Georgian (Georgia)English (United Kingdom)
217–218

პირველი ნაწილი

ჩვენ როგორც მოგეხსენებათ დავიწყეთ ლათინურენოვანი საეკლესიო მწერლობის ზოგადი მიმოხილვა. შევეხეთ ორ ავტორს, მხოლოდ ერთი ნაშრომით ცნობილ მინუციუს ფელიქსს და გაცილებით უფრო ნაყოფიერს და მრავაპლასტოვანს, მრავალჟანროვანს, ტერტულიანეს. ამ უკანასკნელს რამდენიმე განხილვა მივუძღვენით და ვიდრე ქრონოლოგიური რიგით კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან, ანდა ეპოქისათვის აუცილებლად გასათვალისწინებელ და განსახილველ პიროვნებას ლათინურენოვან საეკლესიო მწერლობიდან შევეხებოდეთ, ვფიქრობთ მიზანშეწონილი იქნება თუ ასევე ზოგადი წესით და ყველაზე უფრო არსებითის აღნიშვნით, მიმოვიხილავთ II-III საუკუნეების რომის პაპთა სამწერლობო მოღვაწეობას. ე.ი. შევეხებით მხოლოდ იმ რომის პაპებს, რომლებსაც გარკვეულწილად [1]მნიშვნელობა ენიჭებათ საკუთრივ პატრისტიკის ანუ საეკლესიო მწერლობის თვალთახედვით. ჩვენ გზადაგზა მინიშნებას ზოგიერთ მათგანზე ისედაც ვაკეთებდით, მაგრამ ჩვეულებრივ პატროლოგიებში ეს საკითხი კრებსითად შეისწავლება და ჩვენც ამჯერად, ამგვარივე კრებსითი მეთოდით, გამოვყოფთ რამდენიმე შედარებით მნიშვნელოვან მოღვაწეს II-III საუკუნეების რომის პაპთაგან, სამწერლობო თვალსაზრისით მნიშვნელოვანს და ყველაზე უფრო არსებითის აღნიშვნით, როგორც უკვე ვთქვით, მიმოვიხილავთ მათ მოღვაწეობას აღნიშნული კუთხით.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
219–224

ცხოვრება და მოღვაწეობა

ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ლათინურენოვანი მოღვაწეების შესახებ მოკლე და ყველაზე უფრო არსებითი შტრიხების მხრივ განხილვების მოწოდებას. წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ უადრესი, II-III საუკუნეების, რომის პაპთა პატრისტიკული მოღვაწეობის შესახებ, თუ რა ცნობები და წყაროებია ამ მხრივ და დღეისათვის ამ პაპთა შორის შევეხებით ერთ-ერთ სახელგანთქმულ მოღვაწეს, რომელიც მკვლევართა მიერ, ისევე როგორც ტრადიციაში, გარკვეულ პერიოდში წოდებულია როგორც ანტიპაპი. ეს გახლავთ წმ. იპოლიტე რომაელი.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
225–228, 231–233

ცხოვრება და მოღვაწეობა

ჩვენ რამდენიმე შეხვედრაზე როგორც შეგვეძლო შევეხეთ ერთ-ერთ უდიდეს მოღვაწეს - წმ. იპოლიტე რომაელს და ამ მოღვაწის ნაშრომების ზოგადი მიმოხილვით შევეცადეთ გარკვეულწილად ეპოქაც წარმოგვეჩინა, როდესაც ხსენებული დიდი მამა ეკლესიისა მოღვაწეობდა. რამდენჯერმე იპოლიტე რომაელთან დაკავშირებითაც, უფრო ადრე ტერტულიანესთან მიმართებაშიც და ცალკეულ საკითხთა განხილვის დროსაც ჩვენ ვახსენებდით და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვახსენებთ ამავე ეპოქის უდიდეს მოღვაწეს, ფაქტობრივად მომდევნო თაობის წარმომადგენელს წმ. იპოლიტე რომაელთან შედარებით, კართაგენის ეკლესიის, როგორც ეს მიღებული გამონათქვამია ეკლესიის მამათა მიმართ, უჭკნობ გვირგვინს - წმ. კვიპრიანე კართაგენელს, რომელიც ტერტულიანეს მსგავსად, ცხადია, აფრიკელი ღვთისმეტყველი [1]გახლდათ, ვინც, როგორც ადრეც აღვნიშნავდით, თავისი უაღრესად ღრმად გამომეძიებელი და ღვთივმიმადლებული გონებით მართლად განჭვრეტდა რა წინამორბედ საეკლესიო მოღვაწეთა შრომებს, კეთილს, მართლმადიდებლურს ყოველივეს განიკუთვნებდა, ითვისებდა და თავადვე სამოძღვრო გამოთქმას ჭეშმარიტი სწავლებისას დიდ ღირსებას და ზედმიწევნითობას სძენდა.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 03 JULY 2016 10:13)

