Anima-ს 28-ე თავიდან: "შდრ. ზემოთ თავი 28: "რა არის ის ძველი გამონათქვამი, რასაც იხსენიებს პლატონი?" შდრ. cf. supra cap. 28: quis est ille vetus sermo apud memoriam Platonis, იქვე. შდრ. მომდევნო სქოლიო.

74
- "თანახმად... პლატონის ჟამგადასული გამონათქვამისა" - როგორც მიუთითებს F. Oehler (ზემორე სქოლიოში მითითებული 28-ე თავის კომენტარში), აქ იგულისხმება პლატონის "ფედონის" 70c მონაკვეთი, რომლის თარგმანსაც აქვე წარმოვადგენთ: "ხოლო განვიხილოთ ეს ამგვარად, რომ არიან კი, ანთუ არ არიან, აღსრულებულ ადამიანთა სულები ჰადესში. ძველი რამ ნათქვამი არსებობს, მაშ, რაც ვახსენეთ, რომ აქედან წასულები იქ არიან და კვლავ უთუოდ აქეთ მოიწევიან და იშვებიან მკვდართაგან. და თუ ეს ასეა, რომ კვლავ იშვებიან მკვდრებისგან ცოცხლები, სხვა რამ უნდა იყვნენ ჩვენი სულები იქ, რადგან არარსებულნი ვერანაირად ვერ იშვებოდნენ კვლავ; და ეს რომ ასეა, ამის საკმარისი მტკიცებულება ის იქნებოდა, ნამდვილად თუ გამოაშკარავდებოდა, რომ სხვა არსაიდან იშვებიან ცოცხლები, თუ არა მკვდრებისგან, მაგრამ თუ ეს ასე არაა, სხვა მსჯელობა იქნებოდა საჭირო" (შდრ.Σκεψώμεθα δὲ αὐτὸ τῇδέ πῃ, εἴτ᾽ ἄρα ἐν Ἅιδου εἰσὶν αἱ ψυχαὶ τελευτησάντων τῶν ἀνθρώπων εἴτε καὶ οὔ. παλαιὸς μὲν οὖν ἔστι τις λόγος οὗ μεμνήμεθα, ὡς εἰσὶν ἐνθένδε ἀφικόμεναι ἐκεῖ, καὶ πάλιν γε δεῦρο ἀφικνοῦνται καὶ γίγνονται ἐκ τῶν τεθνεώτων: καὶ εἰ τοῦθ᾽ οὕτως ἔχει, πάλιν γίγνεσθαι ἐκ τῶν ἀποθανόντων τοὺς ζῶντας, ἄλλο τι ἢ εἶεν ἂν αἱ ψυχαὶ ἡμῶν ἐκεῖ; οὐ γὰρ ἄν που πάλιν ἐγίγνοντο μὴ οὖσαι, καὶ τοῦτο ἱκανὸν τεκμήριον τοῦ ταῦτ᾽ εἶναι, εἰ τῷ ὄντι φανερὸν γίγνοιτο ὅτι οὐδαμόθεν ἄλλοθεν γίγνονται οἱ ζῶντες ἢ ἐκ τῶν τεθνεώτων: εἰ δὲ μὴ ἔστι τοῦτο, ἄλλου ἄν του δέοι λόγου. 70C4-D5, ΠΛΑΤΩΝΟΣ ΦΑΙΔΩΝ, PLATO'S PHAEDO, With Notes Critical And Exegetioal, And an Analysis. P.Y. Wilhelm Wagner, Ph.D. Ninth Edition. Boston 1885, p. 21; აგრეთვე: PLATON PHÉDON, Texte Grec, Publié avec nne Introduction, un Commentaire et un Appendice Philosophique, Par Charles Bonny, Gand 1898, p. 35-36; შდრ. არცთუ დამაკმაყოფილებელი (უკეთ, პერიფრაზირებული) ინგლისური თარგმანი: Suppose we consider the question whether the souls of men after death are or are not in the world below. There comes into my mind an ancient doctrine which affirms that they go from hence into the other world, and retuming hither, are bom again from the dead. Now if it be true that the living come from the dead, then our souls must exist in the other world, for if not, how could they have been born again? And this would be conclusive, if there were any real evidence that the living are only bom from the dead; but if this is not so, then other arguments will have to be adduced, The Dialogues Of Plato, Translated into English, With Anlyses and Introductions, By B. Jowett, M.A., In Five Volumes, vol. II, Third Edition, Revised and Corrected Throughout, With Marginal Analyses and an Index of Subjects and Proper Names, Oxford University Press, 1892, p. 210; შდრ. ასევე მცირედით პერიფრაზირებული ფრანგ. თარგმ. Si donc tu le veux, examinons ensemble cette question. Et d'abord voyons si les âmes des morts sont dans les enfers, ou si elles n'y sont pas. C'est une opinion bien ancienne que les âmes , en quittant ce monde, vont dans les enfers, et que de là elles reviennent dans ce monde , et retournent à la vie après avoir passé par la mort. S'il en est ainsi, et que les hommes, après la mort, reviennent à la vie, il s'ensuit nécessairement que les âmes sont dans les enfers pendant cet intervalle; car elles ne reviendraient pas au monde, si elles n'étaient plus: et c'en sera une preuve suffisante si nous voyons clairement que les vivans ne naissent que des morts; car si cela n'est point, il faut chercher d'autres preuves, Oeuvres de Platon, Traduites Par Wictor Cousin, Tome Premier, Paris, 1846, p. 213).

75 - შდრ. tractatuum (სიტყვ. "მოდევნებულთა"; შდრ. ზმნა sequor-ის კონცეპტუალური გაგება: "შედეგად ქონა" - to result, იხ.  A New Latin-English School-Lexicon, on the Basis of Latin-German Lexicon of Dr. C.F. Ingerslev, by G. R. Crooks, D.D. And A.J. Schem, A.M., Philadelphia, 1867, p. 331.

76 - ტერმინი "დალექსვა", რაც პეტრიწისეული შენაქმნია, ნიშნავს "მწყობრად თანაშეწყობას", "კანონზომიერი მსჯელობის წესით განხილვას", რაც მოცემულ კონტექსტში ზედმწიევნით ესადაგება ლათინურ texo-ს (ეს უკანასკნელი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს "მოქსოვას", "დაქსოვას"; გადატ. "თანაშეკავშირებას", "თანაშეწყობას", "შეთხზვას"; = ბერძნ. ὑφαίνω), შდრ. "სამსახედ დავლექსეთ სიკშოჲ გარდაცემისაჲ" (იოანე პეტრიწი, შრომები, II 1937, გვ. 191); "ხოლო აწ ჩუენ თანაწარვლის სახედ დავლექსოთ" (იქვე); "ხოლო იგი ბევრ-დალექსული ერთი არ ესთა. რამეთუ თან მოაქუს მას ყოველი" (იქვე, გვ. 16.25); "ატტიკურად დავლექსოთ" (იქვე, გვ. 34.11), "სადა არცა ნაწილნია და არცა ყოვლობაჲ, მუნ არც "იგი" ელექსების და არცა "მასობაჲ" (იქვე, გვ. 37.28), "ესე ფრიადთა შორის დაილექსა ჩუენ მიერ" (იქვე, გვ. 68.32), "ამას მდიდრად დაულექსავს" (იქვე, გვ. 38.18), "აწ კუალად აღიღებს ამათ ზემო-დალექსულთა ნეტართა და განჰყოფს ერთერთისგან" (იქვე, გვ. 56.33), "სახეცა უპოოთ სიცხადისათჳს ნალექსისა" (იქვე, გვ. 81.10), "და თჳთ ქართულთაჲცა ესთა დაჰნიშნავს ლექსვაჲ, ვითარმედ "გონიერიო" (იქვე, გვ. 47.2). როგორც ჩანს, ამ ტერმინის მომდინარეობა უკავშირდება გელათურ სკოლას, კერძოდ, ამონიოს ერმისის შრომათა ქართულ თარგმანს, სადაც დასტურდება როგორც "დალექსვა" (ნიშნავს "მეტყველებას"), ისე ამ სიტყვის სხვა, წინდებულშენაცვლებული, ფორმები, რომელთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა "შელექსვა", რაც გადმოსცემს ბერძნულ συλλέγω-ს და, ბერძნულის კვალობაზე, ნიშნავს "თანაშეკრებას", "თავმოყრას", აქედან, "თანაშეწყობას", "მწყობრად განხილვას" (შდრ. "აღუწერა მას წიგნი ესე თქუმულთა მიერ პლატონისთა, შემლექსველმან ამისმან კნინღა და სიტყუათაცა მათვე მიერ მოსრულმან" - γράφει αὐτῷ τὸ βιβλίαν τοῦτο ἐκ τῶν εἰρημένων τῷ Πλάτωνι καὶ Ταύρῳ ταυτὶ συλλέξας σχεδὸν καὶ δι' αὐτῶν τῶν ῥημά τῶν ἐλθών. ქართული ტექსტისთვის იხ. ამონიოს ერმისის თხზულებები ქართულ მწერლობაში, ტექსტები გამოსაცემად მოამზადეს ნათელა კეჭაყმაძემ და მაია რაფავამ, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელები დაურთო მაია რაფავამ. თბ., 1983, გვ. 21.32; ბერძნულისათვის: Ammonius, In Porphyrii Isagogen sive quinque voces, ed. A. Busse, Commentaria in Aristotelem Graeca, vol. IV.3, Berlin 1891, 22.16; შდრ. აგრეთვე: "ხოლო შემდგომად მისსა "პერი ერმინიაჲ" აღვლექსოთ, მერმე "პირველნი ანალჳტიკანი" და ესრეთ უკუანაჲსკნელ "აპოდიქტიკანი", გვ. 105.1-2; შდრ. აგრეთვე საკუთრივ "დალექსვის" შემცველი გელათური ნიმუში: "დაღათუ ვიტყჳთ "ვიტყჳო" და დავჰნიშნავთ ამას: და "დავჰლექსავთ" და "მტრფიალებლობით მდებარე ვარ", გვ. 109.27; καὶ μὴν λέγομεν "ἐρῶ", σημαίνει δὲ τοῦτο καὶ τὸ "λέξῶ" καὶ τὸ "ἐρωτικῶς διάκειμαῖ"; შდრ. იქვე, 109.34: "ვითარმედ "ჰლექსავ" და "მტრფიალებლობით მდებარე ვარ" თანმოსახელენი არიან", 122.22).

