ძველი ქართული თარგმანი

თქუმული წმიდისა მარტჳრი მონაზონისაჲ სინანულისათჳს და სიმდაბლისა

რამეთუ ფრიად უხარინ ღმერთსა და მხიარულ არიედ ანგელოზნი მისნი გუამსა ზედა კაცისასა შრომითა განკაფულსა, რომელმან უბიწოდ დაჰმარხის სიწმიდე მისი. ხოლო რომელი აღასრულებნ ნებასა ჴორცთა თჳსთასა, არნ იგი ვითარცა აღმასრულებელი ნებასა მტერისა თჳსისასა. აწ უკუე ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა არა აღვასრულებდეთ ნებასა ჴორცთა ჩუენთასა, რომელთა ჰნებავს წარწყმედაჲ სულთა ჩუენთაჲ, არამედ აღვასრულებდეთ ნებასა ღმრთისასა გულითა წმიდითა და ლოცვითა უბიწოჲთა.

რამეთუ ლოცვაჲ უბიწოჲ გულითა წმიდითა ღმრთისა მიმართ შემძლებელ არს მრავალთა ძალ(თ)ა საქმედ. ილოცა ოდესმე წინაწარმეტყუელმან ელია ქუეყანასა ზედა და შეკრნა ცანი არა წჳმად (III მეფ. 17.1), და კუალად ილოცა და მკუდრეთით აღადგინა ძე იგი ქურივისა მის სარეფთელისაჲ (III მეფ. 17.17-33). ლოცვამან ოდესმე მკუდარნი აღადგინნის და ოდესმე ცოცხალნი მოაკუდინნის. ილოცა პეტრე მოციქულმან და მკუდრეთით აღადგინა ტაბითა (საქმე 9.36-42), და კუალად ილოცა და მოაკუდინა ანანია და საფირა, ცოლი მისი (საქმე 5.1-11), და მერმე ილოცა და განკურნა ქუემდებარე იგი (საქმე 3.1-8). და ილოცა ელისე და აღადგინა ძე იგი სომანიტელისა მის დედაკაცისაჲ (IV მეფ. 4.33-37), და კუალად ილოცა შვილთა მათ ზედა კირთებისათა და მისცნა მოსასრველად დათუთა (IV მეფ. 2.23-24).

ლოცვაჲ წმიდაჲ და უბიწოჲ ესრეთ ძლიერ არს, ხოლო ლოცვაჲ ბიწიერი და აუგეანი შეურაცხ არს წინაშე ღმრთისა. უკუეთუ ვიმარხვიდეთ და იყოს ჩუენ თანა სიძულვილი, გინა ძჳრის ჴსენებაჲ, გინა შური, გინა ზუაობაჲ, გინა ამპ\არტავანებაჲ, გინა ზაკუვაჲ, გინა მტერობაჲ, გინა თუალთ-ღებაჲ, გინა თუ ცუდად-დიდებაჲ, მაშინ მოგჳგოს და გურქუას ჩუენ უფალმან: "ლოცვაჲ თქუენი შეურაცხ არს წინაშე ჩემსა და გალობაჲ ფსალმუნთა თქუენთაჲ მოიძაგა სულმან ჩემმან. რაჟამს განიპყრნეთ ჴელნი თქუენნი ჩემდა მომართ, გარე მივიქციო თქუენგან პირი ჩემი. და უკუეთუ განამრავლნეთ ვედრებანი თქუენ(ნ)ი, არავე ვისმინო თქუენი რამეთუ გულნი თქუენნი სავსე არიან ზაკუვითა და განზრახვანი თქუენნი მწინკულევან არიან და გონებანი თქუენ(ნ)ი შეგინებულ არიან. არამედ ამიერითგან განიბანენით, განიწმიდენით და მოისპეთ უკეთურებაჲ თქუენი წინაშე ჩემსა. და მაშინ მოხჳდეთ ლოცვად წინაშე ჩემსა, და მე ვისმინო თქუენი და გრქუა თქუენ, ვითარმედ: აქა ვარ". გუეშინოდენ უკუე აწ სიტყუათაგან ღმრთისათა და განვიწმიდნეთ გულნი ჩუენნი ყოვლისაგან ზაკუვისა და ვნებათა. და უბიწოდ წარვდგეთ ლოცვად მის წინაშე. და არა ხოლო თუ ზაკუვისაგან და ვნებათა ბოროტთა ჯერ-არს განშორებაჲ ჩუენი ჟამსა ლოცვისასა, არამედ უდებებისაგანმცა და მოწყინებისა, და დაჴსნილობისა და მცონარობისაგან და მსგავსთა ამათთა ცოდვათა. რამეთუ დაღაცათუ ლოცვაჲ ჩუენი წმიდა იყოს და იყოს ზაკუვისაგან, და იყოს იგი უდებებით და დაჴსნილობით და მცონარობით, აუგეან არს იგი წინაშე ღმრთისა, რამეთუ არა საღმრთოჲთა სიყუარულითა შეიწირვის. ესრეთ იყვნეს მსხუერპლნი იგი კაენის ძმის-მკლველისანი და მსხუერპლნი იგი ძეთა ისრაელისათანი, რომელნი-იგი დაწყევნა ღმერთმან, რამეთუ თქუა: "წყეულ იყავნ კაცი იგი, რომელსა ედგას ვერძი უბიწოჲ საარვესა თჳსსა და მან ბიწიერი შეწიროს ღმრთისა" (ისაია 1.14-16).

სინანული მშობელი არს სიყუარულისაჲ, რამეთუ რომელსა თანა არა არს სინანული, მის თანა არცა სიყუარული არს. სიყუარული მიზეზი არს სინანულისა და სარწმუნოებისაჲ და სასოებისაჲ. რომელსა შეურაცხ-უყოფიეს სინანული, განშორებულ არს იგი წყალობისაგან ღმრთისა. ვტიროდით უკუე, ძმანო, თავთა თჳსთა და ცოდვათა ჩუენთათჳს წინაშე ღმრთისა და, თუ შემძლებელ ვიყუნეთ, სხუათათჳსცა, ვითარცა მსახურთა ღმრთისათა ძაძაჲ შევიმოსოთ და ვიგლოვდეთ, რამეთუ მიზეზ კეთილ განგებისა ჩუენისა გლო(ვ)აჲ არს და მწუხარებაჲ. და ამას მოასწავებს სქემაჲ მონაზონებისა ჩუენისაჲ, რამეთუ მსგავს არს იგი გლოვისა. და კუალად მარტოდ ყოფაჲ ჩუენი განშორებ\ულად ყოვლისაგან სიხარულისა და ნუგეშინის-ცემისა ჴორციელისა მოგუატყუებს ჩუენ სიხარულსა მას საუკუნესა. რამეთუ სენაკი მონაზონისაჲ სახლი არს გლოვისა და მწუხარებისაჲ. ვითარცა-იგი აუგ და დუხჭირ არს ერის კაცისა მსოფლიოჲსა დღესა სერობისა მისისასა გლოვაჲ და მწუხარებაჲ და ტირილი, ეგრეთვე აუგ არს მონაზონისა განცხრომაჲ, სიცილი და მხიარულებაჲ. რაჲმე უკუე იყოს სიძისა მის უუშუერეს, უკუეთუმცა შეიმოსა დღესა სერობისა მისისასა გლოვისა სამოსელი, და ტიროდა და გოდებდა წინაშე ყოველთა მეინაჴეთა მისთა. ეგრევე რომელმან გონიერმან იხილოს მონაზონი, რომელსა ემოსოს სამოსელი წმიდაჲ და შუენიერი, და იცინოდის და განსცხრებოდის და აღუტევებდეს თჳსსა, და არა განგმოს იგი და შეურაცხ-ყოს ხატი მონაზონებისა მისისაჲ?

ჯერ-არს უკუე ჩუენდა, ძმანო, აღკრძალვაჲ გუამისა ჩუენისაჲ მრავლითა ჭირითა და ფრიადითა ვნებითა, მარადის შიმშილითა და წყურილითა, მღჳძარებითა და შრომითა, სამოსლითა შეურაცხითა, პირითა მწუხარითა და თავითა მოდრეკილითა, ფერითა მარხვისაგან დაყჳთლებულითა და არა მეწამულითა, რომელი არნ განწითლებულ ღჳნისაგან, რამეთუ ღჳნოჲ უცხო არს მგლო(ვ)არეთაგან. და რაჲთა იყვნენ თუალნი შენნი ლბილ და მდაბალ და ქუე-დამხედველ. ესრეთ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა მსგავს ვიყვნეთ მკუდართა ზედა მგლო(ვ)არეთა და არა განმხიარულდენ გულნი ჩუენ(ნ)ი ყოველსავე ზედა საქმესა ქუეყანისასა. არამედ ვიგლოვდეთ ლმობიერად, ტკივილითა გულისაჲთა, და ვღაღადებდეთ წინაშე ღმრთისა მრავლითა ცრემლითა. ვითარცა დავით წინაწარმეტყუელი, და ყოველნი დღენი ჩუენ(ნ)ი აღვასრულნეთ სულ-თქუმით და ტირილით. და შიშისაგან მსაჯულისა შე-მცა-აჴმების ტყავი ჩუენი ძუალთა ჩუენთა და გამოვიხატოთ მარადის წინაშე თუალთა ჩუენთა დღე იგი მოწევნადი საშინელი განკითხვისაჲ და სიღრმე იგი ჯოჯოხეთისაჲ, ბნელი იგი წყუდიადი გარესკნელისაჲ და ცეცხლი იგი დაუშრეტელი და მატლი იგი დაუძინებელი და უკუდავი, ტირილი იგი მწარე, დაუცხრომელი, და გლოვაჲ იგი დაუცადებელი და ღრჭენაჲ იგი კბილთაჲ დაულევნელი, და ამათ ესევითართა სატანჯველთა შიშით მოვიგოთ გული შემუსრვილი და გონებაჲ ლმობიერი და სული უბიწოჲ და უზაკუველი.

