მცხეთური ბიბლია (XVII-XVIII სს.) ოშკის ბიბლია (978 წ.)
წიგნი დაბადებისა, რომელსა ეწოდების ებრაელთაგან ბერესით
[წიგნი პირველი დაბადებისაჲ]
1 1
1. დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ. ტექსტი ნაკლულია. აკლია I-XI თავი;
2. ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.
3. და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი.
4. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა.
5. და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი.
6. და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა და წყლისა. და იქმნა ეგრეთ.
7. და განყო ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქუეშე კერძო სამყაროჲსა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროჲსა.
8. და უწოდა ღმერთმან სამყაროსა ცაჲ და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე.
9. და თქუა ღმერთმა შეკერბინ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა, და გამოჩნდინ ჴმელი. და იქმნა ეგრეთ. და შეკრბა წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელთა მათთა. და გამოჩნდა ჴმელი.
10. და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანაჲ და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.
11. და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.
12. და გამოიღო ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, მთესველი თესლსა ნათესავობისაებრ და მსგავსებისაებრ და ხე ნაყოფიერი, მყოფი ნაყოფისაჲ, რომლისა თესლი მისი მის თანა ნათესავობისაებრ ქუეყანასა ზედა. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.
13. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მესამე.
14. და თქუა ღმერთმან იქმენინ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა. და იყუნედ სასწაულებად დღეებად და ჟამებად და წელიწადებად.
15. და იყუნედ განმანათლებელად სამყაროსა ცისა, რათა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.
16. და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი - მთავრობად ღამისა. და ვარსკულავნი.
17. და დასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა, რათა ჩნდენ ქუეყანასა ზედა.
18. და მთავრობდენ დღესა და ღამესა და განწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ.
19. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე იგი მეოთხე.
20. და თქვა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალები სამშჳნველთა ცხოველთაჲ და მფრინველნი ფრინვალენი ქუეყანასა ზედა ჩემისაებრ ცისა. და იქმნა ეგრეთ.
21. და შექმნნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი და ყოველი სული ცხოველთა ქუეწარმავალთაჲ, გამოიღეს წყალთა ნათესაობისაებრ მათისა ყოველი მფრინველი მფრინვალენი ნათესაობისაებრ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.
22. და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსენით წყალნი ზღჳსანი. და მფრინველნი განმრავლდედ ქუეყანასა ზედა.
23. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეხუთე.
24. და თქვა ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრე.
25. და შექმნა ღმერთმან მჴეცნი ნათესაობითნი და საცხოვარნი ნათესაობისაებრ მათისა და ყოველი ქუეწარმავალი ქუეყანისა ნათესაობისაებრ მათისა და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.
26. და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მჴეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა.
27. და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი.
28. და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას. და მთავრობდით თევზთა ზღჳსათა, და მფრინველთა ცისათა, და ყოველთა პირუტყუთა, და ყოველსა ქვეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქვეყანასა ზედა.
29. და თქვა ღმერთმან: აჰა, მიგცე თქვენყოველი თივა სათესავი მთესველი თესლისაჲ, რომელ არს ზედა ყოვლისა ქვეყანისა. და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თჳსსა ნაყოფი თესლისაჲ სათესავი, თქუენდა იყოს საჭმელად.
30. და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა და ყოველთა მფრინველთა ცისათა. და ყოვლისა ქუეწარმავალისა, რომელი ვალს ქვეყანასა ზედა, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა სული სიცოცხლისა, და ყოველი თივა მწვანვილისა საჭამადად და იქმნა ეგრეთ.
31. და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად,და იყო მწუხრი ღა იქმნა განთიად დღე მეექუსე.
2 2
1. და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა და ყოველი სამკაული მათი.
2. და განასრულა ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა. და დასცხრა დღესა მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა.
3. და აკურთხა ღმერთმან დღე მეშჳდე და წმიდა-ყო იგი, რამეთუ მას შინა დასცხრა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთა იწყო ღმერთმან ქმნად.
4. ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისაჲ, ოდეს შეიქმნნეს დღესა მას, რომელსა შექმნნა ღმერთმან ცაჲ და ქვეყანაჲ და.
5. ყოველი მწვანვილი ველისა პირველ ყოფად ქუეყანასა ზედა და ყოველი თივა ველისა პირველ აღმოცენებადმდე, რამეთუ არ-ღა ეწვიმა ღმერთსა ქუეყანასა ზედა და კაცი არა იყო მოქმედ ქუეყანისა.
6. ხოლო წყარო აღ-მო-ვიდოდა ქვეყანით და რწყვიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა
7. და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად.
8. და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავალით და დადვა მუნ კაცი იგი, რომელ შექმნა.
9. და აღმო-ვე-აცენა ღმერთმან მერმე ქვეყანით ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად და ხე ცხოვრებისა - შორის სამოთხესა და ხე იგი - ცნობად კეთილისა და ბოროტისა.
10. ხოლო მდინარე გამოვალს ედემით მორწყვად სამოთხისა, მიერ განიყოფვის ოთხად თავად.
11. სახელი ერთისა - ფისონ. ესე არს, რომელი გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ევლატისასა, მუნ, სადა-იგი არს ოქროჲ.
12. ხოლო ოქრო მის ქვეყანისაჲ კეთილ, მუნ არს ანთრაკი და ქვაჲ იგი კაპოეტი.
13. და სახელი მდინარისა მეორისა - გეონ. ესე გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ეთიოპიისასა.
14. და მდინარე მესამე - ტიგრისი. ესე ვალს წინაშე ასურეთსა, ხოლო მდინარე მეოთხე ევფრატი.
15. და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად.
16. და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო.
17. ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ.
18. და თქვა ღმერთმან: არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა, უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი.
19. და და-ვე-ჰბადა უფალმან ღმერთმან ყოველი მჴეცი ველისაჲ ყოველი მფრინველი ცისაჲ და მოიყვანნა იგინი ადამისა ხილვად და ყოველთა მშჳნვიერთა ცხოველთა, რომელიცა უწოდა ადამ, იგი არს სახელი მათი, რაჲძი უწოდოს მათ.
20. და ყოველი, რომელი უწოდა მათ ადამ სახელები ყოველთა საცხოვართა და ყოველთა მფრინველთა ცისათა და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა, ხოლო ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი.
21. დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გუერდისა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ.
22. და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა:
23. და თქვა ადამ: აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი. ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი.
24. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა
25. და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც. და იყვნეს ორნივე შიშუელ: ადამ და ცოლი მისი, და არა ჰრცხუენოდა.
3 3
1. ხოლო გუელი იყო უგონიერეს უფროჲს ყოველთა მჴეცთა ქუეყანასა ზედა, რომელნი ქმნნა უფალმან ღმერთმან და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა.
2. და ჰრქუა დედაკაცმან გუელსა: ყოვლისაგან ნაყოფისა ხისა სამოთხისა ვჭამოთ.
3. ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა სჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდეთ.
4. და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: არა სიკუდილით მოჰკუდეთ.
5. რამეთუ უწყოდა ღმერთმან, ვითარმედ: რომელსა დღესა სჭამოთ მისგანი, განგეხუნენ თქუენ თუალნი და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა.
6. და იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად და შუენიერ განცდად. და მიმღებელმან დედაკაცმან ნაყოფისაგან ჭამა და მისცა ქმარსა-ცა მისსა მის თანა და ჭამეს.
7. და განეხუნეს თუალნი ორთა-ნი-ვე და აგრძნეს, რამეთუ შიშუელ იყვნეს. და შეკერეს ფურცელი ლეღჳსა და ქმნეს თავთა თჳსთა გარემოსარტყმელნი.
8. და ესმათ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა, მავალისაჲ სამოთხეს შინა, მიმწუხრი და დაიმალნეს ადამ-ცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა საშუალ ხესა სამოთხისასა.
9. და უწოდა უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა მას: ადამ: სადა ხარ?
10. და მან თქუა: ჴმისა შენისა მესმა, მავალისა შორის სამოთხესა, რამეთუ შიშუელ ვარ და დავიმალე.
11. და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ? უკუეთუ არა ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა ჭამაჲ, მისგან სჭამე-ა ?
12. და თქუა ადამ: დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა, მან მომცა მე ხისაგან და ვჭამე.
13. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან დედაკაცსა: რაჲ ვსე ჰყავ? და თქუა დედაკაცმან: გუელმან მაცთუნა მე და ვჭამე.
14. და ჰრქუა უფალმან გუელსა: რამეთუ ჰყავ ესე, წყეულ იყავ შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისა ზედათა, მკერდსა ზედა და მუცელსა ხჳდოდი და მიწასა სჭამდე ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.
15. და მტერობაჲ დავდვა შორის შენსა და შორის დედაკაცისა. და შორის თესლისა შენისა და შორის თესლისა მისისა იგი შენსა უმზირდეს თავსა და შენ უმზირდე მისსა ბრჭალსა.
16. და დედაკაცსა მას ჰრქუა: განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ.
17. ხოლო ადამს ჰრქუა: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე, წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.
18. ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ და სჭამდე თივასა ველისასა,
19. ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა ვიდრე მიქცევადმდე შენდა მიწად, რომლისაგან მოღებულ იქმენ, რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე.
20. და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა: ცხორებაჲ. რამეთუ იგი არს დედა ყოველთა მაცხორებელთა.
21. და უქმნა უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ.
22. და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე.
23. და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელისა საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა.
24. და განჴადა ადამ და დაამკჳდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა ღა დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახჳლი იქცევისი დაცვად გზასა ხისა ცხორებისასა.
4 4
1. ხოლო ადამ იცნა ევაჲ ცოლი თჳსი. და მიდგომილმან შვა კაინ. და თქუა: მოვიგეთ კაცი ღმრთისა მიერ.
2. და შესძინა შობად ძმაჲ მისი აბელ და იქმნა იგი მწყემს ცხოვართა; ხოლო კაინ - მშრომელ ქუეყანისა.
3. და იყო შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა.
4. და აბელ მოართუა მან-ცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა.
5. ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა. და შეწუხნა კაინ ფრიად. და შეიჭუვნა პირი მისი.
6. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რათა რად შეიჭუვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე.
7. ხოლო მართლიად არა განჰყავ, სცოდე დაყუდენ. შენდამი მიქცევაჲ მისი ღა შენ ჰმთავრობდი მას.
8. და თქუა კაინ აბელის მიმართ, ძმისა თჳსისა: განვიდეთ ზოგად ველად. და იყო, ყოფასა მათსა ველს, აღდგა კაინ აბელის ზედა, ძმისა თჳსისა, და მოკლა იგი.
9. და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ, ძმაჲ შენი? და თქუა: არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?
10. და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით.
11. და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა.
12. რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა.
13. და თქუა კაინ უფლისა მიმართ ღმრთისაჲ: უფროჲს არს ცოდვაჲ ჩემი მოტევებისა ჩემისა.
14. და უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე.
15. და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: არა ეგრეთ ყოველმან მომკლველმან კაინისმან შჳდნი შურის-ძიებანი დაჴსნნეს. და დასდვა უფალმან ღმერთმან სასწაული კაინს არა მოკლვად მისა ყოვლისაგან მპოვნელისა მისისა.
16. და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა.
17. და იცნა კაინ ცოლი თჳსი. და მუცლად-მღებელმან შვა ენოს. და აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელად ძისა თჳსისა ენოს.
18. ხოლო შვა ენოს ღაიდად. და ღაიდად შვა მალელელ და მალელელ შვა მათუსალა. და მათუსალა შვა ლამექ.
19. და მოიყვანა ლამექ თავისა თჳსისა ორ ცოლ. სახელი ერთისა - ადა და სახელი მეორისა - სელა.
20. და შვა ადა იობელ. ესე იყო მამაჲ მკჳდრთა კარვებისათა, საცხოვართმზრდელთა.
21. და სახელი ძმისა მისისა იობალ. ესე იყო გამომაჩინებელ საფსალმონისა და ებნისა.
22. ხოლო სელა შვა. მან-ცა თობალ და იყო კუერით ხუროჲ, მჭედელი რვალისა და რკინისა, ხოლო დაჲ თობელისი - ნოემა.
23. და ჰრქუა ლამექ ცოლთა თჳსთა: ადა და სელა, ისმინეთ ჴმისა ჩემისა, ცოლთა ლამექისათა, ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მამაკაცი მოვკალ წყლულებად ჩემდა და ჭაბუკი საგუემელად ჩემდა.
24. რამეთუ შჳდგზის შური ძლებულ არს კაინისაგან, ხოლო ლამექისაგან სამეოცდაათ შვიდგზის.
25. ხოლო ადამ იცნა ცოლი თჳსი ევა. და მიდგომილმან შვა ძე და უწოდა სახელი მისი სით მეტყუელმან: რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ.
26. და სით შვა ძე და უწოდა სახელი მისი ენოს. ესე ესვიდა ხადად სახელსა უფლისა ღმრთისასა.
5 5
1. ესე წიგნი შესაქმისა კაცთასა, რომელსა დღესა შექმნა ღმერთმან ადამ ხატებად ღმრთისა.
2. შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი.
3. ხოლო ცხოვნდა ადამ ორას ოცდაათ წელ და შვა სახოვნებისაებრ თჳსისა და ხატებისაებრ თჳსისა. და სახელ-სდვა სახელი მისი სით.
4. ხოლო იქმნნეს დღენი ადამისნი შემდგომად შობისა სეითისა შვიდას წელ და შვნა ძენი და ასულნი.
5. და იქმნნეს ყოველნი დღენი ადამისნი, რომელთა ცხოვნდა ცხრაასოცდაათ წელ და მოკუდა.
6. ხოლო ცხოვნდა სით ორას და ხუთ წელ. და შვა ენოს.
7. და ცხოვნდა სით შემდგომად შობისა ენოსისა შვიდსა და შვიდ წელ და შვნა ძენი და ასულნი.
8. და იქმნნეს ყოველნი დღენი სეითისნი ცხრაასდაათორმეტ წელ და მოკუდა,
9. და ცხოვნდა ენოს ასოთხმეოცდაათ წელ. და შვა კაინან.
10. და ცხოვნდა ენოს შემდგომად შობისა მის კაინანისსა შვიდასათხუთმეტ წელ. და შვნა ძენი და ასულნი.
11. და იქმნნეს ყოველნი დღენი ენოსისნი ცხრაასდახუთ წელ და მოკუდა.
12. და ცხოვნდა კაინან ასსამეოცდაათ წელ. და შვნა მალელეილ.
13. და ცხოვნდა კაინან შემდგომად შობისა მის მალელეილისსა შვიდასორმეოც წელ. და შვნა ძენი და ასულნი.
14. და იქმნა ყოველნი დღენი კაინანისნი ცხრაასდაათ წელ. და მოკუდა.
15. და ცხოვნდა მალელეილ ასსამეოცდახუთ წელ და შვა იარედ.
16. და ცხოვნდა მალელეილ შემდგომად შობისა მის იარედისსა შვიდასოცდაათ წელ. და შვნა ძენი და ასულნი.
17. და იქმნეს ყოველნი დღენი მალელეილისნი. შვიდასოთხმეოცდაათხუთმეტ წელ და მოკუდა.
18. და ცხოვნდა იარედ ასსამეოცდაორ წელ და შვა ენუქ.
19. და ცხოვნდა იარედ შემდგომად შობისა მის ენუქისსა შვიდას წელ. და შვნა ძენი და ასულნი.
20. და იქმნნეს ყოველნი დღენი იარედისნი რვაასსამეოცდაორ წელ და მოკუდა.
21. და ცხოვნდა ენუქ ასსამეოცდახუთ წელ. და შვა მათუსალა.
22. ხოლო სათნო ეყო ენუქ ღმერთსა. და ცხოვნდა ენუქ შემდგომად შობისა მის მათუსალასა ორას წელ და შვნა ძენი და ასულნი.
23. და იქმნნეს ყოველნი დღენი ენუქისნი სამასსამეოცდახუთ წელ.
24. და სათნო ეყო ენუქ ღმერთსა და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან.
25. და ცხოვნდა მათუსალა ასსამეოცდაშვიდ წელ. და შვა ლამექ.
26. და ცხოვნდა მათუსალა შემდგომად შობისა მის ლამექისა. შვიდასოთხმეოცდაორ წელ. და შვნა ძენი და ასულნი.
27. და იქმნნეს ყოველნი დღენი მათუსალასნი, რომელთა ცხოვნდა, ცხრაასსამეოცდაცხრა წელ. და მოკუდა.
28. და ცხოვნდა ლამექ ასოთხმეოცდარვა წელ და შვა ძე.
29. და უწოდა სახელი მისი ნოე მეტყუელმან:ამან განმისუენოს ჩუენ საქმეთაგან ჩვენთა და მწუხარებათაგან ჴელთა ჩუენთასა და ქუეყანისაგან, რომელი დაწყევა უფალმან ღმერთმან ჩუენმან.
30. და ცხოვნდა ლამექ შემდგომად შობისა მის ნოესსა. ხუთასსამეოცდახუთ წელ და შვნა ძენი და ასულნი.
31. და იქმნნეს ყოველნი დღენი ლამექისნი შჳდასორმეოცდააცამეტ წელ და მოკუდა.
32. და იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა. და შვნა ნოე სამნი ძენი: სემ, ქამ და იაფეთ.
6 6
1. და იყო, რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა. და ასულნი იშვნეს მათდა.
2. ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს.
3. და თქუა უფალმან ღმერთმან:არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ.
4. და გმირნი იყვნენ ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომად ამისსა ვითარცა შევიდოდეს ძენი ღმრთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს თავთა თჳსთად. და იგინი იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი.
5. ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა. და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა.
6. და შეიგონა ღმერთმან, რამეთუ შექმნა კაცი ქუეყანასა ზედა, და განიგონა.
7. და თქუა ღმერთმან:აღვჴოცო კაცი, რომელი შევქმენ პირისაგან ქუეყანისა კაცთაგან მიპირუტყუთამდე და ქუეწარმავალთაგან მფრინველთამდე ცისათა, რამეთუ შევინანე, რამეთუ შევქმენ იგინი.
8. ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა.
9. ესე შობანი ნოესი :ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე.
10. ხოლო შვნა ნოე სამ ძე: სემ, ქამ და იაფეთ.
11. ხოლო ქუეყანა განიხრწნა წინაშე ღმრთისა და აღივსო ქუეყანა უსამართლოებითა.
12. და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ჴორციელმან გზაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა.
13. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა. მათგან. და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა.
14. იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა.
15. და ესრეთ ჰქმნა კიდობანი, სამასი წყრთა - სიგრძე კიდობნისა და ერგასისი წყრთა - სივრცე. და ოცდაათი წყრთა - სიმაღლე მისი.
16. შეკრებულ-ჰყო კიდობანი და წყრთეულად შეასრულო იგი ზედა კერძო, ხოლო კარი კიდობნისა ჰქმნე იგურდივ ქვენად საყოფელად, ორ სართულებად და სამ სართულებად ჰყო იგი.
17. ხოლო მე მოვჰჴადო რღუნა წყლისა ქუეყანასა ზედა განხრწნად ყოვლისა ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისა ცასა ქუეშე და, რაოდენიცა-რაჲ არს ქუეყანასა ზედა, აღესრულოს.
18. და დავამტკიცო აღთქმაჲ ჩემი შენ თანა, ხოლო შეხჳდე კიდობნად შენ და ძენი შენნი და ცოლი შენი. და ცოლნი ძეთა შენთანი, შენ თანა.
19. და ყოველთაგან ქუეწარმავალთა და ყოველთაგან საცხოვართა და ყოველთაგან მჴეცთა და ყოვლისაგან ჴორცისა; ორ-ორი ყოველთაგან შეიყვანო კიდობნად, რათა ჰზრდიდე თავისა შენისა თანა, მამალი და დედალი იყვნენ.
20. ყოველთაგან ფრთოანთა მფრინველთა ცისათა ნათესაობისაებრ და ყოველთაგან ქუეწარმავალთა, რომელნი ვლენან ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა, ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს შენ თანა ზრდად შენ თანა - მამალი და დედალი.
21. ხოლო შენ მიიღო თავისა შენისად ყოველთაგან ჭამადთა, რომელთა სჭამთ და შეჰკრიბო თავისა შენისა თანა და იყოს შენდა და მათდა საზრდელად
22. და ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან, ეგრეთ ქმნნა.
7 7
1. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: შევედ შენ და ყოველი სახლი შენი კიდობნად, რამეთუ შენ გიხილე მართლად წინაშე ჩემსა ნათესავსა ამას შინა.
2. ხოლო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა შეიყუანე შენ თანა შვიდ-შვიდი მამალი და დედალი ხოლო საცხოვართაგან არაწმიდათა ორ-ორი მამალი და დედალი.
3. და მფრინველთაგან ცისათა წმიდათაგან შვიდ-შვიდი მამალი და დედალი და მფრინველთაგან არაწმიდათ ორ-ორი მამალი და დედალი დამარხვად თესლი ყოველსა ქუეყანასა ზედა.
4. რამეთუ მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა. და აღვჰჴოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ პირისაგან ყოვლისა ქუეყანისა.
5. და ქმნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო უფალმან ღმერთმან.
6. ხოლო ნოე იყო ექუსასთა წელთა. და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა.
7. და შევიდა ნოე და ძენი მისნი მის თანა და ცოლი მისი და ცოლნი ძეთა მისთანი კიდობნად წყლისათჳს რღუნისა.
8. და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა არაწმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა არაწმიდათა და ყოველთაგან ქუეწარმავალთა ქუეყანისზედათა.
9. ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს ნოეს თანა კიდობნად - მამალი და დედალი - ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან.
10. და იყო შემდგომად შვიდთა დღეთასა, და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა.
11. მეექუსასესა წელსა ცხორებასა ნოესსა, მეორესა თთუესა, ოცდამეშჳდესა თთჳსასა, ამას დღესა შინა გამოეცნეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი განეხუნეს.
12. და იქმნა წჳმა ქუეყანასა ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე.
13. ამას დღესა შევიდა ნოე, სემ, ქამ და იაფეთ, ძენი ნოესნი, და ცოლი ნოესი, და სამნი ცოლნი ძეთა მისთანი მის თანა კიდობნად.
14. და ყოველნი მჴეცნი ქუეყანისანი ნათესაობით, და ყოველნი ქუეწარმავალნი ნათესაობით, და ყოველნი საცხოვარნი ნათესაობით, და ყოველნი მფრინველნი ნათესაობით მისით, ყოველი მფრინვალე, ყოველი ფრთოსანი.
15. და შევიდა კიდობნად ნოეს თანა ორ-ორი ყოვლისაგან ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისაჲ.
16. და შემავალი მამალი და დედალი ყოვლისაგან ჴორცისა შევიდა, ვითარცა ამცნო ღმერთმან ნოეს.
17. და დაჴშა უფალმან ღმერთმან გარეგნით მისსა კიდობანი, და იქმნა რღუნა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ქუეყანასა ზედა, და განმრავლდა წყალი და აღიღო კიდობანი და აღმაღლდა ზედა ქუეყანისა.
18. და დაიპყრო წყალმან და განმრავლდებოდა ფრიად ქუეყანასა ზედა. და ზე მოაქუნდა კიდობანი ზედა კერძო წყლისა.
19. ხოლო წყალი განძლიერდა ფრიად-ფრიად ქუეყანასა ზედა და დაფარნა ყოველნი მთანი მაღალნი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცისა.
20. ათხუთმეტ წყრთა ზედა კერძო ამაღლდა წყალი და დაფარნა ყოველნი მთანი.
21. და მოკუდა ყოველი ჴორცი მოკუდავი ქუეყანასა ზედა და ყოველი კაცი.
22. და ყოველი, რაოდენსა აქუნდა სული სიცოცხლისაჲ, და ყოველი, რაოდენი იყო ჴმელსა ზედა, მოკუდა.
23. და აღჴოცა ყოველი აღმდგომი,რომელი იყო პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, დაშთა მხოლოდ ნოე და მისთანანი,რომელნი იყუნეს კიდობანსა შინა.
24. და ამაღლდა წყალი ქუეყანასა ზედა ასერგასის დღე.
8 8
1. და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი და ყოველთა მჴეცთა, და ყოველთა საცხოვართა, და ყოველთა მფრინველთა და ყოველთა ქუეწარმავალთა, რაოდენნი იყვნეს მის თანა კიდობანსა შინა.
2. და მოაწია ღმერთმან სული ქუეყანასა ზედა და მოაკლდა წყალი და დასწყდეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი. და მოაკლდა წყალი, მავალი ქუეყანისაგან, და შედგებოდა.
3. და შემცირდებოდა წყალი შემდგომად ასერგასისთა დღეთასა.
4. და დადგა კიდობანი თთუესა მეშჳდესა ოცდაშჳდისა მის თთჳსასა მთათა ზედა არარატისასა.
5. ხოლო წყალი მავალი შემცირდებოდა ვიდრე მეათედ თთუემდე და მეთერთმეტესა თთუესა, პირველსა თთჳსასა, გამოჩნდეს თავნი მთათანი.
6. ხოლო იყო, შემდგომად ორმეოცთა დღეთასა განაღო ნოე კარი კიდობნისა, რომელ ქმნა.
7. და განავლინა ყორანი ხილვად, უკუეთუ მოაკლდა წყალი და განსრული არა კუალად იქცა ვიდრე განჴმობადმდე წყლისა ქუეყანისაგან.
8. და განავლინა ტრედი უკუანა მისა, უკუე-თუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.
9. და ვერ მპოვნელი განსუენებასა ტრედი ფერჴთა მისთასა მოიქცა მისა მიმართ კიდობნად, რამეთუ წყალი იყო ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა, და განყო ჴელი მისი, მიიქუა იგი და შეიყუანა იგი თავისა თჳსისა თანა კიდობნად.
10. მერმე შემდგომად შჳდთა დღეთასა კუალად განავლინა ტრედი კიდობნისაგან.
11. და მოაქცია მისა მიმართ ტრედმან მიმწუხრი და აქუნდა ზეთისხილისა ფურცელი რტოჲთა პირსა შინა მისსა და ცნა ნოე, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.
12. და მერმე და-ღა-ითმინა შჳდ დღე. და კუალად განავლინა ტრედი და არ-ღა-რა შესძინა მოქცევად მისსა მომართ მერმე.
13. და იყო ექუსასსა და ერთსა წელსა ცხორებასა ნოესსა, პირველსა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოაკლდა წყალი ქუეყანისაგან და აღსძარცვა ნოე სართული კიდობნისა, რომელ ქმნა, და იხილა, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.
14. ხოლო მეორესა თთუესა, ოცდაშჳდსა თთჳსასა,განჴმა ქუეყანა.
15. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს.
16. გამოვედ კიდობნისაგან შენ და ცოლი შენი, და ძენი შენნი და ცოლნი ძეთა შენთანი.
17. და ყოველნი მჴეცნი, რაოდენნი არიან შენ თანა, და ყოველი ჴორცი მფრინველთაგან საცხოვართამდე, და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა, გამოიყუანე თავისა შენისა თანა და აღორძნდით და განმრავლდით ქუეყანასა ზედა.
18. და გამოვიდა ნოე და ცოლი მისი, ძენი მისნი და ცოლნი ძეთა მისთანი.
19. და ყოველნი მჴეცნი და ყოველნი საცხოვარნი, და ყოველი მფრინველი და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა გამოვიდეს კიდობნისაგან.
20. და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა და მოიღო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და შეწირნა იგინი ყოვლად ნაყოფებად საკურთხეველსა ზედა.
21. და იყნოსა უფალმან ღმერთმან სული სულნელებისაჲ. და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე, არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა, რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით, არ-ღა შევსძინო უკუე მოსპოლვად მერმე ყოვლისა ჴორცისა ცხოველისა.
22. ვითარ-ცა ვჰყავ და ყოველთა დღეთა ქუეყანისათა თესვად და მკად, სიგრილე და სიცხე, ზაფხული და არე, და დღე და ღამე არა მოაკლდენ.
9 9
1. და აკურთხნა ღმერთმან ნოე და ძენი მისნი და ჰრქუა მათ აღორძნდით, და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას.
2. და შიში თქუენი და ძრწოლაჲ თქუენი იყოს ყოველთა ზედა მჴეცთა ქუეყანისათა, და ყოველთა ზედა მფრინველთა ცისათა.
3. და ყოველთა ზედა იძრვისთა ქუეყანისათა. და ყოველნი თევზნი ზღჳსანი ჴელის ქუეშე მიგცე თქუენ და ყოველი ქუეწარმავალი, რომლისა არს სიცოცხლე, თქუენდა იყოს საჭამადად ვითარ-ცა მხალი თივისაჲ, მიგცენ თქუენ ყოველნი.
4. გარნა ჴორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ.
5. და რამეთუ სისხლიცა თქუენი სულთა თქუენთა გამოვიძიო ჴელისაგან მჴეცთასა და გამოვიძიო იგი ჴელისაგან კაცისა ძმისა მისისა გამოვიძიო სული კაცისა.
6. და დამთხეველისა სისხლსა კაცისასა ნაცვლად სისხლისა მისისა დაითხიოს, რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი.
7. ხოლო თქუენ აღორძნდით და განმრავლდით და განავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას.
8. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა მეტყუელმან:
9. აჰა, მე აღვადგენ აღთქუმასა ჩემსა თქუენდა და თესლისა თქუენისა შემდგომად თქუენსა.
10. და ყოვლისა სულისა ცხოველისა თქუენ თანა მფრინველთაგან და საცხოვართაგან და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისათა, რაოდენნი არიან თქუენ თანა, ყოველთა თანა გამოსრულთა კიდობნით და ყოველთა პირუტყუთა ქუეყანისათა.
11. და დავამტკიცო აღთქუმაჲ ჩემი თქუენდა მიმართ და არ-ღა-რა მოჰკუდეთ ყოველი ჴორცი წყლისა მიერ რღუნისა და არ-ღა-რა იყოს მერმე რღუნა წყლისა განხრწნად ყოვლისა ქუეყანისა.
12. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა: ესე სასწაული აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელსა მე მოვსცემ შორის ჩემსა და შორის თქუენსა და შორის ყოვლისა სულისა ცხოველისა, რომელი არს თქუენ თანა ნათესავად საუკუნოდ.
13. რამეთუ მშვილდსა ჩემსა დავსდებ ღრუბელთა შინა და იყოს სასწაულად აღთქუმისა შორის ჩემსა და ქუეყანისა.
14. და იყოს, რაჟამს მოვავლინო ღრუბელი შორის ქუეყანასა, გამოჩნდეს მშჳლდი იგი ღრუბელთა შინა.
15. და მოვიჴსენო აღთქუმაჲ ჩემი, რომელ არს შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა ცხოველისა ყოვლისა მიმართ ჴორცისა და არ-ღა-რა იყოს წყალი იგი რღუნისა მოსპოლვად ყოველსა ჴორციელსა.
16. და იყოს მშვილდი იგი ღრუბელთა შინა და ვიხილო და მოვიჴსენო აღთქუმაჲ საუკუნო შორის ჩემსა. და შორის ყოვლისა ცხოველისა და ყოვლისა ჴორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა.
17. და ჰრქუა უფალმან ნოეს: ესე სასწაული არს აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელი დავდევ შორის ჩემსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა.
18. ხოლო იყუნეს ძენი ნოესნი გამოსრულ კიდობნისაგან: სემ, ქამ, და იაფეთ, ხოლო ქამ იყო მამაჲ ქანანისი.
19. ესე სამნი, იყვნეს ძენი ნოესნი, ამათგან განითესნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა.
20. და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა და დაასხა ვენაჴი.
21. და სუა ღჳნისაგან და დაითრო და განშიშულდა სახლსა შინა თჳსსა.
22. და იხილა ქამ, მამამან ქანანისამან, სიშიშულე მამისა თჳსისა და გამოსრულმან მიუთხრა ძმათა თჳსთა გარე.
23. და მიიღეს სემ და იაფეთ სამოსელი და დაიდვეს ორთავე მჴართა მათთა ზედა. და ვიდოდეს ზურგ უკუნქცევით და შიშლოებაჲ მამისა მათისა არა იხილეს.
24. და განიფრთხო ნოე ღჳნისაგან და ცნა, რაოდენ უყო მას ძემან მისმან უჭაბუკესმან.
25. და თქუა: წყეულ ქანან ყრმა, მონა იყავნ ძმათა მისთაჲ.
26. და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი სემისი და იყოს ქანან მონა მისსა.
27. განავრცენ ღმერთმან იაფეთ და დაემკჳდრენინ საყოფელთა შინა სემისთა. და იქმენინ ქანან მონა მისა.
28. ხოლო ცხოვნდა ნოე შემდგომად წყლით რღუნისა სამასორმეოცდაათ წელ.
29. იქმნნეს ყოველნი დღენი ნოესნი ცხრაასერგისის წელ და მოკუდა.
10 10
1. ესე შობანი ძეთა ნოესთანი: სემ, ქამ და იაფეთ. და იყვნეს მათდა ძენი შემდგომად წყლით რღუნისა.
2. ძენი იაფეთისანი ღამერ, და მაგოგ, და მადიმ, და ავან და ელიოსან, და თობელ და მოსოქ და თირას.
3. და ძენი ღამერისანი: ასქანაზ და რიფათ და თორღამა.
4. და ძენი ავანისნი: ელისა და თარშის კიტელნი.
5. როდელნი, ამათგან განიყვნეს ჭალაკნი წარმართთანი ქუეყანასა მათსა, თჳთეულნი ენად-ენად ტომთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა.
6. ხოლო ძენი ქამისნი: ხუს, და მესარაიმ, ფუდ და ქანან.
7. ხოლო ძენი ხუსისნი: სავა, და ლვილატ, და სავათა, და რეღმაჲ და სავაკათა, ხოლო ძენი რეღმასნი: სავან და დათან.
8. ხოლო ხუს შვა ნებაროთ. ამან იწყო გმირ-ყოფად ქვეყანასა ზედა.
9. ესე იყო გმირი მონადირე წინაშე უფლისა ღმრთისა.
10. და იქმნა დასაბამ მეფობისა მისისა ბაბილონი, ორექი, აქადი და ტალანი ქუეყანასა სენარისსა.
11. ქუეყანისა მისგან გამოვიდა ასურ და აღაშენა ნინევი, და ქალაქი რომოთი, და ხალანი.
12. და დასე, საშუალ ნინევისა და საშუალ ხალანისა, ესე ქალაქი დიდი.
13. და მესარიმ შვნა ლუდიიმელნი, და ემატიიმელნი, და ლავიიმელნი, და ნეფთალიმილნი.
14. და პატროსონიმელნი და ხასლორიმელნი, ვინა გამოვიდა მიერ ფილისტიმ და კაფთორიიმელნი.
15. ხოლო ქანან შვა სიდონ პირმშოდ და ქეტელი.
16. და იებოსლელი, და ამორეველი, და გერგესეველი.
17. და ეველი, და არუკეველი, და ასენეველნი.
18. და არადელნი, და სამარეელნი, და ამათეფელნი და ამაათი, შედგომად მათსა განეთესნეს, ტომნი ქანანელთანი.
19. და იქმნნეს საზღვარნი ქანენელთანი სიდონისაგან და ვიდრე შესლვადმდე გერარად და ღაზად, და ვიდრე შესლვადმდე სოდომად და გომორად.
20. ადად და სებვომად - ესე ძენი ქამისნი ტომთა შინა მათთა და ენათა მათთა და სოფელთა მათთა.
21. და სემისსა იშუნეს მის-და-ცა მამისა ყოველთა ძეთა ებერისთასა, ძმისა იაფეთისა, ძმისა უხუცესისა.
22. ძენი სემისნი: ალიმ, და ასსურ, და არფაქსად, და ლუდდა, არამ და კაინან.
23. და ძენი არამისნი: ოს, და იულ, და ღათერ და მოსოხ.
24. და არფაქსად შვა სალაჲ. და სალა შვა ებერ.
25. და ებერისსა იშვნეს ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფალეკ, რამეთუ დღეთა მისთა განინაწილა ქუეყანა და სახელი ძმისა მისისა იეკტან.
26. ხოლო იეკტან შვა ელმოდად, და სალეფ, და ასარმოთ, და იერარ.
27. და დორრა, და ღაზილ, და დეკლაჲ.
28. და გებარ, და აბიმეილ, და სავარ.
29. და უფირ, და ევილატ, და იობაბ ესე ყოველნი - ძენი იეკტანისნი.
30. და იქმნა დამკჳდრებაჲ მათი მასისითგან ვიდრე მოსულადმდე სოფირად, მთად აღმოსავლისად.
31. ესე ძენი სემისნი - ტომთა შინა მათთა, სოფელთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა.
32. ესე ტომნი ძეთა ნოესთანი ნათესაობათაებრ მათთა თესლისაებრ მათისა. ამათგან განეთესნეს ჭალაკნი ნათესავთანი ქუეყანასა ზედა შემდგომად წყლით რღუნისა.
11
1. და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ და ჴმა ერთ ყოველთა.
2. და იყო, ძრვასა მათსა აღმოსავლით გამო პოვეს ველი ქუეყანასა სენარისასა და დაემკჳდრნენ მუნ.
3. და ჰრქუა კაცმან მოყუასსა: მოვედით, გამოვზილნეთ ალიზნი და გამოვაცხუნეთ იგინი ცეცხლითა. და იყო მათდა ალიზი ქვაჲ და ასფალტოსი იყო მათდა თიჴაჲ.
4. და თქუეს: მოვედით, ვიშენოთ თავთა თჳსთათჳს ქალაქი და გოდოლი, რომლისა თავი იყოს ვიდრე ცადმდე. და ვყოთ თავთა თჳსთად სახელი პირველ განთესვისა ჩუენისა პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.
5. და გარდამოვიდა უფალი ხილვად ქალაქისა და გოდლისა, რომელი აღაშენეს ძეთა კაცთასა.
6. და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა ნათესავი ერთ და ბაგენი - ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად და აწ არა დააკლდეს მათგან ყოველნი, რაოდენ-თა-ცა ინებონ ქმნად.
7. მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ჴმაჲ მოყუსისა.
8. და განთესნა იგინი უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. და დასცხრეს მაშენებელნი ქალაქისა და გოდლისანი.
9. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი შერევნა, რამეთუ მუნ შეურივნა უფალმან ბაგენი ყოვლისა ქუეყანისანი და მუნით განთესნა იგინი უფალმან ღმერთმან პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.
10. და ესე შობანი სემისნი : სემ ძე ასის წლის იყო, ოდეს შვა არფაქსად მეორესა წელსა შემდგომად წყლით რღუნისა.
11. და ცხოვნდა სემ შემდგომად შობისა მის არფაქსადისა ხუთას წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
12. და ცხოვნდა არფაქსად ასოცდაათხუთმეტ წელ და შვა სალა.
13. და ცხოვნდა არფაქსად შემდგომად შობისა მის სალასა, სამასოცდაათ წელ, და შუნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
14. და ცხოვნდა სალა ასოცდაათ წელ და შვა ებერ.
15. და ცხოვნდა სალა შემდგომდა შობისა მის ებერისსა სამასერგასის წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
16. და ცხოვნდა ებერ ასოცდაათოთხმეტ წელ, და შვა ფალეგ.
17. და ცხოვნდა ებერ შემდგომად შობისა მის ფალეგისსა ორასსამეოცდაათ წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
18. და ცხოვნდა ფალეგ ასოცდაათოთხმეტ წელ და შვა რაგავ.
19. და ცხოვნდა ფალეგ შემდგომად შობისა მის რაგავისა ორასდაცხრა წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
20. და ცხოვნდა რაგავ ასოცდაათოთხმეტ წელ და შვა სერუქ.
21. და ცხოვნდა რაგავ შემდგომად შობისა მის სერუქისსა ორასდაშჳდ წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
22. და ცხოვნდა სერუქ ასოცდათ წელ და შვა ნაქორ.
23. და ცხოვნდა სერუქ შემდგომად შობისა მის ნაქორისსა ორას წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
24. და ცხოვნდა ნაქორ სამეოცდაათცხრამეტ წელ და შვა თარრა.
25. და ცხოვნდა ნაქორ შემდგომად შობისა მის თარრასა ასოცდაცხრა წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
26. და ცხოვნდა თარრა სამეოცდაათ წელ და შვა აბრაამ, და ნაქორ და არრან.
27. ხოლო ესე შობანი თარრაჲსნი. თარრა შვა აბრაამ, და ნაქორ და არრან: ხოლო არრან შვა ლოთ.
28. და მოკუდა არრან წინაშე თარრასა, მამისა თჳსისა, ქუეყანასა, რომელსა იშვა სოფელსა ქალდეველთასა.
29. და მიიყუანეს აბრაამ და ნაქორ თავისა თჳსისათჳს ცოლნი, სახელი ცოლისა აბრაამისისა - სარაჲ და სახელი ცოლისა ნაქოერრისისა მელქა, ასული აჰრონისი, მამისა მელქასი, და მამისა იესტანისი.
30. და იყო სარა ბერწ და არა შვილისმშობელ.
31. და მოიყვანნა თარრა აბრაამ და ნაქორ, ძენი თჳსნი, და ლოთ, ძე არრანისი, ძისა თჳსისა და გამოიყვანნა იგინი სოფლისაგან ქალდეველთასა წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდა ვიდრე ხარრანადმდე და დაემკჳდრა მუნ.
32. და იქმნნეს ყოველნი დღენი თარრასნი ქარანს შინა ორასდახუთ წელ და მოკუდა თარრა ხარანს შინა.
12 12
1. და ჰრქუა უფალმან აბრაჰამს: გამოვედ ქუეყანისაგან შენისა, და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ. ტექსტი ნაკლულია, აკლია 1-7 მუხლი.
2. და გყო შენ ნათესავად დიდად, და გაკურთხო შენ, და განვადიდო სახელი შენი და იყო კურთხეულ.
3. და ვაკურთხნე მაკურთხეველნი შენნი და მწყევარნი შენნი ვწყევნე. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.
4. და გამოვიდა აბრაამ, ვითარცა ამცნო მას უფალმან, და ჰყუა მის თანა ლოთ, ხოლო აბრაამ იყო წლისა სამეოცდაათხუთმეტისა, რაჟამს გამოვიდა ხარანით.
5. და მიიყუანა აბრაამ სარა, ცოლი თჳსი, და ლოთ ძე, ძმისა თჳსისა, და ყოველი საქონელი მათი, რაოდენი მოიგეს. და ყოველი სული, რომელი მოიგეს ხარანს, და გამოვიდეს წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდეს ქუეყანად ქანანისა.
6. და განვლო აბრაამ ქუეყანაჲ იგი სიგრძედ მიმართ მისა ვიდრე ადგიდმდე სჳქემისა, მუხასა თანა მაღალსა, ხოლო ქანანელნი მკჳდრ იყვნეს მაშინ მას ქუეყანასა.
7. და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე და აღუშენა მუნ აბრაამ საკურთხეველი უფალსა გამოჩინებულსა მისდა.
8. წარიტრა მუნ მთად მიმართ აღმოსავალით კერძო ბეთელს და აღდგა მუნ კარავი თჳსი ბეთელს შინა ზღჳთ კერძო და ანგეთ, აღმოსავლით კერძო. და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა და ხადოდა სახელსა ზედა უფლისასა: 8 ... მას სახელ(სა ზედა უფლისასა).
9. და აღიტრა აბრაამ და წარსლვით ილაშქრა უდაბნოსა შინა. 9 და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ და მოვიდა და დაიბანაკა უდაბნოსა მას.
10. და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა და შთავიდა აბრაამ შთასლვად ეგჳპტეს მსხემობად მუნ, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ზედა. 10 და იყო სიყმილი ქუეყანასა ზედა. და შევიდა აბრაჰამ ეგჳპტედ მწირობად მუნ, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ზედა.
11. ხოლო იყო, რაჟამს მიეახლა აბრაამ შთასლვად ეგჳპტედ, ჰრქუა აბრაამ სარას, ცოლსა თჳსსა: უწყი, რამეთუ დედაკაცი პირკეთილი ხარ შენ; 11 და იყო, რაჟამს მიეახლა ეგჳპტედ ჰრქუა აბრაჰამ ცოლსა თჳსსა სარას: უწყი, რამეთუ დედაკაცი პირშუენიერ(ი) ხარ;
12. იყოს უკუე, ვითარცა გიხილონ შენ მეგჳპტელთა, თქუან, ვითარმედ: ცოლი მისი არს ისი და მომკლან მე, ხოლო შენ გიგულონ. 12 და ოდეს გიხილონ შენ ეგჳპტელთა მათ, თქუან, ვითარმედ: ცოლი მისი არს ესე, და მომკლან მე, ხოლო შენ კეთილად შეგიწყნარონ.
13. თქუ, უკუე ვითარმედ: დაჲ მისი ვარ, რათა კეთილი მეყოს შენ მიერ და ცხონდეს სული ჩემი შენ ძლით. 13 თქუ, ვითარმედ: დაჲ მისი ვარ, რაჲთა კეთილი მეყოს მე შენგან და განერეს სული ჩემი.
14. და იყო, რაჟამს შევიდა აბრაამ ეგჳპტედ, იხილეს მეგჳპტელთა დედაკაცი იგი, რამეთუ შუენიერ იყო ფრიად. 14 და იყო, რაჟამს შევიდა აბრაჰამ ეგჳპტედ, იხილეს ეგჳპტელთა მათ დედაკაცი იგი, შუენიერ იყო ფრიად.
15. და მხილველთა მისთა მთავართა ფარაოჲსთა აქეს იგი წინაშე ფარაოსა, და შეიყუანეს იგი სახლსა ფარაოსსა. 15 და იხილეს იგი მთავართა ფარაოჲსთა და (აქეს იგი) წინაშე ფარაოჲსსა.
16. და აბრაამს კეთილსა უყოფდეს მის ძლით და იქმნნეს მისსა ცხოვარი და ზროხები და ვირნი და მონანი და მჴევალნი, კერძოვირნი და აქლემნი. 16 და აბრაჰამს კეთილსა უყოფდეს მის გამო. და შეიყვანეს სარა სახლსა ფარაოჲსსა და იყო მისი ცხოვარი და ზროხაჲ და ვირი და მონაჲ და მჴევალი და ჯორი და აქლემი.
17. და განცადა უფალმან ფარაოჲ განცდითა დიდ-დიდებითა და ბოროტებითა და სახლი მისი სარრასთჳს, ცოლისა აბრაამისისა. 17 და ტანჯა ღმერთმან ფარაო ტანჯვითა დიდითა და ბოროტითა და ყოველი სახლი მისი სარაჲსთჳს, ცოლისა აბრაჰამისა.
18. და მოუწოდა ფარაო აბრაამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ მე? რამეთუ არა მითხარ მე, ვითარმედ ცოლი ჩემი არს. 18 მოუწოდა ფარაო აბრაჰამს და ჰრქუა მას: რა(ჲ) ესე მიყავ მე? რად არა მითხარ მე, ვითარმედ ცოლი შენი არს?
19. რად თქუ, დაჲ ჩემი არს, და მოვიყუანე თავისა ჩემისა ცოლად? და აჰა ცოლი შენი წინაშე შენსა, მიიყუანე და განისწრაფე. 19 რაჲსათჳს სთქუ, ვითარმედ დაჲ შენი არს, და მოვიყვანე იგი თავისა ჩემისა ცოლად? და აწ ეგერა ცოლი შენი წინაშე შენსა არს; წარიყვანე და ვიდოდე.
20. ჰრქუა ფარაო კაცთა აბრაამისთა თანა განვლინებად მისსა ცოლი-ცა მისი და ყოველნი, რაოდენნი იყუნეს მისნი, და ლოთ მის თანა. 20 და ამცნო ფარაო კაცთა თ(ჳ)სთა აბრაჰამისთჳს, რაჲთა წარგზავნონ იგი და ცოლი მისი და ყოველივე, რავდენი-რაჲ იყო მისი, და ლოტ მის თანა.
13 13
1. ხოლო გამოვიდა აბრაამ ეგჳპტით, იგი და ცოლი მისი და ყოველნი მისნი, და ლოთ მის თანა უდაბნოდ. 1 და გამოვიდა აბრაჰამ ეგჳპტით, იგი და ცოლი მისი და ყოველი, რაჲცა იყო მისი, და ლოტცა მის თანა უდაბნოდ.
2. და აბრაამ იყო მდიდარ ფრიად საცხოვრითა და ვეცხლითა და ოქროჲთა. 2 აბრაჰამ იყო მდიდარ ფრიად საცხოვრითა და ვეცხლითა და ოქროჲთა.
3. და ვიდოდა, ვინაჲ მოვიდა უდაბნოდ, ვიდრე ბეთელამდე, ვიდრე ადგიდმდე, რომელსა იყო კარავი მისი პირველ საშუალ ბეთელსა და საშუალ ანგესა. 3 და მოვიდა, ვინაჲცა წარსრულ იყო უდაბნოჲთ, ვიდრე ბეთელდმდე, ვიდრე ადგიდმდე, სადა-იგი იყო კარავი მისი პირველად შოვრის ბეთელსა და შოვრის ანგესა,
4. ადგილსა საკურთხეველისასა, რომელი ქმნა მუნ პირველ და უწოდა. მუნ აბრაამ სახელსა უფლისასა ღმრთისასა. 4 ადგილსა მას საკურთხეველისასა, სადა-იგი ექმნა მას პირველად. და ჰხადა მუნ სახელსა უფლისა ღმრთისასა.
5. და ლოთის თანა-მავლისანი აბრაამის თანა იყვნეს ცხოვარნი და ზროხანი და კარვები. 5 და ლოტ თანა-მოსრულ იყო აბრაჰამისა, იყო საცხოვარი და ზროხაჲ და კარვები.
6. და არა იტევდა მათ ქუეყანა იგი დამკჳდრებად ზოგად, რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად. და ვერ შემძლებელ იყვნეს დამკჳდრებად ზოგად. 6 და ვერ იტევდა მათ ქუეყანაჲ იგი დამკჳდრებად ერთბამად, რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად. და ვერ შემძლებელ იყვნეს დამკჳდრებად ზოგად.
7. და იქმნა ბრძოლაჲ შორის მწყემსთა საცხოვართა აბრაამისთა და შორის მწყემსთა ლოთისთასა. ხოლო ქანანელნი და ფერეზელნი მკჳდრ იყუნეს მაშინ ქუეყანასა მას. 7 და იყო ლალვაჲ შოვრის (მწყემსთა მათ სა)ცხოვართა აბრაჰამისთა და შოვრის მწყემსთა მათ საცხოვართა ლოტისთა. ხოლო ქანანელი იგი დამკჳდრებულ იყო მას შინა ქუეყანასა მას.
8. და თქუა აბრაამ ლოთს: ნუ არს ბრძოლაჲ შორის ჩემსა და შენსა და შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ. 8 ჰრქუა აბრაჰამ ლოტს: ნუ იყოფინ ლალვაჲ შოვრის ჩემსა და შენსა და შოვრის მწყემსთა შენთა და ჩემთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ.
9. არა, აჰა, ყოველი ქუეყანა წინაშე შენსა არს-ა? განმეყავ ჩემგან, უკუეთუ შენ მარცხენით, მე მარჯუენით, ხოლო უკუეთუ შენ მარჯუენით, მე მარცხენით. 9 ანუ არა აჰა-ეგერა ყოველი ქუეყანაჲ წინაშე შენსა? განმეშორე ჩემგან. ანუ შენ მარჯუენით და მე მარცხენით, ანუ მე მარჯუენით და შენ მარცხენით.
10. და აღმხუმელმან თუალთა თჳსთამან ლოთ იხილა ყოველი გარემო სოფლები იორდანისაჲ, რამეთუ ყოველი იყო სარწყავ, პირველ დაქცევადმდე ღმრთისა მიერ სოდომისა და გომორისა, ვითარცა სამოთხე ღმრთისაჲ და ვითარცა ქუეყანა ეგჳპტისა, ვიდრე მოსლვადმდე ზოღორად. 10 და აღიხილნა ლოტ თუალნი თჳსნი და იხილა ყოველი სანახები იორდანისაჲ, რამეთუ ყოველი იყო სარწყავ, ვიდრე დაქცევადმდე ღმრთისა მიერ სოდომისა და გომორისა, იყო ვითარცა სამოთხჱ ღმრთისაჲ და ვითარცა ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, ვიდრე მოსლვადმდე სეგორდ.
11. და გამოირჩია ლოთ თავისა თჳსისად ყოველი სოფელი იორდანისაჲ. და წარიტრა ლოთ აღმოსავალით კერძო და განიყუნეს თითოეული ძმისაგან თჳსისა. 11 და გამოირჩია თჳსა ლოტ ყოველი სანახები იორდანისაჲ. და წარმოვიდა ლოტ აღმოსავალით და განეშორა კაცად-კაცადი ძმისაგან თჳსისა.
12. აბრაამ დაემკჳდრა ქუეყანასა ქანანისსა, და ლოთ დაემკჳდრა ქალაქსა გარემო სოფლებთასა და დაიკარვა სოდომთა. 12 და აბრაჰამ დაემკჳდრა ქუეყანასა მას ქანაანისსა და ლოტ დაემკჳდრა ქალაქსა მას სანახეთასა და დაეშჱნა სოდომს შინა.
13. ხოლო კაცნი სოდომთანი ბოროტნი და ცოდვილნი ფრიად წინაშე ღმრთისაჲ. 13 ხოლო კაცნი იგი სოდომელნი უკეთურ და ცოდვილ იყვნეს წინაშე უფლისა ფრიად.
14. ხოლო ღმერთმან თქუა აბრაამის მიმართ შემდგომად ლოთის განყოფისა მისგან: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ადგილთაგან, რომელსა ხარ შენ აწ, ჩრდილოჲთ მიმართ და სამხრად და აღმოსავლად და ზღუად. 14 მაშინ ჰრქა ღმერთმან აბრაჰამს შემდგომად განშორებისა მის ლოტისა მისგან: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილე მაგიერ ადგილით, სადა-ეგე ხარ შენ აწ, ბღუარად კერძო და ჩრდილოდ, აღმოსავალად და ზღუად.
15. რამეთუ ყოველი ქუეყანაჲ, რომელსა შინა ჰხედავ შენ, მიგცე იგი შენ და თესლსა შენსა უკუნისამდე. 15 ყოველსა ქუეყანასა რომელსა შენ ჰხედავ, შენ მიგცე იგი და ნათესავსა შენსა უკუნისადმდე.
16. და ვყო თესლი შენი ვითარცა ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, უკუეთუ ვისმე ძალ-უც აღრიცხუად ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, და თესლიცა შენი აღრიცხოს. 16 და ვყო ნათესავი შენი ვითარცა [ქჳშაჲ] ქუეყანისაჲ. და უკუეთუ ვინმე უძლოს ქჳშაჲ ქუეყანისაჲ აღრაცხად, ნათესავიცა შენი აღრაცხოს.
17. აღდეგ, მოვლე ქუეყანა, სიგრძედ მიმართ მისა, და სივრცედ მისსა, რამეთუ შენ მიგცე იგი. 17 აღდეგ და მოვლე ქუეყანაჲ, სიგრძჱ და სივრცე მისი, რამეთუ შენ მიგცე იგი.
18. და აღიკარვა აბრაამ და მოვიდა, დაიკარვა მუხასა თანა მამბრესა, რომელი იყო ქებრონს, და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა. 18 და აღიღო კარავი თჳსი აბრაჰამ და მოვიდა და დაეშჱნა იგი მუხასა მას თანა მამბრესა, რომელ-იგი არს ქებრონს, და აღაშჱნა მუნ საკურთხეველი უფლისაჲ.
14 14
1. ხოლო იქმნა მეფობასა არმაფალისასა მეფისა სენარისასა, არიოქ, მეფემან სალასარისამან, და ქოდოლ, გომორის მეფემან, ელამისმან და თარგალ მეფემან წარმართთამან. 1 და იყო მეფობასა მას ამარფალ მეფისა სენარისასა და არიოქ მეფისა სილლარისასა და ქოდოლაგომორ მეფისა მის ელამისასა და თარგალ მეფისა მის წარმართთაჲსა.
2. ყვეს ბრძოლაჲ ვარლას თანა, მეფისა სოდომთასა, და ვარსას თანა, მეფისა გომორისა, და სენნარისა, მეფისა ადამისა, და სჳმოვორის, მეფისა სებომისა, და მეფისა ვალასა: ესე არს სეგორი. 2 და ყვეს ბრძოლაჲ ბალაკის თანა, მეფისა სოდომელთაჲსა, და ბასაჲს თანა, მეფისა გომორელთაჲსა, და სინარ მეფისა ადამაჲსასა და სობომორ მეფისა სიბოჲმისა და მეფისა ბალაკისა: ესე-იგი არს სეგორი.
3. ესე ყოველნი შეითქუნეს ჴევსა მარილოვანსა, რომელ არს ზღუაჲ მარილთა. 3 ესე ყოველნი შეითქუნეს ღელესა მას მარილოანსა, ესე-იგი არს ზღუაჲ მარილთაჲ.
4. ათორმეტ წელს ჰმონებდეს ქოდოლგომორს. 4 ათორმეტ წელ ჰმონებდეს ქოდოლაგომორს ხოლო მეათცამეტესა წელსა განდგეს.
5. ხოლო მეათცამეტესა წელსა მოვიდა ქოდოლოგომორ და მისთანანი მეფენი და დაჭრნეს გმირნი ასტაროთს შინა, კარნაინს, და ნათესავნი ძლიერნი მათ თანა და ომმეანნი საბის შინა ქალაქსა. 5 და მეათოთხმეტესა წელსა მოვიდა ქოდოლაგომორ და მეფენი იგი მის თანა და მოწყჳდნეს გმირნი იგი, რომელნი იყვნეს ასტაროთს შინა კარანისასა, და ნათესავნი ძლიერნი და სომმელნი იგი სავეს შინა ქალაქსა.
6. და ხორრეველნი მთათა შინა სეირისათა ვიდრე ტერევინთამდე ფარანისა, რომელ არს უდაბნოს. 6 და ქორელნი იგი მთათა შინა სეირისათა, ვიდრე ბელეკუნადმდე ფარანისა, რომელ არს უდაბნოსა ზედა.
7. და უკმოქცეულნი მოვიდეს ქუეყანად კერისისა, ესე არს კადე, და დაჭრნეს ყოველნი მთავარნი ამალეკისანი და აღმორეველნი მკჳდრნი ასასანთამარისანი. 7 და მოაქციეს და მოვიდეს წყაროსა მას საშჯელისასა, ესე-იგი არს კადე. და მოწყჳდნეს ყოველნი მთავარნი ამალეკისანი და ამორეველი იგი, რომელ დამკჳდრებულ იყვნეს ასასან თამარს.
8. ხოლო გამოვიდა მეფე სოდომთა და მეფე გომორისაჲ და მეფე ადამასა და მეფე სებომისა და მეფე ვალასა, ესე არს სეგორი, და განეწყუნეს იგინი ბრძოლად ღელესა შინა მარილოანსა, 8 განვიდა მეფჱ სოდომისაჲ და მეფჱ გომორისაჲ და მეფჱ ადამაჲსაჲ და მეფჱ სიბოიმისაჲ და მეფჱ ბალაკისაჲ, ესე-იგი არს სეგორი, და ეწყვნეს მათ ბრძოლად ჴევსა მას მარილოანსა.
9. ქოდოლოგომორის მიმართ, მეფისა ელამისა, მეფისა სენარისა, და არიოქის მეფისა სელილასარისა. და თარგალ მეფისა წარმართთასა - ოთხნი მეფენი ხუთთა მიმართ. 9 ქოდოლაგომორს, მეფესა ელამისასა, და თარგალს, მეფესა წარმართთასა, და ამარფალს, მეფესა სალაჰარისასა -- ოთხნი ესე მეფენი ხუთთა მიმართ.
10. ხოლო ღელე მარილოვანი მთხრებლ მთხრებლოვან არს ასფალტოსითა. და შეივლტოდა მეფე სოდომისა ჴევად და მეფე გომორისაჲ. და დაეცნეს მუნ, ხოლო დაშთომილნი მთად კერძო ივლტოდეს. 10 ხოლო ჴევი იგი მარილოანი მღჳმენი იყვნეს მალთისანი. და ივლტოდა მეფჱ სოდომელთაჲ და მეფჱ გომორელთაჲ და შეცჳვეს მას შინა. და სხუანი იგი მთად კერძო (ივლტოდეს.
11. და წარიქციეს ყოველი იავარნი სოდომისა და გომორისა და ყოველი ჭამადი მათი. და წარვიდეს. 11 და წა)რიღეს ყოველი ცხენები სოდომისაჲ და გომორისაჲ და ყოველი საზრდელი მათი და წარვიდეს.
12. და წარიყუანეს ლოთ-ცა, ძე აბრაამის ძმისა, და ჭურჭელი მისი. და წარვიდეს, რამეთუ მკჳდრ იყო სოდომს. 12 და წარიყვანეს ლოტცა, ძმის წული აბრაჰამისი, და ნაყოფი მისი და წარვიდეს, რამეთუ მკჳდრ იყო იგი სოდომს შინა.
13. ხოლო მოვიდა ვინმე განრომილთაგანი და უთხრა აბრაამს წიაღ სადა იგი მკჳდრ იყო მუხასა თანა მამბრესსა ამორისსა, ძმისა ესტოლისსა, და ძისა ავანისსა, რომელნი იყვნეს ყურცემულ აბრაამისსა. 13 მო-ვინმე-ვიდა განრინებულთაგანი მიერ კერძო და უთხრა აბრაჰამს, რამეთუ იგი დამკჳდრებულ იყო მუხასა მას თანა მამბრჱსსა, ოლმორს ძმისა ესქოლისსა და ძმისა ავნანისსა.
14. ხოლო ესმა რაჲ აბრაამს, ვითარმედ წარიტყუენა ძმაჲ მისი ლოთ. აღრიცხუნა თჳსნი სახლისწულნი სამასათრვამეტნი. 14 ესმა აბრაჰამს, რამეთუ წარიტყუენა ლოტ, ძმის წული მისი. აღირაცხნა თჳსნი სახლისა ნაშობნი მისნი სამას ათრვამეტნი და დევნა -- უყო შემდგომად მათსა ვიდრე დანდმდე.
15. და დევნა-უყო უკანა მათისა ვიდრე დაანადმდე. და დაესხა მათ ზედა ღამე, იგი და ყრმანი, მისნი, და დასცნა იგინი. და სდევდეს ვიდრე ქობალადმდე, რომელ არს მარცხენით დამასკისა. 15 და დაესხა ღამე, იგიდა მონანი, და მოსრნა იგინი. და წარიქცინა იგინი ვიდრე ქობალადმდე, რომელ არს მარცხენით კერძო დამასკისა,
16. და შემოაქცია ყოველი იავარი სოდომთა და ლოთ, ძმაჲ თჳსი, შემოაქცია და ყოველნი საქონელნი და ცოლნი და ერი. 16 და მოაქცია ყოველი ცხენები სოდომისაჲ და ლოტ, ძმის წული თჳსი, მოიყვანა და ყოველი მონაგები მისი და დედანი და ერი.
17. და გამოვიდა მეფე სოდომისა შემთხუევად მისსა, შემდგომად მოქცევისა მისისა ჭირისაგან ქოდოლგომორისა და მის თანა მეფეთასა ღელესა შინა საბისსა, რომელ არს ველი მეფისაჲ. 17 გამოვიღა მეფჱ სოდომისაჲ შემთხუევად აბრაჰამისა, მო-რაჲ-ქცეულ იყო იგი მოწყუედისაგან ქოდოლაგომორისა და მეფეთა მათ, რომელნი იყვნეს მის თანა ღელესა მას სავესა, ესე-იგი არს ველი მეფეთაჲ.
18. და მელქიზედეკ-ცა, მეფემან სალომისმან, გამოართუნა პურნი და ღჳნოჲ. ხოლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა. 18 და მელქიზედეკ, მეფემან სალემისამან, გამოართუა აბრაჰამს პური და ღჳნოჲ. ხოლო იყო ესე მღდელი ღმრთისა მაღლისაჲ.
19. და აკურთხა აბრაამ და თქუა: 19 და აკურთხა აბრაჰამი და თქუა: კურთხეულ არს აბრაჰამი ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან დაჰბადნა ცანი და ქუეყანაჲ,
20. კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან. 20 და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ჴელთა შენთა. და მისცა მას აბრაჰამ ათეული ყოვლისაგან.
21. ხოლო თქუა მეფემან სოდომისამან აბრაამის მიმართ: მომცენ მე კაცნი, ხოლო ცხენნი წარასხ თავისა შენისად. 21 ჰრქუა მეფემან სოდომელთამან აბრაჰამს: მომცენ მე კაცნი, და ცხენები მიიღე შენდად.
22. და თქუა აბრაამ მეფისა მიმართ სოდომისა: განვიპყრობ ჴელთა ჩემთა ღმრთისა მიმართ მაღლისა, რომელმან შექმნნა ცაჲ და ქუეყანაჲ. 22 ჰრქუა აბრაჰამ მეფესა სოდომელთასა: განვიპყრნე ჴელნი ღმრთისა მიმართ მაღლისა, რომელმან დაჰბადნა ცანი და ქუეყანაჲ.
23. უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა მოვიღო ყოველთაგან შენთა, რათა არა სთქუა, ვითარმედ: მე განვამდიდრე აბრაამ თჳნიერ ღმრთისა. 23 უკუეთუ საბლითგან ვიდრე ჴამლის ტეფადმდე -- შესასხმელთამდე -- მოვიღო ყოვლისაგან, რომელ არს შენი, რაჲთა არა სთქუა, ვითარმედ: მე განვამდიდრე აბრაჰამი,
24. ჭამეს ჭაბუკთა და ნაწილი კაცთა თანამავალთა ჩემ თანა: ესხოლ, ავან, მამბრესი, ამათთჳს მოვიღო ნაწილი. 24 გარნა რომელ-რაჲ ჭამეს ჭაბუკთა ამათ, და ნაწილი კაცთა ამათ, რომელნი მოვიდეს ჩემ თანა: ესქოლ, ავნან, მამბრე, ამათ მიიღონ ნაწილი.
15 15
1. და შემდგომად სიტყუათა ამათ იქმნა სიტყუაჲ უფლისა აბრაამის მიმართ, ჩუენებასა შინა ღამისასა, მეტყუელი: ნუ გეშინინ, აბრაამ, მე შეგეწიო შენ, სასყიდელი შენი იყოს ფრიად. 1 ამის სიტყჳსა შემდგომად იყო სიტყუაჲ უფლისაჲ აბრაჰამისა მიმართ და თქუა: ნუ გეშინინ, აბრაჰამ, მე შეგეწიო შენ და სასყიდელი შენი დიდ იყოს ფრიად.
2. და თქუა აბრაამ: მეუფეო, რაჲ მომცენ? რამეთუ მე წარვწყმდები უშვილოდ, ხოლო ძე მასეკის, სახლისწულისა ჩემისა, ესე დამასკოჲს ელიეზერ. 2 ჰრქუა აბრაჰამ: უფალო, რაჲ მომცე მე? და მე ესერა დატევებულ ვარ უშვილოდ, ხოლო ძჱ მასეკისი, სახლის წულისა ჩემისაჲ, ესე დამასკელი ელიეზერ.
3. და თქუა აბრაამ: ვინათგან მე არა მომეც თესლი, ხოლო სახლისწული ჩემი დამიმკჳდრებს მე. 3 და თქუა აბრაჰამ: რამეთუ არა მეც თესლი. ამან სახლის წულმან ჩემმან დამიმკჳდროს მე.
4. და მეყსეულად იქმნა ჴმაჲ მისსა მისდა მიმართ მეტყუელი: არა დაგიმკჳდრებს შენ, არამედ, რომელი გამოვიდეს შენგან, მან დაგიმკჳდროს შენ. 4 და მე(ყსეულად ჴმაჲ იყ)ო მისა და ჰრქუა: არა დაგიმკჳდროს შენ მაგან, არამედ რომელი გამოვიდეს შენგან, მან დაგიმკჳდროს შენ.
5. და განიყუანა იგი გარე და ჰრქუა მას: აღიხილენ თუალნი ცად მიმართ და აღრაცხენ ვარსკულავნი, უკუეთუ ძალ-გიც აღრაცხვაჲ მათი. ესრეთ იყოს თესლი შენი. 5. და გამოიყვანა გარე და ჰრქუა მას: აღიხილენ თუალნი შენნი ზეცად და აღრაცხენ ვარსკულავნი, უკუეთუ უძლო აღრაცხაჲ მათი. და ჰრქუა: ესრე იყოს ნათესავი შენი.
6. და ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ. 6. და ჰრწმენა აბრაჰამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ.
7. ხოლო ღმერთმან თქუა მისსა მიმართ: მე, ღმერთი გამომყუანებელი შენი სოფლისაგან ქალდეველთასა, რათა მოგცე შენ ქუეყანა ესე სამკჳდრებელად. 7 და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი, რომელმან გამოგიყვანე შენ სოფლისა. მისგან ქალდეველთაჲსი, რაჲთა მიგცე შენ ქუეყანაჲ ესე სამკჳდრებელად.
8. და თქუა: მეუფეო უფალო, რაჲთა ვცნა, ვითარმედ დავიმკჳდრო იგი. 8 და თქუა აბრაჰამ: უფალო, უფალო, რაჲთა უწყოდი, რამეთუ დავიმკჳდრო იგი?
9. და ჰრქუა მას: მომგუარე მე დიაკეული სამისა წლისაჲ და ვაცი სამისა წლისაჲ და ვერძი სამისა წლისა და გურიტი და ტრედი. 9 და ჰრქუა მას ღმერთმან: მომგუარე მე დიაკეული სამ წლისაჲ და თხაჲ სამ წლისაჲ და ვერძი სამ წლისაჲ და გურიტი და ტრედი.
