Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button
138–140

ნათლისღების შესახებ

კვლავ იუსტინე მარტვილის თეოლოგიის შესახებ განვაგრძობთ განხილვას. წინა საუბარში ჩვენ ფაქტობრივად შემოვიფარგლეთ ერთი თემატური საკითხით, რაც უკავშირდებოდა დასაბამიერ ცოდვას და განღმრთობას. საკმაოდ ვრცელი ციტატა დავიმოწმეთ წმ. იუსტინესგან და შევეცადეთ ამ ციტატის, სადაც დაუნჯებულია მისი სწავლება ხსენებულ საკითხებზე, კომენტირებას. ამჯერად კი შევეხებით იუსტინე მარტვილის ღვთისმეტყველების არანაკლებ და შეიძლება გარკვეული კუთხით კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხს, მნიშვნელოვანს თავისი წყაროთმცდობნეობითი ღირსებით, საკითხს ნათლობისა და ზიარების შესახებ. ფაქტობრივად ეს კვლავ განღმრთბის საკითხს უკავშირდება, ისევე როგორც დასაბამიერი ცოდვის საკითხსაც, რადგან სწორედ ნათლისღებით შეიმუსვრება პირველცოდვა და განღმრთობისკენ გზა ადამიანს კვლავ გაეხსნება სწორედ ამ უწმინდესი საიდუმლოს გზით, მაგრამ ამავე დროს ნათლისღება და ზიარება, როგორც შვიდი საეკლესიო საიდუმლოდან ორი, საკუთრივ ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებას უკავშირდება და ჩვენ შეგვეძლო ამ თემისთვის, ამ საკითხისთვის ასედაც გვეწოდებინა - წმ. იუსტინე მარტვილის ლიტურგიკული ღვთისმეტყველება.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 25 NOVEMBER 2016 18:37)

დაწვრილებით...

 
141–143

საღვთო ნების გამოვლინების შესახებ. ადამიანის დაცემის მიზეზები

წმ. იუსტინე მარტვილის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ საღვთისმეტყველო სწავლებებს და არა იშვიათად ცრუ სწავლებებს, მისი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი მოწაფის - ტატიანე სირიელისას.

ტატიანე სირიელის პიროვნება და შრომები კარგა ხანია დაინტერესებას იწვევს, რამდენადაც ამ შრომებში ღირსეული აპოლოგეტურ-საღვთისმეტყველო მარცვალიც და ნაპერწკალიც გაკრთება და ამავე დროს გაუკუღმართებული სწავლებანიც სახეზეა. თითქოს იუსტინე მარტვილის მოწაფეს უფრო მეტი მართებულობა უნდა ჰქონოდა სწავლებითი თვალსაზრისით, საღვთისმეტყველო კუთხით, მაგრამ ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს წინა საუბრებშიც და ამჯერადაც გავიმეორებთ, რომ მოძღვარ-მოწაფეობა, რაზეც საზოგადოდ დაფუძნებულია საეკლესიო სწავლებითი პროცესი, ისტორია, გადმოცემითი ტრადიცია, ყოველთვის არ გულისხმობს მოძღვრისა და მოწაფის ერთ სულიერებას, ერთსულობას.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 21 NOVEMBER 2016 13:15)

დაწვრილებით...

 
146

მსმენელს ალბათ ახსოვს, რომ ჩვენს წინა რამდენიმე საუბარში შევეხეთ ერთ-ერთ აპოლოგეტს - ტატიანე სირიელს. განვიხილეთ მისი გამოკვეთილად ჩამოყალიბებული ცდომილებანი, რომელთა მიმდევრებიც საეკლესიო ტრადიციაში იწოდებოდნენ ენკრატიტებად, აკვარიელებად, ანდა ზოგჯერ დოსითეზიანელებად. აღვნიშნავდით, რომ ამ ერეტიკული მიმდინარეობის მოთავედ ტატიანესთან ერთად განიხილებოდა გნოსტიკოსი დოსითეოზი. რადგანაც ჩვენ უკვე გნოსტიციზმის პრობლემას დოსითეოზის და უფრო ადრე სვიმონ მოგვის და სხვათა ხსენებით შევეხეთ, ვფიქრობთ ჩვენი განხილვა და რადიო საუბრები, საკუთრივ გნოსტიციზმის განმარტებისა და შესწავლისკენაც, რამდენადაც ამას იტევს რადიო საუბრის საზღვრები, უნდა მივმართოთ, რადგანაც შემდეგ და შემდეგ გნოსტიციზმის თემა კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება ქრონოლოგიურად უფრო გვიანდელ პერიოდში ეკლესიის მამებთან. ამიტომ გნოსტიციზმის განხილვა სრულიად აუცილებელია.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 21 NOVEMBER 2016 11:27)

დაწვრილებით...