და იყავნ გუამი შენი განჴმარ და დამდნარ შრომითა და მოგინებითა ღამის თევისა და უძლურებისაჲთა და მარადის შეკრძალვითა მარხვისაჲთა, რაჲთა არა აღმოსცენდეს ჩუენ შორის გულის-თქუმაჲ შეგინებული რომელ არს თესლი სიძვისაჲ. ხოლო ცოდვაჲ სიმდაბლით და სინანულით უმჯობეს არს, ვიდრე სიმართლე ამპატრავანებით და ზუაობით, რამეთუ სიმდაბლე შემძლებელ არს განძარცუვად ცოდვათა და ბრალთა კაცისათა, და ამპარტავანებაჲ ადვილად განმაბნეველ არს მრავალთა სიმართლეთა კაცისათა და კეთილისა საქმეთა. რამეთუ ესრეთ შეემთხჳა ფარისეველსა მას ამპარტავანსა და მეზუერესა მას მდაბალსა, რამეთუ ფარისეველმან მან ამპარტავანებით წარიწყმიდა სიმართლე თჳსი და მეზუერემან მან სიმდაბლით აჴოცნა ცოდვანი თჳსნი.

აწ უკუე გუეშინოდენ და განვერნეთ ამპარტავანებასა და განვეშორნეთ რამეთუ წინააღმდგომ არს ღმრთისა. და ვაჲ არს კაცისა მის, რომელი წინა-აღუდგებოდის ღმერთსა, რამეთუ ყოველნი დაბადებულნი ემტერნენ მას და წარწყმიდონ იგი. ნეტარ არს კაცი იგი, რომელი სათნო-ეყოს ღმერთსა. ვინ შემძლებელ არს მისა, რამეთუ ყოველნი დაბადებულნი შემწე არიან მისა და მის წილ ჰბრძვანან და პატივ-უყოფენ სიხარულით. შევიყუაროთ უკუე სიმდაბლჱ, რომელი აღირჩია ღმერთმან და ვევლტოდით ამპარტავანებასა, რამეთუ ღმერთი განაგდებს მას; რომელი ამპარტავანებდეს და ზუაობდეს ძმისა მიმართ თჳსისა, ღმრთისა ზედა აღიმაღლებს თავსა თჳსსა. ვაჲ არს მის კაცისა, რომელმან არა უწყის უძლურებაჲ თჳსისა თავისაჲ.

ძმაო, უკუეთუ გნებავს ცად აღმაღლებაჲ, უსწრვე პირველად და დამდაბლდი ქუეყანასა ზედა უფროჲს ყოველთა კაცთასა და იქმენ უქუემოეს ყოველთა კაცთასა და რავდენცა დაჰმსდაბლდე ქუეყანასა, ეგოდენცა აჰმაღლდე ცათა შინა. უკუეთუ გნებავს შუებაჲ და სიხარული კეთილთა მათ ზეცისაჲთაჲ, განიშორე შენგან დიდებაჲ და ნუკევაჲ ამის ქუეყანისაჲ და დაუთმე განსაცდელთა. უკუეთუ გნებავს დიდებაჲ ღმრთისაგან საუკუნოდ წინაშე ანგელოზთა და კაცთა, მოიძულე დიდებაჲ ესე კაცთაჲ დაცუდებადი და წარმავალი და შეჰრაცხე თავი შენი ყოველთა უცოდვილესად და მოიგე სრული სიმდაბლე გონებითა შენითა. უკუეთუ გიწოდოს შენ კაცმან მართლად და შეჰრაცხე შენ ქებაჲ იგი მისი გინებად. და გონებაჲ შენი ყავ, ვითარმცა გიყუარს ქებაჲ და სიმდაბლით განაგებ, არა ვითარმცა გძულდა იგი. რამეთუ ცუდად-დიდებამან შვის სიმდაბლისაგან ამპარტავანებაჲ და ცხორებისაგან სიკუდილი, რამეთუ რაჟამს ყვის, ნუ რაჲმე კეთილისა საქმჱ ჰფარავნ მას, რაჲთა არა იდიდოს მის გამო, ხოლო სურვიელად მოსწრაფე არნ, რაჲთამცა განცხადნა და მოსწრაფე იქმნა ყოველთა კაცთასა. და სიმდაბლისა მისგან მოიხდინ ამპარტავანებასა და წარწყმიდის სასყიდელი კეთილთა საქმეთა მისთაჲ.

აწ უკუე გუეშინოდენ სიღრმისა მისგან ცუდად-დიდებისა და მრავალ-ფერთა საფრჴეთა მისთაგან. რამეთუ ყოლადვე მედგარ და შიგნოან არს იგი, რამეთუ ოდეს დაუთმით გინებასა, გუეწყვებინ მის წილ ცუდად-დიდებითა, არამედ ოდეს დაუთმოთ გინებასა, ვთქუათ, ვითარმედ ქების მოყუარენი ვართ და ამით ვიოტოთ ცუდად-დიდებაჲ და ვიპოვნეთ სრულ სხუათა თანა. უკუეთუ გონებითა ჩუენითა განვიზრახოთ, ვითარმედ ჭეშმარიტად გჳყუარს ქებაჲ და დიდებაჲ და ამაღლებაჲ და ვართ ჩუენ ცოდვილ და უდარეს ყოველთასა. და უკუეთუ გუაქნენ და გუადი(დ)ნენ კაცთა, მაშინ შევიკრძალოთ სიმდაბლე გონებისა ჩუენისაჲ, რამეთუ ქებაჲ მდაბალთა არას მავნებელ ეყვის. მიჰხედე წმიდათა მათ ღმრთისათა, პავლეს და ბარნაბას, რომელნი არა ხოლო თუ კაცთა დიდებით ადიდნეს, არამედ ღმრთად აღიარნეს იგინი, ნათესავმან უცებთამან, და უნდა ზორვად მათდა მცირედ მეცნიერებითა მათითა. იხილე, ვითარ მწრაფლ გამოვიდეს და აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და შეჰრისხნეს უგულისჴმოთა მათ და სამოსელი მათი დაიპეს და ეტყოდეს: "კაცნო, რასა იქმთ, რამეთუ ჩუენცა კაცნივე ვართ თქუენებრნი, ჴორციელნი, ბუნებისა თქუენისანი" (საქ. Mოც. 14.11-15). ეგრეთვე ყო ნეტარმან პეტრე, რაჟამს-იგი კორნელიოს ასის თავი თაყუანის-ცემდა პირსა ზედა თჳსსა და ადიდებდა, ვითარცა დიდსა და პატიოსანსა. მაშინ მიუგო სიმდაბლითა ბუნებრივითა და ჰრქუა: "აღდეგ, ძმაო, რამეთუ მე თავადი კაცივე ვარ" (საქ. Mოც. 10.25-26). და კუალად სხუასა ადგილსა იყო იოვანე საყუარელისა თანა, რაჟამს-იგი უძლური განცოცხლეს და ღრეკილი აღადგინეს, მაშინ მოიცვნეს იგინი კრებულმან მან ერისამან და ჰხედვიდეს მათ ვითარცა ღმერთთა, და უკჳრდა მათ საქმე იგი. მიუგო მათ პეტრე და ჰრქუა: "რაჲსა გიკჳრს და მხედავთ ჩუენ, ვითარმცა ძალითა ჩუენითა ვქმენით, რომელსა-ესე ჰხედავთ? რამეთუ ვყავთ ესე ძალითა და ძლიერებითა ღმრთისაჲთა". და დიდებაჲ იგი მხოლოჲსა ღმრთისა მიგზავნეს" (საქ. Mოც. 3.1-12). ეგრევე ჰყოფდეს წმიდანი იგი პირველნი, რამეთუ დიდებასა და პატივსა ღმერთსა მიაჩემებდეს, ხოლო შეურაცხებასა და სიმდაბლესა თავთა თჳსთა იჩემებდეს, და უძლურებასა ბუნებრივსა ყოველსა ჟამსა აღიარებდეს. იხილე აბრაჰამ მამათ მთავარი, მეგობარი ღმრთისაჲ და მოშიში მისი: "მიწად და ნაცრად უწოდდა თავსა თჳსსა" (შესაქ. 18.27). იხილე დავით წინაწარმეტყუელი, რჩეული ღმრთისაჲ, რომელი იყო გულითადი ღმრთისაჲ, აღმასრულებელი ყოველთა მცნებათა მისთაჲ: ძაღლად მკუდრად (II მეფ. 9.8) და გრწყილად და მატლად და საყუედრელად კაცთა და შეურაცხად ერისა (ფსალ. 21.7) უწოდდა თავსა თჳსსა. ეგევითარი მეფე, დიდი და ცხებული ღმრთისაჲ და პატივცემული მის მიერ, ესრეთ დაიმდაბლებდა თავსა თჳს(ს)ა. იხილე კუალად ესაია წინაჲსწარმეტყუელი, რომელმან-იგი იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ: ძონძად წიდოვნისად და ცოდვილად და შეგინებულად უწოდდა თავსა თჳსსა. იხილე კუალად დანიელ, ჩუენებათა მხილველი საღმრთოთა, და მოყუასნი მისნი, სამნი ყრმანი, რომელნი-იგი შეითხინეს საჴუმილსა, იტყოდეს: "რამეთუ შეგცოდეთ ჩუენ ყოველთავე, ურჩულო ვიქმნნენით და განგიდეგით ჩუენ შენგან" (დან. 9.5). და სიმართლე მათი ყოველი შეგინებულად შეჰრაცხეს წინაშე ღმრთისა. და კუალად წმიდაჲ პეტრე, კაცთა მონადირე, ნავსა შინა რაჲ იყო, ეტყოდა: "უფალო, განმეშორე ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარი მე" (ლუკა 5.8). და კუალად მათე მახარებელი, რომელმან აღწერნა საკჳრველებანი ღმრთისანი, მეზუერედ და ცოდვილად უწოდდა თავსა თჳს(ს)ა.

