"ყოველდღე ზიარება და ქისტეს წმინდა სხეულისა და სისხლის მიღება კეთილსათნოა და სასარგებლო, ამბობს რა თავადვე ცხადად: "ჩემი ხორცის მჭამელსა და ჩემი სისხლის შემსმელს ექნება საუკუნო ცხოვრება" (იოანე 6.24), რამეთუ ვინ შეიტანს ეჭვს იმაში, რომ უწყვეტად ზიარება ცხოვრებასთან სხვა არაფერია, თუ არა მრავალგვარად ცხოვრება? ჩვენ, ამის გამო, ოთხგზის ვეზიარებით ყოველ შვიდეულში: კვირას, ოთხშაბათს, პარასკვევს და შაბათს (აგრეთვე, სხვა დღეებშიც, თუკი არის ხსენება რომელიმე წმინდანისა), ხოლო ის, რომ არანაირად არ იქნება სამძიმო, თუკი დევნულების დღეებში, მღვდლის ან ჟამისმწირველის1 არყოფნისას, იძულებული გახდება ვინმე საკუთარი ხელით მიიღოს ზიარება, ზედმეტია ამის მტკიცება, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ხნიდან არსებული ჩვეულება თვით საქმეთა მიერ ხდის სარწმუნოს ამას, ვინაიდან უდაბნოში მყოფ მონაზონს, იქ სადაც არ არის მღვდელი, სახლში აქვს ზიარება და თავისი თავის მიერ ეზიარება, ხოლო ალექსანდრიასა და ეგვიპტეში ყოველ ერისაგანსაც (სიტყვ. "ერში აღრიცხულსაც") უდიდესწილად თავის სახლში აქვს ზიარება და როდესაც სურს, ეზიარება თავისი თავის მიერ, რადგან ერთგზის სრულყოფს რა მსხვერპლს მღვდელი და გასცემს რა, ის, ვინც მთლიანობაში მიიღებს მას ერთად, ყოველი ზიარებისას ვალდებულია სწამდეს, რომ მომცემლისგან (ე.ი. მღვდლისგან, ე.ჭ.) მზიარებლობს და მიმღებლობს იგი, ვინაიდან თვით ეკლესიაშიც მღვდელი გასცემს ნაწილს და მიმღები იკავებს (ხელთ იპყრობს) მას სრულის უფლებამოსილებით და ამგვარად თავისი ხელით მიაქვს პირთან.

ასე რომ, მნიშვნელობით ერთი და იგივეა, ერთ ნაწილს მიიღებს ვინმე მღვდლისგან, თუ მრავალ ნაწილს ერთად" (PG. 32. col, 484-485).

---------------------------------------------------

1 - ჩანს, იგულისხმება ეპისკოპოსი

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ (წიგნიდან "ზიარების საიდუმლოს შესახებ")

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 25 JUNE 2020 13:07)