ძველი ქართული თარგმანი

[A 182, 180r]1 წმიდათა შორის მამისა ჩუენისა პროკლე კოსტანტინოპოლელ მთავარეპისკოპოსისაჲ2 სიტყუაჲ შობისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეჲსისა, რომელი-ესე აღმოთქუა დიდსა ეკლესიასა შინა სოფიაწმიდას სასმენელად ნესტორ მწვალებელისა, ჯდა რაჲ იგი მუნ. მამაო, გუაკურთხენ!

 

ქალწულისა კრებაჲ დღეს, ძმანო, ენასა ჩემსა შესხმად მოუწესს და აწინდელი ესე დღესასწაული შემოკრებულთა ამათ სარგებელისა მომატყუებელ ექმნების3 დიდად საკჳრველად, რამეთუ აქუს მას ხატი სიწმიდისაჲ და დედათა ნათესავისა არს ესე სიქადულ და დიდება დედისა მისთჳს და ქალწულისა. და ფრიად საწადელ არს კრებაჲ ესე, რამეთუ აჰა ესერა ზღუაჲ და ჴმელი პატივ-სცემს ქალწულსა: ერთი იგი განუმარტებს წიაღთა თჳსთა ნავით მავალთა მყუდროებითა ფრიადითა, ხოლო მეორე იგი ფრჴივ მავალთა სრბასა წარუმართებს.

განსცხრებოდენ ბუნებაჲ, რამეთუ დედანი პატივ-იცემებიან; იხარებდინ კაცებაჲ, რამეთუ ქალწულნი იდიდებიან, რამეთუ სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, უფროჲსად გარდაემატა მადლი4. რამეთუ მომიწოდნა ჩუენ წმიდამან ღმრთისმშობელმან ქალწულმან მარიამ, შეუგინებელმან მან ქალწულებისა საუნჯემან, სიტყჳერმან მან მეორისა ადამის სამოთხემან, საქმარმან ბუნებათა5 ერთობისამან, კრებამან მან ცხორებისა[180v] სავაჭროჲსამან6, ტაძარმან მან, რომელსა შინა სიტყუამან ჴორცნი დაიწინდნა, მაყუალმან მან ბუნებითმან, რომელი ცეცხლმან ღმრთეებისამან არა შეწუა7, ღრუბელმან მან სულმცირემან, რომელმან ქერობინთა ზედა მჯდომარე ჴორცითა იტჳრთა8, ცუარისა მის ზეცათაჲსა საწმისმან მან უბიწომან, რომლისაგან მწყემსი იგი და ცხოვარი შეიმოსა, მჴევალმან მან და დედამან და ქალწულმან და ცამან, ცათა უმაღლესმან, მხოლომან მან ჴიდმან ღმრთისამან კაცთა მომართ, ქსელმან მან საშინელმან განგებულებისამან, რომელსა შინა შეერთებისა იგი სამოსელი გამოუთქუმელად დაიქუსა9, რომლისა მქსოველ არს სული წმიდაჲ და მძახელ - რომელი-იგი აგრილობდა ძალი მაღლისაჲ, ხოლო მატყლ - პირველი იგი თბე ადამისი, და საღებავ - უბიწონი იგი ჴორცნი ქალწულისანი, ხოლო მქსოველ - განუზომელი იგი მადლი შემმოსელისაჲ, და ჴელოვან - სიტყუაჲ იგი, რომელი სასმენელით შევიდა.

ვის ესმა ესე10, ანუ ვინ იხილა, რამეთუ ღმერთი საშოსა შინა გარეშემოუწერელად დაემკჳდრა? რომელი ცათა ვერ დაიტიეს, საშოჲ ქალწულისაჲ არა იწრო ექმნა, არამედ იშვა დედაკაცისაგან ღმერთი - არა შიშუელი და კაცი - არა ლიტონი. და პირველი იგი კაცი ცოდვისაჲ ბჭედ ცხორებისად გამოაჩინა, რამეთუ სადა-იგი გუელმან ურჩებისა [181r] მიერ გესლი შთასთხია, მიერვე სიტყუაჲ მორჩილებისა მიერ11 შევიდა და ტაძარი ჴორცთა თჳსთაჲ განაცხოველა; სადაჲთ-იგი პირველი ცოდვისა კაინ გამოვიდა, მიერვე მჴსნელი კაცთა ნათესავისაჲ ქრისტე უთესლოდ აღმოეცენა.

