ძველი ქართული თარგმანი

(405r)*[530]** ეპისტოლე მარიამ კასოვოლელისაჲ1 წმიდისა ეგნატი მღდელმოწამისა მიმართ მთავარეპისკოპოსისა ღმრთისა ქალაქისა ანტიოქესა

მარიამ, მწირი იესუ ქრისტესი, ეგნატი ღმერთშემოსილსა, ნეტარსა ეპისკოპოსსა ანტიოქელთა სამოციქულო ეკლესიისასა2, ღმრთისა მამისა და იესუ ქრისტეს შეყუარებულსა. მარადის ვილოცოთ შენთჳს სიხარულსა და სიმართლესა და მის მიერსა მხიარულებასა და მშჳდობასა.

ვინაჲთგან, ჵ, საკვირველო, ჩუენ შორისცა იცნობა ქრისტე ძედ ღმრთისა ცხოველისაჲ, რომელი-იგი უკანაჲსკნელთა ჟამთა განკაცნა ქალწულისა მარიამისგან, თესლისაგან აბრაჰამისა და დავითისა, მისთვის წინაჲსწარ თქუმულთა მათებრ სიტყუათა კრებულისაგან წინაჲსწარმეტყუელთაჲსა. და ამისთჳს გევედრებით, რაჲთა წარმოივლინოს ჩუენდა შენისა გონიერებისაგან მარი, მოყუასი ჩუენი, ეპისკოპოსად იმედაპისა ახლისა ქალაქისა ანაზორბოჲსა3 და ევლოგი კასსოვილონისა მღდელი, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ ოჴერ წინამძღუართაგან და მასწავლელთა საღმრთოჲსა სიტყჳსათა, ვითარცა იგი სამე იტყჳს მოსე, ვითარმედ: ”იგულოს უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი უძღოდის ერსა მისსა და არა იყოს შესაკრებელი უფლისაჲ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი” (რიცხ. 27.15-17).

ხოლო ამისთჳს, რამეთუ ჭაბუკ4 არიან ზემო წერილნი ესე, [531]ნურარას გეშინინ, ჵ, ნეტარო, რამეთუ უწყებაჲ შენი მნებავს, ვითარმედ უგულებელ-უქმნიან ჴორცნი და ვნებანი მისნი შეურაცხუყოფიან და თჳთ თავთა შორის თჳსთა ახალსა მას შინა სიჭაბუკესა მჴცოვანებითა მღდელობისაჲთა ბრწყინვენ.

და შენ თჳთ გამოიძიე გონებასა შინა შენსა, მოცემულისა მის მიერ შენდა სულისა ღმრთისაგან ქრისტეს მიერ და სცნა, რამეთუ სამოელ(II)ცა, მცირე ყრმაჲ, - რომელსა მხილველ ეწოდა და კრებულსა წინაჲსწარმეტყუელთასა შეერთო, - მოხუცებულისა ელის უსჯულოებასა ამხილებს, რამეთუ განცოფებულთა მათ შვილთა ღმრთისა (ყოველთა მიზეზსა) უფროჲს პატივსცემდა. და ვინაჲთგან მღდელობასა ემღერდეს და ერის მიმართ სიბილწით უშჯულოებდეს, არა უტევნა იგინი ღმერთმან უტანჯველად (I მეფ. 3.20; 9,9,19).

და კუალად, ბრძენი დანიელ ყრმა იყო ჰასაკითა და განსაჯნა მოაჩინნა. და დაღაცათუ ნათესავით ჰურიანი იყვნეს, სახითა და გონებითა ქანანელობაჲ ამხილა (დან. 13).

ხოლო იერემია სიჭაბუკისათჳს იჯმნიდა ჴელთდებულისა მისგან მისდა ღმრთისა მიერ წინაჲსწარმეტყუელებასა. ამისთჳსცა ესმა: ”ნუ იტყჳ, ვითარმედ ჭაბუკ ვარ მე, რამეთუ ყოველთა მიმართ, რომელთა მიგავლინო - მიხჳდე; და ყოვლისა მისებრ, რავდენი გამცნო შენ - იტყოდი, რამეთუ მე შენ თანა ვარ” (იერ. 1.7-8).

და ეგრეთვე ბრძენი სოლომონ ათორმეტისა წლისაჲ იყო, რაჟამს გულისჴმა-ყო დიდი იგი და უცნაური დედათა მათ განჩემებისათჳს შვილთაჲსა ძიებაჲ, ვიდრეღა ყოველი ერი განჰკრთა ესოდენისა მისთჳს ყრმისა მის სიბრძნისა და შეეშინა არა ვითარცა ყრმისაგან, არამედ ვითარცა სრულისა მამაკაცისა. და იგავნი იგი დედოფლისა მის ჰინდოეთისანი, მობაძავნი ნილოსისა საქანელთანი, ესრეთ ადვილად აუჴსნნა, ვიდრეღა თჳთ ეგეოდენ ბრძნისა მის დედაკაცისაგან განითქუა სიბრძნე იგი მისი განსაკრთომელი და იგი საკჳრველ იქმნა სოლომონის მიერ (III მეფ. 3 და 10).

ხოლო იოსია, ღმრთისმოყუარე, ვიდრეღა (v) იგი ყრმა იყო ჰასაკითა და კნინღა და უსრულ მეტყუელებითა, ამხილა ბოროტთა მათ, ურწმუნოებისა ღელვითა განთქმულთა, ვითარცა მტყუვართა და მაცთურთა ერისათა, და ეშმაკისა საცთურნი გამოაცხადნა და არაღმერთნი იგი განაქიქნა და მღდელნი იგი მათნი მოსწყჳდნა და [532]ბომონნი დაამჴუნა და საკურთხეველნი დაარღჳნა და ძუალებითა მკუდართაჲთა შეაგინნა და კერპნი დამუსრნა და სერტყნი მოკაფნა და ძეგლნი შემუსრნა და უღმრთოთა მათ სამარენი აღმოთხარნა და ძუალნი განსთხინა, რაჲთა არცაღა სასწაულნი ჩანდენ სიბოროტისა მათისანი (IV მეფ. 22 და 23). ესევითარი უკუე იყო მოშურნე ღმრთისმსახურებისაჲ და უშჯულოთა მტანჯველი. და ესე ვიდრეღა იგი ყრმა იყო ჰასაკითა.

და ეგრეთვე დავით მეფე და წინაჲსწარმეტყუელი ერთბამად, ჴორციელად ძირი მაცხოვრისაჲ, სიყრმესავე იცხო მეფედ სამოელისა მიერ ( I მეფ. 16), ვითარცა თჳთ იგი თავადი წამებს თავისა თჳსისათჳს და იტყჳს, ვითარმედ: ”უმწმეს ვიყავ ძმათა ჩემთა შორის და უმრწემეს სახლსა მამისა ჩემისასა” (ფს. 151.1).

და დამაკლდეს მე ჟამი, უკეთუ ყოველთავე გამოკულევაჲ მენებოს, რომელი სიჭაბუკესა შინა სათნო ეყვნეს ღმერთსა და წინაჲსწარმეტყუელებაჲ და მეფობაჲ და მღდელობაჲ ღმრთისა მიერ ერწმუნა, ხოლო მოსახსენებელად კმა არს და თქუმულიცა ესე. და შევრდომით ვევედრები სიწმიდესა შენსა: ნუმცა აღჩენილ ვარ წინაშე შენსა, ვითარცა ნამეტნავი რაჲმე და მაჩუენებელი, რამეთუ, არათუ ვითარმცა გას(II)წავებდი, არამედ ვითარმცა მოგაჴსენებდი ჩემსა ღმრთისა მიერ მამასა და ამისთჳს წარმოვაჩენნე5 სიტყუანი ესე. რამეთუ არა უმეცარ ვარ საზომსა ჩემსა და არა შევატყუებ თავსა ჩემსა გარდარეულისა მისთანა დიდებისა თქუენისა.

მოვიკითხავ წმიდასა სამწყსოსა შენსა მღდელთა თანა და დიაკონთა და ყოველისავე ქრისტეს მოყვარისა ერისა, რომელნი-იგი მოღუაწებისა შენისა ქუეშე იმწყსებიან.

ყოველნივე ჩუენ შორის მყოფნი6 მორწმუნენი მოგიკითხვენ შენ.

ღმრთისა მიმართ სიცოცხლისა ჩემისათჳს ლოცვა ყავ, ჵ, მწყემსო ყოვლად ნეტარო.

------------------------------------------------------------------------------------

1 - მისი ვინაობა გაურკვეველია, როგორც მისი წარმოშობის ადგილი - კასოვოლელი (ἐκ Κασσοβήλων). ვარაუდობენ, რომ მას ახსენებს პავლე მოციქული (რომ. 16.6). ალბათ მის შესახებ წერს წმ. ეგნატი ანტიოქიელ დიაკონ ირონს: მოიკითხე... მარიამცა, პატიოსანი ასული ჩემი, ფრიად სწავლული და გონიერი... (IX). ირონს ახსენებს წმ. ეგნატი მარიამისადმი წერილში.

2 - ხელნაწერშია: ეკლესიასა.

3 - ახალი ქალაქი (νεὰπόλις) - ნეაპოლი (Νεάπολις).

4 - ხელნაწერშია: ჭაბუკ [არა] არიან. უარყოფითი ნაწილაკის ჩასმა გაუგებარს ხდის აზრს და ეწინააღმდეგება ბერძნულ ტექსტს, სადაც მხოლოდ ჭაბუკები (νέοις) წერია.

5 - ხელნაწერშია: წარმოვაჩენ[ნე]. A-60-ში და A-66-ში: წარმოვაჩინენ.

6 - ხელნაწერშია: მყოფ[ე]ნი.

 

[533]ებისტოლე1 ა წმიდისა მღდელთმოწამისა ეგნატი მთავარეპისკოპოსისა ღმრთისა ქალაქისა ანტიოქიისაჲ მარიამის მიმართ

ეგნატი ღმერთშემოსილი2, შეწყალებულსა ღმრთისა მამისა მადლისა მიერ და უფლისა იესუ ქრისტესსა, რომელი-იგი ჩუენთჳს მოკუდა, მორწმუნესა, ღირსსა ღმრთისასა და ქრისტეს შემოსილსა ასულსა ჩემსა მარიამს: ფრიად გიხაროდენ უფლისა მიერ.

უვაღრეს წიგნისა არს პირისპირ ხილვაჲ, ვითარცა კერძოჲ და ნაწილი მწყობრისა მის საცნობელთაჲსა, არა ხოლო თუ მოკითხვითა მით ოდენ სიყუარულისაჲთა და პატივთა, რომელსა-იგი მისცემს მიმღებელსა, არამედ მათ მიერცა, რომელთა-იგი მათ წილ მიითუალავს და ფრიადისა მის სურვილისა გულისთქუმასა აღივსებს და განმდიდრდების. გარნა სახესაცა წიგნისასა, ვითარცა იტყჳან, მეორედი საყუდელი და ნავთსადგური უპყრიეს, რომელი-იგი, ვითარცა მყუდროჲ ნავთსადგური და კეთილი შესავედრებელი მივითუალეთ სარწმუნოებისა შენისა მიერ შორით, და სიკეთე შენი და პატიოსნებაჲ, ვითარცა თუალითა განვიცადეთ. რამეთუ სულნი კეთილნი, ჵ, ყოვლად ბრძენო დედაკაცო, წმიდათა წყაროთა მიმსგავსებულ არიან, რომელნი-იგი, დაღაცათუ არა სწყურო[534]დის თანაწარმავალთა, შუენიერებითა ხილვისა მათისაჲთა აღმოვსებად მიიზიდვენ მათ და აიძულებენ სუმად. და ეგრეთვე (406) გულისჴმისყოფაჲ შენი გუაწუევს ჩუენ და გჳბრძანებს საღმრთოთა მათ წყალთა სულისა შენისათა აღმოვსებად.

ხოლო მე, ჵ, ნეტარო, არა ვზრუნავ ათ თავისა ჩემისათჳს ესოდენ, რაოდენ იგი ვზრუნავ სხუათათჳს და მრავალთა წინააღმდგომთა ზრუნვათაგან ვიდევნები, რამეთუ რომელნიმე სივლტოლითა იჭირვიან და რომელნიმე დილეგთა შინა განილევიან და რომელნიმე კრულებითა იჭირვიან. და დაღაცათუ მელმის მათთჳს და ვიურვი, გარნა არავე მძაგან ეგევითარნი იგი ჭირნი, არამედ საწადელად შემირაცხიან და ღუაწლთა მათ მათთა დავემოწაფები, რაჲთა უფალსა ჩემსა იესუ ქრისტესა მივემთხჳო; და მსურის ჩემთჳს განმზადებულთა მათ ტკივილთათჳს, ვინაჲთგან ვერ ღირს არიან ვნებანი ესე ამის ჟამისანი მერმისა მისთჳს დიდებისა, რომელი გამოცხადებულ არს (რომ. 8.18).

ხოლო შენ3 მიერ ეპისტოლისა მიერ ბრძანებული სიხარულით აღვასრულე და არცა ერთი რაჲ მიზეზი შემოვიღე შორის, რომელი შენ კეთილად განგებჭო, რამეთუ ვცან, ვითარმედ ნებითა და განგებითა ღმრთისაჲთა გექმნა წამებაჲ კაცთაჲ მათ და არა თუალთღებითა და მიმადლებითა ჴორციელითა, რამეთუ პატიოსნად შევჰრაცხენ წამებანი იგი წერილთანი, რომელნი შორის შემოგეხუნეს; და ფრიად დამიკჳრდა და ზედაჲსზედა4 მოვიჴსენებდ, ვინაჲცა წარ-რაჲ-ვიკითხენ. არცა თუ გონებითა დავყდუნდი5 საქმისა მისთჳს, რამეთუ არცა შესაძლებელ იყო სიტყუათა შენთა თანაწარსლვაჲ6 რომელთა დაამტკიცებდესს სახენი იგი უცილობელნი. ვინაჲცა ვჰნატრი გულსმოდგინებასა შენსა, რამეთუ ესრეთ მდუღარედ გიყუარს უფალი იესო ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. და უწყოდე, რამეთუ მანცა თავადმან გრქუას შენ, ვითარმედ: ”მე მოყუარენი ჩემნი მიყუარან და რომელნი მეძიებდენ, პოონ მათ მშჳდობაჲ” (იგავ. 8.17).

და მარადის ვიგონებ და უწყი დამტკიცებულად, ვითარმედ ჭეშმარიტ იყვნეს სიტყუანი იგი, (II) რომელნი შენთჳს მესმოდეს, ვიდრეღა იყავ ჰრომს ნეტარისა ანენკლიტო7 პაპისა თანა, რომ[535]ლისა-იგი მოსაყდრე იქმნა აწ ნეტარი კლემენტოს, მოწაფე პეტრესი და პავლესი. ხოლო აწ ასწილად შესძინე მას ზედა და კვალადცა შესძინე, ჵ, სულიერო ასულო.

ფრიად მსუროდა მოსლვად თქუენდა და განსუენებად თქუენ თანა, გარნა არა კაცსა ზედა არს გზაჲ მისი (იერ. 10.23). რამეთუ აღჳრასხამს წადიერებასა ჩემსა და არა უტევებს სრულყოფად მჴედართა მიერი ესე ჴუმილვაჲ და გარეშეცვაჲ უწყალოჲ, რომელნი-ესე არა გვიტევებენ მცირედცა განსუენებად და არცა გუცემენ ფლობასა, გინა ლხინებასა. ამისთჳსცა მეორედ მეგობართა სიყუარულისა ადგილად მიმითუალავს ნუგეშინისცემაჲ წიგნთა და ამბორს-უყოფ უბიწოსა სულსა შენსა და გლოცავ, რაჲთა შესძინო სიმტკიცესა შენსა ზედა სიმტკიცე. რამეთუ საწუთროჲ ესე ჭირი და ტკივილი წუთჟამ არს, ხოლო სასყიდელი იგი მათთჳს მოლოდებადი - აურაცხელი.

ივლტოდე მათგან, რომელნი უვარჰყოფენ ვნებასა ქრისტესსა და ჴორცითა შობასა, ხოლო მრავალნი არიან აწ, რომელნი ამით სენითა სნეულ არიან. და ამისსა რასმე უმეტესსა სწავლად შენდა არა ჯერ-მიჩნს, ვინაჲთგან განმტკიცებულ ხარ ყოვლითავე სიტყჳთა და საქმითა კეთილითა და შემძლებელ სხვათაცა სწავლად ქრისტეს მიერ.

მოიკითხენ ჩუენ მიერ ყოველნი მობაძავნი შენნი და შემკრძალველნი ცხორებისა მათისანი ქრისტეს მიერ.

მოგიკითხვენ შენ მღდელნი და დიაკონნი და, პირველთაჲსა8, ნეტარი ირონ; მოგიკითხავს შენ კასიანე, მესტუმრე ჩემი და დაჲ ჩემი - მეუღლე მისი და სა(v)ყუარელნი შვილნი მათნი.

ცოცხლებით უკუე დაგიცევინ და წმიდა გყავინ უფალმან სულით და ჴორცით. და მიხილავმცა მიმთხუელი9 გჳრგჳნსა ქრისტეს მიერ.

--------------------------------------------------------------------------------------------

1 - ესეა!

2 - თავის სამნიტურ წარმოშობის ლათინურ სახელს Egnatius (ბერძნული ფორმით Ἰγνάτιος), წმ. ეგნატიმ დაუმატა ბერძნული სახელი Θεοφόρος; თავის წერილებში იგი წერს: Ἰγνάτιος,  ὁ  καὶ  Θεοφόρος, რაც ქართულად შეიძლება ითარგმნოს, როგორც ”ეგნატი, იგივე ღმრთისმტვირთველი”. ასეთი საკუთარი სახელი ეგნატიმდე ცნობილი არ არის და, როგორც ჩანს, მის მიერ არის მოფიქრებული. ეფესელებს იგი წერს: ღმრთისმტვირთველნი... და ქრისტესმტვირთველნი (IX,2. წერილს ვიმოწმებთ ”საშუალო” რედაქციიდან; ხოლო ”ვრცელში” ვკითხულობთ: Θεοφορόι, πνευματοφόροι, ναοφόροι, ἁγιοφόροι; ამ ადგილის ქართულ თარგმანში კი: ... და ღმერთშემოსილ, და სადგურ სულისა წმიდისა, და ტაძარ წმიდა და სათნო..., რაც ერთგვარი ადაპტაციაა). აქ ზედსართავი გარდაიქმნა საკუთარ სახელად, და ეს სახელი ქრისტიანის არსებით დახასიათებას წარმოადგენს. ევსებიოსი თავის წიგნში ”პალესტინელ მოწამეების შესახებ” (თ. XI) ყვება რა თეოდულოსის (ღმრთის მონა) და პამფილიოსის (ყველას მეგობარი) წამების ამბავს, შენიშნავს, რომ მათ ”განაცხოველეს თავისი სახელები” (შდრ. კლიმენტი ალექსანდრიელი, სტრომატები, VI, 12, 104; VII, 13, 82).

თვით ასეთი მეტსახელის გაფორმება ὁ  καὶ - აგრეთვე, ჩვეულებრივია ელინისტური პერიოდის ბერძნულისათვის. მაგ.: საქმე 13.9: Σαῦλος δέ ὁ καὶ Παῦλος - სავლე, რომელ არს პავლე; იოსებ ფლავიოსი ”იუდეველთა სიძველეები”, XIII, 5,1: Διόδοτος, ὁ καὶ Τρύφων ἐπικληθείς - დიოდოტოსი, აგრეთვე ტრიფონად წოდებული; Ἰώσηπος, ὁ  καὶ Καϊάφας - იოსები, იგივე კაიაფა (Sources chretiennes № 10, გვ. 55-56).

3 - ხელნაწერშია: ზედაჲზედა.

4 - დაყუდნება - შეჩერება, შეფერხება.

5 - თანა-წარსლვა - გვერდის ავლა.

6 – PG-ს ძირითად ბერძნულ ტექსტში წერია პაპა ლინოსის (Λίνος) სახელი. ვარიანტში მოყვანილია ანენკლეტოსი (Ανεγκλήτος).

7 - ხელნაწერშია; პირველთა[ჲ]სა.

8 - ხელნაწერშია: გყ[ა]ვინ.

9 - ხელნაწერშია: მიმთხვეულ[ი].


მისივე ბ ეპისტოლე ტრალისელთა1 მიმართ

ეგნატი ღმერთშემოსილი, შეყუარებულსა ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა იესუ ქრისტესა წმიდა ეკლესიასა, რომელი არს ტრალეს შინა, რჩეულსა და ღირსსა ღმრთისასა: მშვიდობაჲ შენდა სულით და ჴორცით იესუ ქრისტეს მიერ, სასოჲსა მის ჩუენისა (I ტიმ. 1.1), და [536]ჯუარისა მიერ და ვნებისა და სიკუდილისა და აღდგომისა მისისა, რომელსაცა მოგიკითხავ სავსებითურთ სახისაებრ სამოციქულოჲსა, და ვილოცავ, რაჲთა მარადის გიხაროდის.

მეუწყა უკუე თქუეთჳს და ვცან, რამეთუ გაქუს თქუენ უბიწოჲ გონებაჲ და შეუორგულებელი მოთმინებასა შინა, არა სახით, არამედ საქმით, ვითარცა მითხრა მე პოლჳვიოს, ეპისკოპოსმან თქუენმან; რომელი მოვიდა ჩემდა, - ნებითა ღმრთისა მამისა და უფლისა იესუ ქრისტეს, ძისა მისისა, და შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა, - ზმირნს; და ესრეთ განმახარა მე, შეკრულსა იესუ ქრისტეს მიერ, ვიდრეღა ვჰგონებ თუ ყოველივე სიმრავლე თქუენი მისთანა ვიხილე. მივითუალე უკუე ღმრთისა მიერი იგი გულსმოდგინებაჲ თქუენი მის მიერ და ესრეთ შევჰრაცხე, ვითარმცა მეპოვნენით თქუენ მობაძავნი იესუ ქრისტეს, მაცხოვრისა ჩუენისანი.

და რამეთუ ჰმორჩილობთ ეპისკოპოსსა თქუენსა, ვითარცა უფალსა. და ჯეროვნად ჰყოფთ იმას, რამეთუ იგი იღჳძებს სულთა თქუენთათჳს (ებრ. 13.17). ვინაჲცა გხედავ თქუენ, რამეთუ არა კაცობრივ სცხოვნდებით2, არამედ იესუ ქრისტეს მიერ, რომელი-იგი მოკუდა ჩუენთჳს, რამეთუ უწყით, ვითარმედ გრწმენეს რაჲ სიკუდილისა მისისა მიმართ, ნათლისღებისა მიერ თა(II)ნაზიარ აღდგომისა მისისა იქმნებით.

უწყოდეთ უკუე, საყუარელნო, რამეთუ საჭირო არს და თანაწარუვალ, რაჲთა რაოდენსაცა რას იქმოდით, თჳნიერ ეპისკოპოსისა თქუენისა არა რას ჰყოფდეთ, არამედ, რაჲთა მღდელთაცა დაემორჩილნეთ, ვითარცა მოციქულთა ქრისტესთა. რამეთუ ვითარცა-იგი ვიქცეოდით და ვმოქალაქეობდით, მას შინაცა პოვნად ვართ. ჯერ-არს უკუე დიაკონთაცა იესუ ქრისტეს საიდუმლოთასა ყოვლითავე სახითა სათნოყოფად, რამეთუ არა ჴორციელთა საჭმელთა და სასუმელთა არიან მსახურ და დაკონ, არამედ ჰმსახურებენ იგინი ღმრთისა ეკლესიასა, ვინაჲცა თანა-აც3, რაჲთა ვითარცა ცოცხალნი შემწუელნი ესრეთ უბრალო იყვნენ. და იგინი უკუე ეგრეთმცა არიან, ვითარცა ვთქუთ და ესევითარნი.

ხოლო თქუენ ესრეთ შეიკდემით მათგან, ვითარცა ქრისტეს იესუჲსგან, რომლისაცა ადგილსა მცველად ჩინებულ არიან. ვითარცა-იგი და ეპისკოპოსი სახე არს მამისა მის ყოველთაჲსა; ხოლო მღდელნი, ვითარცა თანამოსაყდრენი ღმრთისანი და თანაგუნდნი ქრისტეს მოციქულთანი. და თჳნიერ ამათსა ეკლესიაჲ რჩეულ არა იქმნების, [537]არცა კრებული წმიდა, არცა შესაკრებელი ღირს. ხოლო მწამს თქუენთჳს, რამეთუ ესრეთ იყოფებით, ვითარცა კრებული წმიდაჲ და შესაკრებელი უბიწოჲ და ერი საზეპუროჲ.

და ამის ყოვლისა მაუწყებლად და ქადაგად სიყუარულისა თქუენისა4 მიმიღებიეს და მაქუს თავისა ჩემსა თანა ღირსებაჲ ეპისკოპოსისა თქუენისაჲ, რომლისა-იგი წესიერებაჲ მოწაფედ უფლისა გამოაჩინებს მას, დიდად და წარჩინებულად. და სიმშჳდე მისი ძალ ექმნების სიმტკიცესა ეკლესიისასა, რომელთათჳს, ვჰგონებ თუ, უღმთონიცა შეიკდემენ.

და ამას სიყუარულისა და რიდობისა თქუენისათჳს მივსწერ თქუენდა, რამეთუ მსურის და წადიერ ვარ, რაჲთამცა ხოლო სარგებელ რაჲმე შეგძინე, გინათუ ეპისტოლითა და გინათუ სიტყჳთა, რაჲთა არა საგონებელ ვიქმნე მჴდომ ვიეთგანმე, გინა წინააღმდგომ; და ანუ თუ მოქენე5 ჴორციელისა რაჲსმე და წარმავალისა საქმისა და გინა თუ საჴმრისა. რამეთუ დაღაცათუ შეკრულ ვარ ქრისტესთჳს, გარნა არღა ქმნილ ვარ ღირს ქრისტესა; ხოლო უკუეთუ აღვესრულო და სრულ ვიქმნე, ნუუკუე და ვიქმნეცა, ვინც უწყის. და არათუ ვითარცა მოციქული გიბრძანებ.

რამეთუ უწყი საზომი თავისა ჩემისაჲ და თავსა ჩემსა განვიზომ, რაჲთა არა წარვწყმდე სიქადულითა. და დაღაცათუ კეთილ არს უფლისა მიერ სიქადული (I კორ. 1.31) და დაღაცათუ ფრთხილ ვიყო და ცოცხალ ღმრთისა მიერ, უფროჲს შიში თანამც და არა მიხედვად მათდა, რომელნი ამაოდ აღმაზუავებენ მე. რამეთუ რომელნი მაქებენ, იგინი არიან, რომელნი მგუემენ მე. და ესე არა უწყი, უკუეთუ ღირს რაჲმე ვარ, რამეთუ ესე დაფარულ არს ჩემგან და უცნაურ. გარნა ასე უწყი, დაღაცათუ მრავალთაგან უცნაურ არს და უჩინო, რამეთუ შური მტერისაჲ მეწყვების მე და მბრძავს და ფრიადი სიმშვიდე საჴმარ არს ჩემდა, რომლისა მიერ დაირღუევის მთავარი იგი ამის სოფლისაჲ - ეშმაკი.

რამეთუ არათუ მენება საჲდუმლოთა საქმეთათჳს მიწერად თქუენდა, არამედ მეშინის სიჩჩოებისა თქუენისათჳს, ნუუკუე სავნებელ რაჲმე გექმნე და საბრჴე დაგიგო. შემინდვეთ მე, რამეთუ შემეშინა, ვითარმედ, ნუუკუე ვერ უძლოდ დატევნად ძალსა მათსა და გულარძნილებად გარდაიქცეთ და მაბრალოთ.

[538]და რამეთუ მეცა, არათუ ვინაჲთგან შეკრულ ვარ და ამისთჳს ძალმიც განცდად საქმეთა ზეცისათა და ანგელოზთა განწესებისა და მჴედრობათა მათთა დგომისა და მსახურებისა და ძალთა და უფლებათა განყოფილებისა, და საყდართა და ჴელმწიფებათა განწვალებისა, და საუკუნეთა სივრცისა და სიგრძისა, და ქერობინთა და სერაბინთა აღმატებისა, და მთავარანგელოზთა და მთავრობათა ყოვლად შუენიერებისა, და სულისა სიმაღლისა, და უფლისა მეუფებისა, და ყოვლისა მპყრობელისა ღმრთისა უცვალებელისა სუფევისა; და ნუუკუე (II) და ძალცა მედვას ზოგი რაჲმე, ძალითა ღმრთისაჲთა განცდაჲ მათი, გარნათუ ძალმიც და გინათუ უწყი, არღა შემირაცხიეს თავი ჩემი სრულმქნილად. არა ვარ მე მოწაფე უფლისაჲ მსგავსად პეტრესა და პავლესსა, არამედ ფრიად ნაკლულევან და უნდო, რაჲთა არა ზუაობისა მიერ განვვარდე ღმრთისაგან.

გლოცავ უკუე და გევედრები, არა მე, არამედ სიყუარული იესუ ქრისტესი, რაჲთა მასვე ზრახვიდეთ ყოველნი; და ნუმცა არიან თქუენ შორის განხეთქილებანი, არამედ იყვენით განმტკიცებულ მითვე გონებითა და მითვე სულითა (I კორ. 1.10). რამეთუ არიან ვინმე ცუდისმეტყუელნი და გონებაცდომილნი არა ქრისტეანენი, არამედ ქრისტესმყიდველნი, რომელნი-იგი ამაოებით მიმოდასდებენ სახელსა ქრისტესსა და ვაჭრობენ სიტყუასა (II კორ. 2.17) სახარებისასა, და გესლსა მას საცთურისასა შეჰრევენ სიტკბოებასა თანა თხრობისასა, ვითარცა თაფლსა და ღვინოსა და სამსალასა და კორიოსა6 განჰზავებენ. რამეთუ უკუეთუ ვინმე7 ტკბილითა მით სიპოხითა შეიტყუოს და სუას და გემოჲსხილვისა იგი საცნობელი უკრძალველობითა განიხრწნას, სიკუდილითა მწარითა განიგალოს. ამცნებს ვინმე ძუელთაგანიცა, ვითარმედ: ”ნუმცა ვის სახელდების კეთილ, რომელი-იგი განჰზავებდეს კეთილსა ბოროტითა” (იხ. მოციქულთა დადგენილებები, VI,13). რამეთუ მიუთხრობენ ქრისტესა არა ამისთჳს, რაჲთა ქრისტე ქადაგონ, არამედ, რაჲთა ქრისტე შეურაცხყონ; და არა, რაჲთა შჯული დაამტკიცონ, არამედ, რაჲთა შჯული დაარღჳონ და უშჯულოებაჲ მიუთხრან. რამეთუ ქრისტესა უცხო-ჰყოფენ მამისაგან და შჯულსა ქრისტესსა და ქალ[539]წულისაგან შობასა შეასმენენ და ჯუარი სირცხჳლ-უჩანს და ვნებასა უვარჰყოფენ და აღდგომაჲ არა ჰრწამს და ღმერთსა უგულის(v)ჴმოდ მიუთხრობენ და ქრისტესა უშობელად ჰგმობენ და სულსა წმიდასა არცათუ აღიარებენ თუ არს. და რომელნიმე მათგანნი ძესა ლიტონად კაცად იტყჳან და კუალად, რომელნიმე ერთად შეჰრევენ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, და ერთად იტყჳან; და დაბადებულთათჳს იტყჳან, ვითარმედ: არა ქრისტეს მიერ დაჰბადნა ღმერთმან, არამედ სხჳსა რაჲსმე უცხოჲსა ძალისა.

ეკრძალენით უკუე ესევითართა მათ, რაჲთა არა საბრჴე დაურწყუათ სულთა თქუენთა და ცხოვრებაჲ თქუენი შესაბრკოლებელად დაუდგათ ყოველთა კაცთა; და იქმნნეთ გან8 საცთურისა და ბადე განმარტებულ წარწყმედისა (ოს. 5.1). რამეთუ: ”რომელმან არა განკურნოს თავი თჳსი საქმეთა მიერ თჳსთა, ძმაჲ არს წარმწყმედელისა თჳსისაჲ” (იგავ. 18.9). აწ უკუე, უკუეთუ თქუენცა არა ექმნნეთ შესაბრკოლებელ კაცთა ბოროტად ცხორებითა თქუენითა და განიშოროთ სილაღე და ზუაობაჲ და ქედმაღლობაჲ და ამპარტავნებაჲ და ორგულებაჲ, შესაძლებელ იყოს თქვენდაცა თქუმად, ვითარმედ: ”არა განგეშორნეთ ჩუენ შენგან” (შდრ. ფს. 72.27; ოს. 7.13); და რამეთუ: ”მახლობელ არს უფალი მოშიშთა მისთა” (ფს. 84.10); და ვითარმედ: ”ვის მივხედო, გარნა მშჳდსა და მყუდროსა და რომელი ძრწოდის სიტყვათაგან ჩემთა?” (ის. 86.2).

გეკდიმებისმცა და გურცხუენის ეპისკოპოსისა თქუენისაგან, ვითარცა ქრისტესგან, ვითარცა-იგი გიბრძანებ თქუენ ყოვლადქებულთა მოციქულთა. რამეთუ, რომელი შინაგან საკურთხეველისა იყოს მდგომარე - წმიდა არს, რამეთუ ჰმორჩილობს ეპისკოპოსსა და ხუცესთა; ხოლო, რომელი გარეშე იყოს და თჳნიერ ეპისკოპოსისა და მღდელთა და დიაკონთა რასმე იქმოდის, ეგევითარი შეგინებულ არს გო(II)ნებითა და არს იგი უძჳრეს ურწმუნოჲსა (შდრ. I ტიმ. 5.8). რამეთუ რაჲ არს ეპისკოპოსი? არამედ, ყოვლისავე მთავრობისა და ჴელმწიფებისა კაცობრივისა9 უაღრესი და უმთავრესი და ყოველთა მფლობელი, რაოდენ შესაძლებელ არს ფლობაჲ კაცისაჲ, და მობაძავი ქრისტეს ღმრთისაჲ, მსგავსად ძალისა. და რაჲ არიან მღდელნი? - კრებული საზეპუროჲ, თანამზრახველნი და თანამოსაყდრენი ეპისკოპოსისანი. და რაჲ არიან დიაკონნი? არამედ - მობაძავნი [540]ანგელოზთა ძალთანი, რომელნი-იგი ჰმსახურებენ მსახურებასა მას წმიდასა და უბიწოსა, ვითარცა წმიდაჲ სტეფანე - ნეტარსა იაკობს, ძმასა უფლისასა, და ტიმოთე და ლინოს - პავლესა, და ანენკლიტოს და კლემენტოს - პეტრეს. აწ უკუე, რომელი ამათ არა ერჩდეს, არამედ ურჩ იყოს, ეგევითარი-იგი ყოვლითურთ უღმრთო არს და უშჯულო, რამეთუ ქრისტესა შეურაცხჰყოფს და ბრძანებათა მისთა დააკნინებს.

და მე ამას მივსწერ თქვენდა, არათუ, რამეთუ მასმიან ვინმე თქუენ შორის ესევითარნი, გინა მიცნობიან, - და ნუცაღა შენდობა ყოს ღმერთმან, რათამცა ესევითარი რაჲმე მოიწია სასმენელთა ჩემთა, რომელმან-იგი წმიდისა ეკლესიისა თჳსისათჳს ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა (რომ. 8.32), - არამედ, რამეთუ წინაჲსწარ ვხედავ საბრჴეთა ბოროტისათა და მცნებათა მათ მიერ წინაჲთვე განგაკრძალებთ თქუენ, ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა და სარწმუნოთა     ქრისტეს მიერ; და წინაჲსწარ გიწდევ თქუენ მცველსა განმრყუნელისა მისგან ურჩთა ბუგრისა და სალმობისა, რომლისაგან-იგი თჳთ თქუენ ივლტით ნებითა და ჯერჩინებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. თქუენ უკუე შეიმოსეთ სიმშჳდე, და იქმნენით მობაძავ ვნებათა და სიყვარულისა მისისა, რომლითა-იგი შემიყუარნა ჩუენ და მისცა საჴსრად10 თავი თჳსი ჩუენთჳს, რაჲთა სისხლითა თჳსითა განგუწმიდნეს ჩუენ ძუელისა მისგან უღმრთოებისა და ცხორებაჲ საუკუნოჲ მოგუანიჭოს ჩუენ (შდრ. ტიტ. 2.14; ებრ. 9, განსაკ. მუხლები 14 და 28), რაჲთა არავინ წარწყმდეს თჳსისაგან სიბოროტისა და არა გუეუფლოს ჩუენ მომსრველი, მსგავსად საქმეთა ჩუენთა მწიკულევანთა.

ნუმცა ვის უკუე თქუენგანსა აქუს ძვირისჴსენებაჲ რაჲმე მოყუასისა მიმართ თჳსისა, რამეთუ ესრეთ ბრძანა უფალმან ჩუენმან, ვითარმედ: ”მიუტევეთ და მოგეტევნენ თქუენ” (მათ. 6.14; 11.25). და ნუ სცემთ მიზეზ წარმართთა, რაჲთა არა მცირეთა ვიეთმე და უგუნურთა ძლით სიტყუაჲ და მოძღურებაჲ საღმრთოჲ იგმობოდის (I ტიმ. 6.1; ტიტ. 2.8). რამეთუ ვითარცა პირისაგან ღმრთისა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: ”ვაჲ მათდა, რომელთა ძლით სახელი ჩემი იგმობვის წარმართთა შორის” (ის. 52.5-6; ეზეკ. 36.20-23; რომ. 2.24).

ვითარცა ყრუნი დაიყოფდით ყურთა თქუენთა, რაჟამს თჳნიერ იესუჲსა რასმე იტყოდის ვინმე თქუენდა მიმართ, რომელი-იგი არს [541]ძე ღმრთისაჲ, რომელი იშვა მარიამისგან, რომელი-იგი იყო ნათესავისაგან დავითისა (რომ. 1.3; გალ. 4.4) და აბრაჰამისა. და რამეთუ ჭეშმარიტად იშვა ღმრთისაგან და მარადის ქალწულისა მარიამისგან; არამედ არა ერთსახედ, რამეთუ არცა ერთი არს ღმერთი და კაცი, არამედ ჭეშმარიტად მიიხუნა ჴორცნი და, რამეთუ სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის (იოანე 1.14), და მოქალაქობდა თჳნიერ ცოდვისა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: ”ვინ თქუენგანი მამხილებს მე ცოდვისათჳს?” (იოანე 8.46). და ჭეშმარიტად ჭამა და სუა და ჯუარს ეცუა და მოკუდა ჴორცითა პონტოელისა პილატესზჱ; და არა საოცრად, არცა საგონებელად ჯუარს-ეცუა და მოკუდა, არამედ ჭეშმარიტებით, ვიდრეღა-იგი ხედვიდეს მას ზეცისანი და ქუეყანისანი და ქუესკნელისანი. ზეცისანი - ესე იგი არს უჴორცოთა ანგელოზთა ბუნებანი; და ქუეყანისანი - რომელ არიან ჰურიანი და ჰრომნი და კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მუნ მას ჟამსა, რაჟამს ჯუარს ეცუა უფალი; ხოლო ქუესკნელთანი - სიმრავლენი იგი რომელნი აღდგეს უფლისა თანა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: ”მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმიდათანი აღდგეს და სამარენი აღეხუნეს” (მათ. 27.52). (II) და იგი თავადი შთავიდა მხოლოჲ ჯოჯოხეთად, ხოლო აღმოვიდა სიმრავლითა მრავლითა და განხეთქნა ზღუდე იგი საუკუნოჲ და შუაკედელი მისი დაარღჳა და აღდგა მესამესა დღესა, რამეთუ ღმერთმან აღადგინა იგი, და ორმეოცთა დღეთა მოწაფეთა თანა იქცეოდა და ამაღლდა მამისა და დაჯდა მარჯუენით მისა და მოელის, ვიდრემდის დასხნეს მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა (ებრ. 10.12-13).

