მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I-ის სიტყვა საპატრიარქო რეზიდენციაში

12 ოქტომბერი, 2007 წ.

უნეტარესო და საყვარელო ძმაო და თანამწირველო, მთავარეპისკოპოსო თბილისისა და კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოისა, ბატონო ილია.

მართლმადიდებელი ეკლესიების უნეტარესნო და პატიოსანნო საჭეთმპყრობელნო და წარმომადგენლებო,

წმიდანო მღვდელმთავარნო,

მაღალღირსნო ხელისუფლების წარმომადგენლებო,

უფლის მიერ საყვარელნო შვილნო.

დიდია ჩვენი სიხარული, ვინაიდან თქვენთან ერთად ვიმყოფებით, უნეტარესო და უსაყვარლესო ძმაო, თქვენს სტუმართმოყვარე და ისტორიულ ქვეყანაში, საქართველოში, რომელთანაც ჩვენს კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მჭიდრო, საუკეთესო სულიერი ურთიერთობა და ამასთანავე კანონიკური ურთიერთობა აკავშირებს.

მადლობას მოგახსენებთ გულთბილი და საპატიო მიღებისათვის, რომელიც ძმური სიყვარულით და სიხარულით ავსებს ჩვენს გულებს. თქვენს სიყვარულს, უნეტარესო ძმაო, კავკასიონის მედგარი მთებიდან მონაბერ "მსუბუქ სიოსავით" ვგრძნობთ და ჩვენ სულებში ისეთ გრძნობას ბადებს: "ვითარცა ცვარმა გარდამომავალმა მიერ მთასა ზედა სიონსა, მუნ ამცნო უფალმან კურთხევაჲ და ცხოვრებაჲ უკუნისამდე" (ფს. 132.3).

თავი მოვიყარეთ დღეს აქ, რათა ერთად აღვნიშნოთ საქართველოს უწმიდესი ეკლესიისათვის მეტად მნიშვნელოვანი თარიღი, მცხეთის ჯვრის მონასტრის აღშენებიდან 1400 წლისთავი. სწორედ მცხეთაში მიიღო წმიდა ნათლობა ქართველმა ხალხმა IV საუკუნეში და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს შეუერთდა. ამასთან ერთად ვზეიმობთ თქვენი უნეტარესობის საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი და ავტოკეფალური ეკლესიის ტახტზე აღსაყდრებიდან 30 წლისთავს, ანთებული კანდელივით რომ უნათებთ თქვენს მორწმუნე ხალხს მთელი ამ ხნის განმავლობაში.

წყაროდან ნათლისა ნათლის მიმღებელმა განმაახლებელი და მოციქულებრივი ტვირთი იტვირთეთ. ღვთაებრივი სიბრძნით განანათლეთ 70 წლის განმავლობაში ათეისტურ და ავტორიტარულ რეჟიმში მცხოვრები ხალხი. რეჟიმი ებრძოდა ეკლესიას, უფლებები შეუზღუდა და უფალმა გაანადგურა ათეისტური სახელმწიფო.

თქვენ ისეთ მდგომარეობას გაუძელით, რომ ჩვენთვის, ვისაც ის უშუალოდ არ განგვიცდია, მისი აღქმაც კი არ ძალგვიძს. მაგრამ, ამავე დროს, თქვენ გადმოგეცათ სამწყსო, მოწყურებული ღვთისა და ღვთაებრივის სიყვარულს, და მიუხედავად მრავალი განსაცდელისა მარადიული ცხოვრებისაკენ მიუძღვებით მათ. ეკლესიის წინააღმდეგ გაჩაღებულმა ბრძოლამ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს მეტად უჭირდა, თქვენ დიდი გამოცდილება და თავგანწირვის გრძნობა შეგძინათ.

გარდა ამისა, ისინი, ვინც იმ პერიოდში ქრისტეს ერთგულნი დარჩნენ, მისი ჭეშარიტი მიმდევრები მზად იყვნენ თავი გაეწირათ მისთვის.

ვიდრე ამ დიდ განსაცდელს გადაიტანდა მრავალტანჯული ქართველი ხალხი და გონს მოეგებოდა, თავს გამანადგურებელი ომი დაატყდა, რომელმაც დააბრკოლა მისი წინსვლა. ერთი სიტყვით, თქვენს უნეტარესობას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, განსაცდელისაგან და ომისაგან წელში გაწყვეტილი ხალხი სულიერად უნდა გაეძლიერებინა.

განუსაზღვრელი სიხარულითა და დიდი კმაყოფილებით თვალს ვადევნებთ თქვენი უნეტარესობის ენერგიულ და აღმშენებლობით მოღვაწეობას, რის შედეგადაც საქართველოს ისტორიული და მოძმე ეკლესია კვლავ თავის ძველ დიდებას იბრუნებს, კვლავ მშვიდობიანი და სტაბილური გზით მართლმადიდებლობის წიაღში ცოცხლობს, მის ძველ საეკლესიო ტრადიციას უბრუნდება.

მოხარულნი ვართ, აღორძნების სულს რომ ვგრძნობთ, ეს არის სული ნუგეშინისმცემელი უფლისა ჩვენისა, რომელიც მსჭვალავს მოციქულთა ოფლით გაჟღენთილ და მოწამეთა სისხლით განბანილ ამ ქვეყანას. ეკლესიის ეს აღორძნება, მისი წინსვლა არ მოხდებოდა, თუკი 1977 წელს საპატრიარქო ტახტზე ესოდენ ღირსეული პიროვნება არ ასულიყო. არ იქნებოდა წინსვლა, თუკი ამქვეყნად არ ეყოლებოდა ესოდენ ზნეობრივი, მშრომელი, შორსმჭვრეტელი, სიბრძნითა და მოთმინებით მმართველი პატრიარქი, რომელიც თავის ხალხს მეორე სულიერი დაბადებით მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში და მის ძიებაში დააბრუნებდა.

ვიცით, ამ საქები სიტყვებით უხერხულობას განიცდით, მაგრამ თქვენო უნეტარესობავ, ჩვენც, ვითარცა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის უპირველესი ტახტის წარმომადგენელს, ვალდებულება გვაკისრია, რომ ჯეროვნად შევაფასოთ თქვენი ღვაწლი და პატივი მივაგოთ; მადლიერების გრძნობით განვიმსჭვალოთ, რადგანაც თქვენ, თქვენი ფასდაუდებელი ღვაწლით ამას იმსახურებთ.

გარდა ამისა, ჩვენ რომც გავჩუმდეთ "ქვანი იღაღადებენ" (მათე 19.40). უბრწყინვალესი, ნატიფი, აურაცხელი რაოდენობის ტაძართა ლოდები არ დამალავენ თქვენი უნეტარესობის დიდ ღვაწლს ეკლესიის აღორძნების საქმეში.

დანგრეული და მიწასთან გასწორებული შენობების აღდგენა, ქართული საეკლესიო ხელოვნების განახლება ტრადიციის ფარგლებში, ქადაგება და ხალხის მართლამდიდებელი წიაღისაკენ გაძღოლა, წმიდა ნათლისღების მეშვეობით ურიცხვი რაოდენობის ხალხის ეკლესიის წიაღში შეყვანა, სასულიერო სასწავლებლებისა და კატეხიზური სკოლების დაარსება, ახალგაზრდა და განსწავლულ სამღვდელო პირთა მომრავლება, საეკლესიო ცხოვრების წესის ფართოდ დანერგვა, მონასტრების განახლება, საქველმოქმედო და საზოგადო მოღვაწეობა, ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ უთვალავ საქმეთა შორის, რაც თქვენი პატრიარქობის დროს გაკეთდა.

შეუძლებელია, არ აღინიშნოს აგრეთვე თქვენი ღვაწლი ქართული საეკლესიო საგალობლების აღორძნების საქმეში, მეცნიერთა და ხელოვნების მუშაკთა წარმომადგენლების ეკლესიასთან დაახლოებაში, საუკეთესო და მჭიდრო კავშირში ხელისუფლებასთან, და საეკლესიო ხელოვნების განსაკუთრებულ აღორძინებაში, რომელიც უკვე გამოსცემს ბრწყინვალე ნაყოფს და თქვენი ხალხის თავისთავადი შემობრუნების უეჭველ დასტურს წარმოადგენს.

საქართველოს ეკლესიის ამ მიმართლებას, მშვიდობიანად რომ მიაბიჯებს სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან ერთად, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, არსებული ერთსულოვნება და თანამშრომლობა ამ კურთხეული ქვეყნის ისტორიას ეფუძნება.

იბერიის ისტორიის შორეულ წარსულში, მისი მეზობელი ქვეყნები, სპარსეთი და ბიზანტია, ერთმანეთს ეცილებოდნენ მისთვის. ამ ბრძოლაში სპარსელებმა იარაღს მიანიჭეს უპირატესობა. მაგრამ, როგორც ამას ბიზანტიის ისტორიის საუკეთესო მცოდნე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ალექსიძე აღნიშნავდა, "ის სულიერი ურთიერთობები, რომლებიც ბიზანტიასა და კავკასიას შორის განვითარდა, ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე სპარსული იარაღი".

მართლმადიდებელი საქართველოს კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან კავშირი, რაც ბიზანტიური სულისა და კულტურის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს, კონსტანტინე დიდის ეპოქას უკავშირდება. კონსტანტინე დიდმა კი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის გაქრისტიანებაში.

საეკლესიო ურთიერთობების გარდა მჭიდრო იყო პოლიტიკური ურთიერთობებიც; ბიზანტიელი იმპერატორები ცდილობდნენ დაეცვათ იბერია სპარსელთა შემოტევებისაგან. იმპერატორმა ჰერაკლემ თქვენი ქვეყანა კვლავ დამოუკიდებელი გახადა. ქართველი მეფეებიც კი ბიზანტიის იმპერიის უერთგულესი მეგობრები და თანამებრძოლები იყვნენ ბოლომდე, მის დაცემამდე.

კონსტანტინეპოლი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში განათლებისა და კულტურის მსოფლიო ცენტრს წარმოადგენდა, დიდ გავლენას ახდენდა მართლმადიდებელ საქართველოზე. სამეფო ოჯახებიდან აქ განათლების მისაღებად მეფე - ქალაქში იგზავნებოდნენ მეფეთა შვილები, რომლებიც უკან ბერძნულ განათლებასა და ბიზანტიურ კულტურას ნაზიარებნი ბრუნდებოდნენ. ბევრი მათგანი ბიზანტიაში დარჩა და მის სამსახურში ჩადგა. მათ შორის არაერთი სახელგანთქმული პოლიტუკური თუ სასულიერო მოღვაწეა ცნობილი. აქ შეგვიძლია დავასახელოთ განთქმული იოანე - თორნიკე, დავით კურაპალატი, გრიგოლ ბაკურიანის ძე და კიდევ მრავალი სხვა.

ქართველთა ამაღორძინებელმა, მეფე თამარმა შეიფარა და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია თავის ნათესავს, ტრაპიზონის იმპერიის დამაარსებლებს ალექსისა და დავითს.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბიზანტიისა და საქართველოს ისტორიაში დედოფალ მართა-მარიამის პიროვნება, რომელიც იყო ასული ქართველთა მეფე ბაგრატ IV-ისა და მეუღლე ბიზანტიის იმპერატორის მიქაელ VII დუკასი. იგი საქართველოს ისტორიის მძიმე პერიოდებში ქართველი ხალხისათვის "იმედად და სინათლის სხივად" მოჩანდა. თბილისში, ხელოვნების მუზეუმში დაცულ ხახულის ტრიპტიქოზე მისი გამოსახულებაა დაცული, ხოლო ამ რამდენიმე წლის წინ კი თრაკიაში, პაპიკიონის მონასტერში მისი საფლავი და ბეჭედი აღმოჩნდა. ყოველივე ზემოთქმული სამუდამოდ დარჩება როგორც ბიზანტიური და ქართლი კულტურის სიმჭიდროვის დამადასტურებელი, იბერიული და ბიზანტიის მემკვიდრე ხალხთა საუკუნეობრივი და ისტორიული მეგობრობის ძეგლი, ორივე ხალხის საერთო ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა.

