Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

26-32


ტერმინ “ლიტურგიის” გნმარტება; ღვთისმსახურების დანიშნულება

ბოროტების წარმოშობის მიზეზები

წინა რამდენიმე საუბარში ჩვენ შეძლებისდაგვარად შევეხეთ ქრისტიანული ფილოსოფიის ჟანრს. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ ამ კუთხით შეიძლებოდა თქმულიყო, მაგრამ რამდენადაც ჯერ კიდევ პატროლოგიის შესავალთან გვაქვს საქმე და ჟანრობრივ დახასიათებას წარმოვადგენთ ქრისტიანული ლიტერატურისას, ზემოთქმული, საკუთრივ ქრისტიანულ ფილოსოფიასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, საკმარისია.

ამჯერად შევეხებით ქრისტიანული ლიტერატურის ერთ განსაკუთრებით და ასევე უაღრესად ფართო მოცულობის მქონე ჟანრს, რასაც ლიტურგიკული მწერლობა ჰქვია.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 22 NOVEMBER 2017 18:45)

დაწვრილებით...

 

33

წინა საუბრებში განვიხილავდით ლიტურგიკული ჟანრის ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლს, რომელსაც “კურთხევანი” (აგრეთვე “დიდნი კურთხევანი”) ეწოდება. აღვნიშნავდით, რომ, რა თქმა უნდა, ლიტურგიკული ჟანრი, ლიტურგიკული მწერლობა მხოლოდ ამ წიგნით არ შემოიფარგლება. მრავალი სხვა უმნიშვნელოვანესი კრებული შედის ლიტურგიკულ ჟანრში. ყველა მათგანს, ცხადია, ჩვენ ვერ შევეხებით, მაგრამ ვთვლით, რომ აუცილებელია ცალკე გამოიყოს და ალბათ რამდენიმე საუბრის სახით განხილულ იქნეს ლიტურგიკული ჟანრის ასევე უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რაც განუყოფელია თუნდაც ჩვენს მიერ უკვე განხილული “დიდი კურთხევანისგან”, ნებისმიერი სხვა ლიტურგიკული წიგნისგან, საზოგადოდ ღვთისმსახურების ნებისმიერი სახისგან, ეს გახლავთ ე.წ. ლიტურგიკული პოეზია ანუ თავისი ნამდვილი სახელწოდებით საეკლესიო ჰიმნოგრაფია, საეკლესიო გალობა.

თავისთავად ცხადია, ჩვენი განხილვა არსებითად საეკლესიო გალობის ტექსტობრივ მხარეს გულისხმობს, მაგრამ რამდენადაც ჰიმნოგრაფიული ნაწილი ლიტურგიკული ჟანრისა აუცილებლად მოქმედებაში სრულდება, ის იგალობება, ალბათ გვერდს ვერ ავუვლით და რამდენიმე სიტყვით ჰიმნოგრაფიული ტექსტების საკუთრივ გალობის სახით აღვლენის საკითხსაც შევეხებით. მაგრამ ჯერ საკუთრივ ჰიმნოგრაფიის ანუ ქართულად თუ ვთარგმნით, საეკლესიო საგალობელთმწერლობის, ანდა გალობათმწერლობის შესახებ ვიტყვით.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 16 OCTOBER 2017 20:54)

დაწვრილებით...

 

54

წინა საუბრებში ჩვენ ვეხებოდით საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უკავშირდება ადამიანის ბუნებას ენობრივი ფენომენი, სალაპარაკო ენა, სამეტყველო ენა. აღვნიშნეთ, რომ სამეტყველო ენა, მატერიალურ გარსში გამოხატული ენა, არ არის ადამიანური ბუნებისთვის განუყოფელი, რომ ის შენაძენია ადამიანური ბუნებისთვის და რომ მხოლოდ ეს არ არის ის ნიშანი, რითაც ადამიანი განეყოფა ცხოველს, რომ დებულება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ენობრივი ფენომენის გაუქმების ჟამს ადამიანი ცხოველი ხდება, თუ ადამიანში ენობრივ ფენომენს გავაუქმებთ ის ცხოველს უიგივდება, ეს დებულება ენათმეცნიერთა შორის მიღებული, არ გახლავთ მართებული ბიბლიურ-ეკლესიური სწავლებით. და რამდენადაც ამ საკითხს შევეხეთ, შევეხეთ იმას, თუ რა უნდა განასხვავებდეს მაშ ადამიანს ცხოველისაგან, ვალდებული ვიყავით განგვეხილა ეკლესიური სწავლება ცხოველური და ადამიანური ბუნების შესახებ, რა არის ცხოველი, რა ბუნებისაა ის და რა ბუნებისაა ადამიანი. ამასთან დაკავშირებით მივუთითებდით, რომ სხეულებრივი ასპექტით დაცემულ მდგომარეობაში ადამიანი არსებითად ცხოველური ბუნებისაა, რომ სხეულებრივად ადამიანსა და ცხოველს შორის ამ მიწიერ ყოფაში არ არის სხვაობა, სხვაობა არის მათ მეორე ნაწილში, რომლის განმარტებისასაც ჩვენ ჯერჯერობით კვალავაც ვტოვებთ ბერძნულ სახელწოდებას “ფსიხე”, რომ ცხოველური “ფსიხე” და ადამიანური “ფსიხე” ერთიმეორისგან არსებითად განსხვავდება. ეს განსხვავება გულისხმობს იმას, რომ ცხოველური ფსიხე არის ორნაწილედი, შედგება გულისწყრომითი და გულისთქმითი ნაწილებისგან (ჩვენ ეს ტერმინები ადრე განვიხილეთ და კვლავ აღარ განვმარტავთ). ორივე მათგანი გახლავთ ემოციური ნაწილები, მთლიანად ემოციურობის, გრძნობადობის გამოხატულება და ამიტომაა, რომ ცხოველისადმი წმ. გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ისაა ყოვლადი გრძნობა, ე.ი. მხოლოდ გრძნობადობა, მაშინ როცა ადამიანს გარდა ამ ორი ნაწილისა (ე.ი. გარდა ემოციური ნაწილებისა) აქვს მოაზროვნეობითი ნაწილი, რომელსაც ეწოდება “პნევმა”, “პნევმური ნაწილი”, იგივე “გონითი ნაწილი”, რითაც ადამიანი მარადიულად განესხვავება, მარადიულად ემიჯნება ცხოველს. ეს გახლავთ ის ნაწილი, რითაც ადამიანი ადამიანია, რაც შეიცავს აზროვნებისა და თავისუფალი ნების თვისებებს და ამ ნაწილითვე ადამიანის ყველა სხვა ნაწილი, რითაც ის ამ შემთხვევაში თანმხვედრია ცხოველთან, უკვე განსაკუთრებულ ღირსებას იძენს, ცხოველყოფილი ხდება ამ ნაწილისგან და ეს ნაწილი სხვა ნაწილებსაც გარკვეული გაგებით უკვდავობას უნარჩუნებს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 15 OCTOBER 2017 17:57)

