ძველი ქართული თარგმანი

თქუმული წმიდისა ბასილი ეპისკოპოსისაჲ სინანულისათჳს და სიკუდილისა

არა არს საშინელ კაცთა მბრძოლთათჳს არცა მახჳლი, და არცა ლახუარი, ვითარ-იგი ჟამი სიკუდილისა ცოდვილთათჳს. საშინელ არს, ძმანო ჩემნო, დაძინებაჲ კაცისა ცოდვილისაჲ და ვითარცა თქუა სიბრძნემან: "დასწვე და ტკბილ გეყოს ძილი შენი" (იგავნი 3.24) . ამას მოასწავებს სიკუდილსა მართალთასა, რამეთუ მათ ხოლო მარტოდ დაუტკბნების სიკუდილი, რამეთუ სიკუდილითა მათითა ინაჴ-იდგმენ ტაბლასა მას ზედა უფლისასა და დაძინებითა მათითა შევლენ იგინი განსასუენებელსა ზეცისასა. ვიდრემდის ამას ცხორებასა შინა არიან, შიშსა და ძრწო\ლასა შეუპყრიან მერმისა მისთჳს მოსაგებელისა და სიკუდილსა მათსა სიხარულითა და მხიარულებით მოიკითხვენ.
ხოლო რომელნი იშუებენ აქა ღჳნითა და ჴორცითა და აღისრულებენ ნებასა გულის-თქუმისასა და განუსუენებენ ჴორცთა მათთა, დაძინებაჲ მათ არა-ტკბილ ეყოფვის, რამეთუ შუების მომგებელ ექმნების. ხოლო რომელთა დაუტკბნა აქა მარხვაჲ და ეგემოვნა მღჳძარებაჲ და მოიპოვეს სიგლახაკჱ და უპოვრებაჲ, მათ დაუტკბნების ძილი მათი უფროჲს თაფლისა გოლისა. ძილი სიკუდილისაჲ ბოროტის მოქმედთაჲ მწარე არს და სიკუდილი მართლისაჲ ტკბილ და გემოან არს. რამეთუ განისუენინ ვაჭართა მოსწრაფეთა, რაჟამს-იგი განვლიან ზღუაჲ მშჳდობით, დამთქმელი, და განერნიან ზრუნვასა და მწუხარებასა და განისუენიან ჭირთა და შრომათაგან. იხარებედ, რაჟამს განვლიან ქუეყანაჲ იგი საშიში და გზაჲ იგი იწროჲ, დაწყნარდიედ შფოთისაგან და სირბილისა და დაეყუდნიან მინდობით.

აწ უკუე ნუ სცოდავ, ძმაო, და ნუცა გეშინის სიკუდილისა. მოიგე სათნოებაჲ და ტკბილ გეყოს ძილი შენი. საშინელ არს, ოდეს მიივლინნენ სეფე-კაცნი ძიებად ავაზაკისა და შეიპყრან იგი, რამეთუ იტყჳნ: ვაჲ არს ჩემდა წარდგომად წინაშე მსაჯულისა! ეგრეთვე კაცი, რაჟამს დასნეულდის, აღიარებნ ცოდვათა თჳსთა და ინანინ, რამეთუ უწყინ, ვითარმედ მიმავალ არს წინაშე მსაჯულისა. და ამით არას ხედავნ ბოროტისა შეცვალებასა თჳნიერ ჟამსა სიკუდილისასა, რამეთუ დაიბურნიან ცოდვილთა პირნი მათნი ჟამსა სიკუდილისა მათისასა, მოიდრიკნიან თავნი მათნი, დაუშავნის ფერი პირისა მათისაჲ, მოისკუნიან ჴელნი მათნი, და ფრიად დადუხჭირდის ხედვაჲ მათი, და დაიჴსნიან მძივნი ზურგის ძუალთა მათთანი. და ზარი დაეცის ყოვლეთა იოგთა და დასაჴსნელთა გუამისა მათისათა, რამეთუ მიჰზიდვედ მათ ბოროტნი იგი მუშაკნი.

მაშინ აღივსნიან თუალნი მათნი ცრემლითა, რამეთუ წარეკუეთებინ სასოებაჲ მათი. დუმილი მათი მოასწავებნ ცეცხლსა მას და სატანჯველსა საუკუნესა. თავის მოდრეკაჲ მათი მოასწავებნ ბნელსა მას გარესკნელსა და ხილვაჲ მათი მოასწავებნ, ვითარმედ პატიჟთა თან-მდებ ქმნულ არიან. ამისთჳს ძილი მათი საშინელ არს, და არა ტკბილ ეყოფვის რული მათი შიშისაგან ცოდვათა მათთაჲსა (იგავნი სოლ. 3.24). რაჟამს დასნეულდის, დაჰჴსნდის და ძწოლაჲ შეედვის, და იგონებნ ყოველთა საქმეთა თჳსთა, რომელნი ცხორებასა მისსა უქმნიან, და იურვინ ცოდვისათჳს და შიში საშჯელისაჲ დაეცის მათ ზედა და იტანჯებინ მრავლისაგან მწუხარებისა. მოიჴსენებნ სიკუდილსა და მოიჴსენებნ საქმეთა თჳსთა ბოროტთა, რამეთუ მოსაგებელი მათი ცეცხლი არნ. და არნ იგი მდებარე და ჩმუნავნ ჴელითა და ზრახავნ წარეულთა ჭირისა მისგან, რომელი განმზადებულ არს უღმრთოთათჳს და შიშისაგან სიკუდილისა.

ენება სოლომონს, რაჲთამცა ნუგეშინის-გუცა და თქუა: დაიძინე და ნუ გეშინინ. და ენება, რაჲთამცა მიგუაწინა სიხარულსა მას წმიდათასა, რომელი შეემთხუევის მათ ჟამსა სიკუდილისა მათისასა. რამეთუ არა არს ამის სოფლისა საშუებელი და სიხარული, ვითარ სიკუდილი მართლისაჲ და არცაღა შიში და ზარი და მწუხარებაჲ, ვითარ-იგი სიკუდილი ცოდვილთაჲ, რამეთუ მოვიდიან ყოველნი საქმენი კაცისანი ჟამსა სიკუდილისა მისისასა და წარმოუდგიან წინაშე მისსა და დააბნელიან ადგილი იგი მის ზედა, და შეაიწრიან სახლი იგი მის ზედა, და ნათელი მზისაჲ დააბნელიან ხილვითა მათითა და კაცი იგი იშთვებინ შიშისა და ჭირისა მათისაგან, ხედავნ მათ და დაადნებინ და სირცხჳლეულ და კდემულ არნ. და მწუხარე არნ საქმეთა თჳსთათჳს, რამეთუ წინაშე მისსა ჰხედავნ ყოველთა საქმეთა მისთა მდგომარეთა თითოეულად, მოსრულთა უწოდებლად. რამეთუ გონებაჲ შეჰკრებნ მათ და ცნობაჲ მოაახლებნ. და სირცხჳლეულ იქმნის აზნაურებაჲ იგი მისი და შეძრწუნდის სარწმუნოებაჲ და ვერ შემძლებელ არნ უვარის-ყოფად მათდა და ვერცა შემძლებელ არნ შერისხვად მათდა, რამეთუ ცოდვაჲ მდგომარე არნ და ურჩულოებაჲ დგან. კაცის-კლვაჲ მუნ არნ და ბოროტისა საქმენი თანა უდგანედ ყოველნი. მაშინ ვითარცა ამათ ყოველთა ჰხედავნ შეურვებული, დაჰჴსნდიან ჴელნი და მოუძლურდიან ფერ[ჴ]ნი და დაუბნელდიან თუალნი და იტანჯებინ სული; გუამი დაშრტის და ენაჲ დადუმნის, ხოლო სული ბოროტად იგუემნებინ და ინანინ ურგებად საქმეთათჳს, რომელი წინა-წარიძღუანა. და ვერ შემძლებელ არნ სივლტოლად და დამალვად მათგან, რამეთუ ოდეს ჰხედავნ ცოდვათა თჳსთა, დადნებინ. მაშინ ჰრქჳან საქმეთა მისთა: გუალე, წარვიდეთ ერთობით, ხოლო იგი ზარ-განჴდილ არნ მათგან და არა უწყინ, რაჲ ყოს, ანუ ვითარ მოგზაურ ექმნეს მათ. ესევითარნი მწუხარებანი მოიწევიან საშინელნი სულსა ზედა ჟამსა სიკუდილისა მისისასა, უკუეთუ შეცოდებული იყოს და არა შეენანოს. ხოლო გუამი დაიწუვიან ფიცხლისა მისგან სიმჴურვალისა და სული ეტყინებინ ცეცხლითა ცოდვისაჲთა, რომელ უქმნიედ წინაჲსწარ. ხოლო უკუეთუ ჰქონედ სულსა საქმენი კეთილნი ჟამსა სიკუდილისასა, მხიარულ არნ და იხარებნ და ბრწყინავნ მცხინვარედ, ვიდრემდის ჰაერთა განანათებნ და ფშჳნ სურნელად და იხარებნ საქმეთა თჳსთა ზედა. უკუეთუ მიდრკის დაცემად, ჴელი აღუპყრიან საქმეთა მისთა. ჰხედავნ მათ, მხიარულ არნ, მოიჴსენებნ და ნუგეშინის-ეცმინ, და პირი მისი მხიარულ არნ, და ჭმუნავნ, არა მტკივნეუ\ლ არნ და არცა განმწარდის, და არცა მოუძლურდის, რამეთუ მარხვაჲ განაძლიერებნ მას და ლოცვაჲ ნუგეშინის-სცემნ და ეტყჳნ: ნუ გეშინინ. მღჳძარებაჲ ეტყჳნ: ნუ შესძრწუნდები, რამეთუ მე შენ თანა ვარ.

მაშინ სულმან მან განიფრთხვის და განისუენის მათ ზედა, და განძლიერდის მათ მიერ, რამეთუ ეტყჳნ მათ: ნუ გეშინინ სიკუდილისაგან, რამეთუ ჩუენ შენ თანა მომავა\ლ ვართ, და წინაშე ღმრთისა ყოველთაჲსა გაქებდეთ შენ. ნუ გეშინინ ჯოჯოხეთისაგან, რამეთუ ჩუენ შემწენი ვართ. მაშინ განისუენის სიტყჳთა მათითა და ნუგეშინის-იცემნ ხილვითა, განძლიერდის და იხარებნ, რაჟამს წარმოუდგიან მის წინაშე ყოველნი საქმენი კეთილნი, და თითოეული მათი კეთილითა საქმითა ახარებნ მას. ერთი აღუთქუამნ, ვითარმედ: აღჰყვეს იგი ზეცად; და სხუაჲ ეტყჳნ: მე მიგიყვანო სამოთხედ; და სხუაჲ ეტყჳნ: მე მიგაწიო სასუფეველად; და სხუაჲ [ახ]არებნ და ეტყვნ: მე შეგიყვანო მწუანოანსა სამოთხისასა; და სხუაჲ ეტყჳნ: მე დაგსუა ტაბლასა ზეცისასა; და სხუაჲ ეტყჳნ: მე გიჩუენნე ყოველნი სასწაულნი ზესკნელისანი, რომელ არიან ღმრთისა მიერ.

