წიგნის ავტორისა და სამოღვაწეო ეპოქის შესახებ

VI-VII თავების განმარტება

წიგნის ავტორია ესაია ამოსის ძე1. მისი სახელი ებრაულად ჟღერს როგორც ეშა-ია-გუ, რაც ნიშნავს იაჰვეს ხსნას (უფლისმიერ შეწევნას). განმმარტებელთა ნაწილი ვარაუდობდა, რომ ამოსი, ესაიას მამა, წინასწარმეტყველი ამოსია, თუმცა ებრაული ენის მცოდნე ნეტარმა იერონიმემ ფილოლოგიური ანალიზის საფუძველზე დაადასტურა, რომ ესაიას მამა და მცირე წინასწარმეტყველი ამოსი ორი განსხვავებული პირია2.

ესაია იუდას ტომიდან იყო და სამეფო გვარს მიეკუთვნებოდა. იგი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ იერუსალიმში, ჰყავდა მეუღლე3 და შვილები - შეარ-იაშუბი და მაჰერ შალალ ხაშ ბაზი4. მოღვაწეობა უწევდა იმ ეპოქაში, როდესაც მეზობელი ისრაელის სამეფო იერობოამ II-ის შემდგომ დაღმასვლის გზას დაადგა და მალევე, ძვ. წ. აღ-ის 722 წ., ასურელებმა გაანადგურეს5. იგივე საფრთხე ელოდა იუდეასაც, თუმცა სამხრეთის სამეფომ განსაცდელი გადალახა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა ისრაელის დაცემიდან საუკუნენახევრის მანძილზე შეინარჩუნა. სწორედ ამ ურთულეს ჟამს გამოდის ასპარეზზე ესაია. ის თვისტომთ უზენაესს ახსენებს, ურჩევს, რომ ერი არ სასოებდეს ეგვიპტისა და ასურის ძლიერ სხელმწიფოებს, არამედ საკუთარი ნება უფალს დაუმორჩილოს, რითაც ნებისმიერი განსაცდელი დაიძლევა.
ესაიამ საუფლო მოწოდება მეფე ოზიას გარდაცვალების წელს (ძვ. წ. აღ-ის 740 წ.) მიიღო და ღრმა მოხუცებულობამდე ერთგულად იმსახურა, დაახლოებით - 60 წელი. მისი აღსასრულის შესახებ ბიბლიაში ცნობების არარსებობის მიუხედავად საეკლესიო გადმოცემა იტყობინება, რომ წინასწარმეტყველი შეუჩერებელი მხილებების გამო იუდეის მეფე მანასეს ბრძანებით ხერხით შუაზე გადახერხეს, სავარაუდოდ, ასურელი მეფის სენაქერიმის გარდაცვალების წელს (681 წ.)6. მარტვილი „სილოამის საბანელთან“ ახლოს დაიკრძალა. მოგვიანებით თეოდოსი მცირემ ესაიას წმინდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენა. ცნობილია, რომ დღეისთვის მისი თავის ქალა ათონის მთაზე - ქილანდარის მონასტერში ინახება.

ახალი აღთქმის წიგნებში ესაიას წინასწარმეტყველებიდან სამოცზე მეტი ადგილია ციტირებული. პატრისტიკულ მემკვიდრეობაში ყველაზე ხშირად ბიბლიური ციტატები სწორედ ესაის წიგნიდან მოიხმობა. რჩეული ერის წიაღში შობილი პირველი დიდი წინასწარმეტყველი ამ ერის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწეა. მისი წიგნი უმნიშვნელოვანეს ფაქტობრივ მასალას გვთავაზობს იუდეველთა ცხოვრების შესახებ, კერძოდ: ძვ. წ. აღ-ის მე-8 საუკუნის II ნახევრსა და მე-7 საუკუნის დასწყისზე. ერთ-ერთი მთავარი თემა საკუთარი ხალხის გამუდმებული მხილებაა. ამასთან, წინასწარმეტყველი აღმატებულ ხარისხში საუბრობს ცათა სასუფევლის თაობაზე, სადაც სულიერი ისრაელიანნი ღვთის კრავის საშუალებით დამკვიდრდებიან. ნეტარი იერონიმეს თქმით, ესაიამ მესიასთან დაკავშირებული საიდუმლოებანი ისეთი სიცხადით გადმოსცა, რომ გექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მას ახალ აღთქმაში ემოღვაწოს და თავად ენახოს ყოველივე.

ესაიას წიგნთან დაკავშირებით უძველესი დროიდანვე არსებობდა მოსაზრება, რომ ის რამდენიმე ავტორის შემოქმედება იყო. აღნიშნული ვარაუდის დადასტურებას, მეცნიერული თვალსაზრისით, მეთვრამეტე საუკუნეში მოღვაწე პროტესტანტი ბიბლეისტები შეეცადნენ და შესაბამისი კვლევები გამოსცეს. მათი აზრით, წიგნი სამ ნაწილად უნდა დაიყოს. 1-39 თავები უშუალოდ ესაია წინასწარმეტყველს (პროტოესაიას) ეკუთვნის, 40-55 თავები - ვინმე დევტეროესაიას, ხოლო 56-66 თავები - ტრიტოესაიას. ამგვარ არგუმენტაციამდე ხსენებული მკვლევარები შინაარსობრივი ანალიზის შედეგად მიდიან. მათი თქმით, წიგნის მეორე ნაწილში (40-55 თავები) გადმოცემული მოვლენები იუდეველი ერის ტყვეობაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება და, შესაბამისად, იმავე ეპოქაში მცხოვრები უცნობი ავტორის მიერ დაიწერა. მაგალითად, ის სპარსეთის მეფე კიროსს ახსენებს, რაზეც მე-8 საუკუნეში მოღვაწე ადამიანი ვერ ისაუბრებდა7. წიგნის ბოლო ნაწილი კი (56-66 თავები) სამშობლოში დაბრუნებული იუდეველების შესახებ იუწყება, რაც, ზემოხსენებული მკვლევარების აზრით, ასევე სხვა პიროვნებას ეკუთვნის, რეპატრიანტთა იმ თაობის წარმომადგენელს, რომელიც სამოცდაათწლიანი ტყვეობის დასასრულს საკუთარ სამშობლოს სხვებთან ერთად დაუბრუნდა.

წარმოდგენილი არგუმენტების საპირისპიროდ საეკლესიო ტრადიცია წიგნის ავტორად ერთხმად საკუთრივ ესაიას ასახელებს, რასაც იუდაური გადმოცემაც ეთანხმება. ამასთანავე, კიდევ ერთი უტყუარი ფაქტი, რომელიც ესაიას სასარგებლოდ მეტყველებს, ახალი აღთქმის წიგნთა უწყებაა: მახარებელთა და მოციქულთაგან აღწერილ წიგნებში პირველი (1-39 თავები) თუ მეორე (40-66 თავები) ნაწილიდან მოხმობილი მრავალი ციტატა ერთხმად დიდ წინასწარმეტყველს განეკუთვნება8.

განმმარტებელთა აზრით, ესაიას წინასწარმეტყველება ორი ეპოქის ადამიანებს მიემართება:

1). წიგნის პირველი ნაწილი (1-39 თავები) ესაიას თანამედროვე იუდეველებს განეკუთვნება, სადაც ცდომილებაში მყოფი თნამემამულეები იმხილებიან.

2). მეორე ნაწილი (40-66 თავები) შორეულ მომავალს უკავშირდება. საკუთარი ხალხის დიდი უბედურების სულიერი თვალით მჭვრეტელი წინასწარმეტყველი ბაბილონის იმპერიაში გადასახლებულ თანატომელებს წარსულიდან მანუგეშებელი სიტყვებით მიმართავს და სამშობლოში დაბრუნებას ჰპირდება.

წინამდებარე პუბლიკაცია მიზნად ისახავს, ეკლესიის მამათა განმარტებებისა (წმ. ბასილი დიდი, წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი იერონიმე, წმ. კირილე ალექსანდრიელი) და XIX-XX საუკუნეში მოღვაწე მკვლევართა შრომების საფუძველზე (ლიტერატურის სრული ჩამონათვალი ბოლოშია დართული) მკითხველს ესაიას ვრცელი წინასწარმეტყველებიდან ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა - დიდი იუდეველი მოღვაწის საწინასწარმეტყველო დადგინება (თავი მე-6) და წინასწარმეტყველება მესიის ქაწულისაგან შობის შესახებ (თავი მე-7) - გააცნოს. წინამდებარე შრომა სქოლიოში მითითებული წყაროებიდან გამოკრებილი მონაკვეთების თავისუფალი (და არა ზედმიწევნითი) თარგმანია, რომელიც შემაჯამებელი სახითაა წარმოდგენილი.


თავი 6

მხ. 1. "მეფე ოზიას გარდაცვალების წელს ვიხილე მე უფალი, მჯდომარე მაღალ, აღზევებულ ტახტზე და მისი კალთები ავსებდა ტაძარს"9.

წმ. იოანე ოქროპირი: წინასწარმეტყველი საკუთარი მოღვაწეობის აღსანიშნავად სხვა დროს მეფეთა სიცოცხლის წლებს უთითებს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ოზიას გარდაცვალების წელს ახსენებს. იმას კი არ ამბობს, ოზიას დღეებში, ან ოზიას მეფობისას ვიხილეო უფალი, არამედ მეფის აღსასრულზე მიგვითითებს10. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ესაია შემთხვევით არ მიმართავს მსგავს ხერხს და ამით იუდეველი მეფის უმძიმეს შეცოდებას, კერძოდ, ტაძარში შესვლისა და სამღვდელო მსახურების თვითნებურად აღსრულების საიდუმლოს გაგვიმხელს… საუფლო მსჯავრი საღვთო რჯულის დამრღვევმა მთელმა ერმა იგემა საკუთარ თავზე. შესაძლოა, ვინმემ იკითხოს, თუ რაში გამოვლინდა ეს? გამოვლინდა იმაში, რომ საწინასწარმეტყველო სიტყვა დადუმდა და უფალი ხალხის მიერ დასმულ შეკითხვას არ პასუხობდა, თუმცა, ამგავრი სასჯელი არა მუდმივად, არამედ მეფე ოზიას გარდაცვალების წლამდე გაგრძელდა. შემცოდე მეფის აღსასრულისას ღმერთმა საკუთარი მრისხანება დაიოკა და კვლავ განახვნა საწინასწარმეტყველო კარიბჭენი. ამიტომაც წინასწარმეტყველება შემდეგი სიტყვებით იწყება: ‘მეფე ოზიას გარდაცვალების წელს ვიხილე მე უფალი, მჯდომარე მაღალ და აღზევებულ ტახტზე და მისი კალთები ავსებდა ტაძარს“11. ქრისტე ბრძანებს: ‘ღმერთი არასოდეს არავის უნახავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, გამოაცხადა“12. და კვლავ: ‘ისე კი არაა, რომ ყველას ეხილოს მამა. ვინც ღვთისგანაა, მხოლოდ მან იხილა მამა“13. მოსესაც უთხრა ღმერთმა: ‘ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს, მიხილოს და ცოცხალი დარჩეს“14. მაშ, რატომ ამბობს წინასწარმეტყველი, რომ უფალი იხილა? არავინ იფიქროს, თითქოს ესაია ქრისტეს სიტყვას ეწინააღმდეგება. სახარებაში ღვთის სრულ შემეცნებაზეა საუბარი და ქმნილებისგან შეუძლებელი სწორედ ესაა. არავის უხილავს საღვთო არსი, გარდა მხოლოდშობილისა, ხოლო წინასწარმეტყველი ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებში ჭვრეტდა საიდუმლოს. მას არ ძალუძდა შეეცნო, თუ ვინაა ღმერთი, არამედ სახეობრივად ხედავდა მას, ზეგარდამო იმგვარად დამდაბლებულს, რამდენადაც შემმეცნებლის უძლურებას ძალუძდა ამაღლება… ღვთაებრივი ბუნება რომ არავის უხილავს, ნათქვამიდანაც ცნაურდება: ‘ვიხილე მე უფალი, მჯდომარე“, მაგრამ ‘ჯდომა“ ღმერთისთვის ხომ უცხო რამაა, რადგან ეს სხეულებრივ მდგომარეობას გამოსახავს. ესაია ნანახის აღწერისას კაცობრივი ყოფისთვის მახასიათებელ ფორმას მიმართავს, რადგან ადამიანებს განეკუთვნება მისი სიტყვები, ‘საყდარზე ჯდომა“ კი საღვთო სამსჯავროს მანიშნებელია. დავითიც ბრძანებს ფსალმუნში: ‘რადგან აღასრულე ჩემი სამართალი და მსჯავრი ჩემი, საყდარზე დაჯექი, სიმართლის მსაჯულო“15. ‘საყდარზე ჯდომა“ ნიშნავს, რომ უფალი განსჯის16.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ისტორიული წიგნებიდან ყველასთვის ცნობილია, თუ რა მოიმოქმედე იუდეის სამეფოს ერთ-ერთმა უღირსეულესმა მმართველმა ოზიამ, როდესაც საკუთარი წარმატებებით გაამპარტავნებული წმინდაში შევიდა და საკმევლის კმევა ისურვა. მეფე ამგვარი თავხედობისთვის მყისვე კეთრით დაისაჯა. მისმა ვაჟმა, იაოთამმა, მამას იერუსალიმში ე. წ. სამკურნალო სახლი აუგო, სადაც ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა დასნეულებულმა ოზიამ…

მოსეს რჯულით დადგენილი იყო, რომ ყოველი კეთრით დაავადებული, ვითარცა უწმინდური, საერთო სამყოფელს უნდა გასცლოდა და ცალკე, განმარტოებით ეცხოვრა. საპირისპირო შემთხვევაში, თუკი კეთროვანი ჯანმრთელ ადამინთა შორის დარჩებოდა, მის გარშემო მყოფი საზოგადოებაც უწმინდურდებოდა… ამიტომაც, იერუსალიმში მცხოვრები ოზიას მიზეზით, რჯულის თანახმად, მთელი იერუსალიმი, ასე ვთქვათ, უწმინდურების ცოდვას დაექვემდებრა. სწორედ ამგვარი ქმედების გამო უფალმა საკუთარი ნების გაცხადება შეწყვიტა და წმინდა წინასწარმეტყველები ოზიას სნეულების წლებში საღვთო მოძღვრებას აღარ იუწყებოდნენ. გარდა ამისა სასჯელი უმძიმესი მიწისძვრის სახითაც გამოვლინდა, რის შესახებაც ამოსის წიგნიდან ვგებულობთ17. როდესაც იუდეველი მეფე გარდაიცვალა, საღვთო მდუმარების ჟამი დასრულდა და ყოველთა ზედა ღმერთი კვლავ ეცხადება წმინდა ადამიანებს. ამიტომაც ამბობს ესაია: ‘მეფე ოზიას გარდაცვალების წელს ვიხილე მე უფალი”18.

წმ. იოანე ოქროპირი: ძველ დროში არსებობდა კანონი: ყოველი კეთროვანი ქალაქგარეთ უნდა გაძევებულიყო… გამოვიდა მეფე ტაძრიდან კეთრით დასნეულებული, ხოლო იერუსალიმიდან არავინ განდევნა იგი, რადგან პორფირისა და სამეფო ძალაუფლების შეეშინდათ, და რჯულის საპირისპიროდ კვლავ საკუთარი თანამდებობა დაიკავა. ღმერთმა რა მოიმოქმედა? იუდეველებზე განრისხებულმა, წინასწმარმეტყველები დაადუმა და სავსებით სამართლიანად. ხალხმა უზენაესის სჯული დაარღვია და გაუწმინდურებულის ქალაქიდან განდევნას შეუშინდა. შედეგად შეწყდა საღვთო ნების წმინდა ადამიანთაგან გამოჩინება, რადგან უზენაესი აღარ ეცხადებოდა მათ. ‘უფლის სიტყვა იშვიათი იყო იმ ხანებში, ხილვები არ იყო ხშირი”19, ე. ი. ღმერთმა შეწყვიტა მოსახლეობასთან საუბარი, ვინაიდან ცხოველმყოფელი სული აღარ მოქმედებდა გაუწმინდურებულთა შორის. თქმული რომ უფრო გასაგები გახდეს, მაგალითს მოვიხმობთ: როგორც ადამიანი, მავანისადმი უდიდესი სიყვარულის განმცდელი, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო მისგან ძლიერ გულნატკენი, ასე მიმართავს მწყენინებელს: მეტად აღარ შეგხვდები, აღარც გესაუბრები! მსგავსადვე მოიქცა უფალი… როდესაც მეფე გარდაიცვალა, უწმინდურობის მიზეზიც აღარ არსებობდა და შემოქმედი კვლავ განეცხადა წმინდანებს. მაგრამ რატომ ხდება ასე, მაშინ როდესაც თავად ხალხს სასიკეთო არაფერი უქნია და მხოლოდ კეთროვანი მეფე აღესრულა? ღმერთმა საკუთარი კაცთმოყვარება გამოავლინა ამით20.

დეკან. ალექსანდრე მენი: ესაია ასპარეზზე დაახლოებით ოცდაათი წლის ასაკში გამოვიდა და რამდენიმე ათწლეულის მანძილზე იღვაწა როგორც იერუსალიმის სულიერმა მამამ, მეფეთა მრჩეველმა, ერის შეუორგულებელმა სინდისმა. მართალია, წინასწარმეტყველის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ შემონახულა, მაგრამ ჩვენამდე მოღწეული ცალკეული გარდამოცემა თუ წიგნში გადმოცემული უწყებანი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის წმინდანის პიროვნების თაობაზე: ძლიერი ნებისყოფის მქონე, მტკიცე, მადლმოსილი ადამიანი, რომელიც უდაოდ დაჯილდოებულია წინამძღოლობის, წინამძღვრობის ნიჭით. არასოდეს ვხედავთ მის მერყეობას. მიზანმიმართულობა, რაც მას ახასიათებს, ბადალს ვერ პოულობს. უდიდესი განსაცდელებისას, საყოველთაო განგაშისა და შფოთისას მშვიდი, აუღელვებელი თავდაჯერებულად საკუთარ გზაზე სრბოლას აგრძელებს. ამასთან, უცხოა მისთვის ფანატიკური სიჯიუტე და აზრის შეცვლის არასოდეს ეშინია, როდესაც ხედავს, რომ გარკვეულ საკითხთან მიმართებით ჯეროვანი დამოკიდებულება არ გააჩნია…

ესაია ქალაქ იერუსალიმში დაიბადა და გარდამოცემის თანახმად, სამეფო მოდგმას მიეკუთვნებოდა. აღნიშნული ცნობა თუნდაც რომ ლეგენდად მივიჩნიოთ, უდაოა, იგი არისტოკრატთა ოჯახიდანაა. მეფესა და მღვდელმთავართან საუბრისას ესაიას თავი ვითარცა მათ თანასწორს უჭირავს. სამეფო კარზე არსებული ვითარების, იერარქთა ყოფა-ცხოვრების საფუძვლიანი ცოდნა და, ზოგადად, ფუნქცია, რაც იერუსალიმში ეკისრებოდა წინასწარმეტყველს, მის მაღალ წარმომავლობაზე მიუთითებს…

ესაია ზუსტად გვაუწყებს, თუ როდის მიიღო მან გამოცხადება. ესაა ოზიას გარდაცვალების წელი (ძვ. წ. აღ-ის 740 წ.). მისი სიტყვებიდან ნათლად ჩანს, ხილვისას წმინდაში იმყოფება იგი, სადაც მხოლოდ რჩეულები დაიშვებოდნენ… წარმოდგენილი გამოცხადების კითხვისას, რამაც ესაიას საწინასწამრეტყველო პატივი უბოძა, უნებურად შემდეგი კითხვები იბადება: როგორი იყო სინამდვილეში ეს ხილვა? ნუთუ ყოვლადმიუწვდომელმა ღმერთმა მართლაც საყდარზე მჯდომის გარეგნობა მიიღო, რომელსაც უსხეულო ძალები გარშემოდგომოდნენ?

მოცემულ შემთხვევაში ჩვენ წინაშეა მცდელობა, გამოუთქმელი სახით ნანახი მოვლენა ხილული სიმბოლოებით გამოითქვას. როდესაც შინაგან სამყაროში ისეთი რამ ხდება, რაც ამოსის ძეს ტაძარში ყოფნისას შეემთხვა, ადამიანი ცდილობს იმგვარი სახისმეტყველება მოიშველიოს, რითაც სხვათაგან დაფარული საიდუმლო წარმოჩინდება. მას არ აქვს პრეტენზია სინამდვილის ზედმიწევნითი ასახვისა, არამედ ესაა ვიწრო ‘ხიდი”, რითაც ერთი სული მეორეს, ერთი ცნობიერება სხვას დაუკავშირდება21.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინასწარმეტყველი რომ ძეს მამისა და ღვთის დიდებაში ჭვრეტდა, ამაში ვერავინ შეიტანს ეჭვს, რადგან იოანე ცხადად გვაუწყებს: ‘ესე თქუა ესაია, ოდეს-იგი იხილა დიდებაჲ მისი და იტყოდა მისთჳს”22. ყურადღება იმასაც მიაქციე, თუ რაოდენ აღმატებულია იგი ყოველ ქმნილებაზე, რადგან მის წინაშე ზეციური ძალები იმყოფებიან, რომლებიც იერარქიულად ყველა უსხეულო არსებას აღემატებიან და გარშემო შემოსდგომიან უზენაესის ტახტს, რომ ემსახურონ და განადიდონ იგი. ‘მაღალი” და ‘აღზევებული” საყდარი ღვთის სასუფევლის სიდიადეს ყოველგვარ გონიერ განსჯაზე აღმატებულად წარმოგვიდგენს, ხოლო ‘ჯდომა” საღვთო სათნოებათა სიმტკიცეს, შეუძრაობას მიანიშნებს.

ესაია გვაუწყებს: ‘და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა”23. სანამ იუდეველი ერი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინააღმდეგ უკეთურებას მოიმოქმედებდა, ღვთის დიდება იერუსალიმში არსებულ საღვთო სახლს (ტაძარს) აღავსებდა. ხოლო რაჟამს მათ ზეგარდამო გაცხადებულ ჭეშმარიტებაზე უარი თქვეს, ასეთი სიტყვები მოისმინეს: ‘და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად” (მათ. 23.38)24.

წმ. იოანე ოქროპირი: გსურს, იცოდე, როგორ იხილა წინასწარმეტყველმა ღმერთი? თავადაც გახდი წინასწარმეტყველი. როგორ? - იკითხავ, - შესაძლებელია კი ეს ჩემთვის, ვისაც ცოლი მყვას და შვილების აღზდაზე ვზრუნავ? თუკი ისურვებ, შესაძლებელია, ძვირფასო. ხსენებულ წინასწარმეტყვლსაც ჰყვადა ცოლი და ისიც იყო ორი შვილის მამა, მაგრამ არაფერს ამათგან არ დაუბრკოლებია იგი. ზეცისკენ სვლაში განა ქორწინებაა ხელისშემშლელი. ის რომ გვაბრკოლებდეს და ცოლი იყოს ჩვენი შეჭირვებების მიზეზი, ღმერთი, რომელმაც შექმნა იგი, შემწეს არ უწოდებდა მას25.

რატომ საუბრობს წინასწარმეტყველი ღვთისაგან მოწოდების შესახებ მხოლოდ მე-6 თავში? ერთი შეხედვით, ლოგიკური იქნებოდა, წიგნი სწორედ აღნიშნული უწყებით დაწყებულიყო. განმმარტებლები ფიქრობენ, რომ ესაიას სურდა, წიგნის დასაწყისში მკითხველისთვის თანამედროვე იუდაური საზოგადოების გაუკუღმართებული ზნე-ჩვეულებანი ეჩვენებინა და ამ ფონზე საღვთო ხმობის აუცილებლობა დაედასტურებინა.

ოზიას გარდაცვალების წელს ესაია საუფლი მოწოდებით ასპარეზზე გამოდის. წმინდა ეფრემ ასურის ცნობით, ესაია ოზიას შეცოდებით26 ძლიერ დამწუხრებულა და მეფის მიერ აღსრულებული საქციელის გამო გლოვის ნიშნად სიცოცხლის ბოლომდე ჯვალო შეუმოსავს.

ღვთის რჩეული ადამიანები უზენაესის გამოცხადებისას უმაღლეს, ენით გამოუთქმელ დიდებულებას ჭვრეტდნენ და ცდილობდნენ, ნანახი მსმენელისთვის გასაგებ ენაზე გამოეთქვათ. ისინი მიღებული გამოცხადების ფორმებსა და სომბოლოებს განა შეგნებულად თხზავდნენ, არამედ ყოველივე ეს ზიციურ, ენითგამოუთქმელ სამყაროსთან ურთიერთობის შედეგად მათივე სულის სიღრმეში იბადებოდა.