დღესა უკუე პარასკევსა განჩინებაჲ მიიღო პილატესგან, შენდობითა მამისაჲთა, და მეექუსესა ჟამსა ჯუარს-ეცუა და მეცხრესა ჟამსა განუტევა სული და პირველ მზისა აღვსებისა დაეფლა და შაბათი ქუეყანასა ქუეშე დაყო საფლავსა შინა, რომელსა დაფლა იგი იოსებ არიმათიელმან, და განთიად კჳრიაკესა აღდგა იგი მკუდრეთით, ვითარცა-იგი მან თავადმან თქუა, ვითარმედ: ”ვითარცა იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე” (მათ. 12.40). და ესრეთ, დიდებულ არს პარასკევი ვნებითა და შაბათი დაფლვითა და კჳრიაკე აღდგომითა.

[542]ხოლო, უკუეთუ ვითარცა უღმრთონი ვინმე და ურწმუნონი იტყჳან, ვითარმედ: არა ჭეშმარიტად მიიხუნა ჴორცნი, არამედ საგონებელ იქმნა და განკაცებულად და საგონებელ იქმნა მომკუდრად და ვნებულად და არა ჭეშმარიტებით აღასრულნა საქმენი ესე. რაჲსათჳს შეკრულ ვარ მე და ვილოცავ, რაჲთა მჴეცთა ბრძოლა ვსცე? მაშა ცუდადსამე მოვკუდები და ცილსა ვწამებ ჯუარცუმისათჳს უფლისა. და ნამეტნავ არს სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: ”იხილონ რომელსაცა იგი უგმირეს და იტყებნენ თავთა თჳსთა, ვითარცა საყუარელსა ზედა” (ზაქ. 12.10). ვინაჲცა, რომელნი-იგი ესევითართა მათ (v) გმობათა იტყჳან, ურწმუნონი არიან და არარაჲთა უდარესნი ჯუარისმცუმელთა მისთანი.

ხოლო მე არა უცნებით მაქუს სასოებაჲ ჩემთჳს მომკუდარისა მის მიმართ, არამედ ჭეშმარიტებით, რამეთუ ჭეშმარიტებისაგან უცხო ვარს11 (!) ტყუილი. რამეთუ ჭეშმარიტად შვა მარიამ ღმერთი განკაცებული და ჭეშმარიტად იშვა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ქალწულისაგან, მსგავსად ჩუენსა, ვნებადითა გუამითა; და ჭეშმარიტად დაემკჳდრა საშოსა, რომელი ყოველთა კაცთა დაჰბადებს საშოსა შინა;  და შეიმზადნა ჴორცნი თავისა თჳსისათჳს სისხლთაგან ქალწულისათა თჳნიერ მამაკაცისა; და მუცლადღებულ იქმნა, ვითარცა ჩუენ - ცხრა თუე, წესისაებრ ჟამთა მოქცევისა; და ჭეშმარიტად იშვა, ვითარცა ჩუენ; და მშობელი თჳსი დაჰმარხა ქალწულად; და ჭეშმარიტად სძითა აღიზარდა და ზოგადი საზრდელი და სასუმელი მიიღო, ვითარცა ჩუენ; და სამსა ათეულსა წელთასა მოქალაქობდა; და მერმე ნათელ-იღო იოანესგან ჭეშმარიტებით და არა უცნებით; და სამ წელ ქადაგა სახარებაჲ და აღასრულნა ნიშნი და სასწაულნი; და ამაოდჰურიათა და პონტიელისა პილატესაგან მსაჯული იგი ყოველთაჲ დაისაჯა და იგუემა და ყურიმალსა იცა და ნერწყუვაჲ თავსა იდვა, გჳრგჳნი ეკალთაგან დაიდგა და ძოწეული კიცხევისაჲ შეიმოსა; დაისაჯა და ჯუარს ეცუა ჭეშმარიტად და არა უცნებით და არა იჭჳთ, არცა ჰაზრით, არცა საოცრად; და12 მოკუდა ჭეშმარიტად და დაეფლა და აღდგა მკუდრეთით, ვითარცა-იგი მოსწავებით ილოცვიდა სადამე და იტყოდა, ვითარმედ: ”და შენ უფალო აღმადგინე და მე მივაგო მათ” (ფს. 40.11); და რომელი იგი მარადის ისმენდა მისსა, მამაჲ (იოანე 11.42), (II) მიუგებს მას და ეტყჳს: ”აღდეგ ღმერ[543]თო, განსაჯე ქუეყანაჲ, რამეთუ შენ დაიმკჳდრო ყოველთა შორის წარმართთა” (ფს. 81.8).

ვინაჲცა მამამან, რომელმან-იგი აღადგინა და ჩუენცა მის მიერ აღმადგინნეს, რომლისა თჳნიერ ჭეშმარიტისა ცხორებისა მოღებად ვერვის ჴელეწიფების, რამეთუ იტყუის, ვითარმედ: ”მე ვარ ცხორებაჲ”; და ვითარმედ: ”რომელსა ჰრწმენეს ჩემდა მომართ, დაღათუ მოკუდეს, ცხონდეს ვიდრე უკუნისამდე” (იოანე 11.25-26).

ევლტოდეთ უკუე უღმერთოთა წვალებათა, რამეთუ ეშმაკისა მიერ არიან მოპოვნებულ და ბოროტთა დასაბამისა გუელისა, რომელმან-იგი დედაკაცისა მიერ აცთუნა ადამ - მამაჲ ნათესავისა ჩუენისაჲ. და ევლტოდეთ, კუალად, მისთა მათცა13 ბოროტთა მწუერვალთა, ესე იგი არს: სიმონ - პირმშოჲ ძე მისი და მენანდრონ და ვასილიდი14 და ყოველნი-იგი მთხრობელნი სიბოროტისა მისისანი, კაცის მსახურნი, რომელთა-იგი წყეულად უწესს იერემია წინაჲსწარმეტყუელი (იერ. 17.5-6). ევლტოდეთ არაწმიდათა ნიკოლაელთა, მტყუარსახელთა და გემოჲსმოყუარეთა და ცილისმწამებელთა, რამეთუ არა იყო ესევითარი მოციქულთაგანი იგი ნიკოლაოს. ევლტოდეთ ნაშობსა მასცა ბოროტისასა თეოდოტეს და კლოვულეს, რომელნი-იგი შობენ ნაყოფსა მომაკუდინებელსა, რომლისა გემოჲ უკუეთუ ვინ იხილოს, მეყსეულად მოკუდების არა საწუთროჲთა სიკუდილითა, არამედ საუკუნოჲთა.

ესევითარნი ესე არა არიან ნერგნი მამისანი, არამედ ნაშობნი წყევისანი, რომელთათჳს იტყჳს უფალი, ვითარმედ: ”ყოველი [544]ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხუარნ” (მათე 15.13); რამეთუ უკუეთუმცა იყვნეს მორჩნი მამისანი, არამცა იყვნეს მტერნი ქრისტეს ჯუარისანი (ფილიპ. 3.18); არამედ მათნი, რომელთა-იგი მოკლეს უფალი დიდებისაჲ (I კორ. 2.8). ხოლო აწ ჯუარსა უვარჰყოფენ და ვნებაჲ სირცხჳლეულ უჩნს, დაჰფარვენ ჰურიათა უშჯულოებასა, რომელთა და-იგი-საწუნელ (409) იყო მკლველობაჲ წინაჲსწარმეტყუელთაჲ, ამისთჳსცა იქმნნეს ღმრთისმბრძოლ და მოკლეს უფალი დიდებისაჲ.

ხოლო თქუენ ზიარ-გყოფს ქრისტე უხრწნელებასა თჳსსა ვნებისა მიერ და აღდგომისა თჳსისა და გლოცავს, ვითარცა თჳსთა ასოთა.

მოგიკითხავ თქუენ ზმირნით ჩემთანა მყოფითურთ კრებულით, ეკლესიათა თანა ღმრთისათა, რომელთა-იგი წინამძღვართა ყოვლით კერძო განმისუენეს მე სულიერად და ჴორციელად. გლოცვენ თქუენ საკრველნი ჩემნი, რომელნი-ესე იესუ ქრისტესთჳს მიტჳრთვან. და ვითხოვ მიმთხვევასა ღმრთისასა.

დაადგერით ერთობასა ზედა ურთიერთარს და ლოცვასა და ვედრებასა ღმრთისასა, რამეთუ გშუენის თქუენ ერთსა-ერთისა განსუენებაჲ; და უფროჲსღა ეპისკოპოსისა თქუენისაჲ პატივად მამისა და პატივად იესუ ქრისტესა და ყოვლადქებულთა მოციქულთა.

ვლოცავ თქუენთჳს, რაჲთა სიყუარულით მერჩდეთ მე და ისმინოთ ჩემი და რაჲთა არა საწამებელ გექმნეს თქუენ ჩემისა ამის ეპისტოლისა მიწერაჲ.

ლოცვა ყავთ უკუე და ჩემთჳსცა, რომელი-ესე მოქენე ვარ სიყუარულისა თქუენისა, რაჲთა მოწყალე მექმნეს ღმერთი და ღირს მყოს მე მიმთხუევად ნაწილისა ამის, რომლისათჳს ვიღუწი, რაჲთა არა გამოუცდელ ვიპოვო.

მოგიკითხავს თქუენ სიყუარული ზმირნელთა და ეფესელთაჲ.

მოიჴსენენით ასურეთისა ეკლესიანი, რომელთა-იგი უნარჩევესი მე ვარ და ღირსსა რასმე შესხმასა მათსა ვერ წარმოვაჩენ.

და მშჳდობით და ცოცხლებით იყვენით ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, დამორჩილებულნი ეპისკოპოსსა და მღდელთა და დიაკონთა; და კაცადკაცადი ურთიერთარს ჰყუარობდით განუყოფელითა გულითა.

[545]მოგიკითხავს თქუენ სულ ჩემი, არა ხოლო თუ აწ, არამედ და რაჟამს იგი ღმერთსა მივემთხჳო; რამეთუ წუთღა საღელვო ვარ და საცთომელ, არამედ სარწმუნო არს მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სრულ(II)ყოფად თხოვისა ჩემისა და თქუენისა; რომელსა შინა პოვნილმცა ვარ უბიწოდ. თქუენ და ჩუენ ერთობით უფლისა მიერ.

--------------------------------------------------------------------------------------------

1 – A 66: ტარსიელთა.

2 - ხელნაწერში: სცხო[ვ]ნდებიო.

3 - ვინაჲცა თანა-აც - ამის გამო, ამიტომ მართებს მათ (დიაკვნებს).

4 - სიტყვები: ”სიყუარულისა თქუენისა”, მიწერილია აშიაზე. ბერძნულად: Εξεμπλάριον τῆς άγάπης - მაგალითად (ხატად, სახედ) სიყვარულისა.

5 - მოქენე - ნატრული, მახვეწარი.

6 - სამსალა - საწამლავი; კორიო - საწამლავის სახეობა (?). ბერძნულში κώνειον-ით საწამლავი არის აღნიშნული. ეს არის მცენარე ციკუტის (Cicuta) წვენი, რომლითაც ათენში მოაკვდინებდნენ მათ, ვისაც სიკვდილს მიუსჯიდნენ. ესე მოკვდა სოკრატე.

7 - ხელნაწერში: ვინ[მე].

8 - განი - მიზეზი, საგანი.

9 - ხელნაწერშია: კაცობრივისი.

10 - ხელნაწერში: [საჴსრად].

11 – A 60: არს.

12 - ხელნაწერში: [და].

13 – A 60: მათ.

14 - სამივენი არიან მიმდევრები ე.წ. გნოსტიციზმის (γνῶσιν - ცოდნა, შემეცნება, მეცნიერება) სწავლებისა, რომელსაც ჯერ კიდევ პავლე მოციქული ”ტყუილითსახელსა მეცნიერებასა” (ψευδωνύμου γνώσεως) უწოდებს (I ტიმ. 6.20). სიმონი (Σιμων) ის სიმონია (მოგვად წოდებული), რომელიც ”მოციქულთა საქმეებშია” ნახსენები (8.9-24); მენანდრე (Μένανδρος) მისი მოწაფეა, ხოლო ბასილიდე (Βασιλίδης) ალექსანდრიელი მენანდრონის მოწაფეა. დაწვრილებით მათი წვალებები განხილული აქვს წმ. ირინეოსს თავის დიდ ნაწარმოებში ”ხუთი წიგნი წვალებათა წინააღმდეგ” (იხ. წიგნი, 1,23 და 24). არსებობს ამ შრომის ხელმისაწვდომი რუსული თარგმანი: Сочинения Святого Иринея епископа лионского. М., 1874. იხ. აგრეთვე ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია IV, 7; წმ. იუსტინე ფილოსოფოსის აპოლოგია I, 26. სიმონ მოგვი ნახსენებია აგრეთვე ”ვრცელი” რედაქციის წერილში ფილიპელებისადმი (VI).

 

მესამე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისა მაღნისელთა მიმართ

ეგნატი ღმერთშემოსილი, კურთხეულსა მადლითა ღმრთისა მამისაჲთა იესუ ქრისტეს მიერ მაცხოვრისა ჩუენისა, მოვიკითხავ ეკლესიასა, რომელი არს მაღნისიას შინა მეანდროჲთ კერძო1 და ვილოცავ ღმრთისა მიმართ მამისა და იესუ ქრისტეს მეუფისა ჩუენისა, რაჲთა უფროჲს განმრავლდეს სიხარული თქუენი.

ვცან რაჲ ფრიადი იგი ღმრთისა მიმართ წესიერი იგი სიყურული თქუენი, სიხარულითა აღვივსე და წადიერ ვიქმენ სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ზრახვად თქუენდა.

რამეთუ ვინაჲთგან ღირს ვიქმენ სასურველისა მის საღმთოჲსა სახელისა2, - საკრველთა ამათ მიერ, რომელნი მიტჳრთავნ, - ამბორს უყოფ და შევიტკბობ და განვამტკიცებ ეკლესიათა მათ, რომელთათანა ერთობასა ვილოცავ სულისა და ჴორცისა იესუ ქრისტეს მიერ, რომელი-იგი არს მაცხოვარი ყოველთა კაცთაჲ და უფროჲსღა მორწმუნეთაჲ (I ტიმ. 4.10); რომლისა-იგი სისხლითა გამოიჴსნენით და რომლისა მიერ იცანთ ღმერთი, უფროჲსღა ცნობილ იქმნენით მის მიერ (გალ. 4.9). და რომლისათჳს დაითმენთ ყოველთა განსაცდელთა ამის ცხორებისათა ულტოლველად, რაჲთა განერნეთ მათგან, რამეთუ სარწმუნო არს, რაჲთა არა გიტევენ თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა (I კორ. 10.13).

ვინაჲთგან უკუე ღირს ვიქმენ ხილვად ღირსისა ღმრთისა ეპისკოპოსისა თქუენისა3, მოძღურებათა და სწავლათა და ხატსა მისსა საწადელსა, და მღდელთა მათ ღირსთა ღმრთისათა - ბასოს და აპოლონიოსს, და შვილსა ჩემსა დიაკონსა ზოტიონს, რომელი-იგი აღვზარდე და განვსწავლე. და ვისწავე, რამეთუ ჰმორჩილობთ [546]თქუენ (v) ეპისკოპოსსა თქუენსა და მღდელთა მადლითა ღმრთისაჲთა და შჯულითა ქრისტე იესუჲსითა.

მადლი შევწირე ღმრთისა და, რამეთუ ჭეშმარიტად თანა-გაც4 და გშუენის, რაჲთა არა შეურაცხჰყოთ ჰასაკი ეპისკოპოსისა თქუენისაჲ, არამედ რაჲთა ნებითა ღმრთისა მამისაჲთა ყოველივე მოწიწებაჲ და სირცხჳლი წინაუყოთ; ვითარცა იქმან მღდელნი წმიდანი, - ვითარ-იგი მეუწყა, - და არა საჩინოს მას განიცდიან სიჭაბუკესა მისსა, არამედ ღმრთივმინიჭებულსა მას გონიერებასა მისსა, რამეთუ არა თუ მრავალჟამეულნი არიან ყრმა და არც ბერთა უწყიან გონიერებაჲ, არამედ სული არს, რომელი მისცემს კაცთა სიბრძენსა და გულისჴმისყოფასა (იობ. 32.8-9). რამეთუ ბრძენი დანიელ ათორმეტისა წლისაჲ აღივსო სულითა წმიდითა და ცუდადმხცოვანთა მათ მოხუცებულთა ცილისწამებაჲ და გულისთქმაჲ უცხოჲსა სიკეთისა ამხილა (დან. 12). და სამოალ, ყრმამან მცირემან ოთხმეოცდაათისა5 წლისა მოხუცებულსა ელლის ამხილა, რომელმან-იგი უფროჲს ღმრთისა პატივსცა არაწმიდათა მათ შვილთა თჳსთა (I მეფ. 3.1-18). და ეგრეთვე იერემიას ესმა ღმრთისა მიერ: ”ნუ იტყჳ, ვითარმედ, ყრმა ვარ” (იერ. 1.7). და სოლომონ და იოსია, რომელთაგან ერთი-იგი ათორმეტისა წლისაჲ დაჯდა მეფობად და საშინელი იგი და ძნიად სათარგმნელი დედათა მათ გაბჭობაჲ ყრმათა მათთათჳს კეთილად გულისჴმა-ყო და განბჭო (III მეფ. 3.16-18) ხოლო მეორე იგი რვა წლისაჲ მფლობელ იქმნა და ბომონნი და ტაძარნი კერპთანი მოაოჴრნა და სერტყები6 მოწუა (რამეთუ ეშმაკთადა იყვნეს განჩინებულ და არა ღმრთისადა) და მღდელნი იგი მტყუვარნი მოსწყჳ(II)დნა, ვითარცა განმხრწნელნი და მაცთურნი კაცთანი და არამსახურნი ღმრთისანი (IV მეფ. 22 და 23). ვინაჲცა არათუ სიჭაბუკე არს საწუნელ, რაჟამს ღმრთისადა განკუთვნილ (!) იყოს, არამედ გონებაჲ ბოროტი, დაღაცათუ დაძუელებულ იყოს დღეთა ბოროტთაგან (დან. 13.52). ჭაბუკი იყო ღმერთშემოსილი ტიმოთე, არამედ ისმინეთ, თუ რაბამთა სიტყუათა მიუწერს მას ყოვლადქებული იგი მოძღუარი, ვითარმედ: ”ნუმცა ვინ შეურაცხჰყოფს [547]სიჭაბუკესა შენსა, არამედ სახე იქმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა და სლჳთა და მოძღურებითა” (I ტიმ. 4.12).

და თქუენდაცა7 ჯერ-არს, რაჲთა ერჩდეთ ეპისკოპოსსა თქუენსა და ნურარასმცა ზედა აცილობთ მას, რამეთუ საზარელ არს ესეჳთარისა მის ცილობაჲ და გინა წინააღდგომაჲ. და ნუმცა აცთუნებს მას სახე იგი და ხილვაჲ საჩინოჲ, რამეთუ არა მას შეურაცხჰყოფს, არამედ უხილავსა მას მამასა, რომლისაჲ-იგი ვერვის ძალუც შეურაცხებაჲ. და ესევითარი-იგი ბრალი არა კაცსა ზედა დასრულდების, არამედ ღმრთისა აღიწევის. ვითარცა-იგი სამოელს ეტყჳს ღმერთი, ვითარმედ: ”არა შენ უგულებელს-გყვეს, არამედ მე” (I მეფ. 8.7). და მოსე იტყჳს, ვითარმედ: ”არა ჩუენდა მომართ არს დრტჳნვაჲ ეგე, არამედ უფლისა ღმრთისა მიმართ” (გამოს. 16.8). და არავინ დაშთომილ არს უტანჯუელად განლაღებული უხუცესსა ზედა და, რამეთუ დათან და აბირონ არათუ შჯულისა იქმნნეს წინააღმდგომ, არამედ მოსესა და ცოცხლივ ჯოჯოხეთად შთაიჴადნეს (რიცხ. 16). და კუალად, კორე და მიმდგომნი მისნი, რომელნი, აჰრონს მჴდომ ექმნნეს, ორასერგასისნი იგი ცეცხლითა დაიწუნეს (რიცხ. 16). და აბესალომ მამისა მკვლელობისათჳს ხესა დამოეკიდა, და ბოროტისმზრახი იგი გული მისი ლახურითა განიგუმირა (II მეფ. 18). და ეგევითარისავე მიზეზისათჳს აბედადს თავი წარეკუეთა (II მეფ. 10.14-22)8. და მღდელობასა რაჲ და მღდელთმოძღურებასა შეჰკადრა ოზია, კეთრითა აღივსო (II ნეშტ. 26.16-21). (410) და საულ იგინა და შეურაცხ-იქმნა ურჩებისათჳს სამოელისა (I მეფ. 13).

ჯერ-არს უკუე და თქუენდაცა შეკდიმებაჲ წინამძღუართა და უხუცესთა თქუენთაჲ.

და გშუენის, არათუ რაჲთა ქრისტიანედ სახელგედებოდეს, არამედ, რაჲთა იყვნეთ ქრისტიანე, რამეთუ არა სახელი, არამედ საქმე მისცემს ნეტარებასა.

[548]რამეთუ, უკუეთუ ვიეთნიმე ეპისკოპოსად უწოდდენ, ხოლო ყოველსავე თჳნიერ მისა იქმოდინ, ეგევითართა მათ ჰრქუას მანცა, ვითარცა-იგი ჭეშმარიტმან მან ეპისკოპოსმან და ბუნებითმან მან და პირველმან მღდელთმოძღუარმან, ვითარმედ: ”რაჲსა მეტყჳთ მე: უფალო! უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა გეტყჳ თქუენ?” (ლუკ. 6.46). რამეთუ ეგევითარნი-იგი არა მართლგონებითა, არამედ მოკიცხრად და მაჩუენებელად შემირაცხიან.

აწ უკუე, ვინაჲთგან აღსასრული იქმნების ამის ცხორებისაჲ და საქმეთა მისთაჲ, და განკრძალულთა მათ და მუშაკთა სათნოებისათა მიელის ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო ურჩთა მათ და მაცილობელთა - სიკუდილი საუკუნოჲ. და თითოეულსა თქუმულთა ამათგანსა თანააც, რაჲთა, რომელსაცა საზომსა შინა იპოვოს, მას ზედაცა განიკითხოს. ვივლტოდით სიკუდილისაგან და აღვირჩიოთ ცხორებაჲ.

რამეთუ ორნი ხატნი იპოვებიან კაცსა თანა: ერთი-იგი დრაჰკნისაჲ და მეორე ტყჳვისა9 დრაჰკნისაჲ, მორყუნილი. და ღმრთისმსახური კაცი დრაჰკანი არს ჭეშმარიტი, ღმრთისა მიერ დაბეჭდული; ხოლო უღმრთოჲ - მტყუვარი-იგი და ტყჳვისაჲ და ამაოდ მსგავსი დრაჰკანისაჲ, არა ღმრთისა მიერ გამოქანდაკებული, არამედ ეშმაკისა მიერ მორყუნილი..

ორთა ბუნებათაგან შეერთებულად ვიტყჳ კაცსა გარნა10 ერთი-იგი კაცი ოდესმე ღმრთისად შეიცვალების და ოდესმე ეშმაკისად. ესე იგი არს: უკუეთუ ვინმე ღმრთისმსახურებით ცხონდებოდის, ეგევითარი-იგი კაცი არს ღმრთისაჲ; ხოლო უკუეთუ უღმრთოებდეს - კაცი არს ეშმაკისაჲ, არა ბუნებისაგან, არამედ თჳსისა გონებისა შეცვალებითა.

ურწმუნოთა მსგავსებაჲ (II) ჰმოსიეს მთავრისა მის უკეთურისაჲ, ხოლო მორწმუნეთა აქუს ხატი და მსგავსებაჲ მთავრობისა საღმრთოჲსა: ღმრთისა მამისა და იესუ ქრისტესი. ვინაჲცა11, უკუეთუ არა წადიერ ვიქმნენით12 ნებსით თჳსით ჭეშმარიტებისათჳს სიკუდილსა ვნებისა მიმართ მისისა, ცხორებაჲ მისი არა არს ჩუენ შორის.

და ვინაჲთგან პირველ აღწერილთა მათ პირთა მიერ ყოველივე სავსებაჲ თქუენი ვიხილე სარწმუნოებით და შევიყუარე, გამცნებ თქუენ, რაჲთა ერთობითა ღმრთისა მიერითა ყოველსავე სარწმუ[549]ნოებით იქმოდით, რაჟამს იგი, მსგავსად ღმრთისა, წინაშე-მჯდომარე იყოს ეპისკოპოსი თქუენი და ხუცესნი სახედ მოციქულთა კრებულისა და დიაკონნი, სიტკბოებანი იგი ჩემნი, სახედ ზეცისა მსახურთა, რომელთადა-იგი რწმუნებულ არს მსახურებაჲ იგი იესუ ქრისტესი; რომელი-იგი წინა საუკუნეთა იშვა მამისაგან, რომელი-იგი არს სიტყუაჲ, ღმერთი და მხოლოდ შობილი ძე ღმრთისაჲ, და დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა დაუსრულებელად ჰგიეს იგი თავადი და მეუფებისა და სუფევისა მისისა არა არს დასასრულ, ვითარცა თქუა წინაჲსწარმეტყუელმან დანიელ (დან. 2.44; 7.14; 7.27).

ყოველნივე უკუე ერთითა ერთობითა ურთიერთარს ვიყუარებოდით. და ნუმცა ვინ ხედავს მოყუასსა თჳსსა ჴორციელად, არამედ ქრისტეს იესუჲს მიერ უზაკუელად და ღმრთივშუენიერად. და ნუმცა რაჲ არს თქუენ შორის, რომელმან შეუძლოს განწვალებაჲ თქუენი, არამედ ყავთ ერთობაჲ ეპისკოპოსისა თანა და დაემორჩილენით ღმერთსა მის ძლით ქრისტეს მიერ.

და ვითარცა-იგი უფალი არარას იქმს თჳნიერ მამისა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: ”არა ჴელმეწიფების თავით თჳსით ქმნად რაჲსამე” (იოანე 5.30), ეგრეთვე თქუენცა - თჳნიერ ეპისკოპოსისა თქუენისა; და ნუცა ხუცესნი და ნუცა დიაკონნი და ნუცა ერისკაცნი. და ნუცამცა რაჲ იქმნების დაჯე(v)რებულ თქუენ მიერ თჳნიერ მისსა, რომელსა-იგი დაშჯერდეს, რამეთუ ესევითარი-იგი უშჯულოება არს და მტერობა ღმრთისა.

ყოველნივე ურთიერთარს ერთბამად შეკრბებოდეთ ლოცვად და ერთი და ზოგადი ვედრებაჲ იყავნ ყოველთაჲ, ერთი გონებაჲ და ერთი სასოებაჲ და ერთი სიყუარული უბიწოჲთა სარწმუნოებითა ქრისტეს იესუჲს მიმართ, რომლისა-იგი უვაღრეს არა რაჲ არს.

ყოველნივე, ვითარცა ერთი, მირბიოდეთ სახლსა ღმრთისასა, ერთისა საკურთხეველისა და ერთისა ქრისტესა - დიდისა მის მღდელთმოძღურისა და უშობელისა ღმრთისა თანასწორისა და თანამოსაყდრისა.

ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ მწვალებელთა ზრახვითა, ნუცა თავს იდებთ ზღაპართა და ტომის-რაცხათა დაუსრულებელთა (I ტიმ. 1.4) და ჰურიაებრთა სიცბილთა და ზუაობათა.

პირველი-იგი წარჴდა, და13 აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ (II კორ. 5.17). [550]რამეთუ უკუეთუ ვიდრე აქამომდე შჯულისაებრ ჰურიაჲთაჲსა და წინადაცუეთისა ჴორცთაჲსა ვცხონდებით, მადლისა მოღებასა უვარვჰყოფთ.

და რამეთუ წმიდანი იგი წინაჲსწარმეტყუელნი იესუ ქრისტეს მიმართ14 ცხოველ იყვნეს, ამისთჳსცა იდევნნეს და, რამეთუ აღვსებულნი მადლისა მიერ, გულსავსე ჰყოფდეს ურჩთა, ვითარმედ: ერთი ღმერთი არს ყოვლისა მპყრობელი, რომელმან გამოაცხადა თავი თჳსი იესუ ქრისტეს მიერ, ძისა თჳსისა, რომელი-იგი არს სიტყუაჲ მისი არა წარმოჩენილი15, არამედ ბუნებითი; რამეთუ არათუ ზრახვაჲ არს შეწყობილი თქუმისა მიერ და ჴმისა, არამედ ძლიერებაჲ ღმრთეებისაჲ და არსებაჲ დაუბადებელი16, რომელი-იგი ყოვლითკერძო სათნო-ეყო მომავლინებელსა თჳსსა.

აწ უკუე, უკუეთუ, რომელნი-იგი ძუე(II)ლთა წერილთა შინა აღზრდილ იყვნეს, განახლებასა სასოებისასა მოვიდეს და ჰრწმენა და მოელოდეს ქრისტესა, ვითარცა გუასწავებს უფალი და იტყჳს, ვითარმედ: ”უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, ჩემიცამცა გრწმენა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა” (იოანე 5.46); და ვითარმედ: ”აბრაჰამსა - მამასა თქუენსა უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი და იხილა და განიხარა; რამეთუ პირველ აბრაჰამის ყოფამდე მე ვარ” (იოანე 8.56,58). ვითარმე უკუე შეუძლოთ ჩუენ თჳნიერ მისა ცხორება? რომელსა-იგი წინაჲსწარმეტყუელნი სულისა მიერ წმიდისა, ვითარცა მონანი ქადაგებდეს და წინაჲსწარ-ხედვიდეს და ვითარცა მოძღუარსა ელოდეს და ვითარცა უფალსა და მეუფესა და მაცხოვარსა მიელოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ”იგი თავადი მოვიდეს და მაცხოვნნეს ჩუენ” (ის. 35.4).

ნუღარამცა უკუე ვშაბათობთ მსგავსად ჰურიათა და ნუმცა გჳხარის უქმობისათჳს, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: ”უქმი იგი ნუცაღა ჭამნ” (II თეს. 3.10); და კუალად, ვითარმედ: ”ოფლითა პირისა შენისაჲთა შჭამდე პურსა შენსა” (დაბ. 3.19); არამედ კაცადკაცადი ჩუენი სულიერად შაბათობდინ და წურთითა შჯულისაჲთა იხარებდინ [551]და ნუ განსუენებითა ჴორცთაჲთა; და საქმეთათჳს საღმრთოთა და დაბადებულთა ღმრთისათა უკჳრდინ.

რამეთუ საჭმელთა და სასუმელთა განხრწნადთა და მიმოდგომათა და განცხრომათა და როკვათა და ტყუელვათა17 ვერ ძალუც განცხრომაჲ გონებისაჲ და არცაღა განმხიარულებაჲ სულისა, არამედ დაბნელებაჲ და წარტყუენვაჲ.

ხოლო შემდგომად შაბათობისა მის საღმრთოჲსა, დღესასწაულობდინ ყოველი ქრისტეს მოყუარე წმიდასა კვირიაკეს, აღდგომისა დღესა, მეუფესა და მფლობელსა ყოველთა დღეთასა; რომელსა-იგი მოელოდა წინაჲსწარმეტყუელი და იტყოდა, ვითარმედ: ”დასასრულსა მერვისათჳს” (ფს. 6.1; 11.1); რომელსა შინა ცხორებაჲ ჩუენი აღმობრწყინდა და იქმნა ძლევაჲ სიკუდილისაჲ ქრისტეს მიერ. რომელსა-იგი შვილნი წარწყმედისანი (იოანე 17.12) უვარჰყოფენ, მტერნი მაცხოვრისანი, რომელთა ღმერთ მუცელი არს, რომელნი-იგი ქუეყანისასა ზრახვენ (ფილიპ. 3.18-19), გემოთმოყუარენი და არა ღმრთისმოყუარენი, რომელთა(411)-იგი ხატი ღმრთისმსახურებისაჲ ჰმოსეს, ხოლო ძალსა მისსა უვარჰყოფენ (II ტიმ. 3.4-5). ქრისტესმყიდელნი და ვაჭარნი სიტყჳსანი (II კორ. 2.17) და მოფარდულნი სარწმუნოებისანი, განმხრწნელნი დედათანი და უცხოთა და არა თჳსთა გულისთქუმელნი, გრიგალნი საჴმართა და მონაგებთა შემკრებელნი, რომელთაგან-იგი ჴსნილმცა ხართ მოწყალებითა ღმრთისაჲთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიერ.

ნუმცა უკუე ვართ უგულისჴმო სიტკბოებისა მისისა, რამეთუ უკუეთუ მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ და ცოდვათა ჩუენთა ვიჴსენებდეთ, არღარა ვიყვნეთ უგულისჴმო, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ”უკუეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს?” (ფს. 129.3). და კუალად: ”უკუეთუ ჯერ-გიჩნს, ნუცაღა ჩუენსა ამას სახესა შეურაცხჰყოფთ, არამედ გუემსგავსენით ჩუენ ჭირთა და კრულებათა თავსდებითა, და ვჰგონებ, თუ არა-იპოვნეთ უგუნურ18.

ვიქმნნეთ უკუე ღირს სახელისა ამის, რომელი მოვიღეთ, რამეთუ უკუეთუ სხჳთა ვინმე19 სახელითა იწოდებოდის გარეშე ამისა, [552]ეგევითარი-იგი არა არს ღმრთისაჲ და არცა მიუთუალავს მას წინაჲსწარმეტყუელებაჲ, რომელი იტყჳს ჩუენთჳს, ვითარმედ: ”ეწოდოს მათ სახელი ახალი, რომელი-იგი უფალმან უწოდოს მათ; და იყოს ერი წმიდაჲ” (ის. 62.2,12). რომელი ესე სრულ იქმნა პირველად ასურეთს, რამეთუ ანტიოქიას შინა იწოდა მოწაფეთა ქრისტიანე (საქმე 11.26), რაჟამს იგი პეტრე და პავლე დააფუძნეს ეკლესიაჲ.

განაგდეთ უკუე ბოროტი იგი ცომი დაძუელებული და დამპალი და შეიცვალენით ახლად ცომად (I კორ. 5.7,8) მადლისად. და ეგენით ქრისტეს თანა, რაჲთა არა გეუფლოს თქუენ უცხოჲ იგი მტერი. რამეთუ უჯერო არს იესუ ქრისტეს აღმოთქუმაჲ ენითა და დადუმებულისა მის ჰურიაებისა გონებისა შინა ქონებად. რამეთუ სადა ქრისტეანობაჲ იყოს, მუნ ჰურიაებაჲ არა არს. რამეთუ ერთი არს ქრისტე, რომლისა მიმართ ჰრწმენა ყოველთა ტომთა და ყოველმან ენამან აღიარა და ერთისა ღმრთისა მონებად შემოკრბეს და იქმნნეს გულნი ქვისა(II)ნი შვილ ღმრთისა და მეგობარ აბრაჰამისა (მათ. 3.9; ის. 11.8; იაკ. 2.23) და ნათესავისა მისისა მიმართ იკურთხევიან ყოველნი, რომელნი დაწესებულ არიან ცხორებად საუკუნოდ ქრისტეს მიერ (დაბ. 28.4; გალ. 3.19).

ესე უკუე საყუარელნო ჩემნო, ვიეთმე არა აქუს ესრეთ თქუენ შორის, ვითარცა ვცან, ხოლო მე, ვითარცა უმრწემესსა თქუენსა, მნებავს განგრძალვაჲ თქუენი, რაჲთა არა განგეწონოს თქუენ სამჭედური ურწმუნოებისაჲ, არამედ გულსავსებით გრწმენეს ქრისტეს მიმართ, რომელი-იგი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა იშვა მამისაგან და უკუანაჲსკნელ განკაცნა ქალწულისა მარიამისაგან უთესლოდ და უმამაკაცოდ, და იქცეოდა ქუეყანასა ზედა წმიდად და ღმრთივშუენიერად, და ყოველთა სენთა და ყოველთა ვნებათა და ყოველთა უძლურებათა განჰკურნებდა ერსა შორის (მათე 4.23), და სასწაულნი და ნიშნი აღასრულნა ქველისმოქმედებად კაცთა, და განთხეულთა მათ მრავალღმრთეებისა20 მიმართ, ერთი მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა - მამაჲ თჳსი, და ვნებაჲ თავს-იდვა ღმრთისმკლველთა ჰურიათა მიერ მთავრობასა პონტოელისა პილატესსა და მეფობასა ჰეროდესსა, და ჯუარმუაჲ დაითმინა და მოკუდა და აღდგა და ზეცად აღვიდა მომავლინებელისა თჳსისა და დაჯდა მარჯუენით მისსა და კუალად მოვალს დასასრულსა საუკუ[553]ნეთასა დიდებითა მამისაჲთა განშჯად ცხოველთა და მკუდართა (მათე 16.27; მარკ. 8.38; 13.26; 14.62) და მიგებად კაცადკაცადსა საქმეთა მათთაებრ (II ტიმ. 4.1; რომ. 2.6).

ესე უკუე, რომელმან გულსავსებით გულისჴმა-ყოს და ჰრწმენეს, ნეტარ იყოს და სამგზის სანატრელ, ვითარცა ეგე თქუენ, ჵ, ღმრთის მოყუარენო, გულსავსე ხართ და გრწამს სასოებაჲ იგი ჩუენი, რომლისაგან-იგი გარდაქცევაჲ ნუმცა ქმნილ-არს ნუცა ერთისა თქუენგანისაჲ.