10. ხოლო მან მოიხუნა ესე ყოველნი და განყუნა იგინი შუა ღა დასხნა იგინი პირისპირ ურთიერთას, ხოლო მფრინველნი არა განყუნა. 10 მოიღო ესე ყოველი აბრაჰამ და განახევრა იგი შოვრის და დააგო იგი წინაშე პირისპირ ურთიერთას. ხოლო მფრინველნი იგი არა განყვნა.
11. და გარდამოვიდეს მფრინველი მძორთა მათ ზედა ორად განკუეთილებათა მათთა. და თანა-უჯდა მათ აბრაამ. 11 და გარდამოვიდოდა მფრინველი. ჴორცსა მას ზედა განყოფილ(სა) . ხოლო აბრაჰამ თანა-ჯდა.
12. ხოლო დასლვასა მზისასა განკჳრვებაჲ დაეცა აბრაამს და, აჰა, შიში ბნელი დიდი დაეკუეთა მას. 12 და დასლვასა ოდენ მზისასა განკჳრვებაჲ დაეცა აბრაჰამის ზედა და აჰა-ესერა შიში დიდი ბნელისაჲ მოიწია მის ზედა.
13. და თქუა აბრაამის მიმართ: ცნობით უწყოდე, ვითარმედ მსხემ იყოს თესლი შენი ქუეყანასა არა თჳსსა და დაიმონებდენ მათ. და განაშორებდენ მათ და დაამდაბლებდნენ მათ ოთხას წელ. 13 და ჰრქუა აბრაჰამს: უწყებით. უწყოდე. რამეთუ მწირ იყოს ნათესავი შენი ქუეყანასა არა თჳსსა და დაიმონნენ იგინი და ბოროტსა უყოფდენ ოთხას წელ.
14. და ნათესავი, რომელსაცა ჰმონონ, ვსაჯო მე ხოლო შემდგომად ამათსა გამოვიდენ აქა განმზადებულებითა მრავლითა. 14 ხოლო ნათესავსა მას რომელსა ჰმონებდენ, ვსაჯო მე (და ამის)ა შემდგომად გამოვიდენ აქა ჭურჭრითა მრავლითა.
15. ხოლო შენ წარხჳდე მამათა შენთა თანა მშჳდობით, განზრდილი სიბერითა კეთილითა. 15 ხოლო შენ წარხჳდე მამათა შენთა თანა მშჳდობით, განზრდილი სიბერითა კეთილითა.
16. და მეოთხე ნათესავი მოიქცეს აქა, რამეთუ არ-ღა სრულ ქმნილ არიან ცოდვანი ამორეველთანი აქამომდე. 16 ხოლო მეოთხე ნათესავი მოიქცეს აქა, რამეთუ არღა აღსრულებულ არიან ცოდვანი ამორეველთანი აქამომდე.
17. ხოლო ვინათგან დასლვად მიიწია მზე იქმნა ალი და აჰა საჴმილი და ლამპარნი ცეცხლისანი, რომელნი განვიდეს შორის ორ განკუეთილებათა მათ. 17 და ვითარცა იყო მზჱ დასლვასა, იყო ალი და აჰა-ესერა საჴუმილი მკუმოლვარჱ და ლამპარნი ცეცხლისანი. და განვლეს შოვრის განყოფილთა მათ.
18. მას დღესა შინა აღუთქუა უფალმან აბრაამს აღთქუმაჲ მეტყუელმან: თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე მდინარითგან ეგჳპტისათ, ვიდრე მდინარედმდე დიდად ევფრატად. 18 მას დღესა აღუთქუა ღმერთმან აღთქუმაჲ აბრაჰამს და ჰრქუა: ნათსავსა შენსა მივსცე ქუეყანაჲ ესე მდინარითგან ეგჳპტისაჲთ ვიდრე მდინარედმდე დიდად ევფრატად:
19. კინეველნი და კინეზელნი და კედმაზელნი. 19 სინელნი და კენეზელნი და კედონელნი,
20. და ქეტელნი და ფერეზელნი და რაფიმელნი. 20 ქეტელნი და ფერეზელნი და რაფაინელნი
21. და ამორეველნი და ქანანელნი და გერგესეველნი და იებოოსლელნი. 21 და სარელნი და ქანანელნი და ეველნი და გერგესეველნი და იებოსელნი.
16 16
1. ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას. და იყო მისი მჴევალი მეგჳპტელი, რომლისა სახელი აგარ. 1 ხოლო სარა, ცოლი მისი, არა შობდა. და იყო მჴევალი მისი ეგჳპტელი, რომელსა სახელი ერქნა აგარ.
2. და თქუა სარრა აბრაამის მიმართ ქუეყანასა ქანანისასა: აჰა ეგერა, დამჴშა მე უფალმან არა შობად. შევედ უკვე მჴევლისა მიმართ ჩემისა, რათა შვილიერ ვიქმნნეთ მისგან. და ისმინა აბრაამ ჴმისა სარასა. 2 ჰრქუა სარა აბრაჰამს ქუეყანასა მას ქანაანისასა: აჰა-ესერა დამაყენა მე ღმერთმან არა შობად. შევედ უკუე მჴევლისა ჩემისა, რაჲთა შვილიერ იქმნე მისგან. და ერჩდა აბრაჰამ ჴმასა სარაჲსსა.
3. და მოიყუანა სარა, ცოლმან აბრაამისმან, მჴევალი მისი, მეგჳპტელი აგარ, შედგომად ათისა წლისა დამკჳდრებისა აბრამისა ქუეყანასა ქანანისსა, და მისცა იგი აბრაამს, ქმარსა თჳსსა, ცოლად მისსა. 3 და მოიყვანა სარა, ცოლმან აბრაჰამისმან, აგარ მეეგჳპტელი, მჴევალი თჳსი, შემდგომად (ათისა წლისა დამკ)ჳდრებისა აბრაჰამისა ქუეყანასა მას ქანაანისასა, და მისცა აგი აბრაჰამს, ქმარსა თჳსსა, მისა ცოლად.
4. და შევიდა აგარის მიმართ და მიუდგა. და იხილა, რამეთუ მუცელქმულ არს. და უპატიო იქმნა დედოფალი მისი მის წინაშე. 4 და შევიდა მისა და მიუდგა იგი. და იხილა, რამეთუ მიდგომილ არს და შეურაცხ იქმნა დედოფალი იგი მის წინაშე.
5. და ჰრქუა სარრა აბრაამის მიმართ: ვიუსამარლოები შენგან, მე მოგეც შენ მჴევალი ჩემი წიაღთა შენთა. ხოლო მან იხილა რაჲ, ვითარმედ მუცელქმულ არს, უპატიო-ვიქმენ წინაშე მისსა. საჯენ ღმერთმან შორის ჩემსა და შენსა. 5 ჰრქუა სარა აბრაჰამს: მევნების მე შენგან. მე მიგეც მჴევალი ჩემი წიაღთა შენთა. ვითარცა იხილა, რამეთუ მიდგომილ არს, შეურაცხ ვიქმენ მის წინაშე. საჯენ უფალმან შენ შოვრის და ჩემ შოვრის.
6. და თქუა აბრაამ სარრას მიმართ: აჰა, მჴევალი შენი ჴელთა შინა შენთა. იჴუმიე იგი, ვითარ-რაჲმეცა სათნო არს შენდა. და ძჳრი შეაჩუენა მას სარრა. და წარვიდა პირისაგან მისისა 6 ჰრქუა აბრაჰამ სარას: აჰა მჴევალი შენი ჴელთა შენთა შინა არს. იჴმიე, ვითარცა სათნო-არს შენდა. და ძჳრსა უყოფდა მას სარა. და ივლტოდა იგი პირისაგან მისისა.
7. ხოლო პოვა იგი ანგელოზმან უფლისა ღმრთისამან წყაროსა ზედა წყლისასა უდაბნოსა შინა, ქუეყანასა ზედა გზასა ზედა სურისასა. 7 პოვა იგი ანგელოზმან უფლისამან წყაროსა ზედა წყლისასა უდაბნოსა, წყაროსა მას გზასა ზედა სორისასა.
8. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აგარ, მჴევალო სარასო, ვინაჲ მოხუალ? და სადაჲ წარხუალ? და თქუა: პირისაგან სარას, დედოფლისა ჩემისა, ვივლტი მე. 8 და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აგარ, მჴევალო სარაჲსო, ვინაჲ მოხუალ?... და მან ჰრქუა მას: პირისაგან სარაჲსა, დედოფლისა ჩემისა, ვივლტი.
9. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: მიიქეც დედოფლისა შენისა მიმართ და დამდაბლდი ქუეშე ჴელსა მისსა. 9 ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: მიიქეც დედოფლისა შენისა და დამდაბლდი დაბლდი ქუეშე ჴელსა მისსა.
10. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: განმრავლებით განვამრავლო თესლი შენი და არა აღირაცხოდის სიმრავლისაგან. 10 ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, რომელი ვერ აღირაცხოს სიმრავლითა.
11. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აჰა შენ მუცელქმულ ხარ და ჰშვე ძე, და უწოდი სახელი მისი ისმაილ, რამეთუ შეისმინა უფალმან სიმდაბლისა შენისაჲ. 11 ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აჰა-ესერა მიდგომილ ხარ შენ და შვე ძჱ და უწოდი სახელი მისი ისმაელ, რამეთუ შეისმინა უფალმან სიმდაბლისა შენისაჲ.
12. ესე იყოს ველური კაცი. ჴელნი მისნი ყოველთა ზედა და ჴელნი ყოველთანი მის ზედა და წინაშე პირსა ყოველთა ძმათა მისთასა დაიმკჳდროს. 12 ესე იყოს კაც ველურ. ჴელნი მისნი ყოველთა ზედა და ჴელნი ყოველთანი მის ზედა და წინაშე ყოველთა ძმათა მისთა დაიმკჳდროს.
13. უწოდა აგარ სახელი უფლისა, მზრახუალსა მას მისსა: შენ, ღმერთო, რომელმან მოიხილე ჩემ ზედა, ვითარმედ სთქუ, და რამეთუ წინაშე ვიხილე გამოჩინებული ჩემდა. 13 და ჰხადა აგარ სახელსა უფლისასა, რომელი-იგი ეჩუენა მას: შენ ხარ ღმერთი, რომელმან მომხედენ მე. რამეთუ თქუა, ვითარმედ წინაშე პირისპირ ვიხილე, რომელი-იგი მეჩუენა მე.
14. ამისთჳს უწოდა ჯურღმულსა მას ჯურღმული, წინაშე ვიხილე, აჰა, საშუალ კადისა და საშუალ ვარადისა. 14 ამისთჳს ეწოდა ჯურღმულსა მას ჯურღმული, სადა-იგი ვიხილე წინაშე, აჰა-ესერა შოვრის კიდესა და შოვრის ბარადსა.
15. და უშვა აგარ აბრაამს ძე და უწოდა აბრაამ სახელი ძისა თჳსისა შობილისაჲ მისდა, რომელი შვა აგარ, ისმაილ. 15 და უშვა აგარ აბრაჰამს ძჱ და უწოდა აბრაჰამ ძესა თჳსსა, რომელი-იგი უშვა მას აგარ, ისმაელ.
16. ხოლო აბრაამ იყო ოთხმეოცჳდაექუსთა წელთა, რაჟამს უშვა აგარ ისმაელი აბრაამს. 16 აბრაჰამ იყო ოთხმეოც და ექუსის წლის, რაჟამს უშვა აგარ ისმაელი.
17 17
1. ხოლო იქმნა აბრაამ წელთა ოთხმეოცდაათცხრამეტთაჲ. და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი შენი. სათნო იყავ წინაშე ჩემსა და იქმენ უბრალოჲ. 1 იყო აბრაჰამ ოთხმეოც და ცხრამეტ წლის და ეჩუენა უფალი აბრაჰამს და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი შენი. სათნო-იყავ წინაშე ჩემსა და იყავ უბიწო.
2. და დავდვა აღთქუმაჲ ჩემი შორის შენსა და განგამრავლო ფრიად ფრიად. 2 და დავდვა აღთქუმაჲ ჩემი შოვრის ჩემსა და შოვრის შენსა და განგამრავლო შენ ფრიად.
3. და დავარდა აბრაამ პირსა ზედა თჳსსა და ჰრქუა მას ღმერთმან მეტყუელმან: 3 და დავარდა აბრაჰამ პირსა ზ~ა თჳსსა და ეტყოდა მას უფალი და ჰრქუა:
4. და აჰა, აღთქუმაჲ ჩემი შენ თანა და იყო შენ მამაჲ მრავალთა თესლთა. 4 და მე აჰა -- ესერა ვჰყოფ აღთქუმასა ჩემსა შენ თანა და იყო მამა მრავალთა [ნათესავთა].
5. და არა გეწოდოს მერმეცა სახელი შენი აბრამ, არამედ იყოს სახელი შენი აბრაჰამ, რამეთუ მამად მრავალთა თესლთა დაგდევ შენ. 5 და არღარა გეწოდის შენ სახელი აბრაამ, არამედ იყოს სახელი შენი აბრაჰამ, და რამეთუ მამად მრავალთა ნათესავთა დაგადგინე შენ.
6. და აღგაორძინო შენ ფრიად ფრიად და დაგდვა შენ ნათესავად, და მეფენი შენგან გამოვიდენ. 6 და აღგარძინო შენ ფრიად და დაგადგინო შენ ნათესავად და მეფენი შენგან გამოვიდენ.
7. და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი შორის ჩემსა და შორის შენსა და შორის თესლისა შენისა ნათესავთა მიმართ მათთა აღთქუმად საუკუნოდ, ყოფად შენდა მე ღმრთად და თესლისა შენისა შენ თანა ქუეყანასა, რომელსა ჰმსხეობ, ყოველი ქუეყანაჲ ქანანისაჲ. 7 და დავამტკიცო აღთქუმაჲ ჩემი შოვრის ჩემსა და შოვრის შენსა და შოვრის ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა ნათესავისა მათისამდე აღთქუმად საუკუნოდ, რაჲთა ვიყო შენდა ღმერთ და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა.
8. მიგცე შენ და თესლსა შენსა შენ თანა სამკჳდრებელად საუკუნოდ და ვიყო მათდა ღმერთ. 8 [და მიგცე შენ და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა] ქუეყანაჲ ეგე, რომელსა შენ ჰმწირობ, ყოველი ქუეყანაჲ [ქანაანისაჲ] სამკჳდრებელად საუკუნოდ, და ვიყო მე მათა ღმერთ.
9. და თქუა უფალმან აბრაჰამის მიმართ ხოლო შენ აღთქუმაჲ ჩემი დაიცვა, შენ და თესლმან შენმან ნათესავთა შინა მათთა. 9 და ჰრქუა უფალმან აბრაჰამს: შენ აღთქუმაჲ ჩემი დაიმარხე. შენ და ნათესავმან შენმან შემდგომად შენსა ვიდრე ნათესავამდე მათა.
10. და ესე არს აღთქუმაჲ, რომელ დაიმარხო შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა ვიდრე ნათესავთამდე, 10 და ესე არს აღთქუმაჲ, რომელ დაიმარხოთ შოვრის ჩემსა და თქუენსა და შოვრის ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა ვიდრე ნათესავადმდე მათა: წინა-დასცჳთოთ თქუენ ყოველსა წულსა ნათესავსა შოვრის თქუენსა.
11. წინა-დაიცჳთოს თქუენმან ყოველმან წულმან. და წინა-დაიცჳთოთ ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა და იყოს სასწაულ აღთქუმისა ჩემდა და თქუენდა. 11 და წინა-დაიცჳთოთ ჴორცი წინადაცუეთილებისაჲ ... აღთქუმით შოვრის ჩემსა და შოვრის თქუენსა.
12. და ყრმამან რვისა დღისამან წინა-დაიცვითოს თქუენმან ყოველმან წულმან ნათესავსა შორის თქუენსა, სახლისწულმან და ვერცხლით ფრდილმან ყოვლისაგან ძისა უცხოჲსა, რომელ არს თესლისაგან შენისა, წინა-დაცვეთით წინა-დაიცვითოს სახლისწულმან სახლისა შენისამან ღა ვერცხლით ფრდილმან. 12 და ყრმასა რვისა დღისასა წინადასცჳთოთ ყოველსა წულსა ნათესავსა შოვრის თქუენსა, სახლისა ნაშობსა სახლისა შენისასა და ვეცხლით სყიდულმან, რომელი იყოს ნაშობი უცხო თ/ესლისაჲ, რომელ არა არს ნათესავისაგან შენისა,
13. და იყოს აღთქუმაჲ ჩემი ჴორცსა ზედა თქუენსა აღთქუმაჲ საუკუნოჲ. 13 წინა-დაცუეთით წინა-დაიცჳთოს სახლის წულმან სახლისა შენისამან და ვეცხლით ფრდილმან. და იყოს აღთქუმაჲ ჩემი ჴორცსა თქუენსა აღთქუმად საუკუნოდ.
14. და წულმან რომელმან არა წინა-დაიცვითოს ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა მისისა, მოისპოს სული იგი ნათესავისაგან მისისა, რამეთუ აღთქუმაჲ ჩემი განაქარვა. 14 და წულმან რომელმან არა დაიცჳთოს ჴორცი წინა -- დაცუეთილებისა თჳსისაჲ დღესა მერვესა, მოისპოს სული მისი ნათესავისაგან თჳსისა, რამეთუ აღთქუმაჲ ჩემი განაქარვა.
15. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: სარას ცოლსა შენსა არა ეწოდოს სარაჲ, არამედ სარრაჲ იყოს სახელი მისი. 15 ჰრქუა უფალმან აბრაჰამს: სარას, ცოლსა შენსა, არღარა ეწოდოს სახელი მისი სარა, არამედ სარრა იყოს სახელი მისი.
16. ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე მისგან შვილი და ვაკურთხო იგი და იყოს ნათესავად და მეფენი ნათესავთანი მისგან გამოვიდენ. 16 ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე შენ მისგან შვილი და ვაკურთხო იგიცა. და იყოს ნათესავად დიდად და მეფენი ნათესავთანი შენგან გამოვიდოდიან.
17. და დავარდა აბრაჰამ პირსა ზედა თჳსსა და განიცინნა და თქუა გონებასა თჳსსა: უკუეთუ ასისა წლისასა ესუას ძე და სარრა ოთხმეოცაათისა წლისამან შუეს. 17 და დავარდა აბრაჰამ პირსა ზედა თჳსსა და განიცინა გულსა თჳსსა და იტყოდა: უკუეთუ ასისა წლისასა ესუას და უკუეთუ სარრა ოთხმეოც და ათისა წლისამან შვას?
18. და თქუა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ: ისმაილ ესე ცხოვნდინ წინაშე შენსა. 18 ჰრქუა აბრაჰამ ღმერთსა: ისმაელ ესე ცხონდ[ინ წინაშე] შენსა, უფალო.
19. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ჰე, აჰა, ცოლმან შენმან გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი ისაკ. და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი მისსა მიმართ აღთქუმად საუკუნოდ ყოფად მე მისდა ღმერთად და თესლისა მისისა მის თანა. 19 ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ჰე, ესერა სარა გიშვეს შენ ძჱ და უწოდი სახელი მისი ისაკ. და დავამტკიცო აღთქუმაჲ ჩემი მის თანა აღთქუმად საუკუნოდ და ნათესავისა მისისა თანა შემდგომად მისა.
20. ხოლო ისმაილისთჳს, აჰა, ვისმინე შენი, აჰა, ვაკურთხე იგი და განვამრავლო იგი ფრიად, ათორმეტნი ნათესავნი შვნეს და ვყო იგი ნათესავად დიდად. 20 ხოლო ისმაელისთჳს აჰა -- ესერა ვისმინე შენი, და ვაკურთხო იგი და აღვაორძინო იგი და განვამრავლო იგი ფრიად, და ათორმეტი ნათესავი შვეს და მივსცე იგი ნათესავად დიდად.
21. ხოლო აღთქუმაჲ ჩემი დავადგინო ისაკის მიმართ, რომელი გიშვეს შენ სარრა ჟამსა ამას წელიწადსა მეორესა. 21 და აღთქუმაჲ ჩემი დავამტკიცო ისაკის თანა, რომელი გიშვეს შენ სარა ამასვე ჟამსა წელიწადსა მეორესა.
22. დაასრულა მეტყუელმან მისსა მიმართ და ამაღლდა უფალი აბრაჰამისაგან. 22 და დაასრულნა სიტყუანი ესე მისა მიმართ და (ამაღლდა ღმერთი აბრაჰა)მისგან.
23. და მოიყუანა აბრაჰამ ისმაილ, ძე თჳსი, და ყოველნი სახლისწულნი და ყოველნი ვეცხლით ფრდილნი თჳსნი და ყოველი წული მამათა სახლსა შინა აბრაჰამისსა და წინა-დასცჳთა დაუცვეთელებაჲ მათი ჟამსა მის დღისასა, ვითარცა ჰრქუა მას ღმერთმან. 23 და მოიყვანა აბრაჰამ ისმაელ, ძჱ თჳსი, და ყოველნი სახლისა ნაშობნი თჳსნი და ყოველი ვეცხლით სყიდულნი და ყოველი წული კაცთაჲ მათ სახლისა აბრაჰამისთაჲ. და წინა-დასცჳთა წინადაცუეთილებაჲ იგი მათი ჟამსა მას მის დღისასა, ვითარცა ეტყოდა მას ღმერთი.
24. ხოლო აბრაჰამ იყო ოთხმეოცდაათცხრამეტისა წლისა, რაჟამს დაიცჳთა ჴორცი დაუცვეთელობისა თჳსისა. 24 აბრაჰამ იყო ოთხმეოც და ცხრა წლის, ოდეს წინა-დაიცჳთა ჴორცი წინა-დაცუეთელებისა მისისაჲ,
25. ხოლო ისმაილ, ძე მისი, ათცამეტის წლის, რაჟამს წინა-დასცჳთა წინადაუცვეთელებაჲ ჴორცისა მისისაჲ. 25 ხოლო ისმაელ, ძჱ მისი, ათცამეტ წლის, რაჟამს წინა-დასცჳთა ჴორცი წინა-დაცუეთილებისა მისისაჲ.
26. ჟამსა მას მის დღისასა წინა-დაიცჳთა აბრაჰამ და ისმაელ, ძემან მისმან. 26 ჟამსა მას მის დღისასა წინა-დაიცჳთა აბრაჰამ და ისმაელ, ძემან მისმან.
27. და ყოველთა კაცთა სახლისა მისისათა და სახლის ნაშვთა და ვეცხლით ფრდილთა უცხოთესლთაგან ნათესავთა წინა-დასცჳთა მათ. 27 და ყოველთა კაცთა სახლისა მისისათა და სახლისა ნაშობთა და ვეცხლით ფრდილთა უცხო თესლთაგან ნათესავთა წინა-დასცჳთა.
18 18
1. ხოლო ეჩუენა მას ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა, ჯდა რაჲ იგი კართა თანა კარვისა თჳსისათა შუადღე. 1 ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა მას თანა მამბრჱსსა, ჯდა რაჲ იგი კართა მათ ზედა კარვისა მისისათა შუვა სამხრის.
2. და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა, და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას. და იხილნა რაჲ, მირბიოდა შემთხუევად მათდა კარისაგან კარვისა თჳსისა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა. 2 აღიხილნა თუალნი თჳსნი და იხილა და აჰა სამ კაც დგეს ზედა მისა. და იხილნა იგინი და აღდგა, მირბიოდა შემთხუევად მათა კარითგან კარვისა მისისაჲთ და თაყუანის-სცა მათ ქუეყანასა ზედა.
3. და თქუა: უფალო, უკუეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა, და ნუ თანა-წარჰჴდები მონასა შენსა. 3 და ჰრქუა მათ: უფალნო, უკუეთუ ვპოე მადლი წინაშე თქუენსა, ნუ თანაწარმვალთ მონასა თქუენსა.
4. მოვიღეთ წყალი და დაიბანნეთ ფერჴნი თქუენნი, და დაიგრილეთ ხესა ქუეშე. 4 მოიღონ წყალი და დაგბანნენ ფერჴნი თქუენნი, და დაიგრილეთ ხესა ქუეშე.
5. და მოვიღო პური და ჭამეთ. და ამის შემდგომად წარვედით გზასა თქუენსა, რომლისაგან მოაქციეთ მონისა მიმართ თქუენისა. და ჰრქუა: ეგრე ყავ, ვითარცა სთქუ. 5 და მოიღონ პური და ჭამეთ და ამისა შემდგომად წარვედით გზასა თქუენსა, ვინაჲთგან მოაქციეთ მონისა თქუენისა. და თქუეს: ეგრჱთ ვყოთ, ვითარცა სთქუ.
6. და შეისწრაფა აბრაჰამ კარვად სარრას მიმართ და ჰრქუა მას: ისწრაფე და შესუარე სამი საწყაული სამინდოჲ და შექმენ ყურბეულად. 6 და ისწრაფა აბრაჰამ შესლვად კარვად სარაჲსსა და ჰრქუა მას: ადრე ყავ და შესუარე სამი საწყაული სამინდოჲ და ქმენ ყურბეული.
7. და სამროწლედ მირბიოდა აბრაჰამ, მოიღო ჴბოჲ ჩჩჳლი და კეთილი და მისცა ყრმასა და ისწრაფა შექმნად მისა. 7 და ზროხათა მირბიოდა აბრაჰამ და მოიბა ჴბოჲ ჩჩჳლი და კეთილი და მისცა მონასა და იწრაფა შესაქმედ.
8. და მოიღო ერბოჲ და სძე და ჴბოჲ, რომელი შექმნა, და დაუგო მათ და ჭამეს. ხოლო თჳთ წინა უდგა მათ ხესა ქუეშე. 8 და მოიღო ერბოჲ და სძჱ და ჴბოჲ იგი, რომელ შექმნა, და დაუგო მათ და ჭამეს. და იგი წინაშე მათსა დგა ხესა მას ქუეშე.
9. და თქუა მისსა მიმართ: სადა არს სარრაჲ, ცოლი შენი? ხოლო მან მიუგო: ესერა კარავსა შინა. 9 ჰრქნა აბრაჰამს: სადა არს სარა, ცოლი შენი? მან მიუგო და ჰრქუა: აჰა- ეგერა სახლსა შინა.
10. და თქუა: შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას. და ესვას ძე სარრას, ცოლსა შენსა. ხოლო სარრას ესმა კარსა ზედა კარვისა მისისასა მყოფსა უკუანა მისსა. 10 ჰრქუა უფალმან აბრაჰამს: მოვაქციო და მოვიდე შენდა ჟამსავე ამას ჟამად და ესუას სარას ძჱ...
11. ხოლო აბრაჰამ და სარრა მოხუცებულ იყვნეს, გარდასრულ დღეთა. და მოკლებულ იყო სარრა წესისაგან დედათასაჲ. 11 აბრაჰამ და სარა მოხუცებულ იყვნეს და გარდასრულ დღეთა. მოაკლდა სარა დედათა წესსა.
12. ხოლო განიცინნა სარრა მეტყუელმან: თავისა მიმართ თჳსისა: არღა სადა იქმნა ჩემდა ვიდრე აქამომდე, ხოლო უფალი ჩემი მოხუცებულ არს. 12 განიცინნა სარა გულსა თჳსსა და თქუა: არღასადა რაჲ მომეცა მე აქამომდე და აწ უფალი ჩემი მოხუცებულ არს.
13. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან აბრაამს: რად განიცინნა სარრა თავსა შორის თჳსსა მეტყუელმან: აწ სადამე ჭეშმარიტად შვა, რამეთუ მე დაბერებულ ვარ? 13 ჰრქუა უფალმან აბრაჰამს: რაჲსა განიცინნა სარა გულსა თჳსსა და თქუა: ჭეშმარიტად ვშვე მეა, რამეთუ მე დავბერდი?
14. ნუ შეუძლებელ არსა ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ? ჟამსა ამას მოვიქცე შენდა მომართ და იყოს სარრასა ძე. 14 ნუუკუე შეუძლებელ არსა ღმრთისა თანა სიტყუაჲ? (ამასვე ჟამსა მო)ვიდე შენდა, რომელცა გწადოდა, და ესუას სარას ძჱ.
15. ხოლო უარ-ყო სარრა მეტყუელმან: არა განვიცინენ, რამეთუ შეეშინა. და თქუა: არა, არამედ განიცინენ. 15 უვარ -- ყო სარა და თქუა: არა ვიცინოდე, რამეთუ შეშინდა. და ჰრქუა: არა, არამედ იცინოდე.
16. ხოლო აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა და აბრაჰამ თანა-ვიდოდა მათ თანა, წარმგზავნელი მათი. 16 აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედეს პირს ზედა სოდომისასა და გომორისასა. ხოლო აბრაჰამ თანა-უვიდოდა მათ და წარჰგზავნიდა.
17. ხოლო უფალმან თქუა: არა დავფარო-ა მე პირისაგან აბრაჰამ, მონისა ჩემისა, რომელსა ვჰყოფ მე. 17 და თქუა უფალმან: და-ნუ-ვმალო მეა აბრაჰამისგან, მონისა ჩემისა, რომელი მეგულების მე ყოფად?
18. ხოლო აბრაჰამ ქმნილ იყოს ნათესავად დიდად და მრავლად და იკურთხეოდიან მის-და-მი ყოველნი წარმართნი ქუეყანისანი. 18 აბრაჰამ იყოს ნათესავად დიდად და მრავლად და იკურთხეოდიან მისა მიმართ ყოველნი ნათესავნი ქუეყანისანი.
19. რამეთუ უწყოდეს, ვითარმედ ამცნოს ძეთა მისთა და სახლსა მისსა მის თანა და იცნან გზანი უფლისანი, რამეთუ ძეთა მისთა ქმნად სიმართლისა და მშჯავრისა, რათა მოაწივნეს უფალმან აბრაჰამის ზედა ყოველი, რაოდენი თქუნა მისსა მიმართ. 19 უწყოდე, რამეთუ ამცნოს შვილთა მისთა და სახლსა მისსა შემდგომად მისა და იმარხვიდენ გზათა უფლისათა ყოფად სიმართლესა და მშჯავრსა, რაჲთა მოაწიოს უფალმან აბრაჰამის ზედა ყოველივე, რავდენსაცა ეტყოდა მას.
20. და თქუა უფალმან ღმერთმან: ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად. 20 და თქუა უფალმან: ღაღადებაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ განმრავლებულ არს და ცოდვანი მათნი დიდ არიან.
21. გარდავიდე უკუე, ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა მომავლისა იქცევიან, და, უკუეთუ არა, რათა ვცნა. 21 გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა, რომელნი მოიწევიან ჩემდა, ეგრჱთ აღესრულებიან, რაჲთა ვცნა.
22. და მოაქციეს კაცთა მიერ და მოვიდეს სოდომად. და აბრაჰამ მერმე იყო-ღა მდგომარე წინაშე უფლისა ღმრთისა. 22 და მიაქციეს მიერ და მივიდეს სოდომად. ხოლო აბრაჰამ დგა-ღა წინაშე უფლისა.
23. და მიეახლა აბრაჰამ და ჰრქუა: ნუ თანა წარსწყმედ მართალსა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ? 23 და მიეახლა აბრაჰამ და ჰრქუა უფალსა: ნუ წარსწყმიდოა მართალი უღმრთოჲსა თანა და იყოს მართალი იგი ვითარცა უღმრთოჲ?
24. უკუეთუ იყუნენ ერგასისნი მართალნი, წარწყმედ-ა მათ? არა ჰრიდო-ა ყოველსა მას ადგილსა ერგასისთა მართალთა ძლით, უკუეთუ იყვნენ მას შინა? 24 უკუეთუ იყვნენ მართალნი ქალაქსა მას შინა ერგასისნი, წარ-მე-სწყმიდნეა იგინი? არა დააცადოა ყოველი იგი ადგილი ერგასისთა მათთჳს მართალთა, უკუეთუ იყვნენ მას შინა?
25. არა სადა ჰყო შორის სიტყჳსა მისებრ მოკუდინებაჲ მართლისა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ? ნუ სადა რომელი სჯი ყოველსა ქუეყანასა, ნუ ჰყოფ სასჯელსა. 25 ნუსადა არა ჰყოა ამის სიტყჳსაებრ, ვითარმცა მოჰკალ მართალი უღმრთოჲსა თანა და იყოს მართალი იგი ვითარცა უღმრთოჲ? ნუსადა, რომელი შჯი ყოველსა ქუეყანასა, არა ჰპთა საშჯელი?
26. და თქუა უფალმან ღმერთმან: უკუეთუ იყვნენ ერგასისნი მართალნი სოდომთ ქალაქთა შინა, დაუტეო ყოველი ადგილი მათთჳს. 26 და თქუა ღმერთმან: უკუეთუ იპოვნენ სოდომს შინა ერგასის მართალნი, დავაცადო ყოველივე იგი ადგილი მათთჳს.
27. და მიმგებელმან აბრაჰამ თქუა: აწ ვიწყე სიტყუად უფლისა მიმართ, ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ. 27 მიუგო აბრაჰამ და ჰრქუა ღმერთსა: აწ ვიწყო სიტყუად უფლისა მიმართ, რამეთუ მე ვარ მიწაჲ და ნაცარი:
28. უკუეთუ შემცირდენ ერგასისნი მართალნი ორმეოცდახუთად, წარსწყმიდო-ა ორმეოცდახუთთათჳს ყოველი ქალაქი? და თქუა: უკუეთუ ვპოვნე მუნ ორმეოცდახუთნი, არა წარვწყმიდო. 28 უკუეთუ აკლდენ ერგასისთა ხუთ მართალნი, წარ-მე-სწყმიდო ხუთთა მათთჳს ყოველივე ქალაქი? და თქუა ღმერთმან: არა წარვწყმიდო, უკუეთუ ვპოვნე მუნ ორმეოც და ხუთ.
29. და შესძინა მერმე სიტყუად მისსა მიმართ და თქუა: უკუეთუ იყვნენ ორმეოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ორმეოცთათჳს. 29 და შესძინა აბრაჰამ მერმე სიტყუად: უკუეთუ იპოვნენ მუნ ორმეოც? და თქუა უფალმან: არა წარვწყმიდო ორმეოცთა მათთჳს.
30. და თქუა: ნურას, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა: იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცდაათთათჳს. 30 და თქუა აბრაჰამ: ნუუკუე განჰრისხნე, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა: იპოვნენ თუ ოც და ათ? და თქუა: არა წარვწყმიდო, ვპოვო თუ მუნ ოც და ათ.
31. და თქუა: ვინათგან მაქუს სიტყუად უფლისა მიმართ ჩემისა და თქუა: უკუეთუ იყვნენ მუნ ოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცთათჳს. 31და თქუა აბრაჰამ: რამეთუ მაქუს-ღა სიტყუად უფლისა მიმართ: იპოვნენ თუ მუნ ოც? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცთა მათთჳს.
32. და თქუა: ნუ რაჲ, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა და იპოვნენ თუ ათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ათთათჳს. 32 და თქუა აბრაჰამ: ნუუკუე რაჲმე, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა ერთ გზის: იპოვნენ თუ მუნ ათ? და თქუა უფალმან: არა წარვწყმიდო ათთა მათთჳს.
33. და წარვიდა უფალი, ვითარცა დასცხრა ზრახჳსაგან აბრაჰამისსა. და მიიქცია ადგიდ თჳსსა. 33 და ამაღლდა უფალი, ვითარცა დასცხრა სიტყუად აბრაჰამისა მიმართ. და აბრაჰამ წარვიდა სახიდ თჳსა.
19 19
1. ხოლო მოვიდეს ორნი ანგელოზნი მიმწუხრი და ლოთ ჯდა წინაშე ბჭეთა სოდომისთა. და იხილნა რაჲ ლოთ, აღდგა მიგებებად მათდა და თაყუანის-სცა პირითა ქუეყანასა ზედა. 1 მოვიდეს ორნი იგი ანგელოზნი სოდომად მიმწუხრი და ლოტ ჯდა ბჭეთა ზედა ქალაქისათა. და ვითარ იხილნა იგინი ლოტ, აღდგა შემთხუევად მათა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა.
2. და ჰრქუა: აჰა, უფალნო, მოაქციეთ ჩემდა მომართ სახიდ მონისა თქუენისა და დაივანეთ და დაიბანენით ფერჴნი და, განცისკრდეს რაჲ, წარვედით გზასა თქუენსა. და თქუეს: არა, არამედ უბანთა ზედა დავივანოთ. 2 და ჰრქუა: აჰა, უფალნო, მოაქციეთ სახიდ მონისა თქუენისა და დადეგით და დაიბანენით ფერჴნი თქუენნი და აღიმსთუეთ და წარვედით გზასა თკუენსა. ხოლო მათ თქუეს: არა, არამედ უბანთა ზედა ვიყვნეთ.
3. და აიძულა მათ და მოაქციეს მისსა მიმართ და შევიდეს სახედ მისსა. და უქმნა მათ სასუმელი და უცომონი წარუცნა მათ და ჭამეს პირველ დაძინებისა. 3 და აიძულა მათ და მიაქციეს მისა და შევიდეს სახლსა მისსა. და უმზადეს მათ სერი და უქმნეს მათ უცომოჲ და ჭამეს ვიდრე დაძინებადმდე.
4. და კაცთა ქალაქისათა სოდომელთა გარე მოიცვეს სახლი ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე ყოველმან ერმან ერთბამად. 4 ხოლო კაცნი იგი ქალაქისა სოდომელნი გარე მოადგეს სახლსა მას ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე და ყოველი ერი ერთბამად.
5. და განუწოდდეს ლოთს და იტოდეს მისა მიმართ: სადა არიან კაცნი, მოსრულნი შენდა ღამით? გამოიყუანენ იგინი ჩუენდა, რამეთუ თანა-ვეყუნეთ მათ. 5 გამოჰხადოდეს ლოტს და ეტყოდეს მას: სადა არიან კაცნი იგი, რომელ შემოვიდეს შენდა ღამე? გამოიყვანენ იგინი ჩუენდა, რაჲთა თანა-ვეყვნეთ მათ.
6. ხოლო გამოვიდა ლოთ მათდა მიმართ წინაშე კართა და კარი განიჴშა უკუანა თჳსსა. 6 გამოვიდა მათა ლოტ წინაშე კარსა და კარი შემოიწება ზურგით.
7. და ჰრქუა მათ: ნუ სადა, ძმანო, ნუ უკეთურებთ. 7 და ჰრქუა მათ: ნუსადა ჰზამთ მაგას, ძმანო, და ნუ იქმთ ბოროტსა.
8. რამეთუ არიან ჩემნი ორნი ასულნი, რომელთა არღა უცნიეს მამაკაცნი. გამოვიყუანნე იგინი თქუენდა და იჴმიენით იგინი, ვითარცა გთნავს, მხოლოდ კაცთა ამათ მიმართ ოდენ ნურარას ჰყოფთ უსამართლოსა, ვინათგან შემოვიდეს სართულსა ქუეშე მოსრულთა ჩემთასა. 8 არიან ორნი ასულნი ჩემნი, რომელთა არა იციან მამაკაცი. გამოგგუარნე იგინი თქუენ და იჴმიენით იგინი, ვითარცა სათნო-გიჩს თქუენ, გარნა კაცთა მათ ნურას უყოფთ ბოროტსა, ვინაჲთგან შემოვიდეს ქუეშე სართულსა სახლისა ჩემისასა.
9. და ჰრქუეს: განერე იქი. მწირობად შემოხუედ, ნუ. სასჯელისა სჯად. აწ უკუე შენ გიბოროტოთ უფროს-ღა, ვიდრე მათ. და აიძულებდეს ლოთს ფრიად და მიეახლნეს შემუსრვად კარსა. 9 მათ ჰრქუეს მას: გარე იქი! და ჰრქუეს: შემოხუედ მწირობით, ნუ საშჯელისაცა ყოფად. აწ შენ ბოროტი გიყოთ. და ჰმძლავრობდეს კაცსა მას ლოტს ფრიად. და მიიწინეს კართა შემუსრვად.
10. ხოლო კაცთა მათ ბანყუნეს ჴელნი და შეიტანეს ლოთ ჴელთა მიმართ თჳსთა და კარი სახლისა დაჴშეს. 10 განყვნეს კაცთა მათ ჴელნი მათნი და შეიტაცეს ლოტ შინა სახიდ და კარნი იგი სახლისანი დაიჴშნეს.
11. ხოლო კაცთა მყოფთა კარსა ზედა სახლისასა, დასცეს ვერ მხედველობაჲ მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე და დაიჴსნნეს ძიებითა კარისათა. 11 ხოლო კაცნი, რომელ იყვნეს კართა ზედა, იგუემნეს იგინი სიბრმითა მცირითგან ვიდრე დიდადმდე და განიბნინეს და ეძიებდეს კაცსა წინამძღუარსა.
12. და თქუეს კაცთა მათ ლოთის მიმართ: არს ვინა შენი აქა სიძენი, ანუ ძენი, ანუ ასულნი, ანუ ვინცა ვინ შენი არს სხუაჲ ქალაქსა შინა, განიყვანენ იგინი ადგილით ამით. 12 ჰრქუეს კაცთა მათ ლოტს: არიან ნუ აქა ვინმე შენნი ძენი, ანუ სიძენი, ანუ ასულნი, გინა თუ სხუაჲ ვინ არს შენი ამას ქალაქსა, განიყვანე ამიერ ადგილით,
13. რამეთუ წარვსწყმედთ ჩუენ ადგილსა ამას, რამეთუ ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა და მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა. 13 რამეთუ წარვსწყმედთ ჩუენ ამას ადგილსა, რამეთუ ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა და მოგუავლინნა ჩუენ უფალმან შემუსრვად მაგას.
14. გამოვიდა ლოთ და თქუა: სიძეთა მიმართ თჳსთა, მიმყუანებელთა ასულთა მათთასა, და ჰრქუა: აღდეგით და გამოვედით ადგილისა ამისგან, რამეთუ აჰჴოცს უფალი ქალაქსა ხოლო საცინელად შეირაცხა წინაშე სიძეთა მისთა. 14 განვიდა ლოტ თხრობად სიძეთა თჳსთა, რომელ(თა) მიეყვანნეს ასულნი მისნი, და ჰრქუა მათ: აღდეგით ამიერ ადგილით, რამეთუ წარსწყმედს უფალი ქალაქსა ამას. და ბასრობა -- უჩნდა მათ ესე წინაშე მათსა.
15. და ვითარ ცისკარი იქმნა, და ასწრაფობდეს ანგელოზნი ლოთს მეტყუელნი: აღდეგ, მიიყუანე ცოლი შენი და ორნი ასულნი შენნი, რომელნი გისხენ, და განვედ, რათა არა თანა წარსწყმდე უსჯულოებათა ქალაქისათა. 15 და რაჟამს ცისკარი იყო, ასწრაფებდეს ანგელოზნი იგი ლოტს და ეტყოდეს: აღდეგ და განიყვანე ცოლი შენი და ასულნი შენნი, რომელნი არიან შენ თანა, და განვედ, რაჲთა არა წარსწყმდე უშჯულოებასა თანა ამის ქალაქისასა.
16. და აღშფოთნეს და უპყრეს ანგელოზთა ჴელსა მისა და ჴელსა ცოლისა მისისასა და ჴელსა ასულთა მისთასა რიდებასა მას უფლისასა მათ ზედა. 16 და შეძრწუნდეს და უპყრეს ანგელოზნი მათ ჴელი ცოლისა მისისაჲ და ჴელნი ორთა ასულთა მისთანი რიდებასა მას უფლისასა მათ ზედა.
17. და იყო, რაჟამს გამოიყუანეს იგინი გარე და ჰრქუეს: ცხოვნებით იცხოვნე სული შენი, ნუ უკმოიხედავ უკუღმართ. ნუცა დასდგები ყოველსა შინა გარემო სოფლებთა, არამედ მთად კერძო ივლტოდე, ნუუკუე თანა შეეპყრა. 17 და განიყვანნა იგინი გარე და ჰრქუეს: განირინე თავი შენი და ნუ გარეუკუნ იხილავ, ნუცა სდგა ყოველსა ამას სანახებსა . მთად კერძო ივლტოდე ნუუკუე თანა-შეიპყრა.
18. და თქუა ლოთ მათდა მიმართ: გევედრები, უფალო. 18 ჰრქუა მათ ლოტ: გევედრები თქუენ, უფალნო ჩემნო,
19. ვინათგან პოვა წყალობაჲ მონამან შენმან წინაშე შენსა და განადიდე სიმართლე შენი, რომელსა ჰყოფ ჩემ ზედა განრინებად სულისა ჩემისა. ხოლო მე ვერ ძალ-მიც მიწევნად მთად, ნუუკუე მეწიოს მე ბოროტი ესე და მოვკუდე. 19 რამეთუ პოვა წყალობაჲ მონამან თქუენმან წინაშე თქუენსა და განადიდეთ წყალობაჲ თქუენი, რომელსა ჰყოფთ ჩემ ზედა განრინებად სულისა ჩემისა: მე ვერ ძალ-მიც განრინებად მთად კერძო, ნუუკუე მეწიოს მე ბოროტი ესე და მოვკუდე.
20. აჰა ესერა, ქალაქი ესე ახლოს არს მივლტოლად ჩემდა მუნ, რომელ არს მცირე, და მუნ განვერე, და ცხოვნდეს სული ჩემი შენ ძლით. 20 აჰა-ესერა ქალაქი ესე ახლოს არს მივლტოლვად ჩემდა მუნ, არს მცირჱ და განვერე, სადა მცირჱ არს, და განერეს სული ჩემი შენ ძლით.
21. და თქუა მან: აჰა, დამიკჳრდა პირი შენი ამასცა ზედა სიტყუასა, არა დავაქციო ქალაქი, რომლისათჳს სთქუ. 21 და ჰრქუა მას უფალმან: აჰა ეგერა თუალ-გახუენ სიტყუასა მაგას, რაჲთა არა დავაქციო ქალაქი ესე, რომლისათჳს სთქუ.
22. ისწრაფე შენ მიწევნად მუნ, რამეთუ ვერ ჴელ-მეწიფების ყოფად საქმისა, ვიდრე შესლვადმდე შენდა მუნ. ამისთჳს უწოდა სახელი ქალაქსა მას სეგორ. 22 იწრაფე უკუე განრინებად მუნ, რამეთუ ვერ ჴელ-მეწიფების ყოფად საქმისა მის, ვიდრე შესლვადმდე შენდა მუნ. ამისთჳს ეწოდა სახელი ქალაქისაჲ მის სეგორ.
23. და მზე მოეფინა ქუეყანასა ზედა და ლოთი შევიდა სეგორად. 23 მზჱ მოეფინა ქალაქსა და ლოტ შევიდა სეგორდ.
24. და უფალმან აწჳმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით. 24 და უფალმან აწჳმა სოდომს ზედა და გომორსა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით.
25. და დააქცია ყოველნი ესე ქალაქნი და ყოველი სანახები და მოსწყდეს, ყოველნი მეფენი მის ქალაქისანი და ყოველი მცენარე ქუეყანისა. 25 და დააქცია ქალაქები იგი და ყოველი სანახები და ყოველნი დამკჳდრებულნი მის ქალაქისანი და ყოველივე მცენარჱ ქუეყანისაჲ.
26. და მიიხილა ცოლმან ლოთისამან მართლუკუღმართ და იქმნა იგი ძეგლ მარილისა. 26 და მიიხილა ცოლმან ლოთისმან მართლუკუნ და იქმნა იგი ძეგლ მარილის.
27. ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად ადგილსა მას, სადა-იგი დგა წინაშე უფლისა. 27 აღიმსთო აბრაჰამ ადგილსა მას განთიად, სადა დგა წინაშე უფლისა,
28. და მიჰხედა პირსა ზედა სოდომისასა და გომორისასა და პირსა ყოვლისა ქუეყანისა სანახებისასა და იხილა: და აჰა ესერა, აღვიდოდა ალი ცეცხლისა ქუეყანით, ვითარცა არმური საჴმილისა. 28 და მიჰხედა პირსა ზედა სოდომაჲსასა და გომორაჲსასა და პირსა ყოვლისა ქუეყანისა სანახებისასა და იხილა: და აჰა-ესერა აღვიდოდა ალი ცეცხლისაჲ ქუეყანით, ვითარცა არმური საჴუმილისაჲ.
29. და იყო, დაქცევასა მას უფლისა მიერ ქალაქებისა მის სანახებისასა მოეჴსენა ღმერთსა აბრაჰამ და გამოიყუანა ლოთ შორის დაქცევისა მის, რაჟამს დააქცია უფალმან ქალაქები იგი, რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო ლოთ. 29 და იყო დაქცევასა მას უფლისა მიერ ქალაქებისა მის სანახებისასა მოეჴსენა უფალსა აბრაჰამ და გამოიყვანა ლოტ შოვრის დაქცევისა მისგან, რაჟამს დააქცია უფალმან ქალაქები იგი, რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო ლოტ.
30. აღვიდა ლოთ სეგორით და დაჯდა იგი მთასა ზედა და ასულნი მისნი მის თანა, რამეთუ შეეშინა დამკჳდრებად სეგორს შინა. და დაემკჳდრა ქუაბსა შინა იგი და ორნი ასულნი მისნი მის თანა. 30 აღვიდა ლოტ სეგორით და დაჯდა მთასა ზედა და ორნი ასულნი მისნი მის თანა. რამეთუ შეეშინა სეგორს შინა დამკჳდრებაჲ. და დაემკჳდრა ქუაბსა შინა იგი და ორნი ასულნი მის თანა.
31. ჰრქუა უხუცესმან უმრწემესსა მას: მამაჲ ჩუენი მოხუცებულ არს და ქუეყანასა ზედა არა არს, ვინმცა შემოვიდა ჩუენდა, ვითარცა-იგი არს წესი, რათა მკჳდროან იქმნეს ყოვლისა ქუეყანისაჲ. 31 ჰრქუა უხუცესმან უმრწემესსა მას: მამაჲ ჩუენი მოხუცებულ არს და არავინ არს ქუეყანასა ზედა, ვინმცა შემოვიდა ჩუენდა, ვითარცა-იგი წესი არს ყოვლისა ქუეყანისაჲ.
32. მოვედ და ვასუათ ღჳნოჲ მამასა ჩუენსა და დავწვეთ მის თანა და აღვადგინოთ თესლი მამისაგან ჩუენისა. 32 მოვედ და ვასუათ მამასა ჩუენსა ღჳნოჲ და დავწვეთ მის თანა და აღვადგინოთ მამისაგან თესლი.
33. ასუეს მამასა მათსა ღჳნოჲ მას ღამესა და შევიდა უხუცესი იგი და დაწვა მამისა თჳსისა თანა მას ღამესა. და არა ცნა დაწოლაჲ მისი და აღდგომა მისი. 33 და ასუეს მას ღჳნოჲ ღამე . და შევიდა უხუცესი და დაწვა მამისა თჳსისა თანა მას ღამესა. და არა ცნა დაწოლაჲ მისი და აღდგომაჲ ლოთ.
34. და ჰრქუა უხუცესმან მან ხვალისაგან უმრწემესსა მის: აჰა ესერა, მე დავწევ გუშინ მამისა ჩემისა თანა, ვასუათ მას ღჳნოჲ ამას ღამესა-ცა და შენ დაწევ მის თანა და აღვადგინოთ მამისა ჩუენისაგან თესლი. 34 და იყო ხვალისაგან ჰრქუა უხუცესმან უმრწემესსა მას: აჰა-ესერა მე დავწევ გუშინ მამისა ჩუენისა თანა-ვასუათ მას ღჳნოჲ ამასცა ღამესა და შევედ და დაწევ მის თანა და აღვადგინოთ მამისა ჩუენისაგან თესლი.
35. ასუეს მას ღამესა ღჳნოჲ მამასა მათსა და შევიდა უმრწემესი იგი ასული და დაწვა მამისა თჳსისა თანა. და არა აგრძნა დაწოლა მისი და აღდგომაჲ 35 ასუეს მას ღამესა მამასა მათსა ღჳნოჲ და შევიდა უმრწემესი იგი და დაწვა მამისა თჳსისა თანა. და არა აგრძნა დაწოლაჲ მისი და აღდგომაჲ.
36. და მიუდგეს ორნივე იგი ასულნი ლოთისანი მამისაგან თჳსისა. 36 და მიუდგეს ორნივე იგი ასულნი ლოთისგან მამისა თჳსისა.
37. და შვა უხუცესმან მან ძე და უწოდა სახელი მისი მოაბ და თქუა: მამისა ჩემისაგანი. ესე არს, მამაჲ მოაბელთა ვიდრე დღეინდელად დღედმდე. 37 და შვა უხუ/ცესმან მან ძჱ და უწოდა სახელი მისი მოაბ და თქუა: მამისა ჩემისაგანი. ესე არს მამაჲ მოაბელთაჲ ვიდრე დღენდელად დღედმდე.
38. ხოლო შვა უმრწემესმან მანცა ძე და უწოდა სახელი მისი ამან, მეტყუელმან: ძე თესლისაგან მამისა. ესე არს მამაჲ ამანელთა ვიდრე დღეინდელად დღედმდე. 38 შვა უმრწემესმან მანცა ძჱ და უწოდა სახელი მისი ამან: ძჱ ნათესავისა ჩემისაჲ. ესე არს მამაჲ ამანელთაჲ ვიდრე დღენდელად დღედმდე.
20 20
1. და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო და დაეშენა შორის, კადესა და შორის სურსა და იმსხემა გერარს შორის. 1 და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად ჩრდილოდ კერძო და დაეშჱნა შოვრის კადესა და შოვრის სურსა და იყოფვოდა გერარს.
2. და თქუა აბრაჰამ სარრასთჳს, ცოლისა თჳსისა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს. შეეშინა სიტყუად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე მოკლან იგი კაცთა მის ქალაქისათა, მისთჳს მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერართამან და მიიყუანა სარრაჲ. 2 თქუა აბრაჰამ სარაჲსთჳს, ცოლისა მისისა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს. შეეშინა სიტყუად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე მოკლან იგი კაცთა მის ქალაქისათა მისთჳს. მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერარელთამან და მიიყვანა სარრა.
3. მოვიდა ღმერთი აბიმელიქისა ძილსა შინა ღამე და ჰრქუა მას: აჰა ეგერა, შენ მოჰკუდე დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა. 3 მოვიდა ღმერთი აბიმელიქისა ძილსა შინა ღამე და ჰრქუა მას: აჰა-ეგერა შენ მოჰკუდე დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა.
4. ხოლო აბიმელიქ არა შეეხო მას და ჰრქუა: უფალო, ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა? 4 ხოლო აბიმელიქ არა შეეხო მას და თქუა: უფალო, ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?
5. არა მან მრქუა მეა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს და მან მითხრა, ვითარმედ: ძმაჲ ჩემი არს? გულითა წრფელითა და სიმართლითა ჴელთათა ვყავ ესე. 5 ანუ არა მან მრქუა მეა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს და ამან მითხრა მე, ვითარმედ: ძმაჲ ჩემი არს? გულითა წრფელითა და სიმართლითა ჴელთაჲთა ვყავ ესე.
6. და ჰრქუა მას ღმერთმან: მეცა ვიცი, რამეთუ გულითა წმიდითა ჰყავ ეგე და გერიდე შენ, რათა არა სცოდო ჩემდა მომართ, ამისთჳს არა გიტევე შენ შეხებად მისსა. 6 ჰრქუა მას ღმერთმან ჩუენებასა მას: მე უწყი, რამეთუ გულითა წმიდითა ჰყავ ესე და გერიდე შენ, რაჲთა არა სცოდო ჩემდა მომართ. ამისთჳსცა არა გიტევე შენ შეხებად მას.
7. ხოლო შენ მიეც აწ ცოლი მისი, რამეთუ კაცი წინასწარმეტყუელი არს იგი და ილოცოს შენთჳს და სცხონდე. უკუეთუ არა მისცე, იცოდე, რამეთუ მოჰკუდები შვნ და ყოველი სახლი შენი. ტექსტი ნაკლულია. აკლია 7-18 მუხლები.
8. აღიმსთო აბიმელიქ განთიად და მოუწოდა ყოველთა მონათა თჳსთა და ეტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა ყურთა მიმართ მათთა. და შეშინდეს ყოველნი კაცნი უფლისაგან ფრიად.
9. და მოუწოდა აბიმელიქ აბრაჰამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ ჩუენ, შე-მე-რა-გცოდეთა შენ, რამეთუ მოაწიე ჩემ ზედა და სამეფოსა ჩემსა ზედა ცოდვა დიდი, საქმე, რომელ არა ვინ ქმნის, მაქმნიე ჩუენ.
10. და ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: რაჲსა გულსა მოგიჴდა და ჰყავ ესე?.
11. და ჰრქუა აბრაჰამ: რამეთუ ვთქუ, ნუუკუე არა იყოს ღმრთისმსახურებაჲ ადგილსა ამას და მე მომკლან ცოლისა ჩემისათჳს.
12. და რამეთუ დაჲცა ჩემი არს ჭეშმარიტად მამით, არა დედით და მეყო მე ცოლ.
13. და იყო, ოდეს გამომიყუანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ვარქუ მას: ესე სიმართლე ჰყო ჩემდა მომართ ყოველსავე ადგილსა, ვიდრეცა შევიდეთ მუნ, თქუ ჩემთჳს, ვითარმედ ძმაჲ ჩემი არს.
14. და მოიღო აბიმელიქ ათასი სასწორი ფასი და ცხოვარი და ზროხაჲ, მონები და მჴევლები და მისცა აბრაჰამს და მოსცა სარრა, ცოლი მისი.
15. და ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: აჰა ესერა, ქუეყანა ესე წინაშე შენსა არს, სადაცა გთნავს, დაეშენე.
16. ხოლო სარრას ჰრქუა: აჰა ეგერა, მივეც ათასი სასწორ ძმასა შენსა. ესე გეყავნ შენ პატივ პირისა შენისა და ყოველთავე დედათა შენთანათა და ყოველივე ჭეშმარიტი ჰყვი.
17. და ილოცა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ და განკურნა ღმერთმან აბიმელიქ და ცოლი მისი და მჴევლები მისი და შობდეს.
18. რამეთუ დაჴშვით დაჴშა უფალმან გარეშე ყოველი საშოჲ სახლსა შინა აბიმელიქისასა სარრასთჳს, ცოლისა აბრაჰამისა.
21 21
1. და მოჰხედა უფალმან სარრას, ვითარცა ჰრქუა და უყო ღმერთმან სარრას, ვითარცა ეტყოდა მას. ტექსტი ნაკლულია. აკლია 1-10 მუხლები.
2. და მიუდგა და უშვა აბრაჰამს ძე სიბერისა ოდენ ჟამსა, ვითარცა ეტყოდა მას ღმერთი.
3. და უწოდა აბრაჰამ სახელი ძისა მისისა, რომელ-იგი უშვა სარრა, ისაკ.
4. და წინა-დასცჳთა აბრაჰამ ისაკს, ძესა თჳსსა, დღესა მერვესა, ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან.
5. ხოლო აბრაჰამ იყო ას წლისა, რაჟამს ესუა მას ისაკ, ძე თჳსი.
6. და თქუა სარრა: საცინელ მიქმნა მე ღმერთმან: ვის ესმეს, უხაროდის, ჩემ თანა.
7. და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს, ვითარმედ აწოებს ყრმასა სარრა, რამეთუ უშევ ძე სიბერესა ჩემსა.
8. და განორძნდა ყრმაჲ იგი და განეყენა სძესა და ყო აბრაჰამ სერი დიდი, რომელსა დღესა განეყენა სძესა ისაკ, ძე მისი.
9. და იხილა სარრა ძე აგარისი მეგჳპტელისა. რომელ-იგი ესვა აბრაჰამს, იმღერდა ისაკის თანა, ძისა მისისა.
10. მიუგო და ჰრქუა აბრაჰამს: განაძე მჴევალი ეგე და ძე მისი, რამეთუ არა დაიმკჳდროს ძემან მჴევლისამან ძისა ჩემისა ისაკის თანა.
11. ხოლო ფიცხელ იყო სიტყუაჲ ესე ფრიად წინაშე აბრაჰამისა ძისა მისისათჳს. 11 ფიცხელ იყო სიტყუაჲ ესე ფრიად წინაშე აბრაჰამისა ძისა მისისათჳს.
12. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ნუ ფიცხელ გიჩნს წინაშე შენსა ყრმისა მაგისთჳს და მჴევლისა, ყოველივე, რაჲცა გრქუას შენ სარრა. ისმინე ჴმისა მისისაჲ, რამეთუ ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად. 12 ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ნუ ფიცხელ გიჩს წინაშე შენსა ყრმისა მაგისთჳს და მჴევლისა. ყოველივე, რაჲცა გრქუას სარრა, ისმინე ჴმისა მისისაჲ. რამეთუ ისაკის მიერ გეწოდოს შენ ნათესავად.
13. ხოლო ძე-ცა ეგე მჴევლისა მაგის ვყო ნათესავად დიდად, რამეთუ თესლი შენი არს. 13 ხოლო ძჱ იგი მჴევლისაჲ მაგის ვყო ნათესავად დიდად, რამეთუ შვილი შენი არს.
14. ხოლო აღდგა აბრაჰამ განთიად და მოიღო პური და თხიერითა წყალი და მისცა აგარს. და აღიკიდა იგი მჴართა თჳსთა და ყრმაჲ. და განვიდა იგი და შესცთა უდაბნოსა ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა. 14 და აღდგა აბრაჰამ განთიად და მოიღო პური და თხიერითა წყალი და მისცა იგი აგარს და მან აღიკიდა მჴართა თჳსთა და ყრმაჲ იგი და განავლინა იგი. და განვიდა იგი და შესცთა უდაბნოსა ჯურღმულსა მას თანა ფიცისასა.
15. მოაკლდა წყალი იგი თხიერისაჲ მისგან და დააგდო ყრმაჲ იგი ქუეშე ნერგსა ერთსა. 15 მოაკლდა წყალიცა იგი თხიერისა მისგან და დააგდო ყრმაჲ ნერგსა ერთსა ქუეშე.
16. და წარვიდა ღა დაჯდა წინაშე მისსა შორს, ვითარ ისრის სატყორცებელ, რამეთუ თქუა: არა ვიხილო სიკუდილი ძისა ჩემისა, და ვითარ ჯდა წინაშე მისსა, ღაღად-ყო ყრმამან მან და ტიროდა. 16 და წარვიდა და დაჯდა წინაშე მისსა შორს, ვითარ ისრის სატყორცებელ, რამეთუ თქუა: არა ვიხილო სიკუდილი ძისა ჩემისაჲ. და დაჯდა წინაშე მისსა. ღაღად-ყო ყრმამან მან და ტიროდა.
17. შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ყრმისაჲ მის ადგილით, სადა-იგი იყო, და უწოდა ანგელოზი უფლისა აგარს ზეცით და ჰრქუა: რაჲ არს, აგარ? ნუ გეშინინ, რამეთუ შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ვედრებისა ყრმისა მაგის შენისა მიერ ადგილით, სადა-იგი არს. 17 და შეისმინა ღმერთმან ყრმისაჲ მის მიერ ადგილით, სადა-იგი იყო. და უწოდა ანგელოზი ღმრთისაჲ აგარს ზეცით და ჰრქუა მას: რაჲ არს, აგარ? ნუ სტირ, რამეთუ შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ყრმისაჲ მაგის შენისაჲ მიერ ადგილით, სადა-იგი არს.
18. აღდეგ უკუე და შეიყუარე ყრმაჲ შენი და უპყრა მას ჴელითა შენითა, რამეთუ ნათესავად დიდად ვყო ესე. 18 აღდეგ და მოიყვანე ყრმაჲ შენი და უპყარ მას ჴელითა შენითა. რამეთუ ნათესავად დიდად ვყო იგი.
19. და აღუხილნა ღმერთმან თუალნი მისნი და იხილა ჯურღმული წყლისა ცხოველისა და მივიდა და აღავსო თხიერი იგი წყლითა და ასუა ყრმასა მას, და იყო ღმერთი ყრმისა მის თანა. 19 და აღუხილნა ღმერთმან თუალნი მისნი და იხილა ჯურღმული წყლისა ცხოველისაჲ და მივიდა... და ასუა ყრმასა მას.
20. და აღორძნდა და დაეშენა უდაბნოსა და იყო იგი მეისარ. 20 და იყო ღმერთი ყრმისა მის თანა. და აღორძნდა ყრმაჲ იგი და დაეშჱნა. უდაბნოსა და იყო იგი მეისარ.
21. და დაემკჳდრა უდაბნოსა მას ფარანისა, და მოჰგუარა მას დედამან მისმან ცოლი ქუეყანით ეგჳპტით. 21 და დაემკჳდრა იგი უდაბნოსა მას ფარანისასა, და მოჰგუარა მას დედამან მისმან ცოლი ქუეყანისა მისგან ეგჳპტისა
22. მას ჟამსა ოდენ მიუგო აბიმელექ და ოქოზათ, ეზოჲსმოძღუარმან და ფიქოლ, ერისთავმან ერისა მისისამან, აბრაჰამს და ჰრქუა: ღმერთი შენ თანა არს ყოველსავე, რასაცა იქმ. 22 მას ჟამსა ოდენ მიუგეს აბიმელიქ და ოქოზათ, ეზოჲს მოძღუარმან მისმან, და ფიქოლ, ერის მთავარმან ერისა მისისამან, აბრაჰამს და ჰრქუეს: ღმერთი შენ თანა არს ყოველსავე, რასაცა იქმ.
23. აწ უკუე მეფუცე მე, ღმერთსა, რათა არა მავნო, არცა ნათესავსა ჩემსა, ნუცა სახლსა ჩემსა, არამედ სიმართლისაებრ ჩემისა, რომელი ვყავ შენ თანა და ქუეყანასა მას. რომელსა დამკჳდრებულ ხარ შენ მას ზედა. 23 აწ მეფუცე მე, რაჲთა არა მავნო მე, არცა ნათესავსა ჩემსა, ნუცა სახლსა ჩემსა, არამედ სიმართლისაებრ ჩემისა, რომელ ვყავ შენ თანა, ყავ ჩემ თანა და ქუეყანასა მას, რომელსა დამკჳდრებულ ხარ მას ზედა.
24. და ჰრქუა მას აბრაჰამ: მე უკუე გეფუცო შენ. 24 და ჰრქუა მას აბრაჰამ: ნე გეფუცო.
25. და ამხილა აბრაჰამ აბიმელექს ჯურღმულთა მათთჳს წყლისათა, რომელ-იგი მოუღიეს მწყემსთა მათ აბიმელექისთა. 25 და ამხილა აბრაჰამ აბიმელიქს ჯურღმულთა მათთჳს წყლისათა, რომელ-იგი მიუღეს მწყემსთა აბიმელიქისთა.
26. ჰრქუა აბიმელექ აბრაჰამს: არა ვიცი, ვინ ყო საქმე ეგე. არცა შენ მითხარ, არცა მე მესმა, არამედ დღეს ხოლო. 26 ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: არა უწყი, ვინ ყო საქმჱ ეგე, არცა შენ მითხარ, არცა მესმა, არამედ დღეს.
27. მოასხა აბრაჰამ ცხოვარი და ზროხაჲ და მისცა აბიმელექს და აღითქუეს ორთავე აღთქუმა. 27 მოასხა აბრაჰამ ცხოვარი და ზროხაჲ და მისცა აბიმელიქს. და აღითქუეს ურთიერთას აღთქუმაჲ.
28. დაადგინა აბრაჰამ შჳდნი ტარიგნი თჳსაგან. 28 და დაადგინნა აბრაჰამ შჳდნი ტარიგნი თჳსაგან.
29. და ჰრქუა აბრაჰამს აბიმელექ: რაჲ არიან შჳდნი ესე ტარიგნი ცხოვართანი, რომელ-ესე დაადგინენ თჳსაგან? 29 ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: რაჲ არიან შჳდნი ესე ტარიგნი ცხოვარისანი, რომელნი დაადგინენ თჳსაგან?
30. მიუგო აბრაჰამ და ჰრქუა: რამეთუ შჳდნი ესე ტარიგნი მიიბნე ჩემგან. რათა იყვნენ ჩემდა საწამებელად, რამეთუ მე ვთხარე ჯურღმული ესე. 30 და თქუა აბრაჰამ: რამეთუ შჳდნი ესე ტარიგნი მიიბნე ჩემგან, რაჲთა იყვნენ ჩემდა საწამებელად, რამეთუ მე ვთხარე ჯურღმული ესე.
31. ამისთჳს უწოდა სახელი ადგილსა მას ჯურღმულ ფიცისა. 31 ამისთჳს დასდვა სახელი ადგილსა მას ჯურღმული ფიცისაჲ, რამეთუ მუნ იფიცნეს ურთიერთას.
32. რამეთუ მუნ იფიცნეს ურთიერთას და აღითქუეს აღთქუმაჲ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა. და აღდგა აბიმელექ და ოქოზათ, მზახალი იგი მისი, და ფიქორ, ერისთავი ერისა მისისაჲ, და წარვიდეს ქუეყანად ფილისტიმედ. 32 და აღითქუეს აღთქუმაჲ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა. და აღდგა აბიმელიქ და ოქოზათ ეზოჲს მოძღუარი და ფიქოლ, ერისთავი იგი ერისა მისისაჲ, და წარვიდეს ქუეყანად ფილისტიმედ.
33. დაასხა აბრაჰამ ყანაჲ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა და ჰხადა მუნ სახელი უფლისა ღმრთისა საუკუნოჲ. 33 და დასთესა აბრაჰამ ყანაჲ ჯურღმულსა მას თანა ფიცისასა და ჰხადა მუნ სახელსა უფლისა ღმრთისასა.