ტაძარში განმმარტებელთა ნაწილი იერუსალიმის ტაძარს მოიაზრებს, სხვათა ვარაუდით, წარმოდგენილი მითითება არა ფიზიკურ, მატერიალურ ტაძარს უკავშირდება, არამედ ესაიას ხილვის სულიერ მდგომარეობას გადმოგვცემს. წინასწარმეტყველის წარმომავლობის შესახებ მკვლევართა მიერ ორი აზრი გამოითქვა. ნაწილი მას იუდას ტომს, სამეფო მოდგმას მიაკუთვნებს, მეორენი კი ლევიტელად თვლიან და აღნიშნულ მოსაზრებას სწორედ წარმოდგენილი მუხლის საფუძველზე ავითარებენ. ისინი ამბობენ, რომ ესაიამ უფალი იერუსალიმის ტაძარში იხილა. შესაბამისად, რადგან ღვთისმსახურების აღსასრულებლად ტაძარში შესვლის უფლება, რჯულის თანახმად, მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ, ესაიაც ერთ-ერთი ლევიტელია, სასულიერო პირი, მღვდელი, რომელმაც, მსგავსად ზაქარიასი, წმინდაში ყოფნისას მიიღო აღწერილი გამოცხადება.


მხ. 2. ‘სერაფიმები იდგნენ მის ზემოთ, ექვს-ექვსი ფრთა ჰქონდა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ”27.

წმინდა წერილში სახელწოდება სერაფიმი მხოლოდ ესაიას წიგნის მე-6 თავში გვხვდება. მისი ეტიმოლოგიის შესახებ მრავალი შეხედულება გამოითქვა. უპირატესი მოსაზრებანი შემდეგია:

1. სერაფიმი მომდინარეობს ებრაული ზმნისგან saraph, რაც ითარგმნება როგორც „წვა“, „აალება“, ანუ სერაფიმები არიან არსებანი, რომლებიც ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლით განმსჭვალულნი საღვთო ბრძანებით ყოველგვარ უკეთურებას თავიანთი სიმხურვალით წვავენ და ადამიანებს განწმენდენ.

2. სერაფიმი ნაწარმოებია არაბული სიტყვიდან scharufa და ‘მთავარს”, ‘უპირველესს” ნიშნავს, რაც ამ ანგელოზთა დასის იერარქიულობის წარმომაჩენელია.

ესაიას ხილვიდან ვიგებთ, რომ სერაფიმები მეტყველებენ, თანმიმდევრობით უგალობენ შემოქმედს, ასრულებენ უზენაესის ნებას. შესაბამისად, ისინი გონიერი, სულიერი არსებანი არიან. ფრთები მათი სამყოფელის, ზეციური სამყაროს, თაობაზე გვამცნობენ და მათთვის ღვთივბოძებულ ხელმწიფებას, ძალაუფლებას წარმოაჩენენ. ძველი ხალხები, ბაბილონელები, სპარსელები, თავიანთი მეფეების გამოსახულებებს ფრთებით ამკობდნენ, რაც უზენაეს ღვთაებრივ ძალასთან თანასწორობის სიმბოლო იყო. ამასთანავე, სერაფიმები ფრთებით შემოქმედის დიდების წინაშე საკუთარ თავს იფარავენ.

თუკი ებრაული სახელის დასასრულს ვკითხულობთ ბგერებს im, ეს ყოველთვის მამრობითი სქესის მრავლობითი რიცხვის მანიშნებელია, ხოლო oth დაბოლოების შემთხვევაში საქმე გვაქვს მდედრობითი სქესის მრავლობით რიცხვთან. ასე მაგალითად, seraphim და cherubim მამრობითი სქესის მრავლობითი რიცხვია, ხოლო Sabaoth, რაც ითარგმნება როგორც ‘ძალნი” ან ‘მხედრობანი”, მდედრობითი სქესის მრავლობითი რიცხვია.

წმ. იოანე ოქროპირი: ‘სერაფიმი“ ებრაულ ენაზე ‘ცეცხლოვან ბაგეს~ ნიშნავს. ესაია ფრთების აღწერით არა მარტო ანგელოზთა ამაღლებულობასა და სიმსუბუქზე მიუთითებს, არამედ სხვა რამესაც გულისხმობს… კერძოდ, მართალია, უფალმა გამოცხადებაში თავი დაიმდაბლა და შეუცნობლად, მიუწვდომლად მყოფი საცნაური გახდა, მიუხედავად დამდაბლებისა, თვით ზეციური ძალნიც უძლურნი არიან, მას უმზირონ და ნანახი დიდებულება დაიტიონ. სახისა და კიდურების დაფარვა გამოუთქმელმა ბრწყინვალებამ და გასაოცარმა ელვარებამ გამოიწვია. როგორც ჩვენ, ადამიანები, ჭექა-ქუხილისა და ელვისას შიშისაგან შეძრწუნებულნი, მიწაზე ვემხობით, იმავეს განიცდიდნენ ანგელოზებიც28.

ნეტარი იერონიმე: ებრაული ბიბლიის თანახმად შეიძლება ითქვას, რომ სერაფიმები ფარავდნენ როგორც საკუთარ, ასევე ღვთის ხელებსა და ფეხებს. სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნში ვკითხულობთ: “ქერუბიმებზე ამხედრებული”29. აქედან ცხადდება, რომ ღმერთი, ვითარცა ეტლზე, ქერუბიმებზეა ზეაღმართული. არ მახსენდება, რომ გარდა ამ ადგილისა კანონიკურ წიგნებში სადმე წამეკითხოს სერაფიმების შესახებ, რომლებზეც ნათქვამია, თუ როგორ დგანან ისინი უფლის გარშემო. შესაბამისად, ცდებიან ისინი, ვინც ლოცვებში ჩვეულებისამებრ ამბობენ: ქერუბიმთა და სერაფიმთა ზედა ამხედრებული უფალი, რასაც წერილი არ გვასწავლის… სერაფიმები ღვთის ხელებსა და ფეხებს ფარავენ, რადგან შეუძლებელია ჩვენ ვიცოდედ წარსული, რაც სამყაროს შექმნამდე იყო, და ვერც მომავალს განვჭვრეტთ, რაც სამყაროს აღსასრულის შემდეგ იქნება, მაგრამ ვიმეცნებთ იმას, რაც შუალედურია, ანუ ექვს დღეშია ღვთისაგან შექმნილი. ექვსი ფრთაც ამის მიმანიშნებელია, რომ ჩვენ მხოლოდ სამყაროს შესაქმის თაობაზე ვუწყით30.

წმ. იოანე ოქროპირი: სერაფიმთა ბუნების ღირსებაზე მსჯელობის უწინარეს წინასწარმეტყველმა მათი პატივი ღმერთთან სიახლოვის მითითებით წარმოაჩინა. მას ჯერ არ უთქვამს, როგორები არიან სერაფიმები, მაგრამ გვაუწყა, თუ სად იდგნენ ისინი. უკანასკნელი პირველზე მეტად ცხადყოფს მათ ღირსებას. რატომ? იმიტომ რომ ხსენებული ძალების დიდებულება განა იმით დასტურდება, რომ ისინი სერაფიმები არიან, არამედ სამეუფო საყდართან დგომით. ჩვენც ის შუბისმტვირთველნი მიგვაჩნია აღმატებული პატივის მქონედ, რომლებიც უშუალოდ სამეფო ეტლის სიახლოვეს იმყოფებიან31.

წმ. დიონისე არეოპაგელი: ‘ახლა კი ძალისამებრ, განვჭვრიტოთ, თუ რა მიზეზით მოევლინა ერთ-ერთ ღვთისმეტყველს სერაფიმი. ამის გამო შეიძლება საგონებელშიც ჩავარდეს ვინმე, რადგანაც არა რომელიმე უქვემოესმა ანგელოზმა, არამედ თვით მან, რომელიც შერაცხილია ყველაზე უფრო ღირსეულ არსებათა შორის, გაწმნიდა ქადაგი.

2. ზოგიერთები ამბობენ, რომ ზიარების წესის თანახმად, რომელიც წინდაწინვე ჩანერგილია ყველა გონებაში, საღვთო წერილი უზენაესთან უმეტესად მიახლოებულ ანგელოზს ღვთისმეტყველის წმინდამყოფელად ვერ სახელდებდა. ფიქრობენ, რომ აქ იგულისხმება ერთ-ერთი ჩვენი ზედამხედველი ანგელოზი, რომელმაც, წმიდამსახურის მსგავსად, გაწმინდა ქადაგი. მას სერაფიმი ეწოდა, რადგანაც ‘დამწველი” ძალით განაქარვა ზემოხსენებული ცოდვები (იგულისხმება საღვთო წერილში მოხსენიებული ცოდვები; მთარგ.), წინასწარმეტყველი კი ‘ცეცხლებრ აღაგზნო” და ღმერთს დაუმორჩილა. ასე რომ, ამ შემთხვევაში წერილი მართლაც ‘სერაფიმს” ან ღვთის ახლოს დაფუძნებულ ანგელოზს კი არ წარმოგვიჩენს, არამედ უბრალოდ ერთ-ერთ ჩვენს ზედამხედველ და განმწმედელ ძალას.

3. სხვა ვინმემ არცთუ მთლად შეუფერებელი განმარტება მოგვაწოდა საცილობელ საკითხზე. მისი თქმით, დიადმა ძალამ (ვინც არ უნდა იყოს ის ანგელოზი, რომელმაც ხილვა გამოუსახა ღვთისმეტყველს და ღვთიურთან გაამესაიდუმლა იგი) თავისი განმწმედელი მემსხვერპლეობა ღმერთამდე და ღვთის პირველმსახურ იერარქიამდე აამაღლა.

მართლაც ნუთუ არ არის ჭეშმარიტი ამგვარი ახსნა?

მან კი ესეც თქვა: ღმერთმთავრობისეული ძალა, რომელიც ყველაფრისაკენ მიისწრაფვის და ყველას ეწევა, დაუსრულებლად განივრცობა კიდეც მათ შორის და თანაც უხილავი რჩება, რადგანაც ხსენებული ძალა ზეარსულად განკერძოებულია და მისეული წინაგანგებაც მხოლოდ ფარულად ზემოქმედებს თითოეულ ქმნილებაზე. იგი, შეძლებისდამიხედვით, ეშუქება ყველა გონისმიერ არსებას და უმეტესად ღირსეულებს თავისსავე ნათლისცემას მიუბოძებს, შემდეგ კი უპირველესთა გზით უქვემოესებსაც თანაშეწყობილად უნაწილებს მას, - ყოველ მწყობრს საკუთარი ღვთისმხილველობითი საზომის შესაბამისად.

ზემოთქმული ჩვენთვის უფრო საჩინო და ცხადი გახდება, თუკი შესაფერისი სახეებითაც ვისარგებლებთ, თუმცა ეს სახეები ყველაფრისაგან ზეაღმატებულ ღმერთს ვერ ეთანასწორებიან…

წმინდა ანგელოზების პირველი მწყობრი ყველაზე მეტად ფლობს ცეცხლოვან ბუნებასა და ღმერთმთავრობისაგან ‘გადმოღვრილ სიბრძნის” ნაწილს, აგრეთვე ‘ცოდნას” ღვთიური გამობრწყინებების უზენაესი მეცნიერების შესახებ და ‘მოსაყდრეობის” ანუ დაუხშობელი ღვთის შეწყნარების ნიჭს. მომდევნო მწკრივები უზემოესთა ჭვრეტის გზით უფრო შემცირებულად ეზიარებიან ცეცხლოვან, ბრძენ, მცოდნე და ღვთისშემწყნარებელ ძალას, თანაც უპირატესად ღვთის მბაძავი არსებების მიერ ძალისამებრ მაღლდებიან ღვთისსახოვნებამდე.

სწორედ ამიტომ, უქვემოესი დასები უფლის შემდეგ პირველ მწკრივს, როგორც იერარქიის სათავეს, მისივე შუამავლობით ბოძებული ზემოხსენებული წმინდა თვისებების წყაროდ სახავენ.

4. ვინც ეს გვაუწყა, დასძინა, აგრეთვე, შემდეგი: ჩვენი ზედამხედველი ანგელოზებიდან ერთ-ერთმა წმინდა და ნეტარმა არსებამ ხილვა მოუვლინა ღვთისმეტყველს და ნათელმყოფელი ძალით წმინდა მჭვრეტელობამდე აამაღლა იგი, ხოლო მან ჯერ ის უზემოესი არსებები იხილა, რომლებიც სიმბოლურად თუ ვიტყვით, ღვთის ქვეშ, ღვთის გვერდით და ღვთის ირგვლივ მკვიდრობენ, შემდეგ კი თვით ამ არსებებისაგან და საერთოდ ყველაფრისაგან ზეგამოუთქმელად განშორებული, ზეაღმატებულ ძალათა შორის ზედაფუძნებული, ზედასაბამიერი მწვერვალი განჭვრიტა.

ამ ხილვებით შეიცნო ღვთისმეტყველმა, რომ ღვთიურობა, სრული ზეარსი ზეაღმატების შესაბამისად, ხილული და უხილავი ძალებისაგან შეუდარებლად ზედაფუძნებულია, განშორებულია ყველაფერს და უპირველეს ანგელოზებსაც კი არანაირად არ ემსგავსება; თვითვეა დასაბამი, არსმყოფელი მიზეზი, უცვლელი ფუძე არსებათა დაურღვეველი სიმტკიცისა; უზემოეს ძალებსაც მისგანვე ენიჭებათ არსებობა და კეთილდღეობა”32.



მხ. 3. ‘და ეძახდა ერთი მეორეს ასე: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა უფალი ცაბაოთი! სავსეა მთელი ქვეყანა მისი დიდებით!”33

ბიბლიის ებრაულ ტექსტში სიწმინდის აღმნიშვნელად გამოყენებულია ტერმინი კადოშ (შდრ. ‘წმინდა არს”), რაც აბსოლუტურ სიწმინდეს, ცოდვისგან სრულ გამიჯნულობას გულისხმობს და, შესაბამისად, საღვთო ბუნების არსს ზედმიწევნით ზუსტად ახასიათებს. ამავდროულად, სამწმინდაობის საგალობელი ყოვლადწმინდა სამების პირთა საიდუმლოს განაცხადებს34.

ეპისკოპოსი მეთოდი ესაიას ხილვაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ტაძარში ბეთლემი მოიაზრება, ტახტი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიმბოლოა, ვინც საკუთარ წიაღში იტვირთა განკაცებული ძე ღვთისა, გარშემო მდგომი სერაფიმები კი მწყემსთა მიერ ნანახი ანგელოზების წინასახეა, რომლებიც ასევე დიდებისმეტყველებას აღუვლენდნენ უფალს35.

წმ. იოანე ოქროპირი: სამწმინდაობის საგალობელს, რომელშიც წმინდა სამების ჰიპოსტასთა საიდუმლო გაცხადდა, ანგელოზები ამატებენ: სავსეა მთელი ქვეყანა მისი დიდებით! აღნიშნული უწყება მომავლის შესახებ წინასწარმეტყველებას გვიცხადებს, ღმერთმა განკაცების შედეგად დიდებით რომ აღავსო ყოველი ქვეყანა, ვინაიდან თუნდაც იმ ჟამს, როდესაც ეს სიტყვები წარმოითქვა, თავად იუდეის სამეფოც უკეთურებას მოეცვა და შემოქმედს თითქმის არავინ განადიდებდა36.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ექვს-ექვსი ფრთა ჰქონდა ყოველ სერაფიმს. ორით სახეს იფარავდნენ, ორით – ფეხებს, ორითაც ფრენდნენ. სერაფიმი განიმარტება როგორც ‘აალებული”, რადგან არაფერია განუხურვებელი ღვთის სიახლოვეს მყოფ ზეციურ ძალთა შორის. სერაფიმები რომ ფეხებსა და სახეს იფარავდნენ, ამით საღვთო ზრახვისა და სიტყვის სრული შემეცნების შეუძლებლობაა მინიშნებული, რადგან ღვთაება დაუსაბამოა და დაუსრულებელი, ხოლო ჩვენ გონებით მხოლოდ იმას ვიმეცნებთ, რაც დროითი სივრცითაა შემოსაზღვრული, ანუ ჟამს, როდესაც არსებანი უმყოფობიდან მყოფობას იძენენ. უსხეულო ქმნილებები განა დაღლის მიზეზით განადიდებდნენ ღმერთს მონაცვლეობით, არამედ დიდებულ საქმეს ერთურთს უთმობენ და დროდადრო ყოველი მათგანი დიდებისმეტყველებს, რადგან მოწესრიგებულია ცათა შინა ყოველივე. სამგზის ხმობა სამების მომსაწავლებელია, ვინაიდან მამას, ძესა და სულიწმინდას ვიმეცნებთ აღნიშნული საგალობელით37.

ნეტარი იერონიმეს თანახმად, ბევრს მიაჩნია, რომ ესაია ორ სერაფიმს ხედავდა, რადგანაც ერთი მეორეს ეძახდა (შდრ. ‘და ეძახდა ერთი მეორეს ასე“), მაგრამ გაცილებით მრავალრიცხოვან გუნდსაც ძალუძს ურთიერთს გასძახოს. ამავდროულად, ბერძნული ბიბლია გვამცნობს, რომ ანგელოზები უფლის გარშემო იდგნენ, რაც, ბუნებრივია, მათ სიმრავლეზე მიგვითითებს. მხოლოდ ორ ანგელოზზე რომ ყოფილიყო საუბარი, მაშინ უნდა თქმულიყო არა ღვთის გარშემო, არამედ ორივე მხარეს.

მხ. 4. ‘შეიძრა ზღურბლთა საძირკვლები ამ ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი”38.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინასწარმეტყველი საყდარზე აღზევებულ უფალ საბაოთს ჭვრეტდა, რომელსაც სერაფიმები გარშემოდგომოდნენ და შეუჩერებლად განადიდებდნენ. იქვე ითქვა, რომ სახლი ღვთის დიდებით აივსო. ამჯერად კი იგივე ესაია გვაუწყებს, თუ როგორ ამაღლდა კარის ზედა წირთხლი და კვამლით აივსო სახლი39. როგორ გავიგოთ ეს სიტყვები? სანამ მხსნელის განკაცდებამდე და წუთისოფელში მოვლინებამდე იუდეველი ერი მცნებებს მისდევდა და რჯულს ყურს უგდებდა, სავსე იყო ღვთის დიდებით იერუსალიმის ცნობილი ტაძარი, რადგან სჯულიერად მსხვერპლი იწირებოდა მასში, ხოლო რაჟამს იმავე რჩეულმა ხალხმა წერილისა და წინასწარმეტყველთა მიერ ნაქადაგები ადამიანის ხატად ზეციდან გარდამოსული ღმერთი არ შეიწყნარა და მეტიც – მოაკვდინა ცხოვრებისა იგი მეუფე, მაშინ დაუტევა მან სახლი და სამემკვიდრო თვისი და წარმართებს მიეახლა. სწორედ ამ დროს აღივსო ქვეყანა მისი დიდებით, იუდეველთა სამშობლო კი გაუდაბურდა და განადგურდა, თავად ტაძარი დაიწვა. ამრიგად, როდესაც, სერაფიმების ხმობისამებრ, მთელი ქვეყანა უფლის დიდებამ მოიცვა, მაშინ ამაღლდა სახლის წირთხლი და ტაძარი კვამლით აივსო, რაც რომაელთაგან იერუსალიმის განადგურებას გვაუწყებს40.

ნეტარი იერონიმე: აზრების როგორი დიდებული განლაგებაა! აივსო რა დედამიწა უფალ საბაოთის დიდებით, სწორედ მაშინ დაისადგურა იუდეველთა ტაძარში წყვდიადმა და კვამლმა, რომელიც მავნეა თვალთათვის. შესაძლოა, კვამლით ტაძრის განადგურების შესახებ გვეუწყა, რადგან თავდაპირველად მთელ სამყაროს ექადაგა მხსნელის სახარება, ხოლო მოგვიანებით, მაცხოვრის ვნებიდან 42 წლის შემდეგ, მტერმა იერუსალიმი დაიპყრო და ტაძარი გადაწვა41.

მხ. 5. ‘ვიფიქრე: ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს”42.

წინასწარმეტყველი ნანახით შეძრწუნებულია. უზენაესი სიწმინდის წინაშე ესაია საკუთარი დაცემული ბუნების უძლურებას განსაკუთრებული უღირსების შეგრძნებით განიცდის.

წმ. იოანე ოქროპირი: ასეთია ყველა წმინდანი. როდესაც ისინი აღმატებული პატივის შეწყნარების ღირსი ხდებიან, მეტ უბრალოებასა და სიმდაბლეს იძენენ43.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: მოსეს მიერ გაცხადებული რჯული იუწყებოდა, რომ სიწმინდეს არ შეჰხებოდა უწმინდური, ეს განჩინება იუდეველთა შორის დიდი ყურადღებით აღესრულებოდა. როდესაც ზღვაზე წარუმატებელი თევზაობის შემდეგ უფალი მოწაფეებს უამრავ თევზს დააჭერინებს, მოციქული პეტრე, საღვთო სიდიადის განმცდელი, მაცხოვარს ასე მიმართავს: ‘განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო"44. მაგრამ პეტრეს განა ქრისტეს განრიდება უნდოდა, არამედ, იცოდა რა რჯულის განჩინება, გულწრფელად აღიარა, რომ ცოდვილი იყო თავად, ვინაიდან წმინდასთან თანამყოფობისა ეშინოდა. იუდეველებიც სწორედ ამ მიზეზით სდებდნენ ბრალს მაცხოვარს და მეზვერეებსა და ცოდვილებთან ურთიერთობას საყვედურობდნენ. ასევე იქცევა წინასწარმეტყველი და საკუთარ თავს განიკითხავს. რადგან სერაფიმები ყოვლადწმინდა ბაგეებით აღავლენენ ქებას, შეშინდება ღვთისაგან განსწავლული ესაია, რომელმაც იცის: ‘უამურია ქება ცოდვილის პირით, რადგან უფლისაგან როდია მოვლენილი"45. არაწმინდა იყო ისრაელიანთა ბაგე, ვინაიდან ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს, გმობდნენ ისინი, მაგრამ წინასწარმეტყველი ამბობს რა, რომ თავადაც ასეთი ბაგეების მფლობელია, უნდა ვიცოდეთ, - იგი არაფერში იყო ზიარი ხალხისა, ბაგეუწმინდური საკუთარ თავს სიმდაბლით უწოდა. ამასთან, ვითარცა იუდეველი ერის შვილი, ესაია ამ ერის შვილად აღიქვამს თავს ან, შესაძლოა, მთელი კაცობრიობის სახელითაც ამბობს ამას46.

დეკან. ალექსანდრე მენი: აღნიშნული ხილვისას ძლიერ იქცევს ყურადღებას ერთი რამ: უზენაესთან წინასწამრეტყველის შეხვედრისას მისი პიროვნება ექსტაზური ოკეანის ტალღებს არ დაუნთქვს, პირიქით, ის კვლავაც სრულად აცნობიერებს საკუთარ ვინაობას, აშკარად გრძნობს და ხედავს, რომ ღვთის საყდრის წინაშე იმყოფება, მაგრამ არ მიიჩნევს თავს ამ საიდუმლოს ხილვის ღირსად და რაც უფრო უახლოვდება იგი აალებულ სამსხვერპლოს, მით მეტი უღირსების განცდა ეუფლება47.

ნეტარი იერონიმე: აბრაამმა მას შემდეგ, რაც უფალი იხილა, საკუთარ თავს მტვერი და ნაცარი უწოდა. ესაია, სამოცდაათა თანახმად, განა სხვა რამ შეცოდების, არამედ არაწმინდა ბაგების გამო მწუხარებს, რაც უკეთურების მოსურნე ხალხთა შორის ცხოვრებითა და მათთან ურთიერთობით იყო განპირობებული. ებრაულში ვკითხულობთ: ვაი მე, რადგან მდუმარე ვიყავი, წინასწარმეტყველი საკუთარ თავს დასტირის, რომ სერაფიმებთან ერთად ღვთის მადიდებლობის თანაზიარი ვერ შეიქმნა. ვერ გაბედა მან უფლის დიდება, რადგან არაწმინდა ბაგენი ჰქონდა, ხოლო ამგვარი ბაგეები ცოდვილ ხალხთან ერთად ცხოვრების გამო გააჩნდა. შესაძლოა, ასეც გვესმოდეს: რადგანაც ვდუმდი მე და მეფე ოზიას უკეთურებას არ ვამხელდი, ამიტომაც მაქვს არაწმინდა ბაგენი და ვეღარ ვბედავ, ანგელოზთა თანა ვუგალობო ღმერთს. ესაია არ მიიჩნევს, რომ ღვთის დიდების ღირსია იგი და ამით უდიდეს სიმდაბლეს წარმოაჩენს48.

მხ. 6. ‘მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი და ხელში სამსხვერპლოდან აღებული ნაკვერცხალი ეჭირა მარწუხით”49.