მორწმუნე ქართველ ხალხს დღესაც იმედითა და სიყვარულით სავსე მზერა აქვს მიპყრობილი კონსტანტინეპოლისაკენ, იმისათვის, რომ კვლავ დაუკავშირდეს მართლმადიდებლობის ამ უძველეს ცენტრს, რომ კვლავ განაახლოს ურთიერთობები იმ სულიერებისა და კულტურის ტრადიციასთან, რომლის მემკვიდრეც ის არის და მიიღოს ძალა და იმედი მისი ურიცხვი და დიდი წმინდანებისაგან, როგორიცაა: წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, იოანე მმარხველი, გერმანიოსი, ნიფონი, წმიდა დიდმოწამე ეფემია, ღირსი თეოდორე სტუდიელი, ქრისტესმიერ სალოსი წმიდა ანდრია და მრავალი სხვანი.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი ვიზიტი განამტკიცებს ამ მრავალსაუკუნოვან სულიერ ურთიერთობებს, რომლებიც კონსტანტინეპოლის დიდ და დედაეკლესიას აკავშირებს მის ასულთან, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან და ხელს უწყობს ამ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაფართოებას.

თქვენო უნეტარესობავ, ვუსურვებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ ღმერთმა დიდხანს უცოცხლოს თქვენი თავი, მოგანიჭოთ ჯანმრთელობა, რათა სახარებისეული სიტყვის მართლკვეთის მეშვეობით, გაგეგრძელებინოთ თქვენი მისია, ხოლო თქვენი საყვარელი სამწყსო დღითი-დღე კიდევ უფრო გააძლიეროს.

კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა. უფალმა თავისი მადლიანი ხელი დაასხას და დალოცოს თქვენს მიერ დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიებები, რათა მათ ისეთი ნაყოფი გამოეღოთ, რომელიც მისივე სახელის სადიდებელი იქნება.

 

მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I-ის სიტყვა, წარმოთქმული სვეტიცხოველში

14 ოქტომბერი, 2007 წ.

დიდია ჩვენი სიხარული დღეს. მეტად აღელვებულნი ვართ. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ძმური მოპატიჟებისათვის, რადგან ჩვენ და ჩვენს თანმხლებ პირებს საშუალება მოგვეცით თქვენთან თანამწირველობისა და ევქარისტიული ზიარებისა. საღმრთო ლიტურგიის საიდუმლოში ყველანი ერთი სულითა და გულით ვმონაწილეობთ. პატივს მივაგებთ ჯვრის მონასტრის დაარსებიდან 1400 წლისთავს. თორმეტი მოციქულის ამ დიდებულ ტაძარში, სვეტიცხოველში, სადაც უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს უკერველი კვართი ინახება და რომლისკენაც აგერ უკვე მრავალი საუკუნის მანძილზე მიპყრობილია საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის გულები. დარწმუნებულნი ვართ, რომ დღეს ერთნი ფიზიკურად, ხოლო სხვანი გონებითა და სულით, სრულიად ქართველნი აქ იმყოფებიან.

დღევანდელი დღესასწაული მხოლოდ საქართველოს ეკლესიის დღესასწაული არ არის. იგი მსოფლიო მართლმადიდებლობის დღესასწაულია, რადგანაც მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა მონაწილეობით აღევლინება წირვა უფლის კვართის ტაძარში.

ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტი შარავანდედით მოსავს ამ დღეს, რომელიც უმნიშვნელოვანეს სადღესასწაულო დღეთაგანია ქართველი ერის ისტორიაში. იმ ერის ისტორიაში, რომელმაც ადრიდანვე შეისმინა სახარების სიბრძნე, რომელიც მას მოციქულთასწორმა წმიდა ნინომ უქადაგა. იმ ხალხისა, რომელიც მოწოდეობის სიმაღლეზე დადგა და პატივი მიაგო უფლის სახელს. ხალხისა, რომელმაც თავის ეკლესიას და სრულიად მართლმადიდებლობას ათასობით წმინდანი, მოწამე, აღმსარებელი, ღირსი მამა, ასკეტნი, მღვდელმთავრები, კაცნი მართალნი, მორწმუნე ქალები და ბავშები შესძინა. ხალხისა, რომელსაც მიუხედავად დევნისა და მოწამეობისა, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, და სულ ახლო წარსულშიც კი, არ უღალატია ქრისტიანული მეობისათვის, სამუდამოდ მართლმადიდებელი დარჩა.

დღევანდელი ზეიმი და სიხარული ჩვენი სამმაგია. გარდა იმისა, რომ ვზეიმობთ ჯვრის ტაძრის აღშენებიდან 1400 წლისთავს, სვეტიცხოვლის დიდი ტაძრის ყოველწლიურ დღესასწაულსაც აღვნიშნავთ.

ამ ღმრთის მიერ გამორჩეულ და კურთხეულ ადგილზე, სადაც ეს ტაძარი აშენდა, დაფლულია კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს კვართი ემოსა განკაცებულ ღმერთს ჩენსას.

ამასთნ ერთად ვზეიმობთ მირონმდინარე ცხოველი სვეტის დღესასწაულს. ხსენებას მოციქულთასწორი მეფე მირიანისა და ნანა დედოფლისა; წმიდა სიდონიასა და აბიათარისა, წმიდა კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-სა.

გარდა ამისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მასთან ერთად მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიები ზეიმით აღვნიშნავთ უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 30 წლისთავს, პატივს მივაგებთ მის 30 წლიან მოღვაწეობას. შფოთვასა და ოფლს, რომელიც მან ეკლესიის ასაღორძინებლად და ქართველი ერის გამოსაღვიძებლად დაღვარა.

ჩვენ ჩამოვთვალეთ ის სამი ძირითადი დღესასწაული, რის გამოც სრულიად მართლმადიდებლებმა თავი მოვიყარეთ აქ.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამათგან პირველი მჭდროდ არის დაკავშირებული უფლის ჯვარცმასთან. ყოვლადკეთილმა უფალმა ჩვენმა, ჩვენდამი დიდი სიყვარულის გამო, ჯვარცმით სიკვდილი აირჩია.

ისტორიიდან ცნობილია, რომ წითელი მელნით მხოლოდ იმპერატორს ჰქონდა უფლება ხელი მოეწერა. მეფემ და უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ კი ჯვარცმისას ჩამონადენი თავისი სისხლით მოაწერა ხელი ჩვენი თავისუფლებისა და მონობისაგან გათავისუფლების ქარტიას.

უფალმა ჩვენმა უცხოსავით იცხოვრა თავის ქვეყნიერ სამკვიდრებელში. ჩვილობიდანვე იდევნებოდა მეფე ჰეროდეს მიერ. ვითარცა უცხომ და მიუსაფარმა განვლო თავისი ამქვეყნიური გზა და "არსადა ჰქონდა თავისი მისაყრდნობი" (მათე 8.20). მისმავე მოდგმამ შეიძულა და მოაკვდინა იგი. დაიმარხა უცხო საფლავში, რომელიც მას იოსებ არიმათიელმა დაუთმო. საშინელი, მტანჯველი სიკვდილის დროს სამოსიც კი არ შეარჩინეს, ის სამოსი, რომელიც თაბორის მთაზე "ვითარცა ნათელი ისე განსპეტაკდა". ჯარისკაცებმა გაინაწილეს იგი, ხოლო კვართი, უკერველი პერანგი უფლისა ჩვენისა, ვერ გაგლიჯეს. ბოლოს წილი ჰყარეს, თუ ვის უნდა შეხვედროდა. და ამგვარად აღსრულდა კიდევაც წერილი (იოანე 19. 23-24).

ეს უკერველი კვართი ქართველ ხალხს აჩუქა უფალმა ჩვენმა, ვითარცა ჩვენდამი სიყვარულის მარადიული ძეგლი. მორწმუნე ელიოზმა და ლონგინოზმა იგი აქ, მცხეთაში ჩამოიტანეს, ხოლო ელიოზის დამ სიდონიამ ისე მაგრად ჩაიკრა იგი გულში, რომ ვერავითარმა ძალამ ვეღარ შეძლო მისი გამოგლეჯა მისთა ხელთაგან. ეს იმიტომ მოხდა, რომ უფალმა ჩვენმა არ დაუშვა მათი გაცალკევება, მისი ნება იყო, რომ ერთად დამარხულიყვნენ, რათა კვართი უფლისა სამარადჟამოდ ამ ქვეყნის საკუთრება გამხდარიყო. ის უნდა გამხდარიყო ნიშანი უფლის დიდი წყალობისა, მისი თქვენთან ყოფნისა და, ამასთანავე, მთელი მსოფლიოს ქრისტიანებისათვის უნდა შეეხსენებინა განკაცება თავისი და ვნებანი მისნი, რომლებიც ჩვენდა საცხოვნებლად გადაიტანა.

ამ კვართის თაყვანსაცემად გამოემართა კაბადოკიიდან თქვენს ქვეყანაში წმინდა ნინო, რომელმაც მეფე მირიანი ქრისტეს სარწმუნოებას აზიარა და ნანა დედოფალი განკურნა. იმ ადგილის მახლობლად, სადაც კვართი დაიმარხა, მტკვრისა და არაგვის შესაყართან, მოინათლნენ საქართველოს ამაღორძინებელი მეფეები და სრულიად ქართლის მოსახლეობა. მეფე მირიანის მოქცევა ქრისტეს სჯულზე მეტად მნიშვნელოვანი დარჩა საქართველოს მომავალი ბედისა და ისტორიისათვის. მეფე მირიანმა და ნანა დედოფალმა ჭეშარიტად სამოციქულო და მაცხოვნებელი საქმე აღასრულეს. ისევე როგორც მოციქულთასწორმა კონსტანტინე იმპერატორმა და დედოფალმა ელენემ.

ჭეშმარიტად სამართლიანია დღევანდელ დღეს აბიათარისა და სიდონიას ხსენება. მათ არ მიბაძეს თავიანთ მოძმეებს და არ უარჰყვეს ქრისტე.

ძმანო და დანო, უფლის მიერ საყვარელნო, ნამდვილად ღმრთის მიერ კურთხეულნი ვართ, რამეთუ სრულიად მართლმადიდებელთა შეფასებაში მიგვეღო მონაწილეობა, ვითარცა ნაწილები ქრისტეს მისტიური სხეულისა... პატივი რომ მივაგოთ მის წმინდანებს და ამასთან ერთად, მირონმდინარე და ცხოველ სვეტს. სვეტს, რომელმაც თავისი ელვისებური ბრწყინვალებით განდევნა ბნელი უმეცრებისა. ეს წმიდა სვეტი, რომელიც ჩვენ წინაშეა, აღმართული იყო, როგორც ცხოველი დასტური უფლის აქ მყოფობისა. სვეტი ცხოველი დღესაც გადმოსცემს მირონის უმშვენიერეს სურნელს და სრულიად საქართველოს შვილთ მოუხმობს, რათა გაიხარონ და სულიერი ზეიმი განიცადონ.

დღეს გვესმის ხმა უწმიდესისა და უნეტარესის, მთავარეპისკოპოს ნიკოლოზ გულაბერიძისა (XII ს.), რომელიც მოგვიწოდებს, პატივი მივაგოთ ამ უბრწყინვალეს დღესასწაულს "სვეტიცხოვლის დაუჯდომელით".

საქართველოს უძველეს დედაქალაქში აინთო ქრისტესმიერი ნათელი, რომელმაც გაათბო მთელი ივერია და მისი მეოხებით, შვილნი იბერიისა მეუფებას ზეცასთან ეზიარებიან.

არ ვიქნებით მართლები, თუკი დღეს არ მოვიხსენებთ ამ ტაძრის განმაახლებელსაც, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკს, რომელმაც ყოველი ღონე იხმარა, რათა შთამომავლობისათვის ეს დიდებული ტაძარი ასეთი გამშვენებული დაეტოვებინა.

ამ გამორჩეულ და ისტორიულ დღეს თავი მოვიყარეთ სრულიად მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა, რათა პატივი მივაგოთ ჯვრის მონასტერს, რომელიც ერისთავმა სტეფანოზმა 1400 წლის წინ ააგო. იმ ადგილზე, სადაც უფლის ნებითა და ანგელოზის მითითებით ჯვარი აღიმართა და ბორცვსაც შესაბამისად "გოლგოთა" შეერქვა.

ერთი სიტყვით, მსოფლიო საპატრიარქო და სრულიად მართლმადიდებლობა დღეს ზეიმობს მართლმადიდებლობის წიაღში საქართველოს შესვლას.