დაწვრილებით...

 
234–238

ცხოვრება და მოღვაწეობა

ჩვენს წინა საუბრებში განვიხილეთ დიდი მოღვაწის, წმ. კვიპრიანე კართაგანელის ცხოვრება და ლიტერატურულ-საღვთისმეტყველო მემკვიდრეობა. არაერთგზის აღვნიშნეთ იმ პიროვნების შესახებ, რომელსაც ერქვა ნოვატიანუსი და რომელმაც ამ ეპოქაში, კვიპრიანეს მოღვაწეობის ჟამს, დიდი პრობლემა შეუქმნა ეკლესიას. ეს პიროვნება პრობლემური გახდა მომდევნო საუკუნეებშიც, მით უფრო რაც მან თავისი, ძველ ქართულად ნავატიანოსთა, ანდა წმიდად ზმნობილთა სახელით ცნობილი სექტა ჩამოაყალიბა. ეს ქართულად არსებული ტერმინი (წმიდად ზმნობილნი), რაც გულისხმობს ბერძნულ ადეკვატად ტერმინს კათარები, სინამდვილეში უნდა ყოფილიყო პირდაპირი თარგმანით როგორც “განწმენდილნი”, რადგან “კათაროს” განწმენდილს ნიშნავს. მაგრამ ქართველმა მთარგმნელებმა, რა თქმა უნდა, განჭვრიტეს ბერძნული ტერმინის [1]არამართლზომიერი შინაარსი, რომ ისინი (ნოვატიანელები) სინამდვილეში ეკლესიური ხედვით მართლაც წმინდანები კი არა, პირიქით უკეთურნი იყვნენ და იჩემებდნენ განწმენდილობას. აი ეს მხარე ქართულ თარგმანში ამ სექტის აღმნიშვნელად გამოვლენილია, რომ მათ ქართულში ეწოდათ არა როგორც განწმედილნი ანდა წმიდანი, არამედ წმიდად ზმნობილნი, ანუ წმიდანებად წარმომაჩენელნი თავისა, წმიდანებად მოფარისევლები, მოპირფერენი და ეს სახელწოდება მიიღო სწორედ ნოვატიანუსის სექტამ, რაც საკმაოდ მძლავრი იყო თავის დროზე. თვით ნოვატიანუსიც მრავალი კუთხით იქცევდა და იქცევს ყურადღებას, შეკითხვებიც მრავალი ყოფილა პირადად ჩვენდამი ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, რის გამოც საჭიროდ ვთვლით, რომ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მაინც შედარებით დეტალურად შევეხოთ მის [2]ცხოვრებას და ზოგიერთ ნაშრომს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 29 JUNE 2016 18:48)

დაწვრილებით...

 
239–240


(პირველი ნაწილი)

ჩვენს წინა განხილვებში რამდენიმე ავტორზე შეძლებისდაგვარად დაწვრილებითი ინფორმაცია წარმოვადგინეთ და ვაპირებდით ამ მიმართულებით განგრძობას, მაგრამ ამჯერად მცირედით იმ განხილვაზე უნდა შევჩერდეთ ქრონოლოგიურ რიგში, რაც წინა საუბრისას გვქონდა, (იგულისხმება ნოვატიანუსისადმი მიძღვნილი საუბარი) და ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ დაინტერესებულ მსმენელს, რომელმაც გვთხოვა გარკვეული ინფორმაცია მიგვეწოდებინა არა მხოლოდ ზოგადად საღვთისმეტყველო შრომების თვალსაზრისით საეკლესიო ლიტერატურის ისტორიაზე, არამედ კონკრეტულად ქრისტიანული პოეზიის ვითარებაზე უადრეს ეპოქაში, თუ რა მასალები არსებობს დღეისათვის მისი აღმოცენების შესახებ. ეს შეკითხვა არ ითვალისწინებს საკუთრივ ჰიმნოგრაფიას, რაც კანონიკური სახით გვიანდელი მოვლენა გახლავთ, როგორც ჩვენ ამაზე არაერთგზის გვისაუბრია, [1]ანუ VI საუკუნიდან იწყება ჰიმნოგრაფიული ნიმუშების, იმ კანონიკური საგალობლების შექმნა რაც ეკლესიაში დღესაც იგალობება მსახურებათა ჟამს. ამ შემთხვევაში ეს მხარე არ იგულისხმება, არამედ იგულისხმება ის უადრესი საუკუნეები, როდესაც საზოგადოდ წერილობითი თვალსაზრისით ყოველ ჟანრს საეკლესიო ლიტერატურისას საფუძველი დაედო, აი ამ კუთხით რა წყაროები არსებობს ქრისტიანულ პოეზიასთან დაკავშირებით.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
241–242

ამონიოს ალექსანდრიელი, თეოგნოსტ ალექსანდრიელი, პიერიუს ალექსანდრიელი, პეტრე ალექსანდრიელი

ჩვენ შევახსენებთ ჩვენს მსმენელებს, რომ წმ. გრიგოლ ნეოკესარიელის მოძღვრების განხილვის ჟამს დროებით შევწყვიტეთ ბერძნულენოვანი ხაზი პატროლოგიისა, პატრისტიკისა და შევეხეთ ლათინურენოვან მოღვაწეებსაც, მინუციოს ფელიქსიდან დაწყებული წმ. კვიპრიანე კართაგენელით და უფრო გვიანდელი ავტორის – ნოვატიანუსით დასრულებული. დროებით ამჯერად უკვე ლათინურენოვან ხაზს ჩვენ ვწყვეტთ და ვუბრუნდებით ისევ ბერძნულენოვან ხაზს პატრისტიკისას, ანუ ვუბრუნდებით III საუკუნის II ნახევარს. ამ პერიოდში პატრისტიკის ისტორიაში ბერძნულენოვანი ხაზით ცნობილია მრავალი მნიშვნელოვანი მოღვაწე, თუმცა ისინი ვრცლად არ მიმოიხილებიან პატროლოგთაგან, რადგანაც მათ შესახებ ცნობები მცირეა და [1]მათი შრომების აბსოლუტური უმრავლესობაც დაკარგულია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული მოღვაწეები ანდა ზოგადად აღნიშნული ავტორები უგულებელვყოთ და არსებული ინფორმაცია მათ შესახებ ჩვენს მსმენელებს არ გავაცნოთ. ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენი განხილვა მხოლოდ ერთი ავტორით ანდა ერთი ავტორის რომელიმე შრომით არ იქნება შემოფარგლული, არამედ კრებსითი ხასიათი ექნება მეტნაკლებად და ეს კრებსითობა შესაძლოა რამდენიმე საუბრის მანძილზე გაგრძელდეს.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
243

არქელაოსის დაპირისპირება მანთან (მანიქეველობის დამაარსებელთან)

ჩვენს ბოლო ორ შეხვედრაზე, როგორც წინა საუბრებში არაერთგზის აღვნიშნეთ, კრებსითად შევეხეთ III საუკუნის შუა წლებისა და II ნახევრის, ნაწილობრივ IV საუკუნის დამდეგის ღირსეულ მოღვაწეებსა და საეკლესიო ავტორებს და ამ კუთხით რამდენიმე მოღვაწის შესახებ ამჟამინდელ შეხვედრაზეც გვექნება საუბარი.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
More Articles...