ეკლესიის მამათა განმარტებით, ნაკვერცხალი იესო ქრისტეს სიმბოლოა, ხოლო მარწუხი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მკლავებს განასახიერებს, რომლითაც წმინდა ქალწული ღვთაებრივ ყრმას ტვირთულობდა.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: მაშ ასე, წინასწარმეტყველის თვალთა წინაშე ქრისტეს საიდუმლო გამოისახა. ესაიასთან ერთ-ერთი სერაფიმი იგზავნება. მას ხელში მარწუხით საკურთხევლიდან აღებული ნაკვერცხალი ეჭირა, რაც სიმბოლო იყო ქრისტესი, რომელმაც ჩვენი მიზეზით საკუთარი თავი მიიტანა მამის წინაშე წმინდა, შეურყვნელ, სულიერ მსხვერპლად და კეთილსურნელოვან საყნოსელად. ამიტომაც, სავსებით ბუნებრივია, რომ ნაკვერცხალი სამსხვერპლოდან იქნა აღებული. აუცილებელია ისიც ითქვას, თუ რა მიზეზით წარმოვადგენთ მუგუზალს მაცხოვრის სიმბოლოდ. ღვთივსულიერი წერილი ხშირად უფალს ცეცხლთან აიგივებს. სწორედ ასე წარმოუჩნდა იგი ისრაელს სინას მთასთან თავშეყრის დღეს. ნეტარმა მოსემაც, რაჟამს ცხვარს მწყემსავდა, მაყვლოვანში ცეცხლის სახით იხილა ღმერთი. როგორც ნაკვერცხალი თავისი ბუნებით სხვა არაფერია თუ არა ხე, მაგრამ საკუთარ თავში ყოვლითურთ ცეცხლს მოიცავს და მის ძალასა და მოქმედებას ფლობს, ვფიქრობ, ასევე უნდა ვიმსჯელოთ ქრისტეს შესახებ, რადგან ‘სიტყვა ხორცი გახდა და ჩვენ შორის დამკვიდრდა"50. რაც შეეხება მარწუხს, რომელსაც ნაკვერცხალი ეჭირა, უნდა ითქვას, რომ ღვთის სარწმუნოებასა და ასევე ცოდნას მის შესახებ ჩვენ, თითქოსდა, გარკვეული რამ მარწუხებით ვეუფლებით, ანუ რჯულისმიერი განჩინებებითა და წინასწარმეტყველებების გზით. ისინი წმინდა მოციქულთა სიტყვებითაც იძენენ დასტურს, ვინაიდან სჯულიდან თუ წინასწარმეტყველთაგან მოხმობილი მოძღვრებებით მსმენელს არწმუნებენ და თითქოსდა ასე თავადაც მიაახლებენ ‘მარწუხს” მათ ბაგეებს, რომ ქრისტეს სარწმონოების აღმსარებლობისთვის განამზადონ ისინი51.

მხ. 7. ‘ბაგეზე შემახო და მითხრა: აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეს და მოგცილდა უკეთურება, მიტევებულია შენი ცოდვა”52.

წმ. იოანე ოქროპირი: როგორც კი წინასწარმეტყველმა საკუთარი თავი განიკითხა, საღვთო მადლით მაშინვე განიწმინდა. ზოგიერთის თქმით, როდესაც ესაია სამსხვერპლოს, ცეცხლის, მარწუხის, ნაკვერცხლის ბაგეებზე შეხებისა და ცოდვათა შენდობის შესახებ საუბრობს, ახალი აღთქმის საიდუმლოთა სიმბოლოებს გამოსახავს. ჩვენ ამჯერად ისტორიულ ცნობებს მიმოვიხილავთ და ვიტყვით, თუ რატომ ვითარდებოდა მოვლენები ასე: წინასწარმეტყველი იუდეველ ერთან უნდა გაიგზავნოს, საშიში და შემაძრწუნებელი ამბის საუწყებლად. ამიტომაც ესაიას უფალი სერაფიმებს მიუვლენს, რომ შიშითა და სიმტკიცით აღავსოს იგი, რათა მანაც, ენაბრგვილობის მომმიზეზებელი მოსეს დარად, სიჭაბუკისა და უწმინდური ბაგეების მიზეზით ღვთისგან დავალებულ ქადაგებაზე უარი რომ არ განაცხადოს. სწორედ ამიტომ მასთან სერაფიმები იგზავნებიან ცოდვათა განწმენდის მიზნით, რისი ხელმწიფებაც მხოლოდ მამას, ძესა და სულიწმინდას გააჩნია53.

წმ. ბასილი დიდი: სამყაროს დასაბამიდანვე წმინდა ადამიანებთან ზეციური ძალები იგზავნებიან, რომლებიც კაცობრივი ბუნების უძლურებებს კურნავენ. ამიტომაც სერაფიმი მოევლინა ესაიას, რომ მისი ცოდვები განეწმინდა და აღმოეფხვრა. მაგრამ გამოიგზავნა მაშინ, როდესაც უფალმა ისმინა, როგორ დასტიროდა წინასწარმეტყველი პირად უძლურებებს და საკუთარ აზრისმიერ შეცოდებებს აღიარებდა. იგივეს ამბობდა მოციქული პავლე: ‘ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან?” შემდეგ კი, ღვთისაგან შეწევნის მიმღები, იქვე გვაუწყებს: ‘ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ” (რომ. 7. 24-25)54.

მითითებული ადგილი სიმბოლურად ახალი აღთქმის ეკლესიის ერთ-ერთ საიდუმლოს, ევქარისტიას, მოასწავლებს.

მხ. 8. ‘და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: და ვთქვი: ”55.

წმ. იოანე ოქროპირი: ნუთუ ყველაზე მხნე ესაიაა, თვით მოსეზე უმამაცესიც? ძალუძს კი ამის თქმა ვინმეს? რატომ ხდება, რომ ერთმა საღვთო მოწოდების უარყოფა სცადა, ხოლო მეორემ, მიუხედავად ირიბი ხმობისა, მოღვაწეობისთვის მზადყოფნა განაცხადა? ღმერთს ხომ არ უთქვამს: ‘წადი~, არამედ უბრალოდ იკითხა: ‘ვინ წარვგზავნო?~ მან კი (ესაიამ) მაშინვე საკუთარი თავი შესთავაზა. ზოგიერთის თქმით, სცოდა ესაიამ, როდესაც რჯულის დამრღვევი მეფე ოზია არ ამხილა, ხოლო დანაშაულის გამოსასყიდად ღმერთს ამჯერად სრული მორჩილება აღუთქვა, რათა სათნო-ეყოს მას. ბაგეუწმინდურიც ამიტომ უწოდა საკუთარ თავს, ვინაიდან თამამად არ გამოთქვამდა სათქმელს. მაგრამ მე ამას ვერ დავეთანხმები, რადგან ამგვარი აზრის გამომთქმელებზე სანდო მოციქული პავლეა, რომელიც იტყვის: ‘ესაია კი თამამად ამბობს"56. სწორედ შეუპოვრობის გამო, როგორც მსმენია, მრავალი ტანჯვა დაითმინა მან და უჩვეულო სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე. ამასთან, არც წერილი ამბობს სადმე, რომ ოზიას წმინდაში შესვლისას, თითქოს, ესაია იქ ყოფილიყო და არაფერი ეთქვას. ამის მაუწყებელნი მსგავს ცნობებს თავად თხზავენ. მაშ, რისი თქმა შეიძლება? უნდა აღინიშნოს, რომ მოსესა და ესაიას მდგომარეობა ერთნაირი არ ყოფილა. ერთი უცხო, ბარბაროსთა ქვეყანაში, გულმაგარ, სასტიკ ტირანთან იგზავნება, ხოლო მეორეს საკუთარ სამშობლოში თვისტომთა განსწავლა დაევალა, რომლებიც რიგ შემთხვევაში ისმენდნენ და მორჩილებდნენ კიდეც მას. ამიტომაც განსხვავებული შემართება და სიმტკიცე იყო საჭირო სამოღვაწეოდ. სხვები სხვა მიზეზზეც მიუთითებენ. კერძოდ, როდესაც ესაიამ ღმერთს აღსარება აღუვლინა და ცოდვათა შენდობა მიიღო, სულიერი სიხარულით გაბრწყინებულმა იგივე რამ საკუთარი ერისთვისაც ისურვა და სწორედ ამის საუწყებლად დათანხმდა მოწოდებას, რადგან წმინდანები როგორც ღვთისმოყვარე, ასევე კაცთმოყვარენიც არიან. დაიმედებულმა იმით, რომ იუდეველებს განსაცდელთა არიდების გზას განუცხადებდა, სიხარულით თქვა: ‘მე წარმგზავნე"57.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: რაჟამს წინასწარმეტყველის ბაგეს შეეხო ნაკვერცხალი და განწმინდა იგი, სწორედ მაშინ გებულობს ესაია საღვთო ხმას და ამჯერად არ შეშინდება, არც იმას იტყვის, რომ ბაგეუწმინდურია. პირიქით, წარსაგზავნად საკუთარ თავს თამამად სთავაზობს და ამგვარად ხმობს: ‘მე წარმგზავნე”. უფლის შეკითხვა: ‘ვინ წარვგზავნო და ვინ წავა ჩვენთვის?” განა უსასო ძახილია, ანთუ წარსაგზავნთა ნაკლებობით გამოთქმული გულისტკივილი, არამედ ეს ხმა ისრაელიანთა ბრალმდებელია, რომლებიც არავის მორჩილებენ და უწინარეს მივლენილთაგან არაფერს ისმენდნენ. პირიქით, მრავალგზის დასამოძღვრად მოსულნი მოუკვდინებიათ. ამრიგად, უფალი დასმული შეკითხვით ხალხის მდგომარეობას წარმოაჩენს, რომ სასტიკნი, დაუნდობელნი არიან ისინი, რაც მრავალგზის საქმით დაუმოწმებიათ და რომ არა ყოველი მსურველი შეძლებდა მათთან დასამოძღვრად მისვლას, არამედ მხოლოდ ისეთი მოღვაწე, რომელსაც საღვთო სიტყვის აღსასრულებლად საკუთარი სიცოცხლის დათმობა ხელეწიფებოდა. ისრაელი რომ შეგონებისას დაუმორჩილებელი და უსმენელი იყო, ამის გაგება ყველას შეუძლია ღვთისაგან ეზეკიელისთვის გაცხადებული სიტყვებით: ‘მითხრა: ადამის ძევ! მიდი ისრაელის სახლთან და უთხარი ჩემი სიტყვები. რადგან ბნელმეტყველ და გაუგებარი ენის ხალხთან როდი იგზავნები, არამედ ისრაელის სახლთან. არა ჭრელ ხალხთან, ბაგემძიმესთან და ენაბრგვილთან, რომელთა სიტყვებს შენ ვერ გაიგებდი: მათთან რომ მიმევლინებინე, ისინიც კი მოგისმენდნენ. ისრაელის სახლი კი არ ისურვებს შენს მოსმენას, რადგან ჩემი მოსმენა არ სურთ მათ, რადგან შუბლმაგარი და ჯიუტი ხალხია ისრაელის მთელი სახლი”58. რაჟამს ღვთაებრივი ნაკვერცხალი ჩვენც შეგვეხება, ცოდვით დაცემისგან განვიწმინდებით, გამხნევებულნი და მომზადებულნი კი წარსაგზავნად გავემზადებით, მსგავსად უფლის მოწაფეებისა. მართალია, ისინიც იუდეველები იყვნენ და ვიდრე ქრისტეს შეიყვარებდნენ, სხვებთან ერთად არაწმინდა ბაგენი ჰქონდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც სარწმუნოება შეიწყნარეს და კეთილი აღსარება აღავლინეს, მათ ბაგეებს ნაკვერცხალი შეეხო და სამოციქულოდ იქნენ მოწოდებულნი, ხმობას კი მყისვე დამორჩილდნენ59.

ნეტარი იერონიმეს თანახმად, ფრაზა - ‘ვინ წავა ჩვენთვის?” ყოვლადწმინდა სამების ჰიპოსტასთა სიმრავლეს მიანიშნებს60. სხვათა აზრით, მითითებული წინადადება ღმერთსა და მის ზეციურ მხედრობას მიემართება. უფალი კითხვას ესაიაში საღვთო საქმის აღსასრულებლად მოშურნეობის აღძვრის მიზნით სვამს, ვინაიდან უწყის ყოვლისმცოდნემ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ნეტარი იერონიმე: ბიბლიური ტექსტის მრავალი მთარგმნელისა და ჩვენ მიერ მოტანილი ნაცვალსახელი ‘ჩვენთვის” (შდრ. ‘ვინ წარვგზავნო და ვინ წავა ჩვენთვის?”), რაც ებრაულად გადმოიცემა სიტყვით Ianu, რატომღაც 70-ს უთარგმნია როგორც ამ ხალხთან (შდრ. ‘ვინ წარვგზავნო და ვინ წავა ამ ხალხთან?” Gr. τίνα ἀποστείλω καὶ τίς πορεύσεται πρὸς τὸν λαὸν τοῦτον;), რაც ებრაულში არ იკითხება... აღნიშნული ადგილი ყოვლადწმინდა სამების პირთა სიმრავლის მადასტურებელია61.

წმ. ბასილი დიდი: უფალი მოსეს არაფერს ეკითხება, არამედ, როგორც მზადმყოფს, მიავლენს მას ფარაონთან. რა არის ამგვარი განსხვავების მიზეზი? წმინდანების დამოკიდებულებაში არ არსებობს წინააღმდეგობა, როდესაც ისინი ერთსა და იმავე საქმეზე არჩევანის წინაშე დგანან. მაგრამ იცოდა რა მოსემ დანიშნულება, რისთვისაც უფალი აგზავნიდა მას, აყოვნებდა, ვინაიდან უწყოდა ფარაონის გულის უდრეკელობა, საკუთარი ხალხის ურჩობა და მათი წინამძღვრობის სირთულე. წინასწარმეტყველს უკვე განეცადა უმადურ იუდეველთაგან სიმწარე, როდესაც მათი მიზეზით მოუწია ეგვიპტიდან გაქცევა, ქალაქსა და ხალხთა სიმრავლეს უდაბნოში გაერიდა და სამწყემსო საქმეს შეუდგა. ამიტომაც ამბობს: ვინ ვარ მე, ფარაონთან რომ მივიდე და ერი ეგვიპტიდან გამოვიყვანო? რადგან არც ფარაონი გამოუშვებს იუდეველებს მარტივად და არც ეს ერია მორჩილი და ადვილად სამართავი, არამედ პირიქით, მარადის გადარჩენის მოსურნეს უპირისპირდებიან ისინი. ამასთანავე, საქმე ისაა, რომ იქ მოსე სათნო საქმის აღსასრულებლად იგზავნება – ერის კეთილდღეობის მიზეზით, აქ კი ფრიად სამწუხარო საქმეში მოუწევს ესაიას მოღვაწეობა (რადგან უახლოესი სასჯელების შესახებ უნდა აუწყოს თანატომელებს). ამიტომაც მოსეს კურთხევა ეძლევა, ხოლო ესაიამ ნებით უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მსახურება, რადგან ჩვენ, ადამიანებს, ჩვეულება გვაქვს, რომ ჩვენ მიერ ნებით არჩეული საქმე ვიტვირთოთ, თუნდაც ფრიად მძიმე იყოს ის. ამიტომაც სურს უფალს, ესაია საკუთარი სურვილით შეუდგეს მოციქულობას. მართალია, ღმერთმა მოღვაწეობის აუცილებლობა უჩვენა წინასწარმეტყველს, მაგრამ, ამასთანავე, სწადია, წარვლენილმა ადამიანმა თავისივე ნებით გამოიჩინოს მსახურებისადმი კეთილგანწყობა. ესაიამ, რაჟამს საღვთო დავალების აუცილებლობა შეიცნო, მოჭარბებული სიყვარულის მიზეზით, განსაცდელთა სიმრავლეში ისე შეაბიჯა, რომ არც კი უფიქრია, როგორ ტკივილს მიაყენებდა მას ხალხი. მაგრამ წინასწარმეტყველის სიფხიზლესა და სიფრთხილეს შეხედე! ორ კითხვაზე: ‘ვინ წარვგზავნო და ვინ წავა ჩვენთვის?~, მან ერთი პასუხი მიუგო: ‘მე წარმგზავნე~, არ დაუმატებია: ‘მე წავალ~, რადგან მოციქულობის მიღება ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ წასასვლელად განმტკიცება – მასზე, ვინც განმაცხოველებელსა და განმამტკიცებელ მადლს მოუვლენს ადამიანებს. ამიტომაც, რაც უშუალოდ მის ნებას ექვემდებარებოდა, ის უპასუხა: ‘მე წარმგზავნე~, ხოლო მადლის კუთვნილება ღვთის ნებას მიანდო. არ მიუცია შეპირება, რომ წავიდოდა, ვინაიდან საკუთარი უძლურება ჰქონდა შემეცნებული. ესმის წინასწარმეტყველს ღვთის სიტყვა, თუმცა არაფერი ეხება ხორციელ სასმენელს, რადგან ღმერთი, ვისაც მოისურვებს, იმას აღუბეჭდავს სულში თავის უზენაეს ნებას. ვისი გონებაც წმინდაა და განუხრწნელი, რაღაც გამოუთქმელი ძალით ხატება აღებეჭდება ასეთს და თითქოს საკუთარ თავში ისმენს გახმოვანებულ ღვთის სიტყვას, თუმცა ამ ვითარებაში არც ჰაერი ირხევა და ვერც ყური აღიქვამს სულის სიღრმეში გაცხადებულ ხატებას. ღმერთი, ვითარცა წიგნში, გამოსახავს წინასწარმეტყველის სულში უზენაეს ნებას და ვინც სულით საღვთო აზრებს იმეცნებს, მასზე იტყვიან, რომ უფლის სიტყვას ისმენს იგი. ამიტომაც, თქვა რა: ‘მე წარმგზავნე~, შემდეგზე დაიდუმა. განა შეჰკადრა: ‘მე წავალ~, ვინაიდან დიდია ასეთი შეპირება და მის ძალებზე აღმატებული. მაგრამ რაც სიმდაბლით საკუთარ თავზე არ აიღო ესაიამ, ღვთისაგან ებოძა, რაჟამს ისმინა: ‘წადი და უთხარი მაგ ხალხს"62.

მხ. 9-10. ‘თქვა: წადი და უთხარი მაგ ხალხს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ; ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით. უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს”63.

ესაია, იმედოვნებდა რა ღვთის სიტყვის მოსმენისას ერის სინანულს, მწარე სიტყვებს გებულობს, რომ სულიერად დაბრმავებული და დაყრუებული ხალხი კვლავ იმავე მდგომარეობაში დარჩება.

ნეტარი იერონიმე: 70-თა თარგმანის მიხედვით წარმოდგენილი მუხლების მნიშვნელობა ადვილი გასაგებია და ესაია იუწყება იმის შესახებ, თუ რას მოიმოქმედებს ხალხი მისი ქადაგების მოსმენისას, მაგრამ ებრაულ ტექსტში გარკვეული სირთულეები გვხვდება: რას ნიშნავს, რომ ღმერთი ხალხს მოსმენას განუჩინებს, თუმცა მსმენელი ვერაფერს გაიგებს, ხილვას განუწესებს, მაგრამ საზოგადოება ვერაფერს დაინახავს…

შესაძლოა, ვინმემ ბიბლიური ტექსტის ცვალებადობა მაცხოვრის შემდგომ პერიოდს განუკუთვნოს, თუმცა ეს ყოვლადგამორიცხული მოვლენაა... საქმე ისაა, რომ მოცემულ შემთხვევაში სწორედ იგივე ვითარებაა, რაც ფარაონის გულის გასასტიკებასთან დაკავშირებით გვაუწყა მოსემ64.

მხ. 11-12. ‘ვთქვი: როდემდის, უფალო? თქვა: ვიდრე ქალაქები უმკვიდროდ არ გადაშენდება, სახლები არ გაუკაცრიელდება და მიწა არ გაუდაბურდება. გადახვეწავს ადამიანებს უფალი და დიდი უდაბურება დასადგურდება ქვეყანაში”65.

შიშობდა წინასწარმეტყველი, სამარადჟამო გულქვაობას ხომ არ შეეპყრო მისი ერი? ამიტომაც ითხოვს, რომ განეცხადოს მას, თუ რა დროის მანძილზე გაგრძელდება ღვთისაგან ნაუწყები. პასუხად უფალი იერუსალიმისა და მთელი იუდეის განადგურების შესახებ იუწყება, რაც ტიტესა და ვესპასიანეს დროს აღსრულდა. ზოგი წარმოდგენილ სიტყვებს განსხვავებულად განმარტავს და უკეთურების მოქმედად მთელს კაცობრიობას მიიჩნევს, უფლის პასუხში კი საუკუნეთა აღსასრულს მოიაზრებს, რომ უკეთურებას მეორედ მოსვლამდე არ შეწყვეტს ადამის მოდგმა.

მხ. 13. ‘კიდევ მეათედი დარჩება მათგან და ისიც გადაიბუგება. მაგრამ როგორც მოჭრილ ბელეკონს და მუხას რჩება ძირი, ასევე წმიდა მოდგმა იქნება მათი ძირი”66.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: რომაელი დამპყრობლების ტიტესა და ვესპასიანეს დროს იუდეა მიწასთან გასწორდა, ხოლო ისრაიტელთა რაოდენობა ისე შემცირდა, რომ არ შეცდებოდა მავანი, თუკი იტყოდა, მეათედიაო დარჩენილთა რიცხვი. შემდეგ გარკვეული ჟამი მოსახლეობამ მშვიდად გაატარა, თუმცა შიშის განცდა არ განრიდებიათ, ვაი, თუ კვლავ განმეორდესო იგივე, რაც ზედმიწევნით აღსრულდა ადრიანე იმპერატორის ხელით67.

ნეტარი იერონიმე: როდესაც უფალმა აუწყა ესაიას: წადი და უთხარი ამ ერს, რომ ეს ხალხი მოისმენს და ვერაფერს გაიგებს, იხილავს და ვერაფერს დაინახავს, საკუთარი ერის გულშემატკივარი წინასწარმეტყველი ყოველივეს პასუხად უფალს დაეკითხება: როდემდე გაგრძელდება, უფლო, ასე? რაზეც პასუხს იღებს: სანამ არ იხილავს და არ მოისმენს, თუ როგორ განადგურდება იუდეველთა ქალაქები ვესპასიანესა და ტიტესთან ბრძოლის შედეგად და აღნიშნული ტრაგედია ისეთი მაშტაბების იქნება, რომ ქალაქთა უწინარესი სახელებიც აღარ დარჩება, ხოლო მრავალრიცხოვან იუდეველთაგან მხოლოდ მეათედი ნაწილი თუ გადარჩება. აღნიშნული ადგილი შესაძლოა ორგვარად გვესმოდეს: როგორც განთესილობაში მყოფი იუდეველების რიცხვის მეათედამდე შემცირება, ასევე სამშობლოში დარჩენილი ებრაელების რაოდენობის კლება. და ეს ნაწილიც უმძიმეს შედეგებს იწვნევს, რაჟამს, დახლოებით ორმოცდაათი წლის გასვლისას, ადრიანე იმპერატორი გამოჩნდება ასპარეზზე და ისე შემუსრავს იუდეას, რომ უდაბნოს დაემსგავსება იგი. ისტორიიდან ცნობილია, რომ აღნიშნული მოვლენის შემდეგ სახალხოდ, ყველას დასანახად ქუჩებში გამოაკრეს კანონები, რომლებიც ისრაელიანებს აღთქმულ მიწაზე შესვლას უკრძალავდა... რაც შეეხება ბოლო ჟამის იუდეველებს, თქმულა მათ შესახებ, რომ რაჟამს ეკლესიის წიაღში წარმართთა სიმრავლე გაერთიანდება, მაშინ გადარჩება ისრაელი68.


თავი 7

ახაზის მეფობის დასაწყისში იერუსალიმი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა: სირიისა და ისრაელის მეფეები ცდილობდნენ, ერთიანი ძალებით იუდეაზე გადამწყვეტი იერიში მიეტანათ სამეფოს ხელში ჩაგდების მიზნით. მტრების მოსაგერიებლად იერუსალიმში სამზადისი მიმდინარეობს. სწორედ ამ დროს გამოდის ესაია მეფე ახაზთან შესახვედრად და აუწყებს მას, რომ სირიისა და ისრაელის გაერთიანება იუდეას ზიანს ვერ მიაყენებს.

მხ. 1. ‘იუდას მეფის ახაზის დროს, იოთამის ძისა, ოზიას ძისა, გამოვიდნენ რეცინ არამის მეფე და ფეკახ რემალიაჰუს ძე, ისრაელის მეფე, იერუსალიმის ასაღებად, მაგრამ ვერ აიღეს”69.