და ამისთჳს მსურის და წადიერ ვარ და ვითხოვ ღმრთისაგან, რაჲთა თქუენ ყოველნი შეგიძინნე და ყოველთა სარგებელ გექმნე ყოვლითკერძო, უკუეთუ ოდენ21 ღირს მყოს უფალმან. და ამას  რაჲ ვიტყჳ, არცა ამას უმეცარ ვარ, რამეთუ, დაღაცათუ შეკრულ ვარ, ერთისაცა თქუენგანისა განჴსნილისა არა ვარ სწორ. და უწყი, რამეთუ არა22 აჰღზუავნებით, რამეთუ იესუ გაქუს თავისა თქუენისა შორის. და უფროჲსღა, რაჟამს იგი გაქნე თქუენ, ვიცი, რამეთუ უფროჲს შეიკდემთ23 და მორცხუე იქმნებით და სინანულსა და აღსარებასა განითჳსებთ, ვითარცა იგი წერილს არს, ვითარმედ: ”მართალი შემასმენელ არს თავისა თჳსისა” (იგავ. 18.17); და ვითარმედ: ”პირველად იტყოდე შენ ცოდვათა შენთა, რაჲთა განჰმართლდე” (ის. 43.26); და კუალად, ვითარმედ: ”რაჟამს ჰყოთ ყოველი ბრძანებული თქუენი, თქუათ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი” (ლუკ. 17.10); და ვითარმედ: ”ყოველი მაღალი კაცთა შორის, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა” (ლუკა 16.5); და ვითარმედ ესრეთ იტყოდა მეზუერე იგი: ”ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას” (ლუკა 18.13). და ამისთჳს დიდნი იგი აბრაჰამ და იაკობ24 მიწად და ნაცრად სახელსდებდეს თავთა თჳსთა წინაშე ღმრთისა სწორებით (დაბ. 18.27). და დავით იტყოდა, ვითარმედ: ”ვინ ვარ მე წინაშე შენსა [554]უფალო, რამეთუ ესრეთ მადიდე მე” (I ნეშტ. 17.6); და კუალად მოსე, რომელი-იგი უმშჳდეს იყო ყოველთა კაცთასა (რიცხ. 12.3), ესრეთ იტყოდა ღმრთისა მიმართ, ვითარმედ: ”ჴმაწულილ ვარ მე და ენა მძიმე” (გამ. 4.10). და თქუენცა უკუეთუ დამდაბლდით, რაჲთა აჰმაღლდეთ, რამეთუ ”რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს, და რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს” (ლუკა 14.11).

ესწრაფეთ უკუე, რაჲთა დაემტკიცნეთ მოძღურებათა ზედა ქრისტესთა და მოციქულთასა, რაჲთა ყოველსა, რაოდენსაცა იქმოდით, წარგემართოს თქუენ ჴორციელად და სულიერად, სარწმუნოებით და სიყუარულით ღმრთივშუენიერისა ეპისკოპოსისა თქუენისა თანა და პატიოსნად შეთხზულისა და სულიერისა გჳრგჳნისა - მღდელთა თქუენთაჲსა და ღმრთივ(II)ბრწყინვალეთა დიაკონთა.

დაემორჩილენით უკუე, საყუარელნო ჩემნო, ეპისკოპოსსა თქუენსა და ურთიერთარს, ვითარცა ქრისტე - მამასა, რაჲთა საღმრთოჲ ერთობაჲ იხილვებოდეს თქუენ შორის.

და ვინაჲთგან უწყოდე, რამეთუ აღსავსე ხართ ყოვლითა კეთილითა, ამისთჳს მოკლედ25 მივწერე თქუენდა წიგნი ესე სასწაულად საღმრთოჲსა სიყუარულისა.

და მოწლედ გლოცავ26 თქუენ სიყუარულითა ქრისტესითა: მიჴსენებდით მე ლოცვათა შინა თქუენთა, რაჲთა ღმერთსა მივემთხჳო და ნუ დაივიწყებთ ეკლესიათა ასურეთისათა, რომელთა არა ღირს ვარ ეპისკოპოსად წოდებად; რამეთუ ვესავ ღმრთისა მიერ27 ერთჴმასა მას და შეერთებულსა ლოცვასა და სიყუარულსა თქუენსა, რაჲთა ღირს ვიქმნე წესიერებითა თქუენითა დამწყსად ეკლესიათა ასურეთისათა.

მოგიკითხვენ თქუენ ეფესელნი ზმირნით, ვინაჲცა ესე მივსწერ თქუენდა, რამეთუ აქა იყვნეს ჩუენ თანა სადიდებელად ღმრთისა და, ვითარცა-იგი თქუენ, ყოვლითავე განმისუენეს მე პოლჳკარპოჲს თანა.

და ეგრეთვე სხუანი იგი ეკლესიანი პატივად და დიდებად იესუ ქრისტესა მოგიკითხვენ თქუენ.

[555]და ცოცხლებითმცა ხართ ერთობით, განუწვალებელითა28 სულითა, ქრისტე იესუჲს მიერ, ნებითა ღმრთისაჲთა.

--------------------------------------------------------------------------------------

1
- მაგნესია, Μαγνησία - ქალაქი იონიაში, მეანდროსის (მდ. მცირე აზიაში), მარჯვენა ნაპირზე.

2 - სახელი აღმსარებლისა ან მოწამისა.

3 – PG-ს ბერძნულ ტექსტში აქ ეპისკოპოსის სახელიც წერია, დამასი (Δαμᾶς). იხ. ევსები კესარიელის საეკლ. ისტორია, III, 36.

4 - თანა-გაც - გმართებთ.

5 - ხელნაწერში: ოთხმეოც[დაათ]ისა.

6 - სერტყი - აქ, რიტუალური ტყე.

7 - ხელნაწერში: თქუენდა[ცა].

8 – II მეფ. 20.14-22-ში მოთხრობილია შება ბიქრის ძის თავის მოკვეთის ამბავი. შება დავით მეფეს წინაღუდგა. აბედადის ვინაობა უცნობია.

9 - ტყჳვი - ტყვია, კალა.

10 - გარნა - ასე რომ.

11 - ვინაჲცა - ამიტომ, ამის გამო.

12
- ხელნაწერშია: [ვ]იქმნნეთ.

13 - ხელნაწერში: [და].

14 - ხელნაწერში ეწერა ”მიერ” და გადასწორებულია ”მიმართ”-ზე. A 66: მიმართ.

15 - წარმოჩენილი: PG-ში: οὐ ρίτὸς - არა გამოთქმული, non pronuntiatum.

16 - არსება - οὐσία, არსი, ბუნება. ლათ. substantia, რუს. сущность. იესო ქრისტე საღვთო ბუნებით დაუბადებელია (უქმნელია).

17 - ტყუელვა - ტაშის კვრა, ცეკვა.

18 - ხელნაწერშია: უგ[უ]ნურ.

19 - ხელნაწერშია: ვინ[მე].

20 - მრავალღმრთეება - πολύθεος, რუს. многобожие. A 55: ღ~ღეებისა; A 66: ღ~თეებისა.

21
- [ოდენ].

22 - [არა].

23 - კდემა - რიდება.

24 – PG-ს ძირითად ტექსტში, ისევე როგორც ქართულში წერია: Αβραὰμ καὶ Ιακὼβ; ბერძნული ტექსტის ვარიანტებში და ლათინურ თარგმანში იაკობის მაგივრად წერია იობი. შდრ.: ”შემრაცხა მე სწორად თიჴისა, მიწისა და ნაცრისა დადვა ნაწილი ჩემი” (იობ. 30.19).

25 - მოკლე[დ].

26
- ხელნაწერში: გლოცავ[დ].

27 - ღმრთისა მიერ - ღმრთისაკენ (ἐν Θεῷ, in Deo).

28 - ხელნაწერშ: განუწვალებ[ელ]ითა.

 

მეოთხე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი ტარასელთა(!)1 მიმართ

ეგნატი ღმერთშემოსილი, გამოჴსნილსა ქრისტეს მიერ და ცხოვნებულსა, ღირსსა ქებისასა და ღირსსა ჴსენებისასა და ღირსსა სიყუარულისასა ეკლესიასა, რომელი ხარ ტარსუნს შინა: მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა იესუ ქრისტესა სამარადისოდ და ყოვლადვე განმრავლდინ შენ შორის.

ასურასტანითგან და ვიდრე ჰრომამდე მჴეცთა ვეწყვები და შევიჭამები; და ესე არა პირუტყუთა მჴეცთაგან (რამეთუ მათ, ვითარცა უწყით, ინება რაჲ ღმერთმან, ჰრიდეს დანიელს და არა შეეხნეს, (დან. 6 და 14), არამედ კაცისმსგავს(412)თა და კაცისსახეთა, რომელთა შორის დაბუდებულ არს მჴეცი იგი მძჳნვარე და სულთა განმხრწნელი, რომელი მწყლავს და განმბრძარავს დღითიდღე. გარნა არა რაჲ მგავან2 მე ძჳრთა ამათთჳს, არცა შემირაცხიეს თავი ჩემი უპატიოსნეს სულისა ჩემისა (საქმე 20.24), რაჲთამცა უფროჲს უფლისა შევიყუარე იგი. ვინაჲცა მზა ვარ ცეცხლისა მიმართ და მახჳლისა და მჴეცთა და ჯუარცუმად და სიკუდილად, რაჲთა ქრისტე ოდენ ვიხილო, მაცხოვარი ჩემი და ღმერთი, რომელი-იგი ჩემთჳს ჯუარს-ეცუა.

და გლოცავ და გევედრები მე - კრული ეგე იესუ ქრისტესი, და ზღუათა და ჴმელთა დევნული, რაჲთა ეგნეთ სარწმუნოებასა ზედა (I კორ. 16.13) და უფროჲს განმსტკიცნეთ, ვინაჲთგან უწყით, რამეთუ ”მართალი სარწმუნოებითა ცხოვნდეს” (აბაკ. 2.4; გალ. 3.11). და იქმნენით მიუდრეკელ და უცვალებელ, ვითარცა-ეგე ხორთცა. და იცით, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ”უფალმან დაამკჳდრნეს ერთსახენი სახლსა” (ფს. 67.7).

[556]მესმა, რამეთუ ვიეთმე ეშმაკისა მსახურთა ჴელყვეს აღშფოთებაჲ თქუენი, რამეთუ რომელნიმე იტყჳან, ვითარმედ: იესუ საოცრად იშვა და საოცრად ჯუარს-ეცუა; და სხუანი, ვითარმედ: არა არს ძე ღმრთისაჲ; და სხუანი, ვითარმედ: იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა; და სხუანი, ვითარმედ: ლიტონი კაცი არს; და სხუანი, ვითარმედ: ჴორცნი არა აღდგებიან, და ჯერ-არს შუებით და ფუფუნებით ცხორებაჲ, ვინაჲთგან დასასრული იქმნების საწუთროთა ამათ კეთილთაჲ და, რამეთუ შემდგომად მცირედისა განიხრწნებიან. და ესეოდენთა ბოროტთა სიმრავლე შორის შემოიღეს, ხოლო თქუენ არცათუ ჟამ ერთ არა თავს იდევით დამორჩილებაჲ მათი (გალ. 2.5).

და რამეთუ პავლეს მოქალაქენი ხართ და მოწაფენი, რომელმან-იგი იჱრუსალემითგან და გარემოჲს და ვიდრე ილურიკიადმდე განსთესა სიტყუაჲ სახარებისაჲ (საქმე 9.21; რომ. 15.19) და საწერტელნი ქრისტესნი ჴორცთა შინა იტჳრნა (გალ. 6.17).

და გაჴსოვს მოძღურებაჲ მისი და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტად იშვა უფალი მარიამისგან, ვითარცა თქუა, ვითარმედ: ”შობილი დედაკაცისაგან”; და ჭეშმარიტად ჯუარს-ეცუა, ვითარცა თქუა, ვითარმედ: ”ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა (II) უფლისა იესუჲსითა” (გალ. 6.14); და ჭეშმარიტად ივნო და მოკუდა და აღდგა, და ვითარმედ: ”რამეთუ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა, რომელი-იგი იქმნა პირმშო მკუდართა აღდგომისა” (საქმე 26.23); და ვითარმედ: ”რომელი-იგი მოკუდა, ცოდვითა მოკუდა ერთგზის, ხოლო რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა” (რომ. 6.10).

და უკუეთუ არა, რად საჴმარ არიან კრულებანი, უკუეთუ ქრისტე არა ჯუარცუმულ არს? და რად საჴმარ არს მოთმინებაჲ? და რად საჴმარ არიან გუემანი? ანუ რაჲსათჳს-მე ჯუარს-ეცუმოდა პეტრე და პავლე? და იაკობ მახჳლითა მოიკლვოდა? (საქმე 12.2) და იოანე პატმოს ექსორია იქმნებოდა? და სტეფანე ქვითა განიტჳნვოდა უფლისა მკვლელთა ჰურიათაგან? (საქმე 7). გარნა არა რაჲ არს ამათგანი ამაო, რამეთუ ჭეშმარიტად ჯუარს-ეცუა უფალი უშჯულოთა მათ მიერ.

[557]და, რამეთუ ესე შობილი დედაკაცისაგან - ძე არს ღმრთისაჲ; რომელი ჯუარს-ეცუა - პირმშოჲ არს ყოველთა დაბადებულთაჲ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ და რომელმან შექმნა ყოველი. იგივე3 იტყჳს მისთჳს, ვითარმედ: ”ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი, და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ არს ყოველი (I კორ. 8.6); და, რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთი შუვამდგომელი ღმრთისა და კაცთაჲ, კაცი იესუ ქრისტე” (I ტიმ. 2.5); და ვითარმედ: ”მის მიერ დაებადა ყოველი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ხილული და არახილული, და იგი არს ყოველთა წინა და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა” (კოლ. 1.16-17).

და რამეთუ, ვითარმედ არა იგი არს მამაჲ და ღმერთი ყოველთა ზედა, არამედ ძე მისი მხოლოდშობილი, თჳთ თავადი წამებს და იტყჳს, ვითარმედ: ”აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა და ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა” (იოანე 20.17); და ვითარმედ: ”რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა4 მას ყოველი, რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა” (I კორ. 15.28). აწ უკუე, სხუაჲ არს, რომელმან დაამო(v)რჩილა და რომელი-იგი არს ყოვლად ყოველსა შინა; და სხუაჲ არს, რომელი დაემორჩილა და რომელი შემდგომად ყოველთა დაემორჩილების.

და არცა ლიტონი კაცი არს, რომლითა და რომლისა მიერ ყოველი შეიქმნა. და რამეთუ ყოველივე მის მიერ (იოანე 1.3), რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ”რაჟამს იგი შეიქმოდა ცათა, მის თანა ვიყავ” (იგავ. 8.27); და ვითარმედ: ”მე ვიყავ მომზავებელ საქმეთა მისთა და მე ვიყავ, რომლისა თანა იხარებდა იგი დღითიდღე” (იგავ. 8.30). ანუ თუ ლიტონსა კაცსა ვითარ ესმა, ვითარმედ: ”დაჯედ მარჯუენით ჩემსა”? (ფს. 109.1) ანუ თუ ვითარ იტყოდა, ვითარმედ: ”აბრაჰამის ყოფამდე ვიყავ”? (იოანე 8.28) და ვითარმედ: ”მადიდე მე დიდებითა მით, რომელი მაქუნდა პირ[558]ველ სოფლისა დაბადებისა”? (იოანე 17.5) ანუ ვინ თქუას კაცთაგანმან, ვითარმედ: ”ზეცით გარდამოვჴედ არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ”? (იოანე 6.38) ანუ ვითარისა კაცისათჳს იტყოდა, ვითარმედ: ”იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალი სოფლად; სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა და სოფელმან იგი ვერ იცნა; თჳსთა მოვიდა და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს”? (იოანე 1.9) და ვითარ არს ესევითარი-იგი ლიტონი კაცი და ვითარმცა მარიამისგან აქუნდა დასაბამი არსებისაჲ და არამცა იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ძე მხოლოდშობილი მამისაჲ? ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: ”პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი” (იოანე 1.1); და კუალად იტყჳს სხუასა ადგილსა, ვითარმედ: ”უფალმან დამბადა მე დასაბამად გზათა მისთა, საქმეთა შინა მისთა და უწინარეს საუკუნეთა დამაფუძნა მე და პირველ ყოველთა ბორცუთათაჲსა მშვა მე” (იგავ. 8.22,23,25).

ხოლო და, რამეთუ ჴორცნიცა ჩუენნი აღდგებიან ესრეთ იტყჳს: ”ამინ, გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა შინა (II) ყოველნი, რომელნი იყვნენ საფლავსა შინა, ისმინონ ჴმაჲ ძისა ღმრთისაჲ და რომელთა ისმინონ, ცხოვნდნენ” (იოანე 5.25,28). და მოციქული იტყჳს, ვითარმედ: ”ჯერ-არს ხრწნილისა მის შემოსად უხრწნელებაჲ და მოკუდავისა მის შემოსად უკუდავებაჲ” (I კორ. 15.53). და, რამეთუ ჯერ-არს სიწმიდით და სიმართლით ცხორებაჲ, ვითარცა იტყჳს იგივე მოციქული პავლე, ვითარმედ: ”ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა მაგინებელთა, არცა მემთვრალეთა, არცა მპარავთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ” (I კორ. 6.9-10); და ვითარმედ: ”უკუეთუ მკუდარნი არა აღდგებიან, არცა ქრისტე აღდგომილ არს და უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად საქმე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი; და შესვენებულნიცა იგი ქრისტესმიერნი სამე წარწყმდენ” (I კორ. 15.13-14,18); და ვითარმედ: ”უკუეთუ ამას ხოლო სოფელსა და ამას ხოლო ცხორებასა ოდენ მოსავ ვართ ქრისტესა, უსაწყალო[559]ბელეს ყოველთა კაცთაჲსა ვართ. უკუეთუ მკუდარნი არა აღდგებიან, ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვსწყდებით” (I კორ. 15.19,32). და უკუეთუ ესრეთ ვიყოფოდით, რაჲთა5 განყოფილ ვართ ვირთა და ძაღლთაგან, რომელნი-იგი ყოფადთა მათთჳს არარას ზრუნვენ, არამედ ჭამისა ხოლო არიან გულისმთქუმელ და შემდგომად ჭამისა დაუმჭირველ და უგულისჴმო და უაღჳრო არიან გონებითა და მიმმართებელ6 ვინაჲცა შინაგანმან ნებამან აწყოს?

ვინაჲ გევედრები თქუენ, საყუარელნო ჩემნო, და გლოცავ უფლისა მიერ: ნუ მიხედავთ მზრახვალთა მათ ბოროტისათა და მსახურთა ეშმაკისათა, ნუცა გულითა და ნუცა გონებითა და ნუცა სასმენელითა თქუენითა, არამედ კაცადკაცადმან განიფრთხვეთ და განიშორეთ მჴეცებრივი იგი მრისხანებაჲ და ყოველივე საქმე ბოროტისაჲ და ძვირისზრახვისაჲ და ცილისწამებისაჲ და ზრახვაჲ საძაგელი და განცხრომაჲ და ცუნდრუკებაჲ და სილაღე და მთ(413)რვალობაჲ და სიძვაჲ და ვეცხლისმოყუარებაჲ და დიდებისმოყუარებაჲ და შური და ყოველივე მსგავსი ამათი უჯეროჲ და არაწმიდაჲ უკეთურებაჲ და შეიმოსეთ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულისსათქუმელად (რომ. 13.14).

ხუცესნი დაემორჩილენით ეპისკოპოსსა და დიაკონნი - ხუცესთა და ერისკაცნი - მღდელთა და დიაკონთა. და ნაწილიმცა ჩუენი არს დამცველთა მათ თანა ესევითარისა წესიერებისათა და წყალობა ღმრთისაჲ იყავნ მათ თანა სამარადისოდ.

ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თქუენნი და ეგრეთვე ცოლთა - მეუღლენი თქუენნი, შვილნი პატივსცემდით მამა-დედათა თქუენთა, მამა-დედათა განზარდენით შვილნი თქუენნი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა (ეფეს. 6.4). რომელნი ქალწულებით ცხოვნდებოდინ, პატივსცემდით მათ, ვითარცა მსხვერპლთა უფლისათა; და ღმრთისმოყუარეთა და პატიოსანთა ქურივთა - ვითარცა საკურთხეველთა ღმრთისათა. და მონანი შიშით ჰმონებდით თჳსთა უფალთა, უფალნი რიდობით და წყალობით იმსახურებდით თჳსთა მონათა (შდრ. ეგნატი პოლიკარპეს, IV). და ნუმცა ვინ არის თქუენ შორის უქმ, რამეთუ უქმობაჲ დედაჲ არს სიგლახაკისაჲ. ამას არა ეგრეთ გიბრძანებ, ვითარმცა თუ ვარ რაჲმე, დაღაცათუ შეკრულ ვარ, არამედ, ვითარცა ძმაჲ მოგაჴსენებ. და უფალიმცა არს თქუენ თანა.

[560]მომანიჭეთ მე ნიჭი ლოცვათა თქუენთაჲ და ლოცვა ყავთ ჩემთჳს, რაჲთა ლოცვითა თქუენითა მივემთჴჳო უფალსა ჩემსა იესუ ქრისტესა. შეგვედრებთ თქუენ ანტიოქისა ეკლესიასა.

გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ფილიპელთანი, ვინაჲცა ესე მივსწერ თქუენდა. გიკითხავს თქუენ ფილან, დიაკონი თქუენი, რომლისადა-იგი მადლიერ ვარ, რამეთუ მოსწრაფებით მსახურებს მე ყოველსა შინა. გიკითხავს თქუენ აღათოპუს, დიაკონი ასურეთისაჲ, რომელი შემოდგომილ არს ჩემდა ქრისტეს მიერ.

(II) მოიკითხევდით ურთიერთარს ამბორისყოფითა წმიდითა (I პეტრე 5.14). მოგიკითხავთ ყოველთა მამათა და დედათა ქრისტეს მიერ. და ცოცხლებით იყვენით სულით და ჴორცით და სამშჳნველითურთ. და ნუ დამივიწყებთ მე, ვითარცა ესე მე არასადა დაგივიწყებ თქუენ. და უფალი იყავნ თქუენ თანა.

------------------------------------------------------------------------------------

1 – A 60: ტარსუნელთა; A 66: ტარსელთა. ტარსო - კილიკიის მთავარი ქალაქი. ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა მოციქული პავლე.

2 - ესეა!? ასოები ”მგვა” გადაწერილია შავი მელნით. A 62: მგლინ(?); A 66: მგლიან. დაგლა - შემუსრვა, დამსხვრევა.

3 - ე.ი. პავლე მოციქული.

4 - ხელნაწერშია: დაამორჩილოს. A 66: დაამორჩილა.

5 – A 60: არაჲთ.

6 - ხელნაწერში: მიმმ[მ]ართებელ (?!). A 66: მიმმ(ა)რთებ(ე)ლ.

 

მეხუთე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი ფილიპელთა მიმართ განსაქიქებლად მტერისა1


ეგნატი ღმერთშემოსილი, ეკლესიასა ფილიპელთასა, ღმრთისა მიერ შეწყალებულსა სარწმუნოებითა და მოთმინებითა და სიყუარულითა შეუორგულებელითა: მადლი, მშჳდობაჲ და წყალობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელი-იგი არს მაცხოვარი ყოველთა კაცთაჲ და უფროჲსღა მორწმუნეთაჲ (ტიმ. 4.10).

მომეჴსენების სიყუარული თქუენი და ქრისტეს მიერ მოსწრაფებაჲ, რომელი აჩუენეთ ჩუენდა მომართ, და ჯეროვნად შევჰრაცხეთ მიწერად ძმათმოყუარისა და სულიერისა და საღმრთოჲსა სიყუარულისა თქუენისა, რაჲთა მოგაჴსენოთ თქუენ ქრისტეს მიერი ეგე სრბაჲ თქუენი. რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი და ერთსულ იყვენით და ერთგონება, და მასვე წესსა და კანონსა სარწმუნოებისასა ზედა ეგნეთ (I კორ. 1.10; ფილ. 2.2 და 3.6), ვითარცა პავლე გასწავა თქუენ. რამეთუ უკუეთუ ერთ არს ღმერთი ყოველთაჲ, მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომლისაგან არს ყოველი; და ერთ არს უფალი ჩუენი იესუ, ყოველთა უფალი, რომლისა მიერ არს ყოველი (I კორ. 8.6); და [561]ერთ არს სული წმიდაჲ და ყოველთავე წმიდამყოფელი და უფალი, რომელი იტყოდა (I კორ. 12.11) მოსეს მიერ და წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთა, და იქმოდა მათ მიერ ნიშთა და სასწაულთა; და ერთ ნათლისღება2 სიკუდილისა მიმართ უფლისა მოცემული; და ერთ რჩეულიცა კათოლიკე და სამოციქულოჲ ეკლესიაჲ. ეგრეთვე ჯერ-არს, რაჲთა სარწმუნოებაჲცა ქრისტესი ერთი იყოს და, რამეთუ ერთ არს უფალი და ერთ სარწმუნოება და ერთ ნათლისღება და ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ და ყოველთა მიერ და ყოველსა შინა (ეფეს. 4.5-6).

(v) ერთ უკუე ღმერთი არს და მამაჲცა, და არა ორნი, არცა სამნი; ერთ არს რომელი-იგი არს და არა არს სხუაჲ მისა გარეშე, მხოლოჲ იგი და ჭეშმარიტი, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ”უფალი ღმერთი შენი, უფალი ერთ არს” (I I შჯლ. 6.4; მარკ. 2.29); და კუალად, ვითარმედ: ”ანუ არა ერთმან ღმერთმან დამბადნა ჩუენ, ანუ არა ერთი მამაჲ არსა ჩუენ ყოველთაჲ?” (მალ. 2.10).

და ეგრეთვე ერთი ძე, სიტყუაჲ და ღმერთი, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: ”მხოლოდშობილი, რომელი-იგი იყო წიაღთა მამისათა” (იოანე 1.18); და კუალად, ვითარმედ: ”ერთი უფალი იესუ ქრისტე” (I კორ. 8.6); და კუალად, ვითარმედ: ”რაჲ არს სახელი მისი და რაჲ არს სახელი ძისა მისისაჲ, რაჲთა უწყოდით?” (იგავ. 30.4).

და ერთ არს და ნუგეშინისმცემელიცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ”ერთ არს და სულიცა წმიდაჲ, ვინაჲ-იგი ვიჩინენით ერთითა სასოებითა ჩინებისა ჩუენისაჲთა” (ეფეს. 4.4). და კუალად, ვითარმედ: ”ერთისა სულისა მიერ განვიპოხენით და ერთი სული ვსუთ ყოველთა”, და შემდგომი, რამეთუ ყოველთავე ამათ მადლითა ერთი და იგივე სული აღასრულებს (I კორ. 12,13,14).

არცა უკუე სამნი მამანი არიან და არცა სამნი ძენი და არცა სამნი სულნი წმიდანი ნუგეშინისმცემელნი, არამედ ერთი მამაჲ და ერთი ძე და ერთი სული წმიდაჲ ნუგეშინისმცემელი.

[562]ამისთჳსცა უფალი წარ-რაჲ-ავლენდა მოციქულთა მოქცევად ყოველთა წარმართთა, ამცნო მათ და უბრძანა, რაჲთა ნათელსცემდენ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა (მათე 27.19). ესე იგი არს, არცა ერთისა სამსახელისა, არცა სამთა განკაცებულთა, არამედ სამთა მიმართ სწორთა პატივითა.

რამეთუ ერთ არს, რომელი განკაცნა; არცა მამაჲ, არცა ნუგეშინისმცემელი, არამედ მხოლოჲ ძე. არა საოცრად, არცა უცნებით, არამედ ჭეშმარიტებით სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა (იოანე 1.14), და სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი (იგავ. 9.1; შდრ. ეგნატი, ზმირნელებს I). და იშვა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორციელად, ვითარცა კაცი, ქალწულისაგან, თჳნიერ ხრწნილებისა, ვითარცა ითქუა, ვითარმედ: ”ქალწული მიუდგეს და შვეს ძე” (ის. 7.14); და (I I) ჭეშმარიტად იშვა და ჭეშმარიტად აღიზარდა და ჭეშმარიტად ჭამა და სუა და ჭეშმარიტად ჯუარს-ეცუა და მოკუდა და აღდგა.

და რომელსა ესე ჰრწმენეს, ვითარცა არს და ვითარცა იქმნა, ნეტად იყოს მისა. და რომელსა არა ჰრწმენეს, ბილწ არს იგი, არა რაჲთა უდარეს ქრისტეს ჯუარისმცუმელთაჲსა. რამეთუ მთავარსა მას ამის სოფლისასა უხარის, რაჟამს უვარ-ჰყოფდეს ვინ ჯუარსა, რამეთუ წარმწყმედელად თავისა3 უწყის აღსაარებაჲ4 ჯუარისაჲ, რამეთუ ესე არს საძლეველ ძალისა მისისა. რომელი-იგი იხილოს თუ - ძრწის, და ესმას თუ - ეშინის.

და პირველ შექმნამდე ჯუარისა ისწრაფდა, რაჲთა შეიქმნეს ჯუარი და ასწრაფებდა ნაშობთა მათ ურჩებისათა (ეფეს. 2.2), და ასწრაფებდა იუდას და ფარისეველთა და სადუკეველთა და მოხუცებულთა და ჭაბუკთა და მღდელთმოძღუართა. და რაჟამს იწყეს ქმნად მისა, აღშფოთნა და სინანული შთაუგდო მიმცემელსა და შიშთვილითა5 დასაჯა იგი. და შეაძრწუნა დედაკაციცა იგი სიზმართა მიერ და დაჴსნად აზმნობდა აღმართებასა ჯუარისასა (მათე 27), რომელმან-იგი ყოველივე ღონისძიებაჲ აღძრა შემზადებისა მისისათჳს. არათუ ინანდა სიბოროტესა მისსა, - რამეთუ უკუეთუმცა ესე ესრეთ იყო, განაღა არცამცა იყო ესოდენ ბოროტ, - არამედ აგრძნა წარწყმედაჲ თჳსი, რამეთუ დასაბამ დაშჯისა მისისა და [563]სიკუდილისა და წარწყმედისა ჯუარი მაცხოვრისაჲ გამოჩნდა. ამისთჳსცა ისწრაფის, რომელთაცა შორის შეუძლოს, რაჲთა უვარაყოფიოს ჯუარი და ვნებაჲ სარცხჳნელ ყოს და სიკუდილი უფლისაჲ საგონებელ და ქალწულისაგან შობაჲ დაურწმუნებელ და ბუნებაჲ ჩუენი შესასმენელ, ვითარცა საძლეველი. და ჰურიათა თანა (413ა) შეეწევის უვარჰყოფად ჯუარისა, და წარმართთა - ცილისწამებად გრძნებისა, და მწვალებელთა - უცნებისა. რამეთუ მრავალსახე არს ბოროტისა იგი ერისთავი და მპარავ და დაუდგრომელ და თჳთ თავისა თჳსისა მჴდომ, რამეთუ სხუასა წარმოაჩენს და სხუებრ საგონებელ ჰყოფს, რამეთუ ბრძენ არს ბოროტისყოფად, ხოლო კეთილისა ყოვლისა უცნობელ (იერ. 4.22) და უგლიმ6 და აღვსებულ უგუნურებითა, ნებსითითა უშჯულოებითა. და რამეთუ ვითარ არა ესევითარი არს. რომელი-იგი თჳსსა მას სიტყუასა თქუმასავე თანა უვარჰყოფს?

და რამეთუ, უკუეთუ ლიტონი კაცი არს უფალი, სულისა და ჴორცთაგან ოდენ აგებულ, რაჲსათჳს ეშურები შობასა ზოგადისა მის კაცთა ბუნებისასა? ანუ თუ რაჲსათჳს, ვითარმცა დიდი რაჲმე და მაღალი საქმე ქმნილ-იყო კაცსა ზედა, გშურს ვნებაჲ უფლისაჲ და საგონებლად უწოდ და სიკუდილსა მოკუდავისასა დიდებად ჰგონებ მოკუდავთა? ხოლო უკუეთუ ღმერთ არს და კაც, რაჲსათჳს უწეს უშჯულოდ უფალსა მას დიდებისასა (I კორ. 2.8) და ბუნებით უქცეველსა მას? ანუ თუ ვითარ ეტყჳ უშჯულოდ შჯულისმდებელსა, რომელმან-იგი კაცობრივი სული მიიღო? რამეთუ სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა (იოანე 1.14) და სრული კაცებაჲ მიიღო და არაჲ თუ კაცსა შორის დაემკჳდრა. ანუ თუ ვითარ არს მაოცარ, რომელმან-იგი, პირველ, ყოველივე ხილული და უხილავი ბუნებაჲ არსებად მოიყვანა ნებითა მამისაჲთა და რაჟამს იგი განკაცნა, ყოველნი სენნი და უძლურებანი განჰკურნნა? (მათე 4.23; 9.35). ანუ ვითარ, არა ნუ ამან აღადგინნა მკუდარნი და მკელობელნი ავლინნა და კეთროვანნი განსწმიდნა და ბრმანი თუალიერ-ყვნა? (მათე 11.5) და არსთა ანუ აღაორძინებდა, ანუ შესცვალებდა, ვითარცა ხუთნი იგი პურნი (II) და ორნი თევზნი და წყალი, რომელი ღვინოდ გარდააქცია (იოანე 6 და 2), და  [564]შენთა მათ მჴედრობათა სიტყჳთ ხოლო აოტებდა და დასწუვიდა? (ლუკა 8.30-32).

ანუ რაჲსათჳს შეასმენ ბუნებასა ქალწულებისასა და ასოთა მათ წმიდათა საძაგელად სახელსდებ? რომელმან-ეგე პირველ, ძეთა მათ წინაშე ღმრთისათა. განაქიქენ იგინი და განაშიშულენ მამანი სახილველად დედათა, ხოლო დედანი აღაზრზინენ სიძვისა გულისთქუმითა მამათა მიმართ. და მაშინ საწადელ იყო უშუერებაჲ იგი წინაშე შენსა, ხოლო აწ საძაგელად შეირაცხა იგი შენ წინაშე, ამისთჳს, რამეთუ უცხო არს ესე ყოველისავე არაწმიდებისაგან. და არა უწყი, რამეთუ საძაგელ მაშინ იქმნების, რაჟამს ცოდვითა შეიგინოს და უშჯულოებითა შეიმწიკულოს, ხოლო სადა ცოდვაჲ არა იყოს, მუნ აღსრულებული საქმე საძაგელ არა იქმნების, არამედ ყოველივე კეთილ და კეთილ ფრიად. ხოლო შენ, ვინაჲთგან ბრმა ხარ და ვერ ხედავ, ამისთჳს უწეს მას ბოროტად, ბოროტი ეგე და სავსე უშჯულოებითა.

ანუ ვითარ კუალად არა გნებავს შენ მაცხოვრისა ქალწულისაგან შობაჲ, ხოლო ყოველთა ზედა ღმრთად აღიარებ და სცბი, ვითარმედ: იგი არს, რომელი-იგი არს და ვითარმედ: იგი არს ყოვლისა მპყრობელი? - რაჲთა დაჰჴსნე წესიერებაჲ იგი მოვლენისაჲ. თქუ უკუე, ვინაჲთგან ესრეთ არს: ვინ არს, რომელმან მოავლინა იგი? ანუ თუ ვინ არს, რომელი უფლებს მის ზედა? ანუ თუ ნებასა ვისსა დაემორჩილა იგი? ანუ თუ რომლისა შჯულისა იქმნა აღმასრულებელ, რომელი-იგი არცა ნებასა ვისსა დაემორჩილებისა და არცა ჴელმწიფებასა? და ესრეთ, ქრისტესა უცხო ჰყოფ შობისაგან, ხოლო უშობელისა მის შობასა შჯულისმდებლობ და დაუსაბამოსა ჯუარსა შეჰმშჭუალავ. და თუ ვისითა შენდობითა და ნებითა იტყჳ ამისსა ქმნასა, არა უწყი, ვერცა თქუმად ძალმიც. გარნა ვერცა ძალგიც დაფა(v)რვად ჩემგან გმობისა შენისა. და არა უმეცარ ვარ მრჩობლსა მას მარჩბივსა გონებასა შენსა მზაკუარებითა სავსესა და მწვალებელსა, რამეთუ უმეცარ ხარ და იტყჳ, ვითარმედ: შენ ვინ ხარ, რომელი-ეგე შობილ ხარ? იკითხავ, ჵ, მზაკუარო, თუ ვინ არს? გარნა მითხარ, ყოვლად ბოროტო:  არა იცი და იკითხავ თუ ვინ არს? ანუ იცი და ორგულობ და ზაკუავ? ანუ, რომელი-ეგე ქუესკნელისა საქმეთა ცნობასა იჩემებ, ნათელი ესე და მზისა უბრწყინვალესი საქმე ვითარ შეგცილდა? და სამართლად, რამეთუ არცა ღირს იყავ ცნობასა მისსა. ხოლო უწყოდე, რამეთუ ფრიადნი საქმენი შეგიცილებიან7; ესე [565]იგი არს (ხოლო არა ვთქუნე შეწყობით, არამედ შეთხზვით საიდუმლონი იგი ცხორებისა ჩემისანი, რომელთა-იგი შენ უმეცარ ხარ, რაჲთა აწ ხოლო თუ სცნნე და დაიწუა შენ ცეცხლითა მით ზეგარდამოჲთა):

არცა სცანა ქალწულებაჲ იგი უბიწოჲსა მის დედისაჲ და არცა საკჳრველი იგი შობაჲ მისი? და არცა შობილი იგი, ბუნებათა უვაღრესი, რომელი-იგი ჩემითა ამით ჴორცითა გამოჩნდა, რაჲთა ღმერთ მყოს მე? და არცა ვარსკულავი იგი იხილე, რომელი-იგი მოგუთა მათ აღმოსავალისათა იხილეს და ძღუნითა მოვიდეს და  თაყუანისცემაჲ შეწირეს? არცა ხარებაჲ იგი მთავარენგელოზისაჲ? არცა განსაკრთომელი იგი მიდგომილებაჲ ქალწულისაჲ? არცა მითხოვაჲ იგი იოსებისი? და არცა მოკითხვაჲ იგი ელისაბედისაჲ? და არცა ქადაგებაჲ იგი წინამორბედისაჲ და აღმღერებაჲ იგი უსრული და საშოჲთგამო თაყუანისცემაჲ მეუფისაჲ? და არცა გალობაჲ იგი ნაგელოზთაჲ, რომელი იქმნა შობასა მისსა? არცა ხარებაჲ იგი მწყემსთაჲ? და ჰეროდესი შიში (I I) მიღებისათჳს მეფობისა? და ჩჩჳლთა მოსრვაჲ? და ეგჳპტედ სივლტოლაჲ? და მიერ აღმოსლვაჲ? და ჩჩჳლებრნი იგი სახუეველნი? და აღწერაჲ იგი კაცობრივი? და სძითა ზრდაჲ? და სახელისდებაჲ იგი უმამოჲსა მის ჩჩჳილისაჲ? და ბაგაჲ? და ქუაბი (”რამეთუ არა იყო მათდა ადგილ სავანესა მას”, ლუკა 2.7)? და არცა რაჲ განმზადებულებაჲ კაცობრივი? და არცა აღორძინებაჲ და წარმატებაჲ კაცობრივნი იგი სიტყუანი? და უკუეთუ არა სრულისა მის რაჲმცა იქმნა უსრულეს? და შიმშილი? და წყურილი? და გზასა სლვაჲ? და სიმაშურალე? და შეწირვაჲ იგი მსხუერპლთაჲ? და წინადაცუეთაჲ? და ნათლისღებაჲ? და ჴმაჲ ღმრთისაჲ ნათელღებულსა მას ზედა მაღლით გარდამოსრული: და თუ ვინ არს, ანუ თუ ვინაჲ არს? და გარდამოსლვაჲ იგი სულისა წმიდისაჲ? და ჴმასა მას მამისასა დამტკიცებაჲ? წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი იოანესი, მომასწავებელი ვნებისაჲ უწყებითა მით და წოდებითა ტარიგისაჲთა? სასწაულთა მათ პირადპირადთა აღსრულებაჲ? და თითოსახენი იგი კურნებანი? შერისხვაჲ იგი მეუფებრი, რომელი უბრძანებდა ქართა და ზღუასა? სულთა ბოროტთა სივლტოლაჲ? თჳთ შენი იგი გუემაჲ და ტანჯუა? და ნაწევართა მათ შენთა არაწმიდათა დაჴსნაჲ ძალისა მისგან? და ჴმისა საუფლოჲსა, რომლისა-იგი თუალთა შედგმად ვერ ძალ გედვა?