არა სირცხჳლ-იჩინა კაცთმოყუარემან დედაკაცისაგან შობაჲ, რამეთუ ცხორებასა კაცთასა მოივაჭრებდა; არა შეიგინა დამკჳდრებითა მით ასოთა შინა დედაკაცისათა, რომელნი-იგი მან პატიოსნად დაჰბადნა. უკუეთუმცა არა ქალწულად დადგრომილ იყო დედაჲ, ლიტონიმცა კაცი იყო შობილ იგი და არამცა საკჳრველ იყო შობაჲ მისი. უკუეთუ კულა შემდგომად შობისა ქალწულად დაადგრა, და გამოუთქუმელად იშვა მისგან უფალი, რომელი-იგი კართა ჴშულთა დაუყენებელად შევიდა, რომლისა ბუნებანი თომა განიცადნა და ღაღად-ყო: "უფალი შემი და ღმერთი ჩემი"12. ნუღარა სირცხჳლ-გიჩნს, ჵ კაცო, შობისათჳს უფლისა, რომელი-იგი გუექმნა ჩუენ მიზეზ ცხორებისა, რამეთუ უკუეთუ არა იშვა დედაკაცისაგან, არცა მოკუდა, არცა სიკუდილითა თჳსითა განაქარვა, რომელსა-იგი აქუნდა სიმტკიცე სიკუდილისაჲ, ესე იგი არს ეშმაკი13. არა შეურაცხება არს ხუროთმოძღურისა დამკჳდრებაჲ მის მიერ აღშენებულსა შინა; არა შეაგინებს თიჴაჲ მეკეცესა, გან-რაჲ-ახლებდეს, რომელი-იგი [181v] შეექმნას. ეგრეთვე არა უხრწნელსა მას შეაგინებს საშოჲსაგან ქალწულისა გამოსლვაჲ, რამეთუ რომელსა იგი და-რაჲ-ჰბადებდა და არაჲ შეიგინა მისგან, გამოსლვამანცა ვითარ შეაგინა?

ჵ საშოჲ, რომელსა შინა განთავისუფლებისა ჩუენისა ახალი წერილი დაიწერა! ჵ მუცელი, რომელსა შინა სიკუდილისა მომკლველი იგი საჭურველი განიჭედა! ჵ ორნატი, რომელსა შინა მუშაკი იგი ბუნებისა ჩუენისაჲ უთესლოდ აღმოეცენა! ჵ ტაძარი, რომელსა შინა ღმერთი იქმნა მღდელთმოძღუარ წესსა მას ზედა მელქიზედეკისსა!14 დაღაცათუ ჰურიანი ურწმუნო არიან, ვითარმცა ღმერთმან კაცებაჲ შეიმოსა, და წარმართნი ეკიცხევენ საკჳრველებასა, ვითარცა პავლე ღაღადებს, ვითარმედ: "ჰურიათა საცთურ და წარმართთა სისულელე"15, რამეთუ საიდუმლოჲსა ამის ძალი ვერ გულისჴმა-ყვეს, ვინაჲთგან ზეშთა16 სიტყჳსა არს საკჳრველებაჲ ესე, რამეთუ უკუეთუმცა გულისჴმა-ეყო, არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს-აცუეს.

