Georgian (Georgia)English (United Kingdom)

17 თებერვალს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბერძენი მუსიკათმცოდნე - ბიზანტისტი სტათისი შეხვდა კონსერვატორიაში არსებული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლებს. ამ ღონისძიების აუცილებლობა განაპირობა ბერძენი სტუმრის შეხვედრამ ქართული საეკლესიო გალობის ცენტრის თანამშრომლებთან, რომელის დროსაც ნათელი გახდა, რომ ბატონი სტათისი ნაკლებად იცნობს ქართულ სამგალობლო ტრადიციას და მის შესახებ ზოგიერთი ქართველი არაკომპეტენტური პირისაგან არასწორი ინფორმაცია აქვს მიღებული.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:08)

დაწვრილებით...

 

2003 წლის 14 თებერვალს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მიიღო ბერძენი სტუმარი, მუსიკათმცოდნე გრიგორიუს სტათისი. შეხვედრას ესწრებოდნენ მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსი, დეკანოზი დავით (შარაშენიძე), დეკანოზი ზურაბ ანთაძე, საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსის მოადგილე ზურაბ ცხოვრებაძე, საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის თანამშრომლები სიმონ ჯანგულაშვილი და ლუარსაბ ტოგონიძე. გთავაზობთ ამ შეხვედრის ჩანაწერს. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საუბრის სტილი მაქსიმალურად დაცულია, რის გამოც ზეპირი საუბრისათვის დამახასიათებელი თავისებურებები თითქმის უცვლელადაა შენარჩუნებული.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:08)

დაწვრილებით...

 

ათენის უნივერსიტეტის პროფესორის გრიგორიუს სტათისის შეხვედრა
საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის წევრებთან

2003 წლის 12 თებერვალი

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, ამა წლის 12 თებერვალს, სიონის საკათედრო ტაძრის სამრევლო სკოლის შენობაში ათენის უნივერსიტეტის პროფესორი გრიგორიუს სტათისი საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის წევრებს შეხვდა. სხდომას, რომელსაც ალავერდის მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) თავმჯდომარეობდა, ესწრებოდნენ პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი, დეკანოზი ზურაბ ანთაძე, მღვდელი მიქაელ წულიკიძე, საქართველოს საპატრიარქოს გალობის ცენტრის წევრები, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმასწავლებლები.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:08)

დაწვრილებით...

 
ბოლო წლებია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სასულიერო და საერო პირთა ერთი ჯგუფი ცდილობს, დაამკვიდროს ახალი გალობა. ეს გახლავთ თანამედროვე ბერძნულ ერთხმიან სამგალობლო მელოდიებზე დადებული ქართული ლოცვითი ტექსტი. ამ გალობას სიახლის შემომტანები კანონიკურს უწოდებენ. შესაბამისად არაკანონიკურად ცხადდება ტრადიციული სამხმიანი ქართული გალობა, რომლის მიმართაც ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე უფრო მკვეთრი ეპითეტებიც გამოიყენებოდა. ნებსით თუ უნებლიედ ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ პატრიარქი არ არის ამ ახალი გალობის წინააღმდეგი. სინამდვილეში კი ამ ექსპერიმენტის დაწყებისთანავე და ამჟამადაც პატრიარქის პოზიცია სრულიად მკაფიო იყო. თვითნებურ ექსპერიმენტად შეაფასა ეს ყოველივე წმიდა სინოდმა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამ წამოწყებისადმი გამოხატა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამაც. გალობის საკითხთან დაკავშირებით ისტორიის ინსტიტუტში გაიმართა საგანგებო კონფერენცია, რომლის მასალებიც გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, ეკლეკტური გალობის მომხრეთა დარწმუნება ვერ მოხერხდა. ისინი განაგრძობენ ახალი გალობის შესწავლას, ზოგიერთ ტაძარში ღვთისმსახურება სრულდება ახალი გალობის თანხლებით, გამოიცემა აუდიო კასეტები, კრებულები, გაზეთები და ა. შ. ცოტა ხნის წინ მათი თხოვნით საბერძნეთიდან ჩამივიდა მუსიკათმცოდნე გრიგორიუს სტათისი, რომელიც აღნიშნულმა ჯგუფმა მოიწვია. ობიექტური სურათის აღსადგენად გადავწყვიტეთ, გამოგვექვეყნებინა როგორც ამ ვიზიტის მასალები, ისე აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციაც.
AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:08)

დაწვრილებით...

 

12 ოქტომბერი, 2001 წელი, თბილისი

7. ბოლო წლებში ჩვენს ეკლესიაში ადგილი აქვს თვითნებური ექსპერიმენტების ჩატარებას საეკლესიო გალობის სფეროში. წმიდა სინოდმა იმსჯელა ამ საკითხზე და განაჩინა:

საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნას ძველი ქართული საგალობლების შესწავლისა და აღდგენის ცენტრი ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის, იობის ხელმძღვანელობით.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 20 MARCH 2014 13:03)

დაწვრილებით...