Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

17

ჩვენ ვეხებოდით ქრისტიანული ლიტერატურის ჟანრობრივ ნაირსახეობებს, ვიდრე დავიწყებდეთ ქრონოლოგიურ განხილვას. ეს ყველაფერი შესავალი სახით ამგვარ განხილვას აუცილებლად უნდა უძღოდეს. ორ ჟანრს ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, მხოლოდ შთაბეჭდილების დონეზე, ჩვენ შევეხეთ. ეს გახლავთ ჰაგიოგრაფიისა და აპოკრიფების ჟანრი. ამ ჟანრებთან დაკავშირებითაც და სხვა ჟანრების მხრივაც უფრო ამომწურავი იქნება საუბრები როცა ქრონოლოგიურ განხილვებს მივმართავთ. ამავე პრინციპით ასევე ზოგადი სახით ამჟამად შევეხებით მესამე ჟანრს, გამორჩეულს მოცულობითაც, ამოუწურავს და მნიშვნელობითაც მართლაც განსაკუთრებულს, ეს გახლავთ ეგზეგეტიკა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 14 DECEMBER 2017 17:24)

დაწვრილებით...

 

18

ჩვენს წინა საუბრებში განვიხილეთ საეკლესიო ლიტერატურის ჟანრები – ჰაგიოგრაფია, აპოკრიფები, ეგზეგეტიკა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს იყო უაღრესად ზოგადი სახით. მაგრამ ასეთი საუბრების ჟამს სხვა წესით არ მოხერხდება და ვიმედოვნებთ ქრონოლოგიური განხილვის ჟამს თითოეული ჟანრის მხრივ უფრო სრულყოფილ ცნობებს მივაწვდით ჩვენს მსმენელს.

ეგზეგეტიკის შემდეგ ჩვენ გვინდა შევეხოთ რამდენიმე სიტყვით დოგმატიკის ჟანრს. დოგმატის თაობაზე ძალიან ვრცლად ვისაუბრეთ, რამდენადაც შეიძლებოდა ფართო მოცულობის განხილვის წარმოდგენა. ამ კუთხით ჩვენ მსჯელობას არ გავაგრძელებთ, ე.ი. იმის შესახებ თუ რას ნიშნავს დოგმატი, რას ნიშნავს დოქსა, მათი მთლიანობა როგორ ქმნის ზოგადად საეკლესიო ლიტერატურას. ჩვენ საუბარი გვექნება საკუთრივ დოგმატური ჟანრის მხრივ. დოგმატიკა თანადროულია საეკლესიო ისტორიისა, ეკლესიის დაფუძნებისა. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, დოგმატიკა უწინარესიცაა ყოფითი თვალსაზრისით, ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებაზე, ეკლესიის დამკვიდრებაზე, იმიტომ, რომ ყოველი დოგმატური დებულება არის საღვთო წერილიდან მომდინარე, ანუ ნაგულისხმევია ძველ აღთქმაში, განცხადებულია ახალ აღთქმაში. და ყოველივე ამის ტერმინოლოგიური ფორმით წარმოდგენა, ე.ი. საღვთო წერილის უცთომელ და მაცხოვნებელ სწავლებათა ტერმინოლოგიური ფორმით წარმოდგენა გახლავთ დოგმატიკა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 14 DECEMBER 2017 12:53)

დაწვრილებით...

 

19

ჩვენ ამჯერად შევეხებით კიდევ ერთ ჟანრს საეკლესიო ლიტერატურისას, რა თქმა უნდა, კვლავაც უაღრესად ზოგადად, მხოლოდ ძირითად ხაზებში, ეს გახლავთ პოლემიკის ჟანრი, პოლემიკური ლიტერატურა.

აღვნიშნავდით, რომ პოლემიკა, როგორც ჟანრი, შეიძლება ნაკლებ ექვემდებარებოდეს ცალკე გამოყოფას, იმიტომ, რომ იგი ჩვეულებრივ დოგმატიკასთან ერთად მოიაზრება, რადგანაც დოგმატურ დებულებებზე წარმოებდა ჩვეულებრივ პოლემიკა და დოგმატური ძეგლებიც უმრავლეს შემთხვევაში პოლემიკის საფუძველზე დაწერილა და ჩამოყალიბებულა ეკლესიის მამათაგან. მიუხედავად ამისა, მაინც ამ შემთხვევაში ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ საკუთრივ პოლემიზმზე, პაექრობაზე და პაექრობითი თვისების უფრო მეტად ამსახველ ძეგლებზე, რითაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელი ხდება, რომ პოლემიკური მწერლობა, როგორც ცალკე ჟანრი გამოვყოთ დოგმატიკისგან და ეს გამოყოფა, თავისთავად ცხადია, ყველა შემთხვევაში პირობითია.პოლემიკური ლიტერატურის აღმოცენებას განაპირობებდა ქრისტიანული მოძღვრების გარდაუვალი კონფლიქტი იმ სარწმუნოებებთან, იმ მოძღვრებებთან, იმ აღმსარებლობებთან, რომლებიც რომის საზოგადოების, ანდა ზოგადად კაცობრიობის სხვადასხვა რეგიონში იყო გაბატონებული. იმიტომ, რომ ქრისტიანობა მხოლოდ რომის იმპერიით არ განისაზღვრებოდა, თავდაპირველად ამგვარად იყო, მაგრამ შემდეგში ის თანდათანობით მთელ მსოფლიოს მოედო და პოლემიკა ქრისტიანობისა სხვადასხვა სარწმუნოებებთან ყოველთვის სახეზეა. ისტორიულად პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რომის იმპერიაში მიმდინარე პაექრობანია ჩვენთვის ყურადღების საგანი და ამ ნიადაგზე აღმოცენებული საეკლესიო ძეგლები.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 13 DECEMBER 2017 22:12)

დაწვრილებით...

 

20

წინა საუბრებში ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე ჟანრი საეკლესიო ლიტერატურისა. ამჟამად შევეხებით კიდევ ერთ ჟანრს – ასკეტიკას.

ყველა ჟანრი, რაც განვიხილეთ და რაც განსახილველია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიცავს. ამიტომ თითქმის ყველა მათგანზე ვამბობდით ამის შესახებ, მათ განსაკუთრებულობას ვასაბუთებდით. იგივე შეიძლება ითქვას ასკეტიკის შესახებაც.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 05 DECEMBER 2017 15:23)

დაწვრილებით...

 

21-25

ქრისტიანობა და ფილოსოფია

წინა საუბრებში ჩვენ შევეხეთ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ჟანრს საეკლესიო მწერლობისას. ჟანრების განხილვას განვაგრძობთ და ამჯერად შევეხებით ასევე უაღრესად საყურადღებო და ერთ-ერთ უარსებითეს ჟანრობრივ ნაწილს საეკლესიო ლიტერატურისას, რომელსაც ფილოსოფიური მწერლობა ეწოდება.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 08 DECEMBER 2017 16:56)

დაწვრილებით...

 
More Articles...