რამეთუ უკუეთუმცა არა დამკჳდრებულ იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ საშოსა შინა ქალწულისასა, არამცა დაჯდომილ იყო კაცი საყდართა ზედა დიდებისათა; უკუეთუ ღმრთის შეურაცხებაჲ არს საშოსა შინა, რომელი დაჰბადა, დამკჳდრებაჲ, შეურაცხება [182r] სამე იყოს ანგელოზთა მსახურებაჲ კაცისაჲ. აწ უკუე, ბუნებით უვნებელმან მან წყალობისა ჩუენისათჳს მრავალნი ვნებანი თავს-ისხნა.

არა თუ წარმატებით ღმერთ იქმნა ქრისტე, არამედ მოწყალებით კაც იქმნა, ვითარცა გურწამს; არა კაცსა განღმრთოებულსა ვქადაგებთ, არამედ ღმერთსა განჴორციელებულსა აღვიარებთ, რამეთუ თჳსი მჴევალი დედად სათნო-იყო, არსებით უდედომან მან და განგებულებით ქუეყანასა ზედა უმამომან. უკუეთუ არა, ვითარ იყოს იგი, სიტყჳსაებრ პავლესსა, უდედო უმამო?17 უკუეთუ ლიტონი კაცი არს, არა უდედო არს იგი, რამეთუ უვის მას დედაჲ; უკუეთუ შიშუელი ღმერთი არს, არა უმამო არს იგი, რამეთუ უვის მას მამაჲ, ხოლო აწ უდედო არს იგი, ვითარცა დამბადებელი, და უმამო არს იგი, ვითარცა დაბადებული.

წოდებისაგან მებრ მთავარანგელოზისა შეიკდიმე, რომელმან-იგი ნეტარსა მას ქალწულსა ახარა, რამეთუ გაბრიელ ეწოდებოდა, ხოლო თუ რაჲ არს თარგმანებაჲ გაბრიელისა, ისმინე და ისწავე: ღმერთი და კაცი, ვინაჲთგან მის მიერ ხარებული იგი18 ღმერთი არს და კაცი. წინაწარ-უსწრო წოდებამან მას საკჳრველებასა, რაჲთა სარწმუნო-ყოს განგებულებაჲ.

ისწავე მიზეზი გარდამოსლვისაჲ და ადიდებდი ძლიერებასა ჴორცშესხმულისასა. ფრიადი თანანადები თანა-ედვა ცოდვისათჳს კაცთა ბუნებასა და უღონო იყო გარდაჴდად, რამეთუ ადამის გამო [182v] ყოველთა ცოდვისა ჴელითწერილი დაგუეწერა; მონად ვჰყევით ჩუენ ეშმაკსა და სასყიდელი ჩუენი მოაქუნდა აღწერით, რომელ არიან მრავალვნებულნი19 ესე ჴორცნი; მდგომარე იყო ცილისმწერალი იგი და გუაჭირვებდა ჩუენ20 ვალისა მისთჳს და მიგუჴდიდა ჩუენ თანანადებისა მის სასჯელსა. და ერთი ორთაგანი თანა-გუედვა: ანუ რაჲთამცა დასჯისა მისთჳს ყოველთა ზედა სიკუდილი მოიწია, ანუ რაჲთამცა ესევითარი21 საჴსარი მივეცით, რომელიმცა ყოვლითურთ უბრალო იყო და არა თანამდებ სიკუდილისა.

კაცსა უკუე ცხოვნებაჲ ჩუენი ვერ ძალ-ედვა, რამეთუ თანამდებ იყო თანანადებსა მას ცოდვისასა; ანგელოზი მოსყიდად კაცებისა ვერ შემძლებელ იყო, რამეთუ არა აქუნდა მას ესევითარი საჴსარი. უცოდველსა უკუე თანაედვა ცოდვილთათჳს სიკუდილი, რამეთუ ესე დაშტომილ იყო ბოროტისა მის საკურნებელად. ამისთჳს თავადმან მან, რომელმან ყოველი ბუნებაჲ არსებად მოიყვანა, რომელი-იგი ღონიერ არს და მდიდარ22 წყალობითა და არარაჲ არს მის23 მიერ შეუძლებელ, პოვა დასჯილთა ამათთჳს ცხორებაჲ პატიოსანი და სიკუდილისა დაჴსნაჲ შუენიერი: და განკაცნა ქალწულისაგან, ვითარცა მან24 მხოლომან უწყის, რამეთუ საკჳრველებისა მის გამოთარგმანებად სიტყუაჲ ვერ შემძლებელ არს. და მოკუდა, რომელი-იგი [183r] იქმნა, და იჴსნა, რომელი-იგი იყო, ვითარცა იტყჳს პავლე, "რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ სისხლითა მისითა და მოტევებაჲ ცოდვათაჲ"25.