მაშინ დაივიწყის სულმან მან მწუხარებაჲ თჳსი და წარვიდის მისგან ურვაჲ იგი, რომელ არნ განშორებისათჳს, ჴორცთაგან, და ჰმადლობნ და ადიდებნ ღმერთსა, მწესა თჳსსა, უხარინ მიწოდებისათჳს და მხიარულ არნ მიწევნისათჳს, თაყუანის-სცემნ განსრულებისათჳს ღუაწლისა თჳსისა, ითუალავნ წელთა მისთა და აღირაცხნ დღეთა დღეთა მისთა ჟამითურთ, და ჰმადლობნ, ვინაჲთგან ცუდად არ წარჴდეს დღენი ცხორებისა მისისანი, და და-მცა-სნეულებულ იყო და სიკუდილი მოწევნულ იყო და იგონებდა, ვითარ ცხონდა, ანუ რასა უკუე იქმოდა. მაშინ მიუგის და ჰრქჳს სიკუდილსა: არა მეშინის შენგან, ჵ გულ-მანკიერო, რამეთუ შეჭურვილ ვარ მე საჭურველითა კეთილთა საქმეთაჲთა; არა მეშინის შენგან, ჵ მგელო მტაცებელო; არა შევშინდები შენგან, ჵ მჴეცო განმრყუნელო; არა ვზრუნავ შენთჳს, ჵ სიკუდილო დამარღუეველო, სიკეთესა კაცთასა, რამეთუ შეჭურვილ ვარ მე საჭურველითა სარწმუნოებისაჲთა და სასოებისა და სიყუარულისაჲთა, განმტკიცებულ ვარ საქმითა სათნოებისაჲთა. ამას და მსგავსს ამისსა ეტყჳნ სული სიკუდილსა ჟამსა სიკუდილისასა. მაშინ დაიძინის და განისუენის, დაწვის და ტკბილ ეყვის მას რული მისი. ამისთჳს, საყუარელნო ჩემნო, ვზრუნვიდეთ სულთა ჩუენთათჳს და ვევედრნეთ ღმერთსა, რაჲთა მოგჳვლინოს ჩუენ შიში მისი, რაჲთა დავიცვნეთ გონებანი და ასონი ჩუენნი სიწმიდით, რაჲთა დავიცვნეთ ცოდვისაგან, რომელი არს წარმწყმედელი სულისა და ჴორცთაჲ და შთამაგდებელი ცეცხლსა მას შინა ჯოჯოხეთისაცა და ჭეშმარიტად დიდ საშინელება [ა]რს, უკუეთუ განუმზადებელნი განვიდეთ ჴორცათაგან და შიშუელნი ვიპოვნეთ დღესა მას საშინელსა, ზარის ასაჴდელსა. ამისთჳს განვიმზადოთ სამოსელი სათნოებისაჲ და სიხარულისაჲ ლოცვითა და მარხვითა და მრავლითა მღჳძარებითა და სიმდაბლითა, და გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ წარდგომად ვართ წინაშე საყდართა ღმრთისათა საშინელთა, და მოგებად არს მსგავსად საქმეთა ჩუენთაებრ.

და მოვიჴსენებდეთ აღთქუმულსა მას საშჯელლსა და ცეცხლსა მას უშრეტსა, და მატლსა მას უკუდავსა, ღრჭენასა კბილთასა და ტირილსა დაუდუმებელსა, და შეურდეთ უფალსა ცრემლითა ლმობიერითა და გულითა შემუსვრილითა მოსწრაფედ, რაჲთა შემიწყალნეს ჩუენ და მიჴსნეს სატანჯველთა მათგან მწარეთა და საშინელთა, დამიფარნეს ჩუენ სოფელსა ამას შინა, რაჲთა დავწვეთ უშიშად და ტკბილ მეყოს ძილი ჩუენი.

მასმიეს, რამეთუ იტყჳედ უგუნურნი: რაჲსათჳს რომელიმე მდიდარ არს და რომელიმე გლახაკ? ვეტყჳ მათ: უკუეთუმცა გლახაკი არა იყო, სადაჲთმცა უკუე შე\იძინა მდიდარმან სულიერი გინა ჴორციელი? რამეთუ მდიდარი ქუეყანით მოიმკის საზრდელსა გლახაკთა ჴელითა, და კუალად გლახაკთა მოწყალებითა შეიკრებს საფასეთა საუკუნეთა. ორნი აგარაკნი მიუცემიან ღმერთსა მდიდრისა საქმრად: ერთი იგი, რაჲთა სთესვიდეს იგი მას შინა ქველის საქმარსა თჳსსა და სულიერად გამდიდრდებოდის მის მიერ; და მეორე, რაჲთა სთესვიდეს საჴმარსა ჴორცთასა, რომლისაგან იზარდებოდის. არამედ აგარაკი იგი ქველის საქმისა და მოწყალებისაჲ უფროჲს და უპატიოსნეს მეორესა არს, ვითარცა სული უაღრეს ჴორცთასა არს. აწ უკუე სთესვედ, ჵ მდიდარო, აგარაკსა მას ქველის საქმისასა აქა, და მერმესა მას მოიმკო შენ ერთისა წილ ასი. ყავ აგარაკი შენი გლახაკთ მოწყალებისათჳს და მოჴან იგი პურითა და წყლითა, და მხიარულებით მისცემდი შენ გლახაკთა და უხუებით მოგეცეს შენ ღმრთისაგან.

კუალად იტყჳს უგუნური: რაჲსათჳს რომელიმე მდიდარ არს და რომელიმე გლახაკ? ხოლო მე ვეტყჳ, რამეთუ მდიდარი გლახაკთ მოწყალებითა განმდიდრდების სულიერად, და საქმისა შეწევნითა - ჴორციელად, და ორკერძოვე შეიძინებს. ხოლო ღმერთი არავის სცემს და განჰრყუნის უწყალოდ, რამეთუ ერთ კერძო ცემითა მისითა შეაშინებს სამ კერძო. რაჟამს სცის მცირედ, განრყუნის და ფრიად განაგის, სცის კაცთა რიცხჳთთა, რაჲთა მათ მიერ შეაშინნეს ათასეულნი და ბევრეულნი. რყუნილებაჲ რომელი ყოფილ არს პირველითგან და ყოფად არს ამიერითგან, მრავალი სარგებელი მას შინა დაუნჯებულ არს, რამეთუ ყოველსა, რომელსა იქმს მოწყალე, სარგებელისათჳს იქმს. რომელი ითხოვდეს, მიიღოს, და უკუეთუ მოიწყინოს, ცუდ იქმნეს თხოაჲ მისი. ღმერთი მიჰმადლებს თხოასა მვედრებელთა მისთასა, და უკუეთუ დაადგრეს, შეუმატებს, რამეთუ მსგავსად ვედრებისა მიჰმადლებს ნიჭთა მისთა, ვითარცა მსგავსად მარგალიტისა მიიღიან ფასი მისი, ეგრეთვე მსგავსად თხოისა არს მიცემაჲ.

ამიერითგან მრჩობლ ვყოთ თხოაჲ ჩუენი, რაჲთა მრჩობლვე მოვიღოთ. ვღაღადებდეთ ძლიერად კარსა ზედა მომცემელისასა და არა უკმოვიქცეთ მიერ ცალიერნი. რომელმან ჰრეკოს და მყის კუალად-იქცეს, აჩუენებს იგ ვითარმედ უდებად და შეურაცხად ჰრეკს, მას არა განეღოს, ხოლო რომელი სულგრძელებით დაადგრეს რეკასა, მან აჩუენა მჴურვალე სიყუარული, მას უეჭველად განეღოს.

გეშინოდენ სიტყჳს გებისაგან და პასუხობისა და ცილობისა, რამეთუ ამათ მიერ იშვების ცოდვაჲ, რამეთუ შესაძლებელ არს გინებაჲ შესწორებად კაცის კლვასა და ენაჲ შესწორებად ჴრმალსა, და გულის-სიტყუანი ბოროტნი შესწორებად სიძვასა, და ზაკუვით სიტყუაჲ სწორებად საფრჴისა დარწყუმასა, და ზრახებაჲ ბოროტისაჲ სწორებად წამალსა მაკუდინებელსა. უკუეთუ ესავ, სიტყჳთა განიძარცუა პირმშოებაჲ თჳსი, უფროჲსღა ყოველნი კაცნი სიტყჳთ განიძარცუვენ და განაგდებენ მათგან სამართალსა და ჭეშმარიტებასა. რომელმან-იგი უარ-ყვის სიტყჳთა, განიძარცჳს სარწმუნოებაჲ თჳსი და სხუამან სიტყჳთა შეიმოსის სარწმუნოებაჲ, ურვისაგან ბოროტისა იქმნის საქმე ბოროტი. შესაძლებელ არს გულის-თქუმით მიხედვაჲ შესწორებად საქმესა ბილწებისასა, და გულის წყრომაჲ შესწორებად მახჳლსა, და შური სწორებად მრუშებასა, და შესმენაჲ - ჴნარცჳს თხრასა მოყუსისათჳს.