დაწვრილებით...

 

55

ჩვენი წინა საუბრები ეხებოდა ენის რაობას ბიბლიურ-ეკლესიური სწავლებით. კონკრეტულად ბოლო საუბარში განვიხილავდით საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ სალაპარაკო ენა, გრამატიკულ კანონზომიერებებზე აგებული ენა, როგორც შენაძენი ადამიანის ისტორიისთვის და არა განუყოფელი მისი ბუნებისგან, როდის უნდა შესძენოდა მას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ განსხვავებით თანამედროვე ლინგვისტიკაში მიღებული დასკვნისა, თითქოს ენა ესაა როგორც ერთობლივი მონაცემი, ძღვენი ადამიანისადმი ღვთისგან, რომ ენა როგორც ასეთი არ შექმნილა და რომ ადამიანი, მითუმეტეს, მის შექმნაში არ მონაწილეობდა, ამისგან განსხვავებით გრამატიკული ენის მხრივ ჩვენ უეჭველად ბიბლიურ-ეკლესიური სწავლების საფუძველზე იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ეს ენა ღვთის შთაგონებით ადამიანისგან შექმნილია. რა თქმა უნდა, აქ ცნობიერებითი ელემენტიც უნდა ვიგულვოთ, რომ გარკვეულ შემთხვევაში შეგნებულობა, ცნობიერება, მოაზროვნეობა ენის შექმნაში მონაწილეობდა. მაგრამ ქვეცნობიერსაც, ანდა მდგომარეობით მხარესაც დიდი როლი აქვს. ასე რომ, ურთიერთობაში, სხვადასხვა შემთხვევაში გარემოსგან კარნახით, თანდათანობით, უნდა ვთქვათ, რომ ყალიბდებოდა ადამიანური სამეტყველო ენა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 15 OCTOBER 2017 17:54)

დაწვრილებით...

 

56

ჩვენს წინა საუბარში ვეხებოდით კონკრეტულად სამოთხისეულ ცხოვრებაში ადამთან დაკავშირებით ენის რაობის საკითხს და აღვნიშნავდით, რომ ენა, რომლითაც ადამი სამოთხეში მეტყველებდა, თუ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ენას მხოლოდ სიმბოლურ გაგებას შევუნარჩუნებთ, ეს იყო იგივე შინაგანმდებარე სიტყვა. ჩვენ ეს ტერმინები ნაწილობრივ უკვე განვიხილეთ, რომ ეკლესიური სწავლებით არის ორი სახეობა სიტყვისა, ერთია შინაგანმდებარე სიტყვა, მეორეა გარეგანი სიტყვა, გამოვლენილი ანუ პროფორიკული სიტყვა. ის რასაც ენათმეცნიერება შეისწავლის, რაც გრამატიკულ კანონზომიერებას დამყარებული ენაა, ეს გახლავთ სწორედ პროფორიკული ანუ გარეგანი, ანუ ხმოვანი სიტყვა, ხოლო შინაგანმდებარე სიტყვა არის იგივე აზროვნებითი მეტყველება, აზრისმიერი სიტყვა და ადამს სამოთხეში სწორედ ეს მეტყველება ჰქონდა. ამავე აზრით გაიგება მის მიერ ცხოველებისადმი სახელის დარქმევაც, რომ სულიერად, აზრისმიერად განჭვრიტა მათი რაობა, მათი სახეობა და საკუთარ გონებაში განსაზღვრა კიდეც, დაახარისხა კიდეც თითოეული მათგანი. აქ, რა თქმა უნდა, არაა საუბარი იმაზე, რომ ამა თუ იმ ცხოველს რაღაც კერძოობითი, თანხმოვნებისა და ხმოვნებისგან შედგენილი სახელი დაარქვა მან.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 15 OCTOBER 2017 17:54)

დაწვრილებით...

 
More Articles...