და თუ რაჲმცა ჰყავ, არა უწყოდე; ამას ყოველსა ხედევდი და [566]განჰლიგნებოდე8. და რამეთუ ქალწულმან შვა, უმეცარ იყავ. ჭეშმარიტად უმეცარ იყავ! რამეთუ განგაცჳბრებდა შენ გალობაჲ იგი ანგელოზთაჲ და დიდებისმეტყუელებაჲ მწყემსთაჲ და ელვარებაჲ იგი ვარსკუ(414)ლავისაჲ და თაყუანისცემაჲ მოგუთაჲ.

ანუ თუ ნუუკუე, ვინ უწყის, და რამეთუ გწუნს სიგლახაკე იგი განმამდიდრებელისა ჩემისაჲ და ამისთჳს იჩემებ უმეცრებასა. ესე იგი არს: სახუეველნი და ბაგაჲ და წინადაცუეთაჲ და სძითა ზრდაჲ. და უღირსად აღგიჩნდესა საქმენი ესე მდაბალნი ღმერთებისა? გარნა ესე რაჲ არს, რამეთუ არა თუ მდაბალნი იხილვებოდეს და მაღალნი დაფარულ იყვნეს. არამედ განგაცოფა შენ მოშურნემან მან და ზუავმან გონებამან შენმან და ღმრთისმბრძოლმან მან ამპარტავანებამან შენმან.

ხოლო ამისთჳს რაჲ სთქუა, რამეთუ კუალად იხილე კაცი ორმეოც დღე და ორმეოც ღამე თჳნიერ საზრდელისა კაცობრივისა, რომელსა-იგი ჰმსახურებდეს ანგელოზნი, რომელნი-იგი იხილენ რაჲ, შესძრწუნდი? რამეთუ რაჟამს იგი ნათელსა იღებდა მსგავსად კაცთა, მიზეზი იგი ნათლისღებისაჲ არა უწყოდე, რამეთუ არცა ღირს იყავ ცნობად, დაღაცათუ დაგტეხნა ჴმამან მან მამისამან და სულისა წმიდისა გარდამოსლვამან. ხოლო აწ შიმშილმან მისმან კადნიერ გყო და შეჰკადრე, ვითარცა ლიტონსა ვისმე კაცსა გამოცდად. და უმეცარ იქმენ თუ ვინ არს და მზაკუვარებით აზმნობდ ცთუნებასა და ეტყოდე, ვითარმედ: ”უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ არქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ” (მათე 4.3). რამეთუ სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: ”უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ” - უმეცრებისაჲ არს და რამეთუ ჭეშმარიტად უმეცარ იყავ. და უკუეთუ არა, ვითარმცა არა უწყოდე, რამეთუ მეუფესა არაარსთა დაბადებაჲ და არსთა, ვითარცა ინებოს, შეცვალებაჲ სწორებით ძალუც და ადვილ არს წინაშე მისსა? და საზრდელისა მიერ განსცდიდ, და შიმშილითა ეწყვებოდე მზრდელსა მას ყოველთა ჴორციელთასა და უფალსა მას დიდებისასა (I კორ. 2.8), რამეთუ შეგცილებოდა უკეთურებითა შენითა, ვითარმედ: ”არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა” (მათე 4.4). რამეთუ უკეთუმცა უწყოდე, ვითარმედ ძე არს ღმრთისაჲ, ესემცა სამე გეცნა უეჭუელად, ვითარმედ, რომელმან-იგი ორმეოც დღე და ორმეოც ღამე უნაკლულო ყო ჴორცთა ბუ(II)ნებაჲ, მას განაღა და სამარადისოდმცა ძალ ედვა უნაკლულო ყოფაჲ მათი.

[567]და რაჲსათჳს შეემშია? რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ ჭეშმარიტად მიიხუნა ჴორცნი მსგავსნი კაცთანი. რამეთუ პირველისა მის მიერ საცნაურ ყო, ვითარმედ ღმერთი არს, ხოლო მეორისა მიერ, ვითარმედ და კაციცა არს.

შენ უკუე, რომელი-ეგე ვითარცა ელვაჲ გარდამოითხიე მაღლისა მისგან დიდებისა (ლუკა 10.18), კადნიერ იქმნები და ეტყჳ უფალსა, ვითარმედ: ”გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანით” (მათე 4.6). და რომლისადა-იგი არსებაჲ ყოველთა სიმდიდრეთაჲ შერაცხილ არს ვითარცა არა არსი (რომ. 4.17) და, უფროჲსღა, ჴელსა შინა მისსა არიან ყოველნი საუნჯენი და სიმდიდრენი (I ნეშტ. 29.12; I I ნეშტ. 20.6), ამპარტავანებასა ასწავებ და ზუაობად მოუწოდ აღუზუავებელსა მას, და იჩემებ მისთჳს აღმოკითხვასა წერილთასა და რამეთუ: ”და ანგელოზთა მისთა დაუბრძანებიეს შენთჳს”, და ვითარმედ: ”ჴელთა მათთა ზედა ღგიპყრან შენ, რაჲთა არა წარსცე ქვასა ფერჴი შენი”?! (მათე 4.6) და ნეშთისა მის მიპარვად ღონე-ჰყოფ! ანუ არა შენთჳს და შენთა მათ უკეთურთა მჴედრობათათჳს პირველ მრავლისა ჟამისა აღწერა მანვე წინაჲსწარმეტყუელმან და თქუა, ვითარმედ: ”ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხჳდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი”? (ფს. 90.13).

და ვინაჲთგან შენ დასათრგუნველ ხარ ფერჴთა უფლისათა, ვითარ განსცდი განუცდელსა მას და დაივიწყებ ბრძანებასა მას შჯულისმდებელისასა, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: ”არა განსცადო უფალი ღმერთი შენი”? (შჯ. 6.16) და არა თუ ამას ხოლო იქმ, არამედ კადნიერცა იქმნები საქმეთა ღმრთისათა განჩემებად, შეგინებულო, და ვითარმედ შენდა მოცემულ არს ჴელმწიფებაჲ მათი (ლუკა 4.6; მათე 4.9) და დაცემასა შენსა წინაუყოფ ღმერთსა და მისსა მისდა მიცემად აღუთქუამ, უკუეთუ დავარდეს ქუეყანასა ზედა და თაყუანისგცეს შენ (მათე 4.9). და ვითარ არა შესძრწუნდი ესევითარისა ამის ჴმისა წინაყოფად მეუფისა, ჵ, ყოველთა სულთა ბოროტთა უუკეთურესო და უბოროტესო სულო!” და აზმნობ ნაყროვანებითა ძლევასა მისსა და ზუაობითა მონადირებასა მისსა, და საჴმართმოყუარებითა და მთავრობისმოყუარებითა უღმრთოებად მიიზი(V)დავ შენ. [568]შენ, მომპოვნებელი ეგე ყოვლისა ბოროტისაჲ - ბელიარ, ვეშაპი ეგე განდგომილი და გუელი გულარძნილი ქუესკნელისაჲ, რომელი-ეგე ღმერთსა განუდეგ და ქრისტესა განეშორე და სულისა წმიდისაგან უცხო იქმენ და მწყობრისაგან წმიდათა ანგელოზთაჲსა განიკითხე და შჯულთა საღმრთოთა მაგინებელ იქმენ და მტერ წესთა მათ შჯულიერთა. რომელი-ეგე პირველქმნილთა მათ ზედა აღჰბორგდი და საღმრთოჲსა მცნებისა დამთრგუნველ ჰქმნენ და ღმერთსა განაშორენ და სამოთხით ექსორია-ჰყვენ, რომელთა-იგი არარაჲ სადა ევნო შენდა. რომელმან აბელს ზედა ძმისმკვლელი კაინ აღშჭურვე და უბრალოჲ იგი უჟამოდ და მწარედ მოაკლვიე; და იობს მართალსა მრავალფერად ეკუეთე; და ყოველთა წმიდათა მრავალი შრომაჲ შეამთხჳე. შენ ეტყჳ უფალსა, ვითარმედ: ”უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანისმცე მე”?! ეჰა კადნიერებაჲ! ეჰა სილირწე9! მონაჲ ლტოლვილი, მონაჲ საგუემელი და ღირსი ყოვლისა ბოროტისაჲ, რომელი-იგი განუდგა სახიერსა მას მეუფესა, შემოქმედსა და ღმერთსა და მპყრობელსა ყოველთა ხილულთა და უხილავთასა ეტყვის, ვითარმედ: ”უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანისმცე მე”!

ხოლო უფალი სულგრძელებს და არა ჰაერად განაბნევს და სრულიად უჩინო ჰყოფს არსებასა მისსა, რომელი ესრეთ მყეფარ იქმნების და ცოფ, არამედ სიმშჳდით მიუგებს, ვითარმედ: ”წარვედ ჩემგან მართლუკუნ ეშმაკო” (მათე 4.10). და არა ეტყჳს, ვითარმედ: წარვედ დაწყეულო ცეცხლსა მას დაუშრეტელსა და ბნელსა გარესკნელსა; არამედ, ვითარმედ წარვედ ჩემგან მართლუკუნ მათ ადგილთა, რომელნიცა აღირჩიენ, წარვედ მუნ სადაცა-იგი თჳთ შეიყუარე წარსლვაჲ უკეთურებითა შენითა; რამეთუ მე არა უმეცარ ვარ, თუ ვინ ვარ და თუ ვის მიერ მოვლინებულ ვარ; და უწყი, თუ ვისი ჯერ-არს თაყუანისცემაჲ; რამეთუ ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ”უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე” (მათე 4.10; II შჯ. 6.13); უწ(II)ყი მხოლოჲ იგი, მეცნიერ ვარ ერთისა მის, რომელსა-იგი შენ განუდეგ; და არა ვარ ღმრთისმბრძოლ და აღვიარებ უვაღრესობასა; და არა უმეცარ ვარ შობისა მის ჩემისა მიზეზსა - მამასა.

ამათ უკუე სიტყუათა სიყუარულისა თქუენისათჳს ვიიძულე აღმოთქუმად და წარმოცემად თქუენდა, ძმანო, სადიდებელად [569]ღმრთისა. და გამცნებ და გასწავებ, არათუ ვითარმცა ვიყავ რაჲმე, არამედ ვითარცა ძმაჲ.

დაემორჩილენით ეპისკოპოსსა თქუენსა და მღდელთა და დიაკონთა. და იყუარებოდეთ ურთიერთარს უფლისა მიერ, ვითარცა ხატნი სამეუფონი.

მეუღლეთა თქუენთა, ქმარნი, ვითარცა თჳსთა ასოთა, ესრეთ ჰყუარობდით. და ცოლთა, ეგრეთვე განუწვალებელად გიყუარდინ ქმარნი თქუენნი (ეფეს. 5).

უკუეთუ ვინმე ქალწულებდეს, გინა იღუწიდეს, ნუ მაღლოჲს, რაჲთა არა წარწყმიდოს სასყიდელი თჳსი.

დღესასწაულთა ნუ შეურაცხჰყოფთ. და წმიდათა მათ ორმეოცთა დღეთა წადიერად იმარხევდით, რამეთუ აქუს მათ ხატი და მსგავსებაჲ უფლისა მოქალაქეობისაჲ, შჳდეულითურთ ვნებისაჲთ. და ოთხშაბათ-პარასკევთა ნუ უგულებელს-ჰყოფთ, არამედ წადიერად იმარხევდით. და ნამეტნავსა თქუენსა გლახაკთა განუყოდით10.

რომელმან კჳრიაკე ანუ შაბათი იმარხოს, თჳნიერ ერთისა შაბათისა, იგი ქრისტეს მკლველი არს.

ლოცვანი თქუენნი მიჰფინენით ანტიოქიისა ეკლესიასა, სადაჲთ-იგი კრული წარვჰყავ ჰრომედ.

მოვიკითხავ წმიდასა ეპისკოპოსსა პოლიკარპოსს, მოვიკითხავ წმიდასა ეპისკოპოსსა ვიტალის და წმიდათა პატიოსანთა მღდელთა და ჩემთანა მონათა ღმრთისათა - დიაკონთა, რომელნი-იგი სწორად სულისა ჩემისა მიყუარან.

მერმეცა უკუე ვამცნებ ეპისკოპოსსა და მღდელთა ქრისტეს მიერ: რომელი ჰურიათა თანა აღასრულებ(415)დეს აღვსებასა და ანუ თუ წესსა ზატიკობისა მათისასა შეიწყნარებდეს, ზიარ და მონაწილე არს მათდა, რომელთა-იგი მოკლეს უფალი და მოციქულნი მოსწყჳდნეს.

მოგიკითხვენ თქუენ ფილონ და აღათოპოს დიაკონნი.

მოვიკითხავ მწყობრსა ქალწულთასა, კრებულსა ქურივთასა, რომელნი-იგი მიყუარან უფლისა მიერ.

მოვიკითხავ ერსა უფლისასა მცირეთაგან, ვიდრე დიდადმდე მათდა.

[570]წარმოვეც წიგნი ესე ჩემი ევფანის მიერ წიგნისმკითხველისა, კაცისა ღმრთივპატივცემულისა და სარწმუნოჲსა, რომელი-იგი ვპოვე რიგიონ11 აღ-რაჲ-ვიდოდა ნავსა.

მოიჴსენენით კრულებანი ჩემნი (კოლ. 4.18), რაჲთა სრულ ვიქმნე ქრისტეს მიერ.

ცოცხლებითმცა ხართ და მშჳდობით სულით და ჴორცით და სამშჳნველითურთ, და სრულებითმცა და უნაკლულოდ ჰზრახავთ წესსა სარწმუნოებისასა და ღმრთისმსახურებისასა. მართლ-უკუაქცევდით მუშაკთა მათ უშჯულოებისათა და სიტყჳსა ჭეშმარიტებისა განმხრწნელთა (ლუკა 13.27; მათე  7.23), განძლიერებულნი მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა.

----------------------------------------------------------------------------------------------

1 - ბერძნულ ტექსტში ვკითხულობთ: ”მისივე ფილიპელებს ნათლისღების შესახებ” (περί βαπτίσματος).

2 - ესეა.

3 - თ(ავი)სა.

4 – A 60: აღსარებაჲ.

5 - შიშთვილი - დახრჩობა.

6 - უგლიმი - მოურიდებელი, ურცხვი.

7 - ცილება - მოტყუება.

8 - განჰლიგნება - გაოგნება, გაშტერება.

9 - სილირწე - გარყვნილება, ურცხვინოება.

10 - შდრ. სწავლა ”მარხვისათჳს”, რომელიც წმ. იოანე ოქროპირს მიეწერება, - მამათა სწავლანი X და XI ს-ის ხელნაწერების მიხედვით. თბ., 1955, გვ. 25-26.

11 – A 60: რიგიონს.


მეექუსე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი ფილადელფელთა მიმართ

ეგნატი ღმერთშემოსილი, ეკლესიასა ფილადელფისასა, ღმთისა მამისა და უფლისა იესუ ქრისტეს მიერ შეყუარებულსა და შეწყალებულსა და დამყარებულსა სიმტკიცითა და ერთობითა ღმრთისა მიერითა, და განმხიარულებულსა ვნებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა შეუორგულებელად, და აღდგომითა მისითა გულსავსე-ქმნილსა ყოვლითა მოწყალებითა; რომელსა მოვიკითხავ სისხლითა იესუ ქრისტესითა, რომელი-იგი არს სიხარული საუკუნოჲ, დაუსრულებელი მათთჳს, რომელნი-იგი ერთობითა მის მიერითა ცხოვნდებოდინ ეპისკოპოსსა თანა და მღდელთა და დიაკონთა; რჩეულთა ნებითა ღმრთისა მამისაჲთა უფლისა მიერ იესუ ქრისტესა, რომელმან-იგი ჯერჩინებისაებრ თჳსისა დააფუძ(II)ნა იგი მტკიცედ კლდესა მას ზედა სარწმუნოებისასა (მათე 16.18), აღშენებითა მით სულიერითა და ჴელით უქმნელითა; რომელსა-იგი ეკუეთნეს ქარნი და მდინარენი, და ვერ შეუძლეს შეძრვაჲ მისი; და ნუცამცა ოდეს შეუძლებენ სულნი იგი უკეთურნი და არაწმიდანი, არამედ მომცა-უძლურებულ-არიან იგინი ძალითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა.

ვიხილე, ძმანო, ეპისკოპოსი თქუენი და გულისჴმა-ვყავ, რამეთუ არა თავით თჳსით და არცა კაცთა მიერ ღირს იქმნა ესე ვითარსა მის საღმრთოჲსა მსახურებისა ჴელთდებად. და არცა ზუაობით, არამედ სიყუარულითა ქრისტეს იესუჲსითა და ნებითა ღმრთისა მა[571]მისაჲთა, რომელმან აღადგინა იგი მკუდრეთით (გალ. 1.1). რომლისა-იგი სიმშჳდემან განმაკრთო მე. რომლისა-იგი დუმილსა უფროჲს ძალუც მრავლისმეტყუელთასა. და რამეთუ მართულ არს იგი მცნებათა მიერ და სამართალთა უფლისათა, ვითარცა ათძალი მორთული. და არს იგი უბრალოჲ, არაჲთ უნაკლულეს ზაქარია მღდელთმთავრისა (ლუკა 1.6). ამისთჳსცა ჰნატრის სული ჩემი საღმრთოსა მას ერთგულებასა მისსა ღმრთისა მიმართ. და ვცან, რამეთუ საუნჯე არს იგი ყოველთა სათნოებათაჲ და სრულ ყოვლითა კეთილითა. და მყუდროებაჲ იგი მისი და ურისხველობაჲ და უშფოთველობაჲ მობაძავი ღმრთისაჲ ფრიად დამიკჳრდა და მადლი შევწირე ღმრთისა.

გევედრები თქუენ საყუარელნო ჩემნო, ვითარცა შვილნი ჭეშმარიტისა ნათლისანი ევლტოდეთ განწვალებასა ერთობისასა და ბოროტის მოძღურებასა მწვალებელთასა, რომელთა მიერ შეიგინა ყოველი ქუეყანაჲ (იერ. 23.15). და სადაცა იყოს მწყემსი თქუენი, მუნცა მისდევდით მას, ვითარცა ცხოვარნი. რამეთუ მრავალნი მგელნი სამოსლითა ცხოვართაჲთა შემოსილნი (მათე 7.15), საქმეთა მიერ ბოროტთა და ბილწთა გულისთქუმათა წარსტყუენვენ საღმრთოდ განმზადებულთა და ღმრთისა მიმართ მორბედისა. გარნა, ვესავ ღმერთსა, ვითარმედ, ერთობითა თქუენითა, ვერ პოონ მათ თქუენ შორის ადგილი.

განეშორენით უკუე ჯეჯლთა მათგან ბოროტთა(v), რომელთა-იგი არა აღმოაცენებს მუშაკობაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, არამედ მჴეცი იგი კაცისმკლველი და სულთა მომსრველი; რამეთუ არა არიან იგინი დანერგულ მამისა, არამედ - თესლ უკეთურისა.

და არა თუ განყოფილებაჲ რაჲმე მიპოვნიეს თქუენ შორის და მისთჳს მივსწერ ამას, არამედ წინაჲსწარ განგაკრძალებ თქუენ, ვითარცა შვილთა ღმრთისათა. რამეთუ რაოდენნი იყვნენ ქრისტესნი, იგინი ეპისკოპოსისა თჳსისაგან განუშორებელ არიან; ხოლო რავდენნიცა მისდრეკენ მისგან და დაწყეულთა მათ თანა ზიარებაჲ აღირჩიონ, იგინი მათთანავე მოეკუეთნენ, რამეთუ არ არიან ნამუშაკევნი ქრისტესნი, არამედ ღუარძლნი მტერისანი; რომლისაგან იგი ჴსნილმცა ხართ ყოვლადვე და სამარადისოდ ლოცვითა მწყემსისა და წინამძღურისა თქუენისაჲთა, სარწმუნოჲსა მის და მშჳდისაჲთა.

[572]გლოცავ თქუენ უფლისა მიერ, რაოდენნიცა სინანულად მოვიდენ და ზიარებასა ეკლესიისასა შეერთნენ, ყოვლითავე სიმშჳდითა შეიწყნარენით ეგევითარნი-იგი, რაჲთა სიტკბოებითა და ძჳრუჴსენებლობითა თქუენითა განიფრთხონ საბრჴეთაგან ეშმაკისათა (II ტიმ. 2.26), და ღირს იქმნენ სათნო-ყოფად ღმრთისა და მიემთხჳნენ საუკუნესა ცხორებასა სასუფეველსა შინა იესუ ქრისტესსა.

ნუ სცთებით ძმანო! რამეთუ უკუეთუ ვინმე განმბრძარველსა და განწვალებულსა ჭეშმარიტებისაგან შეუდგეს, სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდროს. და უკუეთუ ვინმე ტყუვილისა მეტყუელსა ქადაგსა არა განეშოროს, გეჰენიასა შინა დაისაჯოს. რამეთუ არაცა მწვალებელთა ჯერ-არს შეერთებაჲ და არცა მართლმადიდებელთაგან განშორებაჲ.

უკუეთუ ვინმე მწვალებლითა გონებითა ვიდოდის, ეგევითარი-იგი არა არს ქრისტესი, არცა ზიარი ვნებათა მისთაჲ, არამედ მელი განმრყუნელი ქრისტეს ვენაჴისაჲ (ქებ. 2.15). ესევითარსა მას (II) ნუ თანა-აღერევით, რაჲთა არა წარსწყმდეთ მის თანა; გინა თუ მამაჲ იყოს, გინა თუ ძე, გინა თუ ძმაჲ, გინა თუ მეგობარი (I კორ. 5.11; II თეს. 3). რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ: ”არა ჰრიდოს მას თუალმან შენმან” (შჯ. 13.6,8).

მოძულეთა უკუე ღმრთისათა მოძულებაჲ ჯერ-არს ჩუენდაცა და მტერთა მისთა ზედა განლევაჲ (ფს. 138.21); გარნა არა ცემაჲ მათი, არცა დევნაჲ (მსგავსად წარმართთა, რომელთა არა იციან ღმერთი, I თეს. 4.5), არამედ მტერად შერაცხვაჲ და განშორებაჲ მათგან. ხოლო სწავლაჲ და მოძღურებაჲ და სინანულად მოწოდებაჲ და ვედრებაჲ მათი, ნუ უკუე და ისმინონ, ვინ უწყის, და ნუ უკუე და მოდრკენ, რამეთუ კაცთმოყუარე არს ღმერთი ჩუენი და ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხოვრებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ (I ტიმ. 2.4); და ამისთჳს მზესა თჳსსა აღმოაბრწყინვებს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა (მათე 5.45); რომლისა სიტკბოებასა მიმსგავსებაჲ ჩუენი ჰნებავს უფალსა და გჳბრძანებს, ვითარმედ: ”იყვენით სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს” (მათე 5.48).

[573]მე უკუე გესავ თქუენ უფლისა მიერ, ვითარმედ სხუასა არა რას ჰზრახვიდეთ. და ამისთჳს გლოცავ და გევედრები თქუენ, და კადნიერ ვიქმნები მიწერად სიყუარულისა თქუენისა, რაჲთა ერთსა სარწმუნოებასა და ერთსა ქადაგებასა და ერთსა მადლობასა ზედა ეგნეთ. რამეთუ ერთ არს ჴორცი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და ერთ სისხლი მისი, რომელ ჩუენთჳს დაითხია. და რამეთუ ერთი პური განიტეხა ყოველთათჳს და ერთი სასუმელი განეყო ყოველთა, და ერთი საკურთხეველი აღმართებულ არს ყოველთა ეკლესიათა შინა, და ერთი ეპისკოპოსი მღდელთა თანა და დიაკონ(416)თა. ჩემთანა მონათა ღმრთისათა. ვინაჲთგან ერთი ღმერთი არს ყოველთაჲ, უშობელი იგი მამაჲ; და ერთი მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ, ღმერთი სრული და კაცი; და ერთი ნუგეშინისმცემელი იგი, სული ჭეშმარიტებისაჲ; და ერთი ქადაგებაჲ და ერთი სარწმუნოებაჲ და ერთი ნათლისღებაჲ (ეფეს. 4.5); და ერთი ეკლესიაჲ, რომელი დააფუძნეს წმიდათა მოციქულთა კიდითგან ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა სისხლითა ქრისტეჱსითა და თჳსითა შრომითა და ოფლითა. და თქუენდაცა ჯერ-არს, რაჲთა ვითარცა ერთი საზეპუროჲ და ნათესავი წმიდაჲ (ტიტ. 2.14; II პეტრე 2.6), სამღდელოჲ და სამეუფოჲ, ყოველსავე ქრისტეს მიერ ერთობით აღასრულებდეთ.

ცოლნი ქმართა დაემორჩილენით შიშითა ქრისტესითა (ეფეს. 5 და 6).

ქალწულნი უხრწნელებით სძალ ექმნენით ქრისტესა: არათუ ვითარმცა გძაგდა ქორწინებაჲ. არამედ ვითარცა უვაღრესისა მოსურნენი; არა შემასმენელად მეუღლებისა, არამედ რაჲთა მოიცალოთ წურთად შჯულსა უფლისასა (I კორ. 7.22).

შვილნი ერჩდით მშობელთა და მოუთმენდით მათ და გიყუარდეთ იგინი, ვითარცა თანაშემწენი ნებისა ღმრთისანი შობისა თქუენისათჳს.

მონანი ჰმორჩილობდით თჳსთა უფალთა ღმრთისა მიერ, რაჲთა ქრისტეს მიერი აზნაურებაჲ მოიღოთ.

ქმართა გიყუარდეთ თჳსნი ცოლნი, ვითარცა თქუენთანავე მონანი ღმრთისანი და ვითარცა თჳსნი ჴორცნი და ვითარცა ზიარნი ცხორებისანი და თანაშემწენი შვილიერებისანი.

ქალწულთა ქრისტემცა ხოლო გაქუს წინაშე თუალთა თქუენთა და მამაჲ მისი ლოცვათა შინა თქუენთა, რაჲთა განჰნათლდეთ მადლითა სულისაჲთა. რამეთუ ესრეთ არს წადიერებაჲ სულისა ჩემისაჲ, რაჲთა ჰბაძვიდეთ წმიდათა მათ და ყოვლადქებულთა მოღუა[574]წეთა, რომელნი სიწმიდით ცხორებითა შეიმკვნეს, ვითარცა ელია და ისო ნავესი და მელქისედეკ და ელისე და იერემია და იოანე ნათლისმცემელი და საყუარელი მოწაფე1 და ტიმოთე და ტიტე და ევ(II)ვოდოს2 და კლემენტოს3, რამეთუ ამათ ყოველთა სიწმიდით განვლეს ცხორებაჲ ესე. და არა თუ სხუათა მათ წმიდათა, რომელნი ქორწინებასა შინა განბრწყინდეს ვსძაგებ და ამისთჳს მოვიჴსენენ ესე (რამეთუ ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა მტუერსა ხოლო ფერჴთა მათთასა ღირს ვიქმნე მიმთხუევად სასუფეველსა შინა ცათასა, ვითარ-იგი იყო აბრაჰამ და ისაკ და იაკობ და იოსებ და ესაია და სხუანი იგი წინაჲსწარმეტყუელნი და პეტრე და უმრავლესნი მოციქულნი, რომელთა-იგი ექორწინა), არამედ სიყუარულითა ქალწულებისაჲთა, წადიერებისა მიერ იძულებულმან, გონებად მოვიხუნე წმიდანი იგი და მოვიჴსენენ, რაჲთა გულსმოდგინე გყვნე.

მამათა განსწავლენით შვილნი თჳსნი სწავლითა და მოძღურებითა და ღმრთისაჲთა (ეფეს. 4.6) და ასწავენით მათ წმიდანი წერილნი და ჴელოვნებანი და ხუროებანი, რაჲთა არა უხაროდის უქმობაჲ, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: ”კეთილად აღზარდის მამამან მართალმან შვილი გონიერი და გული მისი იხარებენ მის ზედა” (იგავ. 23.24).

და უფალნი ეგე ტკბილ იყვენით თჳსთა მონათა მიმართ და სწყალობდეთ მათ, ვითარცა-იგი გუასწავებს წმიდაჲ და ნეტარი იობ (იობ. 31.13,16). რამეთუ ერთი ბუნებაჲ არს და ერთი ტომებაჲ კაცთა არსებისაჲ, და ქრისტეს მიერ არცა მონებაჲ არს და არცა აზნაურებაჲ (გალ. 3.28), არამედ ყოველთა ერთობაჲ და სიყუარული.

მთავარნი ერჩდით კეისარსა, და მჴედარნი - მთავართა, და დიაკონნი - მღდელთა, და ნეშტნი მნენი4 ყოვლისა თანა ერისა და მჴედართა და მთავართა და კეისარ - ეპისკოპოსსა, და ეპისკოპოსი - ქრისტესა5, ვითარცა ქრისტე - მამასა, რაჲთა ესრეთ ერთობაჲ ყოვლით კერძო აღემატებოდეს.

[575]იყვნედ უკუე და ქურივნიცა ნუ მიმოტაცებულ, ნუ ნაყროვან, ნუ მიმომავალ, არამედ ვითარცა ივდით - პატიოსანი (ივდ. 8.4,6), და ვითარცა ანნა - უბიწოჲ (ლუკა 2,36-37).

და ამას არა ვითარცა მოციქული გიბრძანებ, რამეთუ ვინ ვარ მე, ანუ თუ რაჲ არს სახელი6 (V) [მამისა ჩემისაჲ] (I მეფ. 18.18; II მეფ. 7.18), რაჲთამცა სწორად მათსა ვმეტყველებდი? არამედ, ვითარცა თანამოსაგრე თქუენი (ფილიპ. 2.25) განმაკრძალებელისა სახითა გასწავებ.

რამეთუ ფრიად გარდაფენილ არს სიყუარული თქუენი გულსა შინა ჩემსა და მხიარული სულითა განგაკრძალებ. და არა მე, არამედ ჩემ მიერ უფალი იესუ ქრისტე, რომლისათჳს-ესე შეკრულ ვარ. ხოლო მე თავისა თჳსისათჳს უფროჲსღა შეშინებულ ვარ, რამეთუ წუთღა განუსრულებელ ვარ და ვესავ ლოცვასა თქუენსა, რაჲთა სრულ მყოს მე ღმრთისა მიმართ; რაჲთა რომლითა-ესე ვიჩინე, მივემთხჳო სახარებასა მას, რომელსაცა შევევედრე, ვითარცა თანაჴორცი ქრისტესი და თანამოკარვე მოციქულთაჲ და თანამღდელი მღდელთა ეკლესიისათაჲ და მეგობარი წინაჲსწარმეტყუელთაჲ, რომელთა-იგი ქრისტე ქადაგეს და სულისა წმიდისა ტაძარ იქმნნეს, ვითარცა-იგი მოციქულნი.

რამეთუ ვითარცა-იგი ცრუ წინაჲსწარმეტყუელთა და ცრუ მოციქულთა ერთი და სწორი სული მაცთურისაჲ მიიზიდეს და ერსა ჰმოგუნიდეს და აცთუნებდეს, ეგრეთვე წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთა ერთი და სწორი, თავადი იგი სული წმიდაჲ, სახიერი და მთავარი ჭეშმარიტებისა და სწავლულებისაჲ მიიღეს ღმრთისაგან იესუ ქრისტეს მიერ - სული წრფელი (ფს. 50.12-14; იოანე 16.13). რამეთუ ერთი ღმერთი არს ძუელისა და ახლისა შჯულისაჲ, და ერთი შუვამდგომელი ღმრთისა და კაცთაჲ (I ტიმ. 2.5), შემოქმედი ხილულთა და უხილავთაჲ და მოღუაწე და განმაწესებელი თითოეულთა ბუნებათა შემსგავსებულისა ღუწოლისაჲ, და ერთი სული წმიდაჲ, ნუგეშინისმცემელი, რომელი იტყოდა და იქმოდა ძალთა და სასწაულთა წინაჲსწარმეტყუელთა შორის და მოციქულთა.

[576]და ყოველნი წმიდანი ძუელსა და ახალსა შჯულსა შინა გამოჩინებულნი, ქრისტეს მიერ სცხოვნდეს. (II) რამეთუ ესვიდეს მას და მოელოდეს და მის მიერ მიემთხჳნეს ცხორებასა; რამეთუ იყვნეს იგინი ღირს საკჳრველებისა და ღირს სიყუარულისა საღმრთოჲსა, რომელნი-იგი წმიდად იწამნეს იესუ ქრისტეს მიერ სახარებასა შინა ზოგადითა მით სასოებითა.

უკუეთუ ვინმე ერთსა ღმერთსა აღიარებდეს შჯულისა და წინაჲსწარმეტყუელთა მფლობელად, ხოლო ქრისტესა უვარჰყოფდეს, ვითარმედ: არა არს ძე ღმრთისაჲ, - იგი მტყუვარ არს, ვითარცა მამაჲ მისი ეშმაკი (იოანე 8.44), და არს ეგევითარი-იგი მტყუვარი ჰურიაჲ7 და ჴორცითა წინადაცუეთილი8.

უკუეთუ ვინმე აღიარებდეს უფალსა იესუ ქრისტესა, ხოლო ღმერთსა შჯულისა და წინაჲსწარმეტყუელთასა უვარჰყოფდეს და იტყოდეს, ვითარმედ: არა არს შემოქმედ ცისა და ქუეყანისა მამაჲ უფლისა იესუ ქრისტესი, - ეგევითარი-იგი ჭეშმარიტებისაგან უცხო ქმნილ არს, ვითარცა მამაჲ მისი ეშმაკი (იოანე 8.44), და არს იგი მოწაფე სჳმონ მოგვისაჲ9 და არა სულისა წმიდისაჲ.

უკუეთუ ვინმე აღიარებდეს ერთსა ღმერთსა და აღიარებდეს უფალსა იესუ ქრისტესა, გარნა ლიტონად კაცად იტყოდის მას და არა ღმრთად მხოლოდშობილად და სიბრძნედ და სიტყუად ღმრთისად, არამედ სულისა და ჴორცთაგან აგებულად ჰგმობდეს მსგავსად ჩუენსა10, ეგევითარი-იგი გუელი არს წამლიანი, საცთურისა და უკეთურებისა მქადაგებელი წარსაწყმედელად კაცთა. და არს ეგევითარი-იგი გლახაკ და დავრდომილ გონებითა და ცხოვრებასა ამას შინა, ვითარცა განრღუეული ცხედარსა ზედა ეგრეთ მდებარე არს.

ხოლო უკუეთუ ვინმე ამას აღიარებდეს და შჯულიერსა ქორწინებასა და შვილთა სხმასა ხრწნილებად და შეგინებად სახელსდებს, და ანუ თუ რომელთამე ჭამადთა საძაგელად უწოდდეს, ეგევითარსა მას თანამკჳდრად თჳსად მოუ(417)გიეს ვეშაპი იგი განდგომილი, სულთა მომსრველი.

[577]უკუეთუ ვინმე მამასა და ძესა და სულსა წმიდასა აღიარებდეს და დაბადებულთა ღმრთისათა აქებდეს, ხოლო განკაცებასა უფლისასა უცნობად სახელსდებდეს და საუფლოჲ იგი ვნებაჲ სირცხჳლ-უჩნდეს, ეგევითარსა მას სარწმუნოებაჲ უვარ-უქმნიეს არაჲთ უდარეს ქრისტეს მკვლელთა ჰურიათასა.

უკუეთუ ვინმე ამას აღიარებდეს, ხოლო ღმრთისა სიტყჳსათჳს იტყოდეს, ვითარმედ: დაემკჳდრა კაცობრივთა ჴორცთა შორის და იყო განთჳსებულად სიტყუაჲ-ღმერთი, ვითარცა სული ჴორცთა შინა და ვითარცა მოდგამი, გინა მეზობელი თჳნიერ კაცობრივისა სულისა; და უჯეროთა შეერთებათათჳს იტყოდეს, ვითარმედ: კეთილ არიან; და თავად ყოველთა კეთილთა გულისთქუმაჲ შეერაცხოს, ვითარცა ცუდ-სახელსა ნიკოლაელთა წვალებისა მოძღუარსა, ეგევითარი-იგი არცა ღმრთისმოყუარე არს, არცა ქრისტესმოყუარე, არამედ განმხრწნელი თჳსთა ჴორცთაჲ და ჴუებულ არს იგი მადლთაგან სულისა წმიდისათა და უცხო ქრისტესგან.

და ყოველნივე ესევითარნი ძეგლნი არიან ქვისანი და სამარენი მკუდართანი, რომელთა ზედაწერილი ხოლო აქუს მომკუდართა კაცთა სახელისაჲ, ხოლო შინაგან სავსე არიან ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა.

ევლტოდეთ ჰავჴელოვანთა მათ არაწმიდისა სულისა საბრჴეთა, რომელი-იგი აწ იქმს ძეთა მათ შორის ამის სოფლისათა (ეფეს. 2.2), ნუუკუე შესწუხნეთ11 რაჲ და იჴსნნეთ12 და მოუძლურდეთ წესთაგან სიყუარულისათა. არამედ ყოველნივე ურთიერთარს ერთსულ იყვენით და ერთგულ და ერთგონება განუყოფელ და ერთნება და ერთგანზრახვა (ფილიპ. 2.2), და ყოლადვე და სამარადისოდ ერთი დიდებაჲ ღმრთისაჲ და ერთი მართლმადიდებლობაჲ ყუავოდენ თქუენ შორის. განსუენებათა შინა და ჭირთა და წუხილთა და (II) სიხარულთა ერთობით ჰმადლობდით ღმერთსა ქრისტეს იესუჲს მიერ.

და ყოველსავე, რომელსაცა მივსწერ თქუენდა, უზაკუველითა სიყუარულითა და მდუღარითა სულითა მივსწერ, რამეთუ ვერვინ ამხილებს თქუენგანი გონებასა ჩემსა და ვერცა ვინ იქადის ვერცა ცხადად, ვერცა დაფარულად, უკუეთუ-და-რაჲ ვისმე უმძიმე, განა თუ მცირედითა და გინა თუ დიდითა13. ვინაჲცა ყოველთა ამათ [578]სიტყუათა, რომელთა ვიტყჳ, ვლოცავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა გექმნენ თქუენ საწამებელ.

