ჯერ-არს ახალი იგი საკურთხეველი წმიდასა მას ძუელსა საკურთხეველსა ზედა დადებად და ეკლესიისა სატფურსა, რომელ წართქუან2 ფსალმუნი, იტყოდიან პირველსა ფსალმუნსა:

"ვითარ3 საყუარელ არიან...<<4.

დასასრული:

"...ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ"5.

და ოთხთა მღდელთა აღიღონ საკურთხეველი იგი და საკუმეველნი და კერიონნი წინაწარიძღუანონ და მოვლონ ერთჯერ გარემოჲს საკურთხეველი და დადვან ზედა წმიდასავე მას საკურთხეველსა.

და ყონ კუერექსი და ლოცვაჲ და აღიღონ მეორეჱ6 ფსალმუნი:

"მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველი ს...>>.

დასასრული:

"ხოლო მის ზედა გამობრწყინდეს სიწმიდჱ7 ჩემი>>8.

და აღიღონ საკურთხეველი იგი და მოვლონ მეორედ და დადვან საკურთხეველსავე.

და ყონ კუერექსი და ლოცვაჲ და აღიღონ <<მისაჯჱ9>> ფსალმუნი:

მისაჯე მე, უფალო, რამეთუ მე უბ...

დასასრული:


ეკლესიასა შინა გაკურთხევდე შენ, უფალო.10

და აღიღონ საკურთხეველი იგი და მოვლონ მესამედ და დადვან საკურთხეველსა ზედა.

და ყონ კუერექსი და ლოცვაჲ.

და აკურთხოს ებისკოპოსმან ამით კურთხევითა:

უფალო ღმერთო ძალთაო, რომელი ყოველთა დაბადებულთა11 შემოქმედი ხარ, რომელმან გარდაართხენ12 ცანი მხოლომან და დააფუძნე13 ქუეყანაჲ ზედა სიმტკიცესა14 თჳსსა, შენ, უფალო, ქალაქთა და დაბათა დაამტკიცენ ეკლესიანი15 შენნი16, აღჰმართენ მას შინა საკურთხეველნი და ჰბრძანენ მსხუერპლნი და შესაწირავნი უსისხლონი შეწირვად17 სახელისა შენისათჳს წმიდისა18 საჴსრად ნათესავისა კაცთაჲსა. აწ შენ19, უფალო ყოველთაო20, მოხედე21 ოდიკსა ამას და განწმიდე22 ესე23 სულითა შენითა წმიდითა, რაჲთა24 მთათა და ქუაბთა25 და ნაპრალთა და ზღუასა და ყოველთა ადგილთა26 უფლებისა შენისათა27 აღესრულებოდეს28 მას29 ზედა უსისხლოჲ30 მსხუერპლი მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲ ზიარებად და მოსატევებელად ცოდვათა ყოველთათჳს თანა31 სიწმიდისა მეცნიერებითა შემწირველთა32 შენ წინაშე33, ერთად ერთობისათჳს და ზიარებისა34, რომელი ამას ზედა აღესრულებოდის საღვთოჲ35 საიდუმლოჲ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მხოლოჲ სულგრძელი36, დიდადმოწყალეჱ37 და ჭეშმარიტი38, ყოვლისა სიწმიდისა მომცემელი, და შენდა დიდებასა და მადლობასა39 შევსწირავთ, თანა40 მითვე41 მხოლოდშობილით ძით შენითურთ42 და ყოვლადწმიდით, სახიერით, ცხოველსმყოფელით და ერთარსით43 სულით შენითურთ44 აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

და ნელსაცხებელი დაასხას სამგან ჯუარისსახედ; სცხებდნენ მღდელნი და იტყოდიან ეგრევე, ვითარცა სხუასა საკურთხეველისა კურთხევასა და ოდეს შემოსონ, და დადვას მასვე წმიდასა საკურთხეველსა ზედა.

დიაკონმან თქუას:

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

ებისკოპოსმან ესე ლოცვაჲ წართქუას:


მეუფეო დიდებისაო45 და უფალო წყალობისაო, ღმერთო ყოვლისამპყრობელო, რომელმან სათნო-იყავ განწმედად ტაბლაჲ ესე46 ძალითა47 მოსლვისა48 ყოვლადწმიდისა სულისა შენისაჲთა49, მოეც ყოველთა, რომელნი ამისგან50 ეზიარებოდიან, მართალი სარწმუნოებაჲ, უბიწოჲ გული51 და სიწმიდეჱ და სიმართლჱ52 სამშუინველისაჲ53, ჴორცთჲ და სულისაჲ და შენდობაჲ54 ყოველთა ცოდვათაჲ, სიხარული და მხიარულებაჲ ცხორებისა მის საუკუნოჲსაჲ55 ჴელითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, უფლისა და56 ღმრთისა და57 მაცხოვრისა ჩუენისა იესუ58 ქრისტესითა, რომლისა თანა შენდა დიდებაჲ და ძლიერებაჲ [შუენის] ყოვლადწმიდით და ერთარსით სულით შენითურთ59 აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

 

