Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button
306–309

გრიგოლ ღვთისმეტყველის საღვთისმეტყველო სტილი

ჩვენს წინა რამდენიმე საუბარში შევეხეთ კაბადოკიელ მამათაგან უპირატესი ღირებულების მოღვაწეს წმინდა ბასილი დიდს. ერთობლივი მიმოხილვის ჟამს ამ სამი დიდი კაბადოკიელი მოღვაწისა ვთქვით, რომ თითოეულ მათგანს თავისთავადი, პიროვნულად განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი იმ მთლიან ღირსებაში, იმ მთლიან სიკეთეში, რასაც კაბადოკიური ღვთისმეტყველება ეწოდება, რასაც კაბადოკიელ მამათა ღვთის წინაშე შერაცხილი და შთამომავლობისთვის უდიდეს განძად დატოვებული ნამოღვაწარი ეწოდება. ბასილი დიდზე მეტნაკლებად ეს შტრიხები შეძლებისდაგვარად წარმოვაჩინეთ, ამჯერად კი შევეხებით, რა თქმა უნდა, ასევე უდიდეს მოღვაწეს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველს, რომლის თუნდაც ზედწოდება “ღვთისმეტყველი”  მკაფიოდ გამოკვეთს და ჩვენი სულიერი თვალის წინაშე ასაჩინოებს ამ პიროვნების [1]ჭეშმარიტად განსაკუთრებულ ღირსებას.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 28 APRIL 2016 11:04)

დაწვრილებით...

 
310

წმიდა გრიგლ ნოსელის სამწერლობო სტილი მისი შრომის "მოსეს ცხოვრების" მიხედვით

ჩვენ ორ დიდ კაბადოკიელ მოღვაწეზე (წმინდა ბასილი დიდზე და წმინდა გრიგილ ღვთისმეტყველზე) უკვე შეძლებისდაგვარად გვქონდა საუაბარი. შესაძლოა შემდეგში ზოგი მომენტი მათ მოღვაწეობასთან, მათ საღვთისმეტყველო სწავლებებთან დაკავშირებით კვლავაც მოვიხსენოთ, დავაზუსტოთ, მაგრამ ამჯერად უმჯობესია მთლიანი განხილვის წარმოდგენის მიზანდასახულობით შევეხოთ მესამე დიდ მოღვაწესაც კაბადოკიელ მამათაგან წმინდა გრიგოლ ნოსელს, რომლის სახელიც, ერთი ძველი საღვთისმეტყველო გამონათქვამის მსგავსად, უკვე საკმარისია იმ განსაკუთრებული სულიერი სიმაღლის წარმოსაჩენად, რაც ამ ურჩეულეს მოღვაწეს ჰქონდა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 28 APRIL 2016 11:04)

დაწვრილებით...

 
311–318
ნაშრომის განხილვა

(ნაწილი პირველი)

ჩვენს ბოლო საუბარში შევეხეთ წმინდა გრიგოლ ნოსელს, ამ ერთ-ერთ უდიდეს ღვთისმეტყველს. გარკვეული შესავალი ნაწილის შემდეგ უკვე გადავდგით ნაბიჯები კონკრეტული ძეგლებისაკენ, კონკრეტული ნაშრომებისაკენ და ის მსმენელები, რომლებიც წინა საუბარს უსმენდნენ, ალბათ მოელიან, ყოველშემთხვევაში ჩვენ ასე ვფიქრობთ, მსჯელობის განგრძობას “მოსეს ცხოვრებასთან” დაკავშირებით, რაც ცალკე წიგნად დაგვიტოვა წმინდა გრიგოლ ნოსელმა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 22 APRIL 2016 11:39)

დაწვრილებით...

 
319
თხზულებათა მიმოხილვა

"ადამიანის შექმნის შესახებ"

ჩვენ კვლავ წმინდა გრიგოლ ნოსელის შესახებ გვექნება განხილვა. წინა რამდენიმე საუბარში შევეხეთ მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაშრომს “მოსეს ცხოვრება”. შეძლებისდაგვარად ჩვენი ფორმატის ფარგლებში განვიხილეთ იგი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ნაშრომი შემოფარგლავს გრიგოლ ნოსელის საღვთისმეტყველო ღვაწლს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 19 APRIL 2016 18:11)

დაწვრილებით...

 
320–322,324–325
ნაშრომის განხილვა

სწავლება ღვთის მიერ ხილული სამყაროს მყისიერად შექმნის შესახებ

ჩვენ შევჩერდით წმინდა გრიგოლ ნოსელის ჰექსემერონული ანუ ბიბლიურ ექვს დღესთან დაკავშირებული სწავლების იმ მომენტზე, როდესაც დიდმა ღვთისმეტყველმა, როგორც ვნახეთ, უდიდესი და უაღრესად სკურპულოზური სულიერი გამოკვლევის გზით დაადგინა განსაკუთრებული მნიშვნელობის დებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მატერია თავისი ოთხი სტიქიონითურთ, ანუ თითოეული სტიქიონი ცალკე აღებული, საფუძველში არამატერიალურია, რომ მისი წარმომშობი მიზეზები თავისთავად არამატერიალურნი არიან.  სხვაგვარად რომ ვთქვათ წმინდა გრიგოლ ნოსელმა მატერია, ნივთი დაიყვანა არამატერიალურ პირველ საფუძვლებამდე, იმგვარ საფუძველბამდე, რასაც დღეს ენერგიები ეწოდება და რომლებიც ჯერ კიდევ გაურკვეველია [1]მკვლევართათვის მატერიალურნი არიან თუ არამატერიალურნი, რაღაც გარდამავალ მდგომარეობას წარმოადგენენ ისინი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 19 APRIL 2016 15:01)

დაწვრილებით...

 
More Articles...