ეჰა, დიდებულებაჲ საქმეთა ამათ, რამეთუ იგი თავადი უკუდავ იყო, არამედ მოკუდავთა ამათ მოგუატყუა უკუდავებაჲ, რამეთუ ესევითარი განგებულებაჲ არცა ქმნულ არს და26 არცა ყოფილ, არცაღა იქმნეს, არცა იყოს, რომელი-იგი ქმნა მან მხოლომან - ქალწულისაგან შობილმან ღმერთმან და კაცმან. არა ხოლო თუ დასჯილთა ამათ სიმრავლისა შესწორებული აქუნდა ღირსებაჲ, არამედ ყოვლისავე შესწორებისა და ყოვლისავე სიმრავლისა უვაღრეს27 იყო პატივითა, რამეთუ ძეობასა შინა შეუცვალებელი სწორებაჲ აქუნდა მამისაჲ, ხოლო შემოქმედებასა შინა ძლიერებაჲ აქუნდა, ყოვლისავე შემძლებელი, და სიტკბოებასა შინა მოწყალებაჲ აქუნდა განუზომელი, ხოლო მღდელთმოძღურებასა შინა - სარწმუნოებაჲ იგი და ჭეშმარიტი მღდელთმოძღურებაჲ, რომელთაჲ არარაჲ იპოების შემსგავსებული, არა პოვოს28 სადმე.

რამეთუ რომელი-იგი კაცთმოყუარებით დაისაჯა ჯუარისმცუმელთა29 მათ მიერ, დაჰჴსნა სიკუდილი და შეცვალა მკლველთა მათ უსჯულოებაჲ შეცოდებულთა ამათ საცხორებელად. კაცსა უკუე ცხოვნებაჲ ჩუენი ვერ ძალ-ედვა, რამეთუ მასცა ეჴმარებოდა მაცხოვარი, ვითარცა იტყჳს პავლე, ვითარმედ: ყოველთავე [183v] ცოდეს და ცოდვაჲ იგი ეშმაკსა უფლებასა მისცემდა ჩუენ ზედა30, ხოლო ეშმაკი სიკუდილად მიმზიდვიდა ჩუენ. და ესრეთ გამოუთქუმელთა ბოროტთა მოეცვა ცხორებაჲ ჩუენი და სასოებაჲ დაჴსნისაჲ არაჲ იყო, რომელი-ესე განიცადეს წინაწარმეტყუელთა და გულისჴმა-ყვეს, რამეთუ უზეშთაეს31 არიან წინაწარმეტყუელებანი ჩუენნი ჴელოვნებისა კაცობრივისა, ვინაჲთგან ზეცისა მკურნალსა მას ეძიებდეს და ვედრებით უწოდებდეს.