გუეშინოდენ გულის-სიტყუათაგან ბოროტთა, რამეთუ მათ მიერ იქმნებიან საქმენი უკეთურებისანი. ღმერთსა მოუცემია ჩუენდა საბრძოლად, განსარომელად ყოვლისაგან ბოროტისა, თითოეულად წინა-აღსადგომელი: წინა-აღსადგომელად ბნელისა - ნათელი, და სიმწარისა - სიტკბოებაჲ, და ძილისა წინა-აღსადგომელად - მღჳძარებაჲ, და შიმშილისა - განძღომაჲ; და ყოველსა მოსცა წინა-აღსადგომელი. და კაცსა მოსცა აღრჩევაჲ უმჯობესისა სარგებელისაჲ სავნებელთა ნაცვალად, და განსუენებაჲ - ნაცვალად შრომათა, და ყოველსა ჟამსა საჴმარი თჳსი, და ყოველსა ტკივილსა - წამალი. და უკუეთუ მესროდის ჩუენ მტერი ისრითა მისითა წამლეანითა, წინა-აღუდგათ ჩუენ ფარი იგი ლოცვისაჲ; და უკუეთუ გუძლუს ჩუენ გემოჲს მოყუარებითა, შევევედრნეთ ჩუენ მარხვასა; და უკუეთუ გუძლოს ჩუენ შურითა, ვჰბრძოთ ჩუენ სიყუარულითა; და უკუეთუ წარგუტყუენოს უსამართლოდ, შევევედრნეთ ციხესა მას შეზღუდვილსა, რომელ არს სამართალი; და უკუეთუ გავნოს შენ ბოროტად, იყავნ მადლი ღმრთისაჲ შემწედ შენდა; უკუეთუ გბრძოს შენ ამპარტავანებითა, შეიჭურე შენ საჭურველითა მით სიმდაბლისაჲთა; და თუ გბრძოს შენ ნებითა ჴორცთაჲთა, მოირტყ შენ სიწმიდე; უკუეთუ გესროდის ისრითა ბილწებისაჲთა, შეიჭურე შენ უბიწოებითა; წინა-აღსადგომელად ვაებასა მდიდართასა მოცემულ არს ნეტარებაჲ გლახაკთა; უკუეთუ გბრძოს შენ ნაყროვნებითა, შეისხენ შენ ფრთენი მარხვისანი; უკეთუ შურითა განაღოს ზღუდე შენი, კუალად მოიზღუდე იგი სიყუარულითა.

უკუეთუ მბრძოლსა ჩუენსა ჰქონან ისარნი, უძლურებასა ჩუენსა აქუს საჭურველი; უკუეთუ მოგჳჴდეს ჩუენ ზედა ვნებად ჩუენდა, მაქუს ჩუენ შესავედრებელი ძლიერი; უკუეთუ მძლავრობით მეკუეთებოდის ჩუენ, მივის ჩუენ, რომელი წინა-აღუდგეს; უკუეთუ გუდევდეს ჩუენ ვითარცა მეგჳპტელნი, ზღუამან დაანთქას იგი; უკუეთუ ქუეყანასა შინა დამირწყუას საფრჴჱ მისი, ცათა შინა მაქუს ჩუენ მოწყალე; უკუეთუ მექადოდის ჩუენ, ვითარცა გოლიადი, მაქუს ჩუენ შემწედ ძე დავითისი ნაცვალად დავითისა; უკუეთუ იზახებდეს ჩუენ ზედა ვითარცა სისარა (მსაჯ. 4.2-22), წმიდამან ეკლესიამან იოტოს.

უკუეთუ გუბრძოს ჩუენ, ვითარცა სენაქირემ, ძაძითა და ნაცრითა ვჰმძლავროთ მას. უკუეთუ წარვიტყუენნეთ ჩუენ, ვითარცა ბაბილონდ, არიან ჩუენ შორის უბიწონი, ვითარცა დანიელ. უკუეთუ ამაღლდეს ჩუენ ზედა ვითარცა ამან, არიან ჩუენ შორის მმარხველნი, ვითარცა ნაბუთე, და სძლონ მას. უკუეთუ აღატყინოს ჩუენ შორის ცეცხლი იგი გულის-თქუმისაჲ, არიან ჩუენ შორის წმიდანი, ვითარცა იოსებ. რაჲმე აქუს მტერსა ჩუენსა, რომელმცა ჩუენ მისი წინა-აღსადგომელი არა გუაქუნდა? რომლითა საკრველითა შეჰკრავს, რომელმცა ჩუენ ვერ განვჰჴსენით ვერა რაჲთ? უკუეთუ სალმობაჲ მოაწიოს ჩუენ ზედა, მაქუს ჩუენ წამალი განსაკურნებელი. ფრიადისა სიხარულისა ჩუენისაგან განმრავლდეს მწუხარებანი ჟამთა ჩუენთანი. შრომითა და განსუენებითა მზრდის ჩუენ ღმერთი, ვითარცა ზრდიან დათესულსა წჳმითა და მზითა. უკუეთუ ჰხადი ღმერთსა, რაჲთა გიჴსნეს შენ, ნუ სდრტჳნავ, უკუეთუ დაყოვნოს, რამეთუ რაჟამს-იგი სცოდე, დაყოვნდა პატიჟის-ყოფად შენდა, წყალობით დაგიფარა შენ, ოდეს-იგი სცოდე. ეგრეთვე სცავს მოყუასსა შენსა შეცოდებულსა, ნუუკუე შენთჳს ოდენ მარტოჲსა გნებავს წყალობაჲ მისი, რაჲთა ზრუნვიდეს, და მწრაფლ მოგაგოს სათხოელი შენი და დაყოვნოს შურის-გებისათჳს შენთა ცოდვათაჲსა. რაჟამს-იგი სხუასა ვისმე ბოროტი უყო, მწრაფლ ისმინოს ჴმაჲ ლოცვისა შენისაჲ. რაჟამს ღაღად-ჰყო მისსა მიმართ და უდებ-ყოს სხჳსა ღაღადებაჲ შენთჳს, რომელ შესცოდე. უკუეთუ გნებავს შენ მწრაფლ შურის-გებაჲ შენგან, რაჟამს შესცოდო, სამართლად სდრტჳნავ. უკუეთუ დაყოვნოს და არა მწრაფლ შურ-გაგოს შემაწუხებელისა შენისაგან. უწყოდე, ძმაო, რამეთუ ღმერთი დასწერს სიტყუათა ჩუენთა და საქმეთა და გულის-სიტყუათა ჩუენთა და სახელთა ჩუენ ყოველთასა და გონებაჲ ჩუენი უდებ არს ამისგან. სიტყუანი პირისა ჩუენისანი არა კეთილ არიან, რამეთუ გონებაჲ იგონებს საქმეთა დუხჭირთა და პირი აღმოიბოყინებს უკეთურებასა. არავის ეშინის თქუმულისა მისგან, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: სიტყუაჲ მიცემად გჳც სიტყუათა და გულის-სიტყუათა ჩუენთათჳს დღესა მას განკითხვისასა. დღეს აქა შემძლებელ არს კაცი ვედრებად უფლისა, მსაჯულისა, რაჲცა ენებოს, ხოლო მუნ არღარა არს სმენაჲ, რამეთუ დაწერილ არიან კაცისა ზედა ყოველნი ქცევანი მისნი, რავდენ იშუებდა ქუეყანასა ზედა და რავდენ იხარებდა, და რავდენ დაშურა და რავდენ შეწუხნა.

ნუ მწუხარე ხარ შრომისათჳს და ნუცა გიხარის განსუენებისათჳს, რამეთუ შეგიცვალებიეს არსი არა-არსად. მდიდარი რაჲსათჳს იტანჯებოდა, არამედ ამისთჳს, რამეთუ იგი ხოლო მარტოჲ ჭამდა და სხუასა არავის უნაწილებდა მისგანსა, რომელსა-იგი ჭამდა; და რავდენ სხუათა არა სცემდა, მისთჳს იტანჯებოდა. აწ რავდენ უფროჲს იტანჯოს, რომელი ჭამს სხუათა მონახუეჭსა უსამართლოდ! ნაცვალად შუებისა ამისთჳს წარმავალისა მიეცეს გუამი ესე სატანჯველად უძლურებითა და შეურაცხებითა, შრომითა და ჭირითა. იხარებდით, ჵ გლახაკთა კრებულო, ხოლო სიმდიდრითა და შუებითა და განსუენებითა ნუ გიხარის, მდიდარნო, რამეთუ ტირილისა მომატყუებელ არს. უკუეთუ მონა იქმენ, კეთილი გიყო შენ, რამეთუ შენ სხუასა დაემონე. ღმერთმან თქუა, ვითარმედ: გმსახუროს შენ, რომელმან-იგი ჰმსახუ[რ]ა იუდას, რამეთუ ღმერთმან დიდებისამან ჰმსახურა მონასა ცოდვისასა. რავდენ უფროჲს ჰმსახუროს მას, რომელმან დაუთმოს მონებასა სიყუარულისა მისისათჳს? იგი შენთჳს მოვიდა მონებად, შენ ნუ ეძიებ თავისუფლებასა, შენ უყუარ უფროჲს აზნაურთასა, რამეთუ მიემსგავსე მონებასა მისსა.

უკუეთუ სიგლახაკე შეგემთხჳოს, ჰმადლობდი ფრიად მომცემელსა მისსა, რაჲთა აღჰფრინდე ამიერ და მიიწიო სასუფეველსა. ნუმცა სახლი შენი უპოარ არს და გუ\ლი შენი სურვიელად მოყუარე სიმდიდრესა, რაჲთა არა დაისაჯო მდიდრისა მის თანა. უგუნურთა უუგუნურეს არს, რომელი ეშჯოდის უგუნურსა. რომელმან დაუთმოს ძმასა თჳსსა, შეიძინოს იგი. ღმერთმან შენმან გცა შენ, ჵ უშჯულოო, აწ უკუე რომელი მონაჲ შემძლებელ არს განრინებად შენდა? ნუ ეძიებ შენ მჴსნელსა, რაჲთა არა შეურაცხ-ჰყო მცემელი შენი. ამისთჳს გცა შენ უფალმან შენმან, რაჲთა გულისჴმა-ჰყო, ვინ არს, რომელმან გცა შენ და არა დასცხრების ცემად შენდა, ვიდრემდე არა მიივლტოდი მისა და ევედრებოდი. ვისი გგონიეს ცემაჲ შენ, აქამომდე ვერღარ გიცნობიეს მცემელი შენი. ხოლო, უკუეთუ გულის\ჴმა-ჰყო, ვითარმედ ღმერთმან ძლიერმან გცა შენ, რაჲსათჳს სხჳსა მიივლტი შეწევნისა თხოვად, რაჲთა გიჴსნეს შენ ღმრთისაგან? გამოიწულილე კეთილად, რაჲ უკუე არს მიზეზი ცემისა შენისაჲ, და უკუეთუ გეუწყოს, ვითარმედ ცოდვისათჳს არს, რაჲ სარგებელ არს შენდა სხუაჲ? მოისპე შენგან მიზეზი ცოდვისაჲ და განერე. ცოდვაჲ არს დამარღუეველი ჩუენი, ცოდვამან წარმტყუენნა ჩუენ. და ენაჲ ჩუენი მახჳლ არს, რომელმანცა აღმოიჴადა მახჳლი ქედთა ჩუენთათჳს, მზაკუვარი დამალული ჩუენ შორის და მომატყუებელი ბრძოლასა, დაჴსნილობაჲ, რომელი არს ჩუენ თანა. მკჳდრმან გააძლიერნა ჩუენ ზედა მტერნი ჩუენნი. საფასე გუეუფლა ჩუენ და მიგუცნა ტყუეობასა. ჰუნეთა ზედა ჯდომისა წილ უჴამურნი მკჳრცხლ წარვიდეთ წარმტყუენველთა ჩუენთა თანა; უმსჯავროებისა წილ, რომელსა ვიქმოდეთ, განვითესენით შორად ქუეყანად. პაიქრობამან ჩუენმან კედელთათჳს და სარკუმელთა განგუჴადნა ჩუენ ქუეყანით ჩუენით და უსამართლოებამან ჩუენმან განგუაშორნა ადგილთა ჩუენთა და უცხოებასა დამამკჳდრნა. უყუარულობისათჳს ურთიერთას ტყუე ვიქმნენით და განვეშორენით ერთიერთას. გულ-მანკიერობამან და ზუაობამან ჩუენმან სახლეულთა ჩუენთა ზედა სხუათა დაგუამონნა. ყუედრებამან ჩუენმან მარადის გუყუნა მწუხარე სულითა, რამეთუ არა მივსცემდით უღონოთა. განვირთხათ ჴელი ჩუენი თხოვად პურისა წარმტყუენველთა ჩუენთაგან. ვინ შემძლებელ არს ბრალობად ღმერთსა ჩუენსა სახიერსა, რამეთუ არა თუ მან მიყო ესე ჩუენ, არამედ უკეთურებათა ჩუენთა.

