წიგ­ნი VII

 

სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ის მეშ­ვი­დე წიგ­ნი შე­ი­ცავს შემ­დეგს:

 

I.      დე­კი­უ­სი­სა და გა­ლუ­სის ავ­ზნე­ო­ბის შე­სა­ხებ.

II.     მა­თი დრო­ინ­დე­ლი რო­მა­ე­ლი ეპის­კო­პო­სე­ბი.

III.    რო­გორ გა­ნაჩი­ნა პირ­ვე­ლად კვიპ­რი­ა­ნემ მას­თან მყოფ ეპის­კო­პო­სებ­თან ერ­თად, რომ მწვა­ლებ­ლუ­რი ცთო­მი­ლე­ბი­დან მოქ­ცე­უ­ლე­ბი გან­ბან­ვით* უნ­და გან­წმენ­დი­ლიყ­ვნენ.

IV.    რა­ო­დენ მრა­ვა­ლი ეპის­ტო­ლე შე­ად­გი­ნა დი­ო­ნი­სემ ამ სა­კით­ხის შე­სა­ხებ.

V.      დევ­ნუ­ლე­ბის შემ­დგო­მი მშვი­დო­ბის შე­სა­ხებ.

VI.     სა­ბე­ლი­ო­ზის მწვა­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

VII.    მწვა­ლე­ბელ­თა სა­ძა­გე­ლი საც­თუ­რის შე­სა­ხებ და ღვთის­გან დი­ო­ნი­სე­სად­მი მოვ­ლე­ნი­ლი ხილ­ვი­სა და იმ სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მან მი­იღო.

VIII.   ნო­ვა­ტუ­სის სხვაგ­ვა­რად­მა­დი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

IX.     მწვა­ლე­ბელ­თა უღ­მერ­თო ნათ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

X.      ვა­ლე­რი­ა­ნე­სა და მი­სი დრო­ინ­დე­ლი დევ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

XI.      იმ [მოვ­ლე­ნე­ბის] შე­სა­ხებ, რაც შე­ემთხვათ დი­ო­ნი­სეს და ეგ­ვიპ­ტე­ში მყოფთ.

XII.     პა­ლეს­ტი­ნის კე­სა­რი­ა­ში წა­მე­ბულ­თა შე­სა­ხებ.

XIII.    გა­ლე­ნუ­სის დრო­ინ­დე­ლი მშვი­დო­ბის შე­სა­ხებ.

XIV.    მის დროს აღ­ზე­ვე­ბუ­ლი ეპის­კო­პო­სე­ბი.

XV.     რო­გორ ეწა­მა მა­რი­ნუ­სი კე­სა­რი­აში.

XVI.     ას­ტე­რი­უ­სის ის­ტო­რია.

XVII.    პა­ნე­ა­და­ში ჩვე­ნი მაც­ხოვ­რის დი­დი საქ­მე­ე­ბის ნი­შან­თა შე­სა­ხებ.

XVIII.   ია­კო­ბის საყ­დრის შე­სა­ხებ.

XIX.     დი­ო­ნი­სეს სად­ღე­სას­წა­უ­ლო ეპის­ტო­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც პა­სე­ქის შე­სა­ხე­ბაც ად­გენს კა­ნონს.

XX.      ალექ­სან­დრი­ა­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

XXI.     მას­ზე მოვ­ლე­ნი­ლი სე­ნის შე­სა­ხებ.

XXII.    გა­ლე­ნუ­სის მე­ფო­ბის შე­სა­ხებ.

XXIII.   ნე­პო­ტი­სა და მი­სი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

XXIV.    იო­ა­ნეს გა­მოც­ხა­დე­ბის შე­სა­ხებ.

XXV.     დი­ო­ნი­სეს ეპის­ტო­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ.

XXVI.    პავ­ლე სა­მო­სა­ტე­ლი­სა და მის მი­ერ ან­ტი­ო­ქი­ა­ში და­არ­სე­ბუ­ლი მწვა­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

XXVII.   იმ დროს ცნო­ბი­ლი გა­მოჩე­ნი­ლი ეპის­კო­პო­სე­ბის შე­სა­ხებ.

XXVIII.  რო­გორ გა­ნიკ­ვე­თა მხი­ლე­ბუ­ლი პავ­ლე.

XXIX.    მა­ნი­ქე­ველ­თა გარყვნი­ლი სხვაგ­ვა­რად­მა­დი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რაც იმ დროს ახა­ლი დაწ­ყე­ბუ­ლი იყო.

XXX. თვით ჩვენს დრო­ში გა­მოჩე­ნილ ეკ­ლე­სი­ურ კაც­თა შე­სა­ხებ და თუ ვინ დარჩა მათ­გან, სა­ნამ ეკ­ლე­სი­ებ­ზე თავ­დას­ხმე­ბი და­იწ­ყე­ბო­და. პა­სე­ქის შე­სა­ხებ ანა­ტო­ლის კა­ნო­ნე­ბი­დან

----------------------------------------------

* ნათლობით - მთარგ.

 

ალექ­სან­დრი­ელ­თა დი­დი ეპის­კო­პო­სი დი­ო­ნი­სე "სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ის" მეშ­ვი­დე წიგ­ნში კვლავ შე­ე­წე­ვა ჩვენს შრო­მას თა­ვი­სი სიტ­ყვე­ბით და მის დროს მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებ­ზე ნა­წი­ლობ­რივ მი­ა­ნიშ­ნებს მის მი­ერ და­ტო­ვე­ბუ­ლი ეპის­ტო­ლე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ჩე­მი სიტ­ყვა კი აქე­დან და­იწ­ყე­ბა.

 

I

დე­კი­უსს სრუ­ლი ორი წე­ლი არ უმე­ფია, მა­ლე­ვე მოკ­ლეს შვი­ლებ­თან ერ­თად, და იგი შეც­ვა­ლა გა­ლუს­მა[1]. ამ დროს აღეს­რუ­ლა ორი­გე­ნე, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა­საც ერ­თი წე­ლი აკ­ლდა სა­მოც­და­ა­თი წლის შეს­რუ­ლე­ბამ­დე. დი­ო­ნი­სე წერს ჰერ­მა­მონს[2] და გა­ლუ­სის შე­სა­ხებ ამ­ბობს შემ­დეგს: "მაგ­რამ გა­ლუს­მა არ შე­იც­ნო დე­კი­უ­სის ბო­რო­ტი საქ­მე­ები, არც გა­მო­იკ­ვლია, თუ რამ დას­ცა იგი; არა­მედ მის თვალ­წინ მდე­ბა­რე იმა­ვე ქვას წა­მოს­დო ფე­ხი. მან, რო­დე­საც სა­მე­ფოს კარ­გად წარ­მარ­თავ­და და მი­სი საქ­მე­ე­ბი გო­ნე­ბის თა­ნახ­მად მი­დი­ოდა, გან­დევ­ნა წმინ­და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­სი მშვი­დო­ბი­სა და ჯანმრთე­ლო­ბის გა­მო შუ­ამ­დგომ­ლობ­დნენ ღვთის წი­ნა­შე[3], ამი­ტომ მათ­თან ერ­თად გა­ნი­დევ­ნა მის გა­მო ლოც­ვე­ბიც".

 

II

ეს ით­ქვა მის შე­სა­ხებ. რო­მა­ელ­თა ქა­ლაქ­ში კი, რო­დე­საც კორ­ნე­ლი­უს­მა მე­სა­მე წლის ბო­ლომ­დე მი­ი­ტა­ნა ეპის­კო­პო­სო­ბა, მო­ნაც­ვლედ ლუ­კი­უ­სი იქ­ნა დად­გი­ნე­ბუ­ლი. მას სრუ­ლი რვა თვე არ უმ­სა­ხუ­რია და მი­სი აღ­სას­რუ­ლის შემ­დეგ სტე­ფა­ნეს[4] გა­და­ე­ცა [სა­ე­პის­კო­პო­სო] ხა­რის­ხი. მას მი­წე­რა დი­ო­ნი­სემ "ნათ­ლო­ბის შე­სა­ხებ" ეპის­ტო­ლე­თა­გან პირ­ვე­ლი, რო­დე­საც არამ­ცი­რე ძი­ე­ბა აღიძ­რა, უნ­და გაწ­მენ­დი­ლიყ­ვნენ თუ არა გან­ბან­ვის მეშ­ვე­ო­ბით ნე­ბის­მი­ე­რი მწვა­ლებ­ლო­ბი­დან მოქ­ცე­უ­ლე­ბი. ძვე­ლი ჩვე­უ­ლე­ბით ასე­თებ­ზე სა­ჭი­რო იყო მხო­ლოდ ხე­ლე­ბის და­დე­ბით ლოც­ვა[5].

 

III

კარ­თა­გე­ნის საკ­რე­ბუ­ლოს მწყემ­სი კვიპ­რი­ანე, იმ დროს [მოღ­ვა­წე­თა] შო­რის პირ­ვე­ლი კა­ცი, მიიჩნევ­და, რომ არა სხვა­გვა­რად, არა­მედ პირ­ველ რიგ­ში საც­თუ­რი­სა­გან ნათ­ლის­ღე­ბით გან­წმენ­დი­ლი უნ­და მი­ე­ღოთ. მაგ­რამ სტე­ფა­ნე ფიქ­რობ­და, რომ და­სა­ბა­მი­დან­ვე და­ცუ­ლი გად­მო­ცე­მის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი არა­ფე­რი არ უნ­და გა­მო­ე­გო­ნე­ბი­ნათ, და ამის გა­მო შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო.

 

IV

ამის შე­სა­ხებ მას ბევ­რი ესა­უბ­რა წე­რი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით დი­ო­ნი­სე, ბო­ლოს ცხად­ყოფს, რომ დევ­ნუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბი­სას ეკ­ლე­სი­ებ­მა ყველ­გან ნო­ვა­ტუ­სის სი­ახ­ლის უკუგ­დე­ბით ერ­თმა­ნეთ­თან მშვი­დო­ბა მო­ი­პო­ვეს. იგი წერს შემ­დე­გი სა­ხით:

 

V

"ახ­ლა კი იცო­დე, ძმაო, რომ ერ­თი­ან­დე­ბა ყვე­ლა ად­რე გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ში მყო­ფი აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და უფ­რო შო­რე­უ­ლი ეკ­ლე­სია. ერ­თსუ­ლო­ვა­ნი არის ყვე­ლა წი­ნამ­დგო­მე­ლი, ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლად ხა­რო­ბენ მო­უ­ლოდ­ნე­ლად დამ­ყა­რე­ბუ­ლი მშვი­დო­ბის გა­მო, ან­ტი­ო­ქი­ა­ში - დე­მეტ­რი­ანე, კე­სა­რი­ა­ში - თე­ოკ­ტის­ტე, ელი­ა­ში (იე­რუ­სა­ლიმ­ში - მთარგ.) - მა­ძა­ბე­ნე­სი, ტვი­როს­ში - მა­რი­ნუ­სი (მას შემ­დეგ, რაც ალექ­სან­დრემ მი­ი­ძი­ნა), ლა­ო­დი­კი­ა­ში - ჰე­ლი­ო­დო­რე (მას შემ­დეგ, რაც თე­ლი­მიდ­რემ შე­ის­ვე­ნა), ტარ­სუს­ში - ჰე­ლე­ნი­უ­სი და კი­ლი­კი­ის ყვე­ლა ეკ­ლე­სია, ფირ­მი­ლი­ა­ნე და მთე­ლი კა­ბა­დო­კია. და­ვა­სა­ხე­ლე მხო­ლოდ უფ­რო ცნო­ბი­ლი ეპის­კო­პო­სე­ბი, რა­თა არც ეპის­ტო­ლე გა­მე­ხა­და ვრცე­ლი, არც სიტ­ყვა - მძი­მე და მა­ინც, ორი­ვე სი­რია მთლი­ა­ნად და არა­ბე­თი, რომ­ლებ­საც ყო­ველ­თვის შე­ე­წე­ო­დით და რომ­ლებ­საც ახ­ლა სწერთ, მე­სო­პო­ტა­მია, პონ­ტო და ბით­ვი­ნი­აც, ერ­თი სიტ­ყვით, ყველ­გან ყვე­ლა ზე­ი­მობს ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბას და ძმათ­მოყ­ვა­რე­ო­ბას და ადი­დე­ბენ ღმერთს".

ამას წერს დი­ო­ნი­სე. მას შემ­დეგ, რაც სტე­ფა­ნემ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სრულ ყო მსა­ხუ­რე­ბა, იგი შეც­ვა­ლა ქსის­ტუს­მა[6]. დი­ო­ნი­სემ მას მის­წე­რა "ნათ­ლის­ღე­ბის შე­სა­ხებ" მე­ო­რე ეპის­ტო­ლე, და წარ­მოაჩი­ნა სტე­ფა­ნე­სა და და­ნარჩე­ნი ეპის­კო­პო­სე­ბის აზ­რი და გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა. სტე­ფა­ნეს შე­სა­ხებ ამ­ბობს შემ­დეგს: "პირ­ვე­ლად მომ­წე­რა ჰე­ლე­ნი­უ­სის, ფირ­მი­ლი­ა­ნე­სა და ყვე­ლა მათ შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ კი­ლი­კი­ი­დან და კა­ბა­დო­კი­ი­დან, და, ცხა­დია, გა­ლი­ტი­ი­სა და ყვე­ლა მი­სი მო­საზღვრე ერე­ბის შე­სა­ხებ, რომ მათ­თან გაწ­ყვეტ­და თა­ნა­ზი­ა­რე­ბას ამა­ვე მი­ზე­ზით; რად­გან, ამ­ბობს, რომ მწვა­ლებ­ლებს მე­ო­რედ ნათ­ლავ­დნენ. და­აკ­ვირ­დი, რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მეა ეს. რად­გან, რო­გორც შე­ვიტ­ყვე, ამის შე­სა­ხებ ეპის­კო­პოს­თა უდი­დეს სი­ნო­დებ­ზე ნამ­დვი­ლად იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი, რომ მწვა­ლებ­ლო­ბი­დან მო­სუ­ლებს და­მოძღვრავ­დნენ, შემ­დეგ გან­ბან­დნენ და გან­წმენ­დავ­დნენ ძვე­ლი და უწ­მინ­დუ­რი სა­ფუ­ა­რის მწვი­რი­სა­გან. და მივ­წე­რე თხოვ­ნით მას ყო­ვე­ლი­ვე ამის შე­სა­ხებ".

შემ­დეგ ამ­ბობს: "ასე­ვე ჩვენს მოყ­ვას­სა და თა­ნა­ხუ­ცესს დი­ო­ნი­სეს და ფი­ლე­მონს, პირ­ვე­ლად სტე­ფა­ნეს თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბად მყოფთ, რომ­ლე­ბიც ამა­ვე სა­კით­ხე­ბის შე­სა­ხებ მე მწერ­დნენ, ად­რე ცო­ტას ვწერ­დი, ახ­ლა კი ბევრს ვწერ მათ".

მაგ­რამ ეს და­ი­წე­რა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სა­კით­ხის შე­სა­ხებ.

 

VI

ამა­ვე ეპის­ტო­ლე­ში აღ­ნიშ­ნავს სა­ბე­ლი­ო­ზის[7] მიმ­დე­ვა­რი მწვა­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც მის დროს წა­მოყ­ვეს თა­ვი, და ამ­ბობს შემ­დეგს: "ახ­ლა პენ­ტა­პო­ლის პტო­ლე­მა­ი­და­ში აღ­ძრუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც არის უღ­მერ­თო და შე­ი­ცავს მრა­ვალ გმო­ბას ჩვე­ნი უფ­ლის იე­სო ქრის­ტეს ყოვ­ლისმპყრო­ბელ მა­მა­ზე და მრა­ვალ ურ­წმუ­ნო­ე­ბას მი­სი მხო­ლოდ­შო­ბი­ლი შვი­ლის, ყო­ვე­ლი ქმნი­ლე­ბის პირ­მშოს, გან­კა­ცე­ბუ­ლი სიტ­ყვის მი­მართ, და სუ­ლიწ­მინ­დის უგრძნობ­ლო­ბას, - რო­დე­საც ჩემ­თან ორი­ვე მხრი­დან მო­ვი­და სა­ბუ­თე­ბიც და ძმე­ბიც, გავ­გზავ­ნე რამ­დე­ნი­მე ეპის­ტო­ლე, რო­გორც შე­მეძ­ლო ღვთის­გან მო­ნი­ჭე­ბით, მი­ვუ­თი­თებ­დი და­მოძღვრით; მა­თი ას­ლე­ბი შენც გა­მო­გიგ­ზავ­ნე".

 

VII

"ნათ­ლის­ღე­ბის შე­სა­ხებ" მე­სა­მე ეპის­ტო­ლე­ში, რო­მე­ლიც იმა­ვე დი­ო­ნი­სემ რო­მა­ელ პრეს­ვი­ტერ ფი­ლი­მონს მის­წე­რა, გად­მო­ცემს შემ­დეგს: "რაც შე­მე­ხე­ბა მე, მწვა­ლე­ბელ­თა თხზუ­ლე­ბე­ბი­ცა და გად­მო­ცე­მე­ბიც წა­ვი­კით­ხე, ცო­ტა­თი გა­ვის­ვა­რე სუ­ლი მა­თი ბინ­ძუ­რი აზ­რე­ბით, და მათ­გან ეს სარ­გე­ბე­ლი მი­ვი­ღე, შევ­ძე­ლი ჩემს თავ­ში მა­თი მხი­ლე­ბა და მო­ძუ­ლე­ბა. და რო­დე­საც პრეს­ვი­ტერ­თა­გან ერთ-ერ­თი ძმა მა­კა­ვებ­და და ეში­ნო­და, არ შევ­რე­ო­დი მა­თი უკე­თუ­რე­ბის სი­სა­ძაგ­ლეს, რად­გან ამ­ბობ­და, რომ ჩემ სულს და­ვა­ზი­ა­ნებ­დი და, რო­გორც ვგრძნობ­დი, სი­მარ­თლე­საც ამ­ბობ­და. მაგ­რამ ღვთის­გან მოვ­ლე­ნილ­მა ხილ­ვამ გა­მაძ­ლი­ე­რა და ჩემს მი­მართ მო­სულ­მა სიტ­ყვამ მიბ­რძა­ნა, და გარ­კვე­ვით მით­ხრა: "ყვე­ლა­ფე­რი იკით­ხე, რაც ხელ­ში მოგხვდე­ბა. რად­გან ძალ­გიძს შე­ას­წო­რო ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი და გა­მოს­ცა­დო; და შენ­თვის ეს თა­ვი­დან­ვე იყო რწმე­ნის მი­ზე­ზი". ხილ­ვა მი­ვი­ღე, რო­გორც სა­მო­ცი­ქუ­ლო ხმას­თან თანმხვედ­რი, რაც ით­ქვა უფ­რო ძლი­ერ­თა მი­მართ: "იყა­ვით გა­მოც­დი­ლი მე­კერ­მე­ნი"*.

შემ­დეგ ყვე­ლა მწვა­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ამ­ბობს ზოგ რა­მეს და დას­ძენს: "მე ეს კა­ნო­ნი და მა­გა­ლი­თი მი­ვი­ღე ჩვე­ნი ნე­ტა­რი პა­პის ჰე­რაკ­ლა­სის­გან. რად­გან მწვა­ლებ­ლო­ბე­ბი­დან მო­სუ­ლებს, და მა­ინც ეკ­ლე­სი­ი­დან გან­დგო­მი­ლებს (უფ­რო არა გან­დგო­მი­ლე­ბად, არა­მედ მას­თან მყო­ფე­ბად ჩან­დნენ, მაგ­რამ მხი­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ ცრუ მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­წა­ფე­ო­ბა­ში) ეკ­ლე­სი­ი­დან აგ­დებ­და და არ ის­მენ­და მათ თხოვ­ნებს, ვიდ­რე სა­ხალ­ხოდ არ იტ­ყოდ­ნენ ყვე­ლა­ფერს მოს­მე­ნილს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­თან (შდრ. 2 ტიმ. 2, 25), და მა­შინ შე­იყ­ვან­და მათ კრე­ბულ­ში, არ ით­ხოვ­და მათ­გან მე­ო­რე ნათ­ლო­ბას; რად­გან პირ­ვე­ლად მის­გან ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი წმინ­და ნათ­ლო­ბა".

კვლავ ბევრს მსჯე­ლობს ამ სა­კით­ხზე და შემ­დეგ დას­ძენს: "გა­მი­გია ესეც, რომ აფ­რი­კა­ში მყოფთ ეს მხო­ლოდ ახ­ლა არ შე­მო­უ­ღი­ათ, არა­მედ დი­დი ხნის წი­ნათ ჩვენს უწი­ნა­რეს მყო­ფი ეპის­კო­პო­სე­ბის დროს ხალხმრა­ვალ ეკ­ლე­სი­ებ­ში და ძმა­თა სი­ნო­დებ­ზე, იკო­ნი­ა­სა და სი­ნა­და­ში და მრა­ვალ­თან ეს და­ად­გი­ნეს. მა­თი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბის უკუგ­დე­ბას, და მათ ჩათ­რე­ვას კა­მათ­სა და შე­ჯიბ­რე­ბა­ში მე ვერ გავ­ბე­დავ. ამ­ბობს: "არ შეც­ვა­ლო შე­ნი მახ­ლობ­ლის საზღვრე­ბი, რაც და­ად­გი­ნეს შენ­მა მა­მებ­მა" (II სჯ. 19, 14. LXX)".
"ნათ­ლის­ღე­ბის შე­სა­ხებ" მე­ოთ­ხე ეპის­ტო­ლე მის­წე­რა დი­ო­ნი­სე რო­მა­ელს, რო­მე­ლიც მა­შინ გახ­და ხუ­ცე­სო­ბის ღირ­სი და მცი­რე ხნის შემ­დეგ იქ­ვე მი­ი­ღო ეპის­კო­პო­სო­ბაც. ამ ეპის­ტო­ლე­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­გოთ, რო­გორ მოწ­მობს დი­ო­ნი­სე ალექ­სან­დრი­ე­ლი თვით მას­ზეც რო­გორც გა­ნათ­ლე­ბულ­სა და საკ­ვირ­ველ­ზე. იგი, იხ­სე­ნებს რა ნო­ვა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ამ­ბებს, მას სწერს შემ­დეგს:

------------------------------------------------------------

* ეს გამონათქვამი ციტირებულია ადრეული პერიოდის მრავალ მწერალთან და ის მიიჩნეოდა ქრისტეს სიტყვად. მაგრამ, იხ. I თეს. 5,21 - მთარგ.

 

VIII

"რად­გან კე­თილ­გო­ნივ­რუ­ლად ვემ­ტე­რე­ბით ნო­ვა­ტუსს, რო­მელ­მაც გა­თი­შა ეკ­ლე­სია და ზო­გი­ერთ ძმას უღ­მერ­თო­ბი­სა და გმო­ბი­სა­კენ ექაჩება, ღვთის შე­სა­ხებ უწ­მინ­დუ­რი მოძღვრე­ბა შე­მო­აქვს და ჩვენს უტ­კბი­ლეს უფალს, იე­სო ქრის­ტეს, ცილს სწა­მებს რო­გორც უმოწ­ყა­ლოს, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად კი უარ­ყოფს წმინ­და ნათ­ლის­ღე­ბას და მის დრომ­დე არ­სე­ბულ რწმე­ნა­სა და აღ­სა­რე­ბა­საც ამ­ხობს და მათ­გან სუ­ლიწ­მინ­დის სრუ­ლე­ბით გან­დევ­ნას გა­ნაჩი­ნებს, მი­სი დარჩე­ნის ან უკან დაბ­რუ­ნე­ბის თუ რამ იმე­დი არ­სე­ბობ­და".

 

IX

და მან რო­მა­ელ­თა ეპის­კო­პოს ქსის­ტუსს მის­წე­რა მე­ხუ­თე ეპის­ტო­ლეც, რო­მელ­შიც მწვა­ლებ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მრა­ვალ რა­მეს ამ­ბობს, და მის დროს მომ­ხდარ ასეთ ამ­ბავს გად­მოს­ცემს: "ძმაო, ნამ­დვი­ლად მჭირ­დე­ბა რჩე­ვა და შენ­გან ვით­ხოვ აზრს. ასე­თი საქ­მე შე­მემთხვა მე და მე­ში­ნია არ შევ­ცდე. რად­გან შეკ­რე­ბილ ძმა­თა შო­რის არის ერ­თი მორ­წმუ­ნე, რო­მე­ლიც ით­ვლე­ბა ძვე­ლად და ჩე­მი ხელ­დას­ხმის უწი­ნა­რე­სად, ვგო­ნებ ნე­ტა­რი ჰე­რაკ­ლა­სის დად­გი­ნე­ბის უწი­ნა­რე­სა­დაც. რო­დე­საც კრე­ბუ­ლის ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ზე მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ახ­ლა­ხანს ნა­თელ­ღე­ბუ­ლებ­თან აღ­მოჩნდა და მო­ის­მი­ნა შე­კით­ხვე­ბი და პა­სუ­ხე­ბი, ჩემ­თან მო­ვი­და გო­დე­ბი­თა და ცრემ­ლით და და­ე­ცა ჩემს ფე­ხებ­თან, აღი­ა­რებ­და და იფი­ცე­ბო­და, რომ ნათ­ლო­ბა, რომ­ლი­თაც მწვა­ლებ­ლებ­თან მო­ნათ­ლუ­ლა, ასე­თი არ ყო­ფი­ლა, სრუ­ლი­ად არც ჰქო­ნია რა­ი­მე სა­ერ­თო მას­თან, რად­გან უღ­მერ­თო იყო იგი და გმო­ბით აღ­სავ­სე. ამ­ბობ­და, რომ ახ­ლა მთე­ლი სუ­ლი დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და და არ გააჩნდა კად­ნი­ე­რე­ბა, თვა­ლე­ბი აღეპ­ყრო ღვთის მი­მართ იმ უწ­მინ­დუ­რი სიტ­ყვე­ბი­სა და საქ­მე­ე­ბი­სა­გან აღ­ძრულს, და ამის გა­მო ით­ხოვ­და, რომ მი­ე­ღო ეს უწ­მინ­დე­სი გან­წმენ­და, შეთ­ვი­სე­ბა და მად­ლი. ამის შეს­რუ­ლე­ბა მე ვერ გავ­ბე­დე და ვთქვი, რომ ამის­თვის საკ­მა­რი­სი იყო მი­სი ხანგრძლი­ვი თა­ნა­ზი­ა­რე­ბა. რად­გან ვერ გავ­ბე­დავ­დი იმ კა­ცის თა­ვი­დან გან­წე­სე­ბას, ვინც ის­მენ­და ევ­ქა­რის­ტი­ას და წარ­მოთ­ქვამ­და "ამინს", ტრა­პეზ­თან იდ­გა და წმინ­და საზ­რდოს მი­სა­ღე­ბად ხე­ლებს იწ­ვდი­და და ღე­ბუ­ლობ­და, ჩვე­ნი უფ­ლის სხე­ულ­სა და სისხლს ეზი­ა­რე­ბო­და. მაგ­რამ შე­ვა­გო­ნებ­დი, რომ მხნედ ყო­ფი­ლი­ყო, მტკი­ცე რწმე­ნი­თა და კე­თი­ლი იმე­დით მი­ახ­ლე­ბო­და სიწ­მინ­დე­თა ზი­ა­რე­ბას. მაგ­რამ იგი არ წყვეტს ჩი­ვილს, ძრწო­ლით მიე­ახ­ლე­ბა ტრა­პეზს და მოწ­ვე­ვის მი­უ­ხე­და­ვად ძლივს ბე­დავს თა­ნამ­დგო­მე­ლებ­თან ერ­თად ლოც­ვებ­ზე დად­გო­მას".

ზე­მოთ­ქმუ­ლი ეპის­ტო­ლე­ე­ბის გარ­და გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მი­სი სხვა ეპის­ტო­ლეც "ნათ­ლის­ღე­ბის შე­სა­ხებ", მიძღვნი­ლი იმა­ვე სამ­რევ­ლოს წი­ნამძღვრის ქსის­ტუ­სი­სად­მი და რომ­ში მყო­ფი ეკ­ლე­სი­ი­სად­მი, რო­მელ­შიც საკ­ვლე­ვი სა­კით­ხის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბას ვრცე­ლი და­სა­ბუ­თე­ბის გზით გად­მოგ­ვცემს. ამას­თან ერ­თად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მი­სი სხვა ეპის­ტო­ლე რომ­ში მყო­ფი დი­ო­ნი­სეს მი­მართ ლუ­კი­ა­ნეს შე­სა­ხებ[8]. ეპის­ტო­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ ესო­დე­ნი რამ ით­ქვა.

 

X

გა­ლუს­სა და მის გა­რე­მოც­ვას სრუ­ლი ორი წე­ლი არ ეპ­ყრა ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რომ ჩა­მო­შორ­დნენ მმარ­თვე­ლო­ბას და იგი გა­და­ვი­და ვა­ლე­რი­ა­ნე­სა და მის შვილ გა­ლი­ენ­ზე[9]. კვლავ შეგ­ვიძ­ლია შე­ვიტ­ყოთ ჰერ­მა­მო­ნის მი­მართ ეპის­ტო­ლი­დან, რა­საც ამ­ბობს დი­ო­ნი­სე მის შე­სა­ხებ. მას­ში იგი შემ­დე­გი სა­ხით მოგ­ვით­ხრობს: "მსგავ­სად­ვე გა­მო­ეც­ხა­და იო­ა­ნეს: იგი ამ­ბობს: "და მი­ე­ცა მას პი­რი მო­ლა­პა­რა­კე მე­დი­დუ­რად და გმო­ბით, და მი­ე­ცა მას ხელ­მწი­ფე­ბა და ორ­მოც­და­ო­რი თვე (გა­მოცხ. 13,5)".

