Georgian (Georgia)English (United Kingdom)
244

ცხოვრება და წერილობითი მემკვიდრეობა

ჩვენ კვლავ III საუკუნის შუა წლებისა და მეორე ნახევრის მოღვაწეებს ვეხებით. წინა საუბარში შედარებით უფრო გავრცობილად, თუმცა წინასწარ გაცილებით მოკლედ ვვარაუდობდით, შევეხეთ ნეტარ არქელაოსს, დღეისათვის კი საუბარი გვექნება წმ. თეონა ალექსანდრიელის შესახებ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 07 JUNE 2016 15:45)

დაწვრილებით...

 
245

ცხოვრება და წერილობითი მემკვიდრეობა

III საუკუნის II ნახევრის მოღვაწეებზეა ჩვენი მსჯელობა, ჩვენი განხილვა. ღირსეულ მოღვაწეთა უდიდესი ნაწილი ჩვენ უკვე განვიხილეთ და საერთოდ ავტორთა უდიდესი ნაწილი. შევეხებით ამჯერად ერთ-ერთ ღირსეულ სახელს ამ ეპოქისას წმ. ფილეოსის, თმუისის ეპისკოპოსის მოღვაწეობას, რაც ზემოგანხილულთა მზგავსად, არქელაოსი იქნება ეს, წმ. თეონა ალექსანდრიელი თუ სხვები, კარგა ხანია სამწუხაროდ დიდად მიჩქმალულია, თუმცა მათი ღვაწლი, რა თქმა უნდა, ამას არ იმსახურებს.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 07 JUNE 2016 15:41)

დაწვრილებით...

 
246-247

წმიდა გრიგოლ პართელი


ჩვენს წინა საუბარში რამდენიმე მოღვაწე, დღეისათვის ნაკლებად ცნობილი ან საერთოდ უცნობი, განვიხილეთ. ასეთი მოღვაწეები კვლავაც განსახილველი გვრჩება და ვფიქრობთ, რადგან ბევრი მათგანი შეძლებისდაგვარად უკვე წარმოავადგინეთ მსმენელის წინაშე, არც სხვებს ავუქციოთ ზურგი და მათ შესახებაც, რამდენადაც წყაროები ამის შესაძლებლობას გვაძლევს, ყველაზე უფრო ზოგადი სახით უმთავრესი წარმოვთქვათ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 07 JUNE 2016 15:41)

დაწვრილებით...

 
248

ცხოვრება და წერილობითი მემკვიდრეობა

ჩვენ კვლავ III საუკუნის შუა წლებისა და მეორე ნახევრის, ნაწილობრივ IV საუკუნის დამდეგის მოღვაწეებს ვეხებით. წინა განხილვა ჩვენი მთლიანად მიეძღვნა წმ. პამფილი კესარიელს. მოღვაწეები არანაკლებ სახელგანთქმულნი იმ დროისა ასევე განსახილველია ჩვენს მიერ და მათგან ამჯერად გამოვყოფდით ცხოვრების მოვლენების მიხედვით ნაკლებად ცნობილს, მაგრამ შრომების მიხედვით გაცილებით უფრო შესწავლილს, სახელგანთქმულ მეთოდი ოლიმპელს, იგივე მეთოდი პატრელს, ანდა მეთოდი ტვირელს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 07 JUNE 2016 14:04)

დაწვრილებით...

 
249

განვლილ ეპოქათა (I, II, III სს.) ზოგადი დახასიათება

ჩვენი წინა საუბრების გარკვეული ნაწილი შეეხო შედარებით ნაკლებ ცნობილ მოღვაწეებს და საეკლესიო ავტორებს III საუკუნის შუა წლებისა და II ნახევრისა, IV საუკუნის დამდეგს აღსრულებულებს, უდიდეს ნაწილს აღსრულებულს მარტვილურად, როგორც ამაზე სათითაოდ გვქონდა მითითება და აღნიშვნა. ჩვენ დღეიდან უკვე ახალ ეპოქას, ახალ საუკუნეს და ახალ მიმართულებებს ეკლესიის და საეკლესიო ლიტერატურის მწერლობის ისტორიაში, შეძლებისდაგვრად განვიხილავთ, შევეხებით, ყველაზე არსებითს გამოვყოფთ და ამჯერადაც ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ვიდრე კონკრეტულ მოღვაწეთა შესახებ გარკვეულ განხილვას წარმოვადგენდეთ, ეპოქის დახასიათებას შევეცდებით, კვლავ მივუთითებთ, ყველაზე არსებითი ნიშნების გამოყოფით, [1]რომ განწყობილება, შთაბეჭდილება ჩვენი წინდაწინვე გარკვეული იყოს, მიზანმიმართული და მართებული გახლდეთ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 03 JUNE 2016 15:45)

დაწვრილებით...

 
250


წინა საუბარში ჩვენ შევუდექით ახალი ეპოქის, IV საუკუნის I ნახევრის დახასიათებას. შედარებით და შეძლებისდაგვარად ვრცლად ვისაუბრეთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიშან-თვისებაზე, რამაც არა მხოლოდ ამ ეპოქის და ამ საუკუნის პროფილი განსაზღვრა, არამედ ფაქტობრივად მთელი საეკლესიო ისტორიისა, ვიდრე დღევანდელ დღემდე, ეს გახლდათ ქრისტიანული სარწმუნოების დაშვება, შეწყნარება და ბოლოს სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარება იმპერატორ კონსტანტინე დიდისგან. ნაწილობრივ ვისაუბრეთ მის ღვაწლზეც, ეს თემა მრავალ კომპონენტს გულისხმობს, უაღრესად ფართოდ გაშლადია, მაგრამ რაც ვისაუბრეთ ამ ეტაპზე ვფიქრობთ ხსენებული ნიშან-თვისების მნიშვნელობის წარმოსაჩენად აბსოლუტურად საკმარისია.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 03 JUNE 2016 15:39)

დაწვრილებით...

 
251–252

პირველი ნაწილი

ჩვენს წინა ორ საუბარში შეძლებისდაგვარად შევეხეთ იმ უმთავრეს ნიშან-თვისებებს, რითაც ხასიათდება ახალი ეპოქის დასაწყისი, IV საუკუნის I ნახევრიდან. ცალკე საუბრებად განვიხილეთ ერთი მხრივ გარეგანადაც მკვეთრად გამოხატული ნიშანთვისება, რაც გულისხმობს ქრისტიანული სარწმუნოების სახელმწიფოებრივად აღიარებას IV საუკუნის I ნახევარში რომის იმპერიაში და რომის იმპერიის კვალობაზე, როგორც ნიმუშის კვალობაზე სხვადასხვა ქვეყნების მიერ ნაბიჯის გადადგმას სახელმწიფოებრივი გაქრისტიანებისკენ.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
More Articles...