იოათამის ძის, ახაზის მეფობისას70 ისრაელის მეფე ფეკახი და სირიის მეფე რეცინი იუდეის სამეფოს დაუპირისპირდნენ. მათ სურდათ, იუდეა ასურეთის წინააღმდეგ კოალიციაში გაეერთიანებინათ, რასაც ახაზი არ თანაუგრძნობდა, რადგან მისი პოლიტიკური სიმპატიები ასურეთისკენ იყო მიმართული. კოალიციის მხარდამჭერი მთავარი ძალა ეგვიპტე იყო. დამპყრობლებს უნდოდათ, ახაზისთვის სამეფო ტახტი ჩამოერთვათ და მის ნაცვლად, სავარაუდოდ, თავიანთი ნების მორჩილი ერთ-ერთი სირიელი მაღალჩინოსანი მოეყვანათ ხელისუფლებაში71. კოალიციური არმია აღმოსავლეთ პალესტინას გაივლის, წარმატებით აწარმოებს მოლაპარაკებას იდუმეასთან და მას კავშირზე ითანხმებს. ამით იუდეის სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთითაც მოეკვეთა გზა. ჯარები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით მიემართებიან, ჩრდილოეთით, ისრაელის სამეფოს შუაგულისკენ შეიწევენ და ბანაკდებიან. ახაზი, სავარაუდოდ, ცდილობდა ასურეთის მეფეს (თეგლათ-ფალასარ III-ს) დაკავშირებოდა.

წმ. იოანე ოქროპირი: უსამართლოდ იქცეოდა ისრაელის სამეფო. ისინი თანატომელებს დაუპირისპირდნენ, საკუთარ ძმებზე იარაღი აღმართეს, თუმცა არც ეს იკმარეს და წარმართებსა და უცხოთესლს შეეკრნენ მაშინ, როდესაც მსგავს ერებთან კავშირი ეკრძალებოდათ72.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ისინი, ვინც ღვთივსულიერ წერილში გადმოცემულ ისტორიას, თითქოსდა არაფრისმთქმელ რამ მოვლენას უგულებელყოფენ, ბუნებრივად ვეღარ ხდებიან საჭიროებისამებრ გამგებნი იმისა, რასაც ესა თუ ის კონკრეტული შემთხვევა გვაუწყებს. მშვენიერია და სასარგებლო სულიერი ჭვრეტა და გონების თვალსაც დიდად განანათლებს, ჩვენ კი სიბრძნეს გვანიჭებს, მაგრამ როდესაც ბიბლიაში ისტორიული ამბავია აღწერილი, საჭიროა სწორედ მისგან მივიღოთ სარგებელი, რომ წერილი ყოველმხრივ მხსნელი და სარგებლის მომტანი გაგვიხდეს.

მაშ ასე, წინამდებარე შემთხვევაში საწინასწარმეტყველო სიტყვა ახაზის მეფობისას იუდეასა და ათტომიანი სახელმწიფოს (რომელსაც ასევე ეფრემი და ისრაელი ეწოდებოდა) შესახებ გვაუწყებს… ოზიას გარდაცვალების შემდეგ იუდეის მმართველი იოათამი ხდება, რომელიც მამის კვალს მიჰყვებოდა და ასე ამბობს მასზე წერილი: ‘კეთილს იქმოდა უფლის წინაშე”. რაჟამს გარდაიცვალა იგი, მემკვიდრედ ახაზი, იოათამის ძე, გამოცხადდა. ამავდროულად ისრაელში ფეკახი, რემალიაჰუს ძე, მეფობდა, რომელმაც ბრძოლა გამართა იუდეისა და აქაზის წინააღმდეგ და ერთ დღეში 120 000 ადამიანი დაუხოცა73, რადგან მრისხანებდა ღმერთი ახაზის უკეთურებებზე, როგორც მეფეთა მეოთხე წიგნშია დაწერილი, რომ ისრაელის მეფის იერობოამ ნაბატის ძის გზით დადიოდა იგი, რადგან უკეთური კაცი იყო და კერპებს ემსახურებოდა, ხოლო საკუთარ შვილებს ცეცხლში ატარებდა, რაჟამს დემონებს კმევას აღუსრულებდა. ასე რომ, სწორედ ახაზის მმართველობისას ისრაელის მეფე ფეკახი, რემელიას ძე და არამის, ანუ სირიის, მეფე რეცინი შეკავშირდნენ და იუდეის გასანადგურებლად გამოემართნენ. მოსალოდნელი საფრთხით შეშინებული ახაზი დიდძალ თანხას კრებს და ასურელ მეფე თეგლათ-ფალასართან ელჩობას აგზავნის, რომ ეს უკანასკნელი შეეწიოს სირიის მეფე რეცინის წინააღმდეგ, რაც სურვილისამებრ განხორციელდა. დამასკოში ჩასულმა ასურელმა მეფემ რეცინი მოაკვდინა. როდესაც ისრაელის მეფე ფეკახი გარდაიცვა, მის მაგივრად ტახტზე ჰოშეაყი ავიდა. სწორედ ამ დროს მოვიდა სამარიაში სალმანასარ ასურელი, დაიპყრო იგი, ისრაელი კი ტყვედ წაასხა. წარმოდგენილი მოვლენები საკმაოდ ვრცელია, მაგრამ ამჯერად მოკლედ მიმოვიხილეთ ისინი, რომ ჩვენი საუწყებელი გაურკვევლად არ დარჩენილიყო.

მაშ ასე, ‘იუდას მეფის ახაზის დროს”, ნათქვამია, რომ ‘გამოვიდნენ რეცინ არამის მეფე და ფეკახ რემალიაჰუს ძე, ისრაელის მეფე, იერუსალიმის ასაღებად, მაგრამ ვერ აიღეს”. ყოველივე ეს ნათქვამია როგორც მოკლე აღწერილობა იმისა, რაც შემდეგშია ნაუწყები: ნაჩვენებია უცხო მეფეთა სურვილები, მცდელობა და იქვეა მითითება, რომ ჩანაფიქრი განუხორციელებელი დარჩა და ვერ აიღეს იერუსალიმი74.

დეკან. ალექსანდრე მენი: ორი მძლავრი იმპერია – ასურეთი და ეგვიპტე რამდენიმე წლის მანძილზე გადამწყვეტი ორთაბრძოლისთვის ემზადებოდა. ამასთან, უპირატესობა აშკარად ასურეთის მხარეს იყო. მოქიშპეებს შორის პალესტინისა და სირიის სახელმწიფოები მდებარეობდა. შესაბამისად, ფარაონი მათთან კავშირის დამყარებას ცდილობდა, რომ ერთგვარი ბუფერული ზონა შეექმნა ასურეთის წინააღმდეგ. მეორე მხრივ, ასურეთი ემზადებოდა წინააზიაური სახელმწიფოების სახით არსებული დაბრკოლების გადასალახად, რითაც ეგვიპტისკენ იხსნებოდა გზა. ამგვარი დაპირისპირების ფონზე ორივე ებრაული სახელმწიფო უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა: მათ, უროსა და გრდემლს შორის მყოფებს, საკუთარი პოზიციები უნდა დაეზუსტებინათ.

მერვე საუკუნის მეორე ნახევრის დამდეგს ფარაონმა დიდ პოლიტიკურ წარმატებას მიაღწია. წინააზიურ სახელმწიფოთა მმართველების შეშინებითა თუ კეთილი დაპირებებით მან ასურეთის წინააღმდეგ სამხედრო კავშირი ჩამოაყალიბა, რომელსაც სათავეში თავად არ ჩაუდგა, ვინაიდან სურდა, სახიფათო საქმეები სხვისი ხელით ემოქმედა და მმართველობა ისრაელის მეფე ფეკახსა და სირიის მეფე რეცინს უბოძა. ათწლეულების მანძილზე ურთიერთისადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ე. წ. კავშირი აშკარა იყო, რომ თეგლათ-ფალასარის ორგანიზებულ სამხედრო ძალას წინ ვერ აღუდგებოდა. ამიტომაც იუდეველმა მეფე იოათამმა მარცხისთვის განწირულ ერთობაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. მეფე მელევე გარდაიცვალა და ტახტზე მის მაგივრად თორმეტი წლის ძე ახაზი აღზევდა… გავიდა გარკვული დრო. სირიისა და ისრაელის მეფეები კვლავ გაერთიანდნენ და ამჯერად იუდეველი მეფის ტახტიდან ჩამოგდება განიზრახეს. შეძრწუნდა ახაზი და მთელი იუდეა, თუმცა მეფე მალევე გონს მოეგო და იერუსალიმის გამაგრებას შეუდგა. ახლო წარსულში ისრაელისგან მიყენებული უდიდესი მარცხის მიზეზით სამხრეთის სამეფოს ყველა ქალაქისთვის ბრძოლა შეუძლებელი იყო, ამიტომაც დასაცავად ოდენ დედაქალაქი – იერუსალიმი იქნა შერჩეული75.

ნეტარი იერონიმე: ესაიას მიერ წინა თავში ჩამოთვლილ მეფეთაგან აქაზი რიგით მესამეა (ოზია, იოათამი და აქაზი), იოთამის ძე, რომელიც უკეთურ მმართველთა შორის ერთ–ერთი გამორჩეულია. მან დახურა ტაძრის კარები და ბენ-ჰიმონის ჭალაში ბაალებს ეთაყვანებოდა, საკუთარი ძეც კერპებს მიუძღვნა. ხსენებული მეფე იმდენად უკეთური იყო, რომ ტაძარში მდებარე რჯულიერი სპილენძის ზღვა გვერდზე გადადგა და მის ადგილზე წარმართული სამსხვერპლო ააგო. ამიტომაც სამართლიანად დაუტევა იგი ღმერთმა შემწეობის გარეშე და არამისა და ისრაელის მეფეების, რეცინისა და ფეკახის რისხვის ობიექტი შეიქმნა. წინასწარმეტყველმა უწინარეს მომხდარი მოვლენების შესახებ დაიდუმა (თუ როგორ სძლია რეცინმა აქაზს. ისრაელის მმართვერლმა ფეკახმა ერთ დღეში 120 000 იუდას ჯარისკაცი მოაკვდინა, ხოლო 200 000 ტყვედ წაასხა) და ხსენებულ სახელმწიფოებს შორის ამჯერად მოსალოდნელი მეორე ომის შესახებ გვაუწყა, როდესაც მტრულად განწყობილი სახელმწიფოები, რომლებსაც იუდეის დამარცხების გამოცდილება ჰქონდათ, კვლავ ორტომიანი სახელმწიფოსკენ მიემართებიან, რომ იერუსალიმი მოინადირონ, თუმცა ჩანაფიქრი არ განხორციელდა, რადგან წყალობა მოიღო უფალმა76.

მხ. 2. ‘ემცნო დავითის სახლს: ეფრემში დაბანაკდა არამიო. მაშინ შეირხა მისი გული და მისი ხალხის გული, როგორც ხეები ირხევიან ტყეში ქარისაგან”77.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველმა მოკლედ მოგვითხრო მოსალოდნელი მოვლენები, ამჯერად არსებული ვითარების დეტალურ განხილვას იწყებს. დავითის სახლში მეფე ახაზი იგულისხმება. ჰქონდა მეფეს შიშის მიზეზე, როგორც ზემოთაც შევნიშნეთ, რადგან მცერეოდენი დროის უწინარეს ოდენ ისრაელის მეფე ფეკახმა სძლია და 120 000 ადამიანი მოაკვდინა. მით უმეტეს, ამჯერად არა მარტო ისრაელი, არამედ არამიც აღმდგარა იუდეის წინააღმდეგ, რაც ორმაგად ამძიმებს ვითარებას. თუკი ერთმა ფეკახმა ესოდენი ზიანი მიაყენა ახაზს, ორი სამეფოს გაერთიანებით ხომ გაცილებით დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება იუდეველი მეფე, რამაც ახაზი და რიგითი მოსახლეობა ძლიერ შეაშინა78.

მხ. 3. ‘და უთხრა უფალმა ესაიას: გადი ახაზის შესახვედრად, შენ და შენი ძე შეარ-იაშუბი, ზემო აუზის არხთან, რომელიც მრეცხავთა ველის ბილიკზეა”79.

ალყის მომლოდინე იუდეველი მეფე ქალაქში შემავალ, მიწის ქვეშ განლაგებულ საიდუმლო არხებს ათვალიერებდა, რომ მტრის შემოტევისას იერუსალიმი წყლის გარეშე არ დარჩენილიყო. ქალაქგარეთ მდებარე ზემო აუზის არხი მთელ დედაქალაქს ამარაგებდა სასმელი წყლით. ზემო აუზიდან მილების საშუალებით წყალი იერუსალიმს კვეთდა და ქვემო აუზში იღვრებოდა.

ესაია საუფლო ბრძანებას ღებულობს, რომ ახაზს სწორედ ამ დროს მიეგებოს. წინასწარმეტყველმა ღვთის განჩინებით თავისი ვაჟი შეარ-იაშუბი უნდა იახლოს. ხსენებული სახელი ნიშნავს ‘ნატამალი გადარჩება"80. ეკლესიის მამათა განმარტებით, ესაიასა და მისი შვილის ერთობლივი მისვლა მეფის სანახავად სიმბოლური მნიშვნელობისაა: თუ ახაზი ესაიას სიტყვას მიენდობა, მას და მის სამეფოს შეარ-იაშუბის სახელში გადმოცემული შინაარსის შესაბამისი ბედი მოელის81. ესაიას მთავარი მოთხოვნაა, რომ ახაზმა სირიისა და ისრაელის წინააღმდეგ არ ეძებოს კავშირი ასურის მეფესთან, არამედ ღვთისაკენ მიმართოს ყურადღება და იმედი.

წმ. იოანე ოქროპირი: შიშითა და მწუხარებით შეწუხებულ მეფეს ერთ ადგილზე გაჩერება არ შეეძლო. მთელ ქალაქში მიმოვიდოდა, გალავანს ათვალიერებდა, კარიბჭეებს ამოწმებდა, მომხდურთა შესახებ ამბებს ეცნობოდა82.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ჭეშმარიტად მოწყალეა და თანალმობიერი უფალი. იგი ყოვლადბრძნული განგებით ამზადებს თითოეული ადამიანის გზას, რომ გადარჩენის საქმე შეუმსუბუქოს მას, რისი დანახვაც კონკრეტული მოვლენიდანაც ძალგვიძს: ახაზი კერპმსახური, თავხედი და უკეთური პიროვნება იყო, მაგრამ ვინაიდან გადაულახავ განსაცდელს მოეცვა იგი, ყოვლადმოწყალე კი, ხედავს რა მწუხარებაში დანთქმულს, მყისვე საკუთარი თავიდან მომდინარე ხსნის შესახებ განუცხადებს და შეწევნას ჰპირდება იმ პირობით, რომ კერპმსახურებაზე უარს იტყვის იუდეველი მეფე, ძველი ცხოვრების წესს დაუტევებს და ღვთის შემეცნებას შეუდგება. ესაია შეარ-იაშუბთან ერთად მიდის ახაზის შესახვედრად. შვილის სახელი სიმბოლური მნიშვნელობისაა და მაუწყებელია, რომ ღვთის ერთგულების დამცველი ნატამალი გადარჩება. თავად წინასწარმეტყველი უზენაეს ღმერთს განასახიერებს და დაეჭვების გარეშე, სრული რწმუნებით შეწევნას ჰპირდება მეფეს ზემო აუზის არხთან, საბანელი კი (აუზი) წმინდა ნათლისღების სიმბოლოა83.

ნეტარი იერონიმე: ესაია განჩინებას ღებულობს, რომ საკუთარ ძესთან, შეარ–იაშუბთან, ერთად მეფე აქაზს შეხვდეს ზემო აუზის არხთან, მრეცხავთა ბილიკზე, სადაც მეფე ეზეკიას დროს, რის შესახებაც მოგვიანებით ვიტყვით, სენაქერიმის მიერ გამოგზავნილი რაბშაკე იმყოფებოდა და ასურელი ხელისუფლის დავალებით მოლაპარაკებისას რჩეულ ერს შიშის ზარს სცემდა. ესაია მეფეს აუწყებს, რომ მშვიდად იყოს84.

წმ. ბასილი დიდი: რადგანაც იასუბი ითარგმნება როგორც ‘მომქცევი” (ანუ ის, ვინც რაღაცისგან გარემიიქცევა), ამიტომაც ყველა ჩვენთაგანს, მსურველს სინანულის გზით ხორციელ ვნებებს დააღწიოს თავი, წერილი გვიჩვენებს, რომ თუკი წინასწარმეტყველთან ერთად ვიქნებით, შევძლებთ გამოსვლა აღვასრულოთ85.

დეკან. ალექსანდრე მენი: სწორედ ამ კრიტიკულ ვითარებაში მიიღო პირველად გადაწყვეტილება ესაიამ, რომ ზეგავლენა მოეხდინა მეფეზე. აშკარად საუკეთესო დროა შერჩეული. ახალგაზრდა მონარქი დიდად იყო შეშფოთებული: საშიშროება მის სახლს ემუქრებოდა, თავად მეფეს კი არ ჰქონდა ორ ძლიერ იერარქთან გამკლავების იმედი. ესაიას სურდა, ახაზის გული ღვთისაკენ მოექცია. წინასწარმეტყველი შვილის თანხლებით იმ ადგილისკენ მიემართება, სადაც მეფე ქალაქის გასამაგრებელ სამუშაოებს ადევნებს თვალყურს და ზემო აუზის არხთან ხვდება მას86.

მხ. 4. ‘მშვიდად იყავი, ნუ შეშინდები და გულს ნუ შეგიღონებს აკვამლებული მუგუზლების ეს ორი კუდი - რეცინ არამელისა და რემალიაჰუს ძის სიბრაზე”87.

უფალი ესაიას ავალებს, რომ იუდეის მეფე მათ წინააღმდეგ გამოსული კოალიციური ჯარის უძლურების შესახებ გააფრთხილოს, რადგან სირიისა და ისრაელის მეფეებს არ ძალუძთ, იუდეას რაიმე ზიანი მიაყენონ. ორი წლის შემდეგ, 732 წელს, ესაიას სიტყვები აღსრულდა, რეცინი და ფეკახი ასურეთის მეფემ სიკვდილით დასაჯა.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: მუგუზალს ესაია იუდეის წინააღმდეგ გამოსულ ორ მეფეს უწოდებს, ვინაიდან როგორც ცეცხლიდან გამოცალკევებული ნაკვერცხალი კვამლსა და სიმხურვალეს გამოყოფს, მაგრამ მალევე ორივე განქარდება, სწორედ იგივე ბედი ელის ისრაელისა და სირიის მეფეების განაზრახს88.

მხ. 5-7. ‘რადგან შეითქვნენ შენს წინააღმდეგ არამი, ეფრემი და რემალიაჰუს ძე და თქვეს: გავილაშქროთ იუდაზე, დავეცეთ და გავტეხოთ, დავუსვათ მეფედ ტაბაელის ძე. ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არ მოხდება, ეს არ იქნება!”89

ესაია კვლავ მანუგეშებელ სიტყვებს აუწყებს მეფეს და ჰპირდება, რომ მომხვდური ვერაფერს გახდება. რემაილის ძედ ისრაელის მეფე ფეკახი იწოდება.

მხ. 8-9. ‘რადგან არამის თავი დამასკოა და დამასკოს თავი - რეცინი. კიდევ სამოცდახუთი წელი და მოსწყდება ერს ეფრემი. ეფრემის თავი სამარიაა და სამარიის თავი - რემალიაჰუს ძე. თუ არ გჯერათ, ურწმუნონი ყოფილხართ”90.

ესაია შემაძრწუნებელ წინასწარმეტყველებას წარმოთქვამს: 65 წლის შემდეგ ეფრემი განადგურდება. აღნიშნული მოვლენები ქრისტეშობამდე 734 წელს ვითარდება. შესაბამისად, ისრაელის სამეფოს დაღუპვას ესაია 669 წელს უკავშირებს. აქ არ უნდა იგულისხმებოდეს ჩრდილოეთის სამეფოს მიერ ასურელთაგან განცდილი მარცხი (722 წელი), არამედ წინასწარმეტყველი დაპყრობილი სახელწიფოდან დარჩენილი მოსახლეობის ასურეთში საბოლოო გადასახლებასა და მესოპოტამიიდან უცხოტომელთა გადმოსახლებას გულისხმობს, რაც ასურელი მეფის ასარგადონის დროს აღესრულა91.

მხ. 10-11. ‘კვლავ უთხრა უფალმა ახაზს: მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, შენთვის ნიშანი დაბლა ქვესკნელიდან ან მაღლა ზესკნელიდან"92.

მას შემდეგ, რაც იუდეის სამეფოს გადარჩენის შესახებ მოსმენილი სიტყვები ახაზმა სანდოდ არ ჩათვალა, ესაია მას ახალ წინადადებას სთავაზობს: მეფეს შეუძლია უფლისგან ნიშანი, სასწაული მოითხოვოს, რაც აღსრულების შემთხვევაში წინასწარემტყველის სიტყვათა ჭეშმარიტების მადასტურებელი იქნება.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინასწარმეტყველი ძალღონეს არ იშურებს, რომ იუდეის მეფე ძველი გაუკუღმართებული რელიგიური შეხედულებებიდან ახალი, ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ მიდრიკოს. ვინაიდან წარმართულ მსახურებებში ჩვეულებად იყო ქცეული ცრუწინასწარმეტყველთაგან და ე.წ. ‘წმინდა ადგილებში”, ბომონებში, მომსახურე ქურუმთაგან მომავლის თაობაზე ცნობების მიღება, ესაია მეფეს მიმართავს, რომ მან ამჯერადაც მოითხოვოს სამერმისო მოვლენათა ცხადმყოფელი ნიშანი, მაგრამ ერთი უმნიშვნელოვანესი განსხვავებით – ამჯერად შეკითხვაზე პასუხის მიმგები თავად უზენაესი ღმერთი იქნება. აქვე მიუთითა, რომ მეფეს აქვს უფლება, ეს ნიშანი მაღლა ცაში, ან დედამიწაზე, ანთუ დედამიწის დაბლა, ქვესკნელიდან ითხოვოს, რითაც ესაიასგან ნაქადაგები ღმერთის ყოვლისშემძლეობაა ნაუწყები93.

ნეტარი იერონიმე: თავის დროზე მოსემაც მიიღო მიწისგან ნიშანი ბაყაყების, კალიების, ბუზების, ხოლო ზეციდან სეტყვის, ცეცხლისა და სამდღიანი სიბნელის სახით. მეფე ეზეკიაც ზეციური სასწაულის მომსწრე შეიქმნა, რაჟამს მზე ათი საფეხურით უკან დაბრუნდა. ისუ ნავეს დროსაც მზე აღიმართა გაბაონის თავზე და ადგილიდან არ იძროდა. მრავალი ფიქრობს, რომ საულმაც დედამიწის სიღრმიდან მიიღო ნიშანი, როდესაც სამკითხაო ხელოვნების გზით სამუელის სული გამოიხმო მომავლის შესაცნობად. იონაც უფსკრულის სიღრმესა და სიკვდილის ხელმწიფების ქვეშ მყოფი ეზიარა უდიდესი სასწაულის ძალას, ვინაიდან ნაპირზე ამოანთხია იგი თევზმა94.

წმ. ბასილი დიდი: როგორც წესი, საჭიროა, რომ ჩვეულებრივი გაგებით, ყოფითი ნიშანი ყოველთვის აღესრულოს და იხილვებოდეს აწმყოში, მასში გააზრებული მოვლენა კი სამი დროის კუთვნილებას წარმოადგენს: სახლიდან ამომავალი კვამლი სახლის შიგნით აწმყო დროში დანთებული ცეცხლის შესახებ გვაუწყებს. მაგრამ, მაგალითად, ღრუბლების თავმოყრით გაცხადებული ნიშანი გვარწმუნებს, რომ მომავალში წვიმა იქნება. ამასთან, ნიშანი წარსულსაც გვამცნობს, როგორც ნაკვერჩხლის ნარჩენები ამ ადგილზე დანთებული ცეცხლის შესახებ მიგვითითებს. წერილი კი ნიშანს არაჩვეულებრივ მოვლენას უწოდებს, რომელიც საიდუმლო რამ სიტყვის გამოხატვას ემსახურება95.

მხ. 12. ‘უთხრა ახაზმა: არ ვკითხავ და არ გამოვცდი უფალს”96.

მეფე საკუთარი გადაწყვეტილების ჭეშმარიტებაში გაკერპებულიყო, ხოლო ესაიას მიერ აღსრულებული სასწაული მას სურვილის საპირისპირო ქმედებას აიძულებდა. ამიტომაც უარი თქვა ნიშანზე, რითაც ესაიას სიტყვის უტყუარობის მადასტურებელი მოვლენის არიდება სცადა. ამასთან, ახაზის უარყოფა, ერთი შეხედვით, კეთილმა სურვილმა განაპირობა: თითქოს მას არ უნდოდა ღმერთის გამოცდა, რაც რჯულითაც იკრძალებოდა97. უზენაესის გამოცდაში იუდეველები საკუთარი ნებასურვილის შესაბამისად ნიშნებისა და სასწაულების მოთხოვნას გულისხმობდნენ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რადგან მოვლენების ინიციატორი ესაია იყო და არა იუდეველი მეფე. შესაბამისად, მისი თანხმობა რჯულის დარღვევად ვერ ჩაითვლებოდა.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: იუდეველი მეფე უარს ამბობს ნიშანზე არა საღვთო კრძალვის მიზეზით, არამედ საკუთარი დაუდევრობის გამო და ამას საკმაოდ ოსტატურად აკეთებს, თითქოს არ სურს მას უფლის გამოცდა, რისთვისაც რჯულში არსებულ უწყებას იშველიებს. მაგრამ დიდი ცბიერება მჟღავნდება მის ქმედებაში, რადგან თუკი თავად ღმერთი იძლევა უფლებას ამგვარი თხოვნისა, განა საუკეთესო გამოსავალი მისი დამორჩილება არ იქნებოდა? საქმე ისაა, რომ მეფეს მიზანი ჰქონდა, არ შეეწყნარებინა ღვთისაგან ნაუწყები სიტყვები და ამიტომაც იქცევა ასე98.