ვა­ლე­რი­ა­ნეს ზე­ო­ბი­სას ორი­ვეა საკ­ვირ­ვე­ლი და მათ­გან გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გა­აზ­რე­ბა, თუ რო­გორ იქ­ცე­ო­და პირ­ველ ხა­ნებ­ში, რო­გო­რი მშვი­დი და მე­გობ­რუ­ლი იყო ღვთის კაც­თა მი­მართ. რად­გან მის უწი­ნა­რეს მყოფ იმ­პე­რა­ტორ­თა­გან მათ მი­მართ ასე კე­თილ­მო­სურ­ნედ და კარ­გად სხვა არა­ვინ იყო გან­წყო­ბი­ლი, არც ისი­ნი, რომ­ლებ­ზეც ამ­ბობ­დნენ, რომ აშ­კა­რად იყ­ვნენ ქრის­ტი­ა­ნე­ბი, თუ რო­გორ ცხა­დად იქ­ცე­ო­და იგი თა­ვი­დან­ვე და მათ ყვე­ლა­ზე ახ­ლობ­ლუ­რად და მე­გობ­რუ­ლად ღე­ბუ­ლობ­და; მთე­ლი მი­სი სახ­ლი სავ­სე იყო ღვთის­მო­სავ­თა­გან და ღვთის ეკ­ლე­სი­ად იყო ქცე­ული. მაგ­რამ მათ ჩა­მო­შო­რე­ბა­ში და­არ­წმუ­ნა იგი ეგ­ვიპ­ტე­ლი მოგ­ვე­ბის[10] მოძ­ღვარ­მა და საკ­რე­ბუ­ლოს მთა­ვარ­მა; და იგი უბ­რძა­ნებ­და უმან­კო და წმინ­და კა­ცე­ბის, რო­გორც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის, და მი­სი ბინ­ძუ­რი და სა­ძა­გე­ლი მა­გი­უ­რი შე­ლოც­ვე­ბის და­მაბ­რკო­ლებ­ლე­ბის (რად­გან არი­ან და იყ­ვნენ შემ­ძლე­ნი, რომ იქ ყოფ­ნით და და­სა­ნა­ხად, და მხო­ლოდ შე­ბერ­ვი­თა და სიტ­ყვე­ბის წარ­მოთ­ქმით დე­მონ­თა უწ­მინ­დუ­რი შეთ­ქმუ­ლე­ბე­ბი გა­ე­ცამ­ტვე­რე­ბი­ათ) და­ხოც­ვა­სა და დევ­ნას. იგი ურჩევ­და ბილწ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებ­ში გან­დო­ბას და დაწ­ყევ­ლი­ლი გრძნე­უ­ლე­ბი­სა და ღვთის­თვის არა­სათ­ნო მღვდელ­მოქ­მე­დე­ბის შეს­რუ­ლე­ბას: საბ­რა­ლო ბავ­შვე­ბის დაკ­ვლას, უბე­დუ­რი მა­მე­ბის შვილ­თა მსხვერ­პლად შე­წირ­ვას, ახალ­შო­ბილ­თა შიგ­ნე­უ­ლო­ბის გა­მოკ­ვლე­ვას და ღვთის ქმნი­ლე­ბა­თა დაჭ­რა­სა და გა­მო­ფატ­ვრას, თით­ქოს ამით ღვთის კე­თილ­გან­წყო­ბას მო­ი­პო­ვებ­დნენ".

და და­მა­ტე­ბით დას­ძენს: "მაკ­რი­ა­ნუ­სი თა­ვი­სი იმე­დის იმ­პე­რი­ი­სათ­ვის მათ (დე­მო­ნებს - მთარგ.) სწი­რავ­და სა­უ­კე­თე­სო სა­მად­ლო­ბე­ლო მსხვერპლს. პირ­ვე­ლად რო­დე­საც იწო­დე­ბო­და იმ­პე­რი­ის სა­ერ­თო ხა­ზი­ნის გამ­გებ­ლად, არც კე­თილ­გო­ნივ­რუ­ლად, არც სა­ყო­ველ­თაო სი­კე­თი­სათ­ვის ზრუ­ნავ­და, არა­მედ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი იყო წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლურ წყევ­ლას: "ვაი, მათ, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი გუ­ლი­დან წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბენ და სა­ყო­ველ­თა­ოს ვერ ხე­და­ვენ" (ეზეკ. 13, 3). რად­გან არ ეს­მო­და სა­ყო­ველ­თაო წი­ნა­გან­გე­ბა, არც ეჭ­ვობ­და მი­სი გან­კით­ხვის არ­სე­ბო­ბას, რაც მყო­ფობს ყო­ვე­ლი­ვეს უწი­ნა­რეს, ყო­ვე­ლი­ვეს მეშ­ვე­ო­ბით და ზეს­თა ყო­ვე­ლი­ვე­ზე; ამი­ტომ იყო მი­სი კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ის მტე­რი, თა­ვი­სი თა­ვი ღვთის წყა­ლო­ბის­გან გას­ხვი­სე­ბუ­ლი და გა­უც­ხო­ე­ბუ­ლი ჰქონ­და, და თა­ვი­სი თა­ვი ცხო­ნე­ბი­სა­გან უშო­რე­სად გა­ნე­დევ­ნა, ამი­თაც ჭეშ­მა­რიტს ხდი­და სა­კუ­თარ სა­ხელს".

შემ­დეგ კვლავ ამ­ბობს: "ვა­ლე­რი­ა­ნე მის მი­ერ ამ საქ­მე­ე­ბი­სა­კენ წამძღვა­რე­ბუ­ლი, მი­ე­ცა შე­უ­რაც­ხყო­ფა­სა და გა­კიც­ხვას, ესაი­ას მი­მართ თქმუ­ლის მი­ხედ­ვით: "და მათ აირჩი­ეს თა­ვი­ან­თი გზე­ბი და თა­ვი­ან­თი სი­სა­ძაგ­ლე­ები, რაც მათ­მა სულ­მა ისურ­ვა, და მე ავირჩევ მათ და­ცინ­ვას, და მათ ცოდ­ვებს უკუ­მი­ვა­გებ მათ~ (ეს. 66, 3‑4). მან (მაკ­რი­ა­ნემ. იგი იყო კოჭ­ლი - მთარგ.) კი მე­ფო­ბის შლე­გუ­რი წა­დი­ლით, რი­სი ღირ­სიც არ იყო და არც და­მა­ხინ­ჯე­ბულ სხე­ულ­ზე ძა­ლუძ­და სა­მე­ფო სამ­კა­უ­ლის შე­მოს­ვა, წინ გა­მო­იყ­ვა­ნა ორი ვა­ჟიშ­ვი­ლი, მა­მის ცოდ­ვე­ბის მიმ­ღებ­ნი. მათ­თვის ცხა­დი გა­ხა­და წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა, რაც წარ­მოთ­ქვა ღმერ­თმა: "მა­მა­თა ცოდ­ვებს შვი­ლებს მოვ­კით­ხავ მე­სა­მე და მე­ოთ­ხე თა­ო­ბამ­დე ჩემს მო­ძუ­ლე­ებს" (გამ. 20, 5). რად­გან სა­კუ­თა­რი უკე­თუ­რი გუ­ლისთქმე­ბი, რომ­ლებ­შიც ხე­ლი მო­ე­ცა­რა, თა­ვის ძე­ებს თავს და­ა­ტე­ხა, მათ­ში ჩა­ნერ­გა თა­ვი­სი ბო­რო­ტე­ბა და ღვთის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლი".

ვა­ლე­რი­ა­ნეს შე­სა­ხებ ეს ამ­ბე­ბი მოგ­ვით­ხრო დი­ო­ნი­სემ.

 

XI

მის დროს აღ­ძრუ­ლი დევ­ნუ­ლე­ბის უძ­ლი­ე­რეს ქარ­ტე­ხილს, რაც გა­და­ი­ტა­ნა სხვებ­თან ერ­თად თვი­თო­ნაც ყოვ­ლი­ე­რე­ბის ღმერ­თი­სად­მი ღვთის­მო­სა­ო­ბის გა­მო, ამას წარ­მოაჩენს მი­სი სიტ­ყვე­ბი, რომ­ლე­ბიც და­წე­რა მი­სი დრო­ის ერთ-ერ­თი ეპის­კო­პო­სის გერ­მა­ნეს წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც ბო­რო­ტად ცდი­ლობ­და მის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას. იგი გად­მო­ცემს თა­ვის სიტ­ყვებს[11] შემ­დე­გი სა­ხით: "მაგ­რამ დიდ უგუ­ნუ­რე­ბა­სა და უგრძნობ­ლო­ბა­ში ჩა­ვარ­დნის საფრთხე­ში ვარ, აუ­ცი­ლებ­ლო­ბით იძუ­ლე­ბუ­ლი, მო­გით­ხროთ ჩვენს გარ­შე­მო [აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი] ღვთის საკ­ვირ­ვე­ლი გან­გე­ბუ­ლე­ბა. მაგ­რამ რად­გა­ნაც ამ­ბობს: "კარ­გია მე­ფის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის და­ფარ­ვა, ხო­ლო ღვთის საქ­მე­თა გაც­ხა­დე­ბა - დი­დე­ბუ­ლი" (ტობ. 12,7), შემ­ხვედ­რად და­ვუთ­მობ გერ­მა­ნეს ძა­ლა­დო­ბას. მე მი­ვე­დი ემი­ლი­ა­ნეს­თან[12], არა მარ­ტო, არა­მედ თან მახ­ლდა ჩე­მი თა­ნა­ხუ­ცე­სი მაქ­სი­მე, და დი­აკ­ვნე­ბი, ფა­უს­ტუ­სი, ევ­სე­ბი, ხე­რე­მო­ნი, და ერ­თი ვინ­მე რომ­ში მყოფ ძმათ­გან ჩემ­თან ერ­თად შე­მო­ვი­და[13]. ემი­ლი­ა­ნეს წი­ნას­წარ არ უთ­ქვამს ჩემ­თვის: "კრე­ბას ნუ გა­მარ­თავს"[14]. რად­გან მის­თვის ეს ზედ­მე­ტი იყო და ბო­ლო სა­კით­ხი პირ­ველ ად­გილ­ზე გად­მო­ი­ტა­ნა. სხვე­ბის შეკ­რე­ბის აკ­რძალ­ვის თა­ო­ბა­ზე მას არა­ფე­რი უთ­ქვამს, არა­მედ იმის შე­სა­ხებ, რომ ჩვენ თვი­თონ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ქრის­ტი­ა­ნე­ბი, და ამის შეწ­ყვე­ტის ბრძა­ნე­ბით ფიქ­რობ­და, რომ თუ მე შე­ვიც­ვლე­ბო­დი, სხვე­ბიც გა­მომ­ყვე­ბოდ­ნენ. მე კი ვუ­პა­სუ­ხე, რაც არც შე­უ­სა­ბა­მო იყო, არც შორს იდ­გა სიტ­ყვე­ბი­დან: "უნ­და და­ე­მორჩი­ლოთ უფ­რო ღმერთს, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნებს (საქ­მე. 5, 29)", პირ­და­პირ და­ვა­მოწ­მე, რომ ვემ­სა­ხუ­რე­ბი მხო­ლოდ არ­სე­ბულ ღმერთს და სხვას არა­ფერს, არც შე­ვიც­ვლე­ბი, არც ოდეს­მე შევწყვეტ ქრის­ტი­ა­ნად ყოფ­ნას. ამის შემ­დეგ ბრძა­ნა ჩვე­ნი გაყ­ვა­ნა უდაბ­ნოს მახ­ლობ­ლად და­ბა კეფ­რო­ში.

"მაგ­რამ თვით ორი­ვეს მი­ერ ნათ­ქვამ­თა­გან მო­ის­მი­ნეთ, რო­გორც არის ჩა­წე­რი­ლი. რო­დე­საც შე­მო­იყ­ვა­ნეს დი­ო­ნი­სე, ფა­უს­ტუ­სი, მაქ­სი­მე, მარ­კე­ლო­სი და ხე­რი­მო­ნი, ემი­ლი­ა­ნემ, პრე­ფექ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, თქვა: "პირისპირ გე­სა­უბ­რეთ ჩვენს უფალ­თა კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, რაც თქვენ­თან და­კავ­ში­რე­ბით იქ­ნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. რად­გან თქვენ მო­გე­ცათ გა­დარჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუ ისურ­ვებთ მი­იქ­ცეთ იმის მი­მართ, რაც არის ბუ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, და თაყ­ვანს სცემთ მა­თი სა­მე­ფოს მხსნელ ღმერ­თებს, ხო­ლო ბუ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მყოფ ღმერ­თებს კი და­ი­ვიწ­ყებთ. ასე რომ, რას იტ­ყვით ამა­ზე? რად­გან მე არ მო­ვე­ლი, რომ თქვენ უმად­ლო იქ­ნე­ბით მა­თი კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბის მი­მართ, რამ­დე­ნა­დაც უმ­ჯო­ბე­სის­კენ მი­გიძ­ღვე­ბი­ან".

"დი­ო­ნი­სემ მი­უგო: "ყვე­ლა [ადა­მი­ანი] ყვე­ლა ღმერთს არ სცემს თაყ­ვანს, არა­მედ თი­თოე­უ­ლი - მათ, რომ­ლებ­საც ასე­თად მიიჩნე­ვენ. ამი­ტომ ჩვენ ვემ­სა­ხუ­რე­ბით და თაყ­ვანს ვცემთ ერთ ღმერთს და ყო­ვე­ლი­ვეს შე­მოქ­მედს, ვინც იმ­პე­რია ჩა­ა­ბა­რა ყვე­ლა­ზე ღვთის­მოყ­ვა­რე ვა­ლე­რი­ა­ნე­სა და გა­ლი­ე­ნუს ავ­გუს­ტუ­სებს და ვის მი­მარ­თაც უწ­ყვე­ტად ვლო­ცუ­ლობთ მა­თი სა­მე­ფოს გა­მო, რა­თა შე­ურ­ყე­ვე­ლი ეგოს".

"პრე­ფექ­ტმა ემი­ლი­ა­ნემ მათ უთ­ხრა: "და ვინ გიკ­რძა­ლავთ მის, - თუ­კი არის ღმერ­თი, - ბუ­ნე­ბის მი­ხედ­ვით მყოფ ღმერ­თებ­თან ერ­თად თაყ­ვა­ნის­ცე­მას? რად­გან თქვენ­თვის ნაბ­რძა­ნე­ბია ღმერ­თე­ბის მსა­ხუ­რე­ბა, და იმ ღმერ­თე­ბის, რომ­ლე­ბიც ყვე­ლამ იცის".

"დი­ო­ნი­სემ მი­უგო: "ჩვენ სხვას არა­ვის ვცემთ თაყ­ვანს".

"პრე­ფექ­ტმა ემი­ლი­ა­ნემ მათ უთ­ხრა: "ვხე­დავ, რომ თქვენ უმად­ლო და უგრძნო­ბი ხართ ჩვე­ნი ავ­გუს­ტუ­სე­ბის გულ­მოწ­ყა­ლე­ბი­სად­მი, რის გა­მოც ვე­ღარ იქ­ნე­ბით ამ ქა­ლაქ­ში, არა­მედ წარგგზავ­ნით ლი­ბი­ის მხა­რე­ში და [დაგ­ტო­ვებთ] ად­გი­ლას, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა კეფ­რო; რად­გან ეს ად­გი­ლი გა­მო­ვარჩიე ჩვე­ნი ავ­გუს­ტუ­სე­ბის ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად. არა­ვი­თარ შემთხვე­ვა­ში არ არის ნე­ბა­დარ­თუ­ლი არც თქვენ­თვის, არც სხვე­ბის­თვის ან სი­ნო­დის მოწ­ყო­ბა, ან ე. წ. "და­სა­ძი­ნე­ბელ ად­გილ­ზე"* შეს­ვლა. თუ ვინ­მე აღ­მოჩნდე­ბა, რომ ან არ იმ­ყო­ფე­ბა ამ ად­გილ­ზე, რო­მე­ლიც ვბრძა­ნე, ან აღ­მოჩნდე­ბა რა­ი­მე შე­საკ­რე­ბელ­ში, თა­ვის თავს საფრთხე­ში ჩა­იგ­დებს, რად­გან არ მო­აკ­ლდე­ბა სა­თა­ნა­დო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა. ასე რომ, წა­დით, სა­დაც გებ­რძა­ნე­ბათ".

"და თუმ­ცა ავად ვი­ყა­ვი, მაჩქა­რებ­და, არც ერ­თი დღის და­ყოვ­ნე­ბის ნე­ბას არ მაძ­ლევ­და. რო­გორ მექ­ნე­ბო­და მო­ცა­ლე­ო­ბა კრე­ბის გა­მარ­თვის ან არ­გა­მარ­თვის?"

ცო­ტა ქვე­მოთ ამ­ბობს: "მაგ­რამ არც უფალ­თან ერ­თად შეკ­რე­ბის გრძნო­ბას გან­ვუ­დე­ქით, არა­მედ ქა­ლაქ­ში უფ­რო მე­ტი გულ­მოდ­გი­ნე­ბით შევ­კრი­ბე, რო­გორც მათ­თან მყოფ­მა, რო­გორც ამ­ბობს: "სხე­უ­ლით არ ვიმ­ყო­ფე­ბი თქვენ­თან, სუ­ლით კი ვიმ­ყო­ფე­ბი" (I კორ. 5, 3). კეფ­რო­ში კი ჩემ­თან მრა­ვალ­რიც­ხო­ვა­ნი ეკ­ლე­სი­აც მკვიდ­რობ­და, ქა­ლა­ქი­დან თან წაყ­ვა­ნი­ლი ძმე­ბი­სა და სხვე­ბი­საც, ეგ­ვიპ­ტი­დან შე­მო­ერ­თე­ბუ­ლე­ბის. და იქ გაგ­ვი­ღო ჩვენ ღმერ­თმა სიტ­ყვის კა­რი (შდრ. კოლ. 4, 3). და პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვით დევ­ნი­ლე­ბი, ჩა­ქო­ლი­ლე­ბი, მაგ­რამ შემ­დეგ წარ­მარ­თთა­გან არა მცი­რე­დი სიმ­რავ­ლე ტო­ვებ­და კერ­პებს და მო­იქ­ცე­ო­და ღვთის მი­მართ.… მათ­თან, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლად არ ღე­ბუ­ლობ­დნენ, იმ დროს ჩვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით მი­მო­იბ­ნე­ო­და სიტ­ყვა და ამის გა­მო მათ­კენ მიგ­ვიძ­ღო­და ღმერ­თი, ხო­ლო მას შემ­დეგ, რაც ეს მსა­ხუ­რე­ბა აღ­ვას­რუ­ლეთ, კვლავ უკან გა­მოგ­ვიყ­ვა­ნა.

"რად­გან ემი­ლი­ა­ნეს სურ­და ჩვე­ნი გა­და­სახ­ლე­ბა, რო­გორც ეგო­ნა, უფ­რო მკაცრ და ლი­ბი­ის მსგავს ად­გილ­ზე, და ყვე­ლა ად­გი­ლებ­ში მყოფთ უბ­რძა­ნა მა­რე­ო­ტის ნომ­ში თავ­მოყ­რა, ამ მხა­რე­ში თი­თოე­უ­ლი ნა­წი­ლის­თვის გან­საზღვრა და­ბე­ბი, ჩვენ კი უფ­რო გზის პი­რას გან­გვა­წე­სა, რომ პირ­ვე­ლად შე­საპ­ყრო­ბი ჩვენ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ცხა­დია, ისე გა­ნა­გო, რომ მზად­ყოფ­ნა­ში ყო­ლო­და, რა­თა რო­ცა კი მო­ი­სურ­ვებ­და და­პა­ტიმ­რე­ბას, ად­ვი­ლად შე­საპ­ყრო­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. მე კი, რო­დე­საც მიბ­რძა­ნეს კეფ­რო­ში წას­ვლა, ხო­ლო მე ამ ად­გი­ლის უმე­ცა­რი ვი­ყა­ვი, თუ სად მდე­ბა­რე­ობ­და ის, არც სა­ხე­ლი გა­მე­გო აქამ­დე, მა­ინც კე­თილ­გან­წყო­ბით და უშ­ფოთ­ვე­ლად გა­ვემ­გზავ­რე. მაგ­რამ რო­დე­საც მე­უწ­ყა, რომ კა­ლუ­თი­ო­ნის მხა­რე­ში უნ­და გა­დავ­სახ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი, ჩემ­მა თანმხლებ­მა პი­რებ­მა იცი­ან, რო­გო­რი გან­წყო­ბა და­მე­უფ­ლა (აქ მე ვიქ­ნე­ბი ჩე­მი თა­ვის ბრალ­მდე­ბე­ლი), პირ­ვე­ლად დავ­მწუხ­რდი და ძა­ლი­ან გავ­ნაწ­ყენ­დი. რად­გან, თუმ­ცა ჩემ­თვის უფ­რო ცნო­ბი­ლი და ჩვე­უ­ლი აღ­მოჩნდა ეს ად­გი­ლე­ბი, მაგ­რამ ამ­ბობ­დნენ, ძმე­ბის­გან და მო­შურ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­გან უკაც­რი­ე­ლი იყო ეს მხა­რე, ხო­ლო მოგ­ზა­ურ­თა­გან თა­ვის მო­სა­ბეზ­რე­ბელ და ავა­ზაკ­თა თავ­დას­ხმი­სათ­ვის ხელ­საყ­რელ ად­გი­ლას მდე­ბა­რე­ობ­და. მაგ­რამ მი­ვი­ღე ნუ­გე­შის­ცე­მა, ძმებ­მა შე­მახ­სე­ნეს, რომ ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო ქა­ლაქ­თან (ალექ­სან­დრი­ას­თან - მთარგ.) და კეფ­რო ჩვენ­თვის მო­ი­ტან­და ძმებ­თან ხშირ ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­გორც უფ­რო ფარ­თოდ შეკ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, იქ უფ­რო ახ­ლოს იყო ქა­ლა­ქი, საყ­ვა­რე­ლი, ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი და ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ხილ­ვით ნამ­დვი­ლად დავტკბე­ბო­დით; რად­გან მო­ვი­დოდ­ნენ, შე­ყოვ­ნდე­ბოდ­ნენ, და რო­გორც ქა­ლაქ­გა­რეთ ახ­ლოს მდე­ბა­რე ად­გი­ლას ნა­წი­ლობ­რი­ვი კრე­ბე­ბი გა­ი­მარ­თე­ბო­და. და ასეც იყო".

შემ­დეგ იმ ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ, რაც მას შე­ემთხვა, კვლავ წერს: "მრა­ვა­ლი აღ­სა­რე­ბით გა­ნა­დი­დებ­და თა­ვის თავს გერ­მა­ნე, მრა­ვა­ლი რამ აქვს სათ­ქმე­ლი, რაც მას გარ­დახ­და, - და რამ­დე­ნი რა­მის აღ­რიც­ხვა შე­უძ­ლია ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბით: სა­სა­მარ­თლო გა­ნაჩე­ნე­ბი, ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა, კა­ნონ­გა­რე­შედ გა­მოც­ხა­დე­ბა: ქო­ნე­ბის და­ტა­ცე­ბა, ღირ­სე­ბის აყ­რა, ამ­ქვეყ­ნი­უ­რი დი­დე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა, ზიზ­ღი სე­ნა­ტო­რე­ბი­სა და პრე­ფექ­ტე­ბის ქე­ბის მი­მარ­თაც და მის სა­პი­რის­პი­როს მი­მარ­თაც, მუ­ქა­რე­ბის, ყვი­რი­ლის, საფრთხე­ე­ბი­სა და დევ­ნუ­ლე­ბე­ბის, ხე­ტი­ა­ლის, შე­ვიწ­რო­ვე­ბის და სხვა­დას­ხვა სა­ტან­ჯვე­ლე­ბის დათ­მე­ნა, რაც შე­მემთხვა მე დე­კი­უ­სის და სა­ბი­ნუ­სის დროს, და ახ­ლაც ემი­ლი­ა­ნეს დრო­საც. გერ­მა­ნე კი სად ჩან­და? სად იყო მი­სი ხსე­ნე­ბა? მაგ­რამ თავს ვა­ნე­ბებ ამ დიდ უგუ­ნუ­რე­ბას, რა­შიც ჩავ­ვარ­დი გერ­მა­ნეს გა­მო; ამი­ტომ მომ­ხდარ მოვ­ლე­ნა­თა წვრილ­მა­ნე­ბის მო­ყო­ლას გვერდს ავუვ­ლი იმ ძმე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­მაც იცი­ან".

იგი­ვე დი­ო­ნი­სე დო­მი­ცი­უ­სი­სა და დი­დი­მეს მი­მართ ეპის­ტო­ლე­ში დევ­ნუ­ლე­ბის დროს მომ­ხდარ ამ­ბებს კვლავ იხ­სე­ნებს, შემ­დე­გი სიტ­ყვე­ბით: "რო­დე­საც ბევ­რია ჩვე­ნი­ა­ნი და თქვენ­თვის უც­ნო­ბიც არი­ან, ზედ­მე­ტი არის მა­თი სა­ხე­ლე­ბით ჩა­მოთ­ვლა. მხო­ლოდ იცო­დე, რომ კა­ცებ­მა და ქა­ლებ­მა, ახალ­გაზ­რდებ­მა და მო­ხუ­ცებ­მა, გო­გო­ნებ­მა და ხან­ში­შე­სულ­მა ქა­ლებ­მა, ჯა­რის­კა­ცებ­მა და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებ­მა, ყვე­ლა ტომ­მა და ყვე­ლა ასაკ­მა, ზოგ­მა მათ­რა­ხე­ბი­თა და ცეც­ხლით, ზოგ­მა კი მახ­ვი­ლით გა­ი­მარ­ჯვა ბრძო­ლა­ში და მი­ი­ღო გვირ­გვი­ნი. ზო­გი­ერ­თის­თვის კი ხანგრძლი­ვი დრო არ ყო­ფი­ლა საკ­მა­რი­სი იმი­სათ­ვის, რომ უფ­ლის­თვის მი­სა­ღე­ბი გა­მოჩე­ნი­ლი­ყო, რო­გორც ახ­ლა ჩემს შემთხვე­ვა­შიც ჩანს. ამი­ტომ, იმ სა­თა­ნა­დო ჟა­მამ­დე, რო­მე­ლიც თვი­თონ უწ­ყის, შე­მი­ნა­ხა მე და მით­ხრა: "შეწ­ყნა­რე­ბის ჟამს მეს­მა შე­ნი, და ცხო­ნე­ბის დღეს მო­გიხ­მე შენ" (ეს. 49,8; 2 კორ. 6,2). რად­გან კით­ხუ­ლობთ ამ­ბებს ჩვენს შე­სა­ხებ და გსურთ ცხა­დი გახ­დეს თქვენ­თვის, თუ რო­გორ ვა­ტა­რებთ დროს, გა­გი­გი­ათ ყვე­ლა­ფე­რი, თუ რო­გორ მივ­ყავ­დით ასის­თავ­სა და სტრა­ტე­გებს, მათ­თან ერ­თად ჯა­რის­კა­ცებ­სა და მსა­ხუ­რებს ბორ­კილ­და­დე­ბულ­ნი, - მე, გაი­უსი, ფა­უს­ტუ­სი, პეტ­რე და პავ­ლე, - ამ დროს მო­ვიდ­ნენ ვი­ღა­ცე­ე­ბი მა­რე­ას ნო­მი­დან, გვეც­ნენ და რად­გან არ მივ­ყვე­ბო­დით, ძა­ლით წაგ­ვათ­რი­ეს და გაგ­ვი­ტა­ცეს. ახ­ლა კი მე, გაი­უ­სი და პეტ­რე უდაბ­ნო­ში, ლი­ბი­ის გა­მომ­ხმარ ად­გი­ლას მარ­ტო­ნი სხვა ძმე­ბის­გან და­ობ­ლე­ბულ­ნი ჩავრჩით, პა­რე­ტო­ნი­უ­მის­გან სა­მი დღის სა­ვა­ლი გზით და­შო­რე­ბულ­ნი".

და შემ­დეგ ამ­ბობს: "ქა­ლაქ­ში და­მა­ლუ­ლი პრეს­ვი­ტე­რე­ბი - მაქ­სი­მე, დი­ოს­კო­რე და დე­მეტ­რი­ო­სი - მა­ლუ­ლად ნა­ხუ­ლობ­დნენ ძმებს. რად­გან ქვეყ­ნი­ე­რე­ბა­ზე უფ­რო კარ­გად ცნო­ბი­ლი ფა­უს­ტი­ნუ­სი და აკ­ვი­ლა ეგ­ვიპ­ტე­ში და­ხე­ტი­ა­ლობ­დნენ. კუნ­ძულ­ზე სნე­უ­ლე­ბი­სა­გან[15] აღ­სრუ­ლე­ბუ­ლებ­თან ერ­თად მყო­ფი დი­აკ­ვნე­ბი კი გა­დარჩნენ: ფა­უს­ტუ­სი, ევ­სე­ბი და ხე­რე­მო­ნი; ევ­სე­ბი, რო­მე­ლიც ღმერ­თმა თა­ვი­დან­ვე გა­აძ­ლი­ე­რა და მო­ამ­ზა­და საპ­ყრო­ბი­ლე­ში მყო­ფი აღ­მსა­რებ­ლე­ბის­თვის მსა­ხუ­რე­ბის მთე­ლი ძა­ლით აღ­სას­რუ­ლებ­ლად, და სრუ­ლი და ნე­ტა­რი მო­წა­მე­ე­ბის სხე­ულ­თა შე­მოს­ვის არ­ცთუ უსაფრთხო საქ­მის შე­სას­რუ­ლებ­ლად. რად­გან, რო­გორც ზე­მოთ ვთქვი, დღემ­დე არ წყვეტს პრე­ფექ­ტი მას­თან მოყ­ვა­ნილ­თა სას­ტიკ ხოც­ვა-ჟლე­ტას; ზოგს აწა­მებს, ზოგს კი უშ­ვებს, რომ საპ­ყრო­ბი­ლე­ში ბორ­კი­ლებ­ში მოკ­ვდეს, ბრძა­ნებს არა­ვინ შე­ვი­დეს მათ­თან და იძი­ებს არის თუ არა ვინ­მე ამის მოქ­მე­დი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ღმერ­თი ძმე­ბის გულ­მოდ­გი­ნე­ბი­თა და შე­უ­პოვ­რო­ბით გა­ნუს­ვე­ნებს ზე­წო­ლის ქვეშ მყოფთ".