იხილე კუალად პავლე, მამაჲ იგი რჩეული და დიდებული ყოველთა ცოდვილთა პირველად დამგმობრად და მდევრად და მაგინებელად, რომელი "არა ვარ ღირს მოციქულადო" (საქ. Mოც. 22.4; I კორ. 15.9), იტყოდა თავსა თჳსსა. და ეშინოდა, ნუუკუე დიდ ვინმე უწოდოს მას, და არა სირცხჳლ უჩნდეს მას ყუედრებანი იგი და შეურაცხებანი წინაშე ყოველთა კაცთა, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ მათ მიერ აღიწევის იგი ზეცად. რამეთუ მცირე და შეურაცხი, რომელი უწოდოს კაცმან თავსა თჳს(ს)ა სახელი სიმდაბლით, უზეშთაეს არს პატივსა დიდებასა სხუათასა, დაღაცათუ სიმართლით იყოს. რამეთუ იტყჳს თავსა თჳსსა, ვითარმედ: "ესე ყოველი წარმავალ არს და დიდებისა ნაცვლად შეურაცხებასა მოიხდინ". და უწყინ, ვითარმედ მართალმან დაღათუ სამართლად იწოდოს თავსა თჳს(ს)ა მართლად, არა სთნავს იგი ღმერთსა, არამედ სიმდაბლით, გარე-მოქცეულად თქუმით, თუ მართალი იყოს, ცოდვილად უწოდდეს თავსა თჳს(ს)ა. და ამისი ჭეშმარიტებაჲ ვისწავეთ ფარისეველისა და მეზუერისაგან, რამეთუ ორთავე მათ სამართლად აღიარნეს საქმენი მათნი: მეზუერემან აღიარნა ცოდვანი თჳსნი ჭეშმარიტად, რამეთუ ცოდვილი იყო, ხოლო სიმდაბლით აღსარებამან მისმან განძარცუა იგი ყოველთაგან ცოდვათა მისთა. და კუალად ფარისეველმან მან აღიარა სიმართლე თჳსი ჭეშმარიტად, რამეთუ მართალი იყო, ხოლო ამპარტავანებით აღსარებამან მისმან განძარცუა იგი ყოველთაგან სიმართლეთა მისთა (ლუკა 18.10-14). და ორთავე ამათ შეცვალნეს საქმენი მათნი სამართლად აღსარებითა მათითა.

აწ უკუეთუ ჭეშმარიტისა აღსარებაჲ სავნებელ და სარგებელ ეყო აღმსარებელთა მათ, რავდენ უფროჲს, თუ ტყუვილით ვინმე იტყოდის, თუ იყოს იგი მართალი; და ცოდვილად იტყოდის, და თუ ცოდვილი იყოს - მართლად. ეგრეთვე სავნებელ და სარგებელ ეყოს დაფარულთა მეცნიერისაგან ღმრთისა; მართალსა მას ემატოს სიმართლე და ცოდვილსა მას ემატოს ცოდვაჲ. ვითარცა ევნების ცოდვილსა, უკუეთუ ვინმე მართლად უწოდდეს უსამართლოდ და ტყუვილით, ეგრეთვე სარგებელ და შესაძინელ არს მართლისა, უკუეთუ ვინმე ცოდვილად უწოდდეს უსამართლოდ, ტყუვილით.

აწ უკუე განვეშორნეთ ქუეყენისა დიდებასა და მის წილ აღვირჩიოთ გინებაჲ და შეურაცხებაჲ და ვემსგავსნეთ პირველთა მათ წმიდათა და მათებრ შევიკრძალოთ სიმდაბლე (და) დიდებაჲ პატივისა ჩუენისაჲ. და მოვიჴსენნეთ ცოდვანი ჩუენნი პირველნი და დავივიწყნეთ სათნოებანი ჩუენნი, აღვიარნეთ ნაკლულევანებანი ჩუენნი და არა მოვიჴსენნეთ სრულებანი ჩუენნი და ვჰმადლობდეთ ღმერთსა და მას ვადიდებდეთ და არა თავთა ჩუენთა და ვიტყოდით წინაწარმეტყუელისა თანა: "ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა" (ფსალმ. 113.9). და უკუეთუ ვინმე გუაქნეს და გუადიდნეს, ვითარცა სრულნი და წმიდანი, გჳღირს ჩუენ, რაჲთა შევშინდეთ, ვითარცა მეცნიერნი უძლურებასა თავთა თჳსთასა. და ვიტყოდით თავით თჳსით, ვითარმედ: ბოროტად გუაქებს და გუადიდებს თჳნიერ მეცნიერებისა, და ვჰრქუათ მადიდებელსა მას ჩუენსა: ჵ კაცო, რასა იქმ და ჰმძლავრობ წმიდათა და მართალთა, რამეთუ დიდებასა და ქებასა მათსა წინა-უყოფ კაცსა ცოდვილსა და არა-ღირსსა; მიგიტევენ შენ უფალმან ცოდვაჲ ესე უმეცრებითი. და უკუეთუ კუალად გუადიდებდეს, დაუტეოთ ქებაჲ და დიდებაჲ მისი გარეშე და შევიდეთ შინაგან გულთა ჩუენთა და დავჰჴშათ კარი ჩუენი წინაშე პირსა დიდები(ს)ა მისისასა და დავჰკრძალოთ მოქლონითა სიმდაბლისაჲთა და არა განუღოთ და არცა შეუტეოთ გულად ჩუენდა ქებაჲ მისი, და რაჲთა არა შევაწუხოთ სული წმიდაჲ, რომელი მკჳდრ არს ჩუენ შორის. და დაგჳტევნეს და განგუეშოროს ჩუენგან და მის თანა წარიღოს ნაყოფი და დიდებაჲ მისი და მოსთულნეს ნაყოფნი იგი, რომელნი დაენერგნეს გულთა ჩუენთა და წარიხუნეს. და ყოველი შეუნიერებაჲ ნერგთა ჩუენთა წარსლვითა მისითა ცუდ იქმნეს და მოსლვითა სულთა უკეთურთაჲთა, რომელნი მის წილ მოვიდენ, განაჴმნენ იგინი და დასცჳვეს ფურცელი მათი და უკუნაჲსკნელ ნეფხვისა სიმძაფრისაგან შეექურცნას ქერქიცა მათი და დაშთენ განშიშულებულნი ჴმელად და უნაყოფოდ.

