მოიყვანონ2, რომელსა ეგულებოდის ჴელთდასხმა და მუნ იყვნენ ყოველნი მონაზონნი, რომელთა გამოერჩიოს იგი, და თქუან კუერექსი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

და დასდვას3 პატრიაქმან ჴელი თავსა ზედა მისსა და დასწეროს ჯუარი და ილოცოს ესრეთ ლოცვაჲ ესე:4

ღმერთო, რომელი მარადის კაცთა ცხორებასა განაგებ, რომელმან სიტყჳერიცა ესე სამწყსოჲ ურთიერთას ერთად შეჰკრიბე, შენ, მეუფეო ყოველთაო, აღურაცხელითა5 კაცთმოყუარებითა შენითა უცოდველად დაიცევ ესე6 მცნებათა შენთა დაუკლებელად დამმარხველ, რაჲთა არა წარვიდეს ამისგან ერთიცა ცხოვარი და წინააღმდგომისა მის მგელისა7 მიერ [არა] განიხრწნეს, და მონაჲ ესე შენი8 (სახელით9), რომელი სათნო-იყავ დადგინებად მათ ზედა წინამძღურად,10 ღირსად შენისა სახიერებისა გამაოჩინე და11 ყოვლითა სათნოებითა12 შეამკვე, რაჲთა თჳსთა კეთილთა საქმეთა მიერ სახე-ექმნეს13 მის ქუეშე მყოფთა, რაჲთა მოშურნე-ექმნენ14 იგინი უბრალოსა მას მოქალაქობასა მისსა და მის თანავე დაუსჯელად წარდგენ15 საშინელსა საყდარსა შენსა.

ამაღლებაჲ:
რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ, მამისა და ძ[ისა16 და წმიდისა სულისაჲ ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ]

და შემდგომად ამენისა თქუას: მშჳდობაჲ ყოველთა.

და დიაკონმან თქუას:17 თავნი ჩუენნი უფალსა [მოუდრიკენით].

კუალად18 ლოცვაჲ:

მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ვედრებისა19 ჩუენისაჲ და გამოაჩინე მონაჲ ესე შენი სარწმუნოდ20 და გონიერად მნედ მრწმუნებულისა21 მისდა22 მადლისა მიერ შენისა სიტყჳერისა სამწყსოჲსა ქმნად23 ყოველსავე24 შინა ნებისა შენისა და ღირსად ზეცათა25 სასუფეველისა გამოჩინებად.

ამაღლებაჲ:
მადლითა და წყალობითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ...

და შემდგომად ამენისა26 აღიღოს მისგან ზედამდებარე მისსა პალლიოჲ27 და შემოასხას მას სხუაჲ.

და ამბორს-უყონ მას და განუტეოს.


-------------------------------------------------------------------------

 

შენიშვნები

1 - A 72, 173v-174v (ლიტერი C); A 450 191v-192v (ლიტერი D).

2 - მოიყვანო D.

3 - და დასდვას ] დასდვა D.

4 - ლოცვაჲ ესე - D.

5 - აურაცხელითა BD.

6 - დაიცევ ესე ] ესე დაიცევ B (აქ "ესე" გულისხმობს "სამწყსოს").

7 - მგელისა (შდრ. τοῦ λύκου) ] მტერისა D.

8 - B.

9 - D.

10 - + და B.

11 - D.

12 - სათნოვებითა D.

13 - სახე-ექმნას D.

14 - მოშურნე-იქმნენ B.

15 - წარდგომად D.

16 - ძალი და დიდებაჲ, მამისა და ძისა... ] და შენი არს სიმტკიცე... D (B=Gp).

17 - და შემდგომად ამენისა თქუას: მშჳდობაჲ ყოველთა. და დიაკონმან თქუას ] დიაკონმან D.

18 - პირველად D.

19 - ვედრებისა (შდრ. δεήσεως) ] ლოცვისა B.

20 - სრწმნად D ("ა"-ს თავზე აქვს დაეჭვების ნიშანი).

21 - მორწმუნებულისა D.

22 - მიერ და D.

23 - + და D.

24
- ყოველსა D.

25 - ზეცისა B.

26 - ამინისა BD.

27 - ეს სიტყვა (შდრ. Gr: καὶ ἐπαίρων τὸ παλλίον αὐτοῦ, τίθησιν αὐτῷ ἄλλο καινόν, Ευχ. τὸ Μεγα, σ. 183), B-ში მართებულადაა ჩასწორებული როგორც "პალლიოჲ" (შდრ. CD: და ილლიოჲ, რასაც თავზე აქვს ორი დაეჭვების ნიშანი). დავძენთ, რომ ხსენებული "პალლიოჲ" ანუ ბერძნული τὸ παλλίον, რაც, ზოგადად, მოსასხამს, შემოსაცმელს ნიშნავს (Lat. pallium, ინგ. cloak), სამონაზვნო ტრადიციაში გულისხმობს კონკრეტულად მონაზვნისათვის განკუთვნილ გარემოსაცმელ შესამოსელს. მის ძველ ქართულ შესატყვისად გვხვდება "ფიჩჳ". მაგალითად: "მაშინ წარმოჰბურა მას წმიდამან ეფთჳმი ფიჩჳ თჳსი... და განიძუარცვა ფიჩჳ იგი, რომელი მისცა წმიდამან ეფთჳმი ღმრთისა მიერ და შეიმოსა სამოსელი თჳსი. უჩინო-იქმნა ფიჩჳ იგი" (ცხორებაჲ წმიდისა ეფთჳმისი, "მამათა ცხორებანი", თბ. 1976, გვ. 172; შდრ. Gრ: ὁ δὲ μέγας Εὐθύμιος σκεπάσας αὐτὸν τῶι ἑαυτοῦ παλλίωι τὸ θεόσδοτον ἐκεῖνο παλλίον ἀποθέμενος, ὅπερ ἦν περιβεβλημένος, καὶ τ ὰ ἴδια ἱμάτια ἐνδυσάμενος, τὸ μὲν παλλίον ἄφαντον γέγονεν).

 

ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ

ჟურნალი "გული გონიერი",
2, სააღდგომო გამოცემა, 2011 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:47)