და ეს ამ­ბე­ბი მოგ­ვით­ხრო დი­ო­ნი­სემ. თუმ­ცა, უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ ევ­სე­ბი, რო­მელ­საც დი­ა­კონს უწო­დებს, მცი­რე ხნის შემ­დეგ სი­რი­ა­ში ლა­ო­დი­კი­ის ეპის­კო­პო­სად და­ად­გი­ნეს, მაქ­სი­მემ კი, ვი­საც მა­შინ პრეს­ვი­ტე­რი უწო­და, თვი­თონ დი­ო­ნი­სეს შემ­დეგ ალექ­სან­დრი­ა­ში ძმე­ბის მსა­ხუ­რე­ბა მი­იღო. ფა­უს­ტუ­სი კი, ვინც მას­თან ერ­თად იმ დროს აღ­სა­რე­ბით გა­მოიჩი­ნა თა­ვი, ჩვე­ნი დრო­ის დევ­ნუ­ლე­ბამ­დე იქ­ნა და­ცუ­ლი, და სრუ­ლი­ად მო­ხუ­ცი და დღე­ე­ბით აღ­სავ­სე ჩვენს დრო­ში მო­წა­მე­ო­ბით აღეს­რუ­ლა; მას თა­ვი მოკ­ვე­თეს.

ასე­თი ამ­ბე­ბი შე­ემთხვა დი­ო­ნი­სეს იმ დროს.

-----------------------------------------------------------

* ე.ი. სასაფლაოებზე - მთარგ.

XII

ვა­ლე­რი­ა­ნეს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი დევ­ნუ­ლე­ბის ჟამს პა­ლეს­ტი­ნის კე­სა­რი­ა­ში სა­მი ადა­მი­ა­ნი გაბრწყინ­და ქრის­ტეს აღ­სა­რე­ბით და საღ­ვთო მო­წა­მე­ო­ბით გამ­შვენ­და, გახ­დნენ რა მხეც­თა საკ­ვე­ბი. მათ­გან ერთს პრის­კუ­სი ეწო­დე­ბო­და, მე­ო­რეს - მალ­ქო­ზი, მე­სა­მეს სა­ხე­ლი კი ალექ­სან­დრე იყო. ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­დნენ. პირ­ვე­ლად თა­ვი­ანთ თავს აძა­გებ­დნენ უზ­რუნ­ვე­ლო­ბი­სა და მცო­ნა­რე­ბის გა­მო, იმის გა­მო, რომ, რო­დე­საც გა­ნა­წი­ლე­ბის ჟა­მი დგას ზე­ცი­უ­რი ვნე­ბით აღ­ძრულ­თათ­ვის, ისი­ნი უგუ­ლე­ბელ­ყოფ­დნენ ჯილ­დო­ებს და არც მო­წა­მე­ო­ბის გვირ­გვინს წა­რი­ტა­ცე­ბენ. რო­დე­საც ასე ითათ­ბი­რეს, გა­ე­მარ­თნენ კე­სა­რი­აში, მი­ვიდ­ნენ მსა­ჯუ­ლის წი­ნა­შე და მი­ი­ღეს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი აღ­სას­რუ­ლი. გარ­და ამი­სა, მოგ­ვით­ხრო­ბენ, რომ ამა­ვე დევ­ნუ­ლე­ბის ჟამს ამა­ვე ქა­ლაქ­ში ერ­თმა ქალ­მა მსგავ­სი ბრძო­ლა გა­და­ი­ტა­ნა. გად­მო­ცე­მით იგი მარ­კი­ო­ნის მწვა­ლებ­ლო­ბი­დან იყო.

 

XIII

მაგ­რამ მცი­რე ხნის შემ­დეგ ვა­ლე­რი­ა­ნემ ბარ­ბა­რო­სებ­თან გა­მოს­ცა­და მო­ნო­ბა[16] და მი­სი ვა­ჟიშ­ვი­ლი რო­გორც ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლი უფ­რო გო­ნივ­რუ­ლად მარ­თავ­და, და ედიქ­ტის მეშ­ვე­ო­ბით მყის­ვე შეწ­ყვი­ტა დევ­ნუ­ლე­ბა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ. სიტ­ყვის წი­ნამ­დგო­მე­ლე­ბის­თვის ჩვე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა ბრძა­ნა რეს­კრიპ­ტის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც არის შემ­დე­გი სა­ხის: "იმ­პე­რა­ტო­რი კე­ი­სა­რი პუბ­ლი­უს ლი­კი­ნი­უს გა­ლი­ე­ნუს პი­უს* ფე­ლიქს** ავ­გუს­ტუ­სი დი­ო­ნი­სე­სა და პი­ნას, დე­მეტ­რი­ოს­სა და და­ნარჩენ ეპის­კო­პო­სებს. ვბრძა­ნე, ჩე­მი მად­ლის ქველ­მოქ­მე­დე­ბა მთელ ქვეყ­ნი­ე­რე­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო, რა­თა მსა­ხუ­რე­ბის ად­გი­ლე­ბი­დან გა­სახ­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ***, და ამი­ტომ თქვენც უნ­და შეძ­ლოთ ჩე­მი რეს­კრიპ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა ისე, რომ არა­ვინ შე­გა­ვიწ­რო­ვოთ. და ამას, რი­სი აღ­სრუ­ლე­ბაც თქვენ ძალ­გიძთ, უკ­ვე დი­დი ხნის წინ მი­ვე­ცი თან­ხმო­ბა; და ამი­ტომ ავ­რე­ლი­უს კვი­რი­ნი­უსი, უზე­ნა­ე­სი პრო­კუ­რა­ტო­რი, და­ი­ცავს ჩემს მი­ერ დად­გე­ნილ წესს"[17].

ეს და­ი­დოს რო­მა­ელ­თა ენი­დან უფ­რო მე­ტი სიც­ხა­დით გად­მო­თარგმნი­ლი. მი­სი სხვა ბრძა­ნე­ბაც არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სხვა ეპის­კო­პო­სე­ბის მი­მართ გას­ცა: ნე­ბას რთავს, რომ უკან და­იბ­რუ­ნონ ე. წ. "მი­ძი­ნე­ბის" ად­გი­ლები.

-----------------------------------------------------

* ლათ. ღვთისმოსავი - მთარგ.
** ლათ. სვიანი - მთარგ.
*** იგულისხმება წარმართები, რომლებმაც დაიკავეს ქრისტიანთა მსახურების ადგილები და ახლა ისინი უნდა დაებრუნებინათ ქრისტიანებისათვის - მთარგ.

 

XIV

ამ დროს რო­მა­ელ­თა ეკ­ლე­სი­ას ჯერ კი­დევ წი­ნამ­ძღვ­რობ­და ქსის­ტუ­სი, ან­ტი­ო­ქი­ა­ში კი - ფირ­მი­ლი­ანე; მათ გარ­და, პონ­ტოს ეკ­ლე­სი­ებს - გრი­გო­ლი და მი­სი ძმა ათე­ნო­დო­რო­სი, ორი­გე­ნეს მო­წა­ფე­ები. პა­ლეს­ტი­ნის კე­სა­რი­აში, თე­ოკ­ტის­ტეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ეპის­კო­პო­სო­ბა გა­და­ე­ცა დომ­ნას, მცი­რე ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ, მო­ნაც­ვლედ და­ად­გი­ნეს თე­ო­ტეკ­ნო­სი, ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე. იგიც ორი­გე­ნეს სას­წავ­ლებ­ლი­დან იყო. მაგ­რამ რო­დე­საც იე­რუ­სა­ლიმ­ში გა­ნის­ვე­ნა მა­ძა­ბე­ნემ, საყ­და­რი მი­ი­ღო ჰი­მე­ნაი­ოს­მა[18], ვინც ჩვენს დრო­ში მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოჩე­ნი­ლი კა­ცი იყო.

 

XV

ამ დროს, რო­დე­საც ეკ­ლე­სი­ე­ბი ყველ­გან მშვი­დო­ბით იყ­ვნენ, პა­ლეს­ტი­ნის კე­სა­რი­ა­ში ჯარ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბით პა­ტივ­დე­ბულ­თა­გან, გვა­რი­თა და სიმ­დიდ­რით გა­მოჩე­ნილ კაცს, მა­რი­ნუსს ქრის­ტეს მოწ­მო­ბის გა­მო თა­ვი მოკ­ვე­თეს შემ­დე­გი მი­ზე­ზით. ამ­ბო­ბენ, რო­მა­ე­ლებ­თან პა­ტი­ვის ნი­შა­ნი არის ვა­ზის ლერ­წა­მი, რა­საც ღე­ბუ­ლობ­და ასის­თა­ვი. რო­დე­საც ად­გი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, ამ და­წი­ნა­უ­რე­ბი­სათ­ვის ხა­რის­ხის წე­სის მი­ხედ­ვით მო­უ­წო­დეს მა­რი­ნი­უსს. რო­დე­საც უკ­ვე ელო­და მას პა­ტი­ვის ნიშ­ნის მი­ღე­ბა, ტრი­ბუ­ნა­ლის წი­ნა­შე მო­ვი­და სხვა და გა­ნაც­ხა­და, რომ მის­თვის, ქრის­ტი­ა­ნის­თვი­სა და იმ­პე­რა­ტო­რე­ბი­სად­მი მსხვერ­პლის შე­წირ­ვა­ზე უა­რის მთქმე­ლის­თვის, ძვე­ლი კა­ნო­ნე­ბის თა­ნახ­მად არ იყო ნე­ბა­დარ­თუ­ლი რო­მა­ელ­თათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და რომ თვი­თონ ბრალ­მდე­ბელს ერ­გე­ბო­და ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა. ამა­ზე აღელ­და მსა­ჯუ­ლი (იგი იყო აქე­უსი), პირ­ვე­ლად ჰკით­ხა მა­რი­ნუსს, თუ რა აზ­რის იყო, რო­გორც კი და­ი­ნა­ხა, რომ მტკი­ცედ აღი­ა­რებ­და ქრის­ტი­ა­ნო­ბას, მო­სა­ფიქ­რებ­ლად სა­მი სა­ა­თი მის­ცა.

რო­დე­საც იგი სა­სა­მარ­თლოს გა­რეთ გა­ვი­და, ად­გი­ლობ­რივ­მა ეპის­კო­პოს­მა თე­ო­ტეკ­ნოს­მა, სა­უბ­რით მას­თან მი­სულ­მა, წა­რი­ტა­ცა, ხე­ლი მო­კი­და და ეკ­ლე­სი­ის­კენ წა­რუძ­ღვა. და­ა­ყე­ნა შიგ­ნით სა­კურ­თხე­ველ­თან, ოდ­ნავ აუ­წია მო­სას­ხა­მი და მი­უ­თი­თა მას­ზე შე­მორტყმულ მახ­ვილ­ზე, ამა­ვე დროს მას­თან მო­ი­ტა­ნა და წინ და­უ­დო საღ­ვთო სა­ხა­რე­ბა­თა წე­რი­ლი, და უბ­რძა­ნა ამ ორი­დან სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით აერჩია.

მან კი უყოყ­მა­ნოდ გა­ი­წო­და მარ­ჯვე­ნა და აი­ღო საღ­ვთო წე­რი­ლი, თე­ო­ტეკ­ნოს­მა უთ­ხრა: "გეპ­ყრას, გეპ­ყრას ღმერ­თი, და იქ­ნებ მის­გან გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მი­ემთხვიო იმას, რაც აირჩიე, წა­დი მშვი­დო­ბით". რო­დე­საც იგი იქი­დან გა­მო­ვი­და, მყის­ვე მო­უხ­მო მაც­ნემ, მო­უ­წო­დებ­და რა სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგო­მი­სა­კენ; რად­გან და­ნიშ­ნუ­ლი ვა­და უკ­ვე ამო­წუ­რუ­ლი იყო, იგი წარ­დგა მსა­ჯულ­თან და რწმე­ნის უფ­რო დი­დი გულ­მოდ­გი­ნე­ბა აჩვე­ნა, და მყის­ვე, რო­გორც იყო, წა­იყ­ვა­ნეს სა­სიკ­ვდი­ლოდ; და ასე აღეს­რუ­ლა.

 

XVI

იქ­ვე მო­იხ­სე­ნი­ე­ბა ას­ტე­რო­სიც ღვთის სათ­ნო კად­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის. იგი იყო რო­მის სე­ნა­ტის წევ­რი, იმ­პე­რა­ტო­რებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რი და ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი თა­ვი­სი კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი­თა და სიმ­დიდ­რით. იგი ეს­წრე­ბო­და მო­წა­მის აღ­სას­რულს, აი­ღო მი­სი სხე­ული, მო­ი­კი­და მხარ­ზე, ბრწყინ­ვა­ლე და ძვირ­ფას ტა­ნი­სა­მოს­ზე, შე­მო­სა ძა­ლი­ან მდიდ­რუ­ლად და სა­თა­ნა­დო სა­მარ­ხში ჩა­ას­ვე­ნა.

ამ კა­ცის შე­სა­ხებ ათას სხვა რა­მე­საც იხ­სე­ნე­ბენ ჩვე­ნამ­დე შე­მორჩე­ნი­ლი მი­სი მე­გობ­რე­ბი, აგ­რეთ­ვე [იხ­სე­ნე­ბენ] შემ­დეგ სას­წა­ულს.

 

XVII

ამ­ბო­ბენ, რომ კე­სა­რი­ის ფი­ლი­პე­ში, რო­მელ­საც ფი­ნი­კი­ე­ლე­ბი პა­ნე­ა­დას უწო­დე­ბენ, ე. წ. პა­ნე­ო­ნის მთე­ბის ძირ­ში მომ­დი­ნა­რე წყა­რო­ებ­თან, რო­მელ­თა­გა­ნაც სა­თა­ვეს იღებს იორ­და­ნეც, დღე­სას­წა­უ­ლის რო­მე­ლი­ღაც დღეს აგ­დებ­დნენ სამსხვერ­პლო პი­რუტყვს და იგი დე­მო­ნის ძა­ლით სას­წა­უ­ლებ­რი­ვად ხდე­ბო­და უხი­ლა­ვი და ეს საკ­ვირ­ვე­ლე­ბა იქ განთქმუ­ლი იყო დამსწრე­თა შო­რის. ერ­თხელ, რო­დე­საც ას­ტე­რი­ო­სი იმ­ყო­ფე­ბო­და მათ გვერ­დით, ვინც ამას იქ­მო­და, და ამ მოვ­ლე­ნას მრა­ვა­ლი შეძ­რწუ­ნე­ბუ­ლი შეჰ­ყუ­რებ­და, შე­წუხ­და მა­თი ცთო­მი­ლე­ბის გა­მო, თა­ვი ას­წია ცის­კენ და ევედ­რე­ბო­და ქრის­ტეს მეშ­ვე­ო­ბით ყოვ­ლი­ე­რე­ბის ღმერთს ხალ­ხის მაც­თუ­რი დე­მო­ნის მხი­ლე­ბას და ადა­მი­ან­თა შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის შეწ­ყვე­ტას. ამ­ბო­ბენ, რომ რო­დე­საც ამას ლო­ცუ­ლობ­და, მყის­ვე ნა­კა­დუ­ლე­ბი­დან ამო­ცურ­და სამსხვერ­პლო პი­რუტ­ყვი და ასე გაქ­რა მათ­თვის ეს სა­სა­წუ­ლი ისე, რომ მე­ტად აღა­რა­სო­დეს მომ­ხდა­რა საკ­ვირ­ვე­ლე­ბა იმ ად­გი­ლის სი­ახ­ლო­ვეს.

 

XVIII

მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ეს ქა­ლა­ქი გა­ვიხ­სე­ნეთ, ღირ­სე­უ­ლად არ მი­მაჩნია იმ ამ­ბი­სათ­ვის გვერ­დის ავ­ლა, რო­მე­ლიც ჩვენს შემ­დე­გაც გახ­სე­ნე­ბის ღირ­სია. რად­გან ამ­ბო­ბენ, რომ ის სისხლმდი­ნა­რე, რო­მელ­მაც, რო­გორც წმინ­და სა­ხა­რე­ბი­დან გვაქვს ნას­წავ­ლი, ჩვე­ნი მაც­ხოვ­რი­სა­გან მო­ი­პო­ვა ამ ვნე­ბი­სა­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, აქე­დან წა­მო­ვი­და. ამ ქა­ლაქ­ში მის სახ­ლზე მი­უ­თი­თებ­დნენ და მაც­ხოვ­რის მი­ერ მის მი­მართ ქველ­მოქ­მე­დე­ბის საკ­ვირ­ვე­ლი ძეგ­ლე­ბიც არის შე­მორჩე­ნი­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ ამ სახ­ლის კა­რიბ­ჭეს­თან მა­ღალ ქვა­ზე იდ­გა ქა­ლის ბრინ­ჯა­ოს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, მუხ­ლმოდ­რე­კი­ლი და მლოც­ვე­ლის მსგავ­სად წინ ხე­ლებ­გაწ­ვდი­ლი, მის პირ­და­პირ კი - იმა­ვე მა­სა­ლი­სა­გან ფეხ­ზე მდგა­რი კა­ცის სხვა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, ორ­მა­გი მო­სას­ხა­მით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად შე­მო­სი­ლი და ქა­ლის მი­მართ წინ გაწ­ვდი­ლი ხე­ლით; მის ფე­ხებ­თან ძეგ­ლზე უც­ხო რამ სა­ხე­ო­ბის მცე­ნა­რე იყო აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი, რაც ბრინ­ჯა­ოს ორ­მაგ მო­სას­ხამს კი­დე­ზე აუყ­ვე­ბო­და, და ყვე­ლა­ნა­ი­რი სნე­უ­ლე­ბის შხამ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რამ სა­შუ­ა­ლე­ბად მოქ­მე­დებ­და. ამ­ბო­ბენ, რომ ეს ქან­და­კე­ბა იე­სოს ხა­ტე­ბას ატა­რებ­და და შე­მორჩე­ნი­ლი იყო ჩვენს დრომ­დეც. ასე რომ, ქა­ლაქ­ში გაჩე­რე­ბი­სას თვით ჩვე­ნი თვა­ლე­ბით და­ვი­ნა­ხავ­დით. და არა­ფე­რია საკ­ვირ­ვე­ლი, რომ ძვე­ლად წარ­მარ­თთა­გან ჩვე­ნი მაც­ხოვ­რის­გან ქველ­მოქ­მე­დე­ბის მიმ­ღებთ ეს გა­ე­კე­თე­ბი­ათ, რო­დე­საც მოგ­ვით­ხრო­ბენ, რომ მი­სი მო­ცი­ქუ­ლე­ბის, პავ­ლე­სა და პეტ­რეს და თვით ქრის­ტეს ხა­ტე­ბი ფე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სუ­რა­თებ­ზე არის შე­მორჩე­ნი­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, ძვე­ლე­ბი სიფრთხი­ლის გა­რე­შე მა­თი, რო­გორც მხსნე­ლე­ბის, წარ­მარ­თუ­ლი ჩვე­უ­ლე­ბით ამ სა­ხით პა­ტი­ვის მი­გე­ბას იყ­ვნენ მიჩვე­უ­ლი[19].

 

XIX

დღემ­დე არის და­ცუ­ლი ია­კო­ბის ტახ­ტი, რო­მე­ლიც იე­რუ­სა­ლი­მის ეკ­ლე­სი­ის პირ­ველ­მა ეპის­კო­პოს­მა მაც­ხოვ­რი­სა­გან და მო­ცი­ქუ­ლე­ბი­სა­გან მი­იღო, რო­მელ­საც ასე­ვე უწო­დებ­დნენ ქრის­ტეს ძმას, რო­გორც ამას საღ­ვთო სიტ­ყვე­ბი გად­მოგ­ვცემს.

იქ მცხოვ­რე­ბი ძმე­ბი მო­ნაც­ვლე­ო­ბის მი­ხედ­ვით პა­ტივს მი­ა­გე­ბენ და ყვე­ლას ნათ­ლად უჩვე­ნე­ბენ, თუ რო­გორ ინარჩუ­ნებ­დნენ ძვე­ლე­ბი წმინ­დან­თა თაყ­ვა­ნის­ცე­მას მა­თი ღვთის სათ­ნო ცხოვ­რე­ბის გა­მო და თუ რო­გორ იცავ­დნენ ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე­ნიც. ეს ით­ქვა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

 

XX

ამა­ვე დროს დი­ო­ნი­სემ მის ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ეპის­ტო­ლე­ებ­ზე და­მა­ტე­ბით შე­ად­გი­ნა ჩვენს დრო­შიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სად­ღე­სას­წა­უ­ლო ეპის­ტო­ლე­ები. მათ­ში აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის შე­სა­ხებ უფ­რო შეს­ხმით სიტ­ყვებს წარ­მოთ­ქვამს. მათ­გან ზოგს სწერს ფლა­ვი­უსს, ზოგს - დო­მი­ცი­უსს, ზოგს კი - დი­დი­მეს, რო­მელ­შიც გად­მოს­ცემს რვაწ­ლე­დის კა­ნონს. ამ­ტკი­ცებს, რომ არა სხვა დროს, არა­მედ [სწო­რედ] გა­ზაფ­ხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბის შემ­დეგ შეჰ­ფე­რის პა­სე­ქის დღე­სას­წა­უ­ლის აღ­სრუ­ლე­ბა. ამათ გარ­და ალექ­სან­დრი­ა­ში მყოფ თა­ნა­ხუ­ცე­სებს სხვა ეპის­ტო­ლე­საც მის­წერს, აგ­რეთ­ვე - სხვებ­საც სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ზე. და ეს და­წე­რა ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­ცა დევ­ნუ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

 

XXI

მშვი­დო­ბა ჯერ კი­დევ არ იყო დამ­ყა­რე­ბუ­ლი, რო­ცა იგი დაბ­რუნ­და ალექ­სან­დრი­აში. იქ კვლავ ატ­ყდა ამ­ბო­ხი და ომი[20], და მას არ შე­ეძ­ლო ქა­ლაქ­ში ყვე­ლა ძმა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გა­წე­ვა, რომ­ლებ­საც არჩე­უ­ლი ჰქონ­დათ ამ­ბო­ხე­ბულ­თა სხვა­დას­ხვა მხა­რე­ები. და კვლავ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე, თით­ქოს საზ­ღვარ­გა­რეთ მყო­ფი, იმა­ვე ალექ­სან­დრი­ი­დან წე­რი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ესა­უბ­რე­ბა მათ. და ამის შემ­დეგ ჰი­ე­რაქსს, ეგ­ვიპ­ტე­ში მყოფ­თა ეპის­კო­პოსს, წერს სხვა სად­ღე­სას­წა­უ­ლო ეპის­ტო­ლეს და ალექ­სან­დრი­ელ­თა მის დრო­ინ­დელ ამ­ბო­ხე­ბას იხ­სე­ნი­ებს შემ­დე­გი სიტ­ყვე­ბით:

"მაგ­რამ რა გა­საკ­ვი­რია, თუ შორს მკვიდ­რთა მი­მართ ეპის­ტო­ლე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­უ­ბა­რი მი­ჭირს, რო­დე­საც თვით სა­კუ­თარ თავ­თან სა­უ­ბა­რი და სა­კუ­თა­რი სუ­ლის­თვის რჩე­ვის მი­ცე­მა ჩემ­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და? სა­კუ­თა­რი შიგ­ნე­უ­ლო­ბის მი­მართ, თა­ნა­მო­სახ­ლე და ერ­თსუ­ლო­ვა­ნი ძმე­ბი­სა და იმა­ვე ქა­ლა­ქის ეკ­ლე­სი­ის მი­მართ ეპის­ტო­ლე­ე­ბის მი­წე­რა მიხ­დე­ბა, და შე­უძ­ლე­ბე­ლი ჩანს მა­თი გავ­რცე­ლე­ბა. რად­გან უფ­რო ად­ვი­ლია, რომ ვინ­მე, არა­თუ საზ­ღვარ­გა­რეთ, არა­მედ აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და­სავ­ლეთ­ში გა­და­ვი­დეს, ვიდ­რე ალექ­სან­დრი­ა­ში ჩა­ვი­დეს იმა­ვე ალექ­სან­დრი­ი­დან. რად­გან ქა­ლა­ქის შუა გზა იმ დიდ და გა­უ­ვალ უდაბ­ნო­ზე უფ­რო გა­და­უ­ლა­ხა­ვი და გა­უ­ვა­ლია, რო­მელ­შიც ის­რა­ე­ლი ორი თა­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ზა­უ­რობ­და. მშვი­დი და აუ­ღელ­ვე­ბე­ლი ნავ­სა­ყუდ­ლე­ბი გახ­და ხა­ტი იმ ზღვი­სა, რო­მე­ლიც მათ გა­ა­პეს, კედ­ლე­ბად აღ­მარ­თეს და სა­ვალ გზად აქ­ცი­ეს, და ამ ფარ­თო გზა­ზე და­იხრჩვნენ ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი; ხში­რად მათ შო­რის მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბე­ბი­სა­გან იგი წი­თე­ლი ზღვის მსგავ­სი ჩანს. ქა­ლაქ­ში მე­დი­ნი მდი­ნა­რე ზოგ­ჯერ იმ უწ­ყლო უდაბ­ნო­ზე მშრა­ლი ჩანს და იმა­ზე უფ­რო მე­ტად ხმე­ლია, რო­მე­ლიც გან­ვლო ის­რა­ელ­მა, და ისე მოს­წყურ­და, რომ შეჰ­ღა­ღა­და და საკ­ვირ­ვე­ლე­ბის ერ­თა­დერ­თმა შე­მოქ­მედ­მა მათ­თვის ცი­ცა­ბო კლდის­გან სას­მე­ლი გად­მოღ­ვა­რა. ზოგ­ჯერ კი ისე გად­მო­დის ნა­პი­რე­ბი­დან, რომ ტბო­რავს მთელ შე­მო­-გა­რენს, გზებ­საც და ყა­ნებ­საც, და ნო­ეს დროს მომ­ხდა­რი წყლით წარღვნის მუ­ქა­რა მო­აქვს. მუ­დამ სის­ხლით, მკვლე­ლო­ბე­ბი­თა და დამხრჩვა­ლით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჩა­მო­ე­დი­ნე­ბა, რაც მო­სემ გა­ა­კე­თა ფა­რა­ო­ნის­თვის, რო­დე­საც სის­ხლად გა­და­აქ­ცია და ააყ­რო­ლა. და სხვა რა წყა­ლი გაწ­მენდს ყო­ვე­ლი­ვეს განმწმენ­დელ წყალს? რო­გორ გაწ­მენდს ვრცე­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის გა­და­უ­ლა­ხა­ვი ოკე­ა­ნე მას­ში ჩაღ­ვრილ ამ მწა­რე ზღვას? ან ედე­მი­დან გა­მო­მა­ვა­ლი დი­დი მდი­ნა­რე, მი­სი ოთ­ხი სა­თა­ვე, რომ­ლე­ბა­დაც არის და­ყო­ფი­ლი, გე­ო­ნის ერთ მდი­ნა­რედ რომც შე­ერ­თდეს, რო­გორ ჩა­მო­რეც­ხავს დაღ­ვრილ სისხლს? ან რო­დის გახ­დე­ბა ყვე­ლა მხრი­დან უკე­თუ­რი ორთქლით და­ბინ­დუ­ლი ჰა­ე­რი წმინ­და? რად­გან მი­წი­დან ისე­თი ორთქლი მო­ბე­რავს, ზღვი­დან - ქა­რე­ბი, მდი­ნა­რე­ე­ბი­დან - ნი­ა­ვი და ნავ­სად­გუ­რე­ბი­დან - ნის­ლი, თით­ქოს ცვრად ქცე­უ­ლა ყვე­ლა შე­მად­გე­ნელ ელე­მენ­ტე­ბად გახრწნი­ლი გვა­მის შრა­ტი. შემ­დეგ უკ­ვირთ და ვერ გე­ბუ­ლო­ბენ, სა­ი­დან მო­დის შეუჩე­რებ­ლად ჭი­რი, მძი­მე სნე­უ­ლე­ბე­ბი, ხრწნი­ლე­ბის ნა­ირ­გვა­რო­ბა, ადა­მი­ან­თა სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი და მრა­ვალ­რიც­ხო­ვა­ნი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, რა­ტომ აღარ აქვს უდი­დეს ქა­ლაქს მო­სახ­ლე­ო­ბის ესო­დენ დი­დი სიმ­რავ­ლე, ჩვი­ლი ბავ­შვე­ბი­დან დაწ­ყე­ბუ­ლი ღრმად მო­ხუ­ცე­ბამ­დე, წი­ნათ რომ კვე­ბავ­და მათ, რომ­ლებ­საც "მწვა­ნე მო­ხუ­ცებს" უწო­დებ­დნენ. მაგ­რამ ორ­მო­ცი წლი­დან სა­მოც­და­ათ წლამ­დე ისე­თი სი­ჭარ­ბე იყო მა­შინ, რომ ახ­ლა ვე­ღარ ივ­სე­ბა მა­თი რიც­ხვი, რო­დე­საც ხალ­ხის საკ­ვე­ბი მა­რა­გი­სათ­ვის აღ­წე­რენ და აღ­რიც­ხა­ვენ მათ თოთ­ხმე­ტი წლი­დან ოთ­ხმოც წლამ­დე, და სა­ხით ახალ­გაზ­რდე­ბი დი­დი ხნის მო­ხუ­ცის ასა­კი­სა ხდე­ბი­ან. და დე­და­მი­წა­ზე ასე დამ­ცრო­ბი­ლი და მუ­დამ დაკ­ნი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ან­თა მოდ­გმის მხილ­ველ­ნი არ ძრწი­ან, რო­დე­საც იზ­რდე­ბა და წა­რე­მა­ტე­ბა მა­თი სრუ­ლი გაუჩი­ნა­რე­ბა".

