Georgian (Georgia)English (United Kingdom)

მიქაელ მოდრეკილის უაღრესი თავმდაბლობით აღბეჭდილ ამ მინაწერში მთელი სისრულით ვლინდება დიდი მამის ღვაწლი ქართულ გალობაში: "შეწევნითა დიდად სახიერისა ღმრთისაითა მე გლახაკმან და უღირსად ცხოვრებულმან ღელვათა სოფლისათა დანთქმულმან და სიმძიმითა ბრალთა სიმრავლისაითა დაღონებულმან მიქაელ მოდრეკილმან ვიღუაწე და უზეშთაეს უძლურისა ძალისა ჩემისა შრომაი ვაჩუენე და შევკრიბენ საგალობელნი ესე წმიდისა აღდგომისანი რომელნი ვპოენ ენითა ქართველთაითა მეხურნი ბერძნულნი და ქართულნი სრულნი ყოვლითა განგებითა წესისაებრ საეკლესიოისა უფალო ღაღატყავითა და სიმართლით სისწორითა კილოისაითა და უცთომელობითა ნიშნისაითა". ესაა არამარტო ქართულ ენაზე იმ დროს არსებული ყველა საგალობლის თავმოყრა, არამედ მათი გადარჩევა და განწმენდა "არაკეთილთაგან" ("საყუარელნო სხვანიცა გალობანი ნათლისღებისანი მრავალნი მქონდეს: სიტყუად არაკეთილ იყვნეს და ამისთვის არა დავწერენ") და რაც მთავარია, მათი ნევმირება - კილოზე გაწყობა "უცთომელობითა ნიშნისაითა". სწორედ ეს უკანასკნელი განაპირობებს მიქაელ მოდრეკილის "საწელიწდო იადგარის" განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქართული გალობის ისტორიაში.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Tuesday, 14 February 2012 19:00)

Read more...

 

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა წმინდანად შერაცხა ("ქართული საეკლესიო საგალობლების გადარჩენისათვის გაწეული ღვაწლის გამო") იღუმენი ექვთიმე კერესელიძე, რომელსაც სახელად წმიდა ექვთიმე აღმსარებელი ეწოდა და მისი ხსენების დღედ დაადგინა ახ. სტ. 2 თებერვალი/ძვ. სტ. 20 იანვარი.

ცხოვრება და მოღვაწეობა

“დიდება შენდა, უფალო იესო ქრისტე, ძალო ცხოვრებისა ჩემისაო, რამეთუ რომელი არა ვიცოდი, მადლითა შენითა ვისწავლე, და რომელი არა შემეძლო, შემძლებელ მყავ დაწერად წიგნისა ამისა მხიარულებით... და აწ მშრომელი წარვალს, ხოლო ნაშრომსა ამას შეგვედრებ შენ, რათა ჰგიებდეს ერთა შორის ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ”.

იღუმენ ექვთიმე კერესელიძის მინაწერი სანოტო ხელნაწერზე

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Monday, 13 February 2012 18:06)

Read more...

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2011 წლის 20 დეკემბრის სხდომის ოქმიდან: "წმინდა სინოდმა იმსჯელა ერისა და ეკლესიის წინაშე ძმები კარბელაშვილებისა და ფილიმონ ქორიძის დამსახურების შესახებ და განაჩინა მათი წმინდანებად შერაცხვა.

ეპისკოპოს სტეფანეს, დეკანოზ პოლიევქტოსსა და მღვდელ ფილიმონ კარბელაშვილებს მიენიჭათ წოდება - აღმსარებელი.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრავალსაუკუნოვანმა მატიანემ მრავალი გამორჩეული სახელი შემოგვინახა, რომელთა მოღვაწეობამ ღრმა კვალი დატოვა არა მარტო ეროვნული ეკლესიის, არამედ, მთლიანად ქართველი ერის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაზე. წინამდებარე წერილში გვინდა გიამბოთ საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის თვალსაჩინო მოღვაწის, ეპისკოპოს სტეფანე (ვასილ) კარბელაშვილზე. ამ პიროვნების შესახებ ცოტა რამ თუ იცის ჩვენმა საზოგადოებამ, ისიც მხოლოდ ქართლ-კახური გალობის გადარჩენასთან კავშირში. იგი ხომ მგალობელი კარბელაშვილების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 16 February 2012 18:18)

Read more...

 
“ქართველისთვის მრავალხმიანობა არის აზროვნების ნორმა...”

21 თებერვალს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მეტად საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ვატოპედის მონასტრის მგალობელთა გუნდის რეგენტი, ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი (ანდრეას დიმიტრიუ) ქართველ მუსიკოსებს შეხვდა და ქართულ და ბიზანტიურ გალობაზე ესაუბრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მუსიკადმცოდნეები – მაგდა სუხიაშვილი და ეკატერინე ონიანი, საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსი, დეკანოზი დავით შარაშენიძე და პერსცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრაზე თარჯიმნობდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საპატრიარქოს თანამშრომელი ეკატერინე დუღაშვილი.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Monday, 19 December 2011 21:12)

Read more...

 

მოხსენება წაკითხულია ქართული გალობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე
(16 მარტი, 2001 წ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი)

საეკლესიო ხელოვნება ღვთაებრივ ყოფიერებასთან თანაზიარობის გრძნობადი ხატია. სასულიერო მუსიკის, ისევე როგორც ზოგადად ქრისტიანული მართლმადიდებლური ხელოვნების კანონი, უხილავის, „დაფარულის გამოცხადებას“ (იოანე დამასკელი) გულისხმობს. კანონიკა კი, როგორც საეკლესიო გალობის პოეტურ და მუსიკალურ კანონზომიერებათა ერთობლიობა, მისი სულიერი შინაარსის სრულყოფილ, ადეკვატურ გადმოცემას ემსახურება. ქრისტიანულ ჰიმნში იგი, პირველ ყოვლისა, ღვთაებრივი სიტყვის წარმოჩენას და ეკლესიის მიერ კანონიზებული ჰანგის სიწმინდით დაცვას უზრუნველყოფს.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 19:07)

Read more...

 
More Articles...