მორჩილებაჲ არს შვილი სიმდაბლისაჲ და აღზრდილი მისი, ხოლო ურჩებაჲ არს ნაშობი ამპარტავნებისაჲ. უკუეთუ არა დამდაბლდეს კაცი, არა დაემორჩილოს, და უკუეთუ არა ამპარტავან იქმნეს, არა ურჩ ექმნეს. რამეთუ მდაბალი ყოველსა ზედა მორჩილ არს. მორჩილებაჲ დედა არს ყოველთა სათნოებათაჲ, ძირი არს ყოვლისა კეთილისა საქმისაჲ. დაწყებაჲ არს და აღსრულებაჲ მცნებათა ღმრთისათაჲ. სიმდაბლე განმამრავლებელი არს მშჳდობისაჲ და მომგებელი არს სიყუარულისაჲ, განმაძლიერებელი არს მომგებელთა მისთაჲ, განმაშორებელ იჭჳსა, დამარღუეველ წინააღმდგომისა, დამაწყნარებელ რისხვისა, განმაბნეველ შფოთისა და განმაქარვებელ ძჳრის ჴსენებისა, განმაძებელ ბოროტისა და მტერობისა და დამაცუდებელ შურისა და წარმწყმედელ ყოვლისა ბოროტისა. ხოლო ამპარტავნებაჲ ამის ყოვლისა მომგებელ და მომპოვნებელ არს. იგი მძლე ექმნა ადამს, პირველსა მას მამასა ჩუენსა, რაჟამს-იგი ურჩ ექმნა მცნებათა ღმრთისათა ამპარტავნებით. და მიერითგან ურჩებამან განამრავლნა ცოდვილნი. ურჩებამან მოგუაძულვნა ჩუენ ღმერთსა და განგუაშორნა წმიდათა ანგელოზთა მისთა და განდევნა ჩუენგან მშჳდობაჲ და განძარცუა დიდებაჲ და განჴადა მორჩილებაჲ და განაძო სიყუარული და განაბნია ყოველი კეთილი საქმე და განამრავლა იჭუნი და ორგულებანი და დასთესა წინააღდგომაჲ და აღმოსცენდა შური და ნაყოფად გამოიღო რისხვაჲ და გულის წყრომაჲ დ განმრავლდა მტერობაჲ და აღავსო ყოველი ქუეყანაჲ კაცის-კლვითა და სისხლთა დათხევითა და აღადგინა წინააღგომაჲ ღმრთისაჲ და ყოველი ბოროტი სოფლად მან შემოიღო. არამედ ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან სიმდაბლითა თჳსითა განაქარვნა მრავალ-ღონენი მისნი და მორჩილებაჲ გუასწავა, და მიერითგან განმრავლდეს სათნოებანი და დღითი-დღედ აღემატების ღმრთის მსახურებაჲ.

აწ უკუე ნუმცა ვალთ ურჩებით, რომელ არს მოძღურება ეშმაკისაჲ, ნუმცა განვდგებით მისებრ და ნუმცა შეუდგთ კუალსა და სწავლასა მისსა. გუეშინოდენ ცოდვისაგან, რომლითა აღავსო ყოველი ქუეყანაჲ, მოვიძულოთ იგი, რომელმან ყოველნი ბოროტნი ნათესავსა ჩუენსა მოუგნა ურჩებისა სწავლითა. განვეშორნეთ მას, რომელმან მოაწინა ჩუენ ზედა მრავალ-სახენი მწუხარებანი, და მივეახლნეთ მას, რომელმან მოგჳგნა ზეცისა იგი კეთილნი, რომელმან-იგი ქუეყანით ზეცისა სიხარულსა მიგუაწინა, რომელმან აიხუნა თანამდებნი ჩუენნი და გჳჩინნა ჩუენ სასუფეველსა თჳსსა. ამიერითგან არღარა შეუდგეთ ნებასა ჴორცთა ჩუენთასა და გულის-თქუმათა მისთა. შვილნი რისხვისანი ვიყვენით პირველ და აღვასრულებდით ნებასა და გულის-თქუმასა ჴორცთა ჩუენთასა (ეფეს. 2.3). არამედ ვიჴსნენით მადლითა ღმრთისაჲთა და ქრისტეს თანა აღვდეგით.

აწ უკუე ჯერ არს ჩუენდა, რაჲთა ნებასა ქრისტესსა აღვასრულებდეთ, ვითარცა-იგი მან ნებაჲ მამისა თჳსისაჲ აღასრულა. ნუმცა უგულებელს-ვჰყოფთ მორჩილებასა მისსა ჟამსა ჭირისასა და განსაცდელისასაცა, არამედ ვიდრე სიკუდილად-მდე დაუთმობდეთ, რამეთუ მორჩილებაჲ აღმასრულებელი არს ყოველთა მცნებათაჲ, უკუეთუ ვინმე ვიდრე სიკუდიდმდე დაუთმოს, ვითარცა-იგი უფალმან ჩუენმან ყო. რამეთუ დამდაბლდა და მორჩილ იქმნა ვიდრე სიკუდილადმდე (ფილლიპ. 2.8). ესე არს საზღვარი სრულისა მის მორჩილებისა და სიყუარულისაჲ, რაჲთა მოიწიოს ვიდრე სიკუდილა(დ)მდე. ვისწრაფოთ უკუე მორჩილებად ღმრთისა და აღსრულებად მცნებათა მისთა. და, უკუეთუ სიკუდილი შეგუემთხჳოს ამისთჳს, სიხარულით შევიწყნაროთ, არა ხოლო თუ ღმრთისათჳს, არამედ მოყუსისათჳსცა ჩუენისა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: "ჯერ-არს დადებაჲ სულისაჲ მოყუსისა თჳსისათჳს, ვითარცა-იგი ქრისტემან დადვა სული თჳსი ჩუენ ყოველთათჳს" (I იოანე 3.16).

და ჩუენცა ვიდრე სიკუდიდმე მოსწრაფე ვიყუნეთ განსუენებად ძმათა, რომლითა სარგებელ ვიყუნეთ მათდა და ჩუენდა, რომლითა შემძლებელ ვიყუნეთ. განუსუენე ძმათა ქრისტესთა, დიდთა და მცირეთა, რაჲთა იკურთხო მის მიერ და დაიმკჳდრო სასუფეველი ცათაჲ, რომელ აღგითქუა შენ, ვითარცა წერილ არს: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ სასუფეველი, რომელი განგიმზადე თქუენ უწინარეს სოფლის დაბადებისა. რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასუთ მე, შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე, სნეულ ვიყავ და მოხუედით ჩემდა" (მატე 25.34-36).

აწ უკუე ყოველსა კეთილისა, რომელსა შემძლებელ ვიყვნეთ, წინა-უყოფდეთ მას მხიარულებით, რამეთუ ყოველსა შეიწყნარებს შენგან, ვიდრე უნინამდე. არა ითხო[ვ]ს შენგან ნიჭთა დიდ-დიდთა და არცა მისაცემელთა მრავალთა, სასუმელსა [ერთსა წყალსა გრილსა] დაჯერებულ არს შენგან და სიხარულით შეიწყნარებს, და ნაცვალად მისა მიგცემს მისაგებელსა მრავალსა. იყავნ ხოლო კეთილი შენი მხიარულებით, წადიერად და ნუ ორგულებით და მწუხარებით.