77
- ფრანგ. Nous avions établi que l'âme est semée dans l'homme et au moyen de l'homme, et qu'il n'y avait dès le commencement qu'une semence pour l'âme, de même que pour la chair, dans toute la postérité humaine, afin de répondre ainsi aux opinions rivales des philosophes et des hérétiques, et surtout à cette tradition surannée de Platon. Maintenant nous poursuivons l'ordre des questions qui viennent après celles-là. L'âme semée dans l'utérus en même temps que la chair, reçoit en même temps qu'elle son sexe, mais si bien en même temps, qu'aucune des deux substances n'a la priorité dans ce qui concerne le sexe. Si en effet dans les semences de l'une et de l'autre substance, la conception admettait quelque intervalle, de manière que la chair ou que l'âme fût semée la première, il y aurait lieu d'attribuer à l'une des deux substances, la propriété du sexe, à cause de l'intervalle qui a séparé les deux semences, afin que la chair imprimât à l'âme son sexe, ou l'âme à la chair; გერმ. Wir hatten festgestellt, dass der Keim der Seele in einem Menschen und durch einen Menschen gelegt werde, und dass von Uranfang ein bestimmter Same dafür existiere, sowie auch für das Fleisch, und zwar für den gesamten Schwärm der Menschheit. Dies war, wohlgemerkt, geschehen wegen der entgegenstehenden Meinungen der Philosophen, Häretiker und jenes alten Gespräches bei Plato. Jetzt setzen wir die Reihenfolge der daraus sich ergebenden Verhandlungen fort. Die Seele empfängt, nachdem ihr Same im Mutterschoosse in gleicher Weise wie beim Fleisch gelegt ist, in gleicher Weise wie das Fleisch auch ihr Geschlecht, so dass in Sachen des Geschlechtes keine von beiden Substanzen aufgehalten ist. Denn wenn für die eine oder andere Substanz bei der Empfängnis irgend ein Zwischenraum in der Samenlegung zulässig wäre und entweder das Fleisch oder die Seele zuerst ausgesäet würde, so müsste es geschehen, dass sie der andern Substanz ihr besonderes Geschlecht vorschriebe, infolge der Zwischenzeit nach der Samenlegung, und es würde entweder der Leib der Seele oder die Seele dem Leibe die geschlechtliche Eigentümlichkeit aufdrücken).

78 - Joseph Pohle, God: the Author of Nature and the Supernatural, A Dogmatic Treatise, third, revised edition Adapted and Edited by Arthur Preuss, London, 1919, p. 166.

79 - ამ გამოთქმის შესახებ იხ. ზემოთ.

80 - John Augustine Zahm, Evolution and dogma, 2007, p. 346-347.

81
- ეს ტერმინთშესიტყვება ავგუსტინესთან დაკავშირებით გამოყენებულია. მაგალითად, Kerry S. Walters აღნიშნავს: "სულიერი [სპირიტუალური] გენეტიკის" ლოგიკის ტანახმად, რასაც V ს-ში იცავდა წმ. ავგუსტინე..., ადამის მთელმა შთამომავლობამ იმემკვიდრა ურჩობის ამ პირველი აქტის ლაქაც და შედეგებიც" (შდრ. according to the logic of spiritual genetics defended by St. Augustine in the fifth century ..., all of Adam's offspring inherited the taint as well as the consequences of this first act of disobedience, Kerry S. Walters, The American diests: voices of reason and dissent in the early republic, University Press of Kansas, 1992, p. 17).

82 - ავგუსტინეს ეპისტოლეთა ორიგინალი რამდენჯერმეა გამოცემული. იხ. ტრადიციული Patrologiae Cursus Completus, series Latina, vol. 33, col. 861; იხ. აგრეთვე: www.augustinus.it/latino/index.htm შდრ. ინგლ. For those who claim that souls are begotten from one which God gave to the first man, and who say that they are derived from their parents, if they follow the opinion of Tertulllan, they certainly hold that such souls are not spirits but bodies, and are produced from corporeal seed and what more perverted view could be expressed? But it is not surprising that Tertullian was dreaming when he thought this, since he even thought that God the Creator was spirit but body, იხ. Works of Saint Augustine, Part. 2, Volume 3, Letters 156-210, Transl. by Roland J. Teske, New City Press, 2004, p. 279; ფრანგ. Ceux qui soutiennent que les âmes proviennent, par voie de propagation, de celle du premier homme, s'ils s'attachent au sentiment de Tertullien, iront juqu'à prétendre que les âmes ne sont pas des esprits mais des corps (აქ მთარგმნელს გამოტოვებული აქვს ორიგინალის შესაბამისი ტექსტი); quoi de plus mauvais qu'une opinion pareille! Il n'est pas étonnant que Tertullien ait rêvé cela, lui qui croit que le Dieu créateur luimême n'est rien autre qu'un corps, Lettres de Saint Augustin, Traduites en Français et Précédées d'une Introduction par M. Poujoulat. IV, Paris, 1858, p. 97. ქვემოთ ყველგან ავგუსტინეს ეპისტოლეთა ფრანგული თარგმანები დამოწმებულია აღნიშნული გამოცემიდან.

83 - "გამოიზიდება" - შდრ. ლათ. trahi (ზმნა traho ნიშნავს: ზიდვას წევას, თრევას, ქაჩვას და ა.შ. შდრ. შესაქ. 37.28: "აღმოიზიდავს და აღმოიყვანს იოსებ მღჳმით" - ლათ. ვულგ. extrahentes, ბერძნ. ἐξείλκυσαν, სლავ. ... და ა.შ.).

84 - შდრ. აგრეთვე ორი სხვადასხვა ინგლისური თარგმანი: (I) Roland J. Teske-ის თარგმ.: But when one begins to consider and weigh what is being said, it is surprising if any human mind grasps how from the soul of the parent the soul comes into existence in the offspring or is transmitted to the offspring, as one lamp is lighted from another and the second flame comes into existence from it without any loss to the first. Does an incorporeal seed of the soul by some hidden and invisible path run all by itself from the father into the mother when the child is conceived in the mother or — what is more incredible — is this incorporeal seed hidden in the seed of the body? But when seed is sown to no avail without producing any conception, does the seed of the soul not go forth at the same time, or does it with the greatest speed and in an instant of time return to its source, or does it perish? And if it perishes, how is the soul immortal if its seed is mortal? Or does the soul receive immortality at the point when it is formed so that it lives, just as it receives righteousness when it is formed so that it is wise? And does God fashion the soul in a human being, even if the soul is derived from another soul through seed, in the same way as he fashions in a human being the members of the body, though the body is derived from a body through seed?, Works of Saint Augustine, Part 2, Volume 3, Letters 156-210, Transl. by Roland Taske, New City Press, 2004 p. 269; (II) Henry Scowcroft Bettenson-ის კომპილაცია: It is surprising if any human intelligence can understand how the soul comes into being in the child from the soul of the parent, or is transferred to the child, as a lamp is lit from a lamp, and one light is produced from another, without loss to the source; whether, when a woman conceives, an incorporeal seed of the soul runs from the father into the mother by a separate, secret, and invisible route; or (which is less credible) it is concealed in the corporeal seed. And when seed is emitted without conception, the question arises whether the seed of the soul does not issue; or does it rush back to its source in an instant? Or does it perish? If it perishes, then how can the soul itself be immortal, if its seed is mortal? Does it receive immortality at the moment when it attains the living stage of development, as it receives righteousness when it develops intelligence, ep. 190. 14, 15 The later Christian fathers: a selection from the writings of tbe fathers from St. Cyril of Jerusalem to St: Leo the Great, Compiled by Henry Scowcroft Bettenson, Oxford University Press, 1970, p. 200. შდრ. აგრეთვე ძირითადი ნაწილის Benjamin B. Warfield-ისეული თარგმანი: The human understanding can scarcely comprehend how a soul arises from a parent's soul in the offspring; or is transmitted to the offspring as a candle is lighted from a candle and thence another fire comes into existence without loss to the former one. Is there an iucorporeal seed for the soul, which passes, by some hidden and invisible channel of its own, from the father to the mother, when it is conceived in the woman? Or, even more incredible, does it lie enfolded and hidden within the corporeal seed? He is lost in wonder over the question whether, when conception does not take place, the immortal seed of an immortal soul perishes; or, does the immortality attach itself to it only when it lives? A Select Library of the Nicene and Post-Nicene Fathers of the Christian Church, ed. by Philip Schaff, vol, St. Augustine, Anti-Pelagian Writings, New York 1887, p. XLVIII.

85 - მესამე ინგლისური თარგმანი (Henry Scowcroft Bettenson-ისა) არაადეკვატურია: ...which is less credible...

86 - ამ მხრივ მეტად პესიმისტური ჩანს J. Kelly-ის შეფასება: "ავგუსტინე თვითვე იყო კრიტიკულად განწყობილი ტერტულიანესეული ყაიდის ტრადუციანიზმის მატერიალისტური მიმართულებისადმი, თუმცა ამჩნევდა, რომ იმავე თეორიის სულიერი ვერსია საუკეთესოდ ერგებოდა მის სწავლებას დასაბამიერი ცოდვის შესახებ. საფრთხე, როგორც ის ხედავდა ამას, მდგომარეობდა იმაში, თუ როგორ გახდებოდა შესაძლებელი, ამ ჰიპოთეზის ფონზე, პიროვნულობის მთლიანობის დაცვა. ამავე დროს, აცნობიერებდა რა ორივე დაშვების (ტრადუციანიზმისა და კრეაციონიზმის, ე.ჭ.) სირთულეებს, იგი დარჩა მგრძნობიარე კრეაციონისტური თეორიის ნაირგვარი ფორმების მიმზიდველობათა მიმართ. სიმართლე ისაა, რომ ტრადუციანიზმისკენ მისი გადახრის მიუხედავად, მან ვერასოდეს შეძლო დასკვნის გამოტანა ამ საკითხზე და თავის მოგვიანო ნაწერებში გულწრფელად აღიარა თავისი გულგატეხილობა" (შდრ.  Augustine himself was critical of the materialist strain in Tertullian's brand of traducianism, but observed that a spiritual version of the same theory fitted in best with his teaching about original sin. The danger, as he saw it, was how on this hypothesis the integrity of the personality could be assured. At the same time, while conscious of difficulties in each case, he remained alive to the attaractions of various forms of the creationist theory. The truth is that, despite his bias to traducianism, he could never make up his mind about the matter, and in his later writings frankly confessed that he was baffled, J. N. D. Kelly, D. D., Early Christian Doctrines, London, 1958, p. 345).