 

XXII

ამის შემ­დეგ, ომს მოჰ­ყვა ჭი­რი. რო­დე­საც დღე­სას­წა­უ­ლი ახ­ლოვ­დე­ბო­და, კვლავ გა­ე­სა­უბ­რა ძმებს წე­რი­ლის მეშ­ვე­ო­ბით, და მომ­ხდარ უბე­დუ­რე­ბებს აღ­ნიშ­ნავს შემ­დე­გი სიტ­ყვე­ბით:

"ადა­მი­ა­ნე­ბი, ალ­ბათ, ვერც იფიქ­რე­ბენ, რომ დღე­სას­წა­უ­ლის ჟა­მი დად­გა, მათ­თვის არც არ­სე­ბობს ეს ან სხვა რო­მე­ლი­მე [დღე­სას­წა­ული]. ვგუ­ლის­ხმობ არა გლო­ვის [ჟამს], არა­მედ იმას, რაც კი შე­იძ­ლე­ბა იქ­ნას მიჩნე­უ­ლი გან­საკ­თრე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლო ჟა­მად. ახ­ლა ყვე­ლა მოთ­ქვამს, ყვე­ლა დამ­წუხ­რე­ბუ­ლია და ქა­ლა­ქი გლო­ვა­ში ეხ­ვე­ვა და­ხო­ცილ­თა და ყო­ველ­დღე მოკ­ლულ­თა სიმ­რავ­ლის გა­მო. რად­გან რო­გორც ეგ­ვიპ­ტელ­თა პირ­მშო­ებ­ზეა და­წე­რი­ლი, ასეა ახ­ლაც: "დი­დი ღა­ღა­დი შე­იქ­ნა; რად­გან არ არის სახ­ლი, სა­დაც არ იყოს მკვდა­რი", - და ნე­ტავ მხო­ლოდ ერ­თი იყოს!

"რად­გან ამას წინ მრა­ვა­ლი სა­ში­ნე­ლი რამ შეგ­ვემთხვა. ჯერ გაგ­ვა­სახ­ლეს, და მა­ში­ნაც მხო­ლოდ ჩვენ ვზე­ი­მობ­დით, ყვე­ლა­სა­გან დევ­ნუ­ლე­ბი და და­ხო­ცი­ლე­ბი, და ტან­ჯვა-წა­მე­ბის თი­თოე­უ­ლი ად­გი­ლი ჩვენ­თვის იქ­ცა სად­ღე­სას­წა­უ­ლო ად­გი­ლად, ველ-მინ­დო­რი, ხო­მალ­დი, ფუნ­დუ­კი, საპ­ყრო­ბი­ლე; მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ბრწყინ­ვა­ლედ დღე­სას­წა­ულს ატა­რებ­დნენ წმინ­და მო­წა­მე­ნი, ცა­ში მო­ნა­დი­მე­ნი. შემ­დეგ ომი და შიმ­ში­ლო­ბა მოგ­ვევ­ლი­ნა, რაც წარ­მარ­თებ­თან ერ­თად გა­და­ვი­ტა­ნეთ. მხო­ლოდ ჩვენ ვუძ­ლებ­დით, რა ზო­მი­თაც გვა­ვიწ­რო­ვებ­დნენ და ჩვენ ვიმ­კი­დით შე­დე­გებს იმის­გან, რა­საც ერ­თმა­ნეთს უკე­თებ­დნენ და ევ­ნე­ბო­დათ; და კვლავ ქრის­ტეს მშვი­დო­ბით ვხა­რობთ, რაც მხო­ლოდ ჩვენ მოგ­ვე­ცა. მაგ­რამ რო­დე­საც მცი­რე ხნით სუ­ლი მო­ვით­ქვით ჩვენ­ცა და მა­თაც, თავს დაგ­ვატ­ყდა ეს სე­ნი, მათ­თვის ყვე­ლა სა­ში­ნე­ლე­ბა­ზე უფ­რო სა­ში­ნე­ლი და ნე­ბის­მი­ერ უბე­დუ­რე­ბა­ზე უფ­რო სას­ტი­კი, და რო­გორც მა­თი სა­კუ­თა­რი მწე­რა­ლი ამ­ბობს: "ერ­თა­დერ­თი რამ, რაც ყვე­ლა მო­ლო­დინ­ზე უფ­რო აღ­მა­ტე­ბუ­ლი იყო" (თუ­კი­დი­დე, II, 64, 1). ჩვენ­თვის ეს ასე არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ იყო სხვებ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი წვრთნა და გა­მოც­და. რად­გან ჩვენც არ აგვცდა, თუმ­ცა წარ­მარ­თებს ძლი­ერ შე­უ­ტია".

ამის შემ­დეგ დას­ძენს: "ჩვე­ნი ძმე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ძმათ­მოყ­ვა­რე­ო­ბის გა­მო თავს არ ზო­გავ­და და ერ­თმა­ნეთს გა­ნამ­ტკი­ცებ­და, უშიშ­რად ზე­დამ­ხედ­ვე­ლობ­და სნე­უ­ლებს, მუხლჩა­უხ­რე­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, მზრუნ­ვე­ლობ­და ქრის­ტე­ში და მათ­თან ერ­თად სი­ხა­რუ­ლით მი­იც­ვლე­ბო­და; სხვე­ბი­სა­გან ვნე­ბე­ბით აღ­ვსე­ბულ­ნი და მოყ­ვა­სი­სა­გან სნე­უ­ლე­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე დამ­ტეხ­ნი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ღე­ბუ­ლობ­დნენ ტკი­ვი­ლებს. მრა­ვა­ლი, ვინც სნე­უ­ლებს უვ­ლი­და და სხვებს გა­ნამ­ტკი­ცებ­და, თვი­თონ აღეს­რუ­ლე­ბო­და, მათ სიკ­ვდილს თა­ვის თავ­ზე ღე­ბუ­ლობ­და; და ხალ­ხუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მი, რაც ყო­ველ­თვის კე­თილ­გან­წყო­ბის [გა­მომ­ხატ­ვე­ლად] მიიჩნე­ოდა, მა­შინ საქ­მით აღას­რუ­ლეს: "სიკ­ვდი­ლამ­დე მა­თი ერ­თგუ­ლი მსა­ხურ­ნი". ამ­გვა­რად ტო­ვებ­დნენ ცხოვ­რე­ბას ჩვენს ძმა­თა­გან სა­უ­კე­თე­სო­ნი, ზო­გი­ერ­თი პრეს­ვი­ტე­რი, დი­ა­კო­ნი და ერის­კა­ცი, მე­ტად ქე­ბულ­ნი, ისე რომ სიკ­ვდი­ლის ეს სა­ხე­ობა, დი­დი ღვთის­მო­სა­ო­ბი­სა და ძლი­ე­რი რწმე­ნის გა­მო აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი, მო­წა­მე­ო­ბა­ზე ნაკ­ლე­ბად რო­დი ით­ვლე­ბა. წმინ­დან­თა სხე­უ­ლებს კი გაშ­ლი­ლი ხე­ლე­ბით მკერ­დში იკ­რავ­დნენ, უხუ­ჭავ­დნენ თვა­ლებს, უმუ­წავ­დნენ პირს, მხრე­ბით ატა­რებ­დნენ და აწ­ვენ­დნენ; მათ­ზე მი­წე­ბე­ბუ­ლე­ბი და შე­კავ­ში­რე­ბუ­ლე­ბი გან­ბა­ნიდ­ნენ მათ და და­სა­მარ­ხი შე­სა­მო­სე­ლით გა­ნამ­შვე­ნებ­დნენ, მცი­რე ხნის შემ­დეგ კი თვი­თო­ნაც იმა­ვე [მომ­სა­ხუ­რე­ბას] ღე­ბუ­ლობ­დნენ, რად­გან დარჩე­ნი­ლე­ბი ყო­ველ­თვის მიყ­ვე­ბოდ­ნენ (ე.ი იხო­ცე­ბოდ­ნენ - მთარგ.) მათ უწი­ნა­რესთ. წარ­მარ­თე­ბი კი სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როდ იქ­ცე­ოდ­ნენ: მათ, რომ­ლებ­საც სნე­უ­ლე­ბა ახ­ლა ეწ­ყე­ბო­დათ, კლავ­დნენ და გა­ურ­ბოდ­ნენ მათ უსაყ­ვარ­ლეს ადა­მი­ა­ნებს; ნა­ხევ­რადმკვდრებს გზა­ზე ყრიდ­ნენ და მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს და­უ­მარ­ხავს, გა­და­უ­ფა­რე­ბელს ტო­ვებ­დნენ, სიკ­ვდი­ლის გავ­რცე­ლე­ბას და მას­თან ზი­ა­რე­ბას გა­ურ­ბოდ­ნენ, რი­სი არი­დე­ბაც მრა­ვა­ლი ხერ­ხის მი­უ­ხე­და­ვად ად­ვი­ლი არ იყო".

ამ ეპის­ტო­ლის შემ­დე­გაც, რო­დე­საც ქა­ლაქ­ში მშვი­დო­ბა დამ­ყარ­და, ეგ­ვიპ­ტე­ში მყოფ ძმებს კვლავ სად­ღე­სას­წა­უ­ლო წე­რილს უგ­ზავ­ნის, და კვლავ სწერს სხვა პი­რებს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მი­სი რო­მე­ლი­ღაც ეპის­ტო­ლე "შა­ბა­თის შე­სა­ხებ" და სხვაც - "წვრთნის შე­სა­ხებ".

რო­დე­საც კვლავ ჰერ­მა­მონ­სა და ეგ­ვიპ­ტელ ძმებს ეპის­ტო­ლის მეშ­ვე­ო­ბით ესა­უბ­რე­ბა, დე­კი­უ­სის, მის შემ­დეგ მო­სულ­თა ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი­სა და გა­ლი­ე­ნუ­სის დრო­ინ­დე­ლი მშვი­დო­ბის შე­სა­ხებ მრა­ვალ სხვა ამ­ბავ­საც იხ­სე­ნებს.

XXIII

მაგ­რამ არა­ფე­რია მსგავ­სი იმი­სა, რომ მო­ვის­მი­ნოთ ზუს­ტად ისე, რო­გორც მოხ­და.

"იგი მას შემ­დეგ, რაც მის იმ­პე­რა­ტორ­თა­გან ერთ-ერთს აქე­ზებ­და, მე­ო­რეს კი უტევ­და, მა­ლე­ვე მთე­ლი გვა­რით ძირ-ფეს­ვი­ა­ნად უჩი­ნო იქ­მნა, მაგ­რამ გა­მოჩნდა და ყვე­ლას­გან აღი­ა­რე­ბულ იქ­ნა გა­ლი­ენი, ერთდრო­უ­ლად ძვე­ლი იმ­პე­რა­ტო­რიც და ახა­ლიც[21], პირ­ვე­ლად მყო­ფი და მათ შემ­დეგ მო­სუ­ლიც. რად­გან ესაია წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლის მი­მართ ნათ­ქვა­მის მი­ხედ­ვით: "აჰა, და­სა­ბა­მი­დან მყო­ფი მი­დის, და ახა­ლი არის ის, რაც ახ­ლა წარ­მო­იშ­ვე­ბა"; რად­გან რო­გორც ღრუ­ბე­ლი მზის სხი­ვე­ბის ქვეშ მიქ­რის და მცი­რე ხნის შემ­დეგ და­ფა­რავს და დაჩრდი­ლავს მას, და მის (მზის - მთარგ.) ნაც­ვლად ჩანს, შემ­დეგ კი, რო­ცა გა­და­ივ­ლის ან გა­ი­ფან­ტე­ბა ღრუ­ბე­ლი, გა­მოჩნდე­ბა, რომ მზე, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე იყო ამო­სუ­ლი, კვლავ ამო­ვი­და. ასე­ვე, მაკ­რი­ანე, რო­მელ­მაც წინ წა­ი­წია და თა­ვი­სი თა­ვი გა­ლი­ე­ნუ­სის კუთ­ვნილ მე­ფო­ბას მიუ­ახ­ლო­ვა, იგი აღარ არის, რად­გან არც იყო, ეს კი (გა­ლი­ე­ნუ­სი - მთარგ.) არის მსგავ­სად იმი­სა რო­გორც იყო. და რო­დე­საც სა­იმ­პე­რიო ძა­ლა­უფ­ლე­ბამ გა­ნი­შო­რა სი­ბე­რე და წი­ნა ბო­რო­ტე­ბი­სა­გან გა­ნიწ­მინ­და, ახ­ლა უმ­წვერ­ვა­ლე­სად არის აღ­ზე­ვე­ბუ­ლი, უფ­რო შორს ჩანს და ის­მის, და ყველ­გან ვრცელ­დე­ბა".

და მომ­დევ­ნო ხა­ნას, რა დრო­საც ამას წერ­და, აღ­ნიშ­ნავს შემ­დე­გი სიტ­ყვე­ბით: "და კვლავ მი­წევს სა­იმ­პე­რიო წლე­ბის დღე­თა მი­მო­ხილ­ვა. რად­გან ვხე­დავ, რომ უღ­მერ­თო­ნი სა­ხე­ლო­ვან­ნი არ­ცთუ დი­დი ხნის შემ­დეგ უსა­ხე­ლო გახ­დნენ; ხო­ლო მან კი, ვინც არის უფ­რო წმინ­და და ღვთის­მოყ­ვა­რე, შვიდ წელს გა­და­ა­ცი­ლა და ახ­ლა მეც­ხრე წე­ლი სრულ­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც ჩვენ ვდღე­სას­წა­უ­ლობთ"[22].

 

XXIV

ამ ყო­ვე­ლი­ვეს გარ­და მან შე­ად­გი­ნა ორი თხზუ­ლე­ბა "აღთქმა­თა შე­სა­ხებ". ამის და­წე­რის სა­ბა­ბი იყო ნე­პო­ტი[23], ეგ­ვიპ­ტე­ში მყოფ­თა ეპის­კო­პო­სი, რო­მე­ლიც საღ­ვთო წე­რილ­ში წმინ­და­ნე­ბის­თვის აღთქმუ­ლის უფ­რო იუ­და­ებ­რი­ვად გან­მარ­ტე­ბას ას­წავ­ლი­და და მიიჩნევ­და, რომ ამ მი­წა­ზე ათა­სი წე­ლი სხე­უ­ლებ­რი­ვი ფუ­ფუ­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და. ფიქ­რობ­და, რომ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას გა­ნამ­ტკი­ცებ­და იო­ა­ნეს "გა­მოც­ხა­დე­ბი­დან" და მის შე­სა­ხებ შე­ად­გი­ნა რა­ღაც თხზუ­ლე­ბა სა­თა­უ­რით "ალე­გო­რის­ტე­ბის მხი­ლე­ბა". დი­ო­ნი­სე მას უტევს "აღთქმა­თა შე­სა­ხებ" წიგ­ნებ­ში, პირ­ველ წიგ­ნში გად­მოს­ცემს თა­ვის აზრს მოძღვრე­ბის შე­სა­ხებ, მე­ო­რე­ში კი იო­ა­ნეს "გა­მოც­ხა­დე­ბის" შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რო­დე­საც და­საწ­ყის­ში ნე­პოტს მო­იხ­სე­ნი­ებს, მის შე­სა­ხებ ამას წერს: "მას შემ­დეგ, რაც რო­მე­ლი­ღაც თხზუ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნეს ნე­პო­ტი­სა, რო­მელ­საც ეყრდნო­ბი­ან რო­გორც უდა­ვოდ მაჩვე­ნე­ბელს იმი­სა, რომ ქრის­ტეს სა­მე­ფო იქ­ნე­ბა მი­წა­ზე. სხვა მრა­ვა­ლი რა­მის გა­მო ვღე­ბუ­ლობ და მიყ­ვარს ნე­პო­ტი რწმე­ნის, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, წმინ­და წე­რილ­ში გან­სწავ­ლი­სა და ფსალ­მუ­ნე­ბის გა­ლო­ბის გა­მო, რი­თაც ამ დრომ­დე მრა­ვა­ლი ძმა სი­ხა­რუ­ლით ივ­სე­ბა; და ყვე­ლა პა­ტი­ვით ვმო­სავ ამ ადა­მი­ანს, უფ­რო მე­ტად იმი­ტომ, რომ გან­სვე­ნე­ბუ­ლია. მაგ­რამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა არის ძვირ­ფა­სი და ყო­ვე­ლი­ვე­ზე უწი­ნა­რეს ყვე­ლა­ზე უფ­რო მე­ტად პა­ტივ­სა­ცე­მი*. სა­ჭი­როა იმის ქე­ბა და შუ­რის გა­რე­შე მო­წო­ნე­ბა, თუ რამ მარ­თე­ბუ­ლად ით­ქვა, ხო­ლო გა­მოკ­ვლე­ვა და გა­მოს­წო­რე­ბა იმი­სა, თუ რამ არ ჩანს, რომ სა­ღად არის და­წე­რი­ლი. აქ მყო­ფი­სა და უბ­რა­ლო სიტ­ყვით აზ­რის გა­მომთქმე­ლის მი­მართ საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და ზე­პი­რი სა­უ­ბა­რი, კით­ხვა-პა­სუ­ხის მეშ­ვე­ო­ბით და­ვარ­წმუ­ნებ­დი და დავ­მოძღვრავ­დი `მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს" (2 ტიმ. 2, 25). მაგ­რამ, რო­დე­საც გა­მო­ცე­მუ­ლი არის წიგ­ნი, რო­გორც ზო­გი­ერ­თე­ბი ფიქ­რო­ბენ ყვე­ლა­ზე და­მარ­წმუ­-ნე­ბე­ლი, და რო­დე­საც ზო­გი­ერ­თი მოძ­ღვა­რი რჯულ­სა და წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბებს არაფ­რად მიიჩნევს, სა­ხა­რე­ბე­ბის მი­დევ­ნე­ბას უგუ­ლე­ბელ­ყოფს და მო­ცი­ქულ­თა ეპის­ტო­ლე­ებს კიც­ხავს; ხო­ლო ამ თხზუ­ლე­ბის მოძღვრე­ბას რო­გორც დიდ რა­ი­მეს და და­ფა­რულ სა­ი­დუმ­ლოს აღ­გვით­ქვამს და ჩვენს უფ­რო ლი­ტონ ძმებს არა­ნა­ი­რად არ აზი­ა­რებს დიდ­სა და მა­ღალ აზ­როვ­ნე­ბას, არც ჩვე­ნი უფ­ლის დი­დე­ბუ­ლი და ჭეშ­მა­რი­ტად საღ­ვთო გა­მოც­ხა­დე­ბის შე­სა­ხებ, ან ჩვე­ნი მკვდრე­თით აღ­დგო­მის, მის მი­მართ შე­მოკ­რე­ბი­სა და მიმ­სგავ­სე­ბის შე­სა­ხებ, არა­მედ მცი­რე, მოკ­ვდავ და, რო­გორც ახ­ლა არის, ისე­თი ღვთის სა­სუ­ფევ­ლი­სად­მი სა­სო­ე­ბის ქო­ნას არ­წმუ­ნე­ბენ; აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ჩვენც, რო­გორც აქ მყოფ ჩვენს ძმას, ისე ვე­სა­უბ­როთ ნე­პოტს".

მცი­რე ხნის შემ­დეგ დას­ძენს: "რო­დე­საც არ­სე­ნოი­ეს ნომ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, სა­დაც, რო­გორც იცი, დი­დი ხნის წინ თა­ვი ამო­ყო ამ მოძღვრე­ბამ ისე, რომ მთე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის მრა­ვა­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა და გან­დგო­მი­ლე­ბა მოხ­და, მო­ვიწ­ვიე იმ და­ბებ­ში მცხოვ­რე­ბი ძმე­ბის პრეს­ვი­ტე­რე­ბი და მოძღვრე­ბი (ეს­წრე­ბოდ­ნენ ის ძმე­ბიც, რომ­ლებ­საც სურ­დათ), და­ვარ­წმუ­ნე, რომ სა­კით­ხი სა­ჯა­როდ გა­მო­ეკ­ვლი­ათ. რო­დე­საც მო­მი­ტა­ნეს ეს წიგ­ნი, რო­გორც რამ უძ­ლე­ვე­ლი სა­ჭურ­ვე­ლი და კე­დე­ლი, მათ­თან ერ­თად დავ­ჯე­ქი და სა­მი დღე ზე­დი­ზედ, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე, ვცდი­ლობ­დი გა­მეს­წო­რე­ბი­ნა ნა­წე­რი. ძა­ლი­ან აღ­მაფ­რთო­ვა­ნა იქა­უ­რი ძმე­ბის სიმ­ტკი­ცემ, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სიყ­ვა­რულ­მა, თან­მიმ­დევ­რულ­მა მსჯე­ლო­ბამ და გო­ნი­ე­რე­ბამ; თუ რო­გორ წე­სი­სა და რი­გის მი­ხედ­ვით და კე­თილ­გან­წყო­ბით ვსვამ­დით კით­ხვებს, ვაწ­ყდე­ბო­დით სიძ­ნე­ლე­ებს და ვთანხმდე­ბო­დით. ერ­თი მხრივ, უარს ვამ­ბობ­დით, რომ ერ­თხელ მი­ღე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი გზით და ჯი­უ­ტად შეგ­ვე­ნარჩუ­ნე­ბია მა­შინ, რო­ცა ჩან­და, რომ მცდა­რი იყო, მე­ო­რე მხრივ, არც სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას ვა­რი­დებ­დით თავს, არა­მედ რამ­დე­ნა­დაც შეგ­ვეძ­ლო ვცდი­ლობ­დით ჩვენ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი­სა­გან შეგ­ვეპ­ყრა და და­ვუფ­ლე­ბო­დით შე­კით­ხვებს. არც აზ­რის შეც­ვლი­სა და აღი­ა­რე­ბის გვრცხვე­ნო­და, თუ ამას სა­ღი აზ­რი მო­ით­ხოვ­და, არა­მედ კე­თილ­გო­ნივ­რუ­ლად, სიწ­რფე­ლი­თა და ღვთის მი­მართ გახ­სნი­ლი გუ­ლით, წმინ­და წე­რი­ლის წარ­მოჩე­ნი­თა და მოძღვრე­ბით დად­გე­ნილს ვღე­ბუ­ლობ­დით. და­სას­რულ, ამ მოძღვრე­ბის მო­თა­ვემ და შე­მომ­ტან­მა, სა­ხე­ლად კო­რა­კი­ონ­მა, რო­დე­საც მო­უს­მი­ნა ყვე­ლა იქ დამსწრე ძმას, აღი­ა­რა და დაგ­ვე­მოწ­მა ჩვენ, რომ მე­ტად აღარ მიუ­ახ­ლოვ­დე­ბო­და მას (ამ მოძღვრე­ბას - მთარგ.), არც ისა­უბ­რებ­და მის შე­სა­ხებ, არც ახ­სე­ნებ­და, არც ას­წავ­ლი­და, რად­გან საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი მარ­ცხი აგე­მა სა­პი­რის­პი­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­მა. სხვა ძმა­თა­გან ზო­გი ხა­რობ­და ერ­თობ­ლი­ვი მსჯე­ლო­ბის, ყვე­ლას მი­მართ შემწყნა­რებ­ლო­ბი­სა და ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის გა­მო".

----------------------------------------------------------

* იხ. არისტოტელე, ნიკომაქეს ეთიკა, I. 1096a - მთარგ.

 

XXV

შემ­დეგ გა­და­დის მომ­დევ­ნო თე­მა­ზე და იო­ა­ნეს "გა­მოც­ხა­დე­ბის" შე­სა­ხებ ამ­ბობს: "ჩვე­ნამ­დე ზო­გი­ერ­თებ­მა უარ­ყვეს და სრუ­ლი­ად გა­ნი­შო­რეს ეს წიგ­ნი, გა­ნი­ხი­ლეს თი­თოე­უ­ლი თა­ვი და გა­ნაც­ხა­დეს, რომ შე­უც­ნო­ბე­ლი და არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლია, სა­თა­უ­რი კი ნა­ყალ­ბე­ვი. ამ­ბო­ბენ, რომ არც იო­ა­ნეს ეკუთ­ვნის, არც არის გა­მოც­ხა­დე­ბა, არა­მედ უმეც­რე­ბის მტკი­ცე და სქე­ლი ფარ­დით არის და­ფა­რუ­ლი; და არა­თუ რო­მე­ლი­მე მო­ცი­ქუ­ლი, სა­ერ­თოდ არც წმინ­და­ნი და არც სა­ეკ­ლე­სიო პი­რი არ არის ამ თხზუ­ლე­ბის შემქმნე­ლი, არა­მედ - კე­რინ­თო­სი, მის­გან [მომ­დი­ნა­რე] "კე­რინ­თი­ა­ნე­ლე­ბად" წო­დე­ბუ­ლი მწვა­ლებ­ლო­ბის შემქმნე­ლი, რო­მელ­საც სურ­და თა­ვი­სი თხზუ­ლე­ბი­სათ­ვის ნდო­ბის ღირ­სი სა­ხე­ლი ეწო­დე­ბია. რად­გან ეს არის მი­სი მოძღვრე­ბის დოგ­მა­ტი, რომ ქრის­ტეს სა­მე­ფო დე­და­მი­წა­ზე იქ­ნე­ბა, და რაც თვი­თონ სწად­და, სხე­უ­ლის მოყ­ვა­რე­სა და სრუ­ლი­ად ხორ­ცი­ელს, იმის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, - მუ­ცელ­ზე და მუც­ლის საჭ­მლი­თა და სას­მე­ლით, და ქორ­წი­ნე­ბე­ბით გაძ­ღო­მა­ზე და მათ­ზე, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით ფიქ­რობ­და, რომ ამათ (ხორ­ცი­ელ სი­ა­მეთ - მთარგ.) უფ­რო შე­სა­ფე­რის სა­ხელს მის­ცემ­და, ასე­ვე დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე, მსხვერპლშე­წირ­ვებ­სა და წმინ­და საკ­ლა­ვებ­ზე. მე კი ამ წიგ­ნის უარ­ყო­ფას ვერ გავ­ბე­დავ, მა­შინ რო­ცა მრა­ვალ ძმას გულ­მოდ­გი­ნე­ბით უპ­ყრია იგი; მაგ­რამ მი­მაჩნია, რომ მის შე­სა­ხებ მო­საზ­რე­ბა აღე­მა­ტე­ბა ჩემს აზ­როვ­ნე­ბას და ვთვლი, რომ მი­სი თი­თოე­უ­ლი ად­გი­ლის გან­მარ­ტე­ბა არის და­ფა­რუ­ლი და უფ­რო საკ­ვირ­ვე­ლი. და თუმ­ცა მე არ მეს­მის, მაგ­რამ ვეჭ­ვობ, რომ უფ­რო ღრმა რამ დევს [მის] გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ში, მათ ვზო­მავ და განვსჯი არა სა­კუ­თა­რი აზ­რით, არა­მედ რწმე­ნას ვა­ნი­ჭებ უფ­რო დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას. და ჩავ­თვა­ლე, რომ ჩემს აზ­როვ­ნე­ბა­ზე უფ­რო მა­ღა­ლია, და არ უარ­ვყოფ იმას, რაც ვერ გა­ვი­გე, მაგ­რამ უფ­რო ის მიკ­ვირს, რაც არ მი­ნა­ხავს".

ამის შემ­დეგ გა­ნი­ხი­ლავს "გა­მოც­ხა­დე­ბის" მთელ წე­რილს და აჩვე­ნებს, რომ ტექ­სტის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ნა­წი­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­აზ­რე­ბულ იქ­ნას, და დას­ძენს: "მთე­ლი ე. წ. წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის და­სას­რულს წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი აკურ­თხევს მის დამ­ცვე­ლებს და სა­კუ­თარ თავ­საც. რად­გან ამ­ბობს: "ნე­ტა­რი არის ამ წიგ­ნის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის სიტ­ყვა­თა დამ­მარ­ხვე­ლი და მეც, იო­ანე, ამის მხედ­ვე­ლი და მსმე­ნე­ლი" (გა­მოც. 22, 7‑8). არ ვკა­მა­თობ, რომ მას იო­ა­ნე ეწო­დე­ბა და ეს იო­ა­ნეს ნა­წე­რი არის, რად­გან ვგო­ნებ, რომ ვინ­მე წმინ­დანს და ღვთივ­შთა­გო­ნე­ბულს ეკუთ­ვნის. მაგ­რამ იო­ლად რო­დი და­ვე­თან­ხმე­ბი, რომ იგი არის მო­ცი­ქუ­ლი, ზე­ბე­დეს ძე, ია­კო­ბის ძმა, ვი­სიც არის იო­ა­ნეს სა­ხე­ლით და­სა­თა­უ­რე­ბე­ლი სა­ხა­რე­ბა და კა­თო­ლი­კე ეპის­ტო­ლეც. რა­მე­თუ თი­თოე­უ­ლი მათ­გა­ნის ხა­სი­ა­თი­დან, სიტ­ყვე­ბის ბუ­ნე­ბი­დან და ე. წ. წიგ­ნის შედ­გე­ნი­ლო­ბი­დან გან­ვსაზღვრავ, რომ არ არის ერ­თი­და­ი­გი­ვე. რად­გან მა­ხა­რე­ბე­ლი არ­სად არ მი­ა­წერს თა­ვის სა­ხელს, არც აც­ხა­დებს თა­ვის თავს სა­ხა­რე­ბის ან ეპის­ტო­ლის მეშ­ვე­ო­ბით".