აწ უკუე შეიწყნარე ქრისტე, დაღაცათუ ფრიად გლახაკ ხარ, ნუ დააყენებ მას შესლვად სახიდ შენდა. შეიწყნარე უცხოებაჲ მისი საყოფელსა შენსა და წინა-უყავ მას, რომელი პოოს ჴელმან შენმან სიყუარულით, და აიძულე მას განსუენებად შენ თანა. თაყუანის-ცემით ევედრე მას, რაჲთა შემოვიდეს ვანად შენდა, და ჰმსახურე მას მოსწრაფებით სურვიელად. დაჰბანენ ფერჴნი მისნი მტუერისაგან, სცხე ზეთი თავსა მისსა. შეიწყნარე სიხარულით, დასუ ტაბლასა შენსა მხიარულებით, განაძღე შიმშილი მისი სიხარულით და აღავსე წყურვილი მისი, და ნუ მოიწყინებ მსახურებასა მისსა და განსუენებასა. (არა) ჰნებავს მას მრავალი [სა]ნოაგე, ვითარცა ნაყროანთა, რამეთუ მცირედი საჴმარ არს მისა, ვითარცა ჰრქუა მართას (ლუკა 10.41). არა ითხოვს შენგან ჴბოსა ზუარაკად, ვითარცა-იგი აბრაჰამ მდიდარმან წინა-უყო (შესაქ. 18.7). პურსა ხოლო და წყალსა დაჯერებულ არს შენგან, არამედ ნუ თუალ-ბოროტად და მწუხარედ. მცირედი რაჲმე მხიარულებით ჰნებავს მას უფროჲს მრავალთა სანოაგეთა იძულებით და მწუხარებით. იგი უბანთა ქალაქისა გინა დაბისათა, და რაჟამს ჰპოო იგი, სიხარულით მოიკითხე. და უკუეთუ შიშუელ იყოს, შემოსე იგი და, თუ სნეულ იყოს, იღუაწე, და უკუეთუ საპყრობილეს იყოს, ითუალე იგი ლმობიერად და მის თანამცა გევნების. ეზიარე ტკივილთა მისთა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა შეეწიე მას და განაძლიერე უძლურებაჲ მისი ნუგეშინის-ცემითა. აიხუენ სალმობანი მისნი, მოსწრაფებით ჰმსახურე მას ღუაწლთა შინა მისთა. უკუეთუ არა გაქუს საზრდელი მიცემად და არცა წამალი საკურნებელად წყლ(ულ)თა მისთა, სიტყჳთ ხოლო ნუგეშინის-ეც მას და სიყუარულით აიხუენ წყლულებანი მისნი და ტკივილნი. დასთხიენ მის ზედა ცრემლნი შენნი ლმობიერად, შეეწიე მას ლოცვითა. იღჳძებდ მის თანა ძლიერად, ჴელითა შენითა ჰმსახურე მას, ნუ გცონინ მიმოსლვად საქმისა მისისათჳს. და უკუეთუ ცოცხალ არს იგი ჴორცითა და უძლურ სულითა, ასუ მას საკურნებელად სასუმელი ნუგეშინის-ცემისაჲ. და უკუეთუ ცხადად არა ინებოს სუმაჲ სიმძაფრეთაგან ტკივილთა მისთაჲსა, ასუ მას საიდუმლოდ მეცნიერებით. განამრავლე ლოცვაჲ მისთჳს, რომელი მკურნალი არს სულთა და ჴორც\თაჲ. "რამეთუ ლოცვაჲ წმიდაჲ სარწმუნოებით შემძლებელ არს განკურნებად სნეულთა, და თუ ცოდვაჲცა რაჲმე თუ ექმნას, მი-ვე-ეტეოს მათ" (იაკობი 5.15). და უკუეთუ მშიერ იყოს იგი მეცნიერებისაგან, ეც მას საზრდელი, და უკუეთუ წყურიელ იყოს იგი ცნობისაგან, ასუ მას წყალი სიბრძნისა შენისაჲ. და უკუეთუ შიშუელ იყოს კეთილთაგან საქმეთა, შეიწყალე იგი, ვითარცა თჳსი შენი და შეიწყნარე შენ თანა. ნუ უგულებელს-ჰყოფ და ნუცა შეურაცხ-ჰყოფ, ვითარცა უცხოსა, არამედ ლმობიერ იქმენ მის ზედა, ვითარცა თავსა თჳსსა ზედა, და შემოსე სიშიშულე მისი ნამეტავითა სამოსლითა შენისაჲთა. ჭირვეულთა შეეწიე და სნეულთა მიჰხედე შენ, რომელი-ეგე ცოცხალ ხარ და მაქუსიერ ხარ, რამეთუ მათ შინა იპოვებიან ვიდრე დღენდელად დღედმდე ლაზარე გლახაკი, რომელი შთასუა წიაღთა აბრაჰამისთა. ნუ უგულებელს-ჰყოფ, ვითარცა მდიდარი იგი უწყალოჲ, რაჲთა არა გერქუას შენცა, ვითარცა-იგი მას აბრაჰამ მოწყალისაგან სიტყუაჲ იგი უწყალოებისაჲ დღესა სერისა შენისასა (ლუკა 16.19-31).

ამიერითგან მიეც გლახაკთა ნამეტავისაგან სიმდიდრისა შენისა ჴორციელისა და სულიერისა და ნუ ვის მათგანსა უგულებელს-ჰყოფ. დაღაცათუ შეურაცხი ვინმე იყოს. რამეთუ არა უწყი აღსასრული მისი, ნუუკუე იყოს იგი პატივ-ცემულ ღმრთისაგან და ანგელოზთა მისთა, ვითარცა იტყჳს: "ნუ შეურაცხ-ჰყოფთ ერთსაცა (ა)მათგანსა მცირესა, რამეთუ ანგელოზნი მათნი მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა" (მათე 18.10)). და თქუენცა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ ერთსაცა მცირეთაგანსა, არამედ ხელსა აღუპყრობდით და მისცემდით საჴმარსა მათსა მონაგებთაგან თქუენთა და ლოცვითა და სტყჳთა იტჳრთენით უძლურებანი მათნი გუამითა თქუენნითა. ეყვენით მათ შემწე, ვითარცა ასოჲ ასოთა მათთაგანი. შენ, რომელ-ეგე მრთელ და ცოცხალ ხარ, ექმენ უფერჴოსა, ფერჴ და მწუხარესა თუალ, და ცნობითა ნაკლულევანსა სიბრძნე და ენა-მძიმესა პირ და ენა.

"ყოველნი ურთიერთას ასოებ ვართ გუამითა ქრისტესითა", ყოველთა ეყავ ყოვლითურთ, ვითარცა იტყჳს მოციქული (რომ. 12.5). და ესე უწყოდე, ვითარმედ ასოთა შინა გუამისათა არა არს ასოჲ ერთი ძლიერი, რომელი-მცა თავსა ხოლო თჳსსა ჰმსახურებდა და სხუანი იგი უძლურნი შეურაცხ-ყუნა, არცა შინაგანი გუამისანი უხილავნი და არცა გარეშენი ესე ხილულნი, არამედ ყოველნი ურთიერთას ზიარ არიან მსახურებასა გუამისასა: ძლიერი იგი უძლურსა ჰმსახურებს მოუწყინებელად და მცირე დიდთა თანა ეზიარების უშურველად, და შეურაცხი პატიოსანსა თანა განგებით იგულების და ყოველნივე ერთიერთსა პატივ-სცემენ და ჰმსახურებენ მოუწყინებელად. ეგრევე სახედ ჩუენ ყოველნი ასონი ვართ გუამისა ქრისტესისანი (I კორინთ. 12.27) და ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ურთიერთას მორჩილ ვიყვნეთ, ვითარცა ასონი გუამისანი, მსახურებად, და მრავალ-ფერსა განგებასა და პატივ-(ვ)სცემდეთ მსახურებითა ურთიერთას, მსგავსად ძალისა ჩუენისა. შევჰკრებდეთ საშოვალ სულიერსა და ჴორციელსა, ვითარცა-იგი კრებული მოციქულთაჲ, და იყოს ჩუენ შორის ყოველივე განსწორებულად, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: "რომელმან-იგი ფრიად შეიკრიბა, არა(ჲ) ემატა, და რომელმან მცირედ შეიკრიბა, მას და-არა(ჲ)-აკლდა", რაჲთა ყოველნივე ყოვლისაგან უნაკლულო ვიყვნეთ. ესრე სახედ, რამეთუ რომელი შეეწეოდის ჴორციელად, შეეწეოდის იგი სულიერად. და სხუაჲ შესწევდეს ჴორციელად და შეეწეოდის სულიერად. და რომელიმე მისცემდეს გარეშე, და მიიღებდეს შინაგან, და რომელიმე მისცემდეს შინაგან და მიიღებდეს გარეშე და განსწორებით იყოს განგებაჲ ჩუენი პატივითა, სიყუარულით და სიმდაბლით ურთიერთას, რაჲთა არა იყოს ჩუენ შორის ყოლადვე ნაკლულევანებაჲ რაჲსაჲმე.

უკუეთუ დავაყენოთ ძმისა მიმართ უცბისა სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ და სარგებელისაჲ, გინა ლოცვაჲ, ცოდვილისათჳს არს იგი, ვითარმცა დავაყენეთ საჴმარი ჩუენი და მსახურებაჲ ჩუენი კაცისაგან გლახაკისა და ჭირვეულისა. რამეთუ ერთ არს, რომელი შეეწევის უცებსა სიტყჳთა და ცოდვილსა ლოცვითა, და უძლურთა ძალითა, და გლახაკსა მონაგებითა და უდიდეს არს, რომელი შეეწევის უცებსა სიტყჳთა მეცნიერებისაჲთა და ცოდვილსა ლოცვითა და ნუგეშინის-ცემითა, უფროჲს მისსა, რომელი შეეწევის მშიერსა საზრდელითა პურისაჲთა და შიშუელსა სამოსლითა, ვითარცა სული უდიდეს არს ჴორცთა, რამეთუ იგი სულიერად ზრდის და ესე ჴორციელად. ხოლო უწყალოებაჲ და შეურაცხებაჲ ძმისაჲ შორვან წესსა ქრისტეანობისასა, და უფროჲს ხოლო წესსა და განგებასა პატიოსანსა და სრულსა მონაზონთასა, გარნა თუ ვინმე მოიგოს ესე წარსაწყმედელად სულისა თჳსისა.