----------------------------------------------------------------------------

შენიშვნები

1 - "ოდიკის კურთხევის" შემცველი ქართული ნუსხებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია X ს-ის A 86 (ქვემოთ ა ლიტერი), რომლის ტექსტსაც ვაქვეყნებთ ორი გვიანდელი (XVI-XVII სს) ნუსხის (A 450, ლიტერი D, და A 294, ლიტერი B) ცალკეულ მნიშვნელოვან წაკითხვათა პარალელური დამოწმებებით, თუმცა ხსენებული ნუსხების ტექსტს, რაც ერთი რედაქციისაა, მნიშვნელობის გამო ცალკეც წარმოვადგენთ. დავძენთ, რომ A 86-ს ამომწურავი აღწერილობა თავის დროზე მოგვცა კ. კეკელიძემ, რომელმაც გამოაქვეყნა კიდეც ამ ნუსხაში დაცული "ოდიკის კურთხევის" რუსული თარგმანი (იხ. Кекелидзе К. Литургические памятники в отечественных книгохранилищах и их научное значение. Тифлис, 1908, стр. 30-32. აღვნიშნავთ იმასაც, რომ "ოდიკის კურთხევის" შემცველი ქართული ნუსხები განხილულია ე. კოჭლამაზაშვილის პუბლიკაციაში: "დიდი სინური კურთხევანის რედაქციული თავისებურებანი", თბ. 2002, გვ. 75, თუმცა აქ ვერ ვხვდებით მითითებას A 86-ზე. ეს უმნიშვნელოვანესი ხელნაწერი არ არის შეტანილი არც "კურთხევათა" შემცველ ნუსხებისა და მათი შესაბამისი ლიტერების ავტორისეულ ზოგად ჩამონათვალში. იხ. იქვე, გვ. 16-17).

2 - წართქ~უნ ა

3 - წინაათონურ რედაქციაში სახეზეა "რამეთუ" (შდრ. გიორგის რედაქცია: "ვითარ").

4 - ფს. 83,2

5 - ფს. 83,13

6 - მეორეჱ ა

7 - სიწმიდეჱ ა

8 - ფს. 131.

9 - მისაჯჱ ა

10 - ფს. 25 ა

11 - BD

12 - გარდაარხენ ა

13 - დაამტკიცე BD (ა=Gr: θεμελιώσας)

14 - ზედა სიმტკიცესა ] სიმტკიცესა ზედა BD.

15 - დაამტკიცენ ეკლესიანი (ა=Gr. τὰς ἐκκλησίας)] დაამტკიცე ეკლესიაჲ BD.

16 - შენნი და B, შენი და D, - ა შდრ. Gr: σου).

17 - უსისხლონი შეწირვად ] უსისხლოდ შეს~წირ~ვად D, უსისხლოდ შესაწირავად B (ა=Gr. ἀναιμάκτους προσφἐρεσθαι).

18 - სახელისა შენისათჳს წმიდისა ] საკურთხეველსა შენსა წმიდასა BD (ა=Gr: τῷ ονόματί σου).

19 - აწცა შენ ] აწ შენ ა, აწცა BD (შდრ. Gr. αὐτὸς καὶ νῦν).

20 - ყოველთაო ] ძალთაო B, ღმერთო ძალთაო D.

21
- მოხედენ BD.

22 - განწმიდენ B.

23 - BD.

24 - რომელი BD.

25
- მთათა და ქუაბთა ] ქუაბთა და მთათა B.

26 - და ზღუასა და ყოველთა ადგილთა - BD.

27
- + და BD.

28 - აღესრულებოდეს D.

29 - ამას BD.

30 - + იგი BD.

31 - BD.

32 - BD.

33 - შენ წინაშე ] შენდავე D, შნდ~ვე D.

34 - ზიარებად BD.

35
- ღმრთისა BD.

36 - + და BD.

37 - დიდადმოწყალეჱ ა

38 - + და BD.

39 - და მადლობასა - BD.

40 - B.

41 - მამით და BD.

42 - BD.

43 - სახიერით, ცხოველსმყოფელით და ერთარსით - BD.

44 - სულით შენითურთ ] სულითურთ BD.

45
- დიდებისაო ] მშჳდობისაო BD.

46 - ტაბლაჲ ესე - BD.

47 - + და BD.

48
- მოსლვითა BD ა.

49 - ყოვლადწმიდისა (ა: ყოლადწმიდისა ) სულისა შენისაჲთა ] სულისა შენისა წმიდისაჲთა BD.

50
- BD.

51
- ძალი BD.

52 - სიმრთე B, სიმრთ~ლე D, სიმართლეჱ ა.

53
- სამშჳნველი BD.

54
- მოტევებაჲ BD.

55
- საუკუნისაჲ ა, სკ~ნსა B, სკ~სოსაჲ D.

56
- BD.

57
- BD.

58 - იჳ~სოს B, იჳ~ს D.

59 - შენდა დიდებაჲ და ძლიერებაჲ [შუენის] ყოვლადწმიდით და ერთარსით სულით შენითურთ ] შენდა დიდებასა შევსწირავთ თანა მამით და სულით წმიდითურთ BD.

 

ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ

ჟურნალი "გული გონიერი",
2, სააღდგომო გამოცემა, 2011 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:48)