დეკან. ალექსანდრე მენი: ესაია სარწმუნოებრივ გმირობას სთხოვდა მეფეს, მაგრამ ახაზმა გამოცდას ვერ გაუძლო. წინასწარმეტყველის სიტყვების მოსმენისას შინაგანად მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა და შემწეობას ამაქვეყნის ძლიერთაგან მოელოდა. მეფის ბრძანებით ძვირფასი ძღვენით დატვირთული საიდუმლო ელჩობა თეგლათ-ფალასარისკენ მიიჩქაროდა. ეს უფსკრულში გადახტომის მსგავსი სასოწარკვეთილი ნაბიჯი იყო. ‘მე მონა და ძე ვარ შენი, - წერდა ახაზი ძლევამოსილ დამპყრობელს, - მოდი და ისრაელისა და სირიის მეფეთა მძლავრებისგან დამიხსენი, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ ამხედრებულან”99.

ნეტარი იერონიმე: განა სიმდაბლის გამო ამბობს მეფე უარს ნიშანზე, არამედ სიამაყეა ამის მიზეზი. მართალია, დაწერილია მოსესთან: ‘არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი”100, რითაც უფალმა ეშმაკს მიუგო უდაბნოში გამოცდისას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიიღო რა მეფემ განჩინება სასწაულის მოთხოვნისა, მორჩილების მიზეზით უნდა შეესრულებინა შეთავაზება, მით უმეტეს რომ ამის მაგალითები წმინდა წერილშიც არსებობს გედეონისა და მანოეს სახით, რომლებმაც ითხოვეს და მიიღეს კიდეც ნიშანი101. ებრაული ტექსტის ორაზროვნებიდან გამომდინარე ახაზის სიტყვები ასეც შეიძლება გვესმოდეს: არ განვადიდებ უფალს, რადგან იცოდა უკეთურმა მეფემ, რომ თუკი ნიშანს მოითხოვდა, აუსრლდებოდა, ხოლო ამით ღმერთი განდიდდებოდა. ამიტომაც, ვითარცა კერპმსახური, რომელმაც ყოველ გზაჯვარედინზე, გორაკებსა და ჭალებში აღმართა კერპები, უარს ამბობს შეთავაზებული ნიშნის მოთხოვნაზე102.

მხ. 13-14. ‘და თქვა ესაიამ: ახლა ისმინე, დავითის სახლო, არ კმარა შენთვის, რომ ხალხს აღონებ, ახლა ჩემი ღმერთიც გინდა შეაღონო? ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს სახელად ემანუელს”103.

ესაია იუწყება, რომ მეფის უარის მიუხედავად ღმერთი ნიშანს მაინც გამოავლენს და ეს ნიშანი ქალწულისაგან შობილი ყრმა იქნება, რომელსაც ემანუელს უწოდებენ. ბიბლიის მკვლევარნი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრებას გამოთქვამენ:

1. მოცემულ შემთხვევაში ესაია ახაზს ნაცნობ ქალზე მიუთითებს, რომელიც მეფისა და წინასწარმეტყველის შეხვედრისას გაუთხოვარი იყო და, შესაბამისად, – ქალწული, მაგრამ იგი მალევე დაოჯახდება, დაფეხმძიმდება, შობს ძეს, რომელსაც ემანუელს უწოდებს, და სწორედ ეს უნდა იყოს მეფისთვის ნიშანი, რომ იუდეის სამეფომ, ესაის მოთხოვნისამებრ, შეწყვიტოს კავშირი ასურეთთან104.

2. კომენტატორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ესაია საკუთარი ძის შობის თაობაზე საუბრობს. წარმოდგენილი მოსაზრების არადამაჯერებლობა რამდენიმე საპირისპირო არგუმენტით დასტურდება: ა). ქალწულის შესახებ წინასწარმეტყველების წარმოთქმისას ესიას მეუღლეს უკვე ჰყავდა ერთი ვაჟი – შეარ-იაშუბი და, შესაბამისად, ის ქალწული ვერ იქნებოდა. ბ). ესაიას მეორე ვაჟს ერქვა მაჰერ შალალ ხაშ ბაზი და არსადაა ნათქვამი, რომ მას ემანუელს უწოდებდნენ.

ბიბლიისადმი კრიტიკულად განწყობილი მკვლევარები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ებარული ტერმინი almah არათუ ქალწულის, არამედ ჩვეულებრივი, გათხოვილი ქალის შინაარს მოიცავს და, შესაბამისად, წინასწამრტყველებაში არაფერია ნათქვამი ქალწულისაგან ძის შობის შესახებ.

ებრაული ტერმინის წინდებული ha (შდრ. ha-almah) მართლაც მიუთითებს, რომ ესაია ვიღაც განსაზღვრული, ყველასთვის ნაცნობი დედაკაცის შესახებ საუბრობდა, მაგრამ ამგავრი მსჯელობა განსხვავებული, მესიანური შინაარსის განმარტების შესაძლებლობას იძლევა, რის შესახებაც ეკლესიას მრავალი არგუმეტი გააჩნია:

1. მათე მახარებლი ადასტურებს, რომ ესაიას სიტყვები მაცხოვრის ქალწულისგან შობას უკავშირდება105.

2. უძველესი ბიბლიური თარგმანები, სეპტანტა და პეშიტო. პირველ მათგანში haalmah თარგმნილია როგორც παρθένος106, რაც განსხვავებული შესატყვისების გარეშე საკუთრივ ქალწულს გულისხმობს. პეშიტოს შესაბამის მუხლშიც იგივე მდგომარეობაა: ასურულ თარგმანში გამოყენებული სიტყვა, სხვა რამ ინტერპრეტაციის გამორიცხვით, ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრულ სახელს - ქალწულს ნიშნავს.

3. ბიბლიურ ტექსტში ტერმინი almah რამდენიმეგზის ფიქსირდება და ფიზიკურად მომწიფებულ, მაგრამ უქორწინებელ ქალს (ანუ ქალწულს) გულისხმობს107.

წარმოდგენილი მსჯელობის ფონზე ისმის კითხვა: ესაიას მიერ ნათქვამ ნიშანს, რომელიც შვიდი საუკუნის მერე უნდა აღსრულებულიყო, როგორ უნდა რწმუნებოდნენ წინასწარმეტყველის თანამედროვე იუდეველები? საქმე ისაა, რომ ესაია საღვთო მოწყალების უაღმატებულესი მოვლენის - ძე ღმერთის განკაცების შესახებ იუწყება. წინასწარმეტყველს სურს წარმოაჩინოს, რომ თუ ეგზომი საღვთო კაცთმოყვარების გამოვლენაა შესაძლებელი ადამიანთა მოდგმის მიმართ, გაცილებით ნაკლები წაყლობაა საჭირო ისრაელისა და სირიის სამხედრო მოქმედებების შესაჩერებლად. ამიტომაც ესაიას თანამედროვეებს უნდა ჰქონდეთ ღვთის შეწევნის იმედი. ამავდროულად მესიის შობა დავითის შთამომავლობაში უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, გაერთიანებული ორი სამეფოს სურვილი, დაიპყრონ იუდეა, გაანადგურონ სამეფო ხელისუფლება და დავითის მოდგმას სხვა ვინმე ჩაანაცვლონ, რითაც დიდი მეფის ხაზით გვარის გამგრძელებელი თაობები არსებობას შეწყვეტდნენ, განუხორციელებელი დარჩება, რადგან სწორედ დავითის ჩამომავლობაში განკაცდება მესია.

წმ. იოანე ოქროპირი: ესაიას სიტყვები საკუთრივ ქალწულს რომ არ გულისხმობდეს, არც რამ ნიშანი იქნებოდა ამაში. ნიშანი მოვლენათა საერთო რიგისგან უნდა სხვაობდეს და ბუნებრივ მდგომარეობას ისე აღემატებოდეს, რომ ყოველი მხილველი თუ მსმენელი ამჩნევდეს ამას. ასეა აქაც, საუბარი ჩვეულებრივ, წესისამებრ მშობიარე დედაკაცს რომ შეჰხებოდა, რატომ უნდა დაესახელებინა ესაიას ეს, როგორც ნიშანი? სწორედ ამ მიზეზით წინასწარმეტყველი საუბრის დასაწყისშივე იმას კი არ ამბობს: აჰა, ქალწულიო (παρθένος), არამედ წარმოდგენილ ტერმინს ἡ არტიკლს ამატებს (ἡ παρθένος), რაშიც განსაკუთრებულ, ერთადერთ ადამიანს - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მოიაზრებს. ეს რომ ჭეშმარიტად ასეა, ამას სახარებაც ადასტურებს. როდესაც იუდეველებმა იოანესთან ადამიანები მიავლინეს სათქმელად: ‘ვინ ხარ შენ?” არ უკითხავთ: შენ ხარ ქრისტე (χριστός), არამედ: შენ ხარ ὁ χριστός. არ უთქვამთ: ‘წინასაწარმეტყველი (προφήτης) ხარ?” არამედ იკითხეს: შენ ხარ ὁ προφήτης?108. ყოველი წარმოდგენილი სახელი განსაკუთრებულ მოვლენას გულისხმობს. იმევე მიზეზით იოანეს სახარების დასაწყისში ვკითხულობთ: ‘დასაბამად იყო სიტყვა (ὁ λόγος)”109  და არა - ‘დასაბამად იყო სიტყვა (λόγος)”. იგივე მდგომარეობაა ესაიასთანაც.

წინასწარმეტყველი ამატებს ნაწილაკს ‘აჰა” (‘აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს”), რადგან იგი მომავალში განსახორციელებელ მოვლენას აწმყოში ხედავს და ღვთისაგან გაცხადებულის სრული რწმუნება აქვს. შესაძლოა, ვინმემ იკითხოს: რატომ არ აღნიშნა ესაიამ, რომ ქალწულისაგან შობა სულიწმინდის ძალით მოხდებოდა? წარმოთქმული სიტყვები წინასწარმეტყველება იყო. ამიტომაც მსმენელის უგულისხმობის გამო საჭიროება მოითხოვდა, მოძღვრება საიდუმლოდ დარჩენილიყო, რომ ამ ადამიანებს, გაიგებდნენ რა ყოველივეს, წიგნები ცეცხლში არ დაეწვათ. მრავალი მაგალითი ვიცით, როგორ დაუნდობლად ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს, მით უმეტეს უდიერად მოეპყრობოდნენ მათ ნაწერებს. აღნიშნულის ჭეშმარიტებაში მარტივად დავრწმუნდებით, როდესაც იერემიას წიგნს გავეცნობით. იქ აღწერილია, როგორ დააქუცმაცა და ცეცხლს შეუკეთა იუდეველმა მეფემ წინასწარმეტყველის დაწერილი წერილი (შდრ. ‘წაიკითხავდა თუ არა იეჰუდი (იოაკიმე) სამ-ოთხ სვეტს, მოჭრიდა მეფე მწერლის დანით და ჩააგდებდა ცეცხლში, მაყალში რომ ენთო, ვიდრე მთელი გრაგნილი მთლიანად არ დაიწვა მაყალის ცეცხლში”. იერემ. 36.23)110.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: როდესაც ახაზმა უარი თქვა ნიშანზე და აღარ მოისურვა შეემეცნებინა ის, ვინც ჭეშმარიტად ბუნებითი ღმერთია, უზენაესმა თავად განაცხადა ზეგარდამო საიდუმლო და ამით კვლავ დაადასტურა, თუ რაოდან მოწყალეა იგი და მიუხედავად ადამიანთა მხრიდან უარყოფისა, მაინც მარადის ზრუნავს მათზე. და სწორედ ღმერთი გააცხადებს ნიშანს ამ ვითარებაში, რაც ქრისტეს წუთისოფელში მოვლინებით აღესრულება…

წმინდა წერილის ზოგიერთმა განმმარტებელმა ესაიას სიტყვები ასე გადმოგვცა: ‘აჰა, მუცლადიღებს ახალგაზრდა ქალი”. ვფიქრობ, სწორედ იუდეველბს ესაჭიროებათ, რომ ღვთის დედა ყმაწვილ ქალად მოიხსენიონ და ქალწული არ უწოდონ მას, რადგან მიაჩნიათ, რომ ასე შესაძლებელია საიდუმლოს ძალა მოუძლურდეს, მაგრამ მრავალი მიმართულებით იჩენს თვას მათი უგულისხმობა. უპირველეს ყოვლისა, თუკი ქალწულს ეწოდა ნორჩი ქალი, ამით მისი ქალწულება ხომ არ შეილახება?! მერე იმასაც ამტკიცებენ, რომ თითქოს ახაზის ცოლზე საუბრობდეს ესაია: ‘აჰა, მუცლადიღებს ახალგაზრდა ქალი”, და ჩვენ ამ ყრმაში ეზეკია უნდა ვიგულისხმოთ. ასე იმიტომ იქცევიან, რომ საწინასწარმეტყველო სიტყვა არ გამოუკვლევიათ და იმას ეჭიდებიან, რაც თავად აწყობთ და ამ ერთის იქით არსად მიდიან. თუმცა ნებისმიერს ძალუძს, უთხრას მათ: კეთილო ადამიანებო! ეზეკიას განა ვინ უწოდა ემანუელი? ან როგორ უნდა ამტკიცონ, რომ სანამ კეთილისა და ბოროტის გარჩევას ისწავლიდა (ეზეკია), ბოროტს არ დამორჩილებია და სახიერებას დაშურებია?

ასე რომ, მათი ამაოდმეტყველების უკუგდების შემდეგ ჩვენ ჭეშმარიტი მოძღვრება გამოვიკვლიოთ და ვირწმუნოთ, რომ წინამდებარე წინასწარმეტყველების მიერ ღვთისაგან ღვთისმშობლის საიდუმლო გვეუწყა. მამისგან მაღლით გარდამოსული ძე, ერთარსი მამისა, საკუთარ თავს წარმოიცალიერებს (შდრ. ‘მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა”. ფილიპ. 2.7), ქალწულებრივ თბეს ხორციელ ბუნებად შეიწყნარებს, ამავდრულად, ქალწული განა მამაკაცის თესლის მიერ მუცლადიღებს, არამედ - სულიწმინდის ძალითა და მოქმედებით, ვინაიდან ასე თქმულა ნეტარი გაბრიელისგან წმინდა ქალწულისთვის: ‘სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ”111. მაშ ასე, შობს, ნათქვამია, ძეს და შენ, დავითის სახლო, უწინარეს რომ უარს ამბობდი, ღმერთზე დაგემყარებინა სასოება და ნიშანი გეთხოვა მისგან, ემანუელი ეწოდება ყრმას, ხოლო მის მიერ კი ადამიანური ხატით გაცხადებულ ღმერთს შეიმეცნებ; რადგან რაჟამს მხოლოდშობილი ღვთის სიტყვა მსგავსად ჩვენდა გამოგვიჩნდა, სწორედ მაშინ იყო იგი ჩვენთან (ემანუელ – ჩვენთან არს ღმერთი), ვინაიდან ყოველ ქმნილებაზე აღმატებული არსი ჩვენი ხატისებრ გახდა112.

ნეტარი იერონიმე: იმისთვის რომ იუდეველებს ვედავოთ და შეუპოვარ ორთაბრძოლაში არ მივცეთ მიზეზი, ჩვენს უვიცობას დასცინონ, ვიტყვით, რომ ქალწულს ებრაულად bethula ეწოდება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინის მაგივრად გამოყენებულია alma, რაც, გარდა სამოცდაათისა, ყველას როგორც ყმაწვილი ქალი (adolescentula) უთარგმნია. ებრაელებთან alma ორაზროვანი მნიშვნელობისაა, რადგან აღნიშნავს როგორც ყმაწვილ ქალს, ასევე დაფარულსაც (ἀπόκρυψος). ამიტომაც მეათე ფსალმუნის ზედწერილი, სადაც ებრაულ ფსალმუნში გვხვდება alamoth, ზოგიერთებმა თარგმნეს როგორც სიყმაწვილის შესახებ, ხოლო სამოცდაათმა – საიდუმლოთა შესახებ (ὑπὲρ τῶν κρυφίων). დაბადების წიგნშიც ვკითხულობთ, რომ იქ, სადაც რებეკას alma ეწოდა, აკვილამ არა ყმაწვილი ქალი, არამედ როგორც დაფარული თარგმნა. შუნამელმა ქალმაც ელისეს გარდაცვლილი შვილის გაცოცხლება სთხოვა, წინასწარმეტყველისგან კი ასეთი სიტყვები მოისმინა: ‘თავი დაანებე, რადგან სული აქვს გამწარებული, ღმერთმა კი დამიმალა და არ გამოუცხადებია ჩემთვის”113. ებრაულში ნაცვლად სიტყვისა ‘ღმერთმა კი დამიმალა” წერია: eelim memmenni. მაშ ასე, სიტყვით alma აღინიშნება არა მარტო მოზარდი ან ყმაწვილი, არამედ დაფარული და საიდუმლო ქალწული, რომელიც არასოდეს ჩვენებია მამაკაცის მზერას და დიდი გულმოდგინებით იყო დაცული მშობელთა მიერ. ფინიკიურ ენაზეც, ამბობენ რა, რომ ებრაული ენის ფუძიდან მომდინარეობს იგი, ქალწული პირდაპირი მნიშვნელობით almaა-დ იწოდება. ჩვენს ენაზეც alma წმინდას აღნიშნავს… რამდენადაც მახსოვს, ვფიქრობ, არასოდეს წამიკითხავს, რომ alma დაქორწინებულ ქალს ეწოდებოდეს სადმე, არამედ მხოლოდ ისეთს, ვინც ქალწულია და, ამასთან, ძალიან ახალგაზრდა, ნორჩი ქალწული…

შემდეგ: ‘და უწოდებ სახელად ემანუელს” - სამოცდაათსა და დანარჩენ სამს (თეოდოტიანე, აკვილა და სიმაქოსი) ერთნაირად უთარგმნიათ, ხოლო მათე მახარებელი კი წერს: ‘…და უწოდებენ სახელად ემანუელს”114, რაც ებრაულში არ გვხვდება. მაშ ასე, დავითის სახლო, ის ყრმა, რომელიც ქალწულისაგან იშვება, შენ მიერ ემანუელად იქნება სახელდებული…

ებრაული ზმნა carathi, რაც მთარგმნელებს გადმუტანიათ როგორც ‘უწოდებ”, ამავდროულად მესამე პირის მნიშვნელობითაც შეიძლება გვესმოდეს (‘უწოდებს”), ანუ ქალწული, რომელიც შობს ძეს, სახელად თავად უწოდებს მას ემანუელს. დიდი ყურადღებით უნდა შევნიშნოთ, რომ მახარებლები და მოციქულები ძველი წიგნებიდან მოხმობილი წინადადებების არა ბულკვალურ ციტირებას, არამედ შინაარს გვაუწყებენ. სწორედ ამიტომ მათემ ნაცვლად ზმნისა მიუდგეს შემოგვთავაზა მუცლად-იღებს და ნაცვლად უწოდებ – უწოდებენ. ებრაელები ფიქრობენ, რომ წარმოდგენილი წინასწარმეტყველება ახაზის ძეს, ეზეკიას, უკავშირდება… მაგრამ ვინაიდან ზემოაღნიშნულ მოვლენებს ახაზის მეფობის პირველ წელს ჰქონდა ადგილი, განა შეიძლება მოცემულ ვითარებაში საუბარი ეზეკიას (აქაზის ძის) მუცლადღებასა და შობას ეხებოდეს, მაშინ როდესაც ახაზის გამეფებისას ეზეკია ცხრა წლის იყო? შესაბამისად, წარმოდგენილი ხელოვნური მსჯელობა მხოლოდ ბრიყვთათვისაა განკუთვნილი. ზოგოერთი ჩვენგანი კი ამტკიცებს, რომ ესაიას ორი ძე ჰყავდა – იასუბი და ემანუელი და ემანუელი წინასწარმეტყველი ცოლისგან შობილი ძე იყო, მსგავსად ჩვენი მხსნელი უფლისა და ყოველივე ეს მომავალში განხორციელებული მოვლენის წინასახეა. ასე რომ, პირველი ძე იასუბი, რაც ითარგმნება როგორც ‘მიტოვებული” ან ‘მომქცევი”, ღვთისაგან მიტოვებულ და შემდგომში კვალად მოხმობილ იუდეველ ერს მოასწავებს, ხოლო ემანუელი - ჩვენთან არს ღმერთი, ღვთის განკაცების შემდეგ წარმართთა საღვთო წიაღში მოხმობის სიმბოლოა115.

წმ. ბასილი დიდი: იუდეველები სამოცდაათთა თარგმანს ბასრობენ და ამბობენ, რომ ებრაულში წერია არა ‘ქალწული”, არამედ ‘ყმაწვილი ქალი”. სინამდვილეში იმავე სახელით შესაძლებელია მოიხსენიო მხოლოდ მოზარდი გოგონა და არა გაუთხოვარი ქალი. მათთვის გასაცემი პასუხი საკმაოდ ხელსაყრელია და თავისთავად არის მზად. თუკი ნიშანი რაღაც გასაოცარი და კაცთა ჩვეულებრივი წესისგან განსხვავებული რამაა, მაშ, გან საკვირველია, რომ მრავალ დედაკაცთაგან ერთ-ერთს, ქმართან თანამცხოვრებს, ძე შესძენოდა? ან როგორ უნდა დარქმეოდა ხორციელი გულისთქმით შობილს ემანუელი? ამიტომაც, თუკი ღვთისაგან ბოძებული ნიშანია, შობაც არაჩვეულებრივი იქნება. საპირისპირო შემთხვევაში კი ნიშანსაც ნუ დაარქმევ მას და არც ემანუელი უწოდო, ვინაიდან მშობელი რომ ქალწული არ ყოფილიყო, სასწაულის არსი რა იქნებოდა? და თუ შობა ღვთაებრივად, სხვებისგან განსხვავებულად არ აღესრულა, რატომ არის ეს ემანუელის მოსვლა?116

მხ. 15-16. ‘ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის. მაგრამ ვიდრე ყრმა ისწავლიდეს ბოროტის უკუგდებას და სიკეთის არჩევას, გაუდაბურდება ეს მიწა, რომელსაც შენ მისი ორი მეფის გამო განუდექი”117.

წმ. იოანე ოქროპირი: ცხადია, რძითა და თაფლით გამოკვება არა საღვთო, არამედ კაცობრივი ბუნების მახასიათებელი თვისებაა. იგი არა ყოვლითურთ სხვაობდა ჩვენგან, არც ყველაფერი საერთო ჰქონია ჩვენი. დედაკაცისგან შობა ჩვენეულია, მაგრმა ქალწულისაგან დაბადება \ უზეშთაესი. ესაია იმასაც ამბობს, რომ სანამ ეს ყრმა ბოროტებას შეიმეცნებდეს, შობიდანვე სათნოებებით აღივსება და არასოდეს ექნება წილი ბოროტებასთან118.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: იმასაც მიაქციე ყურადღება, ყრმა ემანუელის საღვთო და კაცობრივ ბუნებათა წარმოსაჩენად წინასწარმეტყველი მას ღვთაებრივ და ადამიანურ თვისებებს რომ განუკუთვნებს. ჭეშმარიტ სხეულებრიობას (ე. ი. კაცობრივ ბუნებას) ისეთ საკვებზე მითითებით გვიდასტურებს, რითაც ჩვეულებრივი ყრმებიც იკვებებიან: ერბო და თაფლი. ხოლო იქმნა რა იგი ხორცად (ე. ი. განკაცდა), მიუხედავად ამისა, ყოველ ცოდვას აღემატა, ვითარცა ღმერთი. სწორედ ამას გვასწავლის ესაია, რაჟამს ამბობს: ‘რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა მის კეთილისა, გინა ბოროტისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი”119. ვინაიდან ადამიანებს, რომლებსაც არ მიუღწევიათ სიმწიფისა და გარკვეული ასაკისთვის, რაც თავად დროის მიზეზით კეთიგონიერებადაა შეფასებული, განა შესწევთ უნარი, ბოროტი და კეთილი გაარჩიონ ერთურთისგან? და მხოლოდ მაშინ აკეთებენ შესაბამის არჩევანს, რაჟამს დრო აწვევს ამისკენ. ღვთაებრივი და უზენაესი ბუნება, რომელიც არა ჩვენებრ, არამედ საკუთარ შესაფერის სიმაღლეზეა, არასოდეს ეზეიარება ბოროტებას და უკეთურების ნებისმიერ სახეს უარყოფს, თავად კი არავისგან გამოიცდება, არამედ პირიქით, ბუნებრივადაც და არსებითაც არასოდეს ემორჩილება უკეთურებას. მაშ ასე, საღვთო ბუნების სათნოებებში სამარადჟამო სიმტკიცეს ესაია შემდეგი სიტყვებით ცხადყოფს: ‘შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი”. ჭეშმარიტად ქრისტესთან მიმართებით ითქვა ყოველივე ეს, ვინაიდან, მართალია, ხორციელად ყოვლადწმინდა ქალწულისგან იშვა იგი, მაგრამ ღმერთი იყო ბუნებით და ღვთისგან სიტყვა მოგვევლინა. უწინარეს ყოველთა საუკუნეთა წმინდად ჰგიეს, ხოლო განკეცებისას, ვითარცა უფალი, არაფრით დაჰკლებია სრულყოფილებას, თუმცა არც კაცება უარუყვია განგებულებით, რომ მას რწმუნებოდნენ, ვინც ჭეშმარიტად ჩვენებრ იქმნა და ამგვარად წმინდაეყო შობა ჩვენეული. სწორედ ამ ჟამს, ემანუელის შობისას, ‘გაუდაბურდება ეს მიწა”, რადგან ყრმის მოვლინებისას წმინდა მიწა და ქალაქი, რაშიც ეკლესია მოიაზრება, ყველა მტერს გაუსწორდება, რომლებიც იხილავენ რა მის ძლიერებას, დაუტევებენ ღვთისაგან დაცულს, რადგან ‘მე ვიქნები მისთვის, ამბობს უფალი, ცეცხლის კედლად ირგვლივ და დიდებად მის შუაგულში” (ზაქარ. 2.5)120.