87 - იხ. აგრეთვე Irven M. Resnick-ის მითითება: "იერონიმესადმი გაგზავნილ წერილში ავგუსტინე ამჟღავნებს თავის გაურკვევლობას, თუმცა, ჩანს, მიჰყვება კრეაციონისტული გადაწყვეტის იერონიმესეულ არჩევანს" (შდრ. In a letter addressed to Jerome, Augustine reveals his uncertainty, but seems to follow Jerome's preference for the creationist solution, Odo of Tournai, Irven M. Resnick, On Original Sin and a Disputation with the Jew, Leo, Concerning the Advent of Christ, the Son of God: Two Theological Treatise, University of Pennsylvania Press, 1994, p. 24; შდრ. Mark D. Jordan, Medival Philosophy and theology, Volumes 1-4, University of Notre Dame Press, 1991, p. 20). ავგუსტინესთან დაკავშირებით თავის დროზე ჰარნაკი ამგვარად აღნიშნავდა: "ავგუსტინემ, დასავლეთის უდიდესმა თეოლოგმა, ვერ შეძლო მისულიყო რაიმე მყარ აზრამდე სულის წარმოშობასთან დაკავშირებით" (შდრ. Augustine, the greatest theologian of the West, was unable to come to any fixed view regarding the origin of the soul, History of Dogma, By Dr. Adolph Harnack, Translated from the Third German Edition By Neil Buchanan, vol. III, Boston, 1897, p. 260). საყურადღებოა J.F. Bethune-Baker-ის მსჯელობაც: "ამ თეორიის (ტრადუციანიზმის, ე.ჭ.) წინააღმდეგ წარმოდგენილია შეპასუხებანი, რომ იგი ადამიანს წინარე მოვლენების პროდუქტად ხდის, რომ არ ტოვებს ადგილს პიროვნების თავისუფალი ნებისთვის და რომ, ჩანს, ამატერიალურებს სულს. ავგუსტინე, რომელმაც ალბათ ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა მის პოპულარიზებაში, გადაჭრით არსად ასწავლის მას" (შდრ. against this theory objections are urged, that it makes man the product of previous circumstances, allows no room for individual free will, and seems to materialize the souol, J.F. Bethune-Baker, An Introduction to the Early History of Christian Doctrine to the Time of the Council of Chalcedon, second edition, London 1920). დავიმოწმებთ B.J. Otten-ის არცთუ მთლად მართებულ შეფასებასაც: "ავგუსტინე, ამასთან, მერყეობაში იყო, თუმცა მხოლოდ პრაქტიკული მიზეზებიდან გამომდინარე, რადგან ვერ ხედავდა გზას თავდაპირველი ცოდვის გადაცემადობის ასახსნელად, თუ პიროვნებათა სულები ღვთისგან იყვნენ შექმნილნი" (შდრ. Augustine indeed was undecided, but only for practical reasons, not seeing his way how to explain the transmission of original sin if individual souls are created by God, Bernard John Otten, A manual of the History of Dogmas, vol I: The Development of Dogmas during the Patristic Age, 100-869, London, 1917, p. 301). ამ შეფასებაში მართებულია იმაზე მითითება, რომ ავგუსტინეს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, არსებითად მხოლოდ პრაქტიკული (და არა საკუთრივ თეოლოგიური) მიზეზები აბრკოლებდა კრეაციონიზმის საჯაროდ აღიარებისგან (აღნიშნული პრაქტიკული მიზეზები, როგორც უკვე მივუთითეთ, უკავშირდებოდა მწვალებელ პელაგიუსს, რომელიც უკეთურად განმარტავდა საეკლესიო სწავლებას სულთა ღვთისგან შექმნის შესახებ). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ავგუსტინე, საკუთარი აზრის სხვათა წინაშე გაცხადებისას, იჩენდა ეკლესიისგან დაშვებულ იკონომიურ მიდგომას საკითხისადმი. ამასთან, Otten-ის ზემორე შეფასებას აქვს ნაკლოვანებაც, რადგან არაზუსტადაა განმარტებული ავგუსტინეს "მერყევი" (იკონომიურად მერყევი) პოზიცია. მართლაც, ავგუსტინე, როგორც ეს ქვემოთ იქნება ნაჩვენები, კრეაციონისტული თეორიის ანუ სულთა ღვთისგან შექმნის აღიარების შემთხვევაშიც ხედავდა გზას პირველცოდვის გადაცემადობის ასახსნელად.

88 - Odo of Tournai, Irven M. Resnick, Op. cit. p. 24.

89
- შდრ. მისი მითითება: "ჩვენთვის, თანამედროვე ბიოლოგიისა და მენტალური და ფიზიკური მემკვიდრეობითობის თეორიის გავლენით, ტრადუციანიზმი, ძველ თეორიათა შორის, ერთადერთია, რომელიც სიახლოვეს ავლენს მეცნიერთა შორის სადღეისოდ გავრცელებულ თეორიებთან" (შდრ. To ourselves, under the influence of modern biology and the doctrine of mental and physical heredity, Traducianism presents itself as the only approximation, amongst ancient theories, to those now current amongst men of science).

90 - ციტატები სრულად იხ. ზემოთ.

91 - ამ საკითხხზე მსჯელობდა და ტრადუციანიზმს მკაცრად განაქიქებდა ჯერ კიდევ III-IV სს-ში ამ ეპოქის ცნობილი ღვთისმეტყველი ლაქტანციუსი (დაახლ. 240-320 წწ.), რომელიც ამბობდა: "ამასთან, ის საკითხიც შეიძლება აღიძრას, სული მამისგან იშვება თუ უფრო დედისგან ანთუ, მაშ, ორივესგან. ... არცერთი ამ სამისგან ჭეშმარიტი არ არის, რადგან სული არ წარმოიშობა არც ორივე მათგანისგან არცთუ ერთ-ერთისგან. სხეულს ძალუძს სხეულებისგან შობა, ვინაიდან ორივესგან ებოძება მას რაღაც, მაგრამ სულებისგან სულს არ ძალუძს, რადგან არაფერი შეიძლება გამოიყოს დაწლობილი (=არამატერიალური) და მიუწვდომელი არსისგან. ამრიგად, წარმოშობადი სულების გვარი მხოლოდ და მარტოოდენ ღმერთს ექვემდებარება. ... ასე რომ, მოკვდავთაგან არაფერი შეიძლება იშვას, თუ არა მოკვდავი. ... აქედან ჩანს, რომ მშობლებისგან კი არ გვეძლევა სული, არამედ ერთი და იმავე ყოველთა ღმერთისა და მამისგან, რომელსაც ერთადერთს უპყრია შობადთა წესი და გვარი, რადგან ის მხოლო წარმოქმნის მათ" (შდრ. Illud quoque venire in quaestionem potest, utrumne anima ex patre, an potiua ex matre, an vero ex utroque generetur. ... Nihil enim ex his tribus verum est, quia neque ex utroque, neque ex alterutro aeruntur animae. Corpus enim ex corporibus nasci potest, quoniam confertur aliquid ex utroque; de animis anima non potest, quia ex re tenui et incomprehensibili nihil potest decedere. Itaque serendarum animarum ratio uni ac soli Deo subjacet. ... Nam de mortalibus non potest quidquam nisi mortale generari. ...  Ex quo apparet, non a parentibus dari animas, sed ab uno eodemque omnium Deo patre, qui legem rationemque nascendi tenet solus, siquidem solus efficit, Lactantius, Liber De Opificio Dei, cap. XIX, იხ. L.C. Firmiani Lactantii Opera omnia, accesserunt Arnobii Afri libri VII Adversus Gentes, necnon Minutii Felicis Octavius, Juxta Probatissimas Editiones Recognita et Emendata, Oarisiis, 1836 p. 276; შდრ. ინგლ. თარგმ. A question also may arise respecting this, whether the soul is produced from the father, or rather from the mother, or indeed from both. ... nothing is true of these three opinions, because souls are produced neither from both nor from either. For a body may be produced from a body, since something is contributed from both; but a soul cannot be produced from souls, because nothing can depart from a slight and incomprehensible subject. Therefore the manner of the production of souls belongs entirely to God alone. ... For nothing but what is mortal can be generated from mortals. ... From this it is evident that souls are not given by parents, but by one and the same God and Father of all, who alone has the law and method of their birth, since He alone produces them, The Ante-Nicene Fathers. Translations of the writings of the fathers down to a.d. 325, The rev. Alexander Roberts, D.D.., and James Donaldson, Editors; Revised and chronologically arranged, with brief prefaces and occasional notes, by A. Cleveland Coxe, D.D., Vol. VII, Authorized edition, New York, 1913, p. 298-299).

92 - შდრ. ფილარეტი: Им (კრეაციანისტული მოძღვრებით, ე.ჭ.) не объясняется, какъ переходить наследственная порча Адама къ его патомкамъ (Op. cit. str. 319).

93 - შდრ. ავგუსტინეს სიტყვები: "აქედან გამომდინარე, თუ ის აზრი ახალ სულთა შექმნის შესახებ ამ ყველაზე უფრო ფუნდამენტურ რწმენას (ე.ი. რწმენას პირველცოდვის გენეტიკურობის შესახებ, ე.ჭ.) არ უპირისპირდბა, იყოს ის ჩემიც, მაგრამ თუ უპირისპირდება, არ იყოს შენიც" (Unde illa de animarum novarum creatione sententia, si hanc fidem fundatissimam non oppugnat, sit et mea; si oppugnat, non sit et tua, Epistola 166: Hieronymo Augustinus, Cap. 8.25: De Origine Animae Hominis Liber, Sancti Aurelii Augustini Hipponensis Episcopi Philosophia, Andrea Martin, Novam Hanc Editionem Recognovit Atque In Pluribus Emendavit Julius Fabre, Parisiis, 1863, p. 449; შდრ. ინგლ. თარგმ. Wherefore, as to that opinion of yours concerning the creation of new souls, if it does not contradict this firmly grounded article of faith, let it be mine also; but if it does, let it be no longer yours, A Select Library of the Nicene and Post-Nicene Fathers of the Christian Church, ed by Philip Schaff, vol. V, St. Augustine, Anti-pelagian Writings, New York 1887, p. 531). მართებულად შენიშნავს: "იგი (ავგუსტინე, ე.ჭ.) გულწრფელად აცხადებს, რომ მხარს დაუჭერდა კრეაციონიზმს, თუ შეძლებდა მხოლოდ იმაში დარწმუნებას, რომ იგი შესაბამისობაში იყო დასაბამიერი ცოდვის დოგმატთან" (შდრ. he frankly declares that he would like to espouse Creationism, if he could only make sure that it was compatible with the dogma of original sin, Joseph Pohle, God, the Author of Nature and the Supernatural: A Dogmatic Treatise, third, revised edition Adapted and Edited by Arthur Preuss, London, 1919, p. 170).

94
- A. Schumacher-ის მითითებით, "წმ. ავგუსტინემ ეს შრომა ("ივლიანეს წინააღმდეგ", ე.ჭ.) დაწერა თავისი ცხოვრების დამაბალოებელ წლებში" (შდრ. St. Augustine wrote this works in the closing years of life, The Fathers of the Church A New Translation. Volume 35, Saint Augustine, Against Julian, Translated by Matthew A. Schumacher, C.S.C., New York, 1957, p. XI.

95 - ე.ი. პირველცოდვა.