ამიტომ სრულიადაც არ არის გასაკვირი ასეთ დიდი რაოდენობის ხალხმა რომ მოიყარა აქ დღეს თავი. მაშინ როდესაც დასავლეთ ევროპის ეკლესიებში მორწმუნეთაგან თავიანთ რწმენასთან დაშორება შეიმჩნევა, საქართველოში საწინააღმდეგო რამ ხდება. სულ უფრო მეტად ისწრაფვის ქართველი ხალხი ქრისტიანული ძიებისაკენ, ჭეშარიტი სახარებისეული ცხოვრებისაკენ, რომლისაგან ძალადობის შედეგად იყო მოწყვეტილი 70 წლის განმავლობაში. "დიდება უფალს ყველაფრისათვის" - ვიმეორებთ ჩვენი წინამორბედი პატრიარქის იოანე ოქროპირის უკანასკნელ სიტყვებს და პატივს მივაგებთ უფალს.

შეუძლებელი იყო, ქართველ ხალხში ეს შემობრუნება არ მომხდარიყო, რამეთუ ზეცაში ამდენი მეოხი და მფარველი ჰყავს, როცა ამდენი წმინდანი და მართლმადიდებლობისათვის თავდადებული მოწამე ჰყავს.

ჩვენი უმდაბლესობა, როგორც იცით, წარმოადგენს აქ კონსტანტინეპოლის ეკლესიას. ჩენი ეკლესია წელს ზეიმობს იოანე ოქროპირის უცხოობაში გარდაცვალების 1600 წლისთავს. წლევანდელი 2007 წელი იოანე ოქროპირის წლად გვაქვს გამოცხადებული. იოანე ოქროპირი კი აქ, საქართველოში აღესრულა. მადლობის მეტი რა გვეთქმის საქართველოს წმიდა მიწისა და მისი მორწმუნე ხალხის მიმართ, რომელმაც იოანე ოქროპირის სარკოფაგი და წმიდა ვასილისკოს საფლავი შემოგვინახა.

სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ არა გვაქვს საშუალება, თაყვანი ვცეთ ადგილს, სადაც იოანე ოქროპირმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. მაგრამ არა უშავს, მათი საფლავი და მათი ხსენება თქვენსა და ჩვენს გულებშია და გარდა ამისა, როგორც ერთ-ერთი ისტორიკოსი წერდა: "სახელოვან კაცთა საფლავი მთელი დედამიწაა".

ნუ დავივიწყებთ იმას, რომ საქართელოს სიმდიდრე მისი წმინდანების სიმრავლეა. ისინი იქნებიან მუდამ ქართველი ხალხის დასაყრდენი და მანუგეშებელნი. ისინი მოწმობენ, რომ ამ ერს გადაშენება არ უწერია, რადგან ამ წმინდანებმა დაამტკიცეს, რომ ქართველ ხალხს არ ეშინია განსაცდელისა, არ ეშინია ჯვარცმის. ნუ მოტყუვდებით და ნუ დაიჯერებთ, რომ მატერიალური სიმდიდრე ან გავლენიან ადამიანებთან მეგობრობა დაიცავს და გადაარჩენს თქვენს ქვეყანასა და თქვენს ერს, სანამ მართლმადიდებლური ცხოვრების წესით იცხოვრებთ, ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, ღვთისმშობელი, რომლის წილხვედრიც არის საქართველო და საქართველოს ურიცხვი წმინდანი და მოწამე დაიცავს და დაიფარავს საქართველოს.

დაბოლოს, ვალდებულნი ვართ, კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, რომელსაც წილად ხვდა საქართველოს ეკლესიის განახლება და ქართველი ხალხის სარწმუნოებისაკენ შემობრუნება, ღვთის მგმობელი სახელმწიფოს 70-წლიანი ბატონობის შემდეგ.

უფლისმიერნო ძმანო და შვილნო, პატივს ვცემთ თქვენს დიდებულ და წმიდა საეკლესიო ისტორიას; ჩვენს ძველ და ისტორიულ ურთიერთობას. დიდ სიხარულს განვიცდით, მოციქულთა ამ ტაძარს თავისი პირვანდელი სამეფო დიდებით შემოსილს რომ ვხედავთ.

დღესასწაულს ვულოცავ მის უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს.

მის აღმატებულებას, ბატონ პრეზიდენტს,

ხელისუფლების სხვა წარმოადგენლებს,

საქართველოს ეკლესიის წმიდა მღვდელმთავრებს, სამღვდელოებას და მორწმუნე ხალხს.

ღმერთმა მშვიდობა და წყალობა არ მოაკლოს თქვენს ხალხს და ერთი საერთო ბარძიმის წინ გვედიდებინოს უფალი მრავალსა წელსა.

 

მისი ყოვლადუწმიდესობის მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა წარმოთქმული საზეიმო სხდომის დროს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში

15 ოქტომბერი, 2007 წ.

უნეტარესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოს-პატრაირქო სრულიად საქართველოისა, უფალო ილია,

ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო,

მოზეიმე ძმანო მღვდელმთავარნო.

მაღალღირსნო და პატივცემული ხელისუფლების წარმოადგენელნო,

უფლისმიერ საყვარელნო შვილნო,

კვლავ დიდ მადლობას აღვავლენთ წმიდა სამების მიმართ, რომელმაც თავისი გამოუთქმელი მოწყალებითა და დაუცხრომელი მზურნველობით, საშუალება მოგვცა, ისევ ჩამოვსულიყავით ამ ამაყ, დიდებულ და სახელგანთქმულ ქვეყანაში, და მის ეკლესიასთან ჩვენი უწყვეტი და ძმური კავშირი დაგვედასტურებინა.

თქვენო უნეტარესობავ, ძმებო და დებო, ჩვენო შვილებო, ჩამოვედით თქვენთან სამეუფო ქალაქიდან არა უპირატესობის წარმოსაჩენად, არამედ იმისათვის, რომ ჩამოგვეტანა საუკუნეობრივი სული დიდი ეკლესიისა, და, რათა თავმდაბლობითა და, ამავე დროს, ქრისტესმიერი სიქადულით გვექადაგა სიტყვა ჯვარცმული და აღდგომილი უფლისა, რომელიც თავისი უხვი წყალობის მომადლებით, ამკობს და ცხოველი ძალით განაახლებს მრავალტანჯულ ეკლესიასა და ჩვენს სარწმუნოებას.

პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ხაზგასმით გვასწავლის: "რომელნი სულითა ღმრთისათა ვლენან, ესენი არიან ძენი ღმრთისანი" (რომ. 8.14). ჩვენი სიხარული გამოიწვია იმაში დარწმუნებამ, რომ "მადლითა ღმრთისათა იქცევით სოფელსა შინა" (II კორ. 1.12), რამეთუ სულიწმიდიდან გარდამომავალი მადლის უხვი ნაკადით ირწყვება და ცხოველდება არსება თქვენი, და განცხადებულად ჩანს, რომ "არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისა შეიწყნაროთ თქვენ" (II კორ. 6.1), არამედ ვითარცა დაწინდვა მომავალი ზეციური მეუფებისა.

ჩამოვედით თქვენთან, საყვარელნო, რათა თქვენთან ერთად ვიზეიმოთ 1400 წლისთავი თქვენი ხალხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიწმიდისა, ისტორიული და დიდებული ჯვრის მონასტრისა, რომელიც თავად უფლის კურთხევითა და ანგელოზთა მითითებით, მცხეთასთან ახლოს მდებარე ბორცვზე აშენდა. გვინდა, პატივი მივაგოთ იმ ხალხს, რომელმაც ძალიან ადრე ისწავლა სიყვარული, თავგანწირვა და გაღება. ეს ყველაფერი არაჩვეულებრივადაა წარმოჩენილი ქართველთა სათაყვანებელი პოეტის, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანში" მისი უკვდავი სიტყვებით: "რასაცა გასცემ შენია, რას არა - დაკარგულია". გვინდა, პატივი მივაგოთ ხალხს, რომელიც, თუკი საბერძნეთის ეროვნული გმირის მაკრიანის სიტყვას მოვიხმობთ, მრავალგზის ჯიჯგნა მტერმა, მაგრამ მისგან მუდამ რჩებოდა ის "საფუარი", ის რჩეული "ცომი, რომლის შესახებაც სახარება გვიამბობს (მათე 13.33).

ამასთანავე გვინდა, პატივი მივაგოთ ხალხს, რომელმაც მიიღო, მაგრამ, ამავე დროს, ბევრი რამ მისცა კონსტანტინეპოლის დედა ეკლესიას და რომელთანაც, კონსტანტინე დიდის ეპოქიდან მოყოლებული, მრავალსაუკუნოვანი და შეუწყვეტელი ისტორიული ურთიერთობა აკავშირებს.

უსათუოდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თქვენმა წინაპრებმა სარწმუნოებას ათასობით თავდადებული მოწამე შესძინეს, რომელთაც თავიანთი სისხლით დაიცვეს მართლმადიდებელი რწმენა, ისევე, როგორც თბილისი - ასიათასმა მოწამემ.

ქართველი ხალხი სულიერ საზროდს იღებდა სამეუფო ქალაქიდან, რომელსაც მჭიდროდ დაუკავშირდა, აწ უკვე ბიზანტიის ისტორიის კუთვნილებად ქცეული, წარუშლელი სახეების მეშვეობით, როგორიცაა დავით კურაპალატი, თორნიკე ერისთავი, დიდი დომესტიკოსი გრიგოლ ბაკურიანის ძე, კეთილმორწმუნე დედოფალი მარიამი - საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის ასული და იმპერატორ მიქაელ დუკას მეუღლე.

დღემდე ამ საერთო კულტურულ მემკვოდრეობას ეფუძნება ჩვენი ორი ეკლესიის, კონსტანტინეპოლის დედა-ეკლესიისა და მისი ასულის, იბერიის ეკლესიის კავშირი.

გარდა ამისა, ქართველმა ხალხმა მსოფლიო ცივილიზაციას მისცა ნამდვილი შედევრები, უნიკალური და დიდებული ძეგლები, როგორიცაა სახელგანთქმული ხახულის მონასტრის ტრიპტიქონი - ადამიანის ნებისყოფისა და მოთმინების განსაცვიფრებელი გამოვლინება. მსოფლიო მნიშვნელობის ეს შედევრი საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა აღტაცებას იწვევს, მიუხედავად მათი წარმომავლობისა და სარწმუნოებისა. ეროვნულ მუზეუმში დაცული თუ წმიდა ტაძრებში დაბრძანებული ხატები ქართველი ხალხის შინაგან კულტურას, კეთილშობილებასა და დახვეწილ გემოვნებას, პირველ ყოვლისა კი მის გრძნობათა სიფაქიზეს მოწმობს.

ვხარობთ გამოუთქმელი და კეთილი სიხარულით, რამეთუ ახლოდან დავინახეთ მადლი უფლისა, გარდამოსული მსხმოიარე ვენახსა ზედა საქართველოს ეკლესიისა. ვხარობთ, რამეთუ სიამოვნებით ვადევნებთ თვალს დედაქალაქის ეროვნულ თეატრში ხელვონების მოყვარულთა ამ ღონისძიებებს, სადაც ეკლესიის მესაჭის გამორჩეული და მძიმე ცხოვრების გზა ტკბილმოუბარი ქებითა და ანგელოზური მელოდიით ფასდება. ვხარობთ უთვალავი დიდებული ტაძრის მშენებლობის ხილვით, პატიოსანი მონასტრებიდან გამომავალი ასკეტური ცხოვრების ძლიერი მაჯისცემით; ვხარობთ ყოველივე იმით, რასაც თვალით ვხედავთ, გონებით ვწვდებით და ყურით ვისმენთ; მთელი გულით გისურვებთ, რომ უფალმა ღმერთმა ჩვენმა სამარადისოდ დაგიცვათ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, რათა არ დაინთქათ ამქვეყნიური ცხოვრების ბობოქარი და შემმუსვრელი ზღვის ტალღებში.

საყვარელნო ძმანო და დანო, უფლის მიერ საყვარელნო შვილნო, ჩვენი მხრიდანაც მოგვაქვს სასიხარულო უწყება, რომ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია, - ეკლესია წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, - კვლავაც ცოცხალია და იღვწის მზისქვეშეთის ყოველ კუთხეში; მისი ურყევი მისწრაფებაა: "მოვედინ სუფევა შენი", ხოლო უფლისა ჩვენისა სანუკვარი სურვილის თანახმად, ცდილობს, ქრისტეს სამწყსოში შემოკრიბოს ყოველი პირმეტყველი ცხოვარი, რათა აღსრულდეს მცნება უფლისა ჩვენისა - "და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს" (იოანე 10.16).