არა სთნავს ღმერთსა ჩუენსა სახიერსა სუმად შვილთა თჳსთა ნავღელი. დაგაჯერონ მამათა შვილთა ზედა, რამეთუ რაჟამს-იგი სწავლიედ შვილთა თჳსთა, თჳთ იგი სცემედ, გარეშეთ სწავლიედ და შინაგან ეწყალიედ. უკუეთუ უდებ-ყოს მამამან შვილი თჳსი და არა სწავლოს, არა აქუნდეს სიბრძნე, და უკუეთუ არა ზედა-ადგებოდით, რაჟამს იგი სცემდეს, არა აქუს წყალობაჲ; მამაჲ უკუეთუ ზედა-ადგებოდის, არა ეწყალის. და უკუეთუ უყუარდეს, არა უგულებელს-ჰყოფს. ყოველსა რომელსა უყუარდეს შვილი თჳსი, მოსწრაფე იყავნ სწავლასა მისსა. მოიჴსენე ღმერთი შენი, რაჟამს სწავლიდე გუემითა მონასა შენსა, რამეთუ ღმერთი ეგრევე გსწავლის შენ, ვითარცა შენ სწავლი მონასა შენსა. უკუეთუ არა დაადინო წყალობაჲ შენი მონასა შენსა ზედა, ოდეს შეგცოდოს შენ, არცა ღმერთმან დაადინოს წყალობაჲ მისი შენ ზედა, რამეთუ არა შეიწყალე. უკუეთუ შენ გძულს სწავლაჲ, ნუცა ძესა შენსა სწავლი და ნუცა მონასა შენსა. და უკუეთუ სიყუარულითა შენითა ვერ შემძლებელ ხარ უდბად განტევებასა მათსა უსწავლელად, ვითარ უკუე უგულებელს-გყოს შენ ღმერთმან შენმან? შენ აღჳრითა და ტაჯგანაგითა სწავლი ჰუნესა შენსა კეთილად სლვად, და შენ გნებავსა, რაჲთა ღმერთმან უსწავლელად დაგიტეოს? შენ განაცჳ აქლემსა მუსმარი ცხჳრთა და მით დაიმორჩილი იგი, და პირი შენი უნდოთა ზრახავნ. შენ შეჰრისხნი ძაღლსა, ყეფნ რაჲ იგი, და შენ იგინები, ვითარცა ნაბალ. მოიძულე გინებაჲ, რამეთუ მავნებელ არს; და მოიგე სიყუარული, რომელი გერგების. ასწავე პირსა შენსა კურთხევაჲ და დააყენე იგი წყევისაგან. ხარბი და ძაღლი შეგინებულნია, და უფროჲს ამათსა წყეული ბილწ არს. ჰურიასა სძულსა ღორი და იგი უფლიდეს მისსა არს; არა თუ საჭმელი შეაგინებს, არამედ გული შეგინებული ბილწ არს. შენ ეცინი კირჩხიბსა და სიბრძნე შენი უმრუდეს მისსა არს. სიმრუდე კირჩხიბისაჲ ბუნებით არს, ხოლო სიმრუდე შენი ნებითა შენითა არს. შენ აბრალებ მგელსა მშიერსა, და სიმაძღრე შენი წარმოსტყუენავს მშიერთა. ალსა ცეცხლისასა დაავსებ და ალი აგზებულ არს შინაგან შენსა. შენ გძულს მცირე გუელი და შინაგან შენსა დამკჳდრებულ არს დიდი ვეშაპი. შენ მოჰკლავ ღრიაკალსა და ენაჲ შენი უბოროტეს ღრიაკალისა კბენს.

ესე სარკე დაუდვა ღმერთმან წინაშე კაცთა, რაჲთა უწყოდიან, რომელი იხილვების ზაკულებაჲ შინაგანი და მჴეცთა მივემსგავსებით და არა კეთილის მოქმედთა. იქედნესა მიმსგავსებულ ვართ, რამეთუ შიშისაგან მეფისა დაუტევნით ბოროტისა საქმენი ჩუენნი. აწ უკუეთუ დაუტევებ ესრეთ ბოროტთა გარეშეთა, რავდენ უკუე ჯერ-არს შენდა გულს-მოდ\გინედ დატევებაჲ ბოროტთა შინაგანთაჲ. რაჲსთჳს მოსწრაფე ხარ მოკლვად გუელისა, არა ამისთჳსა, რაჲთა არღარა გავნოს? აჰა ესერა ენაჲ შენი ცხადად მოგაკუდინებს და განგაშორებს ცხორებისა მისგან საუკუნოჲსა, რომელი აღთქუმულ-არს. სამოსელსა შენსა განიხილავ გრწყილთაგან და გონებაჲ შენი უღაღ-მაღნარეს გიყოფიეს საყოფელად მჴეცთა ბოროტთა, მწინკულევანთა გულის-სიტყუათა. ტილთა გამოივარცხნი თმათაგან თავისა შენისათა, და შჳდნი კარნი  განგიხუმან თავსა შენსა, და მპარავნი შე- და გამო-კრბებიან, რამეთუ შევალს კართა ორთა სასმენელთა შენთასა შესმენაჲ და ძჳრად-ჴსენებაჲ მოყუსისაჲ; შევლენ ორთა კართა სახედველთასა ბოროტად მიხედვაჲ, მწინკულევანთა გულის-სიტყუათა მომატყუებელი; შევალს ორთა კართა შენთა საყნოსელთა სურნელებაჲ განსარყუნელი, მომატყუებელი სიმყრალესა ბილწებისასა. ხოლო ერთსა მას კარსა დიდსა და ფართოსა, რომელ არს პირი, იხილე რომელნი ძჳრის სიტყუანი და უსამართლოებანი გამოვლენან მიერ! ღმერთმან განგიხუნა ყურნი შენნი, რაჲთა ისმინნე მცნებანი და შჯული მისი, და ესე განგჳრყუნა მტერმან ზაკულებითა მისითა. ნებაჲ ბოროტი ვითარცა მოძღუარი არს: ასწავებს პირსა წყევასა და ენასა გინებასა, და ასწავებს ჴელთა მოტაცებასა და არა მიცემასა. თუალთა ასწავებს ბოროტად ხედვასა და პარვასა, ყურთა ასწავებს სიტყუათა სმენასა. და უკუეთუ საცხორებელნი იყვნენ, განასხამს, და თუ სასიკუდინენი იყვნენ, შეიწყნარებს.

რომელმან აღიპყრას კუერთხი თჳსი და დასცეს სამართლად შემცოდებელსა თჳსსა, უწყოდენ, ვითარმედ მითვე კუერთხითა სამართლად ცემად არს იგიცა. რომელმან განიკითხოს, იგიცა განიკითხოს, და რომლითა კუერთხითა სცეს, მითვე იგუემოს იგი. არად საჴმარ არს შენდა შჯული, რამეთუ ბუნებაჲ შენი შჯულ შენდა არს. საქმე რომელი საძნაურ არს შენდა, მას ნუ იქმ. შენ შჯული აღგისრულებიეს და წინაწარმეტყუელნიცა. არად გეჴმარების შენ შჯული, რამეთუ არს შენ თანა მცნებაჲ მცირე დიდისა მოძღუარისაჲ, იგი ხოლო აღასრ\ულე და კმა არს შენდა, რომელ თქუა: "შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი" (მათე 19.29; 22.39; მარკ. 12.31). ამას მცნებასა გამოკიდებულ არს შჯული ძუელი და ახალი.

პარვაჲ ძლიერ არს, ვითარცა სიხარბჱ. შფოთისაგან არნ რისხვაჲ და შურისაგან სიკუდილი. ნუ უდებ იქმნები მოძულებად ბოროტისა და ნუცა სწუნობ სიმცირესა მისსა. ცოდვაჲ, რომელი შენ მცირე გეგონოს, ოდეს აღიძრას, მძლე გექმნას იგი შენ. ვითარ უკუე ჰგონებ სიმცირესა მისსა, რომელმან მძლავრ დაგიმორჩილოს შენ! ენაჲცა შენი მცირე არს, არამედ უძლევიეს-ვე შენდა.