96 - "ცოდვის ხორცის მსგავსება" აღნიშნავს განკაცებულ ღმერთს, რომელმაც ყოვლითურთ ჩვენეული ხორცი მიიღო გარდა ცოდვისა, რის გამოც მაცხოვრის სხეულს, პავლე მოციქულის კვალობაზე, ეწოდა "მსგავსება ცოდვის ხორცისა". ამრიგად, "ხორცი ცოდვისა" თავად ცოდვილი ადამიანია, ცოდვილი ადამიანის სხეულია, ხოლო "მსგავსება ცოდვის ხორცისა" განკაცებული ღმერთია, რომელმაც, ყოვლადუცოდველმა, ყოვლადუცოდველად მიიღო ჩვენეული სხეული, ჩვენი კაცება (შდრ. "ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა, მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა თჳსითა", რომ. 8.3; ὁ θεὸς τὸν ἑαυτοῦ υἱὸν πέμψας ἐν ὁμοιώματι σαρκὸς ἁμαρτίας καὶ περὶ ἁμαρτίας κατέκρινεν τὴν ἁμαρτίαν ἐν τῇ σαρκί).

97 - ე.ი. ნათლისღებით.

98
- სიტყვ. "გამოიზიდება" (trahitur ex...).

99 - იხ. The Fathers of the Church A New Translation. Volume 35, Saint Augustine, Against Julian, Translated by Matthew A. Schumacher, C.S.C., New York, 1957, p. 261.

100 - იხ. Oeuvres eomplétes de Saint Augustine Évêque D'Hippone, Traduites En Français Et Annotees Par Mm. Péronne, Ècalle Charpentier; H. Barreau, Le Texte Latin Et Les Notes De L'édition Des Bénédictins, Tome Trente-Et-Uniéme, Paris, 1873, p. 340.

101 - იხ. Les Six livres De Saint Augustin contre Julien, Défenseur de l'Hérésie Pélagienne, Traduit en Eançois sur l'Edition des P. P. B. B. de la Congrégation de Saint Maur, Tome Second Paris; 1736, p. 151-152.

102 - "თანამდები დანაშაულისა" - ე.ი. "დაქვემდებარებული დანაშაულს", "პასუხისმეგებელი დანაშაულზე". შდრ. ლათ. culpae obnoxium. ტერმინი obnoxius ბერძნულად გადმოიცემა როგორც ἔνοχος, ხოლო ამ უკანასკნელის ქართული შესატყვისია სწორედ "თანამდები" (შდრ. ებრ. 2.15: "განათავისუფლნეს ესენი, რომელნი შიშითა სიკუდილისაჲთა მარადის ცხოვრებად თანამდებ იყვნეს კირთებასა" - ἀπαλλάξῃ τούτους, ὅσοι φόβῳ θανάτου διὰ παντὸς τοῦ ζῆν ἔνοχοι ἦσαν δουλείας - liberaret eos qui timore mortis per totam vitam obnoxii erant servituti - ...), რომელიც თავისი გამომსახველობის გამო სადღეისოდაც გამოყენებადია.

103
- სხვადასხვა დაწერილობათა და გამოთქმათა შორის (Navatianus, Cyprian, Ep.xliv.; Νοουάτος, Eus. H.E. vi. 43; Ναυάτος, Socr. H.E. iv. 28 და ა.შ.) ჩვენ ვამჯობინებთ ყველაზე უფრო მიღებულთ: "ნოვატიანუსი", "ნოვატიანელი", "ნოვატიანიზმი".

104
- შდრ. გიორგისეული რედაქცია: "უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან".

105 - შდრ. ეფრემისეული რედაქცია: "ვინ-მე მიჴსნას ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?"

106 - შდრ. ინგლ. თარგმ. In the work which the saintly Ambrose wrote, Conceming the Resurrection, he says: "I fell in Adam, in Adam was I expelled from Paradise, in Adam I died ; and He does not recall me unless He has found me in Adam, - so as that, as I am obnoxious to the guilt of sin in him, and subject to death, I may be also justified in Christ". Then, again, writing against the Novatians, he says: "We men are all of us born in sin; our very origin is in sin; as you may read when David says: 'Behold, I was shapen in iniquity, and in sin did my mother conceive me. Hence it is that Paul's flesh is 'a body of death;' even as he says himself, 'Who shall deliver me from the body of this death ?" Christ's flesh, however, has condemned sin, which He experienced not by being born, and which by dying He crucified, that in our flesh there might be justification through grace, where previously there was impurity through sin", (A Select Library of Nicene and Post-Nicene Fathers of the Christian Church, d. by Philip Scharff, vol. V, St, Augustine, Anti-Pelagian Writings, New York 1887, p. 254).

107 - აღნიშნული ძეგლი ჩვენამდე მოღწეული არ არის. ზემორე ფრაგმენტი შემონახულია მხოლოდ წმ. ავგუსტინესთან.

108 - ე.ი. სქესობრივი.

109
- შდრ. ინგლ. თარგმ. The same holy man also, in his Expoition of Isaiah, speaking of Christ, says: "Therefore as man He was tried in all things, and in the likeness of men He endured all things; but as born of the Spirit, He was free from sin. For every man is a liar, and no one but God alone is without sin. It is therefore an observed and settled fact, that no man born of a man and a woman, that is, by means of their bodily union, is seen to be free from sin. Whosoever, indeed, is free from sin, is free also from a conception and birth of this kind." Moreover, when expounding the Gospel according to Luke, he says : "It was no cohabitation with a husband which opened the secrets of the Virgin's womb; rather was it the Holy Ghost which infused immaculate seed into her unviolated womb. For the Lord Jesus alone of those who are born of woman is holy, inasmuch as He experienced not the contact of earthly corruption, by reason of the novelty of His immaculate birth ; nay, He repelled it by His heavenly majesty" (A Select Library of Nicene and Post-Nicene Fathers of the Christian Church, d. by Philip Scharff, vol. V, St, Augustine, Anti-Pelagian Writings, New York 1887, p. 255).

110 - "ძელზე განსხირპულიყო" - სიტყვ. "ძელზე ჩამოკიდებულიყო" (ლათ. in ligno se suspendi), ე.ი. "ძელზე გაკრულიყო". ამ შინაარსით ძველ ქართულში გამოიყენება იშვიათი ლექსიკური ერთეული "განსხირპვა": შდრ. "განსხირპენით და კუერთხითა სხჳლითა არაბულითა გუემენით ძლიერად" (კიმენი, II, გვ. 33.35); "განსხირპეს ჯუარსა მას ზედა ძელისასა იგი, რომელმანცა ზეცად აღმიყვანნა" (მამათა სწავლანი, თბ. 1955, გვ. 180.24); "განსხირპეს ერთი მოყუასთა მათთაგანი ქუეყენასა ზედა" (შატბერდის კრებული. თბ. 1976, გვ. 358.40); "დაასვნეს ოთხნი მანანი ქუეყანასა, ორნი ფერჴთა და ორნი ჴელთა, და დასხირპეს იგი მაგრიად, და მიუპყრობდეს იგინი ლამპართა მათ" (ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე II, 1960, გვ. 62); "განსხირპეს იგი ჴელთა და ფერჴთა" (ქართული ძეგლები, საეკლესიო მწერლობა, 2, ტფ. 1929, გვ. 184). ზმნები "განსხირპვა", "დასხირპვა", როგორც ჩანს, ნიშნავდა "გაჭიმვას", "დაჭიმვას", რადგან პეტრიწის მიერ თარგმნილი ნემესიოსის "ბუნებისათჳს კაცისა" შეიცავს ლექსიკურ ერთეულს "მსხირპანე", რაც "დაჭიმულს" გულისხმობს და გადმოსცემს ბერძნულ ἐπιτείνουσα-ს (შდრ. "მორთულობასა-შორის სამუსიკოთასა რომელსამე მოშუჱ ჰყოფემ, ხოლო რომელსამე მსხირპანე", ს. გორგაძის გამოც. 1914, გვ. 36.6 - ὡς ἐν ἁρμονίᾳ τὰ μὲν χαλῶσα τὰ δὲ ἐπιτείνουσα, 2.304).

111 - იხ. Anecdota Maredsolana Seu Monumenta Ecclesiasticae Antiquitatis, Ex Mss. Codicibus, Nunc Primum Edita Aut Uenuo Illustrata, Opera Et Studio D. Germani Morin, Presbyteri Et Monachi Ord. S. Benedicti Maredsolensis, vol. III, Pars III, Sancti Hieronymi Presbyteri Tractatus Novissime Reperti. Maredsoli, 1903, p. 94.

112 -იხ. The Fathers of the Church, The Homilies of st. Jerome, vol. II [60-96], Transl. by Sister Marie Liguori Ewald, I.H.M. New York 1966, p. 117.

113 - შდრ. "და აკურთხნა იგინი ღმერთმან, მეტყუელმან: აღორძინდით და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას" (შესაქ. 1.28).

114 - წმ. ეფრემ მცირის ტერმინია.

115 - ე.ი. თუ არ მოინათლება.

116 - ე.ი. რა ცოდვებიც აღრიცხული იყო.

117 - შდრ. რომ. 9.8; გალატ. 4.28.

118 - "ვედრებისა და მაცხოვნებელი გარდამოწვევის მიერ" - იგულისხმება ნათლისღების განგებაში შემავალი ეპიკლესიის ანუ სულიწმინდის გარდამოწვევის ლოცვა, რომლის აღმოთქმის ჟამს სულიწმინდა დაადგრება სანათლავ წყალს და წმინდაყოფს მას.

119 - ნათლისღების შემდგომ ადამიანის გაუკუღმართებას განაპირობებს მისი პირადი შეცოდებანი, რომელთა მაკურნებლად ეკლესიას განწესებული აქვს სინანულის უწმინდესი საიდუმლო.

120 - იხ. K.R. Hagenbach, Text-Book on the History of Doctrines, vol. I, დასახ. გამოც., p. 264.

121 - შდრ. მიტროპოლიტ მაკარის ზემოციტირებული თეზა: "როგორღა გავიგოთ ეს სულთა შექმნა? ... უნდა ვიფიქროთ, რომ აქ იგულისხმება არა უშუალოდ შესაქმე ღვთისა, არამედ შუალობითი (Как же понимать это творение душ? ... надобно полагать, что здесь имеется ввиду не непосредственное творение Божие, а опосредованное).

122 - იხ. აგრეთვე: K.R. Hagenbach, Text-Book on the History of Doctrines, იქვე შდრ. აგრეთვე: Richard Heinrich Grützmacher, Gerhard G. Murs, Textbuch zur deutschen systematischen Theologie und ihrer Geschichte vom 16. bis 20. Jahrhundert, vol. I, 1961, s. 19.

123 - აღნიშნული პუნქტის ეს პირველი ნაწილი ზედმწიევნით თანხვდება მიტროპოლიტ მაკარის ზემოდამოწმებულ შემდეგ დებულებას: "ღმერთი ქმნის ადამიანთა სულებს, ისევე როგორც სხეულებს, სწორედ იმავე კურთხევის ძალით - "ინაყოფიერეთ და გამრავლდით", რაც მან მიჰმადლა ჩვენს პირველმშმობლებს ჯერ კიდევ დასაბამში, - ქმნის არა არაფრისგან, არამედ მშობელთა სულებისგან" (შდრ. Бог творит человеческие души, как и тела, силой того самого благословения — плодитесь и размножайтесь, которое Он даровал нашим праотцам еще в начале, — творит не из ничего, и от душ родителей; სრულად იხ. ზემოთ).