შემ­დეგ კვლავ ამ­ბობს: "...იო­ა­ნე კი არ­სად, - არც პირ­ველ, არც მე­სა­მე პირ­ში. "გა­მოც­ხა­დე­ბის" მწე­რა­ლი კი მა­შინ­ვე და­საწ­ყის­ში წი­ნა­და­ა­წე­სებს თა­ვის თავს: "იე­სო ქრის­ტეს გა­მოც­ხა­დე­ბა, რაც მას გა­დას­ცა მა­ლე­ვე მი­სი მსა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის საჩვე­ნებ­ლად. იგი აღ­ნიშ­ნა და წარ­გზავ­ნა მი­სი ან­გე­ლო­ზის მეშ­ვე­ო­ბით თა­ვის მო­ნას­თან იო­ა­ნეს­თან, ვინც და­ა­მოწ­მა ღვთის სიტ­ყვა და მი­სი მოწ­მო­ბა, და რაც იხი­ლა" (გა­მოცხ. 1, 1‑2). შემ­დეგ ეპის­ტო­ლე­საც წერს: "იო­ა­ნე ასი­ა­ში მყოფ შვიდ ეკ­ლე­სი­ას, მად­ლი თქვენ და მშვი­დო­ბა" (გა­მოც. 1, 4). მა­ხა­რე­ბე­ლი კი კა­თო­ლი­კე ეპის­ტო­ლის წინ არ წერს თა­ვის სა­ხელს, არა­მედ ყო­ველ­გვა­რი უხ­ვსიტ­ყვა­ო­ბის გა­რე­შე თვით საღ­ვთო გა­მოც­ხა­დე­ბის სა­ი­დუმ­ლო­დან იწ­ყებს: "რაც იყო და­სა­ბა­მი­დან, რაც გვსმე­ნია, რაც გვი­ნა­ხავს ჩვე­ნი თვა­ლე­ბით" (1 იოან. 1,1). ამ გა­მოც­ხა­დე­ბის გა­მო ნე­ტარ ჰყოფს უფა­ლი პეტ­რეს და ეუბ­ნე­ბა: "ნე­ტარ ხარ სი­მონ ბარ იონა, რად­გან ხორ­ცმა და სისხლმა არ გა­გიც­ხა­და შენ, არა­მედ ჩემ­მა ზე­ცი­ერ­მა მა­მამ" (მათ. 16, 17). მაგ­რამ არც იო­ა­ნეს მე­ო­რე და მე­სა­მედ წო­დე­ბულ მოკ­ლე ეპის­ტო­ლე­ებ­ში არის იო­ა­ნე სა­ხე­ლით მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, არა­მედ უსა­ხე­ლოდ არის წარ­წე­რი­ლი "ხუ­ცე­სი" (2 იოან. 1; 3 იოან. 1). მან კი მომ­დევ­ნო ამ­ბის მო­სათ­ხრო­ბად საკ­მა­რი­სად არ ჩათ­ვა­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვის ერთგზის და­სა­ხე­ლე­ბა, არა­მედ კვლავ ახ­სე­ნებს თა­ვის სა­ხელს: "მე იო­ანე, თქვე­ნი ძმა და თა­ნა­ზი­ა­რი იე­სოს ტან­ჯვა­ში, სა­სუ­ფე­ველ­სა და დათ­მე­ნა­ში, ვი­ყა­ვი პატ­მო­სად წო­დე­ბულ კუნ­ძულ­ზე ღვთის სიტ­ყვი­სა და იე­სოს მოწ­მო­ბის გა­მო" (გა­მოც. 1, 9). და­სას­რულ კი ამას ამ­ბობს: "ნე­ტა­რია ამ წიგ­ნის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის სიტ­ყვე­ბის დამ­ცვე­ლი და მეც, იო­ანე, ამის მხედ­ვე­ლი და მსმე­ნე­ლი" (გა­მოც. 22, 7‑8).

ის, რომ იო­ა­ნე არის ამ სიტ­ყვე­ბის მწე­რა­ლი, უნ­და ვირ­წმუ­ნოთ, რად­გან თვი­თონ ამ­ბობს. მაგ­რამ თუ რო­მე­ლი იო­ა­ნეა, ცხა­დი არ არის. რად­გან თა­ვის თავ­ზე არ ამ­ბობს, რო­გორც მრა­ვალ­გზის - სა­ხა­რე­ბა­ში, რომ არის უფ­ლის საყ­ვა­რე­ლი მო­წა­ფე, ან მის მკერ­დზე მიყრდნო­ბი­ლი (იოან. 13, 25), ან ია­კო­ბის ძმა, ან უფ­ლის თვით­მხილ­ვე­ლი და უშუ­ა­ლო მსმე­ნე­ლი. რად­გან რომ ეთ­ქვა ზე­მოხ­სე­ნე­ბულ­თა­გან რა­იმე, აშ­კა­რად სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მოჩე­ნის მსურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ამათ­გან არ­ცერთს არ ახ­სე­ნებს, არა­მედ ამ­ბობს, რომ არის ჩვე­ნი ძმა და თა­ნა­ზი­არი, იე­სოს მოწ­მე და გა­მოც­ხა­დე­ბის ხილ­ვი­სა და სმე­ნის გა­მო ნე­ტა­რი (იოან. 22, 7‑8). ვფიქ­რობ, რომ იო­ა­ნე მო­ცი­ქუ­ლის მრა­ვა­ლი თა­ნა­მო­სა­ხე­ლე ცხოვ­რობ­და, რო­მელ­საც მის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლის, გაკ­ვირ­ვე­ბი­სა და აღფრთო­ვა­ნე­ბის გა­მო, და მის მსგავ­სად უფ­ლის მი­ერ შეყ­ვა­რე­ბის სურ­ვი­ლით ამ სა­ხე­ლის აღე­ბა უხა­რო­და, რო­გორც მორ­წმუ­ნე­თა შვი­ლებს ხში­რად ეწო­დე­ბათ პავ­ლე და პეტ­რე. ამ­რი­გად, "მო­ცი­ქულ­თა საქ­მე­ებ­ში" არ­სე­ბობს სხვა იო­ა­ნეც, მარ­კო­ზად ზე­წო­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ბარ­ნა­ბამ და პავ­ლემ თან წა­იყ­ვა­ნა, ვის შე­სა­ხე­ბაც კვლავ ამ­ბობს: "ხო­ლო ჰყავ­დათ ასე­ვე იო­ა­ნე შემ­წედ" (საქ­მე. 13, 5). არ ჩანს, ის თუ არის მწე­რა­ლი, რად­გან არ წე­რია, რომ მათ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა ასი­ის­კენ, არა­მედ ამ­ბობს: "პა­ფო­დან წა­სუ­ლე­ბი პავ­ლე და მას­თან მყოფ­ნი პამ­ფი­ლი­ის პერ­გე­ში შე­ვიდ­ნენ, იო­ა­ნე კი მათ ჩა­მო­შორ­და და დაბ­რუნ­და იე­რუ­სა­ლიმ­ში" (საქ­მე. 13, 13). ვფიქ­რობ, რომ იგი იყო სხვა ვინ­მე ასი­ა­ში მყოფ­თა­გან. ასე­ვე ამ­ბო­ბენ, რომ ეფე­სო­ში არის ორი საფ­ლა­ვი და ამ­ბო­ბენ, რომ ორი­ვე მათ­გა­ნი იო­ა­ნეს ეკუთ­ვნის.

"და აზ­რე­ბი­დან, გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი­დან და მა­თი წყო­ბი­დან ბუ­ნებ­რი­ვად აღიქ­მე­ბა, რომ ეს [მწე­რა­ლი] მის­გან განსხვავ­დე­ბა. ერ­თმა­ნეთს ეთან­ხმე­ბა სა­ხა­რე­ბა და ეპის­ტო­ლე, ორი­ვე [ერ­თმა­ნე­თის] მსგავ­სად იწ­ყე­ბა. ერ­თი ამ­ბობს: "და­სა­ბამ­ში იყო სიტ­ყვა" (იოან. 1, 1), მე­ო­რე კი: "რაც იყო და­სა­ბა­მი­დან". ერ­თი ამ­ბობს: "და სიტ­ყვა ხორ­ცი გახ­და და და­ემ­კვიდ­რა ჩვენს შო­რის და ვი­ხი­ლეთ მი­სი დი­დე­ბა, დი­დე­ბა რო­გორც მა­მი­სა­გან მხო­ლოდ­შო­ბი­ლი­სა" (იოან. 1, 14); მე­ო­რე კი მცი­რე­დით ცვლის ამ სიტ­ყვებს: "რაც გვეს­მა, რაც ვი­ხი­ლეთ ჩვე­ნი თვა­ლე­ბით, რაც ვნა­ხეთ და ჩვენ­მა ხე­ლებ­მა გა­სინ­ჯა ცხოვ­რე­ბის სიტ­ყვის შე­სა­ხებ; და ცხოვ­რე­ბა გაც­ხა­დე­ბულ იქ­ნა" (1. იოან. 1, 1‑2). ამ სიტ­ყვე­ბის შე­სა­ვალ­ში მი­მარ­თავს, რო­გორც შემ­დეგ ცხად­ყოფს, მათ, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ უფა­ლი ხორ­ცი­ე­ლად არ მო­სუ­ლა, რის გა­მოც მზრუნ­ვე­ლად და­ურ­თავს: "და რაც გვი­ხი­ლავს, და­ვა­მოწ­მებთ და გა­უწ­ყებთ თქვენ სა­უ­კუ­ნო ცხოვ­რე­ბას, რო­მე­ლიც იყო მა­მას­თან და გაგ­ვეც­ხა­და ჩვენ; რაც ვი­ხი­ლეთ და გვეს­მა, გა­უწ­ყებთ თქვენც" (1 იოან. 1, 2‑3). ერ­თსა და იმა­ვე [სიტ­ყვას] იყე­ნებს და წინ და­დე­ბულს არ გა­ნუდ­გე­ბა, ხო­ლო იმა­ვე თა­ვე­ბი­სა და სა­ხე­ლე­ბის გზით ყვე­ლა­ფერს გა­ივ­ლის. მათ­გან ზო­გი­ერთს ჩვენც მოკ­ლედ მო­ვიხ­სე­ნი­ებთ. მა­გა­რამ ყუ­რად­ღე­ბი­ა­ნი მკით­ხვე­ლი თი­თოე­ულ მათ­გან­ში მრა­ვალ­გზის აღ­მოაჩენს [სიტ­ყვებს]: "ცხოვ­რე­ბა" (იოან. 1, 4; 1. იოან. 2, 25; 3, 14 და ა. შ.), "სი­ნათ­ლე" (იოან. 1‑12; 1 იოან. 1, 5‑7; 2, 8‑10), "სიბ­ნე­ლის­გან მოქ­ცე­ვა"; მრა­ვალ­გზის: "ჭეშ­მა­რი­ტე­ბა" (იოან. 1, 14; 1 იოან. 1, 8; 3, 19 და ა. შ.), "მად­ლი" (იოან. 1, 14‑17; 2 იოან. 3), "სი­ხა­რუ­ლი" (იოან. 3, 29 და ა. შ.; 1 იოან. 1, 4; 2 იოან. 12; 3 იოან. 4), "ხორ­ცი (იოან. 1, 13‑14; 6, 53‑56 და ა. შ.; 1 იოან. 4,2) და სის­ხლი (იოან. 6, 53‑56; 19, 34; 1 იოან. 1, 7; 5, 6‑8) უფ­ლი­სა", "გან­კით­ხვა" (იოან. 3, 19 და ა. შ.; 1 იოან. 4, 17; 2, 18 და ა. შ.), "ცოდ­ვა­თა მი­ტე­ვე­ბა" (შდრ. იოან. 20, 23; 1 იოან. 1, 9; 2, 12; შდრ. 3, 5), "ჩვენს მი­მართ ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი" (იოან. 3, 16; 14, 23; 17, 23; 1 იოან. 3, 1; 4, 11 და ა. შ.), "ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლის მცნე­ბა" (იოან. 13, 34; 15, 12‑17; 1 იოან. 3, 23 და ა. შ.), რომ უნ­და "და­ვიც­ვათ ყვე­ლა მცნე­ბა" (იოან. 15, 10; 1 იოან. 2, 3; 3, 22 და ა. შ.); მხი­ლე­ბა "ქვეყ­ნი­ე­რე­ბის" (იოან. 16, 8; 1 იოან. 2, 16), "ეშ­მა­კის" (1 იოან. 3, 8; 2, 14 და ა. შ.), "ან­ტიქ­რის­ტეს" (1 იოან. 2, 18); "სუ­ლიწ­მინ­დის აღთქმა" (იოან. 14, 16 და ა. შ.; 1 იოან. 3, 24; 4, 13; შდრ. 2, 20), "ღვთის ძე­ო­ბი­ლო­ბა" (იოან. 1, 12; 11, 52; 1 იოან. 3, 1‑2 და ა. შ.); ჩვენ­გან მუდ­მი­ვი მოთ­ხოვ­ნა "რწმე­ნი­სა" (იოან. 1, 7 და ა. შ.; 1 იოან. 5, 4); "მა­მა" და "მე" (იოან. 3, 36 და ა. შ.; 1 იოან. 4, 14 და ა. შ.) - ყველ­გან გვხვდე­ბა ეს სიტ­ყვე­ბი. და მთლი­ა­ნად ყვე­ლა ად­გი­ლის გავ­ლით ერ­თსა და იმა­ვე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ შე­ფე­რი­ლო­ბას ხე­დავ სა­ხა­რე­ბა­შიც და ეპის­ტო­ლე­შიც. "გა­მოც­ხა­დე­ბა" ამათ­გან ძა­ლი­ან განსხვა­ვე­ბუ­ლი და უც­ხოა, არაფ­რით არის მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მახ­ლო­ბე­ლი, და ძლივს აქვს, რო­გორც იტ­ყვი­ან, მათ­თან სა­ზი­ა­რო მარ­ცვა­ლი. ეპის­ტო­ლე (არა­ფერს ვამ­ბობ სა­ხა­რე­ბა­ზე) "გა­მოც­ხა­დე­ბის" არც ხსე­ნე­ბას, არც აზრს არ შე­ი­ცავს, არც "გა­მოც­ხა­დე­ბა" - ეპის­ტო­ლი­სას, მა­შინ რო­ცა პავ­ლე ეპის­ტო­ლე­ებ­ში თა­ვი­სი გა­მოც­ხა­დე­ბის შე­სა­ხებ ზოგ რა­მეს წარ­მოაჩენს ისეთს, რაც ცალ­კე არ ჩა­უ­წე­რია.

"გარ­და ამი­სა სტი­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა აღი­ნიშ­ნოს სა­ხა­რე­ბი­სა და ეპის­ტო­ლის განსხვა­ვე­ბა "გა­მოც­ხა­დე­ბის­გან". რად­გან ისი­ნი არა მხო­ლოდ გა­ნუხ­რე­ლად არის ელინ­თა ენის მი­ხედ­ვით და­წე­რი­ლი, არა­მედ აზ­რის სიტ­ყვი­ე­რი გა­მო­ხატ­ვის უდი­დე­სი მჭევ­რმეტ­ყვე­ლე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა არის ნაჩვე­ნე­ბი სიტ­ყვე­ბით, სი­ლო­გიზ­მე­ბით და წი­ნა­და­დე­ბის წყო­ბით, და სრუ­ლი­ად არ მო­ი­პო­ვე­ბა მათ­ში ბარ­ბა­რიზ­მი, სო­ლი­ციზ­მი*, ან რა­ი­მე ვულ­გა­რიზ­მი. რად­გან, რო­გორც ჩანს, მწე­რალს აქვს უფ­ლის­გან მი­მად­ლე­ბუ­ლი ორი­ვე სა­ხის სიტ­ყვა, ცოდ­ნი­საც და მეტ­ყვე­ლე­ბი­საც. მე­ო­რე მწე­რალს კი, არ ვკა­მა­თობ, რომ უხი­ლავს გა­მოც­ხა­დე­ბე­ბი, მი­უ­ღია ცოდ­ნა და წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა, მაგ­რამ ვხე­დავ, რომ მი­სი მეტ­ყვე­ლე­ბა და ენა არ არის ზედ­მი­წევ­ნით ელი­ნუ­რი, არა­მედ იყე­ნებს ბარ­ბა­რო­სულ იდი­ო­მებს და ზოგ ად­გი­ლას სო­ლი­ციზ­მებ­საც, რო­მელ­თა ჩა­მოთ­ვლა ახ­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის. რად­გან არა და­სა­ცი­ნად ვამ­ბობ ამას (ნუ­რა­ვინ იფიქ­რებს ამას), არა­მედ მხო­ლოდ ამ წე­რი­ლე­ბის განსხვა­ვე­ბუ­ლო­ბის და­სად­გე­ნად".

-----------------------------------------------------------

* სინტაქსური შეცდომა - მთარგ.

XXVI

ამათ გარ­და გავ­რცე­ლე­ბუ­ლია დი­ო­ნი­სეს სხვა მრა­ვა­ლი ეპის­ტო­ლეც, მა­გა­ლი­თად, სა­ბე­ლი­ო­ზის წი­ნა­აღ­მდეგ [ეპის­ტო­ლე] ბერ­ნი­კე­ში ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სის, ამო­ნის მი­მართ, და ტე­ლეს­ფო­რო­სის მი­მართ, ევ­ფრა­ნო­რის მი­მართ, კვლავ ამო­ნის და ევ­პო­რო­სის მი­მართ. იმა­ვე სა­კით­ხის შე­სა­ხებ შე­ად­გი­ნა სხვა ოთ­ხი თხზუ­ლე­ბაც, რომ­ლე­ბიც რომ­ში [მყოფ] მის თა­ნა­მო­სა­ხე­ლე დი­ო­ნი­სეს[24] მი­უძღვნა. მათ გარ­და ჩვენ­თან არის მი­სი მრა­ვა­ლი ეპის­ტო­ლე და უხ­ვსიტ­ყვი­ა­ნი წიგ­ნე­ბი ეპის­ტო­ლის ჟან­რში და­წე­რი­ლი, მა­გა­ლი­თად, წიგ­ნე­ბი "ბუ­ნე­ბის შე­სა­ხებ", შვილ ტი­მო­თე­სად­მი მიძღვნი­ლი, და წიგ­ნი "გან­საც­დელ­თა შე­სა­ხებ", რო­მე­ლიც იმა­ვე ევ­ფრა­ნორს[25] მი­უძღვნა. აგ­რეთ­ვე მის­წე­რა პენ­ტა­პოლ­ში არ­სე­ბულ საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის ეპის­კო­პოს ბა­სი­ლი­დეს და უთ­ხრა, რომ თვი­თონ გან­მარ­ტა "ეკ­ლე­სი­ას­ტეს" და­საწ­ყი­სი, ასე­ვე ჩვენ­თან შე­მორჩე­ნი­ლია ამა­ვე პი­რის მი­მართ მი­წე­რი­ლი სხვა­დას­ხვა ეპის­ტო­ლე­ები.

ეს ით­ქვა დი­ო­ნი­სეს შე­სა­ხებ. მაგ­რამ მო­დი, მა­თი ის­ტო­რი­ის შემ­დეგ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი­სათ­ვის გა­საც­ნო­ბად გად­მოვ­ცეთ ცნო­ბე­ბი ჩვე­ნი დრო­ის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რი იყო.

 

XXVII

ცხრა­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­მა­ელ­თა ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რო­ბის შემ­დეგ ქსის­ტუ­სი* შეც­ვა­ლა დი­ო­ნი­სემ, ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სის თა­ნა­მო­სა­ხე­ლემ. მის დროს ან­ტი­ო­ქი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა დე­მეტ­რი­ა­ნე და ეპის­კო­პო­სო­ბა მი­ი­ღო სა­მო­სა­ტელ­მა პავ­ლემ. რო­დე­საც იგი ეკ­ლე­სი­უ­რი მოძღვრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ქრის­ტეს შე­სა­ხებ მდაბ­ლად და მი­წი­ე­რად ფიქ­რობ­და, რო­გორც სა­ერ­თო ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბით მყოფ­ზე[26], დი­ო­ნი­სე ალექ­სან­დრი­ე­ლი მოწ­ვე­ულ იქ­ნა სი­ნოდ­ზე და­სას­წრებ­ლად, მაგ­რამ მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბი­სა და სხე­უ­ლის უძ­ლუ­რე­ბის მი­ზე­ზით გა­და­დო გამ­გზავ­რე­ბა და ეპის­ტო­ლის მეშ­ვე­ო­ბით წარ­მო­ად­გი­ნა თა­ვი­სი აზ­რი, რაც მას ჰქონ­და გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი სა­კით­ხის შე­სა­ხებ. ეკ­ლე­სი­ის და­ნარჩე­ნი მწყემ­სე­ბი კი, ყვე­ლა ან­ტი­ო­ქი­ა­ში მიიჩქა­რო­და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლე­ბი­დან და იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ რო­გორც ქრის­ტეს სამწყსოს დამ­ღუპ­ვე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ.

-------------------------------------------------------------------

* ქსიტუს II იყო ეპისკოპოსი 257 წ.-ის აგვისტოდან ან სექტემბრიდან 268 წ.-ის აგვისტომდე. ევსების უნდა ეთქვა "თერთმეტი თვე" - მთარგ.

 

XXVIII

მათ­გან გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირჩე­ოდ­ნენ: ფირ­მი­ლი­ანე, კა­ბა­დო­კი­ელ­თა კე­სა­რი­ის ეპის­კო­პო­სი; გრი­გო­ლი და ათე­ნო­დო­რი, ძმე­ბი, პონ­ტოს სამ­რევ­ლო­ე­ბის მწყემ­სე­ბი; მათ­თან ერ­თად ჰე­ლე­ნო­სი, ტარ­სუ­სის სამ­რევ­ლოს ეპის­კო­პო­სი, და ნი­კო­მა­სი, იკო­ნი­ის სამ­რევ­ლოს ეპის­კო­პო­სი; არა მხო­ლოდ ისი­ნი, არა­მედ იე­რუ­სა­ლი­მის ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სი ჰი­მე­ნე­ო­სი და მო­მიჯ­ნა­ვე კე­სა­რი­ის - თე­ო­ტეკ­ნო­სი; მათ გარ­და მაქ­სი­მე, ბოს­ტრა­ში ძმებს იგიც გა­მორჩე­უ­ლად წი­ნამძღვრობ­და; და სხვა ათა­სე­ბის აღ­რიც­ხვა არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და ვინ­მეს ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ქა­ლაქ­ში პრეს­ვი­ტე­რებ­თან და დი­აკ­ვნებ­თან ერ­თად ამა­ვე მი­ზე­ზით შეკ­რე­ბი­ლე­ბის, მაგ­რამ მათ­გან გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოჩე­ნი­ლი ესე­ნი იყ­ვნენ. რო­დე­საც ყვე­ლა­ნი სხვა­დას­ხვა დროს ერ­თად ხში­რად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და გა­მო­ძი­ე­ბე­ბი აღიძ­ვრე­ბო­და თი­თოე­ულ სი­ნოდ­ზე, რო­დე­საც სა­მო­სა­ტე­ლის გარ­შე­მო მყოფ­ნი ცდი­ლობ­დნენ უც­ხოდ­მა­დი­დებ­ლო­ბის და­ფარ­ვა­სა და და­მალ­ვას, სხვე­ბი კი მო­შურ­ნე­ო­ბით აშიშ­ვლებ­დნენ და სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მოჰ­ქონ­დათ მი­სი მწვა­ლებ­ლო­ბა და ქრის­ტეს გმო­ბა.

ამ დროს კი, გა­ლი­ე­ნუ­სის მე­ფო­ბის მე­თორ­მე­ტე წელს, აღეს­რუ­ლა დი­ო­ნი­სე, მას შემ­დეგ, რაც თხუთ­მე­ტი წე­ლი იყო ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი; იგი შეც­ვა­ლა მაქ­სი­მემ[27].

გა­ლი­ე­ნუ­სის მი­ერ თხუთ­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის პყრო­ბის შემ­დეგ მო­ნაც­ვლედ დად­გე­ნილ იქ­ნა კლავ­დი­უ­სი[28].

მე­ო­რე წლის და­სას­რულს მან მმარ­თვე­ლო­ბა გა­დას­ცა ავ­რე­ლი­ა­ნეს[29].

 

XXIX

მის დროს, რო­დე­საც შედ­გა ესო­დენ მრა­ვა­ლი ეპის­კო­პო­სის უკა­ნას­კნე­ლი სი­ნო­დი, მხი­ლე­ბუ­ლი და ყვე­ლას წი­ნა­შე ცხა­დად გა­კიც­ხულ იქ­ნა ან­ტი­ო­ქი­ის მწვა­ლებ­ლო­ბის და­მა­არ­სებ­ლის სხვაგ­ვა­რად­მა­დი­დებ­ლო­ბა და გა­ნიკ­ვე­თა ცის ქვეშ მყო­ფი კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ი­სა­გან. მას გა­მოს­წო­რე­ბის­კენ გან­სა­კუთ­რე­ბით მო­უ­წო­დებ­და და და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბას ამ­ხელ­და მალ­ქი­ონი, კა­ცი სწავ­ლუ­ლი და ან­ტი­ო­ქი­ა­ში ელი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სო­ფის­ტი­კის ერთ-ერ­თი სას­წავ­ლებ­ლის წი­ნამძღვა­რი, გარ­და ამი­სა, ქრის­ტე­სად­მი რწმე­ნის სიწ­რფე­ლე­ში აღ­მა­ტე­ბის გა­მო ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­რევ­ლოს პრეს­ვი­ტე­რად ღირსქმნი­ლი. პავ­ლეს მი­მართ მის კა­მათს იწერ­დნენ სწრაფჩამ­წე­რე­ბი, ვი­ცით, რომ [ჩა­ნა­წე­რი] ამ დრომ­დეა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. სხვე­ბის­გან მხო­ლოდ მან შეძ­ლო ამ და­ფა­რუ­ლი და ცრუ ადა­მი­ა­ნის მხი­ლე­ბა.

 

XXX

ერ­თად შეკ­რე­ბილ­მა მწყემ­სებ­მა შე­თან­ხმე­ბუ­ლად შე­ად­გი­ნეს ერ­თი ეპის­ტო­ლე რო­მა­ელ­თა ეპის­კო­პო­სის დი­ო­ნი­სე­სა და ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სის მაქ­სი­მეს მი­მარ­თაც, ასე­ვე და­აგ­ზავ­ნეს ყვე­ლა პრო­ვინ­ცი­აში, ყვე­ლა­სათ­ვის აშ­კა­რა გა­ხა­დეს მა­თი გულ­მოდ­გი­ნე­ბა და პავ­ლეს მან­კი­ე­რი სხვაგ­ვა­რად­მა­დი­დებ­ლო­ბა, მხი­ლე­ბე­ბი და შე­კით­ხვე­ბი, რომ­ლე­ბიც მის მი­მართ აღიძ­რა, და მე­ტიც, ამ კა­ცის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და საქ­ცი­ე­ლი მო­უთ­ხრეს. მო­სახ­სე­ნებ­ლად კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ აქ წა­მოჭ­რი­ლი სა­კით­ხის­თვის თვით მა­თი სიტ­ყვე­ბი გად­მოვ­ცეთ:

"დი­ო­ნი­სეს და მაქ­სი­მეს, და მთელ მსოფ­ლი­ო­ში ჩვენს თა­ნამ­სა­ხურ ეპის­კო­პო­სებს, პრეს­ვი­ტე­რებს, დი­აკ­ვნებ­სა და ცის ქვეშ მთელ კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ას, ჰე­ლე­ნო­სი, ჰი­მე­ნე­ოსი, თე­ო­ფი­ლე, თე­ო­ტეკ­ნო­სი, მაქ­სი­მე, პროკ­ლე, ნი­კო­მა­სი, ელი­ა­ნო­სი, პავ­ლე, ბუ­ლა­ნო­სი, პრო­ტო­გე­ნე­სი, ჰი­ე­რაქ­სი, ევ­ტი­ქი, თე­ო­დო­რე, მალ­ქი­ონი, ლუ­კი­ო­სი და ყვე­ლა და­ნარჩე­ნი მახ­ლო­ბელ ქა­ლა­ქებ­სა და ხალ­ხებ­ში ჩვენ­თან ერ­თად მკვიდ­რი ეპის­კო­პო­სე­ბი, პრეს­ვი­ტე­რე­ბი და დი­აკ­ვნე­ბი, და ღვთის ეკ­ლე­სი­ები, უფალ­ში საყ­ვა­რელ ძმებს, მო­კით­ხვა".