ყოველი ცოდვაჲ, რომელმან იწყოს ბრძოლად შენდა, მუნთქუესვე ეწყვე შენ ყოვლითა ძალითა შენითა. ნუ დაუტეობ ბრძოლად ცოდვასა მახლობელსა და ჰბრძავ შორიელთა. ცოდვაჲ შორიელი შეჰრაცხე, ვითარცა მტერი შორიელი; და ცოდვაჲ მახლობელი შეჰრაცხე, ვითარცა მტერი მახლობელი, რომელსამცა ენება მოკლვაჲ შენი. უკუეთუ გეწყოს შენ შფოთითა, მუნთქუესვე წინა-აღუდეგ შენ ბრძოლად მისა. ნუ დაუტეობ მას, რომელი პირის-პირ აგიდგეს ბრძოლად და დაიცევ თავი შენი სიძვისაგან. უკუეთუ გბრძოს შენ ნებითა ჴორცთაჲთა, მუნთქუესვე წინა-\აღუდეგ სიწმიდისა ღუაწლითა, რამეთუ მოღუაწჱ იგი არს, რომელმან პირველვე დაწყებასა სძლოს ცოდვასა. ჴორცნი რაჟამს გბრძოდიან, იმარხევდ ღჳნისაგან და ნუ განსძღები პურითა. ცოდვაჲ მახლობელი გბრძავს შენ და ეკრძალები შორიელსა. იხილე, ვითარ ჟამსა სიცხისასა არა ჰბრძავს სიცივე, რამეთუ ყოველსავე ჟამი უჩნს ბრძოლისაჲ, და ეგრეთვე ბნელსა ჟამი აქუს. და უკუეთუ გბრძოდის მახლობელი, ეკრძალე, რაჲთა არა გძლოს შენ და მეოტ იქმნე წინაშე მისსა. ოდეს იხილო ღელვაჲ აღდგომილად, უკუეთუ წინა-აღუდგე ლოცვითა, გიძლევიეს, და უკუეთუ თავით თჳსით დაყუდნეს, კუალად მოიწიოს სხუაჲ მოყუასი მისი. ცოდვაჲ იგი პირველი, რომელი გიქმნიეს, წარვიდის, რაჲთა სხუანი მოყუასნი მოიყვანნეს. და ესე ისწავე ღელვათაგან ზღჳსათა, ვითარ ერთიერთსა შემდგომად დაუცხრომელად ეკუეთებიედ, რამეთუ ცოდვაჲ მსგავს არს ღელვასა, რომელი მოიწიის ჩუენ ზედა სასტიკად და კუალად სხუასა მიგუცნის მუნთქუესვე. ეგრეთვე ცოდვაჲ მიგუცემს სხუასა მოყუასსა მისსა და არარაჲ არს უბოროტეს გრძნებისა, რამეთუ ესენი ეშმაკისა საქმენი არიან.

უკუეთუ განესწოროს კაცი მარჯუენით, არა მიდრკეს იგი მარცხენით და უკუეთუ არა უვარ-\ყოს სამართალი, არა შეერთოს იგი საცთურისა უსამართლოებისასა. ზაკულებითა და ვერაგობითა თჳსითა შემოიღის ეშმაკმან განდგომილებაჲ და უვარის-ყოფაჲ ღმრთისაჲ, სადამე ცხადად და სადამე იდუმალ, რამეთუ სამოთხეს, ოდეს ვერ შეუძლო ადამს განდგინებად ღმრთისაგან, სხუაჲ ღონე იძია ზაკულებით, და აღაზუავნა იგინი დამბადებლსა თჳსსა ზედა. ნუმცა არს უსამართლოებაჲ ფარულად, რაჲთა არა იყოს რისხვაჲ ცხადად. ნუმცა განდიდნების მოხუეჭაჲ, რაჲთა არა განდიდნეს შურის-გებაჲ. განვეშორნეთ მაუცართა და გრძნეულთაგან, რაჲთა არა რისხვასა თანა-შევეზილნეთ. უწყით სამე ესე, რამეთუ რკინასა თანა მძიმესა დაინთქის ძელი სუბუქი; ძელი, რომელი ცურავს წყალთა ზედა, უკუეთუ მძიმესა რასმე თანა შეეკრას, დაინთქას.

განვეშორნეთ მოყუსობასა ძჳრის მოქმედთასა და შევეყვნეთ სიყუარულსა სახიერთასა, რაჲთა მათ მიერ აღმოვიყვანნეთ მღჳმისაგან ბნელისა. ნოეს თანა განერა და ცხონდა ქამ, მძიმე და სუბუქსა თანა. ნუ შეერთვი უკეთურთა ჩუელებითა, ვითარცა მჴეცთა პირუტყუნი ღონის ძიებით შეიკრვიან. ხოლო ჩუენ განვჰჴსნნეთ თავნი ჩუენნი შეკრულებისაგან ბოროტთაჲსა, რამეთუ ჴელმწიფედ თავის უფლობაჲ გუაქუს თავთა ჩუენთა ზედა.

განეშორენით შერეულებისაგან მათისა, რაჲთა არა მოისრნეთ ცოდვითა მათითა. ნავსა ზედა-ღა აღდგიან ღელვანი ბოროტნი, გარდააბნი(ი)ან ყოველი, რაჲცა ძენ მას შინა, რაჲთა არა დაინთქნენ. აჰა ესერა მოუცავთ ჩუენცა ღელვათა, განვაგდოთ ჩუენცა ნივთი ამის სოფლისაჲ, რაჲთა არა დავინთქნეთ. არა ჯერ-არსა ჩუენდა განგდებაჲ უკეთურებისაჲ ნავისაგან? აურაცხელნი მონაგებნი გარდაყარნიან, რაჲთა არა დაინთქნენ, და სულნი ჩუენნი უფროჲს მისსა დამძიმებულ არიან ცოდვითა.

ქურციკი ივლტინ ვეფხისაგან, და შენ თავი შენი შეგიკრავს მჴეცისა თანა. განიჴსენ თავი შენი მისგან, რაჲთა არა წარსწყმდე მის თანავე. ვისწრაფოთ და შევევედრნეთ უბიწოთა, რაჲთა განვერნეთ ლოცვითა მათითა. უკუეთუ გიყუარან თავნი და სულნი თქუენნი, გა-უკუე-დევნენით გრძნეულნი და მცბიერნი ქალაქით თქუენით.

გითხრა თქუენ საქმე საშინელი, ვითარმედ მიწამან შეურაცხმან პირსა სცა დამბადებელსა თჳსსა. ეჰა სახიერებაჲ მოწყალისაჲ მის, რამეთუ ჴელნი რომელნი მან დაჰბადნა, მათგან იცემა და იგი არა განრისხნა კაცთ-მოყუარებითა თჳსითა. სოდომი რაჲსა უკუე დაიქცა, არამედ ამისთჳს, რამეთუ სიწმიდე დაუტევეს და ბილწებაჲ მოიპოეს. და ნოვეს ზეცა სიძვისათჳს მოიწია წყლით-რღუნაჲ იგი ქუეყანასა ზედა და განწმიდა ყოველივე, და ლოთის ზე ბილწებისათჳს ცეცხლითა და წუმწუმითა დაწუა ღმერთმან ქუეყანაჲ იგი სოდომელთაჲ და დააქცია. უფალო ღმერთო ძალითაო, მოავლინე წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა უღირსთა ამათ მონათა შენთა ზედა, რაჲთა ვადიდებდეთ სახელსა წმიდასა შენსა, რომლისა ჰშუენის ქებაჲ და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


თქუმული წმიდისა ბასილი ეპისკოპოსისაჲ შურისათჳს და სახჱ სინანულისაჲ მორწმუნეთათჳს


ვითარცა-იგი რაჲ ორბი სპეტაკი იპოების ყოლადვე ადგილთა სულ\-მყრალთა მწიკულევანთა და ერიდების იგი ბოსტანთა და სამოთხეთა და ადგილთა სურნელთა, და ეგრეთვე მწერთა დაუტევნიან გუამნი სურნელნი და ცოცხალნი, და დაეხჳნიან წუთხსა წყლულებათასა. ეგრეთვე მოშურნენი და შინა-განმხედველნი ყოლადვე არა მიხედვენ კეთილთა საქმეთა და სათნოებათა მოყუსისათა, არამედ გამოიწულილვენ და გამოეძიებენ შებრკოლებათა და აუგთა ძმისა თჳსისათა, რაჲთა მიმოსდებდენ და ტკივილით ამხილებდენ მას და აყუედრებდენ. არამედ ვიდრემდის კაცი ცოდვიდეს ცოდვასა, რომელი შესაძლებელ იყოს წამლისა მისაღებად, ამას ღმერთი ითუალავნ დღითი-დღედ განსაცდელითა სარგებელისა მისისათჳს, რამეთუ რაჟამს განძჳნებულ იქმნის სენი იგი ცოდვისაჲ უზეშთაეს წამლითა კურნებისაჲთა, მაშინ არღარაჲ შესაძლებელ არს თჳნიერ ასოჲსა მის დამპლისა მოკუეთისა, რაჲთა არა განეზაოს სენი იგი წრდიალი გუამსა ყოველსა და დაიჴსნეს სრულიად. რამეთუ ეუფლების მწუხარებაჲ და ტკივილი ყოველსა სულსა დაჴსნილსა და მცირედ მორწმუნესა ღმრთისა მიერ. ვითარცა რაჲ მღილმან ვერ შეუძლის ხესა მაგარსა და ფიცხელსა განრყუნად, არამედ ლბილსა და ფატარსა ეუფლის და შეჭამის, ეგრთჱთვე ვერ შესაძლებელ არს მწუხარებაჲ და განსაცდელი კაცსავ სარწმუნოებითა შეჭურვილსა და სასოებითა განმტკიცებულსა ღმრთისა მიერ, არამედ ჩუკენსა და დაჴსნილსა.

ყოველი რომელი მოსწრაფედ არს მერმეთა მათ კეთილთა და საშუებელთა მიმთხუევად, მას დაყოვნებით ყოფაჲ ჴორცთა ამათ შინა უმძიმეს საპყრობილისა და სატანჯველისასა შეურაცხიეს. ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვსძლოთ ნებასა ჴორცთასა და დავემორჩილნეთ ღმერთსა, რამეთუ ვერ შემძლებელ ვართ მსახურებად ღმრთისა და ცოდვისა ერთად, არამედ ვსძლოთ ბოროტსა და ძლიერად წინა-აღუდგეთ განსაცდელთა მოთმინებითა. რამეთუ ვერ შესაძლებელ არს კაცისა, რომელი ეძიებს ღმერთსა, თუმცა არა მოიწინეს მის ზედა ღუაწლნი განსაცდელთანი. და უკუეთუ ვინმე მღჳძარებით ეწყოს მათ, მოუძლურდენ წინაშე მისსა. და შფოთი მათი და კუეთებაჲ მცირე და სუბუქ იყოს და ლბილ, ვითარცა ხენი იძრევიედ ოდენ ნიავისაგან მყუდროჲსა და ჰამოჲსა. და უკუეთუ ვიძლინეთ ცოდვითა და დავადგრეთ ბოროტსა ზედა, განძჳრდეს ჩუენ ზედა, და განმრავლდენ მწუხარებანი განსაცდელთანი საზომად ურჩებისა ჩუენისა მცნებათა ღმრთისათა.