რომელიმე იტყოდა: მოდრიკენ ცანი და გარდამოჴედ32; და სხუაჲ - განმკურნე მე, უფალი, და განვიკურნო33; და სხუაჲ - აღადგინე ძლიერებაჲ შენი და მოვედ ცხორებად ჩუენდა34; და სხუაჲ - უკუეთუ ესრეთ35 დაემკჳდროს ღმერთი კაცთა თანა36; და სხუაჲ - მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად37; და სხუაჲ - ვაჲ მე, რამეთუ38 წარწყმდა ღმრთისმოშიში ქუეყანით და განკრძალული კაცთა შორის არა არს39; და სხუაჲ - შეწევნასა ჩემსა მომხედენ40, უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე41; და სხუაჲ - წუთღა42 მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს43; და სხუაჲ - შევსცეთ მე, ვითარცა ცხოვარი წყმედული, მომ[ი]ძიე მონაჲ შენი, რამეთუ გესავ შენ44. და კუალად - ვითარმედ ღმერთი ცხადად მოვიდეს და ღმერთი ჩუენი არა დადუმნეს45.

რომლისათჳსცა არა უგულებელს-ყო ბუნებაჲ კაცობრივი მიმძლავრებული ბუნებით კაცთმოყუარემან მან მეუფემან; არა დაუტევა სრულიად ჴელმწიფებასა ქუეშე ეშმაკისასა წყალობისმოყუარემან [184r] ღმერთმან, არამედ მოვიდა, რომელი-იგი მარადის იყო ჩუენ თანა და ყო საჴსარ46 ჩუენდა სისხლი თჳსი და მისცნა ნათესავისა ჩუენისათჳს ჴორცნი თჳსნი სიკუდილად, რომელნი-იგი ქალწულისაგან შეიმოსნა; და მოიყიდა სოფელი წყევისაგან სჯულისა47 და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.

აწ უკუე, რომელმან48 მომიყიდნა ჩუენ, არა ლიტონი კაცი არს, ჵ ჰურიაო, რამეთუ კაცთა ბუნებაჲ ცოდვისადა დამონებულ იყო; არცა კუალად ღმერთი, შიშუელი49 კაცებისაგან, რამეთუ ჴორცნი ემოსნეს. ჵ მანიქეველო, რამეთუ უკუეთუმცა არა შევემოსე, არცამცა ვეცხოვნე, არამედ რომელმან იგი განაჩინა დასჯაჲ ჩემი, საშოსა შინა ქალწულისასა დასჯილი50 იგი შემიმოსა და მუნ აღასრულა საჲდუმლოჲ იგი საშინელი, რამეთუ არა სულმან შეიმოსნა ჴორცნი, არცა იგი განკაცნა ქალწულისაგან, არამედ ქრისტემან' ხოლო სული წმიდაჲ აგრილობდა, ხოლო ქრისტე განჴორციელდა. უკუეთუ კუალად სხუაჲ არს ქრისტე და სხუაჲ არს სიტყუა ღმრთისაჲ, არღარა სამებაჲ არს, არამედ - ოთხებაჲ. ნუ განაპებ კუართსა მას განგებულებისასა ზეგარდმო ქსოვილსა51, ნუ52, ნუცა დაემოწაფები არიოზს, რამეთუ იგი ურღმრთოებით ერთარსებასა განჰკუეთს, ხოლო შენ შეერთებასა ნუ განჰყოფ, რაჲთა53 არა განიყო ღმრთეებისაგან.

რამეთუ ვინ გამოუჩნდა, მითხარღა, ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა მსხდომარეთა54, [184v] ანუ მიჴსნნა ჩუენ ჴელმწიფებისაგან ბნელისა, რამეთუ ვიყვენით ოდესმე ბნელ55, მსგავსად წერილისა. დავით გასწავებს შენ, რამეთუ იტყჳს: "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა"56. გჳთხარ57 განცხადებულად, ჵ ნეტარო დავით, ღაღად-ყავ ძლიერად, აღიმაღლე, ვითარცა საყჳრმან, ჴმაჲ შენი და ნუ ჰრიდებ. გჳთხარ ჩუენ, ვინ არს ესე, მომავალი სახელითა უფლისაჲთა? და იგი იტყჳს: უფალი ღმერთი ძალთაჲ, ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ58, რამეთუ სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და შეიერთნეს ბუნებანი და შეურევნელად ეგო შეერთებაჲ იგი, რამეთუ მოვიდა უფალი59 ცხორებად ჩუენდა, არამედ ჯერ-იყო ვნებაჲცა და ვითარ ეგებოდა ორივე ესე? კაცსა ლიტონსა ცხოვნებაჲ60 ვერ ჴელ-ეწიფებოდა, ღმრთისა შიშუელისა ვნებაჲ შეუძლებელ იყო. ამისთჳსცა, რომელი-იგი ღმერთი იყო, ემმანუილ, იქმნა კაც, და რომელი-იგი იყო, აცხოვნა, ხოლო61 რომელი-იგი იქმნა, ივნო.