ესიამ აღნიშნული წინასწარმეტყველება ძვ. წ. აღ-ის 734 წელს წარმოთქვა. 732 წელს თეგლათ-ფალასარ III სირია-ისრაელის კოალიციური არმია დაამარცხა, დაიპყრო და დაარბია ქალაქი დამასკო. ახაზი სირიის დედაქალაქში ესტუმრა ასურელ მონარქს და დიდძალი სიმდიდრე მიართვა. დამასკოში ნანახი სილამაზით ძლიერ მოხიბლულმა იუდეველმა მეფემ წარმართულ ქალაქში აგებული სამსხვერპლოს ზუსტი ასლის შექმნა და იერუსალიმის ტაძარში განთავსება ბრძანა, რითაც ძლიერ განარისხა შემოქმედი. მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მარცხმა იუდეას საბოლოო განსვენება მაინც არ მოუტანა. ამჯერად ახალ დაბრკოლებად თავად ასურეთი აღიმართა, თუმცა ახაზმა დიდძალი სიმდიდრის გადახდის შედეგად საფრთხეს თავი დააღწია.

ნეტარი იერონიმე: ასეთია წარმოდგენილი უწყების შინაარსი: დავითის სახლო! შენ, ვისაც ღვთის სიტყვით დაგევალა ყრმისთვის ემანუელი გეწოდებინა, განსაცდელისას სწორედ მის სახელს უნდა მოუხმო და ნუ გაგიკვირდება მოვლენის სიახლე, თუკი ქალწული ესოდენ ხელმწიფების მქონე ღმერთს შობს. ვინც მომავალში, მრავალი დროის შემდეგ უნდა დაიბადოს, ამჯერად მისდამი ლოცვების გზით გამოგიხსნის, რადგან სწორედ ის უფალია, რომელიც აბრაამს ეცხადებოდა და მოსეს ესაუბრებოდა. ამასთან, უფრო გსაოცარ რამესაც ვიტყვი, შენ რომ არ გეფიქრა, თითქოს მოჩვენებითად იშვება იგი, ამიტომაც ყრმის საკვებს გამოიყენებს და ერბოსა და თაფლს შეჭამს. მართალია, მრავალი წლის შემდეგ მახარებელი გვიმოწმებს, რომ ‘იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმრთისა და კაცთა წინაშე”121, მაგრამ აღნიშნული ცნობა ჭეშმარიტი კაცობრივი ბუნების მადასტურებელია, თუმცა ჯერ კიდევ სახვეველებში შემოსილსა და ერბოსა და თაფლის მიმღებს ეცოდინება ბოროტისა და კეთილის გარჩევა და ბორტის უარმყოფელი მარადის სიკეთეს აირჩევს.

სამარია ასურელებმა ეზეკიას მეფობის მეექვსე წელს აიღეს, ხოლო ხსენებული იუდეველი მეფე ოცდათერთმეტი წლის იყო ამ დროს. შესაბამისად, თუკი მოცემულ შემთხვევაში იუდველთა თქმით, ესიას წინასწარმეტყველება ეზეკიას შესახებ იუწყებოდა, რომ თითქოს სირია და სამარია მანამ განადგურდება, სანამ ხსენებული ყრმა სიყმაწვილის წლებს დაუტევებდეს, გვიპასუხონ მათ, თუ როგორ უნდა მოვიაზროთ მოცემულ შემთხვევაში ოცდათერთმეტი წლის იუდეველი მეფე, რომელიც თითქოს კვლავ ერბოთი და თაფლით იკვებება და ბოროტისა და კეთილის არჩევა ვერ უსწავლია? ხოლო თუკი იმავე ცნობას უფალს განვუკუთვნებთ, ყველაფერი გასაგები გახდება, რადგან სწორედ მისი შემწეობით გათავისუფლდება იუდეველთა მიწა ორი დამპყრობლის, სირიისა და ისრაელისგან, დავითის მოდგმა კი - ორი მეფის, რეცინისა და ფეკახისაგან122.

წმ. ბასილი დიდი: ემანუელი საბავშვო საკვებს, ერბოსა და თაფლს, იგემებს. თუმცა ჯერ კიდევ ყრმობის წლებში მყოფი, მასში არსებული სათნოებების ძალით, სრულყოფილ ასაკამდე უარყოფს უკეთურებას და სათნოებას აირჩვეს. ჩვენს ბუნებას ორივესკენ თანაბარი სწრაფვა გააჩნია და მსგავსად სასწორისა არაიშვიათად ბოროტებისკენ, რიგ შემთხვევაში კი სათნოებისკენ მიიდრიკება, რადგანაც სული ხან ვნებას ესწრაფვის, ზოგჯერაც გონიერებით უკეთესისკენ სრბოლობს. მაგრამ განა ასეა ღმერთი?! პირიქით, ის შობიდანვე სიკეთესთან იყო ზიარი. რას ვკითხულობთ? ‘რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა მის კეთილისა, გინა ბოროტისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი”, მაგრამ რაჟამს დაბადების წიგნში აღწერილს მივუბრუნდებით, ‘კეთილისა და ბოროტის შეცნობის”123 შესახებ, აქ ადამის ცოდვით დაცემამდელ მდგომარეობასთან აღმოაჩენ ამჟამად ნაუწყების სიახლოვეს, რადგან არც ადამს ჰქონდა გამოცდილი ბოროტი. ამიტომაც უფალი ყრმობის წლებიდანვე ცოდვით დაუზიანებელი ადამის თვისებებს ავლენდა124.

დეკან. ალექსანდრე მენი: ახაზს, უეჭველია, სმენოდა ესაიას შესახებ, რომელმაც ჯერ კიდევ იოათამის დროს მოიხვეჭა დიდი სახელი. ყოველ შემთხვევაში, მეფემ კარგად უწყოდა, რომ მის წინაშე ღვთისაგან წარმოგზავნილი ადამიანია, წინასწარმეტყველი, ვისთვისაც მრავალი საიდუმლოა საცნაური. ესაიას სიტყვები ღრმა დამარწმუნებლობითა და ძალით იყო აღსავსე. ‘მშვიდად იყავი და არ აღელვდე, ნუ შეშინდები!” - ეუბნება წინასწარმეტყველი ახაზს, თუმცა გაგონილმა მეფეზე ზეგავლენა ვერ იქონია, ვინაიდან იგი მეტად იარაღის ძალას ენდობოდა, ვიდრე ზეციურ შეწევნას. ამგვარი უგულისხმობის მხილველი ესაია ახაზს, ვითარცა დავითის შთამომავალს, მოუწოდებს, რომ ნიშანი მოითხოვოს, რითაც სიონური აღთქმა დადასტურდება… მცირედმორწმუნე მეფის უარის მიუხედავად ესაიამ იაჰვეს ნიშანი სახალხოდ ასე განაცხადა: ‘ახლა ისმინე, დავითის სახლო, არ კმარა შენთვის, რომ ხალხს აღონებ, ახლა ჩემი ღმერთიც გინდა შეაღონო? ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს სახელად ემანუელს. ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის. მაგრამ ვიდრე ყრმა ისწავლიდეს ბოროტის უკუგდებას და სიკეთის არჩევას, გაუდაბურდება ეს მიწა, რომელსაც შენ მისი ორი მეფის გამო განუდექი”. ბერძნული ბიბლიის შემქმნელები სიტყვა ალმას, როგორც წესი, ყმაწვილ ქალად თარგმნიან, მაგრამ ემანუელის შესახებ წინასწარმეტყველებაში გამოყენებულია ტერმინი ‘ქალწული” (ჰჟ პარქე>ნოვ). უნდა აღინიშნოს, რომ ფილოლოგიური თვალსაზრისით ამგვარი თარგმანი სავსებით გამართლებულია, რადგან წმინდა წერილის რიგ ადგილებში აღნიშნული სახელით სწორედაც რომ ქალწულები იხსენიებიან125. წინასწარმეტყველების არსი ასეთია: ორი-სამი წლის მანძილზე, როდესაც ხსენებული ყრმა ჩაისახება, დაიბადება და პირველ შემმეცნებლობით ნაბიჯებს გადადგამს, სწორედ ამ დროისთვის დაითრგუნებიან იერუსალიმის მტრები. შვიდი საუკუნის შემდეგ მახარებელი აღნიშნულ ცნობას იხსენებს და იესო ქრისტეს შობას განუკუთვნებს მას. შესაბამისად, ბუნებრივად ისმის კითხვა: რაზე საუბრობდა ესაია – მომავალი მხსნელის თაობაზე თუ ისრაელისა და სირიის გაერთიანებული სამხედრო ძალებისგან დედაქალაქის დაცვაზე? წინასწარმეტყველება ორმაგი მნიშვნელობის იყო. იგი სახელმწიფოს წინაშე არსებული განსაცდელის არიდების უეჭველობასაც წარმოაჩენდა და, ამავდროულად, ესაიას მიერ წარმოთქმულ პირველ მესიანურ უწყებასაც განეკუთვნებოდა126.

მხ. 17. ‘ისეთ დღეებს მოგივლენს უფალი შენ და შენს ხალხს, და შენი მამის სახლს, როგორიც არ დამდგარა იუდასგან ეფრემის განდგომის დღიდან - მოგივლენს აშურის მეფეს”127.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ორი მეფის, რეცინისა და ფეკახის, გაერთიანებით შეძრწუნებულ ახაზს ყოველთა უფალი შემწეობას ჰპირდება. ხოლო სურდა რა, რწმენაში განემტკიცებინა იგი, უფლება მიანიჭა, ნიშანი მოეთხოვა მაღლა ცაში, ან დაბლა დედამიწაზე და თვით ქვესკნელშიც კი. როდესაც მეფემ უარი თქვა, მაშინ ღმერთმა თავად გამოუცხადა დავითის სახლს, რომ ქალწული მიუდგებოდა, შობდა ძეს და სახელად ემანუელი ეწოდებოდა.

როდესაც ამ ყოველივეს შესახებ სიტყვამ ძლიერი ზეგავლენა იქონია, მაშინ ესაია მომავლის თაობაზე უწყებიდან პიროვნულად კვლავ ახაზს დაუბრუნდა, რადგან საჭირო იყო, ჭეშმარიტად საჭირო იყო, რომ ქრისტესგან მომდინარე ხსნის შესახებ უწყება გაცხადებოდა დავითის სახლს. საშინელი და არასასურველი მოვლენების თაობაზე ცნობებს კი უფალი იმიტომ იუწყება, რომ იცოდნენ მათ, მართლაც საშიშია და ბოროტისმომტანი საღვთო დიდების შეურაცხყოფა, უფალთან დაპირისპირება და მისი გვერდის ავლით სხვა, არარსებული ღმერთების პატივმიგება. მაშ ასე, გარკვეულ დროში იერუსალიმი და მთელი იუდეა უკიდურესად მძიმე განსაცდელს დაექვემდებარება, რაზეც ესაიამ ცხადად მიუთითა…

ვინაიდან სიტყვის შინაარსი ძნელად არის გასაგები, შეძლებისამებრ მის გამორკვევას შევუდგეთ. ‘ისეთ დღეებს მოგივლენს უფალი შენ და შენს ხალხს, და შენი მამის სახლს, როგორიც არ დამდგარა იუდასგან ეფრემის განდგომის დღიდან”. წარმოდგენილი წინადადების მნიშვნელობა ამგვარია: სოლომონის ძის – რობოამის მეფობისას ეფრემი, ანუ ათი ტომისაგან შემდგარი საზოგადოება, იუდეას გაერიდა, თუმცა შემდგომში მრავალი არასასურველი რამ შეემთხვა მათ: სამარია გაუდაბურდა, იუდეასაც ესხმოდნენ თავს მეზობელი ხალხები – იდუმიელები, მოაბელები, ფილისტიმელები. ასე რომ, ორივე სახელმწიფომ უმძიმესი დღეები გადაიტანა; უფალი კი ამბობს, რომ ისეთი დღეები ეწევა იუდეას, რომლის მსგავსიც სამეფოს გაყოფიდან მოყოლებული არ უნახავს მას. და მაინც, რა ჟამი და დღეები იქნება ასეთი? ‘მოგივლენს აშურის მეფეს”, იქვე უთითებს ესაია და აშურის მეფეში ნაბუქოდონოსორს გულისხმობს, რომელმაც მთელი ეირუსალიმი გააუდაბურა, იძულების წესით მთელი იუდეა დაიმორჩილა, ღვთაებრივი ტაძარიც გადაწვა და რაც კი სხვა ხალხებთან უმოქმედია, იგივე ხერხები გამოიყენა რჩეულ ერთან მიმართებითაც128.

მ. ბასილი დიდი: ვფიქრობ, საწინასწარმეტყველო სიტყვა უკანასკნელ დღეებზე მიგვანიშნებს, როდესაც იერუსალიმი ალყაში მოაქციეს რომაელებმა129.

მხ. 18-19. ‘იმ დღეს სტვენით მოუხმობს უფალი ბუზებს, ეგვიპტის ჭაობებში რომ არიან, და ფუტკრებს, აშურის ქვეყანაში რომ არიან. მოვლენ და შეესევიან გაუდაბურებულ ხეობებს, კლდეთა ნაპრალებს, ყოველ ძეძვნარს და ყოველ საძოვარს”130.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინასწარმეტყველი ნათქვამს განავრცობს და ომის დადგომას აღწერს, რომელიც მალე მიუახლოვდება იუდეველთა მამულს და იავარყოფს მას. ბუზებად ეგვიპტეს მოიხსენიებს მათი სიმრავლის მიზეზით, ხოლო ფუტკრებს ასურელებს უწოდებს, რადგან ფუტკარი მრავალ ფერშია შემოსილი და საწერტალსაც ფლობს. ასევე შეგვიძლია დავახასიათოთ ასურელებიც, რომლებსაც ძლიერ უყვართ ფერადი სამოსი და, ამასათანავე, ბასრი შუბებით არიან შეიარაღებული. ვფიქრობ, კვლავ მეფეთა წიგნები უნდა მოვიშველიოთ. მაშ ასე, ახაზის ძე, ვისაც წინამდებარე სიტყვები მიემართება, ეზეკია იყო, ეზეკიას ძე – მანასე, ხოლო მანასეს ვაჟი – ამონი, ამ უკანასკნელს კი იოშია ეყოლა. იგი ღირსეული მეფის სახელითაა ცნობილი. იოშია ფარაონთან ბრძოლაში იქნა მოკვდინებული, რადგან გზას არ უთმობდა ეგვიპტურ ჯარს, რომ ასურეთისკენ გადაადგილებულიყვნენ და სწორედ ამას მიუთითებს საწინასწარმეტყველო სიტყვა. არც ასურელთაგან დაკლებიათ განსაცდელი იუდეველებს131.

მხ. 20-25. ‘იმ დღეს გაუპარსავს ჩემი მეუფე მდინარის გაღმიდან ნაქირავები სამართებლით - აშურის მეფით - თავს და ფეხის ბალანს და წვერსაც მოკვეცავს. იმ დღეს გამოზრდის კაცი ერთ დეკეულს და ორ ცხვრს. რა რძესაც მოიწველიან, იმის ერბოს შეჭამს, რადგან ერბოთი და თაფლით გამოიკვებება ქვეყანაში დარჩენილი მთელი ხალხი. იმ დღეს ყოველი ადგილი, სადაც ათასი ვერცხლის საღირალი ათასი ძირი ვაზი იყო ჩაყრილი, ჯაგნარად და ეკალ-ნარად გადაიქცევა. ისრით და მშვილდით მოვლენ იქ, რადგან ნარი და ეკლიანი ბუჩქი იქნება მთელი ქვეყანა. და არც ერთ მთაზე არ წახვალ, რადგან შეგეშინდება ნარის და ეკლიანი ბუჩქის; საძოვრად გაიყვანენ იქ ხარებს და წვრილფეხა საქონელი გათელავს მას”132.

ესაია მეფეს აფრთხილებს, რომ ასურელი ‘კეთილისმყოფელი” სამართებელი იქნება იუდეისთვის. თაფლისა და რძის სიმრავლე (შდრ. ‘ერბოთი და თაფლით გამოიკვებება ქვეყანაში დარჩენილი მთელი ხალხი”) არა კეთილდღეობის, არამედ უბედურების სიმბოლოა. საქმე ისაა, რომ მტრის გამალებული თავდასხმების შედეგად დაუმუშავებლად დარჩენილ იუდეის სამეფოს მინდორ-ველებზე ბალახი და ველური ყვავილები მომრავლდება. შესაბამისად, პირუტყვს მრავალი საკვები ექნება, მოსახკლეობა კი პურის გარეშე დარჩება. ერთადერთი საზრდო რძე, ერბო და მიტოვებულ ველებზე გამრავლებული ფუტკრების მიერ მომუშაკებული თაფლი აღმოჩნდება. აღნიშნული წინასწარმეტყველება ბაბილონელთაგან იუდეის დამორჩილებას უკავშირდება133.

------------------------------------------------------

შენიშვნები

 

1 - შდრ. "ხილვა ესაიასი, ამოსის ძისა…" (ეს. 1.1).

2 - საღვთისმსახურო წიგნში "ჟამნი" ვკითხულობთ: "წმიდისა წინასწარმეტყველისა ამოსისა, ესე იყო მამა ისაია წინასწარმეტყველისა, ხოლო იშვა თეკუსს ქუეყანასა ზაბულონისსა, და წინასწარმეტყველებდა ათხუთმეტ წელ, ხოლო წინა უსწრო ქრისტეს შობასა წლითა შვიდას ოთხმეოცდა ათ ცხრამეტითა, და მერმე კუერთხისა ცემითა მოიკლა იგი მეფისა მიერ, ვინათგან ამხილებდა მას გამოდნობილისა ოქროჲსა მის ჴბოსათჳს, და დაეფლა ქუჱყანასსა თჳისსა" (ჟამნი, გამომცემელი-რედაქტორი დეკანოზი ზაქარია ძინძიბაძე, გვ. 352). ნეტარი იერონიმე აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება. მისი თქმით, ესაიასა და ამოსის წიგნებში წარმოდგენილი სახელები (შდრ. „ხილვა, რომელი იხილა ესაია, ძემან ამოსისმან, რომელი იხილა ძჳნად იუდეასა და ძჳნად იერუსალიმისა…“ ეს. 1.1; შდრ. "სიტყუანი ამოსისნი, რომელნი იქმნნეს კარევარიმს შინა…" ამოს. 1.1), მიუხედავად ერთნაირი ჟღერადობისა, ებრაულ ბიბლიაში განსხვავებული ბგერითი შედგენილობისაა, რითაც დასტურდება, რომ ისინი სხვადასხვა პიროვნებები არიან (იხ. Библиотека творений Святых Отцов Церкви западных, издаваемое при Киевской Духовной Академии; книга 13; Творения блаженного Иеронима Стридонского, часть 7, Киев, 1882, ст. 6).

3 - შდრ. "დავუახლოვდი წინასწარმეტყველ ქალს, რომელმაც მუცლადიღო და შვა ვაჟი" (ეს. 8.3). ქალი, ვისზეც ესაია საუბრობს, მისი ცოლია. საეკლესიო ლიტერატურაში არსებითად ორი მოსაზრება გამოითქვა, თუ რატომ მოიხსენია ესაიამ იგი წინასწარმეტყველად: 1. ‘წინასწარმეტყველი უწოდა საკუთარ მეუღლეს, რადგან, შესაძლოა, ის (ესაიას მეუღლე; ი. ო) თავადაც ფლობდა საწინასწამერტყველო სულს. მადლისმიერი ძღვენი არა მხოლოდ ქმრებს მიეფინება, არამედ მდედრობით სქესზეც გარდამოდის. სულიერ ღვაწლში განა ისეა, როგორც ყოფით ცხოვრებაში, სადაც განყოფილია საქმენი და მათგან ერთი მამაკაცებს მიეკუთვნება, ხოლო მეორე - დედაკაცებს, ისე რომ ვერავინ შეცვლის ურთიერთში. სულიერ ღვაწლში თანაბარია გმირობა და საერთოა გვირგვინები” (Творения Святого Отца нашего Иоанна Златоуста, Архиепископа Константинопольского, в русском переводе; C.-Петербург, 1900, том 6, ст. 103). მეორე მოსაზრების თანახმად, ხსენებულ დედაკაცს წინასწარმეტყველის სახელი პირობითად, როგორც ესაიას ცოლს, განეკუთვნება (Толкование ветхозаветных книг от книги Исаии по книгу Малахии; Русское издание подготовлено для печати Славянским Миссионерским Издательством; Ашфорд, Коннектикут, США, 1996, ст. 470). წმინდა წერილში არაფერია ნათქვამი მისი სახელის შესახებ, თუმცა არსებობს გარდამოცემა, რომ მას ნევიეი ერქვა (იხ. Густав Гече; Библейские истории; ინტერნ. საიტი: http://royallib.ru/book/geche_gustav/bibleyskie_istorii.html).

აქვე შევნიშნავთ, რომ ოშკის ბიბლია ზემომოტანილი წინადადების განსხვავებულ თარგმანს გვთავაზობს: ‘და მოვიდა წინაწარმეტყუელისა მის ქალწულისა, და მუცლად-იღო და შვა ძჱ” (ეს. 8.3). საქმე ისაა, რომ ქალი, რომელმაც მუცლადიღო და შვა, ქალწულად არის მოხსენიებული (შდრ. ‘წინაწარმეტყუელისა მის ქალწულისა”). მსგავსი წაკითხვა არ ფიქსირდება მცხეთურ ხელნაწერში (შდრ. მცხეთ. ხელნაწ.: ‘და მისლვა-ვყავ წინასწარმეტყველაჲს მიმართ, და მუცლად-იღო და შვა ძე”); არც სეპტუაგინტის კრიტიკული რედაქციის ძირითად ტექსტსა (Gრ. καὶ προσῆλθον προς τὴν προφῆτιν καὶ ἐν γαστρὶ ἔλαβεν καὶ ἔτεκεν υἱόν) თუ იმავე გამოცემის სქოლიოში დამოწმებულ ხელნაწერულ მასალაში (იხ. H ΠΑΛΑΙΑ ΔIΑΘΗΚΗ ΚΑΤΑ ΤΟΥΣ Ο (SEPTUAGINTA); ΕΠΙΣΤΗΜΟΝΙΚΗ ΕΠΙΜΕΛΕΙΑ Prof. D. Dr. Alfred Rahlfs; ΒΙΒΛΙΚΗ ΕΤΑΙΡΙΑ ΟΔΟΣ ΝΙΚΟΔΗΜΟΥ 3, ΑΘΗΝΑ); იგივე ვითარებაა ლათინურ ბიბლიაში (შდრ. ეტ აცცესსი ად პროპჰეტისსამ, ეტ ცონცეპიტ ეტ პეპერიტ ფილიუმ) და წმ. ბასილი დიდის, წმ. იოანე ოქროპირის, ნეტარი იერონიმეს, წმ. კირილე ალექსანდრიელის ესაიას წიგნზე წარმოთქმულ განმარტებებსა თუ XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე მკვლევართა ჩვენ მიერ მოძიებულ შესაბამის შრომებში. არც ერთ მათგანში ზემოხსენებული მითითება `ქალწულობის~ შესახებ არ ფიქსირდება (ყველა მათგანში მხოლო წინასწარმეტყველ ქალზეა ლაპარაკი). აღნიშნული მოვლენა, გარდა ფილოლოგიური ანალიზისა, საღვთისმეტყველო კუთხითაც უაღრესად საყურადღებოა. საქმე ისაა, რომ მე-7 თავის მე-14 მუხლში გამოთქმულ წინასწარმეტყველებას ("აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ”) ზოგიერთი განმმარტებელი ესაიას მეორე შვილს უკავშირებდა. ისინი მითითებულ ცნობას მე-8 თავში გადმოცემულ მოვლენებთან აიგივებდნენ (შდრ. "მითხრა უფალმა: აიღე დიდი დაფა და ზედ გარკვევით დაწერე: იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვად. ავიყვანე სანდო მოწმეები - ურია მღვდელი და ზაქარია ბარაქიას ძე. დავუახლოვდი წინასწარმეტყველ ქალს, რომელმაც მუცლადიღო და შვა ვაჟი. მითხრა უფალმა: დაარქვი სახელად მაჰერ-შალალ ხაშ-ბაზ (იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვავად), რადგან, ვიდრე ყმაწვილი ისწავლიდეს დაძახებას: მამი და დედი, დამასკოს დოვლათს და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ”. ეს. 8. 1-4) და ამბობდნენ, რომ უწყება ემანუელის ქალწულისგან მოვლინების შესახებ მესიანურს არაფერს შეიცავს და იუდეველი ერის წიაღში შობილი დიდი წინასწარმეტყველის ოდენ ოჯახურ ყოფას ასახავს. ‘და მიუხედავად ყველაფრისა, ასეთ მოსაზრებას შეუძლებელია დაეთანხმო ორი მიზეზის გამო, - ვკითხულობთ შესაბამის ლიტერატურაში, - 1. ესაიას მეუღლეს უკვე ჰყავდა ძე (შეარ-იაშუბი) და, შესაბამისად, ქალწული ვერ იქნებოდა იგი; 2. მეორე შვილს, რომელიც ესაიას შეეძინა, არასოდეს რქმევია ემანუელი” (Толкование ветхозаветных книг от книги Исаии по книгу Малахии; Русское издание подготовлено для печати Славянским Миссионерским Издательством; Ашфорд, Коннектикут, США, 1996, ст. 29).