ყოველი კაცი, რომელი ჰგონებდეს საფასეთა მიერ უმშ[ჯ]ავროდ მოგებულთა საქმედ კეთილისა, მსგავს არს იგი კაცსა უძლურსა და სნეულსა, რომელი ჰგონებნ და იტყჳნ, ვითარმედ რავდენ უფროჲს განძჳნდეს სენი ჩემი, უმჯობეს არს თავისა ჩემისა, რამეთუ უმჯობეს არს კაცისა, თუ მონაგები სიმართლით მოგებული თჳთ იმსახუროს, ვიდრე არა უმშჯავროდ მოგებულითა საქმედ კეთილისა საქმესა. რამეთუ მარხვაჲ ჭეშმარიტი განშორებაჲ არს ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა, რომელ არს შეკრძალვაჲ თუალთაჲ და ენისაჲ და ძლევაჲ რისხვისა და გულის წყრომისაჲ და რიდებაჲ გემოთა და ნებასა ჴორცთასა და ტყუვილსა და ძჳრის ჴსენებასა და ბოროტისა ყოფასა მოყუსისასა, და დაცვაჲ თავისა თჳსისაჲ ყოვლისაგან შეგინებისა, სულიერისა და ჴორციელისა უბიწოებით და სიწმიდით, რომელმან გულს-მოდგინედ იწყოს საქმედ საქმეთა სულიერებისათა, უწყოდენ მან, რამეთუ უწყიეს მას სლვად გზასა მას იწროსა, ძნელსა და შესაჭირვებელსა, სავსესა შრომითა ურიცხჳთა და მრავალ-ფერითა ჭირითა, რომელსა არა ყოველნი ვლენან ღჳრ-ღუაროვნებისა და სიძნელისა მისისაგან. და არცაღა რომელთა იწყიან სლვად მას შინა, გულს-მოდგინედ შემძლებელ იქმნიან ყოველნივე მიწევნად თავსა სისრულისა მისისასა, არამედ რომელნიმე მათგანნი, რომელთა ყოვლითა გულს-მოდგინებით წადიერად და ძლიერად შებმა-უყვიან ცხორებასა მას საუკუნესა და სარწმუნოებით გონებითა მტკიცითა და სასოებითა შეუორგულებელითა იწყიან სლვად გზასა მას იწროსა.

მაშინ აღუჩნდის იწროებაჲ მისი ფართოებად და სიძნელე მისი მარჯუედ სავალად, და სიხარულით ვლენედ მას შინა, ვიდრემდის მიიწინიან ცხორებასა მას საუკუნესა. მარადის გეჴსენედ გონებასა შენსა საქმჱ სიმართლისაჲ და ცხორებაჲ იგი საუკუნოჲ და ზრუნვაჲ სულისა შენისათჳს, რაჲთა შეამკო იგი სიმართლითა და განეშორო სიმწარესა ცოდვისასა და განათავისუფლო მიდევნებისაგან ბოროტთა გულის-სიტყუათა და ნებისაგან ჴორცთაჲსა, და განჰბანო იგი მწინკულისაგან სიძვისა და განაღჳძო გონებაჲ შენი, რაჲთა [არა]მძლე გექმნნენ შენ განსუენებანი ჴორცთანი მავნებელნი [რომელნი] იზარდებიან უზომოჲსა ძილისაგან და ცუდად ჯდომისა და უდბობისაგან.

მიეც ჴორცთა შენთა საზრდელი სადაგი და გუამსა შენსა სამოსელი   ადვილისა ფასისაჲ და სულსა შენსა მცნებანი საღმრთონი და საქმჱ   კეთილისაჲ და ვნებათა და შრომათა მოთმინებაჲ, და ნუ შეუდგ მრავალ-ფერთა სანოაგეთა შუებასა, და ეკრძალე, რაჲთა არა ჰზრდიდე გუამსა შენსა ნუკევით ზეთითა და პოხილითა, რაჲთა არა მძლე გექმნენ კეთილისა ნებასა შენსა ნებითა ბოროტისაჲთა, აღჳრ-ასხენ გულის-თქუმასა შენსა შიშითა ღმრთისაჲთა, რაჲთა არა ტრიობდეს ბოროტთა მიდევნებითა და დააწყნარე განძჳნებაჲ აღძვრისა მისისაჲ, რამეთუ კაცი უნდოჲ და უდები, დაღაცათუ სიტყუასა კეთი\ლსა იტყჳნ, ვინაჲთგან თჳთ იგი არა ჰყოფნ, მსმენელმან არა შეიწყნარის იგი. რამეთუ გონებაჲ მსმენელისაჲ იგრძნობნ, ვითარმედ მეტყუელსა მას სიტყჳსა კეთილისასა არა ჰქონან საქმენი კეთილნი, არამედ უკუეთუ ვინმე კეთილის მეტყუელ არნ, დაღაცათუ არა იტყჳნ, სახენი საქმეთა მისთანი ამხილებედ კაცთა და აიძულებედ საქმედ კეთილისა, რომელნი ზრახვიდენ ყოველსა სიტყუასა კეთილსა, და თჳთ არა იქმოდიან, იგინი თავთა თჳსთა ამხილებენ. და სიტყუასა მათსა არა აქუს ძალი საქმისა კეთილისაჲ, რამეთუ მსგავს არიან იგინი თუალთა დაბრყჳლებულთა, რომელნი ვერ შემძლებელ არიედ ხილვად ბრწყინვალებასა მზისასა. ეგრეთ არიან სულნი, რომელნი ჰმონებენ ნებასა ჴორცთასა, რამეთუ წინა-აღუდგის ნისლი იგი გულის-თქუმისაჲ წინაშე თუალთა მისთა და არა უფლის ხილვად მცნებათა ღმრთისათა. ვითარცა-იგი უჴმს თუალთა სარკჱ განსაცდელად აუგთა პირისა მისისათა, ეგრეთვე უჴმს კაცთა მა\რთალთაცა მამხილებელი თუალ-უხუავი, რომელი აუწყებდეს სიყუარულსა ვედრებისა მათისასა ღმრთისასა მიმართ და რამეთუ სრული სიყუარული ღმერთი არს და არა არს მიწევნაჲ საზომსა სისრულისა მისისასა.

რომელსა უყუარს ღმერთი სიყუარულითა ჭეშმარიტითა, ვერ შემძლებელ არს იგი უდბად შეურაცხ-ყოფად მცნებათა მისთა არცა დიდთა და არცა მცირეთა. და თითოეულმან ჩუენგანმან უკუეთუმცა გულისჴმა-ყო ჭეშმარიტად, ვითარმედ ღმერთი ჰხედავს ყოველთა გულის-ზრახვათა და საქმეთა მისთა, არამცა დაყოვნა ცოდვასა შინა და არცამცა უდებ-ყვნა მცნებანი მისნი და არცამცა დაეყენა მისთჳს თავს-დებად ღუაწლთა და განსაცდელთა მოწ[ე]ვნულთა მის ზედა. რამეთუ ყოველმან, რომელმან გულს-მოდგინედ იწყოს საქმედ კეთილისა და მოგებად სათნოებათა ჭეშმარიტთა და მისსა შემდგომად კუალად იქცეს ჩვეულებათავე თჳსთა ბოროტთა, ამან არა თუ ცხორებაჲ იგი ოდენ საუკუნოჲ დაიჭირვა, არამედ მოატყუაცა თავსა თჳსსა პატიჟი იგი უვარის-მყოფელთა ღმრთისათაჲ სიმწარესა მას შინა ჯოჯოხეთისასა და სატანჯველთა. უმჯობეს არს კაცისა ზრუნვაჲ სულისა თჳსისაჲ, ვიდრეღა (ა)რა განგებასა სხუათა საქმეთასა და სულისა თჳსისა უდებ-ყოფასა. რომელსა გზანი თჳსნი კეთილად არა წარემართნენ, ვითარ შემძლებელ არს სრულებასა მიწევნად!?

ბრძენი, რომლისა განგებასა აუგი ერთოს, იგი არა ბრძენი არს, რამეთუ, ბრძე[ნ]მან სრულმან რომელი საქმე ქმნის და რომელი განიზრახის და სხუათა აუწყის, შეცთომილებაჲ არა არნ მის თანა და არცა იბრალის ვისგანმე საქმე და განგებაჲ ბრძენისა ჭეშმარიტისაჲ. ბრძენი იგი არს, რომლისა გონებაჲ ყოლადვე არა შეშფოთნეს და გულის-წყრომად არა აღიძრას და განსაცდელთაგან არა შეძრწუნდეს და ყოველსა ზედა მოთმინებით სულგრძელებდეს და ჟამთა არა ჰყვებოდის. ესე არს მთავარი ბრძენთაჲ და მოძღუარი მოძღუართაჲ. ფრიად სიბრძნით ჯერ-არს ლოცვაჲ ღმრთისა მიმართ, რაჲთა იყოს იგი მსგავს თხოვისა მისისა. საქმესა შინა მოთმინე\ბისასა არა იპოვების განსუენებაჲ ჴორციელი, რამეთუ მოთმინებაჲ იძულებით და მწუხარებით არნ.

უწყით სამე, რამეთუ კაცნი მართალნი და სათნონი ამას სოფელსა არა თუ ნებიერებენ, არამედ ზრუნვით და მწუხარედ ყოველსავე სულგრძელად მოითმენენ. ყოვლისა პირველად იყავნ ზრუნვაჲ შენი თავისა შენისათჳს და მისსა შემდგომად სხუათათჳს და უწყი-მცა გამორჩევაჲ სულისა სარგებელისაჲ სავნებელისაგან. ნუ სცემ მიზეზსა მტერობასა და ნუცა ზრდი ცთომილებასა, რომელსა შინა იყოს განსუენებაჲ უფროჲს სარგებელისა.

იყავ განმზადებულ სიმშჳდით შეწყნარებად პატიჟთა ცთომილებისათა, რომელნი მოიწინენ შენ ზედა მეგობართა შენთაგან და მოძულეთა. კაცი რომელი მოსწრაფე იყოს არა შეწუხებად მოყუსისა, სახჱ კეთილისაჲ შეუმოსიეს მას, რომლითა ჰმსახურებს ჩუეულებასა კეთილსა. ყოვლისა პირველად იყავნ ზრუნვაჲ შენი მონებად უფლისა და რაჲთა მარადის თაყუანის-სცემდე წინაშე მისსა არა ხოლო თუ ცრემლით და ლოცვით, არამედ მცნებათაცა აღასრულებდ. ნუ გიყუარნ სიცილი, ნუცა სიტყუაჲ რისხვისაჲ გამოვალნ პირით შენით, რომელ არს საქმე უსახურთა და უგუნურთაჲ. განაღჳძე სული შენი, რაჲთა არა იყო ზუავ, ლაღ და განმცხრომელ, არამედ მდაბალ, მყუდრო, მძიმე და ბრძენ. და მოიგე სიწმიდე და სარწმუნოებაჲ, სულგრძელებაჲ და სასოებაჲ და მოთმინებაჲ.