ჩვენ არ გვემუქრება იმის საშიშროება, რომ ამქვეყნიურ ძალაუფლებად გადავიქცეთ. "ჩვენი მოქალაქეობა ცათა შინა არს" (ფილიპ. 3.20), რამეთუ უფლის სხეულის ნაწილებს წარმოვადგენთ. ჩვენ არ ვცხოვრობთ უტოპიური აზრებით, არც რეალობას მოწყვეტილი შეხედულებებით, თითქოს დაპყრობილი გვქონდეს გული ყოველი ადამიანისა, მაგრამ საფუძვლიანი იმედი გვაქვს, რომ ეკლესიას, თავისი ძალისხმევით, შეუძლია გავლენა იქონიოს მთელს მსოფლიოზე, რადგანაც ის ფლობს იმ საფუარს, რომლითაც ძალუძს, მოზილოს და განაახლოს სამყარო. ჩვენ არ ვძალადობთ სინდისზე და არც იდეოლოგიურ ზეწოლას ვახდენთ. პირიქით, ვცდილობთ, მოვხსნათ ნებისმიერი მიჯაჭვულობა ამქვეყნიურობასთან და ხელი შევუწყოთ ღვთაებრივის უმაღლეს გამოვლინებასთან მიახლოებას; აზროვნების გაჯანსაღების მეშვეობით, სულიერებას ვძენთ ნებისმიერ სქოლასტიკურ აზრს, საამისოდ კი სიტყვისა და ფრთაშესხმულ ძალებს - ჭეშმარიტებასა და სიყვარულს მოვუხმობთ. ახალი აღთქმის წიგნები, განსაკუთრებით კი "მოციქულთა საქმე" - ეს საყოველთაო სახელმძღვანელო წიგნი, რომელიც მოგვითხრობს სასწაულს კანდაკის საჭურისის ეტლში (8.26), კორნილიოსისა და პეტრეს სიზმარს (10); წარმართთა მოციქულის, პავლეს მოქცევას ქრისტეს გამოცხადებით დამასკოს გზაზე (9), სადაც გაისმა ბრძანება უფლისა: "ზე აქუნდე სახელი ჩემი წინაშე ყოველთა წარმართთა, და მეფეთა და მთავართა, ძეთა ისრაელისათა" და პავლეს მტკიცე გადაწყვეტილებას - "ამიერითგან წარმართთა მიმართ მივიდე", რომელიც საყვირის ნაღარასავით გაისმა მოციქულთა კრებაზე; ყოველივე ეს და კიდევ მრავალი სხვა, გვარწმუნებს და გვიბეჯითებს აზრს სახარებისეული ქადაგების ზოგადსაკაცობრიო განზომილებების შესახებ.

გარდა ამისა, უპირველეს ყოვლისა, ყურად ვიღებთ, საყოველთაო მოძღვრებას უფლისა ჩვენისა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი" (მათ. 18.19).

ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი ამქვეყნიურ რეალობა, რომელიც ღმერთკაცურ განზომილებას ქრისტეს სხეულად აღიარებს; მხოლოდ ესეც კი სამკარისია საიმისოდ, რომ ეკლესიამ წინააღმდეგობა გაუწიოს პიროვნების თავისუფლების შეზღუდვას თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში; ფულის გაბატონებას და მისი მეშვეობით პიროვნების უმოწყალო დამცირებას; ომის გაჩაღებას; ხმა აიმაღლოს მატერიალური დოვლათის არაკეთილსინდისიერი და არათანსწორი განაწილებისა და შიმშილის წინააღმდეგ, საზოგადოების უსახურ მასად გარდასახვის, ადამიანის ღირსების შელახვისა და ბუნების უმოწყალო განადგურების წინააღმდეგ. ჩვენ კულტურათა განადგურებას კი არ ვცდილობთ, არამედ ყოველი პიროვნების გაკეთილშობილებისა და ქრისტეს სხეულში მისი წარმოჩენისთვის ვიღვწით.

სიცრუის და ადამიანისათვის ღმრთივბოძებული კანონების შერყვნის პირობებში, არ არსებობს უფრო დიდი ჭეშარიტება, ვიდრე სიყვარულია; აქედან გამომდინარე კი, არასოდეს, არანაირი გზით არ გამოვლენილა სიყვარული იმაზე აღმატებულად, ვიდრე დაცემული ადამიანისათვის განკაცებული ღმრთის ჭეშმარიტებასთან ზიარებაა, რის შედეგადაც ცხონება მიიღწევა.

მოკრძალებით გაუწყებთ ჩვენი მსახურების ძრითად მიმართლებებს და თქვენთან ერთად აღვასრულებთ და წარმოვაჩენთ ეკლესიის რეალობას, ვითარცა უფლის სხეულისას. ეს ასე იმიტომაა, რომ ყველა მორწმუნე, მიუხედავად იმ მანძლისა, რომელიც მათ ერთმანეთისაგან სხეულებრივად აშორებს, აზროვნებით ერთ მთლიანობას, ერთ სულიერ ოჯახს, ერთ განუყოფელ და შეკავშირებულ მეუფებას, ერთ სხეულს წარმოადგენს; ეს სხეული კი იესო ქრისტეა. პავლე მოციქული გვასწავლის: "თქვენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი" (I კორ. 12.27).

მართლმადიდებელი მორწმუნეები უფლის სხეულის ნაწილებს წარმოადგენენ და, მიმადლებული ნიჭის შესაბამისად, გარკვეული ადგილი უკავიათ მთლიანობაში. თავად უფალი არის საზოგადო სიცოცხლე და, ამასთანავე, მოწყალე შესაკრებელი, რომელიც თავის თავში ყოველ წევრს აერთიანებს; ამ სიმრავლისაგან კი ერთი, ღმერთკაცობრივი, ჰარმონიულად შეკავშრებული და ერთსულოვნებით მოძრავი ორგანიზმი ყალიბდება.

მოგმართავთ და გთხოვთ: გიყვარდეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რამეთუ მან პირველმა შეგვიყვარა და გაითავისა ჩვენი მოკვდავი ბუნება, იმისათვის, რომ მისი სხეულის ნაწილი გავმხდარიყავით და უკვდავებას ვზიარებოდით.

დარჩით ერთგულნი ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი დედა ეკლესიისა და სარწმუნოებისა, ანუ ქრისტესმიერი ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა, რომელშიც, წილად გვხვდა ბედნიერება და დავიბადეთ; ლოცვასა თუ მონანიებით აღსარებებში ნუ დაივიწყებთ თქვენს სულიერ მეორედ შობას, მისი მეოხებით კი - ღმრთის მიერ შექმნილი ჩვენი ბუნების თავდაპირველ დანიშნულებას.

დარჩით გაერთიანებულნი, კეთილგანწყობილნი თქვენი მწყემსმთავრებისა და სულიერი მოძღვრების სწავლებათა მიმართ; პირველყოვლისა კი ოცდაათი წლის განმავლობაში ანთებულ ლამპრად დაღვენთილი და მბრწყინავი შუქის გამომანათებელი თქვენი უნეტარესი პატრიარქისა. შეისმინეთ სახარებისეული იგავი და ნუ გამოეკიდებით ცრუსა და წარმავალს, რომლებიც ხანმოკლე სიამოვნებას გვანიჭებენ, მაგრამ შემდეგ მარადიულ ტანჯვას გარდაგვცემენ. ილოცეთ ჩვენთვის და კონსტანტინეპოლის ეკლესიისათვის, რათა არა დაშრტეს მტვირთველი ჯვარისა მოწამეობრივისა.

სიტყვის დასასრულს კი ვედრებით აღვაპყრობთ ხელებს უფლის მიმართ და მეგობარი იბერიის შვილთ, ცნობილი ქართველი პოეტის, გრიგოლ ორბელიანის იმ სიტყვებით შევავედრებთ, რომლითაც მან თამარ მეფის ხატს მიმართა ბეთანიის მონასტერში:

"შენადვე, მეფევ, მოველ ვედრებით:

მოხედო ბედკრულს

შენს სატრფოს - მამულს,

და ჯვარით შენით აკურთხო კვალად.

შენი ივერი

აღსდგეს ძლიერი,

და დადგეს ერად სხვა ერთა შორის,

წმიდით საყდარით,

ენით მდიდარით,

სწავლისა შუქით განათლებული!

ზნე ამაღლებით,

ძლევის დიდებით,

სამშობლოს მიწის სიყვარულითა!..

რომ განვიღვიძნეთ,

სულით განვახლდეთ,

და განქრეს ბნელი უმეცრებისა!

 

მისი ყოვლადუწმიდესობის მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა წარმოთქმული მისთვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის წოდების მინიჭებისას

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, 16 ოქტომბერი, 2007 წ.

დიდი სიხარულითა და მღელვარებით ვიმყოფებით თქვენთან ერთად. ჩვენი არჩევა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად დიდ პატივად მიგვაჩნია.

ამ საპატიო ტიტულის მონიჭებით თქვენ პატივს მიაგებთ ქრისტეს მიერ დედაეკლესიას, მადლობას მოგახსენებთ ამ კეთილშობილური ჟესტისათვის. ამ ტიტულს მსოფლიო საპატრიარქოსადმი ქართველი ხალხის პატივისცემის, სიყვარულისა და ერთგულების გულწრფელი გრძNობების გამოხატულებად აღვიქვამთ.

განსაკუთრებით დიდ მადლობას მოვახსენებთ აკადემიის პრეზიდენტს ბატონ თამაზ გამყრელიძეს. ამ რამდენიმე წლის წინ ჩვენს მიერ განხორციელებული ვიზიტისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევხვდით ერთმანეთს.

ასეც რომ არ მომხდარიყო, მისი სახელი ჩვენთვის მაინც ცნობილი იყო, რადგან მას საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული ენათმეცნიერების დარგში მიღწეული წარმატებების გამო. იგი საქვეყნოდ ცნობილი არა ერთი სამეცნიერო აკადემიის წევრია.

მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით აკადემიაში, რომელსაც ამშენებენ ნებისმიერი სამეცნიერო დარგის უშესანიშნავესი წარმომადგენლები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის პერიოდში მასშტაბური წვლილი შეიტანეს დარგის განვითარებაში და საერთაშორისო აღიარებას მიაღწიეს, როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მეცნიერების დარგებში. ჩვენ შეგვიძ₾ია ჩამოვთვალოთ ჰუმანიტარული მეცნიერების საქვეყნოდ ცნობილი ქართველი გვარები, ესენია: შანიძე და კეკელიძე, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული პალეოგრაფიის და ლიტურგიკული წიგნების შესწავლაში. ცნობილია აღმსოავლეთმცოდნე გიორგი წერეთელი, ცნობილი სემიტოლოგი კონსტანტინე წერეთელი, არქეოლოგი ოთარ ლორთქიფანიძე. დიდი მათემატიკოსები ტექნიკური მეცნიერებიდან - მუსხელიშვილი და ვეკუა. ცნობილი გეოლოგი ჯანელიძე, ცნობილი ფიზიოლოგი ბერიტაშვილი, ცნობილი ფსიქოლოგი უზნაძე, ცნობილი ასტროფიზიკოსი ხარაძე და სხვანი.

განსაკუთრებით გვინდა მოვიხსენიოთ გრიგოლ წერეთელი, ბერძნული პალეოგრაფიისა და პაპიროლოგიის უშესანიშნავესი წარმომადგენელი, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიის დარგი დააფუძნა. მის წიგნს ბერძNული პალეოგრაფიის შესახებ ჯერაც არ დაუჯარგავს თავისი ღირებულება და სამაგიდო წიგნია ამ დარგშ მომუშავეთათვის. ამ დარგის პროფესორები მთელს მსოფლიოში ახლაც ამ წიგნით ხელმძღვანელობენ თავიანთ მოწაფეებთან მუშაობისას ამ ურთულესი საგნის ანბანის სწავლების დროს.

ასეთი დიდი და შესანიშNავი ტრადიციის მქონე აკადემია დღესაც აგრძელებს თავის მოღვაწეობას. ეს კარგად ჩანს ამ უკანასკნელ წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი მასალით, რომელმაც მთელი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. არქეოლოგიის დარგში დიდი წარმატების ნიმუშად დმანისის აღმოჩენებს დავასახელებთ. იქ აღმოჩენილი თავის ქალები, მეცნიერთა აზრით, მეტად მნიშნელოვან მონაპოვარს წარმოადგენენ კაცობრიობისათვის. ისინი თურმე "პირველი ევროპელები" ყოფილან.

მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც საბჭთა კავშრის დაშლის შემდეგ, ამ ბოლო 16 წელიწადში, ამ შესანიშნავმა მართლმადიდებელმა ქვეყანამ გადაიტანა, ქართელ მეცნიერებს ერთი წუთითაც არ შეუჩერებიათ თავიანთი კვლევა-ძიება და იმ საქმის ერთგულნი დარჩნენ, რომლისთვისაც მოწოდებულნი არიან.

თავს ვალდებულად ვთვლით, მოგმართოთ თქვენ, ძვირფასო მეცნიერებო და ორიოდე სიტყვით შევეხო მართლმადიდებლობისა და მეცნიერების ურთიერთობას დღევანდელ პირობებში. ძალიან ხშირად გვესმის ამა თუ იმ წრეში, განსაკუთრებით კი დასავლეთის მეცნიერთა წრეებში, არაკეთილი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. თითქოს ეკლესია დამაბრკოლებელი ორგანო იყოს, რომელიც კაცობრიობის განვითარებას ხელს უშლის, თითქოსდა ადამიანები უნდა აღვემატებოდეთ მას, იმისათვის რომ ჩვენც თანამედროვე ადამიანებად ვიქცეთ, თანამედროვე რეალობას უნდა ავუწყოთ ფეხი. ამბობენ, თითქოს ტექნოლოგიის სწრაფმა განვითარებამ რელიგია გააუქმა, რომ სახარება ადამიანში ფანატიზმს ბადებსო, რომ დღევანდელი კოსმოპოლიტი ადამიანი "უნდა იდგეს რელიგიაზე, სამშბლოზე, საზღვრებზე მაღლა".

მოდით, ერთად დავფიქრდეთ იმაზე, რამდენად შეესაბამება ზემოთხსენებული აზრი სინამდვილეს. მართლა წაშლა ეკლესიის როლი და მნიშნელობა ტექნოლოგიურმა პროგრესმა? ამ საკითხს მართლმადიდებელი ეკლესიის ორი თანამედროვე მამის სწავლებაზე დაყრდნობით განვიხილავთ. ერთი მათგანი არის აწ წმინდანად შერაცხული სილუანოს ათონელი, რომელმაც 1938 წელს მიიძნა, ხოლო მეორე - მისი მოწაფე და ამავე დროს მისი ბიოგრაფი ნეტარი სოფრონიოსი, რომელმაც 1993 წელს მიიძინა.

"ადამი სამოთხეში ღმრთის სიყვარულით იყო შემოსილი. მაგრამ შეცოდების შემდეგ, ღმრთის სიყვარულს მოკლებული მწარედ მოთქვამდა და გოდებდა. მთელ უდაბნოს ესმოდა მისი ოხვრა. მხეცები და ფრინველები სევდამ შეიპყრო. ადამი კი თავში ხელს იცემდა იმის გამო, რომ მისი შეცოდების გამო ყველას მოაკლდა მშიდობა და სიყვარული". ამ შთაგონებული სიტყვებით ღირსი სილუანოსი აღწერს ადამის მიერ სამოთხის დაკარგვას. კაცობრიობის ისტორიისათვის ამ უმნიშნელოვანეს ფაქტს.

მანამდე ადამიას არანაირი პრობლემა არ გააჩნდა დედამიწაზე, "სამოთხეში ბედნიერად გრძნობდა თავს. სული ღმრთისა ახარებდა მას და თავისუფალი იყო ვნებათაგან. სამოთხიდან გაძევების შემდეგ კი, მხეცები და ჩიტები, რომელაც უყვარდათ იგი, დაფრთხნენ და განერიდნენ. სიცივე და შიმშილი სტანჯავდა მას. მზე სწვავდა და ქარი უწყლულებდა სხეულს. ავადმყოფობა და უძ₾ურება მოერია" - წერს იგივე წმინდანი.

ადამის დაცემამ ადამიანს უბიძგა იმისკენ, რომ ღმრთის შემცვლელი ეპოვნა. ის, რაც სიცარიელეს შეუვსებდა. მაშინ ადმაიანმა თავის გადასარჩენად, ღვთის მადლის შემწეობით, ტექნოლოგიის განვითარებასა და მეცნიერებას მიაშურა. მოგვიანებით, ჟამთა სვლასთან ერთად, ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა; ბევრი რამ დაფარული და უცნობი გამომზეურდა და ცნობილი გახდა. ადამიანი თავს შეზღუდულად გრძნობს თავისი პლანეტის საზღვრებში და სურვილი უჩნდება გამოიკვლიოს სამყარო, სხვა პლანეტები.

თუკი ყურადღებით დავაკვირდებით კაცობრიობის ისტორიას, მივხვდებით, რომ მეცნიერება, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მიხედვით, დაცემის პერიოდის შემდეგ ჩნდება და მას არ შეუძლია შეუვსოს ადმაიანს ის სიცარიელე, რასაც გრძNობს. რამდენმა საუკუნემაც არ უნდა ჩაიაროს, მეცნიერება მაინც ვერ გასცემს პასუხს ყოფიერების უმთავრეს საკითხებს, რომლებიც აშფოთებენ ადამიანს. აქედან გამომდინარე კი მეცნეირების პროგრესი ვერასოდეს შეცვლის რელიგიასა და ეკლესიას. არ უნდა აგვერიოს მეცნიერებისა და რელიგიის საზღვრები, ისევე როგორც მათი მიღწევები.

მეცნიერების საზღვრები საკმაოდ გაფართოებულია რელიგიური მრწამსის საზღვრებთან შედარებით, ამასთანავე ის ჩავლილი და გაცვეთილი სამყაროს ჩარჩოებშია მოქცეული. მართლმადიდებელ ეკლესიას თავს რიგებში დღეს ჰყავს ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ წარმატებულის ამეცნიერო კარიერა გააჩNიათ და, აქედან გამომდიანრე, არ შეიძლება მათ ჩამორჩენილები, უკან მსვლელები ვუწოდოთ. მამა სოფრონიოსის სწავლების თანახმად, თუკი სულიერი ადმაიანი მეცნეირებისკენ მიაპყრობს მზერას, ხელს მიჰყოფს ასკეტურ ცხოვრებას, გამოაჩენს უფრო მეტ შესაძლებლობებს მეცნიერებაში, ვიდრე ის, რომელიც ნაკლებად სულიერია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულიერი ადამიანი უფრო მაღალი და დიდი ღირებულების სფეროებში მოქმედებს, ვიდრე ლოგიკისა და მეცნიერული ცოდნის სფეროებია. აქედან გამომდიანრე, ისინი, ვინც ყოფით პრობლემებს ემსახურება, უფრო დაბალ საფეხურზე ჩამოდიან. სახარება გვეუბნება "რამეთუ ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროჲს ძეთა ნათლისათა ნათესავსა შორის მათსა" (ლუკა 16.8).

ახლა კი მაგალითად კვლავ მამა სილუანოსის გამონათქვამს მოვიყვანთ. I მსოფლიო ომის შემდეგ (1914-1918) ათონის მთის ტყის ათვისება ძრავიანი ხერხით დაიწტეს. იკონომოსი, რომელიც ათონის მთის რუსული მონასტრის ბერი იყო, აღტაცებული იყო ახალი ტექნოლოგიით. რადგან ხერხი გერმანული წარმოების იყო, დღენიადაგ  გერმანელებს აქებდა და რუსებს აგინებდა: "ჩვენ რუსები არაფრის მაქნისები ვართო".

წმიდა სილუანოსმა უპასუხა: "მე ვფიქრობ მიზეზი სხვაა და არა ის, რომ რუსები არაფრის მაქნისები არიან. რუსებისათვის უპირველესი ღმერთია, თავიანთ უპირველეს ძალას ღმერთს უძღვნიან და ნაკლებად ფიქრობენ ამქვეყნიურ პრობლემებზე. თუკი რუსი ხალხი მთელ თავის პოტენციას მიწიერ პრობლემებს მიუძღვნიდა და მარტო ამ საკითხით იქნებოდა დაკავებული, უეჭველად გაუსწრებდნენ გერმანელებს, რადგან ყოფითი პრობლემების მოგვარება გაცილებით უფრო ადვილია.

წმინდანის ეს სიტყვები ნამდვილად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, რადგან საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში, II მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთი ზესახელმწიფოდ იქცა, რადგანაც ათეიზმის გაბატონების პირობებში, ამ ქვეყნის ლიდერებმა თავიანთ პროგრამად ტექნოლოგიისა და მეცნიერების განვითარება დაისახეს.

მათ არნახულ წარმატებას მიაღწიეს ამ სფეროში. სწორედ იმ პროგრამის ფარგლებში მოხდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაფუძნება. იგი 1941 წელს დაარსდა. საბჭოთა კავშრის პირობებში საქართველოს აკადემიას გააჩნდა უამრავი ინსტიტუტი, სამეცნიერო კვლევითი ცენტი, საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა და მნიშNელოვანი გამომცემლობაც შეიძინა.

ყოველივე ზემოთქმულით ჩენ სულაც არ ვგმობთ ტექნოლოგიისა და მეცნეირების განვითარებას. დიდი შეცდომა იქნება, თუკი ვინმე იფიქრებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ეწინააღმდეგება მეცნიერებას, მაგრამ ვალდებულნი ვართ, რომ ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ და ისიც ვაღიაროთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დაკავებულია იმ მეცნიერებით, რომელიც ყველა სხვა მეცნიერებაზე მაღლა დგას, და ამიტომაც მას მეცნიერებათა მეცნიერებას და ხელოვნების ხელოვნებასაც უწოდებენ.

მართლმადიდებელი ეკლესიის ეს დამოკიდებულება სრულიადაც არ ნიშნავს მეცნიერების უგულვებელყოფას. პირიქით, ეკლესია ყოველთვის თანამშრომლობდა მეცნიერებასთან, ცდილობდა დახმარება გაეწია მეცნიერების განვითარებისათვის და მისი მიღწევებიც გამოეყენებინა. ეკლესიისა და მეცნიერების თანამშრომლობის არაჩვეულებრივი მაგალითის დასახელება თქვენივე რეალობიდან შეიძ₾ება. ამის არაჩვეულებრივი მაგალითია "სინას მთაზე წმ. ეკატერინეს მონასტერში 1975 წელს აღმჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა", რომელიც 2005 წელს ათენში გამოიცა. შესანიშნავი სპეციალისტები: შანიძე, ალექსიძე, ქავთარია, ხეცურიანი და მესხი მოწმენი არიან მეცნიერებისა და ეკლესიის მჭიდრო თანამშრომლობისა. ეკლესია აღიარებს, პატივს სცემს და აფასებს მათ დიდ ღვაწლს. ვინაიდან ეს მონუმენტური წიგნი მათი უდიდესი ძალისხმევით და თაგვანწირვის ფასად დაიწერა. ამ მეცნიერებმა ურთულეს პირობებში იმუშავეს. მათ არ ჰქონდათ ის პირობები და შეღავათები, რაც დასავლეთის დიდ მეცნიერებს გააჩნიათ.

მიუხედავად იმისა, რომ მათ ნორმალური საარსებო პირობები არ გააჩნდათ, მაინც თავდადებულად იშრომეს, რათა ქართველი ხალხისთვის მიეწოდებინათ უძვირფასესი მასალა მათი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მაღალი უსლიერი ფასეულობების შესახებ.

სულიერებისა და მეცნიერების ჰარმონიული შერწყმის მაგალითად შეგვიძ₾ია დავასახელოთ აგრეთვე ყირიმის მთავარეპისკოპოსი ლუკა. მისი წვლილი სამედიცინო დარგშ აღიარებული და დაფასებული აღმოჩნდა თვით ათეისტური სახელმწიფოს მიერ. წმიდა ლუკამ, ერთის მხრივ, გამოიყენა თავისი მეცნიერული ნიჭი, ხოლო, მეორე მხრივ, განუწყვეტელი ლოცვისა და ადამიანისადმი უსაზღვრო სიყვარულის წყალობით ნამდვილი სასწაულები მოახდინა. მან წარმოუდგენელი ქირურგიული ოპერაციები გააკეთა. ამიტომაც მას ღმერთმა განკურნების მადლი მისცა და დღესაც, სიკვდილის შემდეგ, იგი სასწაულებს ახდენს.