124 - The Tripartite Nature of Man: Spirit, Soul and Body, Applied to Illustrate and Explain the Doctrines of Original Sin, The New Birth, The Disembodied State, And The Spiritual Body By Rev. J.B. Heard, M.A. Third Edition. Revised and Enlarged. Edinburgh, 1870, p. 189.

125 - პატრისტიკის მკვლევართა ანუ პატროლოგთა შორის "პატრისტიკულ ეპოქად", ჩვეულებრივ, მიიჩნევა I-VIII სს-ბი.

126 - მაგალითად, ხსენებული მკვლევარი აღნიშნავს: "ტრადუციანიზმი უეჭველად უფრო ახლოს მიდის მეცნიერულ სწავლებებთან, ... ვიდრე ზემოდასახელებულ სხვა მოძღვრებათაგან რომელიმე" (შდრ. Traducianism undoubtedly comes nearer the scientific teachings, ... than does either of the other doctrinese named, Edwin Grant Conklin, დასახ. ნაშრომი, 1922, p. 33).

127 - ვფიქრობთ, მკითხველს არ სჭირდება განმარტება იმისა, რომ გამოთქმაში "კათოლიკე სწავლება" ტერმინი "კათოლიკე", რაც ძირეულად და წარმოშობითად მართლმადიდებლური (ბერძნული) საეკლესიო ტერმინია, არანაირ კავშირში არ არის კათოლიციზმთან, კაცთოლიკობასთან და ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ "საყოველთაოს", ისევე როგორც მთლიანად გამოთქმა "კათოლიკე სწავლება" ანდა მასთან იდენტური სინტაგმა "კათოლიკე სარწმუნოება" გულისხმობს და უიგივდება "მართლმადიდებელი ეკლესიის საყოველთაო სწავლებას", "მართლმადიდებელი ეკლესიის საყოველთაო სარწმუნოებას, რჯულს" (ე.ი. ტერმინი "კათოლიკე" მართლმადიდებელ მამათა შრომებში ზედმიწევნით იმავე საღვთისმეტყველო შინაარსისაა, რა შინაარსიც აქვს მას "მრწამსში": "ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია"). სხვათა შორის, თუმცა ზემორე საკითხს არ უკავშირდება, მაგრამ რადგან ტერმინ "კათოლიკეზე" ვსაუბრობთ, საინტერესო უნდა ჩანდეს იმაზე ყურადღების მიქცევა, რომ ძველ ქართულ ტექსტებში აღნიშნული ლექსიკური ერთეული, როგორც მსაზღვრელი, ყველა შესიტყვებაში შეეწყობა საზღვრულს, იბრუნვის რა და რიცხვს იცვლის მასთან ერთად ("კათოლიკეთა მარხვათა", "კათოლიკეთა ეპისტოლეთა", "კათოლიკეთა შჳდთა", "კათოლიკესა სარწმუნოებასა", "კათოლიკეთა საქმეთა", "კათოლიკესა ერთობასა", "ერთობასა კათოლიკესა"), მაშინ როცა, თუ საზღვრული "ეკლესიაა", ტერმინი "კათოლიკე" უცვლელად რჩება ამ ფორმით, რის გამოც სახეზეა გამოთქმები: "კათოლიკე ეკლესიასა", "კათოლიკე ეკლესიისა", "კათოლიკე ეკლესიად", "კათოლიკე ეკლესიაჲსგან", "კათოლიკე ეკლესიისათა", "კათოლიკე ეკლესიისაგანთა", "კათოლიკე ეკლესიისაჲცა", "კათოლიკე ეკლესიაჲსაგან", "კათოლიკე ეკლესიისანი", "კათოლიკე ეკლესიაო", "კათოლიკე ეკლესიისაო" და ა.შ. მრავალი დამოწმებიდან შეგვხვდა ერთადერთი გამონაკლისი: "კათოლიკეთა მოუჴდებოდედ ეკლესიათა" (დიდი სჯულისკანონი, თბ. 1975, გვ. 393.2), რაც შეიძლება განპირობებული იყოს თავად საზღვრულის მრავლობითობით ("ეკლესიათა"). მეორე მხრივ, ტერმინი "კათოლიკე", თითოგზის, ფორმაუცვლელად შეგვხვდა, "ეკლესიის" მსგავსად, "სუეტთან" (სვეტიცხოველთან) და "სარწმუნოებასთან" შეწყვილებაში ("კათოლიკე სუეტსა", "კათოლიკე სარწმუნოებისა მიმართ"). სხვათა შორის, თუნდაც დამოწმებული ნიმუშების სიმრავლე შთამბეჭდავად გვიჩვენებს, თუ რაოდენ არსებითია ტერმინი "კათოლიკე" მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის.

128 - ტექსტში შეცდომით (ალბათ, გადამწერის ლაფსუსით) არის: "ესაიას".

129
- ლათ. format (ბერძნ. πλάσσων). შდრ. აღნიშნული მუხლის ძველი ქართული თარგმანები: ოშკურ-იერუსალიმური - "დაჰბადებს სულსა კაცისასა მას შინა"; გელათური - "სულსა კაცისასა მის შორის".

130 - იხ. წინა სქოლიო.

131 - სრულად იხ. ზემოთ.

132 - სრულად იხ. ზემოთ.

133 - იერონიმესეული mittit სწორედ იმას ნიშნავს, რასაც უარყოფს მაკარი (посылает).

134 - ხაზი აქაც და ქვემოთაც ყველგან ჩვენია.

135 - ჩვენ არ შევდივართ ამჯერად იმის განხილვაში, თუ როგორ მიემართება ერთმანეთს კონსტანტინოპოლის 540 წლის (ზოგი მონაცემით 541 ან, უფრო ზუსტად, 543 წლის) ადგილობრივი კრება კონსტანტინოპოლის V მსოფლიო საეკლესიო კრებას, რაც 553 წ-ს გაიმართა. კარგა ხანია დასაბუთებულია, რომ ორიგენესეული ანთროპოლოგიის 15 პუნქტიანი დაგმობა მოხდა სწორედ 540(543) წლის კრებაზე (იხ. ამ მხრივ ფუნდამენტური შრომა: Karl Joseph von Hefele, Beiträge zur Kirchengeschichte, Archäologie und Liturgik, zweiter band, Freiburg, 1875, 1/4 257: Die 15 Anathematismen über Origenes, s. 790-795; შდრ. ინგლ. თარგმ. A History of the Councils of The Church: From the Original Documents, By Charles Joseph Hefele, D.D., Volume IV, A.D. 451 to A.D. 680, Translated from the German, with the Author's approbation by William R Clark, Edinburgh, 1895., Sec. 257. The Fifteen Anathematisms on Origen, p. 221-225; მკლევრის დასკვნა ასეთია: "ეჭვგარეშეა, რომ კონსტანტინოპოლის 543 წლის ამ კრებას მიეკუთვნება აგრეთვგე თხუთმეტი სახელგანთქმული ანათემატიზმა ორიგენეს ამავე რაოდენობის შეხედულებაზე" - To this Constantinopolitan Synod of the year 543, without doubt, belong also the fifteen celebrated anathematisms on the same number of propositions of Origen, p. 221; შდრ. ამავე საკითხზე J. Pohle-ს შენიშვნა: "ეს კრება [543 წ-ისა] არ უნდა აგვერიოს კონსტანტინოპოლის 553 წ-ის მეხუთე მსოფლიო კრებაში" - This Council must not be confounded with the Fifth General Council of Constantinople, A.D. 553, იხ. Joseph Pohle, God, დასახ. შრომა, გვ. p. 163; შდრ. სხვათა შორის, ფილარეტის მითითებაც: Оно [ორიგენისტული მეტემფსიქოზი, ე.ჭ.] торжественно же осуждено было на константинополъском соборе 541 года, Op. cit., стр. 313).

136 - აღნიშნულ განჩინებას იმოწმებს მიტროპოლიტი მაკარიც, თუმცა იგი ხსენებული სიტყვების წყაროდ უთითებს საკრებო დადგენილებათა მანსისეულ სახელგანთქმულ გამოცემას (იხ. მაკარის დასახ. შრომა, გვ. 440, სქოლიო 1273, სადაც ციტატის წყარო ასეა დამოწმებული: apud Mansi IX, p. 396 sq.). ეს მითითება მცდარია, რადგან შესაბამის ადგილას არანაირი მსგავსი ტექსტი არ გვხვდება (იხ. Sacrorum conciliorum nova, et amplissima collectio: in qua praeter ea quae Phil. Labbreus, et Gabr. Cossartius S.J. et novissime Nicolaus Coleti in lucem edidere ea omnia insuper sius in locis optima disposita exhibentur, quae Joannes Dominicus Mansi iucensis, congregationis matris dei evulgavit, Editio Novissima ab eodem patre Mansi... Tomus Nonus, Ab Anno DXXXVI usque ad annum DXC inclusive, Florentiae, MDC-CLXIII [1758], p. 396-400, სადაც გამოქვეყნებულია ზემოხსენებული 15 ანათემატიზმა). მაკარისგან მოტანილი ტექსტის წყაროა IX ს-ის ცნობილი მოღვაწის, გიორგი ჰამარტოლის ქრონიკონი ანუ ძველ ქართულად "ხრონოგრაფი" (ქართულად თარგმნილია წმ. არსენ იყალთოელის მიერ). ზემორე საკრებო განჩინების ბერძნული ტექსტი დაცულია გიორგი ჰამარტოლის ქრონოგრაფის IX წიგნში. იხ. PG. 110, col. 784.19-22; იხ. აგრეთვე, მეცნიერული პუბლიკაცია: Georgii Monachi Chronicon, Edidit Carolus De Boor, vol. II, Textum Genuinum Inde A Vespasiani Imperio Continens, Lipsiae, 1904, p. 633.7-9 (სამწუხაროდ, ხსენებული ქართული თარგმანი, ხელნაწერის დაზიანების გამო, ჩვენამდე სრულად მოღწეული არ არის. კერძოდ, ტექსტი წყდება C. De Boor-ის მითითებული გამოცემის II ტომის 587-ე გვერდის მერვე სტრიქონზე).

137 - წინდებული μετά აკუზატივთან ნიშნავს არა მხოლოდ შემდგომ, არამედ იგი აგრეთვე გულისხმობს მიმართულებას (პასუხს სცემს კითხვაზე: "საით"?) ანუ მიუთითებს იმაზე, რაც რაღაცისადმი, რაღაცისკენ, რაღაცის მიმართ, რაღაცის კვალობაზე ხდება (შდრ. რუს. μετά - на вопрос "куда?": по направлению к, в, იხ. Дворецкий, Древнегреческо-русский словарь).