რამეთუ, დაღაცათუმცა ჴორციელად ვისმე ენება ცთუნებაჲ ჩემი, გარნა სული წმიდაჲ არა სცთების, რამეთუ ღმრთისაგან მოვიღე იგი, რამეთუ უწყის ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს (იოანე 3.8) და დაფარულთა ამხილებს. ამისთჳსცა ვხმობ დიდითა ჴმითა შორის ყოველთაჲსა მდგომარე, ვითარმედ (არა ჩემნი არიან სიტყუანი ესე, არამედ ღმრთისანი): ეპისკოპოსსა ერჩდით და ხუცესთა და დიაკონთა. ხოლო უკუეთუ გგონიეს, ვითარმედ წინაჲსწარ მისწავიეს განწვალებაჲ თქუენი, გინა განყოფილებაჲ და ამისთჳს ვიტყჳ ამას, მოწამე არს ჩემდა რომლისათჳს-იგი შეკრულ ვარ, რამეთუ კაცობრივისა პირისაგან არა მისწავებიეს ესე; ხოლო სულმან წმიდამან მიქადაგა ესე და მეტყოდა, ვითარმედ: თჳნიერ ეპისკოპოსისა ნურარას იქმთ14. და ჴორცნი თქუენნი, ვითარცა ტაძარნი ღმრთისანი წმიდად დაიმარხენით (I კორ. 3.16; 6.19); და ერთობაჲ გიყუარდინ და განყოფილებასა ევლტოდეთ; და მობაძავ იქმნენით პავლესა და სხუათა მათ მოციქულთა, ვითარცა იგინი - ქრისტესა (I კორ. 11.1).

მე უკუე, ვითარცა კაცი, თჳსსა ვიქმოდე შემაერთებელად და დამამტკიცებელად თქუენდა, დამტკიცებული გიწამებ და ვიტყოდე, ვითარმედ: სადა განყოფილებაჲ იყოს ნებათაჲ და მრისხანებაჲ და სიძულილი, მუნ ღმერთი არა დაემკჳდრების. ხოლო სულმან წმიდამან ესრეთ დაამტკიცა ჩუენ მიერი იგი განზრახვაჲ, ვითარცა გესმა (რამეთუ არასამე ვიქმოდეთ გარეშე საღმროჲსა (V) ნებისა: ყოველთავე უკუე მონანულთა შეუნდობს ღმერთი, უკუეთუ ოდენ მიისწრაფონ ერთობასა ქრისტესა და შეევედრნენ მო[ძღ]ურებასა ეპისკოპოსისასა. და მრწამს, მადლითა ქრისტჱსითა, ვითარმედ დაჰჴსნეს თქუენგან ყოველივე საკჳრველ სიცრუისაჲ მადლმან საღმრთომან და სწავლამან მღდელთმთავრისა თქუენისამან.

გლოცავ თქუენ და გევედრები: ნურარასმცა იქმთ ჴდომით და შურით (ფილიპ. 2.3), არამედ მოძღურებისაებრ ქრისტეს მეუფისა, რამეთუ [579]მესმა ვიეთთჳსმე, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: უკუეთუ ძუელთა შორის არა ვპოვო, სახარებისაჲ არა მრწამს. ხოლო ესევითართა მათ ესრეთ ვეტყჳ, ვითარმედ: ჩემდა პირველ და დასაბამ დაუსაბამო იესუ ქრისტე არს, რომლისა-იგი ურჩებაჲ - ცხადი წარსაწყმედელი არს და მომსრველი საუკუნოჲ. და კუალად: შეუხებელ და დასაბამ ჩემდა არს ჯუარცუმაჲ მისი და ჯუარი და სიკუდილი და მკუდრეთით აღდგომაჲ და ამათი სარწმუნოებით აღსაარებაჲ, რომელთა მიერ იქმნების განმართლებაჲ ჩემი და ყოველთა მორწმუნეთაჲ, თანაშეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა.

რომელსა სახარებისაჲ არა ჰრწმენეს, ეგევითარი-იგი ძუელთა და ახალთა და ერთბამად ყოველთადავე ურწმუნო არს. რამეთუ სულსა წმიდასა15 წინაშე ძუელნი და ახალნი სწორებით განფენილ არიან და არარაჲ იხილვების მის წინაშე ძუელ და ადრინდელ.

ფიცხელ არს წიხნაჲ დეზისაჲ (საქმე 9.5; 26.14), ფიცხელ არს ურწმუნოებაჲ ქრისტესი, ფიცხელ არს შეურაცხებაჲ მოციქულთა ქადაგებისაჲ.

კეთილ არიან მღდელნი და დიაკონნი სიტყჳსანი; ხოლო მღდელთმოძღუარი უვაღრეს არს, რომლისადა რწმუნებულ არს წმიდაჲ იგი წმიდათაჲ, რომლისადა-იგი რწმუნებულ არიან საიდუმლონი ღმრთისანი.

კეთილ არიან ძალნი იგი მსახურნი ღმრთისანი. და წმიდა არს სული წმიდაჲ ნუგეშინისმცემელი. და წმიდა არს16 სიტყვაჲ და ძე (II) მამისაჲ, რომლისა მიერ მამამან შექმნნა ყოველნი და ყოველთა განაგებს და ესე არს გზაჲ იგი მიმყვანებელი მამისა (იოანე 14.6) და კლდე სიმტკიცისაჲ (I კორ. 10.4) და ზღუდე მადლისაჲ და კლიტე სასუფეველისაჲ და მწყემსი კეთილი და მსხვერპლი საუფლოჲ და კარი მეცნიერებისაჲ (იოანე 10,11,9), რომლისა მიერ შევიდეს აბრაჰამ, ისაკ და იაკობ და ყოველნივე კრებულნი წინაჲსწარმეტყუელთანი და სუეტნი იგი სოფლისანი - მოციქულნი და სძალი იგი ქრისტესი - წმიდაჲ ეკლესიაჲ, რომლისათჳს დასთხია სისხლი თჳსი, რაჲთა იგი წმიდა იყოს და მოიყიდოს წარმართთაგან და შეაერთოს თავსა თჳსსა.

და ესე ყოველი შემაერთებელი არს ერთისა მის მხოლოჲსა და ჭეშმარიტისა ღმრთისა თანა.

ხოლო უვაღრესი და აღმატებული ძალი აქუს ძუელთა მათ და პირველთა, გინა თუ სახეთა და გინა თუ საქმეთაჲ, წმიდასა სახა[580]რებასა17: მოსლვაჲ მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და ვნებაჲ მისი და დაფლვაჲ და აღდგომაჲ. რამეთუ რომელსა-იგი წინაჲსწარმეტყუელნი პირველითგან მოასწავებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ”ვიდრემდის მოვიდეს, რომლისადა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდებაჲ წარმართთაჲ” (დაბ. 49.10), ესე სახარებისა მიერ სრულ იქმნა, ჰრქუა არაჲ მოციქულთა მაცხოვარმან, ვითარმედ: ”წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა” (მათ. 28.19).

ყოველნი უკუე ერთბამად კეთილ არიან: და შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი და მოციქულნი და ყოველნივე კრებულნი, რომელთა ჰრწმენა მათ მიარ და ცხონდეს; ოდენ ვიყუარებითმცა ხოლო ურთიერთარს.

ვინაჲცა ლოცვითა თქუენითა და მოწლებითა, რომელი გაქუს ქრისტეს მიერ, მეუწყა მე, ვითარმედ მშჳდობით ჰგიეს ეკლესიაჲ ანტიოქიისაჲ ასურეთს.

და ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა (418) ეკლესიასა ღმრთისასა დაუდგინნოთ ეპისკოპოსი, რაჲთა აღასრულებდეს იგი ზეგარდამოსა ვედრებასა ღმრთისა მიმართ შესანდობელად ცოდვათა მათთა, შერაჲ-კრბენ იგინი ერთბამად ერთითა სულითა და იდიდებოდის სახელი ღმრთისაჲ.

და ნეტარ არს კაცი ქრისტეს იესუჲს მიერ, რომელი ღირს იქმნეს ესევითარსა ამას მსახურებასა. და თქუენცა ისწრაფეთ საქმისა ამის აღსრულებად. რაჲთა იდიდნეთ ქრისტეს მიერ. და უკუეთუ, ოდენ ინებოთ, არა შეუძლებელ იქმნეს ესე. რამეთუ არა ყოვლითურთ შეუძლებელ არს საქმე ესე სახელისათჳს ღმრთისა, ვითარცა-იგი მარადის იქმნებოდა, რამეთუ მახლობელნი ეკლესიანი წარავლენდეს ეპისკოპოსთა, ხოლო შორიელნი ხუცესთა და დიაკონთა, და ესრეთ სრულ იქმნებოდა საქმე იგი ღმრთისაჲ.

ხოლო ფილონ დიაკონისათჳს, კაცისა კეთილისა, ყოველთა მიერ წამებულისა, რომელი-იგი ვიდრე აქამომდეცა მსახურებს მე მსახურებითა სიტყჳსაჲთა გაბოჲს თანა და აღათოპუჲსა, კაცისა რჩეულისა, რომელი-იგი ასურეთითგან შემოდგომილ არს ჩემდა, რომელთა-იგი იჯმნეს ცხორებისა ამისგან, რომელნი-იგი წამებენ თქუენთჳს. და მეცა ვჰმადლობ ღმერთსა თქუენთჳს, რომლისათჳს-იგი შეიწყნარენით იგინი, და თქუენცა შეგიწყნარნეს უფალმან. ხოლო [581]რომელთა-იგი შეურაცხყვნეს და აგინნეს, ჴსნილმცა არიან იგინი მადლითა იესუ ქრისტესითა, რომელსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და სინანული (ეზეკ. 18.23,33; 33.11; II პეტრე 3.9).

მოგიკითხავს თქუენ სიყუარული ძმათაჲ, რომელნი არიან ტროადას შინა, სადაჲცა-ესე მივსწერ თქუენდა წიგნსა ამას ბურგის მიერ, (II) რომელი მოავლინეს ერთბამად ეფესელთა და ზმირნელთა პატივისა და მოკითხვისა ჩუენისათჳს; რომელთა-იგი მიაგენ ბევრწილად უფალმან იესუ ქრისტემან, - რომელსა-იგი ესვენ სულით და ჴორცით და სამშჳნველითურთ, - სარწმუნოებაჲ, სიყუარული და ერთობაჲ.

და ცოცხლებითმცა ხართ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიერ, ზოგადისა მის სასოებისა ჩუენისა, სულითა წმიდითა.

--------------------------------------------------------------------------------

1 - მოციქული იოანე ზებედესი, იაკობის ძმა, ღმრთისმეტყველად წოდებული. შდრ. იოანე 13.23; 19.26; 20.2; 21.7,20.

2 - პირველი ეპისკოპოსი ანტიოქიისა.

3 - რომის ეპისკოპოსი (92-101), მესამე, მოციქულ პეტრეს შემდგომ.

4 - მნე - ათასისთავი, მეთაური, თავი.

5 - ხელნაწერშია: ”მთავარნი ერჩდით კესარსა, და მჴედარნი - მთავართა, და დიაკონნი - მღდელთა, და ნეშტნი მნენი ყოვლისა თანა ერისა [და მჴედართა და მთავართა] და კეისარ[სა და] ეპისკოპოსსა, და ეპისკოპოსი - ქრისტესა”... ტექსტი აღვადგინეთ ბერძნულის მიხედვით, საუკეთესოდ არის გადმოცემული აზრი A 66-ში, მხოლოდ კესარ-ის (sing.) მაგივრად რატომღაც კესართა (plur.) წერია.

6 - ბერძნულშია οἰκος, რაც ამ შემთხვევაში გვარს, ოჯახს ნიშნავს.

7 - მტყუარი ჰურიაჲ - არანამდვილი იუდეველი (ψευδοῖουδαῖος, pseudo Judaeus).

8 - ჴორცითა წინადაცუეთილი - ძველი შჯულის (კანონის,νόμος) გარეგნულად აღმსრულებელი. შდრ. რომ. 2.28-29; საქმე 7.51; II შჯ. 10.16; 30.6; იერ. 4.4; 9.26).

9 - სამივენი არიან მიმდევრები ე.წ. გნოსტიციზმის (γνῶσιν - ცოდნა, შემეცნება, მეცნიერება) სწავლებისა, რომელსაც ჯერ კიდევ პავლე მოციქული ”ტყუილითსახელსა მეცნიერებასა” (ψευδωνύμου γνώσεως) უწოდებს (I ტიმ. 6.20). სიმონი (Σιμων) ის სიმონია (მოგვად წოდებული), რომელიც ”მოციქულთა საქმეებშია” ნახსენები (8.9-24); მენანდრე (Μένανδρος) მისი მოწაფეა, ხოლო ბასილიდე (Βασιλίδης) ალექსანდრიელი მენანდრონის მოწაფეა. დაწვრილებით მათი წვალებები განხილული აქვს წმ. ირინეოსს თავის დიდ ნაწარმოებში ”ხუთი წიგნი წვალებათა წინააღმდეგ” (იხ. წიგნი, 1,23 და 24). არსებობს ამ შრომის ხელმისაწვდომი რუსული თარგმანი: Сочинения Святого Иринея епископа лионского. М., 1874. იხ. აგრეთვე ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია IV, 7; წმ. იუსტინე ფილოსოფოსის აპოლოგია I, 26. სიმონ მოგვი ნახსენებია აგრეთვე ”ვრცელი” რედაქციის წერილში ფილიპელებისადმი (VI).

10 - აქ შემდეგი აზრია: აღიარებენ ქრისტეს მხოლოდ როგორც ადამიანს.

11 - წუხილი - დაღონება.

12 - დაჴსნა - დახსნა, დარღვევა, მოშლა.

13 - ე.ი. არავინ არ დამიმძიმებია ძველი იუდეველობის ტვირთით. შდრ. II კორ. 11.7-9 და II კორ. 12.13.

14 - ხელნაწერშია: ”თჳნიერ ეპისკოპოსისა ნურარას [ჰყოფთ, ნუცა რას] იქთ. A 60 და A 66 ვრცელ წაკითხვას გვთავაზობენ. ბერძნულ ტექსტში მხოლოდ μηδὲν ποιεῖτε - ნურაფერს აკეთებთ. და ჩვენ დავტოვეთ ხელნაწერის პირვანდელი ვარიანტი.

15 - ხელნაწერში: სულსა წ~ა. A 60 და A 66: ს~ლსა წ~ა.

16 - ხელნაწერში: წ~რს.

17
- ე.ი. წმინდა სახარებას აქვს უაღრესი და აღმატებული ძალა, ვიდრე ძველი შჯულის სახეებსა და საქმეებს, რომელთა აღსრულება თავად იესუ ქრისტეა.


მეშჳდე ებისტოლე წმიდისა ეგნატისი ზმირნელთა მიმართ

ეგნატი ღმერთშემოსილი, ეკლესიასა ზმირნისასა, რომელი არს ასიას შინა, ღმრთისა მამისა მაღლისა და საყუარელისა ძისა მისისა იესუ ქრისტეს შეწყალებულსა და ყოვლითა მადლითა აღვსებულსა სარწმუნოებით და სიყუარულით და უნაკლულოსა ყოველთავე მადლთაგან, ღმრთივშუენიერსა და წმიდასა სულითა წმიდითა და სიტყჳთა ღმრთისაჲთა: მოუკლებელად გიხაროდენ და განმრავლდინ სიხარული შენი.

ვადიდებ ღმერთსა მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელმან მის მიერ ესრეთ განგაბრძნვნა თქუენ რამეთუ გპოენ თქუენ განმტკიცებულად შეუძრველითა სარწმუნოებითა, ვითარცა შემშჭუალულნი ჯუარსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა სულით და ჴორცით და დაფუძნებულნი სიყუარულითა სისხლითა ქრისტეს მჴსნელისაჲთა და გულსავსენი ჭეშმარიტად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეჱს მიმართ, ძისა ღმრთისა, პირმშოჲსა მის ყოველთა დაბადებულთაჲსა (კოლ. 1.15); რომელი-იგი არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ძე მხოლოდშობილი დაუსაბამოჲსა მამისაჲ, რომელი იშვა ჴორციელად ნათესავისაგან დავითისა (რომ. 1.3), ქალწულისა მარიამისაგან; და ნათელ-იღო იოანესგან, რაჲთა აღესრულოს ყოველი სიმარ[582]თლე (მათე 3.15); და მოქალაქეობდა ქუეყანასა ზედა სიწმიდით და უცოდველად; და მთავრობასა პონტოელისა პილატესსა და ოთხმთავრისა ჰეროდესსა, (v) ჩუენთჳს და ჩუენისა ცხორებისათჳს ჭეშმარიტებით ჴორცითა ჯუარსა შეემშჭუალა და ესრეთ გუაცხოვნნა ჩუენ ღმრთივსანატრელითა მით ვნებითა თჳსითა; და აღიღო ნიში საუკუნეთა მიმართ აღდგომისა მიერ წმიდათა მისთა და მორწმუნეთა სახელისა მისისათა (ის. 5.26; 49.22), გინათუ ჰურიათა და გინათუ წარმართთა, ერთითა მით გუამითა ეკლესიისა თჳსისაჲთა.

ესრეთ უკუე ივნო ჴორცითა ჩუენთჳს და პირადპირადნი გუემანი დაითმინნა. და ჭეშმარიტად ივნო და არა საოცრად, ვითარცა-იგი და ჭეშმარიდცა აღდგა. და არა ეგრეთ, ვითარცა-იგი ვიეთმე ურწმუნოთა სირცხჳლ უჩნს შობაჲ მისი ჴორციელად და ვნებაჲ და ჯუარცუმაჲ და სიკუდილი; და ჰგმობენ, ვითარმედ უცნებით და არა ჭეშმარიტად მიიხუნა ქალწულისაგან ჴორცნი და უცნებით ივნო, რამეთუ დაივიწყეს მათ ყოვლადწმიდაჲ იგი სწავლაჲ, ვითარმედ: ”სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის” (იოანე 1.14); და ვითარმედ: ”დაჰჴსენით ტაძარი ესე და მე მესამესა დღესა აღვადგინო იგი” (იოანე 2.19); და ვითარმედ: ”ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა” (იოანე 12.32). ვინაჲცა სიტყუაჲ ღმრთისაჲ განკაცნა ჭეშმარიტებით და სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი (სიბრ. 9.1) და თჳსი იგი ტაძარი დაჴსნილი ქრისტესმბრძოლთა ჰურიათაგან, მესამესა დღესა აღადგინა. და ამაღლდა რაჲ ჯუარსა ზედა, - ვითარცა გუელი იგი რვალისაჲ უდაბნოს, - ყოველნი მიიზიდნა მისა და ღირს ყვნა ცხორებასა საუკუნესა (რიცხ. 21.9; იოანე 3.14).

ხოლო მე არა ხოლო თუ შობითა ოდენ და ჯუარცუმითა უწყო ჴორცთა შესხმაჲ მისი, არამედ შემდგომად აღდგომისაცა ჴორცითავე აღვიარებ და მრწამს. და რაჟამს იგი შევიდა მოციქულთა თანა ჰრქუა მათ, ვითარმედ: ”განიმცადეთ და მიხილეთ მე, რამეთუ არა (II) ვარ სული რაჲმე, გინა უცნებაჲ, რამეთუ სულსა ჴორც არა ასხენ, ვითარ ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ” (ლუკა 24.39). და თომას უბრძანა, ვითარმედ: ”მოყავნს თითნი შენნი და იხილე სახე ესე სა[583]მშჭუალთაჲ და მოყავ ჴელი შენი და იხილე გუერდი ჩემი” (იოანე 20.27,28). და იხილა და ჰრწმენა და აღიარა, ვითარმედ იგი არს ქრისტე და ჴმა ყო, ვითარმედ: ”უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი” (იოანე 20.27,28).

ვინაჲცა სიკუდილი შეურაცხყვეს და გინებანი და შეურაცხებანი არად შეჰრაცხეს და წყლულებანი და გუემანი მადლობით მიითუალნეს. და არა ხოლო თუ ესე, არამედ შემდგომად განხილვისა მის და უწყებისა, ვითარმედ ჭეშმარიტად აღდგა და არა უცნებით, და ჭამაცა მათ თანა და სუა, ვიდრე ორმეოც დღემდე. და ესრეთ, ვიდრეღა-იგი ხედვიდეს, ჴორცითა ამაღლდა მომავლინებელისა თჳისისა (საქმე 10.41; 1.3,9) და მითვე ჴორცითა კულავად მომავალ არს ძალითა და დიდებითა მრავლითა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ”ესე იესუ, რომელი ამაღლდა თქუენგან, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა სახედ იხილეთ აღმაღლებული ზეცად” (საქმე 1.11). ხოლო უკუეთუ თჳნიერ ჴორცთაჲსა იტყჳან მოსლვასა მისსა, უკუანაჲსკნელ ვითარ იხილონ იგი განმგურემელთა მათ და იცნან იგი და იტყებდენ თავთა თჳსთა (ზაქ. 12.10), რამეთუ უჴორცოჲსაჲ არცა მსგავსებაჲ არს და არცა ხატი და არცა შეწყობაჲ აქუს ჴორციელთა ასოთა და ნაწევართაჲ, რამეთუ მარტივ არს უჴორცოჲ ბუნებაჲ.

და დაღაცათუ ამას გამცნებ თქუენ, საყუარელნო, უწყი, რამეთუ კეთილად გრწამს და კეთილად აღიარებთ. არამედ წინაჲსწარ განგაკრძალებ თქუენ მჴეცთა მათგან კაცისსახეთა, რომელთა-იგი არა ხოლო თუ გარემიქცევაჲ ოდენ1 ჯერ-არს, არამედ სივლტოლაჲცა. (419) [გარნა] ხოლო ილოცევდით მათთჳს, ვინ უწყის, ნუუკუე და შეინ[ანონ. რამეთუ] უკუეთუ უცნებით განკაცნა [უფალი] და უცნებით ჯუარს-ეცუა და მეცა სამე უცნებით შეკრულ ვარ. ანუ რაჲსათჳს მიცემით მივეც თავი ჩემი სიკუდილსა და ცეცხლსა და მახჳლსა და მჴეცთა? გარნა არა უცნებით, არამედ ჭეშმარიტებით. ყოველსავე დავითმენ ჭეშმარიტებით ქრისტესთჳს, რაჲთა ვივნო მის თანა, მის მიერითა განძლიერებითა. და უკუეთუმცა არა იგი მხოლოჲ განმაძლიერებდა მე, ვინაჲმცა მეძლო მე ესეოდენთა ამათ ჭირთა თავსდებაჲ.

რომლისა-იგი უმეცარ ვიეთნიმე იქმნნეს და უვარყვეს იგი და უფროჲსღა ტყუვილსა ეწამებიან თანა, ვიდრე ჭეშმარიტებასა; რომელთა-იგი ვერ არწმუნეს წინაჲსწარმეტყუელებათა, ვერცა შჯულ[584]მან მოსესმან და ვერცა სახარებამან, ვიდრე აქამომდე, და არცაღა ჩუენმან კაცადკაცადისა ვნებამან. და რამეთუ ჩუენთჳსცა ეგრეთვე ზრახვენ და არად სარგებელ ეყო ესეოდენი-იგი სწავლაჲ ჩუენი და შერჩულვაჲ. რამეთუ რად საჴმარ არს ჩემდა, უკუეთუ მე ვინმე მაქებდეს, ხოლო უფალსა ჩემსა ჰგმობდეს და არა აღიარებდეს მას ღმრთად განკაცებულად? რამეთუ, რომელი ამას არა იტყოდის, სრულიად უარ-უყოფიეს იგი2 და არს იგი მკუდარ გონებითა. ხოლო სახელები ესევითართა მათ ურწმუნოთაჲ არა ჯერ-ვიჩინე წერით მოჴსენებად (შდრ. ფს. 15.4) და ნუცა ყოს უფალმან, რაჲთამცა მოვიჴსენენ ეგევითარნი-იგი ვიდრემდის შეინანონ.

ნუმცა ვინ უკუე სცთების ყოვლადვე, რამეთუ უკუეთუ არა ჰრწმენეს იესუ ქრისტეს ჴორციელად მოქალაქეობაჲ ქუეყანასა ზედა და აღიაროს ჯუარი მისი და ვნებაჲ და სისხლი (რომელ დასთხია სოფლისა ცხორებისათჳს), თუმცა საუკუნესა ცხორებასა მიემთხჳა, გინათუ მეფე იყოს, გინათუ მღდელთ(II)[მოძღუარი]3, გინა მთავარი, გინა ერისკაცი, გინა მეუფე, გინა მონაჲ, გინა დიდი, გინა მცირე. გინა დედაკაცი, გინა მამაკაცი, რომელსა ესმის - ისმინენ და რომელი დაიტევს - დაიტიენ (ლუკა 10.27).

ადგილი, პატივი და სიმდიდრე ნუვის აღაზუავებს, სიგლახაკე და შეურაცხებაჲ ნუვის დაამდაბლებს. რამეთუ ყოველივე საწუთროჲ და საუკუნოჲ კეთილი და მოსალოდებელთა მათ საშუებელთა განსუენებაჲ ამას შინა შემოკრებულ არს, ესე იგი არს: სარწმუნოებასა ღმრთისა მიმართ და სასოებასა ქრისტესსა და სიყუარულსა ღმრთისა მიმართ და მოყუასისასა; რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ: ”შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და მოყუასი შენ, ვითარცა თავი თჳსი” (ლუკა 10.27). და უფალი იტყჳს, ვითარმედ: ”ესე არს საუკუნოჲ ცხორებაჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე” (იოანე 17.3); და ვითარმედ: ”მცნებასა ახალსა მიგცემთ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთარს” (იოანე 13.34); და ვითარმედ: ”ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან” (მათე 22.40).

[585]მიხედენითღა მწვალებელთა, თუ ვითარ მოძღურიან და უმეცრად სახელსდებენ მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა და თუ ვითარ აქუს დაუგებელი ბრძოლაჲ ურთიერთარს და დაურწმუნებელი მტერობაჲ. სიყუარულისათჳს არა ჰგლიან4, ყოფადთა მათ კეთილთა შეურაცხჰყოფენ, საწუთრონი ესე, ვითარცა წარუვალნი შეურაცხიან, მცნებათა ქრისტესთა უგულებელსჰყოფენ, ქურივსა და ობოლსა არა მიხედვენ, ჭირვეულსა თანაწარჰჴდებიან, შეკრულსა ეცინიან, ჯუარი სირცხჳლ-უჩნს, ვნებასა ჰბასრობენ, აღდგომასა შეასმენენ. ნაშო(V)ბნი არიან ბოროტთა დასაბამისა მის სულისანი, რომელმან-იგი ადამ დედაკაცისა მიერ მცნებისა გარდამავალ-ყო (დაბ. 3) და აბელ კაენის მიერ მოკლა (დაბ. 4.8) და იობს ზედა აღბორგდა (იობი 1.6-2.7) და იესუ იოსედკეანი შეასმინა (ზაქ. 3.1) და მოციქულთა სარწმუნოებისა აღცრაჲ გამოითხოვა (ლუკა 22.31) და ჰურიათა სიმრავლე მაცხოვრისა ზედა აღჭურა, რომელი-იგი ვიდრე აქამომდეცა იქმს ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა (ეფეს. 2.2), რომელთაგან გჳჴსენინ ჩუენ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, რომელი იგი ევედრა მამასა, რაჲთა არა მოაკლდეს სარწმუნოებაჲ მოციქულთა (ლუკა 22.31); არა თუ, ვითარმცა ვერ შემძლებელ იყო დაცვად მათდა, არამედ რამეთუ უხაროდა უაღრესობაჲ მამისაჲ და პატივსცემდა მას, ვითარცა დასაბამსა უჟამოსა.

ჯერ-არს უკუე ესევითართაგან განშორებაჲ. და ჯერ-არს და თანანადებ და არცა თჳსაგან ზრახვად მათთჳს და არცა ზოგებით, არამედ განკუთნვაჲ და შეკრძალვაჲ შჯულისა და წინაჲსწარმეტყუელთაჲ და მახარებელთა მათ ჩუენთაჲ, რომელთა-იგი მახარეს ჩუენ სიტყუაჲ ცხოვრებისაჲ. ხოლო მედგართა წვალებასა და განხეთქილებისა მოქმედთა, ვითარცა ძირთა ყოვლისა ბოროტისათა ევლტოდეთ

და ყოველნივე ეპისკოპოსსა თქუენსა ჰმორჩილობდით, ვითარცა ქრისტე - მამასა, ხოლო მღდელთა - ვითარცა მოციქულთა, ხოლო დიაკონთაგან ესრეთ შეიკდემდით, ვითარცა მსახურთაგან წმიდისა საკურთხეველისათა და ქრისტეს მცნებისა მორჩილთა. და ნურარასმცა ვინ იქმს, თჳნიერ ეპისკოპოსისა, განსაგებელსა ეკლესიისასა. და იგიმცა შერაცხილ არს მტკიცედ და მადლიერ, არამდ [586]რომელი ეპისკოპოსმან განაწესოს და რომელი მან ბრძანოს. და რომელთა უბძანოს, ვითარცა ღმრთისა მცნებასა ესრეთმცა ერჩიან.

და სადაცა იყოს ეპისკოპოსი, მუნმცა არს (II) [ყოველი სამრემლოჲ5; ვითარ]ცა-იგი: სადაცა ქრისტე [იყოს, ყოველნივე] მჴედრობანი ცათანი [მის წინაშე] მდგომარე არიან6, ვითარცა ძალთმთავრისა და შემოქმედისა უხილავთა მათ და უჴორცოთა ბუნებათაჲსა.

არა ჯერ-არს თჳნიერ ეპისკოპოსისა არცა ნათლვაჲ, არცა წირვაჲ, არცა შესაწირავისა აღებაჲ, არცა ანჯმნისა7 შეკრებაჲ, არცაღა ანდმანთა8 და სერობათა აღსრულებაჲ; არამედ, რაოდენიცა მას ჯერ-უჩნდეს, იგიცა სათნო არს ღმრთისა. და რომელიცა ესრეთ იქმნებოდის, მტკიცე არს იგი და სავსე მადლითა.

ვინაჲცა ჯერ-არს განღჳძებად ჩუენდა, ვიდრე ესე ჟამი გუაქუსდა, და შენანებად ცოდვათა ჩუენთა წინაშე ღმრთისა, რამეთუ ჯოჯოხეთსა შინა აღსაარებაჲ არა არს (ფს. 6.6). და, აჰა, კაცი და საქმენი მისნი წინაშე პირსა მისსა! (შდრ. ის. 49.10; 62.11).

თქუმულ არს უკუე, ვითარმედ: ”პატივსცემდით ღმერთსა და მეფესა” (იგავ. 24.21). ხოლო მე ვიტყჳ, ვითარმედ: პატივ-ეც ღმერთსა, ვითარცა ღმერთსა და უფალსა და მიზეზსა არსთა არსებისასა, ხოლო ეპისკოპოსსა - ვითარცა მღდელთმთავარსა და მობაძავსა ღმრთისასა, მთავრობისა წესითა მსგავსსა ღმრთისასა9, ხოლო მღვდელთმოძღურებითა მსგავსსა ქრისტესსა. და შემდგომად ამათსა ჯერ-არს მეფისაცა პატივისცემაჲ. და რამეთუ არცა ვინ არს უაღრეს ღმრთისა, გინა თუ მობაძავ ყოველთავე არსთა შორის. და არცა ეკლესიასა შინა - უაღრეს ეპისკოპოსისა და უმახლობელეს ღმრთისა, რომელი-იგი ევედრების ღმერთსა ცხორებისათჳს ყოვლისა სოფლისა. და არცა მეფისა ვინ მსგავს არს მთავართა შორის, რომელი-იგი მშჳდობასა და მყუდროებასა ერისასა განაწესებდეს და მათთჳს ზრუნვიდეს.

[587]რომელი ეპისკოპოსსა პატივსცემდეს, იგიცა პატივცემულ იქმნეს ღმრთისა მიერ; ვითარცა იგი: რომელი შეურაცხჰყოფდეს მას, საშჯელსა მოიტყუებს ღმრთისაგან და დაისაჯების. რამეთუ უკუეთუ, რომელი მეფეთა ადგებოდის, გინა წინა-აღუდგებოდის, სამართლად ღირს იქმნების ტანჯვისა, ვითარცა დამჴსნელი ზოგადისა წესიერებისა და მშჳდობისაჲ. რაოდენ უძჳრესისა ტანჯვისა ღირს იქმნების, რომელი ეპისკოპოსსა ადგებოდის და თჳნიერ ნებისა მისისა და ჯერჩინებისა იქმოდის რას, გინა იტყოდის და ერთობასა და წესიერებასა ეკლესიისასა განჰბრძარვიდეს და შეჰრევდეს; რამეთუ მღდელთმოძღურებაჲ ყოველთა კაცობრივთა კეთილთა უვაღრეს არს. რომლისა მიმართ უკუეთუ ვინ აღბორგნეს, არა კაცსა შეურაცხჰყოფს, არამედ ღმერთსა და ქრისტეს იესუს, პირმშოსა მას და მხოლოსა ბუნებით მღდელთმოძღუარსა მამისასა.

ყოველივე თქუენი წესიერებით იქმნებოდენ ქრისტეს მიერ. ერისკაცნი დიაკონთა დაემორჩილნეთ და დიაკონნი - ხუცესთა და ხუცესნი - ეპისკოპოსსა და ეპისკოპოსი - ქრისტესა, ვითარცა ქრისტე - მამასა.

ვითარცა განმისუენეთ მე, ძმანო, და თქუენცა განგისუენენ იესუ ქრისტემან. რამეთუ არა რაჲ ხოლო თუ მახლობელად რაჲ ვიყავ, მაშინ ოდენ მაჩუენეთ მე სიყუარული, არამედ უფროჲსად შორიელსაცა. მიგაგენ თქუენ ღმერთმან, რომლისათჳს ესევითარი მოწლებაჲ აჩუენეთ კრულსა მისსა. რამეთუ მე დაღაცათუ არა ღირს ვიყავ, არამედ გულსმოდგინებაჲ თქუენი დიდ არს და გარდარეულ, რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ: ”რომელმან პატივსცეს წინაჲსწარმეტყუელსა სახელად წინაჲსწარმეტყუელისა, სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელისაჲ მიიღოს” (მათე 10.41). და ამის მიერ ცხადად არს, რამეთუ, რომელმან პატივსცეს ქრისტესთჳს შეკრულსა, სასყიდელი მარტჳლთაჲ მიიღოს.

ფილონ და გაიოს და აღაპოპუს, დიაკონნი ქრისტესნი, რომელნი ღმრთისათჳს შემომიდგეს მე, კეთილად ჰყავთ, რამეთუ შეიწყნარენით, ვითარცა მსახურნი ღმრთისანი; რომელნი-იგი მას ილოცვენ თქუენთჳს უფლისა მიმართ10, (II) [რამეთუ განუსუენეთ მათ ყოვლითკერძო]. და რომელი-იგი მათ აჩუენეთ, [ვესავ] უფალსა, რამეთუ არა რაჲ წარგიწყმდეს მისგან. მოგეცინ თქუენ უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა (ტიმ. 1.18).

[588]თავსმდებ არს თქუენდა სული ჩემი და საკრველნი ჩემნი, რომელნი-იგი არა ითავდიდენით, არცა სირცხჳლ-იჩინენით; რამეთუ არცა უფალმან სირცხჳლ-იჩინოს წყალობისა თჳსისა უხუად მოფენაჲ თქუენ ზედა; და არცა სადა გარცხჳნოს თქუენ სრულმან მან სასოებამან ქრისტეანეთამან11.


ლოცვანი თქუენნი შემწე ექმნნეს ანტიოქელთა ეკლესიასა და მშჳდობით ცხოვნდების, ვინაჲცა, საკრველით ჩემითურთ, მოგიკითხავ თქუენ ყოველთა. არა ვიყავ ღირს, არამედ უნარჩევესი ვიყავ მათ ყოველთაჲ; და არა ნებითა ჩემითა, არამედ ნებითა და მადლითა ღმრთისაჲთა ღირს ვიქმენ, რომლისა ვლოცავ, რაჲთა სრულიად მომენიჭოს მე და რაჲთა ლოცვითა თქუენითა ღმერთსა მივემთხჳო12.

ხოლო, რაჲთა საქმე თქუენი სრულ იქმნეს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ჯერ-არს და გშუენის, რაჲთა პატივად ღმრთისა თანაშემწე ექმნეს ღმრთივპატივცემული ეკლესიაჲ თქუენი დადგინებასა მღდელთმოძღურისასა და ჴელთდასმასა მისსა, რომლისაჲ ჯერ-არს აღსრულება ასურეთს. და რაჲთა მშჳდობისა მათისათჳს მათ თანა იხარებდით; და რაჲთა მიიღონ მათ თჳსი დიდებაჲ და რაჲთა აღეშენოს და განსრულდეს თავი და გუამი მათი, და ერთ-ჴორც იქმნეს მის თანა. და რომელი-იგი ღირსად აღმიჩნდა მე, ესე არს: რაჲთა წარავლინნეთ ვიეთნიმე თქუენგანნი ეპისტოლითა თქუენითა, რაჲთა მადლი მისცენ ღმერთსა მყუდროებისათჳს მათისა ღმრთივმინიჭებულისა; და, ვითარმედ, ნავთსადგურსა უღელვოსა შევევედრე მე ქრისტესა ლოცვითა თქუენითა.

და ვითარცა სრულნი, სრულსა ზრახევდით, რამეთუ ჰნებავს თქუენთანა საქმე კეთილისაჲ და განმზადებულ (V) [არიან] მინიჭებად.

მოგიკითხავს თქუენ სიყუარული ძმათა თქუენთა ტროადელთაჲ, ვინაჲ-ესე მივსწერ ეპისტოლესა ამას ბურგის მიერ, რომელი-იგი მოავლინეთ ჩემდა თქუენ და ეფესელთა ძმათა ჩემთა, რომელმან-იგი ყოვლითკერძო განმისუენა მე. და თუმცა ყოველნი ჰბაძვიდეს მას და თუმცა ყოველნი ემსგავსებოდეს მას, რომელი-იგი არს სალბუნი საღმრთოჲსა მსახურებისა და დიაკონობისა. მიაგენ მას მადლმან უფლისამან ყოვლისავეთჳს.

მოვიკითხავ ღირსსა ღმრთისასა ეპისკოპოსსა თქუენსა პოლიკარპოს და ღმრთივშუენიერთა ხუცესთა და ქრისტეშემოსილთა დიაკონთა, ჩემთანა მონათა ღმრთისათა, და კაცად-კაცადსა განთჳ[589]სებულად და ზოგად ყოველთა, [სა]ხელითა იესუ ქრისტესითა და ჴორცი[სა] და სისხლისა და ვნებისა და აღდგომისა მისისაჲთა ჴორციელითა და სულიერითა, ერთობითა თქუენითა და და ღმრთისაჲთა. მადლი თქუენდა და წყალობაჲ და მშჳდობაჲ და სამარადისოჲ მოთმინებაჲ ქრისტეს მიერ.

მოვიკითხავ სახლსა ძმათა [ჩემთა]სა, დედათა თანა და შვილთა; და ქალწულთა და ქურივთა. და ცოცხლებითმცა ხართ ძალითა სულისა წმიდისაჲთა.

მოგიკითხავს თქუენ ფილონ დიაკონი და თქუენთანა მსახური ღმრთისაჲ, რომელი არს ჩემთანა.