ცო­ტა ქვე­მოთ ამ სიტ­ყვებს დას­ძე­ნენ შემ­დეგს: "ამ მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი მოძღვრე­ბი­დან გან­სა­კურ­ნა­ვად ვწერ­დით და ვიწ­ვევ­დით დი­დი მან­ძი­ლით და­შო­რე­ბულ მრა­ვალ ეპის­კო­პოსს, მა­გა­ლი­თად, ალექ­სან­დრი­ა­ში მყოფ დი­ო­ნი­სე­სა და ფირ­მი­ლი­ა­ნე­საც კა­ბა­დო­კი­ი­დან, - ამ ნე­ტარ ადა­მი­ა­ნებს. მათ­გან პირ­ველ­მა მოგ­ვწე­რა ან­ტი­ო­ქი­აში, საც­თუ­რის წი­ნამძღვა­რი არც სა­უბ­რით ღირ­სყო, არც პი­რა­დად მის­წე­რა მას, არა­მედ მთელ მრევლს მის­წე­რა [ეპის­ტო­ლე], რომ­ლის ას­ლიც და­ვურ­თეთ. ფი­რა­მი­ლი­ა­ნე კი ორ­ჯერ ჩა­მო­ვი­და, დაგ­მო პავ­ლეს მი­ერ გა­მო­გო­ნი­ლი სი­ახ­ლე, რო­გორც ვი­ცით და და­ვა­მოწ­მებთ იქ დამსწრე­ნიც და სხვა მრა­ვა­ლიც, ვინც ეს უწ­ყის; იგი შე­ყოვ­ნდა, რო­დე­საც [პავ­ლემ] აღ­გვით­ქვა, რომ აზრს შე­იც­ვლი­და, სწამ­და და იმე­დოვ­ნებ­და, რომ საქ­მე სა­თა­ნა­დოდ მოგ­ვარ­დე­ბო­და მოძღვრე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე გა­კიც­ხვის გა­რე­შე; მაგ­რამ მოტ­ყუვ­და თა­ვი­სი ღმერ­თი­სა და უფ­ლის უარ­მყო­ფე­ლის მი­ერ, რო­დე­საც არ და­იც­ვა ის სარ­წმუ­ნო­ება, რო­მე­ლიც მას პირ­ვე­ლად ეპ­ყრა. ახ­ლაც აპი­რებ­და ფირ­მი­ლი­ა­ნე ან­ტი­ო­ქი­ის­კენ გამ­გზავ­რე­ბას და ტარ­სუ­სამ­დეც მი­აღ­წია, რად­გან გა­მოც­დი­ლი ჰქონ­და ამ ღვთი­სუ­არ­მყო­ფე­ლის ბო­რო­ტე­ბა. მაგ­რამ, ვიდ­რე ჩვენ ვიკ­რი­ბე­ბო­დით, მას ვიწ­ვევ­დით და მის ჩა­მოს­ვლას ვე­ლო­დე­ბო­დით, იგი აღეს­რუ­ლა".

შემ­დეგ კვლავ პავ­ლეს ცხოვ­რე­ბის წესს აღ­წე­რენ შემ­დე­გი სიტ­ყვე­ბით: "რად­გა­ნაც გა­ნუდ­გა კა­ნონს, ყალბ და უკა­ნო­ნო სწავ­ლე­ბა­ში გა­და­ვი­და, არ უნ­და გან­ვსა­ჯოთ გა­რეთ მყო­ფის საქ­მე­ები, არც ის, რომ პირ­ვე­ლად ღა­რი­ბი და გლა­ხა­კი იყო და წი­ნაპ­რე­ბი­სა­გან არა­ვი­თა­რი სიმ­დიდ­რე არ მი­უ­ღია, არც თუ ხე­ლო­ბით ან რა­ი­მე სა­სარ­გებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბით მო­უ­პო­ვე­ბია, ახ­ლა კი ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლი სიმ­დიდ­რე აქვს მოხ­ვე­ჭი­ლი ურ­ჯუ­ლო საქ­მე­ე­ბი­თა და მკრე­ხე­ლო­ბე­ბით, ძმე­ბი­სა­გან მოთ­ხოვ­ნი­თა და მა­თი და­ში­ნე­ბით; შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს ისი­ნი, რომ­ლებ­საც უსა­მარ­თლოდ ეპ­ყრო­ბი­ან და დახ­მა­რე­ბას საზ­ღა­უ­რის სა­ნაც­ვლოდ ჰპირ­დე­ბა, მა­თაც ატ­ყუ­ებს და სიც­რუ­ით მო­ი­ნა­ყო­ფებს საქ­მე­ებ­ში ჩაბ­მულ­თა­გა­ნაც, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან შემ­წუ­ხე­ბელ­თა­გან თა­ვის და­სახ­სნე­ლად მის­ცენ; თვლის, რომ ღვთის­მო­სა­ო­ბა მოხ­ვე­ჭის სა­შუ­ა­ლე­ბაა. არც იმის­თვის განვსჯით, რომ მაღ­ლად აზ­როვ­ნებს და მზვა­ობ­რობს, ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ღირ­სე­ბე­ბით იმო­სე­ბა და უფ­რო დუ­ცე­ნა­რი­უ­სად[30] სურს რომ იწო­დე­ბო­დეს, ვიდ­რე ეპის­კო­პო­სად, ამა­ყად და­დის აგო­რა­ზე, მსვლე­ლო­ბის დროს სა­ხალ­ხოდ კით­ხუ­ლობს და კარ­ნა­ხობს ეპის­ტო­ლე­ებს; და თან მრა­ვა­ლი მცვე­ლი ახ­ლავს, ზო­გი წინ, ზო­გი უკან, ისე რომ რწმე­ნა შე­სა­ჯავ­რე­ბე­ლი და სა­ძულ­ვე­ლი ჩანს მი­სი სი­ა­მა­ყი­სა და მი­სი გუ­ლის ამ­პარ­ტავ­ნე­ბის გა­მო. არც სა­ეკ­ლე­სიო სი­ნო­დებ­ზე მის მი­ერ მოწ­ყო­ბილ თაღ­ლი­თო­ბებს განვსჯით, დი­დე­ბის დევ­ნა­სა და წარ­მო­სახ­ვით მაჩვე­ნებ­ლო­ბას, და ასე ან­ცვიფ­რებს წრფელ სუ­ლებს, მა­ღა­ლი სა­ვარ­ძლით და თა­ვის­თვის შემ­ზა­დე­ბუ­ლი ტახ­ტით, რაც არ შეჰ­ფე­რის ქრის­ტეს მო­წა­ფეს.

აქვს "სეკ­რე­ტუ­მი"* რო­გორც სა­ე­რო ხე­ლი­სუ­ფალს, რა­საც ასეც უწო­დებს; ხე­ლებს თე­ძო­ზე იცემს და სა­ვარ­ძელს ფე­ხებს სცემს; და მათ, რომ­ლე­ბიც მას არ აქე­ბენ, ან ხელ­სა­ხო­ცებს არ უქ­ნე­ვენ რო­გორც თე­ატ­რში, ან შე­ძა­ხი­ლე­ბით არ იწო­ნე­ბენ და ად­გილ­ზე არ დახ­ტი­ან, კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი მის ირგვლივ მყოფ­ნი, უწეს­რი­გოდ მსმე­ნელ­ნი, არა­მედ, რო­გორც ღვთის სახ­ლში, მოკ­რძა­ლე­ბი­თა და თავ­შე­კა­ვე­ბით უს­მე­ნენ, მათ სჯის და შე­უ­რაც­ხყოფს. და ამ­ქვეყ­ნი­დან წა­სულ [ღვთის] სიტ­ყვის გან­მმარ­ტებ­ლე­ბის მი­მართ თავ­ხე­დუ­რად და უდი­ე­რად იქ­ცე­ო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე და თა­ვი­სი თა­ვის შე­სა­ხებ მე­დი­დუ­რად ლა­პა­რა­კობ­და, თით­ქოს არა ეპის­კო­პო­სი არა­მედ სო­ფის­ტი და თაღ­ლი­თი ყო­ფი­ლი­ყო. ჩვე­ნი უფ­ლის იე­სო ქრის­ტეს მი­მართ წარ­მოთ­ქმუ­ლი ფსალ­მუ­ნე­ბის გა­ლო­ბა კი შეწ­ყვი­ტა, რო­გორც ახა­ლი კა­ცე­ბის მი­ერ ახ­ლად შექ­მნი­ლი თხზუ­ლე­ბე­ბი, და აღ­დგო­მის დიდ დღეს შუა ეკ­ლე­სი­ა­ში სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი მიძღვნი­ლი ფსალ­მუ­ნე­ბის­თვის ქა­ლე­ბი ისე მო­ამ­ზა­და, რომ მათ მსმე­ნელს ჟრუ­ან­ტე­ლი და­უვ­ლი­და. ასე­ვე მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბი­სა და ქა­ლა­ქე­ბის ეპის­კო­პო­სებ­სა და პრეს­ვი­ტე­რებს, რომ­ლე­ბიც მის წი­ნა­შე პირ­მოთ­ნე­ობ­დნენ, ხალ­ხის წი­ნა­შე ქა­და­გე­ბის ნე­ბას რთავ­და. რად­გან არ სურს, ჩვენ­თან აღი­ა­როს ღვთის ძე ცი­დან ჩა­მო­სუ­ლად (რა­თა წინ­და­წინ აღ­ვნიშ­ნოთ რა­იმე, რის და­წე­რა­საც ვა­პი­რებთ; და ეს ით­ქმე­ბა არა ლი­ტო­ნი სიტ­ყვით, არა­მედ მრა­ვალ ად­გი­ლას ჩანს იმ ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან[31], რომ­ლე­ბიც გა­ვაგ­ზავ­ნეთ, და სუ­ლაც არ არის ყვე­ლა­ზე ცო­ტა [ისე­თი ად­გი­ლე­ბი], სა­დაც ამ­ბობს, რომ იე­სო ქრის­ტე ქვე­მო­დან არის); მის­და­მი მიძღვნი­ლი ფსალ­მუ­ნე­ბის მგა­ლო­ბელ­ნი და ხოტ­ბის შემსხმელ­ნი ხალ­ხში ამ­ბო­ბენ, რომ მა­თი უღ­მერ­თო მოძ­ღვა­რი ცი­დან ჩა­მო­სუ­ლი ან­გე­ლო­ზია. და ამას არ უკ­რძა­ლავს მათ, არა­მედ ამის თქმის დროს იქ­ვე იმ­ყო­ფე­ბა ამ­პარ­ტა­ვა­ნი. მი­სი და მის ირგვლივ მყო­ფი პრეს­ვი­ტე­რე­ბი­სა და დი­აკ­ვნე­ბის "სი­ნი­საქტ" ქა­ლებს**, რო­გორც მათ ან­ტი­ო­ქი­ე­ლე­ბი უწო­დე­ბენ, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ფა­რავს ამ და სხვა თა­ვის უკურ­ნე­ბელ ცოდ­ვებს (თუმ­ცა იცის და კი­დე­ვაც ამ­ხი­ლა ისი­ნი), რა­თა ისი­ნი და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰყავ­დეს, და, რო­დე­საც იგი სიტ­ყვე­ბი­თა და საქ­მე­ე­ბით უსა­მარ­თლო­ბას სჩა­დის, სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო ში­შით ვერ ბე­და­ვენ, მას ბრა­ლი დას­დონ; არა­მედ გა­ამ­დიდ­რა ისი­ნი, რის­თვი­საც უყ­ვართ და ეთაყ­ვა­ნე­ბი­ან ასე­თი საქ­მე­ე­ბი­სად­მი მოს­წრა­ფე­ნი. რა­ტომ უნ­და აღ­ვწე­როთ ეს საქ­მე­ები? მაგ­რამ ვი­ცით, საყ­ვა­რელ­ნო, რომ ეპის­კო­პო­სო­ბა და მღვდლო­ბა მთლი­ა­ნად ყვე­ლა კე­თი­ლი საქ­მის მა­გა­ლი­თი უნ­და იყოს ხალ­ხი­სათ­ვის, და არც იმის უმე­ცა­რი ვართ, თუ რამ­დე­ნი და­ე­ცა თა­ვის­თან ქა­ლე­ბის ("სი­ნი­საქ­ტე­ბის" - მთარგ.) შეყ­ვა­ნით, ზო­გი­ერ­თი კი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია. ასე რომ, თუნ­დაც ვინ­მეს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­დეს იმის უნა­რი, რომ არა­ვი­თა­რი აღ­ვი­რახ­სნი­ლი საქ­ცი­ე­ლი არ ჩა­ი­დი­ნოს, მა­ინც სა­ჭი­როა, რომ ასე­თი საქ­მი­დან აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ეჭ­ვი თა­ვი­დან აი­ცი­ლოს, რა­თა ვინ­მე არ დაბ­რკოლ­დეს, სხვე­ბი კი მი­სა­ბა­ძად არ წა­ა­ქე­ზოს. რად­გან რო­გორ გა­კიც­ხავს ან შე­ა­გო­ნებს სხვას, რომ მე­ტად აღარ ურ­თი­ერ­თობ­დეს ქალ­თან და თა­ვი და­იც­ვას, რა­თა ფე­ხი არ და­უც­დეს, რო­გორც და­წე­რი­ლია, ის, ვინც ერ­თი უკ­ვე გა­უშ­ვა, მაგ­რამ ორი გა­ფურჩქნუ­ლი და მშვე­ნი­ე­რი სა­ხის მქო­ნე თა­ვის­თან ჰყავს, და სა­დაც კი მი­დის, თან ახ­ლავს, და ასე განცხრო­მი­თა და სი­მაძ­ღრით ცხოვ­რობს? ამის გა­მო ყვე­ლა გმი­ნავს და გლო­ვობს თა­ვის­თვის, ისე ეში­ნი­ათ მი­სი ტი­რა­ნი­ი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის, რომ ვერ ბე­და­ვენ მის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას. რო­გორც ზე­მოთ ვახ­სე­ნეთ, ამის გა­მოს­წო­რე­ბის­კენ შეძ­ლებ­და ვინ­მე, კა­თო­ლი­კე გო­ნე­ბის მქო­ნე და ჩვენ შო­რის აღ­რაც­ხი­ლი კა­ცი, მო­ე­წო­დე­ბია, მაგ­რამ არ მიგ­ვაჩნია, რომ სა­ი­დუმ­ლოს დამ­ცი­ნავ­სა და არ­ტე­მას[32] (რა­ტომ არ უნ­და გა­ვაც­ხა­დოთ მი­სი მა­მა?) სა­ძა­გე­ლი მწვა­ლებ­ლო­ბით მო­ქა­დულს ამ საქ­მე­ე­ბის გა­მო პა­სუ­ხი უნ­და მოვ­თხო­ვოთ".

შემ­დეგ, ეპის­ტო­ლის და­სას­რულს, ამას დას­ძე­ნენ: `იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით ღვთის წი­ნა­აღ­მდეგ გან­წყო­ბი­ლი და უკან არ დამ­ხე­ვი გან­გვეკ­ვე­თა, მის ნაც­ვლად ღვთის წი­ნა­გან­გე­ბით, რო­გორც გვწამს, სხვა ეპის­კო­პო­სი დაგ­ვე­ყე­ნე­ბია კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის, ამა­ვე სამ­რევ­ლოს წი­ნა გა­მოჩე­ნი­ლი მე­თა­უ­რის, ნე­ტა­რი დე­მეტ­რი­ა­ნეს ძე დომ­ნა[33], ეპის­კო­პო­სი­სათ­ვის შე­სა­ფე­რი­სი ყვე­ლა სი­კე­თით შემ­კო­ბი­ლი, და თქვენც გა­გიც­ხა­დეთ, რა­თა მას მის­წე­როთ და მის­გან მი­ი­ღოთ თა­ნა­ზი­ა­რე­ბის წე­რი­ლე­ბი. მან კი მის­წე­როს არ­ტე­მას და არ­ტე­მას თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი მას თა­ნა­ე­ზი­ა­რონ".

რო­დე­საც პავ­ლე სარ­წმუ­ნო­ე­ბის მართლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან ერ­თად ეპის­კო­პო­სო­ბი­და­ნაც გან­ვარ­და, რო­გორც ით­ქვა, ან­ტი­ო­ქი­ა­ში ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რე­ბა მი­ი­ღო დომ­ნამ. მაგ­რამ რად­გან პავ­ლეს არ სურ­და ეკ­ლე­სი­ის სახ­ლი­დან გას­ვლა, იმ­პე­რა­ტორ ავ­რე­ლი­ა­ნეს მი­მარ­თეს თხოვ­ნით, რო­მელ­მაც ამ საქ­მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა მი­იღო: სახ­ლი მათ მი­ა­კუთ­ვნა, რომ­ლებ­თა­ნაც იტა­ლი­ა­სა და რო­მა­ელ­თა ქა­ლაქ­ში მყოფ მოძღვრე­ბის ეპის­კო­პო­სებს ექ­ნე­ბო­დათ მი­მო­წე­რა. ამ­გვა­რად, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ამ­ქვეყ­ნი­უ­რი მმარ­თვე­ლის მი­ერ ეკ­ლე­სი­ი­დან უკი­დუ­რე­სი სირცხვი­ლით იქ­ნა გა­ძე­ვე­ბუ­ლი.

ასე­თი იყო იმ დროს ჩვენს მი­მართ ავ­რე­ლი­ანე. მაგ­რამ რო­დე­საც მი­სი მმარ­თვე­ლო­ბის საქ­მე წარ­მა­ტე­ბით მი­დი­ოდა, ჩვენს შე­სა­ხებ და­იწ­ყო სხვაგ­ვა­რად ფიქ­რი, ზო­გი­ერ­თე­ბის რჩე­ვით უკ­ვე აღიძ­რა, რომ ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­ეწ­ყო დევ­ნუ­ლე­ბა და ამის გარ­შე­მო ყველ­გან დი­დი მით­ქმა-მოთ­ქმა იყო. მაგ­რამ უკ­ვე მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, და თით­ქმის შე­იძ­ლე­ბო­და გვეთ­ქვა, რომ ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ დეკ­რე­ტე­ბი და­წე­რი­ლი იყო, რო­ცა ღვთის სა­მარ­თა­ლი ეწია მას და ამ გან­ზრახ­ვი­სათ­ვის ხე­ლე­ბი შე­უკ­რა. ბრწყინ­ვა­ლედ აჩვე­ნა ყვე­ლას, რომ ამ­ქვეყ­ნი­უ­რი მმარ­თვე­ლე­ბის­თვის არა­სო­დეს იქ­ნე­ბო­და იო­ლი ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოს­ვლა, თუ არა მა­შინ, რო­ცა ჩვენ­თვის მებ­რძო­ლი ხე­ლი საღ­ვთო და ცი­უ­რი გან­სჯით აღზრდი­სა და მოქ­ცე­ვის გუ­ლის­თვის ამის აღ­სრუ­ლე­ბას და­უთ­მობს გზას, იმ ჟამს, რო­დე­საც სათ­ნო იჩენს. ექვსწლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ ავ­რე­ლი­ა­ნე შეც­ვა­ლა პრო­ბუს­მა[34]. ის კი იმ­დე­ნი­ვე წლის მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ შეც­ვა­ლა კა­რუს­მა შვი­ლებ­თან, კა­რი­ნუს­თან და ნუ­მე­რი­ა­ნუს­თან[35], ერ­თად. რო­დე­საც ისი­ნი სრუ­ლი სა­მი წე­ლი არ დარჩე­ნი­ლან [ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში], ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კვლავ დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს გა­და­ე­ცა და მის შემ­დეგ მო­სუ­ლებ­ზე, რო­მელ­თა დრო­საც დას­რულ­და ჩვე­ნი დრო­ის დევ­ნუ­ლე­ბა და ამ პე­რი­ოდ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ნგრე­ვა ეკ­ლე­სი­ე­ბი­სა.

მაგ­რამ ამის წინ ცო­ტა ხნით ად­რე, რომ­ში დი­ო­ნი­სეს ცხრა წლი­ა­ნი ეპის­კო­პო­სო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მსა­ხუ­რე­ბა ფე­ლიქსს გა­და­ე­ცა[36].

ამა­ვე დროს ერ­თი შეშ­ლი­ლი კა­ცი[37], დე­მო­ნუ­რი მწვა­ლებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით სა­ხელ­დე­ბუ­ლი, შეი­ა­რაღ­და ცთო­მი­ლი აზ­როვ­ნე­ბით, რო­დე­საც დე­მონ­მა, თვით ღვთისმბრძოლ­მა სა­ტა­ნამ, მრა­ვალ­თა და­სა­ღუ­პად წინ წა­მო­წია ეს კა­ცი. თვი­თონ იგი სიტ­ყვი­თა და ქცე­ვით ბარ­ბა­რო­სუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესს ავ­ლენ­და, ბუ­ნე­ბით დე­მო­ნუ­რი და შეშ­ლი­ლი ვინ­მე იყო, ამ თვი­სე­ბე­ბის მი­დევ­ნე­ბით ცდი­ლობ­და ქრის­ტედ წარ­მო­ედ­გი­ნა თა­ვი, ზოგ­ჯერ თა­ვის­თავს ნუ­გე­შის­მცე­მე­ლად და თვით სუ­ლი­წმინ­დად აც­ხა­დებ­და, სიშ­ლე­გით იყო დაბ­რმა­ვე­ბუ­ლი, ზოგ­ჯერ კი, რო­გორც ქრის­ტე, ახა­ლი მოძღვრე­ბის გამ­ზი­ა­რებ­ლე­ბად თორ­მეტ მო­წა­ფეს ირჩევ­და. ცრუ და უღ­მერ­თო მოძღვრე­ბებს კი დი­დი ხნის წინ ჩამ­ქრა­ლი ათა­სო­ბით უღ­მერ­თო მწვა­ლებ­ლო­ბე­ბი­სა­გან შე­მოკ­რებ­და და სპარ­სე­თი­დან ჩვე­ნი მსოფ­ლიო*** რო­გორც რამ სა­სიკ­ვდი­ლო შხა­მით მო­წამ­ლა, ვის­გა­ნაც მა­ნი­ქე­ველ­თა უწ­მინ­დუ­რი სა­ხე­ლი ახ­ლან­დელ დრომ­დეც ბევ­რგან არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ასე­თი იყო ამ ცრუ ცოდ­ნის სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ჟამს აღ­მო­ცენ­და.

ამ დროს, რო­მა­ელ­თა ეკ­ლე­სი­ა­ში ხუთ­წლი­ა­ნი მე­თა­უ­რო­ბის შემ­დეგ, ფე­ლიქ­სი შეც­ვა­ლა ევ­ტი­ქი­ა­ნოს­მა[38]. მას სრუ­ლი ათი თვე არ და­უს­რუ­ლე­ბია, რომ ად­გი­ლი ჩვენს თა­ნა­მედ­რო­ვე გაი­ოზს[39] დარჩა. და მას შემ­დეგ, რაც იგი თხუთ­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­თა­უ­რი იყო, მარ­კე­ლი­ა­ნო­სი დად­გა მის მო­ნაც­ვლედ, სწო­რედ იგი, ვი­საც თავს და­ატ­ყდა დევ­ნუ­ლე­ბა[40].

მათ დროს ან­ტი­ო­ქი­ელ­თა ეპის­კო­პო­სო­ბას დომ­ნას შემ­დეგ წა­რუძ­ღვა ტი­მე­ოსი, რო­მე­ლიც ჩვენს დრო­ში შეც­ვა­ლა კი­რი­ლემ[41], რომ­ლის დრო­საც ვი­ცით, რომ იყო ერ­თი სწავ­ლუ­ლი კა­ცი, დო­რო­თე, ან­ტი­ო­ქი­ა­ში პრეს­ვი­ტე­რად ღირსქმნი­ლი. იგი საღ­ვთო საგ­ნე­ბის მი­მართ მშვე­ნი­ე­რე­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით გა­მო­ირჩე­ო­და და ებ­რა­უ­ლი ენის შეს­წავ­ლა­ზე ზრუ­ნავ­და, ისე რომ თვით ებ­რა­ულ წმინ­და წე­რი­ლებს ღრმა ცოდ­ნით კით­ხუ­ლობ­და. იგი ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­სა და ელი­ნუ­რი დაწ­ყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის უმე­ცა­რი არ ყო­ფი­ლა; მაგ­რამ ბუ­ნე­ბით სა­ჭუ­რი­სი იყო, თვით შო­ბი­დან­ვე იყო ასე­თი, ისე რომ ამის გა­მო იმ­პე­რა­ტორ­მა იგი დაი­ახ­ლო­ვა რო­გორც რამ სას­წა­უ­ლებ­რი­ვი კა­ცი და ტვი­როს­ში მე­წა­მუ­ლი ფე­რის სამ­ღებ­როს ზე­დამ­ხედ­ვე­ლის პა­ტი­ვი უბო­ძა. რო­დე­საც იგი წმინ­და წე­რილს ეკ­ლე­სი­ა­ში ზო­მი­ე­რად გან­მარ­ტავ­და, მე ვუს­მენ­დი მას.

კი­რი­ლეს შემ­დეგ ან­ტი­ო­ქი­ელ­თა სამ­რევ­ლოს ეპის­კო­პო­სო­ბა ტი­რა­ნოს­ზე[42] გა­და­ვი­და, რომ­ლის დრო­საც ეკ­ლე­სი­ებ­ზე შე­მო­ტე­ვამ თა­ვის მწვერ­ვალს მი­აღ­წია.