34. და დაემკჳდრა აბრაჰამ ქუეყანასა მას ფილისტიმისასა დღეთა მრავალთა. 34 და დაემკჳდრა აბრაჰამ ქუეყანასა მას ფილისტიმისასა დღეთა მრავალთა.
22 22
1. და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ და ჰრქუა მას: აბრაჰამ, აბრაჰამ. ხოლო მან თქუა: აჰა, მე. 1 და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის, ღმერთმან გამოცადა აბრაჰამი და ჰრქუა მას: აბრაჰამ, აბრაჰამ. ხოლო მან ჰრქუა მას: აქა ვარ, უფალო.
2. და ჰრქუა მას: მოიყუანე ძე შენი ისაკი და წარვედ ქუეყანასა მაღალსა და შეწირე იგი მუნ ყოვლად დასაწველად ერთსა ზედა მთათაგანსა, რომელსა მე გრქუა შენ. 2 და ჰრქუა მას: მოიყვანე ძჱ შენი საყუარელი, რომელი შეიყუარე, ისაკი, და წარვედ ქუეყანასა მაღალსა და შეწირე იგი მუნ მსხუერპლად ერთსა ზედა მთათაგანსა, რომელსა გრქუა შენ.
3. აღდგა აბრაჰამ განთიად და აღსხნა კარაულსა თჳსსა და წარიყვანნა მის თანა ორნი მონანი და ისაკ, ძე თჳსი, და დაკოდა შეშაჲ მსხუერპლისათჳს, და აღდგა და წარვიდა, და მოვიდა ადგილსა მას, რომელსაცა ჰრქუა მას ღმერთმან მესამესა დღესა. 3 და აღდგა აბრაჰამ განთიად და დაასხნა კარაულსა თჳსსა და წარიყვანნა მის თანა ორნი მონანი და ისაკი, ძჱ თჳსი, და დაკოდა შეშაჲ მსხუერპლისათჳს, აღდგა და წარვიდა, და მოვიდა მას ადგილსა, რომელსაცა ჰრქუა მას ღმერთმან მესამესა დღესა.
4. და აღიხილნა აბრაჰამ თუალნი თჳსნი და იხილა ადგილი იგი შორით. 4 და აღიხილნა თუალნი აბრაჰამ და იხილა ადგილი იგი შორით.
5. და ჰრქუა აბრაჰამ მონათა თჳსთა: დასხედით მანდა კარაულისა თანა, და მე და ყრმაჲ ვსე წარვიდეთ ვიდრე იქიმდე და თაყუანისს-ვსცეთ და თქუენდავე მოვაქციოთ. 5 ჰრქუა აბრაჰამ მონათა თჳსთა: დასხედით მანდა კარაულსა თანა და მე და ყრმაჲ ესე წარ/ვიდეთ ვიდრე იქიმდე და თაყუანის-ვსცეთ და მოვაქციოთ თქუენდავე.
6. წარიღო აბრაჰამ შეშაჲ მსხუერპლისაჲ და აღჰკიდა ისაკს, ძესა თჳსსა. და მოიღო ცეცხლიცა ჴელითა თჳსითა და დანაკი. და წარვიდეს ორნი-ვე ზოგად. 6 წარიღო შეშაჲ იგი მსხუერპლისაჲ და აღჰკიდა ისაკს, ძესა თჳსსა. მოიღო ცეცხლიცა და დანაკი და წარვიდეს ორნივე ზოგად.
7. ჰრქუა ისაკ აბრაჰამს, მამასა თჳსსა: თქუ, მამაო. ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს, შჳლო? და ისაკ ჰრქუა: აჰა ცეცხლი და შეშაჲ; სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ? 7 ჰრქუა ისაკ აბრაჰამს, მამასა თჳსსა: თქუ, მამაო. ხოლო მან თქუა: რაჲ არს, შვილო? და მან ჰრქუა: აჰა ცეცხლი და შეშაჲ; სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ?
8. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა: ღმერთმან იგულოს თავისა თჳსისა ცხოვარი მსხუერპლად, შჳლო წარვიდეს ორნივე ზოგად. 8 ჰრქუა აბრაჰამ: უფალმან იხილოს თავისა თჳსისა ცხოვარი მსხუერპლისაჲ, შვილო. წარვიდეს ორნივე ზოგად.
9. და მიიწივნეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქუა მას ღმერთმან. და აღაშენა აბრაჰამ საკურთხეველი და დაასხა შეშაჲ. და შეკრა ისაკი, ძე თჳსი, და დადვა იგი საკურთხეველსა მას ზედა შეშასა თანა. 9 და მიიწინეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქუა მას ღმერთმან. და უშჱნა მუნ აბრაჰამ საკურთხეველი უფალსა და დაასხა შეშაჲ. და შეკრა ისაკი, ძჱ თჳსი, და დადვა იგი საკურთხეველსა მას ზედა შეშასა მას.
10. და განყო ჴელი თჳსი მოღებად მახჳლისა დაკლვად ძისა თჳსისა. 10 და განყო ჴელი მოღებად მახჳლისა და დაკლვად ძისა თჳსისა.
11. ხოლო უწოდდა ანგელოზი უფლისა ზეცით და ჰრქუა: აბრაჰამ. აბრაჰამ. და მან თქუა: აჰა მე. 11 უწოდა მას ანგელოზი უფლისაჲ ზეცით და ჰრქუა: აბრაჰამ, აბრაჰამ. და მან ჰრქუა: აჰა, აქა ვარ.
12. და ჰრქუა მას. ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმისა მაგის ზედა, ნუ-ცა რას უყოფ მას. აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაჲ და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს. 12 და ჰრქუა: ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმასა მაგას ზედა, ნუცა უყოფ რას ნურარას. აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისა და არა ჰრიდებ ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს.
13. და აღიხილნა თუალნი თჳსნი აბრაჰამ და იხილა: და აჰა, ვერძი ერთი გამოკიდებულ იყო რქათაგან ნერგსა საბეკსა, რქათა მიერ. და მივიდა აბრაჰამ და მოიბა ვერძი იგი და შეწირა იგი მსხუერპლად უფლისა ისაკის წილ, ძისა თჳსისა. 13 და აღიხილნა თუალნი თჳსნი აბრაჰამ და იხილა: და აჰა-ესერა ვერძი ერთი დამოეკიდა რქითა ნერგსა საბეკსა. და მირბიოდა აბრაჰამ და მოიბა ვერძი იგი და შეწირა იგი მსხუერპლად ისაკის წილ, ძისა თჳსისა.
14. და უწოდა აბრაჰამ სახელი ადგილსა მას "უფალმან იხილა", რომელსა ჰრქჳან დღესა მთასა მას "უფალი გამოჩნდა". 14 და უწოდა აბრაჰამ სახელი ადგილსა მას უფალმან იხილა, რამეთუ ჰრქჳან დღეს მთასა მას უფალი გამოჩნდა.
15. და უწოდა ანგელოზი უფლისა აბრაჰამს მეორედ ზეცით და ჰრქუა. 15 და უწოდა ანგელოზი უფლისაჲ მეორედ აბრაჰამს. და ჰრქუა მას:
16. თავსა ჩემსა ვფუცე, თქუა უფალმან, ვინათგან ჰყავ სიტყაჲ ესე. და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს. 16 თავსა ჩემსა ვფუცავ, თქუა უფალმან, ვინაჲთგან ჰყავ ესე სიტყუაჲ და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს.
17. კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, ვითარ-ცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსკიდისაჲ. და დაიმკჳდროს ნათესავმან შენმან ქალაქები იგი მტერთა. 17 კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳს კიდისაჲ: და დაიმკჳდროს ნათესავმან შენმან ქალაქები მტერთა შენთაჲ;
18. და იკურთხეოდიან შენდა მომართ და ნათესავისა შენისა მომართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, ამისთჳს რამეთუ ისმინე ჴმისა ჩემისა. 18 და იკურთხეოდიან შენდა მომართ და ნათესავისა შენისა მიმართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, ამისთჳს რამეთუ ისმინე ჴმისა ჩემისაჲ.
19. და მიიქცა აბრაჰამ მონათა თჳსთა თანა. და აღდგეს და წარვიდეს. ერთბამად ჯურღმულად ფიცისა და დაეშენა აბრაჰამ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა. 19 მოიქცა აბრაჰამ მონათა თჳსთა თანა. და აღდგეს და წარვიდეს ჯურღმულად ფიცისა ერთბამად და დაეშჱნა აბრაჰამ ჯურღმულსა ზედა ფიცისასა.
20. და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ უთხრეს აბრაჰამ და ჰრქუეს: აჰა ესერა, უშვა მელქამანცა ძეებ ნაქორს, ძმასა შენსა. 20 იყო შემდგომად სიტყუათა ამათ უთხრეს აბრაჰამს და ჰრქუეს: აჰა-ესერა უშვა მელქა მანცა ძეებ ნაქორს, ძმასა შენსა:
21. ოქს პირმშოჲ და კავქს, ძმაჲ მისი, და კამოელ მამაჲ ასურთაჲ. 21 ოქს პირმშოჲ და ბაექს, ძმაჲ მისი, და კამოელ, მამაჲ ასურთაჲ,
22. და ქაზათ და აზავ და ფალდას და ალაბ და ბათოელ. 22 და ქაზათ და აზავ და ბალდაე და იელდაბ და ბათუელ.
23. და ბათოელს ესუა რებეკა. რვანი ესე ძენი, რომელნი უსხნა მელქა ნაქორს, ძმასა აბრაჰამისსა. 23 და ბათუელს ესუა რებეკა. რვანი ესე ძენი, რომელნი უსხნა მელქა ნაქორს, ძმასა აბრაჰამისსა.
24. და ხარჭმან მისმან, რომელსა ერქუა რეჰმა, შვა მანცა, ბაეკ და ტაბეკ და ტოქოს და მუქან. 24 და ხარჭმან მისმან, რომელსა ერქუა რემა, შვა მანცა ტაა და ტაბეკ და ტოქოზ და მოქა.
23 23
1. იყო ცხორებაჲ სარრასი ასოცდაშჳდ წელ. 1 იყო ცხორებაჲ სარრაჲსი ას ოც და შჳდ წელ.
2. და მოკუდა სარრა ქალაქსა შინა არბოკსა, რომელ არს ღელოვანსა მას, ესე იგი არს, ქებრონი ქუეყანასა ქანანისსა. მოვიდა აბრაჰამ ტყებად სარრასა და გლოვად. 2 და მოკუდა სარრა ქალაქსა შინა არბუკასა, რომელ არს ღელოვანსა მას, ესე-იგი არს ქებრონი ქუეყანასა ქანაანისასა. მოვიდა აბრაჰამ ტყებად სარრაჲსა და გლოვად.
3. და აღდგა აბრაჰამ მკუდრისა მისგან და ჰრქუა ძეთა ქეტისთა მეტყუელმან: 3 და აღდგა აბრაჰამ მკუდრისა თჳსისაგან და ჰრქუა [ძეთა] ქეტისთა.
4. მწირ და წარმავალ ვარ მე თქუენ თანა. მომეცით მე ადგილი საფლავისაჲ თქუენ შორის და დავფლა მკუდარი ჩემი ჩემგან. 4 მწირ და წარმავალ ვარ მე თქუენ თანა. მომეცით მე ადგილი საფლავად თქუენ შოვრის და დავჰფლა მკუდარი ჩემი ჩემგან.
5. მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ და ჰრქუეს. 5 მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამს და ჰრქუეს:
6. რად უფალო? ისმინე ჩუენი: მეფე ხარ ღმრთისა მიერ. ჩვენ შორის რჩეულთა საფლავთა დაჰფალ მკუდარი შენი არა ვინ ჩუენგანმან დააყენოს საფლავი მისი შენგან დაფლვად მკუდარი შენი მუნ. 6 რად, უფალო? ისმინე ჩუენი. მეფჱ ხარ ღმრთისა მიერ. რჩეულთა საფლავთა ჩუენთა დაჰფალ მკუდარი შენი. არავინ ჩუენგანმან დააყენოს საფლავი შენგან დაფლვად მკუდარი შენი მუნ.
7. აღდგა აბრაჰამ და თაყუანი-სცა ერსა მას მის ქუეყანისასა, ძეთა ქეტისთა. 7 აღდგა აბრაჰამ და თაყუანის-სცა ერსა მას მის ქუეყანისასა ძეთა ქეტისთა.
8. და ეტყოდა მათ და ჰრქუა: უკუეთუ გულითად გნებავს, რათა დავჰფლა მკუდარი ჩემი პირისაგან ჩემისა; ისმინეთ ჩემი და ეტყოდეთ ჩემთჳს ეფრონს, ძესა სარისსა. 8 ეტყოდა მათ და ჰრქუა: უკუეთუ გნებავს გულითად, რაჲთა დავჰფლა მკუდარი ჩემი პირისაგან ჩემისა, ისმინეთ ჩემი და ეტყოდეთ ჩემთჳს ეფრონს, ძესა საარისსა,
9. და მომეცინ მე ქუაბი მრჩობლი. რომელ არს მისი, რომელ-იგი არს ერთკერძო აგარაკსა მისსა, ვეცხლის რაჲ ღირდეს, მომეცინ მე იგი თქუენ შორის მონაგებად საფლავისა. 9 და მომეცით მე ქუაბი იგი მრჩობლი, რომელ არს მისი, რომელ-იგი არს ერო კერძო აგარაკსა მას მისსა, ვეცხლის რაჲ ღირდეს, მომეცით მე თქუენ შოვრის მონაგებად საფლავისა.
10. ხოლო ეფრონ ჯდა შორის ძეთა ქეტისთა, მიუგო ეფრონ ქეტელმან აბრაჰამს და ჰრქუა წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა, რომელნი შევიდეს ქალაქად. 10 ხოლო ეფრონ ჯდა შოვრის ძეთა ქეტისთა. მიუგო ეფრონ და ჰრქუა აბრაჰამს წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა, რომელნი შევიდოდეს ქალაქად და თქუა:
11. და ჰრქუა: ჩემდა მოიხილე, უფალო და ისმინე ჩემი: აგარაკსა მას და ქუაბსა, რომელ არს მას შინა, შენ მიგცემ, წინაშე ყოველთა მოქალაქეთა ჩემთა დაჰფალ მუნ მკუდარი შენი. 11 ჩემდა მოიხილე, უფალო, და ისმინე ჩემი: აგარაკსა მას და ქუაბსა, რომელ არს მას შინა, შენ მიგცემ, წინაშე ყოველთა მოქალაქეთა მიგცემ შენ დაფლვად მკუდარი შენი.
12. თაყუანის-სცა აბრაჰამ წინაშე ყოვლისა ერისა მის ქუეყანისა. 12 და თაყუანის-სცა აბრაჰამ წინაშე ერისა მის ქუეყანისაჲსა.
13. და ჰრქუა ეფრონს ყურთა მიმართ ყოვლისა ერისა მის ქუეყანისათა: რამეთუ ჩემ კერძო ხარ, ისმინე ჩემი, ვეცხლი აგარაკისა მის მიიღე ჩემგან და დავფლა მკუდარი ჩემი მუნ. 13 და ჰრქუა ეფრონს ყურთა წინაშე ყოვლისა ერისა ქუეყანისათა: ჩემ კერძო ხარ, ისმინო ჩემი. ვეცხლი იგი აგარაკისაჲ მიიღე ჩემგან და დავჰფლა მკუდარი ჩემი მუნ.
14. და მიუგო ეფრონ აბრაჰამს და ჰრქუა: 14 მიუგო ეფრონ აბრაჰამს და ჰრქუა:
15. არა, უფალო, რამეთუ მასმიეს, ვითარმედ ქუეყანა ოთხასისა დიდრაქმისა ვეცხლისა არს, არამედ შენ შორის და ჩემ შორის რაჲ არს ესე? ხოლო შენ დაჰფალ მკუდარი შენი. 15 არა, უფალო. რამეთუ მასმიეს, ვითარმედ ოთხას სასწორის არს. არამედ შენ შოვრის და ჩემ შოვრის რაჲ არს ესე? შენ დაჰფალ მკუდარი შენი.
16. და ისმინა აბრაჰამ ეფრონისი და მისცა აბრაჰამ ეფრონს ვეცხლი იგი, რომელ თქუა ეფრონ წინაშე ძეთა ქეტისთა, ოთხას დიდრაქმაი ვეცხლი გამოცდილითა სავაჭროჲთა. 16 და ისმინა აბრაჰამ ეფრონისი და მისცა აბრაჰამ ვეცხლი იგი, რომელ თქუა წინაშე ყურთა ძეთა ქეტისთა, ოთხასი სასწორი ვეცხლი გამოცდილი სავაჭროჲთ.
17. და დაამტკიცა აგარაკი იგი ეფრონისი. რომელი იყო ქუაბსა მა~ მრჩობლსა, რომელ არს პირისპირ წინაშე მამბრესსა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელი იყო მას შინა და ყოველი ხე, რომელი იყო აგარაკსა შინა, რომელ არს საზღვართა მისთა გარემო. 17 ... და ყოველი ხჱ, რომელი იყო მას შინა, რომელი არს საზღვართა მისთა გარემო,
18. ესე მოიგო აბრაჰამ წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა შემავალთა ქალაქისათა. 18 მოიგო აბრაჰამ წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა შემავალთა ქალაქისათა.
19. და ამისსა შემდგომად დაჰფლა აბრაჰამ ცოლი თჳსი სარრა, ქუაბსა მას შინა აგარაკისასა მრჩობლსა, რომელ არს წინაშე მამბრესსა. ესე იგი არს, ქებრონი ქუეყანასა ქანანისასა. 19 ამისა შემდგომად დაჰფლა აბრაჰამ სარრა, ცოლი თჳსი, ქუაბსა მას აგარაკისასა მრჩობლსა, რომელ არს წინაშე მამბრჱსა. ესე არს ქებრონი ქუეყანასა ქანანისასა.
20. და დაამტკიცნა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ იყო მას შინა აბრაჰამისად, მოსაგებად საფლავი ძეთაგან ქეტისთა. 20 და დამტკიცნა აგარაკი იგი და ქუაბი იგი, რომელ იყო აბრაჰამისა, მონაგებად საფლვისა ძეთაგან ქეტისთა.
24 24
1. და იყო აბრაჰამ მოხუცებულ და გარდასრულ დღეთა და უფალმან აკურთხა აბრაჰამ ყოვლითა-ვე. 1 აბრაჰამ იყო მოხუცებულ და გარდასრულ დღეთა და უფალმან აკურთხა აბრაჰამი ყოვლითა.
2. და ჰრქუა აბრაჰამ მონასა თჳსსა უხუცესსა სახლისა მისისასა, მთავარსა მას ყოვლისასა, რომელ-რაჲ იყო მისი: დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა. 2 და ჰრქუა აბრაჰამ მონასა თჳსსა უხუცესსა სახლისა თჳსისასა, მთავარსა მას ყოვლისასა, რომელ-რაჲ იყო მისი: დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა
3. და გაფუცო შენ უფალსა ღმერთსა ცათასა და ქუეყანისასა, რათა არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე დამკჳდრებულ ვარ მათ შორის. 3 და მე გაფუცო შენ უფლისა ღმრთისა ცათაჲსა და ქუეყანისა, რაჲთა არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს ასულთაგან ქანანელთაჲსა, რომელთა თანა დამკჳდრებულ ვარ მე,
4. არამედ ქუეყანით ჩუენით, ვინა-იგი ვიყავ მე, მუნ წარხჳდე ნათესავთა ჩემთა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს მიერ. 4 არამედ ქუეყანით ჩემით, ვინაჲ-იგი ვიყავ მე, მუნ წარხჳდე ქუეყანად ჩემდა ნათესავთა ჩემთა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს მიერ.
5. ჰრქუა მას მონამან მან უკეთუ არა ინებოს დედაკაცმან მოსლვად ჩემ თანა ქუეყანასა ამას, მივაქციოა ძე შენი ქუეყანასა მას, ვინა-ცა გამოხუედ შენ მიერ? 5 ჰრქუა მას მონამან მან: უკუეთუ არა ინებოს დედაკაცმან მან მოსლვად ჩემ თანა შემდგომად ქუეყანასა ამას, მივაქციოა ძჱ შენი ქუეყანასა მას, ვინაჲ გამოხუედ შენ?
6. ჰრქუა მას აბრაჰამ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა მუნ. 6 ჰრქუა მას აბრაჰამ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა მუნ.
7. უფალმან ღმერთმან ცისამან და ღმერთმან ქუეყანისამან, რომელმან გამომიყუანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ქუეყანისა მისგან, რომელსა ვიშევ, რომელ-იგი მეტყოდა მე და მეფუცა და მრქუა: შენ მიგცე ქუეყანაჲ ესე და ნათესავსა შენსა, მან წარავლინოს ანგელოზი მისი წინაშე შენსა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა მუნით. 7 უფალმან ღმერთმან. ... გამომიყვანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ქუეყანისა მისგან, რომელსა ვიშევ, რომელი მეტყოდა მე და მაფუცა მე და მრქუა: შენ მიგცე ქუეყანაჲ ესე და ნათესავსა შენსა, მანვე წარავლინოს ანგელოზი წინაშე შენსა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა მიერ.
8. ხოლო უკუეთუ არა ინებოს დედაკაცმან მოსლვაჲ ჩუენ თანა ქუეყანასა ამას, უბრალო იყო შენ ფიცისა ამისგან, გარნა ძესა ჩემსა ნუ მიაქცევ მუნ 8 უკუეთუ არა ინებოს დედაკაცმან მან მოსლვად შენ თანა ქუეყანასა ამას, შენ უბრალო იყო ფიცისა ამისგან, გარნა ძესა ჩემსა ნუ მიაქცევ მუნ.
9. და დასდვა ჴელი მონამან მან წყჳლთა აბრაჰამისთა, უფლისა თჳსისათა, და ეფუცა მას სიტყჳსა ამისთჳს. 9 და დასდვა ჴელი მონამან მან წყვილთა აბრაჰამისთა, უფლისა თჳსისათა, და ეფუცა მას სიტყჳსა მისთჳს.
10. და წარიყუანა მონამან მან ათი აქლემი აქლემთაგან უფლისა თჳსისათა და ყოვლისაგან კეთილისა უფლისა თჳსისა თავისა თჳსისა თანა და აღდგა და წარვიდა შუამდინარედ ქალაქად ნაქორისაჲ. 10 და წარიბა მონამან მან ათი აქლემი აქლემთაგან უფლისა თჳსისათა და ყოველთაგან კეთილთა უფლისა თჳსისათა და აღდგა და განვიდა შუვამდინარედ ქალაქად ნაქორისსა.
11. და დააწვინნა აქლემნი იგი გარეშე ქალაქსა ჯურღმულსა მას თანა მიმწუხრი, რაჟამს გამოვლენედ მერწყულნი. 11 და დააწვინნა აქლემნი გარეშე ქალაქსა მას ჯურღმულსა თანა წყლისასა მიმწუხრად, რაჟამს გამოვლენედ მეწყლენი,
12. და თქუა: უფალო ღმერთო, უფლისა ჩემისა აბრაჰამისო, წარმიმართე მე წინაშე ჩემსა დღეს და ყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა. 12 და თქუა: უფალო ღმერთო უფლისა ჩემისა აბრაჰამისო, წარმიმართე მე წინაშე ჩემსა დღეს და ყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა თანა აბრაჰამისა.
13. აჰა ესერა, ვდგა მე წყაროსა ამას ზედა წყლისასა და ასულნი ამის ქალაქისა მკჳდრნი გამოვლენ ვსებად წყლისა. 13 აჰა-ესერა ვდგა მე წყალოსა ამას ზედა წყლისასა და ასულნი ამის ქალაქისა მკჳდრთანი მოვლენ ვსებად წყლისა.
14. და იყოს ქალწული. რომელსა ვჰრქუა მე: მომიდრიკე მე სარწყული შენი, რათა ვსუა მე. ხოლო მან მრქუას: შენცა სუ და აქლემთაცა შენთა ასუ, ესე არს დედაკაცი, რომელი განუმზადე მონასა შენსა ისაკს. და ამით ვცნა, რამეთუ ჰყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა. 14 და იყოს ქალწულსა, რომელსა ვჰრქუა: მომიდრიკე სარწყული შენი, რაჲთა ვსუა. და მრქუას მე: სუ და აქლემთაცა შენთა ასუ, ვიდრემდე განძღენ, ესე განუმზადე მონასა შენსა ისაკს. და ამით უტყოდი, რამეთუ ჰყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა.
15. და ვიდრე აღსრულებადმდე სიტყუათა ამათ გონებასა შინა. მუნთქუეს-ვე რებეკა გამოვიდოდა, შობილი ბათოელისი, ძისა მელქასი, ცოლისა ნაქორისა, ძმისა აბრაჰამისაჲ, და აქუნდა სარწყული მჴართა თჳსთა. 15 და იყო ვიდრე აღსრულებადმდე მისა სიტყჳსა ამის გონებასა მისსა, აჰა რებეკა მოვიდოდა, რომელი-იგი ესუა ბათუელს, ძესა მელქაჲსსა, ცოლსა ნაქორისსა, ძმისა აბრაჰამისსა, და ედგა სარწყული მჴარსა მისსა.
16. ხოლო ქალწული შუენიერ იყო ხილვითა ფრიად, და ქალწული იყო, მამაკაცი არა უწყოდა მან. და შთავიდა წყაროსა მას და აღმოავსო სარწყული და აღმოვიდა. 16 ხოლო ქალწული იგი შუენიერ იყო პირითა ფრიად, ქალწული იყო და მამაკაცსა არა ეცნა. შთავიდა ჯურღმულსა მას და აღავსო სარწყული იგი და აღმოჴდა.
17. ხოლო მირბიოდა ყრმაჲ მიგებებად მისსა და ჰრქუა მას: მეც მე წყალი, ისწრაფა და გარდამოიღო სარწყული იგი მისგან. 17 მირბიოდა მონაჲ იგი აბრაჰამისი შემთხუევად მისა და ჰრქუა მას: მასუ მე წყალი სარწყულისაგან შენისა.
18. და თქუა: სუ, უფალო. და ასუა. 18 და მან ჰრქუა: სუ, უფალო. და იწრაფა და გარდამოიღო მკლავთა თჳსთა ზედა და ასუა მას.
19. ვიდრე განძღებოდა სმითა. და თქუა: აქლემთაცა შენთა ვასუა, ვიდრემდის ყოველთა სუან. 19 და ჰრქუა: აქლემთა შენთაცა ასუ, ვიდრემდე ყოველთა სუან.
20. ისწრაფა და წარმოაცალიერა სარწყული ისარნებსა შინა. და მირბიოდა მერმეცა ჯურღმულისა მიმართ აღმოვსებად წყლისა და ასვა ყოველთავე აქლემთა. 20 და იწრაფა და წარმოაცალიერა სარწყული წყლის სასუმელსა მას. და მირბიოდა ჯურღმულსა მას ვსებად და აღავსო და ასუა აქლემთა მათ ყოველთა.
21. ხოლო კაცი შეისწავლიდა მას და ზომდა ცნობად, უკუეთუ კეთილ-ყო ღმერთმან გზაჲ მისი, ანუ არა. 21 ხოლო კაცი იგი შეისწავებდა მას და დაიდუმა გამოცხადებად, წარ-ძი-უმართაა ღმერთმან გზა მისი, ანუ არა.
22. და იყო, ვითარცა დასცხრეს ყოველნი აქლემნი სმისაგან, მოიხუნა კაცმან საყურნი ოქროჲსანი თითოჲ დიდრაქმისა საწონისანი და ორნი სალტენი ჴელთა მისთა ოქროჲ საწონი მათნი. 22 და იყო რაჟამს დასცხრეს ყოველნი აქლემნი სუმად, მოიღო კაცმან მან საყურები ოქროჲსაჲ თითო სატირი სასწორისაჲ და სალტენი ოქროჲსანი და შეასხნა ჴელთა მისთა: ათ-ათ დრაჰკან სასწორისაჲ.
23. და ჰკითხა მას და ჰრქუა: ასული ვისი ხარ. შენ? მითხარ მე. უკუეთუ არს მამისა შენისა თანა ადგილი ჩემთჳს დავანებად. 23 ჰკითხა მას და ჰრქუა: ასული ვისი ხარ? მითხარ მე, უკუეთუ არს მამისა შენისა თანა ადგილი ჩუენდა ყოფად.
24. და ჰრქუა მან მას: ასული ბათოელისი ვარ მე მელქაჲსისაჲ, რომელი უშვა მან ნაქორს. 24 და ჰრქუა მას: ასული ბათოელისი ვარი მე, ძისა მელქაჲსი, რომელი უშვა მან ნაქორს.
25. და ჰრქუა მას: ბზე-ცა და თივაჲ არს ჩუენდა და ადგილი დავანებად. 25 და ჰრქუა: ბზჱ და საჭმელი დიად არს ჩუენსა და ადგილი საყოფლად შენდა.
26. და სთნდა კაცსა მას და თაყუანის-სცა უფალსა. 26 შესთნდა კაცსა მას და თაყუანის-სცა უფალსა და თქუა:
27. და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი. რომელმან არა დამაკლო სიმართლე მისი და ჭეშმარიტებაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამისგან, მე მომიძღუა უფალი სახიდ ძმისა უფლისა ჩემისა 27 კურთხეულ არს უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი, რომელმან არა დაუტევა სიმართლჱ მისი და ჭეშმარიტებაჲ მისი უფლისა ჩემისაგან და მე გზასა მომიყუანა უფალმან სახიდ ძმისა უფლისა ჩემისა.
28. და მირბიოდა ქალი და მიუთხრა სახლსა დედისა თჳსისასა მსგავსად სიტყუათა ამათ. 28 და შერბიოდა ყრმაჲ იგი სახიდ დედისა თჳსისა და უთხრა მას, მსგავსად სიტყჳსა ამის.
29. ხოლო რებეკას ძმაჲ იყო, რომლისა სახელი ლაბან. და მირბიოდა კაცისა მიმართ გარე წყაროსა ზედა. 29 ხოლო რებეკაჲსი ძმაჲ იყო, რომელსა სახელი ერქუა ლაბან. და გარდარბიოდა ლაბან წყაროდ.
30. და იყო ვითარცა იხილნა სალტენი და საყურნი ჴელთა ზედა დისა თჳსისათა, რამეთუ ესმნეს სიტყუანი დისა მისისა რებეკას მეტყუელისანი: ესრეთ მეტყოდა მე კაცი, და მოვიდა კაცისა მომართ, დგა რა იგი აქლემთა თანა წყაროსა ზედა. 30 და იყო რაჟამს იხილა საყურები იგი და სალტეები ჴელთა დისა თჳსისათა და ვითარ-იგი ესმნეს სიტყუანი რებეკაჲსნი, რომელთა უთხრობდა, ვითარმედ: ესრჱთ და ესრჱთ იტყოდა კაცი იგი, და მოვიდა კაცისა მის ლაბან, ვიდრე დგა-ღა იგი წყაროსა მას ზედა.
31. და ჰრქუა მას: მოედ, შემოვედ კურთხეულ არს უფალი, რაჲსათჳს სდგა გარე? რამეთუ მე განმიმზადებიეს სახლი ღა ადგილი აქლემთა. 31 და ჰრქუა მას: მოგუალე, შემოვედ. კურთხეულ არს ღმერთი! რაჲსათჳს სდგა გარე? მე განუმზადო სახლი აქლემთა შენთა.
32. და შევიდა კაცი სახიდ და გარდატჳრთნა აქლემნი და მისცა ბზე და თივაჲ აქლემთა და წყალი დასაბანელად ფერჴთა მისთა და ფერჴთა მისთანათა კაცთასა. 32 ...და მოართუა მას წყალი ფერჴთა საბანელად და მისთანათა მათ კაცთა.
33. და დაუგნა მან პურნი ჭამად. და თქუა მან: არა ვჭამო ვიდრე თქუმადმდე სიტყუათა ჩემთა. 33 და დაუგო მათ პური ჭამად. და ჰრქუა კაცმან მან: არა ვჭამო პური ვიდრე სიტყუადმდე სიტყჳსა ჩემისა. და ჰრქუეს მას: იტყოდე.
34. და ჰრქუა მონაჲ აბრაჰამისი ვარ მე. 34 და ჰრქუა: მონაჲ ვარი მე აბრაჰამისი.
35. უფალმან აკურთხა უფალი ჩემი ფრიად, და ამაღლდა. და მისცნა მას ცხოვარნი და ზროხანი, ოქროჲ და ვეცხლი, აქლემი და ვირნი. 35 და უფალმან აკურთხა უფალი ჩემი ფრიად, და აღმაღლდა. და არს მისი ცხოვარი და ზროხაჲ, ვეცხლი და ოქროჲ, მონაჲ და მჴევალი, აქლემი და ვირი ფრიად.
36. და უშვა სარრა, ცოლმან უფლისა ჩემისამან, ძე ერთი უფალსა ჩემსა შემდგომად დაბერებისა მისისა და მისცა მას ყოველი, რაოდენი-რაჲ იყო მისი. 36 და უშვა სარრა, ცოლმან მისმან, უფალსა ჩემსა ძე ერთ სიბერესა მისსა და მისცა მას ყოველივე, რაჲცა იყო მისი.
37. და მაფუცა მე უფალმან ჩემმან მეტყუელმან: არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე მკჳდრ ვარ ქუეყანასა მათსა. 37 და მაფუცა მე უფალმან ჩემმან და მრქუა მე: არა მოჰგუარო ძესა ჩემსა ასულთაგან ქანანელთაჲსა, რომელთა შოვრის დამკჳდრებულ ვარ ქუეყანასა მათსა,
38. არამედ სახიდ მამისა ჩემისა წარხჳდე და ტომისა მიმართ ჩემისა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა, ისაკს, მუნით. 38 არამედ მიხჳდე სახლსა მამისა ჩემისასა და ნათესავისა ჩემისასა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა მიერ.
39. ხოლო მე ვარქუ: უკუეთუ არა მოვიდეს დედაკაცი ჩემ თანა? 39 და ვარქუ უფალსა ჩემსა: ნუუკუე არა ენებოს დედაკაცმან მან მოსვლად ჩემ თანა?
40. და მრქუა მე უფალმან ღმერთმან, რომლისა სათნო-ვიქმენ წინაშე მისსა, მან წარმოავლინენ ანგელოზი თჳსი შენ თანა და წარმართენ გზა შენი და მოგუარო ცოლი ძესა ჩემსა ტომისაგან ჩემისა და სახლისაგან მამისა ჩემისა. 40 და თქუა: უფალმან ჩემმან, რომელსა სათნო-ვეყავ მე წინაშე მისსა, მან წარავლინოს ანგელოზი მისი წინაშე შენსა და წარგიმართოს გზაჲ შენი და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ნათესავისაგან ჩემისა და სახლისაგან მამისა ჩემისა.
41. მაშინ უბრალო იყო წყევისაგან ჩემისა, ხოლო რაჟამს წარხჳდე ტომისა მიმართ ჩემისა და არა მოგცენ შენ და იყო უბრალო ფიცისაგან. 41 რაჟამს მიხჳდე შეუ ნათესავისა ჩემისა და არა მოგცეს შენ, მაშინ უბრალო იყო შენ ფიცისაგან ჩემისა.
42. და მო-რა-ვედ მე დღეს წყაროსა ზედა, ვთქუ: უფალო ღმერთო უფლისა ჩემისა აბრაჰამისო! უკუეთუ შენ გზა კეთილ ჰყოფ გზასა ჩემსა, რომელსა ზედა ვალ მე. 42 და მოვედ დღეს წყაროსა ამას ზედა და ვთქუ: უფალო ღმერთო უფლისა ჩემისა აბრაჰამისო! უკუეთუ წარმიმართებ მე შენ გზასა ამას, რომელსა მე მივალ,
43. აჰა, მე ვდგა წყაროსა ზედა წყლისასა, ხოლო ასულნი კაცთა ქალაქისათანი გამოვლენ ვსებად წყლისა. და იყოს ქალწული, რომელსაცა ვჰრქუა მე: მასუ მცირედი წყალი სარწყულისაგან შენისა. 43 აწ აჰა მე ვდგა წყაროსა ამას ზედა წყლისასა და ასულნი ამის ქალაქისა კაცთანი გამოვლენ ვსებად წყლისა. და იყოს დედაკაცი ქალწული, რომელსა ვჰრქუა მე: მასუ მე წყალი მცირედ სარწყულისაგან შენისა,
44. და მრქუას მე: და შენ სუ და აქლემთაცა შენთა ვასუა, ესე დედაკაცი არს, რომელი განუმზადა უფალმან მსახურსა თჳსსა ისაკს, და ამით ვცნა, ვითარმედ უყავ წყალობაჲ უფალსა ჩემსა აბრაჰამს. 44 და მან მრქუას მე: შენცა სუ და აქლემთაცა შენთა ასუ, ესე არს დედაკაცი, რომელი განუმზადა უფალმან მსახურსა თჳსსა ისაკს, და ამით ვცნა წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა.
45. და იყო პირველ დასრულებისა ჩემგან, მეტყუელისა გონებასა შინა, მეყსეულად რებეკა გამოვიდოდა მქონებელი სარწყულისა მჴართა ზედა. და შთავიდა წყაროსა ზედა და აღმოივსო. ხოლო ვარქუ მას: მასუ მე. 45 და იყო ვიდრე აღსრულებადმდე სიტყუათა ამათ გონებასა ჩემსა, მეყსეულად რებეკა მოვიდოდა და აქუნდა სარწყული მჴართა მისთა ზედა. და შთაჴდა წყაროსა ამას და აღმოივსო. ხოლო მე ვარქუ: მასუ მცირედ წყალი.
46. და მოსწრაფე ქმნილმან შთა-მოიღო სარწყული თავისაგან თჳსისა და თქუა: სუ შენცა ღა აქლემთაცა შენთა ვასუა. და აქლემთაცა ასუა. 46 და იწრა(ფა) და გარდამოიღო მისგან სარწყული იგი და მრქუა მე: შენ სუ და აქლემთაცა შენთა ასუ. და ვსუ და აქლემთაცა ჩემთა ასუა.
47. და ვჰკითხე მას და ვარქუ: ვისი ხარ ასული? ხოლო მან თქუა: ასული ბათოელისი, რომელი უშვა მელქა. და შეუსხენ მას საყურნი და სალტენი ჴელთა მისთა. 47 ვჰკითხე მას და ვარქუ: ვისი ასული ხარ შენ? და მან თქუა: ასული ბათუელისი ვარი მე, ძისა ნაქორისი, რომელი უშვა მას მელქა. და შევასხენ მას საყურნი და სალტენი ჴელთა მისთა.
48. და სათნო ჩენილმან თაყუანის-ვეც უფალსა და ვაკურთხე უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი, რომელმან წარმიმართა მე გზასა ჭეშმარიტებისასა მიყვანებად ასულისა ძმისა უფლისა ჩემისა ძისა მისისათჳს. 48 და შემთნდა და თაყუანის-ვეც უფალსა და ვაკურთხე უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი, რომელმან წარმიმართა გზასა ჭეშმარიტებისასა მიყვანებად ასული ძმისა უფლისა ჩემისაჲ ძისა მისისა.
49. აწ უკუეთუ ჰყოფთ ვიდრემე თქუენ წყალობასა და სიმართლესა უფლისა თანა ჩემისა, მითხართ მე, ხოლო უკუეთუ არა, რათა მივაქციო მარჯუენით, ანუ მარცხენით. 49 უკუეთუ ჰყოფთ თქუენ წყალობასა და სიმართლესა უფლისა ჩემისა თანა, მითხართ მე, რაჲთა მივაქციო მარჯუენით ანუ მარცხენით.
50. მიუბეს ლაბან და ბათოელ და თქუეს: უფლისაგან გამოვიდა ბრძანებაჲ ესე. ვერ ძალ-გჳც უკუე წინააღდგომად, თქუმად ჰავ-კარგობისა. 50 მიუგეს ბათუელ და ლაბან და ჰრქუეს: უფლისა მიერ გამოვიდა ბრძანებაჲ ესე. ვის ჴელ-ეწიფების შენდა სიტყჳს ტყჳს გებად კეთილისა წილ?
51. აჰა, რებეკა წინაშე შენსა, მიიყუანე და განისწრაფე და ეყავნ ცოლ ძესა უფლისა შენისასა, ვითარცა თქუა უფალმან. 51 აჰა ... მიიყვანე და წარვედ და იყავნ ცოლად უფლისა შენისა, ვითარცა იტყოდა უფალი ღმერთი.
52. ხოლო იყო ყრმისაგან სმენასა აბრაჰამისსა სიტყუათა მათთასა, თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა უფალსა. 52 და იყო, ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე მათნი მონასა მას აბრაჰამისსა თაყუანის-სცა უფალსა ქუეყანასა ზედა.
53. და გამომღებელმან ყრმამან ჭურჭლისა ოქროჲსა და ვეცხლისა და შესამოსლისა და მისცნა რებეკას. და ძღუენი მისცა ძმასა მისსა და დედასა მისსა. 53 და გამოიღო მონამან მან აბრაჰამისმან ჭურჭერი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და სამოსელი და მისცა რებეკას. და ნიჭი სცა ძმასა მისსა და დედასა მისსა.
54. და ჭამეს და სუეს მან და მისთანათა მყოფთა კაცთა. და დაიძინეს და აღ-რაჲ-დგა განთიად ყრმაჲ იგი და თქუა: განმავლინე მე, რათა წარვიდე უფლისა ჩემისა. 54 და ჭამეს და სუეს და დაიძინეს მან და მისთანათა მათ კაცთა. და აღდგა განთიად მონაჲ იგი და ჰრქუა მათ: წარმგზავნეთ მე, რაჲთა წარვიდე უფლისა ჩემისა.
55. მიუგეს ძმათა რებეკასთა და დედამან და ჰრქუეს: იყავნ ჩუენ თანა ქალწული ესე ვითარ აწ დღე ოდენ ათთა და ამისსა შემდგომად წარვიდეთ. 55 ჰრქუეს მას ძმათა რებეკაჲსთა და დედამან: იყავნ-ღა ჩუენ თანა ქალწული ესე ვითარ ათ დღე ოდენ და ამისა შემდგომად წარვედით.
56. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ მაბრკოლებთ მე, რამეთუ უფლისა მიერ წარმემართა გზაჲ ჩემი, წარმგზავნეთ მე და წარვიდე უფლისა ჩემისა. 56 და მან ჰრქუა მათ: ნუ მაბრკოლებთ მე, რამეთუ უფალმან წარმიმართა გზაჲ ჩემი. წარმგზავნეთ და წარვიდე მე უფლისა ჩემისა.
57. ხოლო მათ ჰრქუეს: მოუწოდეთ ქალწულსა მასცა და ვჰკითხოთ პირსა მისსა. 57 და მათ ჰრქუეს მას: მოუწოდეთ ყრმასა მას და ვჰკითხოთ პირსა მისსა.
58. და მოუწოდეს რებეკას და ჰრქუეს: წარხჳდეა კაცისა ამის თანა? ხოლო მან თქუა: წარვიდე. 58 და მოუწოდეს რებეკას და ჰრქუეს: წარხჳდეა კაცისა ამის თანა? ხოლო მან ჰრქუა: წარვიდე.
59. და წარგზავნეს რებეკა, დაჲ მათი, და ზითევი მისი და მონაჲ იგი აბრაჰამისი და მისთანანი ყოველნი. 59 და წარგზავნეს რებეკა, დაჲ მათი, და ზითევი მისი და მონაჲ იგი აბრაჰამისი და მისთანანი იგი.
60. და აკურთხეს რებეკა, დაჲ მათი, და ჰრქუეს: დაჲ ჩუენი ხარ შენ, იყავ ათასეულად ბევრეულთა და დაიმკჳდრონ ნათესავმან შენმან ქალაქები მტერთაჲ. 60 და აკურთხეს რებეკა, დაჲ მათი, და ჰრქუეს: დაჲ ჩუენი ხარი შენ. იყავ ათასეულად და ბევრეულად და დაიმკჳდრენ ნათესავმან შენმან ქალაქები იგი მტერთაჲ.
61. აღდგა რებეკა და შიმუნვარნი მისნი და აღსხდეს აქლემებსა ზედა და წარვიდეს, კაცისა მის თანა და წარიყუანა მონამან მან რებეკა და წარვიდა. 61 და აღდგა რებეკა და შიმონვარნი მისნი და აღსხდეს აქლემებსა და წარვიდეს კაცისა მის თანა. და წარიყვანა მონამან მან რებეკა და წარვიდა.
62. ხოლო ისაკ იქცეოდა უდაბნოსა, ჯურღმულსა მას თანა ხილვისასა, რამეთუ იგი დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას სამხრითკერძოსა. 62 ხოლო ისაკ იქცეოდა ველსა, ჯურღმულსა მას თანა ხილვისასა, რამეთუ იგი დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას ჩრდილოჲთ.
63. და განსრულ იყო იგი ველად განცხრომად მიმწუხრი. და აღმხილველმან თუალთამან იხილნა აქლემნი მომავალნი ათნი. 63 და განსრულ იყო ისაკ განცხრომად ველად მიმწუხრი. და აღიხილნა თუალნი და იხილნა აქლემნი მომავალნი.
64. და მიადგნა რებეკა თუალნი თჳსნი და იხილა ისაკ შთამავალი სწრაფი აქლემთა მომართ. 64 და მიადგნა რებეკა თუალნი თჳსნი და იხილა ისაკ და გარდამოჴდა აქლემისა მისგან.
65. და ჰრქუა მონასა მას: ვინ არს კაცი ესე, რომელი მოგებებად ჩუენდა? ხოლო მან ჰრქუა: ესე უფალი ჩემი. და გარდამოჴდა იგი აქლემისა მისგან და მოიღო თერისტროჲ და გარე მოისხა. 65 და ჰრქუა მონასა მას: ვინ არს კაცი ესე, რომელი მოვალს ველით მოგებებად ჩუენდა? ხოლო მონამან მან ჰრქუა: ესე არს უფალი ჩემი. და მოიღო სამოსელი თჳსი და შეიმოსა იგი.
66. მაშინ მიუთხრა მონამან მან ისაკს ყოველივე ესე სიტყუაჲ, რაჲცა ყო. 66 მაშინ უთხრა მონამან მან ისაკს ყოველივე ესე სიტყუაჲ, რაჲცა ყო.
67. ხოლო შევიდა ისაკ სახიდ დედისა თჳსისასა და შეიყუანა რებეკა და იყო იგი მისა ცოლად. და შეიყუარა იგი და ნუგეშინის-იცა ისაკ სარრაჲსთჳს დედისა თჳსისა. 67 შევიდა ისაკ სახლსა დედისა თჳსისა და შეიყვანა რებეკა და იყო იგი მისა ცოლად. და ნუგეშინის-იცა ისაკ სარრაჲსთჳს, დედისა თჳსისა.
25 25
1. მერმე შესძინა აბრაჰამ და მოიყუანა ცოლი, რომელსა სახელი ერქუა ქეტურა. 1 მერმე შესძინა აბრაჰამ და მოიყვანა ცოლი, რომელსა სახელი ერქუა ქეტორა.
2. და უშვა მას ზემბრან და იეკტან და მანადან და მადიამ, იესბოკამ და სუვიე. 2 და უშვა მან ზამბრამ და იექსან, მადან და მადიამ და იესბოს და სულიე.
3. და იეკტან შვა სამან და თემან და დედან. და ძენი დედანისნი იყუნეს: რაგველ და ნაბდიელ და სურინ და ლატუსინ და ლომიმ. 3 და იექსან შვა საბათ და თემან და დედან. ძენი დედანისნი: რაგულ და ნაბდილ და ასურიმ.
4. და ძენი მადიამისნი: გეფარ და აფერ და ენოქ და აბიდრა და სერგამაჲ. ესე ყოველნი იყვნეს ძენი ქეტურაჲსნი. 4 ძენი მადიამისნი: გეფარ და აფერ, ენოქ და აბირა და თარგა. ესე ყოველნი იყვნეს ძენი ქეტორაჲსნი.
5. და მისცა აბრაჰამ ყოველივე მონაგები ისაკს, ძესა თჳსსა. 5 მისცა აბრაჰამ ყოველივე მონაგები თჳსი ისაკს, ძესა თჳსსა.
6. და ძეთა მათ ხარჭთა მისთასა სცა საცემელი და განავლინნა იგინი ისაკისგან, ძისა თჳსისა, ცხორებასავე თჳსსა აღმოსლვად ქუეყანად აღმოსავალთასა. 6 და ძეთა მათ ხარჭთასა სცა აბრაჰამ საცემელი და განავლინნა იგინი ისაკისგან, ძისა თჳსისა, ცხორებასავე თჳსსა აღმოსავალად.
7. ესე არიან წელნი დღეთა აბრაჰამისთანი, რაოდენ ცხოვნდა ასსამეოცდაათხუთმეტ წელ. 7 ესე არიან წელნი დღეთა აბრაჰამისთანი, რავდენ ცხონდა: ას სამეოც და ათხუთმეტ წელ.
8. და მოკუდა აბრაჰამ სიბერითა კეთილითა მოხუცებული ღა დღითა სავსე და შეეძინა ერსა თჳსსა. 8 და მოკუდა აბრაჰამ სიბერითა კეთილითა მოხუცებული და სავსე დღითა და შეეძინა ერსა თჳსსა.
9. და დაფლეს იგი ისაკ და ისმაელ, ძეთა მისთა, ქუაბსა მრჩობლსა, აგარაკსა მას ეფრონისსა, ძისა საარისსა ქეტელისასა, რომელ არს წინაშე მამბრესსა. 9 და დაჰფლეს იგი ისაკ და ისმაელ, ძეთა თჳსთა, ქუაბსა მას მრჩობლსა, აგარაკსა მას ეფრონისსა, ძისა სარისსა ქეტელისასა, რომელ არს წინაშე მამბრესა.
10. აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ მოიგო აბრაჰამ ძეთაგან ქეტისთა, მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და სარრა, ცოლი მისი. 10 აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ მოიგო აბრაჰამ ძეთაგან ქეტისთა, მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და სარრა, ცოლი მისი.
11. და იყო, შემდგომად სიკუდილისა აბრაჰამისა აკურთხა ღმერთმან ისაკი, ძე მისი. და დაემკჳდრა ისაკ ჯურღმულსა მას თანა ხილვისასა. 11 და იყო შემდგომად სიკუდილისა აბრაჰამისა აკურთხა ღმერთმან ისაკი, ძჱ მისი. და დაემკჳდრა ისაკ ჯურღმულისა მის თანა ხილვისაჲსა.
12. და ესე შობანი არიან ისმაელისნი, ძისა აბრაჰამისნი, რომელ უშვა აგარ მეგჳპტელმან, მჴევალმან აბრაჰამს. 12 ესე შობანი არიან ისმაელისნი, ძისა აბრაჰამისნი, რომელი უშვა აგარ. მჴევალმან სარრაჲსმან აბრაჰამს.
13. და ესე სახელები არს ძეთა ისმაელისთა მსგავსად სახელებისა ნათესავთა მათთასა: პირმშოჲ ისმაელისი-ნაბეოთ და კედარ და აბდიელ, მასმან. 13 და ესე სახელები არს ძეთა ისმაელისთაჲ მსგავსად სახელებისა ნათესავთა მათთაჲსა: პირმშოჲ ისმაელისი ნაბიოთ და კედარ, ნაბდალ და მასმან,
14. და მასონ და იდუმა და მასე. 14 მასუმ და იდუმა, მასსე
15. და ქოლდადად და თემან, და ესტურ და ნაფეს და კედნაჲ. 15 და ქულდად და თემან, და ისტურ, ნაფეს და კერდამა.
16. ესე არიან ძენი ისმაელისნი ესე არს სახელები მათი კარვებსა მათსა და ეზოთა შინა მათსა, ათორმეტნი მთავარნი ნათესავთა მათთანი. 16 ესე არიან ძენი ისმაელისნი და ესე არს სახელები მათი კარვებსა მათსა და საყოფელსა მათსა, ათორმეტნი მთავარნი ნათესავთა მათთანი.
17. და ესე არიან წელნი დღეთა ცხორებისა ისმაელისანი: ასოცდაჩჳდმეტ წელ. და მოკლებით მოკუდა და შეეძინა ნათესავსა თჳსსა. 17 და ესე წელნი ცხორებისა ისმაელისნი: ას ოც და ათ ჩჳდმეტ წელ. და მოკუდა და შეეძინა ნათესავსა თჳსსა.
18. და დაეშენა ევლათიდგან ვიდრე სურდამდე, რომელ არს წინაშე პირსა ეგჳპტისასა ვიდრე მოსულადმდე ასურასტანელთა წინაშე, პირსა ყოველთა ძმათა მისთასა დაემკჳდრა. 18 და დაეშჱნა ევილათითგან ვიდრე სურდმდე, რომელ არს წინაშე პირსა ეგჳპტისასა ვიდრე მოსლვადმდე ასურასტანელთა წინაშე, პირისპირ ყოველთა ძმათა მისთა დაეშჱნა.
19. და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი: აბრაჰამ შვა ისაკ. 19 და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი: აბრაჰამ შვა ისაკი.
20. და იყო ისაკ ორმეოცდასამთა წლისა, ოდეს მოიყუანა რებეკა, ასული ბათოელისი, ასურისა შუამდინარით, დაჲ ლაბანისი, თჳსსა ცოლად 20 და იყო ისაკი ორმეოცის წლის, ოდეს მოიყვანა რებეკა, ასული ბათუელისი ასურისაჲ შუვამდინარით, დაჲ ლაბანისი, თჳსა ცოლად.
21. და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად-იღო ცოლმან მისმან, რებეკა 21 ევედრებოდა ისაკ რებეკაჲსთჳს, ცოლისა თჳსისა, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად-იღო რებეკა, ცოლმან მისმან.
22. და ჰკრთებოდეს ყრმანი მუცელსა მისსა და თქუა: უკუეთუ ესრეთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳსმე ესე ჩემდა? და წარვიდა იგი კითხვად უფლისა მიერ. 22 და კრთოდეს ყრმანი იგი მუცელსა მისსა და თქუა: უკუეთუ ესრეთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳს-მე ესე ჩემდა? და წარვიდა იგი კითხვად უფლისა მიერ.
23. და ჰრქუა მას უფალმან: აჰა ეგერა, ორი ნათესავი არს მუცელსა შენსა და ორნი ერნი მუცლისა შენისაგან გამოვიდენ. და ერი ერსა წარემატოს და უხუცესი ჰმონებდეს მრწემსა. 23 ჰრქუა მას უფალმან: აჰა-ესერა ორი ნათესავი არს მუცელსა შენსა და ორნი ერნი მუცლისა შენისაგან გამოვიდენ. და ერი ერსა წარემატოს და უხუცესი ჰმონებდეს მრწემსსა.
24. და აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი და იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა. 24 და აღივსნეს დღენი შობისა მისისანი და მარჩბივნი იყვნეს მუცელსა მისსა.
25. და გამოვიდა პირმშოჲ იგი მწითური ყოვლად, ვითარცა ტყავი ფაჩუნიერი. და დასდვა მას სახელი ესავ. და ამისსა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი და ჴელი მისი მოხეული იყო ბრჭალსა ესავისსა და უწოდა სახელი მისი იაკობ. 25 და გამოვიდა პირმშოჲ იგი მწითური ყოვლად ვითარცა ტყავი ფაჩუნიერ. და დასდვა სახელი მისი ესავ.
26. და ისაკ იყო სამეოცსა წელსა, რომელსა ჟამსა შვნა იგინი რებეკა 26 და ამისა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი და ჴელი მისი მოხუეულ იყო ბრჭალსა ესავისსა და უწოდა სახელი მისი იაკობ. ისაკ იყო სამეოც წლის, რაჟამს შვნა იგინი რებეკა.
27. აღორძნდეს ჭაბუკნი ესე. და იყო ესავ მეცნიერ ნადირობად, მეველე. ხოლო იაკობ - კაცი უმანკოჲ, მყოფ სახლსა შინა. 27 აღორძნდეს ჭაბუკნი ესე. და იყო ესავ კაცი მეცნიერ ნადირობად, ხოლო იაკობ კაცი უმანკო და მყოფ სახლსა შინა.
28. უყვარდა ისაკს ესავ, რამეთუ ნადირი მისი იყო საზრდელად მისა, და რებეკას უყვარდა იაკობ. 28 უყუარდა ისაკს ესავი და ნადირი მისი იყო მისა საზრდელად, და რებეკას უყუარდა იაკობი.
29. შეგბოლა იაკობ გბოლვილი. და მოვიდა ესავ ველით დამაშურალი. 29 შეაგბო იაკობ გბოლვილი. მოვიდა ესავ მაშურალი ველით.
30. და ჰრქუა ესავ იაკობს: გემო მაჩუენე მე მგბარისა მისგან ოსპისანი, რამეთუ მოუძლურდი. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი ედომ. 30 ჰრქუა ესავ იაკობს: გემოჲ მახილვე მგბრისა მაგისგან იფქლისა, რამეთუ მოუძლურდი. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი ედომ.
31. და ჰრქუა იაკობ ესავს: მომეც მე დღეს პირმშოებაჲ შენი. 31 ჰრქუა იაკობ ესავს: მომეც დღეს პირმშოებაჲ შენი.
32. ჰრქუა მას ესავ: აჰა ესერა, მე მივახ აღსრულებად და ჩემდა რაჲ სარგებელ არს პირმშოებაჲ ესე? 32 ჰრქუა მას ესავ: აჰა -- ესერა მე მიახლებულ ვარ აღსრულებად და ჩემდა რაჲ სარგებელ არს პირმშოებაჲ ესე?
33. ჰრქუა მას იაკობ: მეფუცე მე დღეს. და ეფუცა მას და მისცა პირმშოებაჲ თჳსი იაკობს. 33 ჰრქუა მას იაკობ: მეფუცე დღეს. და ეფუცა მას და მისცა პირმშოებაჲ თჳსი იაკობს.
34. ხოლო იაკობ სცა ესავს პური და მგბარი ოსპნისა. ჭამა და სუა, აღდგა და წარვიდა. და განაქარვა ესავ პირმშოებაჲ თჳსი. 34 ხოლო იაკობ სცა ესავს პური და მგბარი ოსპნისაჲ. ჭამა და სუა და აღდგა და წარვიდა. და განაქარვა ესავ პირმშოებაჲ თჳსი.
26 26
1. და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მის სიყმილისა, რომელ-იგი იყო ჟამთა აბრაჰამისთა. და მივიდა ისაკ აბიმელექისა, მეფისა ფილისტიმელთასა, გერარდ. 1 იყო სიყმილი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მის სიყმილისა, რომელი -- იგი იყო ჟამთა აბრაჰიმისთა. მივიდა ისაკ აბიმელექისა, მეფისა მის ფილისტიმელთაჲსა, გერარდ.
2. ეჩუენა მას უფალი და ჰრქუა: ნუ შთახუალ ეგჳპტედ. არამედ დაემკჳდრე ქუეყანასა მას, რომლისა მე გრქუა შენ. 2 ეჩუენა მას უფალი და ჰრქუა: ნუ შთახუალ ეგჳპტედ. დაემკჳდრე ქუეყანასა ამას, რომელსა გრქუა შენ,
3. და მწირობდ მუნ შინა და ვიყო მე შენ თანა და გაკურთხო შენ, და რამეთუ შენ და ნათესავსა შენსა მივსცე ესე ყოველი და დავამტკიცო ფიცი იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, მამასა შენსა. 3 და მწირობდ ქუეყანასა ამას და ვიყო მე შენ თანა და გაკურთხო შენ და შენ და ნათესავსა შენსა მივსცე ესე ყოველი და დავამტკიცო ფიცი იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, მამასა შენსა.
4. და განვამრავლო ნათესავი შენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და მიგცე შენ და ნათესავსა შენსა ყოველი ესე ქუეყანაჲ. და იკურთხეოდიან ნათესავისა შენისა მიმართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი. 4 და განვამრავლო ნათესავი შენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და მიგცე შენ და ნათესავსა შენსა ყოველი ესე ქუეყანაჲ. და იკურთხეოდიან ნათესავისა მიმართ შენისა ყოველნი ტომნი ქუეყანისანი,
5. ამისთჳს რამეთუ ერჩდა აბრაჰამ ჴმასა ჩემსა, რამეთუ დაიმარხა მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი და სჯულნი ჩემნი. 5 ამისთჳს რამეთუ ერჩდა მამაჲ შენი ჴმასა ჩემსა და დაიმარხნა მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი და მშჯავრნი ჩემნი.
6. და დაეშენა ისაკ გერარეთს. 6 და დაეშჱნა ისაკ გერარს.
7. ჰკითხეს კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, და თქუა: დაჲ ჩემი არს. რამეთუ შეეშინა თქუმად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე-მცა მოკლეს იგი კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, რამეთუ შუენიერ იყო იგი პირითა. 7 ჰკითხეს კაცთა მის ქუეყანისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, და თქუა: დაჲ ჩემი არს. შეეშინა თქუმად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუემცა მოკლეს იგი კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა. რამეთუ შუენიერ იყო იგი პირითა.
8. და იყო იგი მუნ მრავალ ჟამ. და შთახედა აბიმელექ მეფემან გერარელთამან სარკუმლით და იხილა ისაკ, იმღერდა რებეკაჲს თანა, ცოლისა თჳსისა. 8 და იყო იგი მუნ მრავალ ჟამ. შთაჰხედა აბიმელიქ მეფემან გერარელთამან სარკუმლით და იხილა ისაკ, იმღერდა რაჲ რებეკაჲს თანა, ცოლისა თჳსისა.
9. მოუწოდა აბიმელექ ისაკს და ჰრქუა: ცოლი სამე შენი არს. რაჲსათჳს სთქუ, დაჲ ჩემი არს? ჰრქუა მას ისაკ: ვთქუ, ნუუკუემცა მოვჰკუედ მაგის ძლით. 9 მოუწოდა აბიმელიქ ისაკს და ერქუა: ცოლი სამე შენი არს რებეკა. რაჲსათჳს სთქუ, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს? ჰრქუა ისაკ: ნუუკუემცა მოვკუედ მაგის ძლით.
10. ჰრქუა მას აბიმელექ: რაჲ ესე მიყავ ჩუენ? მცირედღა და წარ-მცა- იტაცა ვინმე იგი ნათესავისა ჩუენისაგანმან ცოლი შენი და მო-მცა-ჰჴადე ჩუენ ზედა უმეცრებაჲ. და უბრძანა აბიმელექ ყოველსა ერსა თჳსსა 10 ჰრქუა მას აბიმელიქ: რაჲ ესე მიყავ ჩუენ? მცირედ-ღა და წარ-მცა-იტაცა იგი ნათესავისა ჩემისაგანმან და მო-მცა-ჰჴადა ჩუენ ზედა უმეცრებაჲ.
11. და ჰრქუა: ყოველი, რომელი შეეხოს კაცსა მას და ცოლსა მისსა, სიკუდილისა თანა-მდებ იყოს. 11 უბრძანა აბიმელიქ ყოველსა ერსა თჳსსა და ჰრქუა: ყოველი, რომელი შეეხოს კაცსა ამას და ცოლსა მისსა, სიკუდილისა თანა-მდებ იყოს.
12. სთესა ისაკ მას წელსა და იყო ას ასეული ქრთილისაჲ. აკურთხა იგი უფალმან. 12 სთესა ისაკ ქუეყანასა. მას და იყო მას წელსა ასული ქრთილისაჲ. აკურთხა იგი უფალმან
13. და ამაღლდა კაცი იგი და ვიდოდა და უფროჲს იქმნებოდა, ვიდრემდე დიდ იქმნა ფრიად. 13 და აღამაღლა კაცი იგი. და უფროჲს იქმნებოდა, ვიდრემდე დიდ იქმნა ფრიად.
14. და იყო მისი სამწყსოჲ ცხოვართაჲ და მროწლე ზროხათაჲ და ქუეყანისა საქმე ფრიად. ეშურებოდეს მას ფილისტიმელნი იგი. 14 და იყო მისი სამწყსოჲ ცხოვართაჲ და ზროხათაჲ და ქუეყანისა საქმჱ ფრიადი. ეშურებოდის მას ფილისტიმელნი იგი.
15. და ყოველივე ჯურღმულები, რომელი თხარეს მონათა მამისა მისისათა, დაყვეს იგი ფილისტიმელთა და აღავსეს მიწითა. 15 და ყოველი ჯურღმულები, რომელ თხარეს მონათა მამისა მისისათა, დაყვეს იგი ფილისტიმელთა მათ და აღავსნეს მიწითა.
16. ჰრქუა აბიმელექ ისაკს: განვედ ჩუენგან, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა იქმენ ფრიად. 16 ჰრქუა აბიმელექ ისაკს: განვედ ჩუენგან, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა იქმენ ფრიად.
17. და წარვიდა ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა და დაეშენა მუნ. 17 და წარვიდა მიერ ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა და დაეშჱნა მუნ.
18. და მერმე მო-ვე-თხარა ისაკ ჯურღმულები იგი წყალისა, რომელ თხარეს მონათა აბრაჰამ მამისა მისისათა და დაყუეს იგი ფილისტიმელთა მათ შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა აბრაჰამისა და დასდვა მათ სახელები, რაჲცა-იგი დაედვა აბრაჰამს, მამასა მისსა. 18 და მერმე მო-ვე-თხარა ისაკ ჯურღმულები იგი წყლისაჲ, რომელ თხარეს მონათა მამისა მისისათა და დაყვეს იგი ფილისტიმელთა მათ და აღავსნეს მიწითა შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა აბრაჰამისა. და დასდვა მათ სახელები, რაჲცა-იგი დაედვა მამასა მისსა.
19. და თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერარისასა და პოვეს მუნ ჯურღმული წლისა ცხოველისაჲ. 19 და თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერარისასა და პოვეს მუნ ჯურღმული იგი წყლისა ცხოველისაჲ.
20. და ჰლალვიდეს მწყემსნი იგი გერარელთანი მწყემსთა მათ ისაკისთა და იტყოდეს, ვითარმედ: მათი არს წყალი იგი. და უწოდა სახელი ჯურღმულსა მას "ვნებაჲ", რამეთუ ავნეს მას. 20 და ჰლალვიდეს მწყემსნი გერარელთანი მწყემსთა ისაკისთა და ეტყოდეს, ვითარმედ: ჩუენი არს წყალი იგი. და უწოდა სახელი ჯურღმულსა მას ვნებაჲ, რამეთუ ავნეს მას.
21. წარმოვიდა მიერ ისაკ და თხარა ჯურღმული სხუაჲ. და ესჯოდეს მას იგინი მისთჳსცა და დასდვა მას სახელი "მტერობაჲ". 21 წარმოვიდა მიერ და თხარა ჯურღმული სხუაჲ. ეშჯოდეს იგინი მისთჳსცა და დასდვა მას ს1ახელი მტერობა.
22. და წარვიდა იგი მიერ-ცა და თხარა ჯურღმული სხუაჲ და არა ჰლალვიდეს მისთჳს და დასდვა მას სახელი "ფართოებაჲ" და თქუა: რამეთუ განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა. 22 და წარვიდა მიერ და თხარა ჯურღმული სხუაჲ და არა ჰლალვიდეს მისთჳს. და დასდვა მას სახელი ფართოება და თქუა: რამეთუ აწ განგჳფართა უფალმან და აღგუაორძინნა ჩუენ ქუეყანასა ზედა.
23. აღმოვიდა მიერ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა. 23 აღმოვიდა მიერ ჯურღმულსა მას ფიცისასა.
24. და ეჩუენა მას უფალი ღამესა მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისა აბრაჰამისი. ნუ გეშინინ, რამეთუ მე შენ თანა ვარ. და გაკურთხო შენ და განვამრავლო ნათესავი შენი აბრაჰამისთჳს, მამისა შენისა. 24 და ეჩუენა მას უფალი მას ღამესა და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი მამისა შენისაჲ აბრაჰამისი. ნუ გეშინინ შენ, რამეთუ მე შენ თანა ვარ. და გაკურთხო შენ და განვამრავლო ნათესავი შენი აბრაჰამისთჳს, მამისა შენისა.
25. და აღაშენა მუნ საკურთხეველი და ხადა სახელი უფლისა და აღმართა მუნ კარავი თჳსი. თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერარონისასა. 25 და აღაშჱნა მუნ საკურთხეველი უფლისაჲ და ჰხადა სახელი უფლისაჲ და აღჰმართა მუნ კარავი თჳსი. თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერართნისასა.
26. და აბიმელექ მოვიდა გერარონით და ოქოზათ, ეზოჲსმოძღუარი მისი, და ფიქოლ, ერისთავი ძლიერებისა მისისაჲ. 26 და აბიმელექ მოვიდა გერარონით ისკისა და ოქოზათ, ეზოჲს მოძღუარი მისი, და ფიქოლ, ერისთავი იგი ძლიერებისა მისისაჲ.
27. და ჰრქუა მათ ისაკ: რაჲსათჳს მოხუედით ჩემდა, რამეთუ თქუენ მომიძულეთ მე? და გამომავლინეთ თქუენგან. 27 და ჰრქუა მათ ისაკ: რაჲსა მოხუედით ჩემდა, რამეთუ თქუენ მომიძულეთ მე?
28. ხოლო მათ ჰრქუეს: ხილვით ვიხილეთ, უფალი, რამეთუ შენ თანა არს, და ვთქუთ: იყავნ ფიცი შორის შენსა და ჩუენსა და აღვთქუათ შენ თანა აღთქუმაჲ. 28 ხოლო მათ ჰრქუეს: ხილვით ვიხილეთ, რამეთუ უფალი შენ თანა არს, და ვთქუთ: იყავნ ფიცი შოვრის ჩუენსა და შენსა და აღთქუათ აღთქუმაჲ შენ თანა,
29. რათა არა ჰყო ბოროტი ჩუენდა მომართ, ვითარცა-იგი ჩუენ არა მოგიძაგეთ შენ, ვითარცა-იგი გიყავთ ჩუენ კეთილად და წარმოგავლინეთ მშჳდობით. და აწ შენ კურთხეულ ხარ უფლისა მიერ. 29 რაჲთა არა ჰყო ჩუენ თანა ბოროტი, ვითარცა-იგი ჩუენ არა მოგიძაგეთ და ვითარცა-იგი გიყავთ შენ კეთილად და წარგგზავნეთ მშჳდობით. და აწ კურთხეულ ხარ შენ უფლისა მიერ.