უკუეთუ ჰქმნე რაჲმე შენ საქმჱ ცოდვისაჲ ფარულად და ჰგონებდე არა განცხადებასა მისსა, უწყოდე ჭეშმარიტად, დაღაცათუ დაჰფარო იგი კაცთაგან, ხოლო ცხად არს იგი წინაშე ღმრთისა, რომელი ჰხედავს დაფარულთა. გეშინოდენ ღმრთისა და მცნებათა. დაემორჩილე და ძჳრის-ზრახვასა ეკრძალე. მრავალთა არა უწყიან ჭეშმარიტებაჲ, ხოლო სასმენელნი მათნი მორჩილ არიან სიტყუასა მოძღუართა და ბრძენთა მეტყუელთასა.

შეაყავ თავი შენი ყოველსა ჟამსა სმენად სწავლასა კეთილისასა. და ოდეს ესე ყოველი ჰყო, რომელი სხუათა მძიმე უჩნდეს და ძნელ, იგი შენ ზედა ადვილ და სუბუქ იყოს მოპოვნებად. ნუ გცონის სლვად გზასა შორსა მისლვად მათდა, რომელთა გასწაონ შენ მოგებაჲ სათნოებისაჲ. დიდ სირცხჳლ არს ესე ჩუენდა, რაჟამს ვხედავთ შრომასა და ღუაწლსა ვაჭართასა, რომელნი თავ-გაწირვით ვლენან ზღუასა შინა და ჴმელსა ქუეყანასა შორთა გზათა, რაჲთა სარგებელი შეიძინონ მონაგებთა მათთა წარმავალთა, და ჩუენ მცირედცა არა გუნებავს სლვად გზასა მშჳდობისასა, რაჲთამცა შევიძინეთ სარგებელი სულთა ჩუენთაჲ წარუვალი.

ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ყოველთა კაცთა თანა მშჳდობით ვიდოდით და დაწყნარებით ვიქცეოდით და მყუდროდ ვცხონდებოდით. შეზავებულ იყავ ღმრთის მოყუარეთა კაცთა თანა, ვითარცა შეზავებულ ხარ სულსა შენსა თანა. ნუ მოიგებ მყის მეგობარსა გამოუცდელად, ვიდრემდის არა გამოიკითხო შეზავებაჲ მისი მეგობარსა მისსა თანა, რომელი მოეგო პირველ შენსა, რაჲთა არა შემდგომად შეყოფისა თქუენისა კუალად განიშორნეთ სიძულვილით. უმჯობეს არს კაცისა ყოლადვე არა შეყოფად მეგობარსა, ვიდრე არა ჟამითი-ჟამად ცვალებასა მეგობრისასა. მოიძულე შფოთი ვითარცა საცთური, რამეთუ ორნივე მავნებელ არიან მომგებელთა მისთა.

ბასრობისათჳს ნუ აღშფოთნები, რაჲთა არა გეცინოდიან. იყავნ ზრუნვაჲ შენი დიდ, ვითარცა მარადის ცხოველისაჲ, და განგებაჲ შენი კეთილ, ვითარცა დღესვე მოსიკუდიდისაჲ. მეგობარსა მარადის აქებდი ფარულად და ცხადად, რამეთუ დაწყებაჲ სიყუარულისაჲ ქებაჲ არს, ვითარცა დაწყებაჲ ბოროტისაჲ მტერობაჲ არს. რაჟამს საქმესა რასმე განიკითხვიდე ვის თანამე, პირველად იხილე განგებაჲ მისი სულისა მისისათჳს და ეგრეთ მიენდვე განკითხვად. გიყუარდინ ჭეშმარიტსა და სამართალსა მამხილებელი, რამეთუ უფროჲს და უმჯობეს არს საფასეთა უმშჯავროდ მოგებულთა. ემოყურებოდე მათ, რომელნი სიმართლისათჳს და ჭეშმარიტებისათჳს დაიჭირვებდენ.

იყავ შენ მარადის მაშრომებელ ჴორცთა შენთა და მოსწრაფედ მაღჳძებელ სულსა, და იქმოდე ჴორცითა სარგებელსა სულისა შენისასა. და მას შეუდეგი, რომელი მიგაახლებდეს შენ ღმერთსა. განსაცდელთათჳს და კეთილთა, რომელნი მოიწეოდიან შენ ზედა მარადის ჯერ-არს საზომით მწუხარებაჲ და სიხარული, რამეთუ ზრუნვაჲ და სიხარული არა დაადგრებიან ჩუენ თანა უკუნისამდე. უწყოდე, ვითარმედ არარაჲ დაადგრების სამკჳდრებელსა ამას ძეთა კაცთასა. ამისთჳს ჯერისაებრ განაგე ყოველი საქმე შენი და დაიმარხენ მცნებანი ჩემნი, რამეთუ არა ყოლადვე გეპოვოს ჩემებრი განმზრახი სულისა შენისათჳს. იყავნ გონებაჲ შენი მღჳძარე ცხორებისა  შენისათჳს და საქმესა უჯეროსა ყოლადვე ნუ იგონებ გონებასა შენსა. უკუეთუ გნებავს მეგობრობაჲ ღმრთისაჲ, ნუ ეძიებ მეგობრობასა კაცთასა. ფრიადი სარგებელი აქუს მას, რომელი მარადის აბრალებდეს თავსა თჳსსა და არა განიკითხვიდეს მოყუასსა. ესე არს, რომელი მარადის ცხოველ არს ღმრთისა თანა ჭეშმარიტისა, რომელმან კმა-იყოს და არარაჲ მოიგოს ქუეყანასა ზედა  სიბრძნითა მით სულიერითა. ესე არს უმდიდრეს მდიდართა, რომელთანი საფასენი აღურაცხელ არიან და სხჳსაგან არას იჴმარებედ. ესე არს საქმე, რომელი ჰშუენის ცხორებასა სათნოსა, რაჲთა არა შესცოდოს კაცმან მოყუასსა თჳსსა. ესე არს კეთილი გულის-სიტყუაჲ, რაჲთა რომელი მისცე მოყუასსა თჳსსა და დაადგრეს იგი შენ თანა. ესე არს სრული კაცი, რომლისაჲ ყოველი გულის-სიტყუაჲ მისი სიბრძნით არს. ესე არს მეგობარი ღმრთისაჲ, რომელი არა დაემორჩილოს ბოროტთა გულის-სიტყუათა. ინებე, რაჲთა იყო ძლიერ სულითა და არა ჴორცითა. უწყოდე, ვითარმედ საქმე მტყუვართაჲ არა გრძელად დაადგრის, ვითარცა არა რას სარგებელ არს მკურნალი სახელით, რომელმან ვერ შეუძლის განდევნად სალმობაჲ ჴორცთაგან, ეგრეთვე უსარგებლო არს სიბრძნე, რომელმან ვერ შეუძლოს განდევნად სენი იგი ბოროტი სულისაგან თჳსისა.

საფუძველი შიშისა ღმრთისაჲ არს მოწყალებაჲ. მოიგე სიტყუაჲ ღმრთისაჲ კადნიერად წინაშე მათსა, რომელთა უყუარს ცუდი დიდებაჲ, და უშიშად ზრახევდი სამართალსა. რომელი ზრახვიდეს ღმრთისათჳს, ჰქონანმცა საქმენი საყუარელნი ღმრთისანი. უკუეთუ მოყუასი შეაწუხო, უწყოდე, ვითარმედ შენცა შეწუხებად ხარ. სიტყუასა გმობისა და რყუნილებისასა ნუ შეუტეობ სასმენელთა შენთა და ნუცა მიხედავ სახედველითა შენითა ცუდთა ხილვათა და ნუცა ზრახვასა უსარგებლოსა, არამედ განიშორე შენგან ყოველი ზრახვაჲ უშუერი მსოფლიოჲ და უსახური.

ტაძარი ღმრთისაჲ არს გული ბრძენთაჲ, რომელთა ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა სამკჳდრებელ მისა ყვიან მოთმინებითა განსაცდელთაჲთა, არა თუ იგინი, რომელნი ინგორებიან ნებასა შინა ჴორცთა მათთასა. იგინი მახლობელ არიან ღმრთისა, არამედ რომელნი შეჭუ\რვილ არიედ მადლითა და მოთმინებითა და დამაშურალ არიედ სწავლითა, და გამოცდილ არიედ სულგრძელებითა. მონაგები შენი, რომელი შორს არს შენგან, ნუ ჰგონებ, ვითარმედ შენი არს.

ისწავე სათნოებაჲ კაცისაჲ საქმეთაგან მისთა და ნუ სიტყუათა მისთაგან. მრავალთა კაცთა განგებაჲ ბოროტ არნ და სიტყჳთა კეთილითა აჯერებედ კაცთა. კეთილ არს კაცისა ყოლადვე არა ცოდვაჲ და უკუეთუ ცოდოს, ჯერ-არს მისა, რაჲთა გულისხმა-ყოს ცოდვაჲ იგი და არა უდებ იქმნეს მისთჳს. კაცი ბრძენი იგი არს, რომელსა უყუარს ღმერთი და ზრუნავს სულისა თჳსისათჳს და ჭეშმარიტად პატივ-სცემს, რომელი-იგი ხედავს დაფარულთა გულის-სიტყუათა მისთა. ფრიად უმჯობეს არს კაცისა სიკუდილი ჴორცითა, ვიდრე არა უდებებით ვნებასა სულისასა. კაცი, რომელი ვერ მძლე ექმნეს ჴორცთა თჳსთა, იგი მკლველ არს სულისა თჳსისა. კაცსა რომელსა უყუარან გემონი და შეაგუებს ჴორცთა, მეგობარ ღმრთისა ვერ შემძლებელ არს ყოფად. რომელსა უყუარან გემონი, მას უყუარან ჴორცნი თჳსნი. რომელსა უყუარან გემონი იგი, ვეცხლის-მოყუარულ არს, რომელსა უყუარს ვეცხლი იგი, ურწმუნო არს. გიყუარდედ იგინი, რომელნი შეგძინებდენ და ნუ იგინი, რომელნი დაგაჭირვებდენ სულისა სარგებელსა, რომელი შეასმენდეს თავსა თჳსსა ღმერთსა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, ჯერ-არს მისა, რაჲთა სასოებაჲ მისი არასადა განაშოროს მისგან, ვიდრე სიკუდილადმდე. ცხორებაჲ კაცისაჲ შრომით არს სოფელსა ამას და კეთილი მისი დაადგრების უკუნისამდე.