ვინაჲცა იხილა რაჲ62 ეკლესიამან შესაკრებელი იგი ჰურიათაჲ, რომელმან იგი ეკლითა გჳრგჳნოსან-ყო თავი მისი, გოდებდა კადნიერებისა მათისათჳს63 და იტყოდა: "ასულნო იერუსალემისანო64, გამოედით და იხილეთ გჳრგჳნი, რომლითა გჳრგჳნოსან-ყო დედამან მისმან65, რამეთუ მან თავადმან ეკლისა გჳრგჳნი შეიმოსა, არამედ პატიჟი იგი ეკალთაჲ დაჰჴსნა. იგი თავადი იყო [185r] წიაღთა მამისათა და საშოსა შინა ქალწულისასა; იგი თავადი იყო წიაღთა დედისათა და ფრთეთა ზედა ქეროვიმთასა; იგი თავადი ანგელოზთა მიერ თაყუანის-იცემებოდა და მეზუერეთა თანა ინაჴ-იდგმიდა. სერაბინნი ვერ მიხედვიდეს და პილატე განიკითხვიდა, მონისაგან ყურიმლისცემასა თავს-იდებდა და დაბადებულთა შეაძრწუნებდა: ჯუარს ზედა66 დაემსჭუალვოდა და საყდართა დიდებისათა არა განაშიშულებდა; საფლავსა შინა შეიცვოდა და ცანი გარდაართხნა, ვითარცა კამარანი; მკუდართა თანა შეირაცხებოდა და ჯოჯოხეთსა წარმოსტყუენვიდა; აქა ცილისწამებით მაცთურით ხადოდეს და მუნ წმიდა არსობით იდიდებოდა.

ეჰა, დაბადებული საკჳრველი! ჵ მიუწდომელი საიდუმლოჲ! ვხედავ საკჳრველებათა და ვქადაგებ ღმრთეებასა; განვიცდი ვნებულთა და არა უვარ-ვჰყოფ კაცებასა, რამეთუ ემმანუილ ბუნებისა ბჭენი განახუნა, ვითარცა კაცმან, ხოლო ქალწულებისა კლიტენი არა დაჰჴსნნა, ვითარცა ღმერთმან, არამედ ესრეთ გამოვიდა საშოჲთ, ვითარცა სასმენელით შევიდა. ესრეთ იშვა, ვითარცა მუცლადღებულ იქმნა. უვნებელად შევიდა და უხრწნელად გამოვიდა, ვითარცა იტყჳს წინასწარმეტყუელი ეზეკიელ, ვითარმედ მომაქცია მე უფალმან გზასა მას ბჭისა მის წმიდათაჲსა გარეშესა, რომელი ხედვიდა [185v] აღმოსავალით და ესე იყო დაჴშულ. და მრქუა მე უფალმან: "ძეო კაცისაო, ბჭე ესე იყოს დაჴშულ და არა განეღოს და არა ვინ განვლოს67, არამედ უფალმან ღმერთმან ისრაელისამან68 მხოლომან; იგი თავადი შევიდეს და გამოვიდეს და იყოს ბჭე იგი დაჴშულადვე"69. აჰა ესერა70 გაქუს71 სახე განცხადებული და ჭეშმარიტი წმიდისა ღმთისმშობელისა მარიამისი72. დაჰჴსნდინ ამიერითგან ყოველი ცილობაჲ და წმიდათა წერილთა გულისჴმის-ყოფაჲ განგუანათლებდინ, რაჲთა სასუფეველსა ცათასა ღირს-ვიქმნნეთ ქრისტეჲს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და დაუსრულებელთა მათ საუკუნეთასა უკუნისამდე73, ამენ.