ჩუენ ყოველთა ღმერთი ერთ არს და ჯერ-არს, რაჲთა ყოველთა ურთიერთას ერთითა სულითა ერთი ზრუნვაჲ გუაქუნდეს, ვინაჲთგან ერთისა გუამისანი ვართ. ვითარცა-იგი ვერ შემძლებელ არიან ფერჴნი რქუმად გუამსა, ვითარმედ: არა გიტჳრთავთ შენ, და არცა თუალნი, ვითარმედ: არა ვხედავთ შენთჳს, და არცა ჴელნი, ვითარმედ: არა ვიქმთ შენთჳს. და ვერცა ყოველნივე ასონი შემძლებელ არიან წინააღდგომად ცნობასა და გონებასა მათსა, რომელ არს განმგებელ ყოვლისა გუამისა, არამედ ყოველნივე განსწორებულად ზრუნვენ მსახურებასა მას სათანადოსა ურთიერთასსა და მორჩილ არიან ურთიერთას სიყუარულითა ბუნებრივითა და იქმან და შურებიან ერთიერთისა მსახურებასა მოუწყინებლად და უდრტჳნავად (I კორ. 12.12-27). რამეთუ ფერჴთა უტჳრთავს გუამი და ვლენან და მიმოაქუს იგი, ვიდრეცა ჰნებავს. და თუალნი ხედვენ და უძღჳან ფერჴთა, ვიდრეცა მიაქუნდეს გუამი, და ჴელნი იქმან და ჰმსახურებენ თუალთა და ყოველსა გუამსა, და მისცემენ პირსა საზრდელსა, და კბილნი განსცოხნიან, და სასაჲ გემოსა იხილავს, და ჴორჴი შთააბნევს სტომაქად. ენაჲ ზრახავს მას, რომელსა მოსცემს გული და გონებაჲ. და ყური ისმენს გარეშეთა სიტყუათა და მი(ს)ცემს ცნობასა გონებისასა. და საყნოსელნი იყნოსენ სულსა ძალისასავე და აცნობებენ ტჳნსა და ყოველსა საგრძნობელსა. და ეგრეთვე შინაგანნი ასონი იქმან ყოველსავე განსწორებულად თჳთებითა მით ბუნებრივითა მათითა, ვითარცა იტყჳან მეცნიერნი მკურნალნი, რომელნი გამოცდილ არიან და უწყიან, ვითარ-იგი ძალსა საზრდელისა ამისსა განგებულებით განჰყოფენ და საჴმარსა მას დაიყენებენ განსაძლიერებელად გუამისა და ნივთსა მას ნამეტავსა გარე-განაბნევენ და არარაჲთ ჰმძლავრობენ ერთიერთსა და არცა დაეყენებიან მსახურებისაგან ერთიერთისა თითოეული მათი, პატიოსანი და შეურაცხი, თჳსსა საქმესა, რამეთუ სტომაქი მოიდნობს საჭმელსა და სიპოხესა მისსა მისცემს ნესტუთა მათ ღჳძლისათა, და ნაწლევნი შეიწყნარებენ რუვთა შინა მათთა ნივთსა მას უშუერსა და განრყუნილსა და მიერ განსთხევენ. და არს იგი საძაგელ და საწყინელ; ხოლო არა დაეყენებიან ამის უშუერისა და საწუნელისა მსახურებისაგან თავჴედებით. და სიპოხესა მას და ძალსა საზრდელისასა ღჳძლი განჰყოფს სიმჴურვალითა სისხლისაჲთა და მიუძღუანებს გულად, მეუფისა მის ასოთაჲსა. და გული განუყოფს სისხლსა მას ცხოველებისასა ყოველთა ნესტუთა გუამისათა, და არა ამპარტავანობს მთავრობისათჳს მისისა და არცა დაეყენების მსახურებისაგან თჳსისა. და ესრეთ ყოველნი ასონი, შინაგანნი და გარეშენი, ჰმსახურებენ ერთიერთსა და პატივცემულ არიან თითოებითა თჳსითა და ერთიერთსა ეჴმარებიან.

ესრეთვე ჩუენდა ჯერ-არს, საყუარელნო, მორჩილებაჲ და მსახურებაჲ ერთიერთისაჲ სიყუარულითა სულიერითა, ვითარცა ვის მიგჳღებიეს ნიჭი ღმრთისაგან. ვშურებოდით ყოვლითა ძალითა ჩუენითა ურთიერთას პატივსა და მსახურებასა ყოვლეთასა, რამეთუ ამით იდიდების ღმერთი. და რომლისა საქმე პატიოსან და დიდებულ არს, ნუ აღზუავნებინ. და კუალად რომლისა საქმე საწუნელ და შეურაცხ არს, ნუ შეწუხნებინ და ნუცა მოიწყინე[ბ]ნ მსახურებასა მას მისსა. ჭირისა და შრომისათვს და ნუ დრტჳნავნ, დაღაცათუ საქმე მისი და შრომაჲ მძიმე იყოს, ვიდრე სიკუდილამდე სიხარულით შეიწყნარენ ძმათა განსუენებისათჳს. გარნა, თუ იყოს რაჲმე საქმე სულისა სავნებელი, მწრაფლ განშორებაჲ ჯერ-არს მისი. ხოლო რომელსა შინა იყოს სარგებელი სულისაჲ, მოსწრაფედ მორჩილებაჲ ჯერ-არს შრომისა და ჭირისაჲ მოთმინებით ყოვლითა ძალითა ჩუენითა.

ერთი ვინმე წმიდათაგანი, შრომითა განკაფული და მოხუცებული, რომელსა სახელი ერქუა მაკარი, ძმისა განსუენებისათჳს უძლურისა მძიმესა შრომასა მისცა თავი თჳსი უდაბნოსა და მრავალი მილიონი ვლო მის თანა, ვიდრემდე მიიწია ეგჳპტედ და მოართუა მას საჴმარი. და კუალად სხუაჲ ძმაჲ მსგავსად მისა წარვიდა ყოლად შორსა გზასა და განუცვალა პური ძმასა უსუსურსა. აწ უკუე ჩუენცა მივემსგავსნეთ წმიდათა მათ და ვშურებოდით განსუენებისათჳს ძმათა ჩუენთაჲსა და სიყუარულით ნებასა მათსა აღვასრულებდეთ, და ნუ ვინ პატიოსნებისათჳს თჳსისა დაეყენებინ მსახურებისაგან ძმათა თჳსთაჲსა, ვითარცა-იგი მჴსნელი ჩუენი სიმდაბლით ჰმსახურებდა მოწაფეთა თჳსთა და ჩუენცა მოგუცა სახე სიმდაბლისაჲ.

და უფროჲსად თქუენ, ჵ ჭაბუკნო და ძლიერნო ძალითა, დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და სიმდაბლით ერჩდით მოძღუართა თქუენთა, დაღაცათუ გრისხვიდენ სარგებელისათჳს სულთა თქუენთაჲსა, რამეთუ მათ სიტყუაჲ მისცენ სულთა თქუენთათჳს (ებრ. 13.17).

თავი ყოველთა სათნოებათაჲ და ძირი ყოვლისა კეთილად განგებისაჲ არს სიმდაბლე და მორჩილებაჲ. ყოვლისათჳს, რომელი გებრძანოს თქუენ, უდრტჳნველად (იქმოდეთ). და უკუეთუ ესე არა გაქუნდეს, შრომაჲ თქუენი ცუდ არს და უნაყოფო არს. ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავნ შენებაჲ ტაძრისაჲ თჳნიერ საძირკუველისა? სიმდაბლე და სიმაღლე საძირკუველი არს მონაზონისაჲ. რაჲსათჳს წინა-აღუდგები ღმერთსა, ჵ კაცო, რომელი მოწაფე ხარ მისი? იგი უფალ არს შენდა, რომელსა დაემოწფო, ვითარცა ღმერთი. ნუუკუე აწ იწულელ და გამოეძიებ სიტყუათა და საქმეთა მისთა, უკუეთუ კეთილ არიან ანუ არა. ესე არა არს შენი, რაჲთამცა გამოეძიებდ საქმეთა მისთა, არამედ მას აქუს ჴელმწიფებაჲ შენ ზედა, რაჲთა გიბრძანოს, "არა დაფლვად მკუდარი შენი" და "მოიძულნე მშობელნი და ძმანი შენნი" (მათე 8.21-22). და ესე მსოფლიოთა თანა უსამართლო არს, ხოლო მის წინაშე სათნო და სარგებელ არს, რამეთუ ბრძენი და გან(გ)ებული არს და ამით იქმნა ღმრთისა მიერ მთავარ შენ ზედა. არა პირველად ვითარცა ქრისტესა დაემორჩილეა? აწ უკუე ჰმონე ვითარცა ღმერთსა და აღასრულე ყოველი ბრძანებაჲ მისი სიმდაბლით უდრტჳნველად. ემსგავსე კაცსა მას, რომელმან მოთხარა და დადვა საფუძველი მისი კლდესა ზედა სიმდაბლისა და მორჩილობისასა, რომელსა რაჟამს აღდგენ ქარნი სიტყუათა ბოროტთანი, უშიშ იყოს სასტიკებისაგან მათისა (ლუკა 6.48). და კუალად უკუეთუ გამოეძიებ საქმეთა მისთა, რაჲსა არა ჰყავ იგი პირველ დაწყებასა საქმისა შენისასა? უკუეთუ არს იგი ანტექრისტე და თავით თჳსით ზრახავს, ჯერ-იყო შენდა შორად განშორებაჲ მისგან. ხოლო უკეუთუ ჭეშმარიტი ქრისტე არს და სიტყუათა მამისათა ზრახავს ნებასა მომავლინებელისა მისისასა აღასრულებს, ჯერ-არს სიყუარულით მორჩილებაჲ მისი.