4 - ესიას შვილთა სახელების შესახებ შესაბამის ადგილზე ვრცელი მსჯელობა გვექნება.

5 - წინასწარმეტყველი საკუთარ მოღვაწეობას ოთხ იუდეველ მეფეს უკავშირებს: ‘ხილვა ესაიასი, ამოსის ძისა, იუდაზე და იერუსალიმზე რომ იხილა, იუდას მეფეების - ოზიას, იოათამის, ახაზის და ხიზკიაჰუს (ეზეკიას) დროს” (ეს. 1.1).

6 - აღნიშნული ცნობა წარმოდგენილია აპოკრიფში ‘განძთა ქვაბი”, სადაც ვკითხულობთ: ‘და იყო მანასე ათორმეტისა წლისა, [რაჟამს მეფე იქმნა]. და მეფობდა იერუსალემს ერგასის და ორ წელ. და ქმნა ყოველი ბოროტი წინაშე ღმრთისა უმეტეს ყოველთა მეფეთასა: და აღაშენნა ბომონნი ეშმაკთანი და დაუკლა მსხუერპლები და აღავსო იერუსალემი წარმართობითა. და განურისხნა ღმერთი, რამეთუ დაწყევა ესაია წინასწარმეტყუელმან. ხოლო მან წარავლინა სტრატიოტნი წარმართნი და განხერხეს ესაია შეშის ხერხითა თავითგან ვიდრე ფერჴთამდე. რამეთუ იყო [ესაია] ერგასის წლისა, რაჟამს მოკლეს იგი. ამისსა შემდგომად შეინანა მანასე: [ვითარცა მოკლა ესაია წინასწარმეტყუელი] და შეიმოსა ძაძაჲ და მისცა თავი თჳსი მარხვასა; და ჭამდა პურსა მწუხარებითა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა და მოკუდა” (‘განძთა ქვაბი”; ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ციალა ქურციკიძემ; თბილისი, 2007, გვ. 137-138).

აქვე შევნიშნავთ, რომ არსებობს ესაიას მარტვილობის მადასტურებელი სხვა წყაროც, კერძოდ, აპოკრიფი წინასწამრეტყველის მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ. ‘აღნიშნული ლეგენდა ადრეულ საუკუნეებში მოღვაწე ქრისტიანი მწერლებისთვის (ტერტულიანე, ორიგენე, წმ. ეპიფანე) ცნობილი იყო. აპოკრიფული ტექსტი პირველად ეთიოპიურ ენაზე ოქსფორდში ლორენსმა გამოსცა (1819 წ.). ასევე შემორჩენილია მისი ბერძნული და ლათინური თარგმანები. მრავალი ბიბლეისტის ვარაუდით, აპოკრიფი I-II საუკუნეებში იუდაურ წიაღშია შექმნილი… აპოკრიფში მოთხრობილია, თუ როგორ შეიპყრეს ესაია მანასეს დღეებში მეფის მსახურებმა და წარმოთქმული წინასწარმეტყველებების უარყოფას აიძულებდნენ. ვინაიდან ესაია შეუძრავი აღმოჩნდა, ბევრი აწამეს და ხის ხერხით შუაზე გადახერხეს. საშინელი ტანჯვით გარდაცვალებისას წინასწარმეტყველს (Протоиерей Александр Мень; Исагогика; Курс по изучению Свяшенного Писания, Москва, 2003, ст. 345).

7 - შდრ. "რომელიც ამბობს კიროსზე: ჩემი მწყემსია და ყოველ სურვილს შემისრულებს! და ეუბნება იერუსალიმს: აშენდები! და სასახლეს: ჩაიყრება შენი საძირკველი!” (ეს. 44.28); ‘ასე უთხრა უფალმა თავის ცხებულს, კიროსს, რომლის მარჯვენა მიჭირავს, რათა ხალხები დავამხო მის წინაშე და სარტყელი შევუხსნა მეფეებს, რათა კარიბჭენი გაიხსნას მის წინაშე და ჭიშკრები არ ჩაიკეტოს” (ეს. 45.1). საქმე ისაა, რომ ესაისა და კიროსს ერთურთს არასრული ორი საუკუნე აშორებს. ამიტომაც მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ ძვ. წ. აღ-ის VIII-VII საუკუნეებში მცხოვრები წინასწარმეტყველი VI საუკუნის მოღვაწეს სახელდებით ვერ მოიხსენიებდა. ამასთან, ესაიას წიგნის მეორე ნაწილში (40-66 თავები) საოცარი სიზუსტით არაერთგზისაა წარმოდგენილი ცნობა იუდეველების ბაბილონური ტყეობიდან სამშობლოში დაბრუნების შესახებ. ხსენებული მკვლევარები ამ ფაქტსაც ეჭვის თავლით უყურებენ. მათთვის გაუგებარია, როგორ შეეძლო, ესაიას ესაუბრა ბაბილონური ტყვეობის თაობაზე, როდესაც მსგავსი საფრთხე იუდეველებს მისი მოღვაწეობისას არ ემუქრებოდათ.

8 - "ხმაა მღაღადებლისა: უდაბნოში გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის!” (ეს. 40.3). შდრ. ‘რადგან ეს არის, ვისთვისაც ითქვა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი” (მთ. 3.3); ‘ვინ დაიჯერა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?” (ეს. 53.1). შდრ. (რომ. 10.16); ‘ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე. საპყრობილედან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე, როცა ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა; ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა” (ეს. 53. 7-8) შდრ. (საქ. მოც. 8. 30-33). მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მაგალითებს ვიკმარებთ. ისინი უეჭველად ადასტურებენ, რომ ახალი აღთქმის წიგნთა ავტორები ესაიას წიგნის მეორე ნაწილის წარმომავლობას საკუთრივ დიდ წინასწარმეტყველს უკავშირებენ.

9 - ესაიას წიგნის შესაბამისი თავების კომენტირებისას ტექსტის ძირითად ნაწილში ბიბლიის თანამედროვე ქართულ თარგმანს მოვიტანთ, ხოლო სქოლიოში, პარალელურად, ძველ ქართულ ტექსტს (ოშკის ბიბლიას) დავიმოწმებთ, რომ მკითხველს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ჰქონდეს, ძველ თარგმანსაც მიადევნოს თვალი: ‘და იყო, წელსა მას, რომელსა მოკუდა ოზია მეფჱ, ვიხილე უფალი მჯდომარე საყდართა ზედა მაღალთა და აღმატებულთა. და სავსე იყო ტაძარი იგი დიდებითა უფლისაჲთა”. წმინდა წერილის ებრაული და ბერძნულენოვანი ბიბლიები წინამდებარე მუხლს განსხვავებულად წარმოგვიდგენს. აღნიშნულის შესახებ იხ. სქოლიო N 23.

10 - ესაიას ასეც შეეძლო ეთქვა, რომ უფალი იოათამის გამეფების წელს იხილა, რადგან ოზიას გარდაცვალება მისი ვაჟის (იოათამის) გამეფების ჟამია.

11 - ეს. 6.1.

12 - იოან. 1.18.

13 -  იოან. 6.46.

14 - გამ. 33.20.

15 - ფსალ. 9.5.

16 - Творения Святого Отца нашего Иоанна Златоуста, Архиепископа Константинопольского, в русском переводе; C.-Петербург, 1900, том 6, ст. 73-76.

17 - შდრ. "სიტყუანი ამოსისნი, რომელ იყვნეს აკარიმს თეკუაჲსასა, რომელნი იხილნა იერუსალემისათჳს დღეთა ოზიაჲსთა მეფისა ჰურიასტანისათა და დღეთა იორობოამისთა ძისა იოასისთა მეფისა ისრაჱლისა უწინარჱს ორისა წლისა ძვრისა მის დიდისა” (ამოს. 1.1).

18 - Творения Святых Отцов в русском переводе, издаваемые при Московской духовной Академии; Москва, 1887, том 50, творения святого Кирилла Александрииского, ст. 177-181.

19 - 1 მეფ. 3.1.

20 - Творения Святого Отца нашего Иоанна Златоуста, Архиепископа Константинопольского, в русском переводе; ჩ.-Петербург, 1900, том 6, ст. 415.

მკითხველი შენიშნავდა, რომ ოქროპირის ზემომოტანილი და ამჯერად წარმოდგენილი განმარტება, რომლებსაც წმინდა კირილე ალექსანდრიელის შესაბამისი ეგზეგეზა ჰყოფს ერთმანეთისგან, გარკვეულწილად ჰგავს ურთიერთს. საქმე ისაა, რომ პირველი მათგანი უშუალოდ ესაიას წიგნის მუხლობრივი განმარტებიდანაა მოხმობილი, ხოლო მეორე ოქროპირის მიერ ცალკე, დამოუკიდებლად წარმოთქმული ქადაგებაა. ამავე ჰომილიაში, ერთგან წმინდა მამა ოზიას წმინდაში შესვლისას განხორციელებულ ქმედებას უფრო დეტალურად აღგვიწერს: ‘არ შეისმინა მეფე ოზიამ და ამპარტავნებით გულმოცემული წმინდაში შევიდა, გახსნა წმინდათა წმინდა და საკმევლის კმევა მოისურვა” (Творения Святого Отца нашего Иоанна Златоуста, Архиепископа Константинопольского, в русском переводе; ჩ.-Петербург, 1900, том 6, ст. 413).

21 - Протоиерей Александр Мень; Вестники Царства Божия; Москва, 2010, ст. 92-98.

22 - იოან. 12.41.

23 - დამოწმებული წინადადება განსხვავებულად იკითხება წმინდა წერილის ებრაულსა და ბერძნულ რედაქციებში. ებრაულის თანახმად: ‘და მისი კალთები ავსებდა ტაძარს” (სრული ციტატა: ‘მეფე ოზიას გარდაცვალების წელს ვიხილე მე უფალი, მჯდომარე მაღალ, აღზევებულ ტახტზე და მისი კალთები ავსებდა ტაძარს”). Gr.: Καὶ  ἐγένετο τοῦ ἐνιαυτοῦ, οὗ ἀπέθανεν ᾿Οζίας ὁ βασιλεύς, εἶδον τὸν Κύριον καθήμενον ἐπὶ θρόνου ὑψηλοῦ καὶ ἐπῃρμένου, καὶ πλήρης ὁ οἶκος τῆς δόξης αὐτοῦ.. შდრ. ‘და იყო, წელსა მას, რომელსა მოკუდა ოზია მეფჱ, ვიხილე უფალი მჯდომარე საყდართა ზედა მაღალთა და აღმატებულთა. და სავსე იყო ტაძარი იგი დიდებითა უფლისაჲთა”. წმინდა კირილე ალექსანდრიელი ესაიას წიგნის განმარტებისას სეპტუაგინტით ხელმძღვანელობს და, შესაბამისად, განმარტავს ციტატას, რომელიც ღვთის დიდებით აღვსებული ტაძრის (οἶκος) შესახებ იუწყება.

24 - -Творения Святых Отцов в русском переводе, издаваемые при Московской духовной Академии; Москва, 1887, том 50, творения святого Кирилла Александрииского, ст. 181-182.

25 - Творения Святого Отца нашего Иоанна Златоуста, Архиепископа Константинопольского, в русском переводе; C.-Петербург, 1900, том 6, ст. 424.

26 - იგულისხმება იუდეველი მეფის ტაძრის წმიდაში შესვლა საკმევლის კმევის მიზნით, რისთვისაც ოზია კეთრით დაავადდა და თავისი მმართველობის ბოლო თერთმეტი წელი სამკურნალო სახლში გაატარა.

27 - "და სერაბინნი დგეს გარემო მისა; ექუსნი ფრთენი ედგნეს ერთსა და ექუსნი ერთსა; და ორითა იფარვიდეს პირთა მათთა და ორითა იფარვიდეს ფერჴთა მათთა და ორითა ფრინვიდეს“.

28 - Творения Святого Отца нашего Иоанна Златоуста, Архиепископа Константинопольского, в русском переводе; C.-Петербург, 1900, том 6, ст. 76-78.

29 - ფს. 79.2.

30 - Библиотека творений Святых Отцов Церкви западных, издаваемое при Киевской Духовной Академии; книга 13; Творения блаженного Иеронима Стридонского, часть 7, Киев, 1882, ст. 110-111.

31 - Творения Святого Отца нашего Иоанна Златоуста, Архиепископа Константинопольского, в русском переводе; C.-Петербург, 1900, том 6, ст. 424.

32 - ზეციური იერარქია; წმ. დინიესე არეოპაგელი, ციური იერარქიის შესახებ; თარგმნა ედიშერ ჭელიძემ, გამომცემლობა მერმისი, 2006; გვ. 47-51.

33 - "ღაღადებდეს ერთი ერთისა მიმართ და ეტყოდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ; სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა“.

34 - აღნიშნული გალობის პერიფრაზი იქნება: წმინდაა მამა, წმინდაა ძე და წმინდაა სულიწმინდა. წმ. ეფრემ ასური და ნეტარი იერონიმე აღნიშნულ საგალობელს ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოს მაუწყებლად მიიჩნევენ. საგულისხმოა, რომ სერაფიმები საღვთო თვისებას მხოლოდ ერთი სიტყვით აღწერენ – წმინდაა.

35 - "მიგებებასავე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა თქმული მეთოდი ეპისკოპოსისა და მოწამისაჲ სიტყუაჲ სჳმეონისთჳს და ანნაჲსა, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა”. აღნიშნული თხზულება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ერთ-ერთ გამოუქვეყნებელ მანუსკრიპტშია დაცული.

36 - Творения Святого Отца нашего Иоанна Златоуста, Архиепископа Константинопольского, в русском переводе; ჩ.-Петербург, 1900, том 6, ст. 78.

37 - Творения Святых Отцов в русском переводе, издаваемые при Московской духовной Академии; Москва, 1887, том 50, творения святого Кирилла Александрииского, ст. 182-183.

38 - "და აღმაღლდა ბჭეთა ზედა იგი ჴმისა მისგან, რომელსა ღაღადებდეს, და ტაძარი იგი აღივსო საკუმეველითა“.

39 - ებრაულსა და ბერძნულ ბიბლიებში განსხვავებული შინაარსის წინადადებებს ვხვდებით. ებრაულის თანახმად - ‘შეიძრა ზღურბლთა საძირკვლები ამ ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი”, ხოლო ბერძნულის მიხედვით - "და ამაღლდა წირთხლი ხმისაგან, რომელსაც ღაღადებდნენ, და აღივსო სახლი კვამლით” (შდრ. Gr. καὶ ἐπήρθη τὸ ὑπέρθυρον ἀπὸ τῆς φωνῆς, ἧς ἐκέκραγον, καὶ ὁ οἶκος ἐπλήσθη καπνοῦ).

40 - Творения Святых Отцов в русском переводе, издаваемые при Московской духовной Академии; Москва, 1887, том 50, творения святого Кирилла Александрииского, ст. 184-185.

41 - Библиотека творений Святых Отцов Церкви западных, издаваемое при Киевской Духовной Академии; книга 13; Творения блаженного Иеронима Стридонского, часть 7, Киев, 1882, ст. 112.

42 - "და ვთქუ: ვაჲ მე უბადრუკსა, რამეთუ შეწუხებულ ვარ, რამეთუ კაცი ვარ, და არაწმიდანი ბაგენი მქონან და შორის ერისა, რომელსა არაწმიდანი ბაგენი ასხენ, მე დამკჳდრებულ ვარ; და მეუფჱ უფალი საბაოთ მე თუალითა ჩემითა ვიხილე“.

43 - Творения Святого Отца нашего Иоанна Златоуста, Архиепископа Константинопольского, в русском переводе; ჩ.-Петербург, 1900, том 6, ст. 79.

44 - ლუკ. 5.8.

45 - სიბრძ. ზირაქ. 15.9.

46 - Творения Святых Отцов в русском переводе, издаваемые при Московской духовной Академии; Москва, 1887, том 50, творения святого Кирилла Александрииского, ст. 186-187.

47 - Протоиерей Александр Мень; Вестники Царства Божия; Москва, 2010, ст. 98.

48 - Библиотека творений Святых Отцов Церкви западных, издаваемое при Киевской Духовной Академии; книга 13; Творения блаженного Иеронима Стридонского, часть 7, Киев, 1882, ст. 113.

49 - "და მოივლინა ჩემდა ერთი სერაბინი, და ჴელსა მისსა აქუნდა ნაკუერცხალი, რომელი მარწუხითა მოიღო საკურთხეველისაგან“.

50 - იოან. 1.14. წმინდა კირილეს თქმით ნაკვერცხალი საკუთარ თავში ორ განსხვავებულ, ხისა და ცეხლის, ბუნებას აერთიანებს. მოცემულ შემთხვევაში ცეცხლი მაცხოვრის ღვთაებრივ ბუნებას უიგივდება (ცეცხლის სახით არაერთგზის განცხადებულა უზენაესი წმინდა წერილში), ხოლო ხე განკაცებული ღმერთის ადამიანური ბუნების სიმბოლოა.

51 - Творения Святых Отцов в русском переводе, издаваемые при Московской духовной Академии; Москва, 1887, том 50, творения святого Кирилла Александрииского, ст. 190-191.

52 - „და შემახო პირსა ჩემსა და თქუა: აჰა ესერა შეგახო ესე ბაგეთა შენთა, და მოგისპნეს უშჯულოებანი შენნი და ცოდვანი შენნი განწმიდნეს”.

53 - Творения Святого Отца нашего Иоанна Златоуста, Архиепископа Константинопольского, в русском переводе; ჩ.-Петербург, 1900, том 6, ст. 80.

წმინდა დიონისე არეოპაგელის თანახმად, ზეციური ძალნი უზემოესიდან (სერაფიმებიდან) უქვემოესამდე (ანგელოზებამდე) იერარქიულად გადასცემენ ერთურთს საღვთო ნებას, რასაც ადამიანს სწორედ ბოლო, მეცხრე დასი, ანგელოზები, აუწყებენ. ესაიას შემთხვევაში განსხვავებულად ხდება: წინასწარმეტყველი სერაფიმებს, ყველაზე აღმატებული დასის არსებებს განჭვრეტს, რომ, წმ. იოანე ოქროპირის სიტყვისამებრ, მეტად განმტკიცდეს მომავალი მრავალწლიანი ღვაწლის აღსასრულებლად. იმავე წმინდა დიონისეს მიხედვით, ესაი გონების თვალით უსხეულო ძალთა დასებს თანაწარხდა და სერაფიმებამდე ამაღლდა, თუმცა ზესწრაფვა არც ამაზე შეჩერებულა და წინასწარმეტყველმა უნივთო არსებებზე აღმატებული, საყდარზე მჯდომი ღმერთი იხილა.

54 - Святитель Василий Великий. Толкование на книгу пророка Исаии; იხ. ინტერნეტსაიტი - www. wco. Ru biblio/books/vasilv5/main.htm.

55 - "და მესმა სიტყუაჲ უფლისაჲ, და ჰრქუა: ვინ მივავლინო, ანუ ვინ მივიდეს ერისა მის? და ვთქუ: აჰა ესერა ვარ, მიმავლინე მე!“

56 - რომ. 10.20.

57 - Творения Святого Отца нашего Иоанна Златоуста, Архиепископа Константинопольского, в русском переводе; C.-Петербург, 1900, том 6, ст. 81-82.

58 - ეზეკ. 3. 4-7.

59 - Творения Святых Отцов в русском переводе, издаваемые при Московской духовной Академии; Москва, 1887, том 50, творения святого Кирилла Александрииского, ст. 192-194.

60 - "ვინ წარვგზავნო და ვინ წავა ჩვენთვის?” ხაზგასმული ნაცვალსახელი, წმინდა წერილის ებრაულ რედაქციაში მრავლობით რიცხვშია წარმოდგენილი და, ნეტარი იერონიმეს თანახმად, მასში ყოვლადწმინდა სამების შესახებ საიდუმლო მოძღვრებაა დაფარული, მსგავსად რიგი სხვა ადგილებისა (შდრ. ‘და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ”. დაბ. 1.26; ‘მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ჴმაჲ მოყუსისა”. დაბ. 11.7).

61 - Библиотека творений Святых Отцов Церкви западных, издаваемое при Киевской Духовной Академии; книга 13; Творения блаженного Иеронима Стридонского, часть 7, Киев, 1882, ст. 115-116.

62 - Святитель Василий Великий. Толкование на книгу пророка Исаии; იხ. ინტერნეტსაიტი - www. wco. Ru biblio/books/vasilv5/main.htm.

63 - "და თქუა: მივედ და არქუ ერსა მაგას: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ; და ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ; რამეთუ განზრქა გული ერისაჲ ამის და ყურითა მძიმედ ისმინეს და თუალნი მათნი დაიწუხნეს. ნუუკუე იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ, და განვკურნნე იგინი”.

64 - Библиотека творений Святых Отцов Церкви западных, издаваемое при Киевской Духовной Академии; книга 13; Творения блаженного Иеронима Стридонского, часть 7, Киев, 1882, ст. 117-119.

65 -  "და ვთქუ: ვიდრემდე, უფალო? და თქუა: ვიდრემდე მოოჴრდენ ქალაქნი არადამკჳდრებად და სახლნი, რაჲთა არა იყვნენ კაცნი მას შინა, და ქუეყანაჲ დაშთეს ოჴრად. და ამისა შემდგომად განაგრძნვნეს ღმერთმან კაცნი, და განმრავლდენ, რომელნი დაშთომილ იყვნენ ქუეყანასა ზედა”.

66 - "და მერმე მის ზედა იყოსვე ათეული და კუალად იყვნენ წარტყუენულ, ვითარცა ბელეკონნი და რკოჲ, რაჟამს გამოვარდის ბუდისაგან”.

67 - Творения Святых Отцов в русском переводе, издаваемые при Московской духовной Академии; Москва, 1887, том 50, творения святого Кирилла Александрииского, ст. 199.

68 - Библиотека творений Святых Отцов Церкви западных, издаваемое при Киевской Духовной Академии; книга 13; Творения блаженного Иеронима Стридонского, часть 7, Киев, 1882, ст. 122-123.

69 - "და იყო, დღეთა აქაზისთა, ძისა იოთამისთა, ძისა ოზიაჲსა, მეფისა იუდაჲსა, აღმოვიდა რაასინ, მეფჱ არამისაჲ, და ფეკეჱ, ძჱ [ჰ]რომელისა, მეფისა ისრაჱლისაჲსა, იერუსალჱმდ ბრძოლად მისა; და ვერ უძლეს გარე-მომდგომად მისა”.

70 - ახაზის მეფობა - 735-725 წწ.

71 - შდრ. ‘გავილაშქროთ იუდაზე, დავეცეთ და გავტეხოთ, დავუსვათ მეფედ ტაბაელის ძე” (ეს. 7. 6).

72 - Творения Святого Отца нашего Иоанна Златоуста, Архиепископа Константинопольского, в русском переводе; C.-Петербург, 1900, том 6, ст. 86.