138 - ეპისტოლე გაგზავნილია დაახლ. 447 წ-ს ასტორგას ეპისკოპოსის ტურრიბიუსისადმი.

139
- შდრ. "აქ ჩვენ ვახსენებთ მხოლოდ ზოგიერთ მოგვიანო დოკუმენტს, რომლებშიც ნათლად გამოითქვა პატრისტიკული მოძღვრება: წმ. ლეონ I-ის დოგმატური ეპისტოლე ასტორგას ეპისკოპოსის ტურრიბიუსისადმი - XV ეპისტოლე, დაახლ. 447 წ-ისა; ე.წ. ათანასესეული მრწამსი..." Here we mention only some of the later documents in which the pauistic doctrine has been clearly expressed: the dogmatlc letter of St. Leo I to Turribius, Bishop of Astorga, Ep. XV, c. i (447); the so-called Athanasian Creed: several, The Catholic encyclopedia: an international work of reference on the constitution, doctrine, discipline, and history of the Catholic church, Colume 6, New York, 1913, p.).

140
- შდრ. ორიგინალი: Quod catholicae fidei repugnans atque contrarium est, quae omnem hominem in corporis animaeque substantia a Conditore universitatis formari atque animari intra materna viscera confitetur; manente quidem illo peccati mortalitatisque contagio, quod in prolem parente transcurrit, PL. 54, col 684B. შდრ. ინგლ. თარგმ. This is repugnant and contrary to the catholic Faith which acknowledges every man to be formed by the Maker of the Universe in the substance of his body and soul, and to receive the breath of life within his mother's womb: though that taint of sin and liability to die remains which passed from the first parent into his descendants, A Select Library of Nicene and Post-Nicene Fathers of the Christian Church, ed. by Philip Schaff, Second Series, vol 12, Leo the Great. Gregory the Great, New York, 1895, p. 23.

141 - იგულისხმება სულთა წინასწარარსებობის ანუ  პრეეგზისტენციის შესახებ ორიგენესეული ცრუმოძღვრება.

142 - შდრ. სხვა ინგლ. თარგმ. but the catholic church has cut off all of them from the unity of its body, by constantly and truthfully preaching that human souls did not exist before they are breathed into their bodies, nor are they put into bodies by anyone, other than God their creator, Bronwen Neil Leo The Great, London and New York 2009, p. 88.

143
- შდრ. რომ. 9.8; გალატ. 4.28.

144
- Collectio Selecta ss. Ecclesiae Patrum: Complectens exquisitissima opera tum dogmatica et moralia, tum apologeta et oratoria, Accurantibus D.A.B. Caillau, una cum D.M.N.S. Guillon, Opus regni dicatum, Tomus Quinquagesimus Quartus, Parisiis 1836, p. 419.

145 - შესაქ. 2.23.

146 - საეკლესიო დოგმატის დამაჯერებლობა-არადამაჯერებლობაზე მსჯელობს მხოლოდ არაქრისტიანი, გნებავთ მოქცევადი, რომელიც ჭეშმარიტ მოძღვრებას ეძიებს და რომლისთვისაც ხსენებული დოგმატი ჯერ კიდევ დოგმატი ანუ ურყევი და შეუძრავი სწავლება არ არის, მაგრამ რაჟამს პიროვნება მართლმადიდებელი ქრისტიანი გახდება და აღიარებს მართლმადიდებლური მოძღვრების ჭეშმარიტებას, გარდაუვალად ვალდებულია ყოვლითურთ ირწმუნოს ყველა საეკლესიო დოგმატური დებულება ყოველგვარი გამოძიებისა და ჩაწვდომა-არჩაწვდომის გარეშე ანუ ირწმუნოს დოგმატი მთელი მისი, კაცობრივად რომ ვთქვათ, "დამაჯერებლობა-არადამაჯერებლობით", რადგან საკმარისია მან დოგმატის "ავკარგიანობის" განჩხრეკა სცადოს, რომ ამით უპირობოდ დაადასტურებს თავის ურწმუნოებასა და დოგმატთა ღვთივდადგინებულობაში დაეჭვებულობას.

147
- აღვნიშნავთ, რომ ძველ ქართულ წყაროებში დაცულია წმ. ეფრემ ასურის ასკეტური შრომა "სიკუდილისათჳს და გამოსლვისათჳს სულისა ჴორცთაგან", რომელშიც ერთგან წარმოდგენილია "გაბაასება" სულისა და ხორცისა, რაც თეოლოგიური კუთხითაც იქცევს ყურადღებას. მოვიტანთ შესაბამის ტექსტს: "მაშინ სული იგი გლოით იტყოდის: ვიდრე-მე ვივლტოდი, ანუ ვითარ-მე განვერე სატანჯველთა მათ მომავალთა, და მე ესერა შებღალული ცოდვითა და ბრალითა წარჰყავ (sic) ამიერ სოფლით? მიუგოს ჴორცმან და ჰრქუას: ვაჲ ჩემდა შენ მიერ, სულო ჩემო, რამეთუ შეგეყავ შენ დასაბამსა და ვიყავ უბიწო, და აწ განგეშორები და ვარ მე შეგინებულ. ჰრქუას მას სულმან: შეწუხებულ ვარ მე შენ მიერ, გუამო ჩემო, რამეთუ ბუნებით ვარ მე უცოდველ და შემოსითა შენითა სავსე ვარ მე ბრალითა და ცოდვითა. მიუგოს ჴორცმან და ჰრქუას: შენ შემიტყუე და მაცთურ ჩემდა იქმენ, რამეთუ გეზიარე ყოველსა ბოროტსა და ნებასა შენსა ვიქმოდე და სათნოებასა შენსა შეუდეგ და წარვწყმდი. ჰრქუას მას სულმან: არამედ უფროჲსღა მე ნებასა შენსას შეუდეგ, რამეთუ ბუნებით უბიწო ვარ და მიზიდვითა შენითა მიდევნებულ ვიქმენ ნივთიერებასა შენსა, ვიდრემდის ხრწნილებასა შენსა მიზიარე. მიუგოს ჴორცმან და ჰრქუას: ვაჲ ჩემდა, რამეთუ სიკუდილი კართა ჩუენთა ზედა მოწევნულ არს და სიტყუაჲ ჩუენი ჟამსა ამას ამაო არს! ჰრქუას სულმან: უკუეთუ მოწყალე მექმნეს უფალი და აღმადგინოს მე სენისა ამისგან, შევინანო მე მისა მიმართ ცოდვათა და ბრალთა ჩემთათჳს" (მამათა სწავლანი, X და XI ს.-თა ხელნაწერების მიხედვით, გამოსცა ილია აბულაძემ, ა. სანიძის რედაქციით, თბ. 1955, გვ. 226). უაღრესად საყურადღებოა აგრეთვე წმ. გიორგი მთაწმინდელის "დიდ კურთხევანში" (Sin. 73) დაცული შემდეგი ლოცვა: "მეუფეო უფალო, ღმერთო სულთაო და ყოვლისა ჴორციელისაო, რომელი მისცემ კაცთა ნათელსა ცხორებისასა სულისა წილ მოწყინებისაჲსა და გამოუთქუმელითა სიბრძნითა შენითა შეაერთე სული ჴორცთა და კუალად განჰყავ, რამეთუ მიწაჲ მიწასა და ცეცხლსა და ჰაერსა და წყალსა, ხოლო სული ჩენდა მიმართ, ვითარცა იგი მიეც, მიიზიდე, შენვე, მეუფეო ქრისტე, შეიწყნარე სულიცა ესე მონისა შენისაჲ" (დიდნი კურთხევანი, გამოსცა ე. ჭელიძემ, თბ. 2002, გვ. 221).

148 - ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, ახალი თარგმანი იყო ეს თუ ძველის ახალი რედაქცია (თვით გიორგი თავის ნამუშაკევს "თარგმანს" უწოდებს).

149 - ფსალმუნის ძველი ქართული რედაქციები, X-XIII საუკუნეთა ხელნაწერების მიხედვით, გამოსცა მზექალა შანიძემ, თბ. 1960, გვ. 027.

150 - სიტყვ. "არის".

151 - სიტყვ. "დამთრგუნველად" (urgere).

152
- იგულისხმება იერონიმეს ეპისტოლე მარკელინუსისადმი.

153 - ესაა სულთა ახლად შექმნის უარმყოფელი ოპონენტების განმარტება.

154 - ოპონენტები.

155 - ადამის.

156 - ესაა ტრადუციანიზმი.

157 - ამგვარი აზრიც არსებობდა ავგუსტინეს დროს სულთა წარმოშობის შესახებ.

158
- "ცვარავს" - შდრ. irrorare ("ცვრისებრ დაწვეთება", "დანამვა").

159 - იგულისხმება გნოსტიკური მოძღვრება გნოსტიკოსის სულის როგორც ღვთის ბუნებითი, არსობრივი ნაწილის შესახებ.

160
- დავუკვირდეთ ტრადუციანიზმის მკვეთრ უარყოფას.

161 - ე.ი. არა ადამისეული სულისგან.

162 - ე.ი. როგორც ქმნის იგი ადამის სულს.

163 - შდრ. ინგლ. თარგმ. As for some other objections which are advanced against this opinion, I think that I could easily dispose of them. For example, some think that they urge a conclusive argument against this opinion when they ask, how God finished all His works on the sixth day and rested on the seventh day, if He is still creating new souls. If we meet them with the quotation from the gospel (given by you in the letter to Marcellinus already mentioned), "My Father works hitherto," they answer that He "works" in maintaining those natures which He has created, not in creating new natures; otherwise, this statement would contradict the words of Scripture in Genesis, where it is most plainly declared that God finished all His works. Moreover, the words of Scripture, that He rested, are unquestionably to be understood of His resting from creating new creatures, not from governing those which He had created; for at that time He made things which previously did not exist, and from making these He rested because He had finished all the creatures which before they existed He saw necessary to be created, so that thenceforward He did not create and make things which previously did not exist, but made and fashioned out of things already existing whatever He did make. Thus the statements, "He rested from His works," and, "He works hitherto," are both true, for the gospel could not contradict Genesis. When, however, these things are brought forward by persons who advance them as conclusive against the opinion that God now creates new souls as He created the soul of the first man, and who hold either that He forms them from that one soul which existed before He rested from creation, or that He now sends them forth into bodies from some reservoir or storehouse of souls which He then created, it is easy to turn aside their argument by answering, that even in the six days God formed many things out of those natures which He had already created, as, for example, the birds and fishes were formed from the waters, and the trees, the grass, and the animals from the earth, and yet it is undeniable that He was then making things which did not exist before. For there existed previously no bird, no fish, no tree, no animal, and it is clearly understood that He rested from creating those things which previously were not, and were then created, that is to say, He ceased in this sense, that, after that, nothing was made by Him which did not already exist. But if, rejecting the opinions of all who believe either that God sends forth into men souls existing already in some incomprehensible reservoir, or that He makes souls emanate like drops of dew from Himself as particles of His own substance, or that He brings them forth from that one soul of the first man, or that He binds them in the fetters of the bodily members because of sins committed in a prior state of existence, if, I say, rejecting these, we affirm that for each individual He creates separately a new soul when he is born, we do not herein affirm that He makes anything which he had not already made. For He had already made man after His own image on the sixth day; and this work of His is unquestionably to be understood with reference to the rational soul of man. The same work He still does, not in creating what did not exist, but in multiplying what already existed. Wherefore it is true, on the one hand, that He rested from creating things which previously did not exist, and equally true, on the other hand, that He continues still to work, not only in governing what He has made, but also in making (not anything which did not previously exist, but) a larger number of those creatures which He had already made. Wherefore, either by such an explanation, or by any other which may seem better, we escape from the objection advanced by those who would make the fact that God rested from His works a conclusive argument against our believing that new souls are still being daily created, not from the first soul, but in the same manner as it was made, A Select Library of Nicene and Post-Nicene Fathers of the Christian Church, ed. by Philip Schaff, vol. I, The Confessions And Letters of St. Augustin, With a Sketch of His Life and Work, Buffalo, 1886, p. 526-527.

