Georgian (Georgia)English (United Kingdom)
358
კირიონ ქართლის კათოლიკოსი

ჩვენს წინა შეხვედრაზე შევეხეთ საკუთრივ ქართლის სულიერ ისტორიას იმ მონაკვეთში მისი არსებობისა, როდესაც ყველაზე უფრო პრინციპული არჩევანის გაკეთების აუცილებლობა იყო ქართველი ერის წინაშე და ჭეშმარიტად ურთულესი გამორჩევების ჟამს ქართველმა ერმა მართლაც, წმინდა წერილის სიტყვისებრ, უმჯობესი გამოირჩია. ისევე როგორც მარიამმა, ლაზარს დამ უმჯობესი, კეთილი ნაწილი გამოირჩია უფლისა, მის ფერხთით შევრდომილმა შეიმეცნა რა ჭეშმარიტება.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 08 APRIL 2016 15:18)

დაწვრილებით...

 
359
ბიბლიის წიგნთა უძველესი ქართული რედაქციები

ჩვენს ბოლო ორ შეხვედრაზე მსოფლიო მასშტაბით საეკლესიო მოძღვრების ისტორიაში მიმდინარე უაღესად რთული საღვთისმეტყველო პაექრობების ფონზე შევეხეთ საქართველოს ეკლესიის, ქართველი ერის, როგორც ქრისტიანი ერის მდგომარეობას და ვისაუბრეთ იმ მართებულ არჩევანზე, რაც ქართლმა თავისი ისტორიის ალბათ ყველაზე უფრო პასუხსაგებ და გადამწყვეტ მომენტში გააკეთა ღვთის წინაშე, ერის წინაშე, საკუთარი მომავლის წინაშე. არ არის გამორიცხული, რომ თვით შესიტყვება “ცხოვრებაი ქართლისაი” ანუ, რაც შემდგომში “ქართლის ცხოვრებად” იწოდა, ამ ძეგლის ეს სახელწოდებაც V-VI საუკუნეებიდან მომდინარეობდეს, როდესაც ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებლობა ანუ ჭეშმარიტი ცხოვრება ქართლისა [1]არჩევანითაც სრულყოფილად გამოიკვეთა. კიდევ ერთხელ დადასტურდა ურყევი ჭეშმარიტება, რომ მხოლოდ მოძღვრების და ამ მოძღვრების მქადაგებლის ამა თუ იმ ქვეყნად მისვლა არ კმარა, თუ საკუთრივ ამ ქვეყნის და ამ ქვეყნის შვილთა გულგახსნილობა ჭეშმაირტებისადმი არ გამოვლინდება. რადგან, ანალოგი ჩვენ უკვე გავაკეთეთ, სომხეთშიც ჭეშმარიტი ქადაგება შესრულდა და აღსრულდა IV ს-ში, ჩვენ აღარ ვამბობთ სამოციქულო ეპოქას, ისევე როგორც ქართლში. გრიგოლ განმანათლებელმა, დიდმა წმინდანმა, მართლმადიდებლური სწავლება დანერგა სომეხთა შორის, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ჭეშმარიტი არჩევანის გაკეთების ჟამი დადგა, სომხეთმა წარმწყმედელი მონოფიზიტობა აირჩია, ქართლმა, მოგეხსენებათ, დიოფიზიტობა ანუ ორბუნებოვნება ანუ მართლმადიდებლობა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 08 APRIL 2016 15:07)

დაწვრილებით...

 
361
მოციქულთა ჟამისწირვის უძველესი ქართული რედაქციები

ჩვენს წინა შეხვედრებზე შეძლებისდაგვარად შევეხეთ ქრისტიანული მწერლობის აღმოცენებას და პირველ სახეს ქართულ ენაზე. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ცალკეული ასპექტები მიმოვიხილეთ კონკრეტულად საღვთო წერლის თარგმნასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, ჩვენი საუბრიდანაც და თავისთავად ცხადია იმ წყაროდებიდანაც, რომლებსაც ვეფუძნებით, ნათელი გახდა, რომ უეჭველად, როგორც სხვა ქრისტიანულ ქვეყნებში, საეკლესიო მწერლობის საფუძველი გახდა საღვთო წერლის ქართულ ენაზე თარგმნა. რა თქმა უნდა, ეს მოვლენა, შეუფასებელია და ჩვენ არც ვისახავთ მიზნად ამ განსაკუთრებული ფაქტის ყოველმხრივ ანალიზსა და შესწავლას. ჩვენი მიზანდასახულობა მხოლოდ იმის ჩვენება იყო, წინააღმდეგ გაბატონებული [1]თვალსაზრისისა, რომ საღვთო წერილის უადრესი ქართული თარგმანი ერთ-ერთი საფუძველია თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსეული თარგმანისა, რაც სომხურ ენაზე განხორციელდა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 08 APRIL 2016 15:06)

დაწვრილებით...

 
362
მრავალთავი

ჩვენ კვლავ ვეხებით უადრესი ეპოქის ქართულენოვან საეკლესიო ლიტერატურას, იმ ძეგლებს, რომლებიც დასამაბიერ ეპოქაში ქართული ქრისტიანული მწერლობისა უნდა თარგმნილიყო. ნაწილობრივ შევეხეთ საღვთო წერილს, შევეხეთ ჟამისწირვის უადრეს რედაქციებს, კერძოდ მოციქულებისას, და ამჯერად გვინდა შევჩერდეთ ამავე უადრესი ეპოქის ამსახველ ერთ უმნიშვნელოვანეს კრებულზე, რასაც “მრავალთავი” ეწოდება.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 08 APRIL 2016 12:35)

დაწვრილებით...

 
363-365
ხანმეტი ლექციონარი

ჩვენს წინა შეხვედრაზე შვეხეთ ”მრავალთავს”, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტურგიკულ ძეგლს, კრებულს ჰომილიებისას. ნაწილობრივ მიმოვიხილეთ ეს უმნიშვნელოვანესი კრებული. როგორც ვამბობდით კვლავ დავუბრუნდებოდით ზოგ საკითხს და ამჯერად ის, რაც წინა შეხვედრაზე ვერ დავასრულეთ შევეცდებით, რომ ძალიან მოკლედ განვმარტოთ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 08 APRIL 2016 12:35)

დაწვრილებით...

 
366-370
ძველი იადგარის ჩამოყალიბების შესახებ

როგორც წინა საუბრის დასასრულს აღვნიშნეთ ჩვენ ბუნებრივად, იერუსალიმური ლექციონარის რაობისა და ამ ლექციონართან დაკავშირებული მეცნიერულ-ლიტურგიკული პრობლემატიკის ყველაზე უფრო მოკლე სახით მიმოხილვის შემდეგ, შევეხებოდით ჰიმნოგრაფიულ საკითხებს, ასევე უაღრესად მჭიდროდ დაკავშირებულს ლექციონართან.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 08 APRIL 2016 12:35)

დაწვრილებით...

 
371-372
"ლოცვანის" კრებულად ჩამოყალიბების შესახებ

ჩვენს წინა შეხვედრებზე რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ლიტურგიკულ ძეგლს შევეხეთ, რა თქმა უნდა, შემოკლებულად. ჩვენი ბოლო საუბარი შედგა “საწელიწდო იადგართან”, უდიდესი ღირებულების მქონე ლიტურგიკულ ძეგლთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელს უკავშირდება. სხვა ლიტურგიკული ძეგლებიც შეძლებისდაგვარად განვიხილეთ, მათ შორის “იერუსალიმური ლექციონარი”, “ჰომილეტიკური კრებული”, რომელიც ასევე ლიტურგიკული ძეგლია და სხვა. ვფიქრობთ ამ ჟანრის და ამ კატეგორიის ძეგლების ძველი ქართული თარგმანების მიმოხილვა შედარებით სრულყოფილი რომ იყოს, შევეხებით კიდევ ერთ ლიტურგიკულ კრებულს, სწორედ “საწელიწდო იადგართან” გარკვეულწილად დაკავშირებულს, რაც გახლავთ “ლოცვანი”.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 05 APRIL 2016 20:48)

დაწვრილებით...

 
More Articles...