--------------------------------------------------------------------------------

შენიშვნები

1 - პროკლე კონსტანტინოპოლელის ქრისტეშობის საკითხავი წარმოდგენილია XIII ს-ის ხელნაწერ A 182-ში დაცული ტექსტით (180r-185v). ვარიანტები გაკეთებული აქვს XVI ს-ის ნუსხის, ქუთ. 5-ის მიხედვით (480v-482v; Q ლიტ.).

2 - ებისკოპოსისაჲ Q.

3 - იქმნების Q.

4
- რომ. 5.20.

5 - ბუნებისა Q.

6 - სავაჭროსამან Q.

7 - გამ. 3.2.

8 - ესაია 19.1.

9 - დაიქუსუა Q.

10 - ესე] Q.

11 - მორჩილებისა მიერ] მორჩილ Q.

12
- ინ. 20.28.

13 - ებრ. 2.14.

14 - მელქისედეკისსა Q. ფს. 103.4.

15 - I კორ. 1.23.

16 - ზესთა Q.

17
- ებრ. 7.3.

18 - ხარებული იგი მის მიერ Q.

19
- ვნებულნი Q.

20 - ჩუენ]+ვითარცა Q.

21 - ესევითარი] - Q.

22
- მდიდარ] + არს Q.

23 - მის] - Q.

24 - მან] - Q.

25 - ეფეს. 1.7.

26
- და] - Q.

27 - უაღრეს Q.

28 - არა იპოვოს] არცა იპოოს Q.

29 - ჯუარისმცმელთა Q.

30 - კოლ. 1.14.

31 - უზესთაეს Q.

32 - ფს. 143.5.

33 - იერ. 17.14.

34 - ფს. 79.3.

35 - ესრეთ] - Q.

36
- II ნეშტ. 6.18.

37 - ფს. 78.8.

38
- რამეთუ] და Q.

39 - მიქეა 7.2.

40 - მოხედენ Q.

41
- ფს. 69.1.

42 - თუღა Q.

43
- ამბაკ. 2.3; ებრ. 10.37.

44 - რამეთუ გესავ შენ] - Q. ფს. 118.176.

45 - ფს. 49.3.

46 - საჴსრად Q.

47
- გალ. 3.13.

48 - რომელნი Q.

49 - შიშველი Q.

50 - დაშჯილი Q.

51 - ქსოილსა Q.

52 - ნუ] - Q.

53
- რაჲთა] რამეთუ Q.

54
- ლუკა 1.79.

55 - ეფეს. 5.8.

56 - ფს. 117.26.

57 - გჳთხარ] + ჩუენ Q.

58 - ფს. 117.27.

59 - უფალი მოვიდა Q.

60 - ცხონებაჲ] + ჩუენი Q.

61 - ხოლო] - Q.

62
- რაჲ იხილა Q.

63 - მისთჳს Q.

64
- იჱრუსალემისანო A 182.

65 - ქებ. 3.11.

66
- ზედა] - Q.

67 - განვლოს] + იგი Q.

68 - ისრაჱლისამან A 182.

69 - ეზეკ. 44.1-2.

70 - ესერა]ესე რაჲ Q.

71
- გაქუს] გარქუ Q.

72
- მარიამისი] + რამეთუ Q.

73
- საუკუნეთასა უკუნისამდე] საუკუნეთა საუკუნეთაჲსა Q.

 

"ეკლესიის მამათა სწავლებანი ღვთის განკაცების შესახებ"

კრებული შეადგინა, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა,
წინასიტყვა და ლექსიკონი დაურთო ნინო მელიქიშვილმა

თბილისი 2010 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 25 January 2013 11:40)