ისიც უნდა აღვნიშNოთ, რომ არც მეცნეირება ეწინააღმდეგება ჩვენი ეკლესიის მოძღვრებას. ჩვენი მართლმადიდებელი დედაეკლესიის რწმენას. მეცნიერული კვლევა ვერ შეძლებს წმიდა წერილის გაუქმებას.

ის წინააღმდეგობები, რომელთა შესახებაც ხშირად საუბრობენ ორთოდოქსილოგი მეცნიერები, ფენომენალურია და სამყაროს შესახებ უკვე განვლილ და ნაკლებ ცოდნას მოიცავს, რომლებსაც მივიწყებულ და ნაკლულ მტკიცებულებებად მივიჩნევთ.

მიუხედავად მეცნიერების უდიდესი მიღწევებისა, ჩვენი ცოდნა მაინც უმნიშნელოა სამყაროს განზომილებებთან შედარებით. ჭეშარიტად დიდი და გულწრფელი მეცნიერები, მრავალწლიანი და დაუღალავი კვლევის შემდეგ, აღიარებენ საკუთარ უძლურებას. ადამიანს რომ შეძლებოდა მთლიანად არ შთანთქმულიყო კვლევა-ძიებაში და სრულყოფილი და სფერული ცოდნა ჰქონოდა საგანთა და მოვლენათა შესახებ, მიხვდებოდა, რომ არსებითად არც არსებობს წინააღმდეგობა მეცნიერებასა და რელიგიას შორის, მეცნიერებასა და ბიბლიას შორის.

ამის მაგალითად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, ცნობილი ენათმეცნიერის, ბატონ თამაზ გამყრელიძის გამოკვლევებს დავასახელებთ. მისმა თეორიამ ინდოევროპელებისა და ინდოევროპული ენის შესახებ, რომელიც რუს მეცნიერთან, პროფესორ ივანოვთან თანამშრომლობით ჩამოაყალიბა, ახალი განზომილებები მისცა ინდოევროპელთა წარმომავლობის საკითხს, რომლისგანაც მომდინარეობს თანამედროვე ევროპელ ხალხთა უმეტესობა. ცხადია, ყველა საკითხზე ვერ გავამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ აღვნიშნავთ, რომ მათ მიერ დადგენილი საზღვრები, კავკასიის სამხრეთით და მესოპოტამიის ჩრდილოეთით, სავსებით ეთანხმება ბიბლიის გენეოლოგიას, რომლის თანახმადაც იაფეტი, ანუ ინდოევროპელთა მამა, ბერძნული მითოლოგიის მიხიაპეტოსი, ნოეს ძე იყო, რომელმაც როგორც ცნობილია, კიდობანის მეშვეობით მიაღწია კავკასიის სამხრეთით და მესოპოტამიიდან ჩრდილოეთით მდებარე არარატის მთას (დაბ. 8.4). ამ რეგიონიდან, სადაც აკურთხა ღმერთმა ის და ძენი მისნი, "რომელთაც განიყვანეს ჭალაკნი წარმართთანი ქვეყანასა მათსა, თჳთეულ, ენად-ენად ტომთა შინა მათთა და ნათესავთა შნა მათთა" (დაბ. 10.5). ანუ ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული ენების დაყოფა.

ეკლესიას მიზნად არა აქვს დასახული ადამიანებს ასწავლოს, როგორ შეიცნონ გონებისა და ლოგიკის მეშვეობით სამყარო, მისი შექმნა და განვითარება, ისე როგორც ამას მეცნიერება ცდილობს. ამიტომაც, არ არის დაკავებული მეცნიერული პრობლემებით, არც მეცნიერული კვლევის შედეგებს აქცევს დოგმებად და არც მეცნიერული კვლევის შედეგების ეშინია. ეკლესიას არ ავიწყდება, რომ ეს შედეგები მის სფეროს არ წარმოადგენს. ეკლესიამ რამდენჯერაც დაივიწყა თავისი ფუნქცია, როგორც ეს არაერთგზის მომხდარა დასავლეთის ეკლესიაში და შეეცადა, ჩარეულიყო მეცნიერულ პრობლემებში, სერიოზულ წინააღმდეგობებს წააწყდა და ისტორიული შეცდომებიც ჩაიდინა.

თუკი მაგალითად რომელიმე სამეცნიერო დარგს ავიღებთ, დავუშათ - ენათმეცნიერებას, დავინახავთ, რომ იგი შედარების მეთოდის გამოყენებით, თავდაპირველი ენის აღდგენას ცდილობს და მიდის ინდოევროპულ ენასთან, ან ენასთან, რომელზეც პირველი ინდოევროპელები საუბრობდნენ. ეკლესიის საქმე არ არის პირველადი ენის აღდგენა, არამედ ადამიანის მოდგმის გათიშულობა, ვინაიდან ამპარტავნებით გამოწვეულმა გათიშულობამ მოიტანა კიდევაც ენების დაყოფა. მისი აღდგენა მოხდა სულთმოფენობისას, სულიწმიდის გარდამოსვლის შედეგად, როგორც ამას დღესასწაულის კონდაკი გვაუწყებს.

მსგავსი გზით, მეცნიერება დღეს ადამიანისაგან ბევრი უცხო ენის ცოდნას მოითხოვს, რათა შეისწავლოს ამა თუ იმ ერის მიღწევები და ამ გზით აითვისოს უზარმაზარი ბიბლიოგრაფია. მაგრამ ღმერთი პავლე მოციქულის პირით, ადმაიანისაგან მხოლოდ ერთი ენის ცოდნას მოითხოვს, ამ ენას სიყვარული ჰქვია. "კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი" (I კორ. 13.1). ასკეტი მამები გვეუბნებიან: "მომავალ საუკუნეთა ენა დუმილია". როგორც ვხედავთ ეკლესია უფრო მარტივად აზროვნებს, მაგრამ უფრო დიდ სიღრმეებს წვდება.

იგივეს გულისხმობდა ათონელი ბერ მამა პაისი, როდესაც ამ ათიოდე წლის წინ ერთ გამჩენილ ამერიკელ მეცნიერს მიმართა შეკითხვით: "რას მიაღწიეთ თქვენ?" მეცნიერმა უპასუხა: "მთვარეზე ავედით, კოსმოსში გავედით". "რა დაგიჯდათ?" - ჰკითხა კვლავ პაისიმ. უთვალავი რაოდენობის ფული, მილიონობით დოლარი" - იყო ამერიკელის პასუხი. პაისიმ კი დიალოგი ასე დაამთავრა: "ჩვენ, მართლმადიდებლები, მხოლოდ გამხმარი პურის ნატეხით ღმერთთან ავდივართ". და ასე ასწავლა ამერიკელ მეცნიერს ადამიანის ჭეშარიტი დანიშნულება. ამიტომ ყოველთვის უნდა განვასხვავოთ მეცნიერებისა და რელიგიის როლი და დანიშნულება.

მართლმადიდებელი ტრადიციის თანახმად, ღმერთის სრულყოფილი ცოდნა, აზროვნებით არ მიიღწევა. წმიდა სილუანემ უცდომელი კრიტერიუმი დაგვიტოვა გამსოაცნობად, ჭეშარიტად სულიერი ადამიანისა, ჭეშარიტი მეცნიერისა, რომელმაც სრულყოფილ ცოდნას მიაღწია. იგი წერს: "რაოდენ ბრძენიც არ უნდა იყოს ადამიანი, როგორი მეცნიერიც არ უნდა იყოს იგი, როგორი მშვენიერიც არ უნდა იყოს, თუკი მას თავისი მტერი არ უყვარს, ან ნებისმიერი ადამიანი, მას ღმერთი ვერ შეუცვნია. და პირიქით, თუნდაც უბრალო, ღარიბი, უვიცი იყოს ადმაიანი, მაგრამ გულში სიყვარული აქვს "იგი ღმერთშია, და მასში არის ღმერთი". ის ვისაც ასეთი სიყვარული შეუძლია, იგი მარადიული ცხოვრების თანაზიარია, და ამის დასტური მის გულში არსებობს. იგი სულიწმიდის ჭურჭელსა და სადგომს წარმოადგენს და სულიწმიდის მეოხებით შეიცნობს მამასა და ძეს. ყოველდღიური ცხოვრების წესითხ დება ძა და მეგობარი ქრისტესი.

მეცნიერება და ფილოსოფია, მამა სოფრონის თანახმად, თავის თავს ასეთ შეკითხვას უსვამს: "რა არის ჭეშარიტება. ნამდვილი ქრისტიანული სინდისი კი ჭეშარიტებისკენ იმზირება და მისი შეკითხვა ასეთია: "ვინ არის ჭეშმარიტება". მეცნიერების წარმომადგენლები, რომლებიც ბრალს დებენ ეკლესიას იმაში, რომ იგი დამაბრკოლებელია, ქრისტიანებს ნიადაგგამოცლილ მეოცნებეებად მიიჩნევენ, ხოლო თავიანთი თავი მყარ საფუძელზე მდგომი ჰგონიათ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ, აბსოლუტური ჭეშარიტება მხოლდო ერთადერთია: "ვინ" და არავითარ შემთხვევაში "რა". რადგან ჭეშმარიტება არ არის თეორიული სახის, არც აბსტრაქტული იდეა, არამედ ცხოვრებაა. აკი გვითხრა უზენაესმა: "მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება". ქრისტიანობა არც "ფილოსოფოსობა და არც მოძღვრება არ არის, იგი ცხოვრების წესია. ლოგიკით მოხიბლული კაცობრიობა დაბანგული ცხოვრობს - ამბობს სილუანე. არა მხოლოდ ტექნიკური მეცნიერები და ფილოსოფოსები უსვამენ თავიანთ თავს შეკითხვას: "რა არის ჭეშარიტება"?, არამედ თვით რელიგიურად მცხოვრებ ადამიანებშიც შეიმჩნევა მსგავსი ცდუნება: ასე მაგალითად, როდესაც რელიგიურად მოაზროვნე გონება ცდილობს, გაიგოს ჭეშარიტება ღვთისა და მისი ძალის შესახებ, იგივე შეცდომას უშვებს შეიტყოს, - რასაც მეცნიერება თავისი მიზეზ-საწყისებრივი დასაბამით, და ფილოსოფია თავისი რაციონალიზმით, ანუ მცდელობით, ჭეშარიტებას ჩაწვდეს კითხვით: "რა". ჭეშარიტება კი ლოგიკის მეშვეობით არ შეიცნობა. ღმერთი, რომელიც არის - "ვინ", მხოლოდ ყოფიერებაში შეიცნობა ანუ - სულიწმიდისეული გამოცხადებით.

ნამდვილი ცოდნა საბოლოო ჯამში რომელიმე საგანზე დაკვირვების შედეგს არ წარმოადგენს. იგი ცოცხალ ღმერთთან "პირისპირ" ურთიერთობის შედეგია. ღმერთის მართლმადიდებლური გააზრება სიკეთის, სიყვარულისა და სხვა გრძნობათა აბსტრაქციული თეორია არ არის. ავთენტური სულიერი ცხოვრება ფანტაზიისაგან განსხვავებულია და ღმერთის სულში დამკვიდრებით ხდება, - როდესაც სულმა აღიქვა "იგი" და განიცადა ონტოლოგიურად, რომ მას უყვარს, არის კეთილი, დიდებული, მარადიული.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას მონიჭებული პატივისათვის, რომელიც არის დასტური თქვენი სიყვარულისა; თქვენი ქვეყნის სულიერი ადამიანები გამსჭვალულნი არიან მართლმადიდებლური აზროვნებით და მჭიდრო კავშირი აქვს ქრისტიანულ მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან. სარწმუნოებას ღრმად აქვს ფესვები გამდგარი ქართველი ხალხის ყოფაში.

მთელი გულით გისურვებთ, რომ ღმერთმა დალოცოს საქმენი თქვენნი, ხოლო თქვენმა ხელისუფლებამ ყოველი ღონე იხმაროს ამ საქმიანობის ხელშესაწყობად, ვინაიდან კარგად ორგანიზებული და განვითარებული მეცნიერებათა აკადემია ხელს შეუწყობს მთელი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას. ეკლესია, თავისი გამორჩეული მეთაურის, ჩვენი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მეუფე ილიას მეშეობით, რომელსაც თქვენ ასე ძალიან უყვარხართ და რომელიც ესოდენ უწყობს ხელს თქვენს საქმიანობას, განსაკუთრებით კი საეკლესიო ხელოვნების დარგში. მწამს, რომ მუდამ თქვენს გვერდით იქნება და ილოცებს თქვენი შრომის წინსვლასა და დაფასებისათვის.