30. და უმზადა ისაკ სერი. ჭამეს და სუეს. 30 და უმზადა პური. ჭამეს და სუეს.
31. და აღდგეს განთიად და ეფუცა კაცი მოყუასსა თჳსსა. და წარგზავნა იგინი ისაკ და წარვიდეს მისგან ცოცხლებით. 31 და აღდგეს განთიად და ეფუცა კაცი მოყუასსა თჳსსა. და წ(არგზ)ავნნა იგინი ისაკ და წარვიდეს მისგან ცოცხლებით.
32. და მათ დღეთა ოდენ მოვიდეს მონანი ისაკისნი და უთხრეს ჯურღმულისა მისთჳს, რომელ თხარეს, და ჰრქუეს: არა ვპოვეთ წყალი. 32 მათ დღეთა ოდენ მოვიდეს მონანი ისაკისნი და უთხრეს მას ჯურღმულისა მისთჳს, რომელ თხარეს, და ჰრქუეს: არა ვპოვეთ წყალი.
33. და ფიცისა მისთჳს უწოდა ქალაქსა მას "ჯურღმული ფიცისა", ვიდრე დღეინდელად დღემდე. 33 და უწოდა მას ფიცის. ამისთჳს უწოდა სახელი ქალაქსა მას ფიცის... ვიდრე დღენდელად დღედმდე.
34. იყო ესავ ორმეოცის წლის და მოიყუანა ცოლი იუდინა, ასული ბეჰრისი ქეტელისა, და ბასემათ, ასული ელონისი ეველისაჲ. 34 იყო ესავ ორმეოცის წლის და მოიყვანა ცოლი იუდინ, ასული ბერისი ქეტელისაჲ, და ბასემათ, ასული ელონისი ეველისაჲ.
35. და იყვნეს მჴდომ ისაკისა და რებეკასა. 35 და იყვნეს მჴდომ ისაკისა და რებეკაჲსა.
27 27
1. და შემდგომად სიბერისა მის ისაკისა დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი ხედვად. და მოუწოდა ძესა თჳსსა უხუცესსა და ჰრქუა მას: ძეო ჩემო. და მან თქუა: აჰა, მე. 1 და იყო შემდგომად სიბერისა მის ისაკისა, დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი ხედვად. და მოუ/წოდა ძესა თჳსსა უხუცესსა ესავს და ჰრქუა მას: შვილო. და მან ჰრქუა: აჰა აქა ვარ.
2. ჰრქუა მას: აჰა ესერა, მე დავბერდი და არა ვიცი დღე აღსრულებისა ჩემისა. 2 ჰრქუა მას ისაკ: აჰა-ესერა მე დავბერდი და არა ვიცი დღჱ აღსრულებისა ჩემისაჲ.
3. აწ აღიღე ჭურჭელი შენი, მშჳლდ-კაპარჭი და განვედ ველად და მინადირე მე ნადირი. 3 აწ აღიღე ჭურჭერი შენი, კაბარჭი და მშჳლდი და განვედ ველად და მინადირე ნადირი,
4. და მიქმენ მე სანოვაგენი, ვითარ-იგი მე მიყუარს. და მომართუ მე და ვჭამო, რათა გაკურთხოს სულმან ჩემმან ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა. 4 და მიქმენ მე საჭმელი, ვითარ-იგი მიყუარს მე, და მომართუ მე. ვჭამო და გაკურთხოს სულმან ჩემმან ვიდრე სიკუდიდმდე ჩემდა.
5. ხოლო რებეკას ესმოდა, ეტყოდა რაჲ ისაკ ესავს, ძესა თჳსსა და ვითარცა განვიდა ესავ ველად და ნადირობად ნადირისა მამისათჳს თჳსისა. 5 ხოლო რებეკას ესმოდა, ეტყოდა რაჲ ისაკ ძესა თჳსსა ესავს. და განვიდა ესავ, ძმაჲ იაკობისი, ველად ნადირობად ნადირისა მამისა თჳსისა.
6. მოუწოდა რებეკა იაკობს, ძესა თჳსსა უმრწემესსა, და ჰრქუა: ესერა, მესმა, ვითარ-იგი ეტყოდა მამაჲ შენი ესავს, ძმასა შენსა, და ჰრქუა: 6 ხოლო რებეკა ჰრქუა იაკობს, ძესა თჳისა უმრწემჱსსა: აჰა ესერა მესმა მე, ვითარ ეტყოდა მამაჲ შენი ესავს, ძმასა შენსა, და ჰრქუა:
7. მინადირე მე ნადირი და მიქმენ მე ჭამადი. და ვჭამო და გაკურთხო შენ წინაშე უფლისა ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა. 7 მინადირე მე ნადირი და მიქმენ მე ჭამადი. და ვჭამო და გაკურთხო შენ წინაშე უფლისა ვიდრე სიკუდიდ ჩემდამდე.
8. აწ უკუე, შვილო, ისმინე ჩემი, ვითარცა მე გამცნებ შენ 8 აწ შენ, შვილო, ისმინე ჩემი, ვითარცა მე გამცნებ შენ.
9. და წარვედ არვედ და მომართუენ მიერ ორნი თიკანნი ჩჩჳლნი და კეთილნი. 9 წარვედ ცხოვრად და მომართუენ მე ორნი თიკანნი ჩჩჳლნი და კეთილნი და უქმნნე იგინი საჭმლად მამასა შენსა, ვითარ-იგი მას უყუარს.
10. და უქმნე იგი სანოვაგედ მამასა შენსა, ვითარ-იგი უყუარს მას. და შეართვი იგი მამასა შენსა, ჭამოს და გაკურთხოს შენ მამამან შენმან ვიდრე სიკუდილადმდე მისსა. 10 და შეართუ მამასა შენსა და ჭამოს და გაკურთხოს შენ მამამან შენმან ვიდრე სიკუდიდმდე.
11. ჰრქუა იაკობ რებეკას, დედასა თჳსსა: არს ესავ, ძმაჲ ჩემი, კაცი ფაჩუნიერი და მე კაცი წყლტუ. 11 ჰრქუა იაკობ რებეკას, დედასა თჳსსა: ესავ, ძმაჲ ჩემი, არს ფაჩუნიერ და მე კაც წყლტუ.
12. ნუუკუე ჴელი შემახოს მე მამამან ჩემმან და ვიყო წინაშე მისსა ვითარცა შეურაცხის-მყოფელი და მოვიღო თავისა ჩემისა წყევაჲ და არა კურთხევაჲ. 12 ნუუკუე ჴელი შემახოს მამამან ჩემმან და ვიქმნე წინაშე მისსა ვითარცა შეურაცხის-მყოფელი და მოვიღო თავისა ჩემისა წყევაჲ და არა კურთხევაჲ.
13. ჰრქუა მას დედამან მისმან: ჩემ ზედა იყავნ, შვილო, წყევაჲ იგი. გარნა შენ ისმინე ჴმისა ჩემისა და წარვედ და მომართუ მე, რაჲ-იგი გარქუ შენ. 13 ჰრქუა მას დედამან მისმან: ჩემ ზედა წყევაჲ იგი, შვილო! გარნა ისმინე მინე ჴმისა ჩემისაჲ და წარვედ და მომართუ მე.
14. ხოლო იგი წარვიდა და მოიყუანნა და მოართუა დედასა თჳსსა. და უქმნა დედამან მისმან სანოვაგენი, ვითარცა უყვარდა მამასა მისსა. 14 ხოლო იგი წარვიდა და მოიღო და მიართუა დედასა თჳსსა. და ქმნა დედამან მისმან ჭამადი, ვითარცა უყუარდა მამისა მისსა.
15. და მოიღო რებეკა სამოსელი ესავისი, ძისა თჳსისა, კეთილი, რომელი ედვა მის თანა სახლსა შინა, და შეჰმოსა იგი იაკობს, ძესა თჳსსა უმრწემესსა. 15 და მოიღო რებეკა სამოსელი ესავისი, ძისა თჳსისაჲ, კეთილი, რომელი იდვა მის თანა სახლსა შინა, და შეჰმოსა იაკობს, ძესა თჳსსა უმრწენესსა.
16. და ტყავნი იგი თიკანთანი მოხჳნა მკლავთა მისთა და შიშუელსა ქედსა მისსა. 16 და ტყავნი იგი თიკანთანი მოჰხჳნა მკლავთა და შიშუელსა ქედსა მისსა.
17. და მისცა საჭმელი იგი, რომელ ქმნა და პური ჴელთა იაკობისთა, ძისა თჳსისათა. 17 და მისცა საჭმელი იგი და პური იგი, რომელ ქმნა, ჴელთა იაკობისთა, ძისა თჳსისათა.
18. და შეართუა იგი მამასა თჳსსა და ჰრქუა: მამაო და მან ჰრქუა: აჰა, მე, ვინ ხარ შენ, შჳლო? 18 და შეართუა იგი მამასა მისსა და ჰრქუა: მამაო. და მან ჰრქუა: აქა ვარ. ვინ ხარ, შვილო?
19. და ჰრქუა იაკობ მამასა თჳსსა: მე ვარ ესავ, პირმშოჲ შჳლი შენი. ვყავ, ვითარ-იგი მეტყოდე მე. აღდეგ და დაჯედ და ჭამე ნადირებულისა ჩემისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან. 19 და ჰრქუა იაკობ მამასა თჳსსა: მე ვარ ესავ, პირმშოჲ შენი. ვყავ, ვითარ-იგი მეტყოდე მე. აღდეგ და დაჯედ და ჭამე ნადირისა ჩემისაჲ, რაჲთა მაკურთხოს მე სულმან შენმან.
20. ჰრქუა ისაკ ძესა თჳსსა: რაჲ არს, შჳლო, რამეთუ ადრე ჰპოვე, შჳლო? და მან ჰრქუა: რამეთუ მომცა მე უფალმან ღმერთმან შენმან წინაშე ჩემსა. 20 და ჰრქუა ისაკ ძესა თჳსსა: რაჲ არს, რამეთუ ადრე ჰპოვე, შვილო? და ჰრქუა: რამეთუ მომცა მე უფალმან ღმერთმან შენმან წინაშე ჩემსა.
21. ჰრქუა ისაკ იაკობს: მომეახლე მე და ჴელი შეგახო. უკეთუ შენ ხარ შჳლი ჩემი ესავ, ანუ არა. 21 ჰრქუა ისაკ იაკობს: მომეახლე და ჴელი შეგახო, შვილო, უკუეთუ შენ ხარ შვილი ჩემი ესავ, ანუ არა.
22. და მიეახლა იაკობ ისაკს, მამასა თჳსსა და მან ჴელი შეახო და თქუა: ჴმაჲ ესე - ჴმაჲ იაკობისი, ხოლო ჴელნი - ესავისნი. 22 და მიეახლა იაკობ ისაკს, მამასა თჳსსა და ჴელი შეახო მას. და თქუა: ჴმაჲ ესე ჴმაჲ იაკობისი, ხოლო ჴელნი ესე ჴელნი ესავისნი.
23. და ვერ იცნა იგი, რამეთუ იყვნეს ჴელნი მისნი ვითარცა ჴელნი ესავის, ძმისა მისისანი, ფაჩუნიერ და აკურთხა იგი. 23 და ვერ იცნა იგი, რამეთუ იყვნეს ჴელნი მისნი ვითარცა ჴელნი ესავისნი ფაჩუნიერ. და აკურთხა იგი.
24. და თქუა: შენ ხარ ძე ჩემი ესავ? და თქუა: მე ვარ. 24 და ჰრქუა: შენ ხარ ძჱ ჩემი ესავ? და მან თქუა: მე ვარ.
25. და ჰრქუა ისაკ: მომართუ მე ნადირებულისა შენისა და ვჭამო, და გაკურთხოს შენ სულმან ჩემმან. და მოართუა მას და ჭამა და ღჳნოჲ სუა. 25 და თქუა: მომართუ მე ნადირებულისა შენისაჲ და ვჭამო, შვილო, რაჲთა გაკურთხოს შენ სულმან ჩემმან. და მოართუა მას და ჭამა. და მოართუა მას ღჳნოჲ და სუა.
26. და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: მომეახლე მე და ამბორს-გიყო შენ, შჳლო. 26 და ჰრქუა ისაკ, მამამან მისმან: მომეახლე მე და ამბორს-გიყო, შვილო.
27. და მიეახლა და ამბორს-უყო მას. და ეცა სულნელებაჲ სამოსლისა მისისაჲ აკურთხა იგი და თქუა: აჰა ესერა, სულნელებაჲ ძისა ჩემისაჲ, ვითარცა სულნელებაჲ ველისა სავსისა, რომელი აკურთხა უფალმან. 27 და მიეახლა და ამბორს-უყო მას. და ეცა სულნელებაჲ სამოსლისა მისისაჲ და აკურთხა იგი და თქუა: აჰა-ესერა სულნელებაჲ ძისა ჩემისაჲ, ვითარცა სულნელებაჲ ველისა სავსისაჲ, რომელი აკურთხა უფალმან.
28. მოგეცინ შენ უფალმან ცუარისაგან ზეცისა და სიპოხისაგან ქუეყანისა სიმრავლე იფქლისა და ღჳნისაჲ. 28 და მოგეცინ შენ უფალმან ცუარისაგან ცისა და სიპოხისაგან ქუეყანისა და სიმრავლჱ იფქლისაჲ და ღჳნისაჲ;
29. და გმონებდენ შენ თესლები და თაყუანის-გცემდენ შენ მთავარნი, და იყავ შენ უფალ ძმისა შენისა და თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი; მწყევარნი შენნი წყეულ იყვნენ და მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ იყვნენ. 29 და გმონებდენ შენ თესლები და თაყუანის-გცემდენ მთავარნი; და იყავ უფალ ძმისა შენისა და თაყუანის-გ/ცემდენ ძენი მამისა შენისანი; მწყევარნი შენნი წყეულ იყვნენ და მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ იყვნენ!
30. და იყო, ვითარცა დასცხრა ისაკ კურთხევისაგან იაკობისა, ძისა თჳსისა, გამოვიდა იაკობ პირისაგან ისაკისა, მამისა თჳსისა, და მოვიდა ესავ, ძმაჲ მისი, ნადირობით. 30 და ვითარცა დასცხრა ისაკ კურთხევისა მისგან იაკობისა, ძისა თჳსისა, და გამოვიდა იაკობ პირისაგან. ისაკისა, მამისა თჳსისა, და ესავ, ძმაჲ მისი, მოვიდა ნადირობით.
31. და უქმნა საჭმელი და შეართუა მამასა თჳსსა და ჰრქუა: აღდეგინ მამაჲ ჩემი და ჭამენ ნადირებულისაგან ძისა თჳსისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან. 31 და უქმნა მამასა თჳსსა საჭმელი და ჰრქუა: აღდეგინ მამაჲ ჩემი და ჭამენ ნადირისაგან ძისა თჳსისა, რაჲთა მაკურთხოს მე სულმან შენმან.
32. და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ ძე შენი პირმშო, ესავ. 32 და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ ესავ, ძჱ შენი პირმშოჲ.
33. განცჳფრდა ისაკ განცჳფრებითა დიდითა და თქუა: ვინ იყო, რომელმან მინადირა მე ნადირი, შემომართუა და ვსჭამე მისგან ვიდრე მოსლვადმდე შენდა? და ვაკურთხე იგი და იყავნ კურთხეულ. 33 განუკჳრდა ისაკს განკჳრვებითა დიდითა ფრიად და ჰრქუა: ვინ იყო იგი, რომელმან მინადირა მე ნადირი და შემომართუა მე... ყოვლისა მისგან ვიდრე მოსლვად შენდამდე, და ვაკურთხე იგი და კურთხელ იყავნ?
34. და ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე ესავს ისაკისგან, მამისა თჳსისა, ღაღად-ყო მწარედ ჴმითა დიდითა ფრიად და თქუა: მაკურთხე მეცა, მამაო. 34 და ვითარცა ესმნეს ესავს სიტყუანი ესე ისაკისნი, მამისა თჳსისანი, ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და მწარითა ფრიად და თქუა: მაკურთხე მეცა, მამაო.
35. ჰრქუა მას ისაკ: მოვიდა ძმაჲ შენი ზაკჳთ და მიიღო კურთხევაჲ შენი. 35 ჰრქუა მას ისაკ: მოვიდა ძმაჲ შენი ზაკუვით და მიიღო კურთხევაჲ შენი.
36. და თქუა ესავ: სამართლად ეწოდა სახელი მისი იაკობ, რამეთუ განმწიხნა მე, ესერა, მეორედ. პირველად პირმშოებაჲ ჩემი მიმიღო და აწ ესერა კურთხევაჲ ჩემი მიმიღო. და ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა ისაკს: არა დამიშთინე-ა მე კურთხევაჲ, მამაო? 36 და ჰრქუა ესავ: სამართლად ეწოდა სახელი მისი იაკობ, რამეთუ მიბრკუნა მე ესე მეორედ: პირველად პირმშოებაჲ ჩემი მიმიღო და აწ მიიღო კურთხევაჲ ჩემი. და ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: არაჲ დამიშთინეა მე კურთხევაჲ, მამაო?
37. მიუგო ისაკ და ჰრქუა ესავს: ვინათგან უფალ-ვყო იგი შენ ზედა და ყოველნი ძმანი მისნი ვყუენ მისა მრწემ, იფქლითა და ღჳნითა განვამტკიცე იგი, აწ შენ რაჲ გიყო, შჳლო? 37 მიუგო ისაკ და ჰრქუა ესავს: ვინაჲთგან ვყავ მე იგი უფალ შენ ზედა და ყოველნი ძმანი მისა მონა, იფქლითა და ღჳნითა განვამტკიცე იგი, აწ რაჲ გიყო შენ, შვილო?
38. ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: ერთი ხოლო ნუ არსა კურთხევაჲ შენი, მამაო? მაკურთხე მეცა. და ვითარცა შეწუხნა ისაკ, ღაღად-ყო ესავ ჴმითა დიდითა და ტიროდა ფრიად. 38 ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: ერთი ხოლო ნუ არსა კურთხევაჲ შენი, მამაო? მაკურთხე მეცა. და ვითარცა შეწუხნა ისაკ, ღაღად-ყო ჴმითა დიდითა ესავ და ტიროდა.
39. მიუგო ისაკ და ჰრქუა: აჰა ესერა, სიპოხისაგან ქუეყანისა იყოს მკჳდრობაჲ შენი და ცუარისაგან ცისა ზეგარდამო. 39 მიუგო ისაკ, მამამან მისმან, და ჰრქუა მას: აჰა-ესერა სიპოხისაგან ქუეყანისა იყოს მკჳდრობაჲ შენი და ცუარისაგან ცისა ზეგარდამო.
40. და მახჳლითა შენითა სცხოვნდებოდი და ძმასა შენსა ჰმონებდე. ხოლო იყოს ოდესმე, რაჟამს განიჴსნენ უღელი მისი ქედისაგან შენისა. 40 და მახჳლითა შენითა სცხონდე და ძმასა შენსა ჰმონებდე. ხოლო იყოს ოდესმე, რაჟამს განიჴსნე და განაგდო ნუღელი მისი ქედისაგან შენისა.
41. და ძჳრსა უთქმიდა ესავ იაკობს კურთხევისა მისთჳს, რომლითა აკურთხა იგი ისაკ, მამამან მისმან, და თქუა ესავ გონებასა თჳსსა მოიწინენ დღენი სიკუდილისა მამისა ჩემისანი, და მოვკლა იაკობ, ძმაჲ ჩემი. 41 და უთქუმიდა ესავ იაკობს, ძმასა თჳსსა, კურთხევისა მისთჳს, რომლითა აკურთხა მამამან მისმან, და თქუა ესავ გონებასა თჳსსა: მოიწინენ დღენი მამისა ჩემისა სიკუდილისანი, და მე მოვკლა იაკობ, ძმაჲ ჩემი.
42. უთხრეს რებეკას სიტყუაჲ ესე ძისა თჳსისა უხუცესისა. და მიავლინა და მოუწოდა ძესა თჳსსა უმრწემესსა და ჰრქუა მას: აჰა ესერა, ძმაჲ შენი ესავ გითქუამს შენ მოკლვად. 42 უთხრნეს რებეკას სიტყუანი ესე ძისა მისისა უხუცესისანი. და მიავლინა და მოუწოდა ძესა თჳსსა უმრწემესსა და ჰრქუა მას: აჰა-ესერა ძმაჲ შენი გითქუამს შენ მოკლვად.
43. აწ უკუე, შჳლო, ისმინე ჴმისა ჩემისა: და აღდეგ და წარივლტოდე შუამდინარედ ლაბანისა, ძმისა ჩემისა, ქარანად. 43 აწ, შვილო, ისმინე ჴმისა ჩემისაჲ: აღდეგ და წარივლტოდე ლაბანისა, ძმისა ჩემისა, ქარანდ
44. და იყავ მის თანა რაოდენმე დღე, ვიდრემდე გარე მიიქცეს გულისწყრომაჲ და რისხვაჲ ძმისა შენისა შენგან. 44 და იყავ მის თანა დღე რავდენმე,
45. და დავიწყდეს, რაჲ-იგი უყავ მას. და მოვავლინო და მოგიწოდო შენ მიერ, ნუუკუე უშვილო ვიქმნე თქუენ ორთაგან-ვე ერთსა შინა დღესა. 45 ვიდრემდე გარე მიიქცეს გულის წყრომაჲ და რისხვაჲ ძმისა შენისაჲ შენგან, და დაავიწყდეს, რაჲ-იგი უყავ მას. და მოვავლინო და მოგიწოდო შენ მიერ. ნუუკუე უშვილო ვიქმნე თქუენ ორთაგანვე ერთსა შინა დღესა.
46. და ჰრქუა რებეკა ისაკს: მომეწყინა ცხორებაჲ ჩემი ასულთაგან ქეტის ძეთასა. უკუეთუ მოიყვანოს იაკობ ცოლი ასულთაგან ამის ქუეყანისათა, რომლისა-ღა არს ცხორებაჲ ჩემი? 46 და ჰრქუა რებეკა ისაკს: მომეწყინა ცხორებაჲ ჩემი ასულთაგან ქეტისთა. უკუეთუ მო -ღა -იყვანოს იაკობ ასულთაგან ამის, ქუეყანისათაჲ, რაჲსა-ღა არს ცხორებაჲ ჩემი?
28 28
1. მოუწოდა ისაკ იაკობს და აკურთხა იგი და ამცნო მას და ჰრქუა: არა მოიყუანო ცოლი ასულთაგან ქანანისათა. 1 მოუწოდა ისაკ იაკობს და აკურთხა იგი და ამცნო მას და ჰრქუა არა მოიყვანო ცოლი ასულთაგან ქანაანისათა.
2. არამედ აღდეგ და წარვედ შუამდინარედ, სახიდ ბათოელისა, დედის მამისა შენისა, და მიერ მოიყვანე თავისა შენისა ცოლი, ასულთაგან ლაბანისათა, დედისძმისა შენისათა. 2 აღდეგ და წარვედ შუამდინარედ, სახიდ ბათუელისა, მამისა მის დედისა შენისა, და მოიყვანე შენდად მიერ ცოლი, ასული ლაბანისი, დედის ძმისა შენისაჲ.
3. ხოლო ღმერთმან ჩემმან გაკურთხენ შენ და აღგაორძინენ და განგამრავლენ და იყავ შენ კრებულად ნათესავთა. 3 ხოლო ღმერთმან ჩემმან გაკურთხენ შენ და აღგაორძინენ და განგამრავლენ შენ და იყავ კრებულად ნათესავთა;
4. და მოგეცინ შენ კურთხევაჲ აბრაჰამისი, მამისა ჩემისაჲ, შენ და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა და დაიმკჳდრენ ქუეყანაჲ ესე მწირობისა შენისა, რომელი მოსცა ღმერთმან აბრაჰამს. 4 და მოგეცინ შენ კურთხევაჲ აბრაჰამისი, მამისა ჩემისაჲ, და შენ და ნათესავმან შენმან შემდგომად შენსა დაიმკჳდრენ ქუეყანაჲ ესე მწირობისა შენისაჲ, რომელ მოსცა ღმერთმან აბრაჰამს.
5. და წარგზავნა ისაკ იაკობი. და აღდგა იაკობ და წარვიდა შუამდინარედ ლაბანისსა, ძისა ბათოელ ასურისა, ძმისა რებეკასა, დედისა იაკობისა და ესავისა. 5 და წარგზავნა ისაკ იაკობი. და აღდგა იაკობ და წარვიდა შუვამდინარედ ლაბანისა, ძისა ბათუელისა ასურისა, ძმისა რებეკაჲსა, დედისა იაკობისა და ესავისა.
6. ვითარცა იხილა ესავ, რამეთუ აკურთხა ისაკმან იაკობი და წარვიდა შუამდინარედ. ასურეთისა მოყვანებად მიერ თავისა თჳსისა ცოლი და კურთხევასა მას მისსა ამცნო მას და ჰრქუა: არა მოყვანებად ცოლი ასულთაგან ქანანისთა. 6 ვითარცა იხილა ესავ, რამეთუ აკურთხა ისაკ იაკობი და წარვიდა შუამდინარედ ასურეთისა მოყვანებად თავისა თჳსისა ცოლი და კურთხევასა მას მისსა ამცნო და ჰრქუა: არა მოიყვანო ცოლი ასულთაგან ქანანელთა,
7. და რამეთუ ერჩდა იაკობ მამასა თჳსსა და დედასა, და წარვიდა შუამდინარედ ასურეთისა. 7 და ერჩდა მამა-დედათა თჳსთა და წარვიდა შუვამდინარედ.
8. და იხილა ესავ, რამეთუ ბოროტ არიან ასულნი ქანანელთანი წინაშე ისაკისა, მამისა მისისა. 8 და იხილა ესავ, რამეთუ ბოროტ არიან ასულნი ქანაანისნი წინაშე ისაკისა, მამისა თჳსისა.
9. წარვიდა ესავ ისმაელისა, ძისა აბრაჰამისა, და მოიყვანა მაელეთ, ასული ისმაელისი, დაჲ ნაბეოთისი, ცოლთა მისთა თანა თჳსა ცოლად. 9 წარვიდა ესავ ისმაელისა, ძისა აბრაჰამისა, და მოიყვანა მაელელ, ასული ისმაელისი, დაჲ ნაბეოთისი, ცოლთა მისთა თანა ცოლად.
10. და განვიდა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარვიდა ქარრანად. 10 და განვიდა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარვიდა ქარანდ.
11. და მიემთხჳა ადგილსა ერთსა და დაიძინა მუნ, რამეთუ დაჰვიდოდა მზე. და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათა და დაიდვა სასთუნალად და დაწვა ადგილსა მას. 11 და მიემთხჳა ადგილსა და დაიძინა მუნ, რამეთუ დაჰვიდოდე მზჱ. და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათა და დაიდვა სასთუნლად და დაწვა მას ადგილსა.
12. და ჩუენებასა იხილვიდა. და აჰა ესერა, კიბენი აღმართებულნი ქუეყანით, რომლისა თავი მიწდომილ იყო ცად და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა. 12 და ჩუენებასა იხილვიდა. და აჰა-ესერა კიბენი აღმართებულ იყვნეს ქუეყანით, რომლისა თავი მიწდომილ იყო ცად და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას,
13. ხოლო უფალი დამტკიცებულ იყო მას ზედა. და თქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ. ქუეყანაჲ ეგე, რომელსა გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა. 13 ხოლო უფალი დამტკიცებულ იყო მას ზედა. და თქუა: მე ვარ უფალი ღმერთი აბრაჰამისი, მამისა შენისაჲ, და ღმერთი ისაკისი. ნუ გეშინინ! ქუეყანაჲ ეგე, რომელსა შინა ეგე გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა.
14. და იყოს ნათესავი შენი, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა და განვრცნეს ჩრდილოდ და ბღუარად და აღმოსავლად. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და ნათესავისა შენისა მიმართ. 14 და იყოს ნათესავი შენი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ და განვრცნეს ზღუადმდე და ჩრდილოდ და ბღუარად და აღმოსავალად. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და ნათესავისა შენისა მიმართ.
15. და, აჰა, მე შენ თანა ვარ დაცვად შენდა ყოველსავე გზასა შენსა, ვიდრეცა ხჳდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა, რამეთუ არა დაგიტეო, შენ, ვიდრემდე ვჰყო მე იგი, რაოდენსა გეტყოდე შენ. 15 და აჰა მე შენ თანა ვარ დაცვად შენდა ყოველთა გზათა შენთა, ვიდრეცა ხჳდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა, რამეთუ არა დაგიტეო შენ, ვიდრემდე ვყო მე ყოველივე, რაოდენსაცა გეტყოდე შენ.
16. და ვითარცა განიღჳძა იაკობ ძილისა მისგან, თქუა, რამეთუ: არს უფალი ადგილსა ამას და მე არა ვიცოდე. 16 განიღჳძა იაკობ ძილისა მისგან მისისა და თქუა, რამეთუ: არს ღმერთი ამას ადგილსა, და მე არა უწყოდე.
17. და შეეშინა და თქუა: ვითარ საშინელ არს ადგილი ესე. არა არს სხუაჲ ესე, გარნა სახლი ღმრთისაჲ და ესე ბჭე ზეცისაჲ. 17 და შეეშინა და თქუა: ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! და არა არს სხუა ესე, გარნა სახლი ღმრთისაჲ და ესე არიან ბჭენი ცისანი.
18. აღდგა იაკობ განთიად და აღიღო ლოდი იგი, რომელი ედვა სასთუნალად. და აღმართა იგი ძეგლად და დაასხა ზეთი თავსა ზედა მის ლოდისასა. 18 და აღდგა იაკობ განთიად და აღიღო ლოდი იგი მუნ, რომელი ედვა სასთუნლად, და აღმართა ძეგლად და დაასხა ზეთი თავსა მის ლოდისასა.
19. და უწოდა სახელი ადგილსა მას "სახლი ღმრთისა", რამეთუ უალამ იყო სახელი ქალაქისა მის პირველად. 19 და უწოდა ადგილსა მას სახლი ღმრთისაჲ. და ულუმაუზ იყო სახელი ქალაქისაჲ მის პირველად.
20. და აღთქუა აღთქუმაჲ ახალი და თქუა: უკუეთუ იყოს ღმერთი ჩემ თანა და დამიცვეს მე გზასა მას, რომელსა მე მივალ, და მცეს მე პური ჭამად და სამოსელი შემოსად. 20 და ილოცა ლოცვაჲ იაკობ და თქუა: უკუეთუ იყოს ღმერთი ჩემ თანა და დამიცვეს მე გზასა ამას, რომელსა მე მივალ, და მცეს მე პური საჭმლად და სამოსელი შემოსად
21. და მომაქციოს მე ცოცხლებით სახლსა მამისა ჩემისასა, იყოს უფალი ჩემი ღმერთად ჩემდა. 21 და მომაქციოს მე ცოცხლებით სახლსა მამისა ნემისასა და იყოს უფალი ღმრთად ჩემდა,
22. და ლოდი ესე, რომელ აღვდგი ძეგლად, იყოს სახლად ღმრთისა ჩემისა, და ყოვლისაგანი, რაოდენი-რაჲ მომცეს მე. ათეული მივსცე მას. 22 და ლოდი ესე, რომელ ავდგი ძეგლად, იყოს სახლად ღმრთისა ჩემისა და ყოვლისაგანი, რაოდენი-რაჲ მომცეს მე, ათეული მიგცე შენ.
29 29
1. და წარემართა იაკობ და წარვიდა ქუეყანად მზისა აღმოსავალად ლაბანის, ასურისა, ძისა ბათოელ ასულისა, ხოლო ძმისა რებეკასა, დედისა იაკობისა და ესავისა. 1 და წარემართა და წარვიდა იაკობ ქუეყანად აღმოსავალად ლაბანისა ასურისა, ძისა ბათუელისა, ძმისა რებეკაჲსა, დედისა იაკობისა და ესავისა.
2. და მიჰხედა, და იხილა ჯურღმული ველსა ზედა. და იყვნეს მუნ სამნი მწყემსნი ცხოვართანი და განისუენებდეს მუნ, რამეთუ მის ჯურღმულისაგან ასჳან წყალი სამწყსოსა მათსა. და ქვაჲ დაედვა პირსა ზედა ჯურღმულისასა. 2 და მიჰხედა, იხილა ჯურღმული ველსა ზედა. და იყვნეს მუნ სამწყსონი ცხოვართანი და განისუენებდეს მუნ, რამეთუ მის ჯურღმულისაგან ასჳან სამწყსოსა. და ქვაჲ ედვა დიდი პირსა ზედა მის ჯურღმულისასა.
3. და შეკრბის მუნ ყოველი სამწყსოჲ და მწყემსები და გარდააგორიან ლოდი იგი პირისა მისგან ჯურღმულისა და ასჳან ცხოვარსა და კუალად დასდვიან ლოდი იგი პირსა-ვე მის ჯურღმულისსა ადგილსა თჳსსა. 3 და შეკრბის მუნ ყოველი სამწყსოჲ და მწყემსნი და გარდააგორვიან ლოდი იგი პირისაგან მის ჯურღმულისა და ასჳან საცხოვართა და კუალად დასდვიან ლოდი იგი პირსა მის ჯურღმულისასა ადგილსავე თჳსსა.
4. და ვითარ იხილნა იგინი იაკობ, ჰრქუა მათ: ძმანო, ვინანი ხართ? ხოლო მათ ჰრქუეს: ქარანით ვართ ჩუენ. 4 ჰრქუა მათ იაკობ: ძმანო, ვინანი ხართ თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: ქარანით ვართ ჩუენ.
5. და ჰრქუა მათ: იცით-ა ლაბან, ძე ნაქორისა? და მათ ჰრქუეს: ვიცით. 5 ჰრქუა მათ იაკობ: იცითა ლაბან, ძჱ ნაქორისი? და მათ ჰრქუეს: ვიცით.
6. ხოლო მან ჰრქუა: ცოცხლებით არს-ა? და მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს. და ვიდრე იგინი ამას იტყოდეს, აჰა, რაქელ მოვიდოდა ცხოვართა თანა მამისა თჳსისათა. 6 მან ჰრქუა მათ: ცოცხლებით არსა? და მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს. და ვიდრე იგი ამას იტყოდა, აჰა რაქელ მოვიდოდა ცხოვართა თანა მამისა თჳსისათა.
7. და თქუა იაკობ: დღე დგას-ღა ფრიად და არ-ღა არს შეკრებაჲ სამწყსოთაჲ; ასუთ ცხოვართა, წარვედით და აძოებდით. 7 და თქუა იაკობ: დღჱ დგას-ღა ფრიად და არღა არს შეკრებაჲ სამწყსოთაჲ; ასუთ ცხოვართა და წარვედით და აძოვებდით მათ.
8. ხოლო მათ ჰრქუეს: ვერ შემძლებელ ვართ, ვიდრე შეკრებადმდე ყოველთა მწყემსთა, და გარდააგორვონ ლოდი ესე პირისაგან ჯურღმულისა ამის და მაშინ-ღა ვასუათ საცხოვარსა ჩუენსა. 8 ხოლო მათ ჰრქუეს: ვერ შემძლებელ ვართ ვიდრე შეკრებადმდე ყოველთა მწყემსთა, და გარდააგორვონ ლოდი ესე პირისაგან ჯურღმულისა და მაშინ ვასუათ.
9. ჯერეთ ზრახვიდა იგი მათ, და რაქელ მოვიდოდა ცხოვართა თანა მამისა მისისათა, რამეთუ აძოებდა ცხოვართა მამისა მისისათა. 9 ვიდრე იგი ამას ეტყოდა-ღა მათ, აჰა-ესერა რაქელ მოვიდოდა ცხოვართა თანა მამისა თჳსისათა, რამეთუ იგი აძოებნ ცხოვართა მამისა თჳსისათა.
10. და ვითარცა იხილა იაკობ რაქელ, ასული ლაბანისი. დედისძმისა თჳსისა, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი პირისაგან მის ჯურღმულისა და სუა ცხოვართა მათ ლაბანისთა, დედისძმისა თჳსისათა. 10 და იყო, ვითარცა იხილა იაკობ რაქელ, ასული ლაბანისი, დედის ძმისა თჳსისაჲ, მოუჴდა იაკობ და გარდააგორვა ლოდი იგი პირისა მისგან ჯურღმულისა და ასუა ცხოვართა მათ ლაბანისთა, დედის ძმისა თჳსისათა.
11. და ამბორს-უყო რაქელს და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და ტიროდა. 11 და ამბორს-უყო იაკობ რაქელს და ღადად-ყო ჴმითა დიდითა იაკობ და ტიროდა.
12. და უთხრა რაქელს, ვითარმედ ძმაჲ არს მამისა მისისა და ვითარმედ ძე არს რებეკასი. და წარვიდა რაქელ და უთხრა მამასა თჳსსა სიტყჳსა მისებრ იაკობისა 12 და უთხრა რაქელს, რამეთუ ძჱ არს რებეკაჲსი. და შერბიოდა რაქელ და უთხრა მამასა თჳსსა მს/გავსად სიტყუათა მათ.
13. და ვითარცა ესმა ლაბანს სახელი იაკობისი, დისწულისა თჳსისა, სრბით გამოვიდა შემთხუევად მისა და ვითარცა იხილა იგი, მოეხჳა მას და ამბორს-უყო. და შეიყვანა სახიდ თჳსა და უთხრა ლაბან ყოველთა სიტყუანი ესე. 13 და იყო, ვითარცა ესმა ლაბანს სახელი იაკობისი, დის წულისა თჳსისაჲ, გარბიოდა შემთხუევად მისა და მოეხჳა და ამბორს-უყო მას. და შეიყვანა იგი სახიდ თჳსა და უთხრნა იაკობ ლაბანს ყოველნივე სიტყუანი ესე.
14. ჰრქუა მას ლაბან: ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცთა ჩემთაგანი ხარ შენ. და იყო მის თანა თთვეთა და დღეთა მრავალთა. 14 და ჰრქუა მას ლაბან: ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცთა ჩემთაგანი ხარ შენ. და იყო მის თანა დღეთა და თუეთა მრავალთა.
15. და ჰრქუა ლაბან იაკობს: რამეთუ ძმაჲ ჩემი ხარი შენ. აჰა მმონო მე მედად. მითხარ მე, რაჲ არს სასყიდელი შენი? 15 და ჰრქუა ლაბან იაკობს: რამეთუ ძმაჲ ჩემი ხარი შენ და არა მმონო მეტად. მითხარ, რაჲ არს სასყიდელი შენი?
16. ხოლო ლაბანს ესხნეს ორ ასულ. სახელი უხუცესისა ლია და სახელი უმრწემესისა მის რაქელ. 16 ხოლო ლაბანს ესხნეს ორ ასულ. სახელი უხუცესისაჲ მის ლია და უმრწემესისაჲ რაქელ.
17. და იყვნეს თუალნი ლიასნი უძლურ, ხოლო რაქელ იყო კეთილ ხილვითა და შუენიერ პირითა. 17 და თუალნი ლიაჲსნი უძლურ იყვნეს, ხოლო რაქელ იყო კეთილ ხილვითა და შუენიერ პირითა.
18. და უყვარდა იაკობს რაქელ და თქუა: გმონებდე შენ შჳდ წელ რაქელისთჳს, ასულისა შენისა უმრწემესისა. 18 უყუარდა იაკობს რაქელ და ჰრქუა: გმონებდე შჳდ წელ რაქელისთჳს, ასულისა შენისა უმრწემჱსისა.
19. მიუგო და ჰრქუა ლაბან: უმჯობეს არს ჩუენდა მიცემად იგი შენ, ვიდრე მიცემად იგი სხუასა ქმარსა, იყოფოდე ჩემ თანა. 19 ჰრქუა მას ლაბან: უმჯობჱს არს ჩემდა მიცემად იგი შენდა, ვიდრე მიცემად იგი სხუასა ქმარსა. იყოფოდე ჩემ თანა.
20. და ჰმონებდა იაკობ შჳდ წელ რაქელისთჳს და იყუნეს წინაშე მისსა ვითარცა დღენი მცირენი სიყვარულისა მისისათჳს. და ვითარცა წარჰჴდეს შჳდნი წელნი, 20 და ჰმონებდა იაკობ რაქელისთჳს შჳდ წელ. და იყვნეს წინაშე მისსა ვითარცა მცირედნი დღენი სიყუარულისა მისისათჳს.
21. ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი, რამეთუ აღესრულნეს დღენი იგი დროსანი. 21 ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი, რამეთუ აღესრულნეს დღენი ჩემნი დროჲსანი, რაჲთა შევიდე მისა.
22. და შეკრიბნა ლაბან ყოველნი კაცნი მის ადგილისანი და ყო ქორწილი. 22 შეკრიბნა ლაბან ყოველნი კაცნი მის ადგილისანი და ყო ქორწილი.
23. და იყო მწუხრი. და მოიყვანა ლაბან ლია, ასული თჳსი, და შეიყვანა იაკობისა და შევიდა მისსა იაკობ. 23 და იყო მწუხრი. და მოიყვანა ლაბან ლია, ასული თჳსი, და შეიყვანა იაკობისა. და შევიდა იაკობ.
24. და მისცა ლაბან ლიას, ასულსა თჳსსა, ზელფა მჴევალი თჳსი, მისა მჴევლად. და ვითარცა იყო განთიადი და, აჰა ესერა, იყო იგი ლია. 24 და მისცა ლიას, ასულსა თჳსსა. ზელფა, მჴევალი თჳსი მისა მჴევლად.
25. და ჰრქუა იაკობ ლაბანს: რაჲ ესე ჰყავ, ანუ აჰა რაქელისთჳს გმონებდ? რაჲსათჳს შეურაცხ-მყავ მე. 25 და იყო განთიადი, და აჰა-ესერა იყო იგი ლია! ჰრქუა იაკობ ლაბანს: რაჲსათჳს ჰყავ ესე? ანუ არა რაქელისთჳს გმონებდ? და რაჲსათჳს შეურაცხ-მყავ მე?
26. და თქუა ლაბან: არა არს ჩუენსა ადგილსა ეგრეთ-მიცემად უმრწემესი უწინარეს უხუცესისა. 26 და ჰრქუა ლაბან: არა არს ჩუენსა ადგილსა ეგრჱთ -- მიცემად უმრწემჱსი უწინარჱს უხუცესისა.
27. აღასრულენ სხუანი-ღა წელნი და მიგცე იგი შენ საქმისა მისთჳს. რომელსა იქმოდი ჩემ თანა მერმეცა შჳდ წელ. 27 აღასრულენ შჳდნი-ღა წელნი სხუანი ამისნი და მიგცე შენ ესეცა საქმისა მისთჳს, რომელსა იქმოდი ჩემ თანა მერმე შჳდ წელ სხუა-ღა.
28. და ყო იაკობ ეგრეთ და აღასრულნა სხუანი წელნი. 28 და ყო იაკობ ეგრჱთ და დაასრულნა შჳდნი წელნი სხუანი. და მისცა მას ლაბან ასული თჳსი რაქელ ცოლად.
29. და მისცა მას ლაბან ასული თჳსი რაქელ ცოლად მისა და რაქელს მისცა ბალა, მჴევალი თჳსი, მისა მჴევლად. 29 და მისცა რაქელს, ასულსა თჳსსა, ბალა, მჴევალი თჳსი, მას მჴევლად.
30. და შევიდა იაკობ რაქელისა და შეიყუარა იგი უფროჲს ლიასსა და ჰმონებდა მას შჳდ წელ-ღა სხუა. 30 და შევიდა რაქელისა და შეიყუარა რაქელ უფროჲს ლიაჲსსა და ჰმონებდა მას შჳდ წელ-ღა სხუა.
31. და იხილა ღმერთმან, რამეთუ სძულს ლია. განაღო საშოჲ მისი. ხოლო რაქელ იყო ბერწ. 31 და იხილა უფალმან, რამეთუ სძულს ლია, და განუღო საშოჲ მისი, ხოლო რაქელ იყო ბერწ.
32. მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძე. და უწოდა სახელი მისი რუბენ და თქუა: რამეთუ იხილა უფალმან სიმდაბლე ჩემი და მომცა მე შვილი და აწ შემიყუაროს მე ქმარმან ჩემმან. 32 მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძჱ. და უწოდა სახელი მისი რუბენ და თქუა: რამეთუ უფალმან იხილა სიმდაბლჱ ჩემი და მომცა მე შვილი. აწ შემიყუაროს მე ქმარმან ჩემმან.
33. და მერმე მიუდგა ლია და უშვა ძე მეორე იაკობს და თქუა: რამეთუ ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა და იხილა, ვითარმედ ვსძულ მე, და მომცა მე შვილი მეორე. და უწოდა სახელი მისი სჳმეონ. 33 და მერმე მიუდგა და შვა ძჱ მეორჱ და თქუა, რამეთუ: უფალმან ისმინა, ვითარმედ ვსძულ მე, და მომცა მე ესეცა. და უწოდა სახელი მისი სჳმეონ.
34. და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: ამიერითგან ჩემდამო იყოს ქმარი ჩემი, რამეთუ უშვენ მას სამ ძე და უწოდა სახელი მისი ლევი. 34 და მერმე მიუდგა და შვა ძჱ და თქუა: ამიერითგან ჩემდა მომართ იყოს ქმარი ჩემი, რამეთუ უშვენ მას სამ ძე. ამისთჳს უწოდა სახელი მისი ლევი.
35. და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: აწ უკვე აღუვარო უფალსა და. უწოდა სახელი მისი იუდა. და დადგა შობისაგან. 35 და მიუდგა მერმე და შვა ძჱ და თქუა: აწ მერმეცა აღ-ვე-უვარებ უფალსა. ამისთჳს უწოდა სახელი მისი იუდა. და დადგა შობასა.
30 30
1. და ვითარცა იხილა რაქელ, რამეთუ არა უშვა ძე იაკობს, და ეშურებოდა რაქელ ლიას, დასა თჳსსა, და ჰრქუა იაკობს: მეც მე შვილი; უკუეთუ არა, მოვკუდე მე. 1 ვითარცა იხილა რაქელ, რამეთუ არა უშვა ძჱ იაკობს, ეშურებოდა რაქელ დასა თჳსსა და ჰრქუა იაკობს: მეც მე შვილი; უკუეთუ არა, მოვკუდე.
2. განურისხნა იაკობ რაქელს და ჰრქუა: ნუუკუე, ნაცუალი ღმრთისა ვარი მე, რომელმან დაგაკლო შენ ნაყოფი მუცლისა შენისა. 2 განურისხნა იაკობ რაქელს და ჰრქუა: ნუუკუე ღმერთი ვარ მეა, რომელმან დაგაკლო შენ ნაყოფი მუცლისაჲ?
3. ხოლო რაქელ ჰრქუა იაკობს: აჰა ეგერა, ბალა, მჴევალი ჩემი შევედ უკუე მისა და მიშუეს მე მუჴლთა ჩემთა ზედა და შვილიერ ვიქმნე მეცა მისგან. 3 ჰრქუა მას რაქელ: აჰა-ეგერა ბალა, მჴევალი ჩემი. შევედ მისა და შვეს მუჴლთა ჩემთა ზედა და შვილიერ ვიქმნე მეცა მისგან.
4. და მისცა მას რაქელ ბალა, მჴევალი თჳსი, ცოლად და შევიდა მისა იაკობ. 4 და მისცა მას ბალა, მჴევალი თჳსი, ცოლად და შევიდა მისა იაკობ.
5. და მიუდგა ბალა, მჴევალი რაქელისი, ღა უშვა ძე იაკობს. 5 და მიუდგა ბალა, მჴევალი რაქელისი, და უშვა ძჱ იაკობს.
6. და თქუა რაქელ: მისაჯა მე ღმერთმან და ისმინა ვედრებისა ჩემისა და მომცა მე შვილი. ამისთჳს უწოდა სახელი მისი დაან. 6 და თქუა რაქელ: მისაჯა მე უფალმან და ისმინა ჴმისა ჩემისაჲ და მომცა მე ძჱ. ამისთჳს უწოდა სახელი მისი დან.
7. და მერმე მიუდგა ბალა, მჴევალი რაქელისი, და შვა ძე მეორე. 7 და მიუდგა მერმე ბალა, მჴევალი რაქელისი, და უშვა ძჱ მეორე იაკობს.
8. და თქუა რაქელ: შემეწია მე ღმერთი და მივესწორე დასა ჩემსა და უწოდა სახელი მისი ლეფთალემ. 8 და თქუა რაქელ: შემეწია მე ღმერთი და მივესწორე დასა ჩემსა და შეუძლე. და უწოდა სახელი მისი ნეფთალემ.
9. და ვითარცა იხილა ლია, რამეთუ დადგა შობისაგან, მოიყუანა ზელფა, მჴევალი თჳსი, და მისცა იგი იაკობს ცოლად და შევიდა მისა მიმართ იაკობ. 9 და ვითარცა იხილა ლია, რამეთუ დადგა შობისაგან, მოიყვანა ზელფა, მჴევალი თჳსი, და მისცა იგი იაკობს ცოლად.
10. და მიუდგა ზელფა, მჴევალი ლიასი, და უშვა იაკობს ძე. 10 მიუდგა ზელფა, მჴევალი ლიაჲსი. და უშვა იაკობს ძჱ.
11. და თქუა: კეთილ და ბედნიერ, და უწოდა სახელი მის გაად. 11 ... და უწოდა სახელი მისი გად.
12. და მერმე მიუდგა ზელფა, მჴევალი ლიასი, და შვა ძე მეორე. 12 და მერმე მიუდგა ზელფა მჴევალი და უშვა იაკობს ძჱ მეორჱ.
13. და თქუა ლია: ნეტარ ვარ მე, რამეთუ მნატრიდენ მე დედანი. და უწოდა სახელი მისი ასერ. 13 და თქუა ლია: ნეტარ ვარ მე, რამეთუ მნატრიდენ მე დედანი. და უწოდა სახელი მისი ასერ.
14. განვიდა რუბენ დღესა ზაფხულისასა ცხელსა და პოვა ვაშლი მანდრაგორი ველსა ზედა და მოართუა იგი ლიას, დედასა თჳსსა. და ჰრქუა რაქელ დასა თჳსსა: მომეც მანდრაგორი ძისა შენისანი. 14 განვიდა რუბენ დღეთა მკისა იფქლისათა და პოვნა მან მანდრაგურნი ველსა ზედა და მიართუა იგი ლიას, დედასა თჳსსა. და ჰრქუა რაქელ ლიას, დასა თჳსსა: მომეც მე მანდრაგური ძისა შენისაჲ.
15. და ჰრქუა მას ლია: ვერ კმა არს შენდა, რამეთუ მიმიღე ქმარი ჩემი? და აწ მანდრაგორიცა ძისა ჩემისა მი-ვე-იღო-ა? ჰრქუა მას რაქელ: აჰა ეგერა, შევედინ შენდა ამას ღამესა მანდრაგორთა წილ ძისა შენისათა. 15 ჰრქუა მას ლია: ვერ კმა არსა შენდა, რამეთუ მიმიღე ქმარი ჩემი? ნუუკუე მანდრაგურიცა ძისა ჩემისა მიმიღოა? ჰრქუა მას რაქელ: აჰა-ეგერა შევედინ შენდა ამას ღამესა მანდრაგურთა წილ ძისა შენისათა.
16. შემოვიდა იაკობ ველით მიმწუხრი. და განვიდა ლია მიგებებად მისა და ჰრქუა: ჩემდა შემოხჳდე დღეს, რამეთუ მომიყიდიე შენ მანდრაგორთა წილ ძისა შენისათა. და შევიდა მისა მას ღამესა. 16 შემოვიდა იაკობ ველით მიმწუხრი. და განვიდა ლია მიგებებად მისა და ჰრქუა: ჩემდა შემოხჳდე დღეს, რამეთუ მომიყიდიე შენ მანდრაგურთა წილ ძისა ჩემისათა . და შევიდა მისა მას ღამესა.
17. და ისმინა ღმერთმან ლიასი. და მიუდგა და უშვა იაკობს ძე მეხუთე. 17 და ისმინა ღმერთმან ლიაჲსი. და მიუდგა და უშვა იაკობს ძჱ მეხუთჱ.
18. და თქუა ლია: მომცა მე ღმერთმან სასყიდელი ჩემი ამისთჳს, რამეთუ მივეც მჴევალი ჩემი ქმარსა. და უწოდა სახელი მისი იზაქარ, რომელ არს სასყიდელი. 18 და თქუა ლია: მომცა მე უფალმან სასყიდელი ჩემი ამისთჳს, რამეთუ მივეც მჴევალი ჩემი ქმარსა ჩემსა. და უწოდა სახელი მისი იზაქარ, რომელ არს სასყიდელი.
19. და მიუდგა ლია და უშვა იაკობს, ძე მეექუსე. 19 და მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძჱ მეექუსჱ.
20. და თქუა ლია: მომანიჭა მე ღმერთმან ნიჭი კეთილი. ამიერითგან სათნო-მიყოს მე ქმარმან ჩემმან, რამეთუ უშვენ ძენი ექუსნი. და უწოდა სახელი მისი ზაბულონ. 20 და თქუა ლია: მომანიჭა მე ღმერთმან ნიჭი კეთილი. ამიერ ჟამითგან სათნო-მიყოს მე ქმარმან ჩემმან, რამეთუ უშვენ მას ძენი ექუსნი. და უწოდა სახელი მისი ზაბულონ.
21. და ამისა შემდგომად შვა ასული და უწოდა სახელი მისი დინა. 21 და ამისსა შემდგომად შვა ასული და უწოდა სახელი მისი დინა.
22. ხოლო მოეჴსენა ღმერთსა რაქელ და შეისმინა მისი და განაღო საშოჲ მისი. 22 და მოიჴსენა ღმერთმან რაქელ და შეისმინა მისი და განუღო საშოჲ მისი.
23. მიუდგა და უშვა იაკობს ძე და თქუა რაქელ: მომისპო მე ღმერთმან ყუედრებაჲ ჩემი. 23 და მიუდგა და უშვა იაკობს ძჱ და თქუა რაქელ: მომისპო მე ღმერთმან ყუედრებაჲ ჩემი.
24. და უწოდა სახელი მისი იოსებ. და თქუა რაქელ: შემძინა მე ღმერთმან შჳლი სხუაჲ. 24 და უწოდა სახელი მისი იოსებ და თქუა: შემძინა მე ღმერთმან შვილი სხუაჲ.
25. და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს: წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა, და ადგიდ ჩემდა. 25 და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს: წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა.
26. და მომცენ მე ცოლნი ჩემნი და შვილნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რათა წარვიდე, რამეთუ შენ იცი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ. 26 მომცენ მე ცოლნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რაჲთა წარვიდე, რამეთუ შენ უწყი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ.
27. ჰრქუა მას ლაბან: უკეთუ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა, ვისმინო, თუ მაკურთხა მე ღმერთმან შემოსლვასა შენსა. 27 ჰრქუა მას ლაბან: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, ... რამეთუ მაკურთხა მე უფალმან შემოსლვასა შენსა,
28. და თქუა: განიჩინე სასყიდელი შენი ჩემ თანა და მე მიგცე შენ. 28 განაჩინე სასყიდელი შენი ჩემ თანა და მიგცე შენ.
29. ჰრქუა მას იაკობ: შენ იცი, რამეთუ გმონე შენ და რაოდენ იყო საცხოვარი შენ ჩემ თანა, რამეთუ მცირედ იყვნეს, რაოდენ-იგი იყვნეს ჩემ წინაშე. 29 ჰრქუა მას იაკობ: შენ უწყი, რავდენ გმონე შენ და რავდენ იყო საცხოვარი შენი ჩემ თანა.
30. და აღგაორძინა სიმრავლედ და გაკურთხა შენ უფალმან ღმერთმან ფერჴსა ჩემსა, აწ უკუე ოდეს-ღა ვიშენო თავისა ჩემისა სახლი. 30 რამეთუ მცირედ იყვნეს, რავდენ იყვნეს ჩემ წინაშე. და აღაორძინა სიმრავლედ და გაკურთხა შენ უფალმან ფერჴსა ჩემსა. აწ უკუე ვიშენო თავისა ჩემისა სახლი.
31. ჰრქუა მას ლაბან: რაჲ მიგცე შენ? ჰრქუა მას იაკობ: ნუ რას მომცემ მე. უკუეთუ ჰყო სიტყუაჲ ესე ჩემი, კუალად ვჰმწყსიდე-ღა ცხოვართა შენთა და ვსცვიდე. 31 ჰრქუა მას ლაბან: რაჲ მიგცე შენ? ჰრქუა მას იაკობ: ნურას მომცემ მე. უკუეთუ ჰყო სიტყუაჲ ჩემი, კუალად ვმწყსიდე-ღა ცხოვართა შენთა და ვსცვიდე.
32. წარმოავლინე ყოველი ცხოვარი შენი დღეს და გამოარჩიე მიერ ყოველი ცხოვარი ფერით ტარიგთაგან და ყოველი სპეტაკი და სხურებული თხათაგან. ესე იყო სასყიდელად ჩემდა. 32 წარმოავლინე ყოველი ცხოვარი შენი დღეს და გამოარჩიე მიერ ყოველი ცხოვარი თეთრი ტარიგთაგან და ყოველი სპეტაკი და თეთრი თხათაგან. ესე იყოს ჩემდა სასყიდელ.
33. და შეისმინოს ჩემი სიმართლემან ჩემმან ამას დღესა შინა ხვალე, რამეთუ არს სასყიდელი ჩემი შენ თანა: ყოველი, რომელი არა იყოს სხურებულ და მოთეთრე თხათა შორის და სპეტაკ და ფეროჲ კრავთა შორის, წოდებულ იყავნ ჩემდა. 33 შეისმინოს ჩემი სიმართლემან ჩემმან ამას დღესა შინა ხვალე, რამეთუ არს სასყიდელი ჩემი წინაშე შენსა: ყოველი, რომელი იყოს თეთრ კრავთა შოვრის და სპეტაკ და ჭრელ თხათა შოვრის ...
34. ჰრქუა მას ლაბან: იყავნ სიტყჳსაებრ შენისა! 34 ჰრქუა მას ლაბან: იყავნ სიტყჳსაებრ შენისა!
35. და განარჩია მას დღესა შინა ვაცები სხურებული და სპეტაკი და ყოველი თხაჲ ნეზჳ ჭრელი და სპეტაკი, და ყოველი-ვე, რომელი იყო თეთრ მათ შორის, და ყოველივე, რომელი იყო ფეროჲ კრავთა შორის, და მისცა მას, ჴელითა ძეთა თჳსთათა და სამწყოსოჲ თჳს-თჳსად. 35 და განარჩია მას დღესა შინა ვაცები ჭრელები და სპეტაკი და ყოველი თხაჲ ნეზჳ ჭრელი და სპეტაკი, და ყოველივე სპეტაკი, რომელი იყო მათ შოვრის, და ყოველი თეთრი, რომელი იყო კრავთა შოვრის, და მისცა მას ჴელითა ძეთა მისთაჲთა სამწყსოჲ თჳს-თჳსა.
36. განაშორა გზასა სამისა დღისასა შორის მათსა და შორის იაკობისა. და იაკობ ჰმწყსიდა ცხოვართა ლაბანისთა ნეშტთა. 36 და განაშორა გზასა სამისა დღისასა შოვრის მათსა და შოვრის იაკობისსა. და იაკობ მწყსიდა ცხოვართა ლაბანისთა ნეშტთა.
37. ხოლო იაკობ მოიღო კუერთხი ბრაწისა და ნიგუზისაჲ და ძელქჳსაჲ ნედლი და გამოქურთნა იგი იაკობ, ნაქრთუენად თეთრად, გარე შემძრველმან სიმწვანისამან, ხოლო დააჩნდა კუერთხთა მათ თეთრი იგი, რომელ გამოქურთნა ჭრელად. 37 ხოლო იაკობ მოიღო კუერთხი ბრაწისაჲ და ნიგუზისაჲ და ძელქვისაჲ ნედლი და გამოხუეწა იგი იაკობ, ნაქურცენი მისი ნედლი მოსძარცუა. და აჩნდა კუერთხთა მათ თეთრი იგი, რომელი გამოეხუეწა ჭრელი.
38. და დაუსხა კუერთხები იგი წინა ისარნებსა მას წყლისსასუმელსა, რათა, რაჟამს მოვიდეს ცხოვარი სუმად წყლისა წინაშე კუერთხთა მოსლვასა მათსა სუმად. 38 და დაუსვა კუერთხები იგი ისარნებსა მას წყლის სასუმელთასა, რაჲთა, რაჟამს მოვიდეს ცხოვარი სუმად წინაშე კუერთხებსა მას, მოვიდენ სუმად და მიჰხედონ ცხოვართა მათ კუერთხებსა მას.
39. მიხედოდიან ცხოვართა მათ და ისახოდიან კუერთხებსა მას და შობდეს სპეტაკსა და ჭრელსა და ნაცრისფერად სხურებულსა. 39 და შობდეს ცხოვარნი იგი სპეტაკსა და ჭრელსა და ნაცრის ფერად სხურებულსა.
40. ხოლო ტარიგები იგი დაარჩია იაკობ და დაადგინა წინაშე ცხოვართა მათ ვერძი მოსპეტაკე და ყოვლად ჭრელი ტარიგთა შორის და განაშორვა სამწყსო იგი თჳსაგან და არა შერთო იგი ცხოვართა ლაბანისთა. 40 ხოლო ტარიგები იგი დაარჩია იაკობ და დაადგინა წინაშე ცხოვართა მათ ვერძი მოსპეტაკე და ყოვლად ჭრელი ტარიგთა შოვრის და განაშორა სამწყსოჲ მისი თჳსაგან და არა შეჰრია იგი ცხოვართა ლაბანისთა.
41. და იყო მას ჟამსა შინა, ოდეს მაკდებიედ ცხოვარნი და მუცლად-იღებდენ, დაასხის იაკობ კუერთხები იგი წინაშე ცხოვართა მათ ისარნებსა შორის წყლის სასხმელსა მას, რათა მუცლად-იღონ მათ კუერთხებისა მის სახედ. 41 და იყო მას ჟამსა შინა, რაჟამს დამაკდებიედ ცხოვარნი და მუცლად-იღებედ, დაასხის იაკობ წინაშე ცხოვართა წყლის სასუმელსა მას, რაჲთა მუცლად-იღონ მათ კუერთხებისა მის სახედ.
42. და რაჟამს შობედ, არა დაასხის. და იყო უნიშნოჲ იგი ლაბანისაჲ, ხოლო ნიშნოანი იგი იაკობისა. 42 და რაჟამს შობედ, არა დაასვის. და იყო უნიშნოჲ იგი ლაბანისა, ხოლო ნიშნიანი იგი იაკობისა.
43. და განმდიდრდა კაცი იგი ფრიად ფრიად და იყო მისი საცხოვარი ფრიად: ზროხაჲ, და მონაჲ და მჴევალი, აქლემი და ვირები. 43 და განმდიდრდა კაცი იგი დიდად ფრიად და იყო მისი საცხოვარი ფრიად და ზროხაჲ და მონაჲ და მჴევალი, აქლემი და ვირი.
31 31
1. და ესმა იაკობს სიტყუაჲ ძეთა ლაბანისთა, ვითარ-იგი ეტყოდეს: მიგვიღო იაკობ ყოველივე მამისა ჩუენისა და მამისა ჩუენისათა მოიგო ყოველი ესე დიდებაჲ. 1 და ესმა იაკობს სიტყუაჲ ძეთა ლაბანისთაჲ, ვითარ-იგი იტყოდეს: მიგჳღო იაკობ ყოველივე მამისა ჩუენისაჲ და მამისა ჩუენისაჲთა მოიგო ყოველი ესე დიდებაჲ.
2. და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძოღანდელსა დღესა. 2 და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძუღუანდელსა დღესა. ჰრქუა უფალმან იაკობს: მიაქციე ქუეყანად მამისა შენისა და ნათესავისა შენისა და ვიყო მე შენ თანა.
3. და ჰრქუა უფალმან იაკობს: მიიქეც ქუეყანად მამისა შენისა და ქუეყანად ნათესავისა შენისა და ვიყო მე შენ თანა.
4. მიავლინა იაკობ და მოუწოდა ლიას და რაქელს ველად, სადა-იგი იყო სამწყსოჲ. 4 და მიავლინა იაკობ და მოუწოდა ლიას და რაქელს ველად, სადა-იგი იყო სამწყსოჲ.
5. და ჰრქუა მათ: ვხედავ მე პირსა მამისა თქუენისა, რამეთუ არა არს ჩემდა მომართ, ვითარ-იგი გუშინ და ძოღან. და ღმერთი მამისა ჩემისა იყოს ჩემ თანა. 5 და ჰრქუა მათ: ვხედავ მე პირსა მამისა თქუენისასა, რამეთუ არა არს ჩემდა მომართ, ვითარ-იგი გუშინ და ძუღუან. ხოლო ღმერთი მამისა ჩემისაჲ იყო ჩემ თანა.
6. თქუენ თჳთ იცით, რამეთუ ყოვლითა ძალითა ჩემითა ვჰმონე მამასა თქუენსა. 6 და თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ ყოვლითა ძალითა ჩემითა ვჰმონე მამასა თქუენსა.
7. ხოლო მამამან თქუენმან დამაკლო და ცვალა სასყიდელი ჩემი ათისა ტარიგისაჲ და არა უტევა მას ღმერთმან ბოროტის-ყოფად ჩემდა. 7 ხოლო მამამან თქუენმან დამაკლო მე და ცვალა სასყიდელი ჩემი ათისა ტარიგისაჲ და არა უტევა მას ღმერთმან ბოროტის ყოფად ჩემდა.
8. უკუეთუ თქუას: ვითარმედ ჭრელი იგი იყავნ შენდა სასყიდელად, შობდენ ყოველნივე ცხოვარნი ჭრელსა. და უკუეთუ ესრეთ თქუას: იყვნედ სპეტაკნი სასყიდელად შენდა, შობდენ ყოველნივე ცხოვარნი სპეტაკსა. 8 და უკუეთუ თქუას: ჭრელი იგი იყავნ სასყიდლად შენდა, შობდენ ყოველნივე იგი ცხოვარნი ჭრელსა. უკუეთუ ესრე თქუას: იყავნ სპეტაკი სასყიდლად შენდა, შობდენ ყოველნი იგი ცხოვარნი სპეტაკსა.
9. და მოუღო ღმერთმან ყოველივე იგი საცხოვარი მამისა თქუენისა და მომცა მე. 9 და მოუღო ღმერთმან ყოველივე ცხოვარი მამისა თქუენისაჲ და მომცა მე.
10. და იყო, რაჟამს მაკდებოდეს ცხოვარნი და მუცლად-იღებდეს, ვიხილე თუალითა ჩემითა ძილსა შინა: და აჰა, ვაცები და ვერძები აღვიდოდა ცხოვართა და თხათა სპეტაკი და ჭრელი და ნაცრისფერად სხურებული. 10 და იყო, რაჟამს მაკნდებოდეს ცხოვარნი და მუცლად-იღებდეს, ვიხილე თუალითა ჩემითა ძილსა შინა: და აჰა ვაცები და ვერძები აღვიდოდა ცხოვართა და თხათა სპეტაკი და ჭრელი და ნაცრის ფერად სხურებული.
11. და მრქუა მე ანგელოზმან უფლისამან ძილსა შინა: იაკობ, იაკობ. მე ვარქუ ვითარმედ: რაჲ არს? და თქუა: 11 და მრქუა მე ანგელოზმან უფლისამან ძილსა შინა: იაკობ, იაკობ. და მე ვთქუ, ვითარმედ: რაჲ არს?
12. აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ვაცები ესე და ვერძები, აღმავალი ცხოვართა და თხათა სპეტაკთა და ჭრელთა და ნაცრისფერად სხურებულთა, რამეთუ მე ვიხილე, რასა-იგი ლაბან გიყოფს შენ. 12 და თქუა: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ვაცები და ვერძები, აღმავალი ცხოვართა და თხათა ჭრელთა და ნაცრის ფერად სხურებულთა, რამეთუ მე ვიხილე, რასა-იგი ლაბან გიყოფს შენ.
13. მე ვარ ღმერთი შენი, რომელი გეჩუენე შენ ადგილსა ღმრთისასა, სადა-იგი სცხე ჩემდა ძეგლსა და აღმითქუ მე აღთქუმაჲ. აწ აღდეგ და განვედ ამიერ ქუეყანით და მივედ შენ ქუეყანასა შობისა შენისასა და ვიყო მე შენ თანა. 13 მე ვარ ღმერთი შენი, რომელი გეჩუენე შენ ადგილსა მას ღმრთისასა, სადა-იგი სცხე ძეგლსა ჩემსა და აღმითქუ მე აღთქუმაჲ. აწ აღდეგ და განვედ ამიერ ქუეყანით და მივედ ქუეყანად შობისა შენისა და ვიყო მე შენ თანა.
14. მიუგეს ლია და რაქელ და ჰრქუეს მას: ნუუკუე ამიერითგან არს ნაწილ და სამკჳდრებელ სახისა შინა მამისა შენისასა? 14 მიუგეს ლია და რაქელ და ჰრქუეს მას: ნუუკუე ამიერითგან არს ნაწილი და სამკჳდრებელი სახლსა შინა მამისა ჩუენისასა?