ხოლო შენ, შვილო ჩემო მცირეო, აღირჩიე რომელი არა განიჴრწნების. და უკუეთუ შეგემთხჳოს შენ საქმჱ საძნაური, ნუ აბრალობ კაცთა და ნუცა შფოთ ხარ ღმრთისათჳს და ნუცა დღეთა შენთა სწყევ. და ესრეთ იყავნ სახე შენი, ვითარღამცა ვინ რბიოდა სწრაფით და ზარსცა ფერჴი თჳსი ქვასა, გინა ეკუეთა სუეტსა და წყლულებაჲ შეამთხჳა თავსა; ნუუკუე კუალად იქცამცაა და აღუშფოთნა ქვასა, გინა ჰრისხვიდა სუეტსა? უკუეთუ შენ დაადგრე სწავლასა ჩემსა ზედა, არა მცირესა ნიჭსა ღირს იქმნე ღმრთისაგან მოღებად, და უკუეთუ შეურაცხ-ჰყვნე სოფლისა მონაგებნი, არა განგაშოროს ღმერთმან შეწევნაჲ მისი შენგან და კაცთა უყუარდე. შეაყავ თავი შენი სიბრძნესა საღმრთოსა, რომელი არს შემწჱ ყოვლისა კეთილისაჲ და საფასე არს დაულეველი. მან სულ[ი] და ჴორცნი შენნი დაიცვნეს, და იგი გექმნეს შენ მამა და დედა და მეგობარ. და შრომაჲ შენი იყავნ უფროჲს ყოვლისა მოთმინებისათჳს, რომელი შემძლებელ არს შეცვალებად ყოველსა მწუხარებასა კაცთასა და ყოფად მას მსგავსად ძილისა ნელისა, ვითარცა მკურნალი ჴელოანი ნუგეშინის-ცემად სნეულისა მძაფრისა მისგან სენისა, ეგრეთვე სიმდაბლჱ შემწე არს სწავლისა და მოთმინებისა. ვითარცა-იგი კაცსა მდიდარსა პურის თხოაჲ არა ჰშუენის, ეგრეთვე ქრისტეანესა არა ჰშუენის ურწმუნოჲსაგან სწავლად სიტყუაჲ სათნოებათათჳს. ვითარცა მდიდარი, რომელი პურსა ითხოვნ, სიწბოჲ და სირცხჳლი დაიმკჳდრის მათგან, რომელნი იცნობედ მას, ეგრეთვე ქრისტეანე, რომელსა ურწმუნოჲ ასწავებდეს კეთილსა საქმესა. ვითარცა-იგი რაჟამს იყნოსი სული მძორისაჲ, მუნთქუესვე დაიბურნი საყნოსელნი შენნი, რაჲთა არა შევიდეს მიერ სული სიმყრალისაჲ ტჳნად შენდა და აღძრნეს საფეთქელნი შენნი და აღგიდგინოს თავი შენი და შეგიშალოს გონებაჲ გულისა შალვითა.

ეგრეთვე გიღირს მწრაფლ განშორებაჲ ჰამბავთაგან ბოროტის მზრახვალთაჲსა, რაჲთა არა ბოროტისა სიტყუაჲ დაეთესოს გულსა შენსა და მცირედესა ჟამსა აღორძნდეს იგი შენ თანა, ნერგი იგი მცირედ მეცნიერებისაჲ ვენაჴსა გონებისა შენისასა და გამოიღოს მან ნაყოფი იგი სიმწარისაჲ. კაცი, რომელი არა ელოდის სიტყჳსაგან სრულებასა, არამედ მწრაფლ უცნობელად დადვას საფუძველი, ვითარცა ინებოს იგი, ნაკლულევან არს იგი ხუროვნებასა შენებისასა. რაჟამს იყოს სიტყუაჲ ღმრთისათჳს და სათნოებათათჳს, უზეშთაეს არს პატივსა დიდებულსა.

აწ უკუე ისწრაფე მოგებად სათნოებათა კეთილთაჲ მცირედსა ამას ჟამსა, ვიდრემდის შემძლებელ ხარ, რამეთუ ბუნებამან ჩუეულებისამან გაიძულოს შენ ლოცვად დღესა შინა მრავალ გზის და მღჳძარებასა ღამისასა შესწირვიდე ლოცვასა. და რაჟამს აღსდგე ძილისაგან, ჰმადლობდი ღმერთსა და ნუცა რაჲ სიტყუაჲ გამოვა[ლ]ნ პირისაგან შენისა პირველ ლოცვისა. და რაჟამს გამოხჳდე კარით სენაკითა შენისაჲთა, დაიწერე შენსა სახე ჯუარისაჲ და მადლი შეწირე ღმრთისა გონებითა შენითა. და ესემცა საჭურველი გმოსიეს ყოლადვე სლვასა შენსა და ჯდომასა. და რაჟამს კუალად იქცე სენაკადვე, განამრავლე ლოცვაჲ შენი ღმრთისა მიმართ ლმობიერად. ვითარცა-იგი ნაშენები, რომლისაჲ საფუძველი მისი კლდესა ზედა დადებულ არნ, და ქვითა თლილითა და არაკითა განგებით აღშენებულ არნ, დაღაცათუ ეკუეთნიან ღუარნი ძლიერნი, გინა ქარნი სასტიკნი, ვერ შეუძლიან დამჴობად მის ნაშენებისა, ეგრეთვე ჩუენ უკუეთუ ყოველი განგებაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ ლოცვით და ვედრებით იყოს, არასადა დავეცნეთ, დაღაცათუ გუეკუეთნენ განსაცდელთა სიმძლავრენი მრავალ-ფერნი. რამეთუ ვითარცა-იგი მჴედართა მბრძოლთა სახლებსა ჰკიდავნ მრავალ-ფერი საჭურველი: ჴრმლები და ჰორლები, ფარები და მშჳლდ-კაბარჭები შემზადებულები, რომელი მოასწავებნ საქმესა მათსა ბრძოლისასა, ეგრეთვე ჩუენცა მოგუცა უფალმან საჭურველი არა თუ შემზადებული ოქროჲსა და ვეცხლისაგან, გინა სპილენძისა და რკი[ნი]საგან, არამედ შემზადებული კეთილისა ნებისაგან და მართლისა სარწმუნოებისაგან. დაჰკიდე შენცა ესე საჭურველი კედელთა სენაკისა შენისათა და ტაბლასა შენსა და საწოლსა ზედა შენსა, და რაჟამს პურსა განსტეხდე, გინა წყლისა სუმაჲ გეგულვოს, ვიდრე ჯუარი არა დასწერო, ნუცა შჭამ და ნუცა ჰსუამ. და უკუეთუ ესრეთ ჰყოფდე, არარაჲ ვნებაჲ შეგემხჳოს მტერისაგან.

არარაჲ უფროჲსი შესაწევნელი იპოების ტყუვილისა და საცთურისათჳს და ცხორებისა ჩუენისა წარწყმედისათჳს, ვითარცა კაცი უწესოჲ და პირი, რომელი ზრახავნ ყოველსა უშჯულოებასა, რომელი იგინებინ და გმობნ და განიკითხავნ მოყუასსა თჳსსა და ფიცავნ ცრუდ და ძჳრსა ზრახავნ ყოლადვე. ამისთჳს გევედრები, რაჲთა განეშორო მეტყუელსა ჰამბავთა ბოროტთასა და ეკრძალო მტყუართა მფიცავთა, და არა ხოლო თუ მტყუვართა და ცრუ ფიცთა, არამედ სამართლადცა მფიცავთა. რამეთუ ესე ცოდვაჲ დიდ არს, ევლტოდე მათგან. და უკუეთუ გესუას მოწაფე ანუ მეგობარი, ევედრე მას, რაჲთა ყოლადვე განგაკრძალებდეს და გარიდებდეს საქმეთა ბოროტთა და სავნებელთა.

რამეთუ ჩუეულებაჲ ბოროტ არს და ოდესმე იძლიის კაცი თჳნიერ ნებისა მისისა. და ვინაჲთგან გიცნობიეს ძალი ბოროტად ჩუეულებისაჲ, ისწრაფე განშორებად ბოროტსა ჩუეულებასა და შეაყავ სული შენი კეთილსა ჩუეულებასა. დაღაცათუ ესე სახჱ ბოროტ არს, ოდეს კეთილნი და სათნონი საქმენი სახითა ასწონნე ბოროტთა და უკეთურთა საქმეთა. რავდენ უბოროტეს და უსაშინელეს არს, ოდეს სახელი ღმრთისა ყოვლისა დამბადებელისაჲ და გონებათა და გულის-სიტ-ყუათა მეცნიერისაჲ შეურაცხებით იჴსენებოდის. და ტყუვი\ლით ფიცვენ სახელსა მისსა და ცრუდ იწამებდენ განსყიდასა ზედა და მოსყიდასა კონისა ერთისა მხლისასა, რომელი ოდესმე არა ღირნ ნახევარ ქრთილად და კაცნი მას ზედა სახელსა ღმრთისასა ფიცვიდიან კადნიერად, და შეურაცხებით შფოთ არიედ საქმისა რომლისათჳსმე შეურაცხისა და საწუნელისათჳს ამის სოფლისა წარმავალისა. ვითარ უკუე დაუთმოს ღმერთმან მათ და არა განურისხნეს შეურაცხებისათჳს სახელისა მისისა წმიდისა!

ხოლო ჩუენ ვეკრძალნეთ ყოველსა სავნებელსა და შიშით და ძწოლით და მადლობით და ვედრებით ვხადოდით სახელსა მისსა წმიდასა სასოდ და შემწედ მ[ლ]ხინებელად და მაცხოვრად ჩუენდა. რამეთუ მისა ჰშუენის ჩუენ ყოველთა მიერ პატივი და თაყუანის-ცემაჲ, ქებაჲ და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

"მამათა სწავლანი" - X-XI ს.ს. ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ

ტექსტი გადმოღებულია საიტიდან http://titus.uni-frankfurt.de/

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 20 DECEMBER 2013 15:35)