მადლი და წყალობა უფლისა ჩვენისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.

 

მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I-ის სიტყვა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებთან შეხვედრაზე

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, 16 ოქტოომბერი, 2007 წ.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ძალიან გადატვირთული იყო, მე მაინც ძალიან მინდოდა სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა, იმიტომ, რომ მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. და მე მერჩია, რომელიმე ღონისძიება გამეუქმებინა, ვიდრე თქვენ არ შეგხვედროდით.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძმანო მღვდელმთავარნო,

აკადემიის პრორექტორო,

ქალბატონებო და ბატონებო,

უფლის მიერ საყვარელნო შვილნო.

განსაკუთრებული სიხარულის გრძნობით ვარ აღვსილი, ვინაიდან ამჟამად საქართველოს ეკლესიის მომავალი პედაგოგებისა და მომავალ მოძღვართა შორის ვიმყოფები. ვიმყოფები იმათ შორის, ვისაც უფალმა მოუწოდა სარწმუნოების დიდი საიდუმლოს მართლკვეთა, შეუბღალავად და დაუნაწევრებად დაცვა თეოლოგიაზე ზეამაღლებული უკერველი კვართისა, რომლითაც შემოსილია საქართველოს ეკლესია იმ ნამდვილ კვართთან ერთად, რომელიც ემოსა უფალსა ჩვენსა თავისი ამქვეყნიური ხანმოკლე ცხოვრების დროს. ბევრი თქვენგანი საყვარელო სტუდენტებო, მოწოდებული იქნება ამ ეკლესიას მღვდლის ხარისხში ემსახუროს, ამიტომ აუცილებელია, იზრუნოთ სულიერ სრულყოფილებაზე, რამეთუ თქვენი უნეტარესი პატრიარქი და დედაეკლესია ამაზე ზურნავს. თქვენ უნდა გახდეთ მისი მომავალი ბურჯები და უფლის თანამოღვაწეები მისი სხეულის აღშენებაში და თქვენ უნდა გაისიგრძეგანოთ ის, თუ რას ნიშნავს ეს მოწოდება და ის მისია, რისთვისაც უფალი გამზადებთ. დიდია ჩვენი სიხარული, რადგან კიდევ ერთხელ ვეწვიეთ ჩვენს მოძმე საპატრიარქოს, რომელსაც მსოფლიო საპატრიარქოსთან მრავალსაუკუნოვანი და ძლიერი სულიერი ურთიერთობა აკავშირებს. ეს კავშირი ძალიან ადრე ჩამოყალიბდა. იმ დროს, როცა ჩვენმა საერთო მფარველმა, დიდებულმა მოციქულმა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა მოიტანა ამ შორეულ ადგილზე მაცხოვნებელი სახარება. ამის შემდეგ მორწმუნე მეფე მირიანმა ისურვა, რომ არავინ დარჩენილიყო უფლის მაცხოვნებელი სიტყვის გარეშე და გაეხსნათ გზა მათთვის და ააგო ეკლესია. კონსტანტინე დიდმა ბრძანა ეპისკოპოსის წარმოგზავნა ახალმოქცეული იბერიის სამწყსოს დასამწყემსად. იმ დროიდან მოყოლებული კონსტანტინეპოლმა და იბერიამ ერთად იარეს ისტორიის სარბიელზე. ბიზანტიის კულტურის შვილებს, რომლებიც გამოდიოდნენ მზისგან სიმართლისა, უფლისა ჩენისა იესო ქრისტესაგან, განამტკიცებდა მადლი ღვთისა, რომელიც იმდენად ძლიერი იყო, რომ გაალღო კავკასიის ყინვა წარმართული ღმერთების უმეცრებისა და საუკუნეების განმავლობაში გაათბო მორწმუნე ქართველთა გულები. ქართველმა ხალხმა კი პატივი მიაგო ამ ქრისტიანულ მოწოდებას და ვალში არ დარჩენილა დედაეკლესიის წინაშე. დიდმა სულიერმა პიროვნებებმა იბერიიდან კიდევ უფრო გააძლიერეს სულიერი ურთიერთობა კონსტანტინეპოლის ეკლესიასთან. როგორ შეიძლება, არ გავიხსენოთ დიდი იოანე-თორნიკეყოფილი, სულიერი ბერი ათონის მთაზე, იმპერატორების იოანესა და ბასილი მეორის უძვირფასესი მეგობარი. როგორ არ გავიხსენოთ გრიგოლ ბაკურიანისძე, "დასავლეთის დიდი დომესტიკოსი, სამეფო ქალაქის საიმპერატორო კარზე რომ მსახურობდა და იმპერატორ ალექსის I კომნენოსის თანამოღვაწე იყო. მან 1083 წელს ააგო სახელგანთქმული პეტრიწონის მონასტერი, რომელიც დღეს ბაჩკოვოს სახელითაა ცნობილი.

ათონის მთა საქართველოსა და კონსტანტინეპოლის ეკლესიების შემაერთებელი რგოლი აღმოჩნდა. ათონის ივერთა მონასტერში მოღვაწე მამების: იოანეს, ექვთიმესა და გაბრიელის წყალობით ეს მონასტერი ქართული და ბიზანტიური კულტურების შეხვედრის ადგილად იქცა. გაბრიელს ღვთის მიერ დიდი წყალობა მიეცა, ზღვიდან რომ გამოებრძანებინა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც კარის ღვთისმშობლის სახელითაა ცნობილი და განსაკუთრებული პატივისცემით გამოირჩევა მთელ მართლმადიდებელ სამყაროში. XIX საუკუნემდე ბრწყინვალე ქართელი ასკეტები ამშვენებდნენ ათონის მთას. ერთ-ერთი მათგანი წმინდანად ახლად შერაცხილი ილარიონ ახალის სახელით დამკვიდრდა ათონელ წმინდანთა შორის და გაამდიდრა მართლმადიდებლი სამყაროს საერთო კულტურული მემკვიდრეობა.

დედა ეკლესიას არ შეუძლია ხაზგასმით არ აღნიშნოს იბერიის ეკლესიის სიძველე, მისი შორეული სულიერი ტრადიცია და ისტორიული კავშირი დედა ეკლესიასთან.

კონსტანტინეპოლის ეკლესია პატივისცემით მოეკიდა იბერიელი ხალხის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკლესიურ დამოუკიდებლობას და მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა, 17 წლის წინ, შეავსო ისტორიული ხარვეზი და სინოდის გადაწყვეტილებით ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რათა საქართველოს ეკლესიას თავიდან აეცილებინა შემდგომი გაუგებრობანი და თავისი მოღვაწეობა გაეგრძელებინა. მსოფლიო საპატრიარქომ პატივი მიაგო ქართველ წმინდანებს, რომელთაგან ზოგმა ცრემლით და ზოგმა სისხლით მორწყეს საქართველოს ეკლესიის გენეოლოგიური ხე.

მას შემდეგ დედაეკლესია და ასული მისი, ურთიერთსიყვარულისა და პატივისცემის გრძნობით აღვსილნი, გაერთიანებული ძალებით იღწვიან ერთი მიზნისაკენ - ზეციური სასუფეველისაკენ. საქართველოში ჩვენი უმდაბლესობის ყოველი ვიზიტისას, ვგრძნობთ ამ ურთიერთობის ძალას სიყვარულში, პატივისცემასა და სტუმართმოყვარეობაში გამოვლენილს თქვენი ხალხისა და თქვენი სამღვდელოების მიერ. გარწმუნებთ, რომ მსოფლიო საპატრიარქოც მუდამ მზად არის გულში ჩაგიკრათ.

ალბათ, ბევრმა თვენგანმა იცის, რომ ფანარიონში დღეს კრიტიკული პერიოდი გვიდგას, ბევრი პრობლემისა და წინააღმდეგობის გადალახვა გვიხდება. რელიგიური ფუნდამენტალიზმი, მსოფლიო საპატრიარქოს უფლებების ელემენტარული არცოდნა, ჰალკის საღვთისმეტყველო სასწავლებლის განახლებაზე ან წმიდა მონასტრებისა და ტაძრების ამოქმედებაზე უარის თქმა, სამწყსოს შემცირება, საპატრიარქო ქონების მითვისება, კადრების ნაკლებობა, რაც გამოწვეულია თურქეთის მოქალაქეობის აუცილებლობით. ეს ის პრობლემებია, რომლებსაც ჩენ ყოველდღიურად ვაწყდებით.

მაგრამ ეს პრობლემები ჩენ ხელს არ გვიშლის, რომ იმედი არ დავკარგოთ. მართლმადიდებელმა ეკლესიამ იცის, რომ უსამართლობას და ძალადობას უნდა დაუპირისპიროს ჯვრის ძალა და ქრისტიანული სულის სიმაღლე. "ამით ძლევ სამყაროს", - თქვა მუსულმან სასულიერო პირთან დიალოგში პრუსაში დატყვევებულმა თესალონიკის მთავარეპისკოპოსმა გრიგოლი პალამამ.

ჩვენი ეკლესია დატყვევებულია, მაგრამ იგი გაიმარჯვებს ამ ძალადობაზე და კიდევ უფრო მწვავე პრობლემებს დაძლევს. მისი გამარჯვება კი მოხდება იმ დიდებულ დღეს, როდესაც "იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა" (ფილიპ. 2.11), ანუ უფლისა ჩენისა მეორედ მოსვლის ჟამს. ვითხოვთ ლოცვებს ყოველი თქვენგანისა ჩვენი მცდელობის გასაძლიერებლად, რათა გაგრძელდეს ტრადიცია, რომელიც გადმოგვეცა ჩვენი მარადსახსოვარი წინაპრებისაგან, რომელთაგან უმეტესნი იყვნენ ნამდვილი სულიერი ბურჯები, ისე, როგორც იოანე ოქროპირი, რომლის მიძინებიდან 1600 წლისთავსაც ვდღესასწაულობთ მიმდინარე წელს.

მსოფლიო საპატრაირქოს უპირველეს საზრუნავს მართლმადიდებელი ეკლესიების ერთიანობა წარმოადგენს. ნებისმიერი მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ, ვინაიდან მართლმადიდებელი ეკლესიოლოგიიდან გამომდინარე, იგი მხოლოდ მსოფლიო ეკლესიის წევრი კი არ არის, არამედ მასთან იგივდება. არ უნდა გაგაოცოთ განსხვავებულმა აზრებმა, კრიზისმა, განსხავვებულობამ, არც გაუგებრობებმა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის. მთავარი საიდუმლო მსახურების გაგრძელებაა, რადგან მასშია საიდუმლო ეკლესიური ერთიანობისა, თუკი ერთ ეკლესიას მეორესთან საიდუმლოთა შესრულების საკითხში არა აქვთ დარღვეული ერთიანობა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სცნობს იმას, რომ ქრისტე არსებობს საღმრთო ევქარისტიაში და აქედან გამომდინარე მიაჩნია, რომ იგი გაიგივებულია მასთან, რადგან სადაც ქრისტე არსებობს, იქ არსებობს ეკლესიაც. ხოლო სადაც ეკლესია არსებობს, იქვე არსებობს ქრისტე.

მართლმადიდებლობა, ვითარცა ცხოვრების წესი და ტრადიცია, ყოველთვის გახსნილი იყო. შეუძლებელია, რომ ეს ასე არ იყოს, რამეთუ თავად ღმერთი იკრავს გულში ყოველ ადამიანს, რომელიც მას მოუხმობს. ჩაკეტილი მართლმადიდებლობა არ შეესაბამება ზნეობის საეკლესიო თავისუფლების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას. და რეალურ ქრისტიანულ მოწმობას ამ წინააღმდეგობრივ ქვეყანაში. გვწამს, რომ ამ ზნეობით უნდა იხელმძღვანელოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სხვა აღმსარებლობებთან და რელიგიებთან ურთიერთობისას. მართლმადიდებელმა კულტურამ სხვა კულტურებთან, ან მართლმადიდებელმა ადამიანმა სხვა აღმსარებლობის ადამიანებთან ურთიერთობის დროს.