 
144–145,147-154

ტატიანე სირიელი და მისი სამოძღვრო გაუკუღმართებანი

ჩვენ განვიხილავდით პიროვნების დაცემის საკითხს და როგორც უკვე აღვნიშნავდით დაცემის საფუძველი ყოველთვის ყველა დროში არის ამპარტავნება, მათ შორის საეკლესიო ისტორიაშიც. თუკი ჩვენ ვხედავთ თავდაპირველად ღირსეულ ანდა უაღრესად ღირსეულ და შემდეგ დაცემულ პირებს, აი ამ დაცემის საფუძვლად იქაც მხოლოდ ამპარტავნება განიჭვრიტება, რომელიც შეიძლება ამპარტავნებადაც ვლინდებოდეს, მაგრამ შეიძლება სხვა სახითაც, იმიტომ, რომ უკეთურებას გამოვლენის მრავალსახეობა ახასიათებს და ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკვეთრი სიმპტომი ამპარტავნებისა, გადასხვაფერებული, შენიღბული სახით გამოვლენილი ამპარტავნებისა ეს გახალვთ ფანატიზმი. იქ სადაც ფანატიზმი გაბატონდება აბსოლუტურად შეუძლებელია მართალი ცნობიერების, მართლმადიდებლობის, ეკლესიური სიწმინდის შენარჩუნება და იქ იწყება თანდათანობითი დასნეულება შესაბამისი მონაკვეთისა (თუ ეს ერს ეხება), პიროვნების ბუნების თანდათანობითი მოწამვლა ამ შხამით და ბოლოს აბსოლუტურად მთლიანად მისი დაღუპვა და წარწყმედა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 01 NOVEMBER 2016 11:32)

დაწვრილებით...

 
155–157

ცხოვრება და მოღვაწეობა

ჩვენ წინა შეხვედრაზე დავასრულეთ მსჯელობა ერთ-ერთი აპოლოგეტის, სამწუხაროდ დიდწილად გაუკუღმართებულის, ტატიანე სირიელის მოძღვრების და მისი მთავარი აპოლოგეტური შრომის შესახებ. დღეისათვის კი დავიწყებთ განხილვას II ს-ის ერთ-ერთი უაღრესად საყურადღებო საეკლესიო მოძღვრის - თეოფილე ანტიოქიელის მოღვაწეობისა და საღვთისმეტყველო სწავლებათა შესახებ.

ზოგ უძველეს საეკლესიო კალენდარში თეოფილე ანტიოქიელი წმინდანთა შორის იხსენიება და ამიტომაა, რომ მკვლევართა ნაწილი მას წმინდანად მიიჩნევს და ასედაც იმოწმებს. მაგრამ რამდენადაც ქართულ კალენდარულ ტრადიციაში, არც ძველად, არც დღეს და შესაბამისად ჩვენთვის ხელმისაწვდომ ბერძნულ კალენდარულ ძეგლებში, მისი დამოწმება არ გვხვდება, ჯერჯერობით ჩვენ თავს შევიკავებთ თეოფილე ანტიოქიელის წმინდანად სახელდებისგან. მაგრამ რაც შეეხება მის მოძღვრებას, მის სწავლებას, მის იმ ერთადერთ შრომას, რომელიც საბედნიეროდ ჩვენამდე შემორჩა, რა თქმა უნდა, მასში გადმოცემული მოძღვრება უაღრესად საყურადღებოა, მართლმადიდებლური ასპექტით მრავალი კუთხით განსახილველი და დღეისთვისაც, ისევე როგორც ძველ დროში მოგვიანო პერიოდის მამათათვისაც, უაღრესად საგულისხმო და ციტირებისთვის, საუფლო სწავლების ამა თუ იმ ასპექტის უფრო ღრმად გაშინაარსებისთვის, უაღრესად საჭირო.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 26 OCTOBER 2016 17:38)

დაწვრილებით...

 
More Articles...