შევაიწროთ, ძმანო, თავთა ჩუენთა ზედა ცხორებაჲ ჩუენი და შევეყენნეთ სენაკთა ჩუენთა, და იყავნ საზრდელად ჩუენდა მცირედ პური და წყალი, საჴმარად ოდენ ჴორცთა ჩუენთა, მრავლითა შრომითა, მღჳძარებითა და ზედგომითა ღამე ყოველ, მჴურვალედ ლოცვითა და მუჴლთა დრეკითა და ქუეყანასა ზედა წოლითა უსარგებლოდ, ტირილითა და ცრემლითა და შემუსრვილითა გულითა, ფსალმუნებითა და გალობითა და ლოცვითა საიდუმლოდ დღე და ღამე, მრავლითა განსაცდელითა და ფრიადითა შრომითა და აღურაცხელითა ჭირითა დაუთმოთ სიბოროტესა ეშმაკთასა, რომელნი ცხადად და იდუმალ არა დასცხრებიან ბრძოლად ჩუენდა და ჰნებავს წარწყმედაჲ ჩუენი, არა თუმცა წყალობაჲ უფლისაჲ იყო შემწედ ჩუენდა და იგი შემრაცხ წმიდათა მისთა თანა, რაჟამს მოიხილის მაღლით წმიდით მისით და გჳხილნის ჩუენ განსაცდელსა შინა დღე და ღამე სახელისა მისისათჳს. და მას შინა უფლებასა მისსა აღვიარებდით ნებითა ჩუენითა და სულითა იხარებნ ჩუენ ზედა და შემეწევინ ჩუენ მადლითა თჳსითა.

აწ უკუე ვიღუაწეთ და ვაჩუენოთ წამებაჲ ჩუენჲ ქრისტესა. დაღათუ სხუათა მიერ არა ვიტანჯებოდით, თავით თჳსით შევაიწროთ თავთა თჳსთა ზედა მისთჳს და შრომითა მოვაკუდინნეთ ჴორცნი ჩუე(ნ)ნი სიყუარულისა მისისათჳს, დაღაცათუ არა მივეცნეთ მახჳლსა, რომელმან-იგი მწრაფლ განარინის განსაცდელთაგან. არა არს თუალ-ღება ღმრთისა თანა, ვითარცა არა შეგურაცხნა მოწამეთა მისთა თანა, რაჟამს-იგი მწუხარებასა და განსაცდელსა შინა აღვასრულნეთ ყოველნი დღენი ცხორებისა ჩუენისანი სახელისა მისისათჳს. მაშინ უეჭუელად გურქუას ჩუენ, ვითარმედ: "თქუენ ხართ რჩეულნი მეგობარნი (იოანე 15.14) ჩემნი და მოწამენი, რამეთუ აღმიარეთ მე წინაშე ყოველთა კაცთა (მათე 10.32) საქმითა თქუენითა კეთილითა". "წარუდგინნეთ უკუე თავნი ჩუე(ნ)ნი, ვითარცა ღმრთის-მსახურთა, - ვითარცა იტყჳს მოციქული (II კორინთ. 6.4-10), - მოთმინებითა მრავლითა ჭირთა შინა და განსაცდელთა ... შრომითა დღითი-დღედ, ღამის-თევითა და მარხვითა და ლოცვითა, სიწმიდითა გულისაჲთა, მეცნიერებითა ღმრთისაჲთა, სულ-გრძელებითა და სიტკბოებითა, სულითა წმიდითა, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ თანა, სიყუარულითა შეუორგულებელითა, სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, ძალითა ღმრთისაჲთა, რომელი განმაძლიერებს ჩუენ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა ღმრთისასა, სიმართლითა მრავალ-ფერითა, რომელი მარჯუენით გუახარებს და მარცხენით შეგუაწუხებს, დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა, ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი, ვითარცა უცნაურნი და საცნაურნი, ვითარცა მოსიკუდიდნი. და აჰა ესერა ცოცხალ ვართ ...ვითარცა მწუხარენი. და მარადის გჳხარის, ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ, ვითარცა არარაჲ მაქუს და ყოველი მაქუს". ძმანო ჩემნო, წარუდგინნეთ თავნი ჩუენნი, ვითარცა მსახურთა ქრისტჱსთა და რჩეულთა მოწამეთა და ნუმცა არს მსახურებაჲ ჩუენი აუგეან, რაჲთა არა ვექმნნეთ კაცთა დაბრკოლება. "რამეთუ სასუფეველი ღმრთისაჲ გულთა შინა ჩუენთა არს", ვითარცა თქუა მაცხოვარმან (I პეტრე 2.23) უკუეთუ ჩუენ გჳნდეს, ნუმცა დავაკლდებით ჩუენ მოწამეთა მათ ქრისტჱსთა და ვაჩუენოთ საქმე კეთილისაჲ ყოლადვე აღსაშენებლად ყოველთა მართლითა სარწმუნოებითა და განსაცდელთა მოთმინებითა.

მოვაკუდინნეთ ასონი ჩუენნი შრომითა და ჭირითა სახელისა მისისათჳს, რამეთუ ამისთჳს ვიჩინენით ღმრთისაგან, რაჲთა ვნებანი შევიწყნარნეთ, და განსაცდელსა დაუთმოთ, და მწუხარებაჲ თავს-ვიდვათ და ამისსა შემდგომად მოვიღოთ გჳრგჳნი დიდებისაჲ. და უკუეთუ ვისგანმე შეგუემთხჳოს მწუხარებაჲ და განსაცდელი, ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა სიხარულით შევიწყნაროთ, რამეთუ ესე განგჳმრავლებს სათნოებათა ჩუენთა უშრომელად და განადიდებს დიდებასა პატივისა ჩუენისასა. ოდეს ვქმნეთ კეთილი და მის წილ მოგუეგოს ვისგანმე ბოროტი, მაშინ განმრავლდეს სასყიდელი ჩუენი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: "რაჟამს კეთილსა ვიქმოდით და შეგუაწუხნეს ვინმე და დავითმინოთ, მაშინ სასყიდელი ჩუენი დიდ იყოს წინაშე ღმრთისა". ოდეს ვინმე ბოროტი გიყოს ანუ გაგინოს, ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა სიხარულით მო\ვითმინოთ და არა განურისხნეთ ვითარცა მტერსა, გინა შურ-ვიგოთ მისგან, არამედ ვხედვიდეთ მას, ვითარცა გულითადსა მეგობარსა და შემწესა სიმართლისა ჩუენისასა, და უკუეთუ შესძინოს კუალადცა შეცოდებად ჩუენდა, ჩუენ სულგრძელებით მოვითმინოთ და არა მივაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ, არმედ ვსძლოთ კეთილითა ბოროტსა მას. და მივხედოთ მაცხოვარსა ჩუენსა ქრისტესა და მოთმინებათა მისთა, რომელნი დაითმინნა ჩუენთჳს, რაჲთა ვემსგავსნეთ მას და გზათა მისთა ვიდოდით. "რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა და არცა იპოა ზაკუვაჲ პირსა მისსა" (I პეტრე 2.23), ცოდვილთათჳს ყოველთა მათ ვნებათა დაუთმო და თავს-იდვა გინებაჲ და ყუედრებაჲ და შეურაცხებაჲ ვნებათაჲ და სიკუდილი ჯუარითა მათგან, რომელთა კეთილი ეყო, მოაგეს მას ბოროტი. რამეთუ რომელმან განკურნნა ეშმაკეულნი მათნი, ეშმაკეულ უწოდეს მას, და იგი დაითმენდა, იგინებოდა და იგი არა აგინებდა, შეაწუხებდეს და იგი არა განრისხნებოდა. და დღესა მას ჯუარ-ცუმისა მისისასა ევედრებოდა მამასა, რაჲთა შეიწყალნეს. და ესრეთ დაგჳდვა ჩუენ შჯული მოთმინებისაჲ და სახე სიმდაბლისაჲ.

აწ უკუე ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ყოველსა ჟამსა მოთმინებათა მისთა ვხედვიდეთ გონებითა ჩუენითა, და არა მოვმედგრდეთ გან\საცდელთა შინა და სულმოკლებაჲ გუეუფლოს, რამეთუ ფრიად განგუაძლიერებს ჩუენ ჭირთა შინა ჩუენთა მოჴსენებაჲ ვნებათა მათ ქრისტესთაჲ. მიჰხედეთ უკუე, რავდენნი დაითმინნა ცოდვილთათჳს, და არა მოუძლურდეთ და არცა სულმოკლე ვიქმნნეთ. უკუეთუ გამოვიხატნეთ მარადის წინაშე თუალთა ჩუენთა ყოველნი იგი ვნებანი მისნი, რომელ ჩუენთჳს დაითმინნა ჯუარსა ზედა რაჲ იგინებოდა და იყუედრებოდა, არაოდეს მოუძლურდეთ და არცა დავჰჴსნდეთ განსაცდელთა შინა და კეთილთა საქმეთა გინა მწუხარებათა, რომელი შეგუემთხუეოდის მტერისაგან უცოდველად, არამედ მრავლითა სიხარულითა და მხიარულებითა შევიწყნარნეთ და ზიარ ვნებათა მისთა ღირს ვიქმნნეთ და სიკუდილსა მისსა და მის თანა ვსუფევდეთ და დავიმკჳდროთ სასუფეველი მისი.