ლა­ო­დი­კი­ა­ში სოკ­რა­ტეს შემ­დეგ სამ­რევ­ლოს წი­ნამძღვრობ­და ევ­სე­ბი[43], რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით იყო ქა­ლაქ ალექ­სან­დრი­ი­დან. მი­სი გა­და­სახ­ლე­ბის მი­ზე­ზი იყო პავ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კით­ხი. ამის გა­მო სი­რი­ა­ში ჩა­სუ­ლი და­ყოვ­ნე­ბულ იქ­ნა საღ­ვთო საგ­ნე­ბის მი­მართ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­შურ­ნე­ე­ბის მი­ერ. იგი იყო ჩვენს თა­ნა­მედ­რო­ვე­თა შო­რის ღვთის­მო­სა­ო­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი რამ ნი­მუ­ში, რო­გორც ეს დი­ო­ნი­სეს ზე­მოთ გად­მო­ცე­მუ­ლი სიტ­ყვე­ბი­დან ად­ვი­ლად ამო­ი­კით­ხე­ბა. მი­სი მო­ნაც­ვლე იყო ანა­ტო­ლი[44], რო­გორც ამ­ბობ­დნენ, კე­თი­ლის შემ­დეგ დად­გი­ნე­ბუ­ლი კე­თი­ლი. წარ­მო­შო­ბით ისიც ალექ­სან­დრი­ე­ლი იყო, გან­სწავ­ლუ­ლო­ბის, ელი­ნუ­რი აღზრდი­სა და ფი­ლო­სო­ფი­ის გა­მო ჩვენ­თან გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხე­ლო­ვან­თა შო­რის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ეკა­ვა; არით­მე­ტი­კის, გე­ო­მეტ­რი­ის, ას­ტრო­ნო­მი­ი­სა და სხვა, დი­ა­ლექ­ტი­კი­სა თუ ფი­ზი­კის ხედ­ვებ­ში და რი­ტო­რი­კის ხე­ლოვ­ნე­ბა­ში მწვერ­ვა­ლამ­დე იყო ასუ­ლი. წე­რი­ლო­ბი­თი წყა­როს თა­ნახ­მად, ამის გა­მო ად­გი­ლობ­რივ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა იგი ალექ­სან­დრი­ა­ში არის­ტო­ტე­ლეს მო­ნაც­ვლე­ო­ბის [გამგრძე­ლე­ბე­ლი] სას­წავ­ლებ­ლის და­არ­სე­ბის ღირ­სი გა­ხა­დეს. მის ათას სხვა კე­თილ­შო­ბი­ლურ საქ­ცი­ელ­საც იხ­სე­ნე­ბენ ალექ­სან­დრი­ა­ში პი­რუ­ხე­უ­მის[45] ალ­ყის დროს ჩა­დე­ნილს და ყვე­ლა მა­გის­ტრა­ტის მი­ერ გა­მორჩე­უ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით იქ­ნა პა­ტივ­დე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თის­თვის გა­ვიხ­სე­ნებ მხო­ლოდ ერთ შემთხვე­ვას. ამ­ბო­ბენ, რომ, რო­დე­საც ალ­ყა­ში მყოფთ ხორ­ბა­ლი შე­მო­აკ­ლდათ და შიმ­ში­ლო­ბა გა­რე­შე მტერ­ზე უფ­რო აუ­ტა­ნე­ლი გახ­და, ზე­მოხ­სე­ნე­ბულ­მა პი­როვ­ნე­ბამ, რო­მე­ლიც იქ იმ­ყო­ფე­ბო­და, ასე გა­ნა­გო. რო­დე­საც ქა­ლა­ქის სხვა ნა­წი­ლი იბ­რძო­და რო­მა­ულ ჯარ­თან ერ­თად და ამი­ტომ არ იყო ალ­ყით მო­ცუ­ლი, ევ­სე­ბიმ (რად­გან მა­შინ ჯერ კი­დევ იქ იმ­ყო­ფე­ბო­და სი­რი­ა­ში გა­და­სახ­ლე­ბამ­დე), ალ­ყით მო­უც­ველ­თა შო­რის მყოფ­მა, დი­დე­ბა და სა­ხე­ლი მო­იხ­ვე­ჭა, რა­მაც რო­მა­ელ სარ­დლამ­დეც მი­აღ­წია. მას­თან ანა­ტო­ლიმ გაგ­ზავ­ნა და შიმ­ში­ლით და­ღუპ­ვის პი­რას მყოფ­თა შე­სა­ხებ აც­ნო­ბა. მან კი, რო­დე­საც გა­იგო, რო­მა­ელ­თა სტრა­ტეგს სთხო­ვა, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა­გან გად­მო­სუ­ლე­ბი­სათ­ვის, რო­გორც რამ უდი­დე­სი მად­ლი, ხსნა მი­ე­ნი­ჭე­ბია. რო­დე­საც მი­ი­ღო თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, ანა­ტო­ლის აც­ნო­ბა. მან კი პი­რო­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე მყის­ვე მო­იწ­ვია ალექ­სან­დრი­ელ­თა სა­თათ­ბი­რო და პირ­ველ რიგ­ში ყვე­ლას სთხო­ვა მე­გობ­რუ­ლი მარ­ჯვე­ნა გა­ე­წო­დე­ბი­ათ რო­მა­ე­ლე­ბის­თვის. მაგ­რამ, რო­გორც კი და­ი­ნა­ხა, რომ ამ სიტ­ყვის გა­მო გა­სას­ტიკ­დნენ, თქვა: "არა მგო­ნია, რომ უნ­და შე­მე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ იმის გა­მო, თუ­კი გირჩევთ, რომ თვით ჩვენ­თვის ზედ­მეტ­სა და არა­ფერ­ში გა­მო­სა­დეგს, მო­ხუც ქა­ლებს, ჩვი­ლებ­სა და მო­ხუც კა­ცებს ნე­ბა მივ­ცეთ კა­რიბ­ჭის გა­რეთ გა­ვიდ­ნენ, რო­გორც მათ სურთ. რად­გან ტყუ­ი­ლად რის­თვის გვყავს ჩვენ­თან ისი­ნი, რომ­ლე­ბიც სიკ­ვდი­ლის პი­რას იმ­ყო­ფე­ბი­ან? რა­ტომ ვტან­ჯავთ შიმ­ში­ლით ხე­იბ­რებ­სა და სხე­უ­ლით და­სა­ხიჩრე­ბუ­ლებს, რო­დე­საც ქა­ლა­ქის და­სა­ცა­ვად კა­ცე­ბი­სა და ჭა­ბუ­კე­ბის საკ­ვე­ბად სა­ჭი­რო ხორ­ბა­ლი უნ­და დავ­ზო­გოთ?" ასეთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს კრე­ბა და­ე­მორჩილა, პირ­ვე­ლად ად­გნენ და ხმა მის­ცეს, რომ ყვე­ლა, ვინც არ იყო ჯა­რის­თვის გა­მო­სა­დე­გი, ქა­ლა­ქი­დან გა­ეშ­ვათ, რად­გან რომ და­ე­ტო­ვე­ბი­ათ ისი­ნი და ქა­ლაქ­ში უსარ­გებ­ლოდ ეც­ხოვ­რათ, გა­დარჩე­ნის იმე­დი აღარ ექ­ნე­ბო­დათ და შიმ­ში­ლის­გან და­ი­ღუ­პე­ბოდ­ნენ. რო­დე­საც თათ­ბი­რის დროს ყვე­ლა და­ნარჩე­ნი ამა­ზე შე­თანხმდა, მცი­რე­დი დარჩა იმის გა­სა­კე­თებ­ლად, რომ ყვე­ლა ალ­ყა­ში მყო­ფი გა­და­ერჩინა. პირ­ველ რიგ­ში იზ­რუ­ნა იმა­ზე, რომ ეკ­ლე­სი­ი­დან, შემ­დეგ კი სხვა ად­გი­ლე­ბი­და­ნაც, ქა­ლაქ­ში მყო­ფი ყვე­ლა ასა­კის მქო­ნე გაქ­ცე­უ­ლი­ყო; და არა მხო­ლოდ ხმის მი­ცე­მით განჩი­ნე­ბულ­ნი, არა­მედ ამ სა­ბა­ბით ათა­სო­ბით სხვაც, ქა­ლის ტა­ნი­სა­მოსს შე­ფა­რე­ბულ­ნი წა­ვიდ­ნენ და მი­სი მზრუნ­ვე­ლო­ბით ღა­მით კა­რიბ­ჭე გა­ა­ღეს და რო­მა­ელ­თა ჯა­რი­სა­კენ გა­ე­მარ­თნენ. იქ ხანგრძლი­ვი ალ­ყის გა­მო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­ნი ყვე­ლა მთე­ლი წი­ნა­გან­გე­ბი­თა და ყუ­რად­ღე­ბით მი­ი­ღო ევ­სე­ბიმ, რო­გორც მა­მამ და მკურ­ნალ­მა. ლა­ო­დი­კი­ის ეკ­ლე­სია მო­ნაც­ვლე­ო­ბის მი­ხედ­ვით ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ორი ასე­თი მწყემ­სის ღირ­სი გახ­და, რომ­ლე­ბიც ღვთის მზრუნ­ვე­ლო­ბით ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ომის შემ­დეგ ალექ­სან­დრი­ელ­თა ქა­ლა­ქი­დან ამ ად­გი­ლას გა­და­ვიდ­ნენ. მარ­თა­ლია, ბევ­რი არ არის ანა­ტო­ლის მი­ერ ნაღ­ვა­წი თხზუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ჩვე­ნამ­დე იმ­დენ­მა მო­აღ­წია, რომ მა­თი მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ვი­გოთ მი­სი მჭერ­მეტ­ყვე­ლე­ბა­ცა და დი­დი გან­სწავ­ლუ­ლო­ბაც. მათ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მოგ­ვიდ­გენს თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბებს პა­სე­ქის შე­სა­ხებ. აქე­დან აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ამ შემთხვე­ვი­სათ­ვის შემ­დე­გი ად­გი­ლის გახ­სე­ნე­ბა.

----------------------------------------------------------

* მსაჯულის ან მაგისტრის პირადი ოთახი - მთარგ.

** სულიერი "დები" - მთარგ.

*** იგულისხმება რომის იმპერია - მთარგ.

 

პა­სე­ქის შე­სა­ხებ ანა­ტო­ლის კა­ნო­ნე­ბი­დან

"ამი­ტომ, პირ­ველ წელს ახალმთვა­რე­ო­ბა პირ­ვე­ლი თვი­სა, რო­მე­ლიც არის მთე­ლი ცხრა­მეტ­წლი­ა­ნი ციკ­ლის და­საწ­ყი­სი, ეგ­ვიპ­ტელ­თა მი­ხედ­ვით მო­დის ფა­მე­ნო­თის[46] 26 რიცხვზე, მა­კე­დო­ნელ­თა თვე­ე­ბის მი­ხედ­ვით კი დის­ტრუ­სის[47] 22‑ზე, ხო­ლო რო­გორც რო­მა­ე­ლე­ბი იტ­ყვი­ან, აპ­რი­ლის კა­ლენ­დე­ბის წინ 11 რიცხვზე. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ფა­მე­ნო­თის 22 რიცხვში მზე აღ­მოჩნდე­ბა არა მხო­ლოდ შე­სუ­ლი ზო­დი­ა­ქოს პირ­ველ ნი­შან­ში, არა­მედ უკ­ვე მე­ოთ­ხე დღე იქ­ნე­ბა, რაც მას­ში გა­დის. ეს ნი­შა­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ იწო­დე­ბა თორ­მეტ­ნა­წი­ლე­დის პირ­ველ ნიშ­ნად, დღე­ღამ­სწო­რო­ბის [ნიშ­ნად], თვე­ე­ბის და­საწ­ყი­სად, ციკ­ლის თა­ვად და პლა­ნე­ტა­თა სრბო­ლის საწ­ყის წერ­ტი­ლად, ხო­ლო წი­ნა ნი­შა­ნი კი არის უკა­ნას­კნე­ლი თვი­სა და თორ­მეტ­ნა­წი­ლე­დის მე­თორ­მე­ტე, და­მა­ბო­ლო­ე­ბე­ლი ნი­შა­ნი და პლა­ნე­ტე­ბის პე­რი­ო­დის და­სას­რუ­ლი. ამი­ტომ ვინც მას­ზე და­დო პირ­ვე­ლი თვე და ამის მი­ხედ­ვით მი­ი­ღეს აღ­დგო­მის მე­ორ­მო­ცე დღე, ვამ­ბობთ, რომ არ ცდე­ბი­ან არც მცი­რე­დით, არც შემთხვე­ვით. და ეს არ არის ჩვე­ნი სიტ­ყვა, არა­მედ ეს იცოდ­ნენ ძველ­მა და ქრის­ტემ­დე მცხოვ­რებ­მა იუ­დე­ვე­ლებ­მა და ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით იცავ­დნენ. ამის გა­გე­ბა კი შე­იძ­ლე­ბა ფი­ლო­ნის, იო­სე­ბი­სა და მუ­სე­ო­სის ნათ­ქვამ­თა­გან, და არა მხო­ლოდ მათ­გან, არა­მედ უფ­რო ძველ­თა­გა­ნაც, ორი­ვე აგა­თო­ბუ­ლის­გან, არის­ტო­ბუ­ლე დი­დის მოძღვრე­ბად წო­დე­ბულ­თა­გან. იგი აღ­რაც­ხუ­ლი იყო სა­მოც­და­ათ­თა შო­რის, რომ­ლებ­მაც ებ­რა­უ­ლი წმინ­და და საღ­ვთო წე­რი­ლე­ბი გა­და­თარგმნეს პტო­ლე­მე­ოს ფი­ლა­დელ­ფო­სის­თვის და მი­სი მა­მის­თვის, და მან მო­სეს რჯუ­ლის გან­მარ­ტე­ბე­ბის შემ­ცვე­ლი წიგ­ნე­ბი მი­უძღვნა იმა­ვე მე­ფე­ებს. მათ გა­დაჭ­რეს "გა­მოს­ვლა­თა" წიგ­ნთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი სა­კით­ხე­ბი, თქვეს, რომ პა­სე­ქის მსხვერ­პლი ყვე­ლამ თა­ნას­წო­რად უნ­და შეს­წი­როს გა­ზაფ­ხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი თვის შუ­აში; ეს კი აღ­მოჩნდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც მზე გა­დის მზი­უ­რის, ან, რო­გორც ზო­გი­ერ­თე­ბი უწო­დე­ბენ, ზო­დი­ა­ქოს ციკ­ლის პირ­ველ ნი­შანს. არის­ტო­ბუ­ლე დას­ძენს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არის, პა­სე­ქის დღე­სას­წა­ულს არა მხო­ლოდ მზე გა­დი­ო­დეს დღე­ღამ­სწო­რო­ბის ნი­შანს, არა­მედ აგ­რეთ­ვე მთვა­რე. რად­გან დღე­ღამ­სწო­რო­ბის ნი­შა­ნი არის ორი, გა­ზაფ­ხუ­ლის და შე­მოდ­გო­მის, და დი­ა­მეტ­რუ­ლად არი­ან ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი, და რო­დე­საც პა­სე­ქის დღე მო­დის თვის მე­თოთ­ხმე­ტე დღე სა­ღა­მოს შემ­დეგ, მთვა­რე დგას მზის დი­ა­მეტ­რუ­ლად სა­პი­რის­პი­რო ად­გი­ლას, რაც შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სას. მათ­გან ნათ­ქვა­მი სხვა მრა­ვა­ლიც ვი­ცი, ზო­გი და­მა­ჯე­რე­ბე­ლია, ზო­გი კი ურ­ყევ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად არის წა­მო­წე­ული, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით ცდი­ლო­ბენ და­ად­გი­ნონ, რომ ყო­ველ­თვის დღე­ღამ­სწო­რო­ბის შემ­დეგ უნ­და იზე­ი­მონ პა­სე­ქი­სა და უფუ­ა­რო­ბის დღე­სას­წა­ული. მე გვერდს ავუვ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ასეთ სა­ფუძ­ველს და მო­ვით­ხოვ მათ­გან, რო­მელ­თათ­ვი­საც მო­სეს რჯულ­ზე გა­დახ­დი­ლია სა­ფარ­ვე­ლი, ამი­ე­რი­დან და­უ­ფა­რა­ვი პი­რით ყო­ველ­თვის უჭ­ვრი­ტონ სარ­კე­ში ქრი­ტეს და მის საქ­მე­ებს, სწავ­ლე­ბებ­სა და ვნე­ბებს. ის, რომ ებ­რა­ე­ლებ­თან პირ­ვე­ლი თვე არის დღე­ღამ­სწო­რო­ბის მახ­ლობ­ლად, ჩანს აგ­რეთ­ვე "ენუ­ქის წიგ­ნის" სწავ­ლე­ბე­ბი­დან[48]".

მან­ვე დაგ­ვი­ტო­ვა სრულ ათ წიგ­ნად "არით­მე­ტი­კის შე­სა­ვა­ლი", ასე­ვე საღ­ვთო საგ­ნებ­ში მი­სი მე­ცა­დი­ნე­ო­ბი­სა და ღრმა ცოდ­ნის სხვა ნი­მუ­შე­ბიც. სა­ე­პის­კო­პო­სოდ მას ხე­ლი და­ას­ხა პა­ლეს­ტი­ნის კე­სა­რი­ის პირ­ველ­მა ეპის­კო­პოს­მა თე­ო­ტეკ­ნოს­მა, რო­მე­ლიც სთხოვ­და გან­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ თა­ვის მო­ნაც­ვლედ დად­გო­მას იმა­ვე საკ­რე­ბუ­ლო­სათ­ვის, და მცი­რე ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი­ვე მე­თა­უ­რობ­და ერ­თსა და იმა­ვე ეკ­ლე­სი­ას. მაგ­რამ რო­დე­საც ან­ტი­ო­ქი­ა­ში პავ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ­მა სი­ნოდ­მა მი­იწ­ვია, ლა­ო­დი­კი­ელ­თა ქა­ლა­ქის გავ­ლი­სას ად­გი­ლობ­რივ ძმა­თა­გან და­კა­ვე­ბულ იქ­ნა, რო­დე­საც ევ­სე­ბი მი­ძი­ნე­ბუ­ლი იყო.

და რო­დე­საც ანა­ტო­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ად­გი­ლობ­რივ სამ­რევ­ლო­ში დევ­ნუ­ლე­ბის წინ უკა­ნას­კნელ ეპის­კო­პო­სად დად­გე­ნილ იქ­ნა სტე­ფა­ნე. იგი ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და სხვა ელი­ნურ მოძღვრე­ბებ­ში გან­სწავ­ლუ­ლი მრა­ვალ­თა აღ­ტა­ცე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­და, მაგ­რამ მსგავ­სად­ვე არ იყო გან­წყო­ბი­ლი საღ­ვთო რწმე­ნის მი­მართ, რო­გორც ამა­ში ამ­ხი­ლა დევ­ნუ­ლე­ბის ჟა­მის გაგ­რძე­ლე­ბამ[49] და აჩვე­ნა, რომ ეს კა­ცი უფ­რო თვალ­თმაქ­ცი, მხდა­ლი და ჯა­ბა­ნი იყო, ვიდ­რე ჭეშ­მა­რი­ტი ფი­ლო­სო­ფო­სი. მაგ­რამ მის გა­მო ეკ­ლე­სი­ის საქ­მე­ებს ნამ­დვი­ლად არ ელო­და დაქ­ცე­ვა; ისი­ნი გა­მოს­წორ­და თვით ღვთის, ყო­ველ­თა მაც­ხოვ­რის მი­ერ და მყის­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი საკ­რე­ბუ­ლოს ეპის­კო­პო­სად თე­ო­დო­ტე წარ­მოჩნდა[50]. ამ კაც­მა თვით საქ­მე­ე­ბით ჭეშ­მა­რი­ტი გა­ხა­და სა­უფ­ლო სა­ხე­ლი­ცა და ეპის­კო­პო­სო­ბაც. რად­გან მან სხე­ულ­თა სამ­კურ­ნა­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­ში მო­ი­პო­ვა პირ­ვე­ლი ად­გი­ლი, სუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში კი ადა­მი­ან­თა­გან ასე­თი სხვა არა­ვინ მო­ი­ძებ­ნე­ბო­და კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბის, წრფე­ლი თა­ნაგრძნო­ბის, და მის­გან დახ­მა­რე­ბის მთხოვ­ნელ­თად­მი მო­შურ­ნე­ო­ბის გა­მო, აგ­რეთ­ვე დი­დად იყო გაწრთვნი­ლი საღ­ვთო სწავ­ლე­ბებ­ში. ასე­თი იყო იგი.

მაგ­რამ პა­ლეს­ტი­ნის კე­სა­რი­აში, მას შემ­დეგ, რაც თე­ო­ტეკ­ნოს­მა ყვე­ლა­ზე მო­შურ­ნედ გან­ვლო ეპის­კო­პო­სის მსა­ხუ­რე­ბა, იგი შეც­ვა­ლა აგა­პი­ოს­მა. ვი­ცით, რომ იგი ბევრს შრო­მობ­და, ხალ­ხის წი­ნამძღვრო­ბის წი­ნა­გან­გე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე წრფე­ლად იღ­ვწო­და, უხ­ვი ხე­ლით ზრუ­ნავ­და ყვე­ლა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ღა­რი­ბებ­ზე. მის დროს გა­ვი­ცა­ნით ყვე­ლა­ზე სა­ხელ­განთქმუ­ლი, თვით ცხოვ­რე­ბით ჭეშ­მა­რი­ტი ფი­ლო­სო­ფო­სი და ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­რევ­ლოს ხუ­ცე­სად ღირსქმნი­ლი პამ­ფი­ლი. თუ რო­გო­რი კა­ცი იყო იგი და სა­ი­დან იყო წარ­მო­შო­ბით, ამის წარ­მოჩე­ნა არ­ცთუ პა­ტა­რა საქ­მე იქ­ნე­ბა. მი­სი ცხოვ­რე­ბის თი­თოე­უ­ლი წვრილ­მა­ნი და ის სას­წავ­ლე­ბე­ლიც, რო­მე­ლიც მან და­არ­სა, დევ­ნუ­ლე­ბის დროს სხვა­დას­ხვა აღ­სა­რე­ბე­ბით მი­სი ბრძო­ლა და მო­წა­მე­ო­ბის გვირ­გვი­ნი, რაც ყვე­ლაფ­რის­თვის და­იდ­გა თავ­ზე, მის შე­სა­ხებ შედ­გე­ნილ ცალ­კე შრო­მა­ში გი­ამ­ბეთ. იგი იყო ამ ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე საკ­ვირ­ვე­ლი პი­როვ­ნე­ბა. მათ შო­რის, რომ­ლე­ბიც ჩვენს დრო­ში ყვე­ლა­ზე იშ­ვი­ა­თი არი­ან, ალექ­სან­დრი­ის ხუ­ცეს­თა­გან ვი­ცით პი­ე­რი­უ­სი[51], და მე­ლე­ტი, პონ­ტოს ეკ­ლე­სი­ე­ბის ეპის­კო­პო­სი. პირ­ვე­ლი უმ­წვერ­ვა­ლე­სი უპო­ვა­რი ცხოვ­რე­ბი­თა და ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სწავ­ლე­ბე­ბით იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი, საღ­ვთო ხედ­ვე­ბი­თა და გან­მარ­ტე­ბე­ბით, და ეკ­ლე­სი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­უბ­რე­ბით ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლად იყო გაწვრთნი­ლი. მე­ლე­ტი კი (ატი­კის თაფლს უწო­დებ­დნენ მას სწავ­ლუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი) ისე­თი იყო რო­გორც შე­იძ­ლე­ბა აღ­წე­როს ვინ­მემ ყო­ვე­ლი­ვე­ში გან­სწავ­ლის გა­მო ყვე­ლა­ზე სრუ­ლი კა­ცი. რი­ტო­რი­კა­ში მის­მა ოს­ტა­ტო­ბამ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ღირ­სე­უ­ლი აღ­ტა­ცე­ბა და­იმ­სა­ხუ­როს, არა­მედ ამა­ზე იტ­ყოდ­ნენ, რომ მის­თვის ეს ბუ­ნებ­რი­ვი ნი­ჭი იყო. მაგ­რამ ვინ შეძ­ლებ­და აღ­მა­ტე­ბო­და მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და მრა­ვალ­გან­სწავ­ლუ­ლო­ბის სათ­ნო­ე­ბას, თუ ვიტ­ყვით, რომ მხო­ლოდ ერთ დარ­გში მის მი­ერ დაგ­რო­ვილ გა­მოც­დი­ლე­ბას აი­ღებ­და? რად­გან სიტ­ყვი­ე­რე­ბის ყვე­ლა მეც­ნი­ე­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი და გან­სწავ­ლუ­ლი კა­ცი იყო. ამის ტოლ­ძა­ლო­ვა­ნი იყო მი­სი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სათ­ნო­ე­ბე­ბიც. ვი­ცით, რომ იგი დევ­ნუ­ლე­ბის დროს პა­ლეს­ტი­ნის მხა­რე­ებ­ში მთე­ლი შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ხე­ტი­ა­ლობ­და.

ცო­ტა ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი იე­რუ­სა­ლი­მის ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პოს ჰი­მე­ნე­ო­სის შემ­დეგ მსა­ხუ­რე­ბა მი­ი­ღო ძაბ­დამ[52]. მას შემ­დეგ, რაც მან მა­ლე­ვე და­ი­ძი­ნა, ჩვე­ნი დრო­ის დევ­ნუ­ლე­ბის დაწ­ყე­ბამ­დე უკა­ნას­კნე­ლად ჰერ­მონ­ზე გა­და­ვი­და ჯერ კი­დევ ახ­ლან­დელ დრომ­დე იქ და­ცუ­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო საყ­და­რი[53].

ალექ­სან­დრი­ა­ში დი­ო­ნი­სეს აღ­სას­რუ­ლის შემ­დეგ, თვრა­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეპის­კო­პო­სო­ბის შემ­დეგ მაქ­სი­მე შეც­ვა­ლა თე­ო­ნამ[54]. მის დროს ალექ­სან­დრი­ა­ში ცნო­ბი­ლია, რომ პი­ე­რი­უს­თან ერ­თად ხუ­ცე­სო­ბის ღირ­სი გახ­და აქი­ლა­სი, ვი­საც ჩა­ა­ბა­რეს წმინ­და სარ­წმუ­ნო­ე­ბის სას­წავ­ლე­ბე­ლი. იგი არა­ვი­ზე ნაკ­ლე­ბად იყო ფი­ლო­სო­ფი­ის უიშ­ვი­ა­თე­სი საქ­მი­სა და სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჭეშ­მა­რი­ტი სა­ხის წარ­მომჩენი. თე­ო­ნას ცხრა­მეტ­წლი­ა­ნი მსა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ ალექ­სან­დრი­ელ­თა ეპის­კო­პო­სო­ბა გა­და­ვი­და პეტ­რე­ზე55. მათ შო­რის ისიც გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირჩე­ო­და მთე­ლი თორ­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. იგი სა­მი არას­რუ­ლი წე­ლი წი­ნამძღვრობ­და ეკ­ლე­სი­ას დევ­ნუ­ლე­ბის წინ, ცხოვ­რე­ბის დარჩე­ნილ დროს უფ­რო და­ძა­ბუ­ლი ას­კე­ზით ატა­რებ­და და ეკ­ლე­სი­ე­ბის სა­ერ­თო დახ­მა­რე­ბის­თვის და­უ­ფა­რა­ვად ზრუ­ნავ­და. ამის­თვის დევ­ნუ­ლე­ბის მეც­ხრე წელს თა­ვი მოკ­ვე­თეს და შე­იმ­კო მო­წა­მე­ო­ბის გვირ­გვი­ნით.

ამ წიგ­ნებ­ში გარ­შე­მოვ­წე­რეთ მო­ნაც­ვლე­ო­ბე­ბის თე­მა, ჩვე­ნი მაც­ხოვ­რის შო­ბი­დან სამ­ლოც­ვე­ლო­ე­ბის დან­გრე­ვამ­დე, რაც გაგ­რძელ­და სა­მას ხუ­თი წე­ლი. მო­დი, ჩვენს შემ­დეგ [თა­ო­ბებს] სა­ცოდ­ნე­ლად წე­რი­ლო­ბით და­ვუ­ტო­ვოთ ჩვენს დრო­ში ღვთის­მო­სა­ო­ბის გა­მო, თუ რა­ო­დენ დი­დი და რა სა­ხის იყო მა­თი ბრძო­ლე­ბი, ვინც სი­მა­მა­ცით თა­ვი გა­მოიჩინა.

------------------------------------------------------------------------------------------------

კომენტარები


[1] - გა­ლუ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (251‑252 წწ.). თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის და­საწ­ყის­ში იყო ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სად­მი შემწყნა­რე­ბე­ლი. მაგ­რამ შა­ვი ჭი­რის ეპი­დე­მი­ამ, რო­მელ­მაც ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა მთელ იმ­პე­რი­ას, უბიძ­გა მას, გა­მო­ე­ცა ბრძა­ნე­ბა სა­ყო­ველ­თაო მსხვერპლშე­წირ­ვის შე­სა­ხებ. ქრის­ტი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უარს ამ­ბობ­დნენ მსხვერპლშე­წირ­ვა­ზე, აწა­მებ­დნენ ან ასახ­ლებ­დნენ.

[2] - ჰერ­მა­ნო­ნი - სა­ვა­რა­უ­დოდ, ეგ­ვიპ­ტის ერთ-ერ­თი ეპის­კო­პო­სი.

[3] - სა­უ­ბა­რია რო­მის ეპის­კო­პო­სე­ბის კორ­ნე­ლი­უ­სის, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა გა­და­სახ­ლე­ბა­ში, და მი­სი მემ­კვიდ­რის ლუ­კი­უს I (253‑254 წწ.) გა­და­სახ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

[4] - სტე­ფა­ნე - რო­მის ეპის­კო­პო­სი (254‑257 წწ.).

[5] - ე. წ. "ერე­ტი­კუ­ლი ნათ­ლო­ბის~ შე­სა­ხებ კა­მა­თი წარ­მო­იშ­ვა III ს‑ის შუა წლებ­ში. რო­დე­საც ერე­ტი­კო­სე­ბი ან სქიზ­მა­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­მართლმა­დი­დებ­ლუ­რად იყ­ვნენ მო­ნათ­ლულ­ნი, უბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ ეკ­ლე­სი­ას, იდ­გა სა­კით­ხი, თუ რო­გორ უნ­და მო­ე­ნათ­ლათ ისი­ნი. უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან აღ­მო­სავ­ლეთ­სა და ჩრდ. აფ­რი­კა­ში ყო­ფილ ერე­ტი­კო­სებს აუ­ცი­ლებ­ლად თა­ვი­დან ნათ­ლავ­დნენ, ხო­ლო და­სავ­ლეთ­ში, რომ­ში, შე­მო­ი­ფარ­გლე­ბოდ­ნენ ხელ­დას­ხმით. სა­კით­ხი ერე­ტი­კოს­თა მე­ო­რედ ნათ­ლო­ბის შე­სა­ხებ იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ მი­სი გა­დაწ­ყვე­ტის­თვის 35 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ექვსჯერ შედ­გა კარ­თა­გე­ნი­სა და მცი­რე აზი­ის ეპის­კო­პოს­თა კრე­ბა. აღ­მო­სავ­ლე­თის ეკ­ლე­სი­ე­ბის პრაქ­ტი­კა დამ­ტკი­ცე­ბულ იქ­ნა კარ­თა­გე­ნის I სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე (220 წ.), რო­მე­ლიც მო­იწ­ვია კარ­თა­გე­ნის ეპის­კო­პოს­მა აგ­რი­პი­ნემ, ასე­თი­ვე გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს სი­ნა­დი­სა და იკო­ნი­ის კრე­ბებ­მა (და­ახ. 230 წ.). მაგ­რამ 50‑ია­ნი წლე­ბის და­საწ­ყის­ში კარ­თა­გენ­ში ხე­ლახ­ლა წა­მო­იჭ­რა ეს სა­კით­ხი. 255 წ. კარ­თა­გე­ნის II სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბამ, რო­მელ­საც 31 ეპის­კო­პო­სი ეს­წრე­ბო­და, მი­ი­ღო 18 ნუ­მი­დი­ე­ლი ეპის­კო­პო­სის ეპის­ტო­ლე, რომ­ლი­თაც მო­ით­ხოვ­დნენ, რომ უწინ­დე­ლი პრაქ­ტი­კა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნათ ან უა­რე­ყოთ. კრე­ბამ იგი და­ამ­ტკი­ცა, და­ა­ფიქ­სი­რა სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში, რომ "და­უშ­ვე­ბე­ლია ეკ­ლე­სი­ის გა­რეთ ნათ­ლო­ბა". ამა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე იდ­გნენ მომ­დევ­ნო ორი სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბის ეპის­კო­პო­სე­ბი: 256 წლის გა­ზაფ­ხულ­ზე (71 ეპის­კო­პო­სის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით) და ამა­ვე წლის შე­მოდ­გო­მა­ზე (87 ეპის­კო­პო­სის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით). ამ პრაქ­ტი­კის ყვე­ლა­ზე მე­ტად ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი მომ­ხრე იყო წმ. კვიპ­რი­ნე, კარ­თა­გე­ნის ეპის­კო­პო­სი.