15. ანუ არა, ვითარცა უცხონი შერაცხილ ვართ მის წინაშე, რამეთუ განმყიდნა ჩვენ და შეჭამა შეჭმით ვეცხლი ჩუენი. 15 ანუ არა ვითარცა უცხონი შერაცხილ ვართ მის წინაშე, რამეთუ განმყიდნა ჩუენ და შეჭამა შეჭმით ვეცხლი ჩუენი?
16. ყოველივე სიმდიდრე და დიდებაჲ, რომელი მოუღო ღმერთმან მამისაგან ჩუენისა, ჩუენდა იყოს და შჳლთა ჩუენთა. აწ რაჲ-იგი გრქუა შენ ღმერთმან შენმან, ეგრეცა ყავ: 16 ყოველივე სიმდიდრე და დიდებაჲ, რომელი მოუღო ღმერთმან მამისაგან ჩუენისა, ჩუენდა იყოს და შვილთა ჩუენთა. აჩ რაჲ გრქუა შენ უფალმან შენმან, ეგრეცა ყავ.
17. აღდგა იაკობ და წარიყვანნა ცოლნი თჳსნი და ყრმანი და აღსხნა იგინი აქლემებსა. 17 აღდგა იაკობ და წარიყვანნა ცოლნი თჳსნი და ყრმანი და აღსხნა იგინი აქლემებსა.
18. და წარიღო ყოველივე მონაგები მისი და ყოველი ჭურჭელი მისი, რომელ მოიგო შუამდინარეს და ყოველივე, რაჲცა იყო მისი. და წარმემართა მისლვად ისაკისასა, მამისა თჳსისა, ქუეყანად ქანანისა. 18 და წარიღო ყოველი მონაგები თჳსი და ყოველი ჭურჭერი მისი, რომელ მელ მოიგო შუვამდინარეს და ყოველივე, რაჲცა იყო მისი, და წარემართა მისლვად ისაკისა, მამისა თჳსისა, ქუეყანად ქანაანისა.
19. ხოლო ლაბან მივიდოდა რისვად ცხოვართა თჳსთა. და მოიპარნა რაქელ კერპნი მამისა თჳსისანი. 19 ხოლო ლაბან მივიდოდა რისუვად ცხოვართა თჳსთა. მოიპარნა რაქელ კერპნი მამისა თჳსისანი.
20. და დაუმალა იაკობ ლაბანს ასურსა და არა უთხრა, რამეთუ წარივლტის. 20 ემალვოდა იაკობ ლაბანს ასურსა და არა უთხრა მას, ვითარმედ წარივლტის.
21. და წარივლტოდა იგი და ყოველივე მისი. და წიაღჴდა მდინარესა და მიმართა მთასა მას გალადისასა. 21 და წარივლტოდა იგი და ყოველივე მისი. და წიაღმოჴდა მდინარესა და მიიმართა მთასა მას გალაადსა.
22. უთხრეს ლაბანს ასურსა დღესა მესამესა. ვითარმედ წიაღჴდა იაკობ. 22 უთხრეს ლაბანს ასურსა დღესა მესამესა ვითარმედ წარივლტოდა იაკობ
23. და წარიყუანნა მის თანა ყოველნი ძენი მისნი, ლაბან დევნა-უყო იაკობს გზასა შჳდისა დღისასა და ეწია მას მთასა გალადისასა. 23 და წარყვანნა მის თანა ყოველნი ძმანი მისნი და დევნა -- უყო იაკობს გზასა შჳდისა დღისასა და ეწია მას მთასა გალაადისასა.
24. ხოლო მოვიდა ღმერთი ლაბანისა ჩუენებად ღამე და ჰრქუა მას: ეკრძალე, ნუუკუე ეტყოდე იაკობს ფიცხელად და ეწია ლაბან იაკობს. 24 მოვიდა ღმერთი ლაბანისა ღამე ჩუენებით და ჰრქუა მას: ეკრძალე, ნუუკუე ეტყოდი იაკობს ფიცხელსა.
25. ხოლო იაკობს აღედგა კარავი მთასა მას ზედა, და ლაბან დაადგინა ძმანი თჳსნი მთასა მას ზედა გალაადისა. 25 და ეწია ლაბან იაკობს. ხოლო იაკობს აღედგა კარავი მთასა ზედა, და ლაბან დაადგინნა ძმანი თჳსნი მთასა გალაადისასა.
26. და ჰრქუა ლაბან იაკობს: რაჲ ესე მიყავ? რაჲსა იდუმალ წარმოივლტოდე? დამპარენ-ცა და წარმოიყუანენ ასულნი ჩემნი, ვითარცა ტყუენი მახჳლითა. 26 ჰრქუა ლაბან იაკობს: რაჲ ჰყავ ესე? რაჲსა იდუმალ წარმოივლტოდე? დამპარე-ცა მე და წარმოიყვანენ ასულნი ჩემნი ვითარცა ტყუენი მახჳლითა.
27. და თუმცა მითხრა მე, წარმო-მცა-გგზავნე შენ სახიობითა, ბობღნითა და ქნარითა. 27 და თუ-მცა მითხარ მე, წარმომცა-გგზავნე შენ სიხარულითა და სახიობითა, ბობღნითა და ქნარითა.
28. არა ვღირდია ამბორის-ყოფად ყრმათა ჩემთა და ასულთა ჩემთა? ხოლო აწ უგუნურად ჰყავ. 28 არა ვღირდია ამბორის-ყოფად ყრმათა ჩემთა და ასულთა ჩემთა? ხოლო აწ უგუნურად ჰყავ.
29. და აწცა შემძლებელ არს ჴელი ჩემი ბოროტის-ყოფად შენდა. არამედ ღმერთმან მამისა შენისამან მრქუა მე გუშინ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე ეტყოდი იაკობს ბოროტსა. 29 და აწ შემძლებელ არს ჴელი ჩემი ბოროტის ყოფად შენდა. ხოლო ღმერთმან მამისა შენისამან მრქუა მე გუშინ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე ეტყოდი იაკობს ბოროტსა.
30. და აწ წარმოსრულ ხარ, გულის თქუმით გულმან გითქუა წარსლვად სახედ მამისა შენისა. გარნა რაჲსათჳს წარმოიპარენ ღმერთნი ჩემნი? 30 და აწ უკუეთუ წარმოსრულ ხარ და გულის თქუმით გულმან გითქუა წარსლვად სახიდ მამისა შენისა, რაისათჳს წარმოიპარენ ღმერთნი ჩემნი?
31. მიუგო იაკობ და ჰრქუა ლაბანს: რამეთუ შემეშინა და ვთქუ: ნუუკუე მიმიხუნე ასულნი შენნი და ყოველივე ჩემი. 31 მიუგო იაკობ და ჰრქუა ლაბანს: რამეთუ შემეშინა და ვთქუ: ნუუკუე მიმიხუნე ასულნი შენნი და ყოველივე ჩემი. იცან, რაჲ-იგი არს შენი ჩემ თანა და მიიღე. და არარაჲ იცნა მის თანა არცა ერთი რაჲ.
32. მიუგო იაკობ და ჰრქუა: რომლისა თანა ჰპოვნე ღმერთნი შენნი, არა ცხონდეს წინაშე ძმათა ჩემთა აწ უკუე იცან ყოველი, რაჲ არს შენი ჩემ თანა, და მიიღე. და ვერარაჲ იცნა მის თანა არცა ერთი რაჲ. არა იცოდა იაკობ, რამეთუ რაქელ, ცოლმან მისმან, წარმოიპარნა იგინი. 32 მიუგო იაკობ და ჰრქუა: რომლისა თანა იცნნე ღმერთნი შენნი, არა ცხონდეს წინაშე ძმათა ჩუენთა. არა უწყოდა იაკობ, რამეთუ რაქელ, ცოლმან მისმან, წარმოიპარნა იგინი.
33. შევიდა ლაბან და აღიხილა სახლი ლიასი და არა პოვა, გამოვიდა სახლისაგან ლიაჲსა და აღიხილა სახლი იაკობისი და არა პოვა, და სახლები ორთავე მჴევალთა და არა პოვა. და შევიდა სახლსა რაქელისსა. 33 შევიდა ლაბან და აღიხილა ყოველივე ლიაჲსი და არაჲ პოვა. გამოვიდა სახლისაგან ლიაჲსა და აღიხილა სახლი იაკობისი და არაჲ პოვა, და სახლნი ორთავე მჴევალთანი და არაჲ პოვა. და შევიდა სახლსა რაქელისსა.
34. ხოლო რაქელ მოიხუნა კერპნი იგი და ქუე შესხნა იგინი პალანთა აქლემისათა და დაჯდა მათ ზედა. 34 ხოლო რაქელ მოიხუნა კერპნი იგი და ქუეშე შესხნა პალავანდთა აქლემთასა და დაჯდა მათ ზედა.
35. და ჰრქუა მამასა თჳსსა: ნუ მძიმე-გიჩნ, უფალო, ვერ ძალ-მიც აღდგომად შენ წინაშე, რამეთუ ჩუეულებათა დედათასა ვარ მე. აღიხილა ლაბან ყოველივე სახლნი და არა პოვა კერპნი იგი. 35 და ჰრქუა მამასა თჳსსა: ნუ მძიმე-გიჩნნ, უფალო, ვერ ძალ-მიც აღდგომად, რამეთუ ჩუეულებასა დედათასა ვარ. აღიხილა ლაბან ყოველი სახლები და არა პოვნა კერპნი.
36. განრისხნა იაკობ და ჰლალვიდა ლაბანს. და ჰრქუა: რაჲ არს ბრალი ჩემი და შეცოდებაჲ ჩემი. რამეთუ მდევნი? 36 განრისხნა იაკობ და ჰლალვიდა ლაბანს. მიუგო იაკობ და ჰრქუა ლაბანს: რაჲ არს ბრალი ჩემი და შეცოდებაჲ, რამეთუ მდევნი მე,
37. და აღიხილე ყოველი ჭურჭელი სახლისა ჩემისა? რაჲ ჰპოვე ყოვლისაგან ჭურჭლისა სახლსა შენისასა? დადევ აქა წინაშე ყოველთა ძმათა შენთა და ჩემთა და გუამხილონ საშუალ ორთავე. 37 და აღიხილე ყოველი ჭურჭერი სახლისა ჩემისაჲ? რაჲ ჰპოე ყოვლისაგან ჭურჭრისა სახლისა შენისაჲ? დადევ აქა წინაშე ყოველთა ძმათა შენთა. და ძმათა ჩემთა და გუამხილედ ჩუენ ორთავე.
38. ესე ოცი წელ არს, ვინათგან ვარ მე შენ თანა. ცხოვარნი შენნი და თხანი შენნი არა უშვილო იქმნნეს, ვერძნი ცხოვართა შენთანი არა შევჭამენ. 38 ესე ოცი წელი არს, ვინაჲთგან ვარ მე შენ თანა. ცხოვარნი შენნი და თხანი შენნი არა უშვილო იქმნნეს, ვერძნი ცხოვართა შენთანი არა შევჭამენ;
39. ნამჴეცავი არა სადა მოგართვი შენ; მე ვზღევდ თავით ჩემით ნაპარევსა დღისასა და ნაპარევსა ღამისასა; ვიქმენ ისართა თანა. 39 ნამჴეცავი არასადა მოგართუ შენ; მე ვზღევდ თავით ჩემით ნაპარევსა დღისა და ღამისასა;
40. შევიწვებოდე სიცხითა დღისათა და ნეფხვითა ღამისათა და განყენებულ იყო ძილი თუალთაგან ჩემთა. 40 შევიწუებოდე სიცხითა დღისაჲთა და ნეფხვითა ღამისაჲთა და განყენებულ იყო ძილი თუალთა ჩემთაგან.
41. ესე ოცი წელი არს ჩემი, ვინათგან ვარ მე სახლსა შენსა. გმონე შენ ათოთხმეტი წელი ორთა ასულთა შენთათჳს და ექუს წელ ცხოვართა შენთა ზედა და შეურაცხ-ჰყავ ყოველი სასყიდელი ჩემი ათთა მათ ტარიგთათჳს. 41 ესე ოცი წელი არს, ვინაჲთგან ვარ მე სახლსა შენსა. გმონე შენ ორთა ასულთა შენთათჳს ათოთხმეტ წელ და ექუს წელ ცხოვართა შენთა ზედა და შეურაცხ-ვყავ ყოველი სასყიდელი ჩემი ათთა მათ ტარიგთათჳს.
42. არა თუმცა ღმერთი მამისა ჩემისა აბრაჰამისა იყო ჩემ თანა და შიში ისაკისი, აწ ცალიერი-მცა გამომავლინე მე. სიმდაბლე ჩემი და შრომაჲ ჴელთა ჩემთა იხილა ღმერთმან და გამხილა გუშინ. 42 არა თუ-მცა ღმერთი მამისა ჩემისა აბრაჰამისი იყო ჩემ თანა და შიში ისაკისი, აწ ცალიერიმცა გამომავლინე. სიმდაბლე ჩემი და შრომაჲ ჩემი იხილა ღმერთმან და გამხილა შენ გუშინ.
43. მიუგო ლაბან და ჰრქუა იაკობს: ასულნი ესე - ასულნი ჩემნი და ძენი ესე - ძენი ჩემნი და საცხოვარი ესე - საცხოვარი ჩემი. და ყოველსა ამას რომელსა ჰხედავ, ჩემი არს, და ასულთა ამათ ჩემთათჳს რაჲ ვჰყო დღეს, ანუ შვილთა მათთა, რომელნი შვენ? 43 მიუგო ლაბან იაკობს და ჰრქუა: ასულნი ესე ასულნი ჩემნი არიან და ძენი ესე ძენი ჩემნი და საცხოვარი ესე საცხოვარი ჩემი. და ყოველსა ამას რომელსა შენ ჰხედავ, ჩემი არს, და ასულთა ჩემთათჳს რაჲ ვყო დღეს ?
44. აწ მოვედ და აღვითქუათ აღთქუმაჲ მე და შენ და იყოს საწამებელ შორის შენსა და ჩემსა. და ჰრქუა მას: აჰა ესერა, არა ვინ არს ჩუენ თანა, აჰა ესერა. ღმერთი არს მოწამე შორის შენსა და ჩემსა. 44 აწ მოვედ და აღვითქუათ აღთქუმაჲ მე და შენ და იყოს საწამებელ შოვრის შენსა და ჩემსა. და თქუა: აჰა-ესერა არავინ არს ჩემ თანა, აჰა-ესერა უფალი არს მოწანე შოვრის ჩემსა და შენსა.
45. და მოიღო იაკობ ლოდი და აღდგა იგი ძეგლად. 45 მოიღო იაკობ ლოდი და აღდგა ძეგლად.
46. და ჰრქუა იაკობ ძმათა თჳსთა: შეკრიბეთ ლოდები. და შეკრიბეს ლოდები და აღდგეს ბორცუსა. და ჭამეს ბორცუსა მის თანა. 46 და ჰრქუა იაკობ ძმათა თჳსთა: შეკრიბეთ ლოდები. და შეკრიბეს ლოდები და აღადგინეს ბორცჳ. და ჭამეს და სუეს ბორცუსა მას თანა. 46-(48A) და ჰრქუა ლაბან: ბორცჳ ესე მოწამე არს შოვრის ჩემსა და შენსა დღეს.
47. და ჰრქუა და უწოდა ლაბან "ბორცჳ მოწმობათა" და იაკობ უწოდა "ბორცუ მოწამე", თჳთოეულმან განმარტებით ენათა თჳსთათა. 47 და უწოდა მას ლაბან ბორცჳ წამებისაჲ, ხოლო იაკობ-ბორცჳ მოწამჱ.
48. ჰრქუა ლაბან იაკობს: ბორცჳ ესე მოწამე არს შორის ჩემსა და შენსა დღეს. და უწოდა მას ლაბან "ბორცუ წამებისაჲ", ხოლო იაკობ უწოდა "ბორცუ მოწამე". და ჰრქუა ლაბან იაკობს: აჰა ესერა, ბორცჳ ესე და ძეგლი, რომელი აღმართე შორის ჩემსა და შენსა, წამებს ბორცჳ ესე და ძეგლიცა ესე წამებს. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი "ბორცუ წამებისაჲ". 48-(51) და ჰრქუა ლაბან იაკობს: აჰა-ესერა ბორცჳ ესე და ძეგლი, რომელ აჰმართე შოვრის შენსა და ჩემსა, 48-(52A) წამებს ბორცჳ ესე და ძეგლი ესეცა წამებს. 48-(B) ამისთჳს ეწოდა სახელი მისი ბორცჳ წამებისაჲ.
49. და ხილვაჲ იგი, რომელ იხილე, იხილენ ღმერთმან შორის ჩემდა და შენსა, რამეთუ განვეშორებით მოყუასი მოყუასისა. 49 და ხილვაჲ იგი, რომელ იხილა, იხილენ ღმერთმან შოვრის ჩემსა და შენსა, რამეთუ განეეშორებით მოყუასი მოყუასსა.
50. უკუეთუ დაამდაბლნე ასულნი ჩემნი, უკუეთუ ისხნე ცოლნი სხუანი ასულთა ჩემთა ზედა, იხილე, არა ვინ არს მოწამე თჳნიერ ღმრთისა, რომელი დგას და ხედავს. 50 უკუეთუ დაამ/დაბლნე ასულნი ჩემნი, უკუეთუ ისხნე ცოლნი სხუანი ასულთა ჩემთა ზედა, იხილე, არავინ არს ჩუენ თანა.
51. და ჰრქუა ლაბან იაკობს: აჰა, ბორცჳ ესე და ძეგლი. რომელი დავაფუძენით შორის ჩემსა და შორის შენსა. 52-(B) უკუეთუ მე არა წიაღმოვჴდე შენდა, ნუცა შენ წიაღმოხულ ჩემდა ბორცუსა ამას ჩემსა და ძეგლსა ამას ბოროტებით
52. იყოს მოწამედ ბორცჳ და მოწამედ ძეგლი, რამეთუ არცა მე წიაღ-მოვიდე ძეგლსა ამას, და ნურ-ცა შენ წიაღმოხვალ ჩემდა ბორცუსა ამას და ძეგლსა ბოროტებით. 53 ღმერთმან აბრაჰამისმან და ღმერთმან ნაქორისმან საჯენ შოვრის ჩუენსა.
53. ღმერთმან აბრაჰამისმან და ღმერთმან ნაქორისმან საჯენ შორის ჩუენსა, ღმერთმან მამათა მათთამან. და ფუცა იაკობ შიშსა მამისა თჳსისა ისაკისსა. 54 და ფუცა იაკობ შიშსა მამისა თჳსისა ისაკისსა.
54. და შეწირა მსხუერპლი იაკობ მთასა მას თანა და ხადა ყოველთა ძმათა თჳსთა. ჭამეს და სუეს და დაიძინეს მთასა მას. 54-(55) და შეწირა მსხუერპლი იაკობ მთასა მას თანა და ჰხადა ყოველთა ძმათა მისთა. და ჭამეს და სუეს და დაიძინეს.
55. და აღდგა ლაბან განთიად და ამბორს-უყო ძეთა მისთა და ასულთა თჳსთა და აკურთხნა იგინი და მიიქცა ლაბან და წარვიდა ადგიდ თჳსა. და იაკობ წარვიდა გზასა თჳსსა. 55-(32,1) და აღდგა ლაბან განთიად და ამბორს-უყო ძეთა მისთა და აკურთხნა იგინი და მიიქცა და წარვიდა ადგილად თჳსა.
32 32
1. და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ დაბანაკებული და შეემთხჳნეს მას ანგელოზნი ღმრთისანი. 1-(2) და იაკობ წარვიდა გზასა თჳსსა მშჳდობით. და აღიხილნა იაკობ თუალნი თჳსნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ დაბანაკებული და შეემთხჳნეს მას ანგელოზნი ღმრთისანი დაბანაკებულნი.
2. ხოლო იაკობ თქუა, რაჟამს იხილნა იგინი: ბანაკი წმიდაჲ არს ესე და უწოდა ადგილსა მას "ბანაკებ". 2-(3) ხოლო იაკობ თქუა, რაჟამს იხილნა იგინი: ბანაკი ღმრთისაჲ არს ესე. და უწოდა ადგილსა მას სახელი ბანაკებ.
3. წარავლინნა იაკობ მაუწყებელნი წინაშე ესავისა, ძმისა თჳსისა, ქუეყანად სეირად, სოფელსა ედომისასა. 3-(4) წარავლინნა იაკობ მოციქულნი წინაშე მისსა ესავისა, ძმისა მისისა, ...
4. ამცნო მათ და ჰრქუა: ესრე არქუთ უფალსა ჩემსა ესავს: ესრე იტყჳს მონა შენი იაკობ: ლაბანის თანა ვმწირობდ და ვყოვნე ვიდრე აქამომდე. 4-(5) და ამცნო მათ და ჰრქუა: ესრე არქუთ უფალსა ჩემსა ესავს: ესრე იტყჳს მონაჲ შენი იაკობ: ლაბანის თანა ვმწირობდ და ვყოვნე აქამომდე
5. და მოვიგე ზროხაჲ და ვირები და ცხოვარი, მონები და მჴევლები. და მივავლინე უფლისა ჩემისა ესავისა თხრობად, რათა პოოს მონამან შენმან მადლი წინაშე შენსა. 5-(6) და მოვიგე ზროხაჲ და ვირები, ცხოვარი და მონები და მჴევლები და მოვავლინე თხრობად უფლისა ჩემისა ესავისა და რაჲთა პოოს მონამან შენმან მადლი წინაშე შენსა.
6. და მოიქცეს და მოვიდეს მაუწყებელნი იგი იაკობისა და ჰრქუეს: მივედით ესავისა, ძმისა შენისა, და აჰა, იგიცა მოვალს შემთხუევად შენდა და ოთხასნი კაცნი მის თანა. 6-(7) და მოიქცეს და მოვიდეს მოციქულნი იაკობისა და ჰრქუეს: მივედით ესავისა, ძმისა შენისა, და აჰა იგიცა მოვალს შემთხუევად შენდა და ოთხასი კაცი მის თანა.
7. ხოლო იაკობს შეეშინა ფრიად და უღონოებად. განყო ერი მისი მის თანა და ცხოვარი და ზროხა ღა აქლემი ორად ბანაკად. 7-(8) ხოლო იაკობს შეეშინა ფრიად და ზრუნვიდა და განყო ერი იგი მის თანაჲ და ცხოვარი და ზროხაჲ ორად ბანაკად.
8. და თქუა იაკობ: უკუეთუ მოვიდეს და ბანაკი ესე ერთი მოსრას, განერეს მეორე იგი ბანაკი საცხორებელად. 8-(9) და თქუა იაკობ: უკუეთუ მოვიდეს ესავ ბანაკსა მას ერთსა და მოსრას იგი, მეორე იგი განერეს.
9. და თქუა იაკობ: ღმერთო მამისა ჩემისა აბრაჰამისო და ღმერთო ისაკისო, უფალო, რომელმან მარქუ მე: წარვედ ქუეყანად საშოჲსა შენისა, კეთილი გიყო შენ. 9-(10) და თქუა იაკობ: ღმერთო მამისა ჩემისა აბრაჰამისო და ღმერთო მამისა ჩემისა ისაკისო, უფალო, რომელმან მარქუ მე: წარვედ ქუეყანად შენდა საშოჲსა და კეთილი გეყოს შენ.
10. კმა არს ჩემდა ყოვლისაგან სიმართლისა და ყოვლისაგან ჭეშმარიტებისა, რომელი უყავ მონასა შენსა, რამეთუ ამით კუერთხითა წიაღმოვჰჴედ იორდანესა ამას და, აწ ესერა, ვიქმენ ორად ბანაკად. 10-(11) კმა არს ჩემდა ყოვლისაგან სიმართლისა და ყოვლისაგან ჭეშმარიტებისა, რომელ უყავ მონასა შენსა, რამეთუ ამით კუერთხითა წიაღმოვჴედ იორდანესა ამას. აწ ესერა ვიქმენ ორად ბანაკად.
11. განმარინე მე, ჴელთაგან მისა ჩემისა ესავისთა, რამეთუ მეშინის მე მისგან, ნუუკუე მოვიდეს და მომკლას მე და დედანი შვილთა ზედა. 11-(12) განმარინე მე, უფალო, ჴელთაგან ძმისა ჩემისა ესავისთა, რამეთუ მეშინის მე მისგან და ნუუკუე მომკლას მე და დედაჲ შვილთა ზედა.
12. შენ სთქუ: კეთილად კეთილი გიყო შენ და ვყო ნათესავი შენი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, რომელი არა აღირაცხების სიმრავლისაგან. 12-(13) და შენ სთქუ: კეთილად კეთილი გეყოს და ვყო ნათესავი შენი ვითარცა. ქჳშაჲ, ზღჳსაჲ, რომელი ვერ აღირაცხების სიმრავლისაგან.
13. და დაიძინა მუნ ღამესა მას. და მოიღო რომელ-იგი მოაქუნდა ძღუენი, და მიუძღუანა ესავს, ძმასა თჳსსა. 13-(14) და დაიძინა მუნ მას ღამესა. და მოიღო, რომელ-იგი მოაქუნდა ძღუენი, და მიუძღუანა ესავს, ძმასა თჳსსა:
14. თხანი ორასი, ვაცნი ოცნი, ცხოვარნი ორასი, ვერძნი ოცნი. 14-(15) თხაჲ ორასი, ვაცი ოცი, ...
15. და აქლემი ჴდალი და კიცვები მათი ოცდაათი, ზროხაჲ ორმეოცი და კუროჲ ათი, ვირნი ოცნი და კარაულნი ათნი. 15-(16) აქლემი ჴდალი და კიცუები მათი ოც და ათი, ზროხაჲ ორმოცი და კუროჲ ათი . ..
16. და მისცა იგი ჴელთა მონათა მისთასა სამწყსო თჳს-თჳს და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე ჩემსა და ხანი დაუტევეთ სამწყსოჲ და სამწყსოსა. 16-(17) და მისცა ჴელთა მონათა თჳსთა სამწყსოჲ თჳს-თჳსა და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე ჩემსა და განაშორეთ სამწყსოჲ სამწყსოსა.
17. და ამცნო პირველსა მას და ჰრქუა: უკუეთუ შეგემთხჳოს შენ ესავ, ძმაჲ ჩემი, და გკითხოს შენ და გრქუას: ვისი ხარ, ანუ ვიდრე ხუალ და ვისი არს, რომელი-ესე ვალს წინაშე შენსა? 17-(18) და ამცნო პირველსა მას და ჰრქუა: უკუეთუ შეგემთხჳოს შენ ესავ, ძმაჲ ჩემი, და გკითხოს შენ და გრქუას: ვისნი ხართ ანუ ვიდრე ხუალთ და ვისი არს, რომელი-ესე ვალს წინაშე თქუენსა,
18. არქუ შენ: მონისა შენისა იაკობისი; ძღუენი რომელი მიუძღუანა უფალსა ესავს და აჰა, იგი შემდგომად ჩუენსა მოვალს. 18-(19) არქუთ: მონისა შენისა იაკობისი; ძღუენი მიუძღუანა უფალსა ესავს და აჰა იგი შემდგომად ჩუენსა მოვალს.
19. ესრეთ ამცნო პირველსა და მეორესა და მესამესა და ყოველთავე, რომელნი ვიდოდეს წინაშე მისა, და ამის სიტყჳსაებრ ეტყოდეთ თქუენ ესავს, რაჟამს გპოვნეს მან. 19-(20) და ესრე ამცნო პირველსა მას და მეორესა და მესამესა და ყოველთავე რომელნი ვიდოდეს წინაშე მისსა, და ჰრქუა: ამის სიტყჳსაებრ ეტყოდეთ ესავს, რაჟამს გპოვნეს თქუენ მან,
20. და არქუთ: აჰა, მონა შენი იაკობ მოვალს შედგომად ჩუენსა. რამეთუ თქუა: მოვამშჳდო ძღუენითა ამით, წინაჲსწარ ჩემსა წარძღუანულითა, და მისა. შემდგომად ვიხილო პირი მისი; ვინ იცის, შემიწყნაროს. 20-(21) და არქუთ: აჰა მონაჲ შენი იაკობ მოვალს შემდგომად ჩუენსა. რამეთუ თქუა: მოვამშჳდო პირი მისი ძღუნითა ამით, წინაჲსწარ ჩემსა წარძღუანულითა. და ამისა შემდგომად ვიხილო პირი მისი; ვინ იცის, შემემთხჳოს მე.
21. და შემიმთხჳოს მე. და წინა უძღოდა ძღუენი იგი წინაშე მისა. ხოლო მან დაიძინა ღამესა მას სავანესა მას. 21-(22) და წარუძღოდა ძღუენი იგი წინაშე მისსა. ხოლო მან დაიძინა მას ღამესა სავანესა მას.
22. და აღდგა მას ღამესა და მოიყვანნა ორნი იგი ცოლნი თჳსნი რა ორნი მჴევალნი და ათორმეტნი ძენი მისნი და წიაღმოჴდა წიაღმოსლვასა მას რაბოკისასა და წარმოიყუანნა იგინი. 22-(23) და აღდგა ღამე და მოიყვანნა ორნივე ცოლნი მისნი და ორნი მჴევალნი მისნი და ათერთმეტნი ყრმანი მისნი და წიაღმოჴდა ჴევსა...
23. და წიაღმოჴდა ნაღუარევსა მას და წიაღმოიკრიბა ყოველივე, რა-ცა იყო მისი. 23-(24) ... და წიაღმოკრიბა ყოველივე, რაჲცა იყო მისი.
24. და დადგა იგი მარტოჲ მუნ. და ერკინებოდა მას კაცი ვიდრე განთიადმდე. 24-(25) და დადგა იგი მარტოჲ მუნ. და ერკინებოდა მას კაცი ვიდრე განთიადმდე
25. და ვითარ იხილა, რამეთუ ვერ უძლავს მისსა მიმართ, შეახო ვრცელსა ბარკლისა მისისასა დ, დაუბუშა ვრცელი ბარკლისაჲ იაკობისი ბრძოლასა მას მისსა მის თანა. 25-(26) ვითარ იხილა, რამეთუ ვერ უძლავს მისა მიმართ, შეახო ვრცელსა ბარკლისა მისისასა და დაუბუშა ვრცელი ბარკლისა იაკობისი ბრძოლასა მას მის თანა.
26. და თქუა: განმიტევე მე, რამეთუ აღმოჴდა ცისკარი, ხოლო მან ჰრქუა მას: არა განგიტეო შენ, ვიდრემდე მაკურთხო მე. 26-(27) და ჰრქუა: განმიტევე. რამეთუ აღმოჰჴდა ცისკარი. ხოლო იაკობ ჰრქუა: არა განგიტეო შენ, ვიდრემდე მაკურთხო მე.
27. და მან ჰრქუა: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: იაკობ. 27-(28) და მან ჰრქუა მას: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: იაკობ.
28. და მან ჰრქუა: არღარა გერქუას შენ ამიერითგან იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი. რამეთუ განსძლიერდი ღმრთისა თანა და კაცთა თანაცა ძლიერ იყო. 28-(29) ჰრქუა მას: არღარა გერქუას ამიერითგან სახელი იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი, რამეთუ განსძლიერდი ღმრთისა თანა და კაცთა თანაცა ძლიერ.
29. ხოლო ჰკითხა იაკობ და ჰრქუა: რაჲ არს სახელი შენი? და მან ჰრქუა: რაჲსათჳს იკითხავ სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ. და აკურთხა იგი მუნ. 29-(30) ჰკითხა იაკობ და ჰრქუა: მითხარ მე, რაჲ არს სახელი შენი? და ჰრქუა: რაჲსა იკითხავ სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ. და აკურთხა იგი მუნ.
30. და უწოდა იაკობ ადგილსა მას "ხილვაჲ ღმრთისაჲ", რამეთუ "ვიხილე ღმერთ პირისპირ და ცხოვნდა სული ჩემი". 30-(31) და უწოდა სახელი ადგილსა მას ხილვაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ვიხილე ღმერთი პირისპირ და ცხონდა სული ჩემი.
31. და აღმოუჴდა მას მზე. და ვითარცა წარვიდა ხილვაჲ იგი ღმრთისაჲ, კელობდა იგი ბარკლითა მით. 31-(32) და აღმოუჴდა მას მზჱ. და ვითარცა წარვიდა ხილვაჲ იგი ღმრთისაჲ, იგი კელობდა ბარკლითა მით.
32. ამისთჳს არა ჭამონ ძეთა ისრაჱლისათა ძარღჳ, რომელი დაუბუშდა, რომელი არს ვრცელსა ბარკლისასა ვიდრე დღეინდელად დღედმდე, რომელსა შეახო ვრცელსა ბარკლისასა ძარღუსა იაკობისსა, რომელ დაუბუშა. 32-(33) ამისთჳს არა ჭამიან ძეთა ისრაჱლისათა ძარღჳ იგი, რომელ დაუბუშა, რომელი არს ვრცელსა ბარკლისასა, ვიდრე დღენდელად დღედმდე, რამეთუ შეახო ვრცელსა ბარკლისა იაკობისსა, რომელ დაუბუშა.
33 33
1. აღიხილნა თუალნი თჳსნი იაკობ და იხილა, აჰა, ესავ, ძმაჲ მისი, მომავალი და ოთხასი კაცი მის თანა. 1 აღიხილნა თუალნი თჳსნი იაკობ და იხილა ძმაჲ თჳსი ესავ მომავალი და ოთხასი კაცი მის თანა. და განუყვნა ყრმანი იაკობ ლიას და რაქელს და ორთა მათ მჴევალთა.
2. და განუყვნა ყრმანი იგი ლიას და რაქელს და ორთა მათ მჴევალთა. და დაადგინა ორნი იგი მჴევალნი პირველად, და ლია და ყრმანი მისნი შემდგომად, და რაქელ და იოსებ უკანაჲსკნელ. 2 და დაადგინნა ორნი იგი მჴევალნი და ძენი მათნი პირველად, და ლია და ყრმანი მისნი შემდგომად, და რაქელ და იოსებ უკუანაჲსკნელ.
3. და იაკობ წარუძღუა წინაშე მათსა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა შვიდგზის ვიდრე მიახლებადმდე ძმისა თჳსისა. 3 და იაკობ წარუძღუა წინაშე მათსა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა შჳდ გზის ვიდრე მიახლებადმდე ძმისა თჳსისა.
4. და მირბიოდა ესავ შემთხუევად მისა და მოეხჳა და ამბორს-უყო და დასდვა პირი მისი ზედა ქედსა იაკობისასა; და ტიროდეს ორნივე. 4 და მირბიოდა ესავ შემთხუევად მისა და მოეხჳა მას და ამბორს-უყო მას და დასდვა პირი მისი ქედსა იაკობისსა; და ტიროდეს ორნივე.
5. და მიხედა და იხილნა ცოლნი მისნი და ყრმანი და ჰრქუა: რაჲ გეყვიან ესენი? და მან ჰრქუა: ყრმანი ესე, რომელ მე შემიწყალა ღმერთმან, მონაჲ შენი. 5 და მიჰხედა და იხილნა ორნი ცოლნი მისნი და ყრმანი და ჰრქუა: რაჲ გეყვიან ესენი შენ? და მან ჰრქუა: ყრმანი ესე, რომელ შემიწყალა ღმერთმან მონაჲ შენი.
6. და მოეახლნეს მჴევალნი იგი და ყრმანი მათნი და თაყუანის-სცეს. 6 და მიეახლნეს მჴევალნი იგი და ყრმანი მათნი და თაყუანის-სცეს.
7. და მოეახლა ლია და შვილი მისნი და თაყუანის-სცეს, და ამისა შემდგომად მოეახლნეს რაქელ და იოსებ და თაყუანის-სცეს. 7 და მიეახლა ლია და შვილნი მისნი და თაყუანის-სცეს. და ამისა შემდგომად მოვიდა რაქელ და იოსებ და თაყუანის-სცეს.
8. მიუგო და ჰრქუა ესავ: შენი არსა ყოველნი ესე ბანაკები, რომელ შემემთხჳა? და მან მიუგო მას: რათა პოვოს მადლი მონამან შენმან წინაშე შენსა. 8 და ჰრქუა ესავ: შენი არსა ესე ყოველი ბანაკები, რომელ შემემთხჳა? ხოლო იაკობ ჰრქუა: რაჲთა პოოს მადლი მონამან შენმან, უფალო, შენ წინაშე.
9. ჰრქუა მას ესავ: არს ჩემი ფრიად, ძმაო, გეყავნ შენ შენივე. 9 ჰრქუა მას ესავ: არს ჩემი ფრიად. გეყავნ შენი შენვე!
10. ხოლო იაკობ თქუა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, მიიღე ძღუენი ჴელთაგან ჩემთა ამისთჳს, რამეთუ ვიხილე პირი შენი, ვითარცა ვინ იხილის პირი ღმრთისა, ჯერ-მიჩინე. 10 ჰრქუა მას იაკობ: უკუეთუ ვპოე მადლი წინაშე შენსა, მიიღე ძღუენი ესე ჴელთაგან ჩემთა. ამისთჳს [რამეთუ] ვიხილე პირი შენი, ვითარცა ვინ იხილის პირი ღმრთისაჲ [ჯერ-მიჩინე
11. და მიიღე კურთხეული ესე, რომელ მოგართუ შენ, რამეთუ შემიწყალა მე ღმერთმან და არს ჩემი ფრიად. და აიძულა მას და მიიღო. 11 და მიიღე კურთხეული ესე, რომელ მოგართუ შენ], რამეთუ შემიწყალა მე ღმერთმან და არს ჩემი ფრიად. და აიძულა მას და მიიღო.
12. ჰრქუა მას ესავ: აღვდგეთ და წარვიდეთ მართლ. 12 ესავ: აღვდგეთ და წარვიდეთ მართლ.
13. ჰრქუა მას მან: უფალმან ჩემმან იცის, რამეთუ ყრმანი ჩემნი ჩჩჳლ არიან და ზროხა და ცხოვარი ჩემნი შობენ ოდენ. უკუეთუ წარვიქცინე იგინი დღე ერთ, გინა თუ ორ დღე, მოსწყდეს ყოველნი საცხოვარნი ჩემნი. 13 ჰრქუა მას იაკობ: უფალმან ჩემმან იცის, რამეთუ ყრმანი ჩემნი ჩჩჳლნი არიან და ზროხაჲ და ცხოვარი შობენ ოდენ. უკუეთუ წარვიქცინე იგინი დღე ერთ, გინა თუ ორ დღე, მოწყდეს ყოველი საცხოვარი.
14. წარვედინ უფალი ჩემი წინაშე მონისა თჳსისა და მე შეუძლო გზასა ზედა მოცალედ სლვით წინაშე ჩემსა და შემდგომად ყრმათა მისლვადმდე ჩემდა უფლისა ჩემისა სეირად. 14 წარვედინ უფალი ჩემი წინაშე მონისა თჳსისა და მე შეუძლო მოცალედ გზასა ზედა სლვაჲ წინაშე ჩემსა და შემდგომად ყრმათა მისლვადმდე ჩემდა უფლისა ჩემისა სეირდ.
15. ჰრქუა მას ესავ დაუტეო ერისა ამისგან შენ თანა, რომელი არს ჩემ თანა. ხოლო მან ჰრქუა: რაჲსათჳს? ესე კმა არს, რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, უფალო. 15 ჰრქუა მას ესავ: დაუტეო ერისა ამისგანი შენ თანა, რომელ არს ჩემ თანა. ხოლო იაკობ ჰრქუა: რაჲსათჳს ესე? კმა არს, რამეთუ ვპოე მადლი წინაშე შენსა, უფალო.
16. და მიაქცია ესავ მას დღესა შინა გზასა თჳსსა სეირად. 16 და მიიქცა ესავ მას დღესა შინა სეირდ.
17. და იაკობ წარმოვიდა კარვობად და იქმნა მუნ სახლი და საცხოვარსა თჳსსა უქმნა საყოფელი. ამისთჳს უწოდა სახელი ადგილისა მის "კარვებ". 17 და იაკობ წარმოვიდა კარვებად და იქმნა სახლი და საცხოვარსა თჳსსა უქმნა საყოფელი. ამისთჳს უწოდა ადგილსა მას სახელი კარვებ.
18. და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა, რომელ არს ქუეყანასა ქანანისასა, ოდეს-იგი მოვიდოდა შუა მდინარით ასურეთისათ, და დაიბანაკა წინაშე პირისპირ ქალაქსა მას. 18 და მოვიდა იაკობ სალემდ, ქალაქად სიკიმელთა, რომელ არს ქუეყანასა ქანაანისასა, ოდეს-იგი მოვიდოდა შუვამდინარით ასურეთისაჲთ, და დაიბანაკა წინაშე პირისპირ ქალაქსა მას.
19. და მოიგო ნაწილი იგი ველისაჲ, სადა-იგი აღდგა კარავი თჳსი, ემორისგან, მამისა სჳქემისა, ასის ტარიგისა. 19 და მოიგო მუნ ნაწილი იგი ველისაჲ, სადა-იგი აღდგა კარავი თჳსი, ემორისგან, მამისა სჳქემისა. ასის ტარიგის
20. და აღმართა მუნ საკურთხეველი და ხადა სახელსა ღმრთისა ისრაჱლისასა. 20 და აჰმართა მუნ საკურთხეველი და ჰხადა სახელსა ღმრთისა ისრაელისასა.
34 34
1. გამოვიდა დინა, ასული ლიასი, რომელ უშვა იაკობს, განცდად ასულთა მის სოფლისათა. 1 გამოვიდა დინა, ასული იგი ლიაჲსი, რომელ უშვა იაკობს, განცდად ასულთა მის სოფლისათა.
2. და იხილა იგი სჳქემ, ძემან ემორისმან, ქორეველმან, მთავარმან მის ქუეყანისამან და მიიყვანა იგი მისდა და დაწვა მის თანა და დაამდაბლა იგი. 2 და იხილა სჳქემ, ძემან ემორისმან, ქორელმან, მთავარმან მის ქუეყანისამან, მიიყვანა იგი და დაწვა მის თანა და დაამდაბლა იგი.
3. და შეეყო სული მისი დინას, ასულსა იაკობისასა, და შეიყუარა ქალი იგი და ეტყოდა გონებისაებრ მისისა. 3 და შეეყო სული მისი დინას, ასულსა იაკობისსა, და შეიყუარა ქალწული იგი და ეტყოდა გონებისაებრ ქალწულებისა თჳსისა.
4. მიუგო სჳქემ მამასა თჳსსა და ჰრქუა: მომგუარე მე ყრმაჲ ესე ცოლად. 4 მიუგო სჳქემ ემორს, მამასა თჳსსა, და ჰრქუა: მომგუარე ყრმაჲ ესე ცოლად.
5. იაკობს ესმა, რამეთუ შეაგინა ასული მისი ძემან ემორისმან, დინა, ასული მისი. ხოლო ძენი მისნი იყვნეს საცხოვარსა მისსა თანა ველსა გარე, და დაიდუმა იაკობ ვიდრე მოსლვადმდე მათა. 5 ესმა იაკობს, რამეთუ შეაგინა სჳქემ, ძემან ემორისმან, დინა, ასული მისი. ხოლო ძენი იაკობისნი იყვნეს საცხოვარსა მისსა თანა ველსა გარე, და დაიდუმა იაკობ ვიდრე მოსლვადმდე მათა.
6. გამოვიდა ემორ, მამაჲ სჳქემისაჲ, იაკობისა სიტყუად მისა. 6 გამოვიდა ემორ, მამაჲ სჳქემისი, იაკობისა სიტყუად მისა.
7. ხოლო ძენი იაკობისნი მოვიდეს ველით. ვითარცა ესმა ესე, შეწუხნეს იგინი და მწუხარებაჲ იყო მათა დიდად, რამეთუ სარცხჳნელ იქმნა ისრაჱლსა შორის, ვითარმედ დაწვა ასულისა თანა იაკობისა, და არა ეგრე იყოს. 7 ხოლო ძენი იაკობისნი მოვიდეს ველით. ვითარცა ესმა ესე, შეწუხნეს კაცნი იგი ფრიად, რამეთუ სარცხჳნელ იქმნა ისრაჱლსა შოვრის, ვითარმედ დაწვა ასულისა თანა იაკობისა, და არა ჯერ-უჩნდა.
8. ეტყოდა მათ ემორ და ჰრქუა: ძემან ჩემმან, სჳქემ, აღირჩია სულითა ასული თქუენი. მოეცით მას იგი ცოლად. 8 ეტყოდა მათ ემორ და ჰრქუა: სჳქემ, ძემან ჩემმან. აღირჩია სულითა თჳსითა ასული თქუენი. მოეცით იგი მას ცოლად.
9. გუემზახენით ჩუენ და ასულნი თქუენნი მომცენით ჩუენ და ასულნი ჩუენნი მიუთხოენით ძეთა თქუენთა. 9 გუემზახენით ჩუენ: ასულნი თქუენნი მოგუცენით ჩუენ და ასულნი ჩუენნი მიათხოვენით ძეთა თქუენთა.
10. და ჩუენ შორის დაემკჳდრენით, რამეთუ, აჰა ესერა, ქუეყანა ჩუენი ფართო არს წინაშე თქუენსა, დაეშენენით, და ივაჭრებდით მას ზედა და მოიგებდით მას შინა. 10 და დაემკჳდრენით ჩუენ შოვრის და აჰა-ესერა ქუეყანაჲ ფართო არს თქუენ წინაშე. დაეშჱნენით, ივაჭრობდით მას შინა და მოი/გებდით მას ზედა.
11. ჰრქუა სჳქემ მამასა მისსა და ძმათა მისთა: ვჰპოებმცა მადლსა თქუენ წინაშე და, რაჲ-იგი სთქუთ, მიგცე. 11 ჰრქუა სჳქემ მამასა მისსა და ძმათა მისთა: ვჰპოებმცა მადლსა წინაშე თქუენსა და რაჲ-იგი სთქუათ, მიგცე თქუენ.
12. განამრავლეთ სათხოველი ფრიად და მიგცე, რაჲცა მრქუათ მე, და მომეცით მე ქალი ესე ცოლად ჩემდა. 12 გინამრავლეთ საცხოვარი ფრიად და მიგცე, რაჲ-იგი მრქუათ მე, და მომეცით მე ყრმაჲ ესე ცოლად.
13. მიუგეს ძეთა იაკობისთა სჳქემს და ემორს, მამასა მისსა, ზაკჳთ, რამეთუ შეაგინა დაჲ იგი მათი, და ეტყოდეს მათ სჳმეონ და ლევი, ძმანი დინასნი, ძენი ლიასნი: 13 მიუგეს ძეთა იაკობისთა სჳქემს და ემორს, მამასა მისსა, და ჰრქუეს ზაკუვით, რამეთუ შეაგინა დაჲ იგი მათი,
14. ვერ ჴელ-გეწიფების სიტყუაჲ ეგე, მიცემად დაჲ ჩუენი კაცსა წინა-დაუცუეთელსა, რამეთუ საყუედრელ არს იგი ჩუენდა. 14 და ეტყოდეს მათ სჳმეონ და ლევი, ძმანი დინაჲსნი: ვერ ჴელ-გუეწიფების სიტყუაჲ ეგე ყოფად, მიცემად დაჲ ჩუენი კაცსა წინა-დაუცუეთელსა, რამეთუ საყუედრელ არს იგი ჩუენდა.
15. ამით მსგავს იყვენით ჩვენდა და დავემკჳდრნეთ თქუენ შორის, უკეთუ იქმნნეთ თქუენ, ვითარცა-ესე ჩუენ ვართ, რათა წინა-დაიცვითოს ყოველმან წულმან თქუენმან, 15 ამით მსგავს ვიყვნეთ თქუენდა და დავემკჳდრნეთ თქუენ შოვრის: უკუეთუ იქმნნეთ თქუენ, ვითარცა-ესე ჩუენ ვართ, რაჲთა წინა-დაიცჳთოს ყოველმან წულმან თქუენმან,
16. მაშინ მიგცნეთ ასულნი ჩუენნი თქუენ და ასულნი თქუენნი მივიყუანნეთ ჩუენდა. და დავიმკჳდროთ თქუენ შორის და ვიყოთ ვითარცა ერთი ნათესავი. 16 მაშინ მიგცნეთ ასულნი ჩუენნი თქუენ და ასულთა თქუენთაგანნი მოვიყვანნეთ ჩუენ. და დავემკჳდრნეთ თქუენ შოვრის და ვიყვნეთ ვითარცა ნათესავი ერთი.
17. უკუეთუ არა ისმინოთ ჩუენი, რაჲთამცა წინა-დაიცჳთეთ, წარვიყუანნეთ ასულნი ჩუენნი და წარვიდეთ. 17 უკუეთუ არა ისმინოთ ჩუენი, რაჲთა წინა-დაიცჳთოთ, წარვიყვანნეთ ასულნი ჩუენნი და წარვიდეთ.
18. და სთნდეს სიტყუანი წინაშე ემორისა და წინაშე სჳქემისა, ძისა ემორისა. 18 და სთნდეს სიტყუანი ესე წინაშე ემორისა და წინაშე სჳქემისა, ძისა ემორისა.
19. და არღარა ყოვნა ჭაბუკმან მან ყოფად საქმისა ამის, რამეთუ ტრფიალ იყო ასულისა იაკობისა, რამეთუ იგი იყო უდიდებულეს ყოველთა სახლსა შინა მამისა თჳსისასა. 19 და არღარა ყოვნა ჭაბუკმან მან ყოფად საქმისა ამის, რამეთუ მოსურვე იყო ასულისათჳს იაკობისა, რამეთუ იგი იყო უდიდებულეს სახლსა შინა მამისა მისისასა.
20. მოვიდეს ემორ და სჳქემ, ძე მისი, ბჭეთა თანა ქალაქისა მათისათა და ეტყოდეს კაცთა მათ მის ქალაქისათა და ჰრქუეს: 20 მოვიდეს ემორ და სჳქემ ბჭეთა თანა ქალაქისა მათისათა და ეტყოდეს კაცთა მათ ქალაქისათა და ჰრქუეს:
21. კაცნი ესე მშჳდობისანი არიან ჩუენ თანა, დაემკჳდრნედ ამას ქუეყანასა და ვაჭრობდედ. ესერა, ქუეყანაჲ ფართო არს წინაშე მათსა. ასულნი მათნი მოვიყუანნეთ ჩუენდა ცოლად და ასულნი ჩუენნი მივსცნეთ მათ. 21 კაცნი ესე მშჳდობისანი არიან ჩუენ თანა, დაემკჳდრნედ ქუეყანასა ზედა და ივაჭრობდენ მას ზედა. და ესერა ქუეყანაჲ ფართო არს წინაშე მათსა. ასულნი მათნი მოვიყვანნეთ ჩუენდა ცოლად და ჩუენნი მივსცნეთ მათ.
22. გარნა ამით ხოლო ვემსგავსნეთ ჩუენ კაცთა მათ დამკჳდრებად ჩუენ თანა, რათა ვიყვნეთ ვითარცა ერი ერთი წინა-დაცუეთითა მით ჩუენითა ყოველსავე წულსა თანა, ვითარცა-იგი წინა-დაცუეთილ არიან. 22 გარნა ამით გუემსგავსნენ ჩუენ კაცნი ესე დამკჳდრებად ჩუენ თანა, რაჲთა ვიყვნეთ ვითარცა ერთი ერი წინა-დაცუეთითა მით ჩუენითა, ვითარცა-იგი წინა-დაცუეთილ არიან;
23. და საცხოვარი მათი და ყოველივე მონაგები მათი ჩუენდა იყოს, გარნა ამით ხოლო ვემსგავსნეთ მათ და დაემკჳდრნენ ჩუენ თანა. 23 და საცხოვარი მათი და მონაგები მათი და ყოველი ოთხფერჴი მათი არა ჩუენი იყოს, გარნა ამით ხოლო ვემსგავსნეთ მათ და ღაემკჳდრნენ ჩუენ თანა.
24. და ისმინეს ემორისი და სჳქემისი, ძისა მისისაჲ, ყოველთავე გამომავალთა ბჭეთა ზედა მის ქალაქისათა და წინა-დაიცუეთდეს წინა-დაცვეთილებასა მათსა ყოველივე წული. 24 და ისმინეს ემორისი და სჳქემისი, ძისა მისისაჲ, ყოველთავე გამოსავალთა ბჭეთა ზედა მის ქალაქისა მათისათა და წინა-დაიცუეთდეს წინა-დაცუეთილებასა მათსა ყოველი წული.
25. და იყო დღესა მესამესა, ვითარ იყვნეს ოდენ სალმობასა შინა. მოიღეს ძეთა იაკობისთა: სჳმეონ და ლევი, ძმათა დინასთა, კაცად-კაცადმან მახჳლი თჳსი და შევიდეს ქალაქად განკრძალულებით და მოსრეს ყოველივე მამაკაცი. 25 და იყო მესამესა დღესა, ვითარ იყვნეს ოდენ სალმობასა შინა, მოიღეს ძეთა იაკობისთა სჳმეონ და ლევი, ძმათა დინაჲსთა, კაცად-კაცადმან მახჳლი თჳსი და შევიდეს ქალაქად და მოსრეს ყოველი მამაკაცი.
26. და ემორ და სჳქემ, ძე მისი, მოსწყჳდეს პირითა მახჳლისათა და გამოიყუანეს დინა, დაჲ მათი, სახლისაგან სჳქემისა და გამოვიდეს. 26 და ემორ და სჳქემ მოწყჳდნეს პირითა მახჳლისაჲთა და გამოიყვანეს დინა, დაჲ მათი, სახლისაგან სჳქემისა და გამოვიდეს.
27. ხოლო ძენი იაკობისნი შევიდეს წყლულებასა მას ზედა და აღიჭრეს ყოველივე იგი ქალაქი ამისთჳს, რამეთუ შეაგინეს დინა, დაჲ მათი. 27 ხოლო ძენი იაკობისნი შევიდეს წყლულებასა მას ზედა და აღიჭრეს ყოველივე იგი ქალაქი, ამისთჳს რამეთუ შეაგინეს დინა, დაჲ მათი.
28. ცხოვარი და ზროხაჲ მათი, და ვირები მათი, რაოდენი იყო ქალაქსა მას შინა, რაოდენი იყო ველსა ზედა. 28 ცხოვარი და ზროხაჲ მათი, ვირები და ყოველი, რავდენი იყო ქალაქსა მას შინა და რავდენი-რაჲ იყო ველსა ზედა, წარმოიღეს;
29. წარმოიღეს ყოველივე დედა-წული მათი და ყოველი ჭურჭელი მათი და ცოლნი მათნი წარმოსტყუენეს, და, რაოდენი-რაჲ იყო სახლებსა შინა, იავარ-ყვეს. 29 ყოველივე დედა-წული მათი და ყოველივე ჭურჭერი მათი და ცოლნი მათნი წარმოტყუენნეს, რავდენი იყო ქალაქსა შინა, და რავდენი იყო სახლებსა შინა, იავარ-ყვეს.
30. და ჰრქუა იაკობ სჳმეონს და ლევის: საძულელ მქმენით მე, რათა ვიყო ვითარცა ბოროტი ყოველთა მკჳდრთა შორის ამის ქუეყანისათა, ქანანელთა შორის და ფერეზელთა და მე მცირე ვარ რიცხჳთ და შეკრბენ ჩემ ზედა და მომსრან მე და აღვიჴოცო მე და სახლი ჩემი. 30 ჰრქუა იაკობ სჳმეონს და ლევის: საძულელ მქმენით მე, რაჲთა ვიყო მე ვითარცა ბოროტი ყოველთა მკჳდრთა ამის ქალაქისათა, ქანანელთა შოვრის და ფერეზელთა, და მე მცირე ვარ რიცხჳთ და შეკრბენ ჩემ ზედა და მომსრან მე და აღვიჴოცო მე და სახლი ჩემი.
31. ხოლო მათ ჰრქუეს: არამედ, ვითარცა მეძავი იჴმიონა დაჲ ჩუენი? 31 ხოლო მათ ჰრქუეს: არამედ ვითარცა მეძავი იჴმიონა დაჲ ჩუენი?
35 35
1. ჰრქუა ღმერთმან იაკობს: აღდეგ და აღვედ შენ ბეთელდ და დაემკჳდრე მუნ და აღუშენე მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელი გეჩუენა შენ, ოდეს-იგი ივლტოდე შენ პირისაგან ესავისა, ძმისა შენისა 1 ჰრქუა ღმერთმან იაკობს: აღდეგ და აღვედ შენ ბეთელდ და დაემკჳდრე მუნ და უშენე მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელი გეჩუენა შენ, ოდეს-იგი ივლტოდე პირისაგან ესავისა, ძმისა შენისა.
2. ჰრქუა იაკობ სახლსა თჳსსა და ყოველთა მისთანათა: აღიხილენით ღმერთნი ეგე უცხოთესლთანი, რომელ არიან თქუენ შორის, და განწმიდენით და შეიცვალეთ სამოსლები თქუენი. 2 ჰრქუა იაკობ სახლსა თჳსსა და ყოველთავე მისთანათა: აღიხუენით კერპნი ეგე უცხოთესლთანი, რომელ არიან თქუენ შოვრის, და განიწმიდენით და შეცვალეთ სამოსელი თქუენი.
3. და აღდეგით და აღვიდეთ ბეთელდ და უქმნეთ მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელმან შეისმინა ჩემი ყოველსა შინა ჭირსა ჩემსა, რომელი იყო ჩემ თანა და მიჴსნა მე გზასა ზედა, რომელსა ვიდოდე. 3 აღდეგით და აღვიდეთ ბეთელდ და უქმნეთ მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელმან შეისმინა ჩემი ყოველსა შინა ჭირსა ჩემსა, რომელი იყო ჩემ თანა და მიჴსნა მე გზასა ზედა, რომელსა ვიდოდე.
4. და მოსცნეს იაკობს კერპნი იგი უცხოთესლთანი, რომელნი იყვნეს ჴელთა შინა მათთა და საყურები იგი ყურთა მათთა. და დამალნა იგინი იაკობ ქუეშე ბელეკონსა მას, რომელი იყო სიკიმას, და წარწყმიდნა იგინი ვიდრე დღეინდელად დღედმდე. 4 და მოსცნეს იაკობს კერპნი იგი უცხოთესლთანი, რომელნი იყვნეს ჴელთა შინა მათთა, და საყურები იგი ყურთა მათთა. და დამალნა იგინი იაკობ ქუეშე ბელეკონსა მას, რომელი იყო სიკიმას, და წარწყმიდნა იგინი ვიდრე დღენდელად დღედმდე.
5. და წარმოვიდა ისრაჱლ სიკიმათ და იყო შიში ღმრთისაჲ ქალაქებსა მას მათსა ზედა გარემოს და არა დევნა-უყვეს უკუანა ძეთა ისრაჱლისათა. 5 და მოვიდა იაკობ სიკიმაჲთ და იყო შიში ღმრთისაჲ ქალაქსა მას მათსა ზედა გარემოჲს და არა დევნა-უყვეს უკუანა ძეთა ისრაჱლისთა.
6. მოვიდა იაკობ ლუზად, რომელ არს ქუეყანასა ქანანისასა, ესე არს ბეთელი, და ყოველი ერი მის თანა. 6 მოვიდა იაკობ ლუზად, რომელ არს ქუეყანასა მას ქანაანისასა, ესე არს ბეთელი, იგი და ყოველი ერი მის თანა.
7. და აღაშენა მუნ საკურთხეველი და უწოდა სახელი ადგილსა მას ბეთელ, რამეთუ მუნ ეჩუენა ღმერთი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან ესავისა, ძმისა თჳსისა. 7 და აღაშჱნა მუნ საკურთხეველი და უწოდა სახელი მისი ბეთელი, რამეთუ მუნ ეჩუენა ღმერთი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან ძმისა თჳსისა.
8. მოკუდა დებორა, მზარდული რებეკასი, და დაეფლა იგი ქუემოკერძო ბეთელსა ქუეშე მუხასა. და უწოდა სახელი მუხასა მას "მუხაჲ გლოისაჲ". 8 მოკუდა დებორა, მზარდული რებეკაჲსი, და დაეფლა ქუეშე მუხასა მას. და უწოდა სახელი მუხასა მას მუხაჲ გლოვისაჲ.
9. ეჩუენა ღმერთი იაკობს მერმეცა ლუზას, რაჟამს მოვიდა შუამდინარით ასურეთისათ, აკურთხა იგი 9 ეჩუენა ღმერთი იაკობს მერმეცა ლუზას, რაჟამს მოვიდოდა შუვამდინარით ასურეთისაჲთ. აკურთხა იგი ღმერთმან
10. და ჰრქუა. არღარა გერქუას სახელი შენი იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი. 10 და ჰრქუა მას: სახელი შენი იაკობ არღარა გერქუას, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი.
11. ჰრქუა მას ღმერთმან: მე ვარ ღმერთი შენი, აღორძნდი და განმრავლდინ ნათესავი შენი, შესაკრებელნი თესლთანი იყვნენ შენგან და მეფენი წელთა შენთაგან გამოვიდენ. 11 ჰრქუა მას ღმერთმან: მე ვარ ღმერთი Page of ms. O: 40v შენი, აღორძნდი და განმრავლდი. ნათესავნი და შესაკრებელნი თესლთანი იყვნენ შენგან და მეფენი წყვილთაგან შენთა გამოვიდენ.
12. და ქუეყანა, რომელი მივეც აბრაჰამს და ისაკს, შენ მიგცე იგი, და შენდა იყოს და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა. 12 და ქუეყანაჲ, რომელ მივეც აბრაჰამს და ისაკს, შენ მიგცე იგი, შენდა იყოს იგი და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა.
13. აღვიდა ღმერთი მიერ ადგილით, სადა-იგი ეტყოდა მას. 13 და აღმაღლდა ღმერთი მიერ ადგილით, სადა-იგი ეტყოდა მას.
14. და აღმართნა იაკობ ძეგლნი ადგილსა მას, სადა-იგი იტყოდა ღმერთი მის თანა, და შეწირა მას ზედა შესაწირავი და დაასხა მას ზედა ზეთი. 14 და აღჰმართა იაკობ ძეგლი ადგილსა მას, სადა-იგი იტყოდა მის თანა ღმერთი, ძეგლი ქვისაჲ, და შეწირა მას ზედა შესაწირავი და დაასხა მას ზედა ზეთი.
15. და უწოდა სახელი ადგილსა მას ბეთელ და გამოვიდა მუნით, ჟამსა ზამთრისასა. 15 და უწოდა იაკობ სახელი ადგილისაჲ მის, სადა ეტყოდა მას ღმერთი, ბეთელ.
16. და მიეახლა ქაბრათად მისლვად ქუეყანად ეფრათად, შვა რაქელ. 16-(21) და აღდგა კარავი მისი მუნ მიერ კერძო გოდოლსა მას გადერისასა. 16 იყო, რაჟამს მიეახლა იგი ქაბრათად მისლვად ქუეყანად ევფრათად, შვა რაქელ და შობასა მისსა ძნიად შობდა.
17. და შობასა მისსა ძნიად შობდა. და იყო ფიცხლად შობასა მისსა. ჰრქუა მას ყრმისა აღმქმელმან მან: ნუ გეშინინ, რამეთუ ესეცა ძე გესვა შენ. 17 და იყო ფიცხლად შობასა მისსა ჰრქუა მას ყრმისა აღმქუმელმან მან: ნუ გეშინინ, რამეთუ ესეცა ძჱ გესუა შენ.
18. და იყო აღმოსლვასა ოდენ სულისა მისისასა. რამეთუ მოკუდებოდა, უწოდა სახელი მისი "ძე სალმობისა ჩემისა". ხოლო მამამან უწოდა მას ბენიამენ. 18 და იყო აღმოსლვასა სულისა მისისასა, რამეთუ მოკუდებოდა, [უწოდა] სახელი მისი ძჱ სალმობისა ჩემისაჲ. ხოლო მამამან უწოდა მას ბენიამენ.
19. მოკუდა რაქელ და დავფლა გზასა ზედა ცხენთ სარბიელსა ეფრათას, ესე იგი არს ბეთლემი. 19 და მოკუდა რაქელ და დაეფლა გზასა ზედა ევფრათას, ესე-იგი არს ბეთლემი.
20. და აღმართა იაკობ ძეგლი საფლავსა ზედა რაქელისსა, ესე არს ძეგლი საფლავისა რაქელისი ვიდრე დღეინდელად დღედმდე. 20 და აჰმართა იაკობ ძეგლი საფლავსა ზედა რაქელისსა, ესე არს ძეგლი საფლ/ავისა Page of ms. O: 41r რაქელისი ვიდრე დღენდელად დღედმდე.
21. და წარვიდა ისრაჱლ და დასცა კარავი თჳსი დამართებით გოდლისა მის გადერისასა. 21-(22) და იყო, რაჟამს დაემკჳდრა ისრაჱლ მას ქუეყანასა, მივიდა რუბენ და დაწვა გალაჲს თანა, ხარჭისა მამისა თჳსისა. ესმა ისრაჱლს ესე და ბოროტ-უჩნდა წინაშე მისსა.
22. და იყო, რაჟამს დაემკჳდრა ისრაჱლ ქუეყანასა მას, მივიდა რუბენ და დაწვა ბალას თანა, ხარჭისა მამისა თჳსისა, იაკობისა. და ვითარცა ესმა ესე ისრაჱლს, ბოროტ-უჩნდა წინაშე მისსა. იყუნეს ძენი იაკობისნი ათორმეტ. 22 იყვნეს ძენი იაკობისნი ათორმეტ.
23. ძენი ლიასნი: პირმშოჲ რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, ზაბულონ. 23 ძენი ლიაჲსნი: პირმშოჲ იაკობისი რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, ზაბილონ.
24. და ძენი რაქელისნი: იოსებ და ბენიამენ. 24 ძენი რაქელისნი: იოსებ და ბენიამენ.
25. და ძენი ბალასნი, მჴევლისა რაქელისნი: დაან და ნეფთალიმ. 25 ძენი ბალაჲსნი, მჴევლისა რაქელისნი: დან და ნეფთალემ. ძენი ზელფაჲსნი, მჴევლისა ლიაჲსნი: გად და ასერ.
26. და ძენი ზელფასნი, მჴევლისა ლიასნი: გაად და ასერ. ესე ძენი იაკობისნი, რომელნი ესხნეს მას შუამდინარეს ასურეთისასა. 26 ესე ძენი იაკობისნი, რომელ ესხნეს მას შუვამდინარეს ასურეთისა.
27. მოვიდა იაკობ ისაკისა, მამისა თჳსისა, ჯერეთ სიცოცხლესა-ღა ქალაქად მამბრედ ეველისა, ესე იგი არს ქებრონი, ქუეყანასა ქანანისასა, სადა-იგი მსხემ იყო აბრაჰამ და ისაკ. 27 მოვიდა იაკობ ისაკისა, მამისა თჳსისა. ქალაქად მამბრედ ველისა, ესე-იგი არს ქებრონი, ქუეყანასა ქანაანისასა, სადა-იგი დაემკჳდრნეს აბრაჰამ და ისაკ.
28. და იყუნეს დღენი ისაკისნი, რაოდენ ცხონდა ასოთხმეოცდაათ წელ. 28 იყვნეს დღენი ისაკისნი, რაოდენ ცხონდა, ას ოთხმეოც.
29. და მოაკლდა ისაკ და მოკუდა და შეეძინა მამათა თჳსთა მოხუცებული და სავსე დღითა და დაჰფლეს იგი ესავ და იაკობ, ძეთა მისთა. 29 და მოაკლდა ისაკ და მოკუდა და შეეძინა მამათა თჳსთა მოხუცებული და სავსჱ დღითა. და დაჰფლეს ძეთა მისთა ესავ და იაკობ.
36 36
1. ესე შობანი არიან ესავისნი, ესე იგი არს ედომ. 1 ესე შობანი არიან ესავისნი, ესე-იგი არს ედომ.
2. და მოიყვანნა ესავ თავისა თჳსისა ცოლნი მისნი ასულთაგან ქანანისთა: ადან, ასული სელონისი ქეტელისა, და ოლიბემან, ასული ენანისი, ძისა სებეგონისი ეველისა. 2 და მოიყვანნა ცოლნი მისნი ასულთაგან ქანაანისთა: ადან, ასული ელომისი ქეტელისაჲ, და ელიბემათ, ასული ენანისი ეველისაჲ,
3. და ბასემათ, ასული ისმაელისი, დაჲ ნაბეოთისი. 3 და ბასემათ, ასული ისმაელისი, დაჲ ნაბეოთისი.
4. და უშვა მას - ადან ესავს ელიფას და ბასიმათ უშვა რაგოელ. 4 უშვა მას ადან ელიფას და ბასემათ უშვა მას რაგუელ,
5. და ოლიბემან უშვა იეულ და ეგლომ და კორე. ესე ძენი ესავისნი, რომელნი ესხნეს მას ქუეყანასა ქანანისასა. 5 და ელიბემათ უშვა მას იეულ და იეგლომ და კორე. ესე ძენი ესავისნი, რომელ ესხნეს მას ქუეყანასა ქანაანისასა.
6. წარიყუანა ესავ ცოლნი თჳსნი, ძენი და ასულნი თჳსნი და ყოველი კაცი სახლისა თჳსისა და ყოველივე მონაგები მისი და ყოველი საცხოვარი და ყოველი ძენი თჳსნი და ყოველივე, რაჲცა მოეგო ქუეყანასა ქანანისსა, და წარვიდა ქუეყანით ქანანისათ პირისაგან იაკობისა, ძმისა თჳსისა. 6 წარიყვანნა ესავ ცოლნი თჳსნი და ძენი და ასულნი თჳსნი და ყოველი კაცი სახლისა თჳსისაჲ და ყოველი მონაგები თჳსი და ყოველი საცხოვარი და ყოველი, რაჲცა მოეგო ქუეყანასა ქანაანისასა, და ყოველი, რაჲცა მოეპოვა. და წარვიდა ქუეყანით ქანაანით პირისაგან იაკობისა, ძმისა თჳსისაჲთ.
7. რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად და ვერ ეძლო მკჳდრობად ერთად და ვერ ეძლო ქუეყანასა მწირობისა მათისასა ტჳრთვად მათა სიმრავლისაგან მონაგებთა მათთასა. 7 რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად და ვერ ეძლო ქუეყანასა მწირობისა მათისასა ტჳრთვად მათა სიმრავლისაგან მონაგებთა მათთაჲსა.
8. და დაეშენა ესავ მთასა სეირსა, და ესე იგი არს, ედომ. 8 და დაეშჱნა ესავ მთასა მას სეირსა, ესე-იგი არს ედომი.
9. ესე შობანი არიან ესავისნი, მამისა ედომისნი, მთასა სეირსა. 9 ესე შობანი არიან ესავისნი, მამისა ედომისნი, მთასა სეირსა.
10. და ესე სახელები არს ძეთა ესავისთაჲ: ელიფას, ძე ადასი, ცოლისა ესავისი, როგოველ, ძე ბასემათისი, ცოლისა ესავისი. 10 და ესე არს სახელები ძეთა ესავისთაჲ: ელიფას, ძჱ ადაჲსი, ცოლისა ესავისი, და რაგუელ, ძისა ბასემათისი, ცოლისა ესავისი.
11. იყუნეს ძენი ელიფასნი: თემან, ომარ, სოფორ, გოთომ, კენეზ. 11 იყვნეს ძენი ელიფასისნი: თემან, ოჰმან, სოფარ, გოთომ, კენეზ.
12. ხოლო თამნა, ხარჭმან ელიფასისმან, ძისა ესავისმან, უშვა ელიფაზს ამალეკი. ესე ძენი ადასნი, ცოლისა ესავისნი. 12 ხოლო თამნა, ხარჭმან ელიფასისმან, ძისა ესავისმან, უშვა ელიფასს ამალეკი. ესე ძენი ადაჲსნი, ცოლისა ესავისნი.
13. და ესე არიან ძენი რაგოელისნი: ნაქეთ, ზარეთ, ბოსრ და მოზე. ესე იყვნეს ძენი ბასემათისნი, ცოლისა ესავისნი. 13 ესე არიან ძენი რაგუელისნი: ნაგეთ, ზარეთ, ოჰმეთ, მოზე ესე იყვნეს ძენი ბასიმათისნი, ცოლისა ესავისნი.
14. და ესე იყვნეს ძენი ოლიბემასნი, ასულისა ენანისნი, ძისა სებეგორისა; ცოლისა ესავისნი. და უშვა ესავს იეოლ და იეგლონ და კორე. 14 ესე იყვნეს ძენი ელიბემაჲსნი, ასულისა ენანისნი, ძისა სებეგორისნი, ცოლისა ესავისნი. და უშვა ესავს იეულ და იგლონ და კორე.
15. ესე იყვნეს მთავარნი, ძენი ესავისნი: ძენი ელიფასნი, პირმშო ესავისი: მთავარი თემან, მთავარი ომარ, მთავარი სოფარ, მთავარი კინეზ. 15 ესე იყვნეს მთავარნი, ძენი ესავისნი: ელიფას, პირმშოჲ ესავისი. ძენი ელიფასისნი, პირმშოჲსა ესავისნი: მთავარი ... გოთომ, მთავარი კენეზ,
16. მთავარი კორე, მთავარი გოთომ, მთავარი ამალეკ. ესე არიან მთავარნი ელიფასისნი ქუეყანასა იდუმიასასა. ესე ძენი ადასნი. 16 ... მთავარი ამალეკ. ესე არიან მთავარნი ელიფასისნი ქუეყანასა იდუმიაჲსასა. ესე ძენი ადაჲსნი.
17. და ესე ძენი რაგოელისნი, ძისა ესავისნი: მთავარი ნაქეთ, მთავარი ზარეთ, მთავარი ომეთ, მთავარი მოზე. ესე მთავარნი რაგოელისნი ქუეყანასა ედომისასა. ესე ძენი ბასემათისნი, ცოლისა ესავისნი. 17 და ესე ძენი რაგუელისნი, ძისა ესავისნი: მთავარი ნაქეთ, მთავარი ზარეთ, მთავარი ოჰმეთ, მთავარი ოზე. ესე მთავარნი რაგუელისნი ქუეყანასა ედომისასა. ესე ძენი ბასიმათისნი, ცოლისა ესავისნი.
18. და ესე ძენი ილიბემასნი, ცოლისა ესავისნი: მთავარი იულ, მთავარი ეგლომ, და მთავარი კორე. ესე მთავარნი ილიბემასნი. და ესე ძენი ესავისნი. 18 და ესე ძენი ელიბემაჲსნი, ცოლისა ესავისნი: მთავარი იულ, მთავარი ეგლომ, მთავარი კორე. ესე მთავარნი ელიბემაჲსნი.
19. და ესე მთავარნი მათნი. ესე არიან ძენი ედომისნი. 19 და ესე ძენი ესავისნი და ესე მთავარნი მათნი. ესე არიან ედომისნი.
20. ხოლო ესე ძენი სეირისნი ქორელისანი, რომელი დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას ლოტანისსა: სობალ, სებეგონ, ანა. 20 ხოლო ესე ძენი სეირისნი ქორიზისანი, რომელი დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას ლოტანისასა: სობალ, სებეგონ, ანა,
21. და დესონ, ასარ და რისონ. ესე მთავარნი სეირის ქორელისანი. ქუეყანასა ედომისსა. 21 დესონ, ასარ და რისონ. ესე მთავარნი სერის ქორელისანი ქუეყანასა ედომისსა.
22. ხოლო იყვნეს ძენი, ლოტანისანი: ქორრი და ემან, ხოლო დაჲ ლოტანისნი თამნა. 22 ხოლო იყვნეს ძენი ლოტანისნი: ქორრი და ემან, ხოლო დაჲ ლოტანისი თამნა.
23. და ესე ძენი სობალისნი: გოლომ და მანაქათ, და გებელ, სოფ და ონან. 23 და ესე ძენი საბალისნი: გოზომ და მანაქათ, გებელ, სოფ და ონან.
24. და ესე ძენი სებეგონისნი: ეე და ესან. ესე იგი არს ენან, რომელმან პოვა იამინი უდაბნოსა, რაჟამს-იგი აძოებდა კარაულთა სებეგონისთა, მამისა თჳსისათა. 24 და ესე ძენი სებეგორისნი: ეე და ენან. ესე იგი არს ენან, რომელმან პოვა იამენი უდაბნოსა, ოდეს-იგი აძოვებდა მეუღლეთა სებეგორისთა, მამისა თჳსისათა.
25. და ესე ძენი ენანისნი: დესონ და ელიბემა, ასული ინანისი. 25 და ესე არიან ძენი ენანისნი: დესონ და ელიბემა, ასული ენანისი.
26. ხოლო ესე ძენი დესონისნი: ამა და აბამა და იეთრამ და ქარრან. 26 ხოლო ესე ძენი დესონისნი: ამადა, აბამა, იეთრამ და ქარრამ.
27. ესე ძენი ასარისნი: ბალაამ და ზუკამ და იოვიკამ და ოკამ. 27 ესე ძენი ასარისნი: ბალაამ და ლუკამ და იოვიკამ და უსამ.
28. და ესე ძენი რისუნისნი: ოს და არრან. 28 და ესე ძენი რუსანისნი: ოს და არრან.
29. ესე მთავარნი ქორისნი: მთავარი ლუტან, მთავარი სობალ, მთავარი სებეგონ, მთავარი ენან. 29 ესე მთავარნი ქორისნი: მთავარი ლოტან, მთავარი ზობალ, მთავარი სებეგორ, მთავარი ენან,
30. მთავარი ასარ, მთავარი დესონ, მთავარი რისონ. ესე მთავარნი სამთავროსა მათსა ზედა ქუეყანასა მას ედომისასა. 30 მთავარი ასარ, მთავარი დესონ, მთავა[რი] რისონ. ესე მთავარნი ქორისნი სამთავროსა მათსა ზედა ქუეყანასა მას ედომისასა.
31. და ესე მეფენი, რომელნი მეფობდეს ქუეყანასა ედომისასა ვიდრე მეფისა ყოფადმდე ისრაჱლსა ზედა. 31 და ესე მეფენი, რომელნი მეფობდეს ქუეყანასა ედომისასა ვიდრე მეფისა ყოფადმდე ისრაჱლსა ზედა:
32. და მეფობდა ედომს ბალაკ, ძე ბეორისი, და სახელი ქალაქისა მისისა დენნაბა. 32 და მეფობდა ედომს ბალააკ, ძჱ ბეორისი, და სახელი ქალაქისა მისისაჲ დენაბა.
33. მოკუდა ბალაკ და მეფობდა მის წილ იობაბ, ძე ზარასი, ბოსორელი. 33 მოკუდა ბალააკ და მეფობდა მის წილ იობაბ, ძჱ ზარჱსი, ბოსორელი.
34. მოკუდა იობაბ და მეფობდა მის წილ ასონ ქუეყანისაგან თემანელთასა. 34 მოკუდა იობაბ და მის წილ მეფობდა ასონ ქუეყანისაგან თემანელთაჲსა.
35. მოკუდა ასონ და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, რომელმან მოსრა მადიამი ველსა მას მოაბისასა და სახელი ქალაქისა მისისა გეთემ. 35 მოკუდა ასონ და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, რომელმან მოსრა მადიამი ველსა მას მოაბისასა, და სახელი ქალაქისაჲ მის გეთემ.
36. მოკუდა ადად და მეფობდა მის წილ სამალაკ, რომელი იყო მასეკათ. 36 მოკუდა ადად და მეფობდა მის წილ სამალაკ, რომელი იყო მასეკკაჲთ.
37. მოკუდა სამალაკ და მეფობდა მის წილ საულ, რომელი იყო რობოთით, რომელ არს მდინარესა ზედა. 37 მოკუდა სამალაკ და მეფობდა მის წილ საულ, რომელი იყო როფოთით, რომელ არს მდინარესა ზედა.
38. მოკუდა საულ და მეფობდა მის წილ ბალაენონ, ძე აქაბრისი. 38 მოკუდა საულ და მეფობდა მის წილ ბალაენონ, ძჱ აქობორისი.
39. მოკუდა ბალაენონ და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, და სახელი ქალაქისა მისისა ფოგორ, და სახელი ცოლისა მატებელ, ასული მატრადისი, ძისა მეზოფისი. 39 [მოკუდა ბალაენონ] და მეფობდა მის წილ ადად, ძჱ არადისი, და სახელი ქალაქისა მისისაჲ ფოგორ. და სახელი ცოლისა მისისაჲ მატაბიელ. ასული მადრადისი, ძისა მეზოჰფისი.
40. და ესე სახელები მთავართა მათ ესავისთა ტომთა მათთა და ადგიდ-ადგილსა მათსა და სოფლებსა მათსა და ნათესავსა შორის მათსა: მთავარი თამნა, მთავარი გოლა, მთავარი იეთომ. 40 და ესე სახელები არს მთავართა მათ ესავისთაჲ და ტომთა მათთაჲ ადგიდ-ადგიდსა მათსა და სოფლებსა მათსა და ნათესავსა შოვრის მათსა: მთავარი თემნა. მთავარი გოლა, მთავარი იეთომ.
41. მთავარი ელიბემა, მთავარი ილას, მთავარი ფინონ. 41 მთავარი ელიბემა, მთავარი ელას, მთავარი ფინან,
42. მთავარი კენეზ, მთავარი თემან, მთავარი მაზარ. 42 მთავარი კინეზ, მთავარი თემან, მთავარი მაზარ,
43. მთავარი მეგედიელ, მთავარი ზეფოიმ. ესე მთავარნი ედომისნი და შენებულთა შინა ქუეყანისა მის მონაგებისა მათისასა. ესე არს ესავ, მამაჲ ედომისაჲ. 43 მთავარი მიგედილ, მთავარი ზეფაიმ. ესე მთავარნი ედომისნი დაშჱნებულთა შინა ...
37 37
1. ხოლო იაკობ დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას, სადაცა დამკჳდრებულ იყო მამაჲ მისი ქუეყანასა მას ქანანისასა. 1 [ხოლო დაეშჱნა იაკობ] ქუეყანასა მას, სადაცა მკჳდრ იყო მამაჲ მისი ქუეყანასა ქანაანისასა.
2. ესე შობანი არიან იაკობისანი: იოსებ აჩჳდმეტის წლის იყო და ჰმწყსიდა ძმათა თჳსთა თანა ცხოვართა მამისა თჳსისათა. ყრმა-ღა იყო ძეთა თანა ბალასთა, და ძეთა თანა ზელფასთა, ხარჭთა მამისა თჳსისა თანა. და დასდვეს ბრალი ბოროტი იოსებს ისრაჱლისა მიმართ, მამისა თჳსისა. 2 და ესე შობანი არიან იაკობისნი: იყო იოსებ აჩჳდმეტ წლის და მწყსიდა ძმათა თჳსთა თანა ცხოვართა. ყრმაღა იყო ძეთა თანა ბალაჲსთა და ძეთა თანა ზელფაჲსთა, ხარჭთა მამისა თჳსისათა. და დასდვეს ბრალი ბოროტი იოსებს ისრაჱლისა მიმართ, მამისა თჳსისა.
3. ხოლო ისრაჱლს უყუარდა იოსებ უფროჲს ყოველთა ძეთა თჳსთა, რამეთუ შვილი სიბერისაჲ იყო იგი. და უქმნა მას სამოსელი ჭრელი მრავალფერი. 3 ხოლო იაკობს უყუარდა იოსებ უფროჲს ყოველთა ძეთა თჳსთა. რამეთუ შვილი სიბერისაჲ იყო იგი. და უქმნა მას სამოსელი ჭრელი მრავალ-ფერი.
4. და ვითარცა იხილეს ძმათა მისთა, რამეთუ მამასა უყვარს იგი უფროჲს ყოველთა ძეთა მისთა, მოიძულეს იგი ძმათა თჳსთა და ვერ ეძლო მათ მშჳდობისა სიტყუად მის თანა რაჲთურთით. 4 ვითარცა იხილეს ძმათა მისთა, რამეთუ უყუარს მამასა უფროჲს ყოველთა ძმათა მისთა, მოიძულეს იგი ძმათა თჳსთა და ვერ ეძლო მათ მშჳდობისა სიტყუად მისთჳს რაჲთურთით.
5. ჩუენებაჲ იხილა იოსებ და უთხრა ძმათა თჳსთა. 5 ჩუენებაჲ იხილა იოსებ და უთხრა ძმათა თჳსთა
6. და ჰრქუა: იხილეთ ჩუენებაჲ ესე, რომელი მეჩუენა. 6 და ჰრქუა: ისმინეთ ჩუენებაჲ ესე, რომელ მეჩუენა:
7. მეგონა მე, ვითარმედ თქუენ ჰკრევდით მჭელეულსა შორის ველსა და აღდგა მჭელეული ჩემი და აღემართა. და მოიქცეს მჭელეულნი თქუენნი და თაყუანის-სცეს მჭელეულსა ჩემსა. 7 მეგონა მე, ვითარმედ თქუენ ჰკრევდით მჭელეულთა შოვრის ველსა და აღდგა მჭელეული ჩემი და აღემართა. და მოიქცეს მჭელეულნი თქუენნი და თაყუანის-სცეს მჭელეულთა ჩემთა.
8. ჰრქუეს მას ძმათა თჳსთა: აწ მეფობით ნუ მეფობდი-ა ჩუენ ზედა, ანუ უფლებით უფლებდე ჩუენ ზედა? და შესძინეს მერმე სიძულილი მისი ჩუენებათა მათ მისთათჳს და სიტყუათათჳს მისთა. 8 ჰრქუეს მას ძმათა მისთა: აწ მეფობით ჰმეფობდეა ჩუენ ზედა, ანუ უფლებით უფლებდეა ჩუენ ზედა? და შესძინეს მერმე სიძულილი მისა ჩუენებათა მათთჳს მისთა.
9. მერმე იხილა ჩუენებაჲ სხუაჲ და უთხრა იგი მამასა და ძმათა და თქუა: აჰა მეჩუენა მე ჩუენებაჲ სხუაჲ, ვითარმედ მზე და მთოვარე და ათერთმეტნი ვარსკულავნი თაყუანის-მცემდეს. 9 მერმე იხილა ჩუენებაჲ სხუაჲ და უთხრა იგი მამასა თჳსსა და ძმათა და ჰრქუა: აჰა მეჩუენა მე ჩუენებაჲ სხუაჲ, ვითარმედ მზჱ და მთოვარჱ და ათერთმეტნი ვარსკულავნი თაყუანის-მცემდეს მე.
10. შერისხნა მამამან მისმან და ჰრქუა: რაჲ არს ჩუნებაჲ ესე, რომელ გეჩუენა შენ? აწ უკუუე მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა? 10 შეჰრისხნა მამამან მისმან და ჰრქუა: რაჲ არს ესე ჩუენებაჲ, რომელ გეჩუენა შენ? აწ უკუე მოსლვით მოვიდეთა მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?
11. და ეშურებოდეს მას ძმანი მისნი ხოლო მამასა მისსა დაემარხა სიტყუაჲ ესე. 11 და ეშურებოდეს ძმანი მისნი. ხოლო მამასა მისსა დაემარხა სიტყუაჲ ესე.
12. და წარვიდეს ძმანი მისნი ძოვნად ცხოვართა მამისა თჳსისათა სჳქემად. 12 და წარვიდეს ძმანი მისნი მწყსად ცხოვართა მამისა მათისათა სჳქემდ.
13. და ჰრქუა ისრაჱლ იოსების მიმართ: ანუ არა ძმანი შენნი მწყსიან სჳქემს? მოვედ და წარგავლინო შენ მათდა მიმართ. 13 ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: ანუ. არა ძმანი შენნი მწყსიანა სჳქემს? მოვედ და წარგავლინო შენ. ხოლო მან ჰრქუა მას: აჰა აქა ვარ.
14. ხოლო მან ჰრქუა: აჰა, მე. და ჰრქუა მის ისრაჱლ: წარვედ და იხილენ ძმანი შენნი, ვითარძი ცოცხლებით არიან, საცხოვარი, და მითხარ მე. და წარავლინა იგი ღელეთაგან ქებრონისთა და მივიდა სჳქემად. 14 ჰრქუა ისრაჱლ: წარვედ და იკითხენ ძმანი შენნი, ვითარ-ძი ცოცხლებით არიან, და ცხოვარნი და მითხარ მე. და წარავლინა იგი ღელეთაგან ქებრონისათა და შევიდა სჳქემდ.
15. და პოვა იგი კაცმან შეცთომილი ველსა ზედა. და ჰკითხა მას: ვის ეძიებ? 15 და პოვა იგი კაცმან შეცთომილი ველსა. ჰკითხა კაცმან მან: ვის ეძიებ?
16. ხოლო მან ჰრქუა: ძმათა ჩემთა ვეძიებ: მითხარ მე სადა აძოებენ? 16 ხოლო მან ჰრქუა მას: ძმათა ჩემთა ვეძიებ; მითხარ მე: სადა აძოებენ?
17. და ჰრქუა მას კაცმან მან: წარვიდეს ამიერ, რამეთუ მესმა მათი, იტყოდეს რაჲ, ვითარმედ წარვიდეთ დოთაიმად. და წარვიდა იოსებ კუალსა ძმათა თჳსთასა და პოვნა იგინი დოთაიმს. 17 ჰრქუა მას კაცმან მან: წარვიდეს ამიერ, რამეთუ მესმა მათი, იტყოდეს რაჲ, ვითარმედ წარვიდეთ დოთაიმდ. და წარვიდა იოსებ კუალსა ძმათა მისთასა და პოვნა იგინი დოთაიმს.
18. და მათ წინასწარ იხილეს იგი მიმავალი მათა შორის, ვიდრე მიახლებადმდე მათა, მოი-ძმაჲ-ცვეს მოკლვა მისი, ვიდრე მისლვადმდე მისა. 18 მათ წინაჲსწარ იხილეს იგი მიმავალი შორით და ვიდრე მიახლებადმდე მათა განიზრახვიდეს ბოროტსა მოკლვად მისა.
19. და ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: აჰა, ჩუენებისმხილველი იგი მოვალს. 19 ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: აჰა ჩუენების მხილველი იგი მოვალს.
20. აწ მოვედით და მოვკლათ იგი და შთავაგდოთ იგი ერთსა ჯურღმულთაგანსა და ვთქუათ, ვითარმედ მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი. და ვიხილოთ, რაჲძი იყოს ჩუენებაჲ იგი მისი. 20 აწ მოვედით და მოვკლათ იგი და შთავაგდოთ ერთსა ჯურღმულსა და ვთქუათ, ვითარმედ მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი. და ვიხილოთ, რაჲ-ძი იყოს ჩუენებაჲ იგი მისი.
21. ესმა ესე რუბენს და განარინა იგი ჴელისაგან მათისა. 21 ხოლო ესმა ესე რუბენს და განარინა იგი ჴელთაგან ძმათა თჳსთაჲსა და ჰრქუა მათ: არა მოვკლათ იგი მოკლვით.
22. და ჰრქუა მათ: არა მოვჰკლათ იგი მოკლვით, ნუ დასთხევთ სისხლსა. შთააგდეთ ეგე ჯურღმულსა უდაბნოსასა, ხოლო ჴელსა ნუ მიჰყოფთ მის ზედა, რათამცა განარინა იგი ჴელთაგან მათთა და მისცა მამასა თჳსსა. 22 და ჰრქუა მათ: ნუ დასთხევთ სისხლსა. შთააგდეთ ეგე ჯურღმულსა ამას უდაბნოჲსასა, ხოლო ჴელსა ნუ მიჰყოფთ მის ზედა, რაჲთამცა განარინა იგი და მისცა მამასა თჳსსა.
23. და იყო, რაჟამს მოვიდა იოსებ ძმათა თჳსთა, განძარცუეს მას სამოსელი იგი ჭრელი, რომელ ემოსა. 23 და იყო, რაჟამს მოვიდა იოსებ ძმათა თჳსთა თანა, განსძარცუეს იოსებს სამოსელი იგი ჭრელი, რომელი ემოსა,
24. და მიიყუანეს და შთააგდეს იგი ჯურღმულსა მას. ხოლო ჯურღმული იგი ცალიერ იყო, წყალი არა დგა. 24 და მიიყვანეს და შთააგდეს იგი ჯურღმულსა მას. ხოლო ჯურღმული იგი ცალიერ იყო და წყალი არა დგა.
25. და დასხდეს ჭამად პურისა და აღიხილნეს თუალნი მათნი და იხილნეს, და, აჰა ესერა, მოგზაურნი ისმაელიტელნი ვაჭარნი მოვიდოდეს გალათით. და აქლემნი მათნი სავსე იყვნეს საკუმეველითა, შტახსითა და მკურისკევითა და მივიდოდეს შთასლვად ეგჳპტედ. 25 და დასხდეს იგინი ჭამად პურისა და აღიხილნეს თუალნი მათნი და იხილეს და აჰა-ესერა მოგზაურნი ისმაიტელნი ვაჭარნი მოვიდოდეს გალაადით. და აქლემნი მათნი სავსე იყვნეს საკუმეველითა და შთახსითა და მკურის კევითა და შთავიდოდეს ეგჳპტედ.
26. ჰრქუა იუდა ძმათა თჳსთა: რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ მოვჰკლათ ძმა ჩუენი და დავმალოთ სისხლი მისი? 26 ჰრქუა იუდა ძმათა თჳსთა: რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ მოვკლათ ძმაჲ ჩუენი და დავმალოთ სისხლი მისი?
27. მოდით და მივჰყიდოთ იგი ისმაელიტელთა მათ, ხოლო ჴელი ჩუენი ნუ იყოფინ მის ზედა, რამეთუ ძმაჲ ჩუენი არს. ისმინეს მისი ძმათა მისთა. 27 მოვედით და მივჰყიდოთ იგი ისმაიტელთა ამათ, ხოლო ჴელნი ჩუენნი ნუ მიიყოფიედ მას ზედა, რამეთუ ძმაჲ ჩუენი არს. ისმინეს მისი ძმათა მისთა.
28. და წარმოვიდეს კაცნი იგი მადიამელნი ვაჭარნი, და აღმოიყუანეს იოსებ მიერ ჯურღმულით და მიჰყიდეს ისმაელიტელთა მათ ოც დრაჰკნისა. 28 და წარვიდეს კაცნი იგი ვაჭარნი მადიანიტელნი, და აღმოიყვანეს იოსებ ჯურღმულისა მისგან და მიჰყიდეს იოსებ ისმაიტელთა მათ ოც დრაჰკნის და შთაიყვანეს იგი ეგჳპტედ.
29. და შთაიყუანეს იგი ეგჳპტედ. მოაქცია რუბენ ჯურღმულსა მას და არა პოვა იოსებ ჯურღმულსა მას. 29 მოიქცა რუბენ და არა პოვა იოსებ ჯურღმულსა მას შინა და დაიპო სამოსელი თჳსი
30. და დაიპო სამოსელი თჳსი და მიაქცია ძმათა თჳსთა და ჰრქუა მათ: ყრმაჲ იგი აქა არა არს და მე ვიდრე მივიდე? 30 და მიიქცა ძმათა თჳსთა და ჰრქუა: ყრმაჲ იგი არა არს აქა და მე ვიდრე-მე ვიდე?
31. ხოლო მათ მოიღეს სამოსელი იოსებისი და დაკლეს თიკანი თხათაჲ და შებღალეს სამოსელი იგი სისხლითა. 31 ხოლო მათ მოიღეს სამოსელი იგი იოსებისი და დაკლეს თიკანი თხათაჲ და შებღალეს სამოსელი იგი სისხლითა
32. და სამოსელი ჭრელი მიუძღუანეს მამასა თჳსსა და ჰრქუეს: ესე ვპოვეთ. იცან, უკუეთუ სამოსელი ძისა შენისა არს, ანუ არა. 32 და მიუძღუანეს სამოსელი იგი ჭრელი და შეართუეს მამასა მისსა და ჰრქუეს: ესე ვპოვეთ. იცან, უკუეთუ სამოსელი ძისა შენისაჲ არს, ანუ არა.
33. და იცნა იგი და თქუა: სამოსელი ძისა ჩემისა არს ესე. მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იოსებ, მჴეცმან ბოროტმან მიმტაცა იოსებ. 33 და იცნა იგი და თქუა: სამოსელი ძისა ჩემისაჲ არს ესე. მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი, მჴეცმან ბოროტმან მიმტაცა იოსებ.
34. და დაიპო იაკობ სამოსელი თჳსი და შეიმოსა ძაძა წელთა მისთა და ეგლოვდა ძესა თჳსსა დღეთა მრავალთა. 34 და დაიპო იაკობ სამოსელი და შეიმოსა ძაძაჲ წელთა მისთა და ეგლოვდა ძესა თჳსსა დღეთა მრავალთა.
35. შეკრბეს ყოველნი ძენი მისნი და ასულნი და მოვიდეს ნუგეშინის- ცემად მისა. და არა უნდა ნუგეშინის-ცემისა და თქუა, ვითარმედ: შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად. და ტიროდა მამა თჳსი. 35 შეკრბეს ყოველნი ძენი მისნი და ასულნი მისნი და მოვიდეს ნუგეშინის-ცემად მისა. და მას არა უნდა ნუგეშინის-ცემის და თქუა, ვითარმედ: შთავიდე მე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთა. და სტიროდა მას მწარედ.
36. ხოლო მადიამელთა მათ ვაჭართა მიჰყიდეს იოსებ ეგჳპტეს პეტეფრეს, საჭურისსა ფარაოსასა მატაკარანსა. 36 ხოლო ისმაიტელთა მათ ვაჭართა მიჰყიდეს იოსებ ეგჳპტეს პეტეფრეს, საჭურისსა მატაკარანსა.
38 38
1. და იყო მის ჟამსა, ოდენ წარმოვიდა იუდა ძმათა თჳსთაგან და მოვიდა ვიდრე კაცისა ვისამე ოდოლამელისა, რომელსა სახელი ერქუა ირას. 1 და იყო მას ჟამსა ოდენ წარმოვიდა იუდა ძმათაგან თჳსთა და მივიდოდა იგი კაცისა ვისსამე ოდოლამელისა, რომელსა სახელი ერქუა იარას.
2. და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ, რომელსა სახელი ერქუა სავანა, და მოიყუანა იგი და შეირთო. 2 და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ, რომელსა სახელი ერქუა სავა, მოიყვანა იგი და შეირთო.
3. და მიუდგა და შვა ძე და უწოდა სახელი მისი ჱერ. 3 და მიუდგა და შვა ძჱ და უწოდა სახელი ჱრ.
4. და მერმე მიუდგა და შვა ძე და უწოდა სახელი მისი ავნან. 4 და მიუდგა მერმე და შვა ძჱ და უწოდა სახელი მისი ავნან.
5. და შესძინა მერმე და შვა ძე და უწოდა სახელი მისი სელომ. ესე იყო ქაზბის, რაჟამს შვნა იგინი. 5 შესძინა მერმე და შვა ძჱ და უწოდა სახელი მისი სელომ. ესე იყო ქაზბის, რაჟამს შვნა ესენი.
6. და მოჰგუარა იუდა ცოლი ჰერს, პირმშოსა ძესა თჳსსა, რომელსა სახელი ერქუა თამარ. 6 და მოჰგუარა იუდა ცოლი ჱრს, პირმშოსა ძესა თჳსსა, რომელსა სახელი ერქუა თამარ.
7. და იყო პირმშო იგი ჰერ, ძე იუდასი, უკეთურ წინაშე უფლისა და მოკლა იგი უფალმან. 7 და იყო ჱრ, პირმშოჲ იგი იუდაჲსი, უკეთუო წინაშე უფლისა და მოკლა იგი უფალმან.
8. და ჰრქუა იუდა ავნანს: შევედ ცოლისა ძმისა შენისა და ესიძე მას და აღუდგინე თესლი ძმასა შენსა. 8 ჰრქუა იუდა ავნანს: შევედ ხოლისა ძმისა შენისა და ესიძე მას და აღუდგინე თესლი ძმასა შენსა.
9. გულისჴმა-ყო ავნან, ვითარმედ არა მისსა იყოს თესლი იგი. და იყო, ვითარცა შევიდა ცოლისა მის ძმისა თჳსისა, დასთხია ქუეყანასა, რათა არა მისცეს თესლი ძმასა თჳსსა. 9 გულისხმა-ყო ავნან, ვითარნედ არა მისა იყოს თესლი იგი. და იყო, ვითარცა შევიდა იგი ცოლისა მის ძმისა თჳსისა, დასთხია ქუეყანასა ზედა, რაჲთა არა მისცეს თესლი ძმასა თჳსსა.
10. ბოროტ-უჩნდა წინაშე ღმრთისა საქმე, ესე, რამეთუ ყო ესრეთ, და მოაკუდინა ესეცა უფალმან. 10 ბოროტ-უჩნდა წინაშე ღმრთისა საქმჱ ესე, რამეთუ ყო ესრეთ, და მოაკუდინა იგიცა უფალმან.
11. ჰრქუა იუდა თამარს, სძალსა თჳსსა: დაჯედ ქურივად სახლსა შინა მამისა შენისასა, ვიდრემდის განმწჳსნეს სელომ, ძე ჩემი, რამეთუ, თქუა: ნუუკუე მოკუდეს ესეცა, ვითარცა ძმანი მისნი. ხოლო თამარ წარვიდა და დაჯდა სახლსა შინა მამისა თჳსისასა. 11 ჰრქუა იუდა თამარს, სძალსა თჳსსა: დაჯედ ქურივად სახლსა შინა მამისა შენისასა, ვიდრემდე განმწჳსნეს სელომ, ძჱ ჩემი, რამეთუ თქუა: ნუუკუე მოკუდეს ესეცა, ვითარცა ძმანი მისნი. ხოლო თამარ წარვიდა და დაჯდა სახლსა შინა მამისა თჳსისასა.
12. აღესრულნეს დღენი და მოკუდა სავანა, ცოლი იუდასი, და ნუგეშინის-იცა გლოისაგან იუდა და მივიდა მრისველთა ცხოვართა მისთასა და ირა, მწყემსი იგი ოდოლამელი, თამნად. 12 აღესრულნეს დღენი და მოკუდა სავა, ცოლი იგი იუდაჲსი, და ნუგეშინის-იცა გლოვისაგან იუდა და მივიდა მრისუველთა ცხოვართა თჳსთა თანა და იირას, მწყემსი იგი მისი ოდოლამელი, თამნად.
13. და უთხრეს თამარს, სძალსა მისსა, და ჰრქუეს: ესერა, მამამთილი შენი აღვალს თამნად რისვად ცხოვართა თჳსთა ღა ირას, მწყემსი მისი. 13 და უთხრეს თამარს, სძალსა მისსა, და ჰრქუეს: აჰა-ესერა მამამთილი შენი აღვალს თამნად რისუვად ცხოვართა თჳსთა.
14. განიძარცუა თამარ სამოსელი ქურიობისა მისგან და გარემოისხა თერისტროჲ და შეიმკო და დაჯდა იგი ბჭეთა თანა ენანისთა, რომელ არს თანაწარსავალსა თამნასასა, რამეთუ იხილა, ვითარმედ განჰმწჳსნა სელომ, ძე მისი, და მან არა მისცა იგი მას ცოლად. 14 და განიძარცუა სამოსელი იგი საქურიოჲ და შეიმოსა სამოსელი და შეიმკო და დაჯდა იგი ბჭეთა ზედა ენანისათა, რომელ არს თანა -- წარსავალსა თამნაჲსასა, რამეთუ იხილა, ვითარმედ განმწჳსნა სელომ, ძჱ მისი, და მან არა მისცა მას იგი ცოლად.
15. და ვითარ იხილა იგი იუდა, აგონა, ვითარმედ მეძავი ნუ იყოს, რამეთუ დაიფარა პირი და ვერ იცნა იგი. 15 და იხილა იგი იუდა და აგონა, ვითარმედ მეძავი ვინმე არს, რამეთუ დაებურა პირი და ვერ იცნა იგი.
16. და მიაქცია მისა გზისა მისგან და ჰრქუა მას: მიტევე მე შესლვად შენდა. რამეთუ ვერ იცნა იგი, ვითარმედ ძის ცოლი მისსა არს. ხოლო მან ჰრქუა მას: რაჲ მომცე მე, უკუეთუ შემოხჳდე ჩემდა. 16 და მოიქცა იგი მისა გზისაგან და ჰრქუა მას: მიტევე და შემოვიდე შენ თანა. რამეთუ ვერ იცნა, ვითარმედ ძის ცოლი მისი არს. ხოლო მან ჰრქუა მას: რაჲ მომცე მე, უკუეთუ შემოხჳდე ჩემდა?
17. და იუდა ჰრქუა მას: მე მოგიძღუანო შენ თიკანი თხათა სამწყსოთ. ხოლო მან ჰრქუა მას: მომეც მე წინდი ვიდრე მოძღუანებადმდე შენდა. 17 და იუდა ჰრქუა მას: მე მიგიძღუანო შენ თიკანი თხათაჲ სამწყსოჲთ. ხოლო მან ჰრქუა მას: მომეც მე წინდი ვიდრე მოძღუნებადმდე შენდა.
18. და იუდა ჰრქუა: რაჲ წინდი მიგცე შენ? ხოლო მან ჰრქუა: ბეჭედი შენნი და მძივი და კუერთხი ეგე, რომელ გაქუს ჴელსა შენსა. და მან მისცა იგი და შევიდა მისა, და მიუდგა მისგან. 18 ხოლო იუდა ჰრქუა მას: [რაჲ] წინდი მიგცე შენ? და მან ჰრქუა: ბეჭედი შენი და მძივი და კუერთხი ეგე, რომელ გაქუს ჴელსა შენსა. და მან მისცა მას და შევიდა მისა და მიუდგა მისგან.
19. და იგი აღდგა და მოიძარცვა თერისტრა თავისაგან თჳსისა და შეიმოსა სამოსელი იგი ქურიობისა მისისა. 19 და იგი აღდგა და განიძარცუა სამოსელი იგი მისგან და შეიმოსა სამოსელი იგი ქურიობისაჲ.
20. ხოლო იუდა მიუძღუანა თიკანი თხათაჲ ჴელითა მწყემსისა მის ოდოლამელისათა, რათა მიიღოს წინდი იგი დედაკაცისა მისგან. ხოლო მან არა პოვა იგი 20 ხოლო იუდა მიუძღუანა მას თიკანი თხათაჲ ჴელითა მწყემსისა თჳსისაჲთა რაჲთა მოიღოს წინდი იგი დედაკაცისა მისგან. ხოლო მან არა პოვა იგი.
21. და ჰკითხა კაცითა მის ადგილისათა: ვითარმედ სადა არს მეძავი იგი, რომელი იყო ენანს გზასა ზედა? 21 ჰკითხა კაცთა მის ადგილისათა სადა არს მეძავი იგი, რომელი იყო ენუნს გზასა ზედა? და თქუეს: არავინ არს მეძავი აქა.
22. და მათ ჰრქუეს: არა არს მეძავი აქა. და მიიქცა მწყემსი იგი იუდასა ღა ჰრქუა: არა ვპოვე; და კაცთა მის ადგილისათა თქუეს: არა არს აქა მეძავი. 22 და მიიქცა მწყემსი იგი იუდაჲსა და ჰრქუა: არა ვპოვე; და კაცთა მის ადგილისათა თქუეს, ვითარმედ: არავინ არს აქა მეძავი.
23. და თქუა იუდა: აქუნდინ იგი მას არამედ ნუუკუე მოვიკიცხნეთ, მე, მიუძღუანე თიკანი ესე, ხოლო შენ არა ჰპოვე იგი. 23 თქუა იუდა: აქუნდინ იგი მას! არამედ ნუუკუე მოვიკიცხნეთ. მე მიუძღუანე თიკანი და შენ არა ჰპოვე იგი.
24. და შემდგომად სამისა თთჳსა უთხრეს იუდას და ჰრქუეს, ვითარმედ ისიძა თამარ, სძალმან შენმან, და მიდგომილ არს იგი სიძვით. თქუა იუდა: გამოიყუანეთ იგი და დაწვით ცეცხლითა. 24 და იყო სამისა თჳსა შემდგომად უთხრეს იუდას და ჰრქუეს, ვითარმედ: ისიძვა თამარ, სძალმან შენმან, და მიდგომილ არს სიძვით. თქუა იუდა გამოიყვანეთ და დაწჳთ იგი ცეცხლითა.
25. და ვითარცა გამოჰყვანდა, მიუვლინა მამამთილსა თჳსსა და ჰრქუა: კაცითა მისგან, რომლისა არს ესე წინდი, მისგან მიდგომილ ვარ; და თქუა: იცან, ვისი არს ბეჭედი ესე და მძივი და კუერთხი. 25 და ვითარცა მიჰყვანდა იგი, მიუვლინა მამამთილსა თჳსსა და ჰრქუა: კაცისა მისგან, რომლისაჲ არს ესე წინდი, მიდგომილ ვარ; და იცან ბეჭედი ესე და მძივი და კუერთხი.
26. ხოლო იუდა იცნა იგი და თქუა: მართალ არს თამარ, ვიდრე-ღა მე რამეთუ არა მივეც სელომს, ძესა ჩემსა. და არღარა შესძინა მერმე ცნობად მისა. 26 ხოლო იუდა იცნა იგი და თქუა: მართალ არს თამარ ვიდრე-ღა მე, რამეთუ არა მივეც იგი სელომს, ძესა ჩემსა. და არღა შესძინა მერმე ცნობად მისა.
27. და იყო, რაჟამს შობდა იგი, იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა. და შობასა მისსა ერთმან მან პირველ გამოყო ჴელი მისი. მოიღო ამქუმელმან და გამოაბა მეწამული ჴელსა მისსა. 27 და იყო, რაჟამს შობდა იგი, იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა.
28. და თქუა: ესე გამოვიდეს პირველად. 28 ... ერთმან მან გამოყო ჴელი. მოიღო ამქუმელმან მან და გამოაბა მეწამული ჴელსა მისსა და თქუა: ესე პირველად გამოვიდეს.
29. და ვითარცა შეყო ჴელი მისი, მეყსეულად გამოვიდა ძმაჲ მისი და აღმქუმელმან თქუა: რაჲსა განეღო შენთჳს ღობე? და უწოდა სახელი მისი ფარეზ. 29 და ვითარ შეყო ჴელი მისი, მეყსეულად გამოვიდა ძმაჲ მისი და ამქუმელმან მან თქუა: რაჲსა განეღო შენთჳს ღონე ? და რომელი-იგი პირველად გამოვიდა, უწოდა სახელი მისი ფარეზ.
30. და მისა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი, რომლისსა იყო ჴელსა მისსა ზედა მეწამული და უწოდა სახელი მისი ზარა. 30 და შემდგომსა მას... ზარა.
39 39
1. ხოლო იოსებ შთაიყუანეს ეგჳპტედ და მიიყიდა იგი პეტეფრი, საჭურისმან ფარაოსმან, მზარაულთა მთავარმან, კაცმან ეგჳპტელმან, ჴელთაგან ისმაელიტელთასა, რომელთა შთაიყვანეს იგი მუნ. 1 ხოლო იოსებ შთაიყვანეს ეგჳპტედ და მიიყიდა იგი პეტეფრე, საჭურისმან ფარაოჲსმან, მზარაულთ მთავარმან, კაცმან მეეგჳპტელმან, ჴელთაგან ისმაიტელთაჲსა, რომელთაცა შთაიყვანეს იგი მუნ.
2. და იყო უფალი იოსების თანა. და იყო კაც მაგებელ, და იყო სახლსა შინა კაცისა მის ეგჳპტელისა წინაშე. 2 და იყო უფალი იოსების თანა. და იყო კაცი მაგებელ, და იყო სახლსა შინა კაცისა მის ეგჳპტელისა წინაშე.
3. ხოლო იცოდა უფალმან მისმან, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა, და რაოდენსა-რას იქმს, უფალი წარმართებს ჴელთა შინა მისთა. 3 ხოლო იცოდა უფალმან მისმან, რამეთუ უფალი იყო მის თანა, და რავდენსა-რას იქმს, წარუმართებს მას.
4. და პოვა იოსებ მადლი წინაშე უფლისა თჳსისა და სათნო-ეყო იგი მას. და დაადგინა იგი სახლსა ზედა თჳსსა და ყოველივე რაჲცა იყო, მისცა ჴელთა იოსებისთა, და იყო შემდგომად დადგინებისა მისისა სახლსა ზედა მისსა, რაჲცა იყო მისი, აკურთხონ სახლი ეგჳპტელისა მის იოსებისათჳს. 4 და პოვა იოსებ მადლი წინაშე მისსა და სათნო-ეყო იგი მას. და დაადგინა იგი სახლსა ზედა თჳსსა და ყოველივე, რაჲცა იყო მისი, მისცა ჴელთა იოსებისთა.
5. და იყო კურთხევაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა. სახლსა შინა და აგარაკსა. და მისცა ყოველივე, რაჲცა იყო მისი, ჴელთა იოსებისთა. 5 და იყო შემდგომად დადგინებისა მისისა სახლსა ზედა მისსა და ყოველსავე ზედა, რაჲცა იყო მისი, აკურთხა უფალმან სახლი ეგჳპტელისაჲ მის იოსებისთჳს და იყო კურთხევაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა სახლსა შინა და აგარაკსა.
6. და არღარა იცოდა, რასა იქმოდა იოსებ, გარნა პური, რომელ ჭამის მან. და იყო იოსებ კეთილ სახითა, შუენიერ ქმნულობითა. 6 და მისცა ყოველივე, რაჲცა იყო მისი, ჴელთა იოსებისთა და არარაჲ იცოდა, რასა იქმოდა იოსებ, გარნა პური, რომელი ჭამის მან. და იყო იოსებ შუენიერ ქმნულობითა და კეთილ პირითა ფრიად.
7. და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის, თუალ-აგნა ცოლმან უფლისა თჳსისამან იოსებს და ჰრქუა მას: დაწევ ჩემ თანა. 7 იყო ამის სიტყჳსა შემდგომად თუალ-აგნა ცოლმან ეგჳპტელისა უფლისა თჳსისამან იოსებს და ჰრქუა მას: დაწევ ჩემ თანა.
8. ხოლო მან არა ინება და ჰრქუა ცოლსა მას უფლისა თჳსისასა: უკუეთუ უფალმან ჩემმან არა უწყის ჩემთჳს სახლსა შინა მისსა. 8 ხოლო მან არა ინება და ჰრქუა ცოლსა მას უფლისა თჳსისასა: უკუეთუ უფალმან ჩემმან არარაჲ უწყის ჩემთჳს სახლსა შინა მისსა და ყოველივე, რაჲ არს, მომცა ჴელთა ჩემთა
9. და ყოველივე, რაჲცა არს მისი, მომცა ჴელთა ჩემთა და არარაჲთ ვინ მმატს მე სახლსა ამას შინა და არცა გარეშე, რაჲ არს ჴელსა ჩემსა, არცა თჳნიერ ხოლო შენსა, რამეთუ ცოლი ხარ შენ მისი, და ვითარ ვქმნე საქმე ბოროტი და ვცოდო წინაშე ღმრთისა? 9 და არარაჲთ ვინ მმატს სახლსა ამას შინა და არცა გარეშე, რაჲ არს ჴელსა ჩემსა, თჳნიერ ხოლო შენსა. რამეთუ ცოლი მისი ხარ, და აწ ვითარ ვქმნე საქმჱ ესე ბოროტი და ვცოდო წინაშე ღმრთისა ჩემისა?!
10. და რაჟამს ეტყჳნ იგი დღითი დღედ, არა ერჩდა იოსებ დაწოლად მის თანა და თანა-ყოფად მას. 10 და რაჟამს იტყჳნ იგი დღითიდღედ და არა ერჩდა იოსებ დაწოლად მის თანა და ყოფად მას,
11. და იყო ეგე ვითარ რაჲმე დღე და შევიდა იოსებ სახიდ საქმედ საქმესა თჳსსა, და არა ვინ იყო სახლსა მას შინა. 11 და იყო ეგევითარი რაჲმე დღჱ და შევიდა იოსებ სახლსა საქმედ საქმესა თჳსსა. და არავინ იყო სახლსა მას შინა.
12. შებმა-უყო სამოსელსა მისსა და ეტყოდა: დაწევ ჩემ თანა. ხოლო იოსებ მიუტევა სამოსელი თჳსი ჴელთა მისთა და ივლტოდა და განვიდა გარე. 12 და შებმა-უყო სამოსელსა იოსებისსა და ეტყოდა: დაწევ ჩემ თანა. ხოლო იოსებ მიუტევა სამოსელი თჳსი ჴელთა მისთა და ივლტოდა და განვიდა გარე.
13. და ვითარცა იხილა, რამეთუ დაუტევა სამოსელი მისი ჴელთა მისთა და ივლტოდა და განვიდა გარე. 13 და იყო, ვითარცა იხილა, რამეთუ დაუტევა სამოსელი მისი ჴელთა მისთა და ივლტოდა. განვიდა გარე
14. მოუწოდა, რომელნი-იგი იყვნეს სახლსა შინა, და ეტყოდა მათ და ჰრქუა: იხილეთ აწ, რამეთუ შემომგუარა ჩუენ მონაჲ ებრაელი საკიცხევად ჩუენდა: შემოვიდა დაწოლად ჩემ თანა. და მე ღაღად-ვყავ ჴმითა დიდითა. 14 და მოუწოდა, რომელნი იყვნეს სახლსა შინა, და ეტყოდა მათ და ჰრქუა: იხილეთ აწ, რამეთუ შემომგუარა მე მონაჲ ებრაელი კიცხევად ჩემდა: შემოვიდა ჩემდა დაწოლად ჩემ თანა. მე ჴმა-ვყავ ჴმითა დიდითა.
15. მას ვითარცა ესმა, რამეთუ აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი და ღაღად-ვყავ, დაუტევა სამოსელი მისი ჩემ თანა, და ივლტოდა და განვიდა გარე. 15 ხოლო მას ვითარცა ესმა, რამეთუ აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი და ღაღადვყავ, დაუტევა სამოსელი მისი ჩემ თანა, ივლტოდა და განვიდა გარე.
16. და დაიყენა სამოსელი იგი მის თანა, ვიდრემდე მოვიდა უფალი იგი სახიდ თჳსად. და უთხრა მას მსგავსად სიტყჳსა ამის და ჰრქუა: 16 და დაიყენა სამოსელი მისი მის თანა, ვიდრემდე მოვიდა უფალი მისი სახიდ თჳსა.
17. შემოვიდა ჩემდა მონაჲ ესე ებრაელი, რომელი შემოიყვანე, კიცხევად შენდა, და მრქუა მე: დავწვე შენ თანა. 17 და უთხრა მას მსგავსად სიტყჳსა ამის და ჰრქუა: შემოვიდა ჩემდა მონაჲ ესე ებრაელი, რომელი შემოიყვანე კიცხევად ჩემდა, და მრქუა მე: დავწვე შენ თანა.
18. ვითარცა ესმა, რამეთუ ღაღად-ვყავ და აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი, დაუტევა სამოსელი თჳსი და ივლტოდა და განვიდა გარე. 18 და მე, ვითარცა მესმა, აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი, ღაღად-ვყავ, დაუტევა სამოსელი მისი ჩემ თანა და ივლტოდა და განვიდა გარე.
19. და იყო, ვითარცა ესმა უფალსა მისსა სიტყუანი იგი ცოლისა მისისანი, რაოდენ-იგი უთხრა მას და ჰრქუა, ვითარმედ ესე მიყო მე მონამან შენმან, განრისხნა პეტეფრე გულისწყრომით. 19 და იყო, ვითარცა ესმნეს უფალსა მას მისსა სიტყუანი ესე ცოლისაგან თჳსისა, რაჲ-იგი უთხრა მას, და თქუა: ესე მიყო მეა მონამან ჩემმან? განრისხნა გულის წყრომით.
20. და მოიყუანა იოსებ და შესუა იგი საპყრობილესა, სადაცა პყრობილნი იგი მეფისანი იყვნეს საპყრობილესა შინა. 20 და მოიყვანა უფალმან მისმან იოსებ და შესუა იგი საპყრობილესა, ადგილსა მას, სადაცა-იგი პყრობილნი მეფისანი იყვნეს საპყრობილესა შინა.
21. და იყო უფალი იოსების თანა და მოსცემდა წყალობასა და პოვა მადლი წინაშე მისა მესაპყრობილეთა მოძღურისა მის. 21 და იყო უფალი იოსების თანა და მოსცემდა მას წყალობასა და პოვა მადლი წინაშე მესაპყრობილეთ მოძღურისა მის.
22. და მისცა მესაპყრობილეთ მთავარმან მან საპყრობილე იგი ჴელთა იოსებისთა და ყოველნი იგი პყრობილნი, რაოდენნი იყვნეს საპყრობილესა შინა, რა ყოველივე, რაჲცა ქმნიან მუნ შინა. 22 და მისცა მესაპყრობილეთ მოძღუარმან მან საპყრობილჱ ჴელთა იოსებისთა და ყოველნი იგი პყრობილნი, რავდენნი იყვნეს საპყრობილესა შინა.
23. არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ, რამეთუ ყოველივე იყო ჴელთა შინა იოსებისთა, ამისთჳს რამეთუ უფალი იყო მის თანა. და რაოდენსა-იგი იქმოდა, უფალი წარუმართებდა ჴელთა შინა მისთა. 23 არარაჲ იცოდა თავით თჳსით საპყრობილის მთავარმან მან არცა ერთ რაჲ, რამეთუ ყოველი ჴელთა იოსებისთა იყო, ამისთჳს რამეთუ უფალი იყო მის თანა. და რავდენსა-რას იქმოდა, უფალი წარუმართებდა ჴელთა შინა მისთა.
40 40
1. და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ შესცოდა მთავარღჳნისმწდემან მეფისა ეგჳპტისამან და მეპურეთ მოძღუარმან უფალსა მათსა მეფესა ეგჳპტისასა. 1 და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ შესცოდა მთავარმან ღჳნის მნემან მეფესა ეგჳპტელთასა და მეპურეთ მოძღუარმან.
2. და განურისხნა ფარაო ორთავე მათ საჭურისთა, ღჳნისმნესა მას და მეპურეთმოძღუარსა. 2 და განურისხნა მეფჱ ფარაო ორთავე მათ საჭურისთა, ღჳნის მნესა მას და მეპურეთ მოძღუარსა,
3. და მისცნა იგინი საპყრობილესა, სადაცა-იგი იოსებ პყრობილ იყო. 3 და მისცნა იგინი საპყრობილესა მზარაულთ მოძღურისა მის, ადგილსა, სადა-იგი იოსებ პყრობილ იყო.
4. და შეჰვედრნა იგინი მესაპყრობილეთმთავარმან მან იოსებს. და დგა იგი წინაშე მათსა და იყუნეს იგინი საპყრობილესა შინა მრავალ დღე. 4 და შეჰვედრნა იგინი მესაპყრობილეთ მთავარმან იოსებს და დადგა იგი წინაშე მათსა და იყვნეს იგინი საპყრობილესა მას შინა მრავალ დღე.
5. და იხილეს ჩუენებაჲ ორთავე, კაცად-კაცადმან მათმან ღამესა ერთსა, ხილვაჲ იგი ჩუენებისა მათისა, ღჳნისმნემან მან და მეპურეთმოძღუარმან მან, რომელ-იგი იყვნეს მეფისა მის ეგჳპტელისანი. და ესენი იყვნეს საპყრობილესა შინა. 5 და იხილეს ჩუენებაჲ ორთავე მათ, კაცად-კაცადმან ღამესა ერთსა, ხილვაჲ იგი ჩუენებისა მათისაჲ, ღჳნის მნემან და მეპურეთ მოძღუარმან ფარაო მეფისამან იხილეს საპყრობილესა მას შინა.
6. შევიდა მათა იოსებ განთიად და იხილნა იგინი, რამეთუ იყვნეს შეძრწუნებულ. 6 შევიდა მათა იოსებ განთიად და იხილნა იგინი, და იყვნეს იგინი შეწუხებულ
7. და ჰკითხვიდა საჭურისთა მათ ფარაოსთა, რომელნი იყვნეს საპყრობილესა მას შინა უფლისა თჳსისასა, და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს პირნი თქუენნი მწუხარე არიან დღეს. 7 ჰკითხვიდა საჭურისთა მათ ფარაოჲსთა, რომელნი იყვნეს საპყრობილესა შინა უფლისა თჳსისასა, და ჰრქუა: რაჲსათჳს პირნი თქუენნი შეწუხებულ არიან დღეს ?
8. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენებაჲ ვიხილეთ და გამომეტყუელ მისა არა ვინ არს. ჰრქუა მათ იოსებ: ანუ არა ღმრთისა მიერ არს გამოთქმაჲ მათი? მითხართ იგი მე. 8 ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენებაჲ ვიხილეთ და გამომეტყუელ არავინ არს მისა. ჰრქუა მათ იოსებ: ანუ არა ღმრთისა მიერ არსა გამოთქუმაჲ იგი მათი? მითხართ იგი მე.
9. და უთხრა ღჳნისმნემან მან ჩუენებაჲ იგი თჳსი იოსებს და თქუა: ვხედევდ ძილსა შინა ჩემსა. 9 და უთხრა ღჳნის მნემან მან ჩუენებაჲ იგი თჳსი იოსებს და ჰრქუა: ძილსა შინა ჩემსა ვხედევდ და იყო ვენაჴი წინაშე ჩემსა,
10. და იყო ვენაჴი წინაშე ჩემსა და ვენაჴსა მას სამნი ძირნი ჯდა. იგი ჩენთა და აღმოორძნდა მორჩი და მწიფე იყვნეს ტევანნი მისნი. 10 და ვენაჴსა მას სამნი ძირნი. და იგი აღმოსცენდა და აღმოორძნდა მორჩი და მწიფე იყვნეს ტევანნი იგი ყურძნისანი.
11. და სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა ჩემსა და მოვიღე ყურძენი, იგი და გამოვწურე სასუმელსა შინა ფარაოჲსსა და მივეც სასუმელი იგი ჴელთა ფარაოსთა. 11 და სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა ჩემსა და მოვიღე ყურძენი იგი ჴელსა ჩემსა და გამოვწურე სასუმელსა შინა ფარაოჲსსა.
12. და ჰრქუა მას იოსებ: ესე არს გამოთარგმანებაჲ მაგისი: სამნი იგი ძირნი სამნი დღენი არიან. 12 ჰრქუა მას იოსებ: ესე არს გამოთარგმანებაჲ მაგისი: სამნი იგი ძირნი სამნი დღენი არიან.
13. სამნი დღენი წარჴდენ, მოეჴსენოს ფარაოს სამთავროჲ შენი და კუალად დაგადგინოს შენ მთავრად ღჳნისმნეობასავე შენსა და მისცე სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა მისსა, პირველისაებრ მთავრობისა შენისა, ვითარცა-იგი იყავ პირისმწდე. 13 სამნი-ღა დღენი წარჴდენ და მოეჴსენოს ფარაოს სამთავროჲ იგი შენი და კუალად დაგადგინოს შენ ღჳნის მნეობასა შენსა და მისცე სასუმელი ჴელსა ფარაოჲსსა პირველისაებრ მთავრობისა შენისა, ვითარცა იყავ პირის მჩდე.
14. არამედ მომიჴსენე მე თავით შენით, რაჟამს კეთილი გიყოს შენ, და ყავ ჩემ ზედა წყალობაჲ და მოიჴსენე ჩემთჳს წინაშე ფარაოჲსა და განმიყვანოს მე საპყრობილისა ამისგან. 14 არამედ მომიჴსენე მე თავით შენით, რაჟამს კეთილი გეყოს შენ. და ყავ ჩემთჳს წყალობაჲ და მოიჴსენე ჩემთჳს წინაშე ფარაოჲსსა და განმიყვანოს მე საპყრობილისა ამისგან.
15. რამეთუ პარვით წარმომიპარეს მე ქუეყანით ებრაელთაჲთ და აქა-ცა არარაჲ ვქმენ ბოროტი და შემომაგდეს მე სახლსა ამას ჯურღმულისასა. 15 რამეთუ პარვით წარმომიპყრეს მე ქუეყანით ებრაელთაჲთ და აქაცა არარა ვქმენ ბოროტი და შემომაგდეს მე სახლსა ამას ჯურღმულისასა.
16. და ვითარცა იხილა მეპურეთმოძღუარმან მან, რამეთუ მართალ გამოუთარგმნა მას, ჰრქუა იოსებს: მეცა ვიხილე ჩუენებაჲ: მეგონა მე, ვითარმედ სამნი ლაკანნი სამინდოთა მაქუნდეს თავსა ზედა ჩემსა. 16 ვიითარცა იხილა მეპურეთ მოძღუარმან მან, რამეთუ მართლ გამოუთარგმნა, ჰრქუა იოსებს: მეცა ვიხილე ჩუენებაჲ: მეგონა მე, ვითარმედ სამნი ლანკლანი სამინდოჲთა მქონდეს თავსა ზედა ჩემსა.
17. ხოლო ლაკანსა მას ზედა კერძოჲსა იყო ყოვლისაგან სანოვაგისა, რომელსა ჭამნ მეფე ფარაო, ქმნული მეპურეთ მოძღურისა. და მფრინველნი ცისანი შესჭამდეს მას ლაკნისა მისგან, რომელ იყო თავსა ზედა ჩემსა. 17 ხოლო ლანკლასა მას ზედაკერძოსა იყო ყოვლისაგან სანოვაგისა, რომელსა ჭამნ მეფჱ ფარაო, ქმნული მეპურეთ მოძღურისაჲ, და მფრინველნი ცისანი შეშჭამდეს მას ლანკლისა მისგან, რომელი იყო თავსა ჩემსა.
18. მიუგო მას იოსებ და ჰრქუა: ესე არს შეტყუებაჲ მაგისი: სამნი ეგე ლაკანნი სამნი დღენი არიან. 18 მიუგო იოსებ და ჰრქუა: ესე არს შეტყუებაჲ მაგისი: სამნი ესე ლანკლანი სამნი დღენი არიან.
19. სამნი-ღა დღენი წარჴდენ, მოგკუეთოს ფარაო თავი შენი შენგან და დამოგკიდონ შენ ძელსა. და მოვიდენ მფრინველნი ცისანი და შეჭამონ ჴორცნი შენნი. 19 სამნი-ღა დღენი წარჴდენ და მოგკუეთოს ფარაო თავი შენი შენგან და დამოგკიდოს შენ ძელსა. და შეჭამნენ მფრინველთა ცისათა ჴორცნი შენნი.
20. და იყო, მესამესა დღესა დღე იყო შობისა ფარაოსი და ყო სმა დიდი ყოველთა მონათა თჳსთა თანა და მოეჴსენა პატივი ღჳნისმნისა მის და პატიჟი მეპურეთმოძღურისა მის შორის მონათა თჳსთა. 20 და იყო დღჱ შობისა ფარაოჲსი დღესა მესამესა და იყო სუმაჲ დიდი ყოველთა მონათა მისთაჲ. და მოეჴსენა პატივი ღჳნის მნისაჲ მის და პატივი მეპურეთ მოძღურისაჲ მის შოვრის მონათა მისთა.
21. და კუალად დაადგინა ღჳნისმნე იგი მთავრობასავე თჳსსა ზედა და მისცა სასუმელი ჴელთა ფარაოჲსთა. 21 და კუალად დაადგინა ღჳნის მნე იგი მთავრობასავე თჳსსა და მისცა სასუმელი ჴელსა ფარაოჲსსა.
22. ხოლო მეპურეთმოძღუარი იგი დამოჰკიდა ძელსა, ვითარცა-იგი გამოუთარგმნა მას იოსებ. 22 ხოლო მეპურეთ მოძღუარი იგი დამოჰკიდა ძელსა, ვითარცა-იგი გამოუთარგმანა მას იოსებ.
23. ხოლო ღჳნისმნესა მას არა მოეჴსენა იოსებ, არამედ დაავიწყდა. 23 ხოლო ღჳნის მნესა მას არა მოეჴსენა იოსებ, არამედ დაავიწყდა.
41 41
1. და იყო, შემდგომად ორისა წლისა მათ დღეთასა ფარაო იხილა ჩუენებაჲ: ეგონა, ვითარმედ დგა იგი მდინარესა ზედა. 1 და იყო შემდგომად ორისა წლისა მათ დღეთაჲსა ფარაო იხილა ჩუენებაჲ: ეგონა, ვითარმედ დგა იგი მდინარესა ზედა.
2. და, აჰა ესერა, ვითარცა მდინარისა მისგან გამოვიდოდეს შჳდნი ზროხანი, შუენიერნი პირითა და მსუქანნი ჴორცითა, და ძოვდეს მდინარისა კიდესა. 2 და აჰა-ესერა ვითარმცა მდინარისაგან გამოვიდოდეს შჳდნი ზროხანი, შუენიერნი პირითა და მსუქანენი ჴორცითა, და ძოვდეს მდინარისა მის კიდესა.
3. და სხუანი შჳდნი ზროხანი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მიერ მდინარით, საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა და ძოვდეს ზროხათავე მათ თანა კეთილსახისათა მდინარისკიდესა მას. 3 და სხუანი შჳდნი ზროხანი Page of ms. O: 50v აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მიერვე მდინარით, საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა, და ძოვდეს ზროხათავე მათ თანა მდინარის კიდესა მას.
4. და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, საძაგელთა, ხილვითა და მჭლეთა ჴორცითა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი ხილვითა და კეთილნი ჴორცითა. და არა ცხად იქმნა, ვითარმედ შევიდეს მუცელთა მათთა. განიღჳძა ფარაო. 4 და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, საძაგელთა ხილვითა და მჭლეთა ჴორცითა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი ხილვითა და რჩეულნი ჴორცითა. განიღჳძა ფარაო.
5. და მეორე ჩუენებასა იხილვიდა: აჰა ესერა, შჳდნი თავნი ჴუვილისანი აღმოვიდოდეს ძირსა ერთსა ზედა, რჩეულნი და კეთილნი. 5 და მეორედ ჩუენებასა იხილვიდა: და აჰა-ესერა შჳდნი თავნი ჴუვილისანი აღმოვიდოდეს ძირსა ზედა ერთსა, რჩეულნი და კეთილნი.
6. და მერმე კუალად შჳდნი თავნი აღმოსცენდეს მათვე თანა, წულილნი და ხორშაკეულნი. 6 და აჰა კუალად მერმე შჳდნი თავნი აღმოსცენდეს მათ თანა, წულილნი და ხორშაკეულნი.
7. და შეჭამნეს შჳდთა მათ წულილთა და ხორშაკეულთა შჳდნი იგი თავნი სავსენი და კეთილნი. და განიღჳძა ფარაო და, აჰა ესერა, იყო იგი ჩუენებაჲ. 7 და შეჭამნეს შჳდთა მათ თავთა წულილთა და ხორშაკეულთა შჳდნი იგი თავნი რჩეულნი, სავსენი და კეთილნი განიღჳძა ფარაო და აჰა-ესერა იყო იგი ჩუენებაჲ.
8. და ვითარცა განთენა, შეძრწუნებულ იყო სული მისი მის თანა. და მიავლინა და მოუწოდა ყოველთავე გამომეტყუელთა ეგჳპტისათა და ყოველთა ბრძენთა მისთა და უთხრა მათ ფარაო ჩუენებაჲ იგი მისი. და არა ვინ იყო მათგანი, რომელმან-ცა უთხრა ფარაოს ჩუენებაჲ იგი. 8 და ვითარ განთენა, შეძრწუნებულ იყო სული მისი მის თანა. მიავლინა და მოუწოდა ყოველთავე გამომეტყუელთა ეგჳპტისათა და ყოველთა ბრძენთა მისთა და უთხრა მათ ფარაო ჩუენებაჲ იგი. და არავინ იყო მათგანი, რომელმანმცა უთხრა ფარაოს ჩუენებაჲ იგი.
9. და ეტყოდა ღჳნისმნე იგი ფარაოს და ჰრქუა: ცოდვაჲ ჩემი მოვიჴსენო დღეს. 9 და ეტყოდა ღჳნის მნჱ იგი ფარაოს და ჰრქუა: ცოდვაჲ ჩემი მოვიჴ/სენო დღეს.
10. ფარაო ჰრისხვიდა მონათა თჳსთა და შემსხნა ჩუენ საპყრობილესა, სახლსა მას მზარეულთმოძღურისა, მე და მეპურეთმოძღუარი. 10 ფარაო ჰრისხვიდა მონათა თჳსთა და შემსხნა ჩუენ საპყრობილესა, სახლსა მას მზარაულთ მოძღურისასა, მე და მეპურეთ მოძღუარი.
11. და ვიხილეთ ჩუენებაჲ ღამესა ერთსა მე და მან. კაცად-კაცადმან ჩუენმან მსგავსად თჳსისაებრ ჩუენებისა ვიხილეთ. 11 და ვიხილეთ ჩუენებაჲ ღამესა ერთსა მე და მან, კაცად-კაცადმან ჩუენმან მსგავსად თჳსისაებრ ჩუენებისა ვიხილეთ.
12. და იყო მუნ ჩუენ თანა ჭაბუკი ებრაელი, მონაჲ მზარაულთა მოძღურისაჲ, და უთხართ მას ჩუენებაჲ იგი და განგჳმარტა ჩუენ. 12 და იყო მუნ ჩუენ თანა ჭაბუკი ერთი ებრაელი, მონაჲ მზარაულთ მოძღურისაჲ, და უთხართ მას ჩუენებაჲ იგი და მან განგჳმარტა ჩუენ
13. და ვითარცა განგჳმარტა ჩუენ, ეგრეცა იყო: მე კუალად მოვედ ჩემსავე ამას პატივსა, ხოლო იგი დამოეკიდა ძელსა და მოკუდა. 13 და ვითარცა-იგი მან განგჳმარტა, ეგრეცა იყო და შეგუემთხჳა ჩუენ: მე კუალად მოვედ ჩემსავე ამას პატივსა, ხოლო იგი დამოეკიდა ძელსა და მოკუდა.
14. მიავლინა ფარაო და მოუწოდა იოსებს და გამოიყუანა იგი საპყრობილისა მისგან. დაუკვეცეს მას თმაჲ და შეუცვალეს მას სამოსელი მისი და მოვიდა წინაშე ფარაოჲსა. 14 მიუვლინა ფარაო და მოუწოდა იოსებს და გამოიყვანა იგი საპყრობილისა მისგან. დაუკუეცეს მას თმაჲ და შეუცვალეს სამოსელი და მოვიდა წინაშე ფარაოჲსსა.
15. და ჰრქუა ფარაო იოსებს: ჩუენებაჲ ვიხილე და არა ვინ არს, რომელმან-ცა განმიმარტა იგი, ხოლო მე მასმიეს შენთჳს ვითარმედ თქჳან, გესმის რაჲ ჩუენებაჲ, განჰმარტი იგი. 15 ჰრქუა ფარაო იოსებს: ჩუენებაჲ ვიხილე და არავინ არს, ვინმცა განმიმარტა იგი. ხოლო მე მასმიეს შენთჳს: ვითარ თქჳან ჩუენებაჲ, განჰმარტი იგი.
16. მიუგო იოსებ და ჰრქუა ფარაოს: თჳნიერ ღმრთისა ვერ მიეგოს სიტყუაჲ, მეფე, მაცხოვარებასა შენსა. 16 მიუგო იოსებ და ჰრქუა ფარაოს: თჳნიერ ღმრთისა ვერ მიეგოს სიტყუაჲ მაცხოვარებასა ფარაოჲსსა.
17. ეტყოდა ფარაო იოსებს და ჰრქუა: ძილსა შინა მეგონა, ვითარმედ ვდეგ კიდესა მდინარისასა. 17 ეტყოდა ფარაო იოსებს და ჰრქუა: ძილსა შინა ჩემსა მეგონა, ვითარმედ ვდეგ კიდესა მდინარისასა,
18. და ვითარცა მიერ მდინარით გამოვიდოდეს შჳდნი ზროხანი რჩეულნი ჴორცითა და შუენიერნი ხილვითა, და ძოვდეს კიდესა ზედა. 18 და ვითარმცა მიერ მდინარით გამოვიდოდეს შჳდნი ზროხანი რჩეულნი ჴორცითა და შუენიერნი ხილვითა, და ძოვდეს კიდესა ზედა.