164 - სწორედ ეს კონცეფციაა ავგუსტინესთვის ამოსავალი მაშინაც, როდესაც იგი უშვებს შესაძლებლობას იმისას, რომ მაცხოვარმაც თავისი კაცობრივი სული არაფრისგან შექმნა. ამიტომ ამბობს იგი: "არ იქნებოდა, მაშ, გაუგებარი, რომ ვინც პირველ ადამიანს სული შეუქმნა, შეუქმნიდა თავისთავსაც" (შდრ. neque enim absurdum est ut qui primo homini animam creavit, crearet et sibi; შდრ. ინგლ. თარგმ. it is not unreasonable to believe that He who created a soul for the first man should create one for Himself, A Select Library Op. cit, p. 520-521). კიდევ: "თუკი სულები არ გამომდინარეობენ იმ ერთისგან (ადამის სულისგან, ე.ჭ.) და თუ მხოლოდ ადამის სხეული გადასცემს დასაბამიერ ცოდვას, ისევე შექმნა, მაშ, ღვთის ძემ თავისთვის სული, როგორც ქმნის სხვებისთვის, თუმცა არათუ ცოდვილ ხორცს შეერთო [მისი სული], არამედ "ცოდვილი ხორცის მსგავსებას". მიიღო, მაშ, ქალწულისგან მართლაც ჭეშმარიტი არსება ხორცისა, მაგრამ არა ცოდვის ხორცი, რადგან არ იყო იგი არც შთათესილი, არცთუ ჩასახული ხორციელი გულისთქმისგან, თუმცა კი იყო მოკვდავი და ასაკისდა კვალობაზე ცვალებადი, ამდენად კი მსგავსი ცოდვის ხორცისა ცოდვის გარეშე" (შდრ. Si autem animae non ex illa una propagantur, et sola ex Adam caro trahit originale peccatum, ita sibi creavit auimam Dei Filius, ut caeteris creat, quam non tamen carni peccati miscuit, sed similitudini carnis peccati . Sumpsit enim ex Virgine veram quidem carnis substantiam; non tamen peccati carnem, quia non ex carnali concupiscentia, sive seminatam, sive conceptam; mortalem sane, ac per aetates mutabilem, tamquam carni peccati sine peccato simillimam; ინგლ. თარგმ. However, if subsequent souls are not derived from that one, and the flesh alone inherits original sin from Adam, then the Son of God created s soul for Himself as He creates them for the rest of mankind, but His did not mingle with sinful flesh, but only'in the likeness of sinful flesh. For He took the true substance of flesh from the Virgin, but not the flesh of sin, since His flesh was not conceived or begotten of carnal concupiscence; yet it was mortal and subject to the changes of age, like the flesh of sin, but without sin, Op. cit, p. 521).

165
- იხ. აგრეთვე: Ludwig Friedrich Otto Baumgarten-Crusius, Lehrbuch der chrislichen Dogmengeschichte, II, Jena, 1832, p. 1073.

166 - ეს მოღვაწე მართლმადიდებლური კალენდრების ნაწილში წმინდანად არის კანონიზებული (ხსენება 4 აპრილს; შდრ. შემდეგი მითითება: "მისი სახელი შეტანილია ზოგიერთ მართლმადიდებლურ წმინდანთსახსენებელში" - его имя включено в некоторые православные святцы, იხ. Открытая православная энциклопедия, Исидор Севильский (ок. 560 - 636), епископ, святитель, Память 4 апреля, http://drevo-info.ru/articles/5590.html. მართლმადიდებლურ ლიტერატურაში ამ მოღვაწის შესახებ თქმულია: "და ბოლოს, ჩვენ მივედით ამ ოქროს VII საუკუნის უდიდეს პიროვნებასთან, ყველაზე უფრო პატივდებულთან აღნიშნული წმინდა ოჯახიდან (იგულისხმება ისიდორეს ოჯახი), წმ. ისიდორესთან (ხსენება 4 აპრილს), სევილიის არქიეპისკოპოსთან (560-636)" (შდრ. Наконец мы подошли к величайшей личности этого Золотого VII века, самому почитаемому из этой святой семьи, свт. Исидору (память 4 апреля), архиепископу Севильскому (560-636), იხ. Встреча с Православием, http://pravoslavie.ru/put/051216143324.htm).

167 - სულთა არაფრისგან შექმნა თავისთავად გულისხმობს პირველი სულის ასევე არაფრისგან დაბადებას, როგორც ამის შესახებ სხვა ადგილას მკაფიოდ გვასწავლის იგივე ისიდორე სევილიელი: "ამრიგად, ყველა ამ ქმნილებისგან, რომელთა წესრიგიც თანაშევაწყვეთ, რაღაც რაიმესგან და რაღაც არაფრობისგან შექმნა დამფუძნებელმა; ცა, მაშ, და მიწა, და ზღვა, და რაც კი მათში იქმნა, უსახო ნივთიერებისგან დააფუძნა მან, ხოლო თავად ეს უსახო ნივთიერება, და ანგელოზთა მწყობრნი, რომელთა შესახებაც ადრე გვითქვამს, და ადამიანური სული არაფრისგან შექმნა" ("ქმნილებათა წესრიგის შესახებ" - De Ordine Creaturarum, PL, t. 82, col. 952 A: - Ex his autem omnibus creaturis, quarum praestrinximus ordinem, quaedam ex aliquo, quaedam ex nihilo Conditor fecit; Caelum enim et terram et mare et quae in his sunt facta ex informi materia condidit; ipsam vero informem materiam et angelorum ordines de quibus praediximus et animam humanam ex nihilo fecit; შდრ. ინგლ. თარგმ. As regards all these things of which we have described the order, God created some of them from something and some of them from nothing. For it was from unformed matter that he created heaven and earth and the sea and all that was made in them; but this very unformed matter, and the angelic orders of which we have spoken, and the human soul, all these he made out of nothing, Marina Smyth Understanding..., Op. cit., p. 42).

168
- "არავითარ მონაწილეობას არ იღებს" - ე.ი. არავითარი წვლილი არ შეაქვს. შდრ. ბერძნ. συνεισενεγκοῦσα μηδέν, სადაც μηδέν, როგორც ცნობილია, "არაფერს", "არარას" ნიშნავს, ხოლო მიმღეობა συνεισενεγκοῦσα, რაც მომდინარეობს ზმნისგან συνεισφέρω, ნიშნავს "მონაწილეობის მქონეს", "წვლილის შემტანს" (შდრ. თუნდაც დვორეცკის განმარტება: συνεισφέρω - участвовать во взносах, принять участие).

169 - წმ. გრიგოლი, როგორც აღვნიშნეთ, ერთ დასაბამიერ სათავეს ხედავს სულისა და ხორცის ერთმთლიანობის საფუძვლად. მისი მითითებით (მოგვაქვს წმ. გიორგი მთაწმიდლის თარგმანი, "არცა სულისა არს პირველ ჴორცთაჲსა თქუმად ჭეშმარიტ, არცა ჴორცთაჲ თჳნიერ სულისა, არამედ ორთავე ერთისა არსებისა [=არსებობისა, ე.ჭ.] მიცემად, ერთი იგი მაღლისა მისებრ საღმრთოჲსა ნებისა პირველსა მას დაბადებასა შინა ერთბამად აგებულ, და მეორე მიზეზსა მას შინა კაცთა არსებისასა შეერთებულ" ("დაბადებისათჳს კაცისა", თ. 29: "წარმოჩენაჲ, ვითარმედ ერთი და იგივე არს სულისა და ჴორცთა არსებაჲ [=არსებობა, ე.ჭ.]", A 73, 198-198v; შდრ. 'Ως μήτε ψυχὴν πρὸ τοῦ σώματος, μήτε χωρῖς ψυχῆς τὸ σῶμα ἀληθὲς εἶναι λέγειν, ἀλλὰ μίαν ἀμφοτέρων ἀρχὴν, κατὰ μὲν τὸν ὑψηλότερον λόγον, ἐν τῷ πρώτῳ τοῦ Θεοῦ βουλήματι καταβληθεῖσαν, κατὰ δὲ τὸν ἕτερον, ἐν ταῖς τῆς γενέσεως ἀφορμαῖς συνισταμένην,, PG. 44, col. 236.23-28; შდრ. ინგლ. თარგმ. so that it is not true to say either that the soul exists before the body, or that the body exists without the soul, but that there is one beginning of both, which according to the heavenly view was laid as their foundation in the original will of God; according to the other, came into existence on the occasion of generation, A Select Library of Nicene and Post-Nicene Fathers of the Christian Church. Second Series, Translated Into English with prolegomena and Explanatory Notes under the Editorial Supervision of Philip Scharff, D.D., L1.D., and Henryory of Nyssa: Dogmatic Treatises, Etc., New York, 1917, p. 421).