ერე­ტი­კოს­თა მე­ო­რედ ნათ­ლო­ბის პრაქ­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვი­და რო­მის ეპის­კო­პო­სი სტე­ფა­ნე, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და ყველ­გან და­ემ­ყა­რე­ბი­ნა ერე­ტი­კოს­თა ხელ­თდას­ხმით მი­ღე­ბის რო­მა­უ­ლი ტრა­დი­ცია. კვიპ­რი­ა­ნე­სად­მი მი­წე­რილ ეპის­ტო­ლე­ში მან თა­ვი­სი პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტა და კარ­თა­გე­ნის ეკ­ლე­სი­ას და­ე­მუქ­რა და­უ­მორჩი­ლობ­ლო­ბის შემთხვე­ვა­ში თა­ნა­ზი­რე­ბის გაწ­ყვე­ტით. ფრი­ად უხე­ში ფორ­მით მო­ით­ხო­ვა სტე­ფა­ნემ, რომ აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და ჩრდ. აფ­რი­კის ეკ­ლე­სი­ებს ეც­ნოთ მი­სი, რო­გორც "ეპის­კო­პოს­თა ეპის­კო­პო­სის" ძა­ლა­უფ­ლე­ბა და მი­სი მიმ­დევ­რე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ "ერე­ტი­კოს­თა მო­ნათ­ვლის" შე­სა­ხებ სა­კით­ხში. სა­პა­სუ­ხოდ 256 წლის შე­მოდ­გო­მით კარ­თა­გენ­ში გა­მარ­თულ­მა სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბამ მი­ი­ღო სა­ყო­ველ­თაო ეპის­ტო­ლე, ცნო­ბი­ლი რო­გორც "87 ეპის­კო­პო­სის აზ­რი ერე­ტი­კოს­თა მო­ნათ­ვლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ". კრე­ბამ და­ა­დას­ტუ­რა წმ. კვიპ­რი­ა­ნეს სი­მარ­თლე. იხ.: წმ. ბა­სი­ლი დი­დის პირ­ვე­ლი კა­ნო­ნი­კუ­რი ეპის­ტო­ლის 1‑ლი კა­ნო­ნი, II მსოფ­ლიო სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბის მე‑7 კა­ნო­ნი (იქ­ვე, გვ. 44), VI მსოფ­ლიო სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბის 95‑ე კა­ნო­ნი (იქ­ვე, გვ. 144).

[6] - ქსის­ტუ­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (257‑258 წწ.).

[7] - სა­ბე­ლი­ო­სი (III ს.) - ერე­სი­არ­ქი, მო­ნარ­ქის­ტო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მო­და­ლის­ტუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი (იხ. შნშ. 58. 2. 5). სა­ბე­ლი­ო­სი წარ­მო­შო­ბით იყო, სა­ვა­რა­უ­დოდ, ლი­ბი­ის პენ­ტა­პო­ლი­სი­დან და რომ­ში ჩა­ვი­და ზე­ფი­რი­ნუ­სის ეპის­კო­პო­სო­ბის დროს. მას დი­დი გავ­ლე­ნა ჰქონ­და ზე­ფი­რი­ნუს­ზე და მის მო­ნაც­ვლე კა­ლის­ტოს­ზე. მაგ­რამ კა­ლის­ტო­სი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო სა­ბე­ლი­ო­სი გა­ნეკ­ვე­თა ეკ­ლე­სი­ი­დან სამღვდე­ლო და­სის მოთ­ხოვ­ნით, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში ედ­გა იპო­ლი­ტე რო­მა­ელი. სა­ბე­ლი­ო­სის მოძღვრე­ბა გად­მოგ­ვცა ეპი­ფა­ნე კვიპ­რელ­მა, ბა­სი­ლი დიდ­მა, ათა­ნა­სე დიდ­მა და სხვ.

[8] - წმ. დი­ო­ნი­სე ალექ­სან­დრი­ე­ლის რო­მის ეპის­კო­პოს დი­ო­ნი­სე­სად­მი (259‑269 წწ.) მი­წე­რილ ეპის­ტო­ლე­ში სა­უ­ბა­რია ეპის­კო­პოს ლუ­კი­ა­ნეს შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც წმ. კვიპ­რი­ა­ნეს მემ­კვიდ­რე იყო კარ­თა­გე­ნის კა­თედ­რა­ზე.

[9] - ვა­ლე­რი­ა­ნე - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (253‑260 წწ.). გა­ლი­უ­სი - მი­სი ვა­ჟი და თა­ნამ­მარ­თვე­ლი, რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (260‑268 წწ.). ვა­ლე­რი­ა­ნეს მმარ­თვე­ლო­ბის პირ­ველ წლებ­ში ქრის­ტი­ა­ნებს საფრთხე არ ემუქ­რე­ბო­და. მაგ­რამ 257 წ. ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სად­მი მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­იც­ვა­ლა. და­იწ­ყო ქრის­ტი­ა­ნე­ბის სას­ტი­კი სა­ყო­ველ­თაო დევ­ნუ­ლე­ბა. დევ­ნუ­ლე­ბის იუ­რი­დი­ულ სა­ფუძ­ველს შე­ად­გენ­და ორი ედიქ­ტი: პირ­ვე­ლი (257 წ.) სიკ­ვდი­ლით დას­ჯის ში­შით უკ­რძა­ლავ­და ქრის­ტი­ა­ნებს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას და მო­წა­მე­თა საფ­ლა­ვებ­ზე შეკ­რე­ბას, მე­ო­რე (258 წ. აგ­ვის­ტო) პირ­და­პირ ბრძა­ნებ­და ეპის­კო­პოს­თა, პრეს­ვი­ტერ­თა და დი­ა­კონ­თა დას­ჯას, რომ­ლე­ბიც სარ­წმუ­ნო­ე­ბის აღ­მსა­რებ­ლო­ბა­ში მტკი­ცედ იდ­გნენ. წარჩი­ნე­ბულ პირს, თუ იგი ქრის­ტი­ა­ნი აღ­მოჩნდე­ბო­და, ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად ჩა­მო­ერ­თმე­ო­და რო­მის მო­ქა­ლა­ქე­ობა, ქო­ნე­ბა და სას­ჯელს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. დიდ­გვა­რო­ვან რო­მა­ელ ქალ­ბა­ტო­ნებს ჩა­მო­ერ­თმე­ო­დათ ქო­ნე­ბა და გა­და­ა­სახ­ლებ­დნენ შო­რე­ულ ად­გი­ლებ­ში. იმ­პე­რა­ტო­რის სამ­სა­ხურ­ში მყოფ ქრის­ტი­ა­ნებ­საც არ­თმევ­დნენ ქო­ნე­ბას და გა­ნა­წე­სებ­დნენ სა­იმ­პე­რა­ტო­რო მა­მუ­ლებ­ში კა­ტორ­ღულ სა­მუ­შა­ოზე.

[10] - იგუ­ლის­ხმე­ბა იმ­პე­რა­ტო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო საყ­ვა­რე­ლი მხე­დართმთა­ვა­რი ფულ­ვი­უს მაკ­რი­ანე, ეგ­ვიპ­ტის ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრი. მის გამ­გებ­ლო­ბა­ში იყო სამ­ხედ­რო სა­ლა­რო­ე­ბი და საწ­ყო­ბე­ბი, ასე­ვე პუ­რის ბა­ზა­რი.

[11] - წმ. დი­ო­ნი­სეს გერ­მა­ნე­სად­მი მიძღვნი­ლი ეპის­ტო­ლის ნაწ­ყვე­ტი იხ. ზე­მოთ (ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რია, VI, 40, 6).

[12] - ემი­ლი­ა­ნე - ეგ­ვიპ­ტის პრე­ფექ­ტი 253 წლი­დან. 262 წ. თა­ვი გა­მო­აც­ხა­და ეგ­ვიპ­ტის იმ­პე­რა­ტო­რად.

[13] - მაქ­სი­მე - ალექ­სან­დრი­ის მო­მა­ვა­ლი ეპის­კო­პო­სი (265‑282 წწ.), დი­ო­ნი­სეს შემცვლე­ლი; დი­აკ­ვნე­ბი: ფა­უს­ტუ­სი, ევ­სე­ბი, ხე­რი­მო­ნი - III ს‑ის მო­წა­მე­ნი; "რო­მა­ელ ძმა­თა­გან ერთ-ერ­თი" - მარ­კე­ლი­ოსი, რო­მე­ლიც ქვე­მოთ იქ­ნე­ბა ნახ­სე­ნე­ბი.

[14] - იგუ­ლის­ხმე­ბა იმ­პე­რა­ტორ ვა­ლე­რი­ა­ნეს ედიქ­ტი ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის­თვის შეკ­რე­ბის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ.

[15] - ვა­ლე­რი­ა­ნეს მმარ­თვე­ლო­ბის დროს მთელ ხმელ­თა­შუა ზღვის­პი­რეთ­ში შა­ვი ჭი­რის ეპი­დე­მია მძვინ­ვა­რებ­და.

[16] - 260 წ. სპარ­სეთ­ში ლაშ­ქრო­ბის დროს, ვა­ლე­რი­ა­ნე ტყვედ ჩა­იგ­დო სპარ­სე­თის მე­ფე შა­ბურ­მა, სას­ტი­კად აწა­მა და იგი გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლა­უფ­ლე­ბა გა­და­ვი­და გა­ლი­ე­ნუ­სის ხელ­ში. მი­სი მმარ­თვე­ლო­ბის პირ­ვე­ლი­ვე წლებ­ში რო­მის იმ­პე­რია და­ი­შა­ლა: აღ­მო­სავ­ლეთ­ზე ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში ჩა­იგ­დო ოდე­ნატ­მა, სა­ბერ­ძნეთ­ში თა­ვი იმ­პე­რა­ტო­რად გა­მო­აც­ხა­და ვა­ლენ­ტუს­მა, ად­რი­ა­ტი­კის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო ავ­რე­ლი­უ­სის ხელ­ში აღ­მოჩნდა, ეგ­ვიპ­ტე მი­ი­ტა­ცა ემი­ლი­ა­ნემ, ხო­ლო გა­ლი­ამ იმ­პე­რა­ტო­რად გა­მო­აც­ხა­და პოს­ტუ­მუ­სი.

[17] - რეს­კრიპ­ტის ტექ­სტი არ არის შე­მო­ნა­ხუ­ლი. მი­სი შედ­გე­ნი­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ევ­სე­ბის მი­ერ და­მოწ­მე­ბუ­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბით. ის­ტო­რი­კო­სე­ბის აზ­რით, ეს რეს­კრიპ­ტი, გა­ნად­გუ­რე­ბულ იქ­ნა ვა­ლე­რი­ა­ნეს ედიქ­ტის ძა­ლით, "დიდ­ხანს არ გა­უქ­მე­ბუ­ლა ქრის­ტი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბებ­ში, ტრაი­ა­ნეს კა­ნო­ნი კი ახ­ლაც ძა­ლა­ში რჩება" (Болотов В. В. Лек­ции по истории древней Церкви. ტ. 2. გვ. 136).

[18] - ჰი­მე­ნე­ო­სი - იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სი (267‑298 წწ.).

[19] - ბევ­რი მკვლე­ვა­რი ფიქ­რობს, რომ ეს ქან­და­კე­ბა ნამ­დვი­ლად ასა­ხავ­და ბერ­ძენ­თა მკურ­ნა­ლო­ბის ღმერთს - ას­კლე­პი­ოსს. მაგ­რამ არ­სე­ბობს სხვა მო­საზ­რე­ბაც. ლ. უს­პენ­სკის მო­ყავს რა ევ­სე­ბის მო­ნათ­ხრო­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზს უს­ვამს მის ჭეშ­მა­რი­ტე­ბას (იხ.: Ус­пен­ский Л. А. Бо­го­сло­вие ико­ны пра­­во­­слав­ной цер­кви).

[20] - სა­უ­ბა­რია ამ­ბო­ხე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის დრო­საც ფულ­ვი­უს მაკ­რი­ა­ნუ­სის ძე ფულ­ვი­უს მაკ­რი­ა­ნუ­სი და მი­სი ძმა ფულ­ვი­უს კვინ­ტუ­სი გა­მოც­ხა­დე­ბულ იქ­ნენ ეგ­ვიპ­ტის იმ­პე­რა­ტო­რე­ბად. ეგ­ვიპ­ტე გა­ნუდ­გა რო­მის იმ­პე­რა­ტო­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 261 წ.

[21] - გა­ლი­ე­ნუ­სი ავ­გუს­ტუ­სად გა­მო­ცა­დე­ბულ იქ­ნა 253 წ. მაკ­რი­ა­ნუ­სის გან­გმირ­ვის შემ­დეგ გა­ლი­ე­ნუ­სი მე­ო­რედ იქ­ნა გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი ავ­გუს­ტუ­სად 261 წ.

[22] - იგუ­ლის­ხმე­ბა აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ული.

[23] - ნე­პო­ტი - ფრაი­უ­მის არ­სი­ნო­ის ეპის­კო­პო­სი. ხი­ლი­აზ­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ამ მოძღვრე­ბის მომ­ხრე­ე­ბი მო­ე­ლოდ­ნენ მოკ­ლე ხან­ში ქრის­ტეს გა­მოჩე­ნა­სა და ღმერ­თის ათას­წლო­ვა­ნი მე­ფო­ბის დად­გო­მას. მსგავ­სი მო­ლო­დი­ნი, თავ­და­პირ­ვე­ლად მცი­რე აზი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ფარ­თოდ გავ­რცელ­და ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში. III ს‑დან ხი­ლი­აზ­მის ცენ­ტრი ეგ­ვიპ­ტე გახ­და. ეპის­კო­პოს­მა ნე­პოტ­მა ხი­ლი­აზ­მის იუ­დე­ის და­სა­ცა­ვად და­წე­რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თხზუ­ლე­ბა "Confutatio Allegoristarum".

[24] - დი­ო­ნი­სე - რო­მის ეპის­კო­პო­სი (259‑269 წწ.).

[25] - თხზუ­ლე­ბი­დან "ბუ­ნე­ბის შე­სა­ხებ" შე­მორჩე­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე ფრაგ­მენ­ტი (იხ.: Holl K. Fragmente vornicanischen Kirchevater. Leipzig,, 1899). ტრაქ­ტა­ტი "საც­თურ­თა შე­სა­ხებ" და­კარ­გუ­ლია.

[26] - დი­ნა­მის­ტე­ბის ერე­სის შე­სა­ხებ იხ. შნშ. 55. წ. 5. პავ­ლე სა­მო­სა­ტე­ლის სწავ­ლე­ბით, "სიტ­ყვა (ლო­გო­სი - მთარგ.) გად­მო­ვი­და ადა­მი­ან იე­სო­ზე, რო­გორც ად­რე გად­მო­დი­ო­და წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლებ­ზე, მხო­ლოდ იმ უპი­რა­ტე­სო­ბით, რომ უფ­რო მე­ტად და უფ­რო მე­ტი ძა­ლით". სა­კუთ­რივ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი პავ­ლე სა­მო­სა­ტელ­თან არც შე­იძ­ლე­ბა იყოს. ეს იყო მხო­ლოდ სიბრძნის თა­ნა­არ­სე­ბო­ბა ქრის­ტეს­თან. ქრის­ტეს აღი­ა­რებ­და რა ადა­მი­ა­ნად, პავ­ლე მის ყვე­ლა წი­ნა­მორ­ბე­დი წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის­გან მხო­ლოდ ხა­რის­ხობ­რივ განსხვა­ვე­ბას უშ­ვებ­და" (Болотов В. В. Лекции по истории древней Цер­кви. ტ. 2. გვ. 394).

264 წ., პავ­ლე სა­მო­სა­ტე­ლის ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სად არჩე­ვი­დან ოთ­ხი წლის შემ­დეგ, ან­ტი­ო­ქი­ა­ში შედ­გა კრე­ბა, რო­მელ­ზეც პავ­ლე სა­მო­სა­ტე­ლის მართლმა­დი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ და­ის­ვა სა­კით­ხი. ამ კრე­ბა­ზე პავ­ლე არ იქ­ნა გან­კვე­თი­ლი, რად­გან მან "შეძ­ლო და­ე­ფა­რა თა­ვი­სი მოძღვრე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი არ­სი, რომ­ლის არა­მართლმა­დი­დებ­ლო­ბა ბუნ­დოვ­ნად იგრძნო­ბო­და" (იქ­ვე, გვ. 332). აგ­რეთ­ვე კე­სა­რი­ის ეპის­კო­პოს­მა ფირ­მი­ლი­ა­ნემ, რო­მე­ლიც პავ­ლეს მოძღვრე­ბას არა­მართლმა­დი­დებ­ლუ­რად მიიჩნევ­და, უა­რი თქვა მის გან­კვე­თა­ზე. ან­ტი­ო­ქი­ა­ში მომ­დევ­ნო ოთ­ხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ მო­იწ­ვი­ეს კრე­ბა ამ სა­ბა­ბით. უკა­ნას­კნე­ლი, ყვე­ლა­ზე მე­ტად ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი, მოწ­ვე­ულ იქ­ნა 268/269 წ. მას­ზე მოწ­ვე­უ­ლი იყო ასე­ვე პავ­ლე სა­მო­სა­ტე­ლის მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტი - ეპის­კო­პო­სი ფირ­მი­ლი­ანე, რო­მე­ლიც გზად ტარ­სუს­ში გარ­და­იც­ვა­ლა. კრე­ბის თავმჯდო­მა­რე იყო ჰე­ლე­ნო­სი, ტარ­სუ­სის ეპის­კო­პო­სი. პავ­ლე დაგ­მო­ბი­ლი და გან­კვე­თილ იქ­ნა. ან­ტი­ო­ქი­ის კა­თედ­რა­ზე ავი­და წმ. დომ­ნა (268/269‑274 წწ.) ამ კრე­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლი ითა­მა­შა პრეს­ვი­ტერ­მა მალ­ქი­ონ­მა - სო­ფის­ტუ­რი სკო­ლის ფი­ლო­სო­ფო­სი, სას­წავ­ლებ­ლის ხელმძღვა­ნე­ლი, სა­დაც ას­წავ­ლიდ­ნენ ლო­გი­კა­სა და დი­ა­ლექ­ტი­კას.მას მო­უ­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა ერე­ტი­კო­სის დახ­ვე­წი­ლი და მოქ­ნი­ლი დი­ა­ლექ­ტი­კის­თვის. პავ­ლე სა­მო­სა­ტე­ლი­სა და მალ­ქი­ო­ნის პო­ლე­მი­კა ჩა­წე­რილ იქ­ნა.

[27] - მაქ­სი­მე - ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი (263‑282 წწ.).

[28] - კლავ­დი­უ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (268‑270 წწ.).

[29] - ავ­რე­ლი­უ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (270‑275 წწ.).

[30] - პავ­ლე სა­მო­სა­ტელს სა­ე­პის­კო­პო­სო კა­თედ­რის გარ­და დუ­ცე­ნა­რი­უ­სის, ანუ მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა, რო­მე­ლიც ამორჩე­ულ იქ­ნა იმ მოქ­ლა­ქე­ე­ბის­გან, რო­მელ­თა ქო­ნებ­რივ ცენზს 200000 სეს­ტერ­ცია შე­ად­გენ­და.

[31] - სა­უ­ბა­რია პავ­ლე სა­მო­სა­ტე­ლი­სა და მალ­ქი­ო­ნის პა­ექ­რო­ბის სტე­ნოგ­რა­მის შე­სა­ხებ.

[32] - არ­ტე­მო­ნი (III ს.) - ერე­სი­არ­ქი, ან­ტიტ­რი­ნი­ტა­ნელ­თა სექ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო რომ­ში. ამ­ტკი­ცებ­და, რომ ქრის­ტე იყო მხო­ლოდ ადა­მი­ანი, თუმ­ცა სხვა წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლებ­თან შე­და­რე­ბით უფ­რო აღ­მა­ტე­ბუ­ლი. გან­კვე­თილ იქ­ნა ეპის­კო­პო­სი ზე­ფი­რი­ნუ­სის მი­ერ. მი­სი იდე­ე­ბი გა­ი­ზი­ა­რა პავ­ლე სა­მო­სა­ტელ­მა. იხ. ასე­ვე შნშ. 55. წ. 5.

[33] - დომ­ნამ სა­ე­პის­კო­პო­სო კა­თედ­რის და­კა­ვე­ბა შეძ­ლო მხო­ლოდ 272 წ, რად­გა­ნაც პავ­ლე სა­მო­სა­ტე­ლი არ და­ე­მორჩი­ლა 268/269 წ. კრე­ბის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას. პავ­ლეს მხარს უჭერ­და დე­დო­ფა­ლი ზი­ნო­ბია. იმ­პე­რა­ტორ აპი­ე­ნუ­სის მე­ფო­ბის და­საწ­ყის­ში რო­მის იმ­პე­რი­ის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ზე ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში ჩა­იგ­დო მხე­დართმთა­ვარ­მა ოდე­ნატ­მა. 265 წ. გა­ლი­ე­ნუს­მა სცნო ოდე­ნა­ტი, გა­უ­ყო მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და და­უმ­ტკი­ცა ავ­გუს­ტუ­სის ტი­ტუ­ლი. ოდე­ნა­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ 267 წ. ტახ­ტზე ავი­და მი­სი ვა­ჟი ბა­ბა­ლა­ტუ­სი, თუმ­ცა აღ­მო­სავ­ლე­თის ფაქ­ტი­უ­რი მმარ­თვე­ლი გახ­და ოდე­ნა­ტის ქვრი­ვი ზი­ნო­ბია. იმ­პე­რა­ტორ­მა ავ­რე­ლი­ა­ნემ წა­მო­იწ­ყო მას­თან ბრძო­ლა, რო­მე­ლიც 272 წ. ავ­რი­ლი­ა­ნეს გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. იმა­ვე წელს მას­თან მი­ვი­და ან­ტი­ო­ქი­ე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბის თხოვ­ნა, რომ მათ­თვის ეპის­კო­პო­სად და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა დომ­ნა. იმ­პე­რა­ტორ­მა გა­დაწ­ყვი­ტა, რომ კა­თედ­რა უნ­და ეკუთ­ვნო­დეს იმ ეპის­კო­პოსს, რო­ელ­საც სცნო­ბენ იტა­ლი­ე­ლი ეპის­კო­პო­სე­ბი და, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, რო­მის ეპის­კო­პო­სე­ბი. ამ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით პავ­ლე ძა­ლით იქ­ნა გა­ძე­ვე­ბუ­ლი ან­ტი­ო­ქი­ის სა­ე­პის­კო­პო­სო სახ­ლი­დან.

[34] - პრო­ბუ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (276‑282). ავ­რე­ლი­ა­ნე მოკ­ლულ იქ­ნა შეთ­ქმუ­ლე­ბის მი­ერ 275 წ. სექ­ტემ­ბერ­ში. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­ვი­და იმ­პე­რა­ტო­რი ტა­ცი­ტუ­სი, რო­მე­ლიც მმარ­თვე­ლობ­და რამ­დე­ნი­მე თვეს, მის შემ­დეგ კი - მი­სი ძმა ფლო­რი­ა­ნუ­სი, რო­მე­ლიც მოკ­ლულ იქ­ნა გა­მე­ფე­ბი­დან ორი თვის შემ­დეგ თა­ვი­სი ლე­გი­ო­ნე­რე­ბის მი­ერ. 276 წ. ილი­რი­ის ლე­გი­ო­ნებ­მა იმ­პე­რა­ტო­რად გა­მო­აც­ხა­დეს პრო­ბუ­სი.

[35] - კა­რუ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (282‑283 წწ.).

კა­რუს­მა თა­ვი­სი შვი­ლე­ბი: კა­რი­ნუ­სი და ნუ­მე­რი­ა­ნუ­სი გა­მო­აც­ხა­და თა­ნამ­მარ­თვე­ლე­ბად კე­ის­რის ტი­ტუ­ლე­ბით. კა­რუსს სპარ­სე­ლებ­თან ომის დროს 283 წ. მე­ხი და­ე­ცა და გარ­და­იც­ვა­ლა. 283 წ. შე­მოდ­გო­მით მი­სი უმ­ცრო­სი ვა­ჟი ნუ­მე­რი­ა­ნუ­სი გარ­და­იც­ვა­ლა, 285 წ. და­საწ­ყის­ში მი­სი ხვედ­რი გა­ი­ზი­ა­რა უფ­როს­მა ვაჟ­მა კა­რი­ნუს­მა.

[36] - ფე­ლიქ­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (269‑247 წწ.).

[37] - მა­ნე­სი (მა­ნი) (216‑273 წწ.) - მა­ნი­ქე­იზ­მის ერე­სის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი. აღი­ზარ­და ქრის­ტი­ა­ნულ ოჯახ­ში. სპარ­სე­თის შაჰ­მა შა­ბურ­მა მას თა­ვი­სი მოძღვრე­ბის სა­ჯა­როდ ქა­და­გე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა, ხო­ლო შაჰ ბაჰ­რა­ტის დროს იგი, ზო­რო­ას­ტრიზ­მის ქუ­რუ­მე­ბის წა­ქე­ზე­ბით, ჩაგ­დე­ბულ იქ­ნა საპ­ყრო­ბი­ლე­ში და იქ წა­მე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. მა­ნი, შექ­მნა რა თა­ვი­სი მოძღვრე­ბა, თავს თვლი­და ქრის­ტეს თა­ნას­წო­რად, რო­მელ­საც მიიჩნევ­და წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლად. მა­ნი­ქე­იზ­მის თა­ნახ­მად, სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბობს ორი სა­მე­ფო - სიბ­ნე­ლი­სა და სი­ნათ­ლის. ოდეს­ღაც წყვდი­ა­დის მე­უ­ფე თავს და­ეს­ხა სი­ნათ­ლის სა­მე­ფოს და და­იპ­ყრო მი­სი ნა­წი­ლი, და მას შემ­დეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს ბრძო­ლა სი­ნათ­ლის გან­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ მის­თვის, ვინც მის­დევს ქრის­ტეს ან მა­ნის მოძღვრე­ბას, და შე­იც­ნობს სი­ნათ­ლის ელე­მენ­ტებს სა­კუ­თარ სულ­ში - მა­შინ იგი თავს და­აღ­წევს სიბ­ნე­ლის სა­მე­ფოს სი­ნათ­ლის სა­მე­ფო­ში. და­ნარჩე­ნის ხვედ­რია სიკ­ვდი­ლი უკა­ნას­კნელ ყოვ­ლის დამ­წველ ცეცხლში.

[38] - ევ­ტი­ქი­ა­ნე - რო­მის ეპის­კო­პო­სი (275‑283 წწ.).

[39] - გაი­უ­სი (კაი­უსი) - რო­მის ეპის­კო­პო­სი (283‑296 წწ.).

[40] - მარ­კე­ლი­ნუ­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (296‑304 წწ.).

[41] - ტი­მე­ო­სი - ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი (274‑282 წწ.).

კი­რი­ლე - ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი (282‑302 წწ.).

[42] - ტი­რა­ნო­სი - ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი (304‑314 წწ.),

[43] - ევ­სე­ბი - ლა­ო­დი­კი­ის ეპის­კო­პო­სი (265‑268/278 წწ.). რო­დე­საც ალექ­სან­დრი­ის ეკ­ლე­სი­ის ხუ­ცე­სი იყო, წმ. დი­ო­ნი­სე ალექ­სან­დრი­ე­ლის და­ვა­ლე­ბით და­ეს­წრო ან­ტი­ო­ქი­ის სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბას (264 წ.).

[44] - ანა­ტო­ლი - ლა­ო­დი­კი­ის ეპის­კო­პო­სი, ეპის­კო­პოს ევ­სე­ბის შემცვლე­ლი. გან­სწავ­ლუ­ლი იყო ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და რი­ტო­რი­კა­ში. 264 წ. ხელ­დას­ხმულ იქ­ნა კე­სა­რი­ის ეპის­კო­პო­სის, თე­ო­ტეკ­ნო­სის მი­ერ.

[45] - პი­რუ­ხე­უ­მი - ალექ­სან­დრი­ა­ში გა­მაგ­რე­ბუ­ლი ცი­ხე-სი­მაგ­რის სა­ხელ­წო­დე­ბა. სა­უ­ბა­რია ალექ­სან­დრი­ელ­თა აჯან­ყე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც დე­დო­ფალ ზი­ნო­ბი­ანს მხა­რე­ზე იყ­ვნენ რო­მის ბა­ტო­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ (264‑265 წწ.) 270 წ. ცი­ხე-სი­მაგ­რე სა­ფუძ­ვლამ­დე დან­გრე­ულ იქ­ნა.

[46] - თა­მე­ნო­ტი - ეგ­ვიპ­ტუ­რი კა­ლენ­დრის თვე, რომ­ლის პირ­ველ დღეს ზე­ი­მობ­დნენ გა­აფ­ხუ­ლის დაწ­ყე­ბას.

[47] - დის­ტრო­სი - მა­კე­დო­ნი­უ­რი კა­ლენ­დრის მე­ო­რე თვე, რო­მე­ლიც რო­მა­უ­ლი კა­ლენ­დრის მარტს ემთხვე­ვა.

[48] - ენუ­ქის წიგ­ნი - აპოკ­რი­ფუ­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც მი­ე­წე­რე­ბა ადა­მის შემ­დეგ მეშ­ვი­დე პატ­რი­არქს _ ენუქს (იხ.: შეს. 5:18‑24).

[49] - სა­უ­ბა­რია იმ­პე­რა­ტორ დი­ოკ­ლი­ტი­ა­ნეს დრო­ის დევ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ხებ (284‑305 წწ.).

[50] - თე­ო­დო­ტე - ღვთის­გან ბო­ძე­ბუ­ლი (ბერძ.).

[51] - პი­ე­რი­უ­სი - ალექ­სან­დრი­ე­ლი პრეს­ვი­ტე­რი, 265‑281 წწ. ხელმძღვა­ნე­ლობ­და კა­ტე­ხი­ზა­ტო­რულ სას­წავ­ლე­ბელს.

[52] - ძაბ­და - იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სი (298‑303 წწ.).

[53] - ჰერ­მო­ნი - იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სი (303‑313 წწ.).

[54] - თე­ო­ნა - ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი (282‑300 წწ.).

[55] - წმ. მო­წა­მე პეტ­რე - ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი (300‑311 წწ.).

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა

საეკლესიო ბიბლიოთეკა, VII ტ. 2007 თბილისი

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 18:41)