73 - გარდა ზემომითითებული უდიდესი მსხვერპლისა იუდეის სამეფოდან ისრაელიანებმა 200 000 დატყევებული ქალი, ვაჟი და ასული წაიყვანეს, დიდძალი ნადავლითურთ, რომლებსაც მოგვიანებით ერთ-ერთი წინასწარმეტყველის რჩევით კვლავ სამშობლოში აბრუნებენ (შდრ. 2 ნეშტ. 28. 8-15).

74 - Творения Святых Отцов в русском переводе, издаваемые при Московской духовной Академии; Москва, 1887, том 50, творения святого Кирилла Александрииского, ст. 201-204.

75 - Протоиерей Александр Мень; Вестники Царства Божия; Москва, 2010, ст. 127-130.

76 - Библиотека творений Святых Отцов Церкви западных, издаваемое при Киевской Духовной Академии; книга 13; Творения блаженного Иеронима Стридонского, часть 7, Киев, 1882, ст. 123-124.

77 - "და უთხრეს სახლსა დავითისსა და ჰრქუეს: შეითქუნეს არამ და ეფრემ თანად, და განჰკრთა სული მისი [და სული ერისა მისისაჲ], ვითარცა-იგი შეიძრის მაღნარსა შინა ხჱ ქარისაგან”.

78 - Творения Святых Отцов в русском переводе, издаваемые при Московской духовной Академии; Москва, 1887, том 50, творения святого Кирилла Александрииского, ст. 204-205.

79 - "და ჰრქუა ესაიას: განვედ შენ შემთხუევად აქაზისა, მეფისა იუდაჲსა, შენ და ნეშტი იგი იასობ, ძჱ შენი, საბანელსა მას ზემო გზისასა, აგარაკისა მის მურკნველისასა”.

80 - წმინდა წერილის ებრაულ და ბერძნულენოვან რედაქციებში ესაიას ვაჟის სახელი განსხვავებულადაა წარმოდგენილი: ებრაულის თანახმად, მას ერქვა შეარ-იაშუბი (შდრ. "გადი ახაზის შესახვედრად შენ და შენი ძე, შეარ-იაშუბი“); სეპატნტის მიხედვით – იასუბი, ძვ. ქართული: იასობ, იასუთ (Gრ. ἔξελθε εἰς συνάντησιν ῎Αχαζ σὺ καὶ ὁ καταλειφθεὶς ᾿Ιασοὺβ ὁ υἱός σου… შდრ. ოშკის ბიბლ.: "განვედ შენ შემთხუევად აქაზისა, მეფისა იუდაჲსა, შენ და ნეშტი იგი იასობ, ძჱ შენი…”; მცხეთ. ხელნაწ.: "გამოვედ შემთხუევად ახაზისსა შენ და დაშთომილი იასუთ, ძე შენი”. ეს. 7.3); წმინდა წერილის ებრაული ტექსტის თანახმად, მეორე ვაჟის სახელია მაჰერ შალალ ხაშ ბაზ ("და მითხრა უფალმა: უწოდე მას სახელად მაჰერ შალალ ხაშ ბაზ”); სეპტანტის მიხედვით:καὶ εἶπε Κύριός μοι· κάλεσον τὸν ὄνομα αὐτοῦ Ταχέως σκύλευσον, ὀξέως προνόμευσον·? შდრ. ოშკის ბიბლ: ‘მრქუა მე უფალმან: უწოდე სახელი: ადრე წარმოტყუენე და მწრაფლ წარმოიღე”; მცხეთ. ხელნაწ.: ‘და თქუა უფალმან ჩემდამო: უწოდე სახელი მისი: მალიად წარმოტყუენე, მსწრაფლ იავარ-ჰყავ” (ეს. 8.3). წმინდა წერილის ბერძნული თარგმანი და ქართული რედაქციები ესაიას შვილის ებრაულ სახელში გადმოცემულ შინაარს გვაუწყებენ, თუმცა ინგლისური, ფრანგული და რუსულენოვანი ბიბლიები ებრაულ ონომასტიკას გვთავაზობს: Call his name Mahershalalhashbaz; Donne-lui pour nom Maher Shalal Chasch Baz; нареки ему имя: Магер-шелал-хаш-баз. ესაიას მეორე შვილის სახელთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა წერილში გამოყენებულ საკუთარ სახელთა შორის ბგერითი შედგენილობით ყველაზე ვრცელია იგი და სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: სწრაფად გაძარცვე, მკვირცხლად იალაფე. მკვლევართა ვარაუდით, ამგვარი შეძახილებით ბრძოლაში მყოფი ებრაელი მეომრები ერთმანეთს ამხნევებდნენ.

81 - იგულისხმება მომდევნო მუხლებში გადმოცემული ესაიას მიმართვა მეფისადმი, რომლის თანახმად, სირიისა და ისრაელის გაერთიანებული ძალები იუდეას ვერაფერს დააკლებენ. შესაბამისად, თუკი ახაზი წინასწარმეტყველის სიტყვებს შეისმენს, ნატამალი, რომელშიც იუდეის სამეფოს მოსახლეობა მოიაზრება, გადარჩება. სწორედ ამ სიმბოლურ საიდუმლოს აღნიშნავს შეარ-იაშუბის თანხლება.

82 - Творения Святого Отца нашего Иоанна Златоуста, Архиепископа Константинопольского, в русском переводе; C.-Петербург, 1900, том 6, ст. 88.

83 - Творения Святых Отцов в русском переводе, издаваемые при Московской духовной Академии; Москва, 1887, том 50, творения святого Кирилла Александрииского, ст. 205-206.

84 - Библиотека творений Святых Отцов Церкви западных, издаваемое при Киевской Духовной Академии; книга 13; Творения блаженного Иеронима Стридонского, часть 7, Киев, 1882, ст. 125.

85 -  Святитель Василий Великий. Толкование на книгу пророка Исаии; იხ. ინტერნეტსაიტი -  www. wco. Ru biblio/books/vasilv5/main.htm

86 - Протоиерей Александр Мень; Вестники Царства Божия; Москва, 2010, ст. 130.

87 - "და ჰრქუა მას: ეკრძალე დადუმებად და ნუ გეშინინ, და ნუცა გული შენი მოუძლურდებინ ორთა მათგან შეშათა მუგუზთა მკუმოლვარეთა, რამეთუ ოდეს რისხვაჲ გულის-წყრომისა ჩემისაჲ იყოს, კუალად ლხინებავე-ვყო”.

88 - Творения Святых Отцов в русском переводе, издаваемые при Московской духовной Академии; Москва, 1887, том 50, творения святого Кирилла Александрииского, ст. 207.

89 - "და ძემან ჰრომელისმან და ძემან არამისმან, რამეთუ იზრახეს ზრახვაჲ ბოროტი შენთჳს და თქუეს: აღვიდეთ ჰურიასტანად და თანა-ვეტყოდით მათ და მოვიქცინეთ იგინი ჩუენდა და მეფე-ვყოთ მათ ზედა ძჱ ტაბელისი. ამას იტყჳს უფალი საბაოთ: არა დაადგრეს ზრახვაჲ ეგე, არცა იყოს”.

90 - "არამედ თავ არამისა - დამასკე, და თავ დამასკისა - არასინ. და მერმეღა სამეოცდახუთი წელი, და მოაკლდეს მეფობაჲ ერისაგან. და თავ ეფრემისა - სომორონ, [და თავ სომორონისა] - ძჱ ჰრომელისი. და უკეთუ არა გრწმენეს, არცა გულისხმა-ჰყოთ”.

91 - ასარგადონი - ძვ. წ. აღ-ის 681-669 წწ.

92 - "და შესძინა უფალმან სიტყუად აქაზისა და ჰრქუა: ითხოვე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა შენისა სიღრმედ მიმართ ანუ სიმაღლედ”.

93 - Творения Святых Отцов в русском переводе, издаваемые при Московской духовной Академии; Москва, 1887, том 50, творения святого Кирилла Александрииского, ст. 211-212.

94 -  Библиотека творений Святых Отцов Церкви западных, издаваемое при Киевской Духовной Академии; книга 13; Творения блаженного Иеронима Стридонского, часть 7, Киев, 1882, ст. 130.

95 - Святитель Василий Великий. Толкование на книгу пророка Исаии; იხ. ინტერნეტსაიტი - www. wco. Ru biblio/books/vasilv5/main.htm.

96 - "და თქუა აქაზ: არა ვითხოვო, არცა განვცადო უფალი”.

97 - შდრ. 2 რჯულ. 6.16.

98 - Творения Святых Отцов в русском переводе, издаваемые при Московской духовной Академии; Москва, 1887, том 50, творения святого Кирилла Александрииского, ст. 212-213.

99 - Протоиерей Александр Мень; Вестники Царства Божия; Москва, 2010, ст. 132.

100 - 2 რჯულ. 6.16.

101 - შდრ. "უთხრა გედეონმა: ვაგლახ, ჩემო ბატონო, უფალი რომ ჩვენთან იყოს, ეს უბედურება რატომ დაგვემართებოდა. სადღაა მთელი მისი სასწაულები, ჩვენი მამები რომ გვიყვებოდნენ და გვეუბნებოდნენ: უფალი იყო, ეგვიპტიდან რომ გამოგვიყვანაო. ახლა მიგვატოვა უფალმა და მიდიანის ხელში ჩაგვაგდო” (მსაჯ. 6.13).

102 - Библиотека творений Святых Отцов Церкви западных, издаваемое при Киевской Духовной Академии; книга 13; Творения блаженного Иеронима Стридонского, часть 7, Киев, 1882, ст. 131.

103 - "და თქუა ესაია: ისმინეთ, აწ სახლო დავითისო! ნუ მცირე არსა თქუენდა ღუაწლისა შემთხუევად კაცთა, და ვითარ ღუაწლსა შეამთხუევთ უფალსა? ამისთჳს მოგცეს თქუენ თავადმან უფალმან სასწაული. აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი ენმანოელ”.

წმინდა წერილის ქართული რედაქციები მესიანური წინასწარმეტყველების შემცველი წინადადების ტერმინოლოგიურად განსხვავებულ (თუმცა შინაარსობრივად იდენტურ) წაკითხვას გვთავაზობს: "აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ…” (ოშკის ბიბლ.); "აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე…” (მცხეთ. ხელნაწ.); პირველში ვკითხულობთ: "მიუდგეს”, მეორეში:"მუცლად-იღოს”. საქმე ისაა, რომ წმინდა წერილის ბერძნულენოვანი კრიტიკულად დადგენილი ტექსტი მცხეთური ხელნაწერის წაკითხვას უჭერს მხარს (შდრ. Gr. ἰδοὺ ἡ παρθένος ἐν γαστρὶ ἕξει, καὶ τέξεται υἱόν…); იქვეა წარმოდგენილი სქოლიოში ჩატანილი ხელნაწერული მონაცემი, რომელიც კვლავაც მცხეთური ბიბლიის შესაბამის წინადადებაში გადმოცემულ შინაარს ასახავს.

მორიგი განსხვავება ამჯერად ბერძნულ ტექსტს უკავშირდება. "და უწოდიან სახელი” (ოშკის ბიბლ.); "და უწოდონ სახელი” (მცხეთ. ხელნაწ.); წარმოდგენილ ორივე შემთხვევაში ზმნა მესამე პირის მრავლობით რიცხვშია დამოწმებული, მაგრამ სეპტანტის კრიტიკული რედაქციის ძირითადი ტექსტი განსხვავებულ წაკითხვას გვთავაზობს: καὶ καλέσεις τὸ ὄνομα ("და უწოდებ სახელს”) (იხ. H ΠΑΛΑΙΑ ΔIΑΘΗΚΗ ΚΑΤΑ ΤΟΥΣ Ο (შEPთUAGINთA); ΕΠΙΣΤΗΜΟΝΙΚΗ ΕΠΙΜΕΛΕΙΑ Prof. D. Dr. Alfred Rahlfs; ΒΙΒΛΙΚΗ ΕΤΑΙΡΙΑ ΟΔΟΣ ΝΙΚΟΔΗΜΟΥ 3, ΑΘΗΝΑ). როგორც ვხედავთ, ზმნა მხოლობითი რიცხვითა და მეორე პირითაა გადმოცემული, თუმცა ზემოხსენებული გამოცემის სქოლიო გარკვეულ ვარიაციებს წარმოგვიდგენს: καὶ καλέσει τὸ ὄνομα ("და უწოდოს სახელი”); καὶ καλέσετε τὸ ὄνομα ("და უწოდოთ სახელი”); καὶ καλέσουσι(ν) τὸ ὄνομα ("და უწოდიან (უწოდონ) სახელი”); სწორედ ამ უკანასკნელ წაკითხვას უჭერს მხარს ოშკისა და მცხეთის ბიბლიები.

შემდეგი განსხვავება ტერმინ ‘ემანუელს” უკავშირდება: ‘და უწოდიან სახელი მისი ენმანოელ” (ოშკის ბიბლ.); ‘და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ” (მცხეთ. ხელნაწ.); წმინდა წერილის კრიტიკულად დადგენილი ბერძნულენოვანი ტექსტი უკანასკნელ წაკითხვას უჭერს მხარს (შდრ. καὶ καλέσεις τὸ ὄνομα αὐτοῦ Εμμανουηλ) და ვერც სქოლიოში ვხვდებით ფორმას "ენმანოელ”. აქვე წარმოვადგენთ ძველი აღთქმის წიგნის - "ეკლესიასტეს" განმარტებას, რომელიც ზემოდამოწმებული ტერმინის განსხვავებულ წაკითხვას გვთავაზობს: „ორთა საიდუმლოთა ხედვათა შემოიხუამს და წინამიყოფს ჩუენ ბრძენი ეკლესიასტე, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელებრ წინამოასწავებს მზესა მას ქუეშე ქმნილსა მას განკაცებასა ევმანოელ ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისასა“ (‘თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ მიტროფანე ზმჳრნელ მიტროპოლიტისაჲ”, ქართული ძეგლები, ტფილისის უნივერსიტეტის გამოცემანი, საეკლესიო მწერლობა # 1, პროფ. კორნ. კეკელიძე, ტფილისი, 1920, გვ. 42); „ესრეთვე იქმნა ზეცისა ანგელოზთაჲ ჴმაჲ წმიდათა მიმართ და ყოვლადქებულთა მოციქულთა, ჟამსა ზეცად ამაღლებისა ევმანოჲლ მაცხოვრისა ჩუენისასა…“ (დასახ. შრომა, გვ. 45. მკითხველის საყურადღებოდ შევნიშნავთ, რომ ჩვენ მიერ ზემომოხმობილი ეგზეგეზის ავტორად პატროლოგია გრეკას ბერძნულენოვან ტექსტსა და ქართულ თარგმანში სხვადასხვა ავტორია მითითებული: მინის თანახმად, განმარტება ეკუთვნის წმინდა გრიგოლ აკრაკანტელს (იხ. PG. ტ. 98, col. 741-1132), ხოლო საეკლესიო მუზეუმის N 61 ხელნაწერის მიხედვით, ავტორია მიტროფანე სმირნელი).

104 -  წინასწარმეტყველების წარმოთქმის შემდეგ ხსენებული დედაკაცი გათხოვდა, მუცლადიღო და შვა ძე, მაგრამ ამ დროს იგი უკვე ქალწული აღარ ყოფილა, რადგან მუცლადღება და შობა ჩვეულებრივი, ბუნებრივი გზით განხორციელდა.

105 - წინასწარმეტყველების წარმოთქმის შემდეგ ხსენებული დედაკაცი გათხოვდა, მუცლადიღო და შვა ძე, მაგრამ ამ დროს იგი უკვე ქალწული აღარ ყოფილა, რადგან მუცლადღება და შობა ჩვეულებრივი, ბუნებრივი გზით განხორციელდა.

106 - შდრ. მათ. 1. 22-23.

107 - შდრ. Gr. ἰδοὺ ἡ παρθένος ἐν γαστρὶ ἕξει καὶ τέξεται υἱόν.

108 - შდრ. "აჰა, ვდგავარ წყაროსთან. როცა მოვა ყმაწვილი ქალი (ალმაჰ) წყლის ამოსაღებად და ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი კოკიდან” (დაბ. 24.43); ‘უთხრა ფარაონის ასულმა: წადი. წავიდა ყმაწვილი ქალი (ალმაჰ) და დაუძახა ბავშვის დედას” (გამ. 2.8). ასევე იხ. ფსალ. 67.26; იგავ. 30.19; ქება ქებ. 1.2.

109 - იოან. 1.19.

110 - იოან. 1.1.

111 -  Творения Святого Отца нашего Иоанна Златоуста, Архиепископа Константинопольского, в русском переводе; ჩ.-Петербург, 1900, том 6, ст. 93.

112 - ლუკ. 1.35.

113 - Творения Святых Отцов в русском переводе, издаваемые при Московской духовной Академии; Москва, 1887, том 50, творения святого Кирилла Александрииского, ст. 213-216.

114 - 4 მეფ. 4.27.

115 -  მოცემულ შემთხვევაში საუბარია იმის შესახებ, რომ წმინდა წერილის ებრაულენოვან ტექსტში, რომელსაც ნეტარი იერონიმე ეყრდნობა, ზმნა მეორე პირშია (‚უწოდებ“). სეპტუაგინტის სხვადასხვა რედაქციაში, როგორც ზემოთაც შევნიშნავდით, მოხმობილი ზმნა განსხვავებულად იკითხება (შდრ. 1. ...καὶ καλέσεις τὸ ὄνομα (‚…და უწოდებ სახელს”); 2. …καὶ καλέσει τὸ ὄνομα (‘…და უწოდებს სახელს”); 3. …καὶ καλέσετε τὸ ὄνομα (‘და უწოდოთ სახელი”); 4. ...καὶ καλέσουσι(ν) τὸ ὄνομα (‘…და უწოდონ სახელი”)). მახარებელმა მათემ ხაზგასმული ზმნა მესამე პირსა და მრავლობით რიცხვში გადმოსცა (შდრ. ...καὶ καλέσουσιν τὸ ὄνομα αὐτοῦ ἐμμανουήλ).

116 - Библиотека творений Святых Отцов Церкви западных, издаваемое при Киевской Духовной Академии; книга 13; Творения блаженного Иеронима Стридонского, часть 7, Киев, 1882, ст. 132-135.

117 - Святитель Василий Великий. Толкование на книгу пророка Исаии; იხ. ინტერნეტსაიტი - www. wco. Ru biblio/books/vasilv5/main.htm.

118 - "ერბოსა და თაფლსა ჭამდეს ვიდრე ცნობადმდე მისა, გინაგამორჩევადმდე მისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი. რამეთუ ცნობადმდე მის ყრმისა კეთილისა, გინა ბოროტისა, დაუტეოს ბოროტი და სეიყუაროს კეთილი, და დაშთეს ქუეყანაჲ, რომლისათჳს შენ გეშინის, წინაშე ორთა ამათ მეფეთა”.

119 - Творения Святого Отца нашего Иоанна Златоуста, Архиепископа Константинопольского, в русском переводе; C.-Петербург, 1900, том 6, ст. 95.

120 - მოცემულ შემთხვევაში მცხეთური ხელნაწერის ძველ ქართულ ტექსტს ვიმოწმებთ, რომელიც განსხვავდება ებრაულისგან და საპტუაგინტის ზედმიწევნით თარგმანს გვთავაზობს. წმინდა კირილესთანაც იგივე ვითარებაა, რადგან ალექსანდრიელი მღვდელმთავარი ბერძნული ბიბლიის შესაბამის წინადადებას განმარტვას.

121 - Творения Святых Отцов в русском переводе, издаваемые при Московской духовной Академии; Москва, 1887, том 50, творения святого Кирилла Александрииского, ст. 216-218.

122 - ლუკ. 2.52.

123 - Библиотека творений Святых Отцов Церкви западных, издаваемое при Киевской Духовной Академии; книга 13; Творения блаженного Иеронима Стридонского, часть 7, Киев, 1882, ст. 135-136.

124 - დაბ. 2.9.

125 -  Святитель Василий Великий. Толкование на книгу пророка Исаии; იხ. ინტერნეტსაიტი - www. wco. Ru biblio/books/vasilv5/main.htm.

126 - ებრაულ ენაში ქალწულის აღმნიშვნელად გამოიყენება ტერმინი ‚ბეთულა“ და არა ‚ალმა“ (ყმაწვილი ქალი).

127 -   Протоиерей Александр Мень; Вестники Царства Божия; Москва, 2010, ст. 130-131.

128 - "არამედ მოაწიოს შენ ზედა და ერსა ამას შენსა ზედა და სახლსა მამისა შენისასა დღენი, რომელ არღა მოწევნულ არიან, ვინაჲთ დღითგან მოუღოს ეფრემი იუდაჲსგან, - მეფჱ იგი ასურასტანისაჲ”.

129 - Творения Святых Отцов в русском переводе, издаваемые при Московской духовной Академии; Москва, 1887, том 50, творения святого Кирилла Александрииского, ст. 219-221.

130 - Святитель Василий Великий. Толкование на книгу пророка Исаии; იხ. ინტერნეტსაიტი - www. wco. Ru biblio/books/vasilv5/main.htm.

131 - "და იყოს, მას დღესა შინა გამოავლინოს უფალმან მწერი, რომელნი უფლებდენ ზოგსა მდინარისა ეგჳპტისასა, და ფუტკარი, რომელ არს სოფელსა ასურასტანისასა; და მოვიდეს და განისუენონ ყოველთა ჴევნებსა სოფლებისას და ჴურელებსა კლდეთასა და ქუაბებსა და ყოველსა ნაპრალებსა და ყოველთა ხეთა”.

132 - Творения Святых Отцов в русском переводе, издаваемые при Московской духовной Академии; Москва, 1887, том 50, творения святого Кирилла Александрииского, ст. 223.

133 - "მას დღეთა დაჰყჳნოს უფალმან საყჳნველითა მით დამთრვალითა წიაღ მდინარესა მეფისა ასურასტანელტაჲსა თავი და თმაჲ ფერჴთაჲ, და წუერნი დაჰყჳნოს. და იყოს, მას შინა განზარდოს კაცმან დიაკეული ზროხათაჲ და ორნი ცხოვარნი. და იყოს, მრავლად ყოფისა მისგან სზისა ერბოსა ჭამდეს ყოველი დაშთომილი ქუეყანასა ზედა. და იყოს, მას შინა ყოველი ადგილი, სადა იყვნენ, ათასნი ვენაჴნი ათასისა სიკლისა, ოჴერ იყვნეს და ეკალ. ისრითა და მშჳლდითა შევიდენ მუნ, რამეთუ ოჴერ და ეკალ იყოს ყოველი ქუეყანაჲ. [და ყოველი მტაჲ] ჴნვით მოიჴნას, და არა მოვიდეს მუნ შიში, რამეთუ იყოს აოჴრებისაგან საძოვარ ცხოვართა და დასათრგუნველ ზროხათა”.

134 - Толкование ветхозаветных книг от книги Исаии по книгу Малахии; Русское издание подготовлено для печати Славянским Миссионерским Издательством; Ашфорд, Коннектикут, США, 1996.

 

გამოყენებული ლიტერატურა

1. განძთა ქვაბი; ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ციალა ქურციკიძემ; თბილისი, 2007.

2. ზეციური იერარქია; გამომცემლობა მერმისი, 2006.

3. А. П. Лопухин; Толковая Библия или комментарий на все книги Св. Писания Ветхого и Нового Заветов; Второе издание, Петербург; Институт перевода библии, том 7, Стокгольм, 1987.

4. Толкование ветхозаветных книг от книги Исаии по книгу Малахии; Русское издание подготовлено для печати Славянским Миссионерским Издательством; Ашфорд, Коннектикут, США, 1996.

5. Густав Гече; Библейские истории; ინტერნეტ საიტი: http://royallib.ru/book/geche_gustav/bibleyskie_istorii.html

6. Святитель Василий Великий. Толкование на книгу пророка Исаии; ინტერნეტ საიტი- www. wco. Ru biblio/books/vasilv5/main.htm

7. Библиотека творений Святых Отцов Церкви западных, издаваемое при Киевской Духовной Академии; книга 13; Творения блаженного Иеронима Стридонского, часть 7, Киев, 1882.

8. Протоиерей Александр Мень; Вестники Царства Божия; Москва, 2010.

9. Протоиерей Александр Мень; Исагогика; Курс по изучению Свяшенного Писания, Москва, 2003.

10. Творения Святых Отцов в русском переводе, издаваемыя при Московской духовной Академии; Москва, 1887, том 50, творения святого Кирилла Александрииского.

11. Библиотека творений Святых Отцов Церкви западных, издаваемое при Киевской Духовной Академии; книга 13; Творения блаженного Иеронима Стридонского, часть 7, Киев, 1882.

12. Творения Святого Отца Нашего Иоанна Златоуста, Архиепископа Константинопольского, в русском переводе; C.-Петербург, 1900.

 

შემდგენელი ირაკლი ორჟონია


ტექსტი გამოქვეყნებულია თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომების V ტომში. თბილისის 2014, გვ. 278-332

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 17 NOVEMBER 2016 13:44)