170
-წმ. მაკარი ეგვიპტელი, ზემორე სინოდალურ დადგენილებასთან ზედმწიევნით თანხვდომაში, მიუთითებს: "ამქვეყნიური მამები თავიანთი ბუნებიდან შობენ შვილებს მათი ხორცისგან და სულისგან (შდრ.  Οἱ ἐπὶ γῆς πατέρες ἐκ τῆς ἑαυτῶν φύσεως γεννῶσι τέκνα ἐκ τοῦ σώματος αὐτὸν καὶ τῆς ψυχῆς, ლათ. Patres qui in terris sunt, e sua ipsorum natura generant liberos, e corpore suo at anima, PG. 34, col. 721 B-722 B). ეს ნიშნავს, რომ მშობლები შობენ სულისა და ხორცისგან შედგენილ პიროვნებებს (ეს გაგება აქვს წინადადებას იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ფრაზას:"მათი ხორცისგან და სულისგან" შვილებს განვუკუთვნებთ), ანდა ხორციელად შობილებს მშობლები სულიერად ზრდიან (როგორც ამაზე თავად მაკარი მომდევნო სიტყვებში მკაფიოდ უსვამს ხაზს), რაც პირობითად "სულიერ შობად" ითქმის (ეს გაგება აქვს წინადადებას იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ფრაზას: "მათი ხორცისგან და სულისგან" მშობლებს განვუკუთვნებთ). აქ აღარ შევჩერდებით ანასტასი ანტიოქიელზე, რადგან აშკარაა, რომ მისგან გამოთქმული უკიდურესად მატერიალისტური აზრი კაცობრივი სპერმისგან სულთა წარმოშობის შესახებ (შდრ. "სხეული შემყარდება ქალისეული მიწისა და სისხლისგან, ხოლო სული თესლის როგორც რამ შთაბერვის მიერ კაცისგან საიდუმლოდ გადაეცემა", PG. 89, 1165 B) ან ახალგაზრდობაშია გამოთქმული ტერტულიანეს გავლენით, ან წარმოადგენს კონსპექტის ფრაგმენტს ტერტულიანეს შრომაზე "სულის შესახებ" (მსგავსი კონსპექტია, მხოლოდ გნოსტიკოსი თეოდოტიონის მოძღვრებისა, მაგალითად, კლიმენტი ალექსანდრიელის შრომა "ექსცერპტები თეოდოტიონისგან"; მსგავსი კონსპექტი უნდა ყოფილიყო, აგრეთვე, კლიმენტისვე ჩვენამდე არ მოღწეული შრომა "განწესებანი"). როგორც არ უნდა იყოს, უეჭველია, საქმე გვაქვს თეორიასთან, რომელიც უარყოფილია არა მხოლოდ კრეაციონისტთა, არამედ ყველა ტრადუციანისტის მიერაც (გარდა ტერტულიანისტებისა). თვით მიტროპოლიტი მაკარიც, როგორც უკვე დამოწმებული გვაქვს, აღნიშნავდა: "უარვყოფთ შეხედულებას, თითქოს სულები მომდინარეობენ მშობელთა თესლისგან, საიდანაც მომდინარეობენ აგრეთვე სხეულები, რადგან ეს შეხედულება უშვებს ადამიანური სულის მატერიალურობას და მოკვდავობას მისას სხეულთან ერთად" (სრულად იხ. ზემოთ).

171 - ე.ი. მოძღვრებამ, საეკლესიო სწავლებამ, წმინდა წერილმა.

172 - ე.ი. აზრში, ფიქრში და არა საქმეში, არა რეალურ მოქმედებაში, რადგან სინამდვილეში ადამიანის შობა ერთმთლიანი პროცესია.

173 - წმ. მაქსიმე თავის აღნიშნულ შრომაში განასხვავებს ორ სახეს შთაბერვისას, რასაც შემდეგში ცალკე შევეხებით.

174
- ე.ი. ბიბლიურ-საეკლესიო სწავლებამ.

175
- იგულისხმება წმ. გრიგოლის ზემოგანხილული მეორმოცე ქადაგება.

176 - იგულისხმება ზემოდამოწმებული ნიკიტა სერონიუსი.

177 - ზედმიწევნით იგივე დასკვნა გამოაქვს წმ. გრიგოლ ნაზიანზელის ზემორე ქადაგებიდან Martin Jugie-ს, რომელიც აღნიშნავს: "ჩანს, გრიგოლის აზრი ისაა, რომ ადამიანთა ცალკეული სულები ღვთისგან წარმოიშობიან იმ პირველი შემქმნელობითი მოქმედების ძალით, რამაც ადამის სული წარმოშვა, რაც შემძლეობითად დღემდე ნარჩუნდება და რაც განივრცობა თითოეული ადამიანის შობამდე გამოუთქმელი სახით" (შდრ. Mens Gregorii videtur esse singulas hominum animas a Deo produci vi primae illius actionis creatricis, qua Adami animam produxit, virtualiter adhuec perseverantis et ad unamquamque humanam generationem ineffabili modo se extendentis, Martin Jugie, Theologia dogmatica christianorum orientalium ad Ecclesia catholica dissidentium, vol. 2, Letouzey et Ané, 1933, p. 570-571).

178
- უნდა ვახსენოთ, აგრეთვე, წმ. იოანე დამასკელის ავტორობით ცნობილი "ქრისტიანისა და სარკინოზის კითხვა-მიგება", რასაც ზოგჯერ იმოწმებენ კიდეც ტრადუციანიზმის სასარგებლოდ, თუმცა ამ ძეგლში, ზემოდამოწმებული სინოდალური დადგენილების მსგავსად, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ "ადამიანისგან ადამიანის შობაზე" (შდრ. "ასე რომ, ადამიანი შობს ადამიანს, როგორც ამბობს წმინდა წერილი: "რამეთუ ადამმა შვა სეითი და სეითმა შვა ენოსი...". არ უთქვამს წერილს, რომ ღმერთმა შესახა (=შეძერწა - ἔπλασε) სეითიო, ან ენოსიო ანდა ვინმე სხვა. აქედან კი შევიცნობთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ადამი შეისახა (=შეიძერწა - πέπλασται) ღვთისგან, ხოლო მისი შემდგომნი იშვებიან და შობენ ვიდრე დღემდე" - Ὥστε ἄνθρωπος ἄνθρωπον γεννᾷ, καθάπερ ἡ θεία γραφὴ λέγει· "Ἀδὰμ γὰρ ἐγέννησε τὸν Σήθ, καὶ ὁ Σὴθ ἐγέννησε τὸν Ἐνώς...". Καὶ οὐκ εἶπεν· Ὁ θεὸς ἔπλασε τὸν Σὴθ ἢ τὸν Ἐνὼς ἢ ἄλλον τινά, καὶἐντεῦθεν γινώσκομεν, ὅτι μονώτατος ὁ Ἀδὰμ πέπλασται ὑπὸ τοῦ θεοῦ, οἱ δὲ μετ' ἐκεῖνον γεννῶνται καὶ γεννῶσιν ἕως τοῦ παρόντος, PG. 96, col. 1337). როგორც ვხედავთ ერთი სიტყვითაც არაა ნახსენები არც მშობლის სული და არც შვილის სული. მეტიც, საუბარია მხოლოდ ხორციელ შექმნაზე და ხორცისგან ხორცის შობაზე, რადგან სახეზეა ტერმინი "შესახვა", ანუ "შეძერწვა" (ἔπλασε, πέπλασται), რაც მხოლოდ და მხოლოდ ადამის ხორციელ შექმნას აღნიშნავს და არსად არცერთხელ არცერთი ღვთისმეტყველის, მათ შორის, არც ტერტულიანეს, მიერ არ გამოყენებულა სულის შობის ან დაბადების აღსანიშნად. რაც შეეხება იმას, რომ იქვე სპერმა წოდებულია როგორც "ცოცხალი" ანუ ἔμψυχος (შდრ. "და რადგან ცოცხალი იყო ადამიანი, ჰქონდა რა ცოცხალი სპერმა, თავის ცოლში თესლი აღმოაცენა" - Καὶ ἐπειδὴ ἔμψυχος ἦν ὁ ἄνθρωπος ἔμψυχος σπέρμα ἔχων, ἐν τῇ ἰδίᾳ γυναικὶ σπορὰ ἀνεφύη), ესეც აბსოლუტურად ბუნებრივია, რადგან არავინ ამბობს, რომ ადამი მკვდარი სპერმით აშობინებდა ევას შვილებს, მკვდარი სპერმა გადაეცემოდა და გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, თუმცა გამოთქმა ცოცხალი სპერმა (ისევე როგორც, ვთქვათ, ცოცხალი მცენარე) არანაირად არ ნიშნავს სპერმაში ადამიანური სულის არსებობას და სულთაგან სულთა შობას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გვექნებოდა უუხეშესი ფორმის ტრადუციანიზმთან სულის სპერმატული გადაცემადობის შესახებ, რაც ავგუსტინეს დროიდან დაგმობილია უკლებლივ ყველა მოძღვრის, მათ შორის უკლებლივ ყველა თანამედროვე ტრადუციანისტის მიერ (შდრ. თუნდაც მიტროპოლიტ მაკარის ზემოდამწომებული კატეგორიული უარყოფა ამგვარი აზრისა). რაც შეეხება იმას, თუ რას აღიარებდა წმ. იოანე დამასკელი ადამიანთა შექმნასთან დაკავშირებით, საკმარისია გავეცნოთ მის დოგმატურ "გარდამოცემას", სადაც უწყებულია შემდეგი: "ხოლო ჩვენი შექმნა მისი დამბადებლობითი ძალის საქმეა" - ἥ τε γὰρ γένεσις ἡμῶν τῆς δημηιουργικῆς αὐτοῦ δυνάμεώς ἐστι, PG. 96, col. 961 C; შდრ. წმ. არსენ იყალთოელის თარგმანი: "რამეთუ ქმნაჲ ჩუენი დამბადებელობითისა ძალისა მისისაჲ არს", წმ. იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, თბ. 2000, გვ. 140).

179 - მიტროპოლიტ მაკარის ნაშრომი "მართლმადიდებლურ-დოგმატური ღვთისმეტყველება" ზედმიწევნით მართებულადაა შეფასებული ვიაჩესლავ მაკარცევის მიერ: "მიტროპოლიტ მაკარის სახელმძღვანელოსადმი: "მართლმადიდებლურ-დოგმატური ღვთისმეტყველება" ყოველთვის იყო ძალიან ბევრი კითხვა. იგი ზოგიერთ კერძო საღვთისმეტყველო აზრს გადმოსცემდა როგორც საერთო საეკლესიოს, ანდა პირიქით, საერთო საეკლესიოს აკნინებდა კერძომდე, დაკავებული იყო კერძო საღვთისმეტყველო აზრების "სუმირებით" ("შეჯამებით"), რომ "შეექმნა ღვთისმეტყველების რაღაც გამარტივებული "სუმა" ("შეჯამება") და გამოეყვანა რაღაც "საერთო მახასიათებელი" მართლმადიდებლური დოგმატური სწავლებისა" (შდრ. К учебнику «Православно-догматическое богословие» митрополита Макария всегда было очень много вопросов: он выдавал некоторые частные богословские мнения за общецерковные, или наооборот, общецерковные понижал до частных, занимался «суммированием» частных богословских мнений «для создания некоей упрощенной “суммы” богословия», для выведения некоего «общего знаменателя» православного догматического учения, Макарцев Вячеслав Степанович, Две греческие рукописи архиепископа Андрея Кесарийскаго и тысяча лет вечного Царства Христа, http://www.bogoslov.ru/text/1796456.html).

 

ჟურნალი "გული გონიერი", N3, 2012 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 17 MARCH 2012 12:16)