დიდი შიში და ფრიადი შეძრწუნებაჲ არს სულისაჲ, ოდეს მიჰხედო ვნებათა მათ უფლისათა. ვის არა ეშინოდის და შეძრწუნდეს და შებუშნეს ყოველი გუამი მისი, ოდეს იხილოს თჳსი უფალი, შეკრული ჴელითა და მიიყვანებოდის ჭენებით და ყურიმლის-ცემით განკითხვად უღმრთოთა წინაშე, მყუდროჲ დამდუმარე ვითარცა კრავი დაკლვადი? (იობი 2.7-9) ოდეს-იგი წარმდებებით პირსა სცემდეს მას, სავსესა წყალობითა და კაცთ-მოყუარებისა მომცემელსა, და სხუაჲ ლირბად და ურცხჳნოდ ჰნერწყუვიდა პირსა მისსა, განმანათლებელსა ყოველთა დაბადებულთასა, მიხედვითა მისითა მოუსპობს ცრემლთა ყოველთაგან პირთა. და სხუანი ჰბასრობდეს მას და თავსა სცემდეს ლერწმითა და ეკიცხევდეს მას, რომელმან ყოველნივე ქუეყანით ზეცად აღგუამაღლნა და მოგჳსპო ჩუენ ყოველი მთავრობაჲ და ყოველი ძალი მტერისაჲ. და კიცხევით შეჰმოსეს მას ქლამინდი მეწამული, რომელმან-იგი განმძარცუა სამოსელი იგი ვნებისა და სიკუდილისაჲ და შეგუმოსა სამოსელი ნათლისაჲ დიდებული. და დაადგეს თავსა მისსა ეკლისა გჳრგჳნი მას, რომელმან გჳრგჳნოსან ყუნა თავნი ჩუენნი გჳრგჳნითა დიდებისაჲთა მიუწდომელითა. და სხუანი ურცხჳნოდ და წარმდებებით განსძარცუვიდეს მას, რომელმან განმძარცუნა ჩუენ პატიჟნი იგი, რომელნი სამართლად ზედა-გუესხნეს სარჩელისა თანამდებნი. და უსაშინელეს ამის ყოვლისა არს, ოდეს-იგი განსხირპეს ჯუარსა მას ზედა ძელისასა იგი, რომელმანცა ზეცად აღმიყვანნა, და ოდეს დაჰმჭუალნეს ჴელნი და ფერჴნი მისნი მუსმრითა მით რკინისაჲთა, რომელმან განჰჴსნნა ჩუენგან საკრველნი სიკუდილისანი, და ოდეს-იგი ასუმიდეს ძმარსა და ნავღელსა მას, რომელმან დაატკბნნა ყოველნი პირნი ნათესავისა ჩუენისანი, რომელნი-იგი ეშმაკსა განემწარნეს სიმწარითა თჳსითა. და ოდეს-იგი ლახურითა უგუმირეს გუერდსა მისსა, რომელმან-იგი აღიღო ლახუარი იგი მცველი ედემისაჲ და განგჳღო ჩუენ კარი, რაჲთა შევიდეთ და დავიმკჳდროთ, და შემუსრნა ცოდვისა ჩუენისა კლიტენი. ვინ უკუე გამოიწერნეს ვნებანი ესე ჯუარ-ცუმისანი წინაშე თუალთა მისთა მარადის განსაცდელთა შინა? უკუეთუ შევარდეს კაცი ბოროტთა, სალმობათა ბუნებრივთა გინა მარხვისაგან, გინა მიშუებითა ღმრთისაჲთა, განრყუნან ეშმაკთა ბოროტად გუამი მისი ვნებითა და ტკივილითა გამოსაცდელად სიმხნისა და მოთმინებისა მისისა და სარგებელად სულისა მისისა. გამოიხატენინ მას წინაშე თუალთა მისთა განსაცდელნი იგი იობ მართლისანი, რომელსა-იგი შინა იყო შიშსა ღმთისასა და სიმდაბლესა, რომელი აქუნდა მარადის; გარე-მოადგეს ეგევითარნი განსაცდელნი ბოროტნი მანქანებითა ეშმაკისაჲთა და მიშუებითა ღმრთისაჲთა: წარწყმედაჲ ყოვლისა მის მონაგებისა მისისაჲ და მოსრვაჲ ნაშობთა მისთაჲ და ფაქლითა შეჭურვაჲ გუამისა მისისაჲ ფერჴითგან ვიდრე თავადმდე, რაჲთა გამოჩნდეს ძლევაჲ მოთმინებითა მისითა შიშსა შინა ღმრთისასა, რაჟამს-იგი ყოვლისა მისგან სიმრავლისა მონათა და ერისა მისისა არა დაშთა მას, რომელმანცა ჰმსახურა მას სალმობთა შინა მისთა, ვითარცა-იგი თჳთ იტყჳს, ვითარმედ: "მოუწოდე მონასა ჩემსა და არა ისმინა ჩემი, რამეთუ შეურაცხ-მყო მე". რამეთუ დაწუნებულ და დავრდომილ იყო სიბილწესა ზედა სკორეთასა და მორღუეულ იყვნეს ყოველნი ჴორცნი მისნი და იდვა იგი შიშუელი და კეცითა იხუეტდა წუთხსა მას და ვერ მიიახლებდა სამოსელსა ჴორცთა მისთა სიმძაფრისაგან და განძჳნებითა წყლულებათა მისთაჲთა. და იყო ესე მეფე კაცი მართალი და მოწყალე, შიშუელთა შემმოსელი, უცხოთა შემწყნარებელი, მშიერთა განმაძლიერებელი, გლახაკთა მიმცემელი და ჭირვეულთა ნუგეშინის-მცემელი და სამართლით განმგებელი შორის უფალთა და მონათა. და ამას შემდგომად განცდისა განსაცდელთა მათ მტერისათა მოსცა ღმერთმან უაღრესი პირველისა მოთმინებისა მისისათჳს. აწ უკუე რომელმან მიჰხედოს განსაცდელთა მათ იობისთა და მოთმინებათა მისთა და სალმობათა შინა და ჭირთა მისთა, არა მწუხარე იქმნეს და არცა დრტჳნვიდეს, იობისებრ თავს-ისხნეს ვნებანი იგი მადლობით და ქებითა ღმრთისაჲთა იტყოდის: "უფალმანცა მომცა სიმართლე და უფალმანცა მიმიღო, იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ უკუნისამდე" (იობი 1.21). და არ(ც)ა მწუხარე იყოს, არამედ უხაროდის. ამან არა ხოლო თუ ამას საწუთროსა მოიღოს მოსაგებელი მოლოდებისა მისისაჲ, ვითარცა იობ, არამედ კეთილნიცა იგი საუკუნენი სასუფე(ვე)ლისა ცათაჲსანი ადვილად დაიმკჳდრნეს და ეყუნენ მას სალმობანი იგი და განსაცდელნი, რომელნი მადლობითა ღმრთისაჲთა სიხარულით შეიწყნარნა, საქმედ სიმართლისა და სიწმიდისა. რაჲ უკუე ქმნა სიმართლე ლაზარე გლახაკმან, რომელ არს იგავი (ლუკა 16.19-21). რამეთუ იყო იგი უძლურ და სავსე წყლულებითა, დავრდომილ კარსა ზედა მდიდრისასა, საძაგელი მის მიერ და მსახურთა მისთაგან, და ძაღლნიცა ჰლოშნიედ წუთხსა მას წყლულებისა მისისასა და გული უთქუამნ განძღომად ნაბიჭევისაგან, რომელი გარდამოცჳვინ ტაბლისაგან მის მდიდრისა და არავინ სცის მას. და ესე მოითმინნა მადლობით და უდრტჳნველად. და რაჟამს აღესრულა, წარიყვანეს ანგელოზთა და შთაუსუენეს იგი წიაღთა აბრაჰამისთა (ლუკა 16.19-22).

აწ უკუე ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა მადლობით შევიწყნარნეთ ვნებანი და სიხარულით დაუთმოთ განსაცდელთა, რომელნი მიგუაწევენ ესევითართა დიდებულთა განსასუენებელთა თჳნიერ შრომისა ჩუენისა და კეთილთა საქმეთა, რაჲთა მოვიღოთ ჩუენ, მსგავსად წმიდათა მათ, რომელთა სულგრძელებით დაითმინნეს განსაც\დელნი და მადლობით შეიწყნარნეს ვნებანი, და სასუფეველი ცათაჲ დაიმკჳდრეს ქრისტჱს ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა მიერ, რომლისაჲ არს სუფევაჲ და დიდებაჲ მამისა თანა სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

 

"მამათა სწავლანი" - X-XI ს.ს. ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ

ტექსტი გადმოღებულია საიტიდან http://titus.uni-frankfurt.de/

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 19 December 2013 14:32)