19. და მერმე კუალად სხუანი ზროხანი შჳდნი აღმოვიდოდეს, შემდგომად მათსა მიერ-ვე მდინარით, ხენეშნი და საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა, რომელ, არა სადა მეხილვნეს ეგევითარნი საძაგელნი ყოველსა ეგჳპტესა უუშვერესი. 19 და მერმე კულად შჳდნი სხუანი ზროხანი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მიერვე მდინარით, ხენეშნი და საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა, რომელ არასადა მეხილნეს ეგევითარნი საძაგელნი ყოველსა ეგჳპტესა.
20. და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, მჭლეთა და საძაგელთა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი და რჩეულნი. 20 და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა მჭლეთა და საძაგელთა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი და რჩეულნი.
21. და შევიდეს მუცელთა მათთა და არა რაჲ აჩნდა, ვითარმედ შევიდეს მუცელთა მათ თანა. და პირნი მათნი საძაგელ იყვნეს, ვითარცა-იგი პირველ. 21 შევიდეს მუცელთა მათთა და არარაჲ გამოჩნდა, ვითარ შევიდეს მუცელთა მათთა. და პირნი მათნი ეგრევე საძაგელ იყვნეს, ვითარცა-იგი პირველ. განვიღჳძე და კუალად დავიძინე.
22. განვიღჳძე და კუალად დავიძინე. და ვიხილე მერმე ჩუენებასა: და ვითარცა შჳდნი თავნი ჴუვილისანი, აღმოვიდოდეს ადგილსა ერთსა, სავსენი და კეთილნი. 22 და ვიხილევდ მერმე ჩუენებასა: და ვითარმცა შჳდნი თავნი ჴუვილისანი, აღმოვიდოდეს ადგილსა ერთსა, სავსენი და კეთილნი.
23. და მერმე კუალად სხუანი შჳდნი თავნი წულილნი და ხორშაკეულნი აღმოსცენდებოდეს მათ თანავე. 23 და მერმე კუალად შჳდნი თავნი წულილნი და ხორშაკეულნი აღმოსცენდებოდეს მათ თანავე.
24. და შთანთქნეს შჳდთა მათ თავთა ხორშაკეულთა შჳდნი იგი თავნი, კეთილნი და სავსენი. უთხარ ესე გამომეტყუელთა და არა ვინ არს. რომელმან-ცა მითხრა მე. 24 და შთანთქნეს შჳდთა მათ თავთა, წულილთა და ხორშაკეულთა, შჳდნი იგი თავნი, სავსენი და კეთილნი. უთხარ ესე გამომეტყუელთა ამათ და არავინ არს, რომელმანმცა მითხრა მე.
25. ჰრქუა იოსებ ფარაოს: ჩუენება ფარაოჲსი ორი-ვე ერთ არს: რაოდენი ღმერთსა ეგულების ყოფად, უჩუენა ფარაოს: 25 ჰრქუა იოსებ ფარაოს: ჩუენებაჲ ფარაოჲსი ერთ არს: რავდენი ეგულების ღმერთსა ყოფად, უჩუენა ფარაოს.
26. შჳდნი იგი ზროხანი კეთილნი შჳდნი წელნი არიან და შჳდნი იგი თავნი ჴუვილისანი კეთილნი შჳდნი წელნი არიან. ჩუენებაჲ ფარაოჲსა ორი-ვე ერთ არს. 26 შჳდნი იგი ზროხანი კეთილნი შჳდნი წელნი არიან და შჳდნი თავნი ჴუვილისანი შჳდნი წელნი არიან. ჩუენებაჲ ფარაოჲსი ორივე იგი ერთ არს.
27. შჳდნი იგი ზროხანი, რომელნი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მჭლენი, შჳდნი წელნი არიან; და შჳდნი იგი თავნი ჴუვილისანი წულილნი და ხორშაკეულნი - იყოს შჳდ წელ სიყმილი. 27 და შჳდნი იგი ზროხანი, რომელნი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მჭლენი, შჳდნი წელნი არიან; და შჳდნი თავნი ჴუვილისანი წულილნი და ხორშაკეულნი -- იყოს შჳდი წელი სიყმილი.
28. ხოლო სიტყუაჲ იგი რომელ ვარქუ ფარაოს, რაოდენი ღმერთსა ეგულების, უჩუენა ფარაოს. 28 ხოლო სიტყუაჲ იგი, რომელ ვარქუ ფარაოს, რავდენი ეგულების ღმერთსა, უჩუენა ფარაოს.
29. აჰა ესერა, შჳდნი წელნი მოვლენან ნაყოფიერებისა დიდისანი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. 29 აჰა შჳდნი წელნი მოვლნ ნაყოფიერებისანი დიდნი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
30. და მოიწინენ შჳდნი წელნი სიყმილისანი შემდგომად მისა და დაივიწყონ ნაყოფიერებაჲ იგი მაძღრობისა ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. და აღჴოცოს სიყმილმან ქუეყანაჲ. 30 და მოიწინენ შჳდნი წელნი სიყმილისანი შემდგომად მისა, დაავიწყოს ნაყოფიერებაჲ იგი მაძღრობისაჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა და აღჴოცოს სიყმილმან ქუეყანაჲ.
31. და არ-ღა-რა საცნაურ იყოს ნაყოფიერებაჲ ქუეყანასა ზედა სიყმილისა მისგან, რომელ იყოს შემდგომად მისა, რამეთუ სასტიკ იყოს ფრიად. 31 და არღარა საცნაურ იყოს ნაყოფიერებაჲ ქუეყანასა ზედა სიყმილისაგან, რომელი იყოს შემდგომად მისა, რამეთუ სასტიკ იყოს ფრიად.
32. ხოლო მეორედ ქცევისა მისთჳს ჩუენებისა ფარაოჲსა ორგზის, რამეთუ ჭეშმარიტ იყოს სიტყუაჲ იგი ღმრთისამიერი და ისწრაფოს ღმერთმან ყოფად ესე. 32 ხოლო მეორედ დაქცევისა მისთჳს ჩუენებისა ფარაოჲსისა ორ გზის, რაჲთა ჭეშმარიტ იყოს სიტყუაჲ იგი ღმრთისა მიერი და ისწრაფოს ღმერთმან ყოფად ესე.
33. აწ შენ იხილე კაცი ბრძენი და დაადგინე ყოველსა ქუეყანასა ზედა ეგჳპტისასა. 33 აწ უკუე იხილე კაცი ბრძენი და მეცნიერი და დაადგინე იგი ყოველსა ზედა [ქუეყანასა] ეგჳპტისასა.
34. და ყავნ ესრეთ ფარაო, დაადგინენინ ადგილთმთავარნი ქუეყანასა ზედა და ხუთეული აღიღეთ ყოვლისაგან ნაყოფისა ქუეყანისა ეგჳპტისა შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა. 34 და ყავნ ესრჱთ ფარაო და დაადგინენინ ადგილთა მთავარნი ქუეყანასა ზედა და ხუთეული აღიღედ ყოვლისაგან ქუეყანისა ეგჳპტისაჲ[სა] შჳდთა ამათ წელთა ნაყოფიერებისათა
35. და შეკრიბედ ყოველივე საზრდელი შჳდთა მათ წელთა მომავალთა კეთილთა და შეკრიბედ იფქლი ჴელსა ქუეშე ფარაოსსა, საზრდელი ქალაქთა შინა. 35 და შეკრიბედ ყოველივე საზრდელი შჳდთა მათ წელთაჲ მომავალთა კეთილთაჲ და შეკრიბედ იფქლი ჴელსა ქუეშე ფარაოჲსსა. საზრდელი ქალაქთა შინა დამარხულ იყავნ.
36. და დამარხულ იყავნ ქუეყანისათჳს საზრდელი იგი შჳდთა მათთჳს წელთა სიყმილისათა, რომელნი ყოფად არიან ქუეყანასა ეგჳპტისასა, და არა მოისრას ქუეყანა სიყმილითა. 36 და იყავნ საზრდელი დამარხულ ქუეყანისათჳს შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა, რომელნი ყოფად არიან ქუეყანასა ზედა ეგჳპტისასა, და არა მოისრას ქუეყანაჲ საყმილითა.
37. ხოლო სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე წინაშე ფარაოჲსა და წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. 37 ხოლო სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე წინაშე ფარაოჲსსა და წინაშე ყოველთა მონათა მისთა.
38. და ჰრქუა ფარაო ყოველთა მონათა თჳსთა: ვინა ვპოოთ ჩუენ სხვაჲ კაცი ესევითარი, რომლისა თანა არს სული ღმრთისაჲ თავისა თჳსისა შორის? 38 და ჰრქუა ფარაო ყოველთა მონათა თჳსთა: ვინაჲ ვპოოთ ჩუენ კაცი სხუაჲ ესევითარი, რომლისა თანა არს სული ღმრთისაჲ?
39. და ჰრქუა ფარაო იოსებს, რამეთუ გიჩუენა შენ ღმერთმან ესე ყოველი და არა ვინ არს კაცი უბრძნეს შენსა და უგულისხმისმყოფელეს შენსა. 39 ჰრქუა ფარაო იოსებს: რამეთუ გიჩუენა შენ ღმერთმან ესე ყოველი, არავინ არს კაცი უბრძნეს შენსა და უგულისხმის-მყოფელეს შენსა.
40. შენ იყავ სახლსა ზედა ჩემსა და პირსა შენსა ერჩდეს ერი ჩემი, გარნა ხოლო საყდრითა გმატდე მე შენ. 40 შენ იყავ სახლსა ზედა ჩემსა და პირსა შენსა ერჩდეს ერი ჩემი, გარნა საყდრითა ხოლო გმატდე მე შენ.
41. და ჰრქუა ფარაო იოსებს, აჰა ესერა, დამიდგინებიე შენ დღესითგან ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. 41 და აჰა-ესერა დამიდგინებიე მე შენ დღესით დღითგან ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
42. და წარიჴადა ფარაო ბეჭედი ჴელისა თჳსისა და შეაცუა ჴელსა იოსებსა და შეჰმოსეს მას სამოსელი ბისონი და გარდააცუეს მანიაკი ოქროჲსა ყელსა მისსა. 42 და წარიჴადა ფარაო ბეჭედი ჴელისაგან თჳსისა და შეაცუა ჴელსა იოსებისსა და შეჰმოსა სამოსელი ბისონი და გარდააცუეს მანიაკი ოქროჲ[საჲ] ყელსა მისსა.
43. და აღსუეს იგი ეტლსა შემდგომსა მისსა და ქადაგებდა წინაშე მისსა ქადაგი და დაადგინა იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. 43 და აღსუა იგი ეტლსა შემდგომსა მისსა და ჴმობდა წინაშე მისსა ქადაგი და დაადგინა იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
44. და ჰრქუა ფარაო იოსებს: მე, ფარაო, გეტყჳ შენ: თჳნიერ შენსა არავინ აღყოს ჴელი ქუეყანასა ეგჳპტისასა. 44 ჰრქუა ფარაო იოსებს: მე ფარაო გეტყჳ: თჳნიერ შენსა არავინ აღყოს ჴელი ქუეყანასა ეგჳპტისასა.
45. და უწოდა ფარაო სახელი იოსებს ფსომთოფანი და მისცა მას ასენექ, ასული პეტეფრესი, მღდელისა მის მზისქალაქისა, მისა ცოლად. 45 და უწოდა ფარაო სახელი იოსებს ფონთოფარნექ და მისცა მას ასენექ, ასული პატეფრესი, მღდელისა მის მზის ქალაქისაჲ, მისა ცოლად.
46. იოსებ იყო ოცდაათის წლის, რაჟამს წარდგა წინაშე ფარაოჲსა, მეფისა ეგჳპტელთასა. განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა და მოვლო ყოველი ეგჳპტე. 46 იოსებ იყო ოც და ათის წლის, რაჟამს ჩარდგა წინაშე ფარაოჲსსა, მეფისა ეგჳპტელთაჲსა. განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსისა და მოვლო ყოველი ეგჳპტე.
47. და ყო ქუეყანამან შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა ნაყოფი. 47 და ყო ქუეყანამან შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა ნაყოფი.
48. და შეკრიბა ყოველი საზრდელი შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა, ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. და დადვა საზრდელი ქალაქთა შინა, საზრდელი ველთა მათ ქალაქისა გარემოთა. 48 და შეკრიბა შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა საზრდელი, რომელ-იგი იყო ნაყოფი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა, და დადვა საზრდელი ქალაქთა შინა, საზრდელი ველთაჲ ქალაქისა მის გარემოჲსთაჲ და დადვა მას შინა.
49. და დადვა მას შინა. და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა დიდად ფრიად, ვიდრემდე ვერ-ღა-რა ეძლო რაცხვად, რამეთუ არა იყო რიცხუ. 49 და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ დიდად ფრიად, ვიდრემდე ვერღარა ეძლო აღრაცხად, რამეთუ არა იყო რიცხჳ.
50. ხოლო იოსებს ესხნეს ორ ძე, ვიდრე მოწევნადმდე შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა, რომელნი უშვნა ასენექ, ასულმან პეტეფრესმან, მღდელისა მის მზისქალაქისამან. 50 ხოლო იოსებს ესხნეს ორ ძე, ვიდრე მოწევნადმდე შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა, რომელნი უშვნა ასენექ, ასულმან პეტეფრესმან, მღდელისა მზის ქალაქისამან.
51. და უწოდა სახელი იოსებ პირმშოსა მას მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა. 51 და უწოდა იოსებ პირმშოსა მისსა მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველივე მამისა ჩემისაჲ.
52. და სახელი მეორისა მის უწოდა ეფრემ და თქუა: რამეთუ აღმაორძინა მე ღმერთმან სიმდაბლესა შინა ჩემსა. 52 და მეორესა მას უწოდა ეფრემ და თქუა: რამეთუ აღმაორძინა მე ღმერთმან სიმდაბლესა შინა ჩემსა.
53. წარჴდეს შჳდნი იგი წელნი ნაყოფიერებისანი, რომელ იყვნეს ქუეყანასა ეგჳპტისასა. 53 წარჴდეს შჳდნი იგი წელნი ნაყოფიერებისანი, რომელნი იყვნეს ქუეყანასა მას ეგჳპტისასა,
54. და იწყეს შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა მოსლვად, ვითარცა-იგი თქუა იოსებ. და იყო სიყმილი ყოველსა ქუეყანასა, და ყოველსა ეგჳპტესა არა იყო პური. 54 და იწყეს შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა მოსლვად. და იყო სიყმილი ყოველსა ქუეყანასა, ხოლო ქუეყანასა ეგჳპტისასა არა იყო პური.
55. და შეემშია ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და ღაღად-ყო ყოველმან ერმან პურისათჳს ფარაოს მიმართ. ჰრქუა ფარაო ყოველთა მეგჳპტელთა: მივედით იოსებისა და რაჲ-იგი გრქუას, იგი-ცა ყავთ. 55 და შეემშია ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და ღაღად -ყო ყოველმან ერმან პურისათჳს წინაშე ფარაოჲსსა. ჰრქუა ფარაო მეეგჳპტელთა: მივედით იოსებისა და, რაჲ გრქუას მან, იგიცა ყავთ.
56. და სიყმილი იყო პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, განახუნა იოსებ ყოველნი იგი იფქლისა საუნჯენი და ჰყიდდა ყოველთა ეგჳპტელთა ზედა. 56 და სიყმილი იყო პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. განახუნა იოსებ ყოველნი საუნჯენი იფქლისანი და ჰყიდდა ყოველთა ეგჳპტელთა.
57. და ყოველი სოფლები მოვიდოდა ეგჳპტედ სყიდად იფქლისა იოსებისა, რამეთუ დაიპყრა სიყმილმან ყოველი ქუეყანაჲ. 57 და ყოველი სოფლები მოვიდოდა ეგჳპტედ...
42 42
1. და ვითარცა იხილა იაკობ, რამეთუ არს სასყიდელი ეგჳპტეს, ჰრქუა ძეთა თჳსთა: რაჲსა უდებ ხართ. ტექსტი ნაკლულია. აკლია 1-15 მუხლები.
2. აჰა, მესმა, ვითარმედ არს იფქლი ეგჳპტედ, შთავედით მუნ და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი, რათა ვცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ.
3. და შთავიდეს ძმანი იოსებისნი ათნი ეგჳპტედ სყიდად იფქლისა.
4. ხოლო ბენიამენ, ძმაჲ იოსებისი, არა წარავლინა ძმათა მისთა თანა, რამეთუ თქუა: ნუუკუე სნეულებაჲ რაჲმე ხუდეს გზასა ზედა.
5. მოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტედ სყიდად მომავალთა თანა. ხოლო იყო სიყმილი ქუეყანასა-ცა ქანანისასა.
6. ხოლო იოსებ იყო მთავარ ქუეყანასა მას და ესე მიჰყიდდა ყოველსა ერსა ქუეყანისასა. და მოვიდეს ძმანი იოსებისნი და თაყუანის-სცეს მას პირსა ზედა ქუეყანისასა.
7. და ვითარცა იხილა იოსებ ძმანი თჳსნი, იცნა იგინი და არა გამოეცხადა მათ, არამედ ეტყოდა ფიცხელად და ჰრქუა მათ: ვინა მოხუალთ? ხოლო მათ ჰრქუეს: ქუეყანით ქანანისათ სყიდად საზრდელისა.
8. იცნა იოსებ ძმანი თჳსნი, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი.
9. მოეჴსენა იოსებს ჩუენებაჲ იგი, რომელ იხილა მან და ჰრქუა მათ: მსტოარნი ხართ და ალაგთა სოფლისათა მისრულ ხართ ხილვად.
10. ხოლო მათ ჰრქუეს: არა, უფალო, მონანი შენნი ვართ და მოვედით სყიდად საზრდელისა.
11. ჩუენ ყოველი ძმანი ვართ და ძენი ერთისა კაცისანი მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი.
12. ჰრქუა მათ იოსებ: არა, არამედ ალაგთა სოფლებისათა მოსრულ ხართ ხილვად.
13. ხოლო მათ ჰრქუეს: ათორმეტნი ვიყვენით ჩუენ ძმანი, მონანი შენნი, ქუეყანასა ქანანისსა. და ერთი უმრწემესი ჩუენი მამისა თანა არს დღეს, ხოლო ერთი იგი არა არს ჩუენ შორის.
14. ჰრქუა მათ იოსებ: ესე იგი არს, რომელსა გეტყოდე თქუენ, ვითარმედ მსტოვარნი ხართ.
15. ამით საცნაურ იყვნეთ: უკუეთუ მშჳდობისანი ხართ, ვფუცავ ცხორებასა ფარაოსსა, არა განხჳდეთ ამიერ, ვიდრე არა მოვიდეს აქა ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი.
16. წარავლინეთ ერთი თქუენგანი და მოიყუანეთ იგი აქა. ხოლო თქუენ გიპყრნე კრძალულად, ვიდრე განცხადნენ სიტყუანი თქუენნი, გინა თუ ჭეშმარიტ არიან, გინა არა. უკეთუ არა ვფუცავ ცხორებასა ფარაოსსა, ვითარმედ მსტოვარნი ხართ. 16 ... ფარაოჲსსა, ვითარმედ მსტოვარნი ხართ.
17. და შესხნა იგინი საპყრობილესა სამ დღე. 17 და შესხნა იგინი საპყრობილესა სამ დღე.
18. და მესამესა დღესა ჰრქუა მათ: ესე ჰყავთ და სცხოვნდეთ, რამეთუ მე ღმრთისა მეშინის. 18 და ჰრქუა მათ მესამესა დღესა: ესე ყავთ და სცხონდეთ, რამეთუ მე ღმრთისა მეშინის.
19. უკუეთუ ხართ მშჳდობისანი. ძმაჲ თქუენი ერთი დავიყენო საპყრობილესა შინა, ხოლო თქუენ წარვედით და წარიღეთ სყიდული ეგე იფქლი თქუენი 19 უკუეთუ ხართ თქუენ მშჳდობისანი, ძმაჲ ერთი თქუენი დავიყენო საპყრობილესა შინა, ხოლო თქუენ წარვედით და წარიღეთ სყიდული ეგე იფქლი თქუენი
20. და ძმა იგი თქუენი მოიყუანეთ ჩემდა, და მაშინ-ღა თუ სარწმუნო იყვნენ სიტყუანი ეგე თქუენნი; უკეთუ არა, მოსწყდეთ. ხოლო მათ ჰრქუეს: ეგრე. 20 და ძმაჲ იგი თქუენი მოიყვანეთ აქა ჩემდა, და მაშინ-ღა თუ სარწმუნო იყვნენ სიტყუანი თქუენნი; უკუეთუ არა, მოსწყდეთ. და მათ ყვეს ეგრჱთ.
21. და ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: ჰე, ცოდვასა შინა ვართ ძმისათჳს ჩუენისა, რამეთუ უგულებელს-ვყავთ ჭირი სულისა მისისა, რაჟამს-იგი გვევედრებოდა ჩუენ და არა ვისმინეთ მისი. ამისთჳს მოიწია ჩუენ ზედა ყოველი ესე ჭირი. 21 ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: ჰე, ცოდვასა შინა ვართ ძმისა ჩუენისათჳს, რამეთუ უგულებელს-ვყავთ ჭირი სულისა მისისაჲ. ოდეს გუევედრებოდა ჩუენ და არა ვისმინეთ მისი. ამისთჳსცა მოიწია ყოველი ესე ჭირი ჩუენ ზედა.
22. მიუგო რუბენ და ჰრქუა მათ: არა გეტყოდი-ა თქუენ და გარქუ: ნუ ავნებთ ყრმასა მაგას? და არა ისმინეთ ჩემი, აწ, ესერა, სისხლი მისი იძიების. 22 მიუგო რუბენ და ჰრქუა მათ: არა გეტყოდეა თქუენ და გარქუ: ნუ ავნებთ ძმასა მაგას ჩუენსა? და არა ისმინეთ ჩემი და აწ ესერა იძიების სისხლი მისი.
23. ხოლო მათ არა იცოდეს, ვითარმედ ესმის იოსებს, რამეთუ თარგმანი დგას მათ შორის. 23 ხოლო მათ არა იცოდეს, ვითარმედ ესმის ყოველი იგი იოსებს. რამეთუ თარგმანი დგა მათ შოვრის.
24. მიიქცა გარე მათგან იოსებ და ტიროდა. მერმე მოუჴდა და ჰრქუა მათ ეგრევე. 24 და მიიქცა გარე იოსებ მათგან და ტიროდა. მერმე მოუჴდა და ჰრქუა მათ ეგრევე . და შეიპყრა სჳმეონ და შეკრა მათ წინაშე.
25. და შეიპყრა სჳმეონ და შეკრა მათ წინაშე. და უბრძანა იოსებ აღვსებად ჭურჭელნი მათნი იფქლითა და მიცემად კაცად-კაცადისა ვეცხლი ძაძასა თჳსსა და მიცემად საგზალი გზასა ზედა და უყვეს მათ ეგრე. 25 და უბრძანა იოსებ აღვსებად ჭურჭერნი მათნი იფქლითა და მიცემად კაცად-კაცადსა ვეცხლი ძაძასა თჳსსა და მიცემად საგზალი გზასა ზედა. და უყვეს მათ ეგრჱთ.
26. და აღჰკიდეს იფქლი ვირთა მათთა და წარვიდეს მიერ. 26 და აჰკიდეს იფქლი ვირთა მათთა და წარვიდეს მიერ.
27. განჴსნა ერთმან ტჳრთსა, რათა-მცა სცა საზრდელი ვირთა სადგურსა ზედა, და იხილა კრული იგი ვეცხლი თჳსი, რამეთუ იყვა ზედა კერძო ძაძასა მისსა 27 განჰჴსნა ერთმან ტჳრთსა, რაჲთამცა სცა საზრდელი ვირთა სადგურსა ზედა, და იხილა შეკრული იგი ვეცხლი თჳსი, რამეთუ იდვა ზედა კერძო ძაძასა მისსა.
28. მიუგო და ჰრქუა ძმათა თჳსთა: კუალად მომეცა მე ვეცხლი ჩემი და, აჰა, იგი ვაშკარანსა ჩემსა არს. და განუკრთა გული მათი და შეშფოთნეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ ესე მიყო ჩუენ ღმერთმან? 28 ჰრქუა ძმათა თჳსთა: კუალად მომეცა მე ვეცხლი ჩემი და აჰა იგი ვაშკარანსა ჩემსა არს. განჰკრთა გული მათი და შეშფოთნეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ ესე მიყო ჩუენ უფალმან?
29. და მოვიდეს იგინი იაკობისა, მამისა მათისა, ქუეყანად ქანანისა, უთხრეს მათ ყოველი, რაჲცა შეემთხჳა და ეტყოდეს: 29 და მოვიდეს იაკობისა, მამისა მათისა, ქუეყანად ქანაანისა და უთხრეს მას ყოველი, რომელი შეემთხჳა მათ და იტყოდეს:
30. მეტყოდა ჩუენ კაცი იგი, უფალი მის ქუეყანისა ფიცხლად და შემსხნა საპყრობილესა, ვითარცა მსტოვარნი ქუეყანისანი. 30 მეტყოდა ჩუენ კაცი იგი, უფალი მის ქუეყანისაჲ, ფიცხლად და შემსხნა ჩუენ საპყრობილესა, ვითარცა მსტუარნი ქუეყანისანი.
31. ხოლო ჩუენ ვარქუთ მას: რამეთუ მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი. 31 ხოლო ჩუენ ვარქუთ მას: მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი.
32. ათორმეტნი ვიყუენით ჩუენ ძენი ერთისა მამისანი, ერთი იგი არა შოვრის არს, ხოლო ერთი იგი უმრწამესი მამისა ჩუენისა თანა არს ქუეყანასა ქანანისსა. 32 ათორმეტ ვიყვენით ჩუენ ძენი ერთისა მამისანი და ერთი იგი არა შოვრის ჩუენსა არს, ხოლო ერთი იგი მამისა ჩუენისა თანა არს ქუეყანასა ქანაანისასა
33. და მრქუა ჩუენ კაცმან მან, უფალმან მის ქუეყანისამან: ამით ვცნა, რამეთუ მშჳდობისანი ხართ, ძმაჲ ერთი თქუენგანი აქა დაუტევეთ ჩემ თანა და სყიდულიცა იგი იფქლი, რომელი მიგიღებიეს, მიართჳთ ვანსა თქუენსა და წარვედით. 33 მრქუა ჩუენ კაცმან მან, უფალმან მის ქუეყანისამან: ამით ვცნა, უკუეთუ მშჳდობისანი ხართ: ძმაჲ თქუენი ერთი ჩემ თანა დაუტევეთ და სყიდული, რომელ მიგიღებიეს, მიართჳთ ვანსა თქუენსა [!] და წარვედით
34. და ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი მოიყუანეთ ჩემდა და ვცნა, რამეთუ არა მსტოვარნი ხართ, არამედ მშჳდობისანი, მიგცე ძმაჲ ესე თქუენი და ქუეყანასა ამას იქცეოდეთ და ვაჭრობდეთ. 34 და ძმაჲ იგი თქუენი უმრწემჱსი მოიყვანეთ ჩემდა და ვცნა, რამეთუ არა მსტუარნი ხართ, არამედ მშჳდობისანი, და ძმაჲ ესე თქუენი მიგცე თქუენ და ქუეყანასა ამას იქცეოდეთ და ვაჭრობდით.
35. და იყო, ვითარცა წარმოაცალიერებდეს ძაძათა მათთა, იპოვა შეკრული ვეცხლი კაცად-კაცადისა ძაძასა თჳსსა. და ვითარცა იხილეს შეკრულები იგი ვეცხლი მათი და შეეშინათ. 35 იყო, ვითარცა წარმოაცალიერებდეს ძაძათა მათთა, იპოვა კაცად-კაცადისა ვეცხლი შეკრული ძაძათა მათთა. ვითარცა იხილეს შეკრულები იგი ვეცხლი მათ და, მამამან მათმან, შეშინდეს.
36. და ჰრქუა იაკობ, მამამან მათმან: მე უშვილო მქმენით, იოსებ არა არს, სჳმეონ არა არს და ბენიამენ-ღა მიმიღოთ, ჩემ ზედა იქმნა ესე ყოველი. 36 და თქუა იაკობ, მამამან მათმან: მე უშვილო მქმენით, იოსებ არა არს... და ბენიამენ-ღა მიმიღოთ. ჩემ ზედა იქმნა ესე ყოველი!
37. მიუგო რუბენ მამასა თჳსსა და ჰრქუა: ორნი ესე ძენი ჩემნი მოსწყჳდენ, უკუეთუ არა მოვიყვანო ეგე შენდა. მომეც მე ეგე ჴელთა ჩემთა და მე აღმოგგუარო ეგე შენ. 37 მიუგო რუბენ მამასა თჳსსა და ჰრქუა: ორნი ესე ძენი ჩემნი მოწყდენ, უკუეთუ არა მოვიყვანო ეგე შენდა. მომეც ეგე ჴელთა ჩემთა და მე აღმოგგუარო ეგე შენ.
38. ჰრქუა მას იაკობ: არა შთავიდეს ძე ჩემი თქუენ თანა, რამეთუ ძმაჲ მაგისი მოკუდა და ეგე მარტოჲ დაშთომილ არს და შეემთხჳოს რაჲმე სნეულებაჲ გზასა ზედა, რომელსა მიხუალთ და შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთად. 38 ჰრქუა მას იაკობ: არა შთავიდეს ძჱ ჩემი თქუენ თანა, რამეთუ ძმაჲ მაგისი მოკუდა და ეგე მარტოჲ დაშთომილ არს. . . და შთაავლინოთ სიბერჱ ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთა.
43 43
1. ხოლო სიყმილი განძლიერდებოდა ქუეყანასა. 1 ხოლო სიყმილი განძლიერდებოდა ქუეყანასა ზედა.
2. და იყო, რაჟამს შეასრულეს იფქლი იგი შეჭმად, რომელ მიეღო ეგჳპტით, ჰრქუა მათ მამამან მათმან: კუალად წარვედით და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი. 2 და იყო, რაჟამს შეასრულეს იფქლი იგი ჭამად, რომელი მოიღეს ეგჳპტით, ჰრქუა მათ მამამან მათმან: კუალად წარვედით და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი.
3. ჰრქუა მას იუდა: წამებით მიწამებდა ჩუენ კაცი იგი, უფალი ქუეყანისა მის, და თქუა: ვერ იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი იყოს თქუენ თანა. 3 ჰრქუა მას იუდა: წამებით მიწამებდა ჩუენ კაცი იგი და თქუა: ვერ იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ იგი თქუენი უმრწემჱსი იყოს თქუენ თანა.
4. უკუეთუ მოავლინო შენ ძმაჲ ჩუენი ჩუენ თანა, შთავიდეთ და გიყიდოთ შენ საზრდელი. 4 უკუეთუ მოავლინებ ძმასა ჩუენსა ჩუენ თანა, შთავიდეთ და გიყიდოთ შენ საზრდელი.
5. უკუეთუ არა მოავლინებ ძმასა ჩუენსა ჩუენ თანა, არა შთავიდეთ, რამეთუ კაცი იგი გვეტყოდა ჩუენ და გურქუა: არა იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ იგი თქუენი უმრწმესი იყოს თქუენ თანა. 5 უკუეთუ არა მოავლინებ ძმასა ჩუენსა ჩუენ თანა, არა შთავიდეთ, რამეთუ კაცი იგი გუეტყოდა და გურქუა ჩუენ: არა იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ თქუენი უმრწემჱსი იყოს თქუენ თანა.
6. და ჰრქუა მათ ისრაჱლ: რაჲ ესე ბოროტი მიყავთ მე? რაჲსათჳს უთხართ, კაცსა მას, რამეთუ გივის თქუენ ძმაჲ. 6 ჰრქუა მათ ისრაჱლ: რაჲ ესე ბოროტი მიყავთ მე? რაჲსათჳს უთხართ კაცსა მას, ვითარმედ: გჳვის ჩუენ ძმაჲ?
7. ხოლო მათ ჰრქუეს: კითხჳთ მკითხვიდა ჩუენ კაცი იგი ნათესავსა ჩუენსა: უკეთუ მამაჲ თქუენი ცოცხალ-ღა არს, ანუ თუ გივის ძმაჲ? და ჩუენ უთხართ მას კითხჳსა მისისაებრ. ჩუენ რაჲ უწყოდეთ, თუ მრქუას ჩუენ: ვითარმედ მოიყუანეთ ძმაჲ თქუენი? 7 ხოლო მათ ჰრქუეს: კითხვით მკითხვიდა ჩუენ კაცი იგი ნათესავსა ჩუენსა და თქუა: უკუეთუ მამაჲ თქუენი ცოცხალ არს, ანუ გივის ძმაჲ? და ჩუენ უთხართ კითხვისა მისისაებრ. ჩუენ რაჲ უწყოდეთ, თუ მრქნას ჩუენ: მოიყვანეთ ძმაჲ თქუენი?!
8. ჰრქუა მას იუდა: მოავლინე ყრმაჲ ეგე ჩემ თანა და აღვდგეთ და წარვიდეთ, რათა ვსცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ ჩუენ-ცა და შენ-ცა და ვანი-ცა შენი. 8 ჰრქუა მას იუდა: მოავლინე ყრმაჲ ეგე ჩემ თანა და აღვდგეთ და წარვიდეთ, რაჲთა ვცხონდეთ და არა მოვსწყდეთ ჩუენცა და შენცა და ვანიცა ჩუენი.
9. მე თავს-ვიდვა ეგე და ჴელთა ჩემთაგან იძიე, უკუეთუ არა მოვიყუანო და დავადგინო ეგე შენ წინაშე, შეცოდებულ ვიყო შენდა ყოველთა დღეთა. 9 მე თავს-ვიდვა ეგე და ჴელთაგან ჩემთა იძიე ეგე. უკუეთუ არა მოვიყვანო ეგე და დავადგინო შენ წინაშე, შეცოდებულ ვიყო შენდა ყოველთა დღეთა!
10. და უკეთუმცა არა დავყოვნეთ, აწმცა მოქცეულ ვართ ორგზის. 10 უკუეთუმცა არა დაგუეყოვნა, აწმცა მოქცეულ ვართ სამ გზის.
11. და ჰრქუა მას ისრაჱლ: ვინათგან ეგრე არს, ესე ყავთ: მიიღეთ ნაყოფისაგან ამის ქუეყანისა ჭურჭელთა შინა თქუენთა და შთაართუთ ძღუენი კაცსა მის ღმრთისასა: რეტინე და თაფლი და საკუმეველი და შტახსი და ბელეკონი და ნიგოზი. 11 ჰრქუა მათ ისრაჱლ, მამამან მათმან: ვინაჲთგან ესრჱთ არს, ესე ყავთ: მიიღეთ ნაყოფისაგან ამის ქუეყანისა ჭურჭერთა თქუენთა და შთაართჳთ კაცსა მას ძღუენი: რეტინი და თაფლი, საკუმეველი და შტახსი, ბელეკონი და ნიგოზი.
12. და ვეცხლი ორი წილი მიიღეთ ჴელთა თქუენთა, ვეცხლი იგი, რომელ მოიგო ჭურჭელთა თქუენთა თანა, მიიღეთ თქუენ თანავე, ნუუკუ უმეცრება რაჲმე არს. 12 და ვეცხლი ორი წილი მიიღეთ ჴელთა თქუენთა და ვეცხლი იგი, რომელ მოიქცა ჭურჭერთა თქუენთა თანა, მიიღეთ თქუენ თანა, ნუუკუე უმეცრება რაჲმე არს.
13. და ძმაჲ თქუენი წარიყუანეთ, და აღდეგით და წარვედით მის კაცისა. 13 და ძმაჲ თქუენი წარიყვანეთ, აღდეგით და წარვედით მის კაცისა.
14. ხოლო ღმერთმან ჩემმან მოგეცინ თქუენ მადლი წინაშე მის კაცისა, მოავლინენ ძმაჲ იგი თქუენი ერთი და ბენიამენ, რამეთუ მე ერთ-ვე უშვილო ვიქმენ. 14 და ღმერთმან ჩემმან მოგეცინ თქუენ მადლი წინაშე მის კაცისა და მოავლინენ ძმაჲ იგი თქუენი ერთი და ბენიამენ, რამეთუ მე ერთვე უშვილო ვიქმენ.
15. მიიღეს კაცთა მათ ძღუენი იგი და ვეცხლი ორი წილი მიიღეს ჴელთა მათთა და ბენიამენ, და აღდგეს და შთავიდეს ეგჳპტედ და წარდგეს წინაშე იოსებისა. 15 მიიღეს კაცთა მათ ძღუენი იგი და ვეცხლი, ორი წილი მიიღეს მათ თანა და ბენიამენ, და აღდგეს და შთავიდეს ეგჳპტედ და წარდგეს წინაშე იოსებისა.
16. ვითარცა იხილნა იგინი იოსებ და ბენიამენ, ძმაჲ იგი თჳსი ერთისა დედისაჲ, ჰრქუა ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა: შეიყუანენ კაცნი ეგე სახიდ და დაკალ საკლველები და მზა-ყავ, რამეთუ ჩემ თანა ჭამონ პური კაცთა მაგათ სამხრის. 16 ვითარცა იხილნა იგინი იოსებ და ბენიამენ, ძმაჲ იგი თჳსი ერთისა დედისაჲ, ჰრქუა ეზოჲს მოძღუარსა მას თჳსსა: შეიყვანენ კაცნი ესე სახიდ და დაკალთ საკლველები და მზა-ყავთ, რაჲთა ჭამონ პური ჩემ თანა კაცთა მაგათ სამხრის.
17. ყო ეგრე კაცმან მან, ვითარცა უბრძანა მას იოსებ და შეიყუანნა იგინი ვანად იოსებისა. 17 და ყო ეგრჱთ კაცმან მან, ვითარცა უბრძანა მას იოსებ, და შეიყვანნა კაცნი იგი ვანად იოსებისა.
18. ვითარცა იხილეს, რამეთუ შეიყუანეს კაცნი იგი სახიდ იოსებისა და თქუეს ვეცხლისა მისთჳს, რაჟამს იპოვა ჭურჭელთა ჩუენთა პირველად, მისთჳს შევჰყავთ ჩუენ შეწამებად დაცვისა და დადებად ბრალისა და მიყუანებად ჩუენდა მონად და კარაულთა ჩუენთა. 18 და მათ ვითარცა იხილეს, რამეთუ შეიყვანნა სახლსა იოსებისსა, თქუეს: ვეცხლისა მისთჳს, რომელი იპოვა ჭურჭერთა ჩუენთა პირველად, მისთჳს შევჰყავთ ჩუენ შეწამებად ცილისა, დადებად ბრალისა და მიყვანებად მონად და კარაულთა ჩუენთა.
19. მოუჴდეს კაცსა მას, რომელ-იგი იყო სახლსა ზედა იოსებისსა. 19 მოვიდეს კაცისა მის, რომელი-იგი იყო სახლსა ზედა იოსებისსა ბჭეთა ზედა სახლისათა,
20. ბჭეთა სახლისათა და ჰრქუეს: გევედრებით, უფალო, მოვედით პირველად სყიდად საზრდელისა. 20 და ჰრქუეს მას: გევედრებით, უფალო, მოვედით პირველად სყიდად საზრდელისა;
21. და იყო, ვითარცა მივედით სადგურსა და აღვაღეთ ძაძათა ჩუენთა, კაცად-კაცადისა ვეცხლი იპოვა ძაძათა ჩუენთა ვეცხლი ჩუენი, სასწორით მოგვიღებიეს ჴელთა ჩუენთა აწ. 21 და იყო, ვითარცა მივედით სადგურსა და აღვაღეთ ძაძათა ჩუენთა, კაცად-კაცადისა ვეცხლი იპოვა ძაძათა ჩუენთა. ვეცხლი ჩუენი სასწორითა მოგჳღებიეს აწ ჴელთა ჩუენთა.
22. და ვეცხლი სხუაჲ მოგჳღებიეს სყიდად საზრდელისა და არა ვიცით, ვინ შთადვა იგი ძაძათა ჩუენთა. 22 და ვეცხლი სხუაჲ მოგჳღებიეს სყიდად საზრდელისა და არა ვიცით, ვინ შთადვა ვეცხლი იგი ძაძათა ჩუენთა.
23. ხოლო მან ჰრქუა მათ: შენდობა იყავნ თქუენდა. ნუ გეშინინ, ღმერთმან თქუენმან და ღმერთმან მამათა თქუენთამან გცა საფასე ჭურჭელთა თქუენთა. ხოლო მე ვეცხლი თქუენი გამოცდილი მომიღებიეს და გამოგუარა მათ სჳმეონ და შეიყუანნა იგინი შინაგან. 23 ხოლო მან ჰრქუა მათ: შენდობა იყავნ თქუენდა, ნუ გეშინინ, ღმერთმან თქუენმან და ღმერთმან მამათა თქუენთამან მოგცა საფასჱ ჭურჭერთა თქუენთა. ხოლო მე ვეცხლი თქუენი გამოცდილი მომიღებიეს. და გამოჰგუარა მათ სჳმეონ.
24. და მოართუა წყალი დაბანად ფერჴთა მათთა და სცა საზრდელი ვირთა მათთა. 24 და მოართუა წყალი დაბანად ფერჴთა მათთა და მისცა საჭმელი ვირთა მათთა.
25. ხოლო მათ მზა-ყუეს ძღუენი მოსლვადმდე იოსებისა სამხრად, რამეთუ ესმა ვითარმედ, მუნ სადილობად არს. 25 ხოლო მათ მომზადეს ძღუენი მოსლვად იოსებისა სამხრად, რამეთუ ესმა, ვითარმედ ისადილებს მუნ.
26. შევიდა იოსებ სახიდ თჳსა და შეართუეს მის ძღუენი, რომელ აქუნდა ჴელთა მათთა და თაყუანი-სცეს მას თავითა ქუეყანასა ზედა. 26 შევიდა იოსებ სახიდ თჳსი და შეართუეს მას ძღუენი, რომელი აქუნდა ჴელთა მათთა, და თაყუანის-სცეს მას თავით ქუეყანასა ზედა.
27. ჰკითხა მათ იოსებ და ჰრქუა: ვითარ-რაჲ ცოცხლებით იყუენით? და მერმე ჰრქუა მათ: ცოცხლებით არს-ა მამაჲ იგი თქუენი მოხუცებული, რომლისა სთქუთ: ცოცხალ-ღა არს? 27 ჰკითხა იოსებ და ჰრქუა მათ: ცოცხლებით არსა მამაჲ იგი თქუენი მოხუცებული, ცოცხალ არსა?
28. ხოლო მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს მონაჲ შენი, მამაჲ ჩუენი, ცოცხალ-ღა არს. და თქუა იოსებ: კურთხეულ არს კაცი იგი ღმრთისა მიერ და იგინი მოდრკეს და თაყუანის-სცეს. 28 ხოლო მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს მონაჲ იგი შენი, მამაჲ ჩუენი, ცოცხალ არს. თქუა იოსებ: კურთხეულ არს კაცი იგი ღმრთისა მიერ! და იგინი მოდრკეს და თაყუანის-სცეს მას.
29. აღიხილნა თუალნი თჳსნი იოსებ და იხილა ბენიამენ, ძმაჲ თჳსი, ერთისა დედისაჲ და ჰრქუა: ესე არსა ძმაჲ თქუენი მრწემი, რომლისა სთქუთ ჩემდა მოყვანებაჲ? და ჰრქუა: ღმერთმან შეგიწყალენ შენ, შვილო. 29 აღიხილნა თუალნი თჳსნი იოსებ და იხილა ბენიამენ, ნაშობი დედისა მისისაჲ, და თქუა: ესე არსა ძმაჲ იგი თქუენი მრწემი, რომლისაჲ სთქუთ ჩემდა მოყვანებაჲ? და ჰრქუეს: ესე არს.
30. შეძრწუნდა იოსებ, რამეთუ, შეიწვებოდეს ნაწლევნი მისნი ძმასა მისსა ზედა და ეგულებოდა ტირილად, შევიდა საუნჯედ და ტიროდა მუნ. 30 შეძრწუნდა იოსებ, რამეთუ შეიწუებოდეს ნაწლევნი მისნი ძმასა მისსა ზედა და ეგულვა ტირილდ. შევიდა საუნჯედ და ტიროდა მუნ.
31. და დაიბანა პირი თჳსი და დაითმინა ტირილი და უბრძანა დაგება პურისა. 31 და დაიბანა პირი თჳსი და დაითმინა ტირილი და უბრძანა დაგებაჲ პურისაჲ.
32. და დაუგეს მას მარტოსა და მათ თჳსა და მეგჳპტელთა მათ, რომელნი პურს ერთნეს, თჳსა რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფების მეგჳპტელთა პურისა ჭამად ებრაელთა თანა. რამეთუ საძაგელებაჲ არს მეგჳპტელთაჲ ყოველი მწყემსი ცხოვართა. 32 და დაუგეს მას მარტოსა და მათ თჳსა და მეეგჳპტელთა მათ, რომელნი პურსა ერთნეს, თჳსაგან, რამეთუ ვერ ყელ-ეწიფების მეეგჳპტელთა მათ პურისა ჭამაჲ ებრაელთა თანა, რამეთუ საძაგელება არს მეეგჳპტელთა მათ.
33. და დასხდეს წინაშე მისსა უხუცესი უხუცესად და უმრწემესი უმრწემესად, განუკჳრდებოდა კაცთა მათ კაცად-კაცადისა ძმისა მიმართ თჳსისა. 33 და დასხდეს წინაშე მისსა უხუცესი უხუცესად და უმრწემჱსი უმრწემჱსად. განუკჳრდებოდა კაცთა მათ ძმისა მიმართ თჳსისა.
34. რამეთუ მიიღებდეს იგინი ბოძსა კაცად-კაცადი, მიიხუენ თავისა თჳსისა, ხოლო დიდად განდიდნებოდა ბოძი ბენიამენისი უფროჲს მათსა ხუთ წილ, ვიდრე მათი, სუეს ღჳნოჲ და დაითვრნეს მის თანა. 34 მიიღებდეს ბოძსა კაცად-კაცადი მისგან თავისა თჳსისა, ხოლო დიდად განდიდნა ბოძი ბენიამენისი უფროჲს მათსა. და სუეს ღჳნოჲ და დაითრვნეს მის თანა.
44 44
1. და უბრძანა იოსებ ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა და ჰრქუა: აღავსენით ძაძანი მაგათ კაცთანი საზრდელითა, რაოდენ რომელ ედვას აღებად და შთაუდევით ვეცხლი კაცად-კაცადისა პირსა ზედა ძაძისა თჳსისასა. 1 და უბრძანა იოსებ ეზოჲს მოძღუარსა თჳსსა და ჰრქუა: აღავსენით ძაძანი მაგათ კაცთანი საზრდელითა, რავდენ ძალ-ედვას წარღებად, და შთაუდევით ვეცხლი კაცად-კაცადისაჲ პირსა ზედა ძაძისა თჳსისასა,
2. და ბარძიმი იგი ჩემი ვეცხლისა შთაუდევით ძაძასა უმრწემესისასა და სასყიდელი-ცა იფქლისა მისისაჲ, ხოლო მათ ყუეს სიტყჳსა მის იოსებისსა, ვითარ-იგი უბრძანა მათ. 2 და ბარძიმი იგი ვეცხლისაჲ შთაუდგთ ძაძასა მას უმრწემჱსისასა და სასყიდელიცა იფქლისა მისისაჲ. ხოლო მათ ყვეს სიტყჳსა მისებრ იოსებისა, ვითარცა-იგი უბრძანა მათ.
3. ღამე იგი განთენა და კაცნი იგი წარიგზავნნეს და კარაულნი მათნი 3 და ვითარ განთენა ღამჱ იგი, წარგზავნნეს კაცნი იგი და კარაულნი მათნი.
4. და ვითარცა განვლეს ქალაქი, არღა განშორებულ იყვნეს შორად, ჰრქუა იოსებ ეზოსმოძღუარსა თჳსსა: აღდეგ, დევნა-უყავ კაცთა მათ, ეწიე და არქუ მათ: რაჲსათჳს მომაგეთ მე ბოროტი კეთილისა წილ? 4 და ვითარ განვლეს ქალაქი და არღა გან/შორებულ იყვნეს შორად, ჰრქუა იოსებ ეზოჲს მოძღუარსა თჳსსა: აღდეგ, დევნა-უყავ კაცთა მათ, ეწიე და არქუ: რაჲსათჳს მომაგეთ მე ბოროტი კეთილისა წილ? რაჲსათჳს მიმპარეთ ბარძიმი ჩემი ვეცხლისაჲ?
5. რასა მიმპარეთ მე ბარძიმი ვეცხლისაჲ, ანუ არა ესე არს-ა, რომლითა სუამნ უფალი ჩემი და იგი ზმნით იზმნიან მაგით? ბოროტი აღასრულეთ რომელ ესე ჰყავთ. 5 ანუ არა ესე არსა, რომლითა სუამნ უფალი ჩემი და იგი ზმნით იზმნინ მაგით? ბოროტი აღასრულეთ, რომელ-ესე ჰყავთ.
6. და ვითარ ეწია იგი, ჰრქუა მათ სიტყჳსა მისებრ. 6 ხოლო იგი ეწია და ჰრქუა სიტყჳსა მისებრ.
7. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: რად იტყჳს უფალი ჩუენი სიტყუასა მაგას? ნუ იყოფინ ჩუენდა, მონათა შენთა სიტყჳსა მაგისებრ. 7 მათ მიუგეს და ჰრქუეს: რად იტყჳ უფალი ჩუენი სიტყუასა მაგას? ნუ სიტყჳსა მაგისებრ მონათა შენთა!
8. უკუეთუ ვეცხლი იგი, რომელ ვპოვეთ ჭურჭელთა ჩუენთა, მოვიღე შენდა ქუეყანით ქანანით, ვითარმცა ვიპარეთ სახლისაგან უფლისა შენისა ოქროჲ, გინა ვეცხლი? 8 უკუეთუ ვეცხლი იგი, რომელ ვპოვეთ მონათა შენთა ჭურჭერთა ჩუენთა, მოვიღეთ შენდა ქუეყანით ქანაანისაჲთ, ვითარმცა ვიპარეთ სახლისაგან უფლისა შენისა ოქროჲ ანუ ვეცხლი?
9. ხოლო რომლისაცა თანა იპოოს მონათა შენთაგანისა ბარძიმი იგი მოკუედინ და ჩუენმცა ვართ უფლისა შენისა მონა. 9 რომლისა თანაცა იპოოს მონათა შენთაგანისა ბარძიმი იგი, მოკუედინ და ჩუენმცა ვართ უფლისა შენისა მონა!
10. ხოლო მან ჰრქუა: და აწ ვითარ იტყჳთ, ეგრე იყავნ. ვის თანა-ცა იპოოს ბარძიმი იგი, იყავნ ჩუენდა მონა. ხოლო თქუენ უბრალო იყვნეთ. 10 ... ხოლო თქუენ უბრალო იყვნეთ.
11. და ისწრაფეს და გარდაჰჴადეს კაცად-კაცადმან ტჳრთი თჳსი და განჴსნეს თითოეულად ძაძა თჳსი. 11 იწრაფეს და გარდაჰჴადეს კაცად-კაცადმან ტჳრთი თჳსი და განჰჴსნა თითოეულმან ძაძაჲ თჳსი.
12. და იწყო და აღიხილვიდა უხუცესითგან, ვიდრემდე მოვიდა უმრწემესისა და პოვა ბარძიმი იგი ტჳრთსა შინა ბენიამენისსა. 12 იწყო და აღიხილვიდა უხუცესითგან ვიდრე უმრწემჱსისა და პოვა ბარძიმი იგი ტჳრთსა შინა ბენიამენისსა.
13. ხოლო მათ დაიპეს სამოსელი მათი და აჰკიდეს კაცად-კაცადმან ტჳრთი თჳსი კარაულსა მათსა და მიიქცეს ქალაქად. 13 ხოლო მათ დაიპეს სამოსელი მათი და აჰკიდეს კაცად-კაცადმან ტჳრთი თჳსი კარაულსა და მიიქცეს ქალაქად.
14. შევიდა იუდა და ძმანი მისნი იოსებისა, ვიდრე სახლსა-ღა შინა იყო და დაცჳვეს წინაშე მისსა ქუეყანისა ზედა. 14 და შევიდა იუდა და ძმანი მისნი იოსებისა, ვიდრე სახლსა-ღა შინა თჳსსა იყო იოსებ, და დაცჳვეს წინაშე მისსა ქუეყანასა ზედა.
15. ჰრქუა მათ იოსებ: რაჲ-ვსე ჰქმენით? არა იცითა, რამეთუ ზმნით იზმნის კაცი ჩემ ვითარი? 15 ჰრქუა მათ იოსებ: რაჲ საქმე ჰქმენით ესე? არა იცითა, რამეთუ ზმნით იზმნინ კაცი ჩემ ვითარი?
16. ჰრქუა მას იუდა: რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ უფალსა ჩუენსა, ანუ რასა ვიტყოდით, ანუ რასა ვიმართლობდეთ, რამეთუ ღმერთმან პოვნა მონანი თჳსნი ცოდვასა შინა. აჰა ესერა, ვართ ჩუენ მონა უფლისა ჩუენისა და რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი. 16 ჰრქნა მას იუდა: რაჲ-მე სიტყუაჲ მიგიგოთ უფალსა ჩუენსა. ანუ რასა ვიტყოდით ანუ რასა ვმართლობდეთ, რამეთუ ღმერთმან პოვნა მონანი თჳსნი ცოდვასა შინა. აჰა-ესერა ვართ ჩუენ მონანი უფლისა ჩუენისანი, ჩუენცა და რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი.
17. ჰრქუა მას იოსებ: ნუ იყოფინ ჩემდა ყოფად სიტყჳსა მაგის, კაცი რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი, იგი-ცა იყოს ჩემდა მონა ხოლო თქუენ აღვედით ცოცხლებით მამისა თქუენისა. 17 ჰრქუა მათ იოსებ: ნუ იყოფინ ჩემდა სიტყჳსაებრ მაგის! რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი, იგიცა იყოს მონა ჩემდა, ხოლო თქუენ აღვედით ცოცხლებით მამისა თქუენისა.
18. მი-რე-ეახლა მას იუდა და ჰრქუა: გევედრები უფალო, იტყოდი მონა შენი წინაშე შენსა და ნუ განჰრისხნები მონისა შენისათჳს, რამეთუ შე ხარ შემდგომი ფარაოსა. 18 მი-რე-ეახლა მას იუდა და ჰრქუა: გევედრები, უფალო. იტყოდის მონაჲ შენი წინაშე შენსა და ნუ განჰრისხნები მონისა შენისათჳს, რამეთუ შენ ხარ შემდგომ ფარაოჲსსა.
19. შენ გვკითხე მონათა შენთა და სთქუ: უკუეთუ გივის მამაჲ, გინათუ ძმაჲ? 19 უფალო, შენ ჰკითხე მონათა შენთა და სთქუ: უკუეთუ გივის მამაჲ ანუ ძმაჲ?
20. და გარქუთ უფალსა ჩუენისა, ვითარმედ გჳვის ჩუენ მამაჲ მოხუცებული და ძე სიბერისა მისისა. ძმაჲ მისი მოკუდა და იგი მარტო დაშთა დედასა მისსა და მამამან მისმან შეიყუარა იგი. 20 და გარქუთ უფალსა ჩუენსა, ვითარმედ: გჳვის ჩუენ მამაჲ მოხუცებული და ძჱ სიბერისა მისისაჲ, ძმაჲ ჩუენი. ხოლო ძმაჲ მისი მოკუდა და იგი დაშთა დედასა მისსა მარტოჲ და მამამან შეიყუარა იგი.
21. ხოლო შენ არქუ მონათა შენთა: მოიყუანეთ იგი ჩემდა და მე ვიღუაწო იგი. 21 ხოლო შენ არქუ მონათა შენთა: მოიყვანეთ იგი ჩემდა და მე ვიღუაწო იგი.
22. ხოლო ჩუენ გარქუთ შენ, უფალსა ჩუენსა, ვერ ჴელ-გეწიფების ყრმასა მას დატევებად მამისა, უკუეთუ დაუტეოს მამაჲ, მოკუდეს იგი. 22 და ჩუენ გარქუთ უფალსა ჩუენსა: ვერ ჴელ-ეწიფების ყრმასა მაგას დატევებაჲ მამისაჲ: უკუეთუ დაუტეოს მამაჲ, მოკუდეს იგი.
23. ხოლო შენ არქუ მონათა შენთა: უკუეთუ არა მოვიდეს ძმაჲ თქუენი უმრწემესი თქუენ თანა, არ-ღა-რა შესძინოთ ხილვად პირისა ჩემისა. 23 ხოლო შენ არქუ მონათა შენთა: უკუეთუ არა მოვიდეს ძმაჲ იგი თქუენი უმრწემჱსი, არღარა შესძინოთ ხილვად პირი ჩემი.
24. და იყო, ვითარცა აღვედით მონისა შენისა, მამისა ჩუენისა, უთხართ მას სიტყუაჲ უფლისაჲ ჩუენისა. 24 იყო, ვითარცა აღვედით მონისა შენისა, მამისა ჩუენისა, უთხართ მას სიტყუაჲ უფლისა ჩუენისაჲ.
25. და მრქუა ჩუენ მონამან შენმან, მამამან ჩუენმან: წარვედით, და მიყიდეთ ჩუენ კუალად მცირედ საზრდელი. 25 და მრქუა ჩუენ მონამან შენმან, მამამან ჩუენმან: წარვედით და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი.
26. ხოლო ჩუენ ვარქუთ: ვერ, ჴელ-გუეწიფების შთასლვად, არა თუ ძმაჲ ჩუენი უმრწემესი შთამოვიდეს ჩუენ თანა, რამეთუ ვერ ჴელ-გუეწიფების ხილვად პირისა კაცისა მის, უკუეთუ ძმაჲ ჩუენი უმრწემესი არა იყოს ჩუენ თანა. 26 ხოლო ჩუენ ვარქუთ: ვერ ჴელ-გუეწიფების შთასლვად, არამედ [ძმა]ჲ თუ ჩუენი უმრწემჱსი შთამოავლინო ჩუენ თანა, შთავიდეთ, რამეთუ ვერ ჴელ-გუეწიფების ხილვად პირი კაცისაჲ მის, უკუეთუ ძმაჲ ჩუენი უმრწემჱსი არა იყოს ჩუენ თანა.
27. ხოლო მრქუა ჩუენ მამამან ჩუენმან, მონამან შენმან, ჩუენდა მომართ: თქუენ უწყით, რამეთუ ორნი შუნა იგინი ცოლმან ჩემმან. 27 მრქუა ჩუენ მამამან ჩუენმან, მონამან შენმან: თქუენ უწყით, რამეთუ ორნი შვნა იგინი ცოლმან ჩემმან;
28. და ერთი იგი წარწყმდა, განვიდა ჩემგან და სთქუთ: მჴეცმან შეჭამა იგი და არ-ღა-რა ვიხილე. 28 და ერთი იგი წარწყმდა, გან-რაჲ-ვიდა ჩემგან, და სთქუთ, ვითარმედ: მჴეცმან შეჭამა იგი, და არღარა ვიხილე იგი.
29. აწ უკუე ესე-ღა თუ წარიყუანოთ პირისაგან ჩემისა და შეხუდეს მაგას სნეულებაჲ გზასა ზედა, შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთა. 29 აწ ესე-ღა თუ წარიყვანოთ პირისაგან ჩემისა და შეხუდეს მაგას სნეულებაჲ გზასა ზედა და შთაავლინოთ სიბერჱ ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთა?
30. აწ უკუეთუ შევიდე მონისა შენისა, მამისა ჩუენისა, და ყრმაჲ ეგე არა იყოს ჩუენ თანა, რამეთუ სულნი მისნი გამოაბენ სულთა მაგისთა. 30 და აწ უკუეთუ აღვიდეთ მონისა შენისა, მამისა ჩუენისა, და ყრმაჲ ეგე არა იყოს ჩუენ თანა, რამეთუ სულნი მისნი გამოაბან სულსა მაგისსა,
31. და იყოს, რაჟამს იხილოს, ვითარმედ ყრმაჲ ეგე არა არს ჩუენ თანა, აღესრულოს და შთავიდეს სიბერე მამისა ჩუენისა მწუხარებით ჯოჯოხეთა. 31 და იყოს, რაჟამს იხილოს, ვითარმედ ყრმაჲ იგი არა არს ჩუენ თანა, მოკუდეს და შთავავლინოთ მონათა შენთა სიბერჱ მონისა შენისა მამისა ჩუენისაჲ, მწუხარებით ჯოჯოხეთა.
32. რამეთუ მონასა შენსა თავს-მიდებიეს ყრმაჲ ეგე მამისაგან და ვარქუ: უკუეთუ არა მოვიყუანო შენ წინაშე და დავადგინო, შეცოდებულ ვიყო მე მამისა ყოველთა დღეთა. 32 რამეთუ მონასა შენსა თავს-მიდებიეს ყრმაჲ ეგე მამისაგან და ვარქუ: უკუეთუ არა მოვიყვანო და დავადგინო ეგე შენ წინაშე, შეცოდებულ ვიყო მამისა ყოველთა დღეთა !
33. აწ უკუე ვდგე მე მონად შენდა ყრმისა მაგის წილ, ხოლო ყრმაჲ ეგე აღვიდეს ძმათა თანა მამისა თჳსისა. 33 აწ ვდგე მე მონად შენდა ყრმისა ამის წილ კირთად უფლისა ჩემისა, ხოლო ყრმაჲ ეგე აღვიდეს ძმათა თანა მამისა.
34. ვითარმე უკუე აღვიდე მამისა, არა თუ იყოს ძმაჲ ჩუენი უმრწემესი ჩუენ თანა, რათა არა ვიხილო ძჳრი, რომელი პოოს მამამან ჩემმან? 34 არა თუ იყოს ძმაჲ ჩუენი უმრწემჱსი ჩუენ თანა, ვერცა მე აღვიდე მამისა და რაჲთა არა ვიხილო ძჳრი, რომელი პოოს მამამან ჩემმან.
45 45
1. და ვერ-ღა-რა ეძლო იოსებს დათმენად ყოველთა წინაშე მდგომარეთა მისთა და თქუა: განავლინეთ ყოველი კაცი ჩემგან და არა ვინ დადგა წინაშე იოსებისა, არცა ერთი. ღა რაჟამს გამოეცხადებოდა იოსებ ძმათა თჳსთა. 1 და ვერღარა ეძლო იოსებს დათმენად ყოველთა წინაშე-მდგომელთა მისთა და თქუა: განავლინეთ ყოველი კაცი ჩემგან! და არავინ დგა წინაშე იოსებისსა არცა ერთ, რაჟამს გამოეცხადებოდა იოსებ ძმათა თჳსთა.
2. აღიმაღლა ჴმაჲ ტირილით და ესმა ჴმაჲ ყოველთა მეგჳპტელთა და მიესმა სახლსა ფარაოჲსსა. 2 აღიმაღლა ჴმაჲ ტირილით და ესმა ყოველთა ეგჳპტელთა და მიესმა სახლსა ფარაოჲსსა.
3. და ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: მე ვარ იოსებ, ცოცხალღა არსა მამაჲ ჩემი? და ვერ მიუგეს ძმათა მისთა სიტყუაჲ, რამეთუ შეეშინა და შეძრწუნდეს ფრიად. 3 ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: მე ვარ იოსებ. ცოცხალ და არსა მამა[ჲ ჩ]ემი ? და ვერ მიუგეს სიტყუაჲ ძმათა მისთა, რამეთუ ეშინოდა, და შეძრწუნდეს ფრიად.
4. ჰრქუა იოსებ ძმათა მისთა: მომეახლენით მე! ხოლო იგინი მიეახლნეს და ჰრქუა: მე ვარ იოსებ, ძმაჲ თქუენი, რომელი მიმყიდეთ ეგჳპტედ. 4 ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: მომეახლენით მე. და იგინი მიეახლნეს. და ჰრქუა მათ: მე ვარ იოსებ, რომელი მომყიდეთ ეგჳპტედ.
5. ხოლო აწ ნუ სწუხთ, ნუცა ფიცხელ-გიჩნ თქუენ, რამეთუ მომყიდეთ მე აქა, რამეთუ ცხორებისა თქუენისათჳს მომავლინა მე ღმერთმან წინაშე თქუენსა. 5 ხოლო აწ ნუ სძრწით, ნუცა ფიცხელ გიჩს თქუენ, რამეთუ [!] მომყიდეთ მე აქა, რამეთუ ცხორებისა თქუენისათჳს მომავლინა მე ღმერთმან წინაშე თქუენსა.
6. რამეთუ ესე მეორე-ღა წელი არს სიყმილი ქუეყანასა ზედა და მერმე ხუთნი-ღა წელნი ყოფად არიან, რომელსა არა იყოს ჴნვა, არაც ლეწვა. 6 რამეთუ ესე მეორე-ღა წელი არს სიყმილი ქუეყანასა ზედა და მერმე ხუთნი წელნი სხუანი-ღა ყოფად არიან, რომელთა არა იყოს ჴნვა, არცა ლეწვა.
7. და მომავლინა მე ღმერთმან თქუენსა წინა, რათა დაშთეს ნეშტი თქუენი ქუეყანასა ზედა გამოზრდად თქუენდა ნეშტად დიდად. 7 და მომავლინა მე ღმერთმან თქუენსა წინა, რაჲთა დაშთეს ნე[შტი] თქუენი ქუეყანასა ზედა გამოზრდად ქუეყანასა ნეშტად დიდად.
8. ხოლო აწ არა თქუენ მომავლინეთ მე აქა, არამედ ღმერთმან და მყო მე, ვითარცა მამაჲ ფარაოსი, უფალ ყოველსა ზედა სახლსა მისსა და მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. 8 ხოლო აწ არა თქუენ მომავლინეთ აქა, არამედ ღმერთმან, და მყო მე ვითარცა მამაჲ ფარაოჲსი და უფალ ყოველსა სახლსა მისსა და მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
9. ისწრაფეთ და აღვედით მამისა ჩემისა და არქუეთ მას: ამის იტყჳს იოსებ, ძე შენი, მყო მე ღმერთმან უფალ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა შთამოვედ ჩემდა და ნუ ჰყოვნი. 9 აწ იწრაფეთ მამისა ჩემისა და არქუთ მას: ამას იტყჳს იოსებ, ძჱ შენი: მყო მე ღმერთმან უფალ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. შთამოვედ ჩემდა და ნუ ჰყოვნი
10. და დაემკჳდრე ქუეყანასა გესემ არაბიასა და იყავ მახლობელად ჩემსა შენ და ძენი შენნი და ძენი ძეთა შენთანი და ცხოვარი და ზროხაჲ შენი ყოველი, რაოდენი-რაჲ არს შენი. 10 და დაემკჳდრე ქუეყანასა გესემისასა, რომელ არს არაბიაჲსაჲ, და იყავ მახლობელად ჩემდა, შენ და ძენი შენნი და ძენი ძეთა შენთანი, ცხოვარი და ზროხაჲ შენი და რაოდენი-რაჲ არს შენი,
11. და მე გამოგზარდო შენ, რამეთუ ხუთ წელსა სიყმილი ყოფად არს, რათა არა მოსწყდეთ შენ და ძენი შენნი და ყოველი მონაგები შენი. 11 და მე გამოგზარდო შენ მუნ. ხოლო ხუთ წელ-ღა სიყმილი ყოფად არს, რაჲთა არა მოსწყდეთ შენ და ძენი შენნი და ყოველი მონაგები შენი.
12. აჰა ესერა, თუალნი თქუენნი ხედვენ და თუალნი ბენიამენისნი, ძმისა ჩემისანი, რამეთუ პირი ჩემი გეტყჳს თქუენ. 12 აჰა-ესერა თუალნი თქუენნი ჰხედვიდენ და თუალნი ბენიამენისნი, ძმისა ჩემისანი, რამეთუ პირი ჩემი გეტყჳს თქუენ.
13. უთხართ მამასა ჩემსა ყოველივე დიდებაჲ ეგჳპტეს შინა და რაოდენი-ესე იხილეთ და ადრე ყავთ და მოიყვანეთ მამა ჩემი აქა. 13 უთხართ მამასა ჩემსა ყოველი დიდებაჲ ჩემი ეგჳპტეს შინა და რავდენი-ესე იხილეთ. და ადრე ყავთ და მოიყვანეთ მამაჲ ჩემი აქა.
14. და მოეხჳა ქედსა ბენიამენისსა, ძმისა თჳსისსა, და ტიროდა მას ზედა. და ბენიამენ ტიროდა ქედსა ზედა იოსებისსა. 14 და მოეხჳა ქედსა ბენიამენისსა, ძმისა თჳსისასა, და ტიროდა მას ზედა და ბენიამენ ტიროდა ქედსა ზედა იოსებისსა
15. და ამბორს-უყოფდა ყოველთა ძმათა თჳსთა და ტიროდა მათ თანა და ამისა შემდგომად ეტყოდეს მას ძმანი მისნი. 15 ამბორს-უყოფდა ყოველთა ძმათა თჳსთა და ტიროდა მათ თანა. ამისა შემდგომად ეტყოდეს ძმანი მისნი.
16. და მიიწია სიტყუაჲ ესე სახლსა ფარაოსსა და უთხრეს, ვითარმედ მოსრულ არიან ძმანი იოსებისნი, განიხარა ფარაო და ყოველთა მსახურთა მისთა. 16 და მიიწია სიტყუაჲ ესე ყურთა ფარაოჲსთა და უთხრეს, ვითარმედ: მოსრულ არიან ძმანი იოსებისნი. განიხარა ფარაო და ყოველთა მსახურთა მისთა.