მოგიკითხავ სახლსა ღავიაჲსსა და ვილოცავ, რაჲთა დაემტკიცოს იგი სარწმუნოებითა და სიყუარულითა სულიერითა და ჴორციელითა.

მოვიკითხავ ალკინს, სასურველსა ჩემსა სახელსა, და დაფნონს და ასჳნკლიტეს და ევტეკნონს და ყოველთავე სახელად-სახელად. ცოცხლებითმცა ხართ ყოველნი მადლითა უფლისა ღმრთისა მჴსნელისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, აღვსებულნი სულითა წმიდითა და სიბრძნითა საღმრთოჲთა და ყოვლადწმიდითა.

--------------------------------------------------------------------------------------

1 - ხელნაწერში: [ოდენ].

2 - იგი - იესუ ქრისტე.

3 - ბერძნ. ἱερεὺς - მღვდელი.

4 - არა ჰვლიან - არ ზრუნავენ, უგულებელ-ყოფენ.

5 - სამრემლოჲ - πλῆθος. ხალხის სიმრავლე, ხალხი, მრევლი. ე.ი. მართლმადიდებელ ეპისკოპოსთან ერთობაში უნდა იყოს მთელი მორწმუნე ერი, ხალხი.

6 - შდრ. ”საშუალო” რედაქცია: ὥσπερ ὅπου ἄν ῇ Χριστος ’Ιησοῦς, ἐκεῖ καθολική ἐκλκησία - სადაც იესუ ქრისტეა, იქ არის კათოლიკე ეკლესია.

7 - ანჯმანი - საჯარო შეკრება.

8 - ანდმანი? A 60: არცაღა ანდამთა; არცა პანდმანთა (?).

9 - ხელნაწერში: [მთავრობისა წესითა მსგავსსა ღმრთისასა]. ეს ფრაზა არის A 60 და A 66 ხელნაწერებში და PG-ს ბერძნულ ტექსტში.

10 - რომელნი მას ილოცვენ თქუენთჳს უფლისა მიმართ -  რომელნი თქვენთვის მადლობას წირავენ უფალს.

11 - ქრისტიანების სრული  ასოებაა უფალი იესუ ქრისტე.

12 - აქ წმ. ეგნატი თავის მარტვილობის შესახებ საუბრობს.

მერვე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი პოლიკარპოჲს მიმართ, ზმირნელ ეპისკო(II)პოსისა

ეგნატი, ეპი[სკო]პოსი ანტიოქისაჲ და მოწამე იესუ ქრისტესი, პოლიკარპოსს ეპისკოპოსსა ზმირნელთა ეკლესიისასა, უფროჲსღა ღუაწლსა და განგებულსა ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ვახარებ მრავლითა სიხარულითა.

მივითუალე ღმრთისა მიერი ეგე გონებაჲ შენი და ნებაჲ და ცნობაჲ დამყარებული კლდესა ზედა შეუძრველსა ქრისტეს მცნებათასა. და უფროჲსღა ვადიდებ ღმერთსა, რამეთუ ღირს ვიქმენ ხილვად უბიწოჲსა პირისა შენისა, რომლისა-იგი მადლითა აღმავსენ მე უფალმან.

გლოცავ შენ მადლითა მით, რომელი შეგიმოსიეს, რაჲთა შესძინო სრბაჲ სრბასა ზედა შენსა; და ყოველთავე ჰლოცვიდე, რაჲთა ცხოვნდენ. შემწე ექმენ და იღუაწენ სამწყსონი შენნი ყოვლითა მოღუაწებითა სულიერითა და ჴორციელითა. და ერთობისა მათისათჳს მზრუნველ იქმენ, რომლისა-იგი უაღრეს არა რაჲ არს. ყოველნივე იტჳრთენ, ვითარცა-ეგე შენ - უფალმან; ყოველთაჲ თავს-იდევ სიყუარულით, ვითარცა-ეგე იქმ. ლოცვად მოიცალე [590]მოუკლებელად, ითხოვე უვაღრესი გულისჴმისყოფაჲ, რომელი-ეგე გაქუს; იღვიძებდ და მოიგე სული დაუძინებელი. კაცად-კაცადსა განთჳსებულად ასწავებდ შიშსა ღმრთისასა. ყოველთა სენნი იტჳრთენ, ვითარცა მოღუაწემან სამეუფომან ახოვანმან და სრულმან, ვითარცა-იგი უფალმან ყოვლისა სოფლისანი. რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: ”მან უძლურებანი ჩუენნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი თავს ისხნა” (ის. 53.4. მათე 8.17). სადა შრომაჲ ფრიადი იყოს, მუნ უფროჲს არს შესაძინელი.

უკუეთუ კეთილნი მოწაფენი გიყუარდენ, არა გაქუს ეგეოდენი მადლი, უფროჲსღა უმედგრესთარეს სიმშჳდით ჰმოძღურიდ და მოიზიდევდ და ასწავებდ შიშსა ღმრთისასა.

ყოველი წყლულებაჲ (421) [ერთითა სალბუნითა არა განი]კურნების. შერისხვასა სულმცირედ დააცხრობდი, ყოველსა შინა ბრძენ იქმენ, ვითარცა გუელი და სამარადისოდ უმანკო, ვითარცა ტრედი (მათე 10.16). ამისთჳს აგებულ ხარ სულისაგან და ჴორცთა, სულიერად და ჴორციელად, რაჲთა ცხადნი ცთომანი ცხადად განჰმართნე პირისპირ და საჩინოდ სწავლითა, ხოლო უჩინოთათჳს ითხოვო ღმრთისაგან გამოცახდებაჲ; რაჲთა არარაჲ გაკლდეს ყოვლადვე, არამედ ყოვლითა მადლითა აღმატებულ იყო. ჟამი ესე ითხოვს შენგან ლოცვასა ლმობიერსა და ვედრებასა ღმრთისასა. ვითარცა მენავეთმოძღურისა საძიებელ არს მობერვაჲ ნიავისაჲ და ღელვაგუემულსა ნავისა მყუდროჲ ნავთსაყუდელი, ეგრეთვემცა შენდა საძიებელ არს, რაჲთა ღმერთსა მიემთხჳო.

განიფრთხვე, ვითარცა მოღუაწემან  ქრისტესმან, რომლისა ნებაჲ უხრწნელება არს და ცხოვრება საუკუნო, რომლისა-იგი ბრძანებანი გრწმენან და აღასრულებ და საწადელ არიან შენდა. სული ჩემი ჰკიდავს სულსა შენსა და საკრველნი ჩემნი, რომელ შეიყუარენ.

რომელნი-ეგე რეცა1 სარწმუნოდ საგონებელ იყვნენ და გულარძნილად მოძღურიდენ, ნუმცა განაკრთობენ სულსა შენსა. დეგ მტკიცედ და ვითარცა გურდემლი იცემებოდე, რამეთუ დიდსა მოღუაწისა საქმე არს, რაჲთა იცემებოდის და სძლევდეს. უფროჲსღა, ვინაჲთგან ღმრთისათჳს ყოვლისავე მოთმინებაჲ თანაგუაც, რაჲთამცა გჳზიარნეს ჩუენ სუფევასა თჳსსა. უფროჲს შესძინე მოსწრაფებასა შენსა, რომელი-ეგე გაქუს, და უახოვნეს რბიოდე და [591]ჟამთა გამოიფრდიდე (ეფეს. 5.16) და სძლე, ვიდრეღა ესე სოფელსა შინა სცხონდები. რამეთუ აქა არიან სტადიონნი, ხოლო მუნ გჳრგჳნნი (შდრ. I კორ. 9.25 და I პეტრე 5.4).

აღიარებდი ქრისტესა - ძესა ღმრთისასა, ჟამიერად და უჟამოდ, ბუნებით უხი(II)ლავად და ჴორცითა ხილულად, ღმრთეებით განუხილველად და შეუხებელად და უჴორცოდ, ხოლო ჩუენთჳს ხილულად და შეხებულად და განხილულად ჴორცითა, უვნებელად ღმრთეებითა, ხოლო ჩუენთჳს ვნებულად კაცებითა, რომელი-იგი ყოვლითურთ გუემსგავსა ჩუენ, თჳნიერ ხოლო ცოდვისა, და ყოველნივე ვნებანი ჩუენთჳს დაითმინნა.

ქურივნიმცა ნუ უდებ არიან უფლისა მიერ, შენ თჳთ იქმენ მათდა მოღუაწე.

თჳნიერ ბრძანებისა შენისა ნუმცა რაჲ იქმნების; და ნუცა რას შენ იქმ თჳნიერ ღმრთისა ნებისა, ვითარცა-ეგე და არცა რას იქმ. ახოვან იქმენ და განჴმნდი და მტკიცედ დეგ. კრებანი საღმრთონი უჴშირესმცა იქმნებიან. და სახელით მოითუალევდ ყოველთა.

მონათა და მჴევალთა სწავლასა ნუ ითავდიდებ და ნუცამცა იგინი არიან ურჩ და თავჴედ თჳსთა უფალთა, არამედ სადიდებელად ღმრთისა უფროჲსღა ჰმონებდ, რაჲთა უაღრესსა აზნაურებასა მიემთხჳნენ ღმრთისა მიერ. ნუ აღირჩევენ თავით თჳსით თავისუფლებასა, რაჲთა არა მონა გულისთქუმისა იპოვნენ.

უჯეროთა ჰავჴელოვნებათაგან ივლტოდე. და ნუცაღა ზრახავ უქმთა და უწესოთა ზრახვათა.

დათა ჩემთა ასწავებდ, რაჲთა უყუარდეს უფალი და კმა იყოფდენ თჳსთა მეუღლეთა სულიერად და ჴორციელად ეგრეთვე და ძმათა ჩემთა ამცნებთ, სახელითა იესუ ქრისტესითა, რაჲთა უყუარდენ თჳსნი მეუღლენი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ (ეფეს. 5.25).

უკუეთუ ვისმე ძალ ედვას სიწმიდით დადგრომად, დაადგერინ პატივად ჴორცთა უფლისათა. და ნუცა იქადის და ნუცა მაღლოის, და უკუეთუ იქადოს - წარწყმდა. და უკუეთუ ვისმე განუცხადოს, თჳნიერ ეპისკოპოსისა, საიდუმლოჲ თჳსი - განიხრწნა.

და ეგრეთვე თანააც ქორწინებულთა, რაჲთა (V) შეერთებაჲ თჳსი ნებითა და განზრახვითა ეპისკოპოსისათა აღასრულონ, რაჲთა ქორწინებაჲ იგი უფლისა მიერ იყოს და არა გულისთქუმით. და ესრეთ ყოველივე პატივადმცა უფლისა აღესრულების.

[592]ეპისკოპოსსა ეკრძალენით, რაჲთა ღმერთი თქუენ გერიდოს. და უწყოდეთ, რამეთუ რომელი მღდელთმოძღუარსა არა ერიდებოდის, არცა ღმერთმან ჰრიდოს მას დღესა რისხვისასა. და მათ თანამცა არს ნაწილი ჩემი, რომელნი ერჩდენ ეპისკოპოსსა და მღდელთა და დიაკონთა, და მათ თანა ღირს მყავნ მე უფალმან დღესა მას განკითხვისასა.

თანად შურებოდეთ ურთიერთარს, თანად იღუწიდით, თანად რბიოდეთ, თანად გევნებოდენ, თანად დაწვებოდეთ და თანად აღდგებოდეთ, ვითარცა მნენი და განმგენი და მსახურნი ღმრთისანი. და ვითარცა მჴედარნი სამეუფონი სათნო იყვენით მჴედართმფლობელსა თქუენსა, რომლისაგანცა სასყიდელსა და როჭიკსა მოიღებთ. და ნუმცა ვინ ივლტის საგრობისაგან თჳსისა (I ტიმ. 1.18).

წმიდაჲ ნათლისღებაჲ ყოვლადსაჭურველად მიიღეთ და სარწმუნოებაჲ - ჩაფხუტად და სიყუარული - ლახურად და მოთმინებაჲ - ჯაჭუად. და ფერჴნი თქუენნი საქმეთა მიერ კეთილთა მოიმტკიცენით, რაჲთა დასთრგუნნეთ მთავარნი ბნელისანი და სამძალი ძლევისაჲ ღმრთისაგან მოიღოთ (შდრ. სიბრძნე 5.17-19; I თეს. 5.18).

სულგრძელებდით ურთიერთარს სიმშჳდით და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა. სამარადისოჲმცა მშჳდობაჲ მიფენილ არს თქუენ ზედა.

მესმა რამეთუ ლოცვითა თქუენითა მშჳდობით ჰგიეს ეკლესიაჲ ანტიოქიისაჲ ასურეთს. და უგულსმოდგინეს ვიქმენ მე უზრუნველობითა საღმრთოჲთა, უკუეთუ ოდენ ჭირთა და ღუაწლთა მიერ ღმერთსა მივემთხჳო, რაჲთა ვექმნე მე ნიჭ ლოცვათა თქუენთა და მოწაფე ღირსები(II)სა თქუენისაჲ

ჯერ-არს და გშუენის ღმრთივსანატერლო პოლიკარპე, რაჲთა ჰყოთ განზრახვაჲ ღმრთივშუენიერი და ჴელნი დაასხნეთ რომელიცა იყოს საყუარელ თქუენ შორის და უცონელ და ფრთხილ და ძალედვას მკჳრცხედ ღმრთისა წოდებად; და ესე ღირს ჰყოთ წარსლვად ასურეთად დამყარებად მღვდელთმოძღურისა, რაჲთა, მირაჲწიოს მუნ, განთქუას უცონელი იგი სიყუარული თქუენი სადიდებელად ღმრთისა. ქრისტეანესა თავსა ზედა თჳსსა ჴელმწიფებაჲ არა აქუს, არამედ ჯერ-არს, რაჲთა ღმერთი უფლებდეს მის ზედა. და უკუეთუ ღმერთმან სამე იჩინოს იგი, თანააც, რაჲთა მოწიწებით ერჩდეს მას. აწ უკუე ესე საქმე ღმრთისაჲ არს და თქუენი. და უწყი, ვითარმედ სრულ იყოს იგი2. რამეთუ მრწამს, ვითარმედ მადლითა ღმრთი[593]საჲთა მზა ხართ აღსრულებად საქმეთა ღმრთისათა. და, ვინაჲთგან უწყოდე სიმტკიცე ჭეშმარიტებისა თქუენისაჲ, შემოკლებულად გაუწყე მცირეთა მიერ ასოთა.

ვინაჲთგან ყოველთა ეკლესიათა ვერ უძლე მიწერად, - რამეთუ მყისსა შინა განმიყვანეს ნავითა ტროადით და ნეაპოლის განვიდეს, ხოლო, ვითარცა ნებამან ღმრთისამან განაგოს, მიუწერე წინაკერძოთა ეკლესიათა (რამეთუ უწყი, ვითარმედ გარეშე ნებისა ღმრთისა არა რას ჰყოფ), რაჲთა მათცა იგივე ჯერ-იჩინონ ქმნად. და რომელთა ძალედვას მკჳრცხლნი წარავლინენ; და რომელთა ვერ ძალ-ედვას, ეპისტოლენი წარსცნენ შენ მიერ წარვლენილთა მათ თანა; რაჲთა იდიდნეთ ღმრთისა მიერ საქმითა ამით საუკუნოჲთა.

ვითარცა უღირსი მოვიკითხავ ყოველთა სახელით და ეპიტროპისა მეუღლესა ყოვლით სახლით მისითურთ და შვილთა მისთა.

მოვიკითხავ ატტალონს, საყუარელსა ჩემსა.

მოვიკითხავ მასცა, რომელი ღირს იქმნეს წარვლენად ასურეთს. და იყავნ ყოვლადვე მადლი ღმრთისაჲ მის ზედა და წარმვლენელსა მისსა პოლიკარპოს.

(422) [მარადის ვლოცავ უფლისა ჩემისა იესუ ქრისტეს] მიმა[რთ სიმ]რთელისა და სიცოცხლისა თქუენისათჳს, რომელსა-იგი შინა ჰგიეთმცა ერთობით მოღუაწებითა ღმრთისაჲთა, ერთობასა ზედა სარწმუნოებისასა.

მოვიკითხავ ალკინს, სასურველსა ჩემსა სახელსა. ამენ.

და უვნებელადმცა ჰგიეთ მადლითა უფლისაჲთა.

--------------------------------------------------------------------------------------

1 - რეცა - თითქოს, ვითომც.

2 - ე.ი. ის ვისაც თქვენ გააგზავნით ანტიოქიაში შეასრულებს დაკისრებულ საქმეს.


მეცხრე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი ანტიოქელთა მიმართ

ეგნატი ღმერთშემოსილი, ეკლესიასა შეწყალებულსა ღმრთისაგან და1 გამორჩეულსა ქრისტეს2 მიერ, რომელი-ეგე მკჳდრ ხარ ანტიოქიას შინა ასურეთისასა და რომელმან პირველ ყოველთაჲსა მიიღე სეხნაობაჲ ქრისტესი (საქმე 11.26), ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა გახარებ.

აღმიმცირნა და აღმისუბუქნა უფალმან საკრველნი ჩემნი, რამეთუ ვცან მშჳდობაჲ თქუენი და სულიერად და ჴორციელად, ერთობით და ღმრთივშუენიერად ქცევაჲ თქუენი ყოველსა შინა.

[594]
გლოცავ და გევედრები მე, კრული ესე უფლისა მიერ: ღირსად ვიდოდეთ ჩინებისა მის, რომლითა იჩინენით (ეფეს. 4.1) და დაიცვენით თავნი თქუენნი შემოსრულთა მათგან3 წვალებათა მაცთურისათა საცთურად და წარსაწყმედელად მორჩილთა მათთა, და შეესაკუთრენით მოძღურებასა მოციქულთასა და გრწმენინ შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი და ერჩდით მათ, და ყოველივე ჰურიული4 და წარმართული საცთური განაგდეთ, და ნუცა სიმრავლესა ღმერთთასა შემოიყვანებ და ნუცა ქრისტესა უვარ-ჰყოფ მიზეზითა ერთისა ღმრთისაჲთა.

რამეთუ მოსე, სარწმუნომან მონამან ღმრთისამან, ესრეთ თქუა: ”უფალი ღმერთი შენი, უფალი ერთ არს” (II შჯ. 6.4; მარკ. 12.29) და ერთ ხოლო მხოლოჲ ღმერთი ქადაგა, გარნა მეყსეულად აღიარა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და თქუა, ვითარმედ: ”აწჳმა უფალმან უფლისა მიერ ცეცხლი და წუნწუბაჲ სოდომსა ზედა” (დაბ. 19.24; და კუალად, ვითარმედ: ”თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა”; და ვითარმედ: ”შექმნა ღმერთმან კაცი ხატად, (II) ხატად ღმრთისა შექმნა იგი” (დაბ. 1.26-27; დაბ. 5.1 და 9.6); და ვითარმედ: ”ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი”. და, რამეთუ განკაცნეს ესრეთ თქუა, ვითარმედ: ”წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა ესე მე” (II შჯ. 18.15; საქმე 3.22 და 7.37).

ხოლო წინაჲსწარმეტყუელთა, ვითარცა პირისაგან ღმრთისა ესრეთ თქუეს, ვითარმედ: ”მე ვარ ღმერთი პირველი და შემდგომად მისა მევე ვარ და ჩემსა გარეშე სხუაჲ ღმერთი არა არს” (ის. 44.6), და ესე თქუეს მამისათჳს; და უფლისა ჩუენისათჳს ესრეთ თქუეს, ვითარმედ: ”ძე მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ მისი ზედა მჴართა მისთა არს და ჰრქჳან მას - დიდისა ზრახვისა ანგელოსი, საკჳრველი თანამზრახველი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე” (ის. 9.6), და ვითარმედ: ”აჰა, ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ” (ის. 7.14; მათე 1.23; ლუკა 1.31). ხოლო ვნებისათჳს თქუეს: ”ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუვე[595]ლისა თჳსისა უჴმობელად” (ის. 53.7; საქმე 8.32), და ვითარმედ: ”მე, ვითარცა კრავმან უმანკომან, მიგუარასა ჩემსა დაკლვად არა ვაგრძენ” (იერ. 11.19).

და მახარებელთა თქუეს მამისათჳს, ვითარმედ: ”ერთი მამაჲ, მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი” (იოანე 17.13); და უფლისა ჩუენისათჳს დაწერეს, ვითარმედ: ”პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თჳნიერ მისსა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა” (იოანე 1.1-3). და განკაცებისათჳს, ვითარმედ: ”სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის” (იოანე 1.14); და ვითარმედ: ”წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი” (მათე 1.1). და მოციქულმან, ვითარმედ: ”ერთ არს ღმერთი” (I კორ. 8.4,6; გალ. 3.30); და მანვე თქუა, ვითარმედ: ”და ერთი შუამდგომელი ღმრთისა და კაცთაჲ, კაცი იესუ ქრისტე” (ეფეს. 4.5-6; I ტიმ. 2.5). და ვითარმედ ივნო ჩუენთჳს არა უარყვეს, არცა სირცხჳლ იჩინეს, არამედ ჴმამაღლად ქადაგეს, ვითარმედ: ”რომელმან მისცა თავი თჳსი ცხოვრებისათჳს სოფლისა” (შდრ. იოანე 6.51); და ყოველნი ძალნი და საკჳრველებანი სახელითა ჯუარცმულისაჲთა აღასრულნეს. და ესევითარნი წამებანი ბევრეუ[ლნი (V) ი]პოვებიან [წერილთა შინა], რომელნი განცხადებულად წამებენ მამისათჳს და ძისა და სულისა წმიდისა.

ვინაჲცა ყოველი, რომელი ერთსა ღმერთსა ქადაგებდეს დამჴსნელად ღმრთეებასა5 ძისასა, იგი ეშმაკი (იოანე 6.70) არს და მტერი ყოვლისა სიმართლისა.

რომელი ქრისტესა არა ძედ ღმრთისად აღიარებს, არამედ სხუასა რასმე ჰგმობდეს, და რომელი-იგი შჯულმან და წინაჲსწარმეტყუელთა ქადაგეს - უვარჰყოფდეს, იგი ორღანოჲ არს მისვე ეშმაკისა და ჭურჭელი სატანისაჲ.

რომელი განკაცებასა უვარჰყოფდეს და ჯუარი სირცხჳლ-უჩნდეს (რომლისათჳს ესე შეკრულ ვარ), იგი ანტიქრისტე არს (I იოანე 2.22; 4.43; II იოანე 7).

რომელი ლიტონად კაცად უწოდეს ქრისტესა, წყეულ იყავნ [596]სიტყჳსაებრ წინაჲსწარმეტყუელისა, რამეთუ არა ესავს იგი ღმერთსა უკუდავსა, არამედ კაცსა მოკუდავსა, და არს იგი უნაყოფო, ვითარცა გრიკი6 ველური (იერ. 17.5-6).

ამას მივსწერ თქუენდა, ჵ, ახალნო და რჩეულნო ერნო ქრისტესნო, არა თუ რამეთუ შემიცნობიეს რაჲმე თქუენდა ესევითარი გონებაჲ, არამედ წინაჲსწარ განგაკრძალებ თქუენ, ვითარცა მამაჲ თჳსთა შვილთა. ეკრძალენით უკუე ბოროტადმორბედთა მუშაკთაგან და მტერთა ქრისტეჱს ჯუარისათა, რომელთა აღსასრული წარწყმედაჲ არს და დიდებაჲ მათი სირცხჳლსა შინა მათსა (ფილიპ. 3.18-19).

ეკრძალენით ძაღლთა მათგან განცოფებულთა (შდრ. ის. 56.10) და გუელთა მსტჳნვარეთა და მეთრევანთა და ქრთამის მოყუარეთა ვეშაპთა და ასპიტთა და იქედნეთა და ბასალიკონთა და ღრიაკალთა, რამეთუ იგინი არიან მჴეცნი წამლეანნი და კაცისსახენი ქიანი7 და მსახრვალნი8 და მოგუნი და გრძნეულნი.

პეტრეს და პავლენსი ხართ მოწაფენი, ნუ წარსწყმედთ ვედრსა მას, რომელი გარწმუნეს თქუენ. მოიჴსენეთ ევვოდოს, ღირსი ნეტარებისაჲ მწყემსი თქუენი, რომელსა პირველ ერწმუნა მოციქულთა მიერ მწყემსობაჲ თქუენი. ნუ(II)მცა ვარცხუენთ მამასა ჩუენსა, ვიქმნეთ შვილ საყუარელ და სასურველ და ნუ ნამონებ და ნატაც და მორყუნილ. არა უმეცარ ხართ, თუ ვითარ იქცეოდა იგი ჩუენ შორის და რომელსა-იგი მან, და რაჲ ვიყავი და გეტყოდე, მასვე აწ შორით მივსწერ თქუენდა: რომელსა არა უყუარდეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, იყავნ იგი შეჩუენებულ (I კორ. 16.22).

რაჟამს იესუს მივემთხჳო, მვედრებელ და მეოხ ვიქმნე სულთა თქუენთათჳს, უკუეთუ ოდენ ღირს მყოს უფალმან. მოიჴსენენით კრულებანი ჩემნი (კოლ. 4.18).

მღდელნი მწყსიდით სამწყსოსა ქრისტესსა (I პეტრე 5.1), ვიდრემდის გამოაჩინოს ღმერთმან, რომელსა-იგი ეგულების მთავრობაჲ თქუენ [597]ზედა, რამეთუ მე, აჰა, ესერა შევიწირვი (II ტიმ. 4.6), რაჲთა ქრისტე შევიძინო (ფილიპ. 3.8).

დიაკონთა უწყოდეთ თუ ვითარისა პატივისა ღირსქმნულ არიან და ისწრაფედ, რაჲთა უბრალო იყვნედ, რაჲთა იქმნენ მობაძავ ქრისტესა.

ერი დაემორჩილედ მღვდელთა და დიაკონთა და ერჩდით მათ.

ქალწულთა უწყოდეთ თუ ვისა შეუწირვან თავნი თჳსნი.

ქმართა უყუარდეთ ცოლნი თჳსნი და ნუცა დაუვიწყებიეს ამისი ჴსენებაჲ, რამეთუ ერთი მიეცა ერთსა დაბადებასა შინა9 და არა მრავალნი.

ცოლნი პატივსცემდეთ ქმართა, ვითარცა თჳსთა ჴორცთა და ნუცაღა თუ სახელით კადნიერ იქმნებიან წოდებად მათდა. და სიწმიდე შეიტკბედ და უწყოდეთ, რამეთუ ქმართა ხოლო მეუღლებაჲ რწმუნებულ არს მათდა, რომელთა-იგი ნებითა ღმრთისაჲთა შეეყვნეს (ეფეს. 5.25; კოლ. 3.19; მათე 19.4).

მშობელთა შვილნი განსწავლენით სწავლითა სულიერითა (შდრ. ეფეს. 6.4).

შვილნი პატივსცემდით მშობელთა, რაჲთა კეთილი გეყოს თქუენ (ეფეს. 6.1-3).

უფალნი ნუ ფრიად ჰმაღლოჲთ მონათა ზედა, ნუცა შეურაცხჰყოფთ მათ, არამედ მობაძავ იქმნენით მართლისა იობისა, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: ”უკუეთუ (423) გან[ვაცრუე საშჯელი მონისა], გინა მჴევლისა ჩემისა, განიშჯებოდიან რაჲ წინაშე ჩემსა, რამეთუ ვიტყოდე მე გულსა ჩემსა, ვითარმედ: ”რაჲ ვყო, რაჟამს განკითხვასა ჩემსა ჰყოფდეს უფალი?” (იობ. 31.13-14) და შემდგომი.

მონანი ნუ განარისხებთ უფალთა თქუენთა ნურაჲთა სახითა, რაჲთა არა ექმნნეთ მიზეზ ბოროტთა თავთა თქუენთა10.

ნუმცა ვინ ჭამს პურსა თჳსსა უქმად (II თეს. 3.10), რაჲთა არა მიმოტაცებულ იქმნეს და მემრუშე და განმცდელ მეძავთა.

სიმთვრალე, რისხვაჲ, შური, გინებაჲ, გმობაჲ, ღაღადებაჲ და [598]ყოველივე საქმე, რომელი არა სათნო არს ღმრთისა, ნუცამცაღა11 სახელ-ედების თქუენ შორის (ეფეს. 5.3).

ქურივნი ნუმცა იშუებენ უჯეროჲთა შუებითა, რაჲთა არა მოკიცხარ ექმნენ სიტყუისა მას ცხორებისასა უწესოჲთა აღბორგებითა (I ტიმ. 5.6).

კეისარსა დაემორჩილენით, სადა-იგი მიზეზ ვნებისა არა იქმნებოდის მორჩილებაჲ მისი. მთავართა ნუ აღძრავთ განრისხებად, რაჲთა არა ექმნნეთ მიზეზ ვნებისა თქუენისა მათ, რომელნი-იგი მიზეზსა ეძიებენ თქუენ ზედა.

ხოლო გრძნებისათჳს და მამათმავლობისა და კაცისკლვისა ნამეტნავ მიჩნს მიწერად თქუენდა, ვინაჲთგან წარმართთაცა შორის არა იპოვებიან ესევითარნი საძაგელობანი.

და ამას არა ვითარცა მოციქული გიბრძანებ, არამედ ვითარცა თქუენთანა მონაჲ მოგაჴსენებთ თქუენ.

მოვიკითხავ წმიდათა მღდელთა. მოვიკითხავ უბიწოთა დიაკონთა, სასურველთა მათ ჩემთა სახელთა და საქმეთა, რომელთა ჩემ წილ ჰმწყსისმცა სული წმიდაჲ და აღ-მცა-ავსებს მის მიერითა მით მადლითა. და რაჟამს ღირს ვიქმნე მიმთხუევად ქრისტესა, ღუაწლი ჩემი მიუპყრა თქუენთჳს სავედრებელად.

მოვიკითხავ კერძოდიაკონთა, წიგნისმკითხველთა, მგალობელთა, (II) მეკარეთა, მშრომელთა, მაფუცებელთა და აღმსარებელთა, მოვიკითხავ მცველთა საუფლოთა ბჭეთასა.

მოვიკითხავ ღირსთა დედათ-დიაკონთა და ქრისტეს ნების მყოფელთა ქალწულთა, რომელთა მადლითა შემზღუდენ მე უფალმან, რომელნი-იგი ქრისტესა დაუწინდენ.

მოვიკითხავ ერსა ქრისტესსა მცირითგან, ვიდრე დიდადმდე და ყოველთავე დათა ჩემთა უფლისა მიერ.

მოვიკითხავ კასიანესა და მეუღლესა მისსა და საყუარელთა შვილთა მისთა.

მოგიკითხავს თქუენ პოლიკარპოს, ყოვლად შუენიერი ეპისკოპოსი, რომელიცა ზრუნავს თქუენთჳს და ეურვების თქუენთჳს; რომელსაცა-იგი შეგვედრენ თქუენ უფლისა მიერ. და ყოველივე კრებული ზმირნელთაჲ გაჴსენებს თქუენ ლოცვათა შინა უფლისა მიმართ.

[599]მოგიკითხავს თქუენ ონისიმე, ეფესელთა ეპისკოპოსი. მოგიკითხავს თქუენ დიმა, მაღნისისსა ეპისკოპოსი. მოგიკითხავს თქუენ პოლივიოს, ტრალელთა ეპისკოპოსი. მოგიკითხვენ თქუენ ფილონ და აღათოპუს დიაკონნი, ჩემთანა მავალნი.

მოიკითხევდით ურთიერთარს ამბორისყოფითა სიწმიდისაჲთა (II კორ. 13.12).

ესე ფილიპიაჲთ მივწერე თქუენდა.

დაგიცვენინ თქუენ მამამან დაუსაბამომან და უშობელმან (რომელი-იგი არს მარადის და არს და იყოს მხოლოჲ იგი მარადის არსი) ძისა მიერ თჳსისასა თანადაუსაბამოჲსა და თანასწორისა, წინა საუკუნეთა მისგან შობილისა და სულისა ყოვლადწმიდისა მშჳდობით და ცოცხლებით სულით და ჴორცით. და მიხილავთმცა ქრისტეს სასუფეველსა.

მოვიკითხავ ჩემ წილ დადგინებადსა მწყემსსა თქუენსა, რომელი-იგი მიხილავსმცა სრული ყოვლითა სათნოებითა, აღმასრულებელი ქრისტეს მცნებათაჲ. და ჰგიეთმცა საკუთრებასა შინა (V) და მონებასა ღმრთისასა ქრისტეს მიერ, განათლებულნი სულითა წმიდითა.

-----------------------------------------------------------------------------------------

1 - ხელნაწერში: [და].

2 - ხელნაწერში: ქრისტესა.

3 - ხელნაწერში: მათ[გან].

4 - ხელნაწერში: ჰ[უ]რიული.

5 - ასეა.

6 - გრიკი - ჭაობის ბუჩქოვანი მცენარე; (იხ. იერ. 17.6).

7 - ქია - მაიმუნი.

8 - მსახრვალი - გრძნეული, მისანი, ჯადოქარი.

9 - დაბადებასა შინა შექმნისასა - ἐν τῆ κτίσει, in creation; იგულისხმება დაბ. 1.18-25.

10
– A 66: თქუენთა] თჳსთა.

11 - ხელნაწერში: ნუცამცა[ღა].


მეათე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი ირონის მიმართ ანტიოქელ დიაკონისა


ეგნატი ღმერთშემოსილი, ღმრთივპატივცემულსა და სასურველსა ქრისტეს შემოსილსა, პატიოსანსა, სულიერსა და ერთგულსა, შვილსა სარწმუნოსა და საყუარელსა, ირონ დიაკონსა და მსახურსა ქრისტეს ღმრთისასა: მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ყოვლისა-მპყრობელისა ღმრთისაგან და იესუ ქრისტეს მიერ უფლისა ჩუენისა, მხოლოდშობილისა ძისა მისისა, რომელმან მისცა თავი თჳსი ცოდვათა ჩუენთათჳს, რაჲთა მიჴსნნეს ჩუენ სოფლისა ამის მოწევნულისა ბოროტისაგან (გალ. 1.4) და ღირს მყვნეს ჩუენ სასუფეველსა მისსა ზეცათასა.

გლოცავ შენ ღმრთისა მიერ, რაჲთა შესძინო შრომასა შენსა და უბრალო ჰყო პატივი შენი.

იღუაწე, რაჲთა განუყოფელ იქმნე ერთობისაგან წმიდათაჲსა. [600]და უუძლურესნი იტჳრთენ, რაჲთა აღასრულო შჯული იგი ქრისტესი (გალ. 6.2).

მარხვად და ლოცვად და ვედრებად ღმრთისა მოიცალე, გარნა ნუ უზომოდ, რაჲთა არა მოუძლურდე და უქმ იქმნე.

ღჳნოსა და ჴორცსა ნუსად1 განეშორები, რამეთუ არა არიან საძაგელ, ვითარცა თქმულ არს, ვითარმედ: ”კეთილსა ქუეყანისსა შჭამდეთ” (ის. 1.19); და ვითარმედ: ”შჭამდეთ ჴორცსა ვითარცა მხალსა” (დაბ. 9.3); და ვითარმედ: ”ღჳნომ ახარის გულსა კაცისასა და ზეთმან მხიარულ-ყვის პირი და პურმან განამტკიცის გული კაცისაჲ” (ფს, 103.15); არამედ ზომიერად და წესიერად, ვითარცა მოცემულსა ღმრთისასა. რამეთუ რაჲ ვინ ჭამოს, ანუ რაჲ ვინ სუას თჳნიერ მისსა? (ეკლ. 2.25) რამეთუ რაოდენიცა რაჲ არს კეთილი - მისი არს და რაოდენიცა რაჲ არს განსასუენებული - მისი არს.

ეკრძალე საკითხავსა და მოსწრაფე იქმენ კითხვად (II) წიგნთა [საღმრთ]თოთა, გარნა არა [ესრეთ] რაჲთამცა შენ ხოლო უწყოდე შჯული უფლისაჲ, არამედ სხუათაცა ასწავებდი და გამოუთარგმანებდი, ვითარცა შჯულისმოძღუარი და მოღუაწე ღმრთისაჲ.

არავინ მჴედრად დაწესებული შეითხზვის სოფლისა საქმეთა, რაჲთამცა მჴედართმთავარსა მას სათნო-ეყო. და დაღაცათუ ვინ იღუწიდეს, ვერგჳრგჳნოსან იქმნების, უკუეთუ ვერ შჯულიერად იღუაწოს (II ტიმ. 2.4-5).

შვილო სასურველო, მოწყლულ ვარ სიყუარულითა შენითა მე - კრული ესე უფლისაჲ და დაუვიწყებელ ხარ ლოცვათა შინა ჩემთა სამარადისოდ, ამისთჳსცა გასწავებ:

ყოველი, რომელი გარეშე განწესებულისა რასმე ზრახვიდეს, - გინა თუ სარწმუნო იყოს, გინა თუ მმარხველ, გინა თუ ქალწულ, გინა თუ სასწაულთა იქმოდეს, გინა თუ წინაჲსწარმეტყუელებდეს, - მგლადმცა შეგირაცხიეს იგი სამოსლითა ცხოვართაჲთა მოსილ (მათე 7.15) და დამბძარველ სამწყოსთა და განმხრწნელ არვეთა2 ქრისტესთა.

რომელი უვარჰყოფდეს ჯუარსა და სირცხჳლ-უჩნდეს ვნებაჲ ქრისტესი, იყავ იგი შენდა, ვითარცა თჳთ იგი მთავარი ბნელისაჲ - [601]სატანა. დაღაცათუ ყოველი მონაგები თჳსი შეაჭამოს გლახაკთა, დაღაცათუ მთათა სცვალებდეს, დაღაცათუ მისცნეს ჴორცნი თჳსნი3 ცეცხლსა დასაწუველად (I კორ. 13.2), საძაგელმცა არს შენდა და საძულელ.

რომელი სძაგებდეს შჯულსა და წინაჲსწარმეტყუელთა, რომელნი-იგი ქრისტემან მიითუალნა და, ვიდრეღა ქუეყანასა ზედა იქცეოდა, აღასრულნა, იყავნ იგი შენდა, ვითარცა ანტიქრისტე.

რომელი ლიტონად კაცად სახელსდებდეს ქრისტესა, ჰურიაჲ არს იგი ქრისტეს მკლველი.

ქურივთა პატივსცემდი, ჭეშმარიტთა (424) [ქურივთა (I ტიმ. 5.3) და ობოლთა ჴელსა აღუპყ[რობდი, [რამეთუ ღმერთი არს მამაჲ ობ]ოლთაჲ და მსაჯული ქურივთაჲ (ფს. 67.6).

ნურარას იქმ თჳნიერ ეპისკოპოსისა, რამეთუ იგი მღდელთმთავარი არს, ხოლო შენ - დიაკონი მღდელთა და მღდელთმოძღუარისაჲ. იგინი ნათელ-სცემენ, მსხუერპლსა შესწირვენ, ჴელთა დასხმენ და აკურთხევენ, ხოლო შენ ჰმსახურებ მათ (ვითარცა წმიდაჲ სტეფანე - იაკობს, ძმასა უფლისასა იჱერუსალემს) და მღდელთა.

კრებათა და დღესასწაულთა ნუ უდებ-ჰყოფ. ყოველთავე სახელით მიითუალვედ.