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიპოვოთ ის საერთო ნიშნები, რაც სხვა აღმსარებლობის ხალხებთან გვაქვს, რაც წარმოადგენს ხელშესახებ ნიშნებს დიალოგისათვის. ეს კი მამათა ტრადიციის გარეთ არ არსებობს. უბრალო, გაუნათლებელი წმინდა სილუან ათონელი ამბობდა: "თუკი თქვენ სხვა აღმსარებლობის ხალხს ეტყვით, რომ თქვენი რწმენა ცოდვითაა სავსე, ისინი თქვენ ყურს აღარ დაგიგდებენ... მაგრამ, თუკი ეტყვით, რომ კარგია ღმერთისა რომ გწამთ, რაკი ღვთისმშობელსა და წმინდანებს სცემთ თაყვანს, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში გეშლებათ რაღაც, რაც გამოსწორებას მოითხოვს, მაშინ ყველაფერი კარგად წარიმართება: "ღმერთი სიყვარული არს. აქედან გამომდინარე კი ქადაგება მუდამ სიყვარულით უნდა ხდებოდეს".

სხვა აღმსარებლობის ხალხთან საუკეთესი და ძლიერი მეგობრული ურთიერთობა სულაც არ ნიშნავს რწმენის საკითხში უკან დახევას. წმიდა მამათა სწავლების თანახმად, რწმენის დანაწევრება არ შეიძლება. შეუძლებელია პრობლემატურ საკითხთა ფუძემდებლური და უმნიშვნელო საკითხებად დაჯგუფება, რათა ამის გამო რომელიმე მხარე კომპრომისზე წავიდეს. მამათა თანახმად, ჭეშარიტების უმნიშვნელო ნაწილის გამოჩენასაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ვცდილობთ, ყოველთვის ჭეშარიტებას ვემსახუროთ.

შეუძლებელია მართლმადიდიდებელი ეკლესიის სხვა ეკლესიასთან შეერთება თუკი არ მოვსინჯავთ ყველა გზას, რომლებიც აღამაღლებენ სულს და თუკი ყოველი ჩვენგანი არ შეეცდება სულიწმიდის დაუფლებას. მხოლოდ ღმერთთან მიახლოება მიგვიყვანს ყველას სასურველ შეერთებამდე. მიახლოება, რომელიც საკმაოდ დიდ ჯაფასა და ოფლს მოითხოვს.

ქრისტეს დაბადებიან III ათასწლეულის გარიჟრაჟზე მართლმადიდებლობა გლობალიზაციის წინაშე აღმოჩნდა. არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლები მსოფლიო და პოლიტიკურ მიმსგავსებას გვიქადაგებენ. ამ პროცესმა შეიძლება შექმნას მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ევროპის სულიერი ერთიანობისა, რომელიც ეკლესიური სქიზმის მეშვეობით წარმოიქმნა. თუკი ევროპა არ მოიძიებს თავის ქრისტიანულ ძირებს, თუკი ვერ შეძლებს აღადგინოს დაკარგული სულიერი ერთიანობა, მაშინ ვერ დაიმკვიდრებს თავის ადგილს თანამედროვე სამყაროში. გათიშულობა კიდევ უფრო დიდ განზომილებებს მიიღებს.

დედაეკლესია, ვითარცა მატარებელი და გამგრძელებელი ბიზანტიური სულისა და კულტურისა, ევროპას სთავაზობს ისტორიულ მსოფლიო პროტოტიპს დაკარგული ერთიანობის აღსადგენად. ეს არის I ათასწლეულის განუყოფელი რომის იმპერია, ერთი ქრისტიანული სამყარო გადაჭიმული დიდი ბრიტანეთიდან ეგვიპტემდე, შუა აღმოსავლეთიდან იბერიამდე. ეს სამყარო განსხვავებულიც იყო. მაგრამ შეერთებულიც, ქრისტეს რჯულით განმსჭვალული, ერთსა და იმავე კულტურულ გარემოში მყოფი და საეკლესიო მსახურებაში გაერთიანებული. მიუხედავად იმისა, რომ სხავდასხვა სამშობლო გააჩნდათ, ამ ქრისტიანული იმპერიის მცხოვრებნი აღმატებულნი იყვნენ გათიშულობაზე და ერთ პოლიტიკურ საზოგადოებაში გაერთიანებულნი, თანაგაგებით მშვიდობიანად და მართლაც ქრისტიანულად ცხოვრობდნენ.

დიდი ბრიტანელი მეცნიერის სტივენ რანსიმონის სიტყვებით: ოცდამეერთე საუკუნე მართლმადიდებლობას ეკუთვნის. ცხადია, ეს გამონათქვამი არ შეიძლება წინასწარმეტყველებად ჩაითვალოს. ეს დიდი მეცნიერი, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დარწმუნდა იმ რეალობაში, რომელსაც ჩვენ ეკლესიის მიერ ყოველდღე განვიცდით, ვითარცა ზეციური მეუფების მოქალაქენი. ჩვენი მართალი ეკლესია საუკუნეების მანძილზე არის ერთი, და განუმეორებელი ჭეშარიტი ეკლესია, რომლის დამფუძნებელიც არის ქრისტე. იგი უცვლელად ინახავს მის მოძღვრებას და ფლობს ცოდნასა და მადლს. ეკლესია არის შეუმცდარი და წმიდა, ვინაიდან იგი არის სხეული ქრისტესი და თავი მისი თავად უფალია. აქედან გამომდინარე არა მარტო XXI საუკუნე ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ ყველა მომდევნო საკუნეებიც.

დედაეკლესიის მოძღვრება, რომელიც მსოფლიო კრებებზე ჩამოყალიბდა, ვერ მიიღებს ვერანაირ შესწორებას. ყოველი შემდგომი განმარტება, სახარებისეული ჭეშარიტების ორლესული მახვილით უნდა იქნეს შემოწმებული და ამასთანავე, მსოფლიო კრებათა დადგენილებებზე დაფუძნებული. ამრიგად, თქვენც, ქართველი მართლმადიდებელი სტუდენტებიც, ეკლესიის მომავალი ბურჯები, უნდა გრძნობდეთ ამ პასუხისმგებლობის სიმძმეს თქვენს ახალგაზრდულ მხრებზე, რათა შეუბღალავად დაიცვათ მსოფლიო კრებათა ტრადიციები. ამიტომ, სიღრმისეულად უნდა შეისწავლოთ იგი. უნდა კარგად გაეცნოთ მას, მაგრამ უმთავრესი მაინც ის არის, იცხოვროთ ისე, როგორც ამას სახარება გვასწავლის. რადგან თუკი თქვენი ცხოვრების წესი მოწყვეტილი იქნება სახარებას, მაშინ თქვენი დოგმატური თვითშეგნებაც შეირყევა და კომპრომისზე წახვალთ.

ბერძნული ენის ცოდნა, და მასთან ერთად სხვა მართლმადიდებელი ხალხების ენების ცოდნა, არ იქნება თქვენთვის რაღაცა მარტივი სამეცნიერო ინსტრუმენტი, არამედ მნიშვნელოვანი დამხმარე, რომელიც სულიერი ზეობის სამყაროში შეგიყვანთ.

საქართველოს ეკლესიას საკმაოდ მდიდარი საეკლესიო მწერლობა გააჩნია. მაგრამ უეჭველად არსებობს ქართველი ხალხისთვის ხელმიუწვდომელი, ძვირფასი წიგნები, დაწერილი ბერძნულ თუ სხვა მართლმადიდებელ ხალხთა ენებზე. ამიტომ, უნდა ისწავლოთ ენები, რომ თქვენს ხალხს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ.

გარდა ამისა, მაღალმა ღმერთმა მოგვანიჭა ჩვენ მადლი, ისეთი დიდი მოღვაწენი, როგორიცაა პორფირი კავსოკალიველი, პაისი, სოფრონი, რომლებიც დღეს მსოფლიო მართლმადიდებლობის კუთვნილებას წარმოადგენენ. მათი წყალობით ბევრ ადამიანში იღვიძებს სულიერება. მათი ნაშრომები ჩვენი ეკლესიის ძველი მამების მსგავსად გვინათებენ გზას, რომელსაც ადამიანი განღმრთობისაკენ მიჰყავს. თქვენი ვალია ისინი თქვენი ხალხის კუთვნილებად გახადოთ. ასე რომ წინ დიდი მთარგმნელობითი მოღვაწეობაც გელოდებათ.

მოდით, ნუ გადავუხვევთ და კვლავ ძირითად საკითხს დავუბრუნდეთ. ჩვენ არ ველოდებით სხვა მაცხოვარს, გარდა იესო ქრისტესი, რამეთუ "ყოველმან სულმან, რომელმაც აღიაროს ქრისტე ხორციელად მოსული, იგი ღმრთისაგან არს" (I იოანე 4.2).

ჩვენი მამები სულიერებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, სულიერების კრიტერიუმებს გვაწვდიან. წმ. სილუანე ათონელს მიაჩნია, რომ შეუძლებელია არსებობდეს ჭეშმარიტი სულიერება სიყვარულის გარეშე მტრების მიმართ. ყველა მამა და წმინდანი ეთანხმება იმას, რაზედაც სიყვარულის მახარებოლი წერს.

მამობრივი სიყვარულით მოგმართავთ, რომ დარჩეთ ერთიანნი თქვენი ეკლესიის წიაღში. შეეცადეთ შეუბღალავად დაიცვათ ის უძვირფასესი ტრადიცია, რომელიც თქვენმა წმინდანებმა და მამებმა დაგიტივეს. ეცადეთ, წინ აღუდგეთ ცოდვას, რომელიც პატივს ყრის ადამიანს, ამ ღმრთის გაჩენილ და ღმრთის მსგავს არსებას. ეცადეთ თქვენც განიმსჭვალოთ ენთუზიაზმით, ოცნებით, ძალით და ყოველივე სიკეთით, რომელიც თქვენს პატრიარქს, თქვენს მღვდელმთავრებს აქვთ.

მღელვარება გვეუფლება, როდესაც ვხედავთ თუ როგორი წყურვილით იკვლევთ თქვენი ქრისტიანული კულტურის საგანძურს. ქართული კულტურა, უმეტესწილად, ქრისტიანულია, რადგან ქართველი ხალხი და ქართული ეკლესია ერთი მთლიანი ორგანიზმია. ამიტომ ძალიან გვახარებს საეკლესიო ხელოვნებისა და მუსიკის აღორძნება. ხალხის თავის ძირებისაკენ შემობრუნება და ამ გზით კი თქვენი საყვარელი პატრიარქის ოცნებების ფრთების შესხმა.

გისურვებთ, რომ ლიტურგიკული ცხოვრება თქვენი არსებობის ცენტრს წარმოადგენდეს!

უფალი ჩვენი მოკვდა მარტოდ-მარტო, საშინელი სიკვდილით, მაგრამ ამ გზით მთელი სამყარო იხსნა, შეცვალა ისტორიის მსვლელობა, მალამოდ მოეფინა მთელს კაცობრიობას. იგივე საქმისკენ მოგიწოდებთ ის თქვენც, საყვარელო სტუდენტებო. მისი ძღვენი ფასდაუდებელია, ვინაიდან არ არსებობს იმაზე წმიდა საქმე დედამიწაზე, ვიდრე წმიდა ევქარისტიის აღვლინებაა. რის შედეგადაც ჯვარცმის საიდუმლოს ვწვდებით და აღდგომის სიხარულსაც განვიცდით.

დამთავრდა საქართველოს ეკლესიის ზამთარი. მოვიდა გაზაფხული და სარწმუნოება გაიფურჩქნა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დაისვენოთ, ზამთრის დადგომა საქართველოს ეკლესიაში იძულებითი იყო. იგი ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში, შეეცადა ძირფესვიანად ამოეგლიჯა რწმენა ადამიანთა გულებიდან. სახელმწიფო დამარცხდა, რადგან "საწრეთელისკენ მიიწევდა". ახლა კი იმის გაფიქრებაც კი არ შეგვიძლია, რომ საქართველოს ეკლესიის წინსვლას რაიმე ძალა შეაჩერებს. ეცადეთ, თქვენი ახალგაზრდული ხელებით არა მხოლოდ აღორძინდეს თქვენი ეკლესია, არამედ მთელს მსოფლიოს მოედოს მისი დიდების ამბავი, მაშინ უეჭველად გექნებათ იმის განცდა, რომ თქვენც დადეთ ძვირფასი ქვის ნატეხი ქრისტეს სხეულის მშენებლობაში.

მომავალი თქვენ გეკუთვნით. მიჰყევით ქრისტეს მცნებებს და შეებით მის მსუბუქ უღელში და იგი გადიდებთ თქვენ, თავისი მეუფების სერობის ნამდვილ წევრად გაგხდით.

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყავნ თქვენ ყოველთა თანა. ამინ.

 

ბერძნულიდან თარგმნა თამარ მესხმა

გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", №32-33, 2007 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 08 JUNE 2018 21:24)