17. და ჰრქუა ფარაო იოსებს: არქუ ძმათა შენთა, რათა ესრე ყონ; აღავსეთ ძაძები თქუენი იფქლითა და წარვედით ქუეყანად ქანანისად. 17 ჰრქუა ფარაო იოსებს: არქუ ძმათა შენთა, რაჲთა ესე ყონ: აღავსენით ძაძანი თქუენნი იფქლითა და წარვედით ქუეყანად ქანაანისა
18. და წარმოიყუანეთ მამაჲ თქუენი და ყოველი მონაგები თქუენი, და მოდით ჩემდა და მიგცე თქუენ ყოველივე კეთილი ეგჳპტისაჲ და შჭამდეთ თქუენ ტჳნსა ქუეყანისასა. 18 და წარმოიყვანეთ მამაჲ თქუენი და ყოველი მონაგები თქუენი და მოვედით ჩემდა. და მიგცე თქუენ კეთილი ეგჳპტისაჲ და შჭამდეთ თქუენ ტჳნსა ქუეყანისასა.
19. ხოლო შენ ამცენ ესე, რათა მიიღონ ურმები ქუეყანით ეგჳპტით ყრმათა თქუენთათჳს და ცოლთა და წარმოიყუანეთ მამაჲ თქუენი და მოვედით 19 ხოლო შენ ამცენ ძმათა შენთა ესრჱთ, რაჲთა მიიღონ ურმები ქუეყანით ეგჳპტით ყრმათა თქუენთათჳს და ცოლთა, დ[ა წა]რმოიყვანეთ მამაჲ თქუენი და მოვედით.
20. და ნუ ჰრიდებნ თუალი თქუენი ჭურჭელსა თქუენსა, რამეთუ ყოველივე კეთილი ეგჳპტისა თქუენდა იყოს. 20 და ნუ ჰრიდებნ თუალი თქუენი ჭურჭერსა თქუენსა, რამეთუ ყოველივე კეთილი ეგჳპტისაჲ თქუენდა იყოს.
21. და ყვეს, ეგრე ძეთა ისრაჱლისათა და მისცა მათ იოსებ ურმები ბრძანებისაებრ მეფისა ფარაოსა და აღუგო მათ საზრდელი გზასა ზედა. 21 და ყვეს ეგრეთ ძეთა ისრაჱლისათა. და მისცა მათ იოსებ ურმები ბრძანებისაებრ მეფისა ფარაოჲსა და აუგო მათ საზრდელი გზასა ზედა.
22. და ყოველთავე სცა მრჩობლი სამოსელი, ხოლო ბენიამენს სცა ორასი დრაჰკანი და ხუთი საცვალებელნი თითოფერი სამოსლები. 22 და ყოველთა მათ მისცა მრჩობლი სამოსელი, ხოლო ბენიამენს მისცა ორასი დრაჰკანი და ხუთი წყვილი თითოფერი სამოსელი.
23. და მამასა მიუძღუანა ეგრეთვე ათი ვირი, რომელთა ეკიდა ყოვლისაგან კეთილისა ეგჳპტისა და ათი ჯორი, რომელთა აქუნდა პური საგზლად მამისა თჳსისა. 23 და მამასა მიუძღუანა ეგრევე სახედ და ათი ვირი, რომელსა ეკიდა ყოვლისაგან კეთილისა ეგჳპტისა, და ათი ჯორი, რომელსა აქუნდა პური საგზლად მამისა თჳსისა.
24. და წარგზავნნა ძმანი თჳსნი და წარვიდეს და ჰრქუა მათ: ნუ გულს იწუხებთ გზასა ზედა. 24 და წარგზავნნა ძმანი თჳსნი და ჰრქუა მათ: ნუ გულს-იწყებთ გზასა ზედა.
25. და აღმოვიდეს ეგჳპტით და მოვიდეს ქუეყანად ქანანისად იაკობისა. მამისა მათისა. 25 და აღმოვიდეს ეგჳპტით ქუეყანად ქანაანისა იაკობისა, მამისა მათისა,
26. და უთხრეს მას და ჰრქუეს: ცოცხალ არს ძე შენი იოსებ და იგი არს მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და განუკჳრდა იაკობს გონებასა თჳსსა და არა ჰრწმენა მათი. 26 და უთხრეს, ვითარმედ: ცოცხალ არს ძჱ შენი იოსებ და იგი უფლებს ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. განკჳრდა გონებასა თჳსსა და არა ჰრწმენი მათი.
27. და იგინი უთხრობდეს ყოველთა მათ სიტყუათა იოსების მიერ, რომელთა ეტყოდა მათ და ვითარცა იხილა ურმები იგი, რომელ მიუძღუანა იოსებ, რათა წარიყუანოს იგი განცხოველჴურდა სული იაკობ მამისა მათისა. 27 უთხრობდეს ყოველთა სიტყუათა იოსებისთა, რომელთა-იგი ეტყოდა მათ. და ვითარ იხილა ურმები იგი, რომელ მოუძღუანა იოსებ, რაჲთა წარიყვანოს იგი, განცხოველდა სული იაკობისი, მამისა მათისაჲ,
28. და თქუა ისრაილ: დიდ არს ესე ჩემდა, უკუეთუ ძე ჩემი იოსებ ცოცხალ-ღა არს, მივიდე და ვიხილო ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა. 28 და თქუა ისრაჱლ: დიდ არს ესე ჩემდა, უკუეთუ ძჱ ჩემი იოსებ ცოცხალ არს. მივიდე და ვიხილო ვიდრე სიკუდიდმდე ჩემდა.
46 46
1. წარმოიტრო ისრაჱლ და ყოველივე მისი. და მოვიდა ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა და შეწირა მსხუერპლი ღმრთისა მამისა თჳსისა ისაკისა. 1 წარვიდა ისრაჱლ, იგი და ყოველივე მისი, და მოვიდა ჯურღმულსა მას თანა ფიცისასა და შეწირა მსხუერპლი ღმრთისა მამისა თჳსისა ისაკისისა.
2. ჰრქუა ღმერთმან იაკობს ჩუენებასა შინა ღამისასა; იაკობ, იაკობ, ხოლო მან თქუა: რა არს? 2 ჰრქუა ღმერთმან ისრაჱლს ჩუენებასა ღამისასა: იაკობ, იაკობ. ხოლო მან ჰრქუა: აქა, უფალო.
3. და თქუა: მე ვარ ღმერთი მამათა შენთა, ნუ გეშინინ შესლვად ეგჳპტედ, რამეთუ ნათესავად დიდად გყო შენ მუნ: 3 [ხოლო მან ჰრქუა:] მე ვარ ღმერთი მამათა შენთაჲ. ნუ გეშინინ შთასლვად ეგჳპტედ, რამეთუ ნათესავად დიდად გყო შენ მუნ.
4. და შთავიდე მე შენ თანა ეგჳპტედ და მე აღმოგიყუანო შენ მიერ სრულიად. და იოსებ დაგასხნეს ჴელნი თუალთა შენთა. 4 მე შთამოვიდე შენ თანა ეგჳპტედ. და აღმოგიყვანო შენ მიერ სრულიად. და იოსებ დაგასხნეს ჴელნი თუალთა შენთა.
5. და აღდგა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარიყვანეს ძეთა მისთა ისრაჱლ, მამაჲ მათი და აღსხეს ჭურჭელი მათი და ცოლები მათი ურმებსა მას, რომელ მიუძღუანა იოსებ ახუმად მათ ზედა და საცხოვარნი მათნი და შთავიდეს ეგჳპტედ. 5 აღდგა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარიყვანეს ძეთა იაკობისთა ისრაჱლ, მამაჲ მათი. აღსხეს ჭურჭერი მათი და ცოლები მათი ურმებსა, რომელ მიეძღუანა იოსებს.
6. და ყოველივე მონაგები მათი, რაოდენი-რაჲ მოეგო ქუეყანასა ქანანისასა. და შევიდეს ეგჳპტედ იაკობ და ნათესავი მისი მის თანა. 6 და წარიღეს ნაყოფი მათი და ყოველი მონაგები მათი, რაოდენი-რაჲ მოეგო ქანაანისა ქუეყანასა, და შთავიდეს ეგჳპტეს იაკობ და ნათესავნი მისნი მის თანა,
7. ძენი მისნი და ძეთა მისთანი და ასულნი მისნი და ასულნი ასულთა მისთანი და ყოველივე ნათესავი მისი შეიყუანა ეგჳპტედ. 7 ძენი მისნი და ძენი ძეთა მისთანი და ასულნი ასულთა მისთანი და ყოველი ნათესავი მისი შთაიყვანა ეგჳპტედ.
8. და ესე სახელები არს ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი შევიდეს ეგჳპტედ იაკობის თანა, მამისა მათისა, იაკობ და ძენი მისნი. პირმშოჲ იაკობისი - რუბენ. 8 ესე სახელები არს ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი შევიდეს ეგჳპტეს იაკობის თანა, მამისა მათისა. იაკობ და ძენი მისნი: პირმშოჲ იაკობისი რუბენ.
9. და ძენი რუბენისნი: ენუქ და ფალუს, ასრომ და ქარმი. 9 ძენი რუბენისნი: ენუქ და ფალუს, ასრომ და ქარმი.
10. და ძენი სჳმეონისნი იემუელ და იამინ და აოდ და აქიმ და საარ და საულ ქანანელისაგანნი. 10 ძენი სჳმეონისნი: ევმოთ და იამენ, აოდ და აქინ, საარ.
11. და ძენი ლევისნი: გეთსონ და კაათ და მერარი. 11 ძენი ლევისნი: გეთსონ, კაათ და მერარი.
12. და ძენი იუდასნი: ჰერ და ავნან, სელომ ფარეზ და ზარა. და მოსწყდეს ჰერ და ავნან ქუეყანასა ქანანისასა. და იყვნეს ძენი ფარეზისნი: ესრომ და იამოჱლ. 12 ძენი იუდაჲსნი: ჱრ და ავნან... ქუეყანასა ქანაანისასა. იყვნეს ძენი ფარეზისნი: ასრომ და იამუელ.
13. და ძენი იზაქარისნი: თოლა და ფოა და იასუქ და ზამბრამ. 13 ძენი იზაქარისნი: თოლა, ფულა, იასობ და ზამბრამ.
14. და ძენი ზაბულონისნი სედერ და ალონ და აიჱელ. 14 ძენი ზაბილონისნი: ზედენ, ალონ და აიელ.
15. ესენი ძენი ლიასნი, რომელ უშვნა იაკობს შუამდინარეს ასურეთისა და დინა, ასული მისი, ყოველი ძენი და ასულნი ოცდაათსამეტნი. 15 ესე ძენი ლიაჲსნი, რომელნი უშვნა იაკობს შუვამდინარეს ასურეთისასა, და დინა, ასული მისი.
16. და ძენი გადისნი: საფონ და ანგის და სავნის და თასუბამ და აედის არუჱლის და არჱილის. 16 ძენი გადისნი: საფონ, ანგის და სავნის, თასუბამ და აედის და აიელიეს.
17. და ძენი ასერისნი: იემნა და იესო და ბარია და იეოლ და სარა დაჲ მათი. და ძენი ბარიასნი: ქობორ და მელქიელ. 17 ძენი ასერისნი: იემნა და იესუ, იეულ და ბარია და სარა, დაჲ მათი. ძენი ბარიაჲსნი: ქობორ და მელქიელ.
18. ესე ძენი ზელფასნი, რომელ მოსცა ლაბან ლიას ასულსა თჳსსა რომელ, უშვნა ესე ძენი იაკობს სული ათექუსმეტი. 18 ესე ძენი ზელფაჲსნი, რ~ლ მისცა ლაბან ლიას, ასულსა თჳსსა, რომელმან უშვნა. ესენი იაკობს, სული ათექუსმეტ.
19. და ძენი რაქელისნი, ცოლისა იაკობისნი, იოსებ და ბენიამენ. 19 ძენი რაქელისნი, ცოლისა იაკობისნი: იოსებ და ბენიამენ.
20. ხოლო იყვნეს ძენი იოსებისნი ეგჳპტეს, რომელნი უშვნა მას ასენეთ, ცოლმან მისმან ასულმან პეტეფრესმან, მღდელისა მზის ქალაქისამან მანასე და ეფრემ, ხოლო იყვნეს ძენი მანასესნი, რომელნი უშვნა მას ხარჭმან მან ასურმან მაქირ. და მაქირ შვა გალად, ძენი ეფრემისნი ძმისა მანასესნი: სუტალმან და ტალამ. ძენი სუტალმისნი: ედემ. 20 იყვნეს ძენი იოსებისნი ეგჳპტეს, რომელნი უშვნა მას ასენექ, ასულმან პეტეფრესმან, მღდელისა მზის ქალაქისამან, მანასე და ეფრემ. იყვნეს ძენი მანასესნი, რომელნი უშვნა მას ხარჭმან ასურმან, მაქირ. და მაქირ შვა გალაადი. ძენი ეფრემისნი: სუტალამ და ტალამ. ძენი სუტალამისნი: ედემ.
21. ძენი ბენიამენისნი: ბალა ქობორ და ასბჱლ, ხოლო იყვნეს ძენი ბალასნი: გირა და ნოემან და ჰნქის და როს და მამფენ და ოფიმენ და გირა შვა არად. 21 ძენი ბენიამენისნი: ბალა, ქობორ და იასბელ. იყვნეს ძენი ბალაჲსნი: გერა, ნოემან, ლაქის, როს, მამფინ. და გერა შვა არადი.
22. ესე ძენი რაქელისნი, რომელ უშვნა იაკობს, ყოველი სული ათრვამეტნი. 22 ესე ძენი რაქელისნი, რომელნი უშვნა იაკობს, ყოველი სული ათრვამეტ.
23. და ძენი დანისნი ასომ. 23 ძენი დანისნი: ასომ.
24. და ძენი ნეფთალემისნი: ასიჱლ და გოვინი და ესარ და სულლემ. 24 ძენი ლეფთალემისნი: ასიელ, გოვინი, ისაარ და სელიმ.
25. ესე ძენი ბალასნი, რომელნი მისცნა ლაბან რაქაელს, ასულსა თჳსსა, და უშვნა ესენი იაკობს ყოველი სული შჳდ. 25 ესე ძენი ბალაჲსნი, რომელ მისცა ლაბან რაქელს, ასულსა თჳსსა, და უშვნა იაკობს, ყოველი სული შჳდ.
26. და ყოველნივე, რომელნი შევიდეს ეგჳპტედ იაკობის თანა, რომელნი გამოსრულ იყვნეს, წყვილთაგან მისთა გარეშე ცოლთა ძეთა იაკობისთა ყოველი სული სამეოცდაექუს. 26 ყოველნი, რომელნი შევიდეს იაკობის თანა ეგჳპტეს, რომელნი გამოსრულ იყვნეს წყვილთაგან მისთა, გარეშე ცოლთა ძეთა იაკობისთა, ყოველი სული სამეოც და ექუს.
27. და ძენი იოსებისნი, რომელნი ესხნეს ეგჳპტეს ორ და ყოველი სული, რომელი შევიდა ეგჳპტედ იაკობის თანა სამეოცდაათხუთმეტ. 27 ძენი იოსებისნი, რომელნი ესხნეს ეგჳპტეს, სული ცხრა. ყოველი სული, რომელნი შევიდეს ეგჳპტეს იაკობის თანა, სამეოც და ათხუთმეტ.
28. ხოლო იუდა წარავლინა წინასწარ მისა იოსებისა, რათა მოეგებოდის მას კათერონ ქალაქად, ქუეყანასა რამჱსასა. 28 ხოლო იუდა წარავლინა წინაჲსწარ მისა იოსებისა, რაჲთა მოეგებვოდის მას კათერონ ქალაქსა, ქუეყანასა რამესესსა.
29. აღაგნა იოსებ ეტლნი თჳსნი და აღვიდა შემთხუევად იაკობისა მამისა თჳსისა კათერონ ქალაქად და იხილა იგი და მოეხჳა ყელსა მამისასა და ტიროდა ტირილითა დიდითა ფრიად. 29 აღაგნა იოსებ ეტლნი თჳსნი და აღვიდა შემთხუევად იაკობისა, მამისა თჳსისა, კათერონ ქალაქსა. და იხილა იგი და ტიროდა ტირილითა დიდითა.
30. და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მოვკუდე აწ, ამიერითგან ვიხილე პირი შენი, რამეთუ შენ ცოცხალ-ღა ხარ. 30 ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მოვკუდე აწ ამიერითგან, ვინაჲთგან ვიხილე, იოსებ, პირი შენი, რ~ შენ ცოცხალ-ღა ხარ.
31. და ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: აღვიდე და უთხრა ფარაოს და ვჰრქუა მას, ვითარმედ ძმანი ჩემნი და სახლი მამისა ჩემისა, რომელნი იყვნეს ქუეყანასა ქანანისასა, მოსრულ არიან ჩემდა. 31 ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: აღვიდე და უთხრა ფარაოს და ვჰრქუა მას: ძმანი ჩემნი და სახლი მამისა ჩემისაჲ, რომელნი იყვნეს ქუეყანასა ქანაანისასა, მოსრულ არიან ჩემდა.
32. ხოლო კაცნი იგი არიან მწყემს, რამეთუ ცხოვარის მზრდელმან ცხოვარნი მათნი და ზროხაჲ და ყოველივე, რაჲცა არს მათი, მოსრულ არიან ჩემდა. 32 ხოლო კაცნი იგი არიან მწყემს, რამეთუ საცხოვრის მზრდელ არიან. საცხოვარი მათი და ზროხაჲ და ყოველი, რაჲცა არს მათი, მოსრულ არს.
33. უკუეთუ გიწოდოს თქუენ ფარაო და გრქუას, რაჲ არს საქმე თქუენი: 33 უკუეთუ გიწოდის თქუენ ფარაო და გრქუას: რაჲ არს საქმჱ თქუენი,
34. თქუთ, ვითარმედ კაცნი საცხოვრის მზრდელ ვართ მონანი შენნი სიყრმითგან-ვე აქამომდე ჩუენ და მამანი ჩუენნი, რათა დაეშენნეთ ქუეყანასა გესემისასა არაბიასა, რამეთუ საძაგელ არს მეგჳპტელთა ყოველი მწყემსი ცხოვართაჲ. 34 თქუთ, ვითარმედ: კაცნი საცხოვრის მზრდელნი ვართ მონანი შენნი სიყრმითგან ვიდრე მოაქადმდე, ჩუენ და მამანი ჩუენნი, და რაჲთა დავეშენნეთ ქუეყანასა მას გესემისასა, რამეთუ საძაგელ არს მეეგჳპტელთა ყოველი მწყემსი ცხოვართაჲ.
47 47
1. და მივიდა იოსებ, უთხრა ფარაოს და ჰრქუა: მამაჲ ჩემი და ძმანი ჩემი და ყოველი საცხოვარი და ზროხანი მათნი მოსრულ არიან ქუეყანით ქანანისათ და აჰა არიან იგინი ქუეყანასა გესემისასა. 1 მოვიდა იოსებ, უთხრა ფარაოს და ჰრქუა: მამაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი, საცხოვარი მათი და ზროხაჲ და ყოველივე მათი მოსრულ არიან ქუეყანით ქანაანისაჲთ და არიან იგინი ქუეყანასა გესემისასა.
2. და ძმათაგანი მისთა წარიყუანა იოსებ ხუთი კაცი და დაადგინნა იგინი , წინაშე ფარაოჲსა. 2 და ძმათაგანი მისთაჲ წარმოიყვანა ხუთი კაცი და დაადგინნა წინაშე ფარაოჲსსა.
3. და ჰრქუა ფარაო ძმათა იოსებისთა: რაჲ არს საქმე თქუენი? ხოლო მათ ჰრქუეს ფარაოს: მწყემს ვართ ცხოვართა მონანი შენნი სიყრმითგან, ვიდრე აქამომდე, ჩუენ-ცა და მამანი ჩუენნი. 3 ჰრქუა ფარაო ძმათა იოსებისთა: რაჲ არს საქმჱ თქუენი? ხოლო მათ ჰრქუეს: მწყემსნი ვართ ცხოვართანი მონანი შენნი ...
4. და ჰრქუეს ფარაოს: მწირობად მოსრულ ვართ ჩუენ ქუეყანასა, რამეთუ არა არს საძოვარი საცხოვართათჳს მონათა შენთასა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ქანანისასა აწ უკუე დავეშენნეთ მონანი შენნი ქუეყანასა მას გესემისასა. 4 და მწირობად მოსრულ ვართ ქუეყანასა, რამეთუ არა არს საძოვარი საცხოვართა [მონათა] შენთაჲსა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ქანაანისსა. აწ დავეშჱნნეთ მონანი შენნი ქუეყანასა გესემისასა.
5. ჰრქუა ფარაო იოსებს და ეტყოდა: მამაჲ შენი და ძმანი შენნი მოსრულ არიან შენდა. 5-(6B) ჰრქუა ფარაო იოსებს: დაემკჳდრნედ ქუეყანასა გესემისასა. უკუეთუ იცი, ვითარმედ არიან მათ შოვრის კაცნი ძლიერნი, და დაადგინენ მთავრად ჩემთა ცხოვართა. მოვიდეს ეგჳპტედ იოსებისა იაკობ და ძენი მისნი. ესმა ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა. 5 და ჰრქუა ფარაო იოსებს: მამაჲ შენი და ძმანი შენნი მოსრულ არიან შენდა.
6. ეგერა, ქუეყანა ეგჳპტისა შენ წინაშე არს, უმჯობესა ქუეყანასა დაამკჳდრენ მამაჲ შენი და ძმანი შენნი, დაემკჳდრნედ ქუეყანასა გესემისასა, უკუეთუ იცი შენ, ვითარმედ არიან მათ შორის კაცნი ძლიერნი, დაადგინენ იგინი მთავრად ჩემთა საცხოვართა. 6 ეგერა ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ შენ წინაშე არს; უმჯობჱსსა ქუეყანასა დაამყარე მამაჲ და ძმანი შენნი.
7. შეიყვანა იოსებ მამაჲ თჳსი იაკობ და დაადგინა იგი წინაშე ფარაოჲსა და აკურთხა იაკობ ფარაო. 7 შეიყვანნა იოსებ მამაჲ თჳსი და დედაჲ და დაადგინნა წინაშე ფარაოჲსა. აკურთხა იაკობ ფარაო.
8. და ჰრქუა ფარაო იაკობს: რაოდენ არიან წელნი დღეთა ცხოვრებისა შენისათანი? 8 და ჰრქუა: რავდენ არიან წელნი დღეთა ცხორებისა შენისათანი?
9. და ჰრქუა იაკობ ფარაოს: დღენი წელთა ცხორებისა ჩემისათანი, რომელთა ვმწირობ ასოცდაათ წელ, მცირე და ბოროტ იყვნეს დღენი წელთა ცხორებისა ჩემისანი, ვერ მიიწინეს დღეთა მათ წელთა ცხორებისა მამათა ჩუენთასა, რაოდენთა დღეთა მწირობდეს. 9 ჰრქუა იაკობ ფარაოს. წელნი დღეთა ცხორებისა ჩემისათანი, რომელთა ვმწირობდ, ას ოც და ათ წელ. მცირე და ბოროტ იყვნეს წელნი დღეთა ცხორებისა ჩემისათანი. ვერ მიიწინეს დღეთა მათ წელთა ცხორებისა მამათა ჩემთაჲსა, რავდენთა დღეთა მწირობდეს.
10. და აკურთხა იაკობ ფარაო და განვიდა მისგან. 10 აკურთხა იაკობ ფარაო და გამოვიდა მისგან.
11. და დააშენა იოსებ მამაჲ თჳსი და ძმანი თჳსნი და მისცა მათ სამკჳდრებელი ქუეყანასა ეგჳპტისასა და უმჯობესსა ქუეყანასა მას რამესესასა, ვითარცა იგი უბრძანა ფარაო. 11 და დააშჱნა იოსებ მამაჲ თჳსი [და ძმანი თჳსნი] და მისცა მათ სამკჳდრებელი ქუეყანასა ეგჳპტისასა, უმჯობესსა ქუეყანასა მას რამესჱსსა, ვითარცა უბრძანა ფარაო.
12. და იფქლსა უწყვიდა საწყაულით იოსებ მამასა თჳსსა და ძმათა თჳსთა და ყოველსა სახლსა მამისა თჳსისასა იფქლსა თავად-თავად. 12 და იფქლსა უწყვიდა საწყაულით მამასა და ძმათა თჳსთა და ყოველსა სახლსა მამისა თჳსისასა, იფქლსა თავად-თავად.
13. და იფქლი არა იყო ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ფრიად და მოაკლდა ქუეყანა ეგჳპტისა და ქუეყანა ქანანისა სიყმილითა. 13 და იფქლი არა იყო ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ფრიად და მოაკლდა ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ და ქუეყანაჲ ქანაანისაჲ სიყმილითა.
14. და შეკრიბა იოსებ ყოველი ვეცხლი, რაოდენი იპოვა ქუეყანასა ეგჳპტისასა იფქლითა მით, რომელსა ჰყიდდეს და იფქლსა უწყვიდა მათ და შეიღო იოსებ ყოველი ვეცხლი სახლსა ფარაოსსა. 14 და შეკრიბა იოსებ ყოველი ვეცხლი, რავდენი იპოვა ქუეყანასა ეგჳპტისასა და ქუეყანასა ქანაანისასა, იფქლითა მით, რომელსა იყიდდეს, უწყვიდა მათ და შეიღო იოსებ ყოველი სახლსა ფარაოჲსსა.
15. და მოაკლდა ვეცხლი ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა ქანანისსა, მოვიდეს ყოველნი ეგჳპტელნი იოსებისა და ეტყოდეს: მეც ჩუენ პური, რაჲსა მოვსწყდებით წინაშე შენსა, რამეთუ მოგუაკლდა ჩვენ ვეცხლი. 15 მოაკლდა ვეცხლი ქუეყანასა ეგჳპტისასა და ქუეყანა[სა] ქანაანისასა. მოვიდეს ყოველნი ეგჳპტელნი იოსებისა და ეტყოდეს: მეც ჩუენ პური და რაჲსა მოვწყდებით წინაშე შენსა, რამეთუ მოგუაკლდა ჩუენ ვეცხლი?
16. ჰრქუა მათ იოსებ: მომეცით მე საცხოვარი თქუენ- და გცე პური საცხოვრისა წილ თქუენისა. 16 ჰრქუა მათ იოსებ: მომეცით მე საცხოვარი თქუენი და გცე თქუენ პური საცხოვრისა წილ თქუენისა.
17. მიჰგუარეს მათ საცხოვარი მათი და სცა მათ პური იოსებ საცხოვარისა წილ მათისა, ცხენებისა წილ და ვირებისა ზროხებისა და ცხოვარისა: და გამოზარდნა იგინი მას წელიწადსა შინა პურითა ყოვლისა წილ საცხოვარისა მათისა. წარჴდა წელიწადი იგი. 17 მოჰგუარეს საცხოვარი მათი და სცა მათ პური იოსებ საცხოვრისა წილ მათისა: ცხენებისა წილ და ვირებისა. ზროხებისა და ცხოვრისა. და გამოზარდნა იგინი მას წელიწადსა შინა პურითა ყოვლისა წილ საცხოვრისა მათისა.
18. და მოვიდეს მისა წელიწადსა მას მეორესა და ჰრქუეს: ნუუკუე მოვისრნეთ უფლისა ჩუენისაგან, რამეთუ მოგუაკლდა ჩუენ ვეცხლი და მონაგები და საცხოვარი შენდამი უფლისა ჩუენისა და არა დამიშთა ჩუენ წინაშე უფლისა ჩუენისა, გარნა თჳსი ესე გუამი და ქუეყანაჲ ჩუენი. 18 წარჴდეს წელიწადნი იგი და მოვიდეს მისა და ჰრქუეს მას: ნუუკუე მოვისრნეთ უფლისა ჩუენისაგან, რამეთუ მოგუაკლდა ჩუენ ვეცხლი მონაგები და საცხოვარი შენდამი უფლისა ჩუენისა და არარაჲ დამშთა ჩუენ წინაშე უფლისა ჩუენისა, გარნა თუ ესე გუამი და ქუეყანაჲ ჩუენი.
19. რათა არა მოვსწყდეთ წინაშე შენსა და ქუეყანაჲ ჩვენი მოოჴრდეს, არამედ მიმიყიდენ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი პურისა წილ და ვიყუნეთ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი მონა ფარაოჲსა, მეც ჩუენ თესლი, რათა ვსთესოთ და ვცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ და ქუეყანა არა მოოჴრდეს. 19 რაჲთა არა მოვწყდეთ წინაშე შენსა და ქუეყანაჲ მოოჴრდეს, მიმყიდენ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი პურისა წილ და ვიყვნეთ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი მონა ფარაოჲსა. მეც ჩუენ თესლი, რაჲთა ვსთესოთ, ვცხონდეთ და არა მოვწყდეთ. და ქუეყანაჲ მოოჴრდეს.
20. და მოუყიდა იოსებ ყოველი ქუეყანა ეგჳპტისაჲ ფარაოს, რამეთუ მისცეს ქუეყანა მათი ეგჳპტელთა ფარაოს, რამეთუ დაიპყრა იგინი სიყმილმან და იყო ქუეყანა იგი ფარაოჲსა. 20 და მოუყიდა იოსებ ყოველი ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ ფარაოს, რამეთუ მისცეს ქუეყანაჲ ეგჳპტელთა ფარაოს, რამეთუ დაიპყრა იგი სიყმილმან და იყო ქუეყანაჲ იგი ფარაოჲსა.
21. და ერი იგი დაამონა ფარაოს კირთად კიდითგან საზღურით ეგჳპტისად ვიდრე კიდედმდე მისა თჳნიერ. 21 და ერი იგი დაამონა კირთად ფარაოს კიდითგან საზღვრით ეგჳპტისაჲთ ვიდრე კიდედმდე მისა,
22. ხოლო ქუეყანისა მის მღდელთასა იგი ხოლო არა მოიყიდა იოსებ, რამეთუ უსასყიდლოდ მისცემდა იოსებ მღდელთა მათ ფარაოსთა და ჭამეს საცემელსა მას, რომელსა სცემდა მათ ფარაო, ამისგან არა განყიდეს ქუეყანა მათი. 22 თჳნიერ ხოლო ქუეყანისა მის მღდელთაჲსა -- იგი ხოლო არა მოუყიდა იოსებ, რამეთუ უსასყიდლოდ სცემდა იოსებ მღდელთა ფარაოჲსთა და ჭამდეს საცემელსა მას, რომელსა სცემდა მათ ფარაო; ამისგან არა განყიდეს ქუეყანაჲ.
23. ჰრქუა იოსებ ყოველთა ეგჳპტელთა: აჰა ესერა, მოგიგენ თქუენ და ქუეყანა თქუენი დღესითგან ფარაოსად, მიიღეთ თქუენ თესლი, დასთესეთ ქუეყანასა. 23 ჰრქუა იოსებ ყოველთა ეგჳპტელთა: აჰა-ესერა მოგიგენ თქუენ და ქუეყანაჲ თქუენი დღესითგან ფარაოჲსად. მიიღეთ თქუენ თესლი და დასთესეთ ქუეყანაჲ.
24. და ნაყოფი მისი, რომელი იყოს, მოეცით მეხუთე ნაწილი ფარაოს, ხოლო ოთხი ნაწილი იყოს თავისა თქუენისა თესლად ქუეყანისა საზრდელად თქუენდა და ყოვლისა სახლისა თქუენისა და საჭმელად ჩჩჳლთა თქუენთა. 24 და ნაყოფი მისი, რომელი იყოს, მოეცით მეხუთჱ ნაწილი მისი ფარაოს. ხოლო ოთხი ნაწილი იყავნ თავისა თქუენისა. თესლად ქუეყანისა და საზრდელად თქუენდა და ყოვლისა სახლისა თქუენისა.
25. და მათ ჰრქუეს: მაცხოვნენ ჩუენ, ვპოვეთ მადლი წინაშე შენსა, უფალო ჩუენო, და ვიყუნეთ მონა ფარაოჲსა. 25 და მათ ჰრქუეს: მაცხოვნენ ჩუენ, ვპოვეთ მადლი წინაშე შენსა, უფალო ჩუენო, და ვიყვნეთ მონა ფარაოჲსა.
26. და დადვა იოსებ ბრძანებაჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა ვიდრე დღეინდელად დღედმდე: მეხუთე ნაწილი ფარაოს, თჳნიერ ხოლო ქუეყანისა მის მღდელთასა არა იყო ყოველი ფარაოჲსა. 26 და დადვა იოსებ ესე ბრძანებაჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა ვიდრე დღჱნდელად დღედმდე: მეხუთჱ ნაწილი ფარაოს, თჳნიერად ხოლო ქუეყანისა მის მღდელთაჲსა, -- არა იყო ფარაოჲსა.
27. ხოლო დაემკჳდრა ისრაჱლ ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა გესმეს, და დაეშენნეს მას ზედა და აღორძნდეს და განმრავლდეს ფრიად. 27 ხოლო დაემკჳდრა ისრაჱლ ქუეყანასა გესემისასა ეგჳპტეს და დაეშჱნნეს მას ზედა, აღორძნდეს და განმრავლდეს ფრიად.
28. და ცხოვნდა იაკობ ეგჳპტეს ათჩჳდმეტ წელ და იყვნეს დღენი იაკობისნი და წელნი ცხორებისა მისისანი ასორმეოცდაშჳდ წელ. 28 ცხომდა [?] იაკობ [ქუეყანასა ეგჳპტისასა] ათჩჳდმეტ წელ და იყვნეს დღენი ცხორებისა მისისანი და წელნი იაკობისნი ას ორმეოც და ჩჳდმეტ წელ.
29. და ვითარცა მოიწივნეს დღენი სიკუდილისა იაკობისნი; მოუწოდა იოსებს, ძესა თჳსსა, და ჰრქუა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა და პოოს ჩემ თანა მოწყალებაჲ და ჭეშმარიტებაჲ, რათა არა დამფლა მე ეგჳპტეს. 29 და მოიწინეს დღენი სიკუდილისა იაკობისნი. მოუწოდა იოსებს, ძესა თჳსსა, და ჰრქუა მას: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, დასდევ ჴელი შენი წყვილთა ჩენთა და ჰყო ჩემ თანა მოწყალებაჲ და ჭეშმარიტებაჲ, რაჲთა არა დამფლა მე ეგჳპტეს.
30. არამედ დავეფლა მე მამათა ჩუენთა თანა და განმიღე მე ეგჳპტით და დამფალ საფლავსა მამათასა, ხოლო მან თქუა: ეგე ვყო. 30 არამედ დამფალ მე მამათა ჩემთა თანა, განმიღე მე ეგჳპტით და დამფალ მე საფლავსა მათსა. ხოლო იოსებ ჰრქუა: მე ეგრე ვყო.
31. და ჰრქუა მას: მეფუცე მე! და ეფუცა იგი და თაყუანის-სცა ისრაილ წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა. 31 ჰრქუა მას იაკობ: მეფუცე მე. და ეფუცა. და თაყუანის-სცა ისრაჱლ წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა.
48 48
1. და შემდგომად სიტყჳსა ამის უთხრეს იოსებს, ვითარმედ მამაჲ შენი შფოთოის. და წარმოიყუანნა ორნი ძენი თჳსნი ეფრემ და მანასე და მოვიდა იაკობისა. უთხრეს იაკობს და ჰრქუეს. 1 და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის. უთხრეს იოსებს, ვითარმედ: მამაჲ შენი უძლურ არს. და წარმოიყვანნა ორნი ძენი მისნი ეფრემ და მანასე და მოვიდა იაკობისა.
2. ვითარმედ იოსებ, ძე შენი მოვალს შენდა. და განძლიერდა ისრაჱლ და აღჯდა ცხედარსა ზედა. 2 უთხრეს იაკობს და ჰრქუეს: აჰა იოსებ, ძჱ შენი, მოვიდა შენდა. და განძლიერდა ისრაჱლ და დაჯდა ცხედარსა ზედა.
3. და ჰრქუა იაკობ იოსებს ღმერთი ჩემი მეჩუენა მე ლუზას, ქუეყანასა ქანანისასა, და მაკურთხა მე. 3 ჰრქუა იაკობ იოსებს: ღმერთი ჩემი მეჩუენა მე ლუზას, ქუეყანასა ქანაანისასა, და მაკურთხა მე
4. და მრქუა: აჰა, აღგაორძინო შენ და განგამრავლო და გყო შენ კრებულად და ნათესავად და მიგცე შენ ქუეყანა ესე და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა სამკჳდრებელად საუკუნოდ. 4 და მრქუა: აღგაორძინო შენ და განგამრავლო შენ და გყო შენ ნათესავად და კრებულად. და მიგცე შენ ქუეყანაჲ ესე და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა სამკჳდრებელად საუკუნოდ.
5. აწ უკუე ორნი ეგე ძენი შენნი, რომელ გესხნეს შენ ეგჳპტეს, პირველ მოსლვისა ჩემისა შენდა მომართ ეგჳპტეს, ჩემნი არიან, ეფრემ და მანასე, ვითარცა რუბენ და სჳმეონ იყვნეს ჩემდა. 5 აწ უკუე ორნი ეგე ძენი შენნი, რონელნი გესხნეს ეგჳპტეს, ჩემნი არიან, ეფრემ და მანასე, ვითარცა რუბენ და სჳმეონ იყვნეს ჩემდა.
6. ხოლო შჳლნი, რომელ გესხნეს შენ შემდგომად შენდად, იყვნენ სახელითა ძმათა მათთათა იწოდნენ მათსა მას ნაწილსა. 6 ხოლო შვილის შვილნი, რომელნი გესხნენ შენ შემდგომად მაგათსა, იყვნენ სახელითა ძმათა მათთაჲთა, იწოდნენ მათსა მას ნაწილსა.
7. მე რაჟამს მოვიდოდე შუამდინარით ასურეთისათ, მოკუდა რაქელ, დედაჲ შენი, ქუეყანასა მას ქანანისასა და ვითარ მოვიწიე მე ცხენთსარბიელთასა მას ქუეყანასა ქაბარათასასა მისლვად ევფრათად, დავჰფალ გზასა ზედა ცხენისარბიელთასა. ესე იგი არს ბეთლემი. 7 მე რაჟამს მოვიდოდე შუვამდინარით ასურეთისაჲთ, მოკუდა რაქელ, დედაჲ შენი, ქუეყანასა ქანაანისასა, ვითარ მოვიწიე მე ცხენთ სარბიელსა მას ქუეყა/ნასა ქებრათაჲსასა მისლვად ევფრათად, და დავჰფალ იგი გზასა ზედა ცხენთ სარბიელთასა, ესე-იგი არს ბეთლემი.
8. და ვითარცა იხილნა ისრაჱლ ძენი იოსებისნი, თქუა: ვინ არიან ესე? 8 ვითარცა იხილნა ისრაჱლ ძენი იოსებისნი, თქუა: ვინ არიან ესენი?
9. და ჰრქუა იოსებ მამასა თჳსსა: ძენი ჩემნი არიან, რომელნი მომცნა მე ღმერთმან აქა. და თქუა იაკობ: მომგუარენით ეგენი აქა და ვაკურთხნე. 9 ჰრქუა იოსებ მამასა თჳსსა: ძენი ჩემნი არიან, რომელნი მომცნა მე ღმერთმან აქა. და ჰრქუა იაკობ: მომგუარენ მე იგინი აქა და ვაკურთხნე იგინი.
10. ხოლო თუალნი ისრაჱლისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და ვერ ეძლო ხილვად და მოიყუანნა იგინი ახლოს მისსა და ამბორს-უყო მათ და შეიტკბნა. 10 ხოლო თუალნი იაკობისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და ვერ ეძლო ხედვად. მოიყვანნა იგინი ახლოს მისა. და ამბორს-უყთ მათ და შეიტკბნა იგინი.
11. და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: აჰა ესერა, პირისა შენისაგან არა ჴუებულ ვიქმენ და მიჩუენა მე ღმერთმან თესლი-ცა შენი. 11 და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: აჰა -- ესერა პირისა შენისაგან არა ჴუებულ ვიქმენ და მიჩუენა ღმერთმან თესლიცა შენი.
12. და გამოიყვანნა იგინი იოსებ მუჴლთაგან იაკობისთა და თაყვანის-სცეს მას თავითა ქუეყანასა ზედა და მოიყუანნა იოსებ ორნივე ძენი მისნი. 12 გამოიყვანნა იგინი იოსებ მუცლთაგან იაკობისთა და თაყუანის-სცეს მას ქუეყანასა ზედა.
13. ეფრემ მარჯუენით მარცხენით კერძო ისრაჱლისა, ხოლო მანასე მარცხენით მარჯუენედ კერძო ისრაჱლისა და მიიახლნა იგინი მას. 13 მოიყვანნა იოსებ ძენი თჳსნი: ეფრემ მარჯუენით მარცხენედ კერძო ისრაჱლისა, ხოლო მანასე მარცხენით მარჯუენედ კერძო ისრაჱლისა და მიაახლნა იგინი მას.
14. განყო ისრაჱლისა ჴელი თჳსი მარჯუენე და დასდვა თავსა ზედა ეფრემისსა, რამეთუ იგი იყო უმრწემესი, მარცხენე მისი თავსა ზედა მანასესსა, იცვალნა ჴელნი მისნი. 14 განყო ისრაჱლ ჴელი მარჯუენჱ მისი და დასდვა თავსა ზედა ეფრემისსა, რამეთუ იყო იგი უმრწემესი და მარცხენჱ მისი თავსა ზედა მანასჱსსა და იცვალნა ჴელნი მისნი.
15. აკურთხნა იგინი და თქუა: ღმერთმან, რომელსა სათნო ეყვნეს მამანი ჩუენნი წინაშე მისა. აბრაჰამ და ისაკ, ღმერთმან, რომელმან გამომზარდა მე სიყრმით ჩემითგან ვიდრე დღეინდელად დღედმდე. 15 აკურთხნა იგინი და თქუა: ღმერთმან. რომელსა სათნო-ეყვნეს მამანი ჩემნი წინაშე მისსა, აბრაჰამ და ისააკ, ღმერთმან, რომელმან გამომზარდა მე სიყრმითგან ჩემით ვიდრე დღჱნდელად დღედმდე.
16. ანგელოზმან, რომელმან მიჴსნა მე ყოვლისაგან ბოროტისა, აკურთხენინ ყრმანი ესე! და ეწოდოს სახელი ჩემი ამათ ზედა და სახელი მამათა ჩემთა აბრაჰამისი და ისაკისი და განმრავლდედ სიმრავლედ დიდად ქუეყანასა ზედა! 16 ანგელოზმან, რომელმან მიჴსნა მე ყოვლისაგან ბოროტისა, აკურთხენინ ყრმანი ესე! და ეწოდოს სახელი ჩემი ამათ ზედა და სახელი მამათა ჩემთაჲ აბრაჰამისი და ისაკისი და გამრავლდედ სიმრავლედ დიდად ქუეყანასა ზედა!
17. ვითარცა იხილა იოსებ, რამეთუ დასდვა მამამან მისმან მარჯუენე მისი თავსა ზედა ვფრემისსა, მძიმე-უჩნდა მას და აღუპყრა იოსებ ჴელი მამისა თჳსისა აღებად თავისაგან ეფრემისსა და დადებად თავსა ზედა მანასესსა. 17 ვითარცა იხილა იოსებ, რამეთუ დასდვა მამამან მისმან მარჯუენე მისი თავსა ზედა ეფრემისსა, მძიმე-უჩნდა მას და უპყრა იოსებ ჴელი მამასა თჳსსა აღებად თავისაგან ეფრემისა და დადებად თავსა ზედა მანასჱსსა.
18. და ჰრქუა მამასა თჳსსა არა ეგრე, მამაო, რამეთუ ესე არს პირმშო; დადევ მარჯუენე შენი თავსა ზედა ამისსა. 18 ჰრქუა იოსებ მამასა თჳსსა: არა ეგრე, მამაო, რამეთუ ესე არს პირმშოჲ; დასდევ მარჯუენჱ შენი თავსა ზედა ამისსა.
19. და არა ინება, არამედ თქუა: ვიცი, შვილო, ვიცი, ესეცა იყოს ერად და ესეცა ამაღლდეს. არამედ ძმაჲ მაგისი უმრწემესი უფროჲს მაგისა იყოს და ნათესავი მაგისი იყოს მრავალთესლებად. 19 და არა ინება, არამედ ჰრქუა: ვიცი, შვილო, ვიცი. ესეცა იყოს ერად და ესეცა ამაღლდეს. არამედ ძმაჲ მაგისი უმრწემჱსი უფროჲს მაგისსა იყოს და ნათესავი მაგისი იყოს მრავლად თესლებად.
20. და აკურთხნა იგინი მას დღესა შინა და თქუა: თქუენ შორის იკურთხეოდის ისრაჱლი და გყავნ შვნ ღმერთმან, ვითარცა ეფრემ და ვითარცა მანასე! და დაადგინა ეფრემ წინაშე მანასესა კურთხევასა შინა. 20 და აკურთხნა იგინი მას დღესა შინა და თქუა: თქუენ შოვრის იკურთხეოდის ისრაჱლ და თქუან: გყავნ ღმერთმან ვითარცა ეფრემ და მანასე ! და დაადგინა ეფრემ წინა მანასჱსსა.
21. და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები და იყოს ღმერთი თქუენ თანა და მიგაქცინეს თქუენ ქუეყანად მამათა თქუენთა! 21 ჰრქუა იაკობ იოსებს: მე ესერა მოვკუდები და იყოს ღმერთი თქუენ თანა და მიგაქცინეს თქუენ ქუეყანად მამათა თქუენთა!
22. მე მიგცემ შენ სიკიმასა გარეშე ძმათა შენთასა, რომელი დავიპყარ ჴელთაგან ამორეველთასა მახჳლითა ჩემითა და მშჳლდითა. 22 მე მიგცემ შენ სიკიმასა გარეშე ძმათა შენთაჲსა, რომელი დაგიპყარ ჴელთაგან ამორეველთაჲსა მახჳლითა ჩემითა და მშჳლდითა.
49 49
1. და მოუწოდა იაკობ ძეთა თჳსთა და ჰრქუა: შემოკერბით და გითხრა თქუენ, რაჲ-იგი შეგემთხჳოს თქუენ უკუანაჲსკნელთა დღეთა. 1 მოუწოდა იაკობ ძეთა თჳსთა და ჰრქუა: შემომიკერბით და გითხრა თქუენ . . . უკუანაჲსკნელთა დღეთა,
2. შემოკერბით და ისმინეთ ძეთა იაკობისთა, ისმინეთ ისრაჱლისი, მამისა თქუენისა. 2 მოკერბით და ისმინეთ ძეთა იაკობისთა ისრაჱლ მამისა თქუენისაჲ.
3. რუბენ, პირმშოჲ ჩემი, ძალი ჩემი და დასაბამი შჳლთა ჩემთაჲ, ფიცხელად სჩნდი და ფიცხელად და თავჴედად აღსდუღდი. 3 რუბენ, პირმშოჲ ჩემი, დასაბამი შვილთა ჩემთაჲ, ფიცხლად ხჳდოდე, ფიცხლად და თავჴედად.
4. ვითარცა წყალი ნუ შეჰგბები, რამეთუ აჰჴედ შენ საწოლსა მამისა შენისასა მაშინ შეაგინე სარეცელი, რომელსა აჰჴედ. 4 აღსდუღდი, ვითარცა წყალი. ნუ შეჰგბები, რამეთუ აჰჴედ საწოლსა მამისა შენისასა და შეაგინე სარეცელი, რომელსა აჰჴედ.
5. სჳმეონ და ლევი ძმათა აღასრულეს სიცრუჱ ჴდომითა მათითა. 5 სჳმეონ და ლევი ძმათა აღასრულეს სიცრუვჱ ჴდომითა მათითა.
6. ზრახვასა მათსა ნუ შევალნ სული ჩემი და შეკრებასა მათსა ნუ აღყუებინ ღჳძლი ჩემი, რამეთუ გულისწყრომითა მათითა მოსწყჳდნეს კაცნი და გულისთქმითა მათითა დაჰკუეთნეს ძარღუნი კუროსა. 6 ზრახვასა მათსა ნუ შევალნ სული ჩემი და შეკრებასა მათსა ნუ აჰყვებინ ღჳძლი ჩემი, რამეთუ გულის წყრომითა მათითა მოწყჳდნეს კაწნი და გულის თქუმითა დაჰკუეთნეს ძარღუნი კუროსა.
7. წყეულ იყავნ გულისწყრომაჲ მათი, რამეთუ თავჴედობაჲ და ბორგაჲ მათი, რამეთუ ფიცხელ, განვყუნე იგინი იაკობსა შორის და განვსთესნე იგინი ისრაჱლსა შორის. 7 წყეულ იყავნ გულის თქუმაჲ მათი, რამეთუ თავჴედებით მცბიერებაჲ მათი, რამეთუ ფიცხელ, განვყვნე იგინი ისრაჱლსა შოვრის და განესთესნე იგინი იაკობსა შოვრის.
8. იუდა, შენ გაქებდედ ძმანი შენნი ჴელნი შენნი ზურგსა მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი. 8 იუდა, შენ გაქებენ ძმანი შენნი. ჴელნი შენნი ზურგსა მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ ძენი მამისა შენისანი.
9. ლეკჳ ლომის იუდა, მცენარისაგან, შჳლო ჩემო, აღმოჴედ. მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე აღადგინოს იგი? 9 ლეკუ ლომისა იუდა, მცენარისაგან აღმოჰჴედ, შვილო ჩემო. მიწოლით მიიძინო ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან. ვინ-მე აღადგინოს იგი?
10. არა მოაკლდეს მთავარი იუდასგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა. 10 არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა, ვიდრემდე მოვიდეს რომლისაჲ-იგი განმზადებულ არს, და იგი არს მოლოდებაჲ წარმართთაჲ.
11. და გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისსა კიცჳ ვირისა მისისაჲ, განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თჳსი. 11 გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისასა კიცჳ ვირისა მისისაჲ. განრცხას ღჳნითა სამოსელი თჳსი და სისხლითა ყურძნისაჲთა სამკაული თჳსი.
12. მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა. 12 მხიარულ იყვნენ თუალნი მისნი უფროჲს ღჳნისა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა.
13. ზაბულონ ზღჳს კიდესა დაეშენოს და იგი ავლინებდეს ნავთა და მიიწიოს სიდონადმდე. 13-(14) იზაქარს კეთილის გულმან უთქუა. განისუენებდეს შოვრის ნაწილსა მისსა
14. იზაქარს კეთილისა გულმან უთქუა, განისუენებდეს შორის ნაწილსა თჳსსა. 14-(15) და იხილოს განსუენებაჲ მისი, რამეთუ კეთილ და ქუეყანაჲ პოხილ. მისცნა მჴარნი თჳსნი შრომად და იქმნა კაც ქუეყანის მოქმედ.
15. და იხილოს განსუენებაჲ მისი, რამეთუ კეთილ და ქუეყანა, რამეთუ პოხილ მისცა მჴარნი მისნი შრომად და იქმნა კაც ქუეყანის მოქმედ. 15-(13) ზაბილონ ზღჳს კიდესა დაეშჱნოს და იგი ავლინებდეს ნავ/თა და მიიწიოს ვიდრე სიდონდმდე.
16. და დან სჯიდეს ერსა თჳსსა, ვითარცა ნათესავი ერთი ისრაჱლსა შორის. 16 დან შჯიდეს ერსა თჳსსა ვითარცა ნათესავი ერთი ისრაჱლსა შოვრის;
17. და იყოს დან გუელ გზასა ზედა მზირად მჯდომარე ალაგსა და უკბენდეს ტერფსა ცხენთასა და დაეცეს მჴედარი მართლუკუნ. 17 და იყოს დან გუელ გზასა ზედა, მზირად მჯდომარე ალაგთა და უკბენდეს ტერფთა ცხენთასა და დაეცეს მჴედარი მართლუკუნ
18. და მაცხოვარებასა უფლისასა მოელოდის. 18 და მაცხოვარებასა უფლისასა მოელოდის.
19. გად განცდით განცადოს იგი და მან განცადოს იგი შემდგომად კუალსა მისსა. 19 გად განცდით განცადოს იგი და მანცა განცადოს იგი შემდგომად კუალსა მისსა.
20. ასერ, პოხილ პური მისი და მან მისცეს საზრდელი მთავართა. 20 ასერ პოხილ პური მისი და მან მოსცეს საზრდელი მთავართა.
21. ნეფთალემ, ხე მცენარე, მოსცემდეს ნაყოფთა სიკეთისათა. 21 ნეფთალემ ხჱ მცენარჱ და მოსცემდეს ნაყოფსა სიკეთითა.
22. შვილი აღორძინებული იოსებ, შვილი ჩემი აღორძინებული საშურველი ძე ჩემი უმრწემესი ჩემდა მოიქცე, რომლისათჳს ზრახვა-ყვეს. 22 იოსებ, შვილი ჩემი, აღორძინებული, საშურელი ძჱ ჩემი უმრწემჱსი, ჩემდა მოიქეც;
23. და ძმაცვიდეს და ემტერნეს მათ უფალნი იგი მშჳლდთანი. 23 რომლისათჳს ზრახვა-ყვეს და გაგინებდეს და ემტერნეს უფალნი იგი მშჳლდთანი.
24. და შეიმუსრა ძალითურთ მშჳლდები მათი და დაჴსნდეს ძარღუნი მკლავთა ჴელთა მათთანი ჴელითა ძლიერითა იაკობისთა მის მიერ, რომელმან განგაძლიერა შენ ისრაჱლ. 24 და შეიმუსრა ძალითურთ მშჳლდები მათი და დაჰჴსნდეს ძარღუნი ჴელთა მკლავთა მათთანი ჴელითა ძლიერითა იაკობის მიერ, რომელმან განგაძლიერა შენ ისრაჱლ. 24-(25) ღმრთისა მიერ მამისა შენისა.
25. ღმრთისა მიერ მამისა შენისა. და შეგეწია შენ ღმერთი ჩემი და გაკურთხა შენ კურთხევითა ზეცისათა ზეგარდამო და კურთხევითა ქუეყანისათა, რომელსა იქმს ყოველი კურთხევისათჳს ძუძუთასა და საშოჲსა. 25 და შეგეწეოდის შენ ღმერთი ჩემი და გაკურთხოს შენ კურთხევითა ზეცისაჲთა ზეგარდამო და კურთხევითა ქუეყანისაჲთა, რომლისათჳს იქმნების ყოველი, კურთხევისათჳს ძუძუთაჲსა და საშოჲსა.
26. კურთხევითა მამისა და დედისა შენისათა უფროჲსად განძლიერდი უფროჲს მთათა მყართასა, კურთხევად ბორცუთა საუკუნეთა იყუნენ თავთა ზედა იოსებისსა და თხემსა, რომელი წინამძღუარ ყო ძმათა. 26 კურთხევითა მამისა შენისაჲთა განსძლიერდი უფროჲს კურთხევისა მთათა ზედა მყართაჲსა და კურთხევად ბორცუთა საუკუნეთა იყვნენ თავსა ზედა იოსებისსა და თხემსა ზედა, რომელი წინამძღუარ იყო ძმათა.
27. ბენიამენ, მგელი მტაცებელი, განთიად ჭამდეს-ღა და მწუხრი განუყოფდეს საზრდელსა. 27 ბენიამენ მგელ მტაცებელ, გინთიად ჭამდეს-ღა და მწუხრი განუყოფდეს საზრდელსა.
28. ყოველნი ესე ძენი იაკობისნი - ტომი ათორმეტ. და ამას ეტყოდა მამაჲ მათი და აკურთხნა იგინი კაცად-კაცადი კურთხევისაებრ თჳსისა. 28 ყოველნი ესე ძენი იაკობისნი ტომნი ათორმეტნი. ამას ეტყოდა მათ მამაჲ მათი და აკურთხნა იგინი, კაცად-კაცადი კურთხევისაებრ თჳსისა აკურთხნა იგინი.
29. ამცნო მათ და ჰრქუა მე შევეძინები ერსა ჩემსა, დამფალთ მე მამათა ჩემთა თანა ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი არს აგარაკსა მას ეფრონის ქეტელისასა. 29 და ჰრქუა მათ: მე შევეძინები ერსა ჩემსა. დამფალთ მე მამათა ჩემთა თანა ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი არს აგარაკსა მას ეფრონის ქეტელისასა,
30. რომელ არს წინაშე მამბრესსა, ქუეყანასა ქანანისასა, რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ ქუაბი ეფრონისაგან ქეტელისა სასყიდლით საფლავად. 30 ...რომელ არს წინაშე მამბრჱსა, ქუეყანასა ქანაანისასა, რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ ქუაბი ეფრონისგან ქეტელისა საფლავად სასყიდლით.
31. მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და ცოლი მისი სარრა ისაკ და ცოლი მისი რებეკა და მუნ დაფლეს ლია მოგებულსა მას აგარაკსა და რომელ-იგი არს მას შინა ქუაბი ძეთაგან ქეტისთა. 31 მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და ცოლი მისი სარა და მუნ დაჰფლეს ისაკ და ცოლი მისი რებეკა და მუნ დაჰფლეს ლია
32. და დასცხრა იაკობ ბრძანებად ძეთა თჳსთა და აღიხუნა ფერჴნი თჳსნი ცხედრად და მოაკლდა და შეეძინა ერსა თჳსსა. 32 მოგებულსა მას აგარაკსა და რომელ-იგი არს მას შინა ქუაბი ძეთაგან ქეტისთა.

33 და დასცხრა იაკობ ბრძანებად ძეთა თჳსთა და აღიხუნა ფერჴნი თჳსნი ცხედრად და მოაკლდა და შეეძინა მამათა თჳსთა.
50 50
1. და დავარდა იოსებ პირსა ზედა მამისა თჳსისასა და ტიროდა და ამბორს-უყო მას. 1 და დავარდა იოსებ პირსა ზედა მამისა თჳსისასა და ტიროდა და ამბორს-უყოფდა მას.
2. და უბრძანა იოსებ მონათა თჳსთა მკუდრის მმოსელთა შემოსად მამაჲ თჳსი. 2 და უბრძანა იოსებ მონათა თჳსთა მკუდრის მმოსელთა შემოსად მამაჲ თჳსი და შემოსეს მკუდრის მმოსელთა მათ ისრაჱლ.
3. და შემოსეს მკუდრის მმოსელთა მათ ისრაჱლ და აღასრულეს მისი ორმეოცი დღე, რამეთუ ესრეთ აღირაცხიან დღენი დაფლვისანი. და ეგლოვდა მას ეგჳპტე სამეოცდაათ დღე. 3 და აღასრულეს მისი ორმეოცი დღჱ, რამეთუ ესრჱთ აღირაცხებიან დღენი დაფლვისანი, და ეგლოვდა მას ყოველი ეგჳპტე სამეოც და ათ დღე.
4. და ვითარცა წარჰჴდეს დღენი იგი გლოვისანი, ეტყოდა იოსებ მთავართა ფარაოსთა და ჰრქუა მათ: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თქუენსა, ეტყოდეთ ყურთა ფარაოსთა და არქუთ: 4 და ვითარცა წარჴდეს დღენი იგი გლოვისანი, ეტყოდა იოსებ მთავართა მათ ფარაოჲსთა და ჰრქუა, უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თქუენსა, ეტყოდეთ ყურთა ფარაოჲსთა და არქუთ:
5. მამამან ჩემმან მაფუცა მე და მრქუა: "საფლავსა მას, რომელ-იგი ვიქმენ თავისა ჩემისა ქუეყანასა ქანანისასა, მუნ დამფალ მე", აწ უკუე აღვიდე და დავფლა მამაჲ ჩემი და კუალად მოვიდე. 5 მამამან ჩემმან მაფუცა მე და მრქუა: საფლავსა მას, რომელ-იგი ვქმენ თავისა ჩემისა ქუეყანასა მას ქანაანისასა, მუნ დამფალ მე. აწ უკუე აღვიდე და დავჰფლა მამაჲ ჩემი და კუალად მოვიდე.
6. და ჰრქუა ფარაო იოსებს: აღვედ და დაფალ იგი ვითარცა გაფუცა შენ. 6 ჰრქუა ფარაო იოსებს: აღვედ და დაჰფალ მამაჲ შენი, ვითარცა-იგი გაფუცა შენ.
7. და აღვიდა იოსებ დაფლვად მამისა თჳსისა. და მის თანა აღვიდეს ყოველნი მონანი ფარაოჲსნი და მოხუცებულნი სახლისა მისისანი და ყოველნი მოხუცეგულნი ქუეყანისა ეგჳპტისანი, 7 და აღვიდა იოსებ დაფლვად მამისა თჳსისა და მის თანა აღვიდეს ყოველნი მონანი ფარაოჲსნი და მოხუცებულნი სახლისა მისისანი და ყოველნი მოხუცეგულნი ქუეყანისა ეგჳპტისანი,
8. და ყოველივე სახლი იოსებისი და ყოველნივე ძმანი მისნი და ყოველნივე სახლი მამულისა მისისანი და ნათესავი. და ცხოვარი და ზროხა დაუტევეს ქუეყანასა გესემისასა. 8 და ყოველი სახლი იოსებისი და ყოველნივე ძმანი მისნი და ყოველნივე სახლისა მამულისა მისისა ნათესავნი. ცხოვარი და ზროხაჲ დაუტევეს ქუეყანასა გესემისასა.
9. და მის თანა აღვიდა ეტლები და მჴედრები და იყო ბანაკი იგი დიდ ფრიად. 9 და მის თანა აღვიდა ეტლები და მჴედრები. და იყო ბანაკი იგი დიდ ფრიად.
10. და მოვიდეს იგინი კალოებსა მას ზედა ადატისასა, რომელ არს წიაღ იორდანესა, და ეტყებდეს მას ტყებითა დიდითა და ძლიერით ფრიად. და იოსებ გლოვაჲ მამისა თჳსისა შჳდ დღე. 10 და მოვიდეს იგინი კალოებსა მას ზედა ატადისასა, რომელ არს წიაღ იორდანესა, და ეტყებდეს მას ტყებითა დიდითა და ძლიერითა ფრიად. და ყო იოსებ გლოვაჲ მამისა თჳსისაჲ შჳდ დღე.
11. და იხილეს მკჳდრთა ქუეყანისა მის ქანანისათა გლოვაჲ კალოთა მათ ადატისათა, თქუეს: გლოვაჲ დიდ არს ვსე ეგჳპტელთა. ამისთჳს უწოდა ადგილსა მას სახელი გლოვაჲ ეგჳპტისაჲ, რომელ არს იორდანესა თანა. 11 და იხილეს მკჳდრთა ქუეყანისა ქანაანისათა გლოვაჲ კალოთა მათ ატადისათა და თქუეს: ესე გლოვაჲ დიდი არს ეგჳპტელთაჲ. ამისთჳს ეწოდა ადგილსა მას გლოვაჲ ეგჳპტისაჲ, რომელ არს იორდანესა თანა.
12. და უყვეს მათ ძეთა ისრაჱლისათა ესრეთ, ვითარცა-იგი ამცნო მათ. 12 და უყვეს მას ესრჱთ ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა-იგი ამცნო მათ.
13. და აღმოიღეს იგი ძეთა მისთა ქუეყანად ქანანისა, და დაფლეს იგი ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ მოგებად საფლავად ძეთაგან ეფრონის ქეტელისათა წინაშე მამბრესა. 13 და აღმოიღეს იგი ძეთა მისთა ქუეყანად ქანაანისა და დაჰფლეს იგი ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ მოგებით საფ/ლავად ძეთაგან ეფრონის ქეტელისათა, წინაშე მამბრჱსსა.
14. და მიიქცა იოსებ ეგჳპტედ, იგი და ძმანი მისნი ღა რომელნი მის თანა აღმოსრულ იყვნეს დაფლვად მამისა მისისა. 14 მოიქცა იოსებ ეგჳპტედ, იგი და ძმანი მისნი, და რომელნი მის თანა აღმოსრულ იყვნეს დაფლვად მამისა მისისა, შემდგომად დაფლვისა მამისა მისისა.
15. ვითარცა იხილეს ძმათა იოსებისთა, რამეთუ აღესრულა მამაჲ მათი, თქუეს: ნუუკუე ძჳრი იჴსენოს ჩუენთჳს იოსებ და მოგუაგოს მოსაგებელი ჩუენი ყოვლისა მისთჳს ბოროტისა, რომელი შევაჩუენეთ მას. 15 ვითარცა იხილეს ძმათა იოსებისთა, რამეთუ აღესრულა მამაჲ მათი, თქუეს: ნუუკუე ძჳრი იჴსენოს იოსებ ჩუენთჳს და მოგუაგოს მოსაგებელი ჩუენი ყოვლისა მისთჳს ბოროტისა, რომელი შევაჩუენეთ.
16. და მოვიდეს იოსებისა და ჰრქუეს მას: მამამან შენმან გაფუცა შენ ვიდრე აღსრულებადმდე მისა და გრქუა შენ. 16 მოვიდეს იოსებისა და ჰრქუეს: მამამან შენმან გაფუცა შენ ვიდრე აღსრულებადმდე მისა და გრქუა შენ:
17. ესრეთ არქუთ იოსებს მიუტევენ სიცრუენი და ცოდვანი მათნი, რამეთუ ბოროტი შეგაჩუენეს შენ და აწ თავს-იდევ შეცოდებაჲ მსახურთა ღმრთისა მამისა შენისათა. და ტიროდა იოსებ სიტყუასა მას ზედა მათსა მის მიმართ. 17 ესრე არქუთ იოსებს: მიუტევენ სიცრუვენი და ცოდვანი მათნი, რამეთუ ბოროტი შეგაჩუენეს შენ, და აწ თავს-იდევ შეცოდებაჲ მსახურთაჲ ღმრთისა მამისა შენისათაჲ. და ტიროდა იოსებ სიტყუასა მას მათსა მისა მიმართ.
18. და მოუჴდეს მას და ჰრქუეს: ჩუენ შენი მონანი ვართ. 18 მოუჴდეს მას და ჰრქუეს: ჩუენ შენნი მონანი ვართ.
19. და ჰრქუა მათ იოსებ: ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისა ვარი მე. 19 ჰრქუა მათ იოსებ: ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისაჲ ვარი მე.
20. თქუენ ზრახეთ ჩემთჳს ბოროტი, ხოლო ღმერთმან ზრახა ჩემთჳს კეთილი, რათა იყოს ვითარცა დღეს, რათა გამოიზარდოს ერი მრავალი და ჰრქუა მათ იოსებ: 20 თქუენ ჰზრახეთ ჩემთჳს ბოროტი, ხოლო ღმერთმან ზრახა ჩემთჳს კეთილი, რაჲთა იყოს, ვითარცა-ესე დღეს, რაჲთა გამოიზარდოს ერი მრავალი.
21. ნუ გეშინინ, მე გამოგზარდნე თქუენ და სახლი თქუენი. და ნუგეშინის-სცა მათ და ეტყოდა ნებისაებრ მათისა. 21 და ჰრქუა მათ: ნუ გეშინინ, მე გამოგზარდნე თქუენ და სახლნი თქუენნი. და ნუგეშინის-სცა მათ და ეტყოდა გულისაებრ მათისა.
22. და დაემკჳდრა იოსებ ეგჳპტეს, იგი და ძმანი მისნი და ყოველი სახლი მამისა მისისა და ცხოვნდა იოსებ ასდაათ წელ. და იხილნა იოსებ ყრმა ეფრემისნი მესამედ ნათესავადმდე: და ძენი მაქირისნი, ძისა მანასესი იშვნეს წიაღთა იოსებისთა. 22 და დაემკჳდრა იოსებ ეგჳპტეს, იგი და ძმანი მისნი და ყოველივე ყოვლითურთ სახლი მამისა მისისაჲ. ცხონდა იოსებ ას და ათ წელ.
23. ეტყოდა იოსებ ძმათა თჳსთა და ჰრქუა: მე მოვკუდები და მოხედვით მოხედვა-ყოს ღმერთმან თქუენ ზედა, განგიყუანნეს თქუენ ამიერ ქუეყანით მას ქუეყანასა, რომლისათჳს ეფუცა მამათა ჩუენთა აბრაჰამს, ისაკს იაკობს. 23 და იხილნა იოსებ ყრმანი ეფრემისნი მესამედ ნათესავადმდე; და ძენი მაქირისნი, ძისა მანასჱსნი, იშვნეს წიაღთა იოსებისთა.
24. და აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: მოხედვასა მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, თანა-აღიხუენით თქუენ ძუალნი ჩემნი თქუენ თანა. 24 ეტყოდა იოსებ ძმათა თჳსთა და ჰრქუა: მე მოვკუდები. მოხედვით მოხედვა-ყოს თქუენ ზედა უფალმან და განგიყვანნეს თქუენ ამიერ ქუეყანით მას ქუეყანასა, რომლისათჳს ეფუცა მამათა ჩუენთა აბრაჰამს, ისაკს და იაკობს.
25. და აღესრულა იოსებ ასდაათისა წლისაჲ, და დაჰფლეს იგი და დადვეს საფლავსა მას ეგჳპტეს შინა. და შემურეს იგი ნელსაცხებლითა და დაფლეს იგი ცხედრითა ეგჳპტეს შინა. 25 და აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: მოხედვასა მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, თანა-აღიხუენით ძუალნი ჩემნი თქუენ თანა.

26 და აღესრულა იოსებ ას და ათისა წლისაჲ და დაჰფლეს იგი და დადვეს საფლავსა ეგჳპტეს შინა.
ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ: http://orthodoxy.ge/-დან
ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ: http://titus.uni-frankfurt.de/indexe.htm-დან
AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 01 FEBRUARY 2019 12:01)