Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ქართული გალობა ისეთივე საუნჯეა ჩვენთვის, როგორც ჩვენი ენა, მწერლობა, პოეზია, ლიტერატურა. ამიტომაც განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ მას.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძველი ქართული გალობა არის საეკლესიო ტრადიციის წმიდად დამცველი, შეურყვნელი, უძველესი და ამასთან, შუასაუკუნეების მართლმადიდებელ ეკლესიათა საგალობლებს შორის ერთადერთი მრავალხმიანი, ანალოგის არმქონე, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:07)

დაწვრილებით...

 

მრავალსაუკუნოვანი ქართული სამუსიკო კულტურის განვითარებაში მძლავრი გარდატეხა ქრისტიანულმა მოძღვრებამ შეიტანა. ახალმა შჯულმა ამ კულტურის სახე და მთავარი მახასიათებლები განსაზღვრა.

ქრისტიანული კულტურის კერები საქართველოში პირველივე საუკუნეში ჩნდება, თუმცა, ახალი კულტურის აღმავლობა სათავეს IV საუკუნიდან იღებს - მას შემდეგ, რაც ქართლი ინათლება წმიდა ნინოს მიერ და ქრისტიანული სარწმუნოება სახელმწიფო რელიგიად ცხადდება.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:07)

დაწვრილებით...

 

ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია. იგი ვითარდებოდა როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ სულიერ კერებში (საბაწმიდის მონასტერში, სინას მთაზე, ტაო-კლარჯეთში, ათონის მთაზე და ა.შ.).

წმიდა საბა განწმედილის (+532წ.) ანდერძის თანახმად, ქართველები VI საუკუნის დასაწყისში წირვა-ლოცვას (ცხადია, გალობითურთ) მშობლიურ ენაზე ასრულებდნენ. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ქართული ეკლესიის წიაღში წინაპართა სულიერი კულტურის მრავალრიცხოვანი მონაპოვარი იქნა დაუნჯებული. ამას მოწმობს ჩვენამდე მოღწეული ძველი ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები, რომლებიც მიეკუთვნება ადრებიზანტიური პერიოდის (VI-VII ს.ს.), საბაწმიდური (VIII-IX ს.ს.), ტაო-კლარჯეთის (IX-X ს.ს.), ათონის მთის (XI ს.-დან) და ა.შ. ქართული სამონასტრო სკოლების მოღვაწეობის ხანას.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:07)

დაწვრილებით...

 

ბოლო დროს „ბიზანტიური გალობის შემსწავლელი ჯგუფი“, როგორც იგი თავის თავს უწოდებს, აქტიურად ავრცელებს მცდარ მოსაზრებებს ქართული საეკლესიო გალობის შესახებ. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუკი გავეცნობით მის მიერ ოფიციალური პრესის საშუალებით თუ ხელნაწერი (ნაბეჭდი) მასალის სახით გავრცელებულ წერილებს, ნაკრებ მასალებს [1], განსაკუთრებით კი სულ ახლახანს გამოცემულ წიგნს „ასე გალობდნენ ძველად საქართველოში“. იმ მრავალი გაუგებრობის გარდა, რასაც ხსენებულ „ნაკვლევებში“ ვაწყდებით, ახლა უნდობლობაც გაჩნდა ჯგუფის საქმიანობისადმი ახლად გამოცემული წიგნის ანონიმურობის გამო [2]. მკითხველისათვის უცნობი რჩება ამ წიგნის ავტორთა ვინაობა; არც რედაქტორია მითითებული და არც რეცენზენტი, ანუ იგი გამოცემის ყოველგვარი წესის დარღვევით არის დაბეჭდილი, მაშინ, როდესაც მისი შინაარსი ქართული საეკლესიო გალობის ურთულეს საკითხებს ეხება.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:07)

დაწვრილებით...

 

„ნუუკუე წყაროჲსაგან მისვე თუალისა აღმოდინ ტკბილი და მწარე?“ (იაკ. 3,11)

საეკლესიო გალობის მოყვარულთა საყურადღებოდ „ბიზანტიური გალობის შემსწავლელმა ჯგუფმა“ გამოსცა ბიულეტენი სათაურით: „ადიდებს სული ჩემი უფალსა“. აქ მოთავსებულია წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვის მიერ პოეტური პროზით წარმოთქმული სიტყვა „გალობა ჯვრის ჩრდილქვეშ“, რომელიც მოუწოდებს ჯვარცმულის მიერ ჯვრით გამოხსნილ კაცობრიობას, უგალობოს უფალს სადიდებელი გალობა მსგავსდ ებრაელი ერისა, რომელიც ღმერთმა სასწაულებრივად იხსნა ფარაონისგან მეწამული ზღვის გადალახვით.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:07)

დაწვრილებით...

 
More Articles...