ნუმცა ვინ შეურაცხ-ჰყოფს სიჭაბუკესა შენსა, არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა და მოღუაწებითა (I ტიმ. 4.12).

მონათა ნუ შეურაცხჰყოფ, რამეთუ ჩუენდა და მათდა ზიარი ბუნებაჲ მოცემულ არს.

დედანი ნუ გძაგნ, რამეთუ მათ გშვეს და აღგზარდეს შენ. და მიზეზთა მათ ბუნებისა ჩუენისათა სიყუარული თანა-გუაც, გარნა ხოლო უფლისა მიერ. და თჳნიერ დედაკაცისა შჳლთა სხმაჲ შეუძლებელ არს მამაკაცისაგან, ვინაჲცა პატივი ჯერ-არს მშობელთა მათ და აღმზრდელთა ჩუენთაჲ. ხოლო არცა მამაკაცი თჳნიერ დედაკაცისა და არცა დედაკაცი თჳნიერ მამაკაცისა (I კორ. 11.11), თჳნიერ პირველშექმნულისა; რამეთუ ჴორცნი ადამისნი ოთხთაგან ნივთთა შეიქმნნეს, ხოლო ჴორცნი ევაჲსნი გუერდისაგან ადამისა აღეგნეს (დაბ. 2.21-24).

[602]და ღმრთივდიდებულნი იგი ჴორცნი უფლისანი მხოლოჲსაგან ხოლო4 ქალწულისა უბიწოჲსა. არათუ, რამეთუ საძაგელ არს შჯულიერი შეერთებაჲ, არამედ ღმრთივშუენიერად შობისათჳს. რამეთუ შუენოდა დამბადებელსა, რაჲთა არა ჩუელებრივ შობაჲ იჴუმიოს, არამედ უცხოჲ და საკჳრველი, ვითარცა დამბადებელმან.

ამპარტავნებასა ევლტოდე, რამეთუ ამპარტავანთა წინააღუდგების ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცემს მადლსა (იაკობ. 4.6; I პეტრე 5.5). ხოლო ტყუვილნი მოიძაგე, რამეთუ წერილ არს, (II) ვითარმედ: ”წარსწყმიდნე ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუვესა” (ფს. 5.7). შურსა ეკრძალე, რამეთუ წინამძღუარ მისა არს ეშმაკი და შემდგომ კაინ, რომელი-იგი მოშურნე ექმნა ძმასა და შურის მიერ მოკლა მართალი იგი.

დათა ჩემთა ამცენ, რაჲთა უყუარდეს ღმერთი და კმა-იყოფოდენ თჳსთა ქმართა. და ეგრეთვე ამცნებდ ძმათა ჩემთა, რაჲთა თჳსთა ცოლთა დაჯერებულ-იქმნენ.

ქალწულთა სცევდ, ვითარცა ქრისტეს საუნჯეთა.

სულგრძელ იყავ ყოველსა შინა, რაჲთა დიდ იყო გონიერებითა (იგავ. 14.29).

გლახაკთა და დავრდომილთა ნუ უდებ-ჰყოფ მსგავსად ძალისა შენისა, რამეთუ მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან ცოდვანი (იგავ. 15.27).

თავი შენი წმიდად დაიმარხე, ვითარცა სამკჳდრებელი ღმრთისაჲ და სავანე სულისა წმიდისაჲ. უწყი, თუ ვითარ აღგზარდე შენ: დაღაცათუ უნდო ვარ, მოშურნე მექმენ მე და მიემსგავსე ქცევასა ჩემსა. არა ვიქადი სოფელსა ამას შინა, გარნა უფლისა მიერ.

ირონს ამცენ5, შვილსა ჩემსა, ვითარმედ: ”რომელი-იგი იქადოდეს, უფლისა მიერ იქადოდენ” (I კორ. 1.32; II კორ. 10.17) (მომმადლენ მე უფალმან რაჲთა სცხონდე. შვილო სასურველო), რომელი-იგი დაიცევინ მამამან მხოლომან დაუსაბამომან და ძემან მხოლოდშობილმან უფალმან იესუ ქრისტემან.

ნუ გრწამს ყოველთაჲ, ნუცა მიენდვები ყოველთა და ნუცამცა ვინ განგიმსტურობს6 შენ, რამეთუ მრავალნი არიან მსახურნი ეშ[603]მაკისანი და რომელი ადრე ირწმუნებდეს, სუბუქ არს იგი ცნობითა (ზირ. 19.4).

მოიჴსენე ღმერთი და შიშიმცა მისი გაქუს მარადის წინაშე თუალთა შენთა და არასადა სცოდო ყოვლადვე.

ნუ იქმნები ორგულ ლოცვასა შინა, რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ: ”ნეტარ არს, რომელი არა შეორგულდეს” (შდრ. იაკ. 1.6,8).

მრწამს მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და ძე მისი მხოლოდშობილი - იესუ ქრისტე, რამეთუ მიჩუენოს მე ღმერთმან ირონ საყდარსა ჩემსა ზედა.

შეჰმატე შვილო და შესძინე სრბასა შენსა ზედა.

გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა ყოველთაჲსა და წინაშე ქრისტესა და წინაშე სულისა წმიდისა და ძალთა მათ მსახურთა (V) სამებისათა: დაიცევ [ვედრი7 ჩემი]. რომელი მე და ქრისტემან შეგვედრეთ შენ და ნუ გიჩნ თავი შენი უღირს [ჩინე]ბისა საღმრთოჲ[სა. შეგვედრებ შენ ეკლესიასა ანტიოქიისასა, ვითარცა შემივედრებიეს] საქმე თქუენი პოლიკარპოჲსდა უფლისა მიერ იესუ ქრისტესა.

მოგიკითხვენ შენ ეპისკოპოსნი: ონისიმე, ვიტი, დამას, პოლჳვიოს და ყოველნი ფილიპპელნი ქრისტეს მიერ, ვინაჲცა-იგი მოვწერე შენდა.

კითხვაჲ არქუ ღმრთივშუენიერთა მღდელთა.

კითხვაჲ არქუ წმიდათა მათ შენთანა დიაკონთა, რომელთათჳს-იგი ვითხოვ ღმრთისაგან, რაჲთა დაიცვნეს სულიერად და ჴორციელად და ღირს ყვნეს სასუფეველსა თჳსსა.

კითხვაჲ არქუ ყოველსა ერსა დიდითგან, ვიდრე მცირედმდე სახელით უფლისა მიერ, რომელთა-იგი შეგვედრებ შენ, ვითარცა მოსე ისოს შემდგომად მისსა ერისმთავრობაჲ (II შჯ. 31). და ნუმცა აღგიჩნდების მძიმედ სიტყუაჲ ესე, რამეთუ, დაღაცათუ არა ვართ ეგევითარნი, ვითარნი იყვნეს იგინი, გარნა უკუე ვილოცავთ, რაჲთა ვიქმნნეთ, რამეთუ ჩუენცა შვილნი ვართ აბრაჰამისნი.

განძლიერდი უკუე და მხნე იქმენ (II შჯ. 31.7,23), ჵ, ირონ, ვითარცა მამაკაცი და ვითარცა საღმრთოჲ მოღუაწე, რამეთუ ამიერითგან შენ შეიყვანო და შენ განიყვანო ანტიოქელთა ერი და კრებული უფ[604]ლისაჲ, რაჲთა არა იყოს ბანაკი უფლისაჲ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი (რიცხ. 27.17).

კითხვაჲ არქუ კასიანეს, მესტუმრესა ჩემსა და პატიოსანსა მეუღლესა მისსა და საყუარელთა შვილთა მათთა, რომელთა მიეცინ უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა (II ტიმ. 1.18) ჩუენისა მის მსახურებისათჳს, რომელთაცა შეგვედრებ შენ უფლისა მიერ.

კითხვაჲ არქუ ლავდიკიელთა, ყოველთა მორწმუნეთა კაცად-კაცისა ქრისტეს მიერ.

და ტარსუნელთა მათ ნუ უდებ ჰყოფ, არამედ ზედაჲსზედა ითუალევდ [მათ]8 და განაკრძალებ და დაამტკიცებდ მათ მოძღურებასა ზედა სახარებისასა.

(II) კითხ[ვაჲ არქუ მარ]ის, ნეაპოლე[ლსა ეპისკოპოსსა], რომელ არს ანა[ზარბოს]9, უფლისა მიერ.

მოიკითხე ჩემ [მაგიერ] მარიამცა, პატიოსანი ასუ[ლი ჩემი], ფრიად სწავლული და გონიერი (და სახლად-სახლად კრებულთა მისთა, კოლ. 4.15), რომელი-იგი ღირს-ყავნ უფალმან წყალობასა მისსა; და სხუანი-იგი, მადლითა აღსავსენი და ღმრთივდაცულნი და კეთილად მსახურნი დედანი.

ცოცხლებით და მრთელად და ყოველსა შინა წარმართებულად მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტემან მხოლოდშობილისა ძისა თჳსისა მიერ და სულისა წმიდისა დაგიცევინ შენ ჟამთა სიგრძესა სარგებელად ღმრთისა ეკლესიისა. და მშჳდობით იყავ უფლისა მიერ და ილოცევდ, რაჲთა სრულ ვიქმნე.

---------------------------------------------------------------------

1 - ასეა.

2 - არვე - ცხვარი, ფარა (ბერძნ.πρόβατον).

3 - ხელნაწერში: [თჳსნი].

4 - ხელნაწერში: [ხოლო].

5 - A 55, A 60, A 66: ამცენ (?); PG-ს ბერძნულ ტექსტში: ’Ηρωνι τῶ ἐμῷ τέχνῳ παραινῳ - ირონს, ჩემ შვილს, ვამცნებ (გამცნებ)...

6 - განმსტურობა - მოხილვა, თვალთვალი, ჯაშუშობა.

7 - ვედრი - ანდერძი, მიბარებული (ბერძნ.παραθήκη).

8 - ხელნაწერში: [ნუ უდებ ჰყოფ, არამედ ზედაჲსზედა ითუალევდ მათ].

9 - ნეაპოლი ანაზარბოსთან, არის ქალაქი კილიკიაში (და არა ნეაპოლი ქ. ფილიპპოსის მახლობლად მაკედონიაში) მდ. პირამოსზე. ამ ქალაქ პტოლომეოსი კეისარიას ანაზარბოსთან უწოდებს (Geograph., libro V, cap. 12).



მეათერთმეტე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი ეფესელთა მიმართ


ეგნატი ღმერთშემოსილი, ღმრთისა მიერ მამისა კურთხეულსა სავსებითურთ და წინა საუკუნეთაგან წინაჲსწარ განჩინებულსა სადიდებელად თჳსა სამარადისოდ და უცვალებელად და შეერთებულსა და გამორჩეულსა ვნებითა მით ჭეშმარიტითა, ნებითა [605]ღმრთისა მამისაჲთა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მაცხოვრის ჩუენისა და სულისა მიერ წმიდისა, ეკლესიასა ღირსსა ნეტარებისასა, რომელი-ეგე ხარ ეფესოს შინა ასიისასა: ქრისტეს იესუჲს მიერ განმრავლდინ და აღორძინდინ უბიწოჲ ეგე სიხარული და მხიარულებაჲ შენი.

მივითუალე თქუენი-ეგე ღმრთისა მიერ მრავალსასურველი სახელი, რომელი გაქუს მშჯავრითა სიმართლისაჲთა და სარწმუნოებითა და სიყუარულითა იესუ ქრისტეს მაცხოვრის ჩუენისაჲთა, რამეთუ ჰბაძავთ თქუენ ღმრთისა კაცთმოყუარებასა, რამეთუ განაცხოველეთ საუფლოჲთა მით სისხლითა მოსწრაფებაჲ იგი დანერგული (425) თქუენ შორის [და აღმატებულად სრულყავთ].

რამეთუ გესმა შეკრვაჲ ჩემი ასურასტანს ქრისტესთჳს, ზოგადისა მის სასოებისა, რომელი-ესე ვესავ ლოცვითა [თქუენითა], [რაჲთა] ღირს ვიქმნე ჰრომს მჴეცთა [მიერ] განლევასა, რაჲთა წამებითა შეუძლო მოწაფე ყოფად მისა, რომელმან-იგი ჩუენთჳს შეწირა თავი თჳსი მსხუერპლად და შესაწირავად ღმრთისა (ეფეს. 5.2). და გესმა რაჲ, არა წარიცონეთ და უდებჰყავთ, არამედ სიყუარულითა აურაცხელითა მოავლინეთ ჩუენდა ეპისკოპოსი თქუენი ონისიმე, რომლისა მიერ ყოველივე სიმრავლე თქუენი და ერმრავალი კრებული ვიხილე. და ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა ყოველნივე მობაძავ მისა იყვენით და რაჲთა ყოველნივე საყუარელ მისსა იყვნეთ და ერჩდეთ მცნებათა მისთა.

და კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან ესევითართა კეთილთა და სათნოთა, ესევითარი კეთილი და საღმრთოჲ ეპისკოპოსი მოგანიჭა თქუენ.

და კუალად ჩუენთანა მონისა და ქრისტეს მიერ დიაკონისა თქუენისა, ყოვლითურთ კურთხეულისა ვირროჲსთჳს1 ვევედრები ღმერთსა, რაჲთა ეგოს იგი უბიწოდ პატივად და არძანიგად2 წმიდისა ეკლესიისა და ნეტარისა ეპისკოპოსისა თქუენისა. ხოლო კროკოს, ღირსმან ღმრთისამან და თქუენმან, რომელი-იგი სალბუნად სიყუარულისა თქუენისა მოვიდა ჩუენდა, ყოვლით-კერძო განმისუენა ჩუენ და ჯაჭუნი იგი ჩემნი არა სირცხჳლ-იჩინა (II ტიმ. 1.16). და ეგრეთვე მასცა განუსუენენ მამამან უფლისა ჩუენისამან იესუ ქრისტემან ვირროჲსთანა და ონისიმესა და ევპლოჲსა და ფრონტონისა, რომელთა მიერ თქუენ ყოველნი გიხილენ და სიყუა[606]რულით თქუენითა აღვივსე. და მარადისმცა მესმის მშჳდობაჲ და სიხარული და წარმატებაჲ თქუენი, უკუეთუ ოდენ მიითუალვის ვედრი3 ჩემი და ღირს ვიჩინები.

გშუენის უკუე და შეჰგავს თქუენდა, რაჲთა ყოვლითავე სახითა ადიდებდეთ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელმან-იგი გადიდნა თქუენ, და რაჲთა ერთითა ერთობითა იყვნეთ დამტკიცებულ და ერთითა ნებითა და ერთითა გონებითა და რაჲთა მასვე ზრახვიდეთ მისთჳს (II) ყოველნი (I კორ. 1.10) და რაჲთა ერჩდეთ ეპისკოპოსსა და მღდელთა, რაჲთა ყოვლითურთ იყვნეთ წმიდა.

არა გიბრძანებ ესრეთ, ვითარცა ვიყავ რაჲმე, რამეთუ, დაღაცათუ შეკრულ ვარ სახელით, გარნა წუთღა არა სრულ ქმნილ ვარ ქრისტეს იესუჲს მიერ, არამედ დასაბამი ოდენ მაქუს, რაჲთა დავემოწაფო: ხოლო გზრახავ თქუენ, ვითარცა ჩემთანა მონათა ღმრთისათა. უფროჲსღა თქუენდა ჯერ-იყო, რაჲთამცა მასწავეთ მე და მომაჴსენეთ სარწმუნოებისათჳს, მოთმინებისა, გულსმოდგინებისა და სულგრძელებისა და ნეშტთა მათ საღმრთოთა სწავლათათჳს. გარნა ვინაჲთგან სიყუარული თქუენი არა მიტევებს მე თქუენთჳს დუმილსა, ამისთჳს წინაჲს-უსწარ სწავლასა თქუენსა და გლოცავ და მოგაჴსენებ, რაჲთა ჰრბიოდით ნებისაებრ ღმრთისა. და რამეთუ უფალიცა ყოველსავე ნებისაებრ და ჯერჩინებისა მამულისა იქმს, ვითარცა თავად მან თქუა, ვითარმედ: ”ყოვლადვე ნებასა მისსა და სათნოებასა მისსა ვჰყოფ” (იოანე 8.29). ვინაჲცა ჩუენდაცა ჯერ-არს, რაჲთა ნებისაებრ ღმრთისა ვცხონდებოდეთ ქრისტეს მიერ და ვჰბაძვიდეთ, ვითარცა პავლე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ”მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა” (I კორ. 11.1).

და ეგრეთვე ჯერ-არს, რაჲთა ნებასა ეპისკოპოსისასა შეუდგეთ, რომელი-იგი გმწყსის თქუენ ნებისაებრ ღმრთისა; რომელსა-იგი ჰყოფთცა თავით თჳსით, განბრძნობილნი სულისა მიერ წმიდისა. რამეთუ წმიდანი და პატიოსანნი მღდელნი და ღირსნი ღმრთისანი ესრეთ მორთხმულ არიან და შეწყობილ ნებასა მღდელთმოძღურისა თჳსისა, ვითარცა ძალნი ათძალთა; და ეგრეთ აბმულ არიან ერთობითა და სიყუარულითა, ვიდრეღა განმგებელად და მცველად მათდა მოუგიეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. და ეგრეთვე კაცად-კაცადი ერთმწყობრ იქმნენით, რაჲთა ერთითა ერთობითა ერთნება იყვნეთ ღმრთისა მიერითა შეერთებითა და ზოგადი და სწორი [607]გულსმოდგინებაჲ აჩუენოთ და საკუთარ იქმნნეთ ღმრთისა და საყუარელ4 ძისა (V) მისისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომელი იტყჳს, ვითარმედ: ”მიეც მათ მამაო წმიდაო, რაჲთა, ვითარცა იგი მე და შენ ერთ ვართ, ეგრეთვე იგინიცა ერთ იყვნენ ჩუენ შორის” (შდრ. იოანე 17.11). ვინაჲცა თანანადებ არს და ღირს, რაჲთა უბიწოჲთა ერთობითა შეერთებულნი ღმრთისა თანა მობაძავ ვიქმნნეთ ქრისტესა და ვითარცა ასონი შეინაწევრნეთ ურთიერთარს.

რამეთუ, უკუეთუ მე ესეოდენ მცირედსა ჟამსა, ესევითარი სიყუარული მოვიგე მწყემსისა თქუენისაჲ, - არა კაცებრივი, არამედ საღმრთოჲ, არა ჴორციელი, არამედ სულიერი, - რაოდენ უფროჲს უმეტესისა თანაგაც თქუენ მოგებად? და ჭეშმარიტად ვჰნატრი სიყუარულსა თქუენსა განზავებულსა მის თანა5, ვითარცა იგი აქუს ეკლესიასა ქრისტეს თანა და ქრისტესა ღმრთისა მამისა თანა, რამეთუ ეგრეთვე თქუენცა ყოვლითურთ შეერთებულ ხართ და განზავებულ და შენაწევრებულ.

ნუმცა ვინ უკუე სცთების, რამეთუ არათუ შინაგან ვინმე იყოს საკურთხეველისა, დაკლებულ იქმნების პურისაგან საღმრთოჲსა (იოანე 6.33). და რამეთუ, უკუეთუ ერთისა და ორისა ლოცვასა ესოდენი ძალი აქუს, ვიდრეღა ქრისტე მათ შორის იხილვების (შდრ. მათე 18.20), რაოდენ უმეტეს იქმნეს ესე, რაჟამს ეპისკოპოსი და ყოველი კრებული და ეკლესიაჲ ერთჴმობით შესწირვიდენ ლოცვასა ღმრთისა მიმართ და ჰრწმენეს, რამეთუ მოიღონ ქრისტესგან ყოველივე თხოვაჲ მათი?

ვინაჲცა, რომელი-იგი ესევითართა მათ კრებულთაგან განიყოს და განეშოროს საკურთხეველისაგან მსხუერპლთაჲსა და ეკლესიისაგან პირმშოთაჲსა, რომელნი-იგი აღწერილ არიან ცათა შინა (ებრ. 12.23), - მგელი არს [ეგევითარი-იგი სა]მოსლითა ცხოვართაჲ[თა მოსილ (მათე 7.15) და] მყუდროებისა მჩემებელი [და განმბძარ]ველი სამწყსოთაჲ.

[ისწრაფეთ] უკუე, საყუარელნო ჩემნო, რაჲთა დაე[მორჩილ]ნეთ ეპისკოპოსსა და [მღდელთა] და დიაკონთა. რომელი ამათ დაემო[რჩილოს], ეგევითარი-იგი ღმერთსა ჰმორჩილობს, რომელმან იჩინნა იგინი მნეობასა თჳსსა; და რომელი [ურჩ იყოს] მათდა, [608]ურჩ არს იგი ქრისტესა; და რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს მან [ცხორებაჲ, არამედ] რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს (II) მას ზედა (იოანე 3.96), რამეთუ თავჴედ არს იგი და მაცილობელ და ამპარტავან, რომელი უაღრესთა თჳსთა უჴდებოდის. და ”ამპარტა[ვანთა], - ვითარცა წერილ არს, - შეჰმუსრა[ვს ღმერთი], ხოლო მდაბალთა მოსცემს მადლ[სა]” (იგავ. 3.34; იაკ. 4.6; I პეტრე 5.5); და ვითარმედ: ”ამპარტავანნი უშჯულოებდეს ვიდრე ფრიად” (ფს. 118.51); და მოწაფეთა ეტყოდა უფალი, ვითარმედ: ”რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინოს; და რომელმან ჩემი ისმინოს, ისმინოს მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხმყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა” (ლუკა 10.16; მარკ. 9.37; ლუკა 9.48).

რაოდენცა მდუმარედ ხედვიდეთ ეპისკოპოსსა, უფროჲსად გეშინოდენ, რამეთუ ყოველი, რომელი სახლისა უფალმან წარავლინოს თჳსსა სამსახურებელსა და განსაგებელს (შდრ. ლუკა 12.42; მათე 24.25), ესრეთ თანაგუაც შეწყნარებაჲ მისი, ვითარცა თჳთ მის მომავლინებელისაჲ (შდრ. მათე 10.40; მარკ. 1.37; ლუკა 7.48; იოანე 13.20). და ვინაჲთგან ეპისკოპოსი მნე არს უფლისაჲ და წინაშე მისსა მდგომარე, ესრეთ თანაგუაც კრძალვაჲ და შიში მისი, ვითარცა თჳთ თავადისა უფლისაჲ, რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ: ”ფრთხილი და მახჳლი კაცი მეფეთა წინაშე ღირს არს დგომად და არა კაცთა მედგართა”6 (იგავ. 22.29).

ონისიმე უკუე ფრიად აქებს თქუენსა მას საღმრთოსა წესიერებასა და რამეთუ საღმრთოდ და ჭეშმარიტად სცხონდებით ყოველნი და რამეთუ არცა ერთი წვალებაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის და არცა თუ ისმის სხუაჲ რაჲმე ყოვლადვე თჳნიერ ქრისტესთჳს, ხოლო ჭეშმარიტისა მის მწყემსისა და მოძღურისა, და ხართ ერთსულ და ერთჴორც, ვითარცა-იგი პავლე გასწავათ თქუენ, ვითარცა იჩინენით ერთითა მით სასოებითა სარწმუნოებისაჲთა ვინაჲთგან არცა რაჲ არს სხუაჲ, არამედ ერთ უფალ და ერთ სარწმუნოება და ერთ ნათლისღება და ერთ ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, [609]რომელი-იგი არს ყოველთა ზედა და ყოველთა მიერ და ყოველსა შინა (ეფეს. 4.4-6).

თქუენ უკუე ესევითარნი ხართ ნებითა ღმრთისაჲთა, ვითარცა ვთქუთ და ესევითართა მოძღუართა მიერ სწავლულ: პავლე ღმერთშემოსილისა და ტიმოთეს საკჳრველისა და, უფროჲს(426)ღა, დიდისა მის და აღმატებულისა მოძღურისა, მოძღუართაჲსა იოანე ღმრთისმეტყუელისა7.

ხოლო ვიეთმე უკუეთურთა ჩუეულება[ჲ აქუს] სლვად ზაკუვითა ბორო[ტითა და] სახელითა მწიკულევა[ნითა და] იქმან სხუათა რათმე საქმეთა უღირსთა ღმრთისათა და ზრახვენ წინააღმდგომსა ქრისტეს მოძღურებისასა წარსაწყმედელად თავთა თჳსთა და მორჩილთა თჳსთა. რომელთაგან ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა, ვითარცა მჴეცთა ესრეთ განეშორნეთ, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: ”მართალმან მიაქციოს და ცხოვნდეს უკუნისამდე, ხოლო მზა იქმნეს და მოსაცხრომელ წარწყმედაჲ უღმრთოთაჲ” (იგავ. 10.25; 11.3; 13.6). ესევითარნი-იგი არიან ახალნი ძაღლნი, რომელნი ვერ შემძლებელ არიან ყეფად (ის. 56.10), განცოფებულნი და იდუმალ მკბენარნი, რომელთაგან ჯერ-არს ფრიადი კრძალვაჲ, რამეთუ უკურნებელად სნეულ არიან.

ხოლო მკურნალ თქუენდა არს მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი, დაუსაბამოჲ და უცვალებელი და ყოველთა უფალი და მხოლოდშობილისა ძისა ხოლო მამაჲ და მშობელი. და კუალად გუაქუს მკურნალად უფალიცა ჩუენი და ღმერთი იესუ ქრისტე, წინასაუკუნეთა მამისაგან მხოლოდშობილი ძე და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, ხოლო უკუანაჲსკნელ ჴორცშესხმული ქალწულისა მარიამისაგან; რამეთუ სიტყუაჲ განჴორციელდა (იოანე 1.14), უჴორცო ჴორციელ იქმნა და უვნებელმან ივნო ჴორცითა და უკუდავი მოკუდა ჴორცითა და ცხორებამან ხრწნილებისა გემოჲ იხილა ჴორცითა, რაჲთა სიკუდილისა და ხრწნილებისაგან განათავისუფლნეს და განკურნოს სულნი ჩუენნი დასნეულებულნი უღმრთოებითა და ბოროტითა გულისთქუმითა.

ნუმცა ვინ უკუე გაცთუნოს თქუენ, რომელ-იგი ვერცა გაცთუნებს და არც სცთების, რამეთუ ყოვლითურთ ყოველნივე ხართ ღმრთისანი. რამეთუ ვინაჲთგან ვერცა თუ ერთი გულისთქუმაჲ [610]გმძლავრობს თქუენ, რომელმანცა შეგაფარილნა8 და უჴხმარ გყვნა, ვითარ9 არა სცხონდე(II)ბით საღმრთოდ და ხართ ქრისტიანე.

ვინაჲცა10 მივსწერ თქუენდა, ვითარცა უნარჩევესი თქუენი და უმრწემესი შვილი საუკუნითგან განთქმულისა მის ეფესელთა ეკლესიისა, უბიწოჲსა მის და მრავალსაგალობელისა. საყუარელნო, ჴორციელთა სულიერთა საქმეთა ქმნა ვერ ჴელეწიფების და არცა სულიერთა - ჴორციელთაჲ და არცა სარწმუნოებასა - ურწმუნოებისაჲ. ხოლო თქუენ, ვინაჲთგან აღსავსე ხართ სულითა წმიდითა, არა რას იქმთ ჴორციელსა, არამედ ყოველსავე სულიერსა, განსრულებულნი ქრისტე იესუჲს მიერ, რომელი-იგი არს მაცხოვარი ყოველთა კაცთაჲ და უფროჲსღა მორწმუნეთაჲ (ტიმ. 4.10).

მესმა ვიეთთჳსმე, რომელთა-იგი განვლეს თქუენ შორის, რომელთა-იგი აქუნდა მოძღურებაჲ ბოროტი ველურისა მის და უკეთურისა სულისაჲ, რომელთა-იგი არა გზა უყავთ თესვად ღუარძლისა, არამედ დაიყვენით ყურნი თქუენნი არაშეწყნარებად საცთურსა მას, თქუმულსა მათ მიერ ერის მაცთურსა და სწავლასა მტერისასა და არა ქრისტესსა. რამეთუ მუცლითმეზღაპრეობაჲ და სიტყუაჲ ტყუვილისაჲ, თავით თჳსით მოპოვნებული, სატანაჲსი არს და ანტიქრისტესი.

ხოლო სული წმიდაჲ არა უცხოსა რასმე იტყჳს, არამედ ქრისტესსა; და არა თავით თჳსით, არამედ უფლისა მიერ, ვითარცა-იგი უფალმან ნებაჲ მამისაჲ მოგჳთხრა ჩუენ, ვითარცა თქუა, ვითარმედ: ”და სიტყუანი, რომელნი გესმიან, არა არიან ჩემნი, არამედ მომავლინებელისა ჩემისა მამისანი” (იოანე 14.24). და სულისა წმიდისათჳს ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ”არა იტყოდის თავით თჳსით, არამედ, რაოდენი რაჲ ესმეს ჩემგან” (იოანე 16.13). და თავისა თჳსისათჳს იტყჳს მამისა მიმართ, ვითარმედ: ”მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა და საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე”; და ვითარმედ: ”გამოუცხადე სახელი შენი კაცთა” (იოანე 17.4,6). და სულისა წმიდისათჳს, ვითარმედ: ”მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს” (იოანე 16.14).

ხოლო მაცთური სული თჳსსა თავსა ქადაგებს და თჳსსა ზრახავს, რამეთუ თავდაჯერებულ არს და თავსა თჳსსა ადიდებს; რა[611]მეთუ სავსე არს ზუა(v)ობითა და მტყუვარ და მაცთურ და მცბიერ და მლიქნელ და მზაკუვარ და ორგულ და მყეფარ და შეუთქუმელ11 და მრავლის მეტყუელ და საძაგელ და მეზღაპრე და შემწმასნელ სიტყუათა ტყუვილისათა და მოქადულ და მაოცარ. რომლისა საცთურთაგან გჳჴსენინ ჩუენ იესუ ქრისტემან, რომელმან დამაფუძნნა ჩუენ კლდესა ზედა სარწმუნოებისასა, ვითარცა ლოდნი რჩეულნი, შენაწევრებულნი შემტკიცებულნი აღშენებითა მამისაჲთა და სიმაღლედ აღწევნულნი ქრისტეს მიერ (რომელი-იგი ჩუენთჳს ჯუარს-ეცუა), თანაშეწევნითა სულისა წმიდისაჲთა. რაჲთა სარწმუნოებითა აღკუართულნი და სიყუარულითა ფრთოვანქმნულნი და სასოებითა აღფრინვებულნი, ქუეყანით ზეცად აღვიდეთ და თანამოგზაურ ვექმნნეთ უბიწოთა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ”ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა” (ფს. 118.1). ხოლო გზა უცთომელ არს - ქრისტე ღმერთი, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ”მე ვარ გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ და ცხოვრებაჲ” (იოანე 14.6). და ესე გზაჲ მიმიყუანებს ჩუენ მამისა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: ”არავინ მივიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ” (იოანე 14.6).

ნეტარ უკუე ხართ თქუენ და სამგზის სანატრელ და ღმერთშემოსილ და სადგურ სულისა წმიდისა, და ტაძარ წმიდა და სათნო და უბიწო, და ყოველთავე საღმრთოთა მცნებათა მიერ შემკულ და განშუენებულ, და სამეუფო და სამღდელო და ნათესავ წმიდა, და ერ მოგებულ (I პეტრე 2.9) და საზეპურო.

ვინაჲცა განვსცხრები სულითა და მხიარულ ვარ, რამეთუ ღირს ვიქმენ ესევითართა წმიდათა ზრახვად წიგნისა ამის მიერ და მიწერად მორწმუნეთა მათ და წმიდათა ძმათა, რომელნი-იგი ბრწყინვენ ქრისტეს მიერ ეფესოს შინა (ეფეს. 1.1). მიხარის უკუე, ვითარცა ვთქუ, თქუენთჳს და მხიარულ ვარ, რამეთუ ესრეთ განკრძალულ ხართ და რამეთუ ესრეთ შეზღუდვილ ხართ და არა საწაუთროთა პატივთა მეძიებელ, არცა მოქენე ცუდისა დიდებისა და არცა ჴორციელად სცხოვნდებით, (II) არამედ საღმრთოდ და რამეთუ არა ჴორციელნი საქმენი გიყუარან, არამედ საღმრთონი.

ვინაჲცა გევედრები თქუენ ქრისტეს მოყუარენო, რაჲთა სხუათა მათცა ვნებულთა ძმათათჳს ზრუნვიდეთ და ილოცვიდეთ, რამეთუ არს მათდა სასოებაჲ ცხორებისაჲ (უკუეთუ ინებონ სინანუ[612]ლითა) და მიმთხუევაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: ”ნუუკუე რომელი-იგი დაეცის, არა აღდგისა? ანუ თუ რომელი მიიქცის, არა მოიქცესა?” (იერ. 8.4). ვინაჲცა თქუენცა იღუაწეთ, რაჲთა მოაქცინეთ იგინი და მოიმოწაფნეთ, ვითარცა ქრისტეს მოწაფეთა. იქმნენით უკუე, ჵ, საყუარელნო! მსახურ ღმრთისა და პირ ქრისტესა. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ”უკუეთუ გამოიყვანოთ პატიოსანი უპატიოჲსაგან, ვითარცა პირი ჩემი იყვნეთ” (იერ. 15.19).

ეწყვენით მრისხანებასა მათსა სიმდაბლითა და გმობასა მათსა - ლოცვითა ძლიერითა, და ცთომილებასა მათსა და მიმოკუეთებასა - სიმტკიცითა სარწმუნოებისაჲთა. და სძლეთ ველურსა მას სახესა და გონებასა მათსა სიმშჳდითა და აღშფოთებასა - მყუდროებითა, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ”ნეტარ იყვნენ მშჳდნი” (მათე 5.4); და მოსესთჳს თქუმულ არს, ვითარმედ: ”უმშჳდეს იყო ყოველთა კაცთა” (რიცხ. 12.3); და დავითისათჳს, ვითარმედ: ”მშჳდი იყო ფრიად” (I მეფ. 24); ხოლო პავლე იტყჳს, ვითარმედ: ”მონისა უფლისა არა ჯერ-არს ლალვაჲ და შფოთი, არამედ, რაჲთა მყუდრო იყოს ყოველთა მიმართ და მასწავებელ და ძჳრუჴსენებელ და სიმშჳდით განმმართებელ მჴდომთა მათ და წინააღდგომთა” (II ტიმ. 2.24-25). ნუ მოსწრაფე ხართ ბოროტის ყოფად მავნებელთა თქუენთა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ”ანუ თუ მისა დავაგე ბოროტისმყოფელთა ჩემთა ბოროტი” (ფს. 7.5). ძმად ჩუენდა გამოვაჩინნეთ იგინი მყუდროებითა ჩუენითა, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: ”არქუთ მოძულეთა თქუენთა: ძმანი ჩუენნი ხართ”, რაჲთა ესრეთ სახელი უფლისაჲ იდიდოს. და მობაძავ იქმნნეთ უფლისა ჩუენისა, რომელი-იგი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ჯუარს-ეცუმოდა და არავის ცილობდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა (I პეტრე 2.23), (427) არამედ უფროჲ[სღა მტერთა] მათთჳს ილოცვიდა დ[ა იტყოდა, ვითარმედ]: ”მიუტე[ვე მამაო, რამეთუ] არა იციან რასა იქმან” (ლუკა 23.34).

და [რომელსა ფრიად ევნ]ოს და ფრიად მოითმინოს, [ნეტარ იყოს] იგი და სამგზის სანატრე[ლ. და უკ]უეთუ რაჲ ვის დაშჭირ[613]დეს [და] უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ი[ქმნეს] სახელისათჳს უფლისა, ეგევითარი-იგი ჭეშმარიტად ქრისტესი არს და ნეტარ არს იგი.

ეკრძალენით, ნუუკუე ეშმაკისა თესლი იპოვოს თქუენ შორის, რომელი-იგი მწარე არს და უგემურ და სავსე გესლითა მაკუდინებელითა. განიფრთხჳდეთ და მღჳძარე იქმნენით და სიწმიდე შეიტკბეთ ქრისტეს მიერ, რამეთუ უკუანაჲსკნელნი ჟამნი არიან (შდრ. I პეტრე. 4.7).

ამიერითგან შევირცხჳნოთ და შევიკდიმოთ სულგრძელებისაგან ღმრთისა და ნუმცა შეურაცხვჰყოფთ სიმდიდრესა სიტკბოებისა და თავსდებისა მისისასა (რომ. 2.4). ანუთუ მერმისა მისთჳს რისხვისაგან შევიშინოთ და ანუთუ საწუთროჲ ესე სიხარული შევიყუაროთ.

ოდენ ქრისტე იესუჲს მიერ ვიპოვებითმცა მპოვნელ ჭეშმარიტისა ცხოვრებისა, რომელ არს იგი მხოლოჲ. და თჳნიერ მისა არცარად სიწმიდე შერაცხილ არს და არცა სხუაჲ რაჲ სათნოებათაგანი. რამეთუ იგი მხოლოჲ არს სასოებაჲ ჩემი და იგი არს სიქადული ჩემი და იგი არს დაულევნელი სიმდიდრე ჩემი, რომლისათჳს საკრველნი ესე ასურასტანითგან და ვიდრე ჰრომამდე მიმომქონან - სულიერნი ესე მარგალიტნი, რომელთა შინამცა სრულ ქმნილ ვარ თანაშეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა, რაჲთა ვიქმნე ზიარ ვნებათა ქრისტესთა და თანანერგ სიკუდილისა მისისა და თანამოდგამ აღდგომისა და გამოუთქუმელისა მის და უსაზღვროჲსა ცხორებისა, რომლისა მიმთხუევად ღირს მყავნ მე უფალმან. რაჲთა ვიპოვო ნაწილსა ეფესელთა ქრისტიანეთასა, რომელნი-იგი ერჩდეს მოციქულთა და მათთა მათ მცნებათა იმარხვიდეს (II) და მათ თანა იქცეოდეს მარადის, - პავლეს და იოანეს და ტიმოთეს, სარწმუნოსა მას და საღმრთოსა მწყემსსა, - განძლიერებულნი ქრისტეს მიერ.

უწყი თუ ვინ ვარ და ვიეთა მივსწერ, უნდოჲ ესე და ნარჩევი ყოველთაჲ ეგნატი (და ღელვათა და განსაცდელთა და სიკუდილისა და ცხორებისა და დაშჯისა და განმართლებისა შორის მღელვარე), თქუენდა მიმართ, შეწყალებულთა მაგათ და განმტკიცებულთა ქრისტეს მიერ. გარნა ხოლო თუ ესე, რამეთუ შევერთე მე ქრისტესთჳს მოკლულთა მათ თანა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ, ვიდრე სისხლადმდე ეგნატი გლახაკისა (მათე 23.35).

პავლესნი უკუე ხართ თანამზრახველნი და მოწაფენი, ყოვლად ქებულისა მის და წმიდისანი, რომელი-იგი იწოდა ჭურად [614]რჩეულად; რომლისა-იგი ღირს მყავნ უფალმან, რაჲთა ვიპოვო ღირს კუალსა ფერჴთა მისთასა და სახეთა მათ წმიდათასა, რაჟამს იგი იესუ ქრისტეს მივემთხჳო. რამეთუ იგი მადლიერ არს თქუენდა და მარადის ლოცვათა და ვედრებათა თჳსთა შინა მოგიჴსენებს თქუენ.

ისწრაფეთ, რაჲთა უგულისმოდგინესადრე შეჰკრბებოდით მადლობად ღმრთისა და დიდებისმეტყუელებად. რამეთუ რაჲჟამს ზედაჲსზედა ერთბამად შეჰკრბებოდეთ - დაემჴობვიან ძალნი სატანაჲსნი და განჴურვებულნი იგი მის მიერ ისარნი ცოდვისანი უქმად უკუნ-იქცევიან, მართლუკუნ (ეფეს. 6.16). რამეთუ ერთობაჲ იგი თქუენი და ზოგადი სარწმუნოებაჲ მომსპოლველ და მომსრველ მისა იქმნების და მისთა მათ ეშმაკთა თანაშემწეთა მისთა. უღმრთოთა მტანჯველ და დამწუველ.

არა რაჲ არს უმჯობეს ქრისტეს მიერისა მშჳდობისა, რომლისა მიერ ყოველივე ბრძოლაჲ ეშმაკთა და კაცთაჲ დაიჴსნების, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: ”არა არს ბრძოლაჲ ჩუენი ჴორცთა მიმართ და სისხლთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწი(v)ფებათა და სოფლის[მპყრობელთა] ამის ბნელისათა და ს[ულთა მიმა]რთ უკეთურთა, რომელნი არიან ჰაერთა შინა (ეფეს. 6.12).

ვინაჲცა არარაჲ შეგეხოს თქუენ საცთურთაგან საეშმაკოთა, უკუეთუ, მსგავსად პავლესსა, სრულებით შეიყუაროთ ქრისტე სარწმუნოებითა და სიყუარულითა (I ტიმ. 1.14), რომელი-იგი არს დასაბამი და სრულმყოფელი ცხორებაჲ. რამეთუ დასაბამ ცხორებისა არს სარწმუნოებაჲ და სრულმყოფელი - სიყუარული. ხოლო რაჟამს ორნივე ერთად შეკრბენ, კაცად ღმრთისად გამოაჩინებენ კაცსა. ხოლო სხვანი ყოველნი სათნოებანი სიკეთე და განმაშუენებელ იქმნებიან და ვითარცა ველსა ყუავილნი, გინა თუ ხესა ნაყოფნი, ესრეთ შეუდგან. და რომელმან სარწმუნოებაჲ მოიგოს, შეუძლებელ არს თუმცა ცოდა და რომელმან სიყუარული წარჰმართოს - თუმცა მოიძულა ძმაჲ თჳსი. რამეთუ, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: ”შეიყუარო უფალი ღმერთი შენი”, მანვე თქუა, ვითარმედ: ”და მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი” (ლუკა 10.27).

რომელნი იტყოდიან, ვითარმედ ქრისტესნი არიან, არა სიტყუათა მიერ საცნაურ იქმნებიან, არამედ საქმეთა, რამეთუ ნაყოფისაგან საცნაურ იქმნების ხე (მათე 7.33).

[615]უმჯობეს არს დუმილი და ყოფაჲ, ვიდრეღა თქუმაჲ და არაყოფაჲ. რამეთუ არა სიტყჳთ არს სასუფეველი ცათაჲ, არამედ ძალითა (I კორ. 4.20). რამეთუ გულსა ჰრწამს და პირითა აღიარებს, ერთითა მით სიმართლედ და მეორითა საცხორებელად (რომ. 10.10).

კეთილ არს სწავლაჲ, უკუეთუ იქმოდის რასა იგი იტყოდის; რამეთუ რომელმან ყოს და ასწავოს, მას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა (მათე 5.19). და უფალმან ჩუენმან და ღმერთმან იესუ ქრისტემან, ძემან ღმრთისა ცხოველისამან პირველად ყო და მერმე ასწავა, ვითარცა დასწერენ მახარებელნი და ლუკა (საქმე 1.1), რომლისა ქებაჲ ყოველთა ეკლესიათა შინა განთქმულ არს.

არარაჲ დაეფარვის უფალსა, არამედ საიდუმლონიცა ჩუენნი წინაშე მისსა ცხად არიან. ყოველსავე ესრეთ ვიქმოდით, ვითარმცა იგი თავადი ჩუენ შორის მკჳდრ იყო, რაჲთა ვიქმნნეთ (II) ტაძარ მისსა და იგი თავადი მკჳდრ იყოს ჩუენ შორის, ვითარცა ღმერთი. და ქრისტემცა იტყჳს ჩუენ შორის, ვითარცა-იგი პავლეს შორის. და სულიმცა წმიდაჲ გუასწავებს ჩუენ სიტყუათა საღმრთოთა მეტყელებასა, ვითარცა-იგი ასწავა წმიდათა მოციქულთა ქორსა მას ზედა საიდუმლოთასა.

ნუ სცთებით ძმანო ჩემნო, რამეთუ ტაძრისა ღმრთისა განმხრწნელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ (I კორ. 6.9-10). რამეთუ, რომელნი კაცობრივნი სახლნი განხრწნენ, სიკუდილისა თანამდებ იქმნებიან (I კორ. 10.8), რაოდენ უფროჲსისა ტანჯვისა ღირს იყვნენ, რომელნი საღმრთოჲსა მოძღურებისა განხრწნასა ჴელჰყოფდენ. რამეთუ ესევითართა მათ საშჯელი საუკუნოჲ მიეჴადის, ვითარცა სარწმუნოებისა12 განმრყუნელთა, რომლისათჳს-იგი ჯუარცუმაჲ და სიკუდილი დაითმინა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან; რომლისა-იგი მოძღურებაჲ, რომელმან შეურაცხყოს და განსუქნეს და განსხუეს უღმრთოებითა (II შჯ. 32.15), ცეცხლსა შინა გეჰენიისასა დაისაჯოს.

[616]და ეგრეთვე ყოველივე კაცი, რომელსა განკითხვაჲ და გულისჴმისყოფაჲ ღმრთისაგან მიეღოს და ეგევითარი-იგი გამოუცდელსა მწყემსსა შეუდგეს და მტყუვარი ეჭჳ, ვითარცა ჭეშმარიტი შეიწყნაროს, ვითარცა განმხრწნელი სულისა თჳსისა დაისაჯოს. რამეთუ რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისაჲ ბნელისა მიმართ? გინა ქრისტესი და ბელიარისი? ანუ რაჲ ნაწილი უც მორწმუნესა ურწმუნოჲსა თანა? ანუ თუ ტაძარსა ღმრთისასა კერპთა თანა? (II კორ. 6.14-16) და რაჲთა მეცა შევსძინო: რაჲ ზიარებაჲ არს ტყუვილისაჲ ჭეშმარიტებისა მიმართ? გინა სიმართლისაჲ სიცრუვისა მიმართ? ანუ თუ ჭეშმარიტისა დიდებისაჲ მტყუარისა და იჭუეულისა დიდებისა მიმართ?

და ამისთჳს დაისხა უფალმან თავსა ნელსაცხებელი (მათე 26.7; მარკ. 14.3), რაჲთა ეკლესიაჲ უხრწნელებასა ჴშოდის და სულნელებდეს. რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ: ”ნელსაცხებელ წარმოცალიერებულ არს (428) სახელი შენი, ამისთჳსცა ქალწულთა შეგიყუარეს და მიგიზიდეს, კუალსა სულნელებათასა შენთასა რბიოდეს” (ქება 1.2-3). ნუმცაჲ იცხებს მოძღურებათა წარმწყმედელთა სიმყრალესა წმიდაჲ და უბიწოჲ ღმრთისა ეკლესიაჲ და ნუმცა წარიტყუენვის სივერაგითა და მანქანებითა წვალებათაჲთა, ვითარცა პირველი ევა.

რაჲსათჳს არა ვიქმნებით გონიერ, ვითარცა პირმეტყუელნი, რაჲსათჳს შთავვარდებით უმეცრებასა ღმრთისასა, - ვინაჲთგან სამშჯავროჲ გონებისაჲ თანანერგად მოგჳღებიეს ღმრთისაგან ქრისტეს მიერ და სიმედგრითა ჩუენითა არცა თუ უწყით მადლი იგი, რომელი მოგჳღებიეს ღმრთისა მიერ, - და ესრეთ უგულისჴმოდ წარვწყმდებით?

ჯუარი ქრისტესი ურწმუნოთათჳს შესაბრკოლებელ არს, ხოლო მორწმუნეთათჳს - მაცხოვარ და ცხორება საუკუნო (I კორ. 1.18,23-24).

სადა არს ბრძენი? სადა არს გამომეძიებელ? (I კორ. 1.20) სადა არს სიქადული ამაოთა მათ ძლიერთაჲ? რამეთუ ძე ღმრთისაჲ წინასაუკუნეთა მისგან შობილი, რომელმან ნებითა მამისაჲთა ყოველივე არარაჲსაგან არსად მოიყვანა, ესე განჴორციელდა ქალწულისა მარიამისგან განგებულებითა13, ნათესავისაგან დავითისა (იოანე 7.42; რომ. 1.3; II ტიმ. 2.8) ჴორციელად, სულისა მიერ წმიდისა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ”აჰა, [617]ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და ეწოდოს მას ემმანუელ” (მათე 1.23). რომელიცა იშვა და ნათელ-იღო14 იოანესგან, რაჲთა სარწმუნო ყოს საქმე იგი და ბრძანებაჲ, რომელი ჴელთ-უდვა წინაჲსწარმეტყუელსა.

და დაეფარა მთავარსა მას ბნელისასა15 ქალწულებაჲ მარიამისი და შობაჲ მისი და ეგრეთვე სიკუდილი უფლისაჲ16. სამნი ესე საიდუმლონი ჴმამაღალნი მყუდროებით აღესრულნეს, ესე იგი არს ფარულად მტერისაგან, ხოლო ჩუენ გამოგუეცხადნეს, რამეთუ ჩუენისა ცხორებისათჳს იქმნებოდეს. და მისგანცა ვითარ ფარულად? რამეთუ, არათუ საიდუმლოდ იქმნნეს, არამედ ცაჲ და ქუეყანაჲ აღივსო დიდებითა და ანგელოზნი და კაცნი წამებდეს და ადიდებდეს. რამეთუ უფალი არა გამოუცხადებდა საღმრთოთა საიდუმ(II)ლოთა მტერსა მას ჭეშმარიტებისასა; და თჳთ თავჴედობისაგან ვერ აგძნობდა ეგეოდენსა მას კაცთა წყალობასა. უკუეთუ არავინ არა უწყის ვარსკულავი იგი, რომელი ცათა შინა გამობრწყინდა, რომელი-იგი ბრწყინვალებითა თჳსითა განაკრთობდა ყოველსა გონებასა და ნათელსა შინა მზისასა უბრწყინვალეს მზისა ბრწყინვიდა და უცხოჲ იგი სასწაული შეაძრწუნებდა ყოველთა დაბადებულთა. ვინაჲცა განცოფნა სიბრძნე იგი მსოფლიოჲ და გრძნებაჲ და მწამლველობაჲ განიბასრა და მოგუებაჲ დაიჴსნა და ყოველივე შჯული უღმრთოებისაჲ უჩინო იქმნა და უმეცრებისა ბნელი განიბნია და მძლავრებისა ჴელმწიფებაჲ დაირღუა, რამეთუ უფალი ვითარცა კაცი გამოჩნდა და კაცი, ვითარცა ღმერთი17 იქმოდა. არამედ არცა პირველი იყო საოცრებით და არაცა მეორე - ლიტონებით, არამედ ერთი იგი - ჭეშმარიტებით და მეორე - განგებულებით. და საფუძველი და სიმტკიცე მიეცემოდა ღმრთისა მიერითა სრულყოფითა და სიკუდილისა დაჴსნითა არე სიხარულევანი მიმოეფინებოდა სოფელსა შინა.

ვინაჲცა დეგით ძმანო მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა ქრისტესა და სიყუარულსა და ვნებასა და აღდგომასა. და ყოველნივე ზოგებით შეკრბებოდეთ ერთითა სარწმუნოებითა ღმრთისა მამისა და  [618]მხოლოდშობილისა ძისა მისისა იესუ ქრისტესითა (რომელი-იგი არს პიმრშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ (კოლას. 1.15), ხოლო ჴორციელად ნათესავისაგან დავითისა (II ტიმ. 2.8; იოანე 7.42; რომ. 1.3), დაცულნი ძლიერებითა და წინამძღუებითა  ნუგეშინისმცემელისაჲთა; მორჩილებასა შინა მწყემსისა და ეპისკოპოსისა თქუენისასა და მღდელთა და დიაკონთასა, განმტკიცებულითა გონებითა; ერთისა პურისაგან ტეხად, რომელ არს წამალი უკუდავებისაჲ და სასწაული უხრწნელებისაჲ; და რაჲთა არღა მოვკუდეთ, [არამედ] ცხოველ ვიქმნნეთ ღ[მრთისაგან ქრისტეს მიერ], (V) რომელი-იგი არს სალხინებელი და განმწმედელი ჩუენი, რომელი-იგი გეყავნ თქუენ მცველ და მფარველ ყოველისაგან ბოროტისა და მაცხოვარ და უკუდავმყოფელ სულთა თქუენთა.

მივითუალეთ მადლობით, რომელი-იგი პატივად ღმრთისა წარმოეცით ჩუენდა ზმირნს, - ვინაჲ ესე მივსწერ თქუენდა წიგნსა ამას, - და მადლობასა მიგიძღუანებთ უფლისა მიერ. და ვითარცა-იგი გჳყუარს პოლიკარპოს სამგზისსანატრელი, ეგრეთვე გჳყუართ თქუენცა, ძმანო და შვილნო საყუარელნო.

მომიჴსენეთ მე და ნუ დაივიწყებთ სიგლახაკესა ჩუენსა, ვითარცა-იგი არცა ქრისტემან დაგივიწყნეს თქუენ, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე.

ლოცვა ყავთ ეკლესიისათჳს ანტიოქიისა, რომელი არს ასურეთს; ვინაჲ-იგი შეკრული ჰრომედ აღვიყვანები, რომელი ესე უნარჩევეს ვარ ყოველთა მათ მუნ მყოფთა მორწმუნეთა, დაღაცათუ პატივად ღმრთისა ღირს ვიქმენ ჯაჭუთა ამათ შემოსად.

და ცოცხლებითმცა ხართ სულით და ჴორცით ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა, ზოგადისა მის სასოებისა ჩუენისა, და სულისა მიერ წმიდისა. ამენ. მადლი ყოვლადწმიდისა სამებისაჲ იყავნ ეგნატის ზედა და ეფესელთა.

---------------------------------------------------------------------------------------

1 - ვირროჲ, ბერძნულშია Βίῤῥος ან Βύῤῥος.

2 - არძანიგი - ღირსი, ღირსეული (ბერძნ.τιμήεις).

3 - ვედრი - აქ: თხოვნა, ვედრება.

4 - საყუარელ] საყუარელისა A 66.

5 - წმ. ეგნატი ნატრის ეფესელებს სიყვარულისთვის, რომლითაც არიან ისინი შეერთებულნი (განზავებულნი) თავის ეპისკოპოსთან. განზავებული ბერძნულში μίξεως კი არ არის, არამედ ανακρεμυννυμι, რაც შეერთებას, შეკვრას ნიშნავს.

6 - შდრ. ”მცხეთურ ბიბლიაში”: ”შუენიერი კაცი და მალე საქმითა თჳსითა მეფეთა წინაშე ღირს დგომად, არა წინაშე კაცთა გულკლებულთა”. გულკლებული - დასუსტებული, მოუძლურებული, ზარმაცი.

7 – PG-ს ბერძნულ ტექსტში არ არის ნახსენები მოციქული იოანე.

8
- შეფარილება, ფარილება - შემურვა, შესვარვა.

9 - ვითარ - ნუთუ.

10 - ვინაჲცა - ამის გამო.

11 - შეუთქუმელი - შეუთანხმებელი (ἀσύμφωνων, dissonus).

12 – PG-ს ძირითად ბერძნულ ტექსტში სიტყვა ”სარწმუნოებისა”-ს ადგილას წერია ქრისტეს ეკლესია. აზრობრივად ეს მეორე უფრო მართებულია. ხოლო ვარიანტში არის διδασκαλία - სწავლება, მოძღვრება.

13 - განგებულებით - ღმრთის განგებით (ბერძნ. κατ οἰκονομιαν Θεοῦ; რუს. по устроению Божию.

14 - ხელნაწერშია: ნათელ-იღო.

15 – PG-ს ბერძნულ ტექსტში წერია ἄρχοντος του αἰώνου - მთავარი (ამა) სოფლისა (საუკუნისა). იხ. იოანე 12.31; 14.30.

16 - ამ სიტყვებს იმოწმებენ ორიგენე (homilia sexta in Lacam), წმ. ბასილი კესარიელი (hom. 25, ქრისტეს შობისათჳს), ნეტ. იერონიმე (წიგნი I, Comment. in Matth., cap. I) და სხვები.

17 - ხელნაწერში: [ღმერთი].



ი~ბ ებისტოლე წმიდისა ეგნატისი ჰრომაელთა მიმართ


ეგნატი ღმერთშემოსილი, შეწყალებულსა დიდებითა მაღლისა ღმრთისა მამისაჲთა და იესუ ქრისტეს მხოლოდშობილისა ძისა მისისაჲთა1, წმიდასა ეკლესიასა და განათლებულსა ნებითა ღმრთისა ყოველთა შემოქმედისაჲთა, რომელი-იგი არს, და სიყუარულითა და სარწმუნოებითა იესუ ქრისტეს - ღმრთისა და მაცხოვრისა [619]ჩუენისაჲთა და მადლითა სულისა წმიდისაჲთა, რომელი იგი შენ2 არს ღმრთივბრწყინვალედ სოფელსა შინა ჰრომაელთასა, ღირსსა ღმრთისასა, ღმრთივშუენიერსა, ღირსსა ნეტარებისასა, ღირსსა ქებისასა, ღირსსა პატივისასა, ღირსსა სურვილისასა და წინამძღუარსა სიყუარულისასა. ქრისტეს აღმსარებელსა, მამისა მადიდებელსა და სულ[ისა წმიდისა თაყუანის]მცემელსა, (II) რომელსაცა მოვიკითხავ სახელითა მამისა ყოვლისამპყრობელისაჲთა, და იესუ ქრისტეს ძისა მისისაჲთა. და მადლითა სულისა წმიდისაჲთა, სულით და ჴორცით შეერთებულთა და ყოველთა მცნებათა აღმასრულებელთა და აღვსებულთა ყოველთა საღმრთოთა მადლთა მიერ, შეუორგულებელად და განშორებულად ყოველსავე უცხოჲსა სახისაგან და წესისა, ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა იესუ ქრისტესა და სულისა ყოვლად წმიდისა დაუსრულებელითა სიხარულითა გიხაროდენ.

ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა ღირს ვიქმნე ხილვად სასურველთა პირთა თქუენთა, რომელთა მიმთხუევად და განცდად დიდ არს წადიერებაჲ და სურვილი ჩემი. რამეთუ ვესავ, ვითარმედ შეკრულმან მოგიკითხნე თქუენ და ამბორს-გიყო, უკუეთუ ოდენ ჯერ-იჩინოს ღმერთმან და ღირს მყოს მე სრულყოფად საწადელისა ჩემისა. უწყი, რამეთუ დასაბამი კეთილად განაგო ღმერთმან, უკუეთუ ოდენ ღირს მყოს მადლსა სრულებისასა მიმთხუევად და ნაწილი ჩემი და ხუედრებული სრულებითა კეთილითა სრულ იქმნეს.

რამეთუ მეშინის მე სიყუარულისა თქუენისაგან, ნუუკუე ვიმძლავრო მისგან. რამეთუ თქუენდა ადვილ არს, რაჲთა ჰქმნეთ რომელიცა ინებოთ; ხოლო ჩემდა ძნელ არს და საძნაურ3, უკუეთუ ღმერთსა არა მივემთხჳო. და ესე იქმნების, უკუეთუ და მიწყალობთ მე მიზეზითა ჴორციელისა სიყუარულისაჲთა.

და არა ნებავს თქუენი, რაჲთა კაცთა სათნო ეყოფვოდით, არამედ ღმერთსა, ვითარცა-იგი და სათნოცა ეყოფვით. რამეთუ არცა მე ვჰპოებ უმჯობესსა ჟამსა ამის ჟამისასა მიმთხუევად ღმრთისა და ვერცა რას თქუენ იქმთ უაღრესსა, უკუეთუ სდუმნეთ და შემწიროთ მე ღმრთისა. რამეთუ უკუეთუ მიტეოთ მე, ვიქმნე მე4 ღმრთისა, ხოლო უკუეთუ (429)5 ჴორცთა ჩემთა ეტრფიალნეთ, კულავად ვრბიოდი და მიმოვიქცეოდი სოფელსა ამას შინა. და რად მეჴმარების მე ესე, უფროჲსღა მომმადლეთ მე, რაჲთა შევიწირო მე ღმრთისა, ვიდრე-ესე საკურთხეველი განმზადებულ არს. რაჲთა [620]განაწყოთ მწყობრი სიყუარულისაჲ და უგალობდეთ ღმერთსა მამასა და იესუ ქრისტეს და სულსა წმიდასა, ვითარმედ: ეპისკოპოსი ასურეთისაჲ ღირს იქმნა დასავლეთს შეწირვად ღმრთისა, რომელი-იგი აღმოსავალით მოიყვანა მოწამედ ვნებათა თჳსთა. და ესრეთ განვიჴსნე რაჲ სოფლისაგან, წინაშე ღმრთისა აღვიდე.

არაოდეს ვის სადა ეშურენით ყოლადვე. დაჰმარხეთ ესე ჩემ ზედაცა. ვითარცა-იგი სხვათა ასწავეთ, მნებავს, რაჲთა მეცა მასწავოთ და სრულჰყოთ ჩემზედა სიყუარული თქუენი; ვითარცა-იგი თქუენ ისწავეთ და სხუათა ასწავეთ და განამტკიცენით, მეცა იგივე სახე მაჩუენეთ. ოდენ ძალი მითხოვეთ მე ღმრთისაგან და სიმტკიცე შინაგან და გარეშე, რაჲთა არა ვიტყოდი ხოლო, არამედ, რაჲთა ვიქმოდიცა; და რაჲთა არა მეწოდებოდის ხოლო ქრისტიანე, არამედ რაჲთა ვიპოვოცა ქრისტიანე. რამეთუ უკუეთუ საქმით ვიპოვო, თქმადცა ძალმიც. და ესე მაშინ იქმნების სარწმუნო, რაჟამს არღარა ვჩნდე სოფელსა შინა. რამეთუ არღა რაჲ არს ხილულთაგანი საუკუნო, რამეთუ ხილული ესე საწუთრო არს, ხოლო უხილავი იგი - საუკუნო (II კორ.4.18). არა ცილობისაჲ არს საქმე ესე, არამედ სიქველისაჲ.

რამეთუ ქრისტიანე რაჟამს საძულველ იქმნეს სოფლისაგან, მაშინ საყუარელ იქმნების ღმრთისა, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: ”უკუეთუმცა სოფლისა ამისგან იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; ხოლო აწ არა ხართ სოფლისა ამისგან, არამედ მე გამოგირჩიენ, დაადგერით სიყუარულსა ჩემსა” (იოანე 15,19,9).

ამისთჳს მივსწერ (II) მე ყოველთა ეკლესიათა და ყოველთა უწამებ, რამეთუ ნებსით მოვკუდები მე ღმრთისათჳს, უკუეთუ ოდენ თქუენ არა დამაბრკოლოთ. ვინაჲცა გლოცავ თქუენ, ნუ მაჩუენებთ ურგებსა წყალობასა და მაცადეთ მე, რაჲთა ვიქმნე მჴეცთა შესაჭმელ, რომელთა მიერ მომენიჭების მე მიმთხუევაჲ ღმრთისაჲ.

იფქლი ვარ მე ღმრთისაჲ და კბილი მჴეცთაჲთა დავიფქვი, რაჲთა ვიქმნე მე პურ წმიდა ღმრთისა. უფროჲსღა განაძვინენით6 მჴეცნი, რაჲთა მექმნენ მე სამარე და რაჲთა არარაჲ დაუტევონ ჴორცთა ჩემთაგან, რაჲთა არა შემდგომად სიკუდილისა ჩემისა მძიმე რაჲმე ვიპოვო და ძნიად სატჳრთავ. ხოლო მაშინ ვიყო მე მოწაფე ჭეშმარიტი იესუ ქრისტესი, რაჟამს არცაღა ჴორცნი ჩემნი [621]დაშთენ სოფელსა ამას შინა სახილველად. ლიტანია ყავთ უფლისა მიმართ ჩემთჳს, რაჲთა ორღანოჲსა ამის მიერ ჴორცთაჲსა მსხუერპლად ღმრთისა ვიპოვო.

არათუ ვითარცა პეტრე და პავლე გიბრძანებ თქუენ, რამეთუ იგინი მოციქულნი იყვნენ ქრისტესნი, ხოლო მე - ნარჩევი და უდარესი ყოველთა მორწმუნეთაჲ, იგინი აზნაურნი, ვითარცა მონანი ღმრთისანი, ხოლო მე ვიდრე აქამომდე მონაჲ (I კორ. 7.22). არამედ, უკუეთუ ვიწამო, თავისუფალ ვიქმნე იესუ ქრისტეს მიერ და აღვდგე მის თანა აზნაურ. აწ მის თანა შეკრული ვისწავებ, რაჲთა არა რაჲსა მსოფლიოჲსა და ამაოჲსა მითქუმიდეს გული.

ვინაჲცა ასურეთითგან, ვიდრე ჰრომამდე მჴეცთა მიერ შევიჭამები ზღუათა შინა და ჴმელთა, ღამე და დღე, შეკრული ათთა მიერ ლეკუთა ლომისათა7, რომელ არიან მჴედარნი, რომელნი-იგი უძჳრეს იქმნებიან ქველისმოქმედებითა. გარნა გუემანი მათნი უფროჲს სათნო მიჩან და ვითარცა მოძღუართა დავემოწაფები ველურებასა მათსა. და არა თუ ამით რასმე განვმართლდები (I კორ. 4.4). და ღირსმცა ქმნილ ვარ განლევად მჴეცთა მათგან (V) ჩემთჳს განმზადებულთა და ადრემცა მიმთხუეულ ვარ მათდა. რამეთუ ესე არს ლოცვაჲ ჩემი: რაჲთა ადრე განმბძარონ მე. და მნებავს, რაჲთა გან-ცა-ვაძჳნნე8 იგი[ნი] შეჭმად ჩემდა და არა, ვითარცა-იგი ვიეთნიმე შეშინდე და არა შეეხნეს9. ხოლო მე, ვესავ უფალსა, რომელ უკუეთუ ნეფსით არა ინებონ, უნებლიეთ ვიძულო მათ განლევაჲ ჩემი.

შემინდვეთ მე და ნუ მაბრალებთ მე, რამეთუ არა უმეცარ ვარ უმჯობესსა ჩემსა და რაჲ იგი თანამაც ყოფად. რამეთუ აწღა მიწყიეს, რაჲთა ვიქმნე მოწაფე უფლისა (ლუკა 14.27). და ნუმცა ვინ ქმნილ არს მოშურნე ჩემდა ხილულთაგანი, გინა უხილავთაჲ, რაჲთა იესუ ქრისტესა მივემთხჳო. ცეცხლი და ჯუარცუმაჲ და მჴეცთა სიმრავლე, განღებანი ნაწლევთანი და განბრძარვანი. ასოთანი და განბნევანი ძუალთანი და დაჴსნანი ნასხამთანი და დაფქვანი ყოვლისავე გუამისანი და ტანჯვანი ეშმაკისანი ჩემ ზედა მოიწინედ, გარნა ხოლო, რაჲთა ქრისტეს მივემთხჳო (შდრ. რომ. 8.35-39).

[622]რამეთუ არას მარგებენ მე კიდენი ქუეყანისანი, არცა დაპყრობაჲ სოფლისაჲ და არცა მეფობაჲ ქუეყანისაჲ. არამედ კეთილ არს ჩემდა სიკუდილი ქრისტესთჳს, ვიდრეღა პყრობილობაჲ ყოვლისა სოფლისაჲ, რამეთუ რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი წარიწყმიდოს? (მათე 16.26; ლუკა 9.25).

უფლისა მსურის – ძისა მხოლოჲსა მის ჭეშმარიტისა მამისა იესუ ქრისტესა, მას ვეძიებ, რომელი ჩუენთჳს მოკუდა და აღდგა. ვინაჲცა შემნდობელ მექმნენით მე ძმანო და ნუ დამაბრკოლებთ მე10 შესლვად ცხორებასა, რამეთუ იესუ არს ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ. და ნუ გნებავს მოკლვაჲ ჩემი, რამეთუ სიკუდილი არს თჳნიერ ქრისტესა ცხორებაჲ. და ვინაჲთგან მნებავს, რაჲთა ღმრთისა შევიწირო, ნუ მიმცემთ მე ნჳჭად სოფლისა და ნუცა მე მანიჭებთ სოფელსა. მაცადეთ მე, რაჲთა მოვიღო წმიდაჲ იგი ნათელი11. რამეთუ მუნ რაჲ მივიწიო, ვიქმნე მე კაც ღმრთისა. მიბრძანებ მე, რაჲთა ვემსგავსო ვნე(II)ბათა ქრისტეს ღმრთისათა]. უკუეთუ ვისმე12 აქუს იგი თავსა შორის თჳსსა, უწყის მან: თუ ვითარი სიტკბოებაჲ აქუს მიმთხუევასა მისსა, - და არა მაბრალოს მე სურვილისა ამისთჳს, რომელი მაქუს მისა მიმართ და რომელი შესწუვავს შინაგანსა ჩემსა, - და თუ ვისსა მივისწრაფი.

მთავარსა ამის სოფლისასა ჰნებავს განჭრაჲ ჩემი და განხრწნაჲ საღმრთოჲსა მის სიყუარულისა ჩემისაჲ. და ნუმცა ვინ თქუენგანი შეეწევის მას. უფროჲსღა ჩემდა მოიქეცით და მე შემეწიენით, ესე იგი არს - ღმერთსა. და ნუ იტყჳთ პირითა უფლისა იესუ ქრისტესა და სოფელსა აღირჩევთ მისა.

ნუმცა დამკჳდრებულ არს თქუენ შორის შური. და დაღაცათუ მე გევედრებოდი სოფელსა ამას შინა ყოფისა ჩემისათჳს, ნუ გრწამნ ჩემი, ნუცა ისმენთ ჩემსა, არამედ უფროჲსღა ესე ირწმუნენით, რომელსა მივსწერ თქუენდა. რამეთუ ცხოველი მივსწერ თქუენდა და გონიერი და სათნო მიჩნს და მნებავს ქრისტესთჳს სიკუდილი.

ჩემი იგი ტრფიალი ჯუარცუმულ არს13 და არა არს ჩემ შორის [623]ცეცხლი შემჭამელი ნივთთაჲ14, არამედ წყალი ცხოველი (შდრ. იოანე 4.10; 7.38) ვალს ჩემ შორის შინაგან და მეტყჳს მე: მოვედ მამისა ჩემისა (შდრ. იოანე14,12).

არა მსურის განხრწნადთა საშუებელთათჳს, არცა გულისთქუმათა ამის სოფლისათა. პურისათჳს საღმრთოჲსა მსურის, პურსა ზეცათასა ვეძიებ, პური ცხორებისაჲ მნებავს, რომელ არს ჴორცი ქრისტეს ძისა ღმრთისაჲ, რომელი-იგი იშვა ჟამთა მათ უკუანაჲსკნელთა ნათესავისაგან დავითისა (იოანე 7.42; რომ. 1.3) და აბრაჰამისა, და სუმად მნებავს სასუმელი მისი, რომელ არს სიყუარული უხრწნელი და სამარადისოჲ ცხორებაჲ.

არღარა საჴმარ არს ჩემდა კაცობრივი ესე ცხორებაჲ. და ესე იქმნეს, უკუეთუ თქუენ ინებოთ. ქრისტეს თანა ჯუარცუმულ ვარ. ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ქრისტე ჩემ შორის (გალ. 2.19,20).

მცირეთა ამათ (430) ასოთა მიერ ვითხოვ თქუენგან. და ნუ ურჩ მექმნებით მე და გრწმენინ ჩემი, რამეთუ ქრისტე მიყუარს, რომელი ჩემთჳს ჯუარს-ეცუა.

რამეთუ და რაჲ მივაგო მე უფალსა ყოველისათჳს, რომელი ესე მომაგო მე? (ფს. 115.2) და მან თავადმან, ღმერთმან და მამამან და უფალმან იესუ ქრისტემან და სულმან ყოვლადწმიდამან გამოგიცხადოს თქუენ ესე, რამეთუ ჭეშმარიტსა ვიტყჳ. და თქუენცა ლოცვა ყავთ ჩემთჳს, რაჲთა მივემთხჳო საწადელსა ჩემსა. და არა ჴორციელად მივწერე ესე თქუენდა და ლიტონად, არამედ ნებითა ღმრთისაჲთა. და უკუეთუ ვიწამო, შეყუარებულ ვიქმნე, ხოლო უკუეთუ შეურაცხ ვიქმნე - მოძაგებულ.

ნუ და[ივი]წყებთ ლოცვათა შინა თქუენთა ეკლესიასა ასურეთისასა, რომელსა ჩემ წილ მწყემსი ეჴმარების უფლისა მიერ, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: ”მე ვარ მწყემსი კეთილი” (იოანე 10.11). და მან მხოლომან იგულოს და თქუენმან მისსა მიმართ სიყუარულმან. რამეთუ მე და ამისაცამებრ15 თქუმად მრცხუენის, ვითარმედ მათგანი ვარ, რომელი-ესე ვარ ღირს რაჲთამცა ნარჩევთა მათთანა შევირაცხე და მორყუნილთა. გარნა თუ ღმრთისა მიმთხუევითა შეწყალბეულ ვიქმნე.

[624]ამბორს გიყოფს თქუენ სული ჩემი და სიყუარული ეკლესიათა შემწყნარებელთა ჩემთაჲ სახელისათჳს ქრისტესისა. არა ვითარცა მწირი და მოგზაური, არამედ ვითარცა თავი და მოძღუარი მათი. და, რამეთუ ყოველივე საჴმარი ჩემი და საგზალი ქალაქად-ქალაქად უხვებით მომიძღუანეს.

ხოლო მივწერე თქუენდა წიგნი ესე ზმირნით ეფესელთა მიერ, ღირსთა ნეტარებისათა (და არა ჩემთანა, სხუათა თანა მრავალთა, კროკოსცა - სასურველი სახელი), რომელნი-იგი აღმოვიდეს ჩემთანა ასურეთით, რაჲთა განმისუენონ მე და მმსახურონ და მოვიდენ ჩემთანა ჰრომედ სადიდებელად ღმრთისა, რომელთათჳს-იგი არა ურწმუნო ვარ, ვითარმედ გეცნა; და უწყებულ იყოს თქუენდა, რამეთუ ფრიად დაშურეს ჩემთჳს; და გევედრები, რაჲთა მოწლედ16 და სიყუარულით მოიკითხნეთ და ნუგეშინის-სცეთ, რამეთუ ყოველნივე არიან ღირსნი ღმრთისანი და თქუენნი. და აუწყეთ მათ, რამეთუ მოახლებულ ვარ. და განუსუენეთ მათ ყოვლით კერძო, რამეთუ შუენის ესე ღირსება(II)სა თქუენსა და შეჰგავს.

ხოლო მივწერე თქუენდა ეპისტოლე ესე უწინარეს ცხრისა დღისა სეკდენბერისა17. და ცოცხლებითმცა ხართ სამარადისოდ მოთმინებასა შინა და მოღუაწებასა ქრისტეს იესუს მიერ. ამენ.

განსრულდეს ეპისტოლენი წმიდისა ეგნატისნი ათორმეტნივე18.

-------------------------------------------------------------------------------

1 - ხელნაწერშია: მამისაჲთა. A 66: მისის(ა)თა.

2 - შენ-ი - მკვიდრი, დასახლებული.

3 - საძნაურ - სამწუხარო.

4 - ხელნაწერში: [მე].

5 – 429 ფურცლის დასაწყისში შეცდომით გამეორებულია სიტყვე ”უკუეთუ”.

6 – 8 - ბერძნულში ზმნებია, რომლებიც მოფერების მნიშვნელობას ატარებენ (κολακεύω, κολακίς).

7 - ბერძნულში: ათთა ლეოპარდთა (δέκα λεοπάρδιος).

9 - ე.ი. ზოგიერთნი ისე დაუდგნენ მხეცებს, რომ ისინი შეშინდნენ და არ მიჰკარებიან მათ.

10 - ხელნაწერში: [მე].

11 - ბერძნულშია: καθαρὸν φῶς - წრფელი (სუფთა) ნათელი (ლათ. parum lumen; რუს: чистый свет.

12 - ვისმე - ვინმეს.

13 - სიტყვები: ჩემი ტრფიალი ჯუარცმულ არს (ὁ ἐμὸς ἕρος εσταύρωσαι) ნახსენები აქვს წმ. დიონისე არეოპაგელს თხზულების ”საღმრთოთა სახელთათჳს” მე-4 თავში და ორიგენეს ”ქება-ქებათაჲს შესავალში” (Prologo in cantico Canticor).

14 - ცეცხლი შემჭმელი ნივთთაჲ - ბერძნ. πῦρ φιλοῦν τι, ანუ ნივთთა მოყუარე ცეცხლი. (ლათ. ignis quidriam amans, რუს.: огонь любящий вещество).

15 - ხელნაწერში: ამის[აცა]მებრ.

16 - მოწლედ - კეთილად, სიკეთით.

17 - PG-ს ბერძნულ ტექსტში ვკითხულობთ: ἔγραψα  δὲ  ὑμῖν  ταῦτα  τῇ  πρὸ  ἐννέα  καλανδῶν  Σεπτεμβρίων - ეს მოგწერეთ თქვენ სექტემბრის კალენდობის ცხრა დღით ადრე, ე.ი. რომაული კალენდარული ათვლის წესით 24 აგვისტოს.

18 - A 60-ში წერია: განსრულდეს ეპისტოლენი წმიდისა ეგნატისნი ათორმეტნი, თარგმნილნი წმიდისა მამისა ჩუჱნისა გიორგი მთაწმიდელისანი მაღლად და ღმრთივშუჱნიერად.

 

--------------------------------------------------------------------------

* ტექსტი წარმოდგენილია ხელნაწერ A 55-ის (XII ს.) მიხედვით (გვერდები: 405v - 430r). სქოლიოებში მოყვანილია მხოლოდ ზოგი წაკითხვა A 60 (XIII ს) და A 66 (ის ნაწილი, რომელშიც წერილებია დაცული 1728-1729 წლებშია გადაწერილი) ხელნაწერებიდან.

** [ ] ჩასმული ნუმერაცია უთითებს პუბლიცირებული ტექსტის გვერდებს.

 

თარგმანი წმიდა გიორგი მთაწმინდელისა

ხელნაწერი შეისწავლა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ანდრია ბოროდამ

საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1988 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 19 MARCH 2013 22:55)