Georgian (Georgia)English (United Kingdom)
373-377
საეკლესიო მწერლობა და ფილოსოფია (პირველი ნაწილი)

ჩვენი წინა საუბრების ერთმთლიან ციკლში შევეხეთ იმ უმნიშვნელოვანეს ლიტურგიკულ კრებულებს, რაც ქართულმა ხელნაწერებმა შემოგვინახეს, რაც უძვირფასეს განძად შემოგვჩენია და რითაც ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა ზოგადქრისტიანული ასპექტითაც უაღრესად დიდ მნიშვნელობას იძენს. ეს ყოველივე თანთადანობით, უეჭველად, დამუშავდება, გამოიცემა და ღირსება ამ ყოველივესი კიდევ უფრო საცნაური გახდება. მაგრამ, ცხადია, აშკარაა, რომ პატრისტიკის განუყოფელი ნაწილი ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა მხოლოდ ლიტურგიკული ჟანრით არ განისაზღვრება. ყველა სხვა ჟანრი ძველთაგანვე ასახულ იქნა ქართულ ენაზე და ეს ჟანრებიც და ამ ჟანრის შემადგენელი ცალკეული ძეგლებიც ